-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
უკვე რამდენიმე დღეა ინტერნეტში ვრცელდება ხმები NVIDIA Super ვიდეო ბარათების შესახებ, რომლებიც „მწვანე გიგანტმა“ მიმდინარე თვეში უნდა წარადგინოს. გრაფიკული პროცესორების გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია, ასევე, გამოცხადდა ისიც, რომ ახალ სერიაში შევა რამდენიმე მოდელი, რომლებიც აგებული იქნება აბსოლუტურად ახალ ვიდეოჩიპებზე. ამ დრომდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ Super სერიაში შევიდოდა მხოლოდ სამი ვიდეო ბარათი: GeForce RTX 2060 Super, GeForce RTX 2070 Super და GeForce RTX 2080 Super. რესურს WCCFTech-ის ინფორმაციით კი კალიფორნიული კომპანია კიდევ ორ მოდელს წარადგენს - ესენია GeForce RTX 2080 Ti Super და GeForce RTX 2070 Ti Super. GPU-ების ზუსტი დასახელებები ჯერჯერობით არ გახმაურებულა, ცნობილია ის, რომ ისინი წარმოდგენილნი იქნება ნაკადური პროცესორების გაზრდილი რაოდენობებით და ექნებათ GDDR6 ტიპის მეხსიერება. საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს ოვერქლოქინგის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, TDP-ის დონე სავარაუდოდ 300-ვატიან ნიშნულს გადააჭარბებს. NVIDIA GeForce RTX 2080 Super-ს ექნება 11 გბ ვიდეომეხსიერება და GeForce RTX 2080 ბარათზე გაცილებით მეტი ნაკადური პროცესორი. NVIDIA GeForce RTX 2070 Ti Super წარმადობით აღმატებული იქნება GeForce RTX 2070 ბარათზე, თუმცა ჩამორჩება GeForce RTX 2080 Super-ს. მას ექნება 8 გბ მეხსიერება და ფასი - დაახლოებით 400 დოლარი. პირველი სამი მოდელის პრემიერა 21 ივნისს შედგება, დანარჩენი ორი, Ti-ვერსის წარდგენა კი - გაცილებით გვიან. და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ NVIDIA GeForce RTX 2060 Super-სა და GeForce RTX 2070 Super ბარათებს ექნება 8 გბ ვიდეომეხსიერება და ისინი აგებული იქნება იმავე გრაფიკულ ჩიპებზე, რომლებზეც GeForce RTX 2070 და GeForce RTX 2080, შესაბამისად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/27433/pervaja-informacija-o-videokartah-nvidia-geforce-rtx-2080-ti-super-i-geforce-rtx-2070-ti-super-s-novymi-gpu-data-vyhoda-modelej-serii-nvidia-super-uzhe-izvestna
-
- 1
-
-
ილონ მასკის თქმით კომპანია შეიძლება დაკავდეს იმ ტიპის სასარგებლო წიაღისეულის ძიებით, რომელიც გამოიყენება ელექტრომობილებისათვის განკუთვნილი ბატარეების წარმოებაში. საწარმოო ხაზის გაფართოებასა და წარმოების ზრდის შესახებ საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც მასკმა ისაუბრა ელექტრო პიკაპის შექმნის გეგმაზე და მიზნად დაისახა - დაიწყოს ელექტრო სატვირთო Class 8-ის წარმოება 2020 წლამდე. მასკმა განაცხადა, რომ კომპანიის გეგმები დამოკიდებულია Tesla-ს შესაძლებლობებზე - აწარმოოს დიდი ოდენობით ლითიუმ-იონური ელემენტები. „აზრი არ აქვს პროდუქტის სირთულეზე მუშაობას, თუკი ბატარეები არ გვყოფნის“ - თვლის მასკი. – „ეს არის სირთულე, რომელსაც მოგება არ მოაქვს“. Tesla-ს უზარმაზარი ქარხანა სპარკსში, ნევადაში, აშენდა აკუმულატორების გლობალური მოცულობის გაფართოებისა და ელექტრომობილებზე ფასების შემცირების მიზნით. ეს ქარხანა, Gigafactory 1, აწარმოებს ელექტროძრავებსა და აკუმულატორებს Model 3-ისთვის, ასევე იწარმოება ენერგიის წყაროები - Powerwall და Powerpack. ამ პროექტის უმთავრესი პარტნიორია Panasonic, რომელიც ლითიუმ-იონურ ბატარეებს ამზადებს. შემდეგ კი სწორედ ამ ბატარეებით იწყობა Tesla-მობილების აკუმულატორები. როგორც კი კომპანია წარმოებას გაზრდის „მეტად მაღალ დონემდე, იგი დაიწყებს ვარიანტის განხილვას - ჩაერთოს სამთო-მომპოვებელი საქმიანობის ჯაჭვში“ - აცხადებს მასკი. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალურად სწრაფი მასშტაბირება“. ნიკელის, სპილენძის, ლითიუმისა და მათთან დაკავშირებული მინერალების მიწოდების პრობლემა რომ არსებობს, უკვე დიდი ხანია ფაქტია. გასულ თვეში Tesla-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია ელის ხსნებული მინერალების გლობალურ დეფიციტს ახლო მომავალში. https://hi-news.ru/auto/tesla-elektricheskix-batarej.html
-
კომპანია Corsair-მა წარადგინა გეიმინგ-კლასის დესკტოპ-სისტემა Vengeance 5189, რომელიც განთავსებულია საკმაოდ კომპაქტურ კორპუსში. მოწყობილობის საფუძველს წარმოადგენს Micro-ATX ფორმატის დედა დაფა Intel Z390 ლოგიკის ნაკრებით. გამოყენებულია პროცესორი Intel Core i7-9700K Coffee Lake: იგი მოიცავს რვა გამომთვლელ ბირთვს ტაქტის სიხშირით - 3.6 გჰც (ტურბო რეჟიმში - 4,9 გჰც). გაგრილებისათვის განკუთვნილია თხევადი გაგრილების სისტემა. კომპიუტერის გაბარიტები შეადგენს 395 × 280 × 355 მილიმეტრს. კორპუსი თეთრი ფერისაა და აქვს ნაწრთობი მინის პანელები, რომელთა მიღმა ჩანს კომპიუტერის შიდა სივრცე და კომპონენტები. მოწყობილობას აქვს 32 გბ ოპერატიული მეხსიერება - Corsair Vengeance RGB Pro DDR4-3000. მონაცემთა შენახვაზე პასუხისმგებელია 960 გიგაბაიტიანი სწრაფი M.2 NVMe SSD. გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შედის მძლავრი დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2080. გეიმინგ-სადგურის არსენალშია ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet, Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2 უსადენო კავშირის ადაპტერები, პორტები - USB 3.1 Gen 2 (Type-A და Type-C), USB 3.1 Gen 1, HDMI და ა.შ. კომპიუტერში დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Home. Corsair Vengeance 5189-ის ფასი 2800 აშშ დოლარს შეადგენს. https://3dnews.ru/989008
-
- 1
-
-
ჩინურმა კომპანია Huawei-მ გამოუშვა 1 მლნ ერთეული სატესტო სმარტფონების პარტია, რომელთაც პროგრამულ საფუძვლად უდევს მისივე წარმოების ოპერაციული სისტემა. ამგვარი ქმედება წარმოადგენს ნაბიჯს, რომლითაც კომპანია ცდილობს მოახდინოს ამერიკის ხელისუფლების მიერ გატარებული შეზღუდვის შედეგების კომპენსირება. სააგენტო Rosenblatt Securities-ის ინფორმაციით, ხსენებული სმარტფონების პარტია ტესტირებაზეა გაგზავნილი. ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება ეს მოწყობილობები ბაზარზე თუ ისინი ჯერ მხოლოდ შიდა ტესტირებისა და საწარმოო პროცესის შემოწმებისთვისაა განკუთვნილი. კომპანიის მოხსენებაში ნათქვამია, რომ Huawei-ს მობილური ოპერაციული სისტემა თავსებადია ყველა Android-აპლიკაციასთან. აგრეთვე აქვს „პირადი მონაცემების უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებული შესაძლებლობები“. ამ დრომდე Huawei-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კომპანიის კუთვნილი ოპერაციული სისტემა სამომხმარებლო ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნებოდა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ან მომდევნო წლის გაზაფხულზე. სისტემა HongMeng, ასევე ცნობილი, როგორც Ark OS, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მობილურ გაჯეტებში, კომპიუტერებში, ტელევიზორებში, ავტომობილებში და სხვ. ამერიკის მხრიდან აკრძალვის გადავადების მიუხედავად ჩინური გიგანტი არ აპირებს მოიცადოს და აქტიურად წინ სწევს საკუთარ პროგრამულ პლატფორმას. პორტალ Huawei Central-ის მონაცემებით, კომპანიამ უკვე დააპატენტა HongMeng-ის სავაჭრო ნიშანი ჩინეთში, კანადაში, სამხრეთ კორეაში, მექსიკასა და ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში. https://3dnews.ru/989005
