-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
რესურსი Top Gear იტყობინება სიჩქარის ახალი რეკორდის შესახებ, რომელიც Bugatti Chiron-ის მიერ იქნა დამყარებული. 2019 წლის 2 აგვისტოს გერმანიაში, ერა-ლესინის გამოსაცდელ ავტოდრომზე მრბოლელმა ენდი უოლესმა Chiron-ის წინასასერიო პროტოტიპით განავითარა სიჩქარე 304,77 მილი/სთ- (490,5 კმ/სთ). სიჩქარის მაჩვენებელი დაფიქსირდა გერმანიის ტექნიკური ზედამხედველობის ასოციაციის მიერ (TÜV). ენდი უოლესმა პროტოტიპ Chiron-ის მეშვეობით გააუმჯობესა SSC-ის ავტომობილების ძველი მიღწევები (256,18 მილი/სთ, 2007 წ.), Hennessey (270,49 მილი/სთ, 2013 წ.) და Koenigsegg (284,55 მილი/სთ, 2017 წ.), აგრეთვე შეასრულა დასახული ამოცანა და მიაღწია 300 მილი/სთ. მაჩვენებელს. დაახლოებით ექვსი თვის წინ Bugatti-ს, Michelin-ისა და ძარების მწარმოებელი Dallara-ის ინჟინერთა ჯგუფმა დაიწყო ავტომობილის შემუშავება, რომელიც შეძლებდა 300 მ/სთ სიჩქარის მიღწევას. შედეგად გამოვიდა პროტოტიპი Chiron, რომელიც 25 სმ-ით უფრო გრძელია, ვიდრე ორიგინალი. გადაკეთდა ძარის კონსტრუქცია ჰაერის წინაღობის შემცირების მიზნით - უკანა ფრთა და საჰაერო მუხრუჭი მოიხსნა და შეიცვალა სტატიკური ელემენტით, რომელიც ჩაშენებულია ძარის უკანა ნაწილში. Chiron-ის ინტერიერში მოაშორეს მგზავრის სავარძელი და ჩაანაცვლეს კომპიუტერული ბლოკით. ძრავისთვის ასევე გათვალისწინებულ იქნა უსაფრთხოების დამატებითი ზომები. Chiron-ის მოდერნიზირებული პროტოტიპი აღჭურვილია 8-ლიტრიანი, 16-ცილინდრიანი W16 ძრავით სახელწოდებით - Thor, რომლის სიმძლავრე 1578 ცხენის ძალის ტოლია. ამასთან ერთად მასში გამოიყენება სტანდარტული გადაცემათა კოლოფი და AWD სისტემა. https://3dnews.ru/993404
-
აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სამმართველო იკვლევს მძღოლების ქცევის ცვლილებას იმ პირობებში, როცა უკანა ხედვის და გვერდითი სარკეები ჩანაცვლებულია კამერებით. უმსხვილესი საავტომობილო კონცერნები, მათ შორის General Motors, Toyota, Volkswagen და Tesla, ბოლო პერიოდში აქტიურად უჭერენ მხარს პროექტს, რომლის ფარგლებშიც გვერდითი და უკანა ხედვის სარკეები უნდა ჩანაცვლდეს კამერებით. მათი აზრით, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზრდას და პრაქტიკულად გამორიცხავს ე.წ. „მკვდარ ზონებს“. დღეს კამერები გამოიყენება ევროპის და ახლო აღმოსავლეთს ზოგიერთ ქვეყანაში, ასევე იაპონიაში. 2014 წლიდან Toyota ყიდის ავტომობილს Lexus ES, რომელსაც გვერდითი სარკეების ნაცვლად უყენია კამერები, ხოლო Volkswagen ყიდის მოდელს Audi e-tron-ს იგივე ტექნოლოგიით, ოღონდ ევროპაში. პრიველი კომპანია, რომელმაც ეს ინოვაცია დანერგა იაპონიაში, იყო Nissan. მან 2001 წელს გამოუშვა სედანი Cima, ხოლო შემდეგ საშუალო გაბარიტების მქონე Primera. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ კამერაში შესაძლებელია აისახოს სხვადასხვა სახის „ ნაგავი“, განსაკუთრებით კაშკაშა მზის სხივების მოხვედრისას. აგრეთვე ხშირ შემთხვევაში კამერის ობიექტივი შეიძლება დაიორთქლოს, რაც მძღოლს პრაქტიკულად „დააბრმავებს“. https://hightech.fm/2019/08/28/camera-auto
-
სმარტფონი, შემდეგ ისევ სმარტფონი, ხოლო შემდეგ ლეპტოპი - ასე დაიწყო ჩინურმა კომპანიამ ახალი პროდუქტების წარდგენა. პრეზენტაციაზე გამოჩნდა Redmi Note 8 Pro ვერსიით და RedmiBook 14 Enhanced Edition. მწარმოებლის კიდევ ერთი სიახლე იყო Xiaomi Redmi TV. პრეზენტაციაზე ნათქვამის მიხედვით ცხადი ხდება, რომ კომპანიის ძირითადი საქმიანობა კვლავ სმარტფონების გამოშვებაა. პრაქტიკულად არაფერი თქმულა პანელის განსაკუთრებულობის შესახებ, რომელიც ტელევიზორს საფუძვლად დაედო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეკრანის დიაგონალი 70 დუიმია, გაფართოება - Ultra HD და აქვს HDR-ის მხრადაჭერა. სამაგიეროდ მწარმოებელმა ბევრი ისაუბრა შიდა კომპონენტების შესახებ, კერძოდ, ახალ მოწყობილობას აქვს 64-ბიტიანი პროცესორი Amlogic ოთხი ბირთვითა და 1.5 გჰც სიხშირით. გრაფიკაზე პასუხისმგებელია Mali-G450 MP3 ამაჩქარებელი, რომელიც მუშაობს 750 მჰც სიხშირეზე. კონფიგურაციაში შევიდა ადაპტერები Bluetooth 4.2, Wi-Fi (2.4 გჰც / 5 გჰც), ორი USB და სამი HDMI პორტი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 2 გიგაბაიტია, ინტეგრირებული მეხსიერებისა კი – 16 გბ. ასევე ხელმსიაწვდომია DTS-HD, DTS Audio და ხმოვანი ასისტენტის მხარდაჭერა. კომპანია აცხადებს, რომ Redmi TV-ის დისპლეის ფართობი წინაზე 60%-ით უფრო დიდია. სავარაუდოდ შედარებისთვის აღებულ იქნა 55-დუიმიანი ტელევიზორი, რადგან იდენტური დიაგონალის მქონე ტელევიზორი მანამდე წარადგინა კომპანია Honor-მა. Xiaomi Redmi TV-ის ოფიციალურმა სარეკომენდაციო ფასმა ჩინეთში შეადგინა 3799 იუანი/530 დოლარი. ამდენივე ღირს 55-დუიმიანი Honor Vision TV ოპერაციული სისტემით HarmonyOS. ტელევიზორის გაყიდვები უნდა დაიწყოს 6 სექტემბერს. ჩინეთში აღნიშნული სიახლის წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია 100 იუანიდან (15 $) 500 იუანამდე (75 $) გადახდით. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/29661/anonsirovan-xiaomi-redmi-tv--70djujmovyj-4k-televizor-za-530-dollarov
-
კომპანია Team Group-მა T-Force პროდუქციის ხაზში წარადგინა საინტერესო სიახლე — SSD ბარათი Delta Max RGB, შესრულებული 2,5-დუიმიან ფორმ-ფაქტორში. მოწყობილობის მთავარი თავისებურებაა ორიგინალური დიზაინი. ვინჩესტერს მთლიანად სარკისებური ზედაპირი და მრავალფეროვანი განათება აქვს. მინიმალისტური დიზაინი ქმნის არეკვლის ეფექტს, როდესაც განათება არ გამოიყენება. ამ უკანასკნელის მართვა შესაძლებელია თავსებადი დედა დაფის მეშვეობით (ASUS Aura Sync, GIGABYTE RGB Fusion, MSI Mystic Light Sync და Asrock Polychrome Sync). Delta Max RGB სერიაში შევიდა მოდიფიკაციები, რომელთა მოცულობაა 250 გბ და 500 გბ, აგრეთვე 1 ტბ და 2 ტბ. კომპიუტერთან მისაერთებლად გამოიყენება Serial ATA 3.0 ინტერფეისი. მოწყობილობის გაბარიტებია — 100 × 70 × 9,5 მმ. ინფორმაციის წაკითხვის სიჩქარე აღწევს 560 მბ/წმ-ში, ხოლო ჩაწერის სიჩქარე - 500-510 მბ/წ-ში. IOPS მაჩვენებელი შეადგენს წამში 90 ათასს წაკითხვისას და 75–80 ათასს ჩაწერისას. ცნობილია Delta Max RGB 250 გბ, 500 გბ და 1 ტბ ვერსიების ფასები — 60 $, 90 $ და 150 $, შესაბამისად. https://3dnews.ru/993218
