Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია Ampere Computing, რომელიც ქმნის სერვერულ ARM-პროცესორებს მონაცემთა დამუშავების ქლაუდ-ცენტრებისთვის, გამოსაშვებად ამზადებს თავისი CPU-ების მეორე თაობას. ამის შესახებ რესურს DataCenter Knowledge-ს ინტერვიუში განუცხადა Ampere-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა Jeff Wittich-მა. მზადებაში მყოფი ფლაგმანური 64-ბიტიანი CPU Ampere იწარმოება TSMC-ის 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და წარმოდგენილი იქნება 80 გამომთვლელი ბირთვით. ეს რაოდენობა მეტია როგორც Intel-ისა და AMD-ის აქტუალურ პროცესორებზე, ასევე უმეტეს ARM-პროცესორზე. აღსანიშნავია, რომ Ampere-ის ახალი CPU ფასითა და წარმადობით კონკურენციას გაუწევს ნებისმიერ სერვერულ პროცესორს, მათ შორის X86-ს. ძველად ამგვარ პროცესორებს არ გააჩნდა საკმარისი წარმადობა, რათა დაეკმაყოფილებინა ქლაუდ-სერვისების მომწოდებელთა მოთხოვნები. ამჟამად კი ARMv8 არქიტექტურის, წამყვანი ტექნოპროცესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ახალ პროცესორებს შეუძლია უზრუნველყოს წარმადობის საჭირო დონე. აღნიშნულია, რომ წინა სერვერული ARM-პროცესორები ისეთ დროს გამოჩნდა, რომ მეტისმეტად ადრე იყო იმისათვის - Intel-ისა და სხვა კომპანიებისთვის გაეწიათ კონკურენცია. ამჟამინდელ პროცესორებს კი სავსებით თავისუფლად შეუძლიათ მთელ რიგ დავალებებში ტრადიციული ჩიპებისთვის კონკურენციის გაწევა. აქტუალური 32-ბირთვიანი პროცესორი Ampere eMAG ერთი მხრივ, ქლაუდ-სერვისების პროვაიდერებს ამჟამად სჭირდებათ რაც შეიძლება მეტი ბირთვი, მეორე მხრივ კი ის, რომ სისტემა მაქსიმალურად ენერგოეფექტური იყოს. ამ ორივე პირობას სავსებით აკმაყოფილებს Ampere-ის გადაწყვეტილებები. მეორე თაობის ჩიპები წარმოდგენილი იქნება 80 ბირთვით და შეძლებენ იმუშაონ ერთ ან ორ პროცესორთან კონფიგურაციაში, მათი ენერგომოხმარების დიაპაზონი კი იქნება 45-დან 200 ვატამდე. https://servernews.ru/998355
      • 1
      • Like
  2. Bitcoin-ს 5500-დოლარიანი ნიშნულით ვაჭრობის პერიოდში შესაძლოა თვეები დასჭირდეს აღდგენისთვის - აცხადებს ერთ-ერთი ცნობილი ანალიტიკოსი პიტერ ბრანდტი. მან განაცხადა, რომ მისი აზრით შემდეგი სამიზნე 5500 დოლარი იქნება. ბაზარზე ნეგატიური გავლენაა, რის შედეგადაც დაფიქსირდა მინიმუმი 6 850 აშშ დოლარი (სტატიის წერის მომენტში). ბრანდტის აზრით, დათვური ბაზარი შესაძლოა წარმოუდგენლად გრძელვადიანი იყოს და იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე საერთო კონსენსუსით არის ნავარაუდევი. „ჩემ მიერ პროგნოზირებული სამიზნე დღევანდელ მინიმუმზე დაბალია. ვფიქრობ, მთავარი მოულოდნელობა ბაზრის ხასიათის ხანგრძლივობაში იქნება. ჩემი აზრით, 5500-დოლარიანი მინიმუმი 2020 წლის ივლისშია მოსალოდნელი და ვთვლი, რომ ეს ფაქტორი უფრო მეტად დაასუსტებს და გამოფიტავს ხარებს, ვიდრე ფასების კორექცია“. ამ მომენტისთვის block reward halving-ის მოვლენამ შესაძლებელია ხარული მოძრაობის წახალისება გამოიწვიოს. გასულ კვირაში კიდევ ერთი ტრეიდერი Tone Vays მიიჩნევდა, რომ მისი გავლენა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება დადასტურებული. Tone Vays-მა აგრეთვე განაცხადა, რომ შეიძლება Bitcoin იმაზე უფრო ქვემოთაც ჩამოვიდეს, ვიდრე ბრანდტი ამბობს - ვეისის ვარაუდს - დაახლოებით 4500 აშშ დოლარს იზიარებს სტატისტი Willy Woo-ც. კვირის დასაწყისში Bitcoin-ის ფასი 15 %-ით შემცირდა. Woo-ს აზრით, ასეთი ტენდენცია დამახასიათებელი იქნება ბაზრისთვის სამომავლოდაც. - „მე გაცილებით დიდ არასტაბილურობას ველი. მოკლევადიანი დათვური ბაზარი - ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობ“ ივლისში, როდესაც BTC/USD 9500 დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა მაქსიმალური 13800 დოლარიანი მაჩვენებლის შემდეგ, ბრანდტმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ კრიპტოვალუტა ამ მაქსიმუმის 80 %-ს დაკარგავდა. https://cointelegraph.com/news/bitcoin-price-may-hit-55k-in-2020-to-wear-out-bulls-peter-brandt
  3. უკვე დიდი ხანია არ ყოფილა ისეთი მწვავე ბრძოლა პროცესორების მწარმოებელ კომპანიებს შორის, როგორიც მიმდინარე წელს ხდება. მრავალი წლის მანძილზე AMD-მ შეძლო ფასების დაწევა პროცესორებზე და დაეწია ლიდერს. ამჟამად მის მხარესაა მრავალბირთვიანი პროცესორები, ყველაზე ეფექტური ტექნოლოგიური პროცესი და შესანიშნავი არქიტექტურა. გარდა ამისა, „წითლები“ კარგ ფასს ადებენ თავის პროდუქციას. საუკეთესო გეიმინგ პროცესორის შერჩევისას ვებ-გვერდ pcgamesn-ის ექსპერტები ღიად აცხადებენ, რომ აზრს ვერ ხედავენ Intel-ის შეძენაში: რისთვის, როცა არსებობს AMD?! რა თქმა უნდა, ყველას განსხვავებული აზრი აქვს და ჩვენს მკითხველებსაც სიამოვნებით მოვუსმენთ კომენტარებში, მანამდე კი განვიხილოთ სწორედ ხსენებული რესურსის მიერ შედგენილი, 2019 წლისთვის საუკეთესო პროცესორების მცირე ჩამონათვალი. საუკეთესო პროცესორი თამაშებისთვის: Ryzen 5 3600. AMD-მ ახალი თაობის პროცესორებით დაუჯერებელი ნახტომი გააკეთა. IPC-ის შეფასებით ამ პროცესორის ეფექტურობის ზრდა წინა, მეორე თაობის მოდელთან შედარებით 15%-ია. აქვე უნდა გვახსოვდეს გადასვლა 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, რომელმაც კომპანიას საშუალება მისცა გაეზარდა ტაქტის სიხშირეები და გაეუმჯობესებინა ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი. რაც შეეხება ფასს, ამ მიმართულებით Ryzen 5 3600-ს კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავს. ნებისმიერი შემთხვევისთვის: Ryzen 5 3600X.  ექსპერტები გვირჩევენ ამ პროცესორის შეძენას პირველ რიგში 2K გაფართოების მქონე თამაშებისთვის. თუკი გაქვთ მძლავრი ვიდეო ბარათი, ისეთი, როგორიცაა Radeon RX 5700 ХТ, ხსენებული პროცესორი თავს ბევრად უკეთ წარმოაჩენს, ვიდრე RX 5500 ბარათის გამოყენების შემთხვევაში. გარდა ამისა, ეს პროცესორი უზრუნველყოფს საუკეთესო სიხშირეების მაჩვენებლებს „X”-ის გარეშე წარმოდგენილ თავის უმცროს ვერსიებთან შედარებით. მცირე ბიუჯეტის მქონეთათვის: Ryzen 5 2600.  თუკი ფინანსები არ გყოფნით ახალი Ryzen 5 3600-სთვის, საუკეთესო არჩევანი სწორედ ეს პროცესორი იქნება. იგი ყველანაირ დავალებას უმკლავდება, ისეთ ვიდეო ბარათთან ერთად კი, როგორიც გახლავთ Radeon RX 590, უზრუნველყოფს მომხმარებელს კომფორტული თამაშით 1080р გაფართოებაზე გრაფიკის მაღალ პარამეტრებზე. უკომპრომისო ვარიანტი: Ryzen 9 3900X.  Ryzen 9 3950X ბირთვების რაოდენობას მხარდაჭერა ჯერ არ აქვს თამაშებს, ასეთ შემთხვევაში საჭირო ვარიანტად გვევლინება Ryzen 9 3900X. სწრაფ ვიდეო ბარათთან ერთად მას შეუძლია შეინარჩუნოს სტაბილური 60 fps მაქსიმალურ რეჟიმში 4K გაფართოებაზე. უკომპრომისო გეიმერს კი სხვა ბევრი არაფერი სჭირდება. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31896/luchshij-processor-dlya-igr-v-2019-godu-konechno-zhe-ryzen-eksperty-pcgamesn