-
AMD-მ ოფიციალურად წარადგინა 16-ბირთვიანი Ryzen 9 3950X
Magdalena posted a topic in AMD & დედა დაფები
ღონისძიება Next Horizon Gaming-ზე კომპანია AMD-ის ხელმძღვანელმა Lisa Su-მ წარადგინა კიდევ ერთი პროცესორი, რომელიც შეავსებს მესამე თაობის Ryzen-პროცესორების რიგს. ამ CPU-ს აქვს 16 ბირთვი Zen 2 და AMD-ის ხელმძღვანელობის თქმით, იგი იქნება მსოფლიოში პირველი გეიმინგ-პროცესორი ამ რაოდენობის გამომთვლელი ბირთვების არსენალით. 12-ბირთვიანი Ryzen 9 3900X პროცესორის მსგავსად, ახალი Ryzen 9 3950X მოდელიც დაფუძნებულია 7-ნანომეტრიან ორ ჩიპლეტზე (თითო რვაბირთვიანი). ამის წყალობით 16-ბირთვიან მონსტრში უპრობლემოდ იქნება გამოყენებული ისეთივე Socket AM4-ეკოსისტემა, როგორიც მესამე თაობის Ryzen-ს სხვა პროცესორებს გააჩნია. ცხადია, AMD-მა აღარ გადადო თავისი ყველაზე მძლავრი შეიარაღების წარდგენა და ყველა კოზირი თავიდანვე გაამხილა: საზოგადოებას შესთავაზა პროცესორი მასიური პლატფორმებისათვის, რომელიც ბირთვების რაოდენობით ორჯერ აღემატება Intel-ის ანალოგიური კლასის გადაწყვეტილებას. პროცესორი Ryzen 9 3950X გაყიდვაში სხვა მოდელებთან შედარებით გვიან გამოვა. 6, 8 და 12-ბირთვიანი დესკტოპ-სერიის Ryzen 3000 პროცესორები 7 ივლისიდან გაიყიდება, 16-ბირთვიან ფლაგმანს კი სექტემბერში უნდა ველოდოთ. მისი ფასი, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტად მაღალია - 749 აშშ დოლარი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Ryzen 3000 სერიის პროცესორებს კანონზომიერი ფასები აქვთ - თითო ბირთვზე პლუს 40-50 დოლარი, ასე რომ Ryzen 9 3950X მოდელის ფასიც ექვემდებარება ამ კანონზომიერებას. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფლაგმანური პროცესორის მახასიათებლები: ბირთვების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად არ არის გამოწვეული ზღვარგადასული სითბოს გამოყოფა: ამ პროცესორსაც 105-ვატიანი სითბური პაკეტი აქვს ისევე, როგორც 8-ბირთვიან Ryzen 7 3800X-სა და 12-ბირთვიან Ryzen 9 3900X-ს. 16-ბირთვიანი და 32-ნაკადიანი Ryzen 9 3950X პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე იქნება 3,5 გჰც, რაც 300-400 მეგაჰერცით ნაკლებია Ryzen 7 3800X-ისა და Ryzen 9 3900X მოდელების სიხშირეეებზე. სამაგიეროდ Turbo რეჟიმში მისი სიხშირის მაჩვენებელი - 4,7 გჰც - 100-200 მჰც-ით მეტი იქნება მესამე თაობის Ryzen-პროცესორების ყველა მოდელისაზე. ბირთვი/ ნაკადი საბაზისო სიხშირე/ გჰც Турбо სიხშირე/გჰც L2-Cache, მბ L3-Cache, მბ TDP, ვატი ფასი გაყიდვის თარიღი Ryzen 9 3950X 16/32 3,5 4,7 8 64 105 $749 სექტემბერი Ryzen 9 3900X 12/24 3,8 4,6 6 64 105 $499 7 ივლისი Ryzen 7 3800X 8/16 3,9 4,5 4 32 105 $399 7 ივლისი Ryzen 7 3700X 8/16 3,6 4,4 4 32 65 $329 7 ივლისი Ryzen 5 3600X 6/12 3,8 4,4 3 32 95 $249 7 ივლისი Ryzen 5 3600 6/12 3,6 4,2 3 32 65 $199 7 ივლისი 16-ბირთვიანი მოდელის წარდგენას კომპანია AMD-მა ოვერქლოქინგ-შოუს ელემენტებიც დაუმატა: თხევადი აზოტის გამოყენებით AMD-ის გუნდმა შეძლო მისი 5375 მეგაჰერცამდე აჩქარება და Cinebench R20-ზე მიიღო წარმადობის შესანიშნავი მაჩვენებელი - 12 167 ქულა: ეს აბსოლუტური რეკორდია 16-ბირთვიან პროცესორებში. მასთან მიახლოებული შედეგი - 5,3 გჰც აქვს დაფიქსირებული Core i9-7960X-ს, თუმცა AMD-ის ფლაგმანი მასზე 12%-ით სწრაფი აღმოჩნდა. https://3dnews.ru/988943 -
მოლოდინის შესაბამისად, კომპანია Microsoft-მა დააანონსა ახალი კონსოლი - Project Scarlett. დასახელება ჯერჯერობით პირობითია, ოფიციალური სახელი და კონსოლის გარეგნული დიზაინი კვლავ საიდუმლოდ რჩება და ცნობილი გახდება მომდევნო E3 გამოფენაზე. კონსოლის გამოსვლის თარიღია 2020 წლის შობა-ახალი წლის პერიოდი. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი კონსოლი Xbox One X-ზე ოთხჯერ მძლავრია. უკვე დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ იგი დაფუძნებულია AMD-ის სპეციალური შეკვეთით დამზადებულ პროცესორზე (პროცესორი შექმნილია Zen 2 არქიტექტურის ბაზასა და Navi ვიდეოჩიპზე). კონსოლში წარმოდგენილი იქნება სუპერსწრაფი SSD და დიდი მოცულობის ოპერატიული/ვიდეო მეხსიერება. როგორც ცნობილია, მოწყობილობას ექნება წამში 120 კადრისა და 8K ფორმატის, აგრეთვე Ray-Tracing-ის მხარდაჭერა. საწყის თამაშად, ე.წ. "launch title"-ად წარმოდგენილია Halo Infinite. თამაშის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, Microsoft-მა ინფორმაციის ნაწილი სამომავლოდ შემოიტოვა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი ხელმისაწვდომი იქნება Xbox One-სა და პერსონალურ კომპიუტერებზეც. https://overclockers.ru/blog/NePushkin/show/27340/microsoft-anonsirovala-konsol-novogo-pokolenija-i-pervuju-igru-dlja-nejo
-
- 1
-
-
კომპანია Biostar მალე დაიწყებს B365MHC დედა დაფის გაყიდვას, რომელიც განკუთვნილია Intel-ის საწყისი დონის პლატფორმაზე აწყობილი დესკტოპ კომპიუტერების დაკომპლექტებისთვის. დედა დაფაში გამოყენებულია Intel B365 ლოგიკის ნაკრები: დაშვებულია მერვე და მეცხრე თაობის Intel Core პროცესორების დაყენება Socket 1151-ის შესრულებით და 95 ვატამდე სითბური პაკეტით. დაფას აქვს 32 გიგაბაიტიანი DDR4-1866/2133/2400/2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა ორ, 16 გიგაბაიტიან მოდულად. მონაცემთა შენახვის ქვესისტემაში შესაძლებელია გაერთიანდეს ოთხი დრაივერი SATA 3.0 ინტერფეისითა და М.2 ფორმ-ფაქტორის SSD მოდული. PCIe 3.0/2.0 x16 სლოტში შესაძლებელია დაყენდეს დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი. ხელმისაწვდომია აგრეთვე ორი PCIe 3.0 x1 სლოტი დამატებითი ბარათებისთვის. ქსელური კავშირის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია გიგაბიტური კონტროლერი Realtek RTL8111H. აუდიო ქვესისტემის შემადგენლობაში გამოყენებულია მრავალარხიანი კოდეკი Realtek ALC887. დედა დაფა შეესაბამება MicroATX ტიპს: მისი გაბარიტები შეადგენს 177 × 228 მილიმეტრს. ინტერფეისების პანელი მოიცავს შემდეგ კონექტორებს: კლავიატურისა და მაუსისთვის განკუთვნილი PS/2, HDMI პორტები, D-Sub, USB 3.0 (×4) და USB 2.0 (×2), ქსელური სადენის ბუდე და აუდიოკონექტორი. https://3dnews.ru/988911
