Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. ფრანგული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან ექსპერიმენტალური გზის წარუმატებლობის შესახებ, რომელიც სამი წლის წინ გაიხსნა საფრანგეთის ქალაქ ტურუვრში. იმ დროისათვის პროექტი მეტად პერსპექტიული ჩანდა: საზოგადოებრივი გამოყენების გზაზე განათავსეს დარტყმაგამძლე საფარის მქონე მზის პანელები. მათ უნდა მოეხდინათ წელიწადში 150 ათასი კვტ/სთ ენერგიის გენერირება და უზრუნველეყოთ საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტში დაშვებულ შეცდომათაგან პირველი აღმოჩნდა არასწორი განთავსების ადგილი - იმის დემონსტრირებისთვის, რომ მზის ენერგიის გამოყენება ყველგანაა შესაძლებელი - პანელები განათავსეს ქვეყნის ჩრდილოეთში, ნორმანდიაში. იქ კი წელიწადში მხოლოდ 44 დღეა მზიანი, ამასთან ძალიან ბევრია ფოთლოვანი მცენარეები და ინჟინრებმა ვერ გათვალეს, რომ გზებზე ჩამოცვენილი ფოთლები ბლოკავენ მზის სხივების წვდომას პანელებთან. აქედან გამომდინარე, 2018 წელს მაგისტრალზე განთავსებული პანელებით გამომუშავებულ იქნა მხოლოდ 80 ათას კვტ-მდე ენერგია, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 40 ათას კვტ/სთ-მდე შემცირდა. პროექტში დაშვებული მეორე შეცდომა ის იყო, რომ ინჟინრებმა ანგარიში არ გაუწიეს მძიმე ტრაქტორებს, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს. შედეგად პანელები დაიბზარა და მსხვრევა დაიწყო. განთავსებიდან ორ წელში გზის 10% უკვე სარემონტო გახდა. პანელებს დაზიანება მიაყენა არა მხოლოდ სატვირთოებმა, არამედ ასეთი გზა მეტად სუსტი აღმოჩნდა ელვის დარტყმისა და ნალექების მიმართ. 3000 კვ/მ ფართობის პანელების დაცვა რთული და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ძვირადღირებული აღმოჩნდა, ამიტომ არანაირი ძალისხმევა არ იქნა გამოყენებული. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ მზის პანელებიანი გზის არსებობას აზრი საერთოდ აღარ აქვს, თუმცა პროექტის ავტორების აზრით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 5,2 მლნ მთლად ფუჭად არ დახარჯულა - ექსპერიმენტის ჩავარდნამ ნათლად აჩვენა, რომ მსგავსი პროექტები მიზანშეწონილი არ არის და რომ უკეთესია გზების ნაცვლად პანელები იქ განთავსდეს, სადაც მეტად დაცულნი იქნებიან სხვადასხვა სახის საფრთხისაგან. https://www.techcult.ru/technology/7187-eksperiment-s-shosse-iz-solnechnyh-panelej-poterpel-proval
  2. მარსის ტერაფორმირების იდეა დიდი ხანი არაა რაც გაჩნდა. მეცნიერები ათწლეულების მანძილზე დავობდნენ, არის თუ არა ეს შესაძლებელი. მცირეოდენი ხნის წინ მეცნიერების ჯგუფმა ოცწლიანი დაკვირვებების შედეგად გამოიტანა დასკვნა, რომ მარსზე არასაკმარისი საჭირო აირებია, შესაბამისად, ამ პლანეტის ტერაფორმირების მცდელობა არ ღირს. თუმცა ილონ მასკს „თაღლითების“ არ სჯერა და საზოგადოებას რადიკალური ზომების მიღებას სთავაზობს. თეორიის თანახმად, იმისათვის, რომ მარსი აყვავებულ სამოთხედ იქცეს, საჭიროა მის პოლუსებზე უამრავი ატომური ბომბის ჩაგდება. როგორც მასკი თვლის, თუკი ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც საჭიროა, აფეთქებების შედეგად სინესტე და ნახშირორჟანგი აორთქლდება და წარმოიქმნება ე.წ. სათბურის ეფექტი, შედეგად კი შესაძლებელი გახდება მარსზე ადამიანები მძიმე და მოუქნელი სკაფანდრების გარეშე გადააადგილდნენ. ამ ყველაფერს მასკის აზრით დაახლოებით ასი წელიწადი დასჭირდება. ჯერჯერობით სანამ პროექტი მხოლოდ და მხოლოდ მასკის თავში ფორმირების სტადიაზეა, მილიარდერს შემოთავაზება აქვს გამოუშვას მაისურები წარწერით: „დავბომბოთ მარსი“. შესაძლოა მასკმა ვერ მოახერხოს „წითელი უცხოპლანეტელი კაცუნების“დაბომბვა, თუმცა როგორც მიიჩნევენ მაისურებით კი ნამდვილად მოიპოვებს დამატებით მნიშვნელოვან შემოსავალს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29431/ilon-mask-hochet-sbrosit-na-mars-jadernye-boegolovki
  3. ვიდეო ბარათების მწარმოებელმა რამდენიმე კომპანიამ გასულ კვირაში წარადგინა გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon RX 5700-ის საკუთარი ვერსიები. კომპანია MSI-მ დაამზადა ერთდროულად რამდენიმე მოდელი, თუმცა მათ შორის არ აღმოჩნდა ფლაგმანური, Gaming სერიის ბარათი. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ტაივანური კომპანია მას ცალკე, მოგვიანებით გამოუშვებს. Radeon RX 5700 XT Gaming ვიდეო ბარათი კომპანია MSI-მ გამოიტანა გამოფენა Gamescom 2019-ზე, მოგვიანებით კი თავის ვებ-გვერდზე აამოქმედა უკუთვლის რეჟიმი, რაც ასახავს, რომ Gaming სერიის ხსენებული ბარათი დაახლოებით სამ კვირაში უნდა გამოვიდეს. როგორც კომპანია აცხადებს, ბარათი მეტად მაღალი წარმადობის მქონე იქნება. გამოფენაზე წარმოდგენილი ვიდეოს მიხედვით ვიდეო ბარათს ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი. ჩანს, რომ იგი აღჭურვილია გაგრილების მასიური, გაფართოების სამსლოტიანი სისტემით. სისტემა მოიცავს ალუმინის ორ მოზრდილ რადიატორს, სულ მცირე ხუთ სითბურ მილს და დაახლოებით 100 მილიმეტრიან ორ ვენტილატორს. უკანა პანელზე წარმოდგენილია გამაძლიერებელი ფირფიტა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეო ბარათი აგებულია MSI-ის საკუთარი დიზაინის PCB დაფაზე, რომელსაც საკმაოდ მძლავრი კვების ქვესისტემა ექნება - წყვილი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორებით. ვიდეოგამშვებების ნაკრები კი სტანდარტული იქნება: სამი DisplayPort და ერთი HDMI. Radeon RX 5700 XT Gaming-ის ტაქტის სიხშირეები ჯერჯერობით არ დაზუსტებულა, თუმცა თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბარათი მნიშვნელოვანი ქარხნული აჩქარებით იქნება წარმოდგენილი. აგრეთვე ჯერ უცნობია ვიდეო ბარათის ფასი, რაც სავარაუდოდ დაბალი ნამდვილად არ იქნება. https://3dnews.ru/992746
  4. მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანია Huawei-მ დააანონსა დასაკეცი სმარტფონი Mate X, რომელიც დღემდე არ გამოსულა გაყიდვაში. ჩინურმა კომპანიამ ამ მოწყობილობის გამოშვება ორი სავარაუდო მიზეზის გამო გადადო: ან თავი დაიზღვია ისეთი სიტუაციისგან, როგორიც Samsung Galaxy Fold-ს შეემთხვა, ან უბრალოდ ამ დრომდე ვერ მოასწრო სმარტფონის ნაკლოვანებების გამოსწორება. როგორც ამჟამად ხდება ცნობილი, Huawei Mate X განსხვავებული იქნება იმ ვერსიისგან, რომლის დემონსტრაციაც შედგა მიმდინარე წლის დასაწყისში ბარსელონაში Mobile World Congress 2019-ზე. ახალი მონაცემებით დასაკეც სმარტფონს საფუძვლად უდევს ცალკრისტალიანი სისტემა HiSilicon Kirin 990, რომელიც ჯერ არ წარდგენილა საზოგადოების წინაშე, და არა Kirin 980, როგორც MWC 2019-ზე გამოცხადდა. ოპერატიული მეხსიერება 8 გბ იქნება, ინტეგრირებული - 512: ეს მონაცემები ემთხვევა წლის დასაწყისში დაანონსებულ ცნობებს. Huawei Mate X-ს მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა ექნება. საინტერესოა ის, რომ სმარტფონში შესაძლებელი იქნება დაყენდეს nanoSIM ფორმატის ორი SIM-ბარათი, თუმცა 5G ქსელში მხოლოდ ერთი იმუშავებს. მეორე SIM-ბარათის ჩანაცვლება შესაძლებელია 256 გბ მოცულობის მეხსიერების ბარათით. 