-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
Intel-ის სპეციალისტები ცდილობენ იპოვონ მოტივები არც თუ ისე მარტივ ვითარებაში თავიანთი თანამშრომლების გასამხნევებლად. კომპანია სათანადოდ აფასებს საფრთხეს, რომელიც მომდინარეობს AMD Zen 2 არქიტექტურის 7-ნანომეტრიანი პროცესორებისგან - როგორც სერვერულ, ისე გეიმინგ სეგმენტში. Intel-ის შეფასებით, პროცესორების ბაზარზე კონკურენცია შესაძლოა არნახულად გაძლიერდეს. უფრო და უფრო მეტი დამოუკიდებელი წყაროც მიუთითებს AMD-ის პოზიციების გეგმიურ გამყარებაზე მას შემდეგ, რაც გამოვიდა პირველი პროდუქტები Zen არქიტექტურის ბაზაზე. ცნობილია, რომ Intel-ის იაპონური წარმომადგენლობა ცდილობს რთული სიტუაციაში დადებითი მხარეებიც დაინახოს. Intel-ის წარმომადგენლებმა პარტნიორებთან განაცხადეს, რომ AMD Ryzen პროცესორების აქტიურმა ექსპანსიამ შესაძლოა მათ კომპანიასაც მოუტანოს სარგებელი, რადგანაც გაიზრდება გეიმინგ-კომპიუტერების მთლიანი ბაზარი, სადაც ადგილი ორივე მოთამაშეს ეყოფა. საუბარი შეეხო Intel-ის პროდუქციის პერსპექტივასაც იაპონურ ბაზარზე. 2020 წლის ოლიმპიადა, რომელიც ტოკიოში უნდა ჩატარდეს, Intel-ს დაეხმარება სრულიად მოულოდნელი ფორმით: ადგილობრივ ხელისუფლებას სურს სპორტული ღონისძიებების მსვლელობისას შეზღუდოს ტოკიოს მაცხოვრებლების გადაადგილება ქალაქის მასშტაბით და ისინი სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანოს. ამისათვის იაპონიის დედაქალაქის მოქალაქეებს ახალი კომპიუტერები დასჭირდებათ, Intel კი ამ ინიციატივაზე იმედებს ამყარებს, რომ გაიზრდება მოთხოვნა მის პროცესორებზე. კომპანია Intel-ს მიმდინარე წელს მოუწევს ებრძოლოს პროცესორების დეფიციტს გლობალური მასშტაბით. წარმომადგენლების თქმით კომპანია შეძლებს მოაგვაროს ეს პრობლემა დროთა განმავლობაში. https://3dnews.ru/990154
- 1 reply
-
- 2
-
-
-
ემირატების ხელისუფლებამ გახსნა მზის ელექტრო სადგური, რომლის სიმძლავრე 1.18 გიგავატია. მსოფლიოს წინა რეკორდსმენი სადგურის სიმძლავრე კი, რომელიც აშშ-შია განთავსებული, მხოლოდ 569 მეგავატს შეადგენს. ელექტროსადგური Noor Abu Dhabi, როგორც მოსალოდნელია, ელექტროენერგიით უზრუნველყოფს არაბთა ემირატების დედაქალაქის 90 ათას მაცხოვრებელს და საშუალებას მისცემს შემცირდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა წელიწადში 1 მლნ მეტრული ტონით. პროექტის ავტორის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ეკვივალენტურია იმ გამონაბოლქვისა, რასაც წელიწადში 200 ათასი ავტომობილი გამოყოფს. ქვეყნის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ სამომავლოდ იგეგმება ნავთობის მოპოვების მასშტაბების შემცირება, რათა დაბალანსდეს ბაზარი, ასევე გამონაბოლქვი და ნარჩენი მასალებიც. თუმცა ქვეყნის ეკონომიკა ძველებურად კვლავ მეტად დამოკიდებულია ნახშირწყალბადზე. გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლისთვის სამხრეთ კორეაშიც უნდა აიგოს მზის სადგური 3 გიგავატი სიმძლავრით. ჯამში ქვეყანას გამიზნული აქვს 2030 წლისთვის მზად ჰქონდეს 30,8-გიგავატიანი მზის ელექტროსადგური. ალტერნატიული ენერგიის წყაროებიდან აღსანიშნავია ქარის ენერგიაც: საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის თქმით ევროპაში 2027 წლისთვის ქარის ენერგია დომინანტი წყარო იქნება. https://hightech.fm/2019/07/01/biggest-solar
-
კომპანია ASRock Rack-მა წარადგინა ახალი დედა დაფა EPYC3251D4I-2T, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა დანიშნულების მქონე კომპაქტური სისტემების შექმნისათვის. დედა დაფა მიეკუთვნება Mini-ITX ფორმ-ფაქტორის დაფების რიცხვს: მისი გაბარიტებია 170 × 170 მმ. დაფას აქვს ცალკრისტალიანი პლატფორმა AMD EPYC 3101, რომელიც შეიცავს ოთხ Zen ბირთვსა და ოთხ ნაკადს. პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 2.1 გჰც-ს, Turbo რეჟიმში კი აღწევს 2.9 გჰც-ს. პროცესორთან ერთად ერთ კრისტალზე განთავსებულია ყველა საჭირო კონტროლერი, ასე რომ EPYC3251D4I-2T დაფაზე ცალკეული ჩიპსეტი არ არის მოცემული. პროცესორის გაგრილებას უზრუნველყოფს ალუმინის საკმაოდ მოზრდილი რადიატორი. აქვე განთავსებულია ოთხი სლოტი DDR4-2666 მეხსიერების მოდულებისთვის (256 გბ-მდე). ხელმისაწვდომია სრულზომიანი სლოტი PCI Express 3.0 x16 და ერთი სლოტი 110 მილიმეტრამდე ზომის M.2 მოდულისთვის, რომელსაც აქვს PCI Express 3.0 x4-სა და SATA III ინტერფეისების მხარდაჭერა. ქსელური კონტროლერი Intel X550-AT2 დედა დაფას უზრუნველყოფს ორი 10-გბ ქსელური პორტით. კონტროლერი ASPEED AST2500 უზრუნველყოფს დისტანციურ მართვას, აგრეთვე პასუხისმგებელია გამოსახულების გაშვებაზე. ASRock Rack EPYC3251D4I-2T დედა დაფის უკანა პანელზე სამ ქსელის პორტთან ერთად განთავსებულია D-Sub კონექტორი და ორი USB 3.0 პორტი. მწარმოებლის განცხადებით, დაფას აქვს შემდეგი x64 ოპერაციული სისტემების მხარდაჭერა: Windows Server 2016, Red Hat Enterprise Linux Server 7.4 / 7.6, CentOS 7.4/7.6 და Ubuntu 18.04.2. https://servernews.ru/990082
-
Samsung აცხადებს, რომ 7 აგვისტოს ბრუკლინში გაიმართება მორიგი ღონისძიება, სადაც კომპანია წარადგენს Galaxy Note 10-ს - თავის ახალ სმარტფონს სტილუსით. ღონისძიებისა და სმარტფონის შესახებ მიანიშნებს ფოტო, რომელზეც გამოსახულია ელექტრო ფანქარი S Pen და კამერის ობიექტივი. ბოლო პერიოდში გაჟღერებული ცნობების მიხედვით Note 10-ს ერთი ფრონტალური კამერა ექნება, ასევე Galaxy S10-ის მსგავსი დისპლეი, 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა და 25-ვატიანი სწრაფი დატენვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ Galaxy Note 10 შესაძლოა 3.5 მილიმეტრიანი mini-jack ის გარეშე იყოს წარმოდგენილი, თუმცა ექნება microSD ბარათის სლოტი და IP68 სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისა და მტვრისგან. როგორც ცნობილია, Samsung გამოუშვებს პლუს-ზომის, 6,75-დუიმიან მოდელსაც (ამჟამად არსებული ინფორმაციით სმარტფონების ზომები იქნება 6.28 და 6.75 დუიმი). კომპანიამ ასევე შესაძლებელია ამავე სერიაში წარადგინოს სმარტფონის 5G მოდელიც ორივე ზომის ვარიაციაში. 7 აგვისტოსთან დაკავშირებით გარდა Note 10-ის წარდგენისა, დიდ ყურადღებას იწვევს იმის მოლოდინი, გამოიყენებს თუ არა კომპანია ამ ღონისძიებას იმისათვის, რომ გაამხილოს იმ მოწყობილობების გამოსვლის თარიღები, რომლებიც დაანონსდა, მაგრამ არ გამოსულა. ამგვარ მოწყობილოებებს შორისაა დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold-იც, რომლის წარმოება გაურკვეველი ვადით არის გადადებული. ასევე არ გამოსულა ბაზარზე უკვე დაანონსებული დინამიკი Galaxy Home, რომლის შესახებაც კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს Galaxy Note 9-სთან ერთად გაასაჯაროვა ცნობა. მისი გამოსვლის თარიღის შესახებაც ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. https://www.theverge.com/circuitbreaker/2019/7/1/20677749/samsung-galaxy-note-10-event-teaser-date-time-rumors-camera-screen-pen
-
