-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
არქიტექტურულმა კომპანია MAD Architects-მა HyperloopTT-ის დაკვეთით მოამზადა მაკეტი, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება გახდეს ვაკუუმური მატარებლები ქალაქის ინფრასტრუქტურის ნაწილი. ილონ მასკის მიერ 2012 წელს გაჟღერებულმა ვაკუუმური მატარებლების იდეამ ბევრი კომპანიის ყურადღება მიიპყრო, თუმცა ამ კონცეპტის ეფექტურობის საბოლოო დადასტურება და რეალურობა ამ დრომდე არ წარმოდგენილა. ამ სფეროში მოღვაწე ყველაზე ცნობილი კომპანიები - HyperloopTT და Hyperloop One - პერიოდულად ჩნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და აცხადებენ, რომ იწყებენ ახალი გზების მშენებლობას, ან კონტრაქტებს დებენ ადგილობრივ ხელისუფლებებთან მგზავრების სუპერჩქაროსნული მატარებლით გადაყვანასთან დაკავშირებით. კომპანიების გეგმით, Hyperloop-ის ხაზები უნდა გაიხსნას არაბთა გაერთიანებული ემირატების, ევროპის, აშშ-ის ტერიტორიებზე, თუმცა ჯერჯერობით რთულია დაზუსტებით თქმა - როდის იმგზავრებს პირველი ადამიანი ვაკუუმური ტრანსპორტით. ამჟამად HyperloopTT-მ არქიტექტორებთან ერთად წარადგინა კონცეფცია, თუ როგორი იქნება ვაკუუმური მატარებლებისთვის განკუთვნილი გზები ქალაქის ფონზე. პროექტში გათვალისწინებულია ბეტონისა და ლითონის გამამაგრებელი, დახურული კონსტრუქციები. მატარებლის ხაზების თავზე განთავსებული იქნება მზის ბატარეები, რომელთა წყალობითაც უზრუნველყოფილი იქნება გვირაბებისა და სადგურების განათება. გვირაბებსა და სადგურებში დამონტაჟებული იქნება სავენტილაციო ტურბინები. ჯამში, არქიტექტორების კონცეფცია უკვე არსებული მიწისზედა მეტროსადგურების იდეას მოგვაგონებს, რაც აზიის ქვეყნებშია უფრო მეტად გავრცელებული. Hyperloop TT-ს გავლილი აქვს თავისი სამგზავრო კაფსულების ფინალური გამოცდა. როგორც მოსალოდნელია, მისით სარგებლობა მგზავრებს 2022 წლიდან შეეძლებათ. https://hightech.fm/2019/09/11/hyperloop-in-city
-
AMD-მ განაახლა თავისი ტექნოლოგიური გეგმები, რომლებიც უკავშირდება მომავალ Zen 3 არქიტექტურასა და RDNA 2 გრაფიკას. ორივე არქიტექტურა დამყარებული იქნება TSMC-ის მეორე თაობის 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, ე.წ. N7+-ზე. TSMC პირობას დებს, რომ N7+ უზრუნველყოფს ტრანზისტორების სიმჭიდროვის 20 %-იან მატებას, რითაც AMD-ს საშუალება მიეცემა გაზარდოს ტაქტის სიხშირეები. გეგმები მიანიშნებს, რომ წინა თაობის Zen 2-სა და RDNA-ს ერთდროული გამოსვლის ნაცვლად მომდევნო თაობის პროცესორები და გრაფიკა შესაძლოა სხვადასხვა დროს გახდეს ხელმისაწვდომი. წარმოდგენილ სლაიდზე ჩანს, რომ Zen 3-ის დაპროექტების ფაზა უკვე დასრულებულია და მწარმოებლების გუნდმა უკვე Zen 4-ის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამჟამად AMD უკვე საბოლოო, დასრულებულ პროდუქტებს ამზადებს, რომლებიც Zen 3 ბლოკებს შეიცავს. RDNA 2 კი ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაში იმყოფება. როგორც მოსალოდნელია, Zen 3-ის ბაზაზე არსებული ჩიპები RDNA 2-ზე ადრე გამოვა. არქიტექტურა Zen 3, როგორც ცნობილია, მოგვევლინება, როგორც AMD-ს პასუხი Intel Comet Lake-S-სა და Ice Lake-S-ზეც, თუკი ეს უკანასკნელი ჩიპები 2020 წლამდე იქნება კონკურენტის მიერ წარმოდგენილი. RDNA 2-ს მქონე ჩიპების გამოშვებამდე AMD წარადგენს გრაფიკული ჩიპის მძლავრ ვერსიას კრისტალ Navi 12-ის სახით, რომელიც განკუთვნილია NVIDIA TU104-ს ბაზაზე არსებული პროდუქტებისთვის კონკურენციის გასაწევად. მიმდინარე თვის ბოლოს კი გამოვა ახალი პროდუქტები Zen 2-ის ბაზაზე: ფლაგმანური 16-ბირთვიანი ჩიპი Ryzen 9 და 64-ბირთვიანი პროდუქტების ხაზი ენთუზიასტებისთვის - Ryzen Threadripper 3000. https://3dnews.ru/993956
-
- 1
-
-
Huawei 19 სექტემბერს წარადგენს ფლაგმანური სერია Mate 30-ის სმარტფონებს. ოფიციალურ ანონსამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში გამოჩნდა Mate 30 Pro-ს ტექნიკური მახასიათებლები, რაც ინსაიდერებმა Twitter-ზე გამოაქვეყნეს. არსებული ცნობებით, სმარტფონს ექნება გვერდებში გამრუდებული, უკანა მხარისკენ გადასული Waterfall-დისპლეი, მისი დიაგონალი 6.6 დუიმია გადასული გვერდების გარეშე, მათთან ერთად კი - 6.8 დუიმი. ეკრანის გაფართოება 2400 × 1176 პიქსელია და შეესაბამება Full HD+ ფორმატს. დაქტილოსკოპიური სკანერი ინტეგრირებულია ეკრანზე. აგრეთვე ცნობილია, რომ დისპლეი დამზადებულია AMOLED-ტექნოლოგიით, კადრის განახლების სიხშირე კი 60 ჰერცს შეადგენს. სმარტფონის ძირითადი კამერა ფორმირებულია ოთხი სენსორისგან, რომლებიც განთავსებულია წრიულად კორპუსის უკანა მხარეს. წარმოდგენილია 40+40+8 მეგაპიქსელიანი სენსორები, აგრეთვე ToF-სენსორი. კამერას აქვს ქსენონის ფლეშ-განათება და ფერის ტემპერატურის სენსორი. ფრონტალური კამერა 32-მეგაპიქსელიანია და მას ახლავს სუპერფართოკუთხოვანი ობიექტივი, ასევე Tof სენსორი. მხარდაჭერილია ტექნოლოგია Face ID 2.0, რომელიც სწრაფად და მაღალი სიზუსტით ამოიცნობს სახეს. ფლაგმანში გამოყენებულია საფირმო ჩიპი HiSilicon Kirin 990 5G, რომელიც გამოირჩევა მაღალი წარმადობითა და მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერით. სმარტფონს აქვს 8 გბ მოცულობის ოპერატიული და 512 ინტეგრირებული მეხსიერება. მისი ბატარეის მოცულობა 4500 მა/სთ-ია, აქვს 40-ვატიანი სწრაფი დატენვისა და 27-ვატიანი უსადენო დატენვის მხარდაჭერა. Mate 30 Pro მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 10-სა და საფირმო ინტერფეის EMUI 10-ზე. Google-ის სერვისები სმარტფონში არ იქნება დაყენებული, თუმცა მომხმარებლებს ამის გაკეთება თავად შეეძლებათ. ცნობილია ისიც, რომ მოწყობილობის ჩასართავად ფიზიკური ღილაკი იქნება გამოყენებული, ხმის რეგულირებისთვის კი სენსორული პანელი გამოიყენება. სმარტფონში შესაძლებელია ორი SIM-nano-ს ჩართვა, თუმცა არ აქვს სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი. როგორც მოსალოდნელია, საწყის ეტაპზე Mate 30 Pro ჩინეთში გაიყიდება, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში გამოჩნდება. https://3dnews.ru/993901
-
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ინჟინრებმა დედამიწის ორბიტაზე ჩაატარეს მცირე ზომის იონური ძრავის ტესტირება. მოწყობილობა „კოსმოსურ აპარატებს გაუხანგრძლივებს არსებობის პერიოდს და შეამცირებს მათ კოსმოსურ ნაგვად ქცევის ალბათობას“ - წერს China Daily. იონური ძრავი - ეს არის ელექტრო ძრავის ტიპი, რომელიც მუშაობს ელექტრულ ველში აჩქარებული იონიზირებული გაზის საფუძველზე. ამგვარი ძრავები ნაკლებ საწვავს ხარჯავენ და შეუძლიათ საწვავის შეუვსებლად დაახლოებით სამი წელიწადი იმუშაონ. მანევრირებისთვის განკუთვნილი მინიატურული ძრავი შექმნა ჩინეთის აეროკოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კორპორაციამ. იგი ორბიტაზე გაიტანეს მცირე ზომის ჩინურ თანამგზავრთან ერთად მიმდინარე წლის დასაწყისში. „ძრავი სულ რაღაც 300 გრამს იწონის და წარმოადგენს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიის მოწყობილობას. იგი გათვლილია მცირე ზომის თანამგზავრებზე, რომელთაც დიდი თანამგზავრებისგან განსხვავებით არ აქვთ ქიმიურ საწვავზე მომუშავე დიდი ზომის სარაკეტო ძრავები. საწვავის დიდი ავზების, ტუმბოების, მომჭერებისა და ტოქსიკური საწვავის გარეშე მოქმედი ახალი მოწყობილობის ტრანსპორტირება მარტივია და თანაც მას შეუძლია უზრუნველყოს მცირე თანამგზავრების ეფექტური და მაღალი სიზუსტის მანევრირება“ - აცხადებს იონური ძრავის მთავარი კონსტრუქტორი. https://hightech.fm/2019/09/10/ion-engine
