Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. როგორც დაგეგმილი იყო, ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ დააანონსა ახალი ფლაგმანი - Mi 9 Pro 5G. ეს მოწყობილობა არსობრივად წარმოადგენს უკვე არსებული Mi 9-ს განახლებულ ვერსიას და მთელ რიგ გაუმჯობესებულ სიახლეებს მოიცავს. პირველ რიგში აღსანიშნავია ცალკრისტალიანი სისტემა Qualcomm Snapdragon 855+. სმარტფონი გამოვა მოცულობის მხრივ 8 ან 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით, ექნება 6.4-დუიმიანი OLED დისპლეი 1080p. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ინტეგრირებული 5G მოდემი, რომელიც კომპანიის თქმით უზრუნველყოფს სამივე უმთავრესი ჩინური 5G ოპერატორის სრულ მხარდაჭერას. Xiaomi ერთ-ერთია იმ ჩინური კომპანიებიდან, რომელთა მოწყობილობებსაც უსადენო დატენვის მხარდაჭერა აქვთ. Mi 9 Pro 5G სმარტფონის შემთხვევაში კომპანია კიდევ უფრო წინ წავიდა: მოწყობილობას სპეციალური სადგამის მეშვეობით 30-ვატიანი უსადენო დატენვის მხარდაჭერა აქვს (წინა ვერსიის სიმძლავრე 20 ვატი იყო). უფრო მძლავრი გახდა სადენიანი დატენვაც: ახალ მოდელში იგი 45-ვატიანია, Mi 9-ს შემთხვევაში კი 27-ვატიანი იყო. ახალი სმარტფონის 4000 მა/სთ. მოცულობის მქონე ბატარეის უსადენოდ სრულად დამუხტვისთვის 69 წუთია საჭირო, სადენიანი დამუხტვისას კი - 48 წუთი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Mi 9 Pro 5G მოდელს აქვს Qi სტანდარტის 10-ვატიანი რევერსული უსადენო დატენვის მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა სმარტფონიდან ეფექტურად დაიმუხტოს სხვა მოწყობილობები ან აქსესუარები. Xiaomi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სმარტფონის პრეზენტაციაზე მოახდინა დემონსტრაცია, რომ Mi 9 Pro უსადენო რეჟიმში Huawei P30 Pro-ზე სწრაფად მუხტავს iPhone-ს: ორიგინალ Mi 9-სთან შედარებით კამერების კონფიგურაცია არ შეცვლილა: 5G მოდელშიც მოცემულია 48-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორი f/1,75 ობიექტივით, თუმცა მას დაემატა ოპტიკური სტაბილიზატორი, ასევე წარმოდგენილია 16-მეგაპიქსელიანი სუპერფართოკუთხიანი მოდული და 12-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი. სმარტფონის გაბარიტები 157,21 × 74,64 × 8,54 მილიმეტრია, წონა - 196 გრამი. ფასები მეხსიერების მოდიფიკაციების მიხედვით ამგვარად გადანაწილდა: 8/128 გბ - 520 $, 8/256 გბ - 535 $, 12/256 გბ - 575 $, 12/512 გბ - 605 $. 30-ვატიანი უსადენო დამტენი მოწყობილობა ცალკე გაიყიდება დაახლოებით 20 აშშ დოლარად. თავდაპირველად სმარტფონი და შესაბამისი აღჭურვილობა ჩინურ ბაზარზე გამოვა. მყიდველები 1 ტერაბაიტიან გამოწერას მიიღებენ Mi Cloud-ზე. https://3dnews.ru/994546
  2. მეცნიერები განაგრძნობენ იმ პრობლემების გადასაჭრელი გზების ძიებას, რომლებიც დაკავშირებულია კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან. ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი ნაპოვნი აქვთ ამერიკული კომპანია Hypergiant Industries-ის სპეციალისტებს. კვლევების მსვლელობისას მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს ზოგიერთი წყალმცენარის თვისებას, რომლებიც დიდი რაოდენობით CO2-ს შთანთქავენ და მათგან ეკოლოგიურად სუფთა ბიოსაწვავი იწარმოება. შედეგად შეიქმნა კომპაქტური მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია გადაამუშავოს იმდენივე ნახშირორჟანგი, რამდენსაც ამუშავებს 300 მ2 ფართობზე გაშენებული ტყის მასივი. ფოტოსინთეზის პროცესში წყალმცენარეები შთანთქავენ СО2 -ს, წყალსა და მზის სინათლეს და იღებენ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ენერგიას. მეცნიერებმა შეძლეს ეს ენერგია მიემართათ ბიოსაწვავის შექმნისაკენ. რეაქტორში გამოიყენება წყალმცენარე Chlorella vulgaris-ის სპეციფიკური შტამი, რომელიც გაცილებით ბევრ ნახშირორჟანგს მოიხმარს, ვიდრე სხვა მცენარეები. წყალმცენარეები იმყოფებიან მილების სისტემასა და წყლის რეზერვუარებში მოწყობილობის შიგნით. მოწყობილობაში იტუმბება ჰაერი და მიეწოდება ხელოვნური განათება. ბიორეაქტორის სახელწოდებაა Eos, მისი ზომა 90 х 90 х 210 სანტიმეტრია. რეაქტორი განკუთვნილია საქალაქო პირობებში მუშაობისთვის - მისი ამოცანაა „დაიჭიროს“ და მოახდინოს ნახშირორჟანგის შთანთქმა ატმოსფეროდან, ასევე აწარმოოს სუფთა ბიოსაწვავი. ახალი ბიორეაქტორის გაყიდვების შესახებ ინფორმაცია მომდევნო წელს გახდება ცნობილი. https://www.techcult.ru/technology/7328-bioreaktor-pogloshaet-uglekislyj-gaz-effektivnee-derevev
  3. კომპანია Taiwan Semiconductor Manufacturing Company (TSMC) ემზადება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული მიკროჩიპების სერიული წარმოებისათვის - წერს რესურსი DigiTimes საწარმოს წყაროებზე დაყრდნობით. TSMC-მ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე სრულად დაამთავრა ხუთნანომეტრიანი ტექნოპროცესის ინფრასტრუქტურის დაპროექტება. იმ დროისთვის ხსენებული ტექნოლოგიით წარმოების დაწყება ჯერ კიდევ რისკის ქვეშ იდგა. ამჟამად კი ცნობილი გახდა, რომ TSMC 5-ნანომეტრიანი ჩიპების მასიურ გამოშვებას მომდევნო წლის პირველი პერიოდიდან, მიახლოებით მარტიდან დაიწყებს. 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოებული ჩიპები სხვა მოწყობილობების პარალელურად გამოყენებული იქნება იმ მოწყობილობებში, რომელთაც ექნებათ მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა. ამ დრომდე ცნობილი იყო ისიც, რომ TSMC სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ატარებს წარმოების 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ასათვისებლად. სამომავლოდ დაგეგმილია გადასვლა 2- და 1-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. https://3dnews.ru/994489