დღესდღეობით არსებული პიროვნების იდენტიფიკაციის ყველა სისტემა ემყარება ადამიანის უნიკალურ მახასიათებლებს, როგორებიცაა თითის ანაბეჭდები, სახე და მოძრაობის მანერა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ ყველაფრის პარალელურად ადამიანის ამოცნობა მისი გულისცემის მიხედვითაც შესაძლებელია - თითოეული დარტყმა აისახება სხეულში ვიბრაციებით, რაც ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს. სწორედ ეს განმასხვავებელი ნიშანი გამოიყენეს ამერიკელმა სამხედრო პირებმა ლაზერის შექმნისას, რომელსაც შეუძლია 200 მეტრის დაშორებით ამოიცნოს პიროვნება 95%-იანი სიზუსტით. ამერიკელი სამხედრო ძალები გულისცემით პიროვნების იდენტიფიკაციის სისტემას იმიტომ დაეყრდნენ, რომ ანტიტერორისტული ოპერაციების დროს მათთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ზუსტად ამოიცნონ სამიზნე, რაც ხსენებულ პირობებში სახის ან მოძრაობის მახასიათებლებით პრაქტიკულად შეუძლებელია. იდენტიფიკაციის ახალი სისტემის სახელია Jetson, მისი შექმნისას გამოყენებულ იქნა სხვადასხვა სიხშირის აღმოჩენისა და კონტროლის უკვე არსებული მოწყობილობები - ვიბრაციამზომები. მათ შეუძლიათ დააფიქსირონ ადამიანის სხეულის ვიბრაციები 200 მეტრის დაშორებიდან - მოწყობილობისთვის შემაფერხებელ ფაქტორს არ წარმოადგენს ტანსაცმელი, თუკი რა თქმა უნდა, სამიზნე ზამთრის სქელ ქურთუკში არ იქნება შემოსილი. თუკი დაკვირვების ობიექტი უმოძრაოდ იმყოფება, საიდენტიფიკაციო მონაცემების შესაგროვებლად ლაზერს მხოლოდ 30 წამი სჭირდება. პენტაგონის ანტიტერორისტული ოპერაციების განყოფილების წარმომადგენლის აზრით შესაძლებელია აპარატ Jetson-ის სამუშაო დისტანციისა და ამოცნობის სიზუსტის მაჩვენებლის გაზრდა. პერსპექტივაში ეს ტექნოლოგია შესაძლოა გამოყენებულ იქნას არა მარტო სამხედრო მიზნებისთვის - მაგალითად, ექიმები შეძლებენ დისტანციურად დაადგინონ აქვს თუ არა პაციენტს არითმია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებს უკვე აქვთ მსგავსი ტექნოლოგია, სახელად VIBE. მას არ შეუძლია ადამიანის ვინაობის დადგენა, თუმცა მოქმედებს ტექნიკასთან მიმართებაში - VIBE განსაზღვრავს რა სახის ძრავით არის აღჭურვილი ესა თუ ის მანქანა: სპეციალური ალგორითმი იყენებს ტექნიკის კორპუსის ვიბრაციებიდან მიღებულ მონაცემებს. https://hi-news.ru/technology/sozdan-lazer-dlya-opoznavaniya-lyudej-po-bieniyu-serdca.html
-
ევროკავშირის ტერიტორიაზე უკვე ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ელექტრომობილი უნდა აღიჭურვოს სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ისეთივე ხმას გამოსცემს, როგორსაც ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილები. ახალი წესების მიხედვით აკუსტიკურმა სისტემამ ხმა უნდა გამოსცეს უკუსვლით მოძრაობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუკი გადაადგილდება 19 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ უკუსვლისას და დაბალ სიჩქარეზე მოძრაობისას ელექტრომობილები ქვეითად მოსიარულეებთან უშუალო სიახლოვეში იმყოფებიან და აუცილებელია ქვეითებს ესმოდეთ სატრანსპორტო საშუალებისგან გამოწვეული ხმაური. ელექტრომობილების მძღოლებს საშუალება ექნებათ გამორთონ ხელოვნური ხმაურის გამომცემი მოწყობილობა, თუკი აუცილებლობა არ მოითხოვს. ახალი წესები შემოღებულ იქნა იმის გამო, რომ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები მეტად უხმაუროდ გადაადგილებიან, რაც პოტენციურ საფრთხეს ქმნის ქვეითებისთვის. ახალ რეგულაციებს განსაკუთრებით დადებითად შეხვდნენ საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც დახმარებას უწევენ მხედველობაშეზღუდულ პირებს. სატრანსპორტო გზების მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას სურს ელექტრომობილების უპირატესობა თითოეულ ადამიანს დაანახოს, ასევე თქვა, რომ ესმის ის პრობლემები, რასაც მხედველობადაქვეითებული პირები აწყდებიან. მინისტრის თქმით, ახალი მოთხოვნები „ქვეითებს თავდაჯერებულობას შესძენს გზების გადაკვეთისას“. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში დამტკიცებული პროგრამის თანახმად იგეგმება 2040 წლიდან საერთოდ აიკრძალოს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა. დღესდღეობით ევროპის ბაზარზე არსებული, შიდაწვის ძრავის ალტერნატიული მანქანები ტრანსპორტის მთელი შემადგენლობის 6.6%-ია, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 5,6 % იყო. https://3dnews.ru/990000
-
Samsung-მა გახსნა აპლიკაციების ახალი მარკეტი, რათა Galaxy-ს მომხმარებლებმა შეძლონ ახალი shortcut-ების პოვნა, რომლებსაც ვირტუალურ დამხმარესთან გამოიყენებენ. Bixby Marketplace-ში მომხმარებლები შეძლებენ „bixby-ს კაფსულების“ მოძიებას: ესენია Amazon Alexa-ს უნარების მსგავსი ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას იძლევა მომხმარებლებმა მარტივად მიიღონ წვდომა აპლიკაციების ფუნქციებზე ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით. Bixby მომხმარებლებს უკვე სთავაზობს სწრაფ ბრძანებებს, რომელთა ინტეგრირებაც ხდება გარე აპლიკაციებთან. გამარტივებულია სხვადასხვა სახეობის აპლიკაციების მონახვა, მაგალითად, როგორებიცაა თამაშები, მოგზაურობა, მუსიკა. მომხმარებლებს აგრეთვე შეუძლიათ Bixby-ს კაფსულები კონკრეტული საჭიროებისამებრ მომართონ: მაგალითად, თუკი მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს კომპანია Uber-ს ან Lyft-ს, შეუძლია აირჩიოს „სატრანსპორტო კაფსულა“, რომლის მეშვეობითაც ყოველთვის, როდესაც გამგზავრება სურს, განხორციელდება კონკრეტული კომპანიის სერვისით სარგებლობა. ყველაზე მეტად პოპულარული გარე აპლიკაციების რიცხვს მიეკუთვნება Spotify, Yelp, YouTube, NPR და Google Maps. რაღა თქმა უნდა, Google Assistant-იც ხელმისაწვდომია Samsung-ის სმარტფონებში და იგი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ მომხმარებელმა წვდომა მიიღოს Google-ის სპეციფიკურ აპლიკაციებზე. კომპანია Samsung ირწმუნება, რომ Bixby marketplace-სა და კაფსულებში არ არის დაშვებული ვიზუალური რეკლამა, თუმცა ჯერ უცნობია, დაიშვება თუ არა აუდიო რეკლამები. Bixby-ს სავაჭრო პლატფორმის ამოქმედებით Samsung იმედოვნებს, რომ პლატფორმაზე მიიზიდავს უფრო მეტ მწარმოებელს და აცხადებს, რომ მის წარდგენას შემოდგომაზე აპირებს. აშშ-ისა და კორეის მაცხოვრებლებს კი უკვე დღეიდან შეუძლიათ პლატფორმით სარგებლობა. https://www.theverge.com/2019/7/1/20677228/samsung-bixby-app-store-alexa-google-home-competition
-
