Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7330
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. რესურს VideoCardz-ის ინფორმაციით გასულ თვეში კომპანია NVIDIA-მ მიაწოდა ორი სამუშაო სადგური არაკომერციულ ორგანიზაცია Khronos Group-ს, რომელიც ცნობილია, როგორც OpenCL-ის, OpenGL-ისა და Vulkan-ის დეველოპერი. შიდა დოკუმენტების თანახმად, სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილ ორ დაუანონსებელ NVIDIA Quadro RTX A5000 და Quadro RTX A4000Z ვიდეო დაფებს მინიჭებული აქვს OpenCL 1.2 სერტიფიკაცია. ამჟამად ვიდეო დაფების მახასიათებლები უცნობია. სავსებით სარწმუნოა, რომ ისინი დამყარებულია GA104 და GA106 გრაფიკულ ჩიპებზე, შესაბამისად. საინტერესოა ის, რომ ორივე ვიდეო დაფა Khronos Group-ის შიდა დოკუმენტებში მითითებულია, როგორც Quadro სერიის წარმომადგენლები მიუხედავად იმისა, რომ NVIDIA-მ უარი თქვა ამ ბრენდზე და უნდა გამოიყენოს გაცილებით მარტივი სახელწოდებები - RTX Axxx. მიუხედავად იმისა, რომ NVIDIA-მ Quadro RTX სერიის დასახელება RTX Axxx-ით შეცვალა როდესაც გამოუშვა RTX A6000 მოდელი GA102 ჩიპით - კომპანია ამ დრომდე ჯერ კიდევ არ მიაკუთვნებს ამ ვიდეო დაფებს Quadro სერიას. ამაში შეგვიძლია დავრწმუნდეთ მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებით. Turing არქიტექტურის Quadro სერიის ყველა ვიდეო დაფას აქვს სრულფასოვანი გრაფიკული პროცესორი. თუკი NVIDIA ამავე სტრატეგიას შეინარჩუნებს Ampere სერიის მოდელებშიც, RTX A5000-ს შესაძლოა ჰქონდეს 6144 CUDA ბირთვი, A4000 მოდელს - 3840 CUDA ბირთვი. ახალი მოწყობილობების მეხსიერების მოცულობის პროგნოზირება რთულია, თუმცა რადგანაც RTX A6000-ს აქვს 48 გბ GDDR6, RTX A5000 მოდელის მოცულობა შესაძლოა იყოს 32 ან 16 გბ, უმცროსი RTX A5000 მოდელისა კი - 12 გბ. https://bit.ly/3tTlm4t
  2. კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ბრაუზერი Brave გეგმავს განახორციელოს კრიპტო საფულის ინტეგრირებას Binance Smart Chain (BSC) მხარდაჭერით. Brave-ის native ტოკენი, სახელწოდებით Basic Attention Token (BAT) ამჟამად ხელმისაწვდომია BSC-ზე Wrapped BAT (WBAT) ფორმით. BAT-ის მფლობელებს შეეძლებათ ურთიერთქმედება PancakeSwap, BakerySwap, Beefy Finance, Venus, DODO, OpenOcean, Autofarm და სხვა DeFi პროექტებთან, რომლებიც დაფუძნებულია Binance Smart Chain-ის ბაზაზე. Brave-მა ასევე აღნიშნა, რომ მიაღწია თვეში 25 მილიონ და ყოველდღიურად 9 მილიონ აქტიურ მომხმარებელს, ასევე 13 მილიონზე მეტ BAT-საფულეს. ადრე კომპანიამ დაიწყო საკუთარი დეცეტრალიზებული კრიპტო ბირჟისა და დესკტოპ და მობილური საძიებო სისტემების შემუშავება. იანვარში კრიპტობრაუზერის დეველოპერებმა მოახდინეს IPFS (პლანეტათშორისი ფაილური სისტემა) პროტოკოლის ინტეგრირება. თებერვალში Brave-ის მარკეტფლეისი შეივსო NFT-ით. https://bit.ly/3d0LMdQ
  3. აღმასრულებელმა დირექტორმა Patrick Gelsinger-მა წარმოადგინა პრეზენტაცია ტექნოლოგიის სფეროში მომდევნო წლების განმავლობაში კომპანიის სტრატეგიის შესახებ. მიმდინარე წელს არიზონაში ორი ახალი საწარმოს მშენებლობისთვის 20 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა, ხოლო მომავალი წლის ბოლოს Intel განსაზღვრავს ახალი საწარმოების მშენებლობის ადგილებს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. Intel ფსონს დებს მოწინავე ტექნოპროცესებზე, როდესაც საქმე ეხება ახალი საწარმოების მშენებლობას. უფრო მეტიც, კომპანია დაიწყებს გარე მომხმარებლების აქტიურად მოზიდვას საკუთარ კონვეირზე, მათ შორის იქნება ARM-ისა და RISC-თავსებადი პროცესორების მწარმოებლები. ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, კომპანიის ხელმღვანელი ჯერ მზად არაა დაასახელოს კონკრეტული დამკვეთები, თუმცა სავარაუდოდ ესენი იქნება Amazon, Cisco, Qualcomm და Microsoft. თავად Gelsinger-მა ამ კონტექსტში ახსენა მხოლოდ Apple. გაღრმავდება IBM-თან თანამშრომლობა ახალი ტექნოპროცესებისა და მიკროსქემების აწყობის სფეროებში. Intel ასევე მზადაა საკუთარი ტექნოლოგიები და არქიტექტურა მიაწოდოს მომხმარებლებს სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. კომპანია მზად არის შეერთებულ შტატებში ახალი ქარხნები ააშენოს, მიუხედავად სახელმწიფო სუბსიდიების არსებობის ან არარსებობისა. როგორც Gelsinger-მა აღნიშნა, ნახევრადგამტარ კომპონენტებზე დეფიციტი კიდევ ორიოდე წელი გაგრძელდება - ამ ვადის ბოლოს კომპანიას ექნება ახალი საწარმოები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც გარე მომხმარებლებს მოემსახურება. https://bit.ly/3sgEgC5
  4. რესურს AndroidPolice-ის მონაცემებით კომპანია Qualcomm გეგმავს პორტატული გეიმინგ კონსოლის გამოშვებას. გამომცემლობის თქმით, მათ ნახეს მოწყობილობის პროტოტიპის ფოტო, თუმცა საზოგადოებისთვის გაზიარება ჯერ არ შეუძლიათ. კონსოლი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android-ზე და გარეგნულად ჰგავს Nintendo Switch-ს. Nintendo Switch Qualcomm-ის გეიმინგ კონსოლი აგებული იქნება Snapdragon-პროცესორზე, ექნება განშტოებული კონტროლერები და ვიზუალურად მასიური სმარტფონის მსგავსი იქნება. ამგვარი გარეგნული დიზაინი გასაგებია: დიდი ზომა მეტ შესაძლებლობას ტოვებს გაგრილების ეფექტური სისტემის ორგანიზებისა და მეტი წარმადობის უზრუნველყოფისთვის, თუმცა ამავე დროს პროცესორი ნაკლებად ენერგოეფექტურია. ასევე, კომპანია კონსოლში არსებულ თავისუფალ სივრცეს გამოიყენებს 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეის განთავსებისთვის, რომელსაც ექნება სწრაფი დამუხტვის (Quick Charge) მხარდაჭერა. არსებული ინფორმაციით, გეიმინგ კონსოლის შექმნისას Qualcomm თანამშრომლობს გეიმინგ პერიფერიის ერთ-ერთ წამყვან დეველოპერთან, თუმცა კომპანია მის სახელს არ ახმაურებს. ასევე უცნობია კონსოლისა და დისპლეის ზუსტი ზომები. პორტატული კონსოლი შესაძლებელია დაუკავშირდეს ტელევიზორსა და მონიტორს, თუმცა უცნობია, ამისთვის გამოყოფილი იქნება რაიმე ცალკეული პორტი, მაგალითად mini-HDMI, თუ ამ ფუნქციას უზრუნველყოფს USB Type-C პორტი, რომელიც კონსოლს ნამდვილად ექნება. თამაშებისა და პროგრამებისთვის ხელმისაწვდომი სივრცის გასაფართოებლად კონსოლში გათვალისწინებულია SD ბარათის სლოტი. მოწყობილობა იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android 12-ზე და ექნება სპეციალური ლაუნჩერი Google Play მარკეტის ყველა აპლიკაციისა და სერვისის მხარდაჭერით. კომპანიას ასევე სურს დაამატოს Epic Games Store-ის მხარდაჭერა და საკუთარი კონსოლისთვის შექმნას საკუთარი მარკეტი ციფრული კონტენტით. ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა კომპანია ქლაუდ გეიმინგ პლატფორმებთან - Google Stadia-სა და NVIDIA GeForce Now-სთან თანამშრომლობას. Qualcomm-ის გეგმაშია კონსოლის გამოშვება 2022 წლის პირველ კვარტალში. ამრიგად, გეიმინგ კონსოლი, დიდი ალბათობით, დამყარებული იქნება ახალ, ჯერ დაუანონსებელ Snapdragon-ჩიპსეტზე. უცნობია, იქნება თუ არა ეს რაიმე სპეციალიზებული ვერსია. კონსოლს ექნება ყველა ის ფუნქცია, რაც მოცემულია ნებისმიერ Android-მოწყობილობაში: Bluetooth, GPS, აქსელერომეტრი, ორზონიანი ტაქტილური სენსორი, 5G მხარდაჭერა. შესაძლოა გამოვიდეს ასევე ვერსია მხოლოდ Wi-Fi მხარდაჭერით. Qualcomm-ის კონსოლის ფასი დაახლოებით 300 აშშ დოლარი იქნება, თუმცა რა შევა ამ ფასში და რომელ ვერსიაზეა საუბარი - არ ხმაურდება. კონსოლი გაიყიდება უშუალოდ პირდაპირ მყიდველებზე. გარდა ამისა, კომპანია შესაძლოა დაუკავშირდეს ამერიკულ ფიჭური კავშირის ოპერატორებს. წარმოების მოცულობას რაც შეეხება. ახალი პორტატული კონსოლი, დიდი ალბათობით, ვერ გაუწევს პირდაპირ კონკურენციას Nintendo Switch-ს: კომპანიას არ აქვს მომენტალური წარმატების იმედი. კომპანიას სურს შთააგონოს პარტნიორები - შეისწავლონ ახალი ფორმ-ფაქტორები, რადგან მობილურ მოწყობილობებსა და სათამაშო კონსოლებს შორის საზღვრები სულ უფრო იშლება. https://bit.ly/3tMwMqE
  5. უკვე რამდენიმე კვირაა კრიპტო საზოგადოებაში ვრცელდება ხმები მოწინავე დონის მაინინგ ვიდეო დაფის გამოსვლის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია ფლაგმანურ Ampere A100 გრაფიკულ ბირთვზე. ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი გადაწყვეტილება Ethereum-ის მაინინგის ისტორიაში, მაგრამ აქამდე ცნობილი არ გამხდარა ამ მოწყობილობის რაიმე კონკრეტული მახასიათებელი. ამჟამად კი პორტალ wccftech-მა ცნობილ ინსაიდერ I_Leak_VN-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ახალი დაფის სახელწოდებაა NVIDIA CMP 220HX და უზრუნველყოფს 210 MH/s ჰეშრეითს, რაც უდრის რვა GTX 1660Ti დაფისგან შემდგარი ფერმის შედეგს. ამასთან, ახალი დაფის სარეკომენდაციო ფასი - 3 ათასი აშშ დოლარი - გაცილებით დაბალია, ვიდრე იმ სტანდარტული ვიდეო დაფებისა, რომლებიც დამყარებულია PCIe ფორმ-ფაქტორის Ampere A100-ის ბაზაზე (ერთი ასეთი დაფა 11 ათასი აშშ დოლარი ღირს). Ethereum-ის მიმდინარე ფასის გათვალისწინებით ახალ დაფას შეუძლია მფლობელს დღეში მოუტანოს დაახლოებით 20 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი. თუკი შეძლებთ ხსენებული დაფის შეძენას სარეკომენდაციო ფასად, იგი თავის ფასს სულ რაღაც 5 თვეში გამოისყიდის. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Ampere A100 ბევრად უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე რამდენიმე დაფისგან შემდგარი ფერმა, მისი TDP-ის დონე მხოლოდ 250 ვატს შეადგენს. ამრიგად, ასეთი მოწყობილობის ბაზარზე გამოშვებამ შეიძლება ჩვეულებრივი გეიმინგ გრაფიკული ადაპტერები გაცილებით ნაკლებად მიმზიდველი გახადოს მაინერების თვალში და დადებითად აისახოს არსებული დეფიციტის სიტუაციაზე. http://bit.ly/2QngPZw
  6. უახლოეს თვეებში კომპანია Sony აპირებს წაახალისოს პოტენციური მყიდველები ახალი ტექნიკის შესაძენად. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია შეწყვეტს PlayStation Store-ზე PlayStation 3-ს, PlayStation Portable-სა და PlayStation Vita-ს მხარდაჭერას. ძველი თამაშების მოყვარულებს მიეცათ რეკომენდაცია - ჩამოტვირთონ კონტენტი ან შეიძინონ დისკები. თამაშების ჩატვირთვის შესაძლებლობას პირველ რიგში გამოეთხოვება PlayStation 3 და PlayStation Portable – 2 ივლისიდან შეწყდება ამ ტიპის კონსოლების მხარდაჭერა. გაცილებით ახალი PlayStation Vita-ს მხარდაჭერა გაგრძელდება ზაფხულის ბოლომდე - მას მაღაზიიდან გათიშავენ 27 აგვისტოს. PlayStation Portable პირველად იაპონიაში გამოჩნდა 2004 წლის დეკემბერში, მომდევნო წელს კი გაყიდვები დაიწყო რეგიონალურ ბაზრებზე. ეს იყო Sony-ს პირველი „ჯიბის“ კონსოლი, რომელიც კონკურენციას უწევდა იმ დროს პოპულარულ Nintendo DS-ს. Sony-ს მოდელმა დიდი წარმატება მოიპოვა. საერთო ჯამში, ექსპერტების აზრით, გაიყიდა 80-82 მილიონი ეგზემპლარი, ოფიციალურად კი - 76.4 მლნ 2012 წლის მარტამდე, თუმცა ისიც ცნობილია, რომ გაყიდვები გარკვეული პერიოდის განმავლობაში კიდევ გაგრძელდა. PlayStation 3 გამოვიდა 2006 წლის ნოემბერში იაპონიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გაყიდვების არც ისე კარგად დაწყების მიუხედავად საერთო ჯამში 2017 წლის მარტისთვის 87.4 მილიონი კონსოლი გაიყიდა - ოდნავ მეტი, ვიდრე Microsoft Xbox 360. სამიდან ყველაზე ახალი, მაგრამ ნაკლებად წარმატებული არის PlayStation Vita. იგი 2011 წელს გამოვიდა იაპონიაში და 2012 წელს - დანარჩენ მსოფლიოში. ეს სიახლე, რომელიც შეიქმნა PS Portable-ს შესაცვლელად, იმდენად ცუდად იყიდებოდა, რომ მწარმოებელმა 2012 წელს შეწყვიტა გადაზიდვების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება. ზოგიერთი ცნობით, კონსოლის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 16 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. http://bit.ly/316lDEZ
