Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. ანალიტიკური კომპანია Mangrove Capital Partner-ის ახალი ანგარიშის თანახმად კომპანია Apple დაკავებულია ახალი ოპერაციული სისტემის შემუშავებით, რომლის სახელწოდებაა SiriOS. ჟურნალისტების ინფორმაციით, ეს იქნება აბსოლუტურად ახალი, ნულიდან შექმნილი ოპერაციული სისტემა ინტერნეტ-ნივთებისთვის. მისი პრეზენტაცის შედგება WDC 2020-ის ფარგლებში. დღესდღეობით არ არსებობს ინფორმაცია, როგორი იქნება Apple-ის ახალი სისტემა, ცნობილი ის გახლავთ, რომ SiriOS-ის შემუშავება მიმდინარეობს Apple-ის სხვა პროგრამებისგან დამოუკიდებლად. ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ ხსენებული სისტემა აქტიურ კავშირში იქნება ხელოვნურ ინტელექტთან და პროექტდება დამოუკიდებელ პლატფორმად, რომელიც ინდივიდუალურად მოერგება მფლობელს. როგორც Mangrove Capital Partner-ის ექსპერტები ამტკიცებენ, SiriOS-თან მიმართებაში Apple უკიდურესად იცავს საიდუმლოებებს, კომპანიის არც ერთ პარტნიორს არ აქვს მასთან სრულად წვდომა. ფიქრობენ, რომ Apple-მა კიდევ ერთი რევოლუცია ჩაიფიქრა. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/28723/apple-razrabatyvaet-novuju-operacionnuju-sistemu
  2. ჩინური კომპანია Xiaomi-ს მიერ შექმნილმა ბრედმა Redmi-მ გამოაქვეყნა გამოსახულების თიზერი, სადაც გადმოცემულია, რომ მზადდება მსოფლიოში პირველი სმარტფონი 64-მეგაპიქსელიანი სენსორით. ილუსტრაციაზე ჩანს კატის ფოტოსურათი გადიდებული თვალის გამოსახულებით. როგორც ჩანს, Redmi-ს ახალი, მზადებაში არსებული სმარტფონის კამერა უმაღლეს დეტალიზაციას უზრუნველყოფს. გავრცელებული ცნობებით, სმარტფონში გამოყენებული სენსორი იქნება ISOCELL Bright GW1, რომელიც კომპანია Samsung-ის მიერაა შექმნილი. მოგახსენებთ, რომ ეს სენსორი დამზადებულია Tetracell (Quad Bayer) ტექნოლოგიით. არასაკმარისი განათების შემთხვევაში სენსორი საშუალებას იძლევა გადაღებულ იქნას ხარისხიანი 16-მეგაპიქსელიანი ფოტოები. სამწუხაროდ, თიზერის მეშვეობით ახალი სმარტფონის სხვა ტექნიკური მახასიათებლები არ გამხდარა ცნობილი, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოწყობილობა მრავალმოდულიანი ძირითადი კამერით იქნება წარმოდგენილი. სმარტფონის ოფიციალური ანონსის თარიღის შესახებაც ჯერჯერობით ცნობილი არაფერია, ცნობები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. https://3dnews.ru/991107
  3. 1901 წელს გერმანელი მეცნიერის რიხარდ ფიდლერის მიერ გამოგონილი ხელსაწყო დღეს ძირითადად სოფლის მეურნეობაში გამოიყენება. მაგალითად, გამოფრქვეული ალის საშუალებით ფერმერები ველებს სარეველა ბალახისგან ასუფთავებენ. აღნიშნული იარაღის გამოყენებით აგრეთვე ებრძვიან კრაზანების დიდ ბუდეებს, ხოლო კომპანიების Tesla და SpaceX-ის მეშვეობით ის ამერიკელთა საყვარელ სათამაშოდ იქცა. მაგრამ როგორ გავხადოთ ცეცხლმფრქვევები უფრო სასარგებლო? მართალია - ისინი უნდა დავამაგროთ დისტანციური მართვის მქონე უპილოტო დრონებზე. ზუსტად ასე მიიჩნია ამრიკულმა კომპანია Throwflame-მა, რომელმაც შეიმუშავა მსუბუქი და კომპაქტური ცეცხლმფრქვევი, რომელიც მონტაჟდება პრაქტიკულად ყველა საფრენ აპარატზე. კომპლექტი შედგება თვით ცეცხლმფრქვევისა და საწვავის ავზისგან, რომელიც მაგრდება საფრენი აპარატის კორპუსზე და საშუალებას იძლევა ცეცხლის ალი გატყორცნილ იქნას 7.5 მეტრის მანძილზე. როგორ მუშაობს ცეცხლმფრქვევი მუშაობის პრინციპი მარტივია - ცეცხლის ძლიერი ნაკადი გამოიტყორცნება ლულიდან და აალდება ელექტროდის მეშვეობით. საწვავის ავზის ტევადობა შეადგენს 3.78 ლ-ს, რაც საკმარისია ცეცხლის უწყვეტ საფრქვევად 1.5 წთ-ის განმავლობაში. დრონებზე დამონტაჟებული კამერების მეშვეობით, მათი მფლობელები შეძლებენ მიზანში ზუსტ სროლას. აღნიშნული ცეცხლმფრქვევი დამზადებულია მსუბუქი მასალისგან და იწონის 1.8 კგ-ს. მისი დაყენება შეიძლება თითქმის ყველა სახეობის დრონზე, თუმცა შემქმნელები რეკომენდაციას აძლევენ DJI S1000 მოდელს, რომელსაც გააჩნია 8 ხრახნი და შეუძლია მძიმე ტვირთის აწევა. მისი ფასი 300 დოლარამდეა. გაყიდვაში არის აგრეთვე უფრო იაფიანი მოდელებიც, რომლებიც რამდენიმე ხრახნისგან შედგებიან და შეუძლიათ 2.2 კგ-მდე ტვირთის აწევა. რა ღირს ცეცხლმფრქვევი ცეცხლმრქვევის ღირებულებაა 1500 დოლარი. ასეთი კომპლექტი შეიძლება მოგეჩვენოთ საკმაოდ ძვირადღირებულად, მაგრამ მფრინავ ცეცხლმფრქვევს შეუძლია საკმაოდ რთული ამოცანების გადაჭრა. მაგალითად, აშშ-ში არსებობს სამმეტრიანი კრაზანის ბუდეები, 10000 ბინადრით, რომლებთან მიახლოებასაც ყველა ვერ ბედავს. მხოლოდ მფრინავ ცეცხლმფრქვევებს შეუძლიათ აღნიშნული პრობლემის გადაჭრა. https://hi-news.ru/technology/video-v-ssha-nachali-prodavat-ognemet-dlya-dronov.html
  4. 7-ნანომეტრიანი პროცესორების გამოშვებასთან ერთად AMD Ryzen 3000-ში წარმოიშვა სპეციფიკური პრობლემა: არსებული დედა დაფების დიდ ნაწილს BIOS-ის კოდის მქონე მიკროსქემების ტევადობა არ აღემატებოდა 16 მბ-ს და, ახალ პროცესორებთან თავსებადობის მიზნით, რიგ ფუნქციებზე უარის თქმა მოუწიათ. მაგალითად, MSI-მ უარი თქვა RAID რეჟიმების მხარდაჭერაზე. ფუნქციონალური შესაძლებლობების „შემჭიდროვების“ მიზნით ოპტიმიზაცია არ წყდებოდა, BIOS-ის ახალ ვერსიებში კომპანიამ განაახლა RAID -ის მხარდაჭერა და მასთან ერთად შეინარჩუნა AMD პროცესორებთან თავსებადობაც. თუმცა Bristol Ridge-ის ჰიბრიდული პროცესორები მაინც დაკარგავენ მხარდაჭერას. MAX სერიის პლატები, რომლებსაც ექნებათ 32 მბ-იანი BIOS-ის მიკროსქემები, სექტემბრამდე არ გამოვა. https://overclockers.ru/hardnews/show/98343/msi-vernula-podderzhku-raid-materinskim-platam-so-skromnym-obemom-bios