ამერიკული კოსმოსური კომპანია SpaceX-ის ერთ-ერთი მიზანია დედამიწა უზრუნველყოს იაფი და მაღალხარისხიანი თანამგზავრული ინტერნეტით. ამისათვის კომპანია, როგორც უკვე ვიცით, აპირებს 12 ათასი Starlink-თანამგზავრის გაშვებას. ერთი თვის წინ SpaceX-მა დედამიწის ახლო ორბიტაზე პირველი 60 აპარატი გაუშვა. ბოლო ინფორმაციის თანახმად კავშირი შენარჩუნებულია 57 მათგანთან: Starlink-ის სამი თანამგზავრი მწყობრიდან გამოვიდა. გაშვებული 60 აპარატიდან 45-მა დაგეგმილ ზონას მიაღწია (დედამიწის ზედიპირიდან 550 კილომეტრ სიმაღლეს) საკუთარი ძრავების მეშვეობით. კიდევ ხუთი თანამგზავრი ამ დროისათვის საჭირო ორბიტაზე გასვლის პროცესშია, მორიგი ხუთი კი ბორტის სისტემის შემოწმებას გადის. SpaceX-მა ორი თანამგზავრი გამიზნულად დაწვა პლანეტის ატმოსფეროში: ამგვარად კომპანიამ შეამოწმა აპარატების განზრახ დაზიანების შესაძლებლობა დედამიწის ატმოსფეროს მჭიდრო ფენებში. ახალი კოსმოსური ნაგავი რაც შეეხება დაკარგულ სამ თანამგზავრს - SpaceX მიზეზებზე არ საუბრობს. თუმცა ეს ფაქტი შეშფოთებას იწვევს მეცნიერებსა და სამხედრო პირებს შორის, რადგანაც იზრდება კოსმოსის დანაგვიანების რისკი. აპარატებთან კავშირის დაკარგვა იმას ნიშნავს, რომ კომპანია ვერ შეძლებს მათ მართვას, რათა შემოიყვანოს ისინი დედამიწის ატმოსფეროში, სადაც დაიწვებიან. SpaceX-კი ამტკიცებს, რომ მისი თანამგზავრები იმგვარად არის დაპროექტებული, რომ ისინი დამოუკიდებლად დაეშვებიან და დაიწვებიან ატმოსფეროში, თუმცა ამას დრო დასჭირდება. Spacex-ის მორიგი გეგმაა შეამოწმოს უკვე გაშვებული აპარატების ქმედითუნარიანობა, კერძოდ, კომპანიას სურს ნახოს, დიდია თუ არა შეფერხება ინფორმაციის გადაცემისას. ილონ მასკის თქმით, კომპანია გააგრძელებს თითო გაშვებაზე კოსმოსში 60 თანამგზავრის გაყვანას. წელიწადში 1000-2000 აპარატის გაშვებაა დაგეგმილი. გამოთვლების მიხედვით სრული შემადგენლობის გაშვებას 24 კოსმოსური ფრენა დასჭირდება. ასტრონომები Starlink-ის წინააღმდეგ SpaceX-ს პროექტის ამოქმედებამ ნამდვილი ომი გამოიწვია პროექტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ამ უკანასკნელთა რიცხვში არიან მეცნიერები და ენთუზიასტები, რომლებიც კოსმოსის კვლევით არიან დაკავებული. ისინი შიშობენ, რომ Starlink-ის თანამგზავრები რეალურ პრობლემას შეუქმნიან დედამიწაზე არსებულ ოპტიკურ და რადიოასტრონომიულ დაკვირვებებს. https://hi-news.ru/technology/spacex-uzhe-poteryala-tri-sputnika-starlink.html
-
Computex 2019-ის შემდეგ კომპანია AMD-მ მაშინვე დაიწყო ახალ 7-ნანომეტრიან Ryzen 3000 პროცესორებთან თავსებადი დედა დაფების ჩამონათვალის გამოქვეყნება. ცხრილში შესული დედა დაფები სხვადასხვა ლოგიკის ნაკრებზე იყო დაფუძნებული, თუმცა AMD A320 ჩიპსეტის მხარდაჭერის შესახებ არაფერი თქმულა. ითვლებოდა, რომ ბიუჯეტური დედა დაფების მიკროკოდში უბრალოდ არ იქნებოდა საკმარისი ადგილი ყველა თაობის Ryzen მხარდაჭერისთვის. თუმცა აღმოჩნდა, რომ დედა დაფების მწარმოებლები განსხვავებული აზრის არიან: საზოგადოება უკვე გახდა იმის მოწმე, როგორ მშვიდად მუშაობს Ryzen 5 3600 პროცესორი ASUS-ის დედა დაფაში AMD A320 ჩიპსეტზე. თუკი MSI-ს ოფიციალურ ვებ-გვერდს ეწვევით, აღმოაჩენთ დედა დაფების ჩამონათვალს, რომლებშიც რეალიზებულია 7-ნანომეტრიანი Matisse პროცესორების მხარდაჭერა BIOS-ის ბეტა-ვერსიის დონეზე. ამ ჩამონათვალში ფიგურირებს A320 ჩიპსეტზე არსებული დედა დაფა MSI A320I-S01-ც. ამრიგად, AMD-ის რეკომენდაციები MSI-სთვის არ წარმოდგენს სირთულეს - რეალიზდეს ბიუჯეტური, „უმცროსი“ დედა დაფების თავსებადობა ახალ 7-ნანომეტრიან Ryzen პროცესორებთან. https://overclockers.ru/hardnews/show/98001/msi-tozhe-obespechit-podderzhku-ryzen-3000-dlya-plat-na-osnove-amd-a320
-
- 1
-
-
ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, ვირტუალური დამხმარე Microsoft Cortana მთლიანად ჩამოშორდება Windows 10-ს და დამოუკიდებელ აპლიკაციად იქცევა. Cortana-ს ბეტა-ვერსია გამოჩნდა აპლიკაციების მარკეტ Windows Store-ში, საიდანაც მისი ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ Microsoft ამიერიდან ხმოვანი დამხმარის განახლებას პროგრამული პლატფორმისგან დამოუკიდებლად მოახდენს. ამგვარი მიდგომა Cortana-ს ხელს შეუწყობს ახალი ფუნქციების სწრაფად შეძენაში. Microsoft-ის ვირტუალური დამხმარე ადრეც გვევლინებოდა როგორც ვებ-სერვისი, ამიტომ მისი განახლებები ხდებოდა Windows 10-ის ბირთვში ცვლილებების შეტანის გარეშე. დამოუკიდებელი აპლიკაცია მომხმარებლებს მეტი კონტროლის საშუალებას მიანიჭებს, საჭიროების შემთხვევაში კი მისი მოწყობილობიდან წაშლა პრობლემებთან არ იქნება დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაციული სისტემისგან ხმოვანი დამხმარის გამოყოფის პროცესი უფრო ადრე დაიწყო - მაშინ, როდესაც Cortana ამოიღეს Windows 10-ის ძიებიდან. გავრცელებული ინფორმაციით, მწარმოებელთა გუნდი გეგმავს მოახდინოს იმ ფუნქციების ინტეგრირება, რომელთა შედეგადაც ხმოვანი დამხმარის საუბარი მეტად ბუნებრივი გახდება. ამის ხარჯზე Cortana-სა და მომხმარებელს შორის დიალოგი უფრო მეტად დაემსგავსება ადამიანებს შორის ჩვეულებრივ საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ Cortana გაჩნდა ოპერაციულ სისტემაში ვირტუალური დამხმარის სახით, მან მოგვიანებით სხვადასხვა პლატფორმაზე დაიწყო მუშაობა, მათ შორის iOS-ზე, ინტელექტუალურ ჰაბებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში. Cortana-ს გარდაქმნა დამოუკიდებელ აპლიკაციად შესაძლოა გახდეს ვირტუალური დამხმარის განვითარების ერთ-ერთი საშუალება. https://3dnews.ru/989946
-
სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრი ტიტანია, რომელიც მიუხედავად ჰაერის დაბალი ტემპერატურისა და ყინულოვანი ზედაპირისა, თავისი ატმოსფეროს შემადგენლობითა და წყლის სტაბილური არსებობით ძალიან მოგვაგონებს განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფ დედამიწას. სწორედ ამის გამო იწვევს იგი ინტერესს მეცნიერებში - მიიჩნევა, რომ მიწისქვეშ არსებულ წყალსაცავებში შეუიარაღებელი თვალით უხილავი მიკროორგანიზმები არსებობენ. კოსმოსური სააგენტო NASA აპირებს მოძebნოს ისინი თავის მომდევნო მისია Dragonfly-ს ფარგლებში. მისიის დაწყება 2026 წლისთვის იგეგმება, მეცნიერთა გამოთვლებით კოსმოსური აპარატი ტიტანს 2034 წლისთვის მიაღწევს. ტიტანის ჰაერის ტემპერატურა -179 გრადუსი ცელსიუსია, ზედაპირი კი თითქმის მთლიანად სითხითა და ყინულით არის დაფარული, ამიტომ მუხლუხებიანი და საბურავიანი აპარატების გამოყენება შეუძლებელი იქნება. ამის გამო სააგენტოს გადაწყვეტილებით ტიტანს ვერტმფრენის ტიპის აპარატი შეისწავლის. ტიტანზე გამოსაყენებელი „ვერტმფრენის“ ზომა 3,1×2,7×2,1 მეტრია. მის ქვედა ნაწილზე დაყენებული იქნება ყინულზე გადასაადგილებელი სლაიდერები, გვერდებზე კი განთავსდება ოთხი პროპელერი. გამოთვლებით აპარატი შეძლებს 4 ათას მეტრ სიმაღლეზე ფრენას და 36 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას. თითო დღეში აპარატი 175 კილომეტს გაიფრენს, დააკვირდება ტიტანის აგებულებასა და მის მეტეოროლოგიურ მაჩვენებლებს. მოწყობილობის ძირითადი სამუშაო ადგილი იქნება 90-კილომეტრიანი კრატერი „სელკი“ - ითვლება, რომ იქ უნდა იყოს მიკროორგანიზმების არსებობისთვის ხელშემწყობი პირობები. ლიგეის ზღვა - სიდიდით მეორე ნახშირწყალბადის ზღვა ტიტანზე „ტიტანი მზის სისტემის არც ერთ ობიექტს არ ჰგავს, Dragonfly კი ყველა მისიისგან განსხვავებულია. ჩვენ მიერ შექმნილი ვერტმფრენი გამოიკვლევს პროცესებს, რომლებითაც ხდება თანამგზავრის უჩვეულო გარემოს ფორმირება“ - აცხადებს NASA-ს სამეცნიერო მისიებში დამხმარე Thomas Zurbuchen. მისი თქმით, სააგენტო შეისწავლის სამყაროს, რომელიც სავსეა სხვადასხვა ორგანული ნაერთებით. სწორედ ეს ნაერთებია სიცოცხლის „სამშენებლო ბლოკები“. როგორი და რომელი რაკეტა წაიღებს აპარატს ჯერ უცნობია, თუმცა ტიტანთან მიღწევის შემდეგ მას საჭირო ადგილზე პარაშუტებით მიიტანენ. მისიის ხანგრძლივობა ორი წელიწადი იქნება. მეცნიერებისთვის ტიტანი საინტერესოა არა მარტო არამიწიერი სიცოცხლის საძიებლად, არამედ კოლონიზაციისთვისაც. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ კოლონისტები შეძლებენ ნახშირწყალბადის უდიდესი მარაგის გამოყენებას ენერგიის მოპოვებისთვის. დედამიწაზე ნახშირწყალბადის უდიდესი რაოდენობა ნედლ ნავთობში გვხვდება. https://hi-news.ru/space/nasa-zajmetsya-poiskom-zhizni-na-samom-krupnom-sputnike-saturna.html
