Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. Royal Bank of Canada (RBC), რომლის მართვის ქვეშაც 499 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით აქტივები იმყოფება, აამოქმედებს პლატფორმას Bitcoin-ითა და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის. ბანკმა კანადისა და აშშ-ის შესაბამის ორგანოებში შეიტანა ოთხი საპატენტო განაცხადი, რომლებიც ეხება გადაწყვეტილებას მის ოპერაციებში კრიპტოვალუტების ინტეგრაციის შესახებ. საინფორმაციო წყაროების ინფორმაციით, RBC ასევე შეძლებს გახსნას ანგარიშები კრიპტოვალუტების შესანახად. „ცალკეული მომხმარებლებისთვის კრიპტო გასაღებებით მართვა და სხვადასხვა კრიპტოაქტივით ოპერაციების განხორციელება შესაძლოა პრობლემა იყოს. ზოგ შემთხვევაში კრიპტოვალუტებით განხორციელებული ტრანზაქციის დადასტურებისთვის შესაძლოა საჭირო იყოს გარკვეული დრო, ასევე შეიძლება ისინი არათავსებადი აღმოჩნდეს სავაჭრო სისტემებთან“ - ნათქვამია ერთ-ერთ საპატენტო განაცხადში. ბანკში ჯერჯერობით უარს აცხადებენ გავრცელებულ ცნობებზე კომენტარის გაკეთებაზე და აღნიშნავენ, რომ განაცხადების შეტანა მუდმივად ხდება კონცეფციისა და იდეების დაცვის მიზნით. აქვე აღვნიშნავთ, რომ კანადის ცენტრალური ბანკი განიხილავს შესაძლებლობას - გამოუშვას საკუთარი ციფრული ვალუტა იმ „პირდაპირ საფრთხესთან“ საბრძოლველად, რომელიც კრიპტოვალუტებისგან მომდინარეობს. https://forklog.com/smi-krupnejshij-bank-kanady-zapustit-platformu-dlya-torgovli-kriptovalyutami/
  2. როდესაც YouTube ამოქმედებას იწყებდა, მისი შემქმნელები ირწმუნებოდნენ, რომ პლატფორმა ნებისმიერ ადამიანს მისცემდა შესაძლებლობას - სერვისზე მიეღო შეუზღუდავი წვდომა თვითგამოხატვისთვის. დროთა განმავლობაში გაჩნდა მკაცრი წესები, აგრეთვე ექაუნთების დაბლოკვის უსაფუძვლო პირობები. ამჟამინდელი ახალი პირობის თანახმად შესაძლოა მილიონობით ადამიანმა დაკარგოს წვდომა ვიდეოჰოსტინგის საკუთარ ექაუნთზე. საქმე YouTube-ის მოხმარების წესების ცვლილებებს ეხება. ამიერიდან, თუკი თქვენს ექაუნთს არ მოაქვს მოგება, ჰოსტინგის ხელმძღვანელობას შეუძლია გადახედოს მას და წაშალოს „კომერციული არამიზაშეწონილობის“ ფორმულირებით. ექსპერტები უკიდურესად არიან შეშფოთებულნი ამ ფაქტით, რადგანაც YouTube-არხების მხოლოდ მცირე ნაწილია ორიენტირებული მოგების მიღებაზე. არხების უდიდესი ნაწილი კი გვევლინება ერთგვარი სავიზიტო ბარათის სახით, აგრეთვე განკუთვნილია პირადი მოხმარებისთვის: ათასობით მომხმარებელი პლატფორმაზე საკუთარ ვიდეოჩანაწერებს ინახავს. YouTube-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი ცვლილებები შემუშავებულია სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე არხების ოპტიმიზაციისთვის. ახალი წესები ძალაში შევა 2019 წლის 10 დეკემბერს. როგორც ჩანს, ამ დროისთვის ყველა მომხმარებელმა უნდა მიიღოს მაქსიმალური ზომები თავიანთი მასალების გამოტანისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა მათი ნაგროვები ძვირფასი მასალები უბრალოდ გაქრეს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31607/youtube-nachnet-udalyat-akkaunty-kotorye-ne-prinosyat-pribyli
  3. ბრენდმა VAIO-მ (ძველად Sony-ს კუთვნილებაში მყოფი), რომელიც ევროპის ბაზარზე მიმდინარე წელს დაბრუნდა, წარადგინა მაღალი წარმადობის პორტატული კომპიუტერი S15 All Black Edition. ლეპტოპს მკაცრი ფორმების მქონე კორპუსი აქვს, რომელიც მთლიანად შავ ფერშია გადაწყვეტილი. 15.6-დუიმიანი დისპლეის გაფართოებაა Ultra HD/4K — 3840 × 2160 პიქსელი. მთავარი შემადგენელი კომპონენტია Coffee Lake თაობის პროცესორი Intel Core i9-9980HK. ჩიპი შეიცავს რვა გამომთვლელ ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად 16-ნაკადიანი ინსტრუქციის დამუშავება. ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 2.4 – 5.0 გჰც. შემადგენლობაში შედის გრაფიკული ბლოკი Intel UHD 630. ლეპტოპს აქვს 32 გბ DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერება, სწრაფი NVMe SSD - 512 გბ ან 1 ტბ მოცულობით, კონფიგურაციის შესაბამისად, აგრეთვე Blu-ray ოპტიკური დრაივი. კომპუტერის აღჭურვილობაშია: Wi-Fi IEEE 802.11ac და Bluetooth 4.1 უსადენო კავშირების ადაპტერები, გიგაბიტური Ethernet-კონტროლერი, ინტერფეისები - USB Type-C (DisplayPort), HDMI და D-Sub. ლეპტოპის გაბარიტებია 361,4 × 254,3 × 22,0–26,0 მმ, წონა - 2.25 კგ. ბატარეის ერთ სრულ დამუხტვაზე ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია 5.5 საათი. ლეპტოპი წარმოდგენილია ოპერაციული სისტემით - Windows 10 Pro.  https://3dnews.ru/997456
  4. ჩინური კრიპტობირჟა BTCC-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბობი ლი დარწმუნებულია, რომ 2028 წლისთვის Bitcoin-ის ფასი 500 ათასს მიაღწევს. „დღესდღეობით ოქროს ბაზრის ღირებულება 8 ტრილიონი აშშ დოლარია, რაც ორმოცდაათჯერ მეტია Bitcoin-ის ფასზე. ვაკეთებ პროგოზს, რომ მომდევნო 9 წლის მანძილზე მოხდება ადგილების შეცვლა და BTC აიწევს 500 ათას დოლარამდე. დღევანდელი ფულის ბეჭდვის გლობალური მასშტაბის გათვალისწინებით, BTC– ის ფასი სავარაუდოდ 1 მილიონი დოლარის ნიშნულს გადალახავს“. ლის პროგნოზის ფუნდამენტს ემსახურება Bitcoin-ის დეფიციტური ბუნება, რომელიც ითვალისწინებს აქტივზე ფასის გარდაუვალ ზრდას იმ შემთხვევაში, თუ მასზე მოთხოვნა უცვლელი ან ზრდადი იქნება. „Bitcoin შეიქმნა იმ მიზნით, რომ დროის განმავლობაში იყოს სუპერფასის მქონე. 2020 წლისთვის ემისიის ყოველდღიური მოცულობა შეადგენს დაახლოებით ~255 BTC-ს, წლიური ინფლაცია იქნება 0,5 %-ზე ნაკლები“. ცხადია, რომ ბობი ლის ჰიპოთეზა ჰარმონიაშია პოპულარული ანალიტიკოსის PlanB-ს Stock/Flow მოდელთან, რეზერვებისა და ზრდის შეფარდებაზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ჰალვინგს აუცილებლად მოჰყვება BTC ფასის ზრდა. შეგახსენებთ, რომ გერმანული ბანკი BayernLB-ის ანალიტიკოსებმა ივარაუდეს, რომ 2020 წლის მაისში მოსალოდნელი ჰალვინგის შემდეგ Bitcoin-ის ფასი 90 ათას აშშ დოლარს მიაღწევს. https://forklog.com/bobbi-li-cherez-9-let-bitkoin-budet-stoit-500-000-i-prevzojdet-po-kapitalizatsii-zoloto/