-
კემბრიჯის უნივერსისტეტის მკლევარებმა შექმნეს ხელოვნური ტყავი, რომელსაც შეუძლია ფერი შეიცვალოს ქამელეონის მსგავსად. მეცნიერების თქმით, მსგავსი გამოგონების გამოყენება შესაძლებელია კამუფლაჟებში და მსხვილმასშტაბიანი დინამიკური დისპლეების შემუშავებაში. მსგავსი სიახლეები პერიოდულად ჩნდებოდა პრესაში, თუმცა ხშირად რეალური სურათი განსხვავებული იყო. როგორც უკვე ვთქვით, უნიკალური მასალის შექმნა სპეციალისტებს ქამელეონის შესაძლებლობებმა შთააგონა. ქამელეონები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სხვა ცხოველებისაგან სხეულის შეფერილობის ცვლილების უჩვეულო უნარით. ამგვარი საინტერესო უნარის შესწავლით ადამიანები უძველესი დროიდან იყვნენ დაკავებული. ძველი რომაელი მეცნიერი პლინიუსი მიიჩნევდა, რომ ქამელეონის შეფერილობაზე გავლენას გარემო პირობები და ფონი ახდენდა. XVII საუკუნეში მოღვაწე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ფერის ცვლილებით ცხოველი გამოხატავდა ემოციურ აღგზნებადობას, შიშს. ჭეშმარიტებასთან ახლოს სწორედ ეს ვარაუდი აღმოჩნდა: ფერების მეშვეობით ქამელეონები ურთიერთობენ თავისნაირებთან, განსაკუთრებით მკვეთრ, გამაფრთხილებელ შეფერილობას კი იღებენ მამრები ერთმანეთის დანახვაზე. ქამელეონის ფერი ხშირად იცვლება გარემოში არსებული ტემპერატურის, განათებისა და ტენიანობის მიხედვით. სწორედ ეს განსაკუთრებულობა გამოიყენეს კემბრიჯელმა მეცნიერებმა ახალი მატერიალის შექმნისათვის. ახალი მასალა ოქროსა და პოლიმერისაგან შედგება. იმისათვის, რომ ოქროს სინათლე აერეკლა, მეცნიერებმა იგი წყლისა და ზეთოვანი მასალის უმცირეს წვეთებში მოათავსეს. სითბოს ან სინათლის ზემოქმედების ქვეშ ნაწილაკებს შეუძლიათ ცვალონ მასალის ფერი. ქამელეონები ფერს ქრომატოფორების წყალობით იცვლიან - ეს არის კანის უჯრედები განსაკუთრებული ბოჭკოებით, რაც ფერად პიგმენტს „მოძრაობის“ საშუალებას აძლევს. ხელოვნური ქრომატოფორები ფერს იცვლიან 32 გრადუსი ტემპერატურის ზემოთ, გაგრილების შემდეგ კი მასალა პირვანდელ სახეს უბრუნდება. კემბრიჯელი მეცნიერების მიერ შექმნილ მასალას ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ფენა აქვს, ამიტომ მხოლოდ ერთ ფერზე შეცვლა შეუძლია. თუმცა სინათლის ამრეკლავი ნანონაწილაკების მქონე ახალი მატერიალის გამოყენება მკვლევარებს დაეხმარება, მიაღწიონ ნამდვილ „ქამელეონის ეფექტს“. https://hi-news.ru/technology/sozdan-material-menyayushhij-cvet-podobno-xameleonu.html
-
რამდენიმე დღის წინ USB-IF ვებ-გვერდის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ AMD ახალ ჩიპსეტებს ამზადებს, ესენი იქნება TRX40, TRX80 და WRX80. ამ საკითხთან დაკავშირებით რესურსი Videocardz აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ASUS გამოუშვებს ორ ახალ დედა დაფას ახალ სისტემურ ლოგიკაზე: ეს მოდელებია ASUS PRIME TRX40-PRO და ASUS ROG STRIX TRX40-E GAMING. ოვერქლოქერის მახვილი თვალი აუცილებლად შეამჩნევდა მნიშვნელოვან ასოებს ახალი ჩიპსეტების დასახელებაში - TR: როგორც ჩანს, მზადებაში არსებული პროდუქტები შეადგენს მესამე თაობის AMD Ryzen Threadripper პროცესორებს, რომელთა დებიუტიც უახლოეს მომავალში შედგება. რაც შეეხება დასახელებაში მოცემულ ციფრებს, სავარაუდოდ ისინი მიანიშნებს PCIe ხაზების ან მეხსიერების სლოტების რაოდენობას, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გახმაურებულა. https://overclockers.ru/blog/id_1/show/29660/assortiment-asus-popolnitsja-dvumja-materinskimi-platami-dlja-processorov-amd-ryzen-threadripper-3000
-
- 1
-
-
LG-ის მონიტორების ასორტიმენტში დაემატა მოდელი UltraGear 27GL83A-B, რომელიც დაპროექტებულია გეიმინგ კლასის დესკტოპ სისტემების შემადგენლობაში გამოყენებისათვის. მოწყობილობას 27-დუიმიანი IPS მატრიცა აქვს. გამოყენებული პანელი 2K ფორმატისაა და მისი გაფართოება 2560 × 1440 პიქსელს შეადგენს. თვალთახედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსია. მონიტორში რეალიზებულია ტექნოლოგია AMD Radeon FreeSync, რომელიც ხელს უწყობს დინამიური, შეუფერხებელი გეიმინგ პროცესის წარმართვას. რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე კი 144 ჰერცს აღწევს. მონიტორის სიკაშკაშე 350 კდ/მ2 -ია, კონტრასტულობა - 000:1. გამოცხადებულია HDR მხარდაჭერა. ტექნოლოგია Black Stabilizer უზრუნველყოფს უფრო მეტად მკვეთრ კონტრასტს და საშუალებას იძლევა უკეთ აღქმულ იქნას გამოსახულების ყველაზე მუქი დეტალები. სიგნალის წყაროებთან დაკავშირებისათვის გათვალისწინებულია ორი HDMI პორტი და ინტერფეისი DisplayPort 1.4. სადგამი საშუალებას იძლება მონიტორი ალბომის მდგომარეობიდან პორტრეტის რეჟიმში გადავიდეს. სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ტრადიციული ტექნოლოგიების არსებობა, რომლებიც განკუთვნილია ეკრანის ციმციმის აღკვეთისთვის და ამცირებს გამოსხივებულ ლურჯ ნათებას. https://3dnews.ru/993198
-