-
რამდენიმე 4K, 6K და 8K მონიტორის ერთდროულად მიერთება სულ უფრო ხშირად გვხვდება. შესაბამისად, DisplayPort-ის სპეციფიკაციებს განახლება ესაჭიროება. იგივე მოხდა სამი წლის წინაც: წარმოდგენილ იქნა ვერსია DisplayPort 2.0, სიჩქარე თითქმის სამჯერ გაიზარდა. წინა ჯერზე ორგანიზაცია Video Electronics Standards Association-მა (VESA) განაახლა ეს სტანდარტი 2016 წელს. არსებული DisplayPort 1.4a ვერსიის სიჩქარე 25.9 გბიტი/წმ იყო, 2.0 ვერსიაში კი სიჩქარე 77.4 გბიტი/წამამდე გაიზარდა. ამჟამინდელი განახლება კარგი სიახლეა მაღალი გაფართოების მქონე ეკრანების მფლობელებისთვის. ახალი სტანდარტი პირველია 8K ფორმატის მხარდაჭერის მხრივ, განახლების სიხშირე 60 ჰერცია, აქვს HDR10 მხარდაჭერა Display Stream Compression-ის გამოყენებით (DSC). შესაძლებელია გამოსახულების გაშვება ორ ეკრანზე 8K 120 ჰც სიხშირით. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ბევრი პირადად ვერ დარწმუნდება ახალი სტანდარტის ღირსებებში. მითუმეტეს იმის გამო, რომ DisplayPort 2.0-ს შეუძლია გამოსახულების 16K (15360 х 8460 პიქსელი) ეკრანზე გამოტანაც 60 ჰერცი სიხშირითა და DSC-ით. აგრეთვე შესაძლებელია ერთროულად სამი ერთეული 4K მონიტორის მიერთება 90 ჰერცი სიხშირით. იხილეთ ხელმისაწვდომი კომბინაციების სრული ჩამონათვალი: ერთი ეკრანი: ერთი 16K (15360×8460) 60 ჰც 30 bpp 4:4:4 HDR DSC) ერთი 10K (10240×4320) 60 ჰც 24 bpp 4:4:4 (კომპრესიის გარეშე) ორი ეკრანი: ორი 8K (7680×4320) 120 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR ( DSC) ორი 4K (3840×2160) 144 ჰც და 24 bpp 4:4:4 (კომპრესიის გარეშე) სამი ეკრანი: სამი 10K (10240×4320) 60 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR (DSC) სამი4K (3840×2160) 90 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR (კომპრესიის გარეშე) DisplayPort 2.0-ს ახასიათებს თავსებადობა წინა სტანდარტებთან და აქვს ისეთივე ფუნქციონალური შესაძლებლობები, როგორიც Forward Error Correction (FEC), მეტამონაცემების გადაცემა HDR, USB Type-C დაThunderbolt 3. DP Alt Mode-ით USB-C-ს გამოყენებისას, სადაც შესაძლებელია ერთდროულად გადაიცეს SuperSpeed USB მონაცემები და ვიდეო, ხელმისაწვდომია შემდეგი კონფიგურაციები: სამი 4K (3840×2160) 144 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR (DSC) ორი 4Kx4K (4096×4096) (AR/VR მოწყობილობებისთვის) 120 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR (DSC) სამი QHD (2560×1440) 120 ჰც და 24 bpp 4:4:4 (კომპრესიის გარეშე) ერთი 8K (7680×4320) 30 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR (კომპრესიის გარეშე) VESA DisplayPort 2.0-ის მქონე პირველი პროდუქტების გამოშვებას 2020 წლის ბოლოს აპირებს. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/28004/anonsirovan-standart-displayport-20
-
- 1
-
-
ლეპტოპი Dell XPS 15 უკვე ხელმისაწვდომია. განახლებულ მოდელში ერთ-ერთ თვალშისაცემ სიახლეს წარმოადგენს ვებ-კამერის განთავსების ადგილი - ეკრანის ზედა ნაწილში. XPS 15 ლეპტოპის მოდიფიკაციების ფასები 1099 დოლარიდან იწყება, ოთხივე კონფიგურაცია შეიცავს Intel-ის მე-9 თაობის პროცესორებს, სწრაფ M.2 SSD NVMe-სა და 97 ვტ/სთ ბატარეას. მეტად გამოცდილი და სიმძლავრის მოყვარული მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით კარგი არჩევანი იქნება 1549-დოლარიანი მოდელი: მას განსაკუთრებით მძლავრი პროცესორი აქვს - Intel Core i7 9750H, აგრეთვე ვიდეო ბარათი Nvidia GTX 1650. ლეპტოპის მახასიათებლები შეესაბამება საწყისი დონის გეიმინგ-ლეპტოპის მახასიათებლებს. მოდიფიკაციებიდან ყველაზე მაღალი წარმადობის მოდელს აქვს 4K OLED დისპლეი (3840 x 2160). ეს ლეპტოპი კარგი არჩევანი იქნება მათთვის, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ფილმების ყურება: ლეპტოპი აღბეჭდავს 100%-იან ფერთა გამას - DCI-P3. ამ მოდიფიკაციის ფასი 1949 დოლარი იქნება. Dell XPS 15 9560 — Dell XPS 13-ის გაფართოებული ვერსიაა უფრო დიდი დისპლეითა და მეტი წარმადობით. დიზაინი: ლეპტოპის კორპუსი დაფარულია მატირებული ალუმინით, რომელზეც გამოსახულია Dell-ის ლოგოტიპი. ხელის დასადები ადგილი დამზადებულია ნახშიბადის ბოჭკოვანასგან, კლავიშები განთავსებულია ხელისთვის მოსახერხებლად. ლეპტოპში გამოყენებულია ნამდვილი ნახშირბადის ბოჭკოები და არა უბრალოდ ტექსტურირებული სტიკერი პლასტმასზე, როგორც ზოგიერთი ლეპტოპის შემთხვევაში. პორტები: Dell XPS 15 9560-ზე ხელმისაწვდომია: USB 3.0, USB Type-C, SD ბარათის სლოტი, 3.5 მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი, HDMI პორტი, Thunderbolt 3.1/USB Type-C. ეკრანი: 15-დუიმიან ეკრანზე თავისუფლადაა შესაძლებელი განთავსდეს ორი სრულზომიანი ფანჯარა გევრდიგვერდ, თანაც გვერდების სიმეტრიის დარღვევის გარეშე. ლეპტოპი მხოლოდ 1.8 კილოგრამს იწონის, მისი ჩანთით ტარება არ იწვევს დისკომფორტს. დადებითი მხარეები: შესანიშნავი დისპლეი, მაღალი წარმადობა, ხარისხიანი დიზაინი, პორტატულობა. უარყოფითი: სუსტი დინამიკები. https://www.theverge.com/2019/6/27/18761401/dell-xps-15-laptop-4k-oled-screen-camera-available-now © TehnObzor
-