      • 1
      • Upvote
  5. კომპანია Thermaltake-მა განაცხადა, რომ ხელმისაწვდომია ახალი სერიის მეხსიერების მოდულები Thermaltake TOUGHRAM RGB DDR4. ამ მოდულების მთავარი ღირსებაა 4000 მჰც, 4266 მჰც და 4400 მჰც სიხშირეები 2x8 გბ კომპლექტებში. PCB-დაფის კონსტრუქცია შედგება ათი ფენისგან. გამოყენებული მეხსიერების ჩიპები მკაცრ კონტროლსა და შერჩევას გადიან, რათა გარანტირებულ იქნას ასეთი მაღალი სიხშირეები. მოდულების შემოწმება მოხდა Intel-ის აქტუალურ პლატფორმაზე ASUS-ის დედა დაფებით და ნაჩვენები იქნა სრული თავსებადობა. ახალი მეხსიერების მოდულების შეძენა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან. სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფისთვის ინტეგრალური სქემები ეკრანირებულია. დაფის შიგნით მოთავსებულია სპილენძი, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო ელექტროგამტარობას. რადიატორები დამზადებულია პოლირებული ალუმინისგან და უზრუნველყოფენ შესანიშნავ გაგრილებას. მოდულებში ინტეგრირებულია ათი ერთეული განათება, რომელთაც ფერთა გამის სრული მხარდაჭერა აქვთ, ფერების მართვა და ცვლა ხორციელდება დედა დაფიდან. განათების ცვლილების დაკავშირება აგრეთვე შესაძლებელია კომპიუტერის ყველა მანათობელ კომპონენტთან. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/31567/thermaltake-predstavila-novuju-pamyat-toughram-rgb-ddr4
  6. ASUS-ის მონიტორების ასორტიმენტში მატებაა: შედგა ROG Strix XG43VQ მოდელის დებიუტი, რომელიც გათვლილია უმაღლესი დონის გეიმინგ სისტემებში გამოყენებისთვის. მონიტორს რკალისებრი ფორმა აქვს (1800R). გამოყენებულია VA მატრიცა ზომით 43,4 დუიმი დიაგონალზე. გაფართოება შეადგენს 3840 × 1200 პიქსელს, გვერდების შეფარდებაა 32:10-თან. მონიტორს აქვს DCI-P3 ფერთა გამის 90%-იანი ფლობა, თვალთახედვის კუთხეები ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად შეადგენს 187 გრადუსს. მაქსიმალური სიკაშკაშის მაჩვენებელია 450 კდ/მ2, კონტრასტულობა - 3000:1. პანელის კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მილიწამი. მონიტორს აქვს FreeSync 2 HDR და DisplayHDR 400 ტექნოლოგიების მხარდაჭერა. პანელის არსენალშია აგრეთვე ASUS GamePlus ფუნქციების ნაკრები: იგი მოიცავს ტაიმერს, კადრების მრიცხველს და გამოსახულების გამთანაბრებელ ინსტრუმენტს მულტი დისპლეის მქონე კონფიგურაციებში. ტექნოლოგიები Ultra-low Blue Light და Flicker Free ხელს უწყობს თვალებზე დატვირთვის შემცირებას, რაც ხორციელდება ლურჯი ნათების ინტენსიური გამოსხივების შემცირებისა და ციმციმის შეწყვეტის მეშვეობით. მონიტორს აქვს 5-ვატიანი სტერეოფონური დინამიკები, ორი კონექტორი HDMI 2.0, DisplayPort 1.2 ინტერფეისი, სტანდარტული კონექტორი და USB 3.0 კონცენტრატორი. სადგამი საშუალებას იძლევა შეიცვალოს ეკრანის სიმაღლე მაგიდის ზედაპირიდან, შესაძლებელია ეკრანის მოტრიალება და დისპლეის დახრის კუთხის შეცვლა. https://3dnews.ru/997363
  7. როდესაც ჩინური მთვარემავალი Yutu-2 ძილის რეჟიმში გადასვლისთვის ემზადებოდა, პეკინის აეროკოსმოსური მართვის ცენტრის მკვლევარებმა როვერის კამერის გამოსახულებაზე უცნაური გელისმაგვარი სუბსტანცია შენიშნეს, რამაც სამეცნიერო სამყარო ააფორიაქა. რას შეიძლება წარმოადგენდეს ეს უცნობი მასალა და საიდან გაჩნდა იგი მთვარის ბნელ მხარეს? ჩინური როვერი Yutu-2 როგორც პორტალი sciencealert.com იტყობინება, ჩინური მთვარემავალი Yutu-2 პირველი მთვარემავალია, რომელიც წარმატებით დაეშვა ჩვენი კოსმოსური თანამგზავრის ბნელ მხარეზე. იმისთვის, რომ დღის განმავლობაში აპარატი გადახურებისგან დაეცვათ, სპეციალისტებმა გადაწყვიტეს პერიოდულად „დააძინონ“ როვერი ახლომდებარე კრატერში. სწორედ ასეთ კრატერში იქნა აღმოჩენილი უცხო ნივთიერება, რომელიც ფერით შესამჩნევად განსხვავდებოდა გარემომცველი რუხი ნივთიერება რეგოლიტისგან. ექსპერტების აზრით აღმოჩენილი ნივთიერება შესაძლოა იყოს მუქი მინა, რომლის ფორმირებაც მოხდა ზესწრაფი მეტეორიტის მთვარის მტვრიან ზედაპირზე შეჯახებისას. ცნობილია, რომ მეტეორიტებს შეუძლიათ მინერალები გარდაქმნან მბრწყინავ მინად, რომელიც სინათლეს გარდატეხს. NASA-ს სპეციალისტები აცხადებენ, რომ ნივთიერებას სავარაუდოდ მინერალური წარმომავლობა აქვს. უცნობი ნივთიერება არ არის მთვარეზე ნაპოვნი ერთადერთი აღმოჩენა. მთვარეზე არსებული ბუნებრივი წარმოშობის გვირაბები და გამოქვაბულები არა მარტო ნათელს მოჰფენს მთვარის ჩამოყალიბების ამბავს, არამედ ისინი ასტრონავტებს ხელს შეუწყობს ბუნებრივ ქვაბულებში ააგონ პირველი კოსმოსური ბაზა. მთვარემავალ Yutu-2-ის მთავარი მიზანია შეისწავლოს კლდეებისა და ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა, ასევე ჩაატაროს კვლევები რადიოასტრონომიის კუთხით და დააკვირდეს მზის აქტივობას, კოსმოსურ გამოსხივებას. მიუხედავად ამისა, პეკინის კოსმოსური ცენტრის სპეციალისტები პირობას დებენ, რომ როგორც კი როვერი ძილის რეჟიმიდან გამოვა, აღმოჩენილ მასალაზე უფრო მეტ ინფორმაციას გვაცნობებენ. ასე რომ უახლოეს დროში მთვარის საიდუმლოებებს ერთი გამოაკლდება. https://hi-news.ru/space/na-lune-najdeno-strannoe-zheleobraznoe-veshhestvo.html