-
კონფერენცია Xbox E3 2019-ზე Microsoft-მა წარადგინა პერსონალური კომპიუტერებისათვის განკუთვნილი Xbox Game Pass-ის ფასები და საწყისი კომპლექტი. სერვისი უკვე გაშვებულია ბეტა-ტესტირების სახით და მოიცავს არაუმცირეს 10 თამაშისა. სერვისის ღირებულება 9,99 აშშ დოლარია (გარკვეული პერიოდის მანძილზე კი 4,99 დოლარი ეღირება). PC ვერსიის Xbox Game Pass-ის ბეტა ტესტირებაში მონაწილე პირებს შეუძლიათ Microsoft-ის ვებ-გვერდზე -> http://bit.ly/2I5JBHE გამოიწერონ სერვისი 1 დოლარად (პირველი თვის გასვლის შემდეგ ფასი 5 დოლარი გახდება). ამ დროისათვის სერვისის შემადგენელ ნაწილად დადასტურებულია შვიდი უკვე გამოსული და სამი მომავალი პროექტი, ესენია: Halo: The Master Chief Collection, Gears 5 და Ori and the Will of the Wisps. საერთო ჯამში კი Microsoft მომხმარებლებს ჰპირდება ასზე მეტი უმაღლესი ხარისხის თამაშისაგან შემდგარ ბიბლიოთეკას. PC Xbox Game Pass-ში დადასტურებული თამაშების ჩამონათვალი ასეთია: Halo: The Master Chief Collection (მალე გამოვა); Gears 5 (მალე გამოვა); Ori and the Will of the Wisps (მალე გამოვა); Forza Horizon 4; Hello Neighbor; Hellblade: Senua’s Sacrifice; Sea of Thieves; State of Decay 2; We Happy Few; Ark Survival Evolved; Imperator: Rome; Football Manager 2019. შეგიძლიათ Microsoft Store-ში იხილოთ PC თამაშები მონიშვნით - „Game Pass“ - ხარისხიანი შემოთავაზებების არჩევანი უკვე არც ისე მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე პროექტი მოძველდა. Microsoft-მა შეთანხმება გააფორმა Bethesda Softworks-თან, Deep Silver-თან, Devolver Digital-თან, Paradox Interactive-სა და Sega-სთან - შედეგად მათი პროდუქტები გამოჩნდება PC Xbox Game Pass სერვისში. ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ გახლავთ. Microsoft-მა მიმდინარე წლის დასაწყისში წარადგინა Xbox Game Pass Ultimate, რომელიც ყველა უპირატესობას ანიჭებდა Xbox Live Gold-სა და Xbox Game Pass-ს. აქამდე ეს სერვისი ბეტა-ტესტირების რეჟიმში იმყოფებოდა, ამჯერად კი Microsoft უკვე მზად არის იგი ყველასთვის ხელმისაწვდომად აქციოს. შესაბამისად, მისი ყოველთვიური გამოწერის შემთხვევაში მომხმარებლები 14,99 დოლარად მიიღებენ სამივე სერვისის - Xbox Live Gold-ის, Xbox Game Pass-ისა და PC Xbox Game Pass-ის უპირატესობებს. დამატებითი ბონუსის სახით სერვისის გამომწერები მიიღებენ 20%-მდე ფასდაკლებას Xbox Game Pass-ის ბიბლიოთეკაში არსებულ თამაშებზე და 10%-მდე - შეღავათს სხვადასხვა კონტენტზე. https://3dnews.ru/988902
-
Amazon-ი დამსახურებულად შედის ონლაინ-ვაჭრობის სფეროს მსოფლიო ლიდერების რიცხვში. თუმცა მის ჯერ კიდევ განუხორციელებელ გეგმაში შედის ასათვისებელი მიმართულება - მოდა. იმისათვის, რომ ამ მეტად მომგებიან ბაზარზე შეაღწიოს, კომპანიამ შეიმუშავა ახალი ინსტრუმენტი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე - ეს არის StyleSnap, რომელიც მსურველებს დაეხმარება შესაფერისი ტანსაცმლის შერჩევაში. StyleSnap პრაქტიკულად Shazam-ია ტანსაცმლისათვის და იგი ინტეგრირებულია Amazon-ის მობილურ აპლიკაციაში. საკმარისია მომხმარებელმა გადაიღოს ფოტო და ატვირთოს საჭირო პროდუქტის ამსახველი კადრი, რომ StyleSnap მანქანური სწავლების ტექნოლოგიის მეშვეობით მაშინვე შესთავაზებს Amazon-ის ასორტიმენტში არსებულ მსგავს პროდუქციას. StyleSnap-ის ამოქმედება იმის მტკიცებულებაა, რომ Amazon-ს მტკიცედ აქვს გამიზნული - გახდეს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე მოდის სამყაროში და ამისათვის ფსონს დებს ხელოვნური ინტელექტის შემუშავების საკუთარ გამოცდილებაზე. https://www.techcult.ru/technology/6896-amazon-zapuskaet-shazam-dlya-odezhdy
-
გეიმერულმა ბრენდმა ASUS Republic of Gamers-მა (ROG) წარადგინა ახალი 4K მონიტორი ROG Swift PG27UQX. აღსანიშნავია, რომ იგი Swift PG27UQ მოდელის შთამომავალია და მისი ღირსებებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს NVIDIA G-Sync Ultimate ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ეკრანის კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცია, ზომით 27-დუიმიანია, გვერდების შეფარდება კი აქვს 16:9-ზე. დისპლეი დამზადებულია IPS ტექნოლოგიით, მისი გაფართოება 3840x2160 პიქსელია, რაც შეესაბამება 4K UHD ფორმატს. მატრიცას ზონებად დაყოფილი განათება აქვს, რომელიც 2300-ზე მეტი მინიატურული LED ნათურებისგან შედგება. ამგვარი გადაწყვეტილების წყალობით შესაძლებელია ლოკალურად ჩამუქდეს ეკრანის გარკვეული სივრცეები და მიღწეულ იქნას რეალისტური მუქი ფერი, მაგალითად ჩრდილები, მაღალი კონტრასტულობა, HDR ეფექტის რეალიზება. კვანტური პიქსელების ტექნოლოგიის წყალობით მიღწეულია 97%-იანი DCI-P3 ფერების ფლობა და 99% Adobe RGB. მიუხედავად იმისა, რომ მონიტორი სითბოს მცირე გამოყოფით ხასიათდება, აქვს ორი ვენტილატორისაგან შემდგარი, კომპონენტების გაგრილების აქტიური სისტემა: ვენტილატორების ბრუნვის რეგულირება შესაძლებელია თავად მონიტორის მეშვეობით, ამასთან, სისტემას გააჩნია ბრუნვის ავტომატური კონტროლი რაც შეიძლება ეფექტური რეჟიმის უზრუნველყოფისათვის. მონიტორის შემქმნელებმა არც ესთეტიკური მხარე დაივიწყეს: მიმზიდველი გეიმერული დიზაინის პარალელურად მოცემულია RGB-განათებაც, რომელსაც აქვს სხვა მოწყობილობებთან სინქრონიზაციის მხარდამჭერი ტექნოლოგია Aura Sync. ინტერფეისებიდან მონიტორზე ხელმისაწვდომია DisplayPort 1.4, HDMI 2.0, USB 3.0 და სტანდარტული 3.5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი გეიმინგ-ჰედსეტისათვის. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/27290/asus-predstavila-4k-monitor-dlja-gejmerov-rog-swift-pg27uqx
- 1 reply
-
- 1
-
-
აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ განაცხადა ახალი გეგმის შესახებ, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება. გეგმა მნიშვნელოვნად გააფრთოებს კოსმოსურ სადგურზე წვდომას კომერციული კომპანიებისა და კერძო კოსმონავტებისთვის. NASA უკვე იძლევა ნებართვას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გარკვეული კვლევების ჩატარებაზე, ამჯერად კი სააგენტომ განაცხადა, რომ აფართოებს შესაძლებლობებს კომპანიებისათვის, რათა „ინოვაციებმა და გამომგონებლობამ შეძლოს დააჩქაროს საწარმოო განვითარება დედამიწის ახლო ორბიტაზე“. NASA-ს კონცეფცია ხუთი ნაწილისგან შედგება და ერთ-ერთია საშუალების მინიჭება კერძო ასტრონავტებისვის - განახორციელონ კომერციული და მარკეტინგული ღონისძიებები კოსმოსურ სადგურზე. ყოველ წელს ორი კერძო კოსმონავტი შეძლებს დარჩეს კოსმოსურ სადგურზე 30 დღის მანძილზე იმ პირობით, რომ ისინი იქამდე მიაღწევენ კომერციული ამერიკული კოსმოსური რაკეტის მეშვეობით, მაგალითად, SpaceX-ის ან Boeing-ის რაკეტით, რაშიც ისინი დღეში 35 ათას დოლარს გადაიხდიან. ამ გადასახადით მოხდება NASA-ს ხარჯების კომპენსირება. ანგლო-ამერიკელმა ანტრეპრენერმა, Richard Garriott-მა 2008 წელს 30 მლნ გადაიხადა იმისათვის, რომ ორი კვირა გაეტარებინა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. იგი NASA-ს ახალ გადაწყვეტილებას უწოდებს კოსმოსურ სფეროში ამერიკის პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას. Garriott ერთ-ერთია იმ შვიდი პირიდან, რომლებიც კოსმოსურ სადგურზე კერძო პირის სტატუსით იმყოფებოდნენ. მისი თქმით ათი წლის წინ NASA აქტიურად ეწინააღმდეგებოდა კოსმოსურ ობიექტზე მათ არსებობას. Garriott-ის აზრით კოსმოსის კომერციალიზაცია ბიძგს მისცემს იმ კვლევებს, რომლებიც აუცილებელია ასტრონავტების შორეულ კოსმოსში გაშვებისათვის, აგრეთვე ხელს შეუწყობს კოსმოსურ სადგურზე ყოფნისას კომფორტის დონის ამაღლებას. „საკვები არ არის მიმზიდველი, ასევე ფაქტობრივად არ არსებობს პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები“ - აღნიშნა მან და განაცხადა, რომ ამ ორ საკითხში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ვითარება კომერციული ინოვაციების წყალობით. https://3dnews.ru/988841
-
კოსმოსური სააგენტო (ESA) ქმნის ახალ კაფსულას, რომელიც განკუთვნილია სამეცნიერო და ტექნოლოგიური აღჭურვილობის კოსმოსში წასაღებად. Space Rider აიწყობა სააგენტოს ექსპერიმენტალური სატრანსპორტო საშუალების, IXV-ის პროექტის საფუძველზე, რომელმაც 2015 წელს წარმატებით განახორციელა პირველი ფრენა და გაიარა ტესტირება მეორედ გაშვების მზადყოფნაზე. კაფსულას აქვს სატვირთო განყოფილება, რომელშიც შესაძლებელია მოთავსდეს 800 კილოგრამამდე მყარი ტვირთი და ათას ორასი ლიტრი თხევადი მასა. განყოფილება გაიხსნება კოსმოსში კოსმოსურ სადგურთან ან ხომალდთან მიერთებისას, ტვირთისგან დაცლის შემდეგ კი უკან დედამიწაზე დაბრუნდება. დაგეგმილია, რომ პირველ გამოსაცდელ ფრენებს კაფსულა 2022 წელს განახორციელებს. წარმატებული გამოცდის შემთხვევაში კოსმოსური სააგენტო იმავე წელს გაუშვებს მას დედამიწის ორბიტაზე. მსგავრი რამ წარმატებით განახორციელა NASA-მაც - მან ორბიტაზე 105 ნანოთანამგზავრი გაუშვა. მცირე ზომის თანამგზავრები საშუალებას იძლევა გამოკვლეულ იქნას კავშირის ახალი შესაძლებლობები, აგრეთვე გაიზომოს და შესწავლილ იქნას ატმოსფეროს მდგომარეობა და მაგნიტური ველი. https://hightech.fm/2019/06/06/space-rider
-
დღესდღეობით თითქმის ყველა Android-სმარტფონი ბაზარზე გამოდის დაყენებული Facebook-აპლიკაციით. თუმცა კომპანია Huawei-ს ამგვარი პრივილეგია აღარ ექნება. რა თქმა უნდა, მიზეზი სავაჭრო ომსა და კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებში მდგომარეობს. გამომცემლობა Reuters იტყობინება, რომ Facebook-მა Huawei-ს აუკრძალა თავის სმარტფონებში წინასწარ Facebook-აპლიკაციის დაყენება. ეს ფაქტი წარმოადგენს ამერიკული პოლიტიკის გაგრძელებას - შეაფერხოს ჩინური მწარმოებელი. Facebook-თან ერთად წინასწარ აღარ იქნება დაყენებული აპლიკაციები - WhatsApp და Instagram. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საუბარი ეხება აპლიკაციის წინასწარ დაყენებას. Play Store-ში ხსენებული აპლიკაციები კვლავ ძველებურად იქნება ხელმისაწვდომი და მომხმარებლები შეძლებენ მათ ჩამოტვირთვას, დაყენებას და სარგებლობას ჩვეულებრივ. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთმა მცირე მოუხერხებლობამაც კი შესაძლოა Huawei-ს სმარტფონები ნაკლებად მიმზიდველი გახადოს მომხმარებლების თვალში. მეორე მხრივ, ზოგს ამგვარი რამ შეიძლება მოეწონოს კიდეც. მას შემდეგ, რაც აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ Huawei „შავ სიაში“ ჩასვა, ამერიკულ კომპანიებს აღარ შეუძლიათ მასთან თანამშრომლობა ხელისუფლების ნებართვის გარეშე. Intel-მა და Qualcomm-მა უკვე განაცხადეს, რომ Huawei-ს აღარ მიჰყიდიან მაკომპლექტებლებს. Google-მა კი უკან გამოითხოვა Android-ის ლიცენზია, რაც ართულებს Huawei-ს სამომავლო სმარტფონების წარმოებას. Facebook-ის წინასწარი დაყენების აკრძალვა უკვე ძალაში შედის და ყველგან ვრცელდება, მათ შორის ჯერ არგამოშვებულ სმარტფონებზეც. ჯერჯერობით უცნობია, მიბაძავენ თუ არა ამ მაგალითს სხვა სოციალური ქსელები და სერვისები. https://3dnews.ru/988807
-
კომპანია BenQ-მა წარადგინა მონიტორი Zowie XL2731, რომელიც შექმნილია სპეციალურად მომხმარებელთა იმ კატეგორიისათვის, ვინც გატაცებულია კომპიუტერული თამაშებით. ეკრანის დიაგონალის ზომა 27 დუიმს შეადგენს, გაფართოება 1920 × 1080 პიქსელია, რაც Full HD ფორმატს შეესაბამება. მონიტორის რეაქციის დრო 1 მილიწამია. კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცს აღწევს. სიკაშკაშე 320 კდ/მ2-ის ტოლია, კონტრასტულობა - 1000:1, დინამიური კონტრასტულობა კი - 12 000 000:1. მიერთებისათვის განკუთვნილია ციფრული ინტერფეისები - DVI-DL, HDMI 2.0 (×2) და DisplayPort 1.2. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორიც. მონიტორის სადგამი უზრუნველყოფს ეკრანის მდგომარეობის, დახრის კუთხის რეგულირებას: შესაძლებელია სიმაღლის შეცვლა, დახრილობის ცვლილება და მობრუნება. გარდა ამისა, შესაძლებელია პანელის დაყენება პორტრეტულ რეჟიმშიც. მონიტორს აქვს Low Blue Light ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს განათებაში ინტენსიური ლურჯი ფერის შემცირებას. შესაბამისად, მცირდება დატვირთვა თვალებზე და იხსნება დაღლილობა. Flicker-free სისტემის წყალობით ეკრანს არ ახასიათებს გამოსახულების ციმციმი. მონიტორში რეალიზებულია ფუნქცია Black eQualizer, რომელიც გამოსახულების ჩაბნელებულ სივრცეებს ხდის უფრო კონტრასტულსა და მკვეთრს, თუმცა არ ცვლის და ზედმეტად არ ანათებს გამოსახულების დანარჩენ ნაწილს. https://3dnews.ru/988811
-