  7. კომპანია HP-მ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალი თაობის ჰიბრიდულ პორტატულ კომპიუტერ Envy x360 15-ზე: მოწყობილობა შემოთავაზებულია მოდიფიკაციებში, რომლებიც დამყარებულია AMD Cezanne და Intel Tiger Lake აპარატულ პლატფორმებზე. ლეპტოპს აქვს 15.6-დუიმიანი დისპლეი, რომლის მოტრიალება შესაძლებელია 360 გრადუსით: შედეგად მოწყობილობა გადადის პლანშეტის რეჟიმში. მხარდაჭერილია მართვა თითის ან სპეციალური სტილუსის მეშვეობით, ეს უკანასკნელი მაგნიტური სამაგრით მაგრდება კორპუსზე. წვრილი ჩარჩოს წყალობით ეკრანი იკავებს ზედაპირის ფართობის 88.7%-ს. მომხმარებლებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ Full HD (1920 × 1080 პიქსელი) და 4K (3840 × 2160 პიქსელი) ვერსიებს შორის. მეორე შემთხვევაში გამოყენებულია ორგანული შუქდიოდური ტექნოლოგია (OLED). აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 6 და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები, აუდიოსისტემა Bang & Olufsen სტერეოდინამიკებით, განათების მქონე კლავიატურა, თითის ანაბეჭდის სკანერი. AMD-ს პლატფორმაზე არსებული ვერსიის მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Ryzen 7 5700U; შესაძლებელია დაყენდეს დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX450. Intel-ის ბაზაზე არსებულ მოდიფიკაციაში მოცემულია ჩიპი Core i7-1165G7. მონაცემთა შენახვაზე პასუხისმგებელია SSD PCIe NVMe. ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB Type-C, USB Type-A, HDMI 2.0b და ა.შ. AMD-ს პლატფორმის მქონე HP Envy x360 15 ლეპტოპის ფასი იწყება 750 აშშ დოლარიდან, Intel-ზე დამყარებული მოდელის საწყისი ფასი კი 900 აშშ დოლარია. http://bit.ly/3tLCrxk
  8. კომპანია WiseMining-მა წარმოადგინა ASIC miner-ზე დაფუძნებული გათბობის ქვაბი, რომელიც საშუალებას იძლევა გათბეს წყალი და მოპოვებულ იქნას Bitcoin-ები. ბოილერ Sato-ს შუალედური თბომატარებელია სპეციალური დიელექტრიკული გამაგრილებელი სითხე, რომელსაც სითბო გადააქვს ASIC-მაინერიდან წყლის ავზისკენ. წყარო: WiseMining. გაგრილების ბლოკში სითხე დუღდება და ორთქლდება, ორთქლი მიემართება ავზის სპირალში და კონდენსირდება და წყალს სითბოს გადასცემს. კონდენსატი წვეთავს უკან გაგრილების ბლოკში. წყარო: WiseMining. ბოილერის დიზაინი ASIC ჰეშ-დაფების ცხელი შეცვლის საშუალებას იძლევა. წყარო: WiseMining. Sato-ს მაქსიმალური სითბური წარმადობა მხოლოდ 5 კვტ-ს შეადგენს, რაც მას საშუალებას არ აძლევს იყოს სითბოს ერთადერთი წყარო. ამ მიზეზის გამო მოწყობილობის შემქმნელებმა უზრუნველყვეს ქვაბის ძირითადი გათბობის სისტემასთან მიერთების შესაძლებლობა. WiseMining Sato-ს გაყიდვა 2021 წლის აგვისტოში დაიწყება. მისი ფასი 8990 აშშ დოლარს შეადგენს. მაინინგისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის შეძენა ცალკეა აუცილებელი. ბოილერი თავსებადია შემდეგ მოწყობილობებთან: Antminer S9, S17, S19, S19 Pro, S19+. მომავალში კომპანია აპირებს წარმოადგინოს საყოფაცხოვრებო გამათბობლების სხვა მოდელები, რომლებიც დაფუძნებული იქნება ASIC-მაინერებზე. http://bit.ly/393fIF8
  9. ბრაზილიის შტატი სან-პაულუ უკმაყოფილოა იმით, რომ Apple არ ყიდის კვების ადაპტერს iPhone 12-თან ერთად. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო Procon-SP-მ კომპანიას დაუწესა 1.92 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დამტენი მოწყობილობების არარსებობის გამო. სააგენტოს აზრით, Apple-ის ეს ნაბიჯი არღვევს ქვეყნის მომხმარებელთა უფლებების კოდექსს. Procon-SP-მ Apple-ს სავარაუდო დარღვევის შესახებ დეკემბერში შეატყობინა, რაზეც მან განაცხადა, რომ ამგვარი მიდგომა შეამცირებს CO2-ის გამოყოფას და იშვიათი წიაღისეულის მოპოვებას. აღინიშნა, რომ ბევრ მომხმარებელს უკვე აქვს სათადარიგო დამტენი, თუმცა სააგენტო აშკარად არ დაკმაყოფილდა ამ პასუხით. დაწესდა ჯარიმა და სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ფერნანდო კაპესმა Apple-ს მოუწოდა, რომ აუცილებელია დაიცვას ბრაზილიის კანონმდებლობა. Apple-ისთვის დაწესებული ჯარიმა შედარებით მცირეა და არ დააზარალებს მის ფინანსებს. ამასთან, Apple-ს შესაძლოა სხვა არჩევანი არ ჰქონდეს გარდა დათმობისა, თუკი სურს გააგრძელოს iPhone-ების გაყიდვა ბრაზილიაში. სხვა კომპანიები უკვე დაემორჩილნენ Procon-SP-ის ზეწოლას. მაგალითად, Samsung-მა დადო შეთანხმება Procon-SP-სთან, რომლის თანახმად Galaxy S21-ის წინასწარი შეკვეთისას ხორციელდება დამტენის საჩუქრად მიწოდება. ბრაზილია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სატელეფონო ბაზარია და კომპანიებს, რომლებიც არღვევენ ქვეყნის წესებს, ამ დიდი ბაზრის დაკარგვა ემუქრება. http://bit.ly/2OMl7tf
  10. მცირე ზომის ჰეჩბეკი Hong Guang Mini EV გლობალურ გაყიდვებში მოწინავეა 2021 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში, მან ჩაანაცვლა ყოფილი ლიდერი, Tesla Model 3. იანვარსა და თებერვალში ჩინურმა კომპანია Wuling-მა გაყიდა 56000-ზე მეტი Hong Guang Mini ელექტრომობილი. Wuling-მა იანვარში 36 ათასზე მეტი ჰეჩბეკი გაყიდა, ხოლო თებერვალში 20 ათასზე მეტი, Model 3-ის გაყიდვებმა იანვარსა და თებერვალში კი, შესაბამისად, 21.500 და 13.700 ერთეული შეადგინა. ელექტრომობილი Hong Guang Mini EV შეიქმნა ჩინური სახელმწიფო კომპანიების - SAIC Motor-ის, Wuling Motors-ისა და ამერიკული საავტომობილო კონცერნ General Motors-ის ერთობლივი ძალისხმევით. ჩინეთში მას უწოდებენ უბრალოდ Wuling-ს. Hong Guang Mini EV ელექტრომობილის ფასი ჩინეთში დაახლოებით 4500 აშშ დოლარიდან იწყება. მანქანის სიგრძეა 2.92 მეტრზე ცოტა ნაკლები, სიმაღლე - 1.63 მეტრი. საბურავების ბაზა 1.95 მეტრის ტოლია, წონა - 665 კგ. ერთ სრულ დამუხტვაზე ელექტრომობილის სვლის მარაგი შეადგენს 170 კილომეტრს, მაქსიმალური სიჩქარეა 100 კმ/სთ. როგორც მწარმოებელი კომპანია ამტკიცებს, ელექტრომობილში შესაძლებელია მოთავსდეს ოთხი ადამიანი, უკანა სავარძელი შესაძლებელია დაიკეცოს ისეთ შემთხვევაში, თუკი საჭირო იქნება ტვირთის ტრანსპორტირება. ამჟამად Hong Guang Mini EV იყიდება მხოლოდ ჩინეთში, სადაც მან Tesla Model 3-ს გაყიდვების მასშტაბით გადაუსწრო 2020 წლის შუა პერიოდში, მეორე ადგილზე გავიდა წლის ჭრილში მიუხედვად იმისა, რომ მისი რეალიზაცია მხოლოდ ივლისში დაიწყო. ცნობილია, რომ კომპანია ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპაში ელექტრომობილის გაყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მანქანის ფასი შესაძლოა ორჯერ გაიზარდოს ევროკავშირის უფრო მკაცრი გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად. http://bit.ly/3cWD3sV