  8. „საუკეთესო ვიდეობარათების შეძენის დრო ჯერ არ დამდგარა“, „ჯობს, ცოტა კიდევ დავიცადო, მომდევნო თაობა გამოვა“ - სწორად ასე ფიქრობს უამრავი მომხმარებელი. რეალური მიზეზი კი მათი ფინანსებში შეზღუდულობაა. მათთვის რჩევების მისაცემად ამჯერად გაისარჯნენ ვებ-გვერდ pcgamesn-ის ექსპერტები. მათ შეისწავლეს ყველა შესაძლო ვარიანტი და ვერდიქტი გამოიტანეს. რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს 300-დოლარიანი ფასის კატეგორიაში საუკეთესო ბიუჯეტური ვიდეო ბარათი შეიძინოს. საუკეთესო ვიდეო ბარათი 250 დოლარამდე ფასის კატეგორიაში: GeForce GTX 1660 Super.  ხსენებული ვიდეო ბარათი თითქმის ისეთივე სწრაფია, როგორც GTX 1660 Ti, თანაც ფასიც უფრო ხელმისაწვდომი. რაღატომ უნდა გადავიხადოთ მეტი? საუკეთესო ბარათი 300 დოლარად: GeForce GTX 1660 Ti.  1080р გაფართოებისთვის ამ ფასად უფრო სწრაფ ვიდეო ბარათს პრაქტიკულად ვერ ნახავთ. თანაც გავრცელდა ცნობა, რომ მალე ეს ბარათი აღარ გამოვა, ასე რომ სწორედ დროა იჩქაროთ მისი შეძენა. Radeon RX 590.  ამ ვიდეო ბარათის ნაკლოვანებად მისი მაღალი ტემპერატურა სახელდება, რეალურად კი ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, მთავარია მასთან კარგი გაგრილების სისტემა გამოიყენოთ. როდესაც თანხა არ გვყოფნის: Radeon RX 580.  ეს ბარათი თითქმის ყველა თამაშისთვის გამოდგება 1080р გაფართოებაზე, გამოყენებიდან ერთი წლის შემდეგ კი მისგან სასწაულებს აღარ უნდა ელოდოთ. თამაშებზე მოთხოვნები სწრაფად იზრდება, გამოყენებიდან გარკვეული დროის შემდეგ მოგიწევთ მინიმუმამდე დაწიოთ პარამეტრები და გადახვიდეთ 720p-ზე. ამ ბარათის ყიდვა მხოლოდ უკიდურესი კრიზისის შემთხვევაში ღირს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31548/luchshie-videokarty-do-300-dollarov-dlya-beskompromissnyh-gejmerov-po-versii-pcgamesn
  9. Lenovo და საბავშვო ფონდი Starlight ატარებენ ვირტუალური რეალობის ჰედსეტების საპილოტე გამოცდებს და აპირებენ ისინი ბავშვთა საერთო ანესთეზიის ალტერნატივად გამოიყენონ. ინჟინრები აღნიშნავენ, რომ მოწყობილობა ბავშვებს ყურადღებას გადაატანინებს მათ ირგვლივ არსებული ვითარებისგან, მოუხსნის პანიკასა და შეუმსუბუქებს ტკივილს. საპილოტე პროექტი Starlight საავარდმყოფოებში უკვე ერთი წელია მოქმედებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვირტუალური რეალობის გამრთობი თერაპიის კლინიკური პოტენციალი სასარგებლო ინსტრუმენტია და მისი გამოყენება გარკვეულ პროცედურებში შესაძლებელია. ექიმები წარმატებით ასრულებენ ინვაზიურ პროცედურებსაც VR-ის მეშვეობით. „ადამიანის ტვინს შეზღუდული გამშვები შესაძლობლობა აქვს“ - აცხადებს კოლორადოს საბავშვო საავარდმყოფოს დირექტორი - „რაც მეტად ჩაგითრევთ ვირტუალური რეალობა, მით უფრო ნაკლებად აღიქვამს ტვინი ტკივილის სიგნალებს და რაც ნაკლებად აღიქვამს მათ ტვინი, მით მეტია შანსი ვერ იგრძნოთ ტკივილი“. ტექნოლოგია გამოყენებისთვის პრაქტიკულად მზადაა. საავადმყოფოებს მიაწვდიან Lenovo Mirage Solo VR ჰედსეტებს, რომლებსაც ექნებათ ისეთი თამაშებისა და აპლიკაციების მხარდაჭერა, რომლებიც მომხმარებლის ასაკს შეესაბამება. პირველი პროცედურით ბავშვებს ტკივილი შეუმსუბუქეს ლუმბალური პუნქციის დროს, დაზიანებული კიდურების მკურნალობისა და სხვა პროცედურების ჩატარებისას. პაციენტები ვერ ხედავდნენ სამედიცინო აღჭურვილობასა და საკუთარ ტრავმებს, ამიტომ მათი ტკივილი და შფოთვა ნაკლები იყო, გამძლეობის დონე კი - გაცილებით მაღალი. https://hightech.fm/2019/11/10/vr-doctors
  10. Coinbase პირველად აძლევს რიგით მომხმარებლებს დამატებითი თანხის მიღების საშუალებას მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ფლობენ კრიპტოვალუტებს, დაწყებული Tezos (XTZ) ტოკენიდან. კომპანიის ბლოგზე ნათქვამია, რომ აშშ-ის მომხმარებლები (ჰავაის კუნძულებისა და ნიუ-იორკის მაცხოვრებლების გამოკლებით) ამიერიდან შეძლებენ პლატფორმის მხრიდან წლიური 5%-იანი დამატებითი შემოსავლის მიღებას. Tezos-ში გამოყენებულია ალტერნატიული კონსენსუს-მექანიზმი მაინინგისთვის ქმედითუნარიანობის შემოწმების მიზნით - სისტემა, რომელიც აგებულია ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილეს კრიპტოვალუტა Bitcoin-ზე. ეს proof-of-stake მექანიზმი ქსელის მომხმარებლებს აჯილდოებს იმისთვის, რომ ფლობენ კრიპტოვალუტებს და ხელს უწყობენ ქსელის დაცვას. Coinbase-ის 5 %-იანი სასაჩუქრე წილი დამყარებულია Tezos-ის ბოლო 90 დღის მოგებაზე. კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ საწყისი ფლობის პერიოდი 35-40 დღეს შეადგენს, რის შემდეგაც staker-ები იხილავენ თავიანთ ბონუსებს, რომლებიც გაჩნდება ყოველ სამ დღეში. პლატფორმამ Tezos აგრეთვე დაამატა Coinbase Earn-ზე - პროგრამაში, რომელიც მიმართულია კრიპტო ქომიუნითის ინფორმირებაზე და გასცემს XTZ-ს იმ მონაწილეებზე, რომლებიც დაასრულებენ საგანმანათლებლო ვიდეოებს. Coinbase Custody პირველ რიგში ემსახურება ინსტიტუციონალიზებულ მომხმარებლებს, რომლებიც კრიპტოვალუტების დიდ რაოდენობას ფლობენ. თუმცა ამჟამინდელი ინიციატივა ფსონს დებს Tezos-ის ყველაზე მცირე ჰოლდერებზეც. https://www.coindesk.com/coinbase-will-now-reward-users-for-holding-this-cryptocurrency