  4. მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა DARPA-ს პროგრამა „ბიოლოგიური უნარების გაზომვა“ (MBA - Measuring Biological Aptitude), მასზე მუშაობით დაკავებულია სამი მთავარი კვლევითი ჯგუფი, ესენია: კომპანია General Electric-ის სამეცნიერო-კვლევითი ქვეგანყოფილება GE Research, ადამიანური და მანქანური შეცნობის ფლორიდის უნივერსიტეტი (Institute for Human Machine Cognition) და ლოურენსის სახელობის ლივერმორის კვლევითი ლაბორატორია. პროგრამა MBA-ს მიზანია უზრუნველყოს სამხედრო პირები - ჰქონდეთ წვდომა მათი ორგანიზმის პოტენციური შესაძლებლობის შესახებ მონაცემებზე, რათა მიაღწიონ უმაღლეს მაჩვენებლებს როგორც საომარი მოქმედებების დროს, ასევე რეაბილიტაციის პირობებში. GE Research-ის კვლევითი ქვეგანყოფილება შექმნის ბიოლოგიურ სენსორებს, რომელთაც ნემსის ფორმა ექნება და განკუთვნილი იქნება მებრძოლების ბიოლოგიური პარამეტრების გამოკვლევისთვის. პროექტის მეორე მონაწილე - ფლორიდის უნივერსიტეტი (Institute for Human Machine Cognition) მუშაობს კბილის ბჟენისმაგვარი ბიოლოგიური სენსორის შექმნაზე. ლივერმორის ლაბორატორიის კვლევითი გუნდი კი კვლევის შედეგებს ერთ სამუშაო პროექტად შეაჯამებს. ამასთან, სამივე მათგანი იმუშავებს სამხედრო პირების სატესტო გუნდებთან, რათა ექსპერიმენტები პრაქტიკაში შემოწმდეს. MBA-ს იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს თითოეული მებრძოლის გენეტიკური პოტენციალის აღმოჩენა და მიეცეს მას შესაძლებლობა - შეიტყოს, რა ხდება მის ორგანიზმში მოლეკულურ დონეზე დროის ნებისმიერ მონაკვეთში. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ადამიანის გენოტიპი ყოველთვის ფენოტიპში არ გამოვლინდება. გენის დონეზე პროგრამა შესაძლოა უკეთესი იყოს იმასთან შედარებით, თუ რა გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას მიაღწია ადამიანმა კონკრეტულ ასაკში. ამიტომ პროგრამა MBA ითვალისწინებს არა მხოლოდ ბიოლოგიური მარკერების გამოვლენას და შესაბამისი სენსორების შექმნას, არამედ მებრძოლების ინდივიდუალური გენომის გაშიფვრას და გენების ექსპრესიის პროცესის შესწავლას დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. თითოეული გამოსაცდელი მებრძოლისთვის განკუთვნილი იქნება პირადი კონსულტანტ-გენეტიკოსი, მწვრთნელი და ფსიქოთერაპევტი. ყველანაირი ფიზიკური და კოგნიტური გამოცდების პარალელურად დაგეგმილია მონაცემების შეგროვება და დამუშავება, რათა სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს გამოსაყენებლად მარტივი პლატფორმის შექმნა, რომელსაც გამოიყენებენ ანალიზის გაკეთებისა და შესაბამისი საჭიროებების მიხედვით. https://3dnews.ru/998309
      • 1
      • Like
  5. პალატის წევრებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ეხება „მართვადი Stablecoin-ების“ ფასიან ქაღალდებად აღიარების საკითხს. კანონმდებლების განცხადებით ინიციატივა მიზნად ისახავს, „დაიცვას მომხმარებლები გარკვეული კრიპტოვალუტებისგან“. “უბრალო ინვესტორმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია ენდოს ფინანსური აქტივების უკან მდგომ წარმონაქმნს. ეს კანონი მათ საშუალებას მისცემთ მიიღონ თავისუფლება იმ წესების გამოყენებით, რომლებიც უკვე მიღებულია ფასიანი ქაღალდების დასარეგულირებლად. ” - განაცხადეს კანონმდებლებმა ლანს გუდენმა და სილვია გარსიამ. კანონმდებლებმა მიუთითეს, რომ Libra აშკარად მიეკუთვნება ფასიანი ქაღალდის სტატუსს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. „ეს საკანონმდებლო აქტი უბრალოდ განმარტავს წესებს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ორაზროვნება“ - განაცხადეს მათ. სექტემბერში Calibra-ს აღმსარულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ Libra არ ემუქრება სახელმწიფოს მონეტარულ სუვერენიტეტს, რადგანაც საუბარი ეხება საგადასახადო სისტემას და არა ახალი ფულის შექმნას. https://forklog.com/stejblkoin-libra-mozhet-byt-priznan-tsennoj-bumagoj-na-zakonodatelnom-urovne/
  6. Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა წარადგინა ახალი ელექტრომობილი: პიკაპი, სახელად Cybertruck, რომლის შესახებ წინასწარი ცნობები დიდი ხნის მანძილზე ვრცელდებოდა. მანქანას კუთხოვანი დიზაინი აქვს, ამიტომ მეტად უჩვეულოდ გამოიყურება. Cybertruck-ის საფუძველს წარმოადგენს სპეციალურად დაპროექტებული „ეგზოჩონჩხი“, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივმოქმედებას, გამძლეობასა და მგზავრების უსაფრთხოების დაცვის მაღალ დონეს. კონსტრუქციაში გამოყენებულია უჟანგავი ფოლადი. მომხმარებლებისთვის შემოთავაზებულია პიკაპის სამი ვერსია. უმცროს, საბაზისო მოდელში გამოყენებულია მხოლოდ ერთი ელექტრო ძრავი, რომელიც განთავსებულია უკანა ღერძზე. 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის დაახლოებით 6.5 წამია საჭირო, ერთ სრულ დამუხტვაზე ელექტრო პიკაპის გავლის მარაგი კი შეადგენს 400 კილომეტრს. ელექტრომობილს შეუძლია ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტით გადაიტანოს 3.4 ტონამდე ტვირთი. პიკაპის ფასი 39 900 აშშ დოლარია. ერთი საფეხურით მაღლა მდგომი მოდელი გახლავთ ელექტრომობილის ვერსია ორი ძრავით. ამ პიკაპს შეუძლია 4.5 წამში 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება, გავლის მარაგი კი 480 კილომეტრზე მეტია, შეუძლია 4.5 ტონა ტვირთის გადატანა. ეს მოდელი 49 900 აშშ დოლარი ღირს. და ბოლოს, უფროსი ვერსია სამი ელექტრო ძრავითაა წარმოდგენილი. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის მას 2,9 წამი სჭირდება, აკუმულატორი უზრუნველყოფს 800 კილომეტრამდე მანძილის გავლას ერთ დამუხტვაზე. პიკაპს შეუძლია გადააადგილოს 6.4 ტონამდე ტვირთი. ამ ვერსიის ფასი 69 900 აშშ დოლარია. სამივე მოდიფიკაციისთვის გათვალისწინებულია ადაპტირებული პნევმატური განათება. პიკაპი აღჭურვილია ავტოპილოტირების სისტემით, თუმცა სრულფასოვანი ვერსიისთვის, ე.წ. Full-Self Driving-ისთვის კიდევ 7 ათასი დოლარის გადახდა იქნება საჭირო. სალონში, როგორც ცნობილია, კომფორტულად განთავსდება ექვსი ადამიანი. ბორტის საინფორმაციო-გასართობი ცენტრი წარმოდგენილია დიდი, 17-დუიმიანი დისპლეით. ელექტროპიკაპზე შეკვეთის გაფორმება უკვე შესაძლებელია, მისი წარმოების დაწყება 2021 წლიდან არის დაგეგმილი. https://3dnews.ru/998212