კომპანია Boston Dynamics-ის რობოტები ბოლო წლებია რეგულარულად იქცევენ საზოგადოების ყურადღებას. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ კომპანია ემზადება პირველი კომერციული ქმნილების წარსადგენად. საუბარი ეხება ოთხფეხა რობოტს, სახელად Spot, რომელიც მალე გამოჩნდება გაყიდვაში. Boston Dynamics-ის გენერალურმა დირექტორმა Marc Raibert-მა განაცხადა, რომ ამ დროისათვის რობოტი Spot გამოცდას გადის რამდენიმე „გადასამოწმებელ კონცეფციაში“, მაგალითად, მისი ტესტირება ხდება ამანათების მიწოდებასა და გეოდეზიური სამუშაოების ჩატარებაში. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად რობოტის გაყიდვის ზუსტი თარიღის არარსებობისა, იგი უახლოეს თვეებში გამოვა ბაზარზე. ამ პერიოდის განმავლობაში რობოტი მასშტაბურ ტესტირებებს გაივლის და საბოლოოდ დასრულდება მის დიზაინზე მუშაობაც. Boston Dynamics-ის რობოტების დემონსტრირება მოხდა Amazon Re: MARS კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება მოწინავე რობოტექნიკას, მანქანურ სწავლებასა და კოსმოსის ათვისების საკითხებს. კომპანიის წარმომადგენლებმა აჩვენეს, თუ რამდენად მარტივადაა შესაძლებელი რობოტების მართვა D-pad კონტროლერის მეშვეობით. ეს ნიშნავს იმას, რომ რობოტის მართვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. კომპანიას მკაფიო წარმოდგენა აქვს, როგორი უნდა იყოს მისი რობოტები, თუმცა რთული სათქმელია, შეძლებს თუ ვერა Boston Dynamics სიცოცხლისუნარიანი ბიზნესის დაფუძნებას. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამჟამად მთავარი ამოცანა წარმოების გაფართოებაა. დღესდღეობით Boston Dynamics-ს 50 ერთეული რობოტი Spot აქვს, სამომავლოდ კი დაგეგმილია ყოველ წელს 1000 ეგზემპლარის წარმოება. რობოტი Spot-ის ფასი ჯერ არ გახმაურებულა, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლის თქმით მისი ღირებულება პროტოტიპის ფასზე ბევრად მცირე იქნება. https://3dnews.ru/988745
-
Google-მა დაპირებისამებრ გაასაჯაროვა დეტალები თავისი Cloud-გეიმინგ პლატფორმა Google Stadia-ს შესახებ. ვიდეოჟურნალ Stadia Connect-ის პირველ გამოშვებაში საზოგადოებას წარუდგინეს პირველი თამაშების, ფასებისა და იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც Stadia ხელმისაწვდომი იქნება. მაშ ასე, Stadia ამოქმედდება მიმდინარე წლის ნოემბერში პერსონალურ კომპიუტერებზე, Chromecast-ტელევიზორებსა და Pixel 3 თაობიდან მოყოლებულ Google-ის სმარტფონებში. Google Stadia-ს მხარდაჭერის მქონე პირველი თამაშების ჩამონათვალი ასეთია: Baldur’s Gate III Ghost Recon Breakpoint GYLT (ახალი თამაში RiME-ის შემქმნელებისგან) The Division 2 Destiny 2 Get Packed Dragon Ball Xenoverse 2 DOOM Eternal DOOM (2016) Rage 2 The Elder Scrolls Online Wolfenstein: Youngblood GRID Metro: Exodus Farming Simulator 19 Thumper Power Rangers: Battle for the Grid Samurai Shodown Final Fantasy XV Rise of the Tomb Raider Tomb Raider: Definitive Edition NBA 2K Borderlands 3 Mortal Kombat 11 Darksiders Genesis Assassin’s Creed: Odyssey Just Dance Trials Rising The Crew 2 ინტერნეტ-კავშირისათვის მინიმალური მოთხოვნაა სიჩქარე 10 მბიტი/წმ. ამგვარი კავშირისას მომხმარებლები შეძლებენ ითამაშონ 720p გაფართოებითა და სტერეო ხმოვანებით. მათ კი, ვისაც მეტი ხარისხი სურს, მაგალითად 1080p, HDR, 60 fps და 5.1-არხიანი ხმა - დასჭირდება 20 მბიტი/წმ სიჩქარე, 4K, HDR, 60 fps და 5.1-არხიანი ხმის მსურველებს კი - 35 მბიტი/წმ. Stadia-ში თამაშების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ცალკეულად, ასევე მომხმარებლები შეძლებენ გადაიხადონ ყოველთვიური გამოწერის საფასური. სერვისის ამოქმედების საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 9,99 დოლარიანი გამოწერა. სურვილის შემთხვევაში გეიმერები შეძლებენ შეიძინონ ე.წ. „დამფუძნებლის გამოცემა“ 129 აშშ დოლარად: მის შემადგენლობაში შევა სპეციალური გეიმპადი უნიკალური მოხატულობით, Chromecast Ultra, Destiny 2-ის ასლი, აგრეთვე სამთვიანი გამოწერა მყიდველისა და მისი მეგობრისთვის. თავდაპირველად Stadia ამოქმედდება შემდეგ 14 ქვეყანაში: აშშ, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ნიდერლანდები, იტალია, შვედეთი, ნორვეგია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, გერმანია, საფრანგეთი და ირლანდია, მოკლედ, თითქმის მთელ „დასავლეთში“. ყოველ მომდევნო წელს ქვეყნების ჩამონათვალი გაფართოვდება. https://overclockers.ru/softnews/show/97591/google-stadia-pervye-igry-ceny-strany-i-trebovaniya-k-soedineniju
-
- 2
-
-
ჩინეთსა და აშშ-ს შორის გამწვავებული სავაჭრო ომის ფაქტორიდან გამომდინარე ბევრი ანალიტიკოსი პროგნოზირებს ოპერატიულ მეხსიერებაზე ფასების მნიშვნელოვან ვარდნას. სავაჭრო პლატფორმა TrendForce-ის ცნობილმა ანალიტიკოსებმა ოფიციალურად შეცვალეს თავიანთი პროგნოზი DRAM ტიპის ოპერატიული მეხსიერების გაყიდვასთან დაკავშირებით. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი აიხსნება შემდეგით: კომპანია Huawei, რომელსაც ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობა აუკრძალეს, თავისი პროდუქტების მიწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. თუკი ერთხელაც მოხდება ისე, რომ Huawei გადაწყვეტს დაწიოს პროცენტი თავისი პროდუქციის მიწოდებაზე, ტექნოლოგიური ბაზარი მნიშვნელოვნად შევიწროვდება სმარტფონების გაყიდვებთან ერთად. DRAM ტიპის ოპერატიული მეხსიერების მომწოდებლებისათვის კი ეს ნიშნავს შემდეგს: ისედაც პატარა და არამდგრადი მოთხოვნა მსგავს ტიპზე იქამდე მივა, რომ გაყიდვები ზარალზე წავა. აღსანიშნავია ის, რომ ამავე ანალიტიკოსების მიერ გაკეთებული წინა პროგნოზიც DRAM მეხსიერებაზე ფასების 15-20%-იან კლებას ეხებოდა. ჯერჯერობით ოპერატიულ მეხსიერებაზე მოთხოვნა უჩვეულოდ დიდია. 2019 წელს ანალიტიკოსები არ ელიან ფასების აღდგენას, მათი აზრით ეს მხოლოდ 2020-2021 წლებში მოხდება. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/27243/po-prognozu-analitikov-ceny-na-ozu-silno-upadut
-
- 1
-
-
შვეიცარიის ბანკმა და 13-მა სხვა ფინანსურმა კომპანიამ, რომელთა შორისაა აშშ-ის, ევროპისა და იაპონიის მსხვილი ბანკები, შექმნეს ახალი კომპანია, რომელიც უხელმძღვანელებს ციფრული ვალუტის განვითარებას - იტყობინება Wall Street Journal. ეს პროექტი შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ამბიციური და რეზონანსული ბლოკჩეინ-პროექტი მსოფლიოში. ალიანსში შემავალმა ფინანსურმა კომპანიებმა ერთობლივად 63 მლნ აშშ დოლარი ჩადეს ხსენებულ საქმიანობაში. საბანკო ტოკენის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილია. პროექტი გულისხმობს ციფრული ვალუტის შექმნას ბლოკჩეინის ბაზაზე. WSJ ტოკენს აღწერს, როგორც „ერთსა და იმავე დროს საგადახდო საშუალებაც და მესენჯერიც, რომელიც ატარებს მთელ იმ ინფორმაციას, რაც აუცილებელია გარიგების შესრულებისათვის“. იგი გამყარებული იქნება ბანკების მიერ კონტროლირებადი ფიატ-ფულით. ახალი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რომაიოს რემმა განაცხადა, რომ ვალუტა სავსებით ქმედითუნარიანი იქნება მიმდინარე წელსვე. პროექტში მონაწილე კომპანიები მუშაობენ ბლოკჩეინ-სტარტაპ Clearmatics-თან და აცხადებენ, რომ ბლოკჩეინზე შეიქმნება მონეტა ანგარიშსწორებისა და კომუნალური სერვისების უზრუნველყოფისთვის. რეალურად როგორი იქნება მონეტის მუშაობის პრინციპი - ჯერჯერობით არავინ იცის. პროექტი ჩაფიქრებული იყო ჯერ კიდევ 2015 წელს, 2017 წელს კი Financial Times-მა გამოაცხადა, რომ „რეალურად ეს არის არა იმდენად ბლოკჩეინ-პროექტი, რამდენადაც საბაზრო ინფრასტრუქტურის პროექტი“. ბევრი მიიჩნევს, რომ ბლოკჩეინ-პროოექტებს აზრი არ აქვს, თუკი ისინი ცენტრალიზებულად კონტროლდება ბანკების მსგავსად. მოკლედ რომ ითქვას, საბანკო ციფრული ვალუტა იქმნება. რითი იქნება იგი განსხვავებული უკვე ცნობილი ვირტუალური ვალუტისაგან - ჯერჯერობით გარკვეული არ არის. https://hi-news.ru/business-analitics/gruppa-krupnyx-bankov-planiruet-zapustit-sobstvennuyu-cifrovuyu-valyutu.html