  11. Seagate-მა ისაუბრა თავის გეგმებზე უახლოესი წლების განმავლობაში. კომპანია მთელი ძალით იბრძვის ბაზარზე HDD ტექნოლოგიის აქტუალურობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ SSD-ების უპირატესობა უკვე კარგად აღქმული და აღიარებულია, გარკვეულ პირობებში მაინც გონივრულია დიდი მოცულობის მყარი დისკების გამოყენება. კომპანია გულმოდგინედ ცდილობს წინ წამოწიოს თავისი ახალი ტექნოლოგია HAMR, რომლის მეშვეობითაც ხდება ჩაწერის სიმჭიდროვის გაზრდა ტრადიციულ დისკებზე. 18 და 20-ტერაბაიტიანი მყარი დისკების წარმოების გეგმა 2020 წლის პირველ ნახევარში ნამდვილად გამართლებული და მოსალოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ მცირე ხნის წინ უკვე წარადგინა 16 ტერაბაიტი მოცულობის მყარი დისკები. ამგვარ დისკებში ჯერჯერობით კვლავ გამოყენებული იქნება შედარებით ძველი ტექნოლოგიები, როგორებიცაა CMR (სტანდარტული მაგნიტური ჩაწერა) და SMR (გალვანური მაგნიტური ჩაწერა). მოგვიანებით კი კომპანია გამოიყენებს თავის დაპატენტებულ ახალ ტექნოლოგია HAMR-ს (Heat Assisted Magnetic Recording) უფრო მაღალი წარმადობისა და სიმჭიდროვის მქონე განახლებული 20 ტბ და 20 ტბ+ მყარი დისკებისთვის. Seagate-ის გეგმებში ასევე შედის ისეთი მყარი დისკების გამოშვება, რომლებშიც გამოყენებული იქნება წაკითხვა/ჩაწერის ორი ნაკრები ერთის ნაცვლად. https://overclockers.ru/blog/goldas/show/31479/seagate-sobiraetsya-anonsirovat-hdd-na-50-tb-k-2026-godu
      • 1
      • Upvote
  12. ფაქტი, რომ ანონსისთვის მზადდებოდა ბიუჯეტური პროცესორი Athlon 3000G - დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენდა. ამჯერად უკვე მოხდა ამ მოდელის ოფიციალური წარდგენა და AMD-მ თავის პრეს-რელიზში მას უწოდა პირველი Athlon პროცესორი Zen არქიტექტურის თაობიდან, რომელიც გვთავაზობს გამარტივებული აჩქარების პროცედურას. არსობრივად, დამატებითი „ნული“ მოდელის დასახელებაში ხაზს უსვამს, რომ მოცემული პროცესორი გამოირჩევა Athlon Picasso-ს დანარჩენი პროცესორებისგან. ახალი პროცესორის მახასიათებლები ცნობილია: ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი, საბაზისო სიხშირე 3.5 გჰც იზრდება არა ავტომატურად, არამედ ოვერქლოქინგის სტანდარტული ინსტრუმენტების მეშვეობით. პრეზენტაციაზე AMD-მ ისაუბრა ამ პროცესორის აჩქარების მოკრძალებულ შესაძლებლობებზე, რომლის თანახმადაც 3/.9 გჰც მიიღწევა, თუმცა ეს ზღვარი სავარაუდოდ მხოლოდ საილუსტრაციო მიზნითაა დადგენილი. Athlon 3000G-ის კონკურენტად მიიჩნევა Pentium G5400, რომელიც 73 აშშ დოლარი ღირს, AMD-ს ახალი პროცესორი კი 49 დოლარად გაიყიდება. რეალურად, ეს პროცესორი ოვერქლოქინგს თავდაპირველ აზრს უბრუნებს, როდესაც ბიუჯეტური პროცესორისგან მოითხოვებოდა მაქსიმალური შესაძლო წარმადობა, რომელიც მიიღწეოდა სიხშირეების აჩქარებით. Radeon Vega 3-ის გრაფიკული ქვესისტემა მუშაობს 1100 მჰც სიხშირეზე, მესამე დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობა 4 მბაიტს შეადგენს, TDP-ის დონე კი ნომინალურ რეჟიმებში 35 ვატს არ აღემატება. Athlon 3000G გაყიდვაში 19 ნოემბერს გამოვა. აღსანიშნავია, რომ AMD-ის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ ეს მოდელი 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესითაა დამზადებული, დედა დაფების მწარმოებლებისგან კი ცნობილია, რომ იგი 12-ნანომეტრიან Picasso-თაობას მიეკუთვნება. Socket AM4-ის მქონე ბიუჯეტური დაფების მფლობელებს აუცილებლად გაახარებთ AMD-ის ახალი პროცესორი, რადგანაც შეძლებენ შეიძინონ საკმაოდ თანამედროვე და ბიუჯეტური პროცესორი აჩქარების შესაძლებლობით. https://3dnews.ru/997190
  13. პროცესინგ-სერვისებით კრიპტოსავალუტო გადახდების მოცულობა 65 %-ით გაიზარდა მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე. Bitcoin-ის წილზე გადახდების 89 % მოდის - გვატყობინებს Chainalysis. წლის მეორე ნახევრის ანალიზისთვის 2019 წლის დასასრულს უნდა დაველოდოთ. მკვლევარებმა გააანალიზეს 16 პროცესინგ-სერვისი. Bitcoin-ის პარალელურად მათ შეისწავლეს გადახდები Litecoin-ით, Bitcoin Cash-ითა და Tether-ით. USDT-ში პროცესინგული ტრანზაქციების რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა. ივლისში ვაჭრობაში კრიპტოსავალუტო გადახდების დღე-ღამურმა მოცულობამ დაახლოებით 5.5 მლნ შეადგინა, იანვარში ეს მაჩვენებელი 3.3 მლნ იყო. შედარებისთვის, ყავის გიგანტ Starbucks-ის ყოველდღიური ბრუნვა დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარია. ოქტომბრიდან მოყოლებული Chainalysis იკვლევს საეჭვო ტრანზაქციებს 10 Ethereum-ტოკენებით. მეორე კვლევა „მკვდარ“ კრიპტო პროექტებს ეხება, მასში მონაცემები გააანალიზეს LongHash-ის მკვლევარებმა და გამოარკვიეს პროექტების დახურვის ძირითადი მიზეზები. პლატფორმის მონაცემებით კრიპტო პროექტების გაუქმების მთავარი მიზეზი მათ მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესის დაკარგვაა. ამგვარი ბედი ერგო გაუქმებული ტოკენების 63.1 %-ს. დახურული პროექტების თითქმის 30 % კი ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდა. მათი უმეტესობა ამოქმედებული იყო 2017 წელს ICO-ს ბუმისა და ბაზრის სწრაფი ზრდა-გაფართოების ფონზე. 2018 წლისთვის ამგვარი პროექტების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. პროექტების გაუქმების მიზეზები ასევე გახდა ჩავარდნილი ICO (3.6 %) და ისეთი ტოკენები, რომლებიც სახუმარო სახით გამოვიდა, მაგალითად „AnalCoin“, „BagCoin” და “BieberCoin” (3.2 %) მსგავსი პროექტების ზუსტი რაოდენობა განუსაზღვრელია, რადგანაც შეფასების კრიტერიუმები სხვადასხვა სერვისში სხვადასხვაა. ბევრი მათგანი უბრალოდ არც ხვდება ანალიტიკოსების ბაზაში, განსაკუთრებით ის პროექტები, რომლებიც უცხო, არაინგლისურენოვან აუდიტორიაზეა ორიენტირებული. უკვე გაუქმებული ტოკენების არსებობის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით წელიწადნახევარი იყო. ყველაზე მცირე ხანს ფუნქციონირებს თვალსაჩინო scam-პროექტები - დაახლოებით ნახევარი წელიწადი. https://forklog.com/chislo-kriptovalyutnyh-tranzaktsij-v-torgovle-vyroslo-na-65-v-pervoj-polovine-goda/ https://forklog.com/issledovanie-60-kriptoproektov-prekratili-svoe-sushhestvovanie-iz-za-poteri-interesa-investorov/