  5. 20 ივლისს, 50 წლის წინ, „აპოლონ 11“-ის მისიის ფარგლებში ამერიკული პილოტირებადი კოსმოსური ხომალდი პირველად დაეშვა მთვარის ზედაპირზე. ეკიპაჟის მეთაური ნილ არმსტრონგი და პილოტი ბაზ ოლდრინი მთვარის მოდულით დაეშვნენ მთვარზე „სიმშვიდის ზღვის“ სამხრეთ-დასავლეთ რაიონში და მის ზედაპირზე დაჰყვეს 21 სთ 36 წთ და 21 წმ. ჯერ კიდევ მთვარის მოდულიდან გამოსვლის წინ ბაზ ოდრინმა თქვა: „ლაპარაკობს მთვარის მოდულის პილოტი. მე მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და წუთიერი ყურადღება ვთხოვო ყველა ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს ის, ჩაუფიქრდეს ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს და თავისებურად გამოხატოს მადლიერება“. ამის შემდეგ, კავშირის წყვეტის დროს, მან ისარგებლა და ჩაატარა საეკლესიო წირვა და წაიკითხა იოანეს სახარების ერთი-ერთი სტროფი: „მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.“ მისიის შემდგომ ოლდრინმა მინიატურული ნაკრები დააბრუნა უებსტერის ეკლესიაში, სადაც ყოველ წელს 20 ივლისთან ახლოს მყოფ კვირა დღეს აღევლინება სადღესასწაულო წირვა, რომელიც ეძღვნება მთვარის ევქარისტიას. მთვარის ზედაპირზე გასვლა იყო შედარებით ხანმოკლე და გაგრძელდა 2 სთ 31 წთ და 40 წამი. პირველმა მთვარის ზედაპირზე ფეხი დაადგა ნილ არმსტრონგმა და, როდესაც მარჯვენა ხელით ჩაჭიდებული იყო კიბეს, ხოლო მარცხენა ფეხი დააბიჯა ზედაპირს, მან წარმოთქვა ცნობილი ფრაზა - „ეს არის პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, ხოლო დიდი ნახტომი მთლიანი კაცობრიობისთვის.“ მთვარის გრუნტის მცირე ნაწილაკები წააგავდა ფხვნილს, რომელიც მცირე შრით ეკრობოდა ფეხსაცმელს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხი 0,3 სმ-ზე მეტით არ ეფლობოდა გრუნტში, ნაკვალევი მაინც დატოვა. მთვარეზე სიარული იმაზე უფრო იოლი აღმოჩნდა, ვიდრე ეს დედამიწაზე იმიტირებული პირობების დროს ხდებოდა, როდესაც ხელოვნურად მიიღწეოდა დედამიწის გრავიტაციის 1/6. 15 წუთში მას შეურთდა ოლდრინიც, რომელმაც, ზედაპირზე დახტომისას, წარმოთქვა - „ლამაზი ხედი! შესანიშნავი უდაბნო!“ კოსმონავტებმა მთვარის მოდულის ერთ-ერთ საყრდენ ფეხზე მიმაგრებულ მემორიალურ დაფას ერთად ახადეს თავსახური, სადაც ეწერა - „აქ ადამიანებმა, პლანეტა დედამიწიდან, პირველად დააბიჯეს ფეხი. ახალი წელთაღრიცხვის 1969 წლის ივლისი. ჩვენ მოვედით მშვიდობით მთელი კაცობრიობის სახელით.“ ამის შემდეგ დაყენებულ იქნა მზის ქარის კოლექტორის ეკრანი (ალუმინის ფოლგის ფირფიტა, რომელიც იჭერს ჰელიუმის, ნეონის და არგონის იონებს) და აშშ-ის დროშა, რომელიც ჩაარჭეს 15-20 სმ სიღრმეში. მის ქვემოთ გრუნტი მყარი აღმოჩნდა. მთვარეზე ყოფნის დროს კოსმონავტებმა განათავსეს სამეცნიერო ხელსაწყოები და შეაგროვეს მთვარის გრუნტის ნიმუშები 21,55 კგ ოდენობით, რომლებიც შემდგომ ჩამოიტანეს დედამიწაზე (გრუნტის კვლევისას არ იქნა აღმოჩენილი მთვარის მიკროორგანიზმების ნაკვალევი). ამ დროს მისიის მესამე წევრი, მაიკლ კოლინზი, იმყოფებოდა კოსმოსურ ხომალდ „კოლუმბიას“ მთავარ მოდულში მთვარის ახლო ორბიტაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისიის მსვლელობისას ყველაფერი ადვილად არ ხდებოდა. მაგალითად, მთვარის მოდულში ხუთჯერ ჩაიროთო ავარიული სიგნალიზაცია, ხოლო დაშვებისას მოდულს იქეთ-აქეთ აქანავებდა. აპოლონ 11-ის მისიის წარმატება ნიშნავდა აშშ-ს სსრკ-ზე გამარჯვებას მთვარისკენ „რბოლაში“. შემდგომ წლებში მთვარეზე იმყოფებოდა აპოლონის კიდევ ხუთი მისია, უკანასკნელი - 1972 წელს. ამ დროისთვის მთვარის ზედაპირზე თორმეტმა ამერიკელმა კოსმონავტმა დატოვა თავისი ფეხის ნაკვალევი. კოსმოსის ათვისების მომხრეთა გულდასაწყვეტად, შემდგომ წლებში მთვარის მისია დაიხურა და პილოტირებადი მოდულები აღარ გაუშვიათ. ცოტა ხნის წინა, ბაზ ოლდრინთან შეხვედრისას (ნილ არმსტრონგი გარდაიცვალა 2012 წელს), კოსმონავტმა გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება NASA-ში ბოლო 15 წელია, როდესაც, მისი აზრით, აშშ-ს კოსმოსური პროგრამა ახლოსაც ვერ მივიდა მისი განვითარების ადრეულ წლებამდეც კი და ახლაც ვერ ხერხდება კოსმოსური ხომალდების გაშვება მთვარის ორბიტაზე. საერთო ჯამში შეხვედრა პოზიტიური იყო, ბევრი ითქვა მარსის მისიის შესახებ. https://3dnews.ru/991077
  6. The Washingtonpost-ის ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ Google-თან მიმართებაში დაარეგულირა ყველა სადავო მომენტი, რომლებიც უკავშირდებოდა YouTube-ის მომხმარებლების კონფიდენციალური მონაცემების დარღვევას. კერძოდ, მტკიცდება, რომ კორპორაცია Google-მა უგულვებელჰყო რეგულატორის დადგენილებები და დაკავებული იყო სერვისის მომხმარებელი 13 წლამდე პირების პირადი მონაცემების შეგროვებით. The Washingtonpost-ის ინფორმაციით, მსგავსი ქმედება ინტერნეტში ბავშვების კონფიდენციალურობის კანონის პირდაპირი დარღვევაა - ე.წ. COPPA. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია დადგინდეს ჯარიმის ზუსტი ოდენობა, თუმცა ფედერალური კომისიის წყაროები ამტკიცებენ, რომ ჯარიმა მეტად დიდი იქნება. როგორც ცნობილია, საქმე იუსტიციის სამინისტროს გადაეცა, სადაც უკვე განხილვას გადის Amazon-ის, Apple-ისა და Facebook-ის წინააღმდეგ აღძრული საქმეები. ასეთ ვითარებაში, Washingtonpost-ის ჟურნალისტების აზრით, მთელ IT-ინდუსტრიას სერიოზული განხილვები ელის, რამაც შესაძლოა შემოსავლების მნიშვნელოვანი დანაკარგები განაპირობოს. Google მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/28701/google-zaplatit-mnogomilliardnyj-shtraf-na-ocheredi-amazon-apple-i-facebook