  11. ”მთავარი არგუმენტი Bitcoin-ის სასარგებლოდ არის არა დივერსიფიკაცია, სტაბილური მომგებიანობა ან ინფლაციისგან დაცვა, არამედ ღირებულების წმინდა ზრდა”, - ნათქვამია მიმოხილვაში. Bank Of America განმარტავს: Bitcoin-ი არ უკავშირდება ინფლაციას და რჩება უკიდურესად არასტაბილური, შედეგად იგი არ არის საუკეთესო საშუალება დაგროვებისა და ანგარიშსწორებისთვის. თავის მხრივ, Bitcoin-ის ფასის ზრდა - ეს გახლავთ ფაქტორი, რომელიც დამოკიდებულია ამ კრიპტოვალუტის მოთხოვნაზე. ამასთან, Bitcoin-ის შეთავაზება ხელოვნურადაა შეზღუდული - აღნიშნავს Bank Of America. მისი გამოთვლებით, კრიპტოვალუტის გამოშვება შემოიფარგლება 21 მილიონი მონეტით წელიწადში, ხოლო მიწოდების ზრდა განახევრდება ყოველ ოთხ წელიწადში. მოთხოვნის რყევა ხდება „ფასების მოძრაობის გასაღები“. უფრო მეტიც, ეს კრიპტოვალუტა გამოირჩევა მაღალი კონცენტრაციით: Bitcoin-ების 95% კონცენტრირებულია ანგარიშების 2.4%-ში. ფედერალური ბანკის მონაცემებით მდიდარი ამერიკელების მხოლოდ 1% აკონტროლებს შეერთებულ შტატებში საოჯახო ქონების მხოლოდ 30.4%-ს. ამის გამო ვალუტა დაუცველია ამ ანგარიშებზე ნებისმიერი მოძრაობის ფასის ცვალებადობისგან. Bitcoin-ი აგრეთვე შეზღუდულია ანგარიშსწორების რთული სისტემით: მისი გამოყენებით შესაძლებელია საათში მხოლოდ 14 ათასი ტრანზაქციის განხორციელება, შედარებისთვის, გლობალურ საგადახდო სისტემა Visa-ს ანალოგიური მაჩვენებელი 236 მილიონი ტრანზაქციაა საათში. Bitcoin-ის მომგებიანობა მგრძნობიარეა დოლარზე მოთხოვნის ზრდის მიმართ. Bitcoin-ში 93 მლნ აშშ დოლარის შემოდინებამ შესაძლოა განაპირობოს ფასის 1%-იანი ზრდა. http://bit.ly/313j6vg
  12. Epyc Milan პროცესორების გამოშვებით კომპანია AMD-მ კიდევ ერთხელ გააფართოვა საკუთარი დომინანტობა სერვერების ბაზარზე - იგი გვთავაზობს საუკეთესო წარმადობას გაცილებით დაბალ ფასად ნებისმიერ საფასო კატეგორიაში და ნებისმიერი სამუშაო დატვირთვისთვის. 2020 წლის ბოლოს AMD-ის სერვერული პროცესორების წილი თითქმის 10%-ით გაიზარდა, რამაც ბოლო მოუღო Intel-ის მონოპოლიას მონაცემთა დამუშავებისთვის განკუთვნილი პროცესორების ბაზარზე. ახლახანს გამოსულ Milan-სერიის პროცესორებს აქვს იგივე Zen 3 ბირთვების არქიტექტურა, რაც Ryzen 5000 სერიის სამომხმარებლო პროცესორებს, რაც AMD-ს საშუალებას აძლევს უზურნველყოს მაღალი ერთნაკადიანი წარმადობა სერვერების სამუშაო დატვირთვისას. 2021 წლის ბოლოსთვის კომპანია ელის, რომ ოთხასზე მეტ ქლაუდ-სერვისში, რომელთა შორისაა Dell, HPC, Tencent, Microsoft, Google, Lenovo და სხვები, დანერგილი იქნება მე-3 თაობის Epyc პროცესორები 100-ზე მეტ პლატფორმაზე. ამჟამად ნახევრადგამტარი წარმოების ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა მიკროჩიპების შეზღუდული შემოთავაზება. ამ მიმართულებით AMD-მ TSMC-ის 7-ნანომეტრიანი პროდუქციის შეკვეთა გაზარდა წლიური გათვლით 80%-ით, გაუსწრო Apple-ს და გახდა ხსენებული კომპანიის 7-ნანომეტრიანი პროდუქციის უმსხვილესი მომხმარებელი. Zen 4 ბირთვების ბაზაზე არსებული სამომავლო პროცესორები გამოვა 2023 წელს და მათში გამოყენებული იქნება 5-ნანომეტრიანი EUV ტექნოპროცესი, რაც უზრუნველყოფს წარმადობის უპრეცედენტო ზრდას ბაზრის ყველა სეგმენტში. მიკროჩიპების წარმოებისას გამოყენებული უფრო და უფრო თხელი ტექნოპროცესების წყალობით, დიდი ალბათობით, ასევე მიღწეული იქნება ბირთვების რაოდენობის მატება სერვერულ სეგმენტში. ზოგიერთი წყაროს მოსაზრებით, მე-4 თაობის (Genoa) პროცესორებში არსებული ბირთვების რაოდენობის ზედა ზღვარი 96 იქნება. ჯერ უცნობია, გაიზრდება თუ არა ბირთვების რიცხვი სამომხმარებლო პროცესორების შემადგენლობაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ Intel-ის მე-12 თაობის Alder Lake ჰიბრიდულ პროცესორებში მოცემულია 16 ჰეტეროგენული ბირთვი, შესაძლოა AMD-მ გადაწყვიტოს 24 ერთეულამდე ბირთვის შემოთავაზება Ryzen-ის ტოპ ვერსიებში. http://bit.ly/3cQoqrb
  13. ინტერნეტ-წყაროების ცნობით, ჩინური კომპანია Xiaomi ახლოს არის საავტომობილო სფეროში საკუთარი პროექტის ორგანიზებასთან. როგორც ამბობენ, ინიციატივას Xiaomi-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი Lei Jun უძღვება და კომპანიის გეგმები მეტად ამბიციურია. მოარული ხმები იმის შესახებ, რომ Xiaomi თვალყურს ადევნებდა საავტომობილო ბაზარს, ერთი თვის წინ გავრცელდა. იმ დროს მიიჩნეოდა, რომ განიხილებოდა პროექტის რეალიზაციის სხვადასხვა ფორმა. ამჟამად კი წყაროები ამტკიცებენ, რომ საუბარი ეხება ავტომობილების გამოშვებას Xiaomi-ს მარკით. ასეთი მანქანები მიკუთვნებული იქნება საშუალო და ზედა ფასების სეგმენტებზე. ავტომობილებში, როგორც აღინიშნა, Xiaomi აპირებს აქტიურად გამოიყენოს საკუთარი ქმნილებები და უკვე გამოცდილი ტექნოლოგიები. დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ საუბარია მულტიმედია შესაძლებლობებსა და მძღოლის დამხმარე სხვადასხვა საშუალებაზე. Lei Jun უკვე შეხვდა ჩინური მანქანამთმშენებელი კომპანია NIO-ს ხელმძღვანელობას ინიციატივის განხილვის მიზნით. ასევე ცნობილია, რომ პროექტის რეალიზების ფარგლებში Xiaomi აპირებს იმოქმედოს საავტომობილო ინდუსტრიის სხვა ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, რომელთა შორისაა BYD. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ Xiaomi საკუთარი მარკით გამოუშვებს ელექტრომობილებს - ტექნოლოგიური კომპანიები არ გამოიყენებენ ამოწურვად რესურსებს. ცნობილია, რომ პროექტის ამოქმედების თარიღი მალე გამოცხადდება - მარტის ბოლოს ან აპრილში. http://bit.ly/3vHMXY1