  14. შეგროვებიდან 40 წლის შემდეგ NASA-ს სპეციალისტებმა გახსნეს მთვარის გრუნტის ნიმუშებიანი კონტეინერი, რომელშიც მოთავსებული იყო მისია Appolo-ს დროს შეგროვებული ნიადაგი. მასალა სიგრძეში დაახლოებით 61 სმ და სიგანეში 5 სანტიმეტრია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გულდასმით ჩატარებული ანალიზები ასტრონავტებს დაეხმარება უკეთ მოემზადონ მთვარის ახალი მისიებისთვის. შეგახსენებთ, რომ მისია Artemis დაგეგმილია 2020-იანი წლებისთვის. კონტეინერში არსაბული მიწის ნიმუში მოპოვებულ იქნა იმ ადგილიდან, სადაც კოსმოსური რაკეტა Appolo-17 დაეშვა 1972 წელს. ნიმუში ასახავს მთვარის გრუნტის შემადგენელი ფენების თანმიმდევრობას. მისია Appolo-ს ფარგლებში NASA-ს ასტრონავტებმა დედამიწაზე დაახლოებით ოთხი ცენტნერი მთვარის გრუნტი და კლდის ნიმუშები ჩამოიტანეს. ნიმუშების უდიდესი ნაწილი შენახულ იქნა ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრში, რათა გაეხსნათ იმ დროს, როდესაც ანალიზისთვის საჭირო ინსტრუმენტები საგრძნობლად იქნებოდა გაუმჯობესებული, შესაბამისად, მოხდებოდა მათი უფრო ხარისხიანად გამოკვლევა. მასალების დაკონსერვების იდეა მდგომარეობდა შემდეგში - ნიმუშები შესაბამის პირობებში ხელუხლებლად შეენახათ ახალი ტექნოლოგიების გამოჩენამდე. ამ ეტაპზე ლაბორატორიის მკვლევარებმა კონტეინერიდან ამოიღეს პირველი ნიმუში, რიცხვობრივი დასახელებით - 73002. https://3dnews.ru/997121
  15. გაზაფხულზე ღია პრეზენტაციაზე AMD-მ განაცხადა, რომ ახალი Ryzen Threadripper-ების დებიუტი წლის მეორე ნახევარში შედგებოდა. მას შემდეგ სიახლის შესახებ აღარაფერი ხსენებულა, რამაც დაინტერესებულ პირებში გაურკვევლობა გამოიწვია. AMD-მ განმარტა, რომ მესამე თაობის Ryzen Threadripper-ის გამოსვლა არ გადაუდია, თუმცა 16-ბირთვიანი მოდელის გამოსვლის საკითხი გადასახედი იყო, რასაც დრო დასჭირდა. ამჯერად შედგა ახალი თაობის პროცესორების ანონსის მხოლოდ პირველი ფაზა: წარდგენილ იქნა 24-ბირთვიანი Ryzen Threadripper 3960X, რომლის ფასი 1399 აშშ დოლარია და 32-ბირთვიანი Ryzen Threadripper 3970X – 1999-დოლარიანი ფასით. პირველი მოდელის ქეშ-მეხსიერების მოცულობა 140 მბ-ია, სიხშირე - 3.8 - 4.5 გჰც. მეორე მოდელის ქეშ-მეხსიერებაა 144 მბ, სამუშაო სხშირეების დიაპაზონი კი - 3,7 – 4,5 გჰც. ორივე პროცესორისთვის საერთოა ახალი Socket sTRX4, რომელიც საშუალებას იძლევა რეალიზდეს PCI Express 4.0 მხარდაჭერა AMD TRX40 ლოგიკის ნაკრების ბაზაზე. ცენტრალურ პროცესორს აქვს 64-ხაზიანი PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა, თუმცა სამომხმარებლო საჭიროებისას ხელმისაწვდომია მხოლოდ 48, რადგანაც რვა მათგანი გამოიყენება ლოგიკის ნაკრებისთვის, კიდევ რვა კი სამომავლოდაა დარეზერვებული. თავად ჩიპსეტი TRX40-ს 24 PCI Express 4.0 ხაზი აქვს, მისი რვა დამატებითი ხაზიც რეზერვშია. ამრიგად, მთელ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია 72 PCI Express 4.0, ფორმალურად კი 88. ახალი პროცესორები გვევლინება, როგორც შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალებისთვის განკუთვნილი პროდუქტები, ამიტომაც მათი სიჩქარის განხილვა და შედარება ხდება ისეთ სპეფიციკურ აპლიკაციებში, როგორებიცაა Adobe Premier, Chaos Group V-Ray და Cinebench R20. Ryzen Threadripper 3960X-ისა და 3970X-ის უპირატესობის მაჩვენებელი Intel Core i9-9980XE-ზე 30-50 %-ით მეტია, ცალკეულ შემთხვევებში კი - 90 %-ით. ახალი პროცესორების შესახებ დეტალები უფრო ვრცლად 25 ნოემბერს გახდება ცნობილი და ამავე დღეს დაიწყება მათი გაყიდვაც. https://3dnews.ru/997173
  16. ნანკინის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს ეპიდერმისული საათი - თხელი დისპლეი, რომელიც ადამიანის კანზე მაგრდება. მასზე გამოსახული ციფრები საკმაოდ მკაფიოა და კარგად ჩანს მზის შუქზეც, ზეწოლა კი იმდენად მცირეა, რომ კანს არანაირ ზიანს არ აყენებს. საათი შექმნილია ელექტროლუმინესცენციური ფენის საფუძველზე, რომელიც სინათლის გამომასხივებელი მიკრონაწილაკებისგან შედგება. ისინი დატანილია წელვად დიელექტრიკულ მასალაზე, რომელიც განთავსებულია ვერცხლის ნანოძაფებისგან დამზადებულ ორ დრეკად ელექტროდს შორის. დიელექტრიკული მასალა კი დამზადებულია კერამიკის ნანონაწილაკებისგან, რომლებიც დამყარებულია რეზინის პოლიმერზე. მათ გააჩნიათ უნარი - მოახდინონ ელექტრონული ველის კონცენტრირება შესაბამისი მიმართულებით, შედეგად გამოსახულება უფრო მკვეთრი ხდება ნაკლები ძაბვის დროს. ჯერჯეობით წარმოდგენილია მხოლოდ საცდელი ნიმუში, თუმცა მკვლევარები თვლიან, რომ სამომავლოდ მსგავსი დისპლეების გამოყენება თავისუფლად იქნება შესაძლებელი მსუბუქ რობოტექნიკასა და ნეირონული კომპიუტერების ინტერფეისებში. https://hightech.fm/2019/11/06/stretchable-electronics-swatch
