Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია GIGABYTE-მა წარადგინა AERO 5 XE4-73JP614SH, ლეპტოპი მე-12 თაობის Core პროცესორით, GeForce RTX 3070 Ti ვიდეო დაფით და OLED-ეკრანით. მისი ფასი დაახლოებით 3000 აშშ დოლარი იქნება. ლეპტოპი გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, რომელიც შთაგონებელია სპორტული ავტომობილის აეროდინამიკით. დისპლეის აქვს Samsung-ის 4K OLED პანელი 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერით, თავსებადია DisplayHDR 400 TRUE BLACK-თან, კონტრასტულობის კოეფიციენტი კი არის 100 000:1. ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია: პროცესორი Core i7-12700H, 16 გბ მეხსიერება, 1 ტბ მოცულობის NVMe SSD, გრაფიკული პროცესორი GeForce RTX 3070 Ti (8 გბ), Samsung-ის OLED-პანელი გაფართოებით 3840 x 2160 პიქსელი, ოპერაციული სისტემა Windows 11. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია Thunderbolt 4, სამი USB 3.0, ერთი HDMI 2.1, Mini DisplayPort 1.4, UHS-II თავსებადი მოწყობილობა SD-ბარათის წაკითხვისთვის, 2,5 Gigabit Ethernet, Wi-Fi 6, Bluetooth 5.2+LE, HD-ready ვებ კამერა და ა.შ. ბატარეის მოცულობაა 99 ვტ/სთ, ავტონომიური მუშაობის დრო - 7 საათი. ლეპტოპის ზომაა 357 x 254 x 23.6 მმ, წონა - 2.3 კგ. https://tinyurl.com/3v7ejz4w
  2. Samsung Electronics-ის შემოსავალი პირველ კვარტალში გაიზარდა 19%-ით და 61.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. კონკურენტი SK hynix-ისგან განსხვავებით მან აღნიშნა კომპონენტებზე მუდმივი მოთხოვნის შენარჩუნება არა მხოლოდ სერვერების სეგმენტში, არამედ კომპიუტერების ბაზარზეც. სმარტფონების ბაზარი მიმდინარე კვარტალში მცირდება, მაგრამ კომპანია იმედოვნებს, რომ ზრდას წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. მიმდინარე კვარტალში დაიწყება 3-ნანომეტრიანი კომპონენტების გამოშვება გარე დამკვეთებისთვის. ფოტოს წყარო: Samsung Electronics Samsung-ის საოპერაციო მოგება კვარტალში გაიზარდა 51%-ით 11.1 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც გამოწვეულია მეხსიერების ფასების მოსალოდნელზე მცირე კლებით. მიღებული საოპერაციო მოგება ყველაზე დიდია 2018 წლის პირველი კვარტლის შემდეგ. მთლიანობაში ნახევარგამტარი კომპონენტების გაყიდვიდან მიღებული მოგება გაორმაგდა და 6.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კომპანიის წმინდა მოგებამ 8.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიის საოპერაციო მოგება მობილურ და სატელეკომუნიკაციო სეგმენტში შემცირდა 14%-ით -3.0 მლრდ აშშ დოლარამდე. სმარტფონების სეგმენტში კომპანიამ გაზარდა სმარტფონების მიწოდება დაბალი და საშუალო ფასების დიაპაზონში, ამავე დროს წარადგინა ფლაგმანური Galaxy S22 სერია. Canalys-ის თანახმად ამის შედეგად ბაზრის წილი 22%-დან 24%-მდე გაზარდა. საკონტრაქტო წარმოების სეგმენტში Samsung აგრძელებს თანამედროვე ლითოგრაფიის წილისა და წლიური პროდუქციის გამოშვების მასშტაბის ზრდას, მიმდინარე კვარტალში კი აპირებს 3-ნანომეტრიანი პროდუქციის სერიული წარმოების დაწყებას GAA ტექნოლოგიით. კომპანია იმედოვნებს, რომ შეძლებს მსოფლიო დონის მომხმარებლების მოზიდვას საკონტრაქტო სერვისებზე. Samsung-მა მინიშნება გააკეთა, რომ წლის მეორე ნახევარში მოუწევს ფასები გაზარდოს კონტრაქტულ სერვისებზე, რათა უზრუნველყოს მომავალი პროექტების დაფინანსება. წლის მეორე ნახევარში Samsung ელის კომპონენტების მუდმივ დეფიციტს და შეზღუდულ შიდა წარმოების შესაძლებლობებს. უახლესი გეოპოლიტიკური პრობლემები და ჩინეთის ლოქდაუნი უარყოფითად აისახება კომპანიის საქმიანობაზე. მენეჯმენტი ასევე შეშფოთებულია უცხოურ ბაზრებზე დამოკიდებულების მაღალი დონით - კომპანია თავისი შემოსავლის 80%-ზე მეტს სამხრეთ კორეის ფარგლებს გარედან იღებს, საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა კი ჯერჯერობით შორს არის სტაბილურისაგან. https://tinyurl.com/4m6edxkv
  3. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) გააფართოვა ციფრული აქტივების „დამაბნეველი“ კომპანიების სია. ამის შესახებ ნათქვამია პრეს-რელიზში. საუბარი ეხება ჩამონათვალს სახელწოდებით „Public Alert: Unregistered Soliciting Entities“ (PAUSE). იგი საინფორმაციო ხასიათს ატარებს და არ ამტკიცებს, რომ მასში მოხვედრილმა კომპანიებმა კანონი დაარღვიეს. PAUSE-ში ხვდება ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა, მარეგულირებლის აზრით, ეჭვს იწვევს. სხვა კრიტერიუმია ცნობილი კომპანიების სახელწოდებასთან მსგავსება. მაგალითის სახით SEC-მა მოიყვანა პროექტები SuperBinance და Superfxtrading - ინვესტორებს შეიძლება ისინი აერიოთ Bitcoin-ბირჟა Binance-სა და FTX-ში. ჩამონათვალში ასევე არის კომპანია Gemini M&A, ახალბედებს შორის კი - Bittrade Capitals, 247Crypto Trade და Bitpayfxpro. კომისიამ აღნიშნა, რომ PAUSE-ში შემავალი კომპანიები ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ „საკუთრების, ადგილმდებარეობისა და რეგისტრაციის შესახებ“. თუმცა SEC არ აღიარებს, რომ ასეთი კომპანიები იმალებიან ცნობილი სახელების მიღმა და უწოდებს მათ „არალიცენზირებულ ორგანიზაციებს“, რომლებიც ამუშავებენ ტრანზაქციებს. 