Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. 2021 წელს Ethereum-მა შესაძლოა მომგებიანობის კუთხით Bitcoin-ს გადააჭარბოს და მისმა ფასმა მიაღწიოს 10 ათას აშშ დოლარს - ამგვარი პროგნოზი გამოთქვა ცნობილმა კრიპტოტრეიდერმა და The Wolf Of All Streets პოდკასტის წამყვანმა სკოტ მელკერმა Cointelegraph-თან ინტერვიუში. მისი აზრით, Bitcoin-ის ფასის კონსოლიდაციის მიმდინარე პერიოდი მეტად ოპტიმისტური გახდა კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტისთვის, რომლის კურსმა ცოტა ხნის წინ ახალ მაქსიმუმს მიაღწია. სწორედ Ethereum-ის წარმადობა დაასახელა ტრეიდერმა Altcoin-ების ბაზრის ზრდის მთავარ კატალიზატორად. მან განაცხადა, რომ ბოლო თვეებში მან თავისი სტრატეგია დიდწილად შეცვალა პირველი კრიპტოვალუტიდან Ethereum-ის სასარგებლოდ. „ეს მე მაგონებს ინტერნეტში ინვესტირებას 1990-იანი წლების დასაწყისში“ - განაცხადა მელკერმა. იგი Ethereum-ის ფასის მისეულ მოკლევადიან პროგნოზს გადამეტებულ სითამამედ არ თვლის: „არ მესმის, რატომ არის ეს წარმოუდგენელი რამ. რეალურად, ეს იქნება ფასის მხოლოდ ხუთჯერ ზრდა. Bitcoin-ის ფასი გასულ წელს თითქმის სამჯერ გაიზარდა“. შეგახსენებთ, ბირჟა Kraken-ის ანალიტიკოსებმაც დაუშვეს, რომ Ethereum-ის შემოსავლიანობა გადააჭარბებს Bitcoin-ის მაჩვენებელს, თავად მონეტის ფასი კი 15 ათას დოლარზე მეტი იქნება. კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ზრდაში დარწმუნებულია საინვესტიციო კომპანია SkyBridge Capital-ის დამფუძნებელი და მმართველი ენტონი სკარამუჩი. 2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში Bitcoin-ის ფასი გაიზარდა 103%-ით, ეს იყო ფლაგმანური კრიპტოვალუტის საუკეთესო მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ. Ethereum-ის კოტირებებმა 250%-ზე მეტით მოიმატა. https://bit.ly/3dSSkvw
  2. Xbox კონსოლებისთვის განკუთვნილმა სერვის Game Pass-მა ბევრი გეიმერი აიძულა პრიორიტეტი მიენიჭებინათ Microsoft-ის კონსოლისთვის, რადგანაც ხელმისაწვდომ ფასად მომხმარებელს შეუძლია წვდომა მიიღოს თამაშების ბიბლიოთეკაზე და თავიდან აირიდოს მათ შესაძენად მნიშვნელოვანი თანხის დახარჯვა. მსგავსი ანალოგი არ გააჩნია Xbox-ის მთავარ კონკურენტს - Sony-ს, რაც კონსოლების გაყიდვაზე აისახება. როგორც ჩანს, Sony აღიარებს ამას, ამიტომ სურს გამოუშვას სერვისის საკუთარი ვარიანტი - განაცხადა დევიდ იაფემ თავის ბოლო პოდკასტში. იგი PlayStation-ისთვის განკუთვნილი ბევრი თამაშის დეველოპერია. კომპანიის ხელმძღვანელმა უკვე მიუთითა PlayStation-ისთვის განკუთვნილი, Game Pass-ის ალტერნატივის გამოშვების შესახებ. PlayStation-ის მთავარი მახასიათებელია ექსკლუზიური თამაშები შთამბეჭდავი ღირებულებით. ისეთი სერვისის გამოშვება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ თამაშებით მათი სრული ფასის გადახდის გარეშე, Sony-ს კონსოლს ერთ-ერთ დიდ უპირატესობას მიანიჭებს Xbox-სთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით Game Pass-ს 18 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. https://bit.ly/3a0nbVI
  3. ბოლო სამი თვის განმავლობაში SpaceX-მა განახორციელა Starlink-თანამგზავრების რვა წარმატებული გაშვება - დედამიწის ახლო ორბიტაზე გაიყვანა 480 აპარატი. 6 აპრილს, ბოლო ამგვარი მისიისას SpaceX-ის პრეზიდენტმა და ოპერაციების დირექტორმა Gwynne Shotwell-მა განაცხადა, რომ გლობალური დაფარვა მიღწეული იქნება რამდენიმე თვეში. Satellite 2021 LEO Digital Forum-ზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ SpaceX იმედოვნებს ზღვარის გადალახვას რამდენიმე თვეში, როდესაც ჯამში შეასრულებს Starlink-თანამგზავრების 28 რეგულარულ გაშვებას. აღსანიშნავია, რომ 7 აპრილს შედგა 1.0 თანამგზავრების 23-ე წარმატებული გაშვება, რომელთა პირველი ნაწილი ორბიტაზე 2019 წლის ნოემბერში გავიდა. 250 კმ სიმაღლეზე გაშვებულ იქნა კიდევ 60 თანამგზავრი. საერთო ჯამში, ამ 17 თვეში გაშვებული 1383 თანამგზავრიდან დაახლოებით 1369 კვლავ ორბიტაზეა და მათგან სულ მცირე 1356 მუშაობს. 900-ზე მეტმა მიაღწია საბოლოო ორბიტას და მუშა მდგომარეობაშია. კიდევ 400 მათგანი იმყოფება 550 კილომეტრი სიმაღლის საექსპლუატაციო ზონიდან რამდენიმე ასეული კილომეტრით ქვემოთ საპარკინგე ორბიტაზე. SpaceX-ის დაფარვის ზონა მარტის დასაწყისისთვის (809 თანამგზავრი) SpaceX დაახლოებით ორი კვირის მანძილზე შეაჩერებს Starlink-ის გაშვებას, რათა მთლიანად კონცენტრირდეს პილოტირებულ Crew-2 მისიაზე. როგორც ცნობილია, Starlink-ის დაჩქარებულ გაშვებას კომპანია აპრილის ბოლოს დაუბრუნდება. თუკი ამ დროიდან SpaceX დაიცავს 2021 წლის პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს და თანამგზავრებს გაუშვებს ყოველ 12 დღეში, Starlink-28-ის გაშვება შედგება დაახლოებით ივნისის ბოლოს, შესაძლოა უფრო ადრეც. ამის შემდეგ საჭირო იქნება თითოეული თანამგზავრის ფუნქციონირების შემოწმება და მათი მიღწევა სამუშაო ორბიტამდე. Falcon 9-ის გაშვება მისია Starlink 14-ის დროს. 14 მარტი. SpaceX თუკი არ მოხდება თანამგზავრების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მწყობრიდან გამოსვლა ან სამიზნე ორბიტაზე გასვლა მეტისმეტად დიდ დროს არ წაიღებს, SpaceX-ს ექნება საკმარისი რაოდენობის აქტიური სატელიტები (დაახლოებით 1700), რათა მოხდეს მსოფლიოს დაფარვა სატელიტური ქსელით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. https://bit.ly/2PNfawG