  17. სააგენტო NASA-ს ექსპერტებმა შექმნეს ვარსკვლავური რუკა იმ მონაცემების საფუძველზე, რომელიც თანამგზავრ TESS-ისგან მიიღეს. წარმოდგენილი ვიდეორგოლი აწყობილია 208 გამოსახულებისგან, რომლებიც TESS-ისგან მიღებულ იქნა წელიწადნახევრიანი მუშაობის პერიოდში. ამ კვლევითი მისიის ფარგლებში TESS-მა აღმოაჩინა 29 ახალი ეგზოპლანეტა და ათასზე მეტი სავარაუდო, დედამიწის მსგავსი ციური სხეული. NASA-მ ცა 13 სექტორად დაყო. რუკაზე შეგვიძლია ვიხილოთ კომეტები მზის სისტემაში, ახალი ვარსკვლავების აფეთქებები და სუპერმასიური შავი ხვრელიც კი. ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?time_continue=150&v=P3KevBr4go4 ცის სამხრეთი ნაწილის რუკის შედგენის შემდეგ NASA დაიწყებს ანალოგიურ პროექტზე მუშაობას, რომელშიც ამჯერად ცის ჩრდილოეთი ნაწილი იქნება ასახული. ტელესკოპი 2018 წელს გაუშვეს ობსერვატორია Kepler-ის ჩანაცვლების მიზნით - თავისი ფუნქციონირების რვა წლის განმავლობაში Kepler-მა ათასობით ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. ამჟამად მისი საწვავის მარაგი იწურება, უახლოეს პერიოდში ობსერვატორია მუშაობას შეწყვეტს. Kepler-ისგან განსხვავებით TESS კოსმოსის სხვადასხვა კუთხეს აკვირდება და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მონაკვეთს. მას აგრეთვე შეუძლია აღმოაჩინოს არა მხოლოდ მზის მსგავსი ობიექტები, არამედ მცირედ კაშკაშა ვარსკვლავებიც. ამ ტიპის ვარსკვლავებზე მეცნიერებმა ჯერჯერობით პრაქტიკულად არაფერი იციან მათზე დაკვირვების სირთულის გამო. https://hightech.fm/2019/11/06/nasa-tess
  18. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განკარგულება გასცა, რომლის თანახმადაც უნდა დასრულდეს ეროვნული ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტესტირება 2020 წლისთვის. ბლოკჩეინის ბაზაზე შექმნილი ეროვნული ციფრული ლირას გამოშვება იგეგმება ყოველწლიური საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში 2020 წლისთვის. „მომენტალური გადახდის“ ციფრული ლირას საპილოტე ვერსია 2020 წლის ბოლოსთვის დასრულებული უნდა იყოს. ხელისუფლება გეგმავს შეიმუშაოს პროგრამული პლატფორმა ციფრული ვალუტის საფუძველზე. ცენტრალურ ბანკთან ერთად პროექტში ჩართული იქნება ტექნოლოგიური ინოვაციების ეროვნული სააგენტოც - თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური საბჭო - ასევე ცნობილი, როგორც TUBITAK. ციფრული ლირას გამოშვებას ქვეყანა მიიჩნევს ქვეყნის მიზნის შემადგენელ ნაწილად - გამყარდეს ადგილობრივი ეკონომიკა. გამოქვეყნებულ დოკუმენტში მოცემულია: „მთავარი მიზანია შეიქმნას ფინანსური სექტორი მძლავრი ინსტიტუციონალური სტრუქტურით, რომელიც შეძლებს დააკმაყოფილოს რეალური სექტორის დაფინანსების მოთხოვნები მინიმალური დანახარჯებით. ასევე, მომხმარებლებს შესთავაზოს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტი, გახდეს ინვესტორებისთვის ვრცელი და სასურველი ბაზა საიმედო ინსტიტუტების ფონზე და მხარი დაუჭიროს სტამბულის მიზანს - იქცეს მიმზიდველ მსოფლიო ფინანსურ ცენტრად.“ ციფრული ლირას გამოშვება შედის 2019-2023 წლების ეკონომიკური გეგმის ფარგლებში. ხელისუფლება ასევე დაინტერესებულია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის დანერგვით სატრანსპორტო-სასაზღვრო მიმართულებაში, აგრეთვე სახელისუფლებო სამსახურებსა და ადმინისტრირებაში. https://cointelegraph.com/news/president-erdogan-turkey-to-finish-testing-digital-lira-in-2020
  19. არის შემთხვევები, როცა დამატებითი ბუსტ-სიხშირის ნაცვლად პროცესორები შენელებულად იწყებენ მუშაობას. ეს გასაკვირია, თუმცა Intel-ის პროცესორები არა მარტო აღარ ავითარებენ ბუსტს, არამედ დემონსტირირებენ საშინელ დაუნგრეიდს. ამასთან დაკავშირებით რესურს TomsHardware-ის ექსპერტებმა ეძებეს პასუხი კითხვაზე - ვინ ამზადებს უფრო უსაფრთხო პროცესორებს: Intel თუ AMD. გავრცელებული ტიპის მოწყვლადობისგან დაცვა: ამ შემთხვევაში AMD უპირობოდ იმარჯვებს. წარმადობაზე გავლენა: ორივე კომპანიას აქვს დაუცველობის პრობლემა. მთავარი ის არის, რამდენად წარმატებული იქნება თითოეული მათგანის გადაწყვეტილება პრობლემის მოგვარების მხრივ. ახალი ანგარიშის მიხედვით, Intel-ის მიერ შემოთავაზებულმა ყველა პრობლემის გამოსწორების მცდელობამ დაახლებით ხუთჯერ შეანელა მომხმარებლების კომპიუტერები და სერვერები AMD-სთან შედარებით. დაცვა მიკროარქიტექტურის დონეზე: ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია: Intel-მა ბევრი რამ გააკეთა დაუცველობის პრობლემების მოსაგვარებლად, რამდენიმე მათგანი ჯერ კიდევ ღიად რჩება. ამის ფონზე კი AMD საკმაოდ პასიურია. ერთი შეხედვით, ამ მიმართულებით Intel უკეთესია, თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, Intel-ს არქიტექტურის რადიკალური ცვლილებები სჭირდება. AMD კი იმიტომ აიგნორებს პრობლემებს, რომ მისი არქიტექტურული პრობლემები არ არის კრიტიკული. 4. არქიტექტურის ნაკლოვანებები არსებულ პროცესორებში: ექსპერტების აზრით ყველა პროცესორს უამრავი ნაკლი აქვს, როგორც აღმოჩნდა, Intel-ს უფრო მეტი და თანაც კრიტიკული. კონკურენტებიდან ვინც უფრო მალე გადაჭრის ამ პრობლემებს, გამარჯვებულიც ის იქნება. ჯერჯერობით კი ვერცერთი კომპანია ამ მხრივ დადებითად ვერ გვევლინება. 5. პროგრამული ფუნქციები, რომლებიც პროცესორების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს: Ryzen სერიის პროცესორებში არის ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა Secure Memory Encryption (SME) და Secure Encrypted Virtualization (SEV). ორივე მათგანი კონკურენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ შეიქმნა და ამჯერად საუკეთესოებია. რას მოიმოქმედებს Intel საპასუხოდ - ჯერჯერობით გაურკვეველია. ამ მიმართულებითაც უპირატესობა ჯერ AMD-ს ეკუთვნის. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31399/intel-protiv-amd-kto-delaet-samye-bezopasnye-processory