-
- 1
-
-
კომპიუტერული საზოგადოება აქტიურად განიხილავს Turing-ვიდეო ბარათების შესაძლო “refresh”-ის თემას, პარალელურად კი სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება NVIDIA-ს პირველი 7-ნანომეტრიანი გრაფიკული მოწყობილობების შესახებ, რომლებიც დამყარებულია Ampere თაობის GPU-ზე. თავდაპირველად ვრცელდებოდა ხმები, რომ ახალ პროდუქტებს ტაივანური კომპანია TSMC გამოუშვებდა, თუმცა DigiTimes-ის სპეციალისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით ამჯერად ცნობილი ხდება, რომ გრაფიკული პროფესორების წარმოებით დაკავდება მეორე ტექნოგიგანტი - კერძოდ კი კომპანია Samsung-ი. GPU Ampere გამოვა 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით EUV-ლითოგრაფიის გამოყენებით. ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ უბიძგა NVIDIA-ს მსგავსი გადაწყვეტილებისაკენ, თუმცა შესაძლოა საქმე ფინანსურად მომგებიან პირობებში მდგომარეობდეს. თანაც Samsung-ის ტექნოლოგია მეტად პერსპექტიულად მიიჩნევა, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს სამომავლო შესაძლებლობებზე. თანაც, TSMC-ის საწარმოო სიმძლავრე ვერ გაუმკლავდებოდა მოცულობის ზრდის ტემპებს. GPU Ampere-ზე დაფუძნებული გრაფიკული პროდუქტების შესახებ ცნობები უკვე დიდი ხანია ვრცელდება: თავდაპირველად ისინი Turing-ის თაობის ვიდეო ბარათების შთამომავლებად მიიჩნეოდა, შემდეგ გავრცელებული ხმებით კი მათ უნდა ჩაენაცვლებინათ Voolta არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი პროდუქტები. რამოდენიმე გრაფიკული პროცესორი ნომრებით - GA104, GA104-400 - უკვე მოხვდა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მონაცემთა ბაზაში. Ampere თაობის გრაფიკული მოწყობილობების დებიუტი 2020 წელს შედგება. https://overclockers.ru/blog/id_1/show/27198/graficheskie-reshenija-pokolenija-ampere-ot-nvidia-budut-osnovany-na-7nm-gpu-proizvodstva-samsung
-
- 1
-
-
კომპანია LITE-ON Storage-მა ტაიბეის შტაბ-ბინაში Computex 2019 გამოფენის ფარგლებში წარადგინა SSD ბარათების შემდგომი თაობა Cloud-სერვერებისთვის, აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ახალი ბარათები მიეკუთვნება EP და AD სერიებს და გამოირჩევიან ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა: ტელემეტრია / პრედიქტიული ანალიტიკა; მდგრადი წარმადობა; TCG Opal 2.0-ის მხარდაჭერა Secure Boot; LITE-ON-ის ბარათებს გააჩნიათ როგორც Logical Block Addressing (LBA)-ის ტრადიციული რეჟიმის, ასევე Open-channel-ის მხარდაჭერა. LITE-ON-ის კორპორატიული კლასის SSD-ები პოპულარულია მოწინავე Cloud პროვაიდერებში თავისი წარმოების და ტესტირების მკაცრი კონტროლის გამო. Forward Insights-ის მონაცემებით, კომპანია LITE-ON-ს უკავია მსოფლიოში მე-3 ადგილი PCIe SSD-ის გაყიდვებისგან მიღებული შემოსვალებით 2019 წლის პირველი კვარტალის ანგარიშში. კომპანიას გააჩნია მაღალტექნოლოგიური ავტომატიზირებული წარმოება და შესაბამისობის სერთიფიკატების დიდი რაოდენობა, ისეთების, როგორიცაა UNH-IOL (University of New Hampshire InterOperability Laboratory) და TCG (Trusted Computing Group) Opal 2.0, რაც საშუალება იძლევა, რომ მის მიერ გამოშვებული დრაივერები მიჩნეულ იქნას ერთ-ერთ ყველაზე სანდო და მაღალი წარმადობის გადაწყვეტილებად კორპორატიული სეგმენტში კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაცემებთან მუშაობის კუთხით. ასევე კომპანიამ წარადგინა SSD-ები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ეს SSD გამოირჩევა დარტყმაგამძლეობით, ტემპერატურული რეჟიმების გაუმჯობესებული მაჩვენებლებით და სტაბილური წარმადობით. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ინტეგრირებად სისტემებში, კომპიუტერებში და გეიმინგ-სისტემებში. „AI და IoT-ის სწრაფი განვითარების პირობებში, კორპორატიული დამკვეთები სულ უფრო მეტად მომთხოვნები ხდებიან მონაცემთა შენახვის სისტემების მიმართ სერვერულ და cloud სისტემებში და მონაცემთა ცენტრებში. LITE-ON Storage-ის მდიდარი შესაძლებლობები მიღწეულ იქნა მაღალი კლასის პროფესიონალების მიერ, აგრეთვე მიკროპროგრამული უზრუნველყოფის ექსკლუზიური მხარდაჭერით. ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ სერვერების და მონაცემთა ბაზების დამუშვებისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური გადაწყვეტა, რომელიც საჭიროა შემდგომი მხარდაჭერისთვის cloud სერვისების სფეროში” — განაცხადა LITE-ON Storage-ის დირექტორმა. https://servernews.ru/988640
-
- 1
-
-
Computex ყოველწლიური მსხვილი შოუა და იგი IT-სამყაროს ერთ-ერთ ცენტრალურ მოვლენას წარმოადგენს. გამოფენა პირველ რიგში ეძღვნება პერსონალური კომპიუტერების მაკომპლექტებლებს, კომპიუტერებს, ლეპტოპებსა და სხვა კომპიუტერულ თუ გეიმინგ-ტექნიკას. დედა დაფები, კვების ბლოკები, მეხსიერების მოდულები, ვიდეო ბარათები - ის მოწყობილობებია, რომლებიც Computex-ზე ყველაზე ჭარბი რაოდენობითაა წარმოდგენილი. მოცემულ სტატიაში თავმოყრილია გამოფენაზე წარმოდგენილი ყველაზე საინტერესო სიახლეები, მოწყობილობები და გაჯეტები. გეიმინგ-სმარტფონი ASUS ROG Phone თანამედროვე ტრენდის შესაბამისად კომპანია ASUS-მა წარადგინა გეიმინგ-სმარტფონი ROG Phone. იგი აწყობილია მძლავრ რვაბირთვიან Qualcomm Snapdragon 845 პროცესორზე, აქვს 8 გბ ოპერატიული და 512 გბ ინტეგრირებული მეხსიერება. სმარტფონი წარმოდგენილია ROG-ის საფირმო სტილისტიკით და მძლავრი შიდა კომპონენტების პარალელურად გააჩნია სუპერსწრაფი რეაგირების მქონე განსაკუთრებული ეკრანი. ROG Phone-ს შესაძლებელია დაუკავშირდეს მაუსი, კლავიატურა და მონიტორი, აგრეთვე სპეციალური აქსესუარები, მაგალითად გაჯეტი სახელად Gamevise სტიკებითა და ტრიგერებით, რომლითაც სმარტფონი კი ემსგავსება პორტატულ კონსოლ Nintendo 3DS-ს. მოწყობილობის ერთ-ერთ მთავარ განსაკუთრებულობას წარმოადგენს ინტეგრირებული გაგრილების სისტემა, ხოლო თუკი ROG Phone-ს სპეციალურ აქსესუარს დავუკავშირებთ, მივიღებთ სრულფასოვან გაგრილებას ვენტილატორით. კომპაქტური ვიდეო ბარათი AMD Radeon RX Vega 56 Nano კომპანია AMD-მა PowerColor-თან პარტნიორობის შედეგად წარადგინა Radeon RX Vega 56 Nano ბარათის კომპაქტური ვერსია. გრაფიკული ადაპტერის სიგრძე 170 მილიმეტრია, რისი წყალობითაც