სან-დიეგოში გამართულ სამიტ Linux Foundation-ზე IBM-მა განაცხადა, რომ შექმნა უნიკალური არქიტექტურა Instruction Set Architecture, რომელმაც უკვე ჰპოვა რეალიზება Power-პროცესორებში. თუმცა მთავარი რამ, რაც დაანონსდა - ეს არის ეტალონური პროექტი ღია კოდით. უფრო კონკრეტულად, Power - ეს არის უნივერსალური, მაღალი წარმადობის არქიტექტურა, რომლის მასშტაბირებაც შესაძლებელია ყველა ინტეგრირებად სისტემაში, მათ შორის უმძლავრეს სუპერკომპიუტერებშიც. როგორც IBM-ს წარმომადგენლები აცხადებენ, აბსოლუტურად მთლიანი ინტელექტუალური საკუთრება უფასო იქნება. ინტერნეტ-რესურსებმა გულმოდგინეს შეისწავლეს სიახლე, კონკრეტულად კი საკითხი - რომელი კომპანიებისთვის იქნება ახალი უფასო არქიტექტურა პოტენციურად საფრთხისშემცველი. მათი აზრით, პირველ რიგში ეს იქნება კომპანია Intel, რომელსაც ამჟამად არც ისე კარგი დღეები უდგას AMD-ის მხრიდან აქტიური კონკურენციის გამო. პროცესორების ბაზარზე Intel-ს ბოლო პერიოდში ასევე გზაზე ეღობება ARM არქიტექტურა, რომელიც გამოყენებას პოულობს ქლაუდ-ტექნოლოგიებსა და სერვერულ ბაზარზე. საფრთხე ემუქრება Qualcomm-საც. ეს კომპანია მობილური სეგმენტის ლიდერია და მეორე მსხვილი მოთამაშის გამოჩენა მას მილიარდობით დოლარით აზარალებს. ARM-იც აუცილებლად წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება: იგი თავისი ტექნოლოგიის ლიცენზირებას ახდენს ისე, რომ დამოუკიდებლად არ აწარმოებს. როგორც ანალიტიკოსები ამტკიცებენ, პოტენციურად დაზარალება ელით Samsung-სა და AMD-საც, თუმცა ამ ორ კომპანიას თავისუფლად შეუძლია საჭირო ვითარებაზე გადაეწყოს იმ დროს, როცა სხვა მსხვილი მოთამაშეები სერიოზული დანაკარგების წინაშე აღმოჩნდებიან. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29565/ibm-sozdala-arhitekturu-power-isa-otkrytyj-ishodnyj-kod-kotoryj-mozhet-unichtozhit-biznes-intel-i-qualcomm
-
კონფერენცია Hot Chips 31-ზე კომპანია Huawei-მ წარადგინა მსოფლიოში ერთ-ერთი უმძლავრესი პროცესორი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე - Ascend 910. ამგვარი პროცესორები ნებისმიერი მწარმოებლისთვის მიღწევაა, თუმცა ყველა ვერ ბედავს თავისი ქმნილება მოწინავე NVIDIA-სა და INTEL Xeon-ს შეადაროს. NVIDIA-მ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო თავისი გრაფიკული არქიტექტურის მოდიფიკაცია მანქანური სწავლების სფეროში გამოსაყენებლად. Huawei მიიჩნევს, რომ საკუთარი პლატფორმებით თავისუფლად შეუძლია გახდეს NVIDIA-ს ალტერნატივა სულ მცირე ჩინურ ბაზარზე მაინც. იგი აპირებს გამოუშვას მილიონობით პროცესორი მანქანური სწავლებისათვის. ზემოთხსენებულ პროცესორ Ascend 910-ს უშვებს კომპანია TSMC მეორე თაობის 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით (7+ EUV). ეს ტექნოპროცესი ხასიათდება EUV სკანერების გამოყენების მეშვეობით ჩიპის რამდენიმე შრის დასამზადებლად. კონფერენციაზე Huawei-მ Ascend 910 შეადარა NVIDIA Volta-ს, რომელიც გამოშვებულია TSMC-ს მიერ 12-ნანომეტრიანი FinFET ტექნოლოგიით. ზედა ფოტოზე წარმოდგენილია Ascend 910-სა და Volta-ს მონაცემები 12-ნანომეტრიანი ნორმალიზებით. კრისტალზე Huawei-ს პროდუქტის ფართობი 2.5-ჯერ მეტია NVIDIA-ზე, თუმცა Ascend 910-ის წარმადობა 4.7-ჯერ მაღალია NVIDIA-ს არქიტექტურა Volta-ზე. Huawei თავის არქიტექტურას მასშტაბირების მეტად მაღალ დონეს მიაწერს. DaVinci-ბირთვები, რომლებიც საფუძვლად უდევს Ascend 910-ს, შესაძლებელია გამოიშვას სკალური ოპერირების სიდიდეების კონფიგურაციებად (16), ვექტორებად (16 x 16) და მატრიცული სახით (16 × 16 × 16). ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოცემული არქიტექტურა და DaVinci ბირთვები გამოჩნდება ინტერნეტ-ნივთების აბსოლუტურად ყველა სპექტრში. Ascend 910-ისთვის განკუთვნილი DaVinci ბირთვი მაქსიმალურ კონფიგურაციაში შეიცავს 4096 Cube ბლოკს ნაწილობრივი გამოთვლისთვის (FP16). ბირთვის შემადგენლობაში ასევე შედის სკალარული და ვექტორული სიდიდეების გამომთვლელი სპეციალიზებული ბლოკები. 32 DaVinci ბირთვის მქონე Ascend-ის უმაღლესი წარმადობა FP16 გამოთვლებში 256 ტერაფლოპსს აღწევს, მთელი რიცხვების გამოთვლებში კი - 512 ტერაფლოპსს. ამ დროს მოხმარებული ენერგია 350 ვატს შეადგენს. ტენსორული ბირთვების მქონე NVIDIA-ს ალტერნატიული პროდუქტის მაჩვენებელი მაქსიმუმ 125 ტერაფლოპსია FP16-ზე. DaVinci ბირთვების გარდა Ascend 910-ის კრისტალზე კიდევ რამდენიმე ბლოკია, მათ შორის მეხსიერების კონტროლერი HBM2 და 128-არხიანი ძრავი ვიდეონაკადების დეკოდირებისთვის. მძლავრი ჩიპი input/output ოპერაციებისათვის - Nimbus V3 - ცალკე კრისტალზეა წარმოდგენილია. ჯამში ყველა კრისტალის ფართობი 1228 მმ2-ს შეადგენს. 2048 ნოუდისგან შემდგარი კლასტერების ჯამური წარმადობა 512 პეტაფლოპსია FP16 ოპერაციებში. NVIDIA DGX Superpod-ის მაჩვენებელი 96 ნოუდისგან შემდგარი ნაკრების შემთხვევაში 9.4 პეტაფლოპსია. განსხვავება შესამჩნევია, თუმცა განვითარების სტიმულს იძლევა. https://servernews.ru/993066
-
კომპანია ASUS-მა წარადგინა სამი ახალი მოდელი პორტატული კომპიუტერების სერია ZenBook 14-ის ფარგლებში. ახალი ლეპტოპების კოდური სახელწოდებებია UM431DA, UM433DA და UM462DA. ისინი იმით გამოირჩევა, რომ აგებულია AMD Ryzen Picasso სერიის პროცესორებზე. რთული არ არის მიხვედრა, რომ ZenBook 14 სერიის ლეპტოპებს 14-დუიმიანი IPS დისპლეი აქვთ გაფართოებით - 1920 × 1080 პიქსელი, ეკრანებს საკმაოდ წვრილი ჩარჩოები აქვს. ZenBook Flip 14 (UM462DA) მოდელის შემთხვევაში მხარდაჭერილია სენსორული დისპლეის რეჟიმი, მოწყობილობა დამაგრებულია სპეციალურ სახსარზე, რომლის წყალობითაც შესაძლებელია ლეპტოპის გახსნა 360 გრადუსით და იგი პლანშეტად გარდაიქმნება. ახალ ZenBook 14-ებს საფუძვლად უდევს Ryzen 3000 U სერიის პროცესორები. თითოეული მოდელი დაკომპლექტდება Ryzen 3500U ან Ryzen 3700U პროცესორით კომპლექტაციის მიხედვით. აქვე მოგასხენებთ, რომ პირველი პროცესორის მახასიათებლებია 4 ბირთვი, 8 ნაკადი, 2.1 – 3.7 გჰც სიხშირე, მეორისა კი - 4 ბირთვი, 8 ნაკადი, 2.3 – 4.0 გჰც სიხშირე. ხსენებულ პროცესორებს აქვთ ინტეგრირებული გრაფიკა Radeon Vega 8 (512 ნაკადური პროცესორი) და Vega 10 (640 ნაკადური პროცესორი), შესაბამისად. ლეპტოპების თხელი დიზაინის გამო