  4. მსოფლიო მოსამართლე სარა ნეტბერნი მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო ბრედ გარლინგჰაუსის და კრის ლარსენის პირადი ფინანსური ანგარიშგების გამჟღავნება SEC-ის მოთხოვნით Ripple-ის წინააღმდეგ მარეგულირებლის სარჩელის განხილვის ფარგლებში. 2020 წლის დეკემბერში SEC-მა Ripple დაადანაშაულა 1.3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების XRP ტოკენის სახით გაყიდვაში. საქმის მოპასუხეები ასევე იყვნენ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბრედ გარლინგჰაუსი და თანადამფუძნებელი კრის ლარსენი. მარეგულირებელმა ორგანომ მათ ქმედებებზე ყურადღება გაამახვილა თებერვალში შეტანილი სარჩელის სახეცვლილ ვერსიაში. SEC-მა ექვსი ბანკისგან გამოითხოვა მონაცემები ბოლო რვა წლის განმავლობაში ბრალდებულთა ფინანსური ოპერაციების შესახებ. Ripple-ის ადვოკატებმა სასამართლოს სთხოვეს, დაებლოკა მარეგულირებლის მოთხოვნა. მათ აღნიშნეს, რომ კომპანიის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ მიაწოდონ მონაცემები XRP-ის ტრანზაქციებისა და XRP ოპერაციების შესახებ. მოსამართლემ კომპანიის შუამდგომლობა დააკმაყოფილა: ”ვინაიდან SEC ითხოვს პირად ფინანსურ ანგარიშგებას ინფორმაციის სისრულის გადამოწმების შესახებ, რომლის მოწოდებასაც მოპასუხეები დათანხმდნენ, სასამართლო ვერ პოულობს მტკიცებულებებს იმის დასადასტურებლად, რომ ასეთი გადამოწმება არის საჭირო ან მიზანშეწონილი.” სასამართლოს განჩინებაში ნათქვამია, რომ ამგვარი მოთხოვნები გამოიწვევს ისეთი პირადი ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელსაც "არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ მოპასუხე მხარე სთავაზობდა ან ყიდიდა XRP-ს საზოგადოებრივ ბაზარზე ან ხელს უწყობდა მის გაყიდვას პოტენციურ ინვესტორებზე". მანამდე მოსამართლე ნეტბერნმა დააკმაყოფილა Ripple-ის შუამდგომლობა SEC-ის დოკუმენტებზე წვდომის შესახებ, რომელშიც მოცემულია მარეგულირებლის „ინტერპრეტაცია და შეხედულებები“ Bitcoin-ისა და Ethereum-ის შესახებ. https://bit.ly/3wGjFcZ
      • 1
      • Upvote
  5. დღესდღეობით სულ უფრო მეტი კომპანია ქმნის საკუთარ ნეიროქსელს. მანქანებს ანდობენ ისეთ რუტინულ ამონაცანებს, როგორებიცაა მომხმარებლებთან ურთიერთობა, ჩატში მუშაობა და საწარმოო ციკლის ავტომატიზაცია. პარალელურად იზრდება ქლაუდ-გამოთვლების პოპულარობა, აგრეთვე იქმნება მაღალი წარმადობის ინტელექტუალური სისტემები, რომლებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ პრიმიტიული ამოცანებით, არამედ ისინი შეძლებენ ადამიანებივით „აზროვნებას“. ამ მიზნის მიღწევა ჯერჯერობით ხელოვნური ინტელექტის მომდევნო თაობის ამოცანაა, ჯერჯერობით კი დეველოპერების ძალისხმევა მიმართულია მანქანური სწავლების ალგორითმებისკენ. რადგანაც მანქანური სწავლების პროცედურა რთულია და უზარმაზარ გამომთვლელ სიმძლავრეს საჭიროებს, უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება NVIDIA-ს ვიდეო დაფები, კონკრეტულად კი Tesla V100. ცოტა ხნის წინ გაყიდვაში გამოვიდა კიდევ უფრო მძლავრი A100, თუმცა ნახევრადგამტარი პროდუქციის დეფიციტის გამო მათი მოპოვება პრობლემატურია. რაის ბრაუნის საინჟინრო სკოლაში აცხადებენ, რომ კომპანიები დღეს მილიონობით დოლარს ტყუილად ხარჯავენ, რადგან ოპტიმალური ალგორითმის შემუშავების ნაცვლად ისინი განაგრძობენ სწავლებისადმი ინდივიდუალური მიდგომის შექმნას. მეცნიერებმა გადაწყვიტეს ოპტიმიზაციის უპირატესობის დამტკიცება Intel-ის პროცესორებისთვის ალგორითმის შემუშავებით, AVX512 და AVX512_BF16 მხარდაჭერით. ძრავი დამყარებულია C ++ OpenM-ზე და მოხდა მისი ტესტირება შემდეგ აპლიკაციებში: WikiLSHTC-325K, Amazon-670K და Text8. ექსპერიმენტში მონაწილეობდა ჩიპი Cooper Lake (ზუსტი მოდელი არ სახელდება), რომელიც უმძლავრეს Tesla V100 ვიდეო დაფაზე ბევრად სწრაფი აღმოჩნდა. პირველ ტესტში მან 5-ჯერ მეტი წარმადობა დააფიქსირა, მეორეში - თითქმის რვაჯერ მეტი, მესამეში - 15-ჯერ მაღალი. მკვლევარებმა განმარტეს, რომ საუბარი ეხებოდა ოპტიმიზებულ პროცესორს, ხოლო სტანდარტული შტატ-ეგზემპლარი შეძლებს 11-ჯერ მაღალი სიჩქარის უზრუნველყოფას Tesla V100-თან შედარებით. ექსპერიმენტის შედეგად მიღწეულ იქნა ახალი ალგორითმი, რომელიც არ არის უნივერსალური, მაგრამ დღეს არსებული პროცესორების ფუნქციების გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. მწვავე დეფიციტის პირობებში ასეთი ნაბიჯი ლოგიკურად და გონივრულად გამოიყურება, რადგან ვიდეო დაფები არა მხოლოდ უფრო ძვირია, არამედ ისინი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი გაყიდვაში. https://bit.ly/3saq7Fo
  6. ინტერნეტ წყაროების ინფორმაციით კომპანია Xiaomi Redmi ბრენდის პირველ გეიმინგ სმარტფონს დააანონსებს მიმდინარე თვის შუა პერიოდში ან ბოლოს. მოწყობილობა დაფუძნებული იქნება MediaTek-ის პლატფორმაზე. მოწყობილობის მზადების შესახებ ადრე ისაუბრა Redmi-ს გენერალურმა მენეჯერმა Lu Weibing-მა. მისი თქმით, ახალი სმარტფონისთვის შერჩეულია პროცესორი Dimensity 1200 რვა ბირთვით (3.0 გჰც-მდე), გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G77 MC9 და 5G მოდემი. როგორც ამჟამად გახდა ცნობილი, სმარტფონის კოდური დასახელებაა M2104K10x. მზადდება რამდენიმე რეგიონალური მოდიფიკაცია: მაგალითად, ჩინური ვერსიის კოდია M2104K10C. ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ ზოგიერთ ბაზარზე ახალი მოწყობილობის დებიუტი შესაძლოა შედგეს Poco ბრენდის სახელით. მოწყობილობას ექნება AMOLED დისპლეი 120 ჰც კადრის განახლების სიხშირით, მრავალმოდულიანი კამერა 64-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორით და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი იქნება დამხმარე ფიზიკური ღილაკები თამაშების მართვისთვის. ახალი Redmi იქნება ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სმარტფონი, რომელიც სპეციალურად გეიმერებისთვის იქნება განკუთვნილი. მისი ფასი სავარაუდოდ 350 აშშ დოლარიდან დაიწყება. https://bit.ly/3dZz6oa
  7. როგორც ცნობილია, 2060 წლისთვის ჩინეთი ელოდება სათბურის გაზების ემისიის ნულამდე შემცირებას. მაგრამ ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს ძალისხმევა გლობალური დათბობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად შეიძლება წყალში ჩაიყაროს კრიპტოვალუტების მოპოვების პრაქტიკით. თუ არ იქნა მიღებული ზომები, 2024 წლისთვის ჩინეთში Bitcoin-ის მოპოვება გამოიწვევს ყოველწლიურად 130 მილიონი ტონა ნახშირბადის გამოყოფას. და ეს პრობლემა დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვს. ნახშირბადის ემისიებზე კრიპტოვალუტების მოპოვების გავლენის შესახებ კვლევა ჩაატარეს ცინჰუას უნივერსიტეტისა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა. ჩინეთში Bitcoin-ის მოპოვებასთან დაკავშირებული ვითარების მოდელირებისა და მათემატიკური ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ 2024 წელს კრიპტოვალუტის მოპოვებაზე 296.59 