  7. კომპანია Intel-მა Cascade Lake SP სერიის ასორტიმენტს ახალი პროცესორი დაუმატა. ეს არის 28-ბირთვიანი ჩიპი 3.0 გიგაჰერცი სიხშირით, სახელად Intel Xeon Platinum 8284. ახალი პროცესორი წარმადობით აღემატება აპრილში გამოსულ 2.7-გიგაჰერციან მოდელ Xeon Platinum 8280-ს და სერიის ფლაგმანი გახლავთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი TDP 240 ვატამდე გაიზარდა, TCASE მაჩვენებელი კი შემცირდა 65° C-მდე. მსგავსი რამ პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ კიდევ Broadwell-ის ბაზაზე არსებული Xeon E5 სერია დროთა განმავლობაში ივსებოდა A ინდექსის მოდელებით, რომლებიც ერთმანეთისგან ტაქსტის სიხშირეებითა და ფასებით განსხვავდებოდნენ. 8284 მოდელის ფასი 15 460 დოლარია - იგი ერთნახევარჯერ აღემატება 8280-ის ფასს (10 009 დოლარი). ორივე ჩიპის დანარჩენი ტექნიკური მახასიათებლები, ზემოთხსენებული ტაქტის სიხშირისა და TDP/TCASE-ის გარდა, ერთმანეთის იდენტურია. ამასთან, მოდელი 8284 არ არის არსებულ ჩიპებს შორის ყველაზე ძვირადღირებული: ფასის მხრივ ლიდერია 17 906-დოლარიანი Platinum 8280L. მას აქვს 4.5-ტერაბაიტიანი მეხსიერებისა და Intel Optane DC Persistent Memory-ს მხარდაჭერა. https://servernews.ru/990988
  8. Xiaomi-ს კუთვნილმა პლატფორმა Youpin-მა წარადგინა სმარტფონი Android Go-ს პლატფორმაზე - Qin 2. მოწყობილობას აქვს 5.05-დუიმიანი სენსორული დისპლეი, რომლის გაფართოება 1440 × 576 პიქსელს შეადგენს. სმარტფონი საკმაოდ გრძელია და მისი გვერდების შეფარდებაა 22,5:9-ზე. პლატფორმას არ განუცხადებია, რა ტიპის პროცესორი და ოპერატიული მეხსიერებაა გამოყენებული, თუმცა მითითებულია ფლეშ-მოდულის მოცულობა: იგი ინახავს 32 გიგაბაიტ ინფორმაციას. სმარტფონს არ აქვს არც ფრონტალური კამერა, არც დაქტილოსკოპიური სკანერი. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია კამერა ფლეშ-განათებით. კვებას უზრუნველყოფს ბატარეა 2100 მა/სთ. მოცულობით. დატენვისთვის გამოიყენება USB Type-C პორტი. სმარტფონის გაბარიტები შეადგენს 132,6 × 55,4 × 8,6 მილიმეტრს, წონა - 105 გრამს. Qin 2-ს აქვს მეოთხე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა. სმარტფონის შეძენის მსურველებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ შავ, წითელ, ვარდისფერ და ცისფერ მოდელებს შორის. მოწყობილობის ფასი 75 აშშ დოლარია. https://3dnews.ru/991040
  9. კომპანია Sony-ს უკვე აქვს თავის ასორტიმენტში რამდენიმე სმარტფონი 4K მატრიცით. როგორც აღმოჩნდა, იაპონური მწარმოებლისთვის ეს არ არის საკმარისი და აპირებს წარადგინოს მოდელი, რომელზეც დაყენებული იქნება 5K გაფართოების დისპლეი. ამ სმარტფონის სახელწოდებაა Sony Xperia 1R. სმარტფონის განსაკუთრებულობა მხოლოდ დისპლეიში არ გამოიხატება. წლის დასაწყისში დაანონსებული Sony Xperia 1-სგან განსხვავებით, რომელიც 6.5-დუიმიანი OLED ეკრანითა და 1644 х 3840 გაფართოებითაა წარმოდგენილი, Xperia 1R-ს, მიუხედავად გაფართოების გაზრდისა, დისპლეის დიაგონალი შეუმცირდა 6.1 დუიმამდე, პიქსელების რაოდენობა კი 70%-ით გაიზარდა. შედეგად, დუიმზე პიქსელების სიმჭიდროვე 643-დან 899 ppi-მდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლის მხრივ ლიდერები არიან Sony Xperia XZ Premium და Xperia Z5 Premium, რომელთაც აქვთ 5.5-დუიმიანი Ultra HD პანელები. მათ შემთხვევაში პიქსელების სიმჭიდროვე თთქმის 810-ია დუიმზე. შედარებისთვის, VR ჰედსეტ HTC Vive Pro-ს შემთხვევაში ეს მაჩვენებელია 615 ppi. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/28644/sony-xperia-1r--pervyj-v-mire-smartfon-s-5k-displeem
  10. კომპანია GeIL-მა (Golden Emperor International) დააანონსა ოპერატიული მეხსიერების მოდულები და კომპლექტები EVO X II, EVO X II AMD Edition და EVO X II ROG-Certified გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერებისთვის. ყველა მათგანი DDR4 სტანდარტს შეესაბამება. მოდულები წარმოდგენილია გაგრილების რადიატორითა და RGB განათებით. რეალიზებულია XMP 2.0 ოვერქლოქერული პროფილის მხარდაჭერა. EVO X II სერიაში შევიდა მოდულები 4, 8 და 16 გიგაბაიტი მოცულობით. კომპლექტების ჯამური მოცულობა 64 გიგაბაიტს შეადგენს. სიხშირე 2400-დან 4133 მეგაჰერცამდეა, ძაბვის დიაპაზონია 1.2-დან 1.4 ვატამდე. მოწყობილობებს აქვთ შემდეგი განათების ტექნოლოგიების მხარდაჭერა: ASUS Aura Sync, GIGABYTE RGB Fusion, ASRock PolyChrome და MSI Mystic Light Sync. EVO X II AMD Edition სერიის მოდულები ოპტიმიზებულია მესამე თაობის AMD Ryzen პროცესორების მქონე მოწყობილობებში გამოყენებაზე. ეს სერია მოიცავს 4, 8 და 16 გიგაბაიტიან მოდულებს, კომპლექტების ჯამური მოცულობა კი 32 გიგაბაიტია. სიხშირე - 2400-დან 4000 მეგაჰერცამდე, ძაბვა - 1.2 – 1.4 ვატი. მხარდაჭერილია ტექნოლოგიები - ASUS Aura Sync, GIGABYTE RGB Fusion, ASRock PolyChrome და MSI Mystic Light Sync. ბოლო, EVO X II ROG-Certified სერიის მოდულები გათვლილია ASUS ROG დედა დაფებთან მუშაობაზე. მოდულების მოცულობა შეადგენს 8 გიგაბაიტს, კომპლექტის მოცულობა კი - 16 ან 32 გიგაბაიტს. სიხშირე - 3000, 3200 და 3600 მეგაჰერცი, ძაბვა - 1.35 ვატი. მხარდაჭერილია სისტემა ASUS Aura Sync. მოწყობილობების ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. ყველა მოდულს აქვს მუდმივი გარანტია. https://3dnews.ru/990935
      • 2
      • Upvote
      • Like