-
ახალი სმარტფონი გამოირჩევა მძლავრი აპარატურით, ფოტოგადაღებისა და რედაქტირების მაღალხარისხიანი სამი ძირითადი კამერით, ასევე 21:9 ფორმატის მქონე OLED-დისპლეითა და ხარისხიანი ფერთა გამით. დავიწყოთ გარეგნული მხარით. Xperia 5-ის კორპუსი ლაკონური და მკაცრად სწორხაზოვანია, წინა და უკანა ზედაპირები დაფარულია დამცავი Corning Gorilla Glass 6-ით, სმარტფონის გვერდებზე მოცემულია ლითონის ჩარჩოები. სმარტფონი გამოვა ფერის მხრივ ოთხ ვარიანტად: ლურჯი, წითელი, შავი და ნაცრისფერი. მოწყობილობა დაცულია წყლისა და მტვრისგან IP65 და IP68 სტანდარტების შესაბამისად. OLED ტექნოლოგიით დამზადებული დისპლეი 6.1-დუიმიანია, გვერდების შეფარდებაა 21:9-სთან. ფილმების ნახვა განსაკუთრებით სასიამოვნოა Dolby Atmos ტექნოლოგიის წყალობით. აღსანიშნავია, რომ დისპლეის შექმნისას გამოყენებულ იქნა ტექნოლოგიები, რომელიც გვხვდება Sony Bravia-ს ხაზის ტელევიზორებში, ერთ-ერთი მათგანია HDR-კონტენტის გაუმჯობესება. დისპლეის აქვს ფერთა გამა ITU-R BT.2020-ის, DCI-P3-ისა და Illuminant D65-ის მხარდაჭერა, აგრეთვე 10-ბიტიანი ფერთა გრადაცია. დიდი ზომის დისპლეისა და ფუნქცია Side sense-ის წყალობით შესაძლებელია ერთდროულად ორი აპლიკაციის გაშვება გვერდიგვერდ ფანჯრებად. სმარტფონში დაყენებულია ძირითადი კამერა სამი მოდულით, თითოეული ფოტომოდული 12-მეგაპიქსელიანია. მათ შემადგენლობაში შედის ფართოკუთხიანი 16-მილიმეტრიანი ობიექტივი, მთავარი 26-მილიმეტრიანი და 52-მილიმეტრიანი პორტრეტული მოდული. ხელმისაწვდომია გამოსახულების სტაბილიზაციის სისტემა Optical Steady Shot, ავტოფოკუსირების ფუნქცია Eye AF, სერიული გადაღება სიჩქარით 10 კადრი წამში, გამოსახულების დამუშავების გაზრდილი სიჩქარე 30 კადრამდე წამში, ხმისჩამხშობი ტექნოლოგია RAW და გადაღება ცუდი განათების პირობებში. აპლიკაცია Cinema Pro საშუალებას იძლევა დარედაქტირდეს ვიდეოკონტენტი უშუალოდ სმარტფონში და დამზადდეს ვიდეორგოლი. აპლიკაცია Sony Imaging Edge Mobile-ის წყალობით შესაძლებელია Alpha და Power Shot კამერების ფოტოკადრების მიღება სოციალურ ქსელებში განსათავსებლად. Xperia 5 იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android 9 Pie-ზე. სმარტფონში განთავსებულია პროცესორი Qualcomm Snapdragon 855 ინტეგრირებული გიგაბიტური LTE-მოდემით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გბ იქნება, ინტეგრირებული მეხსიერებისა კი - 128 გბ-ს შეადგენს. შესაძლებელია 512 გბ-მდე მოცულობის მეხსიერების ბარათის განთავსება. ბატარეის მხრივ სმარტფონი დიდად არ გამოირჩევა - მისი მოცულობა 3140 მა/სთ-ია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტურობის ამაღლების ტექნოლოგია Smart Stamina-ს წყალობით შესაძლებელი იქნება სმარტფონის აქტიური ექსპლუატაცია მთელი დღის განმავლობაში. Xperia 5-ის გაყიდვა ოქტომბერში დაიწყება. მისი ფასი ჯერ არ სახელდება. დეტალების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.sonymobile.com/ru/products/phones/xperia-5/specifications/. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/29991/kompanija-sony-predstavila-novyj-flagmanskij-smartfon-xperia-5
-
- 2
-
-
-
კომპანია Xiaomi-მ დააანონსა ახალი გაჯეტი - მოწყობილობა სახელად Mi Pocket Photo Printer, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვა. Xiaomi Mi Pocket Photo Printer - ეს არის ჯიბის პრინტერი, რომელიც განკუთვნილია სმარტფონებიდან და პლანშეტებიდან ფოტოების ამობეჭდვისთვის. მოწყობილობაში გამოყენებულია ტექნოლოგია ZINK. მისი არსი მდგომარეობს ქაღალდის გამოყენებაში, რომელიც შეიცავს სპეციალური კრისტალური ნივთიერებების რამდენიმე ფენას. გაცხელებისას ეს ნივთიერებები ამორფულ მდგომარეობაში გადადის, შედეგად კი ქაღალდზე გამოსახულება ფორმირდება. ჯიბის პრინტერი საშუალებას იძლევა ამოიბეჭდოს 3-დუიმიანი გამოსახულება. გაფართოების შესახებ სამწუხაროდ არაფერია ცნობილი. მოწყობილობის კორპუსი თეთრი ფერისაა, პრინტერი თავისუფლად თავსდება შარვლის ან პიჯაკის ჯიბეში. ახალი Xiaomi Mi Pocket Photo Printer-ის შეძენა შესაძლებელი იქნება დაახლოებით 50 აშშ დოლარად, ქრაუდფანდინგის ეტაპზე კი იგი 42 დოლარად იყიდება. https://3dnews.ru/993853
-
Samsung B-Dies-ის 10-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე გადასვლის გამო DDR4 Samsung A-Die მეხსიერება ბევრად გაიაფდება, რაც ყველასთვის კარგ სიახლეს წარმოადგენს. ძველად DDR4 Samsung-ის B-მატრიცები 20-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იწარმოებოდა და საკმაოდ ძვირი ღირდა, თუმცა ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელი მსოფლიოს ენთუზიასტებსა და ოვერქლოქერებს შორის შთამბეჭდავი სიხშირეების გამო. Samsung-ის მატრიცების წარმოება დაიწყო ათნანომეტრიანი ტექნოლოგიით, რამაც კომპანიას საშუალება მისცა ფასები დაეწია DDR4 მეხსიერებაზე და თანაც გაეზარდა მოცულობა. 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგია ბევრად ეკონომიურია მასშტაბების შემცირებისა და მცირე ფიზიკური კრისტალების წყალობით, თუმცა შესაძლებელია მას პრობლემები ჰქონდეს იმ ზემაღალ სიჩქარეებთან მიმართებაში, რომლებიც მშვიდად მიიღწევა 20-ნანომეტრიან ტექნოპროცესში. პირველი Samsung A-die მოდული წარმოდგენილია ნომრით - M378A4G43AB2-CVF და მოცულობით იგი 32 გიგაბაიტიანია. მისი ტაქტის სიხშირე არც ისე განსაკუთრებულია - 2933 მეგაჰერცი, თუმცა timing-ები საკმაოდ დიდია (შესაძლებელია სიხშირის გაზრდა timing-ის ხარჯზე). ასეთი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვარაუდი, რომ DDR4 მეხსიერების საერთო ღირებულება შემცირდება და DDR4 ბოლოს და ბოლოს შევა ხელმისაწვდომობის „ოქროს ხანაში“. ბრიტანულმა ქსელურმა მარკეტმა გაყიდვაში გამოიტანა მოდული Samsung M378A4G43AB2-CVF – 128,33 ფუნტად, რაც დაახლოებით 158 დოლარის ტოლია. შედარებისთვის, მსგავსი მახასიათებლების მქონე Crucial ჩიპი იყიდება 172 აშშ დოლარად. https://overclockers.ru/blog/Pris/show/29930/pamjat-ddr4-skoro-stanet-deshevle-poskolku-ddr4-samsung-bdie-perehodit-na-10nm-tehprocessor
-
- 2
-
-