ერთი კვირის წინ მსოფლიოს უდიდესმა სოციალურმა ქსელმა განაცხადა საკუთარი ციფრული ვალუტა Libra-ს შექმნის შესახებ. ეს კრიპტოვალუტა იმუშავებს შვეიცარიული ფონდის მიერ შექმნილ ბლოკჩეინზე და ექნება ასობით კომპანიის მხარდაჭერა. Facebook-ის და მისი სხვა სერვისების კოლოსალური აუდიტორიის გათვალისწინებით გაჩნდა მოსაზრება, რომ Libra-მ შესაძლოა ჩვეულებრივი დოლარი ჩაანაცვლოს. რას წარმოადგენს Facebook-ის კრიპტოვალუტა ყველამ კარგად ვიცით, რომ მსოფლიო ეტაპობრივად გადადის ციფრულ ფულზე. არის დიდი ალბათობა, რომ რამდენიმე ათწლეულში ბანკები საჭირო აღარ იქნება, ფული კი შესაძლებელი იქნება შეინახოთ ციფრული სახით საკუთარ სმარტფონში ან ფლეშ-მეხსიერების ბარათზე ისევე, როგორც საფულეში. მზარდი Bitcoin ხალხში სულ უფრო აღვივებს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების შეგრძნებას. რაც შეეხება Libra-ს. „ცუკერდოლარს“ - როგორც მას მარკის თაყვანისმცემლებმა უწოდეს, გრძელვადიან პერსპექტივაში სურს მსოფლიოს „წაართვას“ დოლარი და იგი ციფრულ ვალუტად აქციოს. კრიპტოვალუტის უკან რეალური ვალუტა იდგება: აშშ დოლარი, ევრო, იაპონური იენა და ფუნტი სტერლინგი, რომლებიც შეინახება სპეციალურ ფონდში - Libra Reserve. მომდევნო 18 თვის მანძილზე Libra აეწყობა Facebook-ის ეკოსისტემაზე და შეიძენს საკუთარ საფულეს - Calibra. Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მომხმარებელთა საერთო რიცხვი 2.4 მილიარდს შეადგენს. Libra-ს მეშვეობით შესაძლებელი იქნება დოლართან დაკავშირებული ვალუტის გაგზავნა ან მიღება ნებისმიერი პირის მიერ. ცხადია, საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი შეუძლია ასეთ კრიპტოვალუტას მთელი კრიპტო ბაზრის შეცვლა, თუკი რა თქმა უნდა, საქმე კარგად წავა და თუკი ნებას დართავენ. ამჟამად მისი მხარდაჭერა არც ისე დიდია - Libra ფასეულობას შეიძენს მხოლოდ და მხოლოდ მასიური აუდიტორიის ხარჯზე. რომელ ბლოკჩეინზე იმუშავებს Libra ამ კრიპტოვალუტას საფუძვლად უდევს კონსენსუსის მექანიზმი PoS ორტოკენიანი სისტემით. Libra-ს უსაფრთხოების დაცვისათვის არ იქნება საჭირო ბევრი ელექტროენერგიის დახარჯვა, თავად ტრანზაქციები კი იქნება მომენტალური და იაფი. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, Libra გამოყენებული იქნება არა მარტო თანხის გადარიცხვისთვის - იგი ღია იქნება ციფრული აპლიკაციების, ვებ-გვერდების, ელექტრონული კომერციის შექმნისთვის. 2.4 მილიარდი ადამიანისთვის წარმოდგენილი იქნება ახალი, განვითარებადი კრიპტო ბაზარი და ყველაფერი ის, რაც მასზე შენდება. ვარაუდობენ, რომ Libra Bitcoin-საც აღმასვლისაკენ უბიძგებს - მის შესახებ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს და დაინტერესდება. გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა შეიცვალოს ფულის გაცვლის ინდუსტრია. არსობრივად, Facebook ახალ ცენტრობანკად გვევლინება, რომელიც დაარეგულირებს ემისიას (გამოუშვებს ახალ ფულს) და ფულადი რესურსების ბრუნვას. ფიქრობთ, რომ ამერიკის ცენტრალურ ბანკს ეს ამბავი მოეწონება? რა თქმა უნდა, არა. თუმცა ხელმძღვანელობის თქმით Facebook ქმნის კიდევ ერთ საგადახდო სისტემას და არა ახალ დოლარს, ასე რომ მისი ჯერჯერობით არ ეშინიათ. მაგრამ ცუკერბერგის ამბიციების შესახებ ყველას კარგად მოგვეხსენება. რა ეღირება Libra და სად ვიყიდოთ? კითხვა, რომელიც ბევრს აწუხებს - რა ეღირება Libra. რადგან კრიპტოვალუტას ქმნის ისეთი გიგანტი, როგორიც Facebook-ია, ვალუტის მსურველი ბევრი იქნება და, შესაბამისად, მისი ფასი აიწევს. თუმცა დიდი ალბათობით ეს ასე არ მოხდება: Libra-ს კურსი თავისუფალი იქნება - ეს კრიპტოვალუტა არ არის ჩაფიქრებული Stablecoin-ის ან დოლარის ციფრულ ანალოგად. მაგრამ იგი ამავე დროს სტაბილური იქნება, რადგანაც მიბმულია რეალურ აქტივებზე და კონტროლდება გულმოდგინედ. კარგია Libra თუ ცუდი? დადებითი მხარეები: კრიპტოვალუტები - ეს მომავალია. ისინი არსად გაქრება, თუნდაც იმიტომ, რომ მოსახერხებელია. Facebook უზარმაზარ აუდიტორიას უხსნის გზას კრიპტოვალუტების ახალ სამყაროში. უარყოფითი მხარეები: Facebook-მა მომხმარებლების ნდობა დაკარგა კონფიდენციალურობის დარღვევების გამო, კრიპტოვალუტების მსურველთა ნდობის დამსახურება კი ადვილი არ იქნება, რადგაც ეს არის მეტად ცენტრალიზებული სისტემა, რომელშიც საბოლოო სიტყვა მაინც მარკ ცუკერბერგზე იქნება. https://hi-news.ru/technology/libra-smozhet-li-bitkoin-ot-facebook-zamenit-amerikanskij-dollar.html
-
- 1
-
-
ჩინურმა კომპანიებმა გადაწყვიტეს მოეწყოთ Mobile World Congress-ის მსგავსი მობილური ინდუსტრიის თავიანთი გამოფენა. კონგრესის მსგავსად, რომელიც თებერვალში ბარსელონაში ჩატარდა, შანხაიში მოწყობილ გამოფენაზე ძირითადი თემა იყო მეხუთე თაობის ქსელი. Nubia-მ და Lenovo-მ წარადგინეს თავიანთი პირველი სმარტფონები 5G მხარდაჭერით, lenovo-მ ასევე დააანონსა ლეპტოპიც მეხუთე თაობის ქსელით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩინური კომპანიების მიერ წარმოდგენილი სმარტფონები სიახლეს არ წარმოადგენს - ესენია უკვე არსებული მოდელები (გარდა Lenovo-ს ლეპტოპისა), რომელთაც დაემატათ მხოლოდ 5G მხარდაჭერა. დავიწყოთ Nubia-თი. მისმა შვილობილმა კომპანია ZTE-მ დააანონსა ფლაგმანი Nubia X 5G. ამ სმარტფონის სტანდარტული ვარიანტი გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა. Nubia X ბაზარზე არსებულ იმ მცირერიცხოვან სმარტფონთაგან ერთ-ერთია, რომელთაც ორი სრულფასოვანი ეკრანი აქვთ. სმარტფონის წინა მხარეს მოცემულია IPS მატრიცა FHD+ გაფართოებითა და 6.25-დუიმიანი დიაგონალით. უკანა მხარეს განთავსებულია 5.1-დუიმიანი OLED დისპლეი HD+ გაფართოებით. წინა და უკანა პანელები წარმოდგენილია დამცავი მინით - Gorilla Glass 3. Nubia X 5G-ს კი აქვს ინტეგრირებული მოდემი მეხუთე თაობის ქსელის მხარდასაჭერად. ჯერჯერობით არ ზუსტდება, შესაძლებელი გახდა თუ ვერა მასში Snapdragon 845 პროცესორის ინტეგრირება, რომლის ბაზაზეც მუშაობს სტანდარტული ვერსია - თუ მწარმოებლებმა დააყენეს ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 855. აღვნიშნავთ, რომ ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ეს მეორე ვარიანტი აირჩია, როდესაც გამოუშვა მოდელი Mi MIX 3 5G. სმარტფონის ბატარეის მოცულობა არ შეცვლილა - სტანდარტული მოდელის მსგავსად 5G ვარიანტის ბატარეაც 3800 მა.სთ მოცულობისაა. მოწყობილობას აქვს 18-ვატიანი სწრაფი დატენვის სისტემა. კამერა აგებულია ორი, 16+24 მეგაპიქსელიანი მოდულის ბაზაზე. ორივე მოდულს აქვს ფაზიანი ავტოფოკუსირების სისტემა, თუმცა არ გააჩნიათ გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზატორი. ვიდეოს გადაღება შესაძლებელია მაქსიმალური გაფართოებით 4K ფორმატში, 30 კადრი/წამში. სმარტფონის სტანდარტულ ვერსიას აქვს 6/8 გიგაბაიტი ოპერატიული და 64/512 გიგაბაიტი ინტეგრირებული მეხსიერება. რა კონფიგურაციებში იქნება წარმოდგენილი Nubia X 5G - ჯერ არ დაზუსტებულა. უცნობია ასევე სმარტფონის ფასიც და ბაზარზე გამოსვლის დროც. კომპანია lenovo-მ კი ერთად წარადგინა მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე ორი მოწყობილობა. ლეპტოპის შესახებ ინფორმაცია ჯერ პრაქტიკულად არ არის, ცნობილი მხოლოდ ის გახლავთ, რომ აქვს 5G მხარდაჭერა და მუშაობს Qualcomm Snapdragon 8cx-ზე, რომლის ტაქტის სიხშირე 2.75 გიგაჰერცს შეადგენს. უახლოეს პერიოდში ეს ლეპტოპი არ გამოვა ბაზარზე. იგი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის წარადგინეს, რომ მომხმარებლებისთვის ეჩვენებინათ - 5G ქსელი ლეპტოპებამდეც მიაღწევს. Lenovo-ს მეორე სიახლეს ეწოდება Lenovo Z6 Pro 5G Explorer Edition. ამ სმარტფონის სტანდარტული ვერსიის დემონსტრაცია მიმდინარე წლის აპრილში შედგა. საბაზისო მოდიფიკაცია 430 დოლარი ღირს, აქვს 6 გბ ოპერატიული და 128 გბ ჩაშენებული მეხსიერება - ეს სმარტფონი ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ მოწყობილობად ითვლება მათ შორის, რომლებიც მუშაობენ მობილურ ჩიპ Snapdragon 855-ზე. Lenovo Z6 Pro 5G Explorer Edition-ს სტანდარტული ვერსიისგან ორი განმასხვავებელი მახასიათებელი აქვს. პირველი: კონფიგურაციაში შევიდა მოდემი Snapdragon X50, რომელიც უზრუნველყოფს 5G მხარდაჭერას. მეორე: უკანა პანელი გამჭვირვალე აქვს, ისევე როგორც Xiaomi Mi 8 Explorer Edition-სა და HTC-ის რამდენიმე მოწყობილობას. დანარჩენ მახასიათებლებში Lenovo Z6 Pro Explorer Edition სტანდარტული მოდელისგან არაფრით განსხვავდება. ახალ ფლაგმანსაც მაქსიმალურ კომპლექტაციაში აქვს ოთხმოდულიანი კამერა, 12 გბ ოპერატიული და 512 გბ ინტეგრირებული მეხსიერება და 4000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. Nubia X 5G-ის მსგავსად Lenovo Z6 Pro 5G სმარტფონის ფასი და ბაზარზე გამოსვლის ვადა ჯერ არ ხმაურდება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/27964/lenovo-i-nubia-anonsirovali-5ggadzhety-vkljuchaja-pervyj-v-mire-noutbuk-s-podderzhkoj-5g