  11. კომპანია Belkin-მა წარადგინა სამი მოწყობილობა Boost↑Charge სერიაში: ახალი აქსესუარები, რომლებიც განკუთვნილია iPhone-ების დატენვისთვის უსადენო გზით. კერძოდ, გამოვიდა მოწყობილობა Boost↑Charge Wireless Charging Vent Mount. ეს არის ავტომობილში გამოსაყენებელი მობილური სამაგრი, რომელიც მაგრდება კლიმატური დეფლექტორის ზონაში ცენტრალურ პანელზე. აქსესუარი დაახლოებით 60 აშშ დოლარი ღირს. მეორე მოწყობილობაა Boost↑Charge Wireless Charging Pad. ეს არის მრგვალი პლატფორმა, რომელზეც სმარტფონი განთავსდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. მოწყობილობა გამოვა შავ და თეთრ ვარიანტებად და ეღირება 30 დოლარი. მესამე მოწყობილობაა დამტენი სადგამი Boost↑Charge Wireless Charging Stand. იგი საშუალებას იძლევა სმარტფონი განთავსდეს სასურველ პოზიციაში, ვთქვათ, მულტიმედია მასალების საყურებლად მოსახერხებელ მდგომარეობაში. ეს მოწყობილობაც შავ და თეთრ ვარიანტებადაა წარმოდგენილი და 50 აშშ დოლარი ღირს. სამივე დამტენში გამოყენებული Qi ტექნოლოგია, რომელიც მაგნიტური ინდუქციის მეთოდს ემყარება. დაშვებულია 3 მილიმეტრამდე ქეისის მქონე სმარტფონებით სარგებლობა. ცნობილია, რომ ახალი მოწყობილობები თავსებადია შემდეგ მოდელებთან: iPhone XS, iPhone XS Max, iPhone XR, iPhone X, iPhone 8 და iPhone 8 Plus.  https://3dnews.ru/990943
  12. სააგენტო NASA-ს თანამშრომლებმა გამოქვეყნეს უნიკალური ვარსკვლავური ვიდეოატლასი, რომელზეც აღბეჭდილია 4 ათასზე მეტი ეგზოპლანეტა. ეს პლენეტები სხვადასხვა ქვეყნის ასტრონავტებმა აღმოაჩინეს 1991 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე. აღმოჩენები უმეტესად Kepler და TESS ტელესკოპების დამსახურებაა. ვიდეოატლასი წარმოდგენილია ფერებითა და ხმებით. მასში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ჩნდება აღმოჩენილი ეგზოპლანეტები. ტელესკოპ Kepler-ში გამოყენებულია ტექნოლოგია, რომელიც რადიალური სიჩქარის საფუძველზე ზომავს შორეული პლანეტების მოძრაობასა და შეფერილობების მახასიათებლებს. ეგზოპლანეტების აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდია ტრანზიტული ფოტომეტრია. იგი გულისხმობს ვარსკვლავის გამკრთალების შესწავლას დროის გარკვეულ პერიოდში. დაკვირვების პროცესში ფიქსირდება, რამდენად გამკრთალდა და ჩაბნელდა ვარსკვლავი იმ დროს, როდესაც მასსა და დედამიწას შორის პლანეტამ ჩაიარა. ცხრაწლიანი მუშაობის შემდეგ ტელესკოპმა Kepler-მა მოღვაწეობა დაასრულა. მის მოვალეობებს მისი კოსმოსური თანამოძმეები - ჰაბლი და ჯეიმს უების ტელესკოპი შეასრულებენ. ეს უკანასკნელი ორბიტაზე 2021 წელს გავა. Kepler-ის არარსებობას აგრეთვე აკომპენსირებს თანამგზავრი Transiting Exoplanet Survey Satellite (TESS), რომელიც ასევე დაკავებულია ახალი ეგზოპლანეტების ძიებით. ცნობილია, რომ მოქმედების დაწყების პირველივე წელს TESS-მა 700-ზე მეტი ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. საინტერესო და შთამბეჭდავი ვიდეოატლასი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=aiFD_LBx2nM https://www.techcult.ru/space/7053-nasa-vypustilo-polnyj-kosmicheskij-videoatlas-s-4000-ekzoplanet
  13. ახალი ჩიპის დაანონსებისთანავე ცნობილი გახდა, რომ მის საფუძველზე არსებული სმარტფონები მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვიდოდა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ჩიპის გამოსვლიდან დაახლოებით ერთ კვირაშივე დაანონსდა მსოფლიოში პირველი სმარტფონი Snapdragon 855 Plus-ის ბაზაზე - ASUS ROG Phone II. წარმოდგენილ ფოტოებზე სმარტფონი წინა მხრიდან ჩანს და შეგვიძლია ვნახოთ დიდი დისპლეი ჭრილის გარეშე, საკმაოდ ფართე ჩარჩოები ფრონტალური პანელის ზედა და ქვედა ნაწილებში, სტერეოდინამიკები და სელფი კამერა. ტაივანური კომპანია აცხადებს, რომ ხსენებულ გეიმინგ სმარტფონს ექნება დიდი მოცულობის ბატარეა და მეხსიერება. ოფიციალურად ცნობილია, რომ ASUS ROG Phone II-ის კადრის განახლების სიხშირე იქნება 120 ჰერცი, თუმცა ხელმისაწვდომი იქნება კიდევ ორი რეჟიმი - 60 და 90 ჰერციანი. გეიმინგ სმარტფონის პრემიერა 23 ივლისს შედგება. ASUS არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც აპირებს მოწყობილობის გამოშვებას უახლოესი ფლაგმანური პროცესორის ბაზაზე. მსგავსი გეგმების შესახებ უკვე ისაუბრა კიდევ ორმა კომპანიამ - ესენია ჩინური მწარმოებლები Realme და Redmi.  Redmi-ს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ Weibo-ში დაინტერესდა მომხმარებლების აზრით - პირველი ვინ დააანონსებს სმარტფონს ახალი ჩიპით - Xiaomi თუ Redmi. ამით მან მიანიშნა იმაზე, რომ ანალოგიური გეგმები Xiaomi-საც გააჩნია. დიდი ალბათობით, ეს იქნება Mi MIX 4. რაც შეეხება Realme-ს, ერთკრისტალიან ახალ ჩიპზე დაფუძნებული სმარტფონი შესაძლოა იყოს Realme X Pro - მოწყობილობა, რომელიც ერთი თვის წინ უნდა გამოსულიყო, თუმცა დღემდე არ წარუდგენიათ. ამ სმარტფონის შესახებ ცნობილია, რომ ექნება 6/8 გბ ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება კონფიგურაციების შესაბამისად. მისი ფასი დაახლოებით 380 დოლარი იქნება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/28602/asus-rog-phone-ii--pervyj-v-mire-smartfon-na-snapdragon-855-plus