კომპანია Tesla-ს პიკაპი, რომელსაც ილონ მასკმა უწოდა „ყველაზე მაგარი მანქანა რაც კი ოდესმე უნახავს“, ფართო საზოგაედოების წინაშე წარდგება მიმდინარე წლის ნოემბერში. თავდაპირველად იყო მოლოდინი, რომ ელექტროპიკაპის დებიუტი შედგებოდა ზაფხულში ან ყველაზე გვიან ოქტომბერში, თუმცა მისი პრეზენტაცია ოდნავ გადაიდო. გარდა ადრეული კონცეპტუალური გამოსახულებისა, რომელიც 2017 წელს მასკმა Twitter-ზე გამოაქვეყნა, Tesla-პიკაპზე ბევრი არაფერია ცნობილი. ელექტრო პიკაპი ბაზარზე მკაცრი კონკურენციის წინაშე აღმოჩნდება. ილონ მასკის ქმნილების ერთ-ერთი მთავარი მეტოქე იქნება პიკაპ Ford F-150-ის მთლიანად ელექტრიზებული ვერსია. არსებული ინფორმაციით, F-150 გაყიდვაში 2021 წელს გამოვა. მანამდე კი ელექტრო პიკაპის შეძენის მსურველების ყურადღებას მიიქცევს ამერიკული კომპანია Rivian-ის R1T მოდელი. გარდა ამისა, Ford-ისა და Volkswagen-ის ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვა საშუალო ზომის პიკაპი, რომლის პრეზენტაცია 2022 წლისთვისაა დაგეგმილი. ამ დროისთვის გამოცანად რჩება Tesla-პიკაპის არა მხოლოდ გარეგნული დიზაინი, არამედ მისი ტექნიკური მახასიათებლები. ძველად ილონ მასკი ამბობდა, რომ ელექტრო პიკაპის ფასი 50 ათასი დოლარის ფარგლებში იქნებოდა. ამ ფასად მსურველები შეძლებენ შეიძინონ ელექტრომობილი, რომელიც ატმოსფეროში არ აფრქვევს მავნე ნივთიერებებს, აქვს ფუტურისტული კიბერპანკური დიზაინი და წარმოუდგენელი სიმძლავრე. https://3dnews.ru/993771
-
ცნობილმა მანქანათმშენებელმა კომპანიებმა, Daimler-მა და Geely-მ მხარი დაუჭირეს გერმანული კომპანია Volocopter-ის აეროტაქსების გამოშვების გეგმას. 2018 წელს Volocopter-მა განაცხადა, რომ გეგმაში ჰქონდა, აეროტაქსების კომერციული სერვისი აემოქმედებინა. ამჟამად გერმანულმა კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ და მორიგი დაფინანსების რაუნდში 50 მლნ ევრო შეაგროვა, რათა განახორციელოს მფრინავი ტაქსების გაშვება ჩინეთში. Volocopter-ის წარმომადგენლობა აცახდებს, რომ შეგროვებული ფინანსები მათ დაეხმარება ამუშაოს საჰაერო ტრანსპორტის კომერციული სერვისი სამი წლის განმავლობაში. გასულ თვეში კომპანიამ წარადგინა მეოთხე თაობის მთლიანად ელექტრო სამგზავრო აპარატი (ვერტიკალური აფრენა-დაშვებით), კომპანიას ნამდვილად შეუძლია მიაღწიოს დასახულ მიზანს და დაიწყოს მფრინავი ტაქსების ტესტირება მიმდინარე წლის ბოლოდანვე. რაც შეეხება უპილოტო სატვირთო ავტომანქანებს, Daimler-მა დაიწყო თავისი სატვირთოების გამოცდა საზოგადოებრივი მოხმარების გზებზე ავტონომიურობის მეოთხე დონეზე (ეს დონე ნიშნავს მთლიანად ავტონომიურ მუშაობას უმეტეს სიტუაციაში). გამოცდის მთავარი მიზანია შემოწმდეს ავტოპილოტის ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც სატვირთოებმა უნდა შეძლონ როგორც სტანდარტულ, ასევე რთულ საამინდე პირობებში მგზავრობა, მაგალითად, წვიმასა და ნისლში. სატვირთოების ტესტირება მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება - საყოველთაო მოხმარების გზებზე მგზავრობისას სატვირთოს სალონში უსაფრთხოებისთვის იჯდება მძღოლი, სამგზავრო სავარძელზე კი - კომპანიის ინჟინერი. გამოცდის პირველ ეტაპზე სატვირთო მანქანა ცარიელი საბარგულით იმოძრავებს, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კი Daimler-ის უპილოტო სატვირთოები ტვირთის გადატანას დაიწყებენ. მთავარი ამოცანაა შემოწმდეს ტექნოლოგია და განისაზღვროს, რამდენად მზადაა იგი კომერციული გამოყენებისთვის. https://3dnews.ru/993781 https://hightech.fm/2019/09/09/daimler-self
-
- 1
-
-
ენთუზიასტებზე ორიენტირებული პროცესორი Xeon W-3175X-ის გამოშვების შემდეგ Intel-ს დიდი ხნის მანძილზე აღარ უხსენებია ამ სერიის ახალი, მზადებადი პროცესორები. Xeon W-3175X დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ერთადერთ HEDT-შემოთავაზებად LGA 3647 სოკეტის ბაზაზე, მაგრამ როგორც ახალი ცნობებიდან ჩანს, ვითარება მალე შეიცვლება. Intel-ის ახალი პროცესორის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა Sisoftware Sandra-ს მონაცემთა ბაზაში. პროცესორს ჯერჯერობით სახელწოდება არ აქვს, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, იგი გათვლილია LGA 3647 დედა დაფებზე. მიღებული ცნობებით, ეს იქნება 26-ბირთვიანი, 52-ნაკადიანი პროცესორი ტაქტის სიხშირით - 4.1 გჰც. ახალი პროცესორის ტესტირება განხორციელდა ASUS ROG Dominus Extreme-ის ბაზაზე, რომელიც კომპანია ASUS-ის C621 ჩიპსეტზე არსებული ფლაგმანური გადაწყვეტილებაა. ოქტომბერში Intel გამოუშვებს მეათე თაობის Core-X ახალ პროცესორებს, რომლებიც, ოფიციალური ინფორმაციით წარმადობით Skylake-X პროცესორებზე ორჯერ უკეთესია. მიუხედავად იმისა, რომ Core-X მოდელები ორიენტირებული იქნება LGA 2066 (X299) კონექტორზე, სავსებით შესაძლებელია, რომ Intel-მა წარადგინოს 26-ბირთვიანი მოდელის უფრო ბიუჯეტური ვარიანტი იმ მომხმარებლებისთვის, ვინც აწყობს სამუშაო სადგურებს LGA 3647 პლატფორმებზე. Intel-ს მოუწევს ფასი დაწიოს Xeon W-3175X-ზეც, თუკი სურს HEDT-პროცესორების „ტახტის“ დაბრუნება. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29926/intel-gotovit-26jadernyj-52potochnyj-processor-hedt-xeonw-dlja-soketa-lga-3647-nacelennyj-na-rynok-potrebitelej
- 1 reply
-
- 1
-
-
ოპტიმალური კორპუსის არჩევა რთული და მნიშვნელოვანი საქმეა. რა საკვირველია, შეიძლება იაფი მასალის ყიდვა და მასში მაკომპლექტებლების მოთავსება, თუმცა ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია წარმოიქმნას პროცესორისა და ვიდეო ბარათის არაეფექტურ გაგრილებასთან, ცუდ ვენტილაციასთან დაკავშირებული პრობლემები. საბოლოოდ კი ერთ წელში კომპიუტერი მტვრის შემგროვებელ ყუთად იქცევა. შედეგად, მფლობელს უწევს არც ისე მცირე თანხის გადახდა გადამწვარი მაკომპლექტებლების შესაცვლელად. ასეთი რთული საკითხის გადაწყვეტაში შესაძლებელია დაგეხმაროთ Tomsharware-ის ექსპერტები: მათ ასობით კორპუსი გატესტეს და აარჩიეს იდეალური გეიმერული ვარიანტები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესებს წარმოგიდგენთ. საუკეთესო High-End ATX: NXZT H510 Elite: ეს კორპუსი მიეკუთვნება კომპაქტური Mid-Tower ATX კორპუსების კატეგორიას, ასე რომ თავსებადია ნებისმიერი ტიპის დედა დაფებთან სერვერული ვარიანტების გარდა. მას შიდა მაკომპლექტებლების განთავსების კარგად ორგანიზებული სისტემა და RGB განათება აქვს, რომლის გამორთვაც შესაძლებელია სურვილის შემთხვევაში. როგორც Tomshardware-ის ექსპერტები აცხადებენ - ეს საკუთესო კორპუსია თავის კატეგორიაში. საუკეთესო ბიუჯეტური ATX: DIYPC Trio-GT-RGB: ამ კორპუსის საუკეთესო მხარეა ეფექტური გაგრილება და მტვრის კარგი ფილტრაცია. მასში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Mini-ITX, Micro-ATX, ATX სტანდარტის დედა დაფები და 383 მილიმეტრამდე სიგრძის ვიდეო ბარათები. გარდა ამისა, მას მიმზიდველი დიზაინი და ხელმისაწვდომი ღირებულება გააჩნია. საუკეთესო MicroATX: NZXT H400i: შესანიშნავი დიზაინი, RGB განათება, სრული კონტროლი სამ ინტეგრირებულ ქულერზე, კონკურენტუნარიანი ფასი - H400i კარგი არჩევანია მათთვის, ვინც ირჩევს MicroATX და Mini-ITX სტანდარტის დედა დაფას. კორპუსი ოდნავ ხმაურიანია, როდესაც სრულ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა, როგორც წესი, სტანდარტული რეჟიმიც საკმარისია კომფორტული ტემპერატურის შესანარჩუნებლად. მიუხედავად კომპაქტური გაბარიტებისა, მოცემულ კორპუსში შესაძლებელია განთავსდეს 411 მილიმეტრამდე ზომის ვიდეო ბარათი. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29918/luchshie-korpusa-dlja-igrovogo-pk-2019-god-po-versii-tomshardware