2020 წლის ნოემბერში ტეხასის მარეგულირებელმა ორგანომ გასცა სამი ექსტრემალური ბრძანება თაღლითობაში ეჭვმიტანილი 14 კრიპტო კომპანიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. 2021 წლის მარტში შტატის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრეტენზია შეიტანეს სამ არარეგისტრირებულ პროექტზე. ერთ-ერთი მათგანი მუშაობდა Bitcoin-ბირჟა Binance-ის ბრენდის ქვეშ. იმავე წლის ოქტომბერში ნიუ-ჯერსის ფასიანი ქაღალდების ბიურომ ხუთი კრიპტო კომპანიის მენეჯმენტს თაღლითობასთან დაკავშირებული ეჭვების გამო ბრძანება გაუგზავნა ოპერაციების შეჩერების შესახებ. https://tinyurl.com/56hkbjna
  4. ახალი თაობის Poco F სმარტფონები გამოსაშვებად მზადდება და მათგან პირველი არის Poco F4 GT. ეს მოწყობილობა გვთავაზობს ფლაგმანურ Snapdragon 8 Gen 1 პროცესორს და დამუხტვის გაზრდილ სიჩქარეს, გვაცნობებს GSMArena. სმარტფონში წარმოდგენილია ტექნოლოგია LiquidCool 3.0, რაც ნიშნავს გაგრილების ორი ამაორთქლებელი კამერის არსებობას. წინა მოდელ Poco F3-ში გამოიყენებოდა ამ ტექნოლოგიის 1.0 ვერსია. ამაორთქლებელი კამერების ზომა 170%-ით გაიზარდა. გრაფიკული პროცესორი Adreno 730 გახდა 50%-ით უფრო სწრაფი და უზრუნველყოფს გამოსახულების გამოტანას 6.67-დუიმიან AMOLED ეკრანზე. ეს არის 10-ბიტიანი პანელი 1 მლრდ ფერითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. DisplayMate-ის წყალობით ეკრანს მიენიჭა A+ 15 პარამეტრში ჩანაწერების დაყენებით ან გამეორებით. ეკრანის შეხების დისკრეტიზაციაა 480 ჰერცი - F3 მოდელის შემთხვევაში 360 ჰერცია. გეიმერებისთვის განკუთვნილი ღილაკები გამოცდილია ასზე მეტ პოპულარულ თამაშში. ისინი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მიზნებისთვის, როგორიცაა კამერის ჩართვა. მოწყობილობას აქვს 120 ვატი სიმძლავრის დამუხტვის სისტემა HyperCharge. 4700 მა/სთ მოცულობის ბატარეის დამუხტვა 100%-ზე შესაძლებელია 17 წუთში. მეორე რეჟიმის გამოყენებით სმარტფონი გეიმინგის პროცესისას იმუხტება 27 წუთში. სპეციალური USB-C სადენი გამოსაყენებლად მოსახერხებელია, თუკი მოწყობილობას ჰორიზონტალურად დაიჭერთ. სმარტფონის უკანა მხარეს განთავსებულია 64-მეგაპიქსელიანი კამერა სენსორით Sony IMX686 1/1,73 (პიქსელების ზომაა 0.8 მკმ და 1.6 მკმ გაერთიანებისას) დიაფრაგმით f/1,9. მის გვერდით მოცემულია ფართოკუთხიანი 8 მპ კამერა (120°, f/2.2) და 2-მეგაპიქსელიანი მაკრო. ფრონტალური კამერა 20-მეგაპიქსელიანია და აგებულია სენსორზე Sony IMX596. უკანა მხარეს მოცემულია RGB განათება შეტყობინებების, დამუხტვის ინდიკაციისა და თამაშებისთვის. Poco F4 GT გაყიდვაში გამოვა 28 აპრილს რამდენიმე რეგიონის ინტერნეტ-მაღაზიებში. იგი წარმოდგენილი იქნება შავი, ვერცხლისფერი და ყვითელი ფერების ვარიანტებად. საბაზისო 8/128 ვერსიის ფასია 600 ევრო, 12/256 ვერსია კი ღირს 700 ევრო. ორივე შემთხვევაში ესენია LPDDR5 და UFS 3.1 სტანდარტის მეხსიერება. https://tinyurl.com/7vm8bt4f
  5. Intel Arc Alchemist A სერიის დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლის მქონე ნოუთბუქები და ულტრაბუქები ამერიკულ მსხვილ რითეილერებთან გამოჩნდა გაყიდვაში - წერს პორტალი Tom’s Hardware. ASUS-ისა და HP-ს ორი მოდელი აღმოჩენილ იქნა საცალო ქსელ Best Buy-ზე. ორივე ლეპტოპს აქვს ვიდეო დაფა Arc A370М 4 გბ GDDR6ნ მეხსიერებით. ახალი მოწყობილობების ფასი დიდად სახარბიელო არ არის. ფოტოს წყარო: Best Buy ულტრაბუკ ASUS Zenbook Flip მოდელში წარმოდგენილია 12-ბირთვიანი პროცესორი Intel Core i7-12700H, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება LPDDR5, 1 ტბ NVMe SSD და გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Arc A370M. ეს ლეპტოპი იყიდება 1400 აშშ დოლარად. ლეპტოპს აქვს 360 გრადუსით მბრუნავი 15.6-დუიმიანი სენსორული OLED დისპლეი გაფართოებით 2880 × 1620 პიქსელი. მოდელ HP Spectre x360-ს (16-f1023dx), რომლის ფასია 2000 აშშ დოლარი, ასევე აქვს 360 გრადუსით მბრუნავი დისპლეი და ვიდეო დაფა Arc A370M. ლეპტოპში მოცემულია 12-ბირთვიანი პროცესორი Core i7-1260P, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR4-3200 და 1 ტბ მოცულობის NVMe SSD. ლეპტოპს ასევე აქვს 16-დუიმიანი სენსორული OLED-დისპლეი გვერდების შეფარდებით 8:5 და გაფართოებით 3840 × 2400 პიქსელი. ორივე ლეპტოპი აგებულია პლატფორმა Intel Evo-ზე, აქვს უსადენო კავშირის სტანდარტ Wi-Fi 6-ის მხარდაჭერა და კონექტორი Thunderbolt 4 (USB Type-C). კომპანიებს არ მიუთითებიათ მოწყობილობების ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა, თუმცა პლატფორმა Evo-ს ბოლო მახასიათებლების თანახმად ლეპტოპებმა უნდა უზრუნველყონ არანაკლებ 9 საათი ავტონომიური მუშაობა და უნდა ჰქონდეთ სწრაფი გამოღვიძების ფუნქცია. Tom's Hardware-ის აზრით ზემოთაღნიშნული ლეპტოპების ღირებულება არაგონივრულად მაღალია. რესურსი აღნიშნავს, რომ იმავე 1400-2000 აშშ დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ გეიმინგ ლეპტოპები იმავე ფორმ-ფაქტორის GeForce RTX 3060 ან GeForce RTX 3070 გრაფიკული დაფებით. მაგალითად, ASUS ROG Zephyrus G14 მოდელის ფასი 1560 აშშ დოლარია. ამ ფასად ლეპტოპი გვთავაზობს Ryzen 9 5900HS პროცესორს და GeForce RTX 3060 ვიდეო დაფას. ამავდროულად, ეს მოწყობილობა უფრო მსუბუქია, ვიდრე ASUS Zenbook-ისა და HP Spectre-ის მითითებული მოდელები. 