  7. კრიპტოვალუტების მომენტალური გაცვლის პლატფორმა ShapeShift-მა განაცხადა, რომ გამოუშვა საკუთარი ტოკენი FOX, რომლის წყალობითაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ განახორციელონ გარიგებები სავაჭრო კომისიების გარეშე. ShapeShift-ის შეტყობინების თანახმად, პლატფორმის ყველა მომხმარებელი, ახლებიც და უკვე არსებულნიც, შეძლებენ მიიღონ 100 FOX ტოკენი (ERC-20 სტანდარტის ტოკენი), შეინახონ თავიანთ ბალანსზე და განახორციელონ გარიგებები საკომისიო გადასახადების გარეშე. თითოეული FOX ტოკენი 10 აშშ დოლარად ფასდება უფასო სავაჭრო ბრუნვაში 30 დღის განმავლობაში (ამ დროის გასვლის შემდეგ სტატისტიკა ნულდება) და არ არის დაშვებული მისი გაყიდვა ან დახარჯვა. ამრიგად, ShapeShift-ის მომხმარებლები მიიღებენ შესაძლებლობას - განახორციელონ გარიგებები ნულოვანი საკომისიოთი თვეში 1000 აშშ დოლარის ფარგლებში. ამავე დროს კომპანია აღნიშნავს, რომ ყველა ოპერაციაში კვლავ გამოიყენება საკომისიო მაინერებისთვის. FOX ტოკენების მისაღებად ShapeShift-ის ექაუნთზე აუცილებელია მიებას მხარდაჭერილი აპარატული საფულეებიდან რომელიმე - KeepKey ან Trezor, ან მცირე ხნის წინ ამოქმედებული სერვისი Portis. „გვჯერა, რომ ტოკენიზებული აქტივები ქმნიან ახალ, მძლავრ მექანიზმს მომხმარებლის სასარგებლოდ. ტოკენი FOX, რომელიც მფლობელებს ანიჭებს უვადო, საკომისიოს გარეშე ვაჭრობის საშუალებას, ამ თეზისის პირველი დემონსტრაციაა ჩვენი მხრიდან“ - განაცხადა ShapeShift-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ვორჰისმა. კომპანია აგრეთვე აცხადებს, რომ მზადაა უზრუნველყოს ლიკვიდურობის მაღალი დონე და უფრო მეტად მიმზიდველი კურსი. წარმომადგენლების მტკიცებით ზოგჯერ გაცვლითი კურსი 1-2%-ით დაბალია კონკურენტი პლატფორმების მაჩვენებელთან შედარებით. დაახლოებით ერთი წლის წინ ShapeShift  საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა მომხმარებლის ვერიფიკაციის პრობლემის გამო, თებერვალში კი დაანონსდა პლატფორმის მასშტაბური რებრენდინგი. ShapeShift-ის ახალი ვერსია წარდგენილ იქნა აგვისტოში და მოწოდებულია იქცეს კომპლექსურ გადაწყვეტილებად კრიპტოვალუტების კაპიტალის მართვაში. პლატფორმას ორმოცდაათზე მეტი ციფრული აქტივის მხარდაჭერა აქვს. პლატფორმაზე ასევე შესაძლებელია კრიპტოვალუტის პირდაპირი შესყიდვა (აშშ-ის მოქალაქეებისთვის), მომხმარებლების პრივატული გასაღებები კი ინახება მათ საკუთარ აპარატულ საფულეებში. https://forklog.com/platforma-shapeshift-zapustila-sobstvennyj-token-fox-predlozhiv-trejding-s-nulevymi-komissiyami/
  8. საახალწლო და საშობაო დღესასწაულები მოახლოვდა. კომპანიები ცდილობენ რაც შეიძლება ბევრი მოწყობილობა გამოუშვან, მოაწყონ ფასდაკლება, გამოიმუშაონ შემოსავალი მასობრივი გაყიდვებიდან. რაც შეეხება დესკტოპ კომპიუტერს, ამ სეგმენტზე ამჯერად AMD-ს აქვს საუკეთესო მდგომარეობა, იგი მეტად წარმატებით უწევს კონკურენციას Intel-ს ფაქტობრივად ყველა მიმართულებით. თუმცა, ლეპტოპები ჯერ კიდევ ხელშეუხებელი სივრცეა, სადაც Intel-ი თავს მყარად გრძნობს. თუმცა ნამდვილად ასეა ეს? ბოლო თვეებში კომპანია ASUS ნელ-ნელა გადადის „წითლების“ მხარეს და ამის მიზეზი არც მოგებასა და არც სისწრაფეშია. რეალურად, Intel-ის პროცესორები უბრალოდ არაა ფიზიკურად ხელმისაწვდომი. შეინიშნება კრიტიკული დეფიციტი, რომელიც ვერაფრით ივსება. სწორედ ამიტომ ლეპტოპების მწარმოებელი მსხვილი კომპანიები იწყებენ AMD-ის პროცესორებით დაინტერესებას. კომპანია ASUS-ის წარმომადგენლობის თქმით ამ დროისთვის კომპანია ლეპტოპების 71 %-ს Intel-ის პროცესორებით აწარმოებს, თუმცა იზრდება AMD-ის წილი. რაც ყველაზე მთავარია, პროცესორების დეფიციტი სულ მცირე 2020 წლის პირველ კვარტლამდე ან შესაძლებელია 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდეს. ვითარება კიდევ უფრო რთული გახდება მას შემდეგ, რაც AMD წარადგენს თავის APU-ს 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ბაზაზე. ეს პროდუქტები შეავიწროებს Intel-ის ჩიპებს არა მარტო წარმადობა/ფასის მხრივ, არამედ სიმძლავრის თვალსაზრისითაც. ექსპერტების აზრით AMD-ის პროცესორების მქონე ლეპტოპების მოცულობის მატების შედეგად საშუალოსტატისტიკური მყიდველი გააცნობიერებს, რომ AMD-ის პროცესორები Intel-ისას არ ჩამოუვარდება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება კომპანიების მასობრივი გადასვლა წითლების მხარეს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31807/asus-perehodit-na-processory-amd-vinoj-vsemu-deficit-intel
  9. არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სუპერკომპიუტერები ჯერ კიდევ უზარმაზარი მოწყობილობები იყო და მთელ დარბაზს იკავებდა. ამგვარი მონსტრების აწყობა წლობით მიმდინარეობდა, მათი ექსპლუატაციაში შეყვანა კი არც ისე ადვილი იყო და საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა. დღესდღეობით კი ანალოგიური სუპერკომპიუტერული სისტემა არც ისე დიდ ადგილს იკავებს და შესაძლებელია მათი სწრაფად გამართვა პრაქტიკულად ყველგან - ამტკიცებს კომპანია ScaleMatrix. კონფერენცია SC19-თან ერთად გამართულ გამოფენაზე ScaleMatrix-მა წარადგინა კომპაქტური მოდულური პლატფორმა სახელად AI Anywhere, რომლის წარმადობის მაჩვენებელი 8-13 პეტაფლოპია და ამავე დროს საკმაოდ მოკრძალებულია გაბარიტების მხრივ. სისტემას საფუძვლად უდევს S სერიის DDC Cabinet ტექნოლოგია და ინტეგრირებული ჰიბრიდული წყალი-ჰაერით გაგრილების სისტემა. სუპერკომპიუტერის ზომაა 288 x 61 × 201 სმ, მასში გაერთიანებულია 45 სტანდარტული ბლოკი და შიდა კომპონენტების მომარაგება შეუძლია 17-52 კვტ ელექტროენერგიით, კომპლექტაციის მიხედვით. თუკი კომპანიას დავუჯერებთ, AI Anywhere-ის ამოქმედებისთვის საკმარისია შენობა სახურავითა და სამფაზიანი კვების დანადგარით. სუპერკომპიუტერული სისტემების საფუძველს წარმოადგენს გამომთვლელი სერვერები NVIDIA DGX-1 (40960 ბირთვი