იგი გამოყენებადია კომპაქტურ კომპიუტერებსა და მულტიმედია ცენტრებში Mini-ITX ფორმატის დედა დაფების საფუძველზე. ჩიპის ბირთვის სიხშირე 1156 მეგაჰერცია, ტურბო-რეჟიმში კი - 1471 მჰც. ვიდეო ბარათს აქვს 8 გბ ვიდეომეხსიერება სიხშირით 800 (1600) მჰც. გაგრილების სისტემაში გამოყენებულია 90-მილიმეტრიანი ვენტილატორი, თავად ვიდეო ბარათი იკავებს გაფართოების ორ სლოტს. ამასთან, კომპაქტურობის მიუხედავად, AMD Radeon RX Vega 56 Nano-ს სჭირდება კვების ბლოკი არანაკლებ 650 ვატისა. ბარათს აქვს შემდეგი ტექნოლოგიების მხარდაჭერა: CrossFireX, Eyefinity და Freesync 2, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება VR-ჰედსეტებთან მუშაობისას. ბარათის ფასი ჯერ არ არის ცნობილი. Intel-ის 28-ბირთვიანი პროცესორი კომპანია Intel-მა წარადგინა 28-ბირთვიანი პროცესორი, რომელიც მუშაობს 5 გჰც სიხშირეზე. ახალმა პროცესორმა Cinebench-ზე 7334 ქულა დააგროვა. მსგავს შედეგებს აფიქსირებენ მხოლოდ რამდენიმე პროცესორის მქონე სისტემები. მოსალოდნელია, რომ ახალი ჩიპი ბაზარზე გამოვა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, მისი ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა სავარაუდოდ არ ეღირება 2 ათას დოლარზე ნაკლები. ორეკრანიანი ლეპტოპები ASUS ZenBook Pro 15 და ASUS Project Precog კომპანია ASUS-მა წარადგინა ერთდროულად ორი ორეკრანიანი ლეპტოპი. პირველია ASUS ZenBook Pro 15. იგი მეორესთან შედარებით უფრო მეტად ჯდება სტანდარტული ლეპტოპის სტილში. მეორე, 5.5-დუიმიანი ეკრანი თაჩპედშია დამალული. ლეპტოპს აქვს IPS-მატრიცა გაფართოებით FullHD (1920x1080) და მისი გამოყენება სხვადასხვა დავალებისთვისაა შესაძლებელი. დამატებით ეკრანს შეუძლია მთავარი ეკრანის დუბლირებაც. თავად ლეპტოპი საკმაოდ მოდური და მძლავრია. მას აქვს ლითონის კორპუსი, 15.6-დუიმიანი UHD დისპლეი, ექვსბირთვიანი პროცესორი Intel Core i9-8950HK (2.9 გჰც), გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce GTX1050Ti (4 გბ), 1 ტერაბაიტიანი SSD, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, დაქტილოსკოპიური სკანერი და ხარისხიანი აკუსტიკა. მეორე მოდელს ორი სრულფასოვანი სენსორული ეკრანი აქვს, ტექსტის აკრეფისას ერთ-ერთი მათგანი სენსორულ კლავიატურად იქცევა. ჯერჯერობით ეს ლეპტოპი მხოლოდ პროტოტიპია, თუმცა სრულფასოვან ვერსიას მალე ვიხილავთ. 32-ბირთვიანი პროცესორი AMD Theadripper 2 Intel-ის 28-ბირთვიანი პროცესორის წარდგენიდან რამდენიმე საათში AMD-მა წარადგინა უფრო მეტბირთვიანი ჩიპი. მეორე თაობის Threadripper-პროცესორები ნამდვილად ექსტრემალური ვარიანტებია, მათში გაერთიანებულია ოთხი 8-ბირთვიანი APU Ryzen, რითაც ფორმირდება ერთიანი, 32-ბირთვიანი გიგანტური სისტემა. პროცესორს შეუძლია ერთდროულად 64 ნაკადის დამუშავება, აქვს 250-ვატიანი TDP და თავსებადია X399 დედა დაფის პირველ თაობასთან. მოწყობილობა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გამოვა. კომპაქტური გეიმინგ-კომპიუტერი Zotac MEK Mini კომპანია Zotac-მა წარადგინა კომპაქტური გეიმინგ-სისტემა MEK Mini, რომელიც დამყარებულია Intel Coffee Lake აპარატულ პლატფორმაზე. მცირე ფორმ-ფაქტორის კორპუსში განთავსებულია დედა დაფა mini-ITX, პროცესორი Core i7-8700T (6 ბირთვი, 12 ნაკადი). ნომინალური ტაქტის სიხშირე 2.4 გჰც-ს შეადგენს, მაქსიმალური - 4.0-ს. წარმოდგენილია დისკრეტული ამაჩქარებელი Zotac GeForce GTX 1080 Mini. DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გიგაბაიტს შეადგენს. კომპიუტერი აღჭურვილია ტრადიციული, 2-ტერაბაიტიანი მყარი დისკით, უსადენო კავშირის კონტროლერებიდან ხელმისაწვდომია Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5. ფასი და გაყიდვის თარიღი ჯერჯეობით არ დაზუსტებულა. რკალისებრი გეიმინგ-მონიტორი MSI Optix MAG491C კომპანია MSI-მა წარადგინა გეიმინგ-მონიტორი Optix MAG491C ტოპ-კლასის გეიმინგ-სისტემებისათვის. პანელს რკალისებრი ფორმა აქვს, ეკრანის ზომა 49 დუიმია, აქვს sRGB ფერის სისტემის მხარდაჭერა. სიკაშკაშე 400 კდ/მ2 აღწევს. ეკრანის გვერდების შეფარდებაა 32:9, გაფართოება - 3840x1080 პიქსელი. მონიტორის განსაკუთრებულობა გამოიხატება Picture-by-Picture რეჟიმის არსებობაში, რომლითაც შესაძლებელია ეკრანის ორ ნაწილად გაყოფა. კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი. პანელს აქვს AMD FreeSync ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია HDMI და ერთი DisplayPort. მონიტორის გაყიდვა წელსვე დაიწყება და მისი ფასი იქნება 1000 დოლარი. https://arsplus.ru/wk/computex_2018_samye_interesnye_i_neobychnye_novinki_kompyuternoy_tekhniki/
-
მიმდინარე WWDC 2019 კონფერენციის ფარგლებში Apple-მა განაცხადა, რომ უშვებს საკუთარ დისპლეის, სახელად Pro Display HDR. ეს არის LCD Retina დისპლეი გაფართოებით 6016 × 3384 პიქსელი (შეესაბამება 6K ფორმატს). გაყიდვების საწყის ეტაპზე ახალი ეკრანი 4999 დოლარი ეღირება, სპეციალური სადგამი Pro Stand კი ცალკე გაიყიდება 999 დოლარად. მონიტორ Pro Display HDR-ს აქვს ექსტრემალური დინამიკური დიაპაზონი და გაფართოებული ფერთა გამა, აგრეთვე გააჩნია რამდენიმე ინტეგრირებული ეტალონური რეჟიმი. მოწყობილობას აქვს მატირებული კორპუსი და არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირი. უკანა პანელის დიზაინი მოგვაგონებს განახლებული Mac Pro-ს გარეგნულ იერ-სახეს, წარმოდგენილი ბადე რადიატორის ფუნქციას ასრულებს. Pro Display HDR-ის მაქსიმალური სიკაშკაშის მაჩვენებელი 1000 ნიტს შეადგენს, ცალკეულ ადილებში კი 1600-ს. რაც შეეხება Pro Stand სადგამს, შესაძლებელია მისი დახრის კუთხისა და სიმაღლის რეგულირება, აგრეთვე საშუალებას იძლევა მონიტორი გამოყენებულ იქნას პორტრეტის რეჟიმში. კონსტრუქციის წყალობით სირთულის გარეშე შესაძლებელია დისპლეის მოცილება სადგამისგან მეტი მობილურობისთვის, ასევე შესაძლებელია VESA ადაპტერის გამოყენება. Mac Pro-სთან დისპლეის დაკავშირებისთვის გამოიყენება ინტერფეისი Thunderbolt 3. აღსანიშნავია, რომ დისპლეი შექმნილია სპეციალურად პროფესიონალებისთვის. იგი ვიდეორედაქტორებსა და ფოტოგრაფებს საშუალებას აძლევს იმუშაონ HDR-გამოსახულებებსა და ვიდეომასალებთან. https://3dnews.ru/988588
-