1400-დან 2000 აშშ დოლარამდე ფასის დიაპაზონი კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ Intel Arc A370M დაფას ვერ ვუწოდებთ სწრაფ ვიდეო დაფას თანამედროვე სტანდარტებით. AMD-ის განცხადებით მისი საბაზისო დონის მობილური ამაჩქარებელი Radeon RX 6500M 27-დან 144%-მდე უფრო სწრაფია, ვიდრე Intel-ის პროდუქტი. https://tinyurl.com/4mmppy3x
  6. კომპანია Biostar-მა წარადგინა მაინინგ-ფერმა iMiner 660MX8D2, რომლის საფუძვლად გამოყენებულია RDNA 2 არქიტექტურის მქონე რვა გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon RX 6600. კომპანიის განცხადებით მასზე მხარდაჭერილია GPU-ის მეშვეობით მოპოვებადი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტები, მათ შორის Ethereum, Ethereum Classic, Ravencoin, Ergo და ა.შ. ფოტოს წყარო: Biostar ორი თვის წინ Biostar-მა ასევე გამოუშვა მაინინგ-ფერმა iMiner A588X8D2, რომელიც მოიცავს რვა Radeon RX 580 გრაფიკულ ბარათს. მისი Ethereum-მაინინგის წარმადობა 232 Mhash/s-მდეა. ახალი iMiner 660MX8D2 სისტემის წარმადობა, რომელიც დაფუძნებულია რვა Radeon RX 6600-ზე, არის 248 Mhash/s, ანუ 7%-ით მეტი. მაინინგ-ფერმა iMiner 660MX8D2-ის შემადგენლობაში შედის დედა დაფა Biostar TB360-BTC D+, რომელიც აღჭურვილია 3.1 გჰც სიხშირეზე მომუშავე ორბირთვიანი პროცესორით Intel Celeron G4900, აგრეთვე მოცემულია DDR4-2666 სტანდარტის 8 გბ ოპერატიული მეხსიერება 120 გბ მოცულობით. სისტემა აღჭურვილია გიგაბიტური ქსელის კონტროლერით Realtek RTL8111H. სისტემა იკვებება 2000 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკით, თუმცა რვა Radeon RX 6600-ის ენერგომოხმარების დონე არაუმეტეს 1056 ვატია ოპტიმიზაციის გათვალისწინების გარეშეც კი. ასე რომ ხელმისაწვდომია კვების მარაგი. ფერმა იმუშავებს ოპერაციულ სისტემებზე - Windows 10, HiveOS ან Linux. iMiner 660MX8D2-ის ფასი და ხელმისაწვდომობის ვადა კომპანიას არ გამოუცხადებია. https://tinyurl.com/4na6v46e
  7. მიმდინარე წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ AMD ამზადებს ახალ ტექნოლოგიას DDR5 ოპერატიული მეხსიერების ავტომატური აჩქარებისთვის, სახელწოდებით AMD RAMP (Ryzen Accelerated Memory Profile) Socket AM5 პლატფორმისა და Ryzen 7000 (Raphael) პროცესორებისთვის. უახლესი ინფორმაციით ამ ტექნოლოგიას შესაძლოა სხვა სახელი ჰქონდეს - AMD EXPO. ფოტოს წყარო: AMD რესურს Videocardz-მა მოიპოვა გარკვეული დეტალები ტექნოლოგია EXPO-ს ანუ EXtended Profiles for Overclocking-ის შესახებ. იგი უნდა გახდეს პროფილ Intel XMP 3.0-ისთვის საპასუხო ნაბიჯი, რომელიც გამოიყენება ოპერატიული მეხსიერების აჩქარებისთვის Intel Alder Lake სისტემებში. სავაჭრო ნიშანი EXPO კომპანია AMD-მ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დაარეგისტრირა. აღწერის თანახმად იგი ნამდვილად ოპერატიულ მეხსიერებასთან მუშაობას უკავშირდება. თუმცა განმარტებისას კომპანია პირდაპირ არ მიუთითებს, კონკრეტულად რა მიზნით იქნება EXPO გამოყენებული. ფოტოს წყარო: VideoCardz Videocardz-ის მონაცემებით EXPO გამოყენებული იქნება ორი ტიპის DDR5 ოპერატიული მეხსიერების აჩქარებული პროფილების შენახვისთვის. პირველი ტიპი ოპტიმიზებული იქნება მაღალი სიჩქარის მეხსიერებასთან მუშაობაზე, მეორე - უზრუნველყოფს მცირე შეყოვნებას DDR5-თან მუშაობისას. წყაროებზე დაყრდნობით რესურსი აღნიშნავს, რომ მეორე სახის პროფილები ძირითადი არ იქნება. ასევე აღნიშნულია, რომ AMD EXPO იმუშავებს ნებისმიერი ტიპის DDR5 მეხსიერებასთან - UDIMM, RDIMM და SO-DIMM. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოპერატიული მეხსიერების პროფილების აჩქარების მხარდაჭერა გამოჩნდება არა მხოლოდ კომპიუტერებში, არამედ ამა თუ იმ ფორმით შეიძლება განხორციელდეს ლეპტოპებზე, რომლებიც დაფუძნებული იქნება AMD-ის სამომავლო მობილურ პროცესორებზე, ასევე სამუშაო სადგურებზე. შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელ მობილურ Ryzen 6000 (Rembrandt) მოდელებზე მხარდაჭერილია მხოლოდ DDR5-4800 და LPDDR5-6400 მეხსიერების სტანდარტები. AMD-მ ადრე განაცხადა, რომ აპირებს DDR5 მეხსიერების აჩქარების აყვანას ახალ დონეზე Zen 4 არქიტექტურის მქონე Ryzen 7000 ჩიპების მეშვეობით. „ჩვენი პირველი გეიმინგ პლატფორმა DDR5-ის მხარდაჭერით იქნება Raphael. და მისი ერთ-ერთი აღსანიშნავი მახასიათებელია ის, რომ ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ დიდი ფურორის მოხდენას მეხსიერების აჩქარებით. სიჩქარე, რომელიც შეუძლებელი გეგონათ, შესაძლებელი იქნება“ - განაცხადა AMD-ის მეხსიერების ტექნოლოგიების საკითხების ინჟინერმა Joseph Tao-მ. https://tinyurl.com/kj63n8kz