Volta, 1 პფლოპსი) ან DGX-2 (81920 ბირთვი Volta, 2 პფლოპსი), ორივე მათგანის შემთხვევაში გამოყენებულია ამაჩქარებლები Tesla V100 სწრაფი NVLink 2.0 bus-ით. ასეთი სერვერები AI Anywhere-ში რამდენიმეა, მათ შორის კონტაქტისთვის კი განკუთვნილია 100GbE კლასის გადამცემი Mellanox, მონაცემთა შენახვისთვის კი - ფლეშ-მეხსიერებაზე დაფუძნებული სისტემა NetApp A800. დამატებით სისტემაში აგრეთვე მოცემულია სერვერი Microway TwinPro 2U, კომპლექტაციაში შედის 52-კილოვატიანი ქულერი. DDC R-Mobile: 24U, კიდევ უფრო კომპაქტური სისტემა, AI Anywhere. მოიცავს ოთხ NVIDIA DGX-1 სერვერს. ScaleMatrix წარმოდგენილია პროგრამული უზრუნველყოფითა და პარამეტრების სრული სპექტრით. DDC R-1000: „კლასტერი ყუთში“. ამ მოდელში გამოყენებულია სერვერები HPE Apollo KL20 - Intel Xeon Phi (Knights Landing)-ის ბაზაზე. სისტემებს სამწლიანი პროფესიონალური მომსახურების გარანტია აქვს. ScaleMatrix ამტკიცებს, რომ სისტემა AI Anywhere სხვა კომპანიების ყველა ანალოგიური სიმძლავრის მოდელებზე იაფია. საბაზისო პლატფორმის ფასი შეადგენს 1,626 მლნ აშშ დოლარს, AI Anywhere-ის ყველაზე მძლავრი ვარიანტის ფასი არ აღემატება 3.5 მლნ აშშ დოლარს. წინა თაობის სუპერკომპიუტერებთან შედარებით ეს ფასი მართლაც შედარებით მცირეა, მიუხედავად მისი კომპაქტურობისა და გამომთვლელი შესაძლებლობებისა. https://servernews.ru/998022
  10. კომპანია Galaxy Digital Holdings Ltd-მ მაიკ ნოვოგრაცის ხელმძღვანელობით, განაცხადა ორი Bitcoin-ფონდის ამოქმედების შესახებ - ესენი გახლავთ Galaxy Bitcoin Fund და Galaxy Institutional Bitcoin Fund - ნათქვამია პრეს-რელიზში. Galaxy Digital Capital Management LP-ის განყოფილების ბაზაზე არსებული ფონდები ინსტიტუციონალურ და აკრედიტებულ ინვესტორებს სთავაზობს Bitcoin-დაბანდებებს სერვისების დადასტურებული მომწოდებლებისგან. Galaxy Bitcoin Fund-ში ინვესტიციის მინიმალური ოდენობა 25 ათასი აშშ დოლარია. Galaxy Institutional Bitcoin Fund-ში კი - გაცილებით მეტი (ზუსტი ოდენობა არ სახელდება). Კრიპტოვალუტის შენახვა დაეკისრება ციფრული აქტივების პლატფორმებს - Bakkt-სა და Fidelity Digital Assets-ს. ფასის კორექტირების აგენტად მოგვევლინება Bloomberg L.P, რომელმაც ძველად Galaxy-სთან ერთად აამოქმედა Bloomberg Galaxy Crypto Index. აუდიტით დაკავდება Deloitte & Touche LLP, გადასახადებით კი - Ernst & Young LLP. Davis Polk & Wardwell LLP საკუთარ თავზე აიღებს სამართლებრივ-უფლებრივ საკითხებს. „Galaxy-ის Bitcoin-ფონდები აკრედიტებულ ინვესტორებს დაეხმარება მოაგვარონ სირთულეები და რისკები, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოაქტივებში ჩადებულ ინვესტიციებთან. ეს ფონდები უზრუნველყოფენ ინვესტორებს Bitcoin-ზე წვდომით მესამე მხარის მეშვეობით, ინსტიტუციონალურ დონეზე, პირველი კლასის სერვისების მიმწოდებლებისა და პლატფორმის მხარდაჭერის წყალობით”, - განაცხადა სტივ კურცმა, Galaxy Digital-ის აქტივების მართვის ხელმძღვანელმა. https://forklog.com/galaxy-digital-zapustila-dva-bitkoin-fonda-pri-podderzhke-bakkt-fidelity-i-bloomberg/
  11. ოპერაციული სისტემის დაანონსების დღიდან Huawei-ს მომხმარებლებს მუდმივად აწუხებთ კითხვა - ბოლოს და ბოლოს, როდის გახდება იგი ხელმისაწვდომი სმარტფონებისთვის. Business Insider-თან ინტერვიუში Huawei-ს ვიცე პრეზიდენტმა ვინსენტ პანგმა ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე. თავდაპირველად გამოცხადებული იყო, რომ ოპერაციული სისტემა Harmony OS განკუთვნილი იქნებოდა არა სმარტფონებისთვის, არამედ მხოლოდ ინტერნეტ-ნივთებისა და სმარტ სახლის მოწყობილობებისთვის, თუმცა ამჯერად ცნობილი გახდა, რომ მისი დაყენება შესაძლებელია მობილურ გაჯეტებშიც. პანგის თქმით, Harmony OS-ის გამოყენებას მომხმარებლები სულ მალე შეძლებენ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დიდწილად დამოკიდებულია ამერიკის სანქციებსა და მის საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ვიცე-პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ნებისმიერი გართულების მიუხედავად ოპერაციული სისტემა ამოქმედდება მომდევნო წლის დასაწყისში ან მაქსიმუმ შუა პერიოდში, ე.ი. დაახლოებით 6-7 თვეში. ვინსენტ პანგმა საუბარი დაასრულა იმით, რომ კომპანიამ უკვე გამოტოვა ერთი ფლაგმანის (Huawei Mate 30) გამოშვება საკუთარი ოპერაციული სისტემის გარეშე და ამიტომ მეტად აღარ დაუშვებს ფაქტს - ხელიდან გაუშვას შესაძლებლობა - გამოიყენოს Harmony OS თავის მოწყობილობებში. Huawei-ს წარმომადგენლებმა გარკვეული პერიოდის წინ განაცხადეს, რომ მომდევნო წლიდან მათი სმარტფონები ორ ნაწილად იქნება გაყოფილი: ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილი მოწყობილობები, რომლებიც Harmony OS-ზე იმუშავებენ და დანარჩენი მსოფლიოსთვის განკუთვნილი მოწყობილობები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android-ით. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/31766/pervye-smartfony-na-baze-harmony-os-poyavyatsya-uzhe-v-seredine-2020-goda
  12. კომპანია NVIDIA აპირებს განაახლოს თავისი მობილური ვიდეო ბარათების ასორტიმენტი 2020 წლის მარტში. ახალი ვიდეო ბარათები დაფუძნებული იქნება არსებულ Super-სერიის მობილურ გრაფიკულ ამაჩქარებლებზე. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში NVIDIA-მ გამოუშვა GeForce RTX 20 Super-სერიის დესკტოპ ვიდეო ბარათები. ეს გახლდათ ერთგვარი საპასუხო სვლა AMD Radeon RX 5700-სერიის საკმაოდ მაღალი წარმადობის მქონე ვიდეო ბართებზე, რომლებიც გვევლინებოდა GeForce RTX 2060-სა და RTX 2070-ის კონკურენტად. NVIDIA-ს მობილური ვიდეო ბარათების უფროს ვერსიებს ჯერჯერობით სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს, ასე რომ, უახლოეს პერიოდში მათი განახლება საჭირო არ არის. თუმცა მომდევნო წელს, როგორც ცნობილია, AMD აპირებს გამოუშვას მობილური Radeon RX 5700M მაღალ სეგმენტში კონკურენციის გაწევის მიზნით. გარდა ამისა, AMD-მ უკვე დააანონსა საშუალო დონის მობილური გეიმინგ ვიდეო ბარათები - Radeon RX 5500M და RX 5300M. ეს ყველაფერი კი ნამდვილად წააქეზებს NVIDIA-ს - გამოუშვას Super-სერიის მობილური ვერსიები. ისევე, როგორც Super-სერიის დესკტოპ ვიდეო ბარათების შემთხვევაში, სამომავლო მობილური ბარათებიც წარმოდგენილი იქნება ბევრი CUDA ბირთვის მქონე გრაფიკული