  4. ამერიკულმა ენერგეტიკულმა კომპანია Exelon-მა აშშ-ის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა გაურკვევლობები სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის კუთხით, აგრეთვე დიდი ხარჯები და განახლებადი სუფთა ენერგიის წყაროების რიცხვის ზრდა. კომპანია Exelon-მა გააჩერა N1 ენერგობლოკის რეაქტორი, რომელიც ექსპლუატაციის 45 წელიწადს ითვლიდა. ფაქტობრივად, ეს გადაწყვეტილება მთლიანი ელექტროსადგურის დახურვას ნიშნავს, რადგანაც ბლოკი N2 წლებია მწყობრიდან არის გამოსული. კომპანია დახურვის მიზეზებს შორის უმთავრესად ძვირადღირებულ ექსპლუატაციას ასახელებს. სადგურის გაწმენდას ათწლეულები დასჭირდება. უახლოეს პერიოდში პერსონალი შეწყვეტს რეაქტორისთვის საწვავის მიწოდებას და მას გადამუშავებული საწვავის ავზებში შეინახავს. რეაქტორის ექსპლუატაციიდან საბოლოო გამოსვლას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. კომპანიის შეფასების მიხედვით ატომური ელექტროსადგური რადიოაქტიური მასალებისგან სრულიად გაწმენდილი 2078 წელს იქნება. სადგურის პირველი ენერგობლოკი უსაფრთხო იყო, მასთან დაკავშირებული ინციდენტებიდან ერთადერთია ატმოსფერული წნევის ცვლილება, რომლის შედეგად ოცმა თანამშრომელმა მცირე დროით რადიაციის მცირე დოზა მიიღო. N2 ბლოკი კი 1979 წელს დაიხურა, როდესაც მისმა დადნობამ დაახლოებით 2 მლნ ადამიანი დაასხივა. „ბირთვული ენერგია სუფთაა, თუმცა განახლებადი ენერგიის წყაროების მატებამ ატომურ ენერგიაზე მოთხოვნა შეამცირა. მოგწონთ ეს თუ არა - წარმოება წინ მიდის: სადგურის დახურვა ამ ცვლილების სიმბოლოა“ - აცხადებენ Exelon-ში. https://hightech.fm/2019/09/22/plant-atom
  5. კომპანია Google-მა თავისი აპლიკაციების მარკეტიდან წაშალა ორი პროგრამა, რომლებიც ჯამში მილიონნახევარზე მეტჯერ იქნა ჩამოტვირთული. ეს აპლიკაციები თანხის გამომუშავებას ახდენდნენ მოძრავი რეკლამების საშუალებით. მათზე დაჭერისას აპლიკაციის ავტორები გარკვეულ თანხას იღებდნენ. ჩანდა ისე, თითქოს ამით მომხმარებლები არ ზარალდებოდნენ, თუმცა ეტაპობრივად გამოჩნდა ბატარეისა და სისტემური რესურსების დაცლის ფაქტი, რომლის გამოც მოწყობილობა ნელ-ნელა დეგრადაციას განიცდიდა. აპლიკაცია კომპანია Wandera-მ აღმოაჩინა. პროგრამა, სახელად Sun Pro Beauty Camera მომხმარებლებმა მილიონზე მეტჯერ ჩამოტვირთეს, Funny Sweet Beauty Selfie Camera კი - დაახლოებით 500 ათასჯერ. თუკი ეს აპლიკაციები თქვენს სმარტფონშიცაა, ჯობს მათგან გათავისუფლდეთ. როდესაც აპლიკაციების დაინსტალირება ხდება, მათი icon-ები აპლიკაციების ჩამონათვალიდან იკარგება. მხოლოდ აიკონის წაშლისას აპლიკაცია მაინც აგრძელებს რეკლამების ჩვენებას ფონურ რეჟიმში. Sun Pro Beauty Camera-ს დაყენების შემდეგ აპლიკაცია განახებთ მთელ ეკრანზე გაშლილ რეკლამას და მუშაობის საშუალებას არ მოგცემთ. App-Store-ში მოცემულია გამოხმაურებები ზემოთხსენებული აპლიკაციების საზიანო მოქმედების შესახებ, თუმცა მომხმარებლები უმეტესად არც აქცევენ წარწერებს ყურადღებას პროგრამების დაყენების წინ. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/30242/dva-androidprilozhenija-rekomenduetsja-nemedlenno-udalit
  6. კომპანია Galax-მა წარადგინა ვიდეო ბარათ GeForce RTX 2060 Super-ის უჩვეულო ვერსია. დაფა, სახელწოდებით GeForce RTX 2060 Super Star იმით გამოირჩევა, რომ მისი გაგრილების სისტემის ზედაპირსა და უკანა გამაძლიერებელ ფირფიტაზე შესაძლებელია დატანილ იქნას ნებისმიერი გამოსახულება მფლობელის სურვილის მიხედვით. თავად გაგრილების სისტემა არაფრითაა გამორჩეული: იგი მოიცავს ორ რადიატორს, სპილენძის რამდენიმე სითბურ მილსა და ორ ვენტილატორს, რომლებიც მიმაგრებულია გამჭვირვალე და შავი რამდენიმე ფენის მქონე ზედაპირზე. PCB დაფის უკანა მხარეზე მოცემულია გამაძლიერებელი ფირფიტა. ქულერი რეგულირებადი RGB განათებითაა აღჭურვილი. Galax GeForce RTX 2060 Super Star დაფის შეძენა შესაძლებელია როგორც პირვანდელი სახით, ასევე ხუთი სხვადასხვა პრინტის მქონე ვერსიებად. პარალელურად, მყიდველს შეეძლება მწარმოებელთან ატვირთოს საკუთარი სასურველი გამოსახულება, რომელსაც დაიტანენ ვიდეო დაფის ფრონტალურ და უკანა ნაწილზე. ასეთ შემთხვევაში ამგვარი ვიდეო ბარათის უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება, თუკი იგი მფლობელს არ მოეწონა. GeForce RTX 2060 Super Stars-ი სხვა არაფრითა განსაკუთრებული. იგი აწყობილია Galax-ის საკუთარი დიზაინის PCB-დაფაზე, აქვს 5+2 ფაზიანი კვების ქვესისტემა და ერთი 8-პინიანი კონტაქტური კონექტორი დამატებითი კვებისთვის. დაფის გრაფიკული პროცესორი მინიმალური ქარხნული აჩქარებითაა წარმოდგენილი და მუშაობს 1696 მჰც სიხშირეზე boost-რეჟიმში. Galax GeForce RTX 2060 Super Stars ამჯამად დაახლოებით 494 აშშ დოლარად იყიდება. სტანდარტული პრონტის მქონე ვერსია ორიგინალზე 28 დოალრით ძვირი ღირს. მფლობელის საკუთარი პრინტის მქონე დაფა კი ღირს 508 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/994416
      • 1
      • Like
  7. კომპანია Eco Wave Power-მა (EWP) დაიწყო მზის საზღვაო ჰიბრიდული ბატარეების ტესტირებები. ზღვის ელექტროსადგურები, რომლებიც მზის პანელებისგან შედგება, გამოიმუშავებენ მეტ ენერგიას კონსტრუქციის ფართობის გაზრდის გარეშე - აცხადებენ EWP-ის წარმომადგენლები. 2012 წელს EWP-მა წარადგინა ტალღების ენერგიის შემგროვებელი სისტემა - იგი უკვე დამონტაჟებულია და ფუნქციონირებს იაფოს პორტში, ისრაელში. ამჟამად კი კომპანიამ გადაწყვიტა სისტემის გაუმჯობესება და ტალღების ენერგიის ბატარეაზე მზის პანელები განათავსა. კომპანიის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ შექმნილი სისტემა საშუალებას იძლევა გამომუშავდეს უფრო მეტი ელექტროენერგია მასშტაბების გაზრდისა და იმ დამატებითი დანახარჯების გარეშე, რომლებიც დაკავშირებულია მიწის შეძენასთან ან ქირაობასთან, სადაც მზის ბატარეები უნდა განთავსდეს. EWP-მა გამოგონებაზე საპატენტო განაცხადი შეიტანა, რამაც უკვე წარმატებით გაიარა გამოცდის პირველი ეტაპი. კომპანია გეგმავს უახლოეს მომავალში მოახდინოს იაფოს პორტში არსებული სისტემის მოდერნიზაცია, აგრეთვე ახალი სატესტო სისტემა დააყენოს გიბრალტარზე საკუთარ პლატფორმაზე. https://hightech.fm/2019/09/20/sun-waves