  14. Ripple-ს ტექნიკურმა დირექტორმა დევიდ შვარცმა განაცხადა, რომ კომპანია ეძებს არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) მხარდაჭერის დამატების შესაძლებლობას XRP Ledger-ში. შვარცმა აღნიშნა, რომ პირადად მას აინტერესებს ორი კონკრეტული იდეა NFT-სთან დაკავშირებით. პირველი - ეს არის ადამიანების სწრაფვა ნივთების კოლექციონერობისკენ. „თუ გადახედავთ NFT-პროექტ NBA Top Shot-ს, მას ფანტასტიური სამომხმარებლო გამოცდილება აქვს. მომხმარებლებს მიაჩნიათ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ისეთი მნიშვნელოვანი რამის ფლობა, რაც არავის აქვს. ზუსტად არ ვიცი ეს რა სურვილია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მე მიყვარს ლებრონ ჯეიმსი, სტეფ კარი ან კიდევს სხვა და მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, რაც არავის აქვს. ” შვარცისთვის საინტერესო NFT-ის კიდევ ერთი ასპექტი არის ციფრული უფლებების იდეა. შვარცმა აღნიშნა, რომ ახლა ყველას აქვს ციფრული უფლებები ისეთ სერვისებზე, როგორიცაა სიმღერები iTunes-ზე, ელექტრონული წიგნები Kindle-ზე და ფილმები სტრიმინგ-პლატფორმებზე. მისი აზრით, ამ ციფრული უფლებების მომხმარებლების ამჟამინდელი გამოცდილება აბსოლუტურად საშინელებაა მუდმივად ცვალებადი ბაზრის გამო. Ripple-ს ტექნიკური დირექტორის კითხვაა არის თუ არა NFT ციფრული უფლებების სფეროში გრძელვადიანი გადაწყვეტილების შემუშავებისკენ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. შვარცის კომენტარები არ არის XRP Ledger-ის NFT-ით დაინტერესების პირველი მტკიცებულება. გასულ თვეში Ripple-ს მიერ მხარდაჭერილ სტუდია XRPL Labs-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ გეგმაში აქვს NFT-ის მხარდაჭერის დამატება. http://bit.ly/3cQU3ku
  15. მაღალსიჩქარიან ინტერნეტ Starlink-ის ტესტერებმა დააფიქსირეს სიჩქარის რეკორდული მაჩვენებელი - 400 მბ/წმ. შესაბამისი სქრინშოტები გააზიარა Reddit-ის ორმა მომხმარებელმა. რეკორდი კი დადგინდა კანადაში მცხოვრები პირის მიერ. მაქსიმალური სიჩქარე არ არის სტაბილური ინტერნეტის მაჩვენებელი, თუმცა შესაძლებელია Starlink-ის შესაძლებლობების შესახებ დასკვნების გაკეთება იმის გათვალისწინებით, რომ ზოგ ქვეყანაში 100 მბ/წმ-იც კი მაღალ სიჩქარედ ითვლება. მომავალში, როდესაც მეტი თანამგზავრი ამოქმედდება, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი შეძლებს მომხმარებლები სათანადო სიჩქარით უზრუნველყოს დედამიწის სხვადასხვა ნაწილში. ამ დროისთვის SpaceX-ს გაშვებული ყავს 1325 თანამგზავრი, აქედან ექსპლუატაციაშია 1200. უახლოეს დღეებში კომპანია აპირებს კიდევ სამოცი Starlink-თანამგზავრის გაშვებას. თებერვალში ილონ მასკმა გაახმაურა წლის გეგმა - მიღწეულ იქნას სტაბილური 30 მბ/წმ სიჩქარე. Starlink-ის სერვისებით სარგებლობს დაახლოებით 10 ათასი ადამიანი, მომხმარებლებს ბეტა-ტესტირებაში მონაწილეობა 500 აშშ დოლარი უჯდებათ (აღჭურვილობის შესაძენი თანხა), ასევე 100 აშშ დოლარი ყოველთვიური გადასახადი. აღჭურვილობის დაყენება დიდ დროს არ მოითხოვს, თანაც ინტერნეტში ხელმისაწვდომია უამრავი ინსტრუქცია. http://bit.ly/2P9hFZw
  16. კორპორაცია Microsoft-მა ორმაგი ეკრანის მქონე მოწყობილობებში, როგორიცაა Surface Duo, ბოლო ბეტა-ვერსიის განახლების შედეგად დაამატა Xbox Game Pass აპლიკაციის მხარდაჭერა. შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მეტი კომფორტი ცალკეული სენსორული მართვის საშუალებით ისეთი თამაშებისას, როგორებიცაა Minecraft Dungeons და Gears 5. წყარო: Windows Central Surface Duo-ზე სენსორული მართვის თამაში ჩართვისას ორ ეკრანზე ნაწილდება. ზედა დისპლეიზე აისახება თავად თამაშის პროცესი, მართვის ელემენტები კი ჩამოტანილია ქვედა ეკრანზე, რომელიც იმპროვიზირებული გეიმპადის ფორმით გვევლინება. დეველოპერებს შეუძლიათ თავიანთ პროექტზე მართვის ეკრანის ელემენტების ადაპტირება თავად მოახდინონ, ამიტომ ზოგიერთ თამაშს სხვადასხვა სენსორული ღილაკი და განლაგება გააჩნია. წყარო: Windows Central როგორც რესურს Windows Central-მა აღნიშნა, Xbox Game Pass-ის ზოგიერთ თამაშში მხარდაჭერილია მართვა Surface Duo-ს ჩაშენებული გიროსკოპის მეშვეობით. მაგალითად, Gears 5-ში შეძლებთ ირგვლივ მიმოიხედოთ სმარტფონის ფიზიკური გადაადგილების შედეგად. თავად Microsoft-მა ჯერ კიდევ 2019 წელს გააკეთა მინიშნება Surface Duo-ში ამ ფუნქციის გამოჩენის შესახებ, თუმცა მხოლოდ ახლა დაიწყო მისი რეალიზება. http://bit.ly/3r52aPm
  17. მაინინგზე სპეციალიზებული ერთ-ერთი ვიდეო დაფა NVIDIA CMP 30HX არაბულ რითეილერ Microless-ის ასორტმენტში გამოჩნდა. დუბაიში მოქმედმა სავაჭრო ობიექტმა Palit-ის მიერ წარმოებული ვერსია 724 აშშ დოლარად შეაფასა. ვიდეო დაფა დაფუძნებულია NVIDIA CMP-ის (Cryptocurrency Mining Processor) ერთ-ერთ პროცესორზე. ამ სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებლების დანიშნულებაა GeForce გეიმინგ ვიდეო დაფებიდან გადაიტანოს მაინერების ყურადღება. Palit GeForce CMP 30HX (NE630HX017J9-1160X) მოდელის GPU-ის საბაზისო სიხშირეა 1530 მჰც, დატვირთვის ქვეშ შესაძლებელია მისი გაზრდა 1785 მჰც-მდე. ეს მახასიათებლები შეესაბამება Palit GeForce GTX 1660 Super GP გეიმინგ ვიდეო დაფის შესაძლებლობებს. რითეილერი არ ასახელებს NVIDIA CMP 30HX მოდელის შემადგენლობაში არსებული CUDA ბირთვების რაოდენობას, თუმცა სავარაუდოდ მათი რიცხვია 1408, რადგანაც იგი დამყარებულია იმავე TU116 (Turing) ჩიპზე, რომელზეც GeForce GTX 1660 Super. Palit GeForce CMP 30HX დაფას ისევე, როგორც გრაფიკული ამაჩქარებლის გეიმინგ-ვერსიას, აქვს 6 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება 192-ბიტიანი სალტით, რომელიც მუშაობს ეფექტურ 14 გჰც სიხშირეზე. შედეგად ვიდეო დაფის მეხსიერება უზრუნველყოფს 336 გბ/წმ-მდე სიჩქარეს. იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული დაფა განკუთვნილია მხოლოდ მაინინგისთვის, მას არ გააჩნია არანაირი გარე ვიდეოინტერფეისი. TDP-ის დონე 125 ვატს შეადგენს. გრაფიკული ამაჩქარებლისთვის დამატებითი კვების მიწოდებას უზრუნველყოფს ერთი 8-პინიანი კონექტორი. ამაჩქარებელი მზადაა უზრუნველყოს კრიპტოვალუტა Ethereum-ის მოპოვების ეფექტურობა 26 მჰეშ/წმ დონეზე. უნდა აღინიშნოს, რომ არაბთა გაერთიანებულ ემირატებში პროდუქტის საფასური შეიცავს 5%-იან დღგს. შესაბამისად, მოსაკრებლის გარეშე Palit GeForce CMP 30HX დაფის ღირებულება შეადგენს 689.37 აშშ დოლარს. http://bit.ly/3eOHTLp