  8. Starlink-მა უკვე დადო კონტრაქტი JSX-ის თვითმფრინავების კარგი ინტერნეტ-კავშირით უზრუნველსაყოფად, ამჟამად კი Hawaiian Airlines შეუერთდა მათ რიცხვს, ვისაც სურს ახალი რევოლუციური ტექნოლოგიების გამოცდა. Starlink-ის მფლობელი კომპანია გვპირდება, რომ მომავალ წელს დაუკავშირდება ავიაკომპანიის თვითმფრინავებს, ხოლო ავიაკომპანიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ წვდომა გამონაკლისის გარეშე ყველასთვის უფასო იქნება რა თქმა უნდა მათთვის, ვინც Hawaiian Airlines-ს აირჩევს. SpaceX-ისთვის ეს უნდა იყოს მთავარი მიღწევა და გარღვევა ავიაკომპანიებთან მუშაობის სფეროში, რადგან ეს არის პირველი კონტრაქტი დიდ ავიაკომპანიასთან. შეგახსენებთ, რომ ადრე კომპანიამ გააფორმა კონტრაქტი ჩარტერულ გადამზიდავ JSX-თან და ასევე განახორციელა ქსელის ტესტირება Delta-ს თვითმფრინავებზე. ავიაკომპანიის ასეთი მასშტაბური გეგმები შესაძლოა აიტაცონ სხვა ავიაგადამზადავებმაც, სამომავლოდ SpaceX-თან კონტრაქტები და თვითმფრინავებში ინტერნეტთან უფასო წვდომა შესაძლოა წარმოადგინონ ყველაზე მოწინავე კომპანიებმა. „ჩვენ არ დაგვიწყია Starlink-ის ქსელის ტესტირების პროცესი ჩვენს თვითმფრინავებში, გვაქვს სერტიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას პროდუქტის გამოსაყენებლად“. ამის შესახებ განაცხადა Hawaiian Airlines-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორმა. კომპანია გარიგების დეტალებს არ ასაჯაროებს. ამ დროისთვის Wi-Fi ქსელი არ არის უზრუნველყოფილი, თუმცა დირექტორმა განაცხადა, რომ აღფრთოვანებული იყო მისი სიჩქარით. კომპანიის ყველა მომავალი და ამჟამინდელი თვითმფრინავი Starlink-ით იქნება აღჭურვილი. https://tinyurl.com/4tc4mc6f
  9. Bitcoin-ის მაქსიმალისტები და გარკვეული კრიპტოაქტივების მომხრეები აფერხებენ ინდუსტრიის განვითარებას. ეს აზრი გამოთქვა ბლოკჩეინ კომპანია Ripple-ის ხელმძღვანელმა ბრედ გარლინგჰაუსმა, აცხადებს CNBC. მისი თქმით, ციფრული ოქროს გარშემო არსებული ტრაიბალიზმი აფერხებს მთელი ბაზრის ზრდას. როგორც Yahoo-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, გარლინგჰაუსმა ინდუსტრია 2000-იანი წლების დასაწყისში dot-com-ის ეპოქას შეადარა. „მე მაქვს Bitcoin, Ethereum, მაქვს კიდევ რაღაც. […] Yahoo შეიძლება იყოს ისეთივე წარმატებული, როგორც eBay. მაგრამ ისინი სხვადასხვა პრობლემებს წყვეტენ. არსებობს სხვადასხვა გამოყენების შემთხვევები, ბაზარი და აუდიტორია“, - თქვა Ripple-ის ხელმძღვანელმა. მან აღნიშნა, რომ ამ პარალელებიდან ბევრი არსებობს კრიპტოვალუტის ინდუსტრიაშიც. Bitcoin-ის ცნობილ მაქსიმალისტებს შორის არიან Twitter-ის თანადამფუძნებელი ჯეკ დორსი და MicroStrategy-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ სეილორი. 2022 წლის აპრილში სეილორმა განაცხადა, რომ მისი კომპანია გააგრძელებს ციფრული ოქროს შეძენისა და შენახვის სტრატეგიის გატარებას. კიდევ ერთი ანტრეპრენერი ილონ მასკი Dogecoin-ის აქტიური მხარდამჭერია. 2021 წლის მაისში მან განაცხადა, რომ meme-კრიპტოვალუტას შეუძლია „ადვილად“ გაუსწროს Bitcoin-ს გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში. გარლინგჰაუსის თქმით ერთი რომელიმე აქტივის მიმდევრები იწვევენ დაყოფას საზოგადოებაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ვაშინგტონში ინდუსტრიის ინტერესების ლობირებას. 2021 წლის შემოდგომაზე კრიპტო ფონდ BlockTower Capital-ის დამფუძნებელმა არი პოლმა ყურადღება გაამახვილა, რომ Ethereum-ის მხარდამჭერები Solana-ს კრიტიკისას აღმოჩნდნენ Bitcoin-ქომიუნითის პოზიციაში ციფრული აქტივების ოპონენტებთან კამათისას. https://tinyurl.com/5ctrf3e6
  10. კომპანია MSI-მ დააანონსა ახალი AIO Modern AM242P 11M-1441, რომელსაც 23.8-დუიმიანი IPS-დისპლეი ექნება. სისტემის საფუძვლად გამოყენებულია მე-11 თაობის Intel Core პროცესორი. ფოტოს წყარო: MSI MSI Modern AM242P 11M-1441-ში წარმოდგენილია ოთხბირთვიანი და რვანაკადიანი პროცესორი Intel Core i5-1135G7, რომელიც მუშაობს 2.4-4.2 გჰც სიხშირის დიაპაზონში. ჩიპს აქვს ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Intel Iris Xe 80 EU-ით და 1.3 გჰც სიხშირით. სისტემას გააჩნია DDR4 სტანდარტის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, 256 გბ M.2 ფორმატის NVMe SSD, აგრეთვე 1 ტბ მოცულობის მყარი დისკი. მოწყობილობაში წარმოდგენილია ვებ-კამერა ჩამკეტით, ასევე მიკროფონი და დინამიკები ხმის ჩახშობის სისტემით, რომლებიც მუშაობს საფირმო პროგრამული უზრუნველყოფა MSI Center-ის მეშვეობით. სისტემას აქვს გიგაბიტური ქსელის ინტერფეისი და Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების მხარდაჭერა. ხელმისაწვდომია HDMI ინტერფეისი. კომპიუტერში დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11 Home. მონობლოკ MSI Modern AM242P 11M-1441-ის ზომაა 541.4 × 194.68 × 534.92 მმ, წონა - 6.16 კგ. გარანტიის ვადა შეადგენს 2 წელს, ფასი - 899 ევროს. https://tinyurl.com/ye226y34