-
Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ის თავის დამდეგ დაბადების დღეს დაკავდება ერთ-ერთი იმ ურთულესი პრობლემის მოგვარებით, რომელსაც Tesla-სთვის ყველაზე დიდი უსიამოვნებები მოაქვს - ეს პრობლემაა ლოგისტიკა. მასკს 48 წელი უსრულდება დღეს, 28 ივნისს, Twitter-ის მომხმარებლებმა ჰკითხეს, როგორ აპირებს დაბადების დღის გატარებას. მისი პასუხი იყო ისეთივე შრომისმოყვარეობის გამოხატულება, როგორიც ახასიათებდა მას ამ დრომდეც - მასკი თავის დაბადების დღეებს მუშაობაში ატარებს. „გაქვთ რაიმე დიდი გეგმები იუბილესთვის? ან იქნებ ოჯახთან ერთად დასვენებას აპირებთ?“ - ჰკითხეს მასკს. „ვმუშაობ Tesla-ს გლობალურ ლოგისტიკაზე“ - იყო პასუხი. ილონ მასკი ამ დრომდეც გაურბოდა თავისი დაბადების დღის აღნიშვნას. გასულ წელსაც მან ეს დღე მუშაობაში, მეგობრების გარეშე გაატარა. Tesla იმედოვნებს, რომ მეორე ფინანსურ კვარტალს დაასრულებს ელექტრომობილების მიწოდების რეკორდული მაჩვენებლით. ამისათვის აუცილებელია გადაილახოს 2018 წლის ბოლო კვარტლის მაჩვენებელი - იმ პერიოდში მოხდა 90 700 ელექტრომობილის მიწოდება. თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში მასკმა მიუთითა, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დაწყობილად და გამართულად იმუშავებს გუნდი ლოგისტიკური ოპერაციების შესრულების დროს. https://3dnews.ru/989872
-
ჰოლანდიურმა კომპანია Lightyear-მა წარადგინა ხუთადგილიანი ელექტრომობილი Lightyear One-ის პროტოტიპი, რომელიც აღჭურვილია მზის პანელებით. ისინი განთავსებულია მანქანის სახურავსა და კაპოტზე და მანქანას საშუალებას ანიჭებს დაიტენოს მგზავრობის პროცესშივე. თუმცა ეს არ არის მანქანის ერთადერთი გამორჩეული მახასიათებელი. ახალი ელექტრომობილის მთავარი უპირატესობა გახლავთ გავლის მარაგი, რომელიც ბაზარზე არსებული ყველა კონკურენტის მაჩვენებელზე მეტია. Lightyear One-ის გაბარიტებია 5 057 x 1 898 x 1 426 მმ (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე). ელექტრომობილი აღჭურვილია ოთხი ელექტროძრავითა და ბატარეების ბლოკით, რომლის მოცულობას მწარმოებელი ჯერჯერობით არ ახმაურებს. კომპანიის განცხადებით, მანქანის სვლის მარაგი ერთ დამუხტვაზე 725 კილომეტრს შეადგენს, რაც პრაქტიკულად მეოთხედით მეტია Tesla Model S-ზე. ამ უკანასკნელის მაჩვენებელი 595 კილომეტრია. 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებას ელექტრომობილი 10 წამში ახერხებს რაც შეეხება მზის ენერგიისგან კვებას, მას უზრუნველყოფს მანქანაზე განთავსებული მზის პანელები, რომელთა საერთო ფართობი 5 კვადრატული მეტრია. კომპანიის თქმით, მზეზე გატარებული ყოველი 1 საათი მანქანას 12 კილომეტრის გავლის მარაგს აძლევს. თუმცა ასევე ხაზგასმულია ისიც, რომ რეალური რიცხვი დამოკიდებულია ელექტრომობილის გადაადგილების რეგიონსა და წელიწადის დროზე. მიახლოებით რომ ითქვას, ნიდერლანდების მაგალითზე ზაფხულში მზის პანელებმა შესაძლოა გამოიმუშაონ დღეში 30 კმ. გავლის მარაგი, ზამთარში კი - მხოლოდ 7. ამიტომ, რაღა თქმა უნდა, კომპანიამ გაითვალისწინა აკუმულატორის დატენვის უფრო ტრადიციული მეთოდიც - დამუხტვა სპეციალური ელექტრო დამტენი სადგურიდან ან უბრალო დენის როზეტიდან. კომპანია უკვე წინასწარ შეკვეთებს იღებს ელექტრომობილზე, თუმცა შემოთავაზება ჯერჯერობით რიცხობრივად შეზღუდულია: საწყის ეტაპზე სულ გამოვა 500 ეგზემპლარი. Lightyear One-ის შეძენის მსურველს 119 ათასი ევროს გადახდა მოუწევს წინასწარი შეკვეთით. ოფიციალური გაყიდვის შემდეგ კი მისი ფასი 149 ათასი ევრო იქნება. Lightyear One-ის სერიული წარმოება 2021 წელს დაიწყება. https://hi-news.ru/technology/u-tesla-novyj-konkurent-s-bolshim-zapasom-xoda-da-eshhe-i-na-solnechnoj-energii.html
-
- 1
-
-
კომპანია GIGABYTE-მა გამოუშვა დედა დაფა X570 Aorus Master, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ-კლასის დესკტოპ-კომპიუტერებში გამოყენებისთვის. დედა დაფის საფუძველს წარმოადგენს AMD X570 ლოგიკის ნაკრები. დაშვებულია მესამე თაობის AMD Ryzen პროცესორების გამოყენება Socket AM4-ის შესრულებით. DDR4-4400 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოდულებისთვის მოცემულია ოთხი კონექტორი: სისტემაში ჯამში შესაძლებელია 128 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების დაყენება. გათვალისწინებულია ექვსი პორტი SATA 3.0 და სამი М.2 კონექტორი NVMe PCIe 4.0/3.0 x4 მოდულებისთვის. დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილია სამი სლოტი PCIe 4.0/3.0 x16. დაფა ასევე მოიცავს ქსელურ კონტროლერ Realtek 2.5GbE LAN-ს და მრავალარხიან აუდიოკოდეკს Realtek ALC1220-VB. დედა დაფას აქვს 802.11a/b/g/n/ac/ax სტანდარტების მხარდაჭერის მქონე Wi-Fi უსადენო კავშირის ადაპტერი, რომელიც მუშაობს 2,4-5 გჰც დიაპაზონში. ასევე აქვს კონტროლერი Bluetooth 5.0. ინტერფეისების პანელზე არსებული კონექტორებიდან აღსანიშნავია USB Type-C, USB 3.2 Gen 2 და S/PDIF. დედა დაფა შეესაბამება ATX ფორმ-ფაქტორს: მისი გაბარიტები 305,0 × 244,0 მმ-ს შეადგენს. https://3dnews.ru/989772
-
- 3
-
-
-