-
- 1
-
-
კომპანია Huawei-მ ოფიციალურად წარადგინა ახალი ფლაგმანური ცალკრისტალიანი პლატფორმა Kirin 990 5G. ახალი პროცესორის მთავარი განსაკუთრებულობა 5G მოდემია, რაც მის სახელწოდებაშიცაა ასახული. გარდა ამისა, Huawei ახალ ჩიპს მიაწერს მაღალ წარმადობასა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ფართო შესაძლებლობებს. პლატფორმა Kirin 990 5G წარმოებულია გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით EUV-ლითოგრაფიის გამოყენებით. ამასთან, იგი ერთ-ერთი რთული მობილური პროცესორია და მოიცავს 10 მილიარდ 300 ათას ტრანზისტორს. პირველ რიგში Huawei ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ Kirin 990 5G მსოფლიოში პირველი ცალკრისტალიანი სისტემაა იმ სმარტფონებისთვის, რომლებიც ინტეგრირებულ 5G მოდემს ფლობენ. წინა 5G სმარტფონებში მწარმოებელი კომპანიები იყენებდნენ SoC-ს ინტეგრირებული 4G მოდემითა და ცალკე 5G მოდემით. Kirin 990 5G-ის მოდემს შეუძლია მიიღოს და გადასცეს მონაცემები 2,3 და 1,25 გბიტი/წმ სიჩქარით, შესაბამისად. მხარდაჭერილია რეჟიმები 5G NSA და SA. 5G ქსელის პარალელურად შენარჩუნებულია წინა თაობების ქსელური კავშირების მხარდაჭერა. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებზე პასუხისმგებელია ახალი NPU ნეიროპროცესორის მოდული. იგი ორი დიდი და ერთი პატარა ბლოკისგან შედგება. დიდი ბლოკები დამზარებულია Da Vinci არქიტექტურაზე და განკუთვნილნი არიან „მძიმე“ დავალებებისთვის. პატარა ბირთვი ენერგოეფექტურობის მაღალ დონეს ფლობს. ჯამში, ხელოვნური ინტელექტის კუთხით Kirin 990 უსწრებს ისეთ კონკურენტებს, როგორებიცაა Apple A12 და Qualcomm Snapdragon 855, თანაც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. Kirin 990-ს სამ კლასტერად დაყოფილი რვა ბირთვი აქვს. „დიდ“ კლასტერში გაერთიანებულია ორი 2.86-გიგაჰერციანი Cortex-A76, საშუალოშიც ასევე ორი ბირთვი Cortex-A76 - თუმცა 2.36 გჰც სიხშირის მქონე ბირთვები, „პატარა“ კლასტერი კი მოიცავს 1.95-გიგაჰერციან ოთხ Cortex-A55-ს. რეალურად, Kirin 980-თან შედარებით სტრუქტურა არ შეცვლილა, მაგრამ სიხშირეები გაიზარდა. Huawei-ს განცხადებით, პროცესორი Kirin 990 5G 10 %-ით წინ უსწრებს Snapdragon 855-ს ერთნაკადიან დავალებებში და 9 %-ით - მრავალნაკადიანში. თანაც, ჩინური ჩიპი 12-35%-ით ენერგოეფექტურია Snapdragon 855-ზე. ცვლილებები განიცადა გრაფიკულმა პროცესორმაც. Kirin 980-ში გამოიყენებოდა ათბირთვიანი Mali-G76, ახალში კი წარმოდგენილია Mali-G76-ის თექვსმეტბირთვიანი ვერსია. ჯამში, გრაფიკული წარმადობის მხრივ Kirin 990 6%-ით აღემატება Snapdragon 855-ს და საჭიროებს 20%-ით ნაკლებ ენერგიას. ასევე აღსანიშნავია, რომ Huawei-მ ახალი პროცესორი „ჭკვიანი“ ქეშით აღჭურვა, რაც უზრუნველყოფს წარმადობის 15%-იან ზრდას. ჩიპს აგრეთვე აქვს გამოსახულების დამუშავების ახალი პროცესორი Dual ISP. Huawei გამოუშვებს 5G მოდემის გარეშე არსებულ Kirin 990-საც. იგი უფროსი ვერსიისგან განსხვავებული იქნება შედარებით დაბალი სიხშირეებით, მისი NPU კი შედგენილი იქნება თითო-თითო დიდი და პატარა ბირთვისგან. Kirin 990 პროცესორის მქონე პირველი სმარტფონი იქნება ფლაგმანური Huawei Mate 30, რომლის პრეზენტაცია შედგება 19 სექტემბერს მიუნხენში სპეციალურ ღონისძიებაზე. https://3dnews.ru/993634
-
- 1
-
-
ბოლო პერიოდში იშვიათად გამოდის ისეთ პროდუქტები, რომლებსაც შეუძლიათ მთელ ტექნიკურ წარმოებაზე გავლენის მოხდენა, თუმცა ზოგჯერ სიურპრიზებიც ხდება. ბერლინში მიმდინარე გამოფენაზე Acer-მა წარადგინა თავისი უახლესი ნამუშევრები, რომელთა ნაწილი მეტად დამაჯერებლად გამოიყურება. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სითბურმა პანელმა, რომელიც შემუშავებულის პროცესორის გაგრილებისთვის. კომპანია Acer ამტკიცებს, რომ პანელი გაგრილებას სპილენძზე ოთხჯერ უფრო სწრაფად ახდენს და შეუძლია 12,5%-ით გაზარდოს პროცესორის წარმადობის მაჩვენებელი. მიიჩნევა, რომ გაგრილების დონის ამაღლების პარალელურად PowerGem Predator-ის წყალობით შემცირდება ლეპტოპებში რადიატორების ზომა, რაც მწარმოებლებს საშუალებას მისცემს კომპონენტების სახით გამოიყენონ უფრო მაღალი წარმადობის, თხელი და მსუბუქი მოწყობილობები. Acer გეგმავს PowerGem გამოიყენოს თავისი ლეპტოპების სერია Helios 700-ის ახალ ვერსიებსა და Orion 9000 სერიის დესკტოპ კომპიუტერების ახალ მოდელებში. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ PowerGem შესაძლოა ConceptD ხაზშიც გამოჩნდეს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29867/powergem-predator-povyshaet-proizvoditelnost-processora-bolee-chem-na-12--acer
-
- 1
-
-
კომპანიებმა Lenovo-მ და Marvel-მა გამოფენა IFA 2019-ზე განაცხადეს, რომ შერეული რეალობის სისტემა Lenovo Mirage AR-ის მომხარებლები შეძლებენ საკუთარი ძალები მოსინჯონ Marvel-ის სამყაროს გმირებთან. პლატფორმა Lenovo Mirage AR შედგება ჰედსეტისგან, ორი უნივერსალური კონტროლერისა და მოძრაობის აღქმის სენსორისაგან. ჰედსეტი სმარტფონის ბაზაზე ფუნქციონირებს: საჭიროა სმარტფონი ოპერაციული სისტემა Android-ით ან iOS-ით და მისი გაბარიტები უნდა იყოს არაუმეტეს 158,3 × 77,7 × 7,95 მმ. როგორც ცნობილი გახდა, გეიმერებს წვდომა ექნებათ უფასო აპლიკაცია Marvel Dimension of Heroes-ზე, რომელსაც ჩამოტვირთავენ ნებისმიერ თავსებად სმარტფონში. AR-ჰედსეტისა და უნივერსალური კონტროლერების მეშვეობით გეიმერები ძალებსა და სუპერგმირების შესაძლებლობებს მოსინჯავენ. კონტროლერებზე არსებული ღილაკები ავტომატურად რეგულირდება, რათა გეიმერებმა შეძლონ მთლიანად კონცენტრირდნენ თამაშის პროცესზე. მოძრაობის აღქმის სენსორი იატაკზე განთავსდება - იგი წარმოადგენს საკონტროლო წერტილს ფიზიკურ სივრცეში. „გეიმერები ვირტუალურად შეძლებენ გაემართონ დაუჯერებელ თავგადასავლებში, რომლებიც სამი რეჟიმისაგან შედგება და მიიღებენ დაუვიწყარ გამოცდილებას შერეულ რეალობაში. ახალი კონტროლერებით მოთამაშეები ორივე ხელს გამოიყენებენ, რათა უფრო მოხერხებულად ჩაერთონ ბრძოლებში და თავიდან აიცილონ შემოტევები“ - აღნიშნავენ Lenovo-ს წარმომადგენლები. Lenovo Mirage AR-ში შემოთავაზებულია თამაში Star Wars: Jedi Challenges - გამოიყენება უნივერსალური კონტროლერი, რათა გეიმერებმა ისარგებლონ ლაზერული ხმლებით და საბრძოლო ბრძანებები გასცენ თამაშ Holochess-ში. https://3dnews.ru/993613
-
- 1
-
-