  8. ტრადიციისამებრ, სტანდარტულ Mate სერიის ფლაგმანებთან ერთად Huawei-მ წარადგინა სმარტფონის ლუქს ვერსია. ამჯერად ეს გახლავთ Porsche Design Huawei Mate 30 RS. მოწყობილობას Kirin 990 პროცესორი აქვს ინტეგრირებულ 5G მოდემთან ერთად, ასევე 4500 მა/სთ. მოცულობის ბატარეა სწრაფი დატენვით, 6.53-დუიმიანი, 88-გრადუსით ფარგლებიდან გადასული OLED ეკრანი, ძირითადი კამერა 40+40+8 მეგაპიქსელიანი მოდულებითა და სამმაგი ოპტიკური ზუმით. ToF 3D კამერა უზრუნველყოფს ფოტოებსა ვიდეოებში ფონის გაბუნდოვნებას რეალური დროის რეჟიმში, აგრეთვე შერეული რეალობის მხარდაჭერას. სმარტფონის მთელი უკანა პანელი ტყავითაა დაფარული, მხოლოდ ცენტრშია მოცემული მინის გრძელი ვერტიკალური ჩანართი. მოწყობილობის წინა პანელი მთლიანად მინისაა. ეკრანის გაფართოებაა 1176 х 2400 პიქსელი. ჭრილში განთავსებულია 32-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა და სახის 3D ამომცნობი სისტემის ელემენტები, ეს სისტემა Apple-ის Face ID-ის ანალოგიურია. ორიგინალი Huawei Mate 30 Pro-სგან განსხვავებით Porsche Design Huawei Mate 30 RS მოდელის მეხსიერების მოცულობა შედარებით მეტია: ფლეშ-მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 512 გიგაბაიტია, ოპერატიული მეხსიერებისა კი - 12 გბ. ჩინურმა კომპანიამ ჯერჯერობით გვერდი აუარა საკითხს - გამოეცხადებინა სუპერფლაგმანის გაყიდვის თარიღი, სამაგიეროდ გახმაურდა მისი ფასი: ლუქს კლასის სმარტფონი 2095 ევრო ეღირება, იგი გამოვა ორი ფერის ვერსიაში - წითელი და შავი. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/30200/anonsirovan-ljuksovyj-smartfon-porsche-design-huawei-mate-30-rs-stoimostju-2095-evro
  9. სამხარეთკორეულმა კომპანიამ წარადგინა Galaxy M სერიის ახალი სმარტფონები, რომლებიც თავიანთი ფასის სეგმენტში მეტად საინტერესო მონაწილეებად გვევლინება. ეს განსაკუთრებით ეხება უფროს მოდელ Samsung Galaxy M30s-ს, რომელსაც უზარმაზარი მოცულობის ბატარეა აქვს. მეორე მოდელი, Samsung Galaxy M10s, შედარებით მოკრძალებული მონაცემების მქონეა. მოცემულ სიახლეში საუბარი უფროს ვერსიას შეეხება. Samsung Galaxy M30s-ს ინტეგრირებული ბატარეა აქვს, რომლის მოცულობა 6000 მა/სთ-ს შეადგენს. სმარტფონის სისქე 8.9 მილიმეტრია, წონა - 188 გრამი. გათვალისწინებულია 15-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა USB Type-C პორტით. კომპანიის განცხადებით, სრულად დამუხტული სმარტფონი მუშაობს 29 საათი ვიდეოს ყურებისას, 49 საათი - საუბრის რეჟიმში და 131 საათი - მუსიკის მოსმენისას. მოწყობილობის უკანა პანელზე მოცემულია მართკუთხედის ფორმის ბლოკი სამი ობიექტივითა და განათებით, აგრეთვე თითის ანაბეჭდის სკანერი. ქვედა პანელზე მოცემულია USB Type-C, სადენიანი მოწყობილობის მისაერთებელი კონექტორი და მულტიმედია დინამიკის სივრცე. სმარტფონის ფრონტალურ პანელზე განთავსებულია 6.4-დუიმიანი Super AMOLED დისპლეი Full HD+ გაფართოებით. სასარგებლო სივრცის ფართობი წინა პანელის 91 %-ს შეადგენს, ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშე 420 ნიტია, კონტრასტულობა - 78960:1. Samsung Galaxy M30s-ს წვეთის ფორმის ჭრილი აქვს და მასში ფრონტალური კამერაა, თუმცა მის შესახებ ცნობები ჯერ არ არის გახმაურებული. ძირითადი კამერა სამმოდულიანია: მოცემულია 48, 5 და 8 მეგაპიქსელიანი სენსორები. 8-მეგაპიქსელიან მოდულში დაყენებულია ფართოკუთხიანი ოპტიკა, 5-მეგაპიქსელიანი სენსორი კი ფონის გაბუნდოვნებას უზრუნველყოფს. სმარტფონს აქვს გამოსახულების ელექტრონული სტაბილიზატორი, შენელებული გადაღების მხარდაჭერა და შეუძლია ვიდეოს გადაღება Ultra HD გაფართოებით. სმარტფონის გამომთვლელ ცენტრად წარმოდგენილია 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებული ახალი საფირმო მობილური პროცესორი Exynos 9611. მას ბირთვების ორი ბლოკი აქვს: 1.7-გიგაჰერციანი Cortex-A53 ბირთვები პასუხისმგებელია მარტივ ამოცანებზე, 2.3-გიგაჰერციანი Cortex-A73 ბირთვები კი რთული ბრძანებების შესრულებისთვისაა განკუთვნილი. გრაფიკის რენდერინგით დაკავებულია GPU Mali-G72 MP3. სმარტფონს აქვს 4/6 გიგაბაიტი LPDDR4x ტიპის ოპერატიული და 64/128 გბ ინტეგრირებული მეხსიერება, კონფიგურაციების მიხედვით. microSD ბარათით კი შესაძლებელია გაფართოება 512 გიგაბაიტამდე. სმარტფონი გამოდის სამნაირ ფერში: ოპალისებრი შავი (Opal Black), ლურჯი საფირონი (Sapphire Blue) და თეთრი მარგალიტი ( Pearl White). 4/64 გბ მეხსიერების მქონე მოდელის ფასი დაახლოებით 190 აშშ დოლარია, 6/128 გიგაბაიტიანი მოდიფიკაცია კი 240 დოლარად გაიყიდება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/30158/samsung-galaxy-m30s-predstavlen-oficialno--exynos-9611-akb-na-6000-mach-i-cena-ot-190-dollarov
  10. AMD-მ ჩაატარა ახალი EPYC-სერიის პროცესორების ანონსი. მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილმა პროცესორებმა - AMD EPYC Rome-მა უკვე მსოფლიო რეკორდი მოხსნა, კომპანიამ ასევე წარადგინა რამდენიმე OEM-სერვერიც. წარმოდგენილია პროცესორი EPYC 7H12, რომელსაც აქვს 64 ბირთვი/128 ნაკადი, TDP-ს დონე 280 ვატი და საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას სიხშირე 2.6-დან 3.3 გიგაჰერცამდე. იგი განკუთვნილია ისეთ სისტემებში გამოყენებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მაქსიმალურ წარმადობას, ასევე გამოყენებადია ჰიბრიდულ სუპერკომპიუტერ ATOS Bullsequana XH2000-ში. EPYC 7H12-ის გაგრილების სისტემა უზრუნველყოფს წარმადობას 4,2 TFLOPS-მდე, შედეგად 7H12 11 %-ით უფრო სწრაფია ამ დრომდე არსებულ ტოპ-სერვერზე, რომელსაც EPYC 7742 პროცესორი აქვს. 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის შედეგად AMD EPYC 7H12-ს კრისტალების განლაგების სიმჭიდროვის მხრივ უპირატესობა აქვს Intel-ის 14-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე: შესაძლებელია უფრო მეტი ბირთვის განთავსება და ენერგომოხმარების შემცირება, უფრო მაღალი სიხშირე და სუპერკონკურენტუნარიანი ფასის დადება. AMD EPYC უკვე აღარ მოიაზრება Intel-ის ალტერნატივად: იგი უკვე ლიდერად ითვლება იმ წამყვანი ფუნქციებისა და ტექნოლოგიების წარმოებაში, რომლებიც „მძიმეწონიან“ მწარმოებლებს იზიდავს. AMD აქტიურად მუშაობს სერვერული წარმოების ლიდერებთანაც და განცხადებებს აკეთებს სხვა პროდუქტებზეც, როგორიცაა მაგალითად Supermicro-ს სისტემები. მისმა პარტნიორმა კომპანია TSMC-მაც განაცხადა AMD-სთან მჭიდრო პარტნიორობისა და ერთობლივი სამომავლო მთელი რიგი ინიციატივების შემუშავების შესახებ. https://overclockers.ru/blog/Pris/show/30171/amd-predstavljaet-processor-epyc-7h12-na-64-jadra-128-potoka-s-chastotoj-ot-26-ggc-do-33-ggc