მათში დისკრეტული ვიდეო ბარათები გამოყენებული არ არის და ამ კლასის ლეპტოპებს არც სჭირდება. ლეპტოპები დაკომპლექტებული იქნება 8 ან 16 გბ DDR4-2400 ტიპის ოპერატიული მეხსიერებით, მონაცემთა შენახვისთვის გათვალისწინებულია M.2 PCIe 3.0 ფორმატის SSD ბარათები, რომელთა მოცულობაა 256 გბ, 512 გბ ან 1 ტბ, კონფიგურაციის შესაბამისად. ZenBook 14-ის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაზე პასუხისმგებელია 42 ვტ/სთ. მოცულობის ბატარეა, უფროს მოდელ ZenBook Flip 14-ს კი აქვს 50 ვტ/სთ. მოცულობის ელემენტი. ლეპტოპებს აქვთ ტრეკპადი (სენსორული პანელი) დისპლეით, რომელზეც შესაძლებელია გამოვიტანოთ, ვთქვათ, ციფრული ბლოკი. მოდიფიკაცია ASUS ZenBook Flip 14 (UM462DA) უკვე გამოჩნდა ევროპულ ბაზარზე და მისი ფასი 750-900 ევროა რეგიონების მიხედვით. ZenBook 14-ის ორი კლასიკური მოდელის გაყიდვები ჯერჯერობით არ დაწყებულა. https://3dnews.ru/993049
-
ოქტომბერ-ნოემბერში შედგება Xiaomi Mi Mix 4-ის ახალი მოდელის დებიუტი და მას ექნება დიდი გაფართოების მქონე, 108 მეგაპიქსელიანი კამერა Samsung-თან თანამშრომლობის წყალობით. როგორც ცნობილი გახდა, სმარტფონი იმუშავებს უახლეს 7-ნანომეტრიან Qualcomm Snapdragon 855+ პროცესორზე, რომელიც ჯერჯერობით ყველაზე მაღალი წარმადობის პროცესორია. Mi MIX 4-ის სანახი სივრცის მოცულობა იქნება 12 გბ ოპერატიული და UFS 3.0 ტიპის 1 ტბ მუდმივი მეხსიერება. ეს უკანასკნელი სტანდარტი ყველაზე სწრაფია Android-მოწყობილობებისთვის. Mi MIX 4-ს ექნება სამი მოდულისგან შემდგარი ძირითადი კამერა, მოდულები განლაგებული იქნება ვერტიკალურად და მათში შევა 108+16+12 მეგაპიქსელიანი მოდულები, ასევე ToF სენსორი. სმარტფონის ფრონტალურ პანელზე გათავსდება სელფი კამერა. Mi MIX 4-ის ბატარეის მოცულობა იქნება 4500 მა.სთ, ექნება 30-ვატიანი უსადენო დატენვის, აგრეთვე რევერსული დატენვის მხარდაჭერა და კიდევ რამდენიმე საინტერესო ფუნქცია. https://overclockers.ru/blog/Pris/show/29539/novyj-smartfon-xiaomi-mi-mix-4-s-osnovnoj-kameroj-108-mp-12032-h-9024-snapdragon-855-i-moschnoj-batareej-4500-mach
-
კომპანია Amazon-მა სარჩელი შეიტანა Tesla-ს რამდენიმე პანელის აალების გამო. აალება მოხდა კალიფორნიის საწყობში. Amazon-მა უარი განაცხადა ხსენებული მოწყობილობების შეძენაზე სულ მცირე იმ დრომდე, სანამ ვითარება არ გაირკვევა და არ დასრულდება სასამართლო დავა. Amazon-ის საჩივრამდე ერთი კვირით ადრე სუპერმარკეტების უმსხილესმა ქსელმა Walmart-მაც უჩივლა Tesla-ს რამდენიმე მსგავსი ხანძრის გამო და კომპანიის თანამშრომლები არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა. Amazon-ში დარწმუნებულნი არიან, რომ მათ საწყობში ხანძრის გაჩენის მიზეზი იყო მზის პანელების გაუმართაობა. იმავეს ამტკიცებდა Walmart-იც და საუბრობდა მის შვიდ სუპერმარკეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხდარ შემთხვევებზე. ორივე კომპანია აპირებს, რომ Tesla-ს მზის პანელები აღარ შეიძინოს. თავის საჩივარში Walmart ამტკიცებს, რომ Tesla “რეგულარულად გზავნიდა ხალხს მზის სისტემების ინსპექტირებისთვის, თუმცა მათ არ გააჩნდათ ელემენტარული მომზადება და ცოდნა მზის ენერგიის გამოყენების სფეროში“. Amazon კი აცხადებს, რომ Tesla-მ ვერ შეძლო საჭიროებისამებრ დაემიწებინა მზის და ელექტრო სისტემები, ასევე, მათ საწყობში განთავსებული ბატარეები დიდი რაოდენობით დეფექტიან პროდუტს მოიცავდა, რაც „ჩანდა კიდეც შეუიარაღებელი თვალით, ეს კომპანიას უნდა აღმოეჩინა და აღეკვეთა ხანძრის საშიშროება“. Amazon-ის თქმით, იგი იყენებს დაახლოებით ას ერთეულ მზის სისტემას და მზად არის მათი დემონტაჟისათვის. კომპანია დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია როგორც მომუშავე პერსონალის, ისე საწარმოო ობიექტების დასაცავად. Bloomberg-ის შეფასებით, Tesla-მ შესაძლოა 250 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე თანხა გადაუხადოს კომპენსაციის სახით Walmart-ს. https://hightech.fm/2019/08/24/fire-solar-panel
-
კომპანია ECS გამოშვებისათვის ამზადებს მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერებს - Liva Z3-ს, რომელთაც საფუძვლად უდევთ Intel-ის უახლესი პლატფორმა კოდური სახელით Comet Lake. უფრო კონკრეტულად, გამოვა ნეტტოპები Liva Z3 Plus და Liva Z3E Plus. მათ ექნებათ მეათე თაობის პროცესორი, საუბარია DDR4-2400 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერაზე. Liva Z3 Plus მოდელის კორპუსის გაბარიტებია 117 × 128 × 32 მმ. დაშვებულია M.2 ფორმატის SSD ბარათის დაყენება. ხელმისაწვდომია ორპორტიანი ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet, აგრეთვე Wi-Fi IEEE 802.11ac და Bluetooth 4.2 უსადენო კავშირის ადაპტერები. უფრო მოზრდილი მოდიფიკაცია Liva Z3E Plus-ის კორპუსის ზომებია 117 × 128 × 49,9 მმ. ეს ვერსია დამატებით შესაძლებელია აღიჭურვოს მონაცემთა შენახვის 2.5-დუიმიანი მოწყობილობით. ორივე ნეტტოპს აქვს USB 3.0 Type-A და USB Type-C პორტები, HDMI ინტერფეისი და ა.შ. ბაზარზე მინი კომპიუტერები Liva Z3 Plus და Liva Z3E Plus გამოვა მომდევნო წლის პირველ კვარტალში. https://3dnews.ru/992949
-
- 2
-
-
-
წარმოდგენილი ახალი ქეისი, რომლის ავტორია დიზაინერი სეოკა მიონგ კანგი, თითქმის ყველა ფლაგმანურ სმარტფონს დაიცავს არა მარტო დაცემისას, ნაკაწრებისა და ბზარებისაგან, არამედ დაფარავს მფლობელის ინფორმაციას არასასურველი თვალისაგან. ქეისი სილიკონისგანაა დამზადებული, თუმცა სტანდარტული მთლიანი კონსტრუქციის ნაცვლად იგი უკანა მხრიდან აღჭურვილია მინით, რომელიც უზრუნველყოფს ეკრანის ხილვადობას მხოლოდ უშუალოდ მფლობელის თვალების წინ პირდაპირი კუთხით. ისინი, ვინც შეეცდებიან გვერდიდან შეხედონ, მხოლოდ შავ ეკრანს იხილავენ. PhoneGlass-ის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს ლურჯი ფერის ინტეგრირებული ფილტრი, რომელიც შესამჩნევად ამცირებს თვალზე დატვირთვას. ქეისი ორ ვარიანტად გაიყიდება: 1. მხოლოდ „ბამპერი“ და დამცავი მინა და 2. სრული დაცვა ლითონის ქეისით, რომელივ უკანა მხრიდან მაგნიტებით მაგრდება. PhoneGlass თავსებადია ყველა iPhone-თან დაწყებული iPhone7-დან XS Max-მდე, აგრეთვე გამოსადეგია Samsung Galaxy S9+ -სა და Note 9-სთვის. https://gagadget.com/science/52384-na-indiegogo-predstavili-chehol-phoneglass-skryivayuschij-ekran-ot-postoronnih-glaz/