კომპანია G Electronics-მა გამოფენა IFA 2019-ზე წარადგინა სმარტფონი G8X ThinQ და საინტერესო აქსესუარი სახელად Dual Screen. G8X ThinQ სმარტფონს 6,4-დუიმიანი FHD+ OLED FullVision დისპლეი აქვს გაფართოებით - 2340 × 1080 პიქსელი. პანელის ზედა ნაწილში მოცემულია მცირე ზომის ჭრილი - მასში განთავსებულია ფრონტალური 32-მეგაპიქსელიანი კამერა f/1,9 დიაფრაგმით. გარდა ამისა, ეკრანზე ჩაშენებულია დაქტილოსკოპიური სკანერი. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია ორმაგი ძირითადი კამერა, რომელიც მოიცავს 12-მეგაპიქსელიან მატრიცას f/1,8 დიაფრაგით, ასევე 13-მეგაპიქსელიან მოდულსა და 136-გრადუსიანი თვალთახედვის ოპტიკას. სმარტფონის უმთავრესი კომპონენტია პროცესორი Snapdragon 855. ეს ჩიპი მოიცავს რვა გამომთვლელ Kryo 485 ბირთვს, რომელთა ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 1.80-დან 2.84 გიგაჰერცამდე. მოცემულია გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 640 და 4G-მოდემი Snapdragon X24 LTE. სმარტფონის არსენალშია 6 გბ ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება, microSD სლოტი, Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 LE ადაპტერები, GPS მიმღები, NFC მოდული, USB Type-C 2.0 პორტი. მოწყობილობის გაბარიტებია 159,3 × 75,8 × 8,4 მმ, წონა - 192 გრამი. კვებას უზრუნველყოფს 400 მა.სთ მოცულობის ბატარეა. ოპერაციული სისტემის სახით წარმოდგენილია Android 9.0 Pie. LG-ის ახალ სმარტფონს შეუძლია თავი მოიწონოს ხარისხიანი DTS:X 3D აუდიოსისტემით– 1,2-ვატიანი ორი დინამიკით. გათვალისწინებულია წყლისა და მტვრისგან დაცვა IP68 სტანდარტის შესაბამისად. სმარტფონის მუშაობა შესაძლებელია Dual Screen ქეისთან ერთად, რომელიც ორ დამატებით დისპლეის შეიცავს. შიდა ეკრანი მახასიათებლებით G8X ThinQ სმარტფონის იდენტურია: 6.4 დუიმი, 2340 × 1080 პიქსელი და პატარა ჭრილი. ქეისის გარე მხარეზე განთავსებულია 2,1-დუიმიანი მონოქრომული დისპლეი შეტყობინებების გამოტანისათვის. აქსესუარი Dual Screen საშუალებას იძლევა რეალიზდეს მუშაობის სხვადასხვა რეჟიმი. მაგალითად, შესაძლებელია ერთ-ერთი 6,4-დუიმიანი ეკრანის გამოყენება კლავიატურად ან თამაშების სამართავ ორგანოდ. ქეისს საკუთარი ბატარეა არ გააჩნია და ეყრდნობა სმარტფონის ელემენტს. აქსესუარის გაბარიტებია 165,96 × 84,63 × 14,99 მმ, წონა — 134გრამი. https://3dnews.ru/993649
-
- 1
-
-
ფინურმა კომპანია HMD Global-მა პრეზენტაცია ჩაატარა გამოფენა IFA 2019-ის ფარგლებში და წარადგინა ხუთი მობილური ტელეფონი. ყურადღებას განსაკუთრებით იპყრობს სმარტფონები Nokia 6.2 და Nokia 7.2. მათთან ერთად მწარმოებელმა დააანონსა ღილაკებიანი სამი ტელეფონი: Nokia 110, Nokia 2720 Flip და Nokia 800 Tough. მოწყობილობებიდან უმნიშვნელოვანესი მოდელია Nokia 7.2. ეს არის საშუალო კლასის სმარტფონი ახლებური დიზაინით. მოწყობილობას ძირითადი კამერის მრგვალი პლატფორმა აქვს, რომელზეც განთავსებულია სამი მოდული ZEISS ოპტიკით და ფლეშ-განათება. მის ქვემოთ მოცემულია დაქტილოსკოპიური სკანერი. მთავარი მოდული 48-მეგაპიქსელიანია. კამერებიდან აგრეთვე მოცემულია 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი მოდული და 5-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი. მწარმოებელი აცხადებს, რომ ხელმისაწვდომია უკანა ფონის გაბუნდოვნების სამნაირი რეჟიმი - Modern, Swirl და Smooth. ფრონტალური კამერა 20-მეგაპიქსელიანია, იგი განთავსებულია წვეთის ფორმის ჭრილში 6.3-დუიმიანი Full HD+ დისპლეის ზედა შუა ნაწილში. ქვედა მხარეს ჩარჩოზე ბრენდის ლოგოტიპია. ეკრანს აქვს გაფართოებული დინამიური დიაპაზონის, HDR10 მხარდაჭერა. Nokia 7.2-ს აქვს არც ისე ახალი, თუმცა დროში შემოწმებული მობილური პროცესორი Snapdragon 660, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს კომპანია HDM Global-ს. სმარტფონის კონფიგურაციაში შესულია 4/6 გბ ოპერატიული მეხსიერება და 64/128 გბ eMMC 5.1 მოდული. დამატებით ხელმისაწვდომია მეხსიერების ბარათის სლოტი. სმარტფონი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 9.0-ზე და მწარმოებელი პირობას იძლევა, რომ სულ მალე განახლდება Android 10 ვერსიამდე. გარდა ამისა, სმარტფონი პროგრამულ განახლებებს მიიღებს ორი წლის მანძილზე, უსაფრთხოების მეთოდებით სარგებლობა კი კიდევ სამ წელიწადს გაგრძელდება. ბატარეის მოცულობა 3500 მა.სთ-ს შეადგენს. სმარტფონი იმუხტება USB Type-C პორტით, კონფიგურაციაში შესულია Mini-Jack-იც. ეკრანი დაცულია Gorilla Glass 5-ით, ასევე აღსანიშნავია NFC მოდული და Bluetooth 5.0. სმარტფონის გაბარიტებია 159.88 х 75.11 х 8.55 მმ, კორპუსი დამზადებულია კომპოზიტური მასალისგან, რომელიც ალუმინზე ორჯერ მსუბუქია და პოლიკარბონატზე ორჯერ მტკიცე. მეორე ახალი სმარტფონი, Nokia 6.2 თითქმის უფროსი მოდელის მსგავსია. მათ ერთმანეთის ქეისებიც კი ერგება. განსხვავებები მდგომარეობს შემდეგში: Snapdragon 660 პროცესორი ჩანაცვლებულია Snapdragon 636-ით. შესაბამისად, გრაფიკაზე პასუხისმგებელია ამაჩქარებელი Adreno 509 და არა Adreno 512. კამერები წარმოდგენილია ZEISS ოპტიკის გარეშე. მთავარი მოდული 16-მეგაპიქსელიანი, სელფი კამერა კი - 8-მეგაპიქსელიანია. სმარტფონები განსხვავდება ფასებითაც. 4/64 გიგაბაიტიანი Nokia 7.2 გამოვა ფერებში - Cyan Green, Ice და Charcoal მისი საწყისი ფასი 299 ევრო იქნება. ამავე მოდიფიკაციის Nokia 6.2-ის ფასი 249 ევრო იქნება. 3/32 გბ მეხსიერების მქონე ვერსია 199 ევროდაა შეფასებული. ამ სმარტფონის შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება ფერის მხრივ Ceramic Black და Ice ვარიანტები. მოწყობილობები მიმდინარე თვის ბოლოდან გაიყიდება. ახლა კი მოკლედ მოგიყვებით ღილაკებიანი სამი ტელეფონის შესახებ. Nokia 800 Tough - ეს გახლავთ ლეგენდარული Nokia 3310-ის შთამომავალი. მას აქვს IP68 და MIL-STD-810G სტანდარტების შესაბამისი დაცვა, 2100 მა.სთ მოცულობის ბატარეა, 4G მხარდაჭერა, მეხსიერების ბარათის სლოტი, Wi-Fi და Bluetooth 4.1. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 4 გიგაბაიტია. Nokia 800 Tough 109 ევროდ გაიყიდება მომდევნო თვის დასაწყისიდან. იგი გამოვა Black Steel და Desert Sand ფერების ვარიანტებად. Nokia 800 Tough მეორე, ამჯერად დასაკეცი ტელეფონის სახელწოდებაა Nokia 2720 Flip. იგი მუშაობს ოპერაციულ სისტემა KaiOS-ზე, აქვს 2.8-დუიმიანი დისპლეი QVGA გაფართოებით და დამატებით 1.3-დუიმიანი ეკრანი შეტყობინებებისთვის. მოწყობილობას აქვს 4 გბ მეხსიერება, ყურსასმენების კონექტორი, Bluetooth 4 და 2-მეგაპიქსელიანი კამერა. Nokia 2720 Flip-ის ფასი 89 ევროა, იგი გამოვა ნაცრისფერ და შავ ფერებში. Nokia 2720 Flip ბოლო მოწყობილობაა Nokia 110. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფი ტელეფონია კამერიან ტელეფონებს შორის: მისი ფასი 20 ევროზე ნაკლებია, აქვს მეხსიერების ბარათის სლოტი, FM-რადიო, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა 27 საათია. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/29855/ifa-2019-hmd-global-predstavila-nokia-62-nokia-72-i-tri-knopochnyh-telefona
-