  11. ახალი, 2019 წლის Switch-ის მთავარი სიახლე გაუმჯობესებული ავტონომიური მუშაობაა: დატვირთვის დონის მიხედვით კონსოლის პირველი ვერსია 3-დან 6 საათამდე მუშაობს, განახლებული კი, მწარმოებლის განცხადებით - 4-9 საათი. როგორ მიიღწევა გაზრდილი სამუშაო პროცესი, კომპანია არ ასახელებს, თუმცა გავრცელებული ცნობებით ეს არის NVIDIA Tegra X1 ჩიპზე გადასვლის დამსახურება. იგი საფუძვლად უდევს კონსოლს და წარმოებულია FINFet ტექნოლოგიით. ამ მხრივ Nintendo-მ მიბაძა Microsoft-სა და Sony-ს, რომელთაც უკვე გამოიყენეს იგი Xbox One S-ისა და PlayStation 4 Slim-ის წარმოებისას. კონკურენტების კონსოლები განახლებისას შეიცვალნენ ზომებსა და დიზაინში, ახალი Switch კი აბსოლუტურად ისევე გამოიყურება, როგორც ძველი, ორიგინალი მოდელი - გარეგნული იერსახე, ზომები და კომპლექტაცია იდენტურია. მთავარი ვიზუალური განმასხვავებელი ნიშანი - ეს არის მკვეთრი წითელი ფონი შეფუთვის წინა მხარეს. მეორე განმასხვავებელია მოწყობილობის კოდი. ძველი მოდელის კოდია HAC-001, ახალი კი მარკირებულია, როგორც HAC-001(-01). „ჯოიკონების“ ნომრებიც განსხვავებულია - ძველი მოდელების კორპუსზე მითითებულია HAC-A-JCL-C1 და HAC-A-JCR-C1, ახლებზე კი - HAC-A-JCL-C3 და HAC-A-JCR-C3. უცნობია, რას ნიშნავს ეს ციფრები - Nintendo-ს კონტროლერების შესახებ არაფერია გაჟღერებულა. რაც შეეხება ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობას, შედეგები ამგვარად გამოიყურება: Switch HAC-001(-01) 2019 წ. The Legend of Zelda: Breath of the Wild Stardew Valley ეკრანის სიკაშკაშე 50 % 5 საათი 8 სთ, 23 წუთი ეკრანის სიკაშკაშე 100 % 4 საათი და 6 წუთი 7 სთ, 11 წუთი საერთო ჯამში, განახლების შედეგად ჩვენს წინაშეა ფაქტობრივად იგივე კონსოლი, თუმცა ბევრად გაზრდილი ავტონომიური მუშაობის დროით. თუკი ეს საკითხი თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო, პასუხი კითხვაზე - შევიძინო თუ არა, ნათელია. https://3dnews.ru/994266
  12. დაახლოებით ერთი თვის წინ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო ამაჩქარებლის აფეთქება მოხდა, რამაც განგაშ გამოიწვია არამარტო ხსენებული ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. განაცხადეს, რომ ტერიტორიაზე რადიაციულმა ფონმა 16-ჯერ იმატა, რამდენიმე დღეში უახლოესი დასახლებების მოსახლეობის ევაკუირება დაიწყეს. ეს ნიშნავს იმას, რომ დედამიწაზე რადიაციით დაბინძურებული კიდევ ერთი ადგილი გაჩნდა. მოცემული სტატიის მოკლე შინაარსი: რამდენად საშიშია რადიაცია? ჩერნობილი, სსრკ; მარშალის კუნძულები; ფუკუსიმა, იაპონია; სადგური „Маяк“, რუსეთი; ჰენფორდის კომპლექსი, აშშ. საშიშროების მიუხედავად, რაც დაკავშირებულია ატომურ ელექტროსადგურებთან, დღესდღეობით უმეტეს ქვეყანაში უზრუნველყოფილია რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხო გამოყენება. იმისათვის, რომ სადგურში მომუშავე პერსონალი და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს, საჭიროა სამი პირობის დაცვა და კონტროლი: დაშორება, რადიაციისგან დაცვა (ეკრანირება) და დასხივების ხანგრძლივობა. იონიზირებული რადიაციის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე საშიშია, როდესაც ადამიანი მაღალი დოზით იღებს მას, დოზის სიმცირის შემთხვევაში კი განგაში არ ღირს. რადიაციის გამო ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა მუტაციის პროცესები დაიწყოს. ესპანური ეპიდემიოლოგიური ცენტრის კვლევაში მოცემულია რადიაციით დაბინძურებული ტერიტორიის ახლოს მცხოვრები პირების ჯანმრთელბის ცნობები 1940 წლიდან დღემდე. მათ შორის არ ფიქსირდება მაღალი სიკვდილიანობა სიმსივნისგან, გარდა ჩერნობილისა. სამწუხაროდ, სპეციალისტებმა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რიცხობრიობის მატება დააფიქსირეს მცირეწლოვნებში. XXI საუკუნეში ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებამ შეამცირა ისეთი ბირთვული კატასტროფის რისკი, როგორიც ჩერნობილში მოხდა, თუმცა რადიოაქტიური ნარჩენები და მათთან მოპყრობა კვლავ სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. ჩერნობილი, სსრკ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფა მოხდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში. კატასტროფის შედეგად რადიაციით დაბინძურდა ტერიტორია რამდენიმე კილომეტრის რადიუსში, უშუალოდ ადგილზე და მიმდებარედ ათასობით ადამიანი დაიღუპა. პრიპიატი, დახურული ზონა. ჩერნობილის ატომური სადგურის მიმდებარე ქალაქი დღესდღეობით პრიპიატი ქალაქი-მოჩვენებაა. დროთა განმავლობაში აქ რადიაციის დონე მცირდება, შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში დღეს უკვე შესაძლებელია პრიპიატის მონახულება. მარშალის კუნძულები მარშალის კუნძლების რესპუბლიკა წყნარი ოკეანეთის მიკრონეზიაშია. 1946-1958 წლებში შეერთებულმა შტატებმა აქ 67 ერთეული ბირთვული იარაღის გამოცდა ჩაატარეს. სამწუხაროდ, ამ გამოცდებმა კვალი დატოვა, რაც დღემდეა შენარჩუნებული გარკვეულ რეგიონებში. მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, შედეგების თანახმად არ არის რეკომენდებული კუნძულების ნაწილის მონახულება, რადგანაც საზიანოა ჯანმრთელობისათვის. ფუკუსიმა, იაპონია ერთ-ერთი მძიმე ბირთვული კატასტროფა მოხდა 2011 წელს მიწისძვრის შედეგად იაპონიაში. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, რომელმაც დააზიანა ატომური ელქტროსადგური ფუკუსიმა-1. იაპონია ერთ-ერთი სეისმურად ყველაზე აქტიური ქვეყანაა მსოფლიოში, ასე რომ ნამდვილად დასაფიქრებელია, არსებობდეს თუ არა ასეთ ადგილებში ატომური სადგურები. რადიაციული დაბინძურების რუკა ფუკუსიმას კატასტროფას ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა უზარმაზარი ტერიტორია საცხოვრებლად უვარგისი გახდა. ენერგია, რომელიც მიწისძვრის შედეგად გამოთავისუფლდა, 200 მლნ ტონა დინამიტის ეკვივალენტური იყო. გარდა ამისა, რადიაციის დონე საკვებ პროდუქტებში ავარიის შემდეგ 27-ჯერ გაიზარდა. სადგური „Маяк“ რუსეთი საბჭოთა ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაემალა რადიოაქტიური ნივთიერებები და ნარჩენები, რომლებიც „Маяк“-ზე იწარმოებოდა. კერძოდ, ნარჩენებს მდინარე ტეჩაში ყრიდნენ, შედეგად, სადგურის მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთ რადიაციულად მეტად დაბინძურებულ ადგილად იქცა დედამიწაზე. ჰენფორდის კომპლექსი, აშშ 1943 -1945 წლებში მილიონობით ტონა ბირთვული ნარჩენები დაგროვდა ჰენფორდში, შეერთებულ შტატებში. ტერიტორიის გაწმენდა რადიაციული დაბინძურებისგან დღემდე მიმდინარეობს, ეს ადგილი უსაფრთხოდ მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ჩაითვლება. ჰენფორდის კომპლექსში აგებული იყო მსოფლიოში პირველი რეაქტორი პლუტონიუმის სამრეწველო წარმოებისათვის. https://hi-news.ru/eto-interesno/samye-radioaktivnye-mesta-na-zemle.html