5G ქსელის მხარდაჭერას უზრუნველყოფს მოდემი Balong 5000. სმარტფონის წონა 300 გრამი იქნება, ზომა - 161.3 х 146.2 х 11 მმ. ჩინური კომპანია დასაკეცი სმარტფონის დიზაინს „შევარდნის ფრთებს“ (Falcon Wing) უწოდებს. Huawei Mate X-ს 8-დუიმიანი ეკრანი ექნება, გვერდების შეფარდებით - 8:7,1. ეკრანის გაფართოება იქნება 2480 х 2200 პიქსელი. დაკეცილ მდგომარეობაში სმარტფონი ორი ეკრანით იქნება წარმოდგენილი. ფრონტალური ეკრანის ზომა 6.6 დუიმი იქნება, გაფართოება - 2480 х 1148 პიქსელი, გვერდების შეფარდება - 19,5:9. უკანა ეკრანი 6.38-დუიმიანია, გაფართოება - 2480 х 892 პიქსელი, გვერდების შეფარდება - 25:9. რაც შეეხება კამერას, იგი ისეთივე იქნება, როგორიც აქვს მიმდინარე წლის ფლაგმანურ Huawei P30 Pro-ს: ძირითადი კამერა 40 მეგაპიქსელიანია, ფართოკუთხიანი მოდული - 20 მეგაპიქსელიანი, პერისკოპული ტელეობიექტივი - 8-მეგაპიქსელიანი, ხუთმაგი ოპტიკური ზუმით, აგრეთვე მოცემული იქნება გამოსახულების სტაბილიზაციის სისტემა. კონფიგურაციაში შევა “time of flight” კამერა. დანარჩენ მახასიათებლებს რაც შეეხება, ისინი თებერვალში გამოცხადებულის იდენტურია: 4500 მა.სთ მოცულობის ბატარეა, 55-ვატიანი სწრაფი დატენვა, NFC ჩიპი, Bluetooth 5.0, Wi-Fi 802.11 b/g/n/ac, USB Type-C პორტი და ორსიხშირიანი GPS მიმღები. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/29413/opublikovany-obnovljonnye-harakteristiki-i-fotografii-skladnogo-smartfona-huawei-mate-x
  5. Google-ის მომხმარებლების უმეტესობამ იცის, რომ აპლიკაცია Play Store-ში დიდი რაოდენობითაა ვირუსების გადამტანი, ზიანისმომტანი თამაშები, უზარმაზარი რაოდენობის სარეკლამო აპლიკაციები, რომლებიც ჩვეულებრივ აპლიკაციებადაა შენიღბული. მცირე ხნის წინ Trend Micro-ის სპეციალისტების მიერ აღმოჩენილ იქნა 85 აპლიკაცია, რომლებითაც მათი შემქმნელები არალეგალური მეთოდებით გამოიმუშავებენ ფულს რეკლამების მუდმივი და შეუზღუდავი გავრცელების გზით. ყველა ეს აპლიკაცია მომხმარებლების მიერ ჯამში ჩამოტვირთული იყო 8 მილიონჯერ. ისინი ფონურ რეჟიმში ფუნქციონირებს, რათა მომხმარებელმა არ მიიტანოს ეჭვი არასასურველი აპლიკაციის არსებობაზე. Trend Micro-ს ექსპერტების თქმით, წლების მანძილზე არსებობისა და ევოლუციის შედეგად ზიანისმომტანმა აპლიკაციებმა „ისწავლეს“ არა მხოლოდ ის, რომ თავიანთი არსებობის კვალი დამალონ მოწყობილობაში, არამედ შეიძინეს წაშლისგან თავდაცვის უნარი. მათი ეშმაკობა იმაში გამოიხატება, რომ დაინსტალირების შემდეგ ეს აპლიკაციები გარკვეული დროის შემდეგ ეკრანზე გარდაიქმნებიან ჩვეულებრივ icon-ებად და თუკი მომხმარებელი მათ წაშლის, წაიშლება მხოლოდ icon, თავად ვირუსი კი რჩება მოწყობილობაში და მაინც გამოაქვს სარეკლამო დამატებები. საძებო კომპანიის შეტყობინების შემდეგ ზემოთხსენებული 85-ვე ვირუსული აპლიკაცია წაიშალა Google-ის აპლიკაციების მარკეტიდან. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/29408/google-nachala-masshtabnuju-chistku-play-store-85-prilozhenij-uzhe-udaleny
  6. კომპანია Porsche-მ გამოაქვეყნა ელექტრომობილი Taycan-ის გამძლეობის შემაფასებელი ტესტირების შედეგები: ავტომობილის გამოსაცდელმა მოდელმა 24 საათში 3425 კილომეტრი გაიარა. გერმანული კომპანიის წარმომადგენლებს ამ დრომდე გამოცხადებული ჰქონდათ, რომ სხვა მაღალი წარმადობის სატრანსპორტო საშუალებებისგან განსხვავებით, მაგალითად როგორებიცაა Tesla-მობილები, Taycan-ს შეუძლია სტაბილურად შეინარჩუნოს უფრო მაღალი სიმძლავრე დროის ხანგრძლივ პერიოდში. ტესტირებებში, რომელთა შედეგებიც მიმდინარე თვეში გამოქვეყნდა, Porsche Taycan-მა შეასრულა 30 სადემონსტრაციო სტარტი 0-დან 193 კმ/სთ-მდე, რათა მოეხდინა სიმძ₾ავრის დემონსტრირება. მომდევნო ეტაპის ტესტირებები ელექტორმობილისთვის უფრო მკაცრ პირობებში ჩატარდა. გამოსაცდელ გარბენში Taycan მოძრაობდა 195-დან 215 კმ/სთ სიჩქარეზე 24 საათის განმავლობაში, რომლის დროსაც შეჩერება ხდებოდა მხოლოდ დამუხთვის და მძღოლის შეცვლის მიზნით. შედარებისთვის შესაძლებელია მოვიყვანოთ Tesla Model 3 Long Range-ის შედეგები (თუმცა განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად ტესტირება შედგა საერთო გამოყენების გზებზე? Tesla-მობილმა 24 საათში 2781 კილომეტრი მანძლი გადალახა. Porsche გეგმავს წარადგინოს Taycan-ის - თავისი პირველი მთლიანად ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილის სერიული ვერსია. მის ტექნიკურ მახასიათებლებს, ფასს და ყველა სახის ინფორმაციას კომპანია 4 სექტემბერს გაასაჯაროვებს. https://3dnews.ru/992645
      • 1
      • Upvote
  7. კომპანია ASUS-მა დააანონსა ორი ახალი გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce GTX 1650 სერიიდან - მოდელები GTX1650-O4G-LP-BRK და GTX1650-4G-LP-BRK. ვიდეო ბარათები დამყარებულია NVIDIA Turing არქიტექტურაზე. მოკლედ შეგახსენებთ GeForce GTX 1650-ის მთავარ მახასიათებლებს: 896 CUDA ბირთვი, 4 გბ GDDR5 – 128-ბიტიანი სალტით (ეფექტური სიხშირე - 8000 მეგაჰერცი). ჩიპის ბირთვის საბაზისო სიხშირე 1485 მეგაჰერცის ტოლია, ფორსირებულისა კი - 1665 მჰც. ორივე ვიდეო ბარათი დაბალპროფილიანია: სიმაღლე მხოლოდ 41 მილიმეტრია. შესაბამისად, მოდელების გამოყენება შესაძლებელია კომპაქტურ კომპიუტერებში, მაგალითად სახლის მულტიმედია ცენტრებში. ვიდეო ბარათები ფუნქციონირებენ Gaming Mode და OC Mode რეჟიმებში. GTX1650-4G-LP-BRK მოდელის შემთხვევაში საბაზისო და ფორსირებული სიხშირეები ეტალონურს შეესაბამება, მეორე მოდელში კი აღემატება - 1515 მჰც და 1695 მჰც. GTX1650-O4G-LP-BRK მოდიფიკაცია გეიმინგ რეჟიმში მუშაობს 1485/1710 მჰც სიხშირის დიაპაზონში, OC რეჟიმში - 1515/1740 მეგაჰერცზე. ვიდეო დაფებს ორსლოტიანი ქულერები აქვს ორი ვენტილატორით, რომლებიც დაცულია მტვრისგან IP5X სტანდარტით, რაც უზრუნველყოფს საიმედოობის მაღალ დონეს. გამოსახულების გამოტანისათვის გათვალისწინებულია ინტერფეისები - DVI-D, HDMI 2.0b და DisplayPort 1.4. ვიდეო ბარათების გაბარიტებია — 182 × 69 × 41 მმ. https://3dnews.ru/992642
      • 1
      • Like