პროცესორებითა და მაღალი სიხშირეებით. ცვლილებები შეეხება ვიდეო მეხსიერებას: ზოგიერთ ბარათში უბრალოდ გაიზრდება მისი სიხშირე, ზოგში - მოცულობა, უმცროს მოდელებში კი მოხდება GDDR5 სტანდარტიდან გადასვლა უფრო სწრაფ GDDR6 ტიპზე. ინფორმაციის წყარომ გაგვიზიარა გამოსახულება, რომელზეც აღბეჭდილია N18E და N18P კოდური დასახელებების მქონე სერიის ვიდეო ბარათების წინასწარი მახასიათებლების ამსახველი ცხრილი. მახასიათებლების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველი სამი ვიდეო ბარათი შეესაბამება მობილურ GeForce RTX 2080 Super-ს, RTX 2070 Super-სა და RTX 2060 Super-ს. ბოლო მოდელი ყველაზე მეტი ცვლილებით იქნება წარმოდგენილი „ჩვეულებრივ“ მოდელთან შედარებით - TDP-ს დონე 90-დან 115 ვატამდე გაიზრდება, ვიდეომეხსიერება კი 6-დან 8 გბაიტამდე. რაც შეეხება ორ დანარჩენ ვიდეო ბარათს, მათგან უფრო მეტი წარმადობის მქონე მოდელი N18E-G62 - ეს გახლავთ, სავარაუდოდ, NVIDIA GeForce RTX 1650 Super. თავის მხრივ N18E-G61 დიდი ალბათობით იქნება ახალი მოდელი, რომელიც ჩაანაცვლებს GeForce GTX 1050 (Ti)-ს. https://3dnews.ru/998023
  13. შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) განიხილავს თავის გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება პლატფორმა NYSE Arca-სა და Bitwise Asset Management-ის მიერ შემოტანილ Bitcoin-ETF-ის ამოქმედების საკითხს. კომპანიებმა განაცხადი იანვარში შეიტანეს. ოქტომბრის დასაწყისში SEC-ის ვაჭრობისა და ბაზრების მართვის განყოფილებამ იგი უარყო. სააგენტოში მიუთითეს, რომ არსებობდა შემოთავაზებული პროდუქტის შეუსაბამობა მოთხოვნებთან, რომლებიც მიმართული იყო შესაძლო საბაზრო მანიპულაციებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღმოფხვრისკენ. თუმცა ამჯერად ცნობილია, რომ კომისია შიდა წესების თანახმად ხელმეორედ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. კომპანიებს მარეგულირებელი ორგანოებისთვის არ მიუმართავთ მოცემულ საკითხზე და ძველად ნათქვამი ჰქონდათ, რომ აპირებდნენ განაცხადის შეტანას Bitcoin-ETF-ზე. Bitwise-ისა და NYSE Arca-ს წინადადების განმეორებით შესწავლის ფარგლებში მარეგულირებელი ორგანო 18 დეკემბრამდე მიიღებს შესაბამის კომენტარებს. Bitcoin-ETF-ის უარყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მეორე განხილვის დროსაც შეიძლება ძალაში დარჩეს. შეგახსენებთ, SEC განიხილავს კიდევ ერთ ანალოგიურ მოთხოვნას Wilshire Phoenix-ისა და NYSE Arca-სგან. https://forklog.com/sec-povtorno-rassmotrit-zayavku-na-bitkoin-etf-ot-bitwise/
  14. კომპანია ViewSonic-მა დააანონსა ოთხი ახალი გეიმინგ მონიტორი სახელწოდებებით - XG270QG, XG270, XG2405 და XG2705, აგრეთვე გაახმაურა გეგმები მათთვის განკუთვნილი თავისი საფირმო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების შესახებ. მოდელი XG270QG XG270QG და XG270 მოდელები მიეკუთვნება ELITE XG27 სერიას და აქვთ 27-დუიმიანი დისპლეი. XG2405 და XG2705 მოდელები კი შედიან XG05 სერიაში, XG2405 მონიტორი 24-დუიმიანია, XG2705 კი - 27-იანი. ELITE XG270QG - ეს გახლავთ 27-დუიმიანი გეიმინგ მონიტორი მატრიცის გაფართოებით 2560x1440 (QHD), დამზადებულია IPS Nano Color ტექნოლოგიით, კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მილიწამი და აქვს 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. მონიტორს აქვს NVIDIA G-SYNC ტექნოლოგიის მხარდაჭერა, კონექტორი ყურსასმენისთვის, მაუსისთვის, ასევე ფონური განათება ELITE RGB. ELITE XG270 - ეს არის 27-დუიმიანი მონიტორი IPS-მატრიცით, 1920x1080 (FullHD) გაფართოებით, კადრის განახლების სიხშირეა 240 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მილიწამი. აქვს 99%-იანი sRGB ფერთა გამა, AMD Radeon Free Sync ტექნოლოგიისა და NVIDIA G-SYNC ტექნოლოგიების მხარდაჭერა. მონიტორები XG2405 და XG2705 ერთმანეთისგან მხოლოდ დისპლეის დიაგონალის ზომით განსხვავდება - როგორც ზევით აღვნიშნეთ, მათი ზომა 24 და 27 დუიმია. გაფართოებები იდენტურია - 1920x1080 (FullHD). მატრიცები დამზადებულია IPS-ტექნოლოგიით, კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მილიწამი. მხარდაჭერილია ტექნოლოგია AMD Radeon Free Sync. კომპანია აცხადებს, რომ მონიტორებს მეტად თხელი ჩარჩოები აქვთ, რაც გათვლილია მრავალმონიტორიან კონფიგურაციებში გამოყენებაზე. ეს ფაქტი განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალიწინებით, რომ კომპანია აპირებს ამ მონიტორებს საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი დააადოს. წარმოდგენილი ყველა მონიტორი გაყიდვაში გამოვა 2020 წლის დასაწყისში, მათი ფასები მოგვიანებით გამოცხადდება. ViewSonic-მა აგრეთვე დააანონსა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ELITE სერიის მონიტორების მართვას უფრო მოსახერხებელს ხდის. ეს არის ეკრანული OSD მენიუ, რომელიც მატრიცის მართვის პარალელურად მოიცავს RGB განათების მუშაობას, შესაძლებელი იქნება მისი მაუსით და არა მონიტორზე არსებული ფიზიკური ღილაკებით მართვა. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/31777/kompaniya-viewsonic-predstavila-srazu-neskolko-novyh-igrovyh-monitorov
  15. კომპანია Samsung Electronics-მა წარადგინა თავისი ფლაგმანური ფაბლეტი Note10+-ის სპეციალური ვერსია. დაანონსებული მოწყობილობის სახელია Galaxy Note10+ Star Wars. იგი ხასიათდება „ვარსკვლავური ომების“ სტილის დიზაინითა და თემატური ციფრული კონტენტით. ახალი ფაბლეტის გამოშვება ეძღვნება ფილმ “Star Wars: The Rise of Skywalker”-ის რელიზს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერშია მოსალოდნელი და იქნება სკაიუოკერის საგის ფინალური ნაწილი. Galaxy Note10+ Star Wars კომპლექტაციაში შედის სპეციალურად გაფორმებული მოწყობილობა და აქსესუარები: სმარტფონი Galaxy Note10+ „ვარსკვლავური ომების“ სიმბოლიკით, ქეისი, ლითონის საკოლექციო ნიშანი, სტილუსი S Pen წითელ ფერში და უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds. „Samsung Galaxy-ს მოწყობილობები შექმნილია იმისთვის, რომ „ვარსკვლავური ომების“ თაყვანისმცემლებმა ოცნება აისრულონ. ეს ადამიანები დაუჯერებლად ერთგული ფანატები არიან. ჩვენ მუდამ ვეძებთ ახალ საშუალებებს - გავაფართოვოთ მობილური გამოცდილება, ახალი ფილმის გამოსვლის მოლოდინი ჩვენთვის შესანიშნავი მიზეზია გავაერთიანოთ Galaxy-სერიის მოწყობილობები და საუკეთესო გალაქტიკათშორისი ისტორია“ - აცხადებს Samsung. ტექნიკური მიმართულებით Galaxy Note10+ Star Wars სტანდარტული მოდელისგან მონაცემებით არ განსხვავდება: აქვს 6.8-დუიმიანი Dynamic AMOLED ეკრანი გაფართოებით 3040 × 1440 პიქსელი, პროცესორი Samsung Exynos 9825 Octa, 12 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ოთხმოდულიანი ძირითადი კამერა. Galaxy Note10+ Star Wars დეკემბრიდან გაიყიდება დაახლოებით 1570 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/997962