  13. საუკეთესო მონიტორის ასარჩევად უმეტესად საკმარისი არ არის საკუთარი მცირე გამოცდილება. საუკეთესო მონიტორი გეიმერებისთვის - ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელსაც მხოლოდ პროფესიონალების გუნდი უმკლავდება. ამ ადამიანებმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა მოახდინონ ასობით მოდელის ტესტირება, რათა საკითხში ნაკლებად გარკვეულ პირებს საჭირო ცნობები მიაწოდონ. სწორედ ასე მოიქცნენ ვებ-გვერდ pcgamesn-ის ექსპერტები: მათ გულმოდგინედ შეამოწმეს ყველა მონიტორი, რომლებზეც ხელი მიუწვდებოდათ. საუკეთესო გეიმერული მონიტორი: ASUS ROG SWIFT PG279Q. ამ მონიტორს ერთადერთი ნაკლი აქვს - ფასი. იგი მეტისმეტად ძვირია 2K მონიტორის კვალობაზე, თუმცა ფასი კომპენსირდება გამოსახულების ხარისხით, G-Sync ტექნოლოგიითა და 144 ჰც სიხშირით, რაც ჯამში შესანიშნავად შედეგს იძლევა. გარდა ამისა, მონიტორი მოსახერხებლად გამოყენებადია და მიმზიდველი დიზაინი აქვს. საუკეთესო 4К გეიმინგ მონიტორი: Philips Momentum 436M6VBPAB. ამ მონიტორს მაღალი ხარისხის 43-დუიმიანი ეკრანი და HDR ტექნოლოგიის ყველა უპირატესობა აქვს. იგი უზრუნველყოფს შავი და თეთრი ფერების გაჯერებულობის კარგ დონესა და ხარისხიან კონტრასტს. და არ დაგავიწყდეთ, რომ ეს 4K მონიტორია. საუკეთესო გეიმერული მონიტორი 32:9 ფორმატით: SAMSUNG C49RG90. იგი ნამდვილად გეიმერების საოცნებო მონიტორია, აქვს 120 ჰც კადრის განახლების სიხშირე და გაფართოება 5120 x 1440 პიქსელი. გარდა ამისა, მონიტორი ფლობს ისეთ პერსპექტიულ ტექნოლოგიას, როგორიცაა FreeSync 2 HDR, რომლითაც კმაყოფილნი იქნებიან Nvidia-ს ვიდეო ბარათების მფლობელები. ერთი სიტყვით - ეს ისაა, რაც გჭირდებათ, თუმცა მისი ფასიც საკმაოდ მაღალია. საუკეთესო ეკონომ-ვარიანტი გეიმერებისთვის: BENQ GW2270H. მოცემული მონიტორი ვერ დაიკვეხნის თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიებით, თუმცა ფლობს უფრო მკაფიო და ღრმა ფერთა გამას, ვიდრე ძვირადღირებული TN-მონიტორების უმეტესობა. მონიტორის ზომა მხოლოდ 21,5 დუიმია, იგი უზრუნველყოფს ისეთივე ხარისხის გამოსახულებას, როგორსაც კარგი 27-დუიმიანი 1440p მონიტორი. ერთი სიტყვით, თუკი ფინანსებში შეზღუდული ხართ - ეს მონიტორი საუკეთესო ბიუჯეტური ვარიანტია. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/30130/luchshij-monitory-dlja-gejmerov-2019-goda-po-versii-sajta-pcgamesn
  14. სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung-მა შეიმუშავა კიდევ ერთი სმარტფონი, რომლის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია დრეკადი დისპლეის გამოყენების შესაძლებლობა. მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სამმართველოს ვებ-გვერდზე (USPTO). რესურს LetsGoDigital-მა უკვე წარმოადგინა სმარტფონის ხარისხიანი რენდერები, რომლებიც შექმნილია საპატენტო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების საფუძველზე. როგორც ფოტოებიდან ჩანს, სმარტფონს კლასიკური მონობლოკის ტიპის კორპუსი აქვს, ზედა ნაწილში კი მოცემულია მოძრავი მოდული. მოწყობილობის გახსნისას მომხმარებელს შეუძლია გამოწიოს კორპუსის შიგნით ჩამალული დრეკადი დისპლეის დამატებითი სეგმენტი. მისი წყალობით ეკრანის სასარგებლო ფართობი დაახლოებით 25 %-ით იზრდება. გარდა ამისა, სმარტფონის კონსტრუქცია საშუალებას იძლევა შესაძლო დაზიანებებისგან დაცული იყოს სელფი კამერა. საქმე ის გახლავთ, რომ იგი კორპუსშია ჩამალული, როდესაც კორპუსის ზედა მოძრავი ნაწილი ამოწეულია. ეკრანის თავზე განთავსებულია ფრონტალური კამერა და სენსორები. თითის ანაბეჭდის სკანერი, დიდი ალბათობით, უშუალოდ ეკრანზე იქნება ინტეგრირებული. ჯერჯერობით სამწუხაროდ არ დაზუსტებულა, როდის გამოჩნდება მოცემული დიზაინი კომერციულ სმარტფონებში. https://3dnews.ru/994187
  15. კომპანია HP-ის გეიმინგ ბრენდმა Omen-მა წარადგინა კიბერსპორტული ხაზის ახალი პროდუქტები - ლეპტოპები, მონიტორები და პერიფერიული მოწყობილობები. ყველაზე საინტერესო და უჩვეულო მოწყობილობა გახლდათ ორი დისპლეის მქონე ლეპტოპი OMEN X 2S, რომელიც საშუალებას იძლევა დამატებით ეკრანზე გამოვიდეს გამოსახულების ცალკეული ელემენტები და მოხდეს მათი მასშტაბირება გეიმინგ ინტერფეისის შემადგენელ ნაწილებად. პარალელურად, წარმოდგენილი იყო განახლებული, უფრო თხელი და მსუბუქი OMEN 15 და OMEN 17. ლეპტოპებში მაღალი წარმადობის კომპონენტებია, დაწყებული მეცხრე თაობის რვაბირთვიანი Intel Core i9 პროცესორით, 5.0 გჰც ტურბო სიხშირითა და 32 გბ მოცულობის ოპერატიული მეხსიერებით. კიდევ ერთი საინტერესო რამ ის გახლავთ, რომ სამივე ახალ ლეპტოპში გამოყენებულია გაგრილების სისტემა თხევადი ლითონის - OMEN Tempest-ის საფუძველზე. გაგრილების სისტემა მძლავრი 12-ვოლტიანი ვენტილატორითაა აღჭურვილი. მონიტორები OMEN X 25 და OMEN X 27 შექმნილია პროფესიონალურ კიბერსპორტში გამოყენებისთვის, მუშაობენ კადრის განახლების 240 ჰერც სიხშირეზე, შეფერხების დრო 1 მილიწამია. მონიტორებს აქვთ NVIDIA G-SYNC და AMD Radeon FreeSync ტექნოლოგიების მხარდაჭერა. OMEN X 27-ის გაფართოებაა QHD (2560 х 1440 პიქსელი). გეიმინგ აქსესუარებიდან წარდგენილი იყო ჰედსეტი ყურსასმენის ბალიშების პასიური გაგრილებითა და ხმის OMEN Mindframe Prime ტექნოლოგიით. ასევე წარადგინეს ოპტიკურ-მექანიკური კლავიატურა OMEN Sequencer, რომლის ღილაკების ამოქმედების დრო 0.2 მილიწამია. აგრეთვე უსადენო მაუსი OMEN Photon - ოპტიკურ-მექანიკური ღილაკებითა და პედი OMEN Outpost - ინტეგრირებული უსადენო დამტენით, რომელიც Qi ტექნოლოგიით მუშაობს. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/30108/kibersportivnyj-brend-omen-predstavil-neskolko-igrovyh-noutbukov-monitorov-s-chastotoj-obnovlenija-240-gc-i-igrovuju-periferiju