  14. კომპანია TrendForce-ის ქვეგანყოფილება DRAMeXchange-ის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს თავიანთი ექსპერტული მოსაზრება მეხსიერების ფასის დინამიკის შესახებ ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში. როგორც ცნობილია, ბოლო თვეებში DRAM-ისა დაNAND მეხსიერებების წარმოება სიმტკიცის გამოცდის წინაშე დადგა. ივნისის შუა პერიოდში ავარიულად გაჩერდა ქარხანა Toshiba WDC, რომელიც უშვებდა NAND-ფლეშ მეხსიერებას, ივლისის დასაწყისში კი იაპონიამ გაართულა სამხრეთ კორეისთვის ნახევრადგამტარი წარმოებისათვის აუცილებელი სამი საბაზისო მასალის მიწოდება. ცხადია, მალე ბაზარზე ნაკლები ახალი DRAM დაNAND მეხსიერება იქნება წარმოდგენილი. გამოიწვევს თუ არა ეს მოვლენა ფასების აწევას ოპერატიულ მეხსიერებასა და SSD-ზე? დაკვირვებებისა და მდიდარი გამოცდილების საფუძველზე DRAMeXchange ვარაუდობს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში DRAM-ზე ფასები არ შეიცვლება. ფასი გაიზარდა მხოლოს ნაღდი ფულით შეძენისას და სწრაფი გარიგებების შემთხვევაში, ე.წ. სპოტ-ბაზარზე. ეს ბაზარი მოიცავს მსოფლიო წარმოების ოპერატიული მეხსიერების მხოლოდ 10%-ს, 90% კი კონტრაქტულ ბაზარს უკავია. უკვე გამოშვებული მეხსიერების მოდულების ინვენტარის დიდ მარაგს შეუძლია მოაგვაროს წარმოქმნილი უსიამოვნებები, თუმცა მეხსიერების მოდულების ზოგიერთმა მწარმოებელმა უკვე დაიწყო პროდუქციაზე ფასის აწევა ან მიწოდების შემცირება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი DRAM-ზე ფასები კვლავ გააგრძელებს კლებას - დარწმუნებულნი არიან ანალიტიკოსები. რაც შეეხება NAND მეხსიერების ბაზარს, რომელიც ერთდროულად დაზარალდა Toshiba-ს ქარხნის შემთხვევისა და იაპონიის მიერ შეზღუდვის გამო - ამ მოვლენებმა უკვე მოახდინა ფასების ზრდის პროვოცირება ზოგიერთ NAND-პროდუქციაზე. მომწოდებლების უმეტესობას ორი-სამი თვის მარაგი კიდევ დარჩენილი აქვს, ამიტომაც არ ჩქარობენ ფასების აწევას და დაკავებულნი არიან საწყობების დაცარიელებით. წლის მესამე კვარტალში მოსალოდნელია SSD-ებზე ფასის მცირე მატება, თუმცა წარმოების პრობლემების გადაჭრა ფასებს კვლავ შემცირების ტენდენციისკენ მოაბრუნებს. https://3dnews.ru/990821
  15. ID-Cooling IS-50X - ეს არის დაბალპროფილური, თუმცა მეტად მაღალი წარმადობის ქულერი, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს პროცესორებს 130-ვატიანი TDP-ით. იგი აღჭურვილია 120-მილიმეტრიანი ვენტილატორით, რომლის მუშაობის დიაპაზონია 600-დან 1600 ბრუნამდე წუთში, ჰაერის ნაკადის მოცულობაა 91 მ3/სთ-მდე. გამოყენებულია ჰიდრო მამოძრავებელი, ვენტილატორის მართვა კი შესაძლებელია PWM-ის მეშვეობით. ვენტილატორის ხმაურის დონე მერყეობს 13.8-დან 30.2 დეციბელამდე. ქულერის გაბარიტებია 120 х 122 х 57 მმ, წონა - 385 გრამი. როგორც ფოტოებზე ჩანს, ქულერი გააგრილებს სოკეტის მიმდებარე სივრცესა და მეხსიერების მოდულებს. დაბალპროფილურ ქულერში ფუძედ გამოყენებულია 5 ცალი ექვსმილიმეტრიანი სითბური მილი პირდაპირი კონტაქტით. ბადე ალუმინისგანაა დამზადებული. საინტერესო ის გახლავთ, რომ ასეთ პატარა ქულერს შეუძლია 130 ვატ სითბოსთან გამკლავება, ყოველ შემთხვევაში, მწარმოებელი ასე აცხადებს. IS-50X-ის მხარდაჭერა აქვს ყველაზე აქტუალურ სოკეტებს, კერძოდ: Intel LGA1151 (მათ შორის V2) /1150/1155/1156 AMD AM4/FM2+/FM2/FM1/AM3+/AM3/AM2+/AM2 ახალი ქულერის ოფიციალური ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა, თუმცა მისი ღირებულება დაახლოებით 50 აშშ დოლარი იქნება. https://overclockers.ru/blog/AquestoNews/show/28568/idcooling-predstavila-130vt-reshenie-dlja-sovremennyh-platform-intel-i-amd
  16. არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ Apple-ის ბოლო თაობის სმარტფონები არც ისე კარგად იყიდება. ათასობით ანალიტიკოსმა გამოიკვლია iPhone-ების გაყიდვების ვარდნა და გამოთქვა დასკვნა, რომ ხსენებული სმარტფონები მეტისმეტად ძვირია, თანაც არანაირი ინოვაციის მატარებელი და არაფრით გამოირჩევა სმარტფონების ბაზარზე. ცხადია, რომ მაღალმა ფასმა შეასრულა კატალიზატორის როლი და უბიძგა გაყიდვების კლებას იმ დროს, როდესაც კომპანიას არც ისე მარტივი მდგომარეობა აქვს. უმეტეს შემთხვევაში iPhone-ების პოტენციური მყიდველებისთვის დიდად განსაკუთრებული არ არის დიზაინი, ტექნიკური შესაძლებლობები, მათ უმეტესად არ აინტერესებთ რითი განსხვავდება ახალი მოდელი წინამორბედისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი ფასია. კომპანია Apple-ს საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ახალი თაობის iPhone-ების მიახლოებითი ფასები - სმარტფონების, რომლებიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს. როგორც აღმოჩნდა, ახალ სმარტფონებზე ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. ფლაგმანური მოდელის ფასი 1292 დოლარიდან ზევით იქნება, ყველაზე ბიუჯეტური მოდელის ფასი კი 989 დოლარიდან იწყება. თუმცა მოსალოდნელია, რომ მათი შემდგომი, 2020 წლის სმარტფონები 100-200 დოლარით ნაკლები ეღირება, რადგანაც OLED დისპლეის მომწოდებელი ამჯერად იქნება ჩინური კომპანია BOE. საინტერესოა, ელის Apple-ს კიდევ ერთი რთული წელი თუ მისი სმარტფონების მოყვარულები მაინც შეიძენენ ახალ სმარტოფნებს თუნდაც ამხელა ფასად? https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/28545/nazvany-ceny-novyh-iphone-podskazka-vse-ploho
  17. კომპანია Qualcomm-მა წარადგინა მობილური პროცესორი Snapdragon 855 Plus - ჩიპ Snapdragon 855-ის გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც გამოიყენება მიმდინარე წლის ბევრ ფლაგმანურ სმარტფონში. შეგახსენებთ Snapdragon 855-ის კონფიგურაციას: რვა ბირთვი Kryo 485 ტაქტის სიხშირით 1,80 - 2,84 გჰც და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 640 სიხშირით - 585 მჰც. აქვს LPDDR4Х ტიპის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. წარმოების ნორმა - 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგია. ახალი ჩიპი Snapdragon 855 Plus, როგორც ცნობილია, ოპტიმიზებულია გეიმინგ სმარტფონებისა და ვირტუალური რეალობის მოწყობილობებისთვის. წინამორბედისგან იგი გაზრდილი ტაქტის სიხშირით გამოირჩევა. ახალი ჩიპის შემთხვევაში გამომთვლელი ბირთვების სიხშირე 2.96 გჰც-ს შეადგენს. ერთნაკადიან ამოცანებში იგი უზრუნველყოფს წარმადობის ზრდას დაახლოებით 4.2%-ით. რაც შეეხება გრაფიკულ ქვესისტემას, მისი სიხშირე გაზრდილია 672 მეგაჰერცამდე, სიჩქარე კი - 15%-ით. ჩიპის დანარჩენი მახასიათებლები უცვლელია, ესენია LPDDR4Х-2133 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა და ინტეგრირებული მოდემი Snapdragon X24 LTE (Category 20). ახალი მოწყობილობები Snapdragon 855 Plus-ის ბაზაზე უახლოეს კვირებში გამოვა. https://3dnews.ru/990767