ტერავატი/სთ ელექტროენერგია დაიხარჯება. ელექტროენერგიის ასეთი მოცულობის წარმოსაქმნელად საჭირო იქნება იმდენი წიაღისეული საწვავის დაწვა, რომელიც ატმოსფეროში 130.5 მილიონ ტონა ნახშირბადს გამოყოფს. მკვლევარების აზრით, ამ ვითარებაში მხოლოდ ნახშირბადზე გადასახადების დაწესება საკმარისი არ არის. მაინერები არ შეწყვეტენ ელექტროენერგიის გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება ელექტროენერგიის მოხმარების რესტრუქტურიზაცია და კრიპტოვალუტების მოპოვებისას „მწვანე“ ენერგიაზე გადასვლა. ამგვარი ამოცანის მოგვარება მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია. აღვნიშნავთ, რომ დღესდღეობით ჩინეთი ლიდერია Bitcoin-ის მოპოვებაში. წყაროების ინფორმაციის თანახმად ამ ქვეყანაზე მოდის ამ კრიპტოვალუტის მოპოვების ქსელის სიმძლავრის 75%. ამას ხელს უწყობს იაფი ელექტროენერგია და შესაბამისი აღჭურვილობების მწარმოებელ კომპანიებთან სიახლოვე. ჩინეთში კრიპტოვალუტის მოპოვების შედეგად ნახშირბადის გამონაბოლქვი ყველაზე ძლიერი იყო 182 ქალაქსა და 42 საწარმოო სექტორს შორის. და თუ ეს მდგომარეობა როგორმე არ შეიზღუდება, არა მხოლოდ ჩინელებს მოუწევთ „ნაჭრის ნიღბის მიღმა სუნთქვა“. https://bit.ly/3d3PFjz
  8. RDNA2 არქიტექტურის ბაზაზე დამყარებული პროფესიონალური ვიდეო დაფა AMD Radeon Pro-ს პირველი ფოტოები გამოქვეყნდა ჩინურ ფორუმ ChipHell-ზე. ახალ AMD Radeon Pro-ში შენარჩუნებულია ლურჯ-ვერცხლისფერი სქემა და ორსლოტიანი სისტემა ტურბინიანი გაგრილებითა და სითბური კამერით. მხოლოდ გარსზეა შესაძლებელი მცირე ცვლილებების შემჩნევა. წყარო: ChipHell ვიდეო დაფის უკანა მხარეს შეიმჩნევა რამდენი სტიკერი, რომლებიც გვაცნობებს, რომ მოდელი დაფუძნებულია GLXL A1გრაფიკულ პროცესორზე, რაც მიუთითებს Navi 21 ჩიპზე, თუმცა დაზუსტებული არ არის კონკრეტული კონფიგურაცია. გეიმინგ სეგმენტის მოდელებისთვის AMD-მ წარადგინა Navi 21-ის სამი ვარიანტი: XTX, XT და XL. ეს უკანასკნელი ხასიათდება გამომთვლელი ბლოკების გაცილებით ნაკლები რაოდენობითა (80-ის ნაცვლად 72) და ნაკლები Infinity Cache-ით (128 მბ-ს ნაცვლად 96 მბ). კვება უზრუნველყოფილია ორმაგი 8-პინიანი კონექტორის მეშვეობით. ვიდეო დაფას აქვს Samsung-ის 16 გბ მეხსიერება, სალტის სიგანე იგივეა - 256 ბიტი. წინასწარი შეფასებების თანახმად მოდელი კონკურენციას გაუწევს NVIDIA Ampere-ს პროფესიონალური ხაზის უმცროს წარმომადგენელს, რომელიც სავარაუდოდ იქნება RTX A4000 მოდელი 16 გბ მეხსიერებით. https://bit.ly/3dNzCoS
      • 1
      • Upvote
  9. NASA-მ და SpaceX-მა განაცხადეს, რომ მათი ერთობლივი მისია Falcon-9 რაკეტისა და Crew Dragon-ის გამოყენებით 23 ოქტომბერს ამოქმედდება. მისიის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ოთხი ასტრონავტი გაიგზავნება. ამ გადაწყვეტილების ფონზე ორივე ორგანიზაცია ემზადება მისია Crew-2-სთვის, რომელიც 22 აპრილისთვისაა დაგეგმილი. Crew-2 ორბიტალურ სადგურზე წაიყვანს სამი სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოს ეკიპაჟის წევრებს, ესენი არიან: NASA-ს სპეციალისტები - რაკეტის მეთაური Robert Shane Kimbrough და პილოტი Megan McArthur; ასევე იაპონიის აეროკოსმოსური სააგენტოსა (JAXA) ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტები: Akihiko Hoshide და Thomas Pesquet, შესაბამისად. Crew-3 მისიის ფარგლებშიც ოთხი ასტრონავტი გაემგზავრება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და დარჩებიან 6 თვის ვადით. გასული წლის დეკემბერში NASA-მ უკვე შეარჩია SpaceX Crew-3 მისიის სამი წევრი - NASA-ს კოსმონავტების მეთაური Raja Chari და პილოტი Tom Marshburn, ასევე ESA-ს სპეციალისტი Matthias Maurer. მოგვიანებით უნდა დასახელდეს ეკიპაჟის მეოთხე წევრი - შესაძლოა ეს იყოს რუსი კოსმონავტი სერგეი კორსაკოვი. Crew-3-ის დაგეგმილ გაშვებასთან დაკავშირებით Crew-2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე 31 ოქტომბრამდე დაბრუნდება: ერთი კვირის განმავლობაში საერთაშორისო კოსმოსური სადგური პასუხისმგებლობას აიღებს მომდევნო მკვიდრებზე. Crew-3 მისია იქნება SpaceX-ის მესამე სრულფასოვანი ფრენა NASA-სთვის - კომპანიამ ორი ვეტერანი ასტრონავტი ორთვიან სადემონსტრაციო მისიაში 2020 წლის მაისში გაუშვა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში SpaceX-მა ასევე გამოაცხადა Inspiring4–ის, ”მსოფლიოში პირველი სამოქალაქო კოსმოსური მისიის” დაწყების შესახებ. ეს პილოტირებული ფრენა სექტემბერში შედგება და ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ეკიპაჟის ოთხივე წევრის ვინაობა. მისია ხანმოკლე იქნება: კოსმოსური ტურისტები ორბიტაზე დარჩებიან სამი დღის განმავლობაში, სიმაღლე დაახლოებით 540 კილომეტრი იქნება. მისიაში გამოყენებული იქნება სპეციალური კონსტრუქციის ახალი Crew Dragon კოსმოსური კაფსულა, რომელშიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან დამაკავშირებელი შლუზი მინის გუმბათით შეიცვლება. https://bit.ly/39Qwibs
  10. კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულმა მესინჯერ Signal-მა გამოუშვა აპლიკაციის ბეტა-ვერსია MobileCoin (MOB) კრიპტოვალუტის მხარდაჭერით. ოფცია Signal Payments ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლებისთვის. Signal-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ მონაცემები ნაშთების, გარიგების ისტორიის ან თავად თანხების შესახებ. დეველოპერებმა დაამატეს, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია აქტივების გატანა მესამე მხარის სერვისებში. ჯერ კიდევ 27 მარტს MobileCoin იყიდებოდა 7 აშშ დოლარის ფარგლებში - სტატიის მომზადების დროს მისი ფასი 66 აშშ დოლარს შეადგენდა. MOB/USD Stablecoin-ის დღიური გრაფიკი. წყარო: FTX/TradingView. Signal-ში კრიპტო გადახდების ტესტირების შესახებ პირველად იანვრის ბოლოს გახდა ცნობილი. იმ დროს გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი თანამშრომელი უკმაყოფილო იყო კრიპტოვალუტების ინტეგრაციით - მათი აზრით, ეს ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობს მარეგულირებლისა და არაკეთილსინდისიერი პირების მხრიდან. WhatsApp-ის გამოყენების პირობებში ცვლილებების შემდეგ Signal-ის მომხმარებელთა ბაზა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მას მხარი დაუჭირა ილონ მასკმა. მარტის შუა რიცხვებში Signal-მა კრიპტოვალუტებში შემოწირულობების მიღება დაიწყო და ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ მარკ ცუკერბერგიც კი იყენებს მას. Facebook-ის 533 მლნ მომხმარებლის გაჟონილ მონაცემებს შორის სოციალური ქსელის დამფუძნებლის ტელეფონი Signal-ში აღმოაჩინეს. მკვლევარმა დეივ უოლკერმა ამის შესახებ ირონიულად დაწერა: „მარკ ცუკერბერგი პატივს სცემს თავის კონფიდენციალურობას და იყენებს მესინჯერს საბოლოო შიფრირებით, რომელსაც Facebook არ ფლობს“. 