  8. ბრენდმა Alienware-მა, რომელიც კომპანია Dell-ის კუთვნილებაა, გამოფენა Gamescom 2019-ზე (კიოლნი, გერმანია) დააანონსა გეიმინგ კლასის მონიტორები AW2720HF და AW3420DW. მოდელი AW2720HF ტრადიციული ბრტყელი ეკრანის მქონეა, ზომით - 27 დუიმი დიაგონალზე. მასში გამოყენებულია Full HD ფორმატის IPS მატრიცა გაფართოებით - 1920 × 1080 პიქსელი. თვალთახედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. მონიტორის ღირსებას წარმოადგენს 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და რეაქციის დრო - 1 მილიწამი. გამოყენებულია ტექნოლოგია AMD Radeon FreeSync, რაც უზრუნველყოფს გეიმინგ პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას. უზრუნველყოფილია 99%-იანი RGB ფერთა ფლობა. სიკაშკაშე შეადგენს 350 კდ/მ2-ს, კონტრასტულობა - 1000:1. მონიტორში წარმოდგენილია AlienFX განათება. სადგამი უზრუნველყოფს რეგულირების მთელ სპექტრს, შესაძლებელია ეკრანის გადაყვანა ალბომის ორიენტაციიდან პორტრეტის რეჟიმში. მეორე მონიტორი - AW3420DW - რკალისებრი დისპლეის მქონეა, რომლის ზომაა 34,1 დუიმი. მასში გამოყენებულია WQHD მატრიცა გაფართოებით - 3440 × 1440 პიქსელი. თვალთახედვის კუთხე 178 გრადუსს შეადგენს. ამ მონიტორს NVIDIA G-SYNC ტექნოლოგიის მხარდაჭერა აქვს. კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცს შეადგენს. წარმოდგენილია 98%-იანი DCI-P3 და 134,5%-იანი sRGB ფერთა სივრცის მხარდაჭერა. სიკაშკაშე 350 კდ/მ2 -ია, კონტრასტულობა - 1000:1. ამ მოდელსაც AlienFX განათება აქვს. სადგამი რეგულირებადია, შესაძლებელია მისი სიმაღლის, დახრის კუთხისა და ეკრანის მდებარეობის ცვლილება. მონიტორი AW2720HF 17 სექტემბრიდან გაიყიდება 600 აშშ დოლარად, AW3420DW კი გაყიდვაში 28 აგვისტოს გამოვა და მისი ფასი 1500 დოლარი იქნება. https://3dnews.ru/992619
  9. 2019 წელი საკმაოდ ცხელი გამოდგა: ორმა მთავარმა კონკურენტმა გრაფიკული გადაწყვეტილებების ახალი სერიები წარადგინა. ამასთან, თითოეულ მათგანს განსხვავებული მიზნები ამოძრავებდა. კომპანია AMD ცდილობდა დაეკავებინა რაც შეიძლება დიდი საბაზრო წილი და გამოუშვა გეიმერული ბარათები საკმაოდ მისაღებ ფასებში. NVIDIA კი ცდილობდა არ დაეთმო კონკურენტისთვის და არ მიეცა შანსი მოეპოვებინა ბაზრის მნიშვნელოვანი წილი. ვებ-გვერდ techspot-ის ექსპერტებმა უკვე მოასწრეს ასობით ვიდეო დაფის ტესტირება და მზად არიან წარმოგვიდგინონ ვერდიქტი, თუ რომელი პროდუქტები იმსახურებს 2019 წლის საუკეთესო ვიდეო ბარათების წოდებას. 1. საუკეთესო საწყისი დონის ვიდეო ბარათი (100 დოლარად ან ნაკლებად): Radeon RX 550 - GeForce GT 1030-ის პირისპირ ეს ორივე ვიდეო ბარათი თითქმის ერთმანეთის მსგავსია წარმადობის მხრივ და არ სჭირდებათ კვები ბლოკი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სისწრაფით ჩამორჩება ახალ ინტეგრირებულ გრაფიკულ ჩიპებს - მაინც კარგი არჩევანია იმ გეიმერებისთვის, ვისაც შედარებით მოძველებული კომპიუტერები აქვს. 2. საუკეთესო მეინსტრიმი (200 დოლარად და ნაკლებად): Radeon RX 570, Radeon RX 580 და GeForce GTX 1650 ეს არის ბარათები, რომლებიც სჭირდება 1080р გაფართოების მქონე ყველა თამედროვე თამაშს. „წითლების“ ბარათები მეტი სითბოს გამოყოფით ხასიათდება. 3. საშუალო დონის საუკეთესო ვიდეო ბარათები ( 300 დოლარად და ნაკლებად): GeForce GTX 1660 / Ti,  Radeon Vega 56 და GeForce GTX 1060 ხსენებული ვიდეო ბარათების წყალობით რამდენიმე წელი კომპიუტერის განახლება არ იქნება საჭირო. 1080р გაფართოების ყველა თამაში გაიმართება მაქსიმალურ და საშუალო პარამეტრებზე. ვიდეო ბარათების ახალ თაობას Ray-tracing-ის მხარდაჭერაც აქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის თავის ფასში საუკეთესო ვიდეო ბარათები. 4. საუკეთესო High-End ვიდეო ბარათები გეიმინგისთვის 1440p გაფართოებაზე (400 დოლარად და მეტად): Radeon 5700 XT, Radeon 5700, RTX 2070 Super, RTX 2060 Super, RTX 2060 ამ სეგმენტში კონკურენცია განსაკუთრებით მძაფრია. წითლების ახალი ვიდეო ბარათი Radeon 5700 XT ცხელია, თუმცა სწრაფი. NVIDIA-ს ღირსებად Ray-Tracing ითვლება, თუმცა იგი ბევრს არავის სჭირდება: ტექნოლოგია ჯერ ახალია და მისი მხარდაჭერის მქონე თამაშები თითქმის არ არსებობს ჯერჯერობით. მოკლედ რომ ითქვას, არჩევანი რთულია და მთავარი გადამწყვეტი კრიტერიუმი კი რა თქმა უნდა ფასი იქნება. 5. საუკეთესო High-End ვიდეო ბარათები გეიმინგისთვის 4K გაფართოებაზე (600 დოლარიდან ზემოთ? GeForce RTX 2080 Ti, GeForce RTX 2080, GeForce RTX 2080 Super ამ მიმართულებით კონკურენციაში სიმშვიდეა. თუკი გსურთ შეიგრძნოთ მაქსიმალური სიამოვნება თანამედროვე თამაშებისგან და თანაც არ ხართ ფინანსებში შეზღუდული, შეგიძლიათ არჩევანი ამ ვიდეო ბარათებზე შეაჩეროთ. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი აზრი საუკეთესო ვიდეო ბარათების შესახებ. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29322/luchshie-videokarty-2019-goda-vybor-samyh-aktualnyh-graficheskih-reshenij
  10. ჩინურმა კომპანია OPPO-მ დაახლოებით ერთი წლის წინ შექმნა ბრენდი Realme, რომელიც თავდაპირველად ინდურ ბაზარზე იყო ორიენტირებული, თუმცა თანდათანობით სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდა. ბრენდის გენერალურმა დირექტორმა ოფიციალურად დაადასტურა სამი ახალი სმარტფონის დაანონსება. საუბარი ეხება მოდელებს - Realme 5, Realme 5 Pro და Realme X Pro. დავიწყოთ უმცროსი მოდელიდან: Realme 5 იქნება ყველაზე ბიუჯეტური მოდელი ოთხმოდულიანი 48-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერითა და Snapdragon 665 პროცესორით. ამ სმარტფონის ფასი დაახლოებით 140 დოლარი იქნება. Realme 5-ის ძირითადი კამერის კონფიგურაციაში ასევე შევა ფართოკუთხიანი მოდული, მაკროგადაღების სენსორი და გამოსახულების სიღრმის ანალიზის სენსორი. სმარტფონის ბატარეა 5000 მა.სთ მოცულობისაა, ეს მაჩვენებელი რეკორდულია ბრენდის ასორტიმენტში. სმარტფონს ექნება 20-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა, მწარმოებლის თქმით, ნახევარ საათში იმუხტება 50%-ზე. სმარტფონზე აგრეთვე მოცემული იქნება დაქტილოსკოპიური სკანერი. Realme 5 Pro-სა და Realme X Pro-ს შესახებ გაცილებით ნაკლები ინფორმაციაა ცნობილი. პირველ მათგანს ექნება 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული Snapdragon 712 პროცესორი, ასევე 64-მეგაპიქსელიანი სენსორი Samsung ISOCELL Bright GW1. მეორე მოდელსაც იდენტური კამერა ექნება, მაგრამ წარმოდგენილი იქნება 7-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 855 Plus-ით, რომლის დებიუტიც გასულ თვეში შედგა ASUS ROG Phone II სმარტფონში. Realme 5-ის, Realme 5 Pro-სა და Realme X Pro-ს პრეზენტაცია შედგება 20 აგვისტოს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/29336/realme-predstavit-tri-smartfona-kotorye-vzorvut-rynok