  11. კომპანია ASUS-მა ZenBook სერიის ლეპტოპების ასორტიმენტი შეავსო ორი ახალი მოდელით, ესენია ZenBook S 13 OLED და ZenBook Pro 15 Flip OLED. პირველ მათგანს აქვს AMD-ის უახლესი პროცესორები და გრაფიკა, მეორეს კი - მე-12 თაობის Intel Core ჩიპები და Arc Alchemist ვიდეო დაფები. ფოტოს წყარო: ASUS მოდელ ZenBook S 13 OLED-ს აქვს 13.3-დუიმიანი სენსორული დისპლეი, რომლის გვერდების შეფარდებაა 16:10, გაფართოება - 2880 × 1800 პიქსელი, რეაქციის დრო 0.2 მილიწამი და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. პანელი დაფარულია დამცავი საფარით Corning Gorilla Glass NBT. ლეპტოპს საფუძვლად უდევს Rembrandt სერიის, Zen 3+ არქიტექტურის მქონე 6-ნანომეტრიანი ჩიპი Ryzen 7 6800U. ეს გახლავთ 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი პროცესორი 2.7 გჰც სიხშირით, რომელსაც შეუძლია 4.7გჰც-მდე ავტომატური აჩქარება. ჩიპში მხარდაჭერილია DDR5 მეხსიერება და ASUS აქტიურად იყენებს ამ მახასიათებელს. ლეპტოპს აქვს LPDRR5-6400 სტანდარტის 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება. პროცესორის შემადგენლობაში აგრეთვე მოცემულია RDNA 2 არქიტექტურაზე აგებული ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Radeon 680M 12 გამომთვლელი ბლოკით, რომელიც 2.2 გჰც სიხშირეზე მუშაობს. ASUS ZenBook S 13 OLED ZenBook S 13 OLED-ის სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია NVMe PCIe 4.0 SSD 1 ტბ მოცულობით და 6500 მბ/წმ ჩაწერის სიჩქარით, აუდიოსისტემა Harman Kardon, Dolby Vision და Dolby Atmos ტექნოლოგიების მხარდაჭერა, აგრეთვე უსადენო სტანდარტი Wi-Fi 6E. ლეპტოპს აქვს სამი USB Type-C პორტი და ერთი 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ეს ყველაფერი თავმოყრილია მაგნიუმ-ალუმინის შენადნობისგან დამზადებულ მსუბუქ კორპუსში, რომლის წონა 1 კილოგრამია. კომპანიის განცხადებით 67 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა უზრუნველყოფს 10 საათამდე ავტონომიურ მუშაობას. ASUS ZenBook Pro 15 Flip OLED ZenBook Pro 15 Flip OLED-ს საფუძვლად უდევს 15-ბირთვიანი და 20-ნაკადიანი Intel Core i7-12700H ჩიპი ექვსი მაღალი წარმადობისა და რვა ენერგოეფექტური ბირთვით. მაღალი წარმადობის ბირთვის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 4.7 გჰც-ს, ენერგოეფექტურისა - 3.5 გჰც. მოდელ ZenBook Pro 15 Flip OLED-ს ასევე აქვს LPDDR5 სტანდარტის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, რომელიც მუშაობს უფრო დაბალ, 4800 მჰც სიხშირეზე. ლეპტოპის გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია უახლესი დისკრეტული ამაჩქარებლით Intel Arc A370M, რომელსაც აქვს 6 Xe ბირთვი, 6 ბლოკი რეითრეისინგისთვის და 6 გბ GDDR6 მეხსიერება. ASUS-ის თქმით ლეპტოპი წარმოდგენილი იქნება Intel-ის რამდენიმე ვიდეო დაფით. სავარაუდოდ, საუბარი ეხება ნაკლები წარმადობის Arc 350M მოდელებს ან ინტეგრირებულ Iris Xe-ს, როგორც ვარიანტებს. NVMe მყარი დისკის მოცულობა იქნება 1 ტერაბაიტამდე, სიჩქარე 3200 მბ/წმ, რაც ZenBook S 13 OLED მოდელის მაჩვენებლის ნახევარია. ASUS ZenBook Pro 15 Flip OLED ZenBook Pro 15 Flip OLED-ს აქვს 180 გრადუსით მბრუნავი დისპლეი გვერდების შეფარდებით 16:9, გაფართოებით 2880 × 1620 პიქსელი, 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირითა და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერით. ლეპტოპში აგრეთვე წარმოდგენილია ინფრაწითელი ვებ-კამერა, კლავიატურა ერთზონიანი RGB-განათებით, Dolby Vision და Dolby Atmos ტექნოლოგიების მხარდაჭერა, ორი პორტი Thunderbolt 4 (Type-C), ერთი HDMI 2.0 და Wi-Fi 6E სტანდარტის მხარდაჭერა. ლეპტოპი იწონის 1.8 კგ-ს და აქვს 96 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. ორივე ლეპტოპში დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11 Pro, მხარდაჭერილია სტილუსი ASUS Pen 2.0. მოწყობილობების ღირებულება და გამოშვების დრო ჯერ არ გამოცხადებულა. https://tinyurl.com/2p9dsnhp
  12. Engine Insights-მა ჩაატარა გამოკითხვა 13-დან 17 წლამდე ამერიკელ თინეიჯერებს შორის და დაადგინა, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 39% დაინტერესებულია აქციებში ინვესტიციით, ხოლო 29% გეგმავს ინვესტირებას ციფრულ აქტივებში, მათ შორის სხვადასხვა კრიპტოვალუტაში. ამ წლის მარტში ჩატარებულმა კიდევ ერთმა გამოკითხვამ აშშ-ის ზრდასრულ მოქალაქეებს შორის აჩვენა, რომ 13% უკვე ახორციელებს ინვესტიციას კრიპტოვალუტაში, ხოლო კიდევ 27% გეგმავს ამის გაკეთებას. რესპონდენტთა უმეტესობამ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებზე და მათში ინვესტიციების შესახებ ინფორმაციას ძირითადად ვიდეოებიდან იღებენ, ნახევარზე მეტმა კი აღიარა, რომ ჯერ კიდევ არ იციან ამ სფეროს შესახებ იმდენი, რამდენის ცოდნაც სურთ და დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ თინეიჯერებსა და ახალგაზრდებში კრიპტოვალუტებისადმი ინტერესი განპირობებულია იმით, რომ ახალი თაობები ბავშვობიდან იყენებენ სმარტფონებსა და ინტერნეტს, ინტეგრირებულნი არიან ციფრულ ცხოვრებაში და შეუძლიათ გაეცნონ მიმდინარე ტენდენციებს უფროსებზე ადრეც კი. არსებობს მოსაზრება, რომ თანამედროვე საინფორმაციო სამყარო ბევრ ახალგაზრდაში ავტომატურად აყალიბებს კრიტიკული აზროვნების, უზარმაზარი ინფორმაციის დამუშავებისა და გაფილტვრის, შეჯერების და ფაქტების შემოწმების უნარებს. სწორედ ამ მიზეზით, ისინი ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ყალბი, პროპაგანდისა და ინტერნეტ თაღლითობის მიმართ, ვიდრე უფროსი თაობის წარმომადგენლები: ტვინის ნეიროპლასტიკურობა მაქსიმალურია ახალგაზრდა ასაკში და მცირდება ბუნებრივი დაბერების პროცესების გამო. https://tinyurl.com/yckkvz2v
  13. კომპანია AMD-მ ოფიციალურად წარადგინა მობილური პროცესორები Ryzen PRO 6000 (Rembrandt). ჩიპები დამყარებულია 6-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და გამოყენებულია ბირთვების არქიტექტურა Zen 3+. Ryzen PRO 6000 პროცესორების სერია წარმოდგენილია მოდელებით, რომელთაც აქვთ რვამდე ბირთვი 16-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, სამუშაო სიხშირე კი შეადგენს 4.9 გჰც-ს. ახალი პროცესორები გამოყენებული იქნება პროფესიონალურ სამუშაო სადგურებში. ფოტოს წყარო: AMD Ryzen PRO 6000 პროცესორების სერია შედგება U და H სერიის მოდელებისგან. პირველი მათგანისთვის დამახასიათებელია TDP-ის დონე 15-დან 30 ვატამდე, სტანდარტული ენერგომოხმარება კი 28 ვატს შეადგენს. მეორე სერიის ჩიპებს კი აქვთ 35 ვატი ენერგომოხმარება (მოდელები HS ინდექსით) და 45 ვატი (H ინდექსის მქონე მოდელები). L2 და L3 ქეშ-მეხსიერების ჯამური მოცულობა შეადგენს 10, 19 ან 20 მბ-ს მოდელის შესაბამისად. Ryzen PRO 6000H სერიის მოდელებს აქვთ 6 ან 8 ბირთვი 12 ან 16 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, შესაბამისად. ამ მოდელების საბაზისო სიხშირის დიაპაზონია 3.2-დან 3.3 გჰც-მდე, ავტომატური აჩქარების რეჟიმში სიხშირე იზრდება 4.5-4.9 გჰც-მდე, მოდელის შესაბამისად. Ryzen PRO 6000U სერიის პროცესორებსაც აქვთ 6 ან 8 ფიზიკური ბირთვი 12 ან 16 ნაკადის მხარდაჭერით, შესაბამისად. საბაზისო სიხშირე შეადგენს 2.7-2.9 გჰც-ს, მაქსიმალური - 4.5-4.7 გჰც-ს. Ryzen PRO 6000 მოდელების პარალელურად კომპანია AMD-მ წარადგინა პროცესორები Ryzen PRO 5х75, რომლებიც დამყარებულია 7-ნანომეტრიან არქიტექტურა Zen 3-ზე და აქვს ინტეგრირებული გრაფიკა Radeon Vega. სერიაში შევიდა სამი მოდელი: ოთხბირთვიანი Ryzen 3 PRO 5475U სიხშირის დიაპაზონით 2.7-4.1 გჰც, ექვსბირთვიანი Ryzen 5 PRO 5675U სიხშირით 2.3-4.3 გჰც და რვაბირთვიანი Ryzen 7 PRO 5875U, რომელიც მუშაობს 2.0-დან 4.5 გჰც სიხშირეზე. ყველა მათგანს აქვს თითო ბირთვზე ორი ნაკადის მხარდაჭერა. Ryzen PRO 6000 სერიის პროცესორების ერთ-ერთ განსაკუთრებულ მახასიათებლად AMD ასახელებს გაზრდილ წარმადობას და ავტონომიურობას. კომპანიის თქმით ახალ პროცესორებზე დამყარებული სისტემები უზრუნველყოფენ 29 საათამდე ავტონომიურ მუშაობას. მაგალითის სახით მოყვანილია მოდელი Ryzen 7 PRO 6850U. 15 ვატი TDP-ის დონის მქონე ჩიპებზე გამოცხადებულია 10%-მდე გამომთვლელი წარმადობის მატება, 28 ვატი ენერგომოხმარების ჩიპების შემთხვევაში კი უპირატესობა შეადგენს 30%-ს გასული თაობის 15-ვატიან მოდელებთან შედარებით. გარდა ამისა, კომპანია აღნიშნავს ინტეგრირებული RDNA 2 გრაფიკის 50%-მდე მეტ წარმადობას 15-ვატიანი მოდელების შემთხვევაში და გრაფიკის 110%-მდე მეტ წარმადობას 28-ვატიანი მოდელების შემთხვევაში Ryzen PRO 5000 (Cezanne) სერიის 15-ვატიან მოდელებთან შედარებით. Ryzen PRO 6000 და Ryzen PRO 5x75 სერიების ახალი პროცესორები პირველ რიგში გამოჩნდება HP-სა და Lenovo-ს ლეპტოპების შემადგენლობაში. AMD პროცესორებზე დაფუძნებული ლეპტოპების ხელმისაწვდომობის შესახებ AMD-ს ჯერჯერობით არაფერი გამოუცხადებია. https://tinyurl.com/mdupntde
      • 1
      • Like
  14. უახლოეს დღეებში, 26 აპრილს ჩატარდება 2022 წლის გეიმინგ-მონსტრის ონლაინ-პრეზენტაცია. ეს იქნება ჩინეთის ბაზრისთვის გამოსული Redmi k50 Gaming Edition-ის ზუსტი ასლი - POCO F4 GT. მახასიათებლებს რაც შეეხება, Redmi K50 GE სმარტფონს საფუძვლად უდევს ჩიპი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1 - კომპანიის ბოლო ფლაგმანური პროცესორი 4-ნანომეტრიანი ტრანზისტორებით. Antutu ტესტებში სმარტფონი აგროვებს დაახლოებით 950 ათას ქულას, თუმცა ასეთი სიმძლავრის გამო პროცესორი სითბოს გამოყოფის მაღალი დონით ხასიათდება. ამ პრობლემის გადაჭრისთვის განკუთვნილია გაგრილების მოწინავე სისტემა. მეხსიერების მხრივ ვარიანტები განსხვავებული იქნება, Sony IMX 686 კამერა 64-მეგაპიქსელიანია, ბატარეის მოცულობა შეადგენს 4700 მა/სთ-ს და აქვს 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა, OLED ეკრანი 6.67-დუიმიანია, კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი. ღირებულებას რაც შეეხება, ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილი ვერსიის ფასი იწყება 500 აშშ დოლარიდან. წინა მოდელს თუ გავითვალისწინებთ, კონკრეტულად კი Redmi K40 GE ღირს 300 აშშ დოლარი, ამასთან წინა თაობას ჩამორჩება სამ ასპექტში: 1. პროცესორი. 2. კამერა. 3. დამუხტვის სიჩქარე. ასევე აღსანიშნავია ახალი ოდნავ თხელი ბატარეა - მოცულობით 5065 მა/სთ-ს ნაცვლად 4700 მა/სთ. პროცესორი ნაკლებად ცხელია, მისი გეიმინგ წარმადობა თავისუფლად უმკლავდება ყველა ხელმისაწვდომ თამაშს და გააჩნია რამდენიმე წლის რეზერვი. https://tinyurl.com/yc2h7p33