Huawei-ს ყველანაირ ძალისხმევას - მოახდინოს ამერიკული სანქციების კომპენსირება თავის საქმიანობაში - შეზღუდული ეფექტი აქვს ჩინეთის ფარგლებს გარეთ. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ კომპანიის სმარტფონების გაყიდვის მოცულობა ძალიან დაიკლებს: ყველაზე პესიმისტური სცენარით Huawei-ს სმარტფონების გაყიდვები ორჯერ შემცირდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუკი Huawei ვერ შეძლებს შეინარჩუნოს პროგრამული ეკოსისტემა ოპერაციულ სისტემა Google Android-თან წვდომის გარეშე, კომპანია დაკარგავს 8-10 მილიონ სმარტფონს ყოველთვიურ გაყიდვებში. აქედან ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე დიდ სარგებელს Samsung Electronics ნახავს, იგი უკვე არის მსოფლიოს სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებელი. ბოლო წლებში Huawei-მ შეძლო Apple-ისთვის გადაესწრო, ამჯერად კი ალბათ ისევ გაცვლიან ადგილებს, ამჯერად Apple-ის სასარგებოდ. სპეციალისტების აზრით Huawei-ს მომხმარებელთა ნაწილი Apple-ზე გადავა, თუმცა ამ ვითარებიდან Samsung-ი უფრო იხეირებს. პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ Huawei მოკვეთილი იქნება აშშ-ისთვის კომპონენტების, პროგრამებისა და ტექნოლოგიების მიწოდების საკითხში, არამედ ისიც, რომ მომხდარი ამბავი ზოგადად მომხმარებლებს Huawei-ს პროდუქციის შეძენის სურვილს დაუკარგავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იგი მთელ რიგ ღონისძიებებს გაატარებს ბოიკოტის საპასუხოდ. მსოფლიო ბაზარზე (ჩინეთის გარდა) უკვე შეიმჩნევა ზემოთაღწერილი ტენდენცია: Apple უმნიშვნელოდ იმყარებს პოზიციებს, Huawei-ს გარეშე დარჩენილი მომხმარებლების უმეტესობა კი Samsung-მა „მიითვისა“. https://3dnews.ru/988563
-
- 1
-
-
უმსხვილეს კომპიუტერულ გამოფენა Computex 2019-ზე კომპანია Cooler Master-ი წარმოდგენილი იყო დიდი სტენდით, რომელზეც მოცემული იყო საკმაოდ ბევრი ახალი და საინტერესო პროდუქტი. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ ტაივანური მწარმოებლის გაგრილების სისტემებზე. Cooler Master-ის ერთ-ერთი ფლაგმანია გაგრილების სისტემა MasterAir MA620M. იგი აგებულია სპილენძის ექვს U-ს მსგავს სითბურ მილზე. მილები გამოდის ალუმინის ორი რადიატორიდან, რომელთა შორისაც დაყენებულია 120-მილიმეტრიანი ვენტილატორი. გაგრილების სისტემას ზემოდან ფარავს დეკორატიული საფარი განათებით. გარეგნულად ახალი მოწყობილობა ძალიან ჰგავს სისტემას Cooler Master Wraith Ripper, რომელიც აწყობილია სპეციალურად Ryzen Threadripper 2000-სთვის. ახალ სისტემას შეცვლილი აქვს ფუძე, ასევე მოკლებული აქვს ერთ-ერთი სითბური მილი. პროცესორების კონექტორებთან თავსებადობის დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა დიდი ალბათობით MasterAir MA620M აქტუალური ჩიპების უმეტესობისთვის იქნება გამოსადეგი. მეორე საინტერესო ექსპონატი გახლავთ MasterAir Maker 3DVVC. მისი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ სითბური მილების მასივის ნაცვლად მასში გამოყენებულია დიდი ასაორთქლებელი კამერა. იგი პირდაპირ კონტაქტში იქნება პროცესორის სახურავთან და სითბოს გადასცემს ალუმინის რადიატორს. ხსენებული კამერა უზრუნველყოფს სითბოს საუკეთესო გადაცემას, აგრეთვე, ისე ძლიერად არ ანელებს ჰაერის ნაკადს, როგორც სითბური მილები. MasterAir Maker 3DVVC სისტემაში გამოყენებულია ორი 120 მმ-იანი ვენტილატორი პროგრამირებადი განათებებით. ეს მოწყობილობაც თავსებადი იქნება აქტუალური პროცესორების უმეტესობასთან. ზემოთ აღწერილი ორი სისტემა ძირითადად ორიენტირებულია ენთუზიასტებზე, მძლავრ პროცესორებზე. რიგითი მომხმარებლებისთვის კი Cooler Master-მა წარადგინა გაგრილების სისტემა Hyper 212X SE. ეს მცირე ზომის მოწყობილობა აგებულია მონიკელებული სპილენძის ოთხ სითბურ მილზე, რომლებზეც განთავსებულია ალუმინის არც ისე ფართო რადიატორი. გაგრილების ამ სისტემაში გვხვდება ერტი 120-მილიმეტრიანი ვენტილატორი RGB განათებით. სისტემა ვენტილატორითა და მილებზე ნიკელის საფარით განსხვავდება ორიგინალი Hyper 212X-ისგან, თუმცა ფორმა და დიზაინი უცვლელია. კომპაქტური სისტემების მოყვარულთათვის Cooler Master-მა წარადგინა დაბალპროფილური გაგრილების ორი სისტემა - MasterAir G200P და G400P, რომელთა სიმაღლეებია 40 და 58 მმ, შესაბამისად. ორივე მათგანში გამოყენებულია სითბური მილები და ალუმინის რადიატორები, აგრეთვე 92-მილიმეტრიანი ვენტილატორები განათებებით. აგრეთვე წარმოდგენილი იყო თხევადი გაგრილების სისტემები MasterLiquid ML240P Mirage და ML240P Dual Mirage. პირველი მათგანი ტრადიციული წყლით გაგრილების სისტემაა 240-მილიმეტრიანი რადიატორითა და რეგულირებადი განათებით. Dual Mirage კი იმით გამოირჩევა, რომ ორი ტუმბო აქვს: ერთი მათგანი უზრუნველყოფს სითხის მიწოდებას წყლის ბლოკისთვის, მეორეს კი გააქვს იგი რადიატორისკენ. ეს კი დადებითად აისახება გამაგრილებელი სითხის ნაკადის ინტენსიურობაზე და, შესაბამისად, წარმადობაზე. და ბოლოს, წარმოდგენილი იყო თხევადი გაგრილების სისტემების ნაკრები MasterLiquid ML240P Mirage DIY. მასში მოცემულია 240-მილიმეტრიანი ორი ვენტილატორი, სპილენძის უნივერსალური ბლოკი, მილები, ფიტინგები და ტუმბო რეზერვუარით. ეს უკანასკნელი მუშაობის დროს წყლის ბრუნვის ეფექტს ქმნის, რაც ვიზუალური მორთულობა უფროა, ვიდრე პრაქტიკული გამოყენების დეტალი. https://3dnews.ru/988514
-
- 1
-
-
ბოლო წლების განმავლობაში მწარმოებლების მხრიდან სულ უფრო ხშირია ახლებური მცდელობები და ფიქრი გადაწყვეტაზე - სად განათავსონ ფრონტალური კამერები. ტენდენციის მიხედვით სმარტფონის ჩარჩოები უფრო და უფრო ვიწროვდება და მათზე აღარ არის ადგილი, სადაც შეიძლება ტრადიციული ტიპისამებრ განთავსდეს სელფი-კამერა. კომპანიები მათ მალავენ კორპუსებში ან მოძრავ მოდულებში, იყენებენ სლაიდერ ფორმ-ფაქტორს. კამერების ხილვა აგრეთვე შესაძლებელია ეკრანზე არსებულ ჭრილში, ცენტრში ან კუთხეში. იდეალური გადაწყვეტილება იქნებოდა ის, რომ კამერის მოდული პირდაპირ ეკრანზევე განთავსებულიყო ყოველგვარი ჭრილისა და მოძრავი მოდულის გარეშე, თუმცა როგორც ჩანს, სათქმელად ადვილია. ცხადია, მსგავსი იდეა ბევრ კომპანიას გაუჩნდა. ეკრანზე სელფი-კამერის ინტეგრირების სხვადასხვა მეთოდზე პატენტები უკვე ათწლეულებია არსებობს. თუმცა ტექნოლოგიური წინაღობები კომერციულ მოწყობილობებში არ იძლეოდა იდეის რეალიზების საშუალებას. როგორც ჩანს, ეს ვითარება მალე შეიცვლება. ჩინურმა კომპანიებმა Oppo-მ და Xiaomi-მ სულ ახლახანს წარადგინეს ეკრანზე ჩაშენებული კამერის მქონე მუშა პროტოტიპები. მოწყობილობაში გამოყენებულია OLED დისპლეი. მას შეუძლია გამოასხივოს სინათლე ორგანული ელემენტების წყალობით და არ სჭირდება სინათლის ცალკეული წყარო. ეს კი საშუალებას იძლება ამგვარ ეკრანებში ინტეგრირდეს დაქტილოსკოპიური სკანერი. ასეთი სკანერის გაფართოება ბევრად მცირეა ნამდვილი კამერის საჭიროებასთან შედარებით, რაც დავალებას ართულებს. ჩინურ კომპანიებს კი თავიანთი გადაწყვეტილებები აქვთ. ჯერჯერობით არ არსებობს მინიშნებები იმაზე, რომ ხსენებული ტექნოლოგია რეალურ სმარტფონებში იქნება წარმოდგენილი, თუმცა დიდი ალბათობით ასეც მოხდება და თანაც არც ისე გვიან. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/27136/pokazana-pervaja-selfikamera-vnutri-ekrana-smartfona
-
- 1
-