  18. აშშ-ის შეირაღებული სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ მომდევნო წელს დაიწყება ახალი საბრძოლო რობოტექნიკის გამოცდა. ეს იქნება იმ ტექნოლოგიების დემონსტრაცია, რომელთაც ამერიკული არმია მომავალში გამოიყენებს. რობოტიზებული მანქანები აწყობილია М113 პლატფორმაზე და მათ მართვას განახორციელებენ ჯარისკაცები პროექტ MET-D-ის (Mission Enabler Technologies-Demonstrators) დახმარებით. მანქანა აღჭურვილია კამერებითა და დისტანციური სამართავი „კოშკით“, მართვას ეკიპაჟის წევრები განახორციელებენ სენსორული პანელების მეშვეობით. ტესტირების პირველი ეტაპი დაიწყება მარტში კოლორადოში, ფორტ-კარსონში და მასში ჩართული იქნება მანქანები - ორი MET-D და ოთხი RCV. თითოეულ MET-D-ს გააკონტროლებს მძღოლი და 5 ჯარისკაცი. ისინი მოგვიანებით მანქანის მანევრირებას შეაფასებენ. აშშ-ის სამხედრო პოტენციალის გაზრდის სახმელეთო ტრანსპორტის სისტემების ცენტრი და მომდევნო თაობის საბრძოლო მანქანების ექსპერტების მრავალფუნქციური ჯგუფი შეისწავლის შედეგებს და შეიტანს კორექტივებს მათი მომდევნო ტესტირებებისთვის. გამოცდის შემდეგი ეტაპები ბევრად მასშტაბური იქნება: 2020 წლის მაისში ქვეითი ერთეული ტესტირებებს ევროპაში ჩაატარებს. გამოცდების მესამე ფაზა 2023 წელსაა დაგეგმილი და მაში ჩართული იქნება ექვსი МЕТ-D და ოთხი М113 RCV, აგრეთვე ოთხი საშუალო და მძიმე RCV. ამერიკული არმია რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ჯავშნიანი რობოტების შექმნაზე, თუმცა გამოცდებში მონაწილე მანქანები რეალური რობოტები არ არის. ეს გამოცდები მიმართულია არა იმისაკენ, რომ გამოვლინდეს მანქანების შესაძლებლობები, არამედ ის, თუ როგორ გამოიყენებენ მათ ოპერატორები. https://hightech.fm/2019/07/14/us_army
  19. სოციალურ ქსელ Facebook-იდან მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის შემთხვევების შესახებ არაერთხელ გახდა ცნობილი, უმეტესად მსგავსი სიტუაციები გამოწვეული იყო პროგრამული უზრუნველყოფის არასრულფასოვნების გამო. როგორც ექსპერტები აცხადებენ, საკმაოდ რთულია რამდენიმე მილიარდი მომხმარებლის ინფორმაციის შენახვა და თანაც მონაცემების უსაფრთხოების გარანტირება. თუმცა მორიგმა სკანდალმა გამოავლინა, რომ საქმე მდგომარეობდა არა მარტო პროგრამული უზრუნველყოფის არასტაბილურ მუშაობაში, არამედ კონფიდენციალური მონაცემების მიზანმიმართულ გაჟონვაში, რომლის მიზანსაც დამატებითი შემოსავლის მიღება წარმოადგენდა. შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისიის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს Facebook-მა კომპანია Cambridge Analytica-ს წვდომა მისცა თავისი სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე. უფრო მეტიც, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, Cambridge Analytica აქტიურად იყენებდა მიღებულ მონაცემებს სტატისტიკურ სამუშაოებსა და საკუთარი სერვისების ალგორითმების გაუმჯობესებაში. ბრალდების სრულად დამტკიცების შემდეგ ფედერალურმა კომისიამ Facebook-ს 5 მლრდ დოლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. როგორც ცნობილია, ეს ყველაზე დიდი ჯარიმაა, რაც კი ოდესმე ტექნოლოგიური კომპანიისთვის დაუკისრებიათ. ისიც საინტერესოა, რომ Facebook-ისთვის ეს რიგით მეორე ჯარიმაა. მომხარებლები და ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მსგავსი ღონისძიებების შედეგად Facebook უფრო ფრთხილად მოეკიდება კონფიდენციალურ მონაცემებს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/28516/facebook-oshtrafovan-na-5-milliardov-dollarov
      • 1
      • Upvote
  20. მიმდინარე კვირაში SpaceX განახორციელებს Starhopper-ის მორიგ ტესტირებას - ეს არის პროექტ Starship-ის სატესტო მაკეტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კოსმოსში ადამიანების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი საიმედო ხომალდის შექმნა. Starhopper-მა, რომელიც გასული საუკუნის მწერალი-ფანტასტების წარმოსახვით რაკეტას წააგავს, უკვე წარმატებით გაიარა ორი ტესტი „ნახტომის“ რეჟიმში - მოახდინა შესაძლებლობის დემონსტრირება - აწეულიყო რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე სასტარტო მოედნიდან. ამჯერად გამოცდა ჩატარდება „ჰაერში დაკიდების“ რეჟიმში. 16 ივლისს დაგეგმილი გამოცდისთვის Starhopper-ში ძრავი Raptor უკვე დამონტაჟებულია. მისი წყალობით საბელებით დაბმული რაკეტა ამჯერად შეძლებს ჰაერში აიწიოს 20 მეტ სიმაღლეზე. ილონ მასკის თქმით გამოცდისას იზრდება ძრავის გაუკონტროლებელი მოქმედებების რისკი, რისთვისაც სპეციალური ზომები იქნება მიღებული. მასკმა აგრეთვე განაცხადა, რომ მომდევნო გამოცდების მსვლელობისას, რომლებიც უახლოეს თვეებშია დაგეგმილი, სატესტო რაკეტა Starship Mk1 20 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწევს. მომხმარებლის კითხვის საპასუხოდ SpaceX-ის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ Starship Mk1 სამი ძრავი Raptor-ით არის აღჭურვილი. SpaceX გეგმავს კომერციული კოსმოსური ფრენები რაკეტა Starship-ის გამოყენებით 2021 წელს დაიწყოს. https://3dnews.ru/990676