  16. ბოლო პერიოდში ახალი თამაშები მაღალ მოთხოვნებს უწესებენ გეიმინგ-მაკომპლექტებლებს. კომფორტული თამაშისთვის საჭიროა SSD, 8 გბ ან მეტი მოცულობის ოპერატიული მეხსიერება, თანამედროვე სწრაფი პროცესორი 6 ბირთვით და, რაღა თქმა უნდა, ვიდეო ბარათი. სწორედ ვიდეო ბარათი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან „რგოლს ჯაჭვში“ რომელსაც გეიმერი აწყობს, როდესაც ახალ კომპიუტერს ყიდულობს. ამიტომ ვებ-გვერდ tomshardware-ის ექსპერტებმა დიდი სამუშაო ჩაატარეს და წარმოგვიდგინეს 2019 წლის საუკეთესო ვიდეო ბარათები გეიმინგისათვის. 2019 წლის საუკეთესო უკომპრომისო ვიდეო ბარათი: Nvidia GeForce RTX 2080 Ti. თუკი კომპიუტერული თამაშების მოყვარული ხართ და თქვენთვის ახალ კომპიუტერზე რამდენიმე ათასი დოლარის დახარჯვა პრობლემას არ წარმოადგენს, RTX 2080 Ti ბარათზე უკეთესს ვერ ნახავთ. რაც მთავარია, იგი კიდევ რამდენიმე წელი დარჩება ერთ-ერთ საუკეთესო გეიმინგ ვიდეო დაფად. ვირტუალური გართობისთვის: Nvidia GeForce RTX 2070 Super. იმის თქმა, რომ ეს ბარათი არ ვარგა, დაუშვებელია, თუმცა 4K გაფართოებით თამაში მაინც არ გამოვა. 2K გაფართოების კვალობაზე ბარათი ძვირია, 1080р-სთვის კი - გადაჭარბებული. რჩება მხოლოდ ვირტუალური რეალობის ჰედსეტები, სადაც RTX 2070 Super თავისი შესაძლებლობების რეალიზებას მაქსიმალურად ახდენს. საუკეთესო ვიდეო ბარათი 2K-სთვის: AMD Radeon RX 5700 (8 გბ). წარმადობისა და ფასის შესაბამისობის გათვალისწინებით RX 5700 2K გაფართოებაში მოწინავეა, იგი მფლობელს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამოსახულებით მისაღებ ფასად. ერთადერთ პრეტენზიას წარმოადგენს ray-tracing-ის არარსებობა. საუკეთესო ბარათი 1080р გაფართოებისთვის: AMD Radeon RX 580 (8 გბ). ეს ვიდეო ბარათი აქტიურ კონკურენციას უწევს თავის პირდაპირ კონკურენტ GeForce GTX 1060-ს, თანაც შედარებით იაფი ღირს. ამას გარდა, იგი არ ჩამორჩება უფრო ახალ GTX 1066-საც და 1080р გაფართოებაზე შესანიშნავი წარმადობის დემონსტრირებას ახდენს. ფასის მხრივ იგი უკონკურენტოა. საუკეთესო ბიუჯეტური ვიდეო ბარათი: AMD Radeon RX 570 (4 გბ). თუკი ბიუჯეტში შეზღუდული ხართ, თუმცა თამაშებისკენ გული მაინც მიგიწევთ, RX 570-ზე ხელსაყრელ ბარათს ვერ იპოვით. კომფორტული საშუალო დონის გრაფიკა უზრუნველყოფილია. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/30091/luchshie-igrovye-videokarty-dlja-gejmerov-2019-goda-po-versii-tomshardware
  17. მომდევნო თვის დასაწყისში უნდა გაიმართოს Microsoft-ის ღონისძიება, რომელზეც წარდგენილი იქნება კომპანიის ახალი მოწყობილობები. როგორც ცნობილია, ღონისძიების ფარგლებში მოხდება არა მარტო Surface Pro 7-სა და Surface Book 3-ის, არამედ Surface Laptop 3-ის 15-დუიმიანი ვერსიის პრეზენტაცია. ბოლო დროს Microsoft ძირითადად Surface-ხაზის განახლებას ახდენდა, თუმცა 15-დუიმიანი ლეპტოპის გამოშვება შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ კომპანიამ მიზანში ამოიღო ბაზრის ის სეგმენტი, რომელიც ამ დრომდე სრულად ჰქონდა კონკურენტებისთვის დათმობილი. ახალი Surface Laptop 3-ის პრეზენტაცია შედგება 2 ოქტომბერს ნიუ-იორკში, რის შემდეგაც იგი გაყიდვაში გამოვა აშშ-ის ტერიტორიასა და ევროპის რეგიონის ცალკეულ ქვეყნებში. გარდა ამისა, გამოვა ლეპტოპის სტანდარტული 13.5-დუიმიანი ვერსიაც, რომლის აპარატული უზრუნველყოფა წინა ვერსიასთან შედარებით განახლებული იქნება. სამწუხაროდ, ლეპტოპის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ცნობები ჯერ არ გაჟღერებულა. წყარო იტყობინება, რომ მოწყობილობას ექნება დისპლეი გვერდების შეფარდებით - 3:2-თან, დისპლეის კი ექნება სტილუსით მართვის მხარდაჭერა. ტრანსფორმირებადი Surface Book-ისგან განსხვავებით, Surface Laptop 3-ის ეკრანის განცალკევება შეუძლებელი იქნება. მოსალოდნელია, რომ Microsoft-ის ახალი 15-დუიმიანი ლეპტოპი პრემიალური სეგმენტის მოწყობილობათა წარმომადგენელი გახდება, რაც მის საბაზრო ღირებულებაც აისახება. არ არის გამორიცხული, რომ მას ჰქონდეს დისპლეი 4K გაფართოებით, აგრეთვე დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი. Microsoft-ის სურვილი - გამოუშვას15-დუიმიანი ლეპტოპი - სავსებით გასაგებია, გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი ქვეყნის ბაზარზე ეს სეგმენტი პოპულარობას არ კარგავს. https://3dnews.ru/994095
  18. AppStore-ის ჩინურ სეგმენტზე გამოჩენიდან რამდენიმე დღეში აპლიკაცია Zao ჩამოტვირთვების მხრივ ლიდერი გახდა. იგი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიუწვდომელია, თავად ჩინეთში კი დიდი პოპულარობით, თუმცა სკანდალებითაა ცნობილი. აბსოლუტური მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო რამდენიმე დღეში მსოფლიოში იმდენი დიპფეიკ-ვიდეო გენერირდა, რაც არ შექმნილა ამ ტექნოლოგიის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ერთად აღებული. ფაქტობრივად, Zao-ს მიერ შექმნილი თითოეული ვიდეო ხარისხიანი დიპფეიკია. აპლიკაცია ხატავს მომხმარებლის სახეს ორიგინალი პერსონაჟის სახის ადგილას ნებისმიერ ვიდეორგოლში. მისი მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებელმა დაამატოს საკუთარი სახე ნებისმიერი ფილმის ფრაგმენტში, სიახლეების სიუჟეტში, სატელევიზიო შოუში, ისტორიულ ქრონიკაში და ა.შ. შედეგი მეტად დამაჯერებლად გამოიყურება: პირველწყაროდ გამოიყენება სტატიკური ფოტო, რომლის საფუძველზეც ხდება დინამიური გამოსახულების გენერირება. უფრო მეტიც: აპლიკაციისთვის საკმარისია ერთადერთი ფოტო, რომ შექმნას სხვადასხვა სახის დიპფეიკი. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც Zao-ს უდევს საფუძვლად, სპეციალისტებში უამრავ კითხვას იწვევს. არსებობს სერიოზული საშიშროება, რომ მიმზიდველი სერვისის უკან გაცილებით სერიოზული რამ იდგეს. აპლიკაციის პირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ დათანხმების შემთხვევაში აპლიკაციას შეეძლო წვდომა მიეღო ნებისმიერ მონაცემებზე ნებისმიერ დროს მფლობელის ნებართვის გარეშე. ამ ფაქტმა აღშფოთება გამოიწვია, ამიტომ წესები სწრაფად დაარედაქტირეს. ცვლილებების მიუხედავად, ჩინეთის მთავარმა სოციალურმა პლატფორმა WeChat-მა Zao მაინც დაბლოკა. სავსებით მოსალოდნელია, რომ იმავეს მოიმოქმედებენ დასავლეთშიც, თუკი რა თქმა უნდა აპლიკაციის ავტორები მის სხვა ქვეყნებში გავრცელებას დაიწყებენ. ვიდეო: https://www.youtube.com/watch?time_continue=181&v=dJYTMhKXCAc https://www.techcult.ru/soft/7259-kitajskoe-prilozhenie-zao-sozdaet-ultrarealistichnye-dipfejki