  18. რეითრეისინგის ტექნოლოგია საჭიროებს გრაფიკული ადაპტერის დიდ რესურსს, ამცირებს fps-ს და იწვევს არც ისე მაღალი წარმადობის მქონე ვიდეო დაფების მფლობელების უკმაყოფილებას. NVIDIA-ს აქვს გადაწყვეტილება ამ მიმართულებით - ტექნოლოგია DLSS (ამჟამად უკვე 2.0 ვერსია), რომელიც საშუალებას იძლევა საგრძნობლად გაიზარდოს წარმადობა გამომსახულების ხარისხის პრაქტიკულად შეუმჩნეველი კარგვის ხარჯზე. კომპანია AMD ასევე მუშაობს ანალოგიურ ტექნოლოგიაზე, რომლის სახელწოდებაა FidelityFX Super Resolution. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა Scott Herkelman-მა აღნიშნა ახალი ფუნქციის მთელი რიგი საინტერესო დეტალები, რესურს VideoCardz-მა კი აქედან გამოყო მთავარი მახასიათებლები. AMD-ს წარმომადგენლის თქმით, კომპანიის სპეციალისტები კვლავ მუშაობენ ახალი ტექნოლოგიის შემუშავებაზე, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან ტექნიკური საკითხების გარდა საჭიროა სხვადასხვა გაფართოებაზე მუშაობის სირთულეების შესწავლა. დეველოპერებისა და პარტნიორების გარემოში ფუნქციის დანერგვისთვის აუცილებელია "ნიადაგის მომზადება". ფოტოს წყარო: AMD გარდა ამისა, სკოტ ჰერკელმანმა აღნიშნა, რომ FidelityFX Super Resolution ტექნოლოგია (შემოკლებით FSR) სულაც არ იქნება დაფუძნებული მანქანური სწავლების საფუძველზე, რაც საკმაოდ მოსალოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ AMD-ის გრაფიკულ პროდუქტებს ამისათვის ბირთვები არ აქვთ გამოყოფილი. მან ასევე განაცხადა, რომ გათვალისწინებულია დეველოპერებისთვის და გეიმინგ-საზოგადოებისთვის შექმნილი კომფორტი, ასევე პლატფორმებსშორისი სწრაფი დანერგვის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია გათვალისწინებულია მთელი რიგი პლატფორმებისთვის, FidelityFX Super Resolution უპირველეს ყოვლისა ამოქმედდება პერსონალურ კომპიუტერებზე. რაც შეეხება ახალი ფუნქციის დებიუტს, AMD-ს წარმომადგენელს ზუსტი თარიღი არ გაუხმაურებია, თუმცა განაცხადა, რომ მოვლენას მიმდინარე წელს უნდა ველოდოთ. http://bit.ly/3cO9Kch
  19. Bitcoin-ის მაინერების შემოსავალმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, 52.3 მლნ აშშ დოლარს დღე-ღამეში (355.1 მლნ აშშ დოლარი კვირაში) - მოწმობს ანალიტიკურ კომპანია Glassnode-ის ანგარიში. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მაინერებმა შეძლეს შემოსავლის გაზრდა მიუხედავად იმისა, რომ მოპოვებულ ბლოკზე ჯილდო შემცირდა 2020 წლის მაისში. კრიპტოვალუტების ისტორიაში მესამე ჰალვინგის შემდეგ მოპოვებულ ბლოკზე მიღებული ჯილდო 12.5-დან 6.25 Bitcoin-ამდე შემცირდა. Glassnode-ში აღნიშნავენ, რომ ბოლო ჰალვინგის შემდგომ ახლო პერიოდში მაინერები გამოიმუშავებდნენ დაახლოებით 1000 Bitcoin-ს დღეში. ამ ტრანზაქციებზე გათვალისწინებული საკომისიო შეადგენდა ღირებულების მხოლოდ მეათედ ნაწილს. ამჟამად კრიპტოსავალუტო ბირჟებიდან წარმოებული ოპერაციების აქტივობა იზრდება და ასეთი საკომისიოების მოცულობა უკვე მთლიანი მოცულობის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. თებერვალში მაინერებმა შეძლეს კვირაში გამოემუშავებინათ 354.4 მლნ აშშ დოლარი და მოხსნეს 2017 წლის რეკორდი. იმ დროს საკომისიო მოსაკრებელი შეადგენდა შემოსავლის დაახლოებით 15%-ს. http://bit.ly/3eIYuAq
  20. Instagram გეგმავს შეზღუდოს უერთიერთქმედება ზრდასრულ პირებსა და მოზარდებს შორის მათივე უსაფრთხოების მიზნით. ამისთვის კომპანია გააუქმებს ზრდასრულების მიერ მოზარდებთან მიმოწერის შესაძლებლობას, თუკი ისინი გამოწერაში არ იმყოფებიან. მოდერაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „საეჭვო მომხმარებლებს“ - ასეთებად ჩაითვლებიან ის პირები, ვინც მოზარდებს დიდი რაოდენობით შეტყობინებებს უგზავნის. მოზარდი ასაკის მომხმარებლები „საეჭვო მომხმარებლებთან“ კომუნიკაციისას მიიღებენ მინიშნებებს, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები, რომ არ გაუზიარონ პირადი მონაცემები ან ფოტოები მათ, ვისაც არ იცნობენ. ასევე შეეძლებათ მათი დაბლოკვა და გასაჩივრება პირდაპირ Direct-იდან. კომპანია გეგმავს შეიმუშავოს ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც განსაზღვრავს იმ მომხმარებლებს, ვინც პროფილის რეგისტრაციისას 13+ წლის ასაკის მოტყუებას ცდილობენ. როგორ იმუშავებს ინოვაცია ჯერ უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, გაანალიზდება კონტენტი, რომელსაც ადამიანი ათვალიერებს. http://bit.ly/3tyDKj3