      • 1
      • Upvote
  20. რესურს LetsGoDigital-მა აღმოაჩინა სამხრეთკორეული კომპანია LG Electronics-ის საპატენტო დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილია საინტერესო მოწყობილობა - დრეკადი დისპლეის მქონე დასაკეცი ტელევიზორი. როგორც ფოტოებიდან ჩანს, პანელის კონსტრუქცია შემდეგნაირადაა მოწყობილი: დისპლეი დაიკეცება თანაბარი ინტერვალებით ხუთ ადგილას. კიდეები გაშლილ მდგომარეობაში ცენტრალური ნაწილისადმი გარკვეული კუთხით თავსდება, შედეგად ფორმირდება რკალისებრი პანელის თავისებური ფორმა, რაც აძლიერებს გამოსახულების აღქმას. მოწყობილობის გვერდების შეფარდება 21:9-ზეა. ამგვარად, ტელევიზორი იდეალურად გამოდგება ფილმების ყურებისთვის. პანელის გვერდებზე გათვალისწინებულია სპეციალური მყარი ელემენტები, რომლებიც სადგამის ფუნქციას ასრულებს. გარდა ამისა, ისინი აკუსტიკური მოდულებიცაა და უზრუნველყოფს ხმის გადმოცემას. აღწერილი კონსტრუქციის ტელევიზორების კომერციულ ბაზარზე გამოსვლის შესახებ კომპანია არაფერს აცხადებს. დამკვირვებლების აზრით მსგავსი მოწყობილობის პროტოტიპები შესაძლოა წარდგენილ იქნენ მომავალ გამოფენა CES 2020-ზე, რომელიც 7-10 იანვარს ლას-ვეგასში გაიმართება. https://3dnews.ru/996990
  21. ბირჟა Binance-ის ამერიკულმა ქვეგანყოფილებამ სერვისს დაამატა სადებეტო ბარათით კრიპტოვალუტის შეძენის ფუნქცია. ამ დრომდე სავაჭრო პლატფორმის მომხმარებლებს შეეძლოთ კრიპტოაქტივების მოპოვება მხოლოდ ავტომატურ საანგარიშსწორებო ქსელში გადახდით, ანუ უშუალოდ ჩვეულებრივი საბანკო ტრანსფერებით. ამჯერად Binance US-ის წარმომადგენლების თქმით მომხმარებელთა აქტივები დაზღვეულია აშშ-ის სადაზღვევო რესურსების ფედერალური კომისიის (FDIC) მიერ. გარდა ამისა, კომპანიის ბლოგში ნათქვამია, რომ ახალი ფუნქციის ამოქმედებიდან პირველი 30 დღის განმავლობაში Binance US-ის პალტფორმის დღეღამურმა სავაჭრო ბრუნვამ 15 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დღეისათვის ბირჟას აქვს 24 კრიპტოაქტივისა და 40 სავაჭრო სავაჭრო წყვილის მხარდაჭერა. Binance US-ის ვაჭრობის დინამიკა Binance-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ გეგმავენ უახლოეს თვეებში გააფართოვონ მხარდაჭერილი პროდუქტების რაოდენობა და შეამცირონ ბარიერები ახალი მომხმარებლებისთვის. შეგახსენებთ, რომ Binance US სექტემბერში ამოქმედდა. თავდაპირველად ბირჟას მხოლოდ რამდენიმე კრიპტოაქტივის მხარდაჭერა ჰქონდა: ესენი იყო Bitcoin, Ethereum, XRP, Bitcoin Cash, Litecoin და Binance Coin. https://forklog.com/polzovateli-binance-us-smogut-pokupat-bitkoin-pri-pomoshhi-debetovyh-kart/
  22. კომპანია Dell-მა წარადგინა ახალი დაცული პლანშეტი Dell Latitude 7220 Rugged Extreme, რომელიც განკუთვნილია ყველაზე რთულ პირობებში ექსპლუატაციისთვის. 12-დუიმიან Full HD დისპლეის აქვს 1000-ნიტიანი სიკაშკაშის მაჩვენებელი და არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირი, რაც ოპტიმალურია ღია სივრცეში გამოყენებისთვის, აგრთვე შესაძლებელია მისი ხელთათმანებით მოხმარებაც. პარალელურად, კომპლექტში შედის ელექტრონული ფანქარი. პლანშეტის გამოყენების სფერო მეტად ფართოა - საწარმოო დაწესებულებებიდან და სამედიცინო სამსახურებიდან დაწყებული - ტროპიკული და არქტიკული ექსპედიციებით დამთავრებული. პლანშეტი შეესაბამება MIL-STD-810G/H სტანდარტს, რაც მთელი რიგი ტესტირებით დადასტურდა. მოწყობილობას აქვს IP-65 სტანდარტის დაცვის სერტიფიკატი, რაც გულისხმობს წყლისა და მტვრისგან დაცვას. გამოცდისას პლანშეტმა გაუძლო 1.2 მეტრი სიმაღლიდან დაცემას, აგრეთვე -29-დან +63 გრადუს ცელსიუსამდე დიაპაზონის ტემპერატურას თანაც ისე, რომ ქმედითუნარიანი დარჩა. შიდა კომპონენტებიდან ცნობილია შემდეგი: მერვე თაობის Intel Core პროცესორი, 2 ტერაბაიტამდე მოცულობის SSD-ები. კონკრეტული კონფიგურაცია შერჩეული იქნება დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად. ხელმისაწვდომია ორი მოხსნადი ბატარეის მქონე კონფიგურაციაც: შესაძლებელია მათი რიგრიგობით გამოყენება პლანშეტის გამორთვის გარეშე. გარესამყაროსთან კავშირისთვის ხელმისაწვდომია 4G LTE მოდემი, Wi-Fi 802.11ax და WWAN, WLAN, GPS რადიოსიხშირეების გამოყენების ფუნქცია. ინფორმაციის დაცვის მიზნით გათვალისწინებულია სახის ამომცნობი სისტემა ინფრაწითელი კამერის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია პლანშეტის აღჭურვა დაქტილოსკოპიური სკანერითა და სმარტ-ბარათებით. ახალი პლანშეტი გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა და მისი ფასი იქნება 2500 აშშ დოლარი. როგორც წესი, მსგავსი სეგმენტის პროდუქტები თავისუფალ გაყიდვაში იშვიათად გამოდის და ძირიდად კორპორატიული მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/31343/ekstremalno-zaschischennyj-planshet-dell-latitude-7220-rugged-extreme