2018 წელს MobileCoin-ის გუნდმა მოიზიდა 30 მლნ აშშ დოლარი დაფინანსების რაუნდში, რომელსაც Binance ხელმძღვანელობდა. პროექტის დამფუძნებლებს შორის ირიცხებოდა Signal-ის შემქმნელი მოქსი მარლინსპაიკი. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში პაველ დუროვმა გამოაცხადა Telegram Open Network (TON) პროექტის დახურვა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიასთან კონფლიქტის ფონზე. საზოგადოების მრავალი წარმომადგენელი იმედოვნებდა, რომ კრიპტოვალუტა Gram ინტეგრირებული იქნებოდა Telegram მესინჯერში, მაგრამ ეს მოლოდინები არ გამართლდა. Facebook-ის პროექტმა Libra-მ და მისმა პარტნიორებმა ასევე განიცადეს მნიშვნელოვანი ცვლილებები მარეგულირებლის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ და მოხდა რებრენდინგი. ამჟამად მას Diem ეწოდება. https://bit.ly/2OsnTDL
  11. კომპანია Intel-მა დააანონსა მესამე თაობის Xeon Scalable ჩიპები, რომლებიც განკუთვნილია მონაცემთა დამუშავების ცენტრებისა და სხვა ყველაფრისთვის, რასაც მსგავსი მაღალი დონის გამომთვლელი სიმძლავრე სჭირდება. მთავარ სიახლეს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის აჩქარება DL Boost-ის მეშვეობით. კომპანია ამტკიცებს, რომ ეს გახლავთ მონაცემთა დამუშავებისთვის განკუთვნილი ერთადერთი ჩიპები ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტით. თუკი გასულ თაობას შევადარებთ, Intel გვპირდება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების 74%-ით უკეთეს წარმადობას. Xeon Scalable მიეკუთვნება Ice Lake სერიას, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი აგებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. Intel-ი გვპირდება 46%-ით გაუმჯობესებულ წარმადობას სტანდარტული დატვირთვის სამუშაო პირობებში. ხუთი წლის წინანდელ სისტემასთან შედარებით წარმადობის მაჩვენებელი საშუალოდ 256%-ით უნდა გაიზარდოს. თითოეულ პროცესორს აქვს 40-მდე ბირთვი, ასევე რვა DDR4-3200 მეხსიერების არხისა და 64 ხაზი PCIe Gen 4-ის მხარდაჭერა სოკეტზე. „ჩვენი მესამე თაობის მასშტაბირებადი Intel Xeon პლატფორმა არის ყველაზე მოქნილი და მაღალი წარმადობის მქონე. იგი განკუთვნილია სხვადასხვა სამუშაო დატვირთვისთვის ქლაუდიდან დაწყებული ქსელითა და პერიფერიით დამთავრებული“ - აცხადებს აღმასრულებელი დირექტორი და Data Platforms-ის გენერალური მენეჯერი. – „Intel იკავებს უნიკალურ პოზიციას არქიტექტურის, დიზაინისა და წარმადობის კუთხით და მომხმარებლებს გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს ანიჭებს“. Intel ასევე გვპირდება კრიპტოგრაფიის დაჩქარებას, რაც ნიშნავს კრიპტოგრაფიული ალგორითმების უკეთეს წარმადობას. „ინტენსიური შიფრირების სამუშაო დატვირთვისას“ თქვენ სარგებელს ნახავთ მისგან. პლატფორმა ასევე მოიცავს Intel Optane 200 სერიის მუდმივ მეხსიერებას, Optane SSD P5800X-სა და SSD D5-P5316 NAND-ს, აგრეთვე Ethernet 800 სერიის ქსელურ ადაპტერებსა და უახლეს პროგრამირებად ლოგიკურ ინტეგრირებულ სქემას (PLD, programmable logic device) - Intel Agilex. გამოჩნდა ახალი ქსელური ჩიპები N-SKU, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ გარღვევა 5G ქსელში წარმადობის 62%-იანი ზრდით. Intel აცხადებს, რომ ქლაუდ-სერვისების რვაასზე მეტი მომწოდებელი უკვე იყენებს Xeon Scalable-ს. მიმდინარე წელს კი წამყვანი კომპანიები გადავლენ მესამე თაობის ახალ ჩიპებზე დაფუძნებულ პროდუქტებზე. https://bit.ly/31Q7BaT
  12. რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ილონ მასკმა ღორის ტვინში ჩადებული Neuralink ჩიპის მუშა პროტოტიპი წარადგინა, როდ-აილენდის (აშშ) ბრაუნის უნივერსიტეტის ექსპერტებმა უსადენო კავშირი დაამყარეს კომპიუტერსა და ადამიანის ტვინს შორის. კვლევის ფარგლებში 35 და 63 წლის ორმა პარალიზებულმა მამაკაცმა, რომლებმაც ადრე ზურგის ტვინის ტრავმები გადაიტანეს, გამოიყენეს უსადენო გადამცემის მქონე სისტემა BrainGate, რათა აერჩიათ ობიექტი და გამოეტანათ ტექსტი ჩვეულებრივ პლანშეტ-კომპიუტერზე. სისტემა, რომელიც აღწერილია ჟურნალ IEEE Transactions on Biomedical Engineering-ში, მუშაობს მცირე ზომის გადამცემით, რომელიც მხოლოდ 40 გრამს იწონის და ადამიანის თავზე მაგრდება. გადამცემის მქონე ბლოკი თავის ტვინის მოტორულ ქერქში იმპლანტირებულ ელექტროდების მატრიცას უკავშირდება ისეთი პორტის მეშვეობით, როგორიც ანალოგიურ სადენიან სისტემებში გამოიყენება. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ შეძლეს იმავე სიზუსტისა და მონაცემთა გადაცემის სიჩქარის მიღწევა, რაც შესაძლებელია სადენიანი მოწყობილობის გამოყენებისას. ცნობილია, რომ BrainGate ტექნოლოგია 24 საათის განმავლობაში ავტონომიურად ფუნქციონირებს, რაც საშუალებას იძლევა ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი გამოყენებულ იქნას ძილის დროსაც კი. ამგვარი რამ მეცნიერებს მისცემს უფრო მეტი მონაცემის შეგროვების შესაძლებლობას შესასწავლად. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ერთადერთი განსხვავება უსადენო ინტერფეისსა და ადრე გამოყენებულ სისტემებს შორის არის ის, რომ ადამიანს აღარ სჭირდება სტაციონარულ მოწყობილობებზე მიბმა, რაც სისტემის გამოყენების ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი ინტერფეისის წყალობით მათ საშუალება ექნებათ დიდი ხნის განმავლობაში დააკვირდნენ ადამიანების ტვინის აქტივობას, რაც ამ დრომდე თითქმის შეუძლებელი იყო. სამომავლო პერსპექტივაში იგი ხელს შეუწყობს დეკოდირების ალგორითმების შემუშავებას, რაც მნიშვნელოვნად გააფართოვებს პარალიზებული ადამიანების შესაძლებლობებს. https://bit.ly/3rWy698