  11. კომპანია Audi-ს ელექტრო ქროსოვერი e-tron პირველი ელექტრომობილია, რომელმაც მიიღო 2019 TOP SAFETY PICK+ სადაზღვევო ინსტიტუტის პრემია საგზაო უსაფრთხოების საკითხში და უკან ჩამოიტოვა ისეთი მოდელები, როგორებიცაა Tesla Model S და Chevy Bolt. ელექტრომობილმა e-tron-მა კარგი შედეგები აჩვენა დარტყმის გამძლეობის ტესტებში წინიდან, გვერდიდან, სახურავიდან რაიმეს დაცემის, უკნიდან დარტყმებისას. IIHS-ის შეფასებით, E-Tron-ის ავტომატურმა ექსტრემალურმა დამუხრუჭების სისტემა „Pre Sense Front“-მა კარგად იმუშავა 25 მილი/სთ სიჩქარით მოძრაობისას შეჯახების თავიდან ასაცილებლად (40 კმ/სთ სიჩქარე). კარგი შეფასებები მიიღო განათების ფარებმა, რომლებსაც ახასიათებთ შორი განათების ავტომატური გადართვა სხვა მძღოლების უსაფრთოხების დაცვის მიზნით. IIHS-ის პრემიის მიღების კიდევ ერთი კანდიდატია ელექტრომობილი Tesla Model 3. მისი ტესტირება მიმდინარე კვირაში უნდა დაიწყოს, თუმცა მცირე ხნის წინ კომპანია საგზაო მოძრაობის ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს კრიტიკის ქვეშ მოექცა ელექტრომობილის უსაფრთხოების გადაჭარბებულად შეფასების გამო. https://3dnews.ru/992487
  12. დღესდღეობით ბაზარზე არსებობს უამრავი სამაჯური, საათი და ტრეკერი, რომლებიც ვარჯიშის რეჟიმს აკონტროლებენ. შუალედური შედეგების ნახვა კი შესაძლებელია მხოლოდ მკლავზე დახედვით. მორბენალებისთვის ასეთი მიდგომა არც ისე ხელსაყრელია, მოცურავეებისთვის კი კიდევ უფრო მოუხერხებელი. ამიტომ სპეციალურად ამ უკანასკნელთათვის კანადურმა კომპანიამ შექმნა სპეციალური სმარტ სათვალე. მისი ყიდვა უკვე შესაძლებელია, თანაც არც ისე დიდ ფასად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პროფესიონალური ცურვით არის დაკავებული. ახალი აქსესუარი FORM (ამავე სახელობისაა მწარმოებელი კომპანიაც) მომხმარებელს უჩვენებს ინფორმაციას მისი ვარჯიშის შესახებ, მაგალითად, ხელის ქნევის სიხშირეს, ყვინთვის ხანგრძლივობას, დამწვარ კალორიებს და ა.შ. ჩვეულებრივი სათვალისგან განსხვავებით ახალი მოწყობილობის კორპუსი გაცილებით სქელია. სათვალის შიგნით განთავსებულია ინფორმაციის დამამუშავებელი დაფა, სხვადასხვა მონაცემის მაჩვენებელი სენსორი, ბატარეა, აგრეთვე სპეციალური პროექტორი, რომელსაც სმარტ გაჯეტის მინაზე გამოაქვს ყველა საჭირო ინფორმაცია. მართვის ელემენტები კი გამოტანილია მოწყობილობის გვერდებზე. მოწყობილობა სინქრონიზდება Android-თან ან iOS-თან. მწარმოებლის თქმით, ბატარეა 16 საათი მუშაობს ავტონომიურ რეჟიმში. დაშვებულია ჩაყვინთვა 10 მეტრ სიღრმეზე. სათვალის შეძენა შესაძლებელია 199 აშშ დოლარად, რაც რიგითი მომხმარებლისთვის არც ისე ცოტაა, თუმცა პროფესიონალების ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს. https://hi-news.ru/technology/sozdany-ochki-dopolnennoj-realnosti-dlya-plavaniya.html
  13. უკვე არაერთხელ გავრცელდა ცნობები, რომ მარსის კოლონიზაციის შემდეგ დაგეგმილია არა მხოლოდ მცირე დასახლებების, არამედ მთელი ქალაქების მშენებლობა. რა თქმა უნდა, ამჟამად ამის განხორციელება არავის შეუძლია, რადგანაც საჭიროა რამდენიმე მოსამზადებელი ეტაპის გავლა. თუმცა უკვე ცნობილია მარსული ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო თანხების მიახლოებითი მოცულობა. წითელი პლანეტის კოლონიზაციის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა ილონ მასკმა ისაუბრა ამ საკითხის შესახებ. SpaceX-ის გენერალური დირექტორის ხედვა მოიცავს მარსზე უახლოეს ათწლეულში ადამიანების არა მარტო გაგზავნას, არამედ ამ მისიის გამოყენებას დასახლების მიზნით. მიიჩნევა, რომ თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, სრულადფუნქციური ქალაქის ფორმირება 2050 წლისთვის უკვე დასრულებული იქნება. როგორც უკვე ვიცით, მასკის თქმით SpaceX გაყიდის სამგზავრო ბილეთს 200 ათას აშშ დოლარად. ეს არის საშუალო სტატისტიკური ამერიკული სახლის ფასი და კომპანიის ხელმძღვანელობა მოქმედებს შემდეგი ლოგიკით: მსურველებს შეეძლებათ გაყიდონ თავიანთი სახლი და საცხოვრებლად გადავიდნენ სხვა პლანეტაზე. რაც შეეხება მარსული ქალაქის დაარსების ღირებულებას, მასკი ამბობს, რომ ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული სამშენებლო პროექტი კაცობრიობის ისტორიაში. მისმა ფასმა შესაძლოა მიაღწიოს მთელი მსოფლიო ეკონომიკის მოცულობის 1/8-ს. ციფრებით გამოსახული ეს თანხა, როგორც მასკმა Twitter-ზე დაწერა, იქნება 100 მილიარდიდან 10 ტრილიონ აშშ დოლარამდე. გამოთვლები დაფუძნებულია იმ ვარაუდზე, რომ ქალაქს დასჭირდება დედამიწიდან წაღებული სულ მცირე მილიონი ტონა ტვირთი, რათა პირველ ეტაპზე ფუნქციონირება შეძლოს. მარსული ქალაქის დაარსების ღირებულება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა თანხა დაიხარჯება დედამიწიდან მარსზე გაგზავნილ თითოეულ ტონაზე. განსაკუთრებით საინტერესოდ ჟღერს მასკის მიერ დასახელებული თანხის ზედა ზღვარი - 10 ტრილიონი დოლარი. ამ თანხით სრულიად შესაძლებელია დიდი ბრიტანეთის მთელი სახელმწიფო და კერძო აქტივების შეძენა, რომელთა ღირებულებაც ამჯამად დაახლოებით 11,8 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამავე თანხად შესაძლებელია მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის შეძენა და 3,5 ტრილიონი დოლარი დარჩება კიდეც. როგორ აპირებს მასკი მარსული ქალაქის შენებას 2017 წელს გაჟღერებული გეგმის თანახმად კოლონისტების პირველი გუნდი 100 ადამიანისგან იქნება შემდგარი გაიგზავნება ორი რაკეტით იმ პერიოდში, როდესაც მარსი და დედამიწა ერთმანეთისგან მაქსიმალურად მცირე მანძილით იქნებიან დაშორებული. კოლონისტებისთვის განკუთვნილი იქნება საწვავის მარაგი თხევადი ჟანგბადითა და მეთანით, რათა შეძლონ სახლში დაბრუნება. მომდევნო 10 „ორბიტალური სინქრონიზაციისას“, როდესაც მარსი და დედამიწა ერთმანეთთან ახლოს იქნება, შესაძლებელი გახდება წითელ პლანეტაზე საკმარისი რესურსების გაგზავნა იმისათვის, რომ 2050 წლისთვის აშენდეს ქალაქი. ამ მიზნის შესასრულებლად მარსისკენ ფრენის განხორციელება 2024 წლისთვისაა საჭირო. არსებობს უამრავი რამ, რაც ერთი შეხედვით შეუძლებლად გამოიყურება, თუმცა კოსმოსურ ცივილიზაციად გახდომა თეორიულად რეალიზებადია. დიახ, ეს კაცობრიობის ყველაზე ძვირადღირებული პროექტია და იგი ახალ ერას დაუდებს საფუძველს. https://hi-news.ru/eto-interesno/ilon-mask-rasskazal-skolko-stoit-postroit-gorod-na-marse.html
      • 1
      • Upvote
  14. კომპანია Sony სრული ძალებით ემზადება გეიმინგ-კონსოლ PlayStation 5-ის პრეზენტაციისთვის. ამჟამად გამოჩნდა ინფორმაცია, თუ სად მოხდება კონსოლის წარდგენა. ახალი მონაცემებით, Sony PlayStation 5-ის ანონსი შედგება ღონისძიება PlayStation Meeting 2020-ის ფარგლებში, რომელიც ჩატარდება მომდევნო თვის 12 თებერვალს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად უკვე არსებული თაობის კონსოლის პრეზენტაციაც ანალოგიურ კონფერენციაზე შედგა, რომელიც ჩატარდა 2013 წლის თებერვალში. თუმცა მოწყობილობა გაყიდვაში გამოვიდა პრეზენტაციიდან ცხრა თვის შემდეგ - 2013 წლის ნოემბერში. აღსანიშნავია, რომ PlayStation 5-თან ერთად მოხდება კონსოლისთვის განკუთვნილი რამდენიმე ექსკლუზივის წარდგენაც, რომელთა შორისაა The Last of Us 2 და Ghost of Tsushima. გარდა ამისა, უკვე ცნობილია გარკვეული სიახლე კონსოლის გრაფიკული ქვესისტემის შესახებ. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ მას ექნებოდა Navi თაობის GPU AMD-ისგან. ახალი მონაცემებით, წარმადობა იქნება ვიდეო ბარათ NVIDIA GeForce RTX 2080-ის დონის მსგავსი, სიხშირე კი 2 გიგაჰერცს შეადგენს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/29312/sony-playstation-5-poluchit-gpu-s-chastotoj-2-ggc-i-pojavitsja-v-fevrale