-
რესურს Videocardz-მა გამოაქვეყნა ინსაიდერების ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება Intel-ის ჯერ კიდევ დაუანონსებელ, Comet Lake S არქიტექტურის მქონე პროცესორებს. როგორც ცნობილი ხდება, ხსენებული კომპანია ამ სერიით გამოუშვებს მრავალფეროვან პროცესორებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება როგორც დანიშნულებით, ასევე სიჩქარით. Intel Comet Lake-S სერია დაანონსდება მიმდინარე წლის ბოლოს და გაყიდვაში 2020 წლის დასაწყისიდან გამოვა. ახალი პროცესორების მსურველებს მოუწევთ ახალი დედა დაფების შეძენა, რადგანაც პლატფორმა დამყარებული იქნება Intel 400 სერიის ჩიპსეტზე (LGA 1200), შესაბამისად, ამ დრომდე შეძენილი დაფები გამოუსადეგარი იქნება. ინფორმაციის თანახმად, Comet Lake-S არქიტექტურის ფარგლებში Intel ბოლოს და ბოლოს მოახდენს თავისი მასიური ათბირთვიანი დესკტოპ პროცესორის რეალიზებას. როგორც ცნობილი ხდება, სითბოს გამოყოფის მხრივ პროცესორები სამ ჯგუფად იქნება დაყოფილი: 125, 65 და 35-ვატიანი TDP-ის მქონე მოდელებად. ისიც უნდა ითქვას, რომ პროცესორები კვლავ 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იქნება წარმოებული. ანალიტიკოსების აზრით, Intel-ის ხსენებული ტექნოლოგია დიდი ალბათობით შეძლებს 5 გჰც სიხშირის უზრუნველყოფას. ახალ პროცესორებს ექნება WiFi 6-ის, USB 3.1-სა და Thunderbolt 3-ის მხარდაჭერა. როგორც ანალიტიკოსები ამტკიცებენ, ტექნოსაზოგადოებას მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის, რადგანაც ახალი პროცესორები ამჟამად არსებულებზე ბევრად სწრაფი იქნება. ერთადერთი, რაც Intel-ის პროცესორებს გზაზე ეღობება - არის ფასი: კომპანია AMD-მ Intel-ს ფასების ომი გამოუცხადა, რომლის მოგებაც საკმაოდ რთული იქნება. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29512/10ti-jadernyj-comet-lake-s-vyjdet-v-nachale-2020-goda-14-nm-i-tdp-do-125-vt-i-vysokaja-taktovaja-chastota-vozmozhno-5ggc
-
ქრაუდფანდინგ-პლატფორმა Indiegogo-ზე წარმატებით დაფინანსდა კომპაქტური პროექტორის პროექტი Philips PicoPix Max, რომელიც ფუნქციონირებს ოპერაციული სისტემა Android 9.0-ით. გაჯეტის კორპუსის გაბარიტები შეადგენს 136 × 134 × 47,5 მმ-ს. მოწყობილობა საშუალებას იძლევა გამოვიდეს გამოსახულება 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით (Full HD ფორმატი), თავად გამოსახულების ზომა 120 დუიმია დიაგონალზე, სიკაშკაშე - 800 ლუმენი, კონტრასტულობა -10 000:1. პროექტორი კვებას იღებს როგორც ქსელიდან, აგრეთვე ინტეგრირებული ბატარეიდან, რომლის მოცულობაა 16 500 მა.სთ. მეორე შემთხვევაში ერთ სრულ დატენვაზე მოწყობილობის ავტონომიური მუშაობის დრო სამ საათს აღწევს. მინი-პროექტორი აღჭურვილია ოთხბირთვიანი პროცესორით, რომლის ტაქტის სიხშირეა 1.5 გჰც, ასევე 16-გიგაბაიტიანი microSD მეხსიერების ბარათით. მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია Wi-Fi 802.11ас და Bluetooth 4.1 უსადენო კავშირის ადაპტერები, ასევე HDMI და USB Type-C პორტები. ამას გარდა, გათვალისწინებულია 4 ვატი სიმძლავრის სტერეოფონური დინამიკები. ამჟამად Philips PicoPix Max პროექტორი დაახლოებით 460 აშშ დოლარი ღირს. მოწყობილობის მიწოდებების დაწყება მიმდინარე წლის შემოდგომიდან იგეგმება. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის გამოშვებისთვის პროექტმა იმაზე 14-ჯერ მეტი თანხა მოაგროვა, ვიდრე თავდაპირველად იყო გამოცხადებული საჭიროების მიხედვით. თანაც ფინანსირების პროგრამის დასრულებამდე კიდევ თვეზე მეტია დარჩენილი. https://3dnews.ru/992950
-
მსოფლიოში პირველი მზის ელექტროსადგური, რომელიც ენერგიით ამარაგებს სარკინიგზო ხაზს, გაიხსნა დიდ ბრიტანეთში: დაახლოებით ასი პანელი განახლებადი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით მოემსახურება ჰემფშირში, ქალაქ ოლდერშოტთან არსებული რკინიგზის მონაკვეთს. მზის პანელები უზრუნველყოფენ გზის განათებასა და სიგნალიზაციას, ეს პროექტი შესაძლოა გახდეს ეროვნულ გზებზე ელექტრომატარებლების გამოჩენის წინაპირობა. ქვეყნის ხელისუფლებამ მილიარდი ფუნტი გამოყო სარკინიგზო ხაზის ელექტრიფიკაციისთვის. ქვეყნის მმართველები ისწრაფვიან, რომ 2040 წლისთვის დიდ ბრიტანეთში შეწყდეს დიზელის საწვავის გამოყენება სარკინიგზო ქსელში. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, განახლებად ენერგიას შეუძლია უზრუნველყოს ლივერპულის რკინიგზა 20% ენერგიით და 15%-ით შემდეგ დასახლებებში - კენტი, სასექსი და უესექსი, აგრეთვე მოამარაგოს ედინბურგის, გლაზგოს, ნოტინგემის, ლონდონისა და მანჩესტერის მატარებლები. მზის ელექტროსადგურები ენერგიის ბევრად ეკოლოგიურ სახეობას აწარმოებენ დიზელის საწვავთან შედარებით. გარდა ამისა, ასეთი სადგურებისაგან ენერგიის მიწოდება უფრო იაფად ხდება, ვიდრე ტრადიციული წყაროებიდან. https://hightech.fm/2019/08/24/solar-rails
-