  16. Libra Association-ის წარმომადგენლებმა გაასაჯაროვეს სოციალურ ქსელ Facebook-ის ციფრული ვალუტის შექმნის პროექტის შემუშავების დეტალები, რომელშიც სხვა ცნობებთან ერთად მოცემულია, რომ წარმატებით მოხდა Libra-ს მთავარი ქსელის წინასწარ რეჟიმში ამოქმედება. როგორც პროექტის ბლოგშია ნათქვამი, დღეისათვის ამ ქსელს, რომელიც სამომავლო მთავარი ქსელის ასლს წარმოადგენს, აქვს შვიდი აქტიური ნოუდი. კიდევ 14 ნოუდი, რომელთაგან რვა კონტროლდება Libra-ს ტექნიკური ჯგუფის მიერ, ამოქმედებისთვის ემზადება. რაც შეეხება სატესტო ქსელს, სექტემბრიდან მოყოლებული მასში 51 ათასზე მეტი ტრანზაქციაა დარეგისტრირებული. ამ დროისათვის Libra-ს სატესტო ქსელში შექმნილია 34 სხვადასხვა პროექტი, მათ შორის 10 ელექტრონული საფულე და 11 ბრაუზერი. პუბლიკაციაში აგრეთვე საუბარია სამიტ Libra Core-ზე, რომელიც ჩატარდა Libra Association-ის ტექნიკური ჯგუფის წევრების მონაწილეობით და სამიტის მიზანს წარმოადგენდა პროეტზე რაც შეიძლება ბევრი ანტრეპრენერის მოზიდვა. ორგანიზაციის გეგმებში შედის ამგვარი ღინისძიებების ჩატარება, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს რეგულარულად განიხილონ Libra-ს ეკოსისტემის პრობლემები და შესაძლებლობები. https://forklog.com/razrabotchiki-libra-zapustili-v-predvaritelnom-rezhime-osnovnuyu-set-proekta/
  17. შეერთებული შტატების პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების მართვის სააგენტომ გაასაჯაროვა Samsung-ის საპატენტო დოკუმენტაცია, რომელიც ეხება საინტერესო დიზაინის მქონე სმარტფონს. როგორც ჩანს, სამხარეთკორეული ტექნოგიგანტი მუშაობს ე.წ 3D-დისპლეის მქონე მოწყობილობაზე. მოწყობილობის ეკრანი დრეკადი იქნება და შესაძლებელია იქნება მისი ოთხივე მხარეს დაკეცვა. სმარტფონის ფრონტალური პანელი ჩარჩოების გარეშე იქნება წარმოდგენილი. უფრო მეტიც, სმარტფონისთვის გათვალისწინებულია Side-Touch ტექნოლოგიის გამოყენება. საუბარია გვერდითი მართვის სისტემაზე: დისპლეის დაკეცილ ნაწილებზე აისახება აპლიკაციების პიქტოგრამები, შეტყობინებებზე წვდომისათვის საჭირო სიმბოლოები, გალერეა და ა.შ. საპატენტო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა მოწყობილობებშიც. მათ შორისაა პლანშეტური კომპიუტერები, სმარტ საათები, პორტატული გეიმინგ კონსოლები და ტელევიზორებიც კი. იმის შესახებ, თუ როდისთვის აპირებს Samsung ახალი მოწყობილობის ბაზარზე გამოტანას, ჯერჯერობით არაფერი თქმულა. თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ 3D-დისპლეი და ტექნოლოგია Side-Touch Galaxy-სერიის მომავალ ფლაგმანურ მოწყობილობებში გამოჩნდეს. უნდა აღინიშნოს, რომ Samsung მსოფლიოში სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებელია. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიამ IDC-ის შეფასებით მოახდინა 78,2 მლნ მოწყობილობის რეალიზება და დაიკავა მსოფლიო წარმოების 21.8 %. https://3dnews.ru/997876
  18. ილონ მასკს, ჯეფ ბეზოსსა და NASA-ს მიზანს ჩინეთი ოფიციალურად შეუერთდა. არ არის გამორიცხული, რომ ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოთქმული მარსზე გამგზავრების სურვილი გამოწვეული იყოს მთვარეზე ბაზის აგებით. მთვარე, სპეციალისტების აზრით, თავისებური ტრამპლინი შეიძლება გახდეს შორეული კოსმოსური ფრენებისთვის. უფრო მეტიც, დედამიწის თანამგზავრის ათვისება ჩინეთის, როგორც კოსმოსური ზესახელმწიფოს სტატუსს გაამყარებს. ჩინეთი ემზადება მთვარის პილოტირებული მისიებისთვის, რომელთა ფარგლებში მოიაზრება სამეცნიერო ფორპოსტის შექმნაც. ამის შესახებ იტყობინება წამყვანი ეროვნული კოსმოსური სააგენტო China Aerospace Science and Technology Corp. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთისთვის მთვარის მისიების საბოლოო მიზანია საფუძველი ჩაუყაროს მარსისკენ მიმართულ სამეცნიერო-ტექნიკურ ფრენებს. ჩინეთის მომდევნო ნაბიჯი იქნება მთვარის პილოტირებული კვლევა. ქვეყანა აპირებს შექმნას ბაზა სამეცნიერო კვლევებისთვის, გააფართოოს ადამიანების სამოქმედო-საცხოვრებელი არეალი და მიიღოს გამოცდილება და ცოდნა სამომავლო შორეული კოსმოსური მისიებისთვის. ეს გახლავთ ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთი სახალხოდ აცხადებს წითელ პლანეტასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ. კორპორაცია ამბობს, რომ კაცობრიობისთვის მეტად მნიშვნელოვანია მიაღწიოს მარსს, ზოგიერთი ჩინელი მეცნიერის აზრით შესაძლებელია მარსისკენ პილოტირებული ფრენა 2050 წელს განხორციელდეს. მკვლევარების აზრით, მარსზე ასტრონავტების გაგზავნა ადამიანებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს წითელ პლანეტაზე სიცოცხლის საძიებლად. ჩვენს მზის სისტემაში დედამიწას ყველაზე მეტად სწორედ მარსი ჰგავს, ამიტომ იქ სიცოცხლის არსებობის გამოკვლევის შედეგად უკეთ იქნება გარკვეული ჩვენი მშობლიური პლანეტის წარმოშობა-ევოლუციის საკითხები. მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მილიარდობით წლის წინ მარსი ძალიან ჰგავდა დედამიწას გარემო პირობებით. არ არის გამორიცხული, რომ კვლევებმა აჩვენოს დედამიწის სავარაუდო მომავალიც. ამიტომ აუცილებელია წითელ პლანეტაზე გაიგზავნოს ასტრონავტები და შეიქმნას ავანპოსტები პლანეტათშორისი მსხვილმასშტაბიანი იმიგრაციის შესაძლებლობის გამოსარკვევად, თუკი ამის საჭიროება გახდება, მაგალითად, თუკი დედამიწას ასტეროიდის დაცემა, კლიმატის სახიფათო ცვლილება ან რამე სხვა გლობალური კატასტროფა დაემუქრება. შეძლებენ ადამიანები მარსზე ცხოვრებას? მარსზე ვერ ვისუნთქებთ და ეს არ გახლავთ ერთადერთი პრობლემა, რომელსაც მომავალი კოლონისტები შეხვდებიან. მეცნიერებმა და ინჟინრებმა უამრავი სირთულე უნდა გადალახონ პილოტირებული მისიის განხორციელებისთვის. პირველი - მარსი დედამიწისგან შორსაა, ყველაზე ახლო დაშორება 55 მლნ კილომეტრია. ეს ნიშნავს იმას, რომ მისკენ და უკან ფრენას 500 დღეზე მეტი დასჭირდება. მეორე - დედამიწა-მარსის ტრაექტორიით პილოტირებული რაკეტის გაშვებისას აუცილებელია, რომ რაკეტა მეტად მაღალი სიჩქარის იყოს. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს კოსმოსური რადიაციაც: დამტკიცებულია, რომ კოსმოსში დიდხანს ყოფნისას, თუნდაც ანაბიოზის მდგომარეობაში, ასტრონავტები დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. სხვა ყურადსაღები და გასათვალისწინებელი ფაქტორებია კავშირის დარღვევის რისკი, ენერგიის წყაროს შესაძლო გაუმართაობა და ასტრონავტების ჯანმრთელობის გაუარესება, რომელიც გამოწვეული იქნება კოსმოსსა და სხვა პლანეტაზე ხანგრძლივი ყოფნით. ძვლოვანი და კუნთოვანი მასის დაკარგვა, რადიაცია და ფსიქიკური მდგომარეობა საფრთხის ქვეშ აყენებს ჯამში მთელ მისიას. მეცნიერებს მოუწევთ იმუშაონ სიცოცხლის უზრუნველყოფის საიმედო, ბიორეგენერაციულ სისტემაზე. დღესდღეობით უნდა ვაღიაროთ, რომ ამჟამად კაცობრიობის ხელთ არსებული ტექნოლოგიები არასაკმარისია მარსის მისიებისთვის. თუმცა სჯობს დაველოდოთ NASA-სა და SpaceX-ის ერთობლივი მუშაობის შედეგებს. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომ მთელი მსოფლიოს მეცნიერები გაერთიანდნენ ერთი მიზნისთვის და არა ცალკეული სახელმწიფოების ან ორგანიზაციების ინტერესებისთვის. https://hi-news.ru/space/kitaj-soobshhil-o-planax-otpravit-lyudej-na-mars.html
  19. დამოუკიდებელმა დეველოპერმა და კრიპტო-კონსულტანტმა Udi Wertheimer-მა განაცხადა, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში TRON უკან ჩამოიტოვებს Ethereum-ს, როგორც ლიდერ პლატფორმას დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის. ამ განცხადების გამო Wertheimer ტროლინგში დაადანაშაულეს. „TRON აპირებს Ethereum-ს წინ გაუსწროს დაახლოებით ერთ წელში და ეს არ არის ხუმრობა. DeFi-ს წარმომადგენლები ჯერ ვერ აცნობიერებენ ამას, მაგრამ ისინი TRON-ის დამფუძნებლისთვის იმუშავებენ მაშინ, როდესაც იგი ConsenSys-ს შეიძენს“ - განაცხადა Udi Wertheimer-მა. Wertheimer-მა საკუთარი აზრი გამოთქვა მას შემდეგ, რაც TRON-ის დამფუძნებელმა ჯასტინ სანმა გაახმაურა პლატფორმის თანამშრომლობის გეგმები Bitcoin-ბირჟა Poloniex-თან. ანტრეპრენერმა ასევე დაადასტურა ბირჟაზე წილის ყიდვის ფაქტიც. Wertheimer-ის აზრით TRON აღემატება Ethereum-ს განვითარების, ტრანზაქციების სისწრაფისა და ცენზურის მდგრადობის მხრივ, ასევე ბიზნესის თვალსაზრისით. კომენტატორებმა იგი არა მარტო ტროლინგში დაადანაშაულეს, არამედ შეახსენეს TRON-ის პროექტისა და თავად ჯასტინ სანის არც ისე ცალსახა რეპუტაციის შესახებ. Udi Wertheimer ერთადერთი არ გახლავთ, ვინც თვლის, რომ TRON-საც და EOS-საც შეუძლია წაართვას ბაზარზე წილი Ethereum-ს. ზოგი კი Ethereum-ს სულაც „ტექნოლოგიურ ჩიხს“ უწოდებს. https://forklog.com/mnenie-uzhe-cherez-god-tron-perehvatit-liderstvo-u-ethereum/
  20. სადღესასწაულო სეზონი ახლოვდება, ამიტომ Samsung-მა გადაწყვიტა გაახაროს მომხმარებლები საიუბილეო სასაჩუქრე ნაკრებით. რა თქმა უნდა, საჩუქრები ფასიანია. „ბოლო ათწლეულში Samsung-მა Galaxy-ს სერიაში შეიმუშავა სიახლეები დიზანსა და ტექნოლოგიებში. ჩვენ გამოვუშვით პროდუქტები, რომლებიც ცვლიან თამაშის წესებს და შევქმენით სრულიად ახალი კატეგორიის მოწყობილობები. ამის წყალობით დღეს შეგიძლიათ გამოიყენოთ ეკოსისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ კავშირს ტელეფონთან, პორტატულ ელექტრონიკასთან, პლანშეტებსა და სხვა მრავალ მოწყობილობასთან. მიუხედავად იმისა, თუ რომელ მოწყობილობას იყენებთ, Samsung საშუალებას გაძლევთ მუდამ კავშირში დარჩეთ ხალხთან და მოწყობილობებთან, რაც უმნიშვნელოვანესია“ - განაცხადა კომპანიამ. Galaxy-სერიაში ტექნოლოგიური მიღწევების მწვერვალად კომპანია მიიჩნევს Galaxy Note 10 და Galaxy Note 10+ სმარტფონებს. იგი გვახსენებს, რომ Wireless Power Share-ის წყალობით შესაძლებელია დაიტენოს ყურსასმენები Galaxy Buds და სმარტფონთან თავსებადი სხვა ელექტრონიკა. Link to Windows-ის წყალობით მარტივად ხდება კომპიუტერთან ჩართვა პირდაპირ პანელიდან. ფუნქცია Samsung Health კი საშუალებას იძლევა მიიღოთ ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. იმისთვის, რომ სრულფასოვნად შეიგრძნოთ Samsung-ის მოწყობილობების უპირატესობა, კომპანიამ წარადგინა კომპლექტი Galaxy Anniversary. მასში შედის ფლაგმანური სმარტფონი Galaxy Note 10+, სმარტ საათი Galaxy Watch Active2 და უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds. აგრეთვე შედის ორი დამატებითი სამაჯური საათისთვის და სილიკონის ქეისი სმარტფონისთვის. კომპლექტი მიმდინარე თვიდან გაიყიდება, ფასი ჯერჯერობით არ დასახელებულა. https://3dnews.ru/997851
  21. Unknown Fund, რომელიც ანონიმური ინვესტორების გუნდის მიერაა დაფუძნებული, გაიღებს 75 მლნ აშშ დოლარს იმ Bitcoin-სტარტაპებისთვის, რომლებიც მუშაობენ პრივატულობის ამაღლებისთვის განკუთვნილ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე. ფონდმა დაასახელა ძირითადი მიმართულებები: პერსონალური მონაცემების დაცვა; ონლაინ-ანონიმურობა; კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი. ანონიმები განიხილავენ როგორც ტრადიციულ სტარტაპებს, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს. „ჩვენ ვართ მათი ხმა, ვისაც სჯერა სიმართლის, თავისუფლებისა და თვითგამოხატვის უფლების“. პერსონალური მონაცემების დაცვას ფონდში ჩვენი დროის მთავარ გამოწვევად მიიჩნევენ, რადგანაც მსხვილი კორპორაციები, მათი აზრით, ისწრაფვიან უბრალო ადამიანი უფრო ღარიბად აქციონ. ანონიმური ფონდის ორგანიზატორებმა შეკრება გამართეს ანონიმურ ფორუმ 4chan-ზე. „ჩვენ - ვართ თქვენ, თქვენი შვილები, მეგობრები, კოლეგები. ჩვენ ვიბრძვით მთლიანად საზოგადოებისა და არა მისი ნაწილის კეთილდღეობისთვის“. https://forklog.com/fond-anonimov-poobeshhal-75-mln-v-btc-startapam-ukreplyayushhim-anonimnost-v-seti/