  15. კრიპტო საფულეების პროვაიდერი ბირჟა Blockchain.com გეგმავს IPO-ს განხორციელებას მიმდინარე წელს. ამის შესახებ აცხადებს Bloomberg გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით. ამ ეტაპზე კომპანია საინვესტიციო ბანკებთან ერთად განიხილავს პირველადი განთავსების პროცესის ორგანიზებას. მედიის ცნობით Blockchain.com-ის შეფასებამ ბოლო საინვესტიციო რაუნდში Lightspeed Venture Partners-ისა და Baillie Gifford-ის მონაწილეობით 14 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად კონკურენტი Coinbase-ის მომსახურებით სარგებლობს 37 მილიონი მომხმარებელი მსოფლიოს 200 ქვეყნიდან. პლატფორმის დაახლოებით 82 მილიონი საფულე შეადგენს Bitcoin-ის ქსელში განხორციელებული ტრანზაქციების მესამედს. მანამდე, Blockchain.com-ის ფინანსური დირექტორი მაკრინა კიგილი არ გამორიცხავდა IPO-ზე გასვლას 2023 წელს. https://tinyurl.com/ywnfvzuw
  16. ოვერქლოქერებისა და კომპიუტერის ენთუზიასტებისთვის კარგად ცნობილმა პორტალ Videocardz-მა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით გამოსვლისთვის მზადებაში არსებული გრაფიკული ამაჩქარებელი AMD Radeon RX 6650 XT დამყარებული იქნება იმავე ჩიპ Navi 23-ზე, რაზეც ორიგინალი RX 6600 XT, თუმცა ახალი დაფის ქარხნული აჩქარება ბევრად საგრძნობი იქნება: 2486-2689 მჰც 2382-2593 მჰც-ის ნაცვლად. ვიდეო მეხსიერებას რაც შეეხება, დაფას ექნება 8 გბ GDDR6 სიჩქარით 17.5 ან 18 გბ/წმ - RX 6600 XT-ის მაჩვენებელი 16 გბ/წმ-ია. დიდი ალბათობით, GPU-ისა და მეხსიერების აჩქარება ახალ დაფას რამდენიმეპროცენტიან უპირატესობას მიანიჭებს სხვადასხვა თამაშში, თუმცა უპირატესობა შესაძლოა უფრო სერიოზული აღმოჩნდეს, თუკი AMD-ის ინჟინრებს რამე სახის არქიტექტურული ოპტიმიზაცია აქვთ გაკეთებული. ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის დადასტურებული ინფორმაცია, თუ როგორია RX 6650 XT-ის ენერგომოხმარების დონე და მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი საუბრობს ვიდეო დაფის მიერ 600 ვატი ენერგიის გამოყენების მიზანშეწონილობაზე, ასეთი სიმძლავრე სავარაუდოდ ძალიან გადაჭარბებულია. Radeon RX 6950 XT, RX 6750 XT და RX 6650 XT გრაფიკული ამაჩქარებლების წარდგენა მოხდება 10 მაისს. მათი გამოშვების მასშტაბები და გაყიდვაში გამოსული ეგზემპლარების რაოდენობა რთულად შესაფასებელია - მაინინგის ციებ-ცხელების მინელების მიუხედავად ადეკვატური ფასის მქონე დაფები შესაძლოა მაინც არ იყოს ყველა მსურველისთვის სამყოფი. https://tinyurl.com/2s3hcbs6
  17. ნახევარგამტარი კომპონენტების საკონტრაქტო მწარმოებელი TSMC არ გეგმავს თავის სერვისებზე ფასების შემცირებას მოსალოდნელი გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი, წერს DigiTimes. ამის შესახებ პირველი ფინანსური კვარტალის დახურვის შემდეგ შეხვედრისას განაცხადა ტაივანური კომპანიის ხელმძღვანელმა C.C. Wei-მ. ფოტოს წყარო: DigiTimes „ჩვენი საფასო პოლიტიკა არის სტრატეგიული და არა ოპორტუნისტული ან მოკლევადიანი. მომხმარებლებს ესმით რას ვაკეთებთ, რათა უზრუნველვყოთ მათი [მომხმარებლების] ზრდა“, უპასუხა ვეიმ კითხვაზე - გეგმავს თუ არა TSMC თავისი სერვისების ფასების ხელახლა კორექტირებას, რათა ასახავდეს ბაზრის დინამიკას. ნახევარგამტარი პროდუქციის მწარმოებლებმა ზედიზედ შეცვალეს ფასები ბოლო ხუთი კვარტლის განმავლობაში, წერს DigiTimes ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით. ისინი აპირებენ შეაჩერონ ფასების მატება, მაგრამ არ გეგმავენ შემცირებას. თავის მხრივ ჩიპების მწარმოებლები იძულებულნი არიან შეამცირონ ჩიპების ფასები, რადგან არახელსაყრელი მაკროეკონომიკური პირობები იწვევს პერსონალურ კომპიუტერებსა და სხვა სამომხმარებლო ელექტრონიკაზე მოთხოვნის შემცირებას. ჩიპების დეველოპერები საკუთარი საწარმოო საშუალებების გარეშე ემზადებიან უფრო დაბალი მოგებისთვის წელს, აღნიშნავს გამომცემლობა. ყველაზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს ჩიპები საავტომობილო ინდუსტრიისა და საწარმოო დანიშნულების პროდუქტებისთვის. მათი წარმოების მოცულობის გაზრდისთვის კომპანიები იყენებენ იმ სიმძლავრეებს, რაც ადრე სამომხმარებლო ელექტრონიკისთვის განკუთვნილი ჩიპების წარმოებაში გამოიყენებოდა. https://tinyurl.com/2p8wmt7t