      • 2
      • Upvote
  15. ავსტრალიის ადელაიდას უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს მაგნიტური კოჭები პლასტმასის ნარჩენებისაგან ოკეანეების გასაწმენდად. ახალი ტექნოლოგია იზიდავს პლასტმასის მიკრონაწილაკებს და 50%-მდე ამცირებს დაბინძურებას. ყოველწლიურად ოკეანეში დაახლოებით 14 მილიონი ტონა პლასტმასი ხვდება, რაც „ერთჯერადად“ ითვლება: ეს არის ნარჩენები, რომლებიც აღრიცხულ წელსვე იწარმოება, ყოველწლიურად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ პლასტმასის ნაირსახეობებიდან უმეტესობა ხოლომდე არ იხრწნება - იგი ფრაგმენტირდება პატარა ზომის ნაწილებად - მიკროპლასტმასებად. ახალ კვლევაში მეცნიერები აღწერენ ნანოტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია ამ პრობლემას გაუმკლავდეს: პატარა მაგნიტური კოჭები ქმნიან ქიმიურ რეაქციას ოკეანეში არსებული მიკროპლასტმასის დასაშლელად. კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, მისი მეშვეობით უკვე რეალურია გლობალური პრობლემის მოგვარების პერსპექტივა“. კოჭები დაფარულია აზოტითა და მანგანუმით. ეს ორი ქიმიური ნივთიერება ურთიერთმედებს მაღალრეაქტიული ჟანგბადის მოლეკულების წარმოსაქმნელად, სწორედ წარმოქმნილი მოლეკულები მოქმედებს პლასტმასის დაშლაზე. პროცესის შედეგად პლასტმასის ნარჩენები გარდაიქმნება უსაფრთხო მარილად. ცდის შედეგად აღმოჩნდა, რომ პლასტმასით დაბინძურებულ წყალში მაგნიტური კოჭების ჩამატებამ 8 საათის განმავლობაში პლასტმასის 30-50% გაანადგურა. https://hightech.fm/2019/08/11/plastic-3
  16. გერმანულმა კორპორაციამ წარადგინა ავტომობილის ეკრანისთვის განკუთვნილი სამგანზომილებიანი გამოსახულების აღბეჭდვის ტექნოლოგია. მოწყობილობა მუშაობის პროცესში არ საჭიროებს დამატებით გაჯეტებს, მაგალითად ვირტუალური რეალობის სათვალეებს. პროექტი მოქმედებს ტექნოლოგია „პასიური 3D-ს“ საფუძველზე. Bosch ახალი სისტემის დეტალებს ჯერჯერობით სრულად არ ახმაურებს, უცნობია ჯერ ისიც, რომელ ავტომობილებში იქნება ხელმისაწვდომი ზემოთხსენებული პროექტორი. სამგანზომილებიანი გამოსახულების მეშვეობით მძღოლები შეძლებენ იხილონ სამგანზომილებიანი რუკა პარკირების დროს, სიბნელეში ან ცუდი ამინდის პირობებში. სხვა კომპანიების მიერ შექმნილი ტექნოლოგიები მოქმედებს მძღოლის თვალის მიმართულების შესაბამისად - პროექტორი გამოსახულების ტრანსლირებას ახდენს უშუალოდ მომხმარებლის თვალის წინ. Bosch-ის წარმომადგენლის თქმით კი ავტომობილის მართვის პროცესში მძღოლის მზერა მიმართული უნდა იყოს უშუალოდ სამოძრაო გზის მიმართულებით, ამიტომ პროექტორის გამოსახულება აუცილებლად წარმოდგენილი იქნება სპეციალურად განსაზღვრული კუთხით. https://hightech.fm/2019/08/13/bosch-vr
  17. კომპანია Second Sight Medical Products-მა შექმნა იმპლანტის პროტოტიპი, რომელიც მხედველობას მოკლებულ ადამიანებს ხედვის უნარს მიანიჭებს, მათ შორის ჩვეულებრივი ადამიანისთვის დამახასიათებელი ხედვის გარდა ინფრაწითელი გამოსახულების აღქმის უნარსაც, როგორიც აქვს უცხოპლანეტელს ცნობილ ფილმ „Predator”-იდან. ეს მიმართულება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულად ითვლება მხედველობადაქვეითებული ადამიანების დახმარების საკითხში. კონცეფცია საკმაოდ მარტივია - სრულზომიანი ბიონიკური თვალის ნაცვლად პაციენტს უყენდება „გადამყვანი“. ოფიციალურად მას ეწოდება „Orion-ის მხედველობის პროთეზი“ და უკავშირდება ტვინის იმ ნაწილს, რომელიც დაკავებულია ვიზუალური ინფორმაციის დამუშავებით. იმპლანტი სიგნალებს იღებს მიკროკამერებიდან, გარდაქმნის მათ და უგზავნის ტვინს ელექტროიმპულსების სახით. იმპლანტის დაყენებას დაახლოებით სრული ერთი დღე სჭირდება, ადაპტაციის პროცესი კი საკმაოდ ხანგრძლივია. მომხმარებელს უწევს თავიდან „ასწავლოს“ ტვინს სიგნალების მიღება და გამოსახულების „დანახვა“, თანაც შეუძლებელია ვიზუალიზაციის მაღალი ხარისხის მიღება. მწარმოებლები ორიენტირებულნი იყვნენ შეექმნათ თავად კამერების მოსახსნელი მოდულები. იმპლანტს ტყუილად არ ეწოდება „გადამყვანი“ - მას შესაძლებელია მიუერთდეს გარემოში მომხდარის ამსახველი სხვადასხვა წყარო. მხედველობადაქვეითებული ადამიანისთვის გარემომცველი სამყაროს დეტალურად დანახვაზე მეტად მნიშვნელოვანია მასში ორიენტირება. ამისათვის საჭიროა ინფორმაციულად დატვირთული გამოსახულება, თუნდაც არც ისე მაღალი გაფართოებით. მაგალითად, ინფრაწითელ სპექტრში გამოსახული ლაქები შესანიშნავად უჩვენებენ მომხმარებელს, რამდენი ადამიანია მის სიახლოვეს, ან სად არის განლაგებული საფრთხის შემცველი ცხელი ნივთები, რომელ მხარესაა მზე, სად არის ფანჯარა, დღეა თუ ღამე. ადვილი იქნება მუშაობის შემდეგ გამთბარი სხვადასხვა ნივთისა და ტექნიკის მიგნებაც. https://www.techcult.ru/technology/7164-bionicheskie-glaza-orion-dadut-lyudyam-infrakrasnoe-zrenie
  18. კორპორაცია IBM-მა განაცხადი შეიტანა აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო ნიშნების კომისიაში ბრაუზერის დაპატენტების საკითხზე, რომელიც შეძლებს იმუშავოს დეცენტრალიზებული ქსელის მეშვეობით. პატენტის აღწერა გამოქვეყნებულია კომისიის ვებ-გვერდზე. ბრაუზერი გააკონტროლებს მომხმარებლის კონკრეტულად რა სახის მონაცემები გადაეცემა გარე სერვისებს, რომლებიც მათ გაანალიზებას ახდენენ. ტექნოლოგიის დახმარებით მომხმარებელი შეძლებს მოიძიოს და შეაგროვოს ინფორმაცია საკუთარ თავზე, ასევე მის მიერ ვებ-გვერდების მონახულების ისტორიები და შეინახოს ეს ყველაფერი უსაფრთხო ადგილას. ბრაუზერის მუშაობის დანარჩენი პრინციპები, მათ შორის ტექნიკური მახასიათებლები, ჯერჯერობით უცნობია. ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, აპირებს თუ არა IBM გამოუშვას ბრაუზერი მაქსიმალურად მძლავრი დაცვის ტექნოლოგიით. კომპანიები ხშირად იყენებენ მიღებულ პატენტებს თავიანთ სხვა პროდუქტებში. როგორც კომპანია აცხადებს, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ბრაუზერი „წარმოადგენს ინფორმაციის შენახვის სისტემას, კონფიდენციალურობა დაცულია და კონფიდენციალური მონაცემები არის მომხმარებლის და არა მესამე მხარის ხელში“. IBM Blockchain-ის კონცეფცია ამ სფეროში ერთადერთი არ არის. ნორვეგიულმა კომპანია Opera-მ უკვე გამოუშვა iOS Opera Touch ბრაუზერი. Opera Touch-ს, რომელიც შექმნილია Web 3.0-სთვის, აქვს ინტეგრირებული კრიპტოსაფულე და მარტივად უკავშირდება Web 3.0 აპლიკაციებს, ERC-20 ტოკენების ჩათვლით. https://hightech.fm/2019/08/12/ibm-p
      • 1
      • Like