  23. კომპანია Microsoft-მა წარადგინა ლიმიტირებული ვერსიის გეიმინგ კონსოლი Xbox One X. ამ მოწყობილობის გამოშვება ასეთი ორიგინალური დიზაინით ეძღვნება ფილმ “ Terminator: Dark Fate”-ის გამოსვლას, რომლის პრემიერაც 31 ოქტომბერს შედგა. როგორც ცნობილია, კონსოლი შეიქმნა Paramount Pictures-თან ერთად. Xbox One X კონსოლის ლიმიტირებულ სპეციალურ ვერსიას განსაკუთრებული დიზაინი აქვს: მის კორპუსზე გამოსახულია კიბორგ Rev-9-ის თავის ქალა. მოწყობილობის ჩართვისას ტერმინატორის თვალი წითლად ინთება. მახასიათებლების მხრივ Xbox One X-ის ლიმიტირებული ვერსია კლასიკურისგან არ განსხვავდება: ეს არის Microsoft-ის უმძლავრესი კონსოლი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ითამაშოთ 4K-თამაშები 6 ტერაფლოპსი წარმადობის მაჩვენებლის მქონე გრაფიკული პროცესორის წყალობით. კონსოლს AMD-ის რვაბირთვიანი პროცესორი აქვს, რომელიც 2.3 გჰც სიხშირეზე მუშაობს, აგრეთვე აქვს 12 გბ GDDR5 ტიპის ვიდეომეხსიერება. Xbox One X-ის სპეციალური ვერსიის მოგება შესაძლებელია კონკურსში, რომელიც Twitter-ზე ტარდება 1-15 ნოემბრის განმავლობაში. მომხმარებლებმა უნდა მოახდინონ პუბლიკაციის retweet, მოიწონონ და დაწერონ მის ქვეშ კომენტარი ჰეშთეგით - #DarkFateXGears5Sweepstakes, სადაც საჭიროა მიუთითონ, ვისზე დებენ ფსონს - ადამიანებზე თუ რობოტებზე. ამ დროისთვის თვითს 20 ათასზე მეტი მოწონება, 14 ათასი რეთვითი და 12 ათასი კომენტარი აქვს. https://3dnews.ru/996835
  24. საფრანგეთი აპირებს დანერგოს საგანმანათლებლო მოდული საშუალო სკოლის უფროსკლასელთა სასწავლო პროგრამაში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას Bitcoin-ისა და კრიპტოვალუტების შესახებ. ივნისში ეროვნული განათლების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა სწავლების კურსში და მასში ჩართო მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა. დაგეგმილია, რომ ფრანგი პედაგოგები წაიყვანენ კურსს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები შეიტყობენ, თუ რა გავლენას ახდენს Bitcoin საფრანგეთისა და მსოფლიოს ეკონომიკაზე. გარდა ამისა, სამინისტრო პედაგოგებს აწვდის სამ საგანმანათლებლო ვიდეოს, რომლებშიც განხილულია ისეთი კითხვები, რგოორებიცაა - „არის თუ არა Bitcoin მომავლის ვალუტა? ჩაანაცვლებს თუ ვერა Bitcoin ევროს? ენდობით თუ არა თქვენს ვალუტას?“ სამინისტროს გეგმის თანახმად, მოსწავლეებმა უნდა შეადარონ Bitcoin ფიატ ვალუტას, რითაც საბოლოო ჯამში მიიღწევა საბაზისო ცოდნა Bitcoin-ზე, კრიპტოვალუტებსა და მათ როლზე ტრადიციულ ფინანსურ სამყაროში. რადგანაც ეს გახლავთ მხოლოდ საბაზისო კურსი, მოსალოდნელი არ არის, რომ მოსწავლები საკლასო ოთახს დატოვებენ, როგორც სრულფასოვანი კრიპტო-ექსპერტები. ასეა თუ ისე, ახალგაზრდებისთვის კრიპტო-განათლების მიღება აქტუალური გახდება უფრო მეტად მაშინ, როდესაც კრიპტოვალუტები მეტად ფართოდ გავრცელდება. საფრანგეთში კრიპტოვალუტების დანერგვის საკითხი წინ მას შემდეგ წამოიწია, რაც ფრანგულმა კრიპტო-სტარტაპმა Keplerk-მა განაახლა საქმიანობა ოქტომბერში, რათა მიიღოს BTC-გადახდები საფრანგეთის 5200-ზე მეტ თამბაქოს მაღაზიაში. სექტემბრის ბოლოს 25 ათასზე მეტმა სავაჭრო ობიექტმა, რომელთა შორისაა სპორტული ტანსაცმლის გიგანტი Decathlon და კოსმეტიკური კომპანია Sephora, განაცხადეს, რომ 2020 წლის დასაწყისში დიწყებენ Bitcoin-ით ანგარიშსწორებების მიღებას. https://cointelegraph.com/news/french-high-school-students-will-learn-about-bitcoin-and-crypto
  25. Pcgamesn-ის ექსპერტები დაგვეხმარებიან, როგორ ავარჩიოთ საუკეთესო SSD ბიუჯეტის შესაბამისად. ყველაზე საიმედო SSD: Intel 600p. ეს დისკი არ არის ყველაზე სწრაფი Intel-ის მაღალი წარმადობის SSD-ებს შორის. ეს გახლავთ უფრო ოქროს შუალედი სწრაფ SATA 3-სა და ტოპ NVME SSD-ებს შორის. ამასთან, ექსპერტები გვირჩევენ ყურადღება გავამახვილოთ მის 512-გიგაბაიტიან ვერსიაზე, რომელიც გამოირჩევა წარმადობისა და სისწრაფის შესანიშნავი შეფარდებით. საუკეთესო NVMe-დისკი: Samsung 970 Pro.  სწრაფ NVMe SSD-ებსა და მათ შედარებით ნელ SATA „თანამოძმეებს“ შორის მთელი უფსკრულია. როდესაც საქმე თამაშებს ეხება, ბიუჯეტურ SSD-ებსა და ტოპ პროდუქტ Samsung 970 Pro-ს შორის განსხვავება დიდი არაა, მაგრამ ეს დიდი ალბათობით ვერ შეაჩერებს მათ, ვინც უკომპრომისო სიჩქარესა და საიმედოობას აფასებს. Pcgamesn-ის ექსპერტების აზრით ეს დისკი პრაქტიკულად ხელშეუხებელია. შეაფასეთ - 1200 ტბ მონაცემების გადაწერა 3500 მბ/წმ სიჩქარით. მომგებიანი ფასი: Samsung 860 EVO.  Samsung-ს წარმოების სრულიად ჩაკეტილი ციკლი აქვს. სწორედ ამიტომ კომპანია თავს უფლებას აძლევს თავის ბიუჯეტურ SSD-ებს მეტად მიმზიდველი ფასი დაადოს. 860 EVO ძვირია ბევრ სხვა ბიუჯეტურ დისკზე, თუმცა თუკი შევადარებთ რეალურ სიჩქარესა და საიმედოობას, არჩევანი ნათელი ხდება: მხოლოდ Samsung 860 EVO.  საუკეთესო საუკეთესოთა შორის: Intel Optane SSD 905P.  პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს SSD ყველასთვის არ არის განკუთვნილი: საქმე მხოლოდ მის ღირებულებაში არაა. დღესდღეობით ძალიან ცოტა არჩევანია იმისთვის, რომ ამ დისკის მთელი, უზარმაზარი სიმძლავრე დაგჭირდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი მოწინავე წარმადობის ტექნოლოგიების დანაკლისს განიცდით, მაშინ საუკეთესო SSD-სგან 600 დოლარი გაშორებთ. ამ ფასად 480 გბ ვერსიის შეძენაა შესაძლებელი. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31325/luchshij-ssd-oseni-2019-goda-dlya-ljubogo-koshelka-ot-ekspertov-rcgamesn
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.