      • 1
      • Upvote
  13. Goingecko-ს მონაცემებით, 2021 წლის 5 აპრილისთვის კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას ხელი შეუწყო Bitcoin-ის, Ethereum-ისა და სხვა ციფრული ვალუტების ფასების შთამბეჭდავმა ზრდამ. ამრიგად, კრიპტო ბაზრის ღირებულებამ მიაღწია Apple-ის მაჩვენებელს, რომელიც სიდიდით მეორეა მსოფლიოში ნავთობის გიგანტ Aramco-ს შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბარიერის გადალახვა მოხდა იმ მდგომარეობიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ, როდესაც კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი ფიქსირდებოდა მიმდინარე წლის 7 იანვარს. იმ დროს Bitcoin-ის ღირებულება დაახლოებით 33 ათასი აშშ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ კრიპტო ბაზრის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ისეთი ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მხარდაჭერამ, როგორებიცაა PayPal და Visa. 2021 წელს Bitcoin-მა განიცადა რამდენიმე მოკლევადიანი კორექტირება, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მისი ფასი 50 ათას აშშ დოლარს ქვევით არ ჩამოსულა. Bitcoin-ის არასტაბილურობა ანუ ფასის ცვალებადობა გასული წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის დიაპაზონი იყო 55-60 ათასი აშშ დოლარი. Ethereum-ის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და გადააჭარბა 2 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს. ფონდის მმართველები და კრიპტოვალუტების ბაზარზე მოქმედი ინვესტორები საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებენ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივებს. ივარაუდება, რომ კრიპტოვალუტის ბაზარზე სერიოზული რყევები ზაფხულამდე არ არის მოსალოდნელი. უნდა აღინიშნოს, რომ 2 აპრილს აშშ-ის წამყვანმა კრიპტო ბირჟა Coinbase-მა განაცხადა, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ დაამტკიცა მისი რეგისტრაცია Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე. Coinbase-ის ლისტინგი დაიწყება იქნება 14 აპრილს, შედეგად იგი გახდება აშშ-ის საფონდო ბირჟაზე საჯაროდ მოვაჭრე კომპანია. მიიჩნევა, რომ ეს მოვლენა მიიზიდავს ტრადიციული ფინანსური ბაზრის ინვესტორების ყურადღებას და გაზრდის კრიპტოვალუტებზე მოთხოვნას. ამასთან, ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ Coinbase-ის რეგისტრაციამ ბირჟაზე შეიძლება სერიოზული არასტაბილურობა გამოიწვიოს, ვინაიდან ეს თარიღი ემთხვევა Bitcoin-ის ოფციონების ვადის ამოწურვის დროს. https://bit.ly/2PX2jrs
  14. ციფრული დისტრიბუციის ონლაინ სერვის Steam-მა გამოაქვეყნა მარტის თვის აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმოხილვა. ჩანს, რომ AMD-მ კიდევ ერთხელ მცირედით შეამცირა Intel-ის პროცესორების წილი ბაზარზე. გასულ თვეში შეინიშნა AMD-ის პროცესორების შესყიდვის წილის ზრდა, რაც არც ისე დიდი იყო: +0,18%, რის შედეგად გამოყენებული პროცესორების წილის საერთო მაჩვენებელმა შეადგინა AMD-ის შემთხვევაში 28.84%, Intel-ისა და კი - 71.16%. სტატისტიკის თანახმად, Windows PC გეიმერები აგრძელებენ AMD-ზე გადასვლას, როგორც ჩანს მათ Intel-ის აღჭურვილობას Ryzen არჩიეს. მათ შემთხვევაში კი, ვინც Steam-ის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ოპერაციულ სისტემა Linux-ზე მომუშავე კომპიუტერებით, ვითარება განსხვავებულია: Intel ფაქტობრივად +0,19% წილს იღებს თვეში მიუხედავად იმისა, რომ თავად Linux-ის შემქმნელმა ლინუს თორვალდსმა ცოტა ხნის წინ საჯაროდ მიანიჭა უპირატესობა Ryzen ჩიპებს და აღტაცება გამოხატა ამ მოწყობილობების სიმძლავრესთან დაკავშირებით. მიმდინარე თვე მეტად მნიშვნელოვანი და რთული იქნება AMD-სთვის იმ კუთხით, რომ ახალი Intel Rocket Lake ახლახანს გამოვიდა და ნეგატიური გამოხმაურებების მიუხედავად ისინი მასაში მაინც პოპულარობით სარგებლობს. ამას ემატება ხელმისაწვდომობის პრობლემაც: რადგანაც AMD ჯერ კიდევ ცდილობს დააკმაყოფილოს Ryzen 5000 სერიაზე არსებული მოთხოვნა, ხელმისაწვდომი Intel Rocket Lake ალტერნატივას წარმოადგენს მათთვის, ვინც იმედგაცრუებულია AMD-ის ჩიპების ლოდინით. https://bit.ly/3wxicpi
  15. როგორც პორტალ Tom's Hardware-მა გაარკვია, NVIDIA RTX Voice ტექნოლოგია უკვე ფუნქციონირებს GeForce GTX 600 სერიის ვიდეო დაფებში. NVIDIA-მ ტექნოლოგიის მხარდაჭერა GTX მოდელებზე დაამატა 410.18 ვერსიის დრაივერებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ტექნოლოგია გაუხმაურებლად იქნა დანერგილი GeForce GTX სერიაში და ალბათ ვერც შეამჩნევდნენ, რომ არა Tom's Hardware-ის სტატია. NVIDIA-ს წარმომადგენელმა მანუელ გუსმანმა დაადასტურა, რომ RTX Voice ტექნოლოგია GTX სერიაში რამდენიმე თვის წინ იქნა ჩასმული, როდესაც გამოვიდა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა RTX Broadcast. NVIDIA RTX Voice ერთი წლის წინ გამოვიდა. ეს ტექნოლოგია იყენებს ხელოვნური ინტელექტის სპეციალურ ალგორითმს, რომელიც ამცირებს ფონურ ხმაურს და, შედეგად, აუმჯობესებს ხმის ხარისხს. თავდაპირველად NVIDIA ამტკიცებდა, რომ RTX Voice იყენებდა Tensor ბირთვებს, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ეს ტექნოლოგია იმუშავებს როგორც RTX-ისგან განსხვავებულ GPU-ებთან, ასევე Windows 7 ოპერაციულ სისტემასთან. საბოლოოდ NVIDIA-მ უარი თქვა ხელოვნურ შეზღუდვებზე და ამჟამად ტექნოლოგია ხელმისაწვდომია ყველა იმ GeForce ვიდეო დაფაში, რომლებიც დაფუძნებულია მინიმუმ Geforce GTX 600 ჩიპებზე. ახალი პროგრამული უზრუნველყოფა RTX Broadcast წარმოადგენს RTX Voice-ის შთამომავალს. არსებობს ინფორმაცია, რომ NVIDIA აღარ განაახლებს RTX Voice პროგრამას, რადგან ის უკვე ინტეგრირებულია Broadcast-ის პროგრამული უზრუნველყოფის სტეკში. ვებ-გვერდ TechPowerUP-მა შეისწავლა ხსენებული ტექნოლოგია და ყველა მსურველს სთავაზობს სრულფასოვან მიმოხილვას, მათ შორის მრავალრიცხოვან დემოებს სხვადასხვა მიკროფონითა და სცენარით. ასევე აღინიშნა, რომ ტექნოლოგია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წარმადობაზე, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აირჩევს შემავალი და გამომავალი ხმის ფილტრაციას. ჯამში მომხმარებლები, რომელთაც ამ ტექნოლოგიის გამოყენება სურთ, მზად უნდა იყვნენ 8%-დან 20%-მდე წარმადობის კარგვისა და მოხმარებული ენერგიის 30 ვატით მომატებისთვის. https://bit.ly/31OV2MV