  21. EPFL-ის (ლოზანის ტექნიკური უნივერსიტეტი) ინჟინრებმა დააპროექტეს რობოტი Tribot-ები, რომელთაც შეუძლიათ ძალისხმევა გააერთიანონ მასშტაბური ამოცანების შესასრულებლად. ინჟინრებმა რობოტების შექმნისას შთაგონება მიიღეს ჭიანჭველების ორგანიზებული ერთობლივი შრომისგან, სადაც თითოეულ ინდივიდს შეუძლია გაინაწილოს მზვერავის, მებარგულის, გზის გამყვანის ან ხელმძღვანელის ფუნქცია - იმის მიხედვით, თუ რა მისია აქვთ შესასრულებელი. რობოტექნიკოსებმა გაითვალისწინეს სერიოზული დაბრკოლებების გადალახვის რეჟიმიც - დიდი ნახტომები ბარიერების გადასალახად. თითო Tribot 10 გრამს იწონის, აქვს პლასტმასის კარკასი, რომელიც აწყობილია სამნაწილიანი ორიგამის სტილში. თითოეული ნაწილზე, „ფურცელზე“ მიმაგრებულია ზამბარები და მეხსიერების მოწყობილობები იმ ფორმით, რომ რობოტს შეუძლია სწრაფად დაიკეცოს ან გასწორდეს - ამ იმპულსს იგი მოძრაობისათვის იყენებს. ტრიბოტებს ინფრაწითელი სენსორებიც აქვთ და უსადენო კავშირის მოდულიც, რათა დაბრკოლების აღმოჩენისას ინფორმაცია გადასცენ სხვა რობოტ-ჭიანჭველებს. Tribot-ების მთავარი ღირსებაა დავალების კოლექტიურად შესრულება. მაგალითად, შესაძლებელია რამდენიმე რობოტი გაემართოს დაზვერვაზე, რათა განსაზღვროს გზაზე არსებული დაბრკოლებების სირთულეები და ააგოს სამოძრაო მარშრუტი თუნდაც რამდენიმე ერთეულის გაწირვის ფასად. ტრიბოტები ასევე ახდენენ მოქმედების სინქრონიზაციას და აერთიანებენ ძალებს, როდესაც საჭიროა რაიმე მსხვილი ნივთის გადაადგილება. მინირობოტები საკმაოდ მოუქნელები, თუმცა მარტივი და იაფია, მისიისას რამდენიმე რობოტის დაკარგვა კი ხელს არ უშლის დაკისრებულისთვის თავის გართმევას. ტრიბოტების გუნდს შეუძლია შეაღწიოს იქ, სადაც უფრო დიდი და სრულყოფილი რობოტი ვერ შევა. ამ პატარებს არ შეუძლიათ უბედურების ზონიდან ადამიანის გამოყვანა, თუმცა თავად კონცეფცია შესაძლებელია საფუძვლად დაედოს მომავლის რობოტექნიკის განვითარებას. https://www.techcult.ru/robots/7039-mikroroboty-tribots
      • 1
      • Like
  22. გასული წლის დასაწყისში CES 2018 კონფერენციაზე ჩინურმა კომპანია VIVO-მ პირველმა წარადგინა სმარტფონი ეკრანში ინტეგრირებული თითის ანაბეჭდის სკანერით, ეს იყო სმარტფონი vivo X20 UD. მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა, ეკრანის ქვეშ „დამალული“ სენსორიანი სმარტფონის ხილვა კი უკვე ბიუჯეტურ სმარტფონებშიც შესაძლებელია (მაგ. Xiaomi CC9e). პლანშეტებში ამგვარი გადაწყვეტილება ამ დრომდე არ განხორციელებულა. დაახლოებით ერთ თვეში კი დაანონსდება მსოფლიოში პირველი პლანშეტური კომპიუტერი, რომელსაც ექნება Super AMOLED დისპლეი და მასში ინტეგრირებული დაქტილოსკოპიური სკანერი. ეს იქნება კომპანია Samsung-ის სერია Galaxy Tab-ის ფლაგმანური მოდელი. Samsung-ისთვის დამახასიათებელია სმარტფონების სერიებს შორის დასახელებებში თითო რიცხვის გამოტოვება, ახალი პლანშეტის შემთხვევაშიც კომპანია მსგავს ხრიკს აპირებს: Galaxy Tab S4 მოდელების შთამომავალი იქნება Samsung Galaxy Tab S6. წარმოდგენილი რეალური ფოტოები ბევრს არაფერს გვეუბნება პლანშეტის შესახებ. ჩანს, რომ მოწყობილობას ლითონის კორპუსი იქნება და ორი ძირითადი კამერა, ოპერაციულ სისტემად კი წარმოდგენილი იქნება Android 9.0 Pie. წინასწარი ცნობებით, Samsung Galaxy Tab S6 დაკომპლექტებული იქნება 7-ნანომეტრიანი Snapdragon 855 მობილური პროცესორით. აღვნიშნავთ, რომ პლანშეტის მეოთხე თაობის მოდელი Snapdragon 835 ჩიპით გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის დროს უკვე ხელმისაწვდომი იყო ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 845. ახალ Samsung Galaxy Tab S6-ს ექნება 10.6-დუიმიანი Super AMOLED პანელი, 6 გბ ოპერატიული და 128/256 გბ ინტეგრირებული მეხსიერება კომპლექტაციების შესაბამისად. პლანშეტს ექნება S Pen სტილუსის მხარდაჭერა, აღჭურვილი იქნება Bluetooth ადაპტერით. შემოთავაზებული იქნება ორი ვერსიის მოდელი: მხოლოდ Wi-Fi-თი ან Wi-Fi + LTE-თი. ფერების მხრივ პლანშეტი გამოვა სამ ფერში: ნაცრისფერი, ლურჯი და ყავისფერი. მოწყობილობას ექნება საფირმო ქეისი კლავიატურით, თუმცა იგი ცალკე გაიყიდება. პლანშეტის ანონსი შედგება 7 აგვისტოს ნიუ-იორკში, სადაც Galaxy Unpacked ღონისძიებაზე ასევე დაანონსდება Galaxy Note 10, Galaxy Note 10 Plus და Galaxy Note 10 5G. პლანშეტის პრეზენტაციის მეორე ეტაპი შედგება გამოფენა IFA 2019-ზე ბერლინში, რომელიც სექტემბერში გაიმართება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/28491/samsung-galaxy-tab-s6--pervyj-v-mire-planshet-so-vstroennym-v-ekran-skanerom-otpechatkov-palcev