  19. გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ჩატარდა ავტოგამოფენა, სადაც მანქანათმშენებელმა კომპანიებმა წარადგინეს თავიანთი ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული მანქანების ახალი მოდელები. გერმანულმა კომპანია Audi-მ, რომელსაც მეტად უყვარს ექსპერიმენტები, გამოფენაზე დააანონსა კონცეპტუალური ყველგანმავალი ელექტრომობილი, სახელად AI:Trail, რომელიც განკუთვნილია ბუნებაში სამოგზაუროდ. მანქანას საერთოდ არ აქვს განათების ფარები - მათ ნაცვლად გზას მის წინ მფრინავი დრონები გაანათებენ. როგორც ჩანს, ავტომობილის დამპროექტებლები სამეცნიერო ფანტასტიკის ფანები არიან. ქროსოვერი არ ჰგავს არც ერთ თანამედროვე ავტომობილს, რადგანაც უკიდურესად ფუტურისტული დიზაინი აქვს. მისი ალუმინის კორპუსი კაფსულას მოგვაგონებს, კარები კი სხვადახვა მიმართულებით იღება. სალონში ზედმეტი არაფერია - მხოლოდ სავარძლები, შტურვალისმაგვარი საჭე და სმარტფონის სამაგრი, რომლის მეშვეობითაც ხდება გარკვეული ფუნქციების მართვა. ყველაზე საინტერესო მახასიათებელი ისევ და ისევ განათების ფარების არარსებობაა. მათ ნაცვლად კომპანია გთავაზობთ გამოიყენოთ ორი მფრინავი დრონი, რომლებიც მოძრაობენ ავტმობილის წინ და მას გზას უნათებენ. ეს მეტად ეფექტური მიგნებაა ყველგანმავლისთვის, რომელსაც თავისი უზარმაზარი 22-დუიმიანი საბურავების წყალობით შეუძლია გადალახოს 1,5-მეტრიანი წყლის მასები. ავტომობილს რომ ჩვეულებრივი ფარები ჰქონოდა, სინათლე ხშირად დაიჩრდილებოდა წყლისა და ტალახის შხეფებით, დრონების წყალობით კი მძღოლი მუდმივად კარგად განათებულ გზას დაინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ავტომობილი AI:Trail მხოლოდ კონცეპტის სახით არსებობს, კომპანიამ საზოგადოებას გაუზიარა მისი კორპუსის გაბარიტები. ფუტურისტული ყველგანმავლის სიგრძე 4,15 მეტრის ტოლია, სიგანე - 2.15 მ, სიმაღლე კი 1.67 მეტრს აღწევს. ავტომობილის წონა 1.75 ტონაა. სტანდარტული საჭის ნაცვლად Audi AI:Trail შტურვალითაა აღჭურვილი. ავტომობილი მთლიანად ელექტროა, ელექტროძრავები დამონტაჟებულია ყოველ საბურავზე. კომპანიის განცხადებით, ერთ დატენვა საკმარისია 500 კმ. მოასფალტებული გზის ან 250 კმ. არახელსაყრელი საგზაო საფარის გასავლელად. ყველგანმავალი ძირითადად გვევლინება ტყეებსა და მთებში გადაადგილების საშუალებად - ეს ჩანს არა მხოლოდ მისი კონსტრუქციიდან, არამედ კომპლექტაციიდანაც. თუკი Audi-ს ყველგანმავალი გაყიდვაში მართლაც გამოვა ოდესმე, მყიდველები მასთან ერთად მიიღებენ კოცონის მსგავსად მოციმციმე ფანარსა და ბინოკლს. შესაძლებელია მანქანის უკანა სავარძლის მოხსნა, რათა გათავისუფლებული ადგილი გამოყენებულ იქნას დამატებით სათავსოდ ან მოგზაურობისას დასაძინებლად. https://hi-news.ru/auto/audi-predstavila-vnedorozhnik-bez-far-ego-put-osveshhayut-letayushhie-drony.html
  20. ASRock - დედა დაფების მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელი - განსაკუთრებულ პროდუქტს უშვებს: ახალი სისტემური დაფა X570 AQUA უმაღლესი ფუნქციონალურობითა და წარმადობით. X570 AQUA ერთადერთი X570 დაფაა, რომელსაც მთლიანად წყლით გაგრილების სისტემა აქვს. მისი უნიკალური გაგრილების სპილენძის ბლოკი ცენტრალურ პროცესორს, VRM-სა და X570 მიკროსქემების ნაკრებს ფარავს და უზრუნველყოფს დაუჯერებელ წარმადობასა და სტაბილურობას. ეს ექსკლუზიური პროდუქტი მეტად შეზღუდული რაოდენობით იწარმოება - სულ გამოვა 999 ერთეული დაფა და იგი იდეალურ არჩევანს წარმოადგენს AMD X570 ჩიპსეტისა და AMD Ryzen Zen 2 3000 სერიის პროცესორებისთვის. X570 AQUA დაფაში წყალი მიეწოდება სპეციალური რადიატორის - AQUA Cooling Armor-ის გავლით, რომელიც შექმნილია პროცესორის, VRM-ისა და ჩიპსეტის მაქსიმალურად ეფექტურად გაგრილებისთვის. გამაგრილებელი სითხე სამ ცალკეულ არხში მიედინება, ამიტომ ეს სამივე კომპონენტი ინდივიდუალურად გრილდება. რადიატორი Cooling Armor გაგრილების ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიით გამორჩევა და ფლობს რთულ, მიმზიდველ დიზაინს. დაფა ASRock AQUA დამზადებულია სერვერული PCB დაფის ტექნოლოგიით, ამიტომ სიმედოდაა დაცული დაზიანებისგან, კრიტიკული გამრუდებისგან და აღჭურვილია ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი სისტემის სტაბილურობას. როგორც მოსალოდნელია, დედა დაფა ASRock X570 AQUA გაიყიდება დაახლოებით 1000 აშშ დოლარად, რაც მეტად ძვირია, თუმცა ამ ფასად მფლობელი მიირებს უნიკალურ ტექნოლოგიებსა და ფუნქციებს. https://overclockers.ru/blog/Pris/show/30076/unikalnuju-materinskuju-platu-x570-aqua-vypuskaet-asrock-s-polnym-vodjanym-ohlazhdeniem-i-ogranichennym-tirazhom
  21. 25 სექტემბერს სიეტლიში გაიმართება Amazon-ის ღონისძიება, სადაც მოწვეულ სტუმრებს წარუდგენენ სხვადასხვა სიახლეს. ღონისძიების პროგრამის შესახებ ბევრი დეტალი ჯერ არ არის ცნობილი, კომპანია აცხადებს, რომ „საზოგადოებას გაუზიარებს რამდენიმე ახალ პროდუქტს Amazon Devices and Services-ისგან“. მცირე ხნის წინ გამართულ გამოფენა IFA 2019-ზე Amazon-მა დააანონსა გაჯეტ Fire TV Cube-ის ახალი ვერსია და ტელევიზორების ახალი სერია - Fire TV Edition. საერთო ჯამში კი კომპანიას კიდევ უამრავი ახალი პროდუქტი აქვს, რომელთაც გამოუშვებს სადღესასწაულო ახალ სეზონზე, მათ შორისაა ჰაბების პოპულარულია სერია Echo და ბიუჯეტური პლანშეტები - Fire. დაახლოებით ერთი წლის წინ Amazon-მა თავის შტაბ-ბინაში გამართა ღონისძიება, რომელზეც უამრავი ახალი მოწყობილობა ჰქონდა წარმოდგენილი: მათ შორის იყო განახლებული სმარტ-ჰაბები Echo Dot და Echo Plus, მეორე თაობის Amazon Echo Show, ციფრული ვიდეორეგისტრატორი Fire TV Recast, უსადენო საბვუფერი Amazon Echo Sub, მიკროტალღური ღუმელი AmazonBasics Microwave ხმოვანი დამხმარე Alexa-ს მხარდაჭერით და კედლის საათი. ღონისძიებაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო ახალი ფუნქციები, როგორებიცაა Follow-Up Mode for Alexa, Alexa Guard - სახლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და Skype-ის გამოყენების შესაძლებლობა შემდეგ მოწყობილობებზე - Amazon Echo, Echo Plus, Echo Dot, Echo Show და Echo Spot. https://3dnews.ru/993989