  16. კრიპტო ბირჟა Gemini-ს აღმასრულებელი დირექტორი ტაილერ უინკლუოსი მიიჩნევს, რომ პირველმა კრიპტოვალუტამ მიაღწია აღიარების ისეთ მაღალ დონეს, რომ აღარ მოხვდება აშშ-ის მარეგულირებელი აკრძალვების ქვეშ. ”ვფიქრობ, აშშ არასდროს გამოაცხადებს Bitcoin-ს კანონგარეშედ. ძალიან ბევრი პრეცედენტი შეიქმნა სასამართლოებში, ”- განაცხადა უინკლუოსმა. მისი თქმით, ბევრი რამის გაუქმება იქნებოდა საჭირო. ინვესტორი ციფრული ოქროს აკრძალვის ალბათობას უშვებდა 2013 წელს, მაგრამ არა ახლა. ”ჩვენ ვსაუბრობთ კომპანიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილების შექმნას, აშენებენ ეკონომიკას. ისინი გახდებიან საფონდო ბირჟის მამოძრავებელი ძალები. აკრძალვა ნაკლებად სავარაუდოა, ”- განმარტა მან. Gemini-ს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ Bitcoin-ის აკრძალვა მოითხოვს მნიშვნელოვანი შეზღუდვების გატარებას ინტერნეტში, რაც გავლენას მოახდენს სხვა ეკონომიკურ ასპექტებზე. ადრე მილიარდერმა და Bridgewater Associates-ის დამფუძნებელმა რეი დალიომ განაცხადა აშშ-ში პირველი კრიპტოვალუტის აკრძალვის მაღალი ალბათობის შესახებ. მან ანალოგია მოიყვანა ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დიდი დეპრესიის პერიოდში მოსახლეობისთვის ოქროს ჩამორთმევის შესახებ. შეგახსენებთ, მარტში Cardano-სთან დაკავშირებული კომპანია IOHK-ის გენერალურმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა კატეგორიულად უარყო აშშ-ის ხელისუფლების მიერ Bitcoin-ის აკრძალვის შესაძლებლობა. https://bit.ly/3cM3TVY
  17. ცნობილი გახდა, რომ AMD აპირებს გაზარდოს გეიმერებისთვის მეტად სასურველი Ryzen 5000 სერიის პროცესორების მიწოდების მასშტაბი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. დიდი მოთხოვნა თავს დაატყდა ჩიპების მწარმოებლებს, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა ისეთ CPU-ებზე, როგორებიცაა Ryzen 9 5900X და Ryzen 9 5950X. მიწოდების ზრდა სწორედ იმ დროს ხდება, როდესაც კომპანიას მთელი ენერგიის დახარჯვა სჭირდება, რათა კონკურენცია გაუწიოს იაფ და ხელმისაწვდომ Intel Rocket Lake. ეს სერია 30 მარტს დაანონსდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად AMD Ryzen 5000 კომპონენტები ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. „წითელმა გუნდმა“ უკვე მოახერხა მომარაგების გაზრდა 20%-ით Zen 3 Gen არქიტექტურაზე დამყარებულ დესკტოპ პროცესორებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. პროცესორების ხელმისაწვდომობის 20%-იანი ზრდის მიუხედავად ეს მაინც არ არის საკმარისი მომხმარებლის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის. თვლის თუ არა AMD, რომ Intel Rocket Lake პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდეს Ryzen 5000-ის წარმატებისთვის - ამას ამჟამად არ გააჩნია არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა ხელმისაწვდომობის მზარდი პრობლემის გამო. ბევრი გეიმერი და ბლოგერი მეტად უნდობლად მიუდგა Intel-ის მე-11 თაობის დესკტოპ კომპიუტერების კომპონენტებს, განსაკუთრებით კი ფლაგმანურ i9-11900K ჩიპს, თუმცა როგორც ჩანს ასაწყობი პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლები „ლურჯების“ ჩიპებს ყიდულობენ AMD-ის ჩიპების ბანალური დეფიციტის გამო. შეგახსენებთ, რომ AMD ამგვარ სიტუაციაში მოხვდა იმის გამო, რომ Xbox Series X/S-სა და PlayStation 5-ს განსაკუთრებით კრიტიკულად სჭირდება TSMC-ის 7-ნანომეტრიანი ახალი ჩიპები. https://bit.ly/3sWPUCw
      • 1
      • Like
  18. GMC-მ, რომელიც ავტო გიგანტ General Motors-ს ეკუთვნის, წარადგინა მთლიანად ელექტრიზებული ყველგანმავალი Hummer EV, რომელიც კომერციულ ბაზარზე 2023 წლის დასაწყისში გამოვა. ელექტრომობილის პლატფორმა აერთიანებს სამ ელექტროძრავს წინა და უკანა ღერძებზე. ჯამური სიმძლავრე 830 ცხენის ძალას აღწევს, 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებას დაახლოებით 3.5 წამი სჭირდება. ყველგანმავალს შეუძლია ოთხივე საბურავით შემობრუნება, რაც შესანიშნავ მანევრირებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, CrabWalk სისტემა საშუალებას აძლევს მანქანას გადაადგილდეს დიაგონალზე და თავიდან აიცილოს რთული დაბრკოლებები. ფუნქცია Extract Mode საშუალებას იძლევა პნევმატური დაკიდების სისტემა Adaptive Air Ride Suspension-ის მეშვეობით ავტომობილი აიწიოს 15 სმ სიმაღლეზე რთულად გასავლელი საგზაო მონაკვეთების გადასალახად. ერთ სრულ დამუხტვაზე გავლილი გზის მარაგი 480 კილომეტრს შეადგენს. ელექტომობილში 800-ვოლტიანი სისტემაა გამოყენებული. გათვალისწინებულია აკუმულატორი Ultium, რომელიც 20 მოდულისგან შედგება. ათწუთიანი დამუხტვა უზრუნველყოფს 160 კილომეტრი მანძილის დაფარვას. მონაცემთა დაფა წარმოდგენილია 12.3-დუიმიანი დისპლეის ბაზაზე, მულტიმედია ცენტრი კი აღჭურვილია 13.4-დუიმიანი ეკრანით. კამერების UltraVision Surround სისტემა უზრუნველყოფს ხედვის 17 სხვადასხვა რაკურსს. რეალიზებულია ავტოპილოტირების სისტემა SuperCruise. ყველგანმავლის პირველი ეგზემპლარის, Hummer EV SUV Edition 1-ის ფასი 105595 აშშ დოლარს შეადგენს. მოგვიანებით კი გამოვა მოდიფიკაცია, რომლის ღირებულება 79995 აშშ დოლარი იქნება. https://bit.ly/2Rb174p