როდესაც კომპანია Sony-მ გეიმინგ კონსოლ PlayStation Classic-ის გაყიდვა დაიწყო, მისი ფასი 100 აშშ დოლარს შეადგენდა. სამწუხაროდ, ამ ფასად კონსოლის შეძენის მსურველები ფაქტიურად არ გამოჩნდნენ. გაყიდვების დაწყებიდან მოყოლებული დღემდე იაპონური კომპანია ცდილობდა ამოეყიდა წარმოებული პროდუქციის პირველი პარტია, თუმცა უშედეგოდ. თავდაპირველად კონსოლის ფასი 60 დოლარზე ჩამოვიდა, შემდეგ 50-ზე და კიდევ უფრო ქვემოთ. ივლისის დასაწყისში რამდენიმე მსხვილმა მარკეტმა მოაწყო მარაგების ამოსაყიდი ღონისძიებები, ცდილობდნენ რა - გათავისუფლებულიყვნენ პროდუქტისგან, რომელმაც ვერ გაამართლა ჩადებული დანახარჯები და უბრალოდ ადგილს იკავებდა. აქცია რამდენიმე დღე გაგრძელდა და მაღაზიებმა შეძლეს 25 დოლარად ამოეყიდათ კონსოლების მარაგი. ამჟამად კი გამოცხადდა ოფიციალური ფასდაკლება Amazon-ზე. როგორც ინტერნეტ-წყაროები გვაცნობებენ, ფასდაკლება მუდმივი არ იქნება. დიდი ალბათობით, ეს არის ერთჯერადი აქცია, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება. ექსპერტების აზრით Sony-ს რომ გაყიდვების დაწყებისთანავე კონსოლი 50 აშშ დოლარად შეეფასებინა და ხელმისაწვდომი გაეხადა თამაშების ჩამოტვირთვა თუნდაც სიმბოლურ 1 დოლარად, მომხმარებლების მხრიდან კონსოლზე მასშტაბურად უარის თქმის ალბათობა ბევრად მცირე იქნებოდა. ამჟამად, PlayStation Classic თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად იყიდება: გაყიდვების დაწყების წინ კომპანია აცახდებდა, რომ კონსოლის წარმოება დაახლოებით 30 დოლარად ფასდება. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29854/playstation-classic-nachali-prodavat-nizhe-sebestoimosti
-
კომპანია Google-მა გამოუშვა ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია Android 10, რომელიც ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ Pixel სერიის სმარტფონებზე. განახლება მთელ რიგ ცვლილებებსა და სიახლეებს მოიცავს, რომლებიც ეხება უსაფრთხოებას, მოსახერხებლობასა და ახალ შესაძლებლობებს. ოპერაციული სისტემის ახალ ვერსიაში გამოჩნდა ფუნქცია “ჭკვიანი პასუხები“, რომელსაც შეუძლია მომხმარებლის მოქმედების წინასწარ განსაზღვრა. მაგალითად, თუკი სმარტფონის მფლობელი მიიღებს YouTube-ის ბმულს ან მისამართს, სისტემა შესთავაზებს გახსნას მიღებული მონაცემები შესაბამის აპლიკაციაში. თანაც ამ ფუნქციის მხარდაჭერა მოქმედია ოპერაციული სისტემის დონეზე ნებისმიერ მესენეჯერში. გაუმჯობესდა ჟესტებით ნავიგაციის სისტემა, რომელიც ეკრანის ღილაკებით სარგებლობის თავიდან არიდების საშუალებას იძლევა, თუმცა მათი გამოყენებაც შესაძლებელია სურვილის შემთხვევაში. გაფორმების ჩაბნელებული თემა აქტიურია მთელ ოპერაციულ სისტემასა და ცალკეულ აპლიკაციებში, მაგალითად, კალენდარსა და Google ფოტოში. ეს რეჟიმი დატვირთვას ამცირებს თვალზე დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში და საშუალებას იძლევა დაიზოგოს ბატარეა. ფუნქცია „ცოცხალი სუბტიტრების“ მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ხმოვანი შეტყობინება, ვიდეორგოლის გახმოვანება და ა.შ. გარდაიქმნას ტექსტის სახით. „კონცენტრაციის რეჟიმი“ კი არ დაუშვებს, რომ მომხმარებელი საქმიდან გასართობ აპლიკაციებზე, სოციალურ ქსელებზე ან მესენჯერებზე გადაერთოს. რეჟიმი დაბლოკავს ხსნენებული სერვისებიდან შემომავალ შეტყობინებებს. Android 10-ში გამოჩნდა ეკრანის ჩაწერის ინტეგრირებული ფუნქცია. იგი საშუალებას მოგცემთ დამატებითი აპლიკაციების დაყენების გარეშე მოახდინოთ ეკრანზე მომხდარის დაფიქსირება. მშობლებისთვის გამოჩნდა განსაკუთრებული რეჟიმი, რომელიც საშუალებას აძლევს შეზღუდონ თავიანთი შვილების სმარტფონების მუშაობა. გათვალისწინებულია განსაზღვრული დროის შემდეგ მოწყობილობის ბლოკირების ფუნქციები, აპლიკაციების გამოყენების აკრძალვა და ა.შ. უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ფუნქციებით განისაზღვრება რომელი აპლიკაცები იღებენ წვდომას გეოლოკაციაზე. თუკი პროგრამა გააგრძელებს მონაცემების მიღებას, მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს. სხვა წვრილმანი მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ახალი აუდიო-ვიდეოკოდეკები, API Vulkan 1.1 მხარდაჭერა და Wi-Fi-ს კუთხით გაუმჯობესებები. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოჩნდება ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია სხვა მწარმოებლების სმარტფონებში. გავრცელებას დრო დასჭირდება, გამონაკლისი შეიძლება იყოს Android One თაობის მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ გარე მწარმოებლების ლაუნჩერის გარეშე მოქმედ სუფთა სისტემაზე. https://3dnews.ru/993498
-
თითქმის ოცი წელი გავიდა ტელესკოპის დაპროექტება-აწყობის დაწყებიდან. XXI-ის ყველაზე დიდი ტელესკოპი უკვე მზად არის და საბოლოოდ დაკომპლექტებულია. იგი გვევლინება, როგორც „Hubble“ის ჩამანაცვლებელი და NASA-ს მთავარი ტელესკოპი. მისი მისია მალე დაიწყება: James Webb გამოიკვლევს ჩვენს გარემომცველ სამყაროს და დაიწყებს იმის ძიებას, რაც ადამიანის თვალისგან უხილავია დიდი დაშორებების გამო. 2021 წელს James Webb უკვე შეძლებს დედამიწას გადმოსცეს კოსმოსში მიღებული პირველი ცნობები. ტელესკოპი იქნება ყველაზე დიდი, მძლავრი და რთული ორბიტალური ობსერვატორია, რაც კი კაცობრიობას ოდესმე კოსმოსში გაუშვია. „Hubble“-თან შედარებით მას შვიდჯერ მეტი სინათლის შემკრები უნარი აქვს, აგრეთვე გააჩნია კარგად განვითარებული ინფრაწითელი ვიზუალიზაციის უნარი. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ იხილონ სამყაროს უშორესი სივრცეებიც კი. ინფრაწითელ სპექტრში შეგროვებული მონაცემების მისაღებად განკუთვნილი სპეციალური ტელესკოპის ორბიტაზე გაშვების იდეა 1990-იან წლებში გაჩნდა და მას შემდეგ James Webb-მა არაერთი მარცხი განიცადა. პრობლემათა უმეტესობა ტექნიკური ხარვეზები იყო, რომლებიც ტესტირებების დროს გამოვლინდა. ხარვეზების გამო 2007 წელს დაგეგმილი გაშვება ვერ განხორციელდა. ფოტოზე: ჯეიმს უების წინამორბედი - ჰაბლი ახალი თაობის ტელესკოპი დედამიწიდან დაახლოებით მილიონნახევარი კილომეტრის დაშორებით განთავსდება. ამგვარი რამ დიდი გამოცდა იქნება ტელესკოპისთვის, რამდენადაც რაც უფრო შორსაა ობიექტი დედამიწისაგან, მით უფრო მაღალია მისი დაკარგვის რისკი უმნიშვნელო შეცდომის შემთხვევაშიც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ტელესკოპის აპარატურა რაიმე მიზეზით მწყობრიდან გამოვა, მისი შეკეთება შეუძლებელი იქნება. უნიკალური დიზაინის წყალობით ინფრაწითელი სპექტრის ტელესკოპი შეძლებს ერთდროულად რამდენიმე ფუნქცია შეასრულოს. ამ მოწყობილობის უახლესი აპარატურა ადამიანს დაანახებს ისეთ უძველეს სტრუქტურებსაც კი, რომლებიც ჩამოყალიბდა დიდი აფეთქების შემდგომ ახლო პერიოდში. გარდა ამისა, კაცობრიობა ცნობებს მიიღებს პოტენციურად დასახლებული ეგზოპლანეტების შესახებ და შესაძლოა, დადასტურდეს კიდეც უცხოპლანეტური სიცოცხლის არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპი ბოლომდე მზადაა, სპეციალისტებს კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ ამ ურთულესი აპარატის ტესტირებების სახით. ნებისმიერ შემთხვევაში, ინჟინრები პირობას დებენ, რომ 2021 წლისთვის ტელესკოპის გამოცდა დასრულდება და განხორციელდება მათი შედევრის ზიარება კოსმოსთან. https://hi-news.ru/technology/teleskop-dzhejmsa-uebba-nakonec-to-polnostyu-sobran-chto-dalshe.html
-