Gamescom 2019-ზე წარმოდგენილ ახალ პროდუქტებს შორისაა ორი მონიტორი - HP 22x და HP 24x, მექანიკური კლავიატურა Pavilion Gaming 800, გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერი - Pavilion Gaming Desktop და გეიმინგ ლეპტოპი Pavilion Gaming 15. მონიტორი HP 22x მონიტორი HP 24x HP 22x და HP 24x მონიტორების მახასიათებლები ასეთია: 144 FPS კადრი დისპლეიზე, რეაქციის დრო - 1 მილიწამი, ინტეგრირებული დინამიკები, ორივეს აქვს AMD Radeon FreeSync ტექნოლოგიის მხარდაჭერა, HP 24x მოდელს კი - G-SYNC ტექნოლოგიაც პარალელურად. კლავიატურა Pavilion Gaming 800 აგებულია სწრაფ და უხმაურო მექანიკურ გადამრთველებზე, თუმცა ხმაურის საკითხი მაინც ჯერ გაურკვეველია, რადგანაც მექანიკა უფრო ხმაურიანია მემბრანულ ანალოგებთან შედარებით. კლავიატურას აქვს ხელის მოხერხებულად განთავსების სივრცე, 3.5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი ყურსასმენების, გეიმინგ ჰედსეტისთვის. კლავიატურის მარჯვენა ზედა კუთხეში ცალკე მოცემულია მიკროფონის ხმისა და ჩართვა-გამორთვის ღილაკები. კლავიატურას LED-განათება აქვს, რომლის მართვაც შესაძლებელია ოთხ სხვადასხვა ზონაზე. მოწყობილობაზე წარმოდგენილია WASD ღილაკების ზონა, სტანდარტული ციფრული და ანბანური ბლოკი. Pavilion Gaming Desktop - ეს არის კლასიკური გეიმინგ სისტემა და შესაძლებელია მისი მოდერნიზება: მხარდაჭერილია მაკომპლექტებლების შეცვლა, შემდგომი მოდერნიზაცია და სამ ერთეულამდე მყარი დისკის ან SSD-ის დაყენება. კორპუსი საკმაოდ კომპაქტურია, ქვედა ნაწილში განთავსებულია კვების ბლოკი (მოდელი და სიმძლავრე უცნობია), ერთადერთი ვენტილატორი 80 მილიმეტრიანია. SSD ბარათები არასტანდარტულად, ვერტიკალურად იქნება განთავსებული, ისევე როგორც HDD და SSDВ. კომპიუტერის მაქსიმალურ კონფიგურაციაში მოცემული იქნება მერვე თაობის რვაბირთვიანი Intel i7 პროცესორები ან მესამე თაობის AMD Ryzen 7, აგრეთვე GeForce RTX 2070 და RTX 2060 SUPER და DDR4 სტანდარტის 32 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. გეიმინგ დესკტოპი გაყიდვაში ოქტომბერში გამოვა. რაც შეეხება გეიმინგ ლეპტოპ Pavilion Gaming 15-ს, მას თავისი კლასის მოწყობილობებისათვის დამახასიათებელი ვიზუალი აქვს, თუმცა საინტერესო რამ მის შიგნითაა - ეს იქნება HP-ის პირველი გეიმინგ ლეპტოპი AMD-ის პროცესორით, აქვს Ryzen 7-ის დაყენების მხადაჭერა. ლეპტოპში გამოყენებულია ვიდეოჩიპი NVIDIA GeForce GTX 1660Ti Max-Q, კადრის განახლების სიხშირეა და 60 ან 144 ჰერცი, ოფციონალურად. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/29528/kompanija-hp-predstavila-novuju-igrovuju-periferiju-iz-linejki-pavilion-gaming
-
გამოფენა Gamescom 2019-ზე კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ მისი Core i9-9900K პროცესორი გამოსვლის დღიდან დღემდე ყველაზე სწრაფია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით გასული წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა და თუკი სინთეტიკური პროდუქტის ნაცვლად რეალური სატესტო პროდუქტი იქნება გამოყენებული, Core i9-9900K უფრო სწრაფია, ვიდრე Ryzen 9 3900X, რომელსაც რვის ნაცვლად თორმეტი ბირთვი გააჩნია. სამართლიანობისთვის, Intel აცხადებს, რომ ამგვარ შედარებას იგი ფასის მსგავსი კატეგორიის გათვალისწინებით ახდენს. როგორც Intel-ში თვლიან, AMD-ს შეუძლია ბევრი სხვადასხვა განცხადება გააკეთოს, თუმცა პროგრესული კონკურენციის პირობებშიც კი გეიმინგისთვის საუკეთესო პროცესორებად Intel-ის პროდუქტები რჩება. უფრო მეტიც, კომპანია სამომავლოდაც ლიდერობის შენარჩუნებას აპირებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ზომები გატარდება ამ მიზნის მისაღწევად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სულ მალე, სექტემბერში, AMD 16-ბირთვიან Ryzen 9 3950X პროცესორს წარადგენს. სხვადასხვა ვებ-გვერდზე ხდება Core i7-9700K-ისა და Core i9-9900K პროცესორების შედარება Ryzen 9 3900X პროცესორთან. კონკურენტის პროდუქტში მოწყვლადი ადგილების ძიებისას Intel მომენტალურად ახსენებს „ავტომატური აჩქარების“ აგრესიულ ფუნქციას თავის პროცესორებში, რასაც შეუძლია შეინარჩუნოს მაღალ სიხშირეზე ბირთვების აქტიურობა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Intel-ის პროცესორები ჯერ კიდევ 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იწარმოება იმ დროს, როდესაც AMD უკვე 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიას იყენებს. Intel აგრეთვე ხაზს უსვამს Ryzen 3000-ის ბირთვების შეფერხებებს ინფორმაციის გადაცემის დროს. დიახ, ამ შეფერხებების უგულვებელყოფა არ შეიძლება, თუმცა ვითარების არსი Intel-ის მხრიდან ობიექტურობა-არაობიექტურობის საკითხში მდგომარეობს. Intel გულმოდგინედ ამტკიცებს, რომ მისი რვაბირთვიანი მოდელი მთელ რიგ თამაშებში კონკურენტის პროდუქტებზე უფრო სწრაფია, თუნდაც AMD-ის 12-ბირთვიან პროცესორზეც კი. Intel-ში აცხადებენ, რომ თამაშებში ყველაზე მნიშვნელოვანია პროცესორის მაღალი სიხშირე და ხშირ შემთხვევაში მისთვის 4 ან 6 ბირთვიც კი საკმარისია. https://3dnews.ru/992906
-
იუტას შტატში, Dugway პოლიგონზე ჩატარდა სისტემა ROBOpilot-ის პირველი საცდელი ფრენები. ეს არის სისტემა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით რობოტი პილოტია და წარმოადგენს მოწყობილობათა კომპლექტს. იგი მონტაჟდება პილოტის ადგილას და იყენებს მართვის სტანდარტულ ორგანოებს თვითმფრინავის ექსპლუატაციისთვის. პროექტი ROBOpilot შემუშავდა აშშ-ის შეირაღებული ძალების ინიციატივით, რადგან მათ სურდათ თავიანთ განკარგულებაში ჰყოლოდათ ახალი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. ROBOpilot შეიქმნა შეიარაღებული ძალების კვლევითი ლაბორატორიისა და კომპანია DZYNE Technologies Incorporated-ის ძალისხმევით. მან უნდა დაიკავოს სრულიად ავტომატიზირებული, მაგრამ ვიწროდ სპეციალიზებული უპილოტო საფრენი აპარატების ადგილი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ პილოტის სავარძელზე ამგვარი რობოტის მოთავსებით ნებისმიერი თვითმფრინავი უპილოტოდ უნდა იქცეს ზედმეტი ძალისხმევისა და მოდიფიცირების გარეშე. ROBOpilot-ს გააჩნია რობოტიზებული ხელი შტურვალის სამართავად, კამერები თვალთახედვისთვის, შეუძლია დაექვემდებაროს სამართავი პანელის