  22. კომპანია Sony-ს ახალი გეიმინგ კონსოლის შესახებ უამრავი საინტერესო დეტალისა და ტექნიკური შესაძლებლობის წარმოდგენა ხდება პერიოდულად. რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ იაპონურმა კომპანიამ შესაძლოა PlayStation 5 აღჭურვოს სპეციალური კარტრიჯით, რომელიც საშუალებას იძლევა გაფართოვდეს მეხსიერების სანახი სივრცის მოცულობა SSD ფორმატის SATA-დისკის დაყენების ხარჯზე. ეს ფაქტი პოზიტიურად უნდა აისახოს კონსოლის საბაზისო კომპლექტაციის ფასზე. ერთ-ერთმა რითეილერმა საზოგადოებას გაუზიარა თავისი ხედვა, თუ როგორი იქნება ახალი გეიმინგ კონსოლი და ჯოისტიკი DualShock 5. როგორც ავტორი აცხადებს, იგი პირველ რიგში დაეყრდნო სამომავლო მოწყობილობის დიზაინის თავისებურ ხედვას, თუმცა იხელმძღვანელა კონსოლის შესახებ გაჟონილი ცნობებით, რომლებიც წლის განმავლობაში ეტაპობრივად ვრცელდებოდა. სამომავლო კონსოლის საინტერესო მახასიათებლებიდან შეიძლება გამოიყოს კონტროლერ DualShock 5-ის უსადენო დატენვის შესაძლებლობა, აგრეთვე დისპლეის ზედა ნაწილის LED-განათება. ეს ზედა ნაწილი შესაძლოა ეკრანის დამატებით სენსორად მოგვევლინოს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონცეპტის გამავრცელებელი რითეილერი ევროპაში ელექტრონიკის უმსხვილესი გამყიდველია. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს გერმანიაში და ფლობს ათასზე მეტ ინტერნეტ-მაღაზიას ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ხსენებულ რითეილერს შესაძლოა დახურულ ინფორმაციასთან წვდომა ჰქონდეს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31656/koncept-playstation-5-i-kontrollera-dualshock-5-pokazali-na-video
  23. Xiaomi-ს თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Lei Jun-მა ისაუბრა კომპანიის გეგმების შესახებ, რომლებიც უკავშირდება მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე სმარტფონების სერიის განვითარებას. როგორც Lei Jun-მა აღნიშნა, 2020 წლისთვის ყველა მოდელი, რომლის ფასიც აღემატება 2000 იუანს (დაახლოებით 285-300 აშშ დოლარი) მიიღებს 5G ქსელის მხარდაჭერას. ამრიგად, მეხუთე თაობის ქსელში იმუშავებს Xiaomi-ს საშუალო დონის სმარტფონებიც კი. კომპანიის ხელმძღვანელმა აგრეთვე განაცხადა, რომ მომდევნო წლისთვის დაგეგმილია მინიმუმ ათი ახალი 5G აპარატის ანონსი, თანაც ბიუჯეტური მოწყობილობები 2020 წლის პირველი ნახევრიდანვე გამოვა. ჯამში, Xiaomi აპირებს აქტიურად განავითაროს და ბაზარზე წინ წამოსწიოს პროდუქტები, რომლებიც მეხუთე თაობის ქსელზეა გათვლილი. ამგვარი მოწყობილობები გამოვა ბრენდ Redmi-ს ფარგლებშიც. IDC-ის შეფასებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ჩინეთში მოხდა დაახლოებით 485 ათასი 5G სმარტფონის რეალიზება. ამგვარი მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიების ლიდერებში შედიან Vivo, Samsung, Huawei, Xiaomi და ZTE. მათი საბაზრო წილი შეადგენს 54,3 %, 29,0 %, 9,5 %, 4,6 % და 1,5 %-ს, შესაბამისად. https://3dnews.ru/997726
  24. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა წარადგინა MacBook-სერიის ახალი ლეპტოპი. კალიფორნიელი მწარმოებელი ამ მოწყობილობას მოიხსენიებს მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალურ ლეპტოპად. ლეპტოპს აქვს ახალი კლავიატურა Magic Keyboard, რომელმაც საფირმო ტიპის კლავიატურა ჩაანაცვლა. ახალ MacBook-ში გამოყენებულია LCD დისპლეი, იგი დიაგონალზე 16 დუიმია, გაფართოება შეადგენს 3072 х 1920 პიქსელს. პიქსელების სიმჭიდროვე შეადგენს 226 ppi-ს. სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 500 კდ/კვმ. მოწყობილობის კონფიგურაციაში შედის სენსორული პანელი Touch Bar, სენსორი Touch ID მომხმარებლის აუთენტიფიკაციისთვის, ექვსი დინამიკი, ტრეკპადი force Touch და ჩიპი Apple T2 Security, რომელიც უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ინტერფეისებიდან მოცემულია ყურსასმენების კონექტორი, ოთხი USB Type-C პორტი Thunderbolt 3 მხარდაჭერით, აგრეთვე Wi-Fi და Bluetooth 5 ადაპტერები. კომპლექტაციის მიხედვით MacBook Pro-ს შემადგენლობაში შესაძლებელია იყოს Intel Core i7 ან მეცხრე თაობის Core i9 პროცესორი 5.5 გჰც სიხშირით. გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია 7-ნანომეტრიანი ვიდეო ბარათით - 4/8 გბ მეხსიერების მოცულობის მქონე Radeon Pro 5300M ან 5500M. კომპანიის თქმით, ახალი ლეპტოპი 80%-ით სწრაფად დაამუშავებს ვიდეოს გრაფიკულ რედაქტორებში, თამაშებში წარმადობის ზრდა კი 60 % წინა თაობის MacBook Pro-სთან შედარებით. ფლეშ-მეხსიერების მოცულობა იქნება 512 გბ ან 1 ტბ. ამასთან, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ პირველად MacBook Pro-ში ჩააყენონ 8 ტერაბაიტიანი SSD. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გბ იქნება. Apple ამტკიცებს, რომ ერთ დატენვაზე ლეპტოპის ავტონომიური მუშაობის დრო 11 საათია. ახალი MacBook Pro უკვე იყიდება. იგი ხელმისაწვდომია ნაცრისფერ და ვერცხლისფერ ფერებში. მოწყობილობის ფასი იწყება 2399 აშშ დოლარიდან. უფროსი ვერსიის ლეპტოპი კი 6099 დოლარი ღირს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/31644/anonsirovan-apple-macbook-pro-luchshij-professionalnyj-noutbuk-v-mire-za-2399-6099-dollarov
  25. კომპანია SpaceX-ის სპეციალისტებმა წარმატებით განახორციელეს პილოტირებული კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ის ძრავისა და ევაკუაციის სისტემის შემოწმება. სიახლის შესახებ თავდაპირველად კომპანიის კუთვნილ სოციალურ ქსელში დაიწერა, შემდეგ კი დეტალური ინფორმაცია გამოჩნდა ამერიკული აეროკოსმოსური სააგენტო NASA-ს ვებ-გვერდზე. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში ძრავის ანალოგიური გამოცდისას საგანგებო სიტუაცია შეიქმნა, რამაც გამოიწვია კოსმოსური ხომალდის აფეთქება. დაიწყო ინციდენტის შესწავლა SpaceX-ისა და NASA-ს სპეციალისტების მიერ და აღმოჩნდა, რომ თხევადი საწვავის ნაწილმა ჰელიუმის გამაძლიერებელ სისტემაში მოულოდნელად გამოიწვია აალება, რის გამოც მოხდა აფეთქება. ამის საფუძველზე SpaceX-ის ინჟინრებმა გადააკეთეს სისტემის კომპონენტები, რათა მსგავსი ვითარება თავიდან აერიდებინათ. „ჩატარდა საევაკუაციო სისტემის სრულფასოვანი გამოცდა. SpaceX-ისა და NASA-ს სპეციალისტები ამ დრომდე აანალიზებენ მიღებულ მონაცემებს და მუშაობენ საევაკუაციო სისტემის დემონსტრაციაზე“ - ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში. მოსალოდნელია, რომ მიღებული მონაცემების ანალიზისა და აღჭურვილობის შემოწმებების შემდეგ SpaceX-ისა და NASA-ს სპეციალისტები გამოაცხადებენ თარიღს, თუ როდის მოხდება Crew Dragon-ის ფრენის გამოცდა. https://3dnews.ru/997646
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.