  19. ონლაინ წყაროების მტკიცებით, წელს გამოსულ მინიმუმ ერთ განახლებულ iMac-ს ექნება უფრო დიდი ეკრანი, ვიდრე Apple-ის სხვა კომპიუტერებს. ამჟამად Apple ყიდის iMac-ს 21.5- და 27-დუიმიანი ეკრანებით. არაოფიციალური ცნობების თანახმად, მიმდინარე წელს კომპანია მათ ჩაანაცვლებს მნიშვნელოვნად გადაკეთებული კომპიუტერებით, რომლებიც დაფუძნებული იქნება საფირმო ARM ჩიპსეტებზე. აღსანიშნავია, რომ Apple-ის all-in-one-ის დიზაინი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა 2012 წლის შემდეგ. ონლაინ წყარო l0vetodram-ის ინფორმაციით ახალ მოდელს, რომელიც 27-დუიმიან iMac-ს ჩაანაცვლებს, ექნება კიდევ უფრო დიდი დისპლეი. დასაშვებია ვარაუდი, რომ ეკრანის ირგვლივ არსებული საკმაოდ მსხვილი ჩარჩოს მოშორების შედეგად გახდება შესაძლებელი უფრო დიდი დისპლეის მიღება ისე, რომ ზოგადი გაბარიტები არ გაიზარდოს. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ გასულ წელს ამტკიცებდა უამრავი ინტერნეტ წყარო, რომ განახლებულ iMac-ს ექნება დიზაინი, რომელშიც გაერთიანებული იქნება პლანშეტ iPad Pro-სა და მონიტორ Pro Display XDR-ის მახასიათებლები. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დაადასტურა გამომცემლობა Bloomberg-მა, რომელიც ამტკიცებს, რომ ახალი iMac-ები გამორჩეული იქნება წვრილი ჩარჩოებით და აღარ ექნებათ ლითონის ქვედა პანელი ეკრანის ქვემოთ. ასევე შესაძლებელია ვარაუდი, რომ ყველაზე დიდ iMac-ს ექნება 32-დუიმიანი დისპლეი, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ განახლებული მოდელები სხვადასხვა ფერში იქნება წარმოდგენილი. გარდა ახალი დიზაინისა, Apple-ის ახალი all-in-one მიიღებს რადიკალურად გადაკეთებულ აპარატულ პლატფორმას. საუბარია საფირმო ARM ჩიპებზე, მაგრამ ალბათ ეს არ იქნება შარშანდელი Apple M1. Bloomberg-ის თანახმად, Apple ახდენს სრულიად ახალი პროცესორების ტესტირებას, რომელთაც ექნება 16 მაღალი წარმადობის მქონე და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი. https://bit.ly/3cQ8kPs
  20. Bitcoin-ი არ არის ფასიანი ქაღალდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი რეგულირება არ მოხდება - განაცხადა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) ყოფილმა თავმჯდომარემ ჯეი კლეიტონმა. CNBC-ის კითხვაზე, თუ რატომ არ მიიღო SEC-მა პოზიცია ციფრული ოქროს რეგულაციის შესახებ, კლეიტონმა თქვა, რომ კრიპტოვალუტა არ არის აღიარებული ფასიან ქაღალდად. “SEC-მა გაარკვია, რომ Bitcoin-ი არ წარმოადგენს ფასიან ქაღალდს ჯერ კიდე მანამდე, სანამ მე მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობას დავიკავებდი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის რეგულირება არ მოხდება მომავალში“ - განმარტა ყოფილმა ხელმძღვანელმა. კლეიტონი SEC-ის თავმჯდომარის ადგილიდან წავიდა 2020 წლის დეკემბერში და ამჟამად კონსულტაციებს უწევს One River Asset Management-ს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ საკითხებში. „არ ვიცი, ამჟამად რა სახის კანონებს იღებს SEC, თუმცა ვთვლი, რომ ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა კრიპტოვალუტებთან მიმართებაში უნდა შეიცვალოს“ - განაცხადა კლეიტონმა. კლეიტონის ამ განცხადებებმა გაიჟღერა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ Ripple სთხოვს SEC-ს, გადახედოს Bitcoin-ისა და Ethereum-ის სტატუსს. კომპანია მოითხოვს, რომ სასამართლომ SEC-ს დაავალოს შიდა დოკუმენტაციის გაზიარება, რომელშიც აღნიშნულია, თუ რატომ არ არის ეს კრიპტოვალუტები ფასიანი ქაღალდები. Ripple და მისი მომხმრეები ცალსახად ამტკიცებენ, რომ XRP არ წარმოადგენს ფასიან ქაღალდს, თუმცა SEC საპირისპირო აზრზეა. შეგახსენებთ, გასული წლის 2020 წელს კომისიამ Ripple-ს ბრალი დასდო 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ტოკენების სახით არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში. მოპასუხეების სახით გამოდიოდნენ ბრედ გარლინგაუსი და კომპანიის თანადამფუძნებელი კრის ლარსენი. https://bit.ly/2PRxsMV
  21. IBM დაამონტაჟებს კერძო სექტორისთვის განკუთვნილ პირველ კვანტურ კომპიუტერ IBM Quantum System One-ს შეერთებულ შტატებში. იგი განთავსებული იქნება კლივლენდის კლინიკის მთავარ კამპუსში, ოჰაიოში. კვანტური კომპიუტერი ამოქმედდება IBM-ისა და კლივლენდის კლინიკის ათწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, რათა შეიქმნას ერთობლივი კვლევითი ცენტრი, რომელიც დააჩქარებს აღმოჩენებს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებებში მაღალი წარმადობის ჰიბრიდული ქლაუდ-კომპიუტერების, ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური გამოთვლების გამოყენებით. ლოკალური კვანტური სისტემა System One-ის პარალელურად კლივლენდის კლინიკას ასევე წვდომა ექნება IBM-ის კომპიუტერულ ცენტრთან, რომელიც ოცზე მეტი კვანტური სისტემისგან შედგება. ახალი ცენტრი Discovery Accelerator ჩაატარებს კვლევებს გენომიკაში, ინდივიდუალური უჯრედების ტრანსკრიპტომიკაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, კლინიკურ პრაქტიკაში, აგრეთვე ახალი ქიმიკატებისა და წამლების შემუშავებაში. კვანტური კომპიუტერი System One კომპანიამ 2019 წელს წარადგინა. ამჟამად მისი ყველაზე მძლავრი კვანტური კომპიუტერი შეიცავს 65 კუბიტს. მიმდინარე წელს IBM გეგმავს გამოუშვას 127-კუბიტიანი პროცესორი IBM Quantum Eagle. 2023 წელს კი წარადგენს პირველ კვანტურ სისტემებს 1000-ზე მეტი კუბიტით და კლივლენდის კლინიკა კერძო მომხმარებლებიდან პირველი მიიღებს ამგვარ სისტემას. https://bit.ly/2QRvxZ2
      • 1
      • Upvote
  22. ამერიკული ბირჟა Coinbase ელის, რომ მისი „A” კლასის აქციების პირდაპირი ლისტინგი შედგება 14 აპრილს. ისინი გაიყიდება Nasdaq-ზე ტიკერით - COIN.   1 აპრილს SEC-მა დაადასტურა კომპანიის S-1 ფორმის განაცხადი. დოკუმენტის თანახმად ბირჟა განათავსებს 114 850 769 აქციას. გასული თვის პირველ კვარტალში 15 მარტამდე აქციის საშუალო შეწონილი ფასი მეორად ბაზარზე შეადგენდა 343,58 აშშ დოლარს, Nasdaq Private Market-ზე.  Coinbase-ს ჰყავს 43 მილიონზე მეტი მომხმარებელი. იგი მოქმედებს ასზე მეტ ქვეყანაში, მის შტატში 1200-ზე მეტი თანამშრომელი ირიცხება. Coinbase-ის ბიზნესის ძირითადი მაჩვენებლები. წყარო: investor.coinbase.com. მარტში კომპანიამ მოაგვარა სასაქონლო ფიუჩერსების ვაჭრობის კომისიის (CFTC) პრეტენზიები, რომლებიც ეხებოდა სავაჭრო აქტიურობის შესახებ მონაცემების ფალსიფიკაციას 2015 წლის იანვარიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდამდე. ჯარიმამ შეადგინა 6.5 მლნ აშშ დოლარი. იმ დროს დამკვირვებლებმა ამას უწოდეს პირდაპირი ლისტინგის აპრილამდე გადატანის ძირითადი მიზეზი. ისტორიული მოვლენის წინ Coinbase-მა დაიქირავა SEC-ის ყოფილი მაღალი რანგის წარმომადგენელი ბრეტ რედფერნი და საინვესტიციო ბანკ Morgan Stanley-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი იენ რუნი. https://bit.ly/2QUxwf7