  21. Intel-მა წარადგინა მე-11 თაობის Core პროცესორების სერია, სახელწოდებით Rocket Lake-S. უფროსი მოდელია რვაბირთვიანი Core i9-11900K, რომელიც გვევლინება, როგორც ახალი საუკეთესო ჩიპი გეიმინგ სისტემებისთვის, რაც განპირობებულია გაუმჯობესებული არქიტექტურითა და 5.3 გჰც ტაქტის სიხშირით. Rocket Lake-S სერიის პროცესორების მთავარი სიახლეა პროცესორის ბირთვების ახალი მიკროარქიტექტურა Cypress Cove. ეს გახლავთ Sunny Cove-ის მონათესავე არქიტექტურა, რომელიც დამზადებულია 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, თუმცა შეუძლია უზრუნველყოს IPC წარმადობის 19%-იანი ზრდა გასული თაობის დესკტოპ პროცესორებთან შედარებით. Rocket Lake-S სერიაში რეალიზებული სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებია - ახალი გრაფიკული ბირთვი Intel UHD Xe-არქიტექტურით, რომელიც უზრუნველყოფს ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობის ზრდას 50%-ით დესკტოპ სეგმენტში. ამასთან ერთად, ახალ გრაფიკას აქვს დამატებითი მედიაფორმატების 10-ბიტიანი AV1 და 12-ბიტიანი HEVC მხარდაჭერა, აგრეთვე HDMI 2.0-თან მუშაობის შესაძლებლობა. მე-11 თაობის Core დესკტოპ-პროცესორების სხვა გაუმჯობესებაზე საუბრისას Intel-ი ხაზს უსვამს Intel Deep Learning Boost ტექნოლოგიისა და ვექტორული ინსტრუქცია AVX-512 VNNI-ს (Vector Neural Network Instructions) მხარდაჭერას, რაც უზურნველყოფს იმ აპლიკაციების მუშაობის დაჩქარებას, რომლებშიც გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ალგორითმები. კიდევ ერთი მომენტი, რომელზეც Intel-ი ყურადღებას ამახვილებს ოფიციალურ მასალებში - ეს არის აჩქარების გაფართოებული შესაძლებლობები ახალი ოვერქლოქინგ-ინსტრუმენტების დამატებით. მათ შორისაა: მეხსიერების სიხშირის ცვლილების შესაძლებლობა Windows-იდან სისტემის გადატვირთვის გარეშე; მეხსიერების აჩქარების ხელმისაწვდომობა H570 და B560 ჩიპსეტზე არსებულ ბიუჯეტური დედა დაფების მქონე სისტემებში; ძაბვის დამოუკიდებელი რეგულირების შესაძლებლობა AVX2 და AVX-512 ინსტრუქციებთან მუშაობისას, აგრეთვე პროცესორში AVX-ის სრულად გათიშვის საშუალება. გარდა ამ ყველაფრისა, Rocket Lake-S პროცესორებში გამოყენებულია მეხსიერების ახალი კონტროლერი თაიმინგის გაფართოებული პარამეტრებითა და დამატებითი Gear 2 რეჟიმით ასინქრონული აჩქარებისთვის, რომელიც საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას DDR4-ის გაცილებით მაღალი სიხშირეები. Rocket Lake-S პროცესორები ოფიციალურად თავსებადი იქნება DDR4-3200 SDRAM-თან. ამას გარდა, მათში გამოჩნდება PCI Express 4.0 ინტერფეისის მხარდაჭერა, თანაც ხაზების რიცხვი ოცამდე გაიზრდება, რაც მფლობელს საშუალებას მისცემს დააკავშიროს CPU არა მხოლოდ გრაფიკულ ბარათთან, არამედ NVMe დისკთანაც (500-სერიის ჩიპსეტზე არსებულ დაფაზე). Intel-მა გააზიარა დამატებითი ინფორმაცია Rocket Lake-S სერიის ფლაგმანური რვაბირთვიანი Core i9-11900K ჩიპის წარმადობის შესახებ. შიდა ტესტების თანახმად ეს პროცესორი უზრუნველყოფს Core i9-10900K-სთან შედარებით დაახლოებით 11%-იან უპირატესობას თამაშებში და მნიშნელოვან უპირატესობას აჩვენებს Ryzen 9 5900X-ზე (Full HD გაფართოებაზე, GeForce RTX 3080 დაფით). Intel-მა ასევე გაასაჯაროვა ხსენებული სერიის პროცესორების მოდელები და მათი სარეკომენდაციო ფასები. Rocket Lake-S პროცესორებს ექნება 8 ან 6 ბირთვი და გაიყიდება Core i9, Core i7 და Core i5 სერიებში. ახალი მოდელების ფასები ოდნავ მაღალია ამჟამინდელ Comet Lake-თან შედარებით. უფროსი მოდელი Core i9-11900K გაიყიდება 539 აშშ დოლარად (შედარებისთვის, Core i9-10900K-ის სარეკომენდაციო ფასია 499 $), რვაბირთვიანი Core i7-11700KF მოდელის ფასი იქნება 374 $ (Core i7-10700K ღირს 359 $), უმცროსი ექვსბირთვიანი Core i5-11400F მოდელის ფასი კი იქნება 157 $ ისევე, როგორც Core i5-10400F ჩიპის შემთხვევაში. Intel-მა ასევე განაახლა Core i3 და Pentium პროცესორების სერია - ისინი ახლა უკვე ხელმისაწვდომი იქნება წინამორბედი Comet Lake პროცესორების ანალოგიურად ოდნავ გაზრდილი ტაქტის სიხშირეებით. წარმოდგენილი Core 11 თაობის პროცესორების გაყიდვა დაიწყება 30 მარტიდან. http://bit.ly/3bWrR0q
  22. ორშაბათს, 15 მარტს, მსხვილ მოთამაშეებზე ორიენტირებულმა კრიპტო პლატფორმა OSL-მა განახორციელა პირველი გარიგება ციფრული აქტივებით რეალურ დროში. OSL ფლობს ჰონგკონგის ფასიანი ქაღალდებისა და ფიუჩერსების კომისიის (SFC) ლიცენზიას. პირველი გარიგებები რეალურ დროში შედგა საცდელი პერიოდის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ პარტნიორები და ინვესტორები. ”ციფრული აქტივებით, მაგალითად Bitcoin-ით ვაჭრობა და კრიპტოვალუტის შენახვა შეიძლება უსაფრთხოდ განხორციელდეს წამყვანი გლობალური მარეგულირებლის მეთვალყურეობით ჰონგკონგში. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია გლობალურ დონეზე ციფრული აქტივების ინსტიტუციონალური მიღების მიმდინარე პროცესში ”, - განაცხადა OSL-ის გენერალურმა დირექტორმა უეინ ტრენჩმა. კრიპტო პლატფორმა ასევე უზრუნველყოფს საბროკერო, სამეურვეო და SaaS-სერვისებს. მისი ოპერატორია SFC-ის მიერ ლიცენზირებული BC Technology Group, რომელმაც აუდიტორული შემოწმება გაიარა „დიდი ოთხეულის“ ერთ-ერთ კომპანიასთან. 2020 წლის თებერვალში ფინანსურმა ჰოლდინგმა Fidelity Investments 14 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო BC Technology Group-ში და გახდა აქციების 5.6%-ის მფლობელი. 2021 წლის იანვარში კომპანიამ გაზარდა ინვესტიციები OSL ოპერატორში - მათმა მოცულობამ შეადგინა 6.71 მილიონი აშშ დოლარი. ამ დროს Fidelity-ს 6.29%-იანი წილი ჰქონდა BC Technology Group-ში. http://bit.ly/3lp3jQz
  23. თანამედროვე გეიმერებისთვის ხელმისაწვდომია უზარმაზარი რაოდენობის დამატებითი პერიფერიული მოწყობილობები, მაგრამ მწარმოებლები მაინც ახერხებენ ახალი მოწყობილობების იდეების მოფიქრებას. დაფინანსების მოძიების პლატფორმა Crowdfunding Espresso-ს აქვს არაჩვეულებრივი მოწყობილობა MSI-ს დიზაინის დეპარტამენტისგან, რომელიც ინოვაციებზეა ორიენტირებული. ეს მოწყობილობაა კიბერსპორტული სატერფული (პედალი). გეიმინგისთვის განკუთვნილი MSI Liberator სატერფულის კონსტრუქცია საკმაოდ საინტერესოა. ძირითადი სატერფულის გარდა გათვალისწინებულია ორი გვერდითი ღილაკი, რომლებზე დაჭერა მარტივია ტერფის მობრუნებისას. ამგვარად, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია დაჭერის სხვადასხვა კომბინაცია, შესაძლოა რეალიზებულ იქნას მაკროსების ჩაწერაც, რაც დამატებით გააფართოვებს ფუნქციონალს. ფოტოს წყარო: crowdfunding-espresso მოწყობილობას წარმატება ელის. სამომავლოდ სატერფულის კონსტრუქცია შესაძლოა მნიშვნელოვნად გართულდეს და გაუმჯობესდეს. მაგალითად, დაემატოს სხვა ღილაკები, დაიყოს სატერფული სეგმენტებად ან დაემატოს სენსორული პანელი. ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო გახდება, თუკი გეიმინგში მეორე ფეხიც იქნება ჩართული. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კითხვების შემთხვევაში კომპანიას მიმართონ. გამოკითხვის გვერდზე სატერფულის საცალო ფასად მითითებულია 3900 აშშ დოლარი, თუმცა პირველი 500 შემკვეთი მას 2790 აშშ დოლარად შეიძენს. http://bit.ly/3cFLR6F