Apple-მა ოფიციალურად დაადასტურა Drive.ai-ს შეძენა და კიდევ ერთხელ გამოაცხადა თავი კომპანიად, რომელიც მიზნად ისახავს გამოუშვას ავტოპილოტით მართვადი ავტომობილები. გარიგების თანხას კომპანია ტრადიციულად არ ახმაურებს. გარე შეფასებებით Drive.ai-ს საბაზრო ღირებულება 200 მილიონ დოლარს შეადგენს. ბოლო ჯერზე სტარტაპმა საჭირო კომპონენტების სერიის შექმნისთვის ინვესტორებისგან 77 მილიონი მიიღო. იმ პერიოდში ახალგაზრდა კომპანია ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა. ცნობილია, რომ სტარტაპმა სამსახურიდან 90 თანამშრომელი გაათავისუფლა ფინანსური კრიზისის გამო და სავარაუდოდ Apple-მა Drive.ai-ზე მუშაობის უფლება მისი ვალების საფასურად მიიღო. საინტერესოა ის, რომ Drive.ai წლების განმავლობაში მუშაობდა ტეხასის შტატის ქალაქ არლინგტონის ხელისუფლებასთან ერთად ავტონომიური ავტომობილებით მგზავრების გადაყვანის პროექტზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სტარტაპს მნიშვნელოვანი საკითხები უკვე შემუშავებული აქვს და აგრეთვე ჰყავს გამოცდილი ინჟინრების გუნდი. Drive-ai-ს აქტივებთან ერთად Apple-ს სტარტაპის კუთვნილი ათეულობით ინჟინერი გადაეცა, ასე რომ კუპერტინოული კომპანია ნულიდან არ დაიწყებს ამ სფეროში მუშაობას. თავად Apple-იც უკვე დაკავებულია ავტოპილოტირებადი მანქანების შემუშავებით. მაგალითად, გასული წლის ბოლოს კომპანიამ კალიფორნიის გზებზე გამოიყვანა თვითმართვადი ყველგანმავალი Lexus, რომლის საჭესთან მაინც იჯდა მძღოლი ავტოპილოტის გასაკონტროლებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ იანვარში Apple-მა ავტოპილოტირებული მანქანების პროექტ „Titan”-ზე მომუშავე ორასი პირი გაათავისუფლა: როგორც ჩანს, Apple-ის ხელმძღვანელობა ვერ დაკმაყოფილდა მუშაობის პროცესით. ამიტომ ამჯერად კომპანიამ გადაწყვიტა დაკავდეს პროექტით, რომელთანაც კავშირში იქნება Drive.ai-ს გუნდი. https://3dnews.ru/989771
-
ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ბაზაში გამოჩნდა 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული რამდენიმე Epyc Rome პროცესორი. ცნობილი გახდა ახალი პროდუქტების მახასიათებლების ნაწილი და მათი საორიენტაციო ფასებიც. როგორც ცნობილია, არქიტექტურა Zen 2-ის ბაზაზე შესრულებული ახალი პროდუქტები გაყიდვაში მომდევნო კვარტალში გამოვა. კალიფორნიული გიგანტი აპირებს ბაზარზე გამოიტანოს რამდენიმე პროცესორი 8-დან 64 ბირთვამდე შემადგენლობით. აღვნიშნავთ, რომ შვიდიდან ხუთი მოდელი შემოთავაზებული იქნება სამ მოდიფიკაციაში: ორ სოკეტზე, ერთ სოკეტზე და „ბიუჯეტური“ ვარიანტი შემცირებული სიხშირეებითა და გაზრდილი ენერგოეფექტურობით. მოდელი ბირთვი / ნაკადი Boost-სიხშირე TDP ფასი ($) Dual Socket Single Socket "ბიუჯეტური" ვარიანტი Epyc 7742 64 / 128 3.4 გჰც 225 ვტ 7800 7200 5000 Epyc 7642 48 / 96 3.4 გჰც 225 ვტ 5400 - 4500 Epyc 7502 32 / 64 3.35 გჰც 180 ვტ 2900 2600 2300 Epyc 7402 24 / 48 3.35 გჰც 180 ვტ 2000 1400 1500 Epyc 7302 16 / 32 3.3 გჰც 155 ვტ 1100 930 730 Epyc 7272 12 / 24 3.2 გჰც 120 ვტ 700 - - Epyc 7262 8 / 16 3.4 გჰც 155 ვტ 650 510 540 საინტერესოდ გამოიყურება 64-ბირთვიანი, 5-ათასდოლარიანი პროცესორი AMD Epyc 7742. შედარებისთვის, კალიფორნიული გიგანტი Intel ამ ფასად გთავაზობთ 28-ბირთვიან მოდელ Xeon Platinum-ს 3.8 გჰც სიხშირით. აღსანიშნავია ასევე 24-ბირთვიანი, 1500 დოლარიანი Epyc 7402, რომლის სიხშირე 3.35 გიგაჰერცია და შეუძლია თავი მოიწონოს PCI Express 4.0-ის 128 ხაზით. იგი Threadripper-ზე 300დოლარით ძვირია. Intel-ის სერვერული პროცესორების ფასები და მახასიათებლები შედარებისთვის იხილეთ ქვემოთ: მოდელი ბირთვი / ნაკადი სიხშირე TDP ფასი ($) საბაზისო მაქსიმალური Xeon 9282 56 / 112 2.6 გჰც 3.8 გჰც 400 ვტ - Xeon 9242 48 / 96 2.3 გჰც 3.8 გჰც 350 ვტ - Xeon 8167 28 / 56 2.5 გჰც 3.8 გჰც 205 ვტ 4600-11 000 Xeon 8164 26 / 52 2 გჰც 3.7 გჰც 150 ვტ 5000-7500 Xeon 8160 24 / 48 2.1 გჰც 3.7 გჰც 150 ვტ 4700-4800 Xeon 8153 16 / 32 2.2 გჰც 3 გჰც 125 ვტ 3000 Xeon 8158 12 / 24 3 გჰც 3.7 გჰც 150 ვტ - შეგახსნებთ, რომ AMD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გასულ თვეში ოფიციალურად დაადასტურა სერვერული პროცესორების ბაზარზე მესამე კვარტალში გამოსვლა. ენთუზიასტები ელიან, რომ 7-ნანომეტრიანი Epyc-პროცესორების შემდეგ გაყიდვაში გამოვა 7-ნანომეტრიანი Threadripper-ები დესკტოპ-კომპიუტერებისთვის. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/27899/ceny-i-harakteristiki-7nanometrovyh-processorov-amd-epyc-rome
-
მაგნიტურ-რეზისტორული MRAM მეხსიერების ყველაზე მტკივნეულ ადგილად მოიაზრება ჩაწერის დაბალი სიმჭიდროვე. მონაცემთა შესანახი სივრცეები საკმაოდ დიდია, წარმოების შემუშავებული ტექნოლოგია კი მათი შემცირების საშუალებას არ იძლევა. თუმცა პროგრესი ერთ ადგილას არ არის გაჩერებული. კომერციული STT-MRAM მიკროსქემების მომწოდებელმა კომპანია Everspin-მა განაცხადა, რომ წარმატებით წარიმართა ამ დრომდე არსებულზე ოთხჯერ დიდი მოცულობის STT-MRAM ჩიპების საპილოტე ხაზის გამოშვება. ამ დრომდე Everspin უშვებდა 256-მეგაბიტიან, 40-ნანომეტრიან ჩიპებს. ახალი პროდუქცია კი გახლავთ 28-ნანომეტრიანი, 1 გბიტი მოცულობის მქონე STT-MRAM მიკროსქემები. ახალი საპილოტე პროდუქტების საცდელი გამოშვება გასული წლის ბოლოს დაიწყო, მასიური წარმოება კი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში იგეგმება. STT-MRAM მეხსიერება საშუალებას იძლევა გამოიშვას ნაკლები შეფერხებისა და უფრო მეტი გამძლეობის მქონე SSD და ქეშირებული ბლოკები. იმის გათვალისწინებით, რომ მწარმოებლებმა გამოუშვეს SSD-ები 256-მეგაბიტიან მეხსიერებაზეც კი - შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ უფრო მეტ SSD მოდელს ვიხილავთ 1 გბიტიან STT-MRAM Everspin ჩიპებზე. ქეშირებული ამაჩქარებელი nvNITRO Accelerator Card 1 გბ STT-MRAM მეხსიერებით NAND და DRAM-იდან STT-MRAM მეხსიერებაზე გადასვლის მოსახერხებლობის გამო მიკროსქემები აღიჭურვება სტანდარტული 8-და 16-ბიტიანი DDR4 ინტერფეისით, რომელიც თავსებადია ST-DDR4 სტანდარტთან. კომპანია Everspin იტყობინება, რომ ახალი მეხსიერების საკვალიფიკაციო ტესტები წრმატებულია და მეტად დაბალია საწარმოო წუნის დონე. სავარაუდოდ, ფლეშ-მეხსირებასთან დაკავშირებულ სამიტზე Everspin წარადგენს ახალ, მომდევნო მიღწევას STT-MRAM მეხსიერების განვითარების საკითხში. https://3dnews.ru/989727
-
Chan Zuckerberg Initiative ფონდმა 68 მილიონი დოლარი გადასცა პროექტ Human Cell Atlas-ს გაწეული სამუშაოსთვის. პროექტმა მოქმედება დაიწყო 2003 წელს და ამჟამად მასში გაერთიანებულია 38 სამეცნიერო გუნდი მსოფლიოს ოცი ქვეყნიდან. მოქმედების პერიოდში მეცნიერებმა 85 პროექტი დაასრულეს, რომელთა უმეტესობაც მიმართულია სამომავლო ადამიანური „ატლასის“ შემუშავების ინსტრუმენტის შექმნისკენ, მასში შედის სხვადასხვა სახის კვლევის მეთოდი. პროექტი წარადგენს ადამიანის უჯრედების, ქსოვილისა და ორგანოების ზუსტ კარტოგრაფირებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც მედიცინის, ისე ბიოტექნოლოგიის განვითარებას. ფონდის დამაარსებლები - მარკ ცუკერბერგი და პრისცილა (ჩენ) ცუკერბერგი ფონდ CZI-ს გრანტი განაწილდება 38 რჩეულ პროექტზე. მისით დაიფარება გაწეული ხარჯები: მედიცინის სფეროში, პროგრამული ინსტრუმენტების შექმნისა და გამომთვლელ ბიოლოგიაზე მუშაობის დანახარჯები. პროექტის მიზანია მოხდეს ფოკუსირება ადამიანის ორგანიზმის სპეციფიკურ ქსოვილებსა და ორგანოებზე, როგორებიცაა გული, თვალები და ღვიძლი. პროექტის დასრულებისას შექმნილი უჯრედების ატლასი და მასზე სამუშაო-საკვლევი ინსტრუმენტები თავისუფლად გაზიარდება სხვა მკვლევარებისა და ორგანიზაციებისთვის მთელ მსოფლიოში. მთელი მსოფლიოდან საუკეთესო მეცნიერების მოზიდვისა და ყოველმხრივი დაფინანსების წყალობით პროექტი დიდი ალბათობით უახლოეს ვადებში დასრულდება და შეიქმნება პირველი ადამიანური „რუკა“. პროექტზე მუშაობისას მკვლევარებს დიდი სამსახური გაუწია კომპიუტერულმა მეცნიერებებმა, კერძოდ კი მასიური მონაცემების ანალიზის მოწინავე ტექნოლოგიამ. ამ დრომდე ჩანდა, რომ ადამიანის ორგანიზმი მეტნაკლებად უკვე შესწავლილი იყო, თუმცა ახალი ტექნოლოგიების საშუალებით ხდება უჯრედებს, ქსოვილებსა და ორგანოებს შორის შეუსწავლელი კავშირების აღმოჩენა. ადამიანის ორგანიზმი მალე სავსებით იქნება შესწავლილი. https://3dnews.ru/989716