ჩვენებებს, მიიღოს სათანადო გადაწყვეტილებები და შეასრულოს მანევრული ქმედებები. ჯერჯერობით რობოტს შეუძლია ჯამში მხოლოდ აფრენა, სივრცეში ორიენტირება და დაშვება, მათ შორის რთულ ექსტრემალურ პირობებში. სამომავლოდ ROBOpilot-ს სხვა ისეთ უნარებსაც შესძენენ, რაც აუცილებელია საომარ პირობებში გამოყენებისთვის. მანქანური სწავლებისთვის გამოიყენება ფრენის სიმულატორი RedBird FMX. სისტემის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი მორგება ნებისმიერ მოქმედ თვითმფრინავზე შეიძლება პირდაპირ საფრენ მოედანზე, სარემონტო ბრიგადის ძალებით, იაფად და სწრაფად. ასევე მარტივია მისი დემონტაჟი. რობოტის შემქმნელები ხაზს უსვამენ, რომ სისტემა ამჟამად განკუთვნილია მხოლოდ სამოქალაქო ავიაციისთვის და საბრძოლო თვითმფრინავებში მის გამოყენებაზე საუბარი ნაადრევია. https://www.techcult.ru/robots/7194-robopilot-pozvolyaet-prevratit-samolet-v-bespilotnik
-
ჩინურმა კომპანია Vivo-მ დააანონსა ფლაგმანური გეიმინგ სმარტფონი iQOO Pro, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომი მოწყობილობაა 7-ნანომეტრიანი Qualcomm Snapdragon 855 Plus პროცესორის მქონე სმარტფონებს შორის. გამოვიდა ფლაგმანის ორი ვერსია - 4G და 5G მოდელები. მეხუთე თაობის ქსელში მომუშავე ვერსია პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება სტანდარტულისგან, თუ არ ჩავთვლით 5G კავშირს. Vivo iQOO Pro-ს აქვს 6,41-დუიმიანი Super AMOLED მატრიცა გაფართოებით Full HD+. ეკრანის ფართობი ფრონტალური პანელის თითქმის 92%-ს იკავებს. იდენტური პანელია გამოყენებულია სტანდარტულ iQOO-შიც, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვიდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაზე ხელმისაწვდომ სმარტფონად ითვლებოდა Snapdragon 855 მობილური ჩიპის მქონე მოწყობილობებს შორის. ეკრანზე მოცემულია დაქტილოსკოპიური სკანერი. ფრონტალური პანელის ზედა ნაწილში განთავსებულია წვეთის ფორმის ჭრილი სელფი-კამერით. სმარტფონის კორპუსი მინისაა, მისი ზომებია 158.77 х 75.73 х 9.35 მმ, წონა 215 გრამი. სტანდარტული მოდელის მსგავსად ახალი iQOO-ც შეიცავს სენსორულ ტრიგერებს თამაშის დროს უფრო მოქნილი მართვისათვის. ახალ სმარტფონს Snapdragon 855-ის აჩქარებული ვერსია აქვს. Prime-ბირთვების სიხშირე 2,96 გიგაჰერცს შეადგენს. CPU-ის წარმადობა 5%-ითაა გაზრდილი, გრაფიკული ქვესისტემისა კი - 15%-ით. ჩინელმა ინჟინრებმა შეძლეს მიეღწიათ სმარტფონის ნაკლებად გაცხელებისათვის თხევადი გაგრილების სისტემისა და ნახშირბადის ბოჭკოების მეშვეობით. Vivo iQOO Pro-ს 12 გბ ოპერატიული და 256 გბ ინტეგრირებული მეხსიერება აქვს. სმარტფონის მახასიათებლებს შორის აღსანიშნავია განათების ეფექტები, 4D Game Shock 2.0 და ტექნოლოგია Turbo Network Acceleration. აგრეთვე, Sony Hi-Res სერტიფიკაცია და სტერეოდინამიკები. ბატარეის მოცულობა 4500 მა.სთ-ა. 44-ვატიანი სწრაფი დატენვისათვის ხელმისაწვდომია ტექნოლოგია FlashCharge. სხვა მახასიათებლებს შორისაა 5 და 2,4 გჰც WiFi, Bluetooth 5.0, NFC და ხმოვანი ასისტენტი Jovi Assistant-ის გამოძახების კლავიში. ძირითადი კამერა სამმოდულიანია, მათგან მთავარი მოდული 48-მეგაპიქსელიანია და საფუძვლად უდევს გამოსახულების სენსორი Sony IMX582. კონფიგურაციაში ასევე შესულია 2- და 13-მეგაპიქსელიანი მოდულები. კამერის განსაკუთრებული მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ინტელექტუალური AI Scene 2.0 ტექნოლოგიის მხარდაჭერა, გათვალისწინებულია ღამის გადაღების რეჟიმიც. ფრონტალური კამერა 12-მეგაპიქსელიანი სენსორის ბაზაზეა აგებული და ფლობს სახის ამოცნობის ტექნოლოგიას. Vivo iQOO Pro-ს 4G ვერსია მეხსიერების მხრივ ორ კონფიგურაციაში გამოვიდა: სტანდარტულ მოდელს 8 გბ ოპერატიული მეხსიერება აქვს და ღირს დაახლოებით 450 დოლარი. 12-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდელი კი სტანდარტულზე 40 დოლარით ძვირია. ორივე კონფიგურაციაში ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა 128 გიგაბაიტია. 8/128 გიგაბაიტიანი iQOO Pro მოდელის ფასი 535 დოლარია, ფლაგმანური 12/256 გიგაბაიტიანი iQOO Pro 5G სმარტფონი კი 580 დოლარად გაიყიდება. ფერების მხრივ სმარტფონები გამოვა შავ და ლურჯი ფერის ვარიაციებად. iQOO Pro-ს გაყიდვები 29 აგვისტოდან იწყება, 5G მოდიფიკაცია კი სექტემბრიდან გაიყიდება. წინასწარი შეკვეთების მიღება 23 აგვისტოდანაა შესაძლებელი. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/29497/anonsirovan-vivo-iqoo-pro--samyj-deshjovyj-igrovoj-smartfon-na-snapdragon-855-plus
-
- 1
-
-
კომპანია GIGABYTE-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი გეიმინგ მონიტორი DisplayPort High Bit Rate 3-ის (HBR3) მხარდაჭერით. მონიტორის სახელწოდებაა Aorus FI27Q-P. მონიტორის პანელი ზომით დიაგონალზე 27 დუიმია და აქვს QHD გაფართოება (2560 × 1440 პიქსელი). ეკრანის სიკაშკაშის მაჩვენებელი 350 კდ/მ2-ია, ტიპური და დინამიური კონტრასტულობა - 1000:1 და 12 000 000:1, შესაბამისად. თვალთახედვის არე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. DisplayPort HBR3 მაღალი - 32,4 გბიტი/წამამდე სიჩქარით ხასიათდება. იგი უზრუნველყოფს QHD ფორმატის გამოსახულების გადაცემას HDR სტანდარტის მხარდაჭერითა და 165 ჰერციანი კადრის განახლების სიხშირით. მონიტორს აქვს 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, რეაქციის დრო 1 მილიწამს შეადგენს. რეალიზებულია ტექნოლოგია AMD Radeon FreeSync, რომელიც უზრუნველყოფს შეუფერხებელ გეიმინგ პროცესს. პანელი წარმოდგენილია მრავალფერიანი RGB Fusion 2.0 განათებითა და სხვადასხვა ეფექტის მხარდაჭერით. მოძრავი სადგამის მეშვეობით შესაძლებელია მონიტორის გადაყვანა ალბომის რეჟიმიდან პორტრეტისაში, აგრეთვე რეგულირებადია სიმაღლე, დახრილობის კუთხე და ეკრანის მდებარეობა. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია ორი HDMI 2.0 და ერთი DisplayPort 1.4, აგრეთვე სტანდარტული აუდიოკონექტორი და USB. სადგამიანად მონიტორის ზომაა 614,9 × 484,7 × 236,9 მმ. https://3dnews.ru/992880