  24. Volkswagen-ის ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ 2023 წლიდან დაიწყება უნიფიცირებული პრიზმული აკუმულატორის წარმოება, რომელიც ათწლეულის ბოლოს დაინერგება კონცერნის ელექტრომობილების 80%-ში. როგორც ცნობილია, იგი შეძლებს უკუმიმართულებით მუხტის გადაცემას. Volkswagen ასევე შექმნის ქსელისგან დამოუკიდებელ დამტენ სადგურებს. ფოტოს წყარო: The Verge, Volkswagen როგორც რესურსი The Verge განმარტავს, 2022 წლიდან MEB პლატფორმაზე შექმნილი ყველა ელექტრომობილი შეძლებს ელექტროენერგიის გადაცემას გარე მომხმარებლებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მფლობელებს არა მარტო შეეძლებათ ხელსაწყოების ან საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის ელექტროენერგიის გადაცემა ქალაქგარეთ გასვლისას, არამედ ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში შეძლებენ საკუთარი სახლების ელექტროენერგიით მომარაგებას. ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა განააცხადა, რომ Tesla-ს Cybertruck ელექტრო პიკაპი შეძლებს ტრაილერისთვის ენერგიის მიწოდებას თავისი ელემენტებიდან. საინტერესოა ის, რომ Tesla-ს ამჟამად არსებული ელექტრომობილების ექსპლუატაციისას ენერგიის წყაროდ გამოიყენება სტანდარტული 12-ვოლტიანი ბატარეა ინვერტორთან ერთად და ამგვარი კავშირი ხანგრძლივი ვადით საკმარისი არ არის. Volkswagen-ის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ კომპანია წარადგენს არა მხოლოდ სტაციონარულ, არამედ მობილურ დამტენ სისტემებსაც. რეალურად, ისინი პრინციპის მხრივ შეიძლება შევადაროთ სმარტფონების გარე ბატარეებს - მათ შეუძლიათ იმუშაონ ქსელთან მუდმივი კავშირის გარეშე. ასევე შემუშავებულია დამტენი სადგურის რობოტიზებული ვერსია, რომელიც აღჭურვილია სპეციალური მანიპულატორით. როგორც ჩანს, ასეთ გადაწყვეტილებებზე მოთხოვნა გაჩნდება ავტოპილოტზე გადასვლის შემდეგ, როდესაც ელექტრომობილებს თავად შეეძლებათ მიაკითხონ დამტენ სადგურებს. ღონისძიებაზე ასევე გაირკვა, რომ Volkswagen-ის ძალისხმევა - დაიწყოს ბატარეების დამოუკიდებელი წარმოება Northvolt-თან ტანდემში სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია უარს იტყვის გარე მომწოდებლებისგან ბატარეების შესყიდვაზე. კონცერნი გააგრძელებს ბატარეების შეძენას LG Energy Solution-ის, SK Innovation-ის, CATL-ისა და Samsung SDI-სგან. უფრო შორეულ პერსპექტივაში თავის ნაყოფს გამოიღებს ინვესტიცია QuantumScape-ში - ეს გახლავთ მყარი ელექტროლიტის აკუმულატორების მწარმოებელი, რომლის პროდუქტში მოცულობა გაიზრდება 80%-ით, გაორმაგდება მუხტის შენარჩუნების სიმკვრივე და უფრო უსაფრთხო იქნება ექსპლუატაციისას. http://bit.ly/30OezfS
  25. ინდოეთი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც კრძალავს კრიპტოვალუტების გამოყენებით ოპერაციებს და აყენებს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მაინერებისა და ტრეიდერებისთვის. ამის შესახებ წერს Reuters-ი, მაღალი თანამდებობის ანონიმური პირის ინფორმაციაზე დაყრდნობით. დოკუმენტი მოქალაქეებს ექვსი თვის განმავლობაში ციფრული ვალუტის ლიკვიდაციას ავალებს. ამ პერიოდის შემდეგ მფლობელებს ჯარიმები დაეკისრებათ. სამომავლოდ კი კრიპტოაქტივების ფლობაზე, გამოშვებაზე, მოპოვებაზე, ვაჭრობასა და გადაცემაზე გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით ხელისუფლება გეგმავს კრიპტოვალუტის აკრძალვას ბლოკჩეინის განვითარების შეფერხების გარეშე. ”თავად ტექნოლოგიის გამოყენებას ზიანი არ მოაქვს, მაგრამ მთავრობა დააწესებს ჯარიმებს მათთვის, ვინც კრიპტოაქტივების ლიკვიდაციას არ განახორციელებს კანონით დადგენილი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში”, - განმარტა მან. ოფიციალურმა პირმა უარი თქვა ჯარიმების ოდენობისა და პატიმრობის ვადის გამჟღავნებაზე. მისივე თქმით, დოკუმენტის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. შეფასების თანახმად ინდოეთში 8 მილიონი ინვესტორი ამჟამად ფლობს ციფრულ აქტივებს, რომელთა საერთო ღირებულება ჯამში 1.4 მილიარდი აშშ დოლარია. ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. 2019 წელს ინდოეთის ხელისუფლებაზე დაქვემდებარებულმა სამუშაო ჯგუფმა დაასკვნა, რომ კრიპტოვალუტებს „ფასეულობა არ გააჩნია“. ხელოსუფლებას ურჩიეს აეკრძალა ყველა ციფრული აქტივი, გარდა ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული ტოკენებისა. იმ დროს კომისიის წინადადება იყო 330 ათასი აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმის დაწესება და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მაინერებისა და ტრეიდერებისთვის. არაერთი მედიასაშუალების ცნობით, კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ დოკუმენტი ინდოეთის მინისტრთა საბჭოს წარედგინა 2020 წლის სექტემბერში. 2021 წლის თებერვალში Bloomberg-მა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ ანონიმურ პირზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აკრძალვის შემოღების შემთხვევაში აქტივების მფლობელებს მიეცემათ სამიდან ექვს თვემდე ვადა პოზიციების დასახურად. გარდამავალი პერიოდის ბოლოს მოხდება ინვესტიციების ლიკვიდაცია. http://bit.ly/3rMtR0w
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.