ვებ-გვერდ tomshardware-ის ექსპერტები ყველა საკითხს მუდამ სერიოზულად უდგებიან. ამჯერად მათ მოამზადეს 2019 წლის საუკეთესო დედა დაფების ჩამონათვალი. სია მოცულობით შთამბეჭდავია, ამიტომ წარმოგიდგენთ ყველაზე აქტუალურ მოდელებს. Intel-ის პროცესორების შემთხვევაში ესენი იქნება: კონექტორი LGA 1151; ჩიპსეტი: Intel Z390. AMD-ის პროცესორებში კი - AM4 კონექტორი დაAMD X570 ჩიპსეტი. Intel 1. Gigabyte Z390 Designare. საუკეთესო ATX Z390 დედა დაფა. როგორც tomshardware წერს, ეს არის საუკეთესო გეიმერული დედა დაფა, იგი შესანიშნავად უმკლავდება ოპერატიული მეხსიერების აჩქარებას და აქვს უამრავი ფუნქცია და პარამეტრი. მის მიმართ ერთადერთი პრეტენზია არსებობს: დაფა არც ისე კარგია პროცესორის აჩქარებისათვის. 2. Gigabyte Z390 Gaming X. საუკეთესო ეკონომ-ვარიანტი. შესანიშნავი დედა დაფა საკმაოდ დემოკრატიულ ფასად. იგი უზრუნველყოფს საკმაოდ კარგ აჩქარებას, თუმცა მაინც ვერ აღწევს ტოპ-დედა დაფების დონემდე. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელთა უმეტესობა თითქმის არ სარგებლობს აჩქარებით, იგი იდეალური ვარიანტია ასეთი მომხმარებლებისთვისაც და მათთვისაც, ვინც ექსპერიმენტებს ეწევა. AMD 1. Asus ROG Strix X570-E Gaming. საუკეთესო High-End X570 დედა დაფა. უკომპრომისო დაფა მათთვის, ვინც იცის, რისი მიღება სურს თავისი Ryzen 9 3900Х-სგან. იგი ფლობს შესაძლებლობების უზარმაზარ სპექტრს, აგრეთვე საშუალებას იძლევა დაზოგოთ 50 დოლარამდე თანხა კონკურენტების დაფებთან შედარებით. 2. Gigabyte X570 Aorus Pro Wi-Fi. საუკეთესო X570 დედა დაფა საშუალო ფასში. Tomshardware-ის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ 300 დოლარის ფარგლებში ეს დედა დაფა საუკეთესოა და იგი მოიცავს 2019 წლის ტოპ-დედა დაფებისთვის დამახასიათებელ ყველა ატრიბუტს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29812/luchshie-materinskie-platy-2019-goda-amd-protiv-intel
-
- 1
-
-
მიმდინარე წლის ბოლოსთვის თამაშების გულმხურვალე მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ სისტემა Acer Predator Thronos Air - სპეციალური კონსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს შთამბეჭდავ გეიმინგ-პროცესსა და ვირტუალური სივრცის სრულფასოვან აღქმას. პლატფორმა რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ესენია - გეიმინგ სავარძელი, მოდულური მაგიდა და კრონშტეინი მონიტორისთვის. კონსტრუქციის ყველა ელემენტი ფოლადისაა, რაც განაპირობებს სიმტკიცესა და გრძელვადიან გამძლეობას. სავარძლის საზურგის რეგულირება სხვადასხვა დახრის კუთხითაა შესაძლებელი, რათა მიღწეულ იქნას მაქსიმალურად კომფორტული მდგომარეობა. გარდა ამისა, სავარძელს მასაჟის ფუნქციაც აქვს, რაც ხელს უწყობს გეიმერის მოდუნება-განტვირთვას თამაშის დროს ან მის შემდგომ. მოდულიანი მაგიდა შედგება კლავიატურისა და მაუსის სადგამებისგან - ისინი უზრუნველყოფენ მართვის ორგანოებთან წვდომას სავარძლის ნებისმიერ პოზიციაში მდებარეობისას. კონსტრუქციას ფეხების განსათავსებელი სადგამიც აქვს. მონიტორებისთვის განკუთვნილი კრონშტეინი საშუალებას იძლევა მასზე ერთდროულად განთავსდეს სამი მონიტორი, სიმაღლე კი რეგულირდება სპეციალური ბერკეტის მეშვეობით. ცენტრალური მონიტორის თავზე შესაძლებელია დაყენდეს ტრანსლაცის ჩამწერი კამერა. სავარძელთან მოცემულია სპეციალური პლატფორმა გეიმინგ კომპიუტერისთვის. დამატებითი აქსესუარების ნაკრებში შედის სავარძლის სტაბილიზატორი, ჰედსეტის სამაგრი, USB-ჰაბი და კამერა. რაც შეეხება Predator Thronos Air-ის ფასს, იგი შთამბეჭდავია - დაახლოებით 9 ათასი ევრო. Acer-ის მორიგი სიახლეა გეიმინგ ლეპტოპების სერია Acer Predator Triton 500, რომელიც Intel-ის აპარატულ პლატფორმაზეა აწყობილი. უფრო კონკრეტულად, დაანონსდა პორტატული გეიმინგ კომპიუტერ Predator Triton 500-ის განახლებული ვერსია. ახალ ლეპტოპს 15,6-დუიმიანი ეკრანი აქვს გაფართოებით - Full HD - 1920 × 1080 პიქსელი. თანაც, კადრის განახლების სიხშირე შთამბეჭდავ 300 ჰერცს აღწევს. კომპიუტერის კომპონენტებს რაც შეეხება, მათ შორისაა მეცხრე თაობის პროცესორი Intel Core i7 და დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2060 ან RTX 2080 Max-Q, კონფიგურაციის შესაბამისად. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა აღწევს 16 ან 32 გიგაბაიტს. შესაძლებელია განთავსდეს ორი PCIe 3.0 x4 SSD. ლეპტოპის კორპუსის სისქე 17,9 მილიმეტრია, წონა - 2,1 კილოგრამი. ამ ლეპტოპის გარდა წარდგენილ იქნა ლეპტოპი Predator Triton 300, რომლესაც აქვს 15,6-დუიმიანი IPS მატრიცა Full HD გაფართოებით, კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცია, რეაქციის დრო კი - 3 მილიწამი. უმცროსი მოდელის შემადგენლობაშია მეცხრე თაობის Intel Core i7 პროცესორი, ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce GTX 1650, 16/32 გბ DDR4-2666 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, ორი PCIe NVMe SSD (1 ტბ მოცულობით) და 2 ტერაბაიტამდე მოცულობის მყარი დისკი. ხელმისაწვდომია უსადენო კავშირის ადაპტერი Killer Wi-Fi 6 AX 1650 და კლავიატურა განათებით. ორივე ლეპტოპი გამოირჩევა გაგრილების მძლავრი სისტემით, რომელიც მოიცავს ლითონისფრთებიან ქულერებს, აგრეთვე სტრატეგიულად განლაგებულ ჰაერის ნაკადის მარეგულირებლებსა და სავენტილაციო სივრცეებს. მოდელი Predator Triton 500 გაიყიდება დაახლოებით 3025 აშშ დოლარად, Predator Triton 300-ის ფასი კი 1135 დოლარი იქნება. მისი გაყიდვა ნოემბრიდან დაიწყება. https://3dnews.ru/993540 https://3dnews.ru/993538
-
ერთ-ერთი ავტორიტეტული რესურს Techspot-ის ექსპერტებმა გულმოდგინედ გატესტეს ათობით პროცესორი და შესაბამისი დასკვნები გამოიტანეს. მოცემულ დასკვნაში წარმოდგენილია ტოპ ოთხი პროცესორი ოთხ კატეგორიაში: საუკეთესო უნივერსალური პროცესორი, საუკეთესო გეიმინგ პროცესორი, საუკეთესო პროცესორი ენთუზიასტებისთვის და საუკეთესო ბიუჯეტური პროცესორი. საუკეთესო უნივერსალური პროცესორი: AMD Ryzen 5 3600. ექსპერტების აზრით სწორედ ეს პროცესორია საუკეთესო არჩევანი ამ კატეგორიაში. იგი ექვსბირთვიანი და 12-ნაკადიანია, დაფუძნებულია Zen 2 არქიტექტურაზე, 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და აქვს შესანიშნავი წარმადობის მაჩვენებელი. მისი ფასის - 200 დოლარის გათვალისწინებით მას კონკურენტები პრაქტიკულად არ ჰყავს. საუკეთესო გეიმინგ პროცესორი: Intel Core i9 9900K. როგორი კარგიც არ უნდა იყოს AMD-ის მეცხრე სერიის Ryzen-პროცესორები, ისინი ჯერ კიდევ ვერ უწევენ მეტოქეობას ამ პროდუქტს. Techspot-ის ექსპერტები მიუთითებენ ფასისა და წარმადობის კარგ შესაბამისობაზე ისეთ პროცესორებთან მიმართებაში, როგორებიცაა Ryzen 7 3700X და Ryzen 9 3900X, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ უკომპრომისო გეიმერების არჩევანი კვლავ Intel Core i9 9900K-ზე ჩერდება. საუკეთესო პროცესორი ენთუზიასტებისთვის: Ryzen 9 3900X. არც თუ ისე კარგი აჩქარების პოტენციალისა და არაიდეალური გეიმინგ მაჩვენებლების გამო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს პროცესორი განკუთვნილია მათთვის, ვინც შეძლებს მისი პოტენციალის გაძლიერებას. Ryzen 9 3900X-მა 24 ნაკადის წყალობით მრავალნაკადიან Cinebench R20 ტესტში 7086 ქულა მოაგროვა, შესაბამისად, 24%-ით სწრაფი აღმოჩნდა Threadripper 2920X-ზე და 45%-ით - i9 9900K-ზე. გარდა ამისა, 3900X უფრო მეტად ენერგოეფექტურიც გახლავთ, ვიდრე Intel-ის ხსენებული მოდელი. საუკეთესო ბიუჯეტური პროცესორი: AMD Ryzen 5 2600. როგორც Techspot-ის ექსპერტები აღნიშნავენ, 165 დოლარად ღირებული ეს პროცესორი კონკურენტებს შანსს არ უტოვებს. იგი უზრუნველყოფს კომფორტს თამაშებში და თავდაჯერებულ მუშაობას აპლიკაციებთან. თანაც ისიც უნდა აღინიშნოს, რომ AMD Ryzen-ის სხვა პროცესორების გამოსვლასთან ერთად ზემოთხსენებულ მოდელზე ფასი კიდევ უფრო დაიწევა და შესაბამისად გახდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველი. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29777/luchshie-processory-2019-goda-po-versii-techspot
- 1 reply
-
- 1
-
-
ამჟამად AMD-ის მთელი ძალები მიმართულია ინტეგრირებული გრაფიკის არმქონე დესკტოპ პროცესორების განახლებისკენ. თუმცა ჰიბრიდული პროდუქტები, ე.წ. APU, ადრე თუ გვიან გადავა 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე და, შესაბამისად, Zen 2 არქიტექტურაზე. როგორც ცნობილია, APU Renoir გამოვა როგორც დესკტოპ ვერსიებად, ისე მობილურ სეგმენტში, თუმცა ამ მოვლენებს შორის შესაძლოა თვეები გავიდეს. AMD Renoir ჰიბრიდული პროცესორების შემდგომი თაობა ჩაანაცვლებს 12-ნანომეტრიან APU Picasso-ს და წარმოგვიდგება ნამდვილად საინტერესო პროდუქტად. ამ დროისთვის ჯერ უცნობია, დაფუძნებული იქნება იგი მონოლითურ კრისტალზე თუ ეს იქნება მრავალჩიპიანი მოდული, რომელშიც გამოყენებული იქნება 7-ნანომეტრიანი Zen 2 ჩიპლეტი input/output კონტროლერის გაზრდილი კრისტალითა და ინტეგრირებული გრაფიკით. ცნობილია ინფორმაცია ორი გადამწყვეტი მახასიათებლის შესახებ: პირველი - ინტეგრირებული გრაფიკა დამყარებული იქნება შედარებით ძველ Vega არქიტექტურაზე (და არა Navi-ზე), თუმცა წარმოდგენილი იქნება დისპლეის განახლებული კონტროლერითა და ვიდეოძრავით, რომელსაც ექნება გამოსახულების აღბეჭდვის უახლესი სტანდარტების მხარდაჭერა; მეორე - პროცესორის მეხსიერების კონტროლერს ექნება 4266 მეგაჰერცამდე სიხშირის მქონე უახლესი LPDDR4X სტანდარტის მხარდაჭერა. შედარებისთვის, Intel-ს ჩიპი Intel Ice Lake-U მუშაობს LPDDX4X სტანდარტზე 3733 მჰც-მდე სიხშირეზე. როგორც ცნობილია, APU Renoir-ის დისპლეის ახალ კონტროლერს აქვს 8K-მდე გაფართოების, ასევე ვიდეოსტრიმინგ Display Stream Compression (DSC) 1.2a ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 4K გაფართოება ხელმისაწვდომია 240 ჰერცზე, 8K კი - 60 ჰერცზე. მულტიმედიის დამუშავების ბლოკი განახლებულია VCN 2.1 ვერსიამდე და უზრუნველყოფს დეკოდირების აპარატულ აჩქარებას ახალი ვიდეოფორმატებისთვის, როგორებიცაა VP9 და H.265. სიჩქარე აღწევს 90 კადრს წამში 4K ფორმატზე, ხოლო 24 კადრს - 8K ფორმატის შემთხვევაში. როდის გამოვა AMD-ის ახალი ჰიბრიდული პროცესორები - ჯერჯერობით უცნობია, ანონსი კი სავარაუდოდ შედგება სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES 2020-ზე. https://3dnews.ru/993431
-
- 1
-
-
კომპანია ASRock-მა ჯერჯერობით Radeon RX 5700 XT ბარათის მხოლოდ ერთადერთი საკუთარი ვერსია წარადგინა, თუმცა ასორტიმენტი თანდათანობით გაფართოვდება. ერთ-ერთი მზადებადი ამაჩქარებელი იქნება მაღალი წარმადობის მქონე Radeon RX 5700 XT Taichi OC+, რომლის ფოტოები და მცირე ოდენობით წინასწარი მახასიათებლები Videocardz-მა გამოაქვეყნა. ახალ ვიდეო ბარათს გაგრილების მასიური სისტემა აქვს სამი ვენტილატორით, რომლებიც აგრილებენ ალუმინის საკმაოდ დიდ რადიატორს. Radeon RX 5700 XT Taichi OC+ წარმოდგენილია RGB განათებით, რომელიც განთავსებულია გამჭვირვალე ცენტრალური ქულერის გარშემო. PCB დაფის უკანა მხარეზე მოცემულია ლითონის გამაძლიერებელი ფირფიტა. Radeon RX 5700 XT Taichi OC+ ბარათის ერთ-ერთი საინტერესო მახასიათებელია ვიდეოგამშვებების არასტანდარტული ნაკრები: მოცემულია ორი HDMI 2.0 პორტი და ოთხი DisplayPort 1.4. აღსანიშნავია, რომ არც ისე ბევრი მწარმოებელი უშვებს ვიდეო ბარათებს ბევრი ვიდეოგამშვებით. ერთ-ერთი გამონაკლისია კომპანია Gigabyte და მისი Aorus სერიის ვიდეო ბარათები, რომლებსაც სამი HDMI და DisplayPort აქვთ. სამწუხაროდ, ASRock-ის ახალი ვიდეო ბარათის ტაქტის სიხშირეები ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. აბრევიატურა OC+-ით შესაძლებელია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ბარათი საკმაოდ შთამბეჭდავი ქარხნული აჩქარებით იქნება წარმოდგენილი. Radeon RX 5700 XT Taichi OC+ ბარათთან დაკავშირებით აგრეთვე უნდა აღინიშნოს ორი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი, რომლებიც სასარგებლო იქნება მექანიკური აჩქარებისას. ASRock Radeon RX 5700 XT Taichi OC+ ვიდეო ბარათის ფასი და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. https://3dnews.ru/993395
-
ჩინურმა მთვარემავალმა Yutu-2-მა მთვარის ბნელ მხარეზე აღმოაჩინა უცნაური ფერის „გელისმაგვარი“ ნივთიერება ჩინეთის მთვარის კვლევის პროგრამის ფარგლებში (Chinese Lunar Exploration Program, CLEP). მთვარემავალმა აღნიშნული აღმოჩენა დააფიქსირა დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ყოფნის მე-8 დღეს, შედეგად ჩინელი მეცნიერები იძულებულნი გახდნენ, შეეწყვიტათ გეგმიური კვლევები და მთლიანად გადართულიყვნენ აღნიშნული ნივთიერების შესაძლო წარმოშობის წყაროს გარკვევაზე. მთვარის დღე ისევე, როგორც ღამე დაახლოებით უტოლდება 14 დედამიწურ დღეს. მთვარის ღამის წინ მთვარემავალს თიშავენ და ის გადადის „ძილის“ რეჟიმში, რათა მეორე დღეს კვლავ განაახლოს მუშაობა. მერვე მთვარის დღე დაიწყო 25 ივლისს. 28 ივლისს Chang'e-4 მისიის ჯგუფი აპირებდა Yutu-2-ის გათიშვას მისი მაღალი ტემპერატურისა და მზის რადიაციისგან დასაცავად, მაგრამ ერთ-ერთმა სპეციალისტმა ძირითადი კამერით მიღებული გამოსახულების შესწავლისას აღმოაჩინა მცირე ზომის კრატერი, რომელშიც მკაფიოდ იკვეთებოდა უცნაური ფორმის ნივთიერება, რომელიც თავისი ფერით და ტექსტურით განსხვავდებოდა მთვარის ზოგადი ზედაპირისგან. ამის გამო მთვარის როვერს მიეცა ბრძანება, დასავლეთით სვლის ნაცვლად, მიმართულიყო კრატერისკენ აღნიშნული ნივთიერების შესასწავლად. წინაღობებისთვის თავის არიდების მიზნით შექმნილი კამერების გამოყენებით Yutu-2 მიუახლოვდა კრატერს და ინფრაწითელი სპექტრომეტრის, VNIS-ის მეშვეობით (რომელიც გამოიყენება მთვარის ზედაპირის შესახებ ინფორმაციის შეგროვების და მისი შემდგომი ქიმიური ანალიზისთვის) დაიწყო უცნაური ფერის მქონე ნივთიერების და ირგვლივ არსებული ზედაპირული ქანების შესწავლა. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ პოლუსზე არსებული აუზის - ეიტკენის ნიმუშების ანალიზის შედეგად VNIS -ის გამოყენებით მიღებულ იქნა მონაცემები მთვარის მანტიაზე. სამწუხაროდ ჩინელმა მეცნიერებმა არ მიუთითეს, თუ რა ნივთიერება აღმოაჩინა მთვარისმავალმა და არ გააზიარეს უცნაური მინერალის სურათი. გამოქვეყნებულ იქნა მხოლოდ როვერის ნაწილის ის სურათი, სადაც ჩანს, თუ როგორ მიემართება ის კრატერისკენ. https://3dnews.ru/993366