-
მომავალი ახალგაზრდა თაობას ეკუთვნის, ზოგიერთი კომპანიის აზრით კი სჯობს თავიანთი თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობის საშუალება მათ ადრეული ასაკიდანვე მისცენ. ასეთ კომპანიებს შორისაა Harley-Davidson-იც - სახელგანთქმული ბრენდი ბაიკერებისთვის. მისმა ხელმძღვანელობამ დაიწყო საბავშვო ელექტროველოსიპედების წარმოება. სერია IronE კარგად გამოხატავს საზოგადოებრივ იდეას, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის კერძო ტრანსპორტი. ელექტროველოსიპედების ახალი სერია განკუთვნილია 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ანუ ველოსიპედისტების ყველაზე პატარა კატეგორიისათვის. სწორედ ამიტომ ველოსიპედებს შეზღუდული სიჩქარე აქვთ - მაქსიმალური 17 კმ/სთ, ისიც იმ პირობით, თუკი მას „მწვანე რეჟიმში“ გამოიყენებენ. ტრადიციისამებრ, Harley-Davidson ჯერჯერობით არ ახმაურებს თავისი ნაკეთობების ტექნიკურ მახასიათებლებს. ცნობილია ის, რომ საბავშვო ელექტროველოსიპედებში წარმოდგენილი იქნება სიმძლავრის მხრივ გრადაციები მწვანე, ყვითელ და წითელ ფერებად. მოდელი IronE12 განკუთვნილია 3-5 წლის ბავშვებისთვის, იწონის 7,7 კილოგრამს და აქვს 30-სანტიმეტრიანი საბურავები. მოდელი IronE16 კი 5-7 წლის ბავშვებისთვისაა, აქვს 40-სანტიმეტრიანი საბურავები, სკამი განთავსებულია 40 სმ სიმაღლეზე და იწონის 9 კილოგრამს. თითოეულ მოდელში გამოიყენება ცვლადი ბატარეები, რომლებიც საკმარისია 30-60 წუთი მოძრაობისათვის. უმცროსი მოდელის ველოსიპედის ფასი 649 დოლარია, 5-7 წლიანი მოდელისა კი - 699 აშშ დოლარი. https://www.techcult.ru/technics/7198-harley-davidson-razrabotal-liniyu-elektrovelosipedov
-
2019 წლის ბოლოს გამოვა HP Pavilion Gaming 15 და 17 ლეპტოპები AMD Ryzen პროცესორებით და ისინი 23,5 მმ სისქის იქნება - გაცილებით თხელები წინამორბედ მოდელებთან შედარებით, რომელთა სისქე 24,5 მმ-ია. ახალ მოდელებს 2018 წლის ლეპტოპებთან შედარებით 28%-ით დიდი სითბური მილები ექნება, ამასთან, AMD Ryzen 5 3550H და Ryzen 7 3750H პროცესორები გვპირდება წარმადობის ისეთივე დონეს, როგორიც გააჩნია Intel Core i5-9300H პროცესორს. 15,6-დუიმიან HP Pavilion Gaming 15-ს ექნება გაუმჯობესებული გაგრილების სისტემა, ოთხბირთვიანი და რვანაკადიანი პროცესორი Ryzen 5 3550H ან Ryzen 7 3750H პროცესორი კონფიგურაციის მიხედვით, რომლებიც ჩაანაცვლებენ Intel Core i5-9300H-სა და Core i7-9750H პროცესორებს. როგორც მოსალოდნელია, AMD Ryzen პროცესორების მქონე ლეპტოპების წარმადობა იქნება გეიმინგ ლეპტოპ Asus Zephyrus G GA502-ის ანალოგიური. მწარმოებლის განცხადების მიხედვით 15,6-დუიმიანი Pavilion Gaming 15 და 17,3-დუიმიანი Pavilion Gaming 17 ლეპტოპები იქნება ბაზარზე არსებულ ყველაზე უხმაურო გეიმინგ ლეპტოპების რიცხვში. HP Pavilion Gaming 15 სექტემბრიდან გაიყიდება დაახლოებით 800 დოლარად. HP Pavilion Gaming 17-ის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. https://overclockers.ru/blog/Pris/show/29451/pervye-nedorogie-noutbuki-hp-pavilion-gaming-15-i-17-osnaschennye-novymi-processorami-amd-ryzen-3000
-
კომპანია Intel-მა გააფართოვა მობილური პროცესორების მეათე თაობის ასორტიმენტი და დააანონსა Comel Lake სერიის ჩიპები. უკვე წარდგენილ Ice Lake ჩიპებთან შედარებით ახალ პროცესორებს უფრო მეტი ბირთვი და შესაბამისად უფრო მაღალი წარმადობა აქვთ მრავალნაკადიან ამოცანებში. ახალი Comet Lake პროცესორები წარმოებული იქნება კვლავ 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, არქიტექტურულად ისინი ბევრი არაფრით იქნება განსხვავებული თავიანთი წინამორბედი Coffe Lake და Whiskey Lake თაობის წარმომადგენლებისგან. ახალი სერიის მთავარი განსაკუთრებულობა ის არის, რომ მასში შედის Intel Core U სერიის პირველი პროდუქტი, რომელიც ფლობს ექვს ბირთვსა და 12 ნაკადს. ეს გახლავთ ფლაგმანური მოდელი Core i7-10710U. დაანონსდა კიდევ ორი პროცესორი, Core i7-10510U და Core i5-10210U, რომელთაც აქვთ ოთხი ბირთვი და რვა ნაკადი, უმცროსი მოდელი Core i3-10110U კი ორბირთვიანი და ოთხნაკადიანია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Comet Lake-U პროცესორებს აქვთ უფრო მაღალი სიჩქარის მქონე, LPDDR4x-2933 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. მწარმოებლის განცხადებით ახალი პროცესორები უზრუნველყოფენ საერთო წარმადობის 16%-იან ზრდას U-სერიის წინა ჩიპებთან შედარებით. აგრეთვე გამოცხადებულია 41%-მდე წარმადობის ზრდა Office 365-ში. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Intel ერთმანეთს ადარებს ექვსბირთვიან 25-ვატიან Core i7-10510U-სა და 15-ვატიან Core i7-8565U-ს. Comet Lake-U პროცესორების TDP-ს სტანდარტული დონე 15 ვატს შეადგენს, თუმცა 25 ვატამდე გაზრდა შესაძლებელია. Intel ხაზს უსვამს იმასაც, რომ Dynamic Tuning ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც უფრო მოქნილად მართავს პროცესორის სიხშირეს დატვირთვის დროს, უზრუნველყოფილია წარმადობის მატება 8-12%-მდე. და ბოლოს, Comet Lake-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე წინამორბედებთან შედარებით გახლავთ უსადენო კავშირის ინტეგრირებული კონტროლერი Intel Wi-Fi 6 AX201, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მონაცემთა გადაცემა სიჩქარით 1 გბიტი/წამში. რაც შეეხება Thunderbolt 3-ს, Ice Lake-ისგან განსხვავებით იგი Comet Lake პროცესორებს არ აქვთ ინტეგრირებული. ახალი Intel Comet Lake პროცესორების მქონე ლეპტოპები და სხვადასხვა კომპიუტერები უახლოეს მომავალში გამოვა. https://3dnews.ru/992776
- 1 reply
-
- 1
-