-
ბენზინზე მომუშავე ავტომობილები აბინძურებენ გარემოს, ხოლო ელექტრომობილების დატენვას დიდი დრო სჭირდება. ამიტომ ავტომწარმოებლების ნაწილი გამოსავალს წყალბადზე მომუშავე ძრავებში ეძებს. ეს უკანასკნელები უკვე გამოიყენება Honda-ს და Hyundai-ს ზოგიერთ მოდელში, თუმცა ჩინური კომპანიებისთვის აღნიშნული ინოვაცია დღემდე მიუღწეველი ოცნება იყო. პირველი ჩინური ავტომობილის სახელწოდება, რომელიც წყალბადზე მუშაობს, Grove Obsidian-ია, მას საკუთარი სპორტული ვერსია Granite გააჩნია. ავტომობილი შექმნილია 2016 წელს დაარსებული კომპანია Grove-ის მიერ. სამ წელიწადში კომპანიამ მოახერხა შეეკრიბა გუნდი და შეემუშავებინა ახალი მანქანის წინასერიული ვარიანტი. კომპანია დარწმუნებულია წყალბადის საწვავის უპირატესობასა და მის უსაფრთხოებაში, თუმცა ჯერ არაა მზად გაასაჯაროვოს ავტომობილის ზუსტი მახასიათებლები. მიუხედავად ამისა, ცნობილია მისი სვლის მანძილის რეკორდული მაჩვენებელი და ეკონომიურობა. პირველი წყალბადზე მომუშავე ავტომობილი ჩინეთიდან Grove Obsidian-ის ყველაზე მთავარი მახასიათებელი ნიშანია გავლის მანძილი, რომელიც 1000 კმ-ს უტოლდება. აღნიშნულმა შეიძლება უამრავი მომხმარებლის დაინტერესება გამოიწვიოს, რადგან სხვა ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების ანალოგიური მაჩვენებელი 750 კმ-ს არ სცდება. მაგალითად, Honda Clarity-ის გააჩნია 750 კმ-იანი სვლის მარაგი. Grove ასევე გამოირჩევა წვის ეკონომიური მაჩვენებლით მსუბუქი კორპუსის გამო, რომელიც შექმნილია ნახშირბადის ბოჭკოვანასგან და გააჩნია დაბალი წინაღობის აეროდინამიკული მაჩვენებელი. დიზაინი შექმნილია იმ ადამიანის მიერ, ვინც მუშაობდა Alfa Romeo-სა და Fiat ზე. Grove Obsidian — მოძრავი წყალბადის ბომბი? წყალბადის ავზის გავსებას ჭირდება 3 წუთი, ხოლო მოძრაობისას გამონაბოლქვის სახით გამოედინება წყლის ორთქლი. ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ Grove Obsidian წააგავს წყალბადის ბომბს, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა. საწვავის ავზი ისეა დაპროექტებული, რომ გადაიტანოს ნებისმიერი ტიპის ავარია. თუ მასში გაჩნდება ხვრელი, წყალბადი გამოედინება თხევად ფორმაში და 1,5 წუთში დაიწვება. ამასთანავე, მანქანის კორპუსი ცხელდება არაუმეტეს 47 გრადუსისა. Grove Obsidian-ის სერიული წარმოება დაიწყება 2020 წელს. პირველი 12 თვის განმავლობაში დაგეგმილია 5000 ავტომობილის წარმოება, ხოლო 2030 წლისთვის ეს მაჩვენებლი 100 ათასამდე უნდა ავიდეს. ავტომობილს გააჩნია სპორტული ვერსია სახელწოდებით Granite, რომელსაც განსხვავებული დიზაინი აქვს. https://hi-news.ru/auto/kitaj-predstavil-svoj-pervyj-vodorodnyj-avtomobil-s-rekordnym-zapasom-xoda.html
-
სამომხმარებლო სექტორისთვის დისკრეტული ვიდეო ბარათები კომპანია Intel-მა 2020 წლის ბოლოს უნდა წარადგინოს, მათთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორები კი 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით უნდა იქნას წარმოებული. სამომავლო ბარათების ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ ხმაურდება, თუმცა ტექნოგიგანტი მოხერხებულად აღვივებს მომხმარებლების ინტერესს პროდუქტებისადმი და იზიდავს გარეშე სპეციალისტებს კომპიუტერული ესკიზების შექმნისთვის. ამჯერად ვებ-გვერდ Weibo-ზე მოხდა Intel-ის სამომავლო დისკრეტული ვიდეო ბარათის კომპიუტერული მოდელის დემონსტრირება. მოცემულ ვარიანტში ბარათი წარმოდგენილი იყო ორვენტილატორიანი გაგრილების სისტემითა და გამჭვირვალე ზედაპირით. შუა მრგვალი ნაწილი დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს - მის ქვეშ ვენტილატორი არ არის. ესკიზის ავტორმა მანათობელი სექტორებით შეავსო ვიდეო ბარათის უკანა მხარეც, სადაც განთავსებულია ლითონის გამამაგრებელი ფირფიტა. დამატებითი კვების ორი რვაპინიანი კონექტორი გამოტანილია ბარათის გარეკანის საზღვარზე, მისი ჩარჩო შესრულებულია სამკუთხედის ფორმის ჭრილების მქონე ლითონისაგან. უკანა პანელზე მოცემულია სივრცე სავენტილაციო ჭრილებისთვის, სამი DisplayPort-ის და ერთი HDMI კონექტორი. ვიდეო ბარათის გარეკანის სიგანისა და უკანა პანელის შესაბამისობის მიხედვით შესაძლებელია ვარაუდი, რომ გაგრილების სისტემა აღჭურვილი იქნება საკმაოდ დიდი ვენტილატორებით. რა თქმა უნდა, წარმოდგენილი მოდელი მხოლოდ და მხოლოდ ესკიზია, თუმცა იგი საშუალებას იძლევა გავიგოთ მიმართულება Intel-ის დიზაინერული ხედვების განვითარებისკენ. https://overclockers.ru/hardnews/show/97893/intel-snova-demonstriruet-eskiz-svoej-videokarty
-
- 2
-
-
ბრიტანულმა კომპანია Raspberry Pi Foundation-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი ლეგენდარული ერთდაფიანი მიკროკომპიუტერების მეოთხე თაობის წარმომადგენელი - Pi 4. რელიზი შედგა მოსალოდნელზე ნახევარი წლით ადრე იმის გამო, რომ SoC-ის მწარმოებელმა კომპანია Broadcom-მა დააჩქარა თავისი ჩიპის - BCM2711 (4 × ARM Cortex-A72, 1,5 გჰც, 28 ნმ) საწარმოო ხაზის გამოსვლა. Raspberry Pi 4 Raspberry Pi 4-ში არსებულთაგან ერთ-ერთი ახლად დანერგილი სიახლეა ოპერატიული მეხსიერების მოცულობის არჩევა: შესაძლებელია 1 გბ, 2 ან 4 გბ LPDDR4-2400 SDRAM მეხსიერების შერჩევა მოდიფიკაციების მიხედვით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაზე პირდაპირ არის დამოკიდებული მიკრო პერსონალური კომპიუტერის ფასი. სხვა განახლებებს შორის წარმოდგენილია გიგაბიტური Ethernet-კონტროლერი PCI-E ინტერფეისით, რომელიც ამჯერად გავლენას არ ახდენს USB პორტების მუშაობაზე. ახალი მოწყობილობის საფუძველია პროცესორი Broadcom BCM2711. ჩიპი შეიცავს ოთხ გამომთვლელ ბირთვს ARM Cortex-A72 (ARM v8) ტაქტის სიხშირით - 1.5 გჰც. სისტემაში გათვალისწინებულია microSD სლოტი, მასში შესაძლებელია ჩაიტვირთოს ოპერაციული სისტემა. Gigabit Ethernet კონტროლერი განკუთვნილია კომპიუტერის ქსელთან დაკავშირებისთვის. უსადენო კავშირებიდან წარმოდგენილია Wi-Fi IEEE 802.11ac (2,4 გჰც და 5 გჰც დიაპაზონები) და Bluetooth 5.0 (BLE). მინი კომპიტერს ორი micro-HDMI პორტი აქვს: შესაძლებელია 4K გაფართოების დისპლეისთან დაკავშირება. გარდა ამისა, მოცემულია ორი პორტი USB 3.0 და USB 2.0. კვების მიწოდებას უზრუნველყოფს სიმეტრიული პორტი USB Type-C. ერთდაფიანი კომპიუტერი Raspberry Pi 4-ს 1-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდიფიკაციის ფასი 35 აშშ დოლარია. 2-გიგაბაიტიანის - 45, 4-გიგაბაიტიანისა კი - 55 დოლარი. https://3dnews.ru/989684 https://servernews.ru/989636/?utm_source=hw