  23. კომპანია NVIDIA-ს მიერ იანვარში დაანონსებული პროგრამა DGX-Ready Data Center გასცდა შეერთებული შტატების საზღვრებს და მონაცემთა დამუშავების ცენტრი-პარტნიორების რაოდენობა გააფართოვა. ცნობილი გახდა, რომ პროგრამას უკვე ჰყავს სამი ახალი პარტნიორი ევროპაში, ხუთი - აზიაში და ორი ჩრდილო ამერიკაში. ამჟამად პროგრამა ხელმისაწვდომია მსოფლიოს 24 ქვეყანაში. პროგრამის ახალ პარტნიორებს შორისაა კომპანია Verne Global, რომელსაც გააჩნია მონაცემთა დამუშავების ცენტრი ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვით ისლანდიაში, აგრეთვე Fujitsu - იოკოჰამაში არსებული მონაცემთა ცენტრით, სადაც განთავსებულია 60-ზე მეტი სისტემა NVIDIA DGX-1 და DGX-2. კომპანიის განცხადებით, პროგრამა NVIDIA DGX-Ready Data Center, რომელიც გავრცელებულია NVIDIA DGX სისტემებში და მიეწოდება NVIDIA-ს პარტნიორებს, მომხმარებლებს უზრუნველყოფს შესაძლებლობებით - მნიშვნელოვნად წაიწიონ წინ ნებისმიერ პლატფორმაზე ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის საკითხში. DGX-Ready გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება, რომელიც ამარტივებს GPU-ზე გამოთვლების დანერგვას, რაც გამომთვლელ ინფრასტრუქტურაში უზრუნველყოფს მეტ შესაძლებლობას ტრადიციულ IT-გამოთვლებთან შედარებით. NVIDIA DGX პროდუქტების სერია მოიცავს სერვერებს 8 და 16 გრაფიკული პროცესორით. სისტემა NVIDIA DGX SuperPOD 22-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს უსწრაფეს სუპერკომპიუტერებს შორის. მას აქვს 96 DGX-2H მოდული და შეიცავს Volta არქიტექტურის ბაზაზე შექმნილ 16 ტენსორულ ამაჩქარებელ Tesla V100-ს. იმისათვის, რომ გაამარტივოს პარტნიორების მოძება, NVIDIA-მ შექმნა პორტალი DGX-Ready Data Center, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ მომწოდებლების ძიება გლობალურ ქსელში იმ რეგიონების გაფილტვის შედეგად, სადაც მხარდაჭერილია სისტემები და გაფართოებული სერვისები. https://servernews.ru/990672
      • 1
      • Like
  24. წყლისა და ენერგიის ნაკლებობა ერთმანეთთანაა კავშირში. თუკი არ არსებობს საკმარისი რაოდენობის წყალი - ვერ გამომუშავდება ორთქლი, რომელიც ელექტროსადგურის ტურბინების მოძრაობისთვის აუცილებელია. თუკი არ არსებობს ენერგია - არ მუშაობს წყლის ამოსატუმბი მოწყობილობები. უდაბნოში კი, სადაც არ არის წყალი, ვერაფრით გადაირეცხება მზის ბატარეები, რაც გამომუშავებული ენერგიის მინიმიზაციას იწვევს. ამ პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაჭრა გადაწყვიტეს საუდის არაბეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტებმა. არაბმა მეცნიერებმა და ინჟინრებმა შეიმუშავეს საკმაოდ იაფი ტექნოლოგია: როდესაც მზის ბატარეა მუშაობას და ელექტროენერგიის გამომუშავებას იწყებს, სისტემა დამატებით მორჩენილ სითბოს ქვევით, დაბინძურებული წყლის მილებისკენ გადასცემს. იგი ცხელდება, გარდაიქმნება ორთქლად და გადაადგილდება კონდენსაციის ზონაში. ხდება დისტილაციის, გაფილტვრის პროცესი, იწმინდება წყალი, ამასთან გადაცემული სითბო არ იფანტება, არამედ კვლავ სისტემას უბრუნდება გათბობა-გაგრილების შემდგომი ციკლისთვის. 2016 წელს ზღვის წყლის გამტკნარება უზრუნველყოფდა სასმელი წყლის მარაგის 3%-ს ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ მასზე მოდიოდა რეგიონის მერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 5%. ახალი ტექნოლოგია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ბევრად ეფექტურად - რეგიონში ბევრი დაუსახლებელი ადგილია, სადაც დაყენდება წყლის გამტკნარების ახალი ტიპის სადგურები. ახალი ტექნოლოგიით ერთროულად ორი რამ მიიღწევა - ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყარო და სასმელად ვარგისი გაფილტრული წყალი. https://www.techcult.ru/technology/7033-novye-solnechnye-paneli-ochishayut-vodu-vmeste-s-vyrabotkoj-elektrichestva
  25. კომპანია Check Point Research-ის მიერ აღმოჩენილ იქნა ახალი ზიანისმომტანი აპლიკაცია სახელად Agent Smith. კომპანიის სპეციალისტები აცხადებენ, რომ დაახლოებით 25 მლნ Android ინფიცირებულია ამ ვირუსით და გავრცელება კვლავ გრძელდება. ვირუსი ვრცელდება 9Apps აპლიკაციების მარკეტიდან და პირველ რიგში მიმართულია აზიის ქვეყნების მომხმარებლებზე, თუმცა უკვე შეეხო შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს. ვირუსის გავრცელება ხდება სამ ეტაპად: 1. თავდაპირველად მომხმარებელს აიძულებენ ნებაყოფლობით დააყენოს აპლიკაცია. ზიანისმომტანი ფაილი გვევლინება, როგორც ფოტოებთან, თამაშებთან და ეროტიკული ხასიათის შემცველ პროგრამებთან სამუშაო აპლიკაცია. ვირუსს შეუძლია მოახდინოს ისეთი პოპულარული სერვისების იმიტირება, როგორებიცაა WhatsApp, ShareIt, MX Player, Opera. 2. ხდება ფაილის გაშიფვრა და ბირთვის დაყენება, რომელიც მოგვიანებით შეივსება. ეს ბირთვი გვევლინება, როგორც Google Updater, Google Update ან com.google.vending. ზიანისმომტანი ფაილის ბირთვის სიმბოლო, icon დაფარულია. 3. შემდეგ ხდება მოწყობილობაში დაყენებული აპლიკაციების ჩამონათვალის შედგენა. თუკი მათ შორის არსებობს შესაბამისი აპლიკაციები, მათ ემატება ვირუსული სარეკლამო მოდულები, ხდება APK ფაილების ჩანაცვლება განახლების სახით. მკვლევარებმა 2016 წლიდან მოყოლებული ფაილების 360-ზე მეტი ვარიანტი აღმოაჩინეს, ყველაზე ხშირად ვირუსი თამაშების სახეს იძენს. ყველაზე ხშირად ზიანდება მოწყობილობები Android 5 და 6 ვერსიით, დაახლოებით 25% მოდის Android 7-სა და 8-ზე. ყველაზე მასშტაბური დავირუსება ინდოეთში ხდება - დაინფიცირებულია 15 მილიონზე მეტი მოწყობილობა. მეორე-მესამე ადგილზეა ბანგლადეში და პაკისტანი. მეექვსეზე შეერთებული შტატებია დახლოებით 400 ათასი დავირუსებული მოწყობილობით. სხვა განვითარებულ ქვეყნებში კი, მაგალითად ავსტრალია, საუდის არაბეთი, დიდი ბრიტანეთი - ვირუსმა დააავადა 100 ათასზე მეტი მოწყობილობა. ვირუსულ შეტევაში დამნაშავედ ითვლება ერთ-ერთი ჩინური კომპანია. მის შესახებ ინფორმაცია უკვე წარუდგინეს სამართალდამცავ ორგანოებსა და Google-ს. ვირუსის აქტიურობის კვალი აღმოჩენილ იქნა Google Play Store-შიც, ამ მარკეტიდან ზიანისმომტანი ყველა აპლიკაცია უკვე წაშლილია. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/28462/25-mln-androidustrojstv-inficirovany-ocherednym-virusom
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.