  19. კომპანია LG Display აპირებს უახლოეს პერიოდში გამოშვებულ დისპლეებში მოახდინოს წამყვანი ტექნოლოგიების ინტეგრირება, მათ შორისაა ინტერაქტიული სენსორული მართვა. ამის ხარჯზე სამხრეთკორეული კომპანია გეგმავს უფრო აქტიური კონკურენცია გაუწიოს კონკურენტებს და პოზიციები გაიმყაროს კომერციული დისპლეების ბაზარზე. კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ უახლოეს დროში წარმოდგენილი იქნება ახალი პროდუქტები ისეთი პრემიალური ფუნქციებით, როგორიცაა in-TOUCH. დაპატენტებული ტექნოლოგია in-TOUCH ფართოდ გამოიყენება სმარტფონებში, თუმცა დიდ კომერციულ პანელებში მისი გამოყენება გართულებული იყო ტექნოლოგიური შეზღუდვებისა და მნიშვნელოვანი დანახარჯების გამო. ამჟამად კი კომპანიაში საუბრობენ კლიენტების მხრიდან ამგვარი პანელებისადმი მზარდ ინტერესზე, რადგანაც პანელები უზრუნველყოფს კომფორტულ თანამოქმედებას და არასტრუქტურირებული ინფორმაციის დამუშავებას ეკრანებზე, რომლებიც განთავსებულია საყოველთაო თავშეყრის ადგილებში, კომერციულ დაწესებულებებში და ა.შ. გარდა ამისა, კომპანიას დაგეგმილი აქვს ორჯერ გაზარდოს გამჭვირვალე OLED დისპლეების წარმოება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. გამჭვირვალე OLED დისპლეები გამოიყენება ფრონტალურ და უკანა მხარეებზე სხვადასხვა ინფორმაციის აღსაბეჭდად. მათი გამოყენება შესაძლებელია მაღაზიის ვიტრინების კონსტრუქციებზე, შენობის ფასადებზე, საგამოფენო პავილიონებში და ა.შ. კომპანიის წარმომადგნელების თქმით კომერციული და საავტომობილო დისპლეების წარმოება ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა. LG Display-ს გათვლილი აქვს, რომ ასეთი დისპლეებისა და სატელევიზიო OLED-დისპლეების წილი ამჟამად არსებული 20-30%-იდან 50%-მდე გაზარდოს მომდევნო წელს. შეგახსენებთ, რომ კომერციული პანელების გლობალურ გაყიდვებში LG Display-მ 2017 წელს პირველი ადგილი დაიკავა 36%-იანი წილით. გასულ წელს იგი ტაივანურმა AUO-მ ჩაანაცვლა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი LG-ს წილმა 39,7% შეადგინა და კვლავ დაბრუნდა პირველ ადგილზე. https://3dnews.ru/992304
  20. AMD Ryzen Zen 3 პროცესორების გამოსვლის შემდეგ, რომელთაც ახალი ინტერფეისის, PCIe 4.0-ის მხარდაჭერა აქვთ, დაიწყო ამ სტანდარტის გამოყენება სხვა პროდუქტებშიც. დესკტოპ სისტემების შემდეგ სერვერებმაც მიიღეს PCIe 4.0 სტანდარტთან თავსებადობა. ამჯერად Toshiba-მ დააანონსა ახალი კორპორატიული SSD ბარათები CM6 სტანდარტ PCIe 4.0-ის ბაზაზე. ახალი SSD-ები უზრუნველყოფენ 6.4 გბ/წმ-ზე მეტ სიჩქარეს. ახალი სერიის პროდუქტები წარმოდგენილი იყო Toshiba Memory America-ს სტენდზე სანტა-კლარაში გამართულ ფლეშ-მეხსიერების სამიტზე. CM6 სერიის SSD-ებს აქვთ ორპორტიანი PCIe Gen4 x4-ის მხარდაჭერა და თავსებადი არიან NVMe 1.4-თან. NVMe ბარათები ხელმისაწვდომი იქნება 2,5" ფორმ-ფაქტორში მოცულობით - 800 გიგაბაიტიდან 30 ტერაბაიტამდე და ექნებათ დისკზე დღეში 1 ან 3 ჩაწერის ოპერაციის შესაძლებლობა. SSD ბარათების მოცულობა 800 გბ-დან 30 ტბ-მდეა U.2 კონექტორის წყალობით. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ მთლიანად გამოყენებულ იქნას დისკის სიჩქარე, ჰოსტ-პროდუქტში ასევე გამოყენებულ უნდა იქნას ინტერფეისი PCIe 4.0. SSD ბარათების შესახებ სხვა ცნობები, მაგალითად ფასი და გაყიდვის თარიღი, ჯერჯერობით არ გახმაურებულა. https://overclockers.ru/blog/Pris/show/29235/samye-bystrye-ssd-so-skorostju-bolee-64-gbs--cm6-pcie-40-nvme-s-razemom-tiporazmera-u2-ot-korporacii-toshiba-memory
  21. ღონისძიება Future Image Technology Communication Meeting-ზე Xiaomi-მ 64-მეგაპიქსელიანი სმარტფონის გამოშვების დაანონსების გარდა განაცხადა, რომ მუშაობს 100+ მეგაპიქსელიან მოწყობილობაზე Samsung-თან ერთად. როდის გამოვა ეს სმარტფონი - ჯერჯერობით უცნობია, თუმცა Samsung-ის განცხადებით სენსორი უკვე მზად არის. Samsung ISOCELL Bright HMX - ეს არის 108-მეგაპიქსელიანი სენსორი სმარტფონებისთვის, რომლებიც შეიქმნება Xiaomi-სთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. ეს პარტნიორობა წარმოადგენს 64-მეგაპიქსელიან სენსორზე ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას. ხსენებული 64-მექაპიქსელიანი სენსორიც Samsung-ის მიერაა შექმნილი და ეწოდება ISOCELL GW1. ასეთი სენსორის მქონე სმარტფონის მფლობელს შეეძლება გადაიღოს ფოტოები 12032 × 9024 გაფართოებით, მიღებული გამოსახულებები ხარისხობრივად კიდევ უფრო ახლოს მივა სისტემურ კამერებთან. მატრიცა შექმნილია Quad Bayer ტექნოლოგიით, რომელსაც Samsung-ის ტერმინოლოგიით Tetracell ეწოდება. ბაიერის სინათლის ფილტრები ფარავს არა მარტო ცალკეულ სენსორს, არამედ ერთად ოთხ პიქსელს. ტექნოლოგია Quad Bayer საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს დინამიური დიაპაზონი. დიდი გაფართოება და მატრიცის ზომა არა მარტო კარგი განათების პირობებში ზრდის გამოსახულების დეტალიზაციას, არამედ არასაკმარისი განათების შემთხვევაშიც. ტექნოლოგია Smart ISO სენსორს ხელს უწყობს უკეთ აღიქვას გარემომცველი პირობები. ISOCELL Plus ტექნოლოგიის წყალობით სინათლისადმი მგრძნობელობა და ფერების აღქმის ეფექტურობა იზრდება. გიგანტური გაფართოების მიუხედავად Samsung ISOCELL Bright HMX მეტად სწრაფი სენსორია. მაგალითად, მწარმოებელი კომპანიის თქმით მხარდაჭერილი იქნება 6K-მდე ფორმატის (6016 × 3384 პიქსელი) ვიდეოს ჩაწერა 30 კადრი/წამში სიჩქარით. ახლა, როდესაც უკვე დადასტურებულია, რომ ხსენებულ სენსორს პირველი Xiaomi გამოიყენებს, ისღა დაგვრჩენია შესაბამისი სმარტფონის გამოსვლას დაველოდოთ. როგორც მოსალოდნელია, 108-მეგაპიქსელიანი სენსორის მქონე პირველი სმარტფონ იქნება 2020 წლის Xiaomi Mi Mix 4. საინტერესოა, როგორ მოათავსებს მწარმოებელი კორპუსში ასეთ გაბარიტულ სენსორსა და ოპტიკას, როგორი იქნება კამერების მოდული? Samsung ISOCELL Bright HMX სენსორის მასობრივი წარმოება მიმდინარე თვის ბოლოდან იწყება, ასე რომ, როგორც წესი, ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს რამდენიმე თვეში შესაბამისი სმარტფონის გამოსვლას. “Xiaomi და Samsung მუშაობდნენ ISOCELL Bright HMX მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში კონცეპტის ადრეული ეტაპებიდან წამოების დაწყებამდე. შედეგად შეიქმნა 108-მეგაპიქსელიანი რევოლუციური სენსორი. მეტად მოხარულნი ვართ, რომ გაფართოებები, რომლებიც ამ დრომდე მხოლოდ სარკულ ფოტოაპარატებში იყო ხელმისაწვდომი, ამიერიდან გამოჩნდება სმარტფონებშიც“ - აღნიშნა Xiaomi-ს თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა Lin Bin-მა. – „ ვაპირებთ პარტნიორობის გაგრძელებას და საზოგადოებას შევთავაზებთ არა მარტო მობილურ კამერებს, არამედ პლატფორმასაც, რომელზეც ჩვენი მომხმარებლები შეძლებენ უნიკალური კონტენტის შექმნას“. https://3dnews.ru/992272