  23. ცნობილმა ინტერნეტ-დეტექტივმა Tum_Apisak-მა გააზიარა დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლის, Intel Iris Xe DG1 ტესტირების პირველი შედეგები. Basemark GPU ტესტის თანახმად ახალ პროდუქტს აქვს წარმადობის დაახლოებით იგივე დონე, როგორც AMD Radeon RX 550 გრაფიკულ ბარათს, რომელიც ბაზარზე ოთხი წლის წინ გამოჩნდა. ტესტში მონაწილეობდა Asus-ის წარმოების DG1-4G ვიდეო დაფა. მას აქვს Iris Xe Max-ის შემცირებული ვარიანტის GPU, რომლის შემადგენლობაში გამოყენებულია მხოლოდ 80 შემსრულებელი ბლოკი (640 შეიდერული ბირთვი). დაფას აქვს 4 გბ LPDDR4-4266 ვიდეომეხსიერება 128-ბიტიანი სალტით. GPU-ს სიხშირისა და მეხსიერების შესახებ სამწუხაროდ ტესტირებიდან ცნობილი არ გამხდარა. შედარებისთვის, ASUS Radeon RX 550 4G მოდელს აქვს 512 შეიდერული ბირთვი საბაზისო 1100 მჰც სიხშირით. დატვირთვისას GPU-ის სიხშირე 1183 მჰც-მდე იზრდება. ამ მოდელს გააჩნია 4 გბ GDDR5 ვიდეოემეხსიერება ეფექტური 7 გჰც სიხშირით, აგრეთვე მხარდაჭერილია 128-ბიტიანი მეხსიერების სალტე. Radeon RX 550 დაფის მეხსიერების თეორიული სიჩქარე 112 გბ/წმ-ს შეადგენს. ორივე სისტემა, რომელთა შემადგენლობაში მოხდა ზემოთხსენებული ვიდეო დაფის ტესტირება, მუშაობდნენ ერთსა და იმავე Intel Core i3-10100F პროცესორზე. სხვა სიტყვებით, ორივე ვიდეო დაფას თანაბარი პირობები ჰქონდა ტესტის მსვლელობისას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Intel Iris Xe DG1 მეტად პრეტენზიულია პლატფორმის არჩევისას: ვიდეო დაფა იმუშავებს მხოლოდ მე-9 და მე-10 თაობის პროცესორებთან Intel B460, H410, B365 და H310C ჩიპსეტების მქონე დედა დაფების შემადგენლობაში. უფრო მეტიც, DG1-ის მუშაობისთვის საჭიროა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა. Basemark GPU-ის მონაცემებით, ტესტ Vulkan-ში Intel-ის ახალმა დაფამ მოაგროვა 17289 ქულა. Radeon RX 550 დაფის შედეგია 17619 ქულა იმავე ტესტში. ამრიგად, AMD-ის წარმომადგენელი აღმოჩნდა დაახლოებით 1.9%-ით სწრაფი Intel-ის დისკრეტულ ვიდეო დაფასთან შედარებით. Intel DG1 გვევლინება, როგორც საწყისი დონის გრაფიკა და იგი განკუთვნილია OEM-დეველოპერების მზა პერსონალური კომპიუტერებისთვის. https://bit.ly/31HjIXM
  24. Apple-ის წინააღმდეგ ჯგუფურ სასამართლო პროცესში აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ კომპანიამ კუპერტინოდან შეგნებულად გაყიდა დეფექტიანი Mac-კომპიუტერები. პრეტენზია ეხება MacBook Pro-ს გაუმართაობას - ქვედა ნაწილის განათება იძენს სცენური ნათების სახეს, შემდეგ კი საერთოდ გამოდის მწყობრიდან. სასამართლომ პირობა დადო, რომ გამოიძიებდა წაშალა თუ არა Apple-მა ფორუმზე ჩივილებთან დაკავშირებული შეტყობინებები. თავდაპირველად Apple-მა უარი თქვა წუნდებული სისტემების საგარანტიო მომსახურებაზე, შემდეგ კი გამოუშვა პროგრამა Display Backlight Service Program, რომელიც მოაგავრებდა პრობლემას 13-დუიმიან მოდელებზე, მაგრამ გამორიცხა 15-დუიმიანი მოწყობილობები. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ Apple-მა არ გააფრთხილა მომხმარებლები და შეგნებულად გააგრძელა დეფექტიანი 15-დუიმიანი მოდელების გაყიდვა. კალიფორნიის ფედერალური სასამართლო თვლის, რომ კომპიუტერების ინტენსიური ტესტირებისას მოყობილობების ბაზარზე გამოშვებამდე Apple უნდა გაფრთხილებულიყო. სასამართლოს აზრით, კომპანიამ იცოდა პრობლემის არსებობა, როდესაც MacBook-ებს ყიდიდა. iFixit-ის სპეცილისტებმა დაადგინეს პრობლემის არსი - Apple გადავიდა გაცილებით თხელ შლეიფებზე, შედეგად მალე ხდება კომპონენტების ცვეთა: თავდპირველად ჩნდება ე.წ „სცენური ნათება“, საბოლოოდ კი სრულიად ითიშება განათება. როდესაც მოწყობილობები პირველად გამოვიდა (გამოიყენება 2016 წლიდან), ისინი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა როგორც ყოველთვის, ეშმაკი დეტალებში იმალება. ამასთან, თავად შლეიფი მხოლოდ 6$ ღირს, თუმცა Apple-ის მიერ გამოყენებული დისპლეის კონსტრუქცია მისი შეცვლის საშუალებას არ იძლევა. ეკრანი მაქსიმალურად თხელი რომ ყოფილიყო, კომპანიამ სადენები ეკრანის ნაწილად აქცია, ამიტომ მათი ჩანაცვლება შეუძლებელია ეკრანის მთლიანი ბლოკის შეცვლის გარეშე. შედეგად, 6-დოლარიანი პრობლემა 600 აშშ დოლარიან კატასტროფად იქცევა. სარჩელში Apple-ს ასევე ბრალი ედება მხარდაჭერის ფორუმებიდან საჩივრის შემცველი შეტყობინებების წაშლაში. კომპანია, როგორც ჩანს, ასეთ შემთხვევებს არ უარყოფს, მაგრამ ირწმუნება, რომ მათ საქმესთან კავშირი არ აქვთ. სასამართლო ამას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ეს მოწმობს ფაქტს: Apple-მა იცოდა დეფექტიანი კონსტრუქციის არსებობის შესახებ. https://bit.ly/2PrGNLq
  25. კრიპტო ბანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია აუცილებლად მიაღწევს და გადააჭარბებს ოქროს მთლიან საბაზრო ღირებულებას. ინვესტორი შოკირებულია ციფრული აქტივების მიღების ტემპით. მან ასევე აღიარა, რომ მისი წინა პროგნოზი პირველი კრიპტოვალუტის ფასის შესახებ - 60 ათასი აშშ დოლარი - მეტად კონსერვატიული იყო. „Bitcoin-ს გარდაუვალი გზა უჭირავს იმისკენ, რომ მიაღწიოს და გადააჭარბოს ოქროს კაპიტალიზაციას“ - განაცხადა ნოვოგრაცმა. სერვის CompaniesMarketCap-ის თანახმად ოქროს მთლიანი საბაზრო ღირებულება 10.8 ტრილიონი აშშ დოლარია. CoinGecko-ს თანახმად, პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 1.1 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. შეგახსენებთ, რომ თებერვალში ნოვოგრაცმა 2021 წლის ბოლოსთვის Bitcoin-ის ფასის 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდა იწინასწარმეტყველა, თუკი სხვა კომპანიები Tesla-ს მაგალითს მიჰყვებიან - ელექტრომობილების მწარმოებელმა განახორციელა ციფრულ ოქროში 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება. მარტის ბოლოს პოპულარულმა კრიპტო ანალიტიკოსმა ვილი ვუმ Bitcoin-ის ახლა გაყიდვას სისულელე უწოდა. მისი აზრით, 2021 წელს პირველ კრიპტოვალუტას ელის საბოლოო „ხარული აფეთქება“ სამწლიანი ზრდისთვის. https://bit.ly/3uaxPRj
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.