  18. ევროპის კომისიამ მიიღო დაახლოებით 10000 საჯარო კომენტარი ციფრულ ევროზე. ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ორგანიზაციის ვებგვერდზე. პროცესი 5 აპრილს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდება. მისი მიზანია მიიღოს გამოხმაურება CBDC-ის შესაძლო შექმნისა და რეგულირების შესახებ. Finextra-ს ცნობების მიხედვით ამ პერიოდში ასევე იმართება კონსულტაციები, რომლებიც უნდა დაეხმაროს პოლიტიკოსებს, განიხილონ შემდეგი საკითხები: მომხმარებლის საჭიროებები და მოლოდინები ციფრული ევროს მიმართ; CBDC-ის როლი საცალო გადახდებში და ევროკავშირის ციფრულ ეკონომიკაში; ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესების გამოყენება, კონფიდენციალურობა, მონაცემთა დაცვის ასპექტები და საერთაშორისო გადახდები. სამუშაო დოკუმენტის მიხედვით კონსულტაციები უნდა ავსებდეს საზოგადოებრივ აზრს. კერძოდ, კომისია დაინტერესებულია დარგის ექსპერტების, გადახდის სერვისებისა და ინფრასტრუქტურის პროვაიდერების, დეველოპერების, ვაჭრების, მომხმარებელთა გაერთიანებების, მარეგულირებლების, ზედამხედველების და სხვა ექსპერტების პოზიციებით. ციფრული ევროს გამოშვების ინიციატივა 2019 წლის ნოემბერში გაჩნდა. 2020 წლის ოქტომბერში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი ანგარიში ამ თემაზე. 2021 წლის გაზაფხულზე მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია გამოსცეს საკუთარი CBDC ოთხ წელიწადში, თუ პოლიტიკოსები პროექტს დაამტკიცებენ. ივლისში ECB-ის მმართველმა საბჭომ გადაწყვიტა დაეწყო CBDC-ის კვლევის ეტაპი, ხოლო ოქტომბერში მარეგულირებელმა ჩამოაყალიბა საკონსულტაციო ჯგუფი ციფრული ევროს პოტენციური განვითარებისა და დანერგვისთვის. ფინანსური საკითხების ევროკომისარმა მეირიდ მაკგინესმა განაცხადა, რომ ევროკავშირი CBDC-ის შესახებ კანონპროექტს 2023 წლის დასაწყისში განიხილავს. https://tinyurl.com/4mv3vc8r
  19. Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკას ემყარება, ჩინეთის ინდუსტრიულ რეგიონებში მარტის ლოქდაუნმა გამოწვია ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოების მოცულობის შემცირება 4.2%-ით. ამაზე მეტად ჩიპების წარმოება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შემცირდა 2019 წელს - 8.7%-ით. ფოტოს წყარო: TSMC წყაროს ინფორმაციით სწორედ ლოქდაუნმა იქონია მთავარი გავლენა რეგიონში ჩიპების წარმოებაზე, რამაც შეამცირა კომპონენტებზე მოთხოვნა მათზე დაფუძნებული ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან. ამავდროულად, მაკროეკონომიკური არასტაბილურობა და გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც ამცირებს მოთხოვნას სმარტფონებსა და სამომხმარებლო ელექტრონიკის გარკვეულ ტიპებზე, შეიძლება მიეკუთვნებოდეს მეორად ფაქტორებს. თუმცა ექსპერტებს უჭირთ იმის თქმა, თუ რამდენად მალე იმოქმედებს მიმდინარე თვეში მოთხოვნის შემცირება ნახევარგამტარი კომპონენტების საკონტრაქტო მწარმოებლების საქმიანობაზე. ისინი მზად არიან ასეთი სცენარისთვის, თუ ვიმსჯელებთ TSMC-ის ხელმძღვანელობის კომენტარებით. https://tinyurl.com/2p97su8z
  20. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სააგენტო NASA და აეროკოსმოსური კომპანია SpaceX შეთანხმდნენ მისია Crew-4-ის რეალიზაციის თარიღზე, რომლის ფარგლებში ოთხი ასტრონავტი გაემგზავრება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ეკიპაჟის მზადყოფნის შემოწმების შემდეგ მისიის დაწყების თარიღად 23 აპრილი დადგინდა. მისია Crew-4-ის ეკიპაჟი / ფოტოს წყარო: SpaceX NASA-მ და SpaceX-მა ჩაატარეს ასტრონავტების მზადყოფნის ყოვლისმომცველი შემოწმება მომავალი ფრენისთვის, რის შედეგად სერიოზული პრობლემები არ გამოვლენილა. აუცილებელი შემოწმების ჩატარების შემდეგ Falcon 9-ის გაშვება კოსმოსურ ხომალდ Crew Dragon-ით და ეკიპაჟით ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრის პლატფორმა 39A-დან დაიგეგმა 23 აპრილისთვის ადგილობრივი დროით 05:26 საათზე. ეს ინფორმაცია NASA-ს პილოტირებული ფრენების პროგრამის ხელმძღვანელმა Kathy Lueders-მა დაადასტურა. მისიის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრება ოთხი ასტრონავტი, მათ შორის არიან NASA-ს ასტრონავტები Kjell Lindgren, Bob Hines და Jessica Watkins, აგრეთვე ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი Samantha Cristoforetti. მისიის რეალიზაცია დაგეგმილია დროის ისეთ პერიოდში, როდესაც კენედის კოსმოსური ცენტრი მეტისმეტადაა გადატვირთული. რამდენიმე დღის წინ ამ პლატფორმიდან გაფრინდა პილოტირებული მისია Axiom Space 1 მთლიანად სამოქალაქო ეკიპაჟით. გარდა ამისა, აქ მიმდინარეობს რაკეტა Space Launch System-ის გამოცდა, რომლის გაგზავნას NASA აპირებს მოქმედ მთვარის პროგრამა Artemis-ის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლო პერიოდში. https://tinyurl.com/bvbhtpph
  21. დიდ გეიმინგ კომპანიებში არსებობს აუდიტორიისთვის გამოკითხვის სიების გაგზავნის პრაქტიკა. გამოკითხვის თემები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს: თამაშების შესახებ