  22. კომპანია IBM-მა წარადგინა ახალი მეინფრეიმი z15 და მასთან ერთად სანახი სივრცეების სერია DS8900F. ახალი მოწყობილობები დიდი მოცულობისაა, აგრეთვე შეუძლიათ უზრუნველყონ წინამორბედებზე უფრო მაღალი სიჩქარით წვდომა მონაცემებზე. წინა თაობის მოწყობილობები იყო ჰიბრიდული სერია DS8880-ის პროდუქტები. DS8900F სერიის საცავები აგებულია IBM POWER9 პროცესორებზე და აქვთ 5,9 პეტაბაიტამდე მოცულობა. SSD-ების მოცულობა 800 გიგაბაიტიდან 15,36 ტერაბაიტამდე მერყეობს. შედარებისთვის, DS8880 სერიის საცავები წარმოდგენილი იყო 4,6 პეტაბაიტამდე მეხსიერებით, საიდანაც მხოლოდ 614 ტერაბაიტი მოდიოდა SSD-ზე. DS8900F-ში გამოიყენება ინტერფეისი Fibre Channel სიჩქარით - 16 ან 32 გბიტი/წმ. თანამედროვე ინტერფეისი NVMe-over-Fabrics (NVMe-oF) კი სამწუხაროდ მხარდაჭერილი არ არის. აქვე აღსანიშნავია, რომ ახალი სანახი სივრცის შემთხვევაში შეფერხების მაჩვენებელი მხოლოდ 18 მილიწამია საფირმო ტექნოლოგია zHyperLink-ის გამოყენებისას, მის გარეშე კი ეს მაჩვენებელი 90 მილიწამს შეადგენს. IBM აღნიშნავს, რომ ახალ მოწყობილობებში 50 %-ითაა შემცირებული ტრანზაქციის შესრულების დრო DB2 დატვირთვაზე, 60 %-ითაა გაზრდილი IOPS მაჩვენებელი და 150 %-ით მოიმატა მონაცემებზე წვდომის სიჩქარემ. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში კომპანია ამ მაჩვენებლებს წინა თაობის მოწყობილობებს ადარებს. IBM ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და საიმედოობის დონის მატებას თავის ახალ მოწყობილობებში. ტექნოლოგია IBM Safeguarded Copy უზრუნველყოფს მთავარი სისტემისგან დაფარული მონაცემების ასლების შექმნას, რომლებიც გამიზნულია მათი შემთხვევით ან ვირუსული შეტევების დროს დაკარგვისას აღდგენისათვის და ა.შ. აგრეთვე შესაძლებელია მოწყობილობის დაკავშირება ნებისმიერ ქლაუდ-სერვისთან სარეზერვო კოპირებისათვის. DS8900F მოწყობილობებში გამოყენებულია ინტელექტუალური ქლაუდ-მონიტორინგის ტექნოლოგია Storage Insights. იგი პასუხისმგებელია სისტემის მდგომარეობაზე, მოცულობასა და წარმადობაზე, ხელოვნურ ინტელექტს კი შეუძლია განსაზღვროს და წინასწარ გადმოსცეს ინფორმაცია პოტენციური პრობლემების შესახებ. https://servernews.ru/994025
  23. MIT-ის მკვლევარებმა შექმნეს ახალი პროგრამირებადი მელანი PhotoChromeleon, რომელსაც ფერების ცვლა შეუძლია სპეციალური პროგრამის მეშვეობით. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ახალი აღმოჩენა შეამცირებს პროდუქციის საწარმოო დანახარჯებს, მომხმარებლებს კი შეეძლებათ ყოველდღიურად ცვალონ თავიანთი სამოსი და აღარ იყიდონ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელი. MIT-ის გუნდმა აურია ცისფერი, მეწამული და ყვითელი ფოტოქრომული საღებავები სპეციალურ ხსნარში, რომლის დასხმაც შესაძლებელია სხვადასხვა საგანზე - ფეხსაცმელებზე, ავტომობილზე, ტელეფონებზე, სათამაშოებზე. დაფარვის შემდეგ ობიექტი თავსდება პროექტორისა და ულტრაიისფერი სინათლის მქონე სათავსოში, სადაც შეუძლია ფერის შეცვლა. მომხმარებლები ფერებს ცვლიან პროგრამის შაბლონების მიხედვით: აქტივაცია-დეაქტივაციისთვის გამოიყენება ულტრაიისფერი სინათლე. არჩეული ფერი ნარჩუნდება ბუნებრივი განათების შემთხვევაში, ხოლო თუკი მომხმარებელს ფერის შეცვლა კვლავ მოესურვება, იგი კვლავ ულტრაიისფერ სინათლეს გამოიყენებს, რათა ძველი ფერი გააქროს და მიიღოს ახალი. ავტომობილის ზომის საგნებზე ეს პროცესი დაახლოებით 15-40 წუთს საჭიროებს. „სპეციალური ტიპის საღებავი ინდივიდუალური დიზაინის მრავალი ვარიანტის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ეს კი აამაღლებს წარმოების ეფექტურობასა და შეამცირებს დანახარჯებს. მომხმარებლები შეძლებენ მოახდინონ თავიანთი ნივთების პერსონალიზება რეგულარულად და აღარ დასჭირდებათ იყიდონ სხვადასხვა ფერის ერთი და იგივე ტიპის ნივთი“. „ქამელეონი“ მელნის შექმნისას მკვლევარებმა გამოიყენეს თავიანთი წინა სისტემა - ColorMod, რომელიც საშუალებას იძლეოდა შეცვლილიყო ფერი 3D ბეჭდვის მეშვეობით. მისგან განსხვავებით PhotoChromeleon მელანი უფრო მაღალი ხარისხითა და ფერთა ფართო არჩევანით გამოირჩევა. https://hightech.fm/2019/09/10/colour-change
  24. ელექტრომობილმა Porsche Taycan-მა მცირე ხნის წინ გამოწვევა ესროლა Tesla-ს ფლაგმანურ სედანს. ილონ მასკმა კი შეაფასა კონკურენტის მცდელობები და გადაწყვიტა, მოეწყო ახალი თაობის ელექტრო ძრავის მქონე Tesla Model S-ის პროტოტიპის ძალების საჯარო დემონსტრაცია. ხსენებული ახალი ძრავის დამონტაჟება სერიული წარმოების მოდელებში მოხდება მომდევნო წლიდან. როგორც ცნობილი გახდა, სხვადასხვა გზაზე პროტოტიპის შესაძლებლობებმა ახალი რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა ოთხკარიან სედანებს შორის. Tesla Model S-ის ყველაზე სწრაფმა ვერსიამ მონიშნული გზა 1 წუთსა და 36,555 წამში დაფარა, რაც ერთწამიანი მაჩვენებლით უკეთესია მისი მთავარი კონკურენტის შედეგზე. უცნობი პილოტის მიერ შესრულებული სატესტო რბოლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. სარბოლო მაგისტრალის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ Tesla-მ უარი თქვა რეკორდის ოფიციალურად დაფიქსირებაზე. ილონ მასკმა განმარტა, რომ Tesla Model S-ის პროტოტიპის მსგავსი ახალი თაობის სამი ელექტრო ძრავი წარმოდგენილი იქნება სამომავლო Tesla Model X-სა და Tesla Roadster-ში. Model 3-სა და Model Y-ში ასეთი ტიპის ძრავი არ დაყენდება. ახალი მოწყობილობით ზემოთხსენებული მოდელები გახდება უფრო დინამიური, ფასი კი მოიმატებს, თუმცა კონკურენტების შემოთავაზებებზე იაფი მაინც იქნება. როგორც მასკი ამტკიცებს, გზის სწორხაზოვან მონაკვეთებში მრბოლელმა შეძლო პროტოტიპის მიერ 206 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. https://overclockers.ru/hardnews/show/99232/samaya-bystraya-versiya-tesla-model-s-prodemonstrirovala-svoj-potencial
  25. შედგა სმარტფონ Xiaomi Black Shark 2 Pro-ს ახალი ვერსიის დებიუტი, რომელიც გათვლილია მობილური თამაშების მოყვარულებზე. შეგახსენებთ, რომ Xiaomi Black Shark 2 Pro-ს ორიგინალი ვერსია წარდგენილ იქნა მიმდინარე წლის ივლისში. ამ მოდელს ჰქონდა Snapdragon 855 Plus პროცესორი 2.96 გიგაჰერცამდე ტაქტის სიხშირით და 12 გბ ოპერატიული მეხსიერება. 6.39-დუიმიანი AMOLED დისპლეი Full HD+ ფორმატს შეესაბამება (2340 × 1080 პიქსელი), გვერდების შეფარდებაა 19.9:9-სთან. წინა პანელზე განთავსებულია 20-მეგაპიქსელიანი კამერა. მთავარი კამერა წარმოდგენილია ორი ბლოკით და მოიცავს 48- და12-მეგაპიქსელიან მოდულებს. დაქტილოსკოპიური სკანერი ინტეგრირებულია ეკრანზე. თავდაპირველად შემოთავაზებული იყო 128- და 256-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერების მქონე მოდიფიკაციები. ახალ მოდელს კი 512 გბ ინტეგრირებული მეხსიერება აქვს. ასეთი გეიმინგ-მობილი დაახლოებით 565 აშშ დოლარი ღირს. სმარტფონის გაბარიტებია 163,61 × 75,01 × 8,77 მმ, წონა - 200 გრამზე ოდნავ მეტი. კვებას უზრუნველყოფს 4000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android 9 Pie - MIUI 10-თან ერთად.  https://3dnews.ru/993961
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.