  22. Huawei-ს კუთვნილმა ბრენდმა Honor-მა წარადგინა Vision TV - კომპანიის პირველი სმარტ ტელევიზორები. მათ აქვთ 55-დუიმიანი 4K ეკრანი HDR მხარდაჭერით, დისპლეი იკავებს წინა პანელის 94%-ს მეტად თხელი ჩარჩოების წყალობით. ტელევიზორებს საფუძვლად უდევს ოთხბირთვიანი ცალკრისტალიანი სისტემა Honghu 818 და მუშაობენ უახლეს ამბიციურ პლატფორმაზე - HarmonyOS, რომლის მეშვეობითაც კომპანია აპირებს მომავალში კონკურენცია გაუწიოს ოპერაციულ სისტემა Android-ს. Vision TV-ს აქვს რამდენიმე მოწყობილობასთან მუშაობისა და ტექნოლოგია Magic-link-ის მხარდაჭერა, რომელიც მასალების მარტივად მიმოცვლის საშუალებას იძლევა: მაგალითად, უზრუნველყოფს გამოსახულების გადაცემას სმარტფონიდან ან სმარტფონის ეკრანის ასახვას. საინტერესო მახასიათებლებს შორისაა მოძრავი კამერა Vision TV Pro ვარიაციებში - მას შეუძლია მომხმარებლის სახის ამოცნობა საჭიროების შემთხვევაში, ვიდეოზარების განსახორციელებლად შეუძლია გადაერთოს დიდ და მცირე ეკრანებს შორის. 6 მიკროფონის წყალობით ხმოვანი დამხმარის ეფექტურად მუშაობა შესაძლებელია დაშორების დიდი მანძილიდანაც კი. Vision TV Pro ასევე მოიცავს ინტეგრირებულ აუდიოდინამიკებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 60 ვატია და წარმოდგენილნი არიან ხმოვანი ეფექტით - Huawei Histen. ტელევიზორებს შეუძლიათ ლოდინის რეჟიმიდან გამოვიდნენ სულ რაღაც ერთ წამში და ჩაიტვირთონ 2 წამში. Vision TV-ს მინიმალისტური დიზაინის მქონე სამომხმარებლო ინტერფეისი აქვს, ტელევიზორები დაკომპლექტებულია Bluetooth-პულტით, თუმცა იმავე დანიშნულებით შესაძლებელია სმარტფონის გამოყენებაც. Honor Vision TV-ის ტექნიკური მახასიათებლები: 55-დუიმიანი 4K HDR დისპლეი (3840 × 2160 პიქსელი), 87%-იანი ფერთა ფლობა, 400 ნიტი სიკაშკაშე, თვალთახედვის კუთხე - 178°; 28-ნანომეტრიანი ჩიპი HONGHU 818 ოთხი ბირთვით (2 × A73 + 2 × A53) და გრაფიკული ამაჩქარებლით - Mali-G51MP4 (600 მჰც); 2 გბ ოპერატიული და 16 გბ ინტეგრირებული მეხსიერება (Vision TV) / 32 გბ Vision TV Pro-ს შემთხვევაში; ოპერაციული სისტემა HarmonyOS 1.0; ინტეგრირებული მოძრავი კამერა 1080p (მხოლოდ Vision TV Pro მოდელებში); Wi-Fi 802.11n (2,4 და 5 გჰც) 2 × 2, Bluetooth 5.0 LE, 3 x HDMI 2.0 (1 x HDMI ARC), 1 x USB 3.0, 1 x AV, 1 x DTMB, 1 x S / PDIF, 1 х Ethernet; ვიდეოფორმატის მხარდაჭერა H.265 4K HDR გაფართოებამდე, 60 კადრი/წამში; ოთხი ათვატიანი დინამიკი (Vision TV მოდელები) და ექვსი ათვატიანი დინამიკი (Pro მოდელებში), Huawei Histen ტექნოლოგიის მხარდაჭერა; Honor Vision TV მოდელების ფასი დაახლოებით 537 დოლარია, Vision TV Pro-სი კი - 679 აშშ დოლარი. ტელევიზორების გაყიდვა ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთშია დაწყებული. https://3dnews.ru/992235
  23. ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ექსპერტთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოები დადებითად არიან განწყობილი სახელმწიფოებრივი კრიპტოვალუტის მიმართ და წარადგინეს ინიციატივა - დაწესდეს ჯარიმები და ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა კრიპტოვალუტების გამოყენების გამო. გუნდმა, რომელიც შექმნილია ინდოეთის ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების საბჭოს, ინდოეთის სარეზერვი ბანკის მიერ, აღმოაჩინა, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ უცხოური კრიპტოვალუტების ინვესტირება მრავალრიცხოვანი ინვესტორების მიერ ინდოეთში ხდება. „ყველა ეს კრიპტოვალუტა არასუვერენული საზოგადოების მიერაა შექმნილი“ - ნათქვამია მოხსენებაში. „ამიტომ კომიტეტი თვლის, რომ კერძო კრიპტოვალუტები არ უნდა იყოს დაშვებული. ეს კრიპტოვალუტები ვერ შეასრულებს ვალუტის დანიშნულებას. კერძო კრიპტოვალუტები არ არის თავსებადი ფულის/ვალუტის ძირითად ფუნქციებთან, ამიტომაც ისინი ვერ ჩაანაცვლებს აუცილებელ ვალუტას. კომიტეტს აქვს შემოთავაზება - აიკრძალოს ყველა კერძო კრიპტოვალუტა“. მეორე მხრივ, მათი აზრით, RBI-ს მიერ შექმნილი კრიპტოვალუტა შესაძლოა ქვეყანას სასიკეთოდ წაადგეს და მარეგულირებლებმა უნდა განიხილონ შესაძლებლობა - შეიქმნას სუვერენული კრიპტოვალუტა. „კომიტეტი იძლევა რეკომენდაციას, რომ RBI-მ შეისწავლოს DLT სისტემების გამოყენების სარგებლიანობა უფრო სწრაფი და უსაფრთხო საგადასახადო ინფრასტრუქტურის შემუშავებისთვის, განსაკუთრებით კი ტრანსსასაზღვრო გადახდების მიმართულებით. კომიტეტს აქვს შემოთავაზება - შეიქმნას იაფი KYC სისტემა, რომელიც შეამცირებს დუბლირების აუცილებლობას ყველასთვის ინდივიდუალურად“. კომიტეტმა აღნიშნა გავრცელებული საბუღალტრო წიგნის (distributed ledgers) გამოყენების ფასეულობა და ხაზი გაუსვა, რომ იგი სასარგებლო იქნება თაღლითობის აღმოფხვრისა და გაუმართაობის თავიდან არიდებისათვის, თუკი ტექნოლოგიის დანერგვის მასშტაბი დიდი იქნება. ექსპერტების კომიტეტის მოსაზრება როგორ აისახება პრაქტიკაში, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა მათი რეკომენდაციები შეესაბამება კონსერვატორულ შეხედულებებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ათი წელი ციხე - ნაკლებსარწმუნო და უსამართლო ჩანს. შესაძლოა, ინდოეთის ხელისუფლებამ მალე აღმოაჩინოს, რომ კრიპტოვალუტას, ისევე როგორც ინტერნეტს, გააჩნია ზიანის თავიდან არიდების ტენდენცია. https://www.coindesk.com/indian-panel-proposes-ban-and-jail-time-for-cryptocurrency-use
      • 1
      • Like
  24. ახლა 2019 წლის მეორე კვარტლის დასასრულია და ჩვენი გუნდის მიერ გაწეულმა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო. პროექტი მიუახლოვდა ჩვენი Sidechain SDK-ის გამოშვების მომენტს, Horizen აკადემია განვითარებას იწყებს, გუნდი და ქომიუნითი ზრდას განაგრძობს. განსაკუთრებული მოვლენები ჩვენი შრომისმოყვარე, შესანიშნავი გუნდის წყალობით პროექტი წინ უსწრებს რამდენიმე დიდი რელიზს დღესდღეობით. ინჟინერია დეველოპერების გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია Horizen-ის საიდჩეინების კუთხით მიმდინარე კვარტალში. გუნდის წევრებმა მიაგნეს გზას - აემაღლებინათ ჩვენი საიდჩეინების ეფექტურობისა და წარმატების დონე. მესამე კვარტალში დაგეგმილი ალფა-რელიზი ანტრეპრენერებსა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს შექმნან აპლიკაციები ჩვენი უსაფრთო და საიმედო ინფრასტრუქტურის ბლოკჩეინის ბაზაზე. ბაზარზე ხდება ბლოკჩეინ-ტექნოლოგიისა და Zen-ის დანერგვა, რაც შესანიშნავ პერსპექტივას წარმოადგენს ჩვენი გუნდისათვის. მოდელი ახალ პოტენციალს შესძენს ჩვენს ნოუდების ოპერატორებს. ჩვენმა ფლაგმანურმა აპლიკაცია Sphere-მ ორი განახლება განიცადა, რის შედეგადაც დაემატა ახალი ფუნქციები, როგორებიცაა batch withdrawal და batch split, import of Arizen და Swing wallets. ახალი ფუნქციები ამჟამად იტესტება და ვიმდოვნებთ, რომ ისინი Sphere-ს მომდევნო განახლებაში დაემატება. საქმიანობის განვითარება ჩვენმა ბიზნესის განვითარების გუნდმა კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ბაზრის ათვისებას და ZEN წარადგინა სამ ახალ ბირჟაზე, რომელთა შორისაა Coinvest. ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა Horizen Labs-თან: ეს არის დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც დაკავებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიით და კომპანიებსა და ანტრეპრენერებს საშუალებას აძლევს გამოუშვან კონკრეტული პროდუქტებისთვის განკუთვნილი ბლოკჩეინი Horizen-ის საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ინფრასტრუქტურის საფუძველზე. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი პროექტისთვის, რადგანაც რელიზს ვუახლოვდებით. მარკეტინგი სასიამოვნოა, რომ ჩვენი გუნდი ლიდერებს შორისაა მიჩნეული ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებში. Rob Viglione, ჩვენი თანადამფუძნებელი, წარდგენილი იყო Nasdaq-ზე, Investing.com-სა და BlockTV-ზე. ჩვენმა გუნდმა ინტერვიუ ჩაწერა აგრეთვე Proof of Love Cast, Beards and Bitcoins-სა და სხვა მრავალთან. იმისათვის, რომ გაზრდილიყო ZEN-ის გამოყენების პრაქტიკულობა რეალურ ცხოვრებაში ვალუტის სახით, ჩვენ გამოვუშვით ახალი კატალოგი merchant directory. იგი ჩვენს მომხმარებლებს უმარტივებს იმ ორგანიზაციების მოძიებას, სადაც ZEN გამოიყენება. ჩვენი ქომიუნითისათვის განახლებების სწრაფად და მარტივად მიღებისთვის შევქმენით Horizen Live Stream მიმოხილვა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ჩვენი რეგიონალური მენეჯერი Angie Villarreal. ვიდეორგოლებში გადმოცემულია ყოველთვიური მოკლე მიმოხილვა და ეს ჩვენს ქომიუნითი წევრებს ეხმარება საქმის კურსში იყვნენ Horizen-თან დაკავშირებით. მარკეტინგის ჯგუფი არ არის ერთადერთი, ვინც ახალი კონტენტი დაამატა ქომიუნითისთვის. Horizen-ის რეგიონალურმა მენეჯერმა, Jonas Rubel-მა უფრო მეტი კონტენტი შესძინა Horizen აკადემიას. Horizen-ს პროგრესის ანგარიში Horizen-ის ეკოსისტემამ განახლებები განიცადა, რის შედეგადაც გაიზარდა ფუნქციონალურობა, უსაფრთხოება და გამოყენების მოსახერხებლობა. განახლებები მოიცავს: ZEN 2.0.17, რომელიც მოიცავს მთავარი პროტოკოლების გაუმჯობესებას; ნოუდების თრექინგის სისტემის განახლება; Sphere by Horizen-ის ორი განახლება; HORIZEN ქომიუნითი ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქომიუნითის მუდმივ ზრდას. ახალი წევრები გვიერთდებიან და გვსურს მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი წევრების მიმართ, ვინც სხვადასხვა სახით არის ჩართული პროექტში და ეხმარება ჩვენი გუნდის ახალ წევრებს. 2019 წლის პირველი კვარტლის მიღწევების შეჯამება: ტექნოლოგია მთავარი პროგრამული უზრუნველყოფა ZEN 2.0.17-ის განახლება; საჯარო რეპოზიტორობაზე გადასვლა; Sphere by Horizen-ის ორი განახლება; ახალი გაცვლითი ბირჟები ZEN წარმოდგენილია ბირჟაზე Coinvest; კიდევ ერთი ახალი ბირჟა Criptofacil; ZEN ირიცხება Blox.io-ს სიაში; ZEN ირიცხება Beaxy-ს სიაში. პარტნიორობა და ინტეგრაცია პარტნიორობა Horizen Labs-თან. გუნდის ახალი წევრები Guiseppe Fusco – Java დეველოპერი; Daniele Di Benedetto – დეველოპერი. მარკეტინგი • საიტის ოპტიმიზაცია-გაუმჯობესება; საპრეზენტაციო ვიდეოები და ანგარიში ZenTrivia ყოველთვიური სიახლეებით; გამოშვებულ იქნა Horizen Merchant Directory - მერჩანტ-კატალოგი; მიმოხილვის ბლოგი Monthly Live Stream; Horizen-ის მარკეტს დაემატა ახალი პროდუქტები და დიზაინი. სხვა მიღწევები Horizen Academy-ს დაემატა ახალი კონტენტი; აღინიშნა Horizen-ის ორი წლის იუბილე; New Horizen საფრანგეთის მითაფი; New Horizen Georgia მითაფი. მედია-გაშუქებები BLOCKTV (11 აპრილი, 2019 წ.) „კვების ბლოკები: კონფიდენციალურობის ფლობა: (Power Blocks: The Preponderance of Privacy); Investing.com (16 აპრილი, 2019 წ.) „რამდენადაც კრიპტოვალუტები აღდგენას განიცდის, XBT პროვაიდერი უშვებს XRP-სა და აწარმოებს Litecoin“ (As Crypto Rebounds, XBT Provider Launches XRP And Litecoin Derivatives 97.85M UVMs) Proof of Lovecast (24 აპრილი, 2019) კრიპტო ცხოვრება Rob და Rosario-სთან ერთად, Horizen) Crypto Beadles (3 მაისი, 2019 წ.) Rob Viglione-ის ინტერვიუ Horizen-ს შესახებ Nasdaq (30 მაისი, 2019 წ.) სამხედრო ოფიცრის დასკვნები: „რა სახით წარმოადგენს კრიპტოვალუტა ვითარების დასტაბილურების გასაღებს ავღანეთში“. Beards and Bitcoins Podcast (31 მაისი, 2019 წ.). კონფიდენციალურობის საკითხები Horizen-სა და Horizen Labs-ში; Trader Cobb Podcast (14 ივნისი, 2019 წ.) Horizen-თან უფსკრულის ამოვსება. Horizen მსოფლიოს მასშტაბით Horizen-ის გუნდი არ ჩერდება. ჩვენ 18 ღონისძიება ჩავატარეთ თორმეტ ქვეყანაში: Horizen & SFL Meetup – კადუნა, ნიგერი. “Blockchain Bootcamp” Politecnico di Milano – მილანი, იტალია. 2nd ZKProof Workshop – ბერკლი, კალიფორნია. IOHK Summit 2019 – მაიამი, ფლორიდა.  La CryptoPinte Meetup – სტრასბურგი, საფრანგეთი. Horizen Meetup – ვალენსია, ვენესუელა. Intl. Cyber Security Festival – თბილისი, საქართველო. Meetup at Crypto Café – თბილისი, საქართველო. Consensus 2019 – ნიუ-იორკი, აშშ. Bosch Connected Experience Hackathon – ბერლინი, გერმანია. Horizen Meetup – ნიუ-იორკი, აშშ. Horizen Meetup – სიდნეი, ავსტრალია. Horizen Meetup – ლაგოსი, ნიგერია. Blockchain Dev Conference – Chongqing, ჩინეთი. Horizen Meetup – ბოგოტა, კოლუმბია. Blockchain Hotel Conference – ესსენი, გერმანია.  Zcon1 Annual Privacy Conference სპლიტი, ხორვატია. Horizen Meetup -თბილისი, საქართველო. https://blog.horizen.global/on-the-rise-horizen-q2-2019-review/
      • 1
      • Like
  25. კერძო კომპანია Beijing Starcraft Glory-მ წარმატებით განახორციელა რაკეტა SQX-1 Y1-ის გაშვება კოსმოსში. შესაბამისად, ამ მოვლენამ კომპანიას საშუალება მისცა გამხდარიყო ქვეყანაში პირველი კერძო კომპანია, რომელმაც შეძლო რაკეტის გაშვება. რაკეტა SQX-1 Y1-მ ორბიტაზე 300 კმ სიმაღლეზე გაიტანა ორი თანამგზავრი. ოთხნაწილიანი რაკეტა SQX-1 Y1 დღესდღეობით ფლობს ყველა მეტი ტვირთის აწევის საშუალებას კერძო კომპანიების მიერ წარმოებულ ჩინურ რაკეტებს შორის. მისი სიგრძე 20.8 მეტრს შეადგენს, დიამეტრი - 14.4-ს. რაკეტას შეუძლია კოსმოსში გაიტანოს 260 კილოგრამი სასარგებლო მასა. ჩინურ კერძო კომპანიებს ამ დრომდეც ჰქონდათ მცდელობა გაეშვათ კოსმოსური რაკეტა, თუმცა მათი მცდელობები წარუმატებელი იყო. 2019 წლის გაზაფხულზე კერძო კომპანია OneSpace-მა სცადა რაკეტა OS-M-ის გაშვება, თუმცა სტარტის დაწყებისას მოხდა ავარია და შუძლებელი აღმოჩნდა დაგეგმილი მისიის შესრულება. https://hightech.fm/2019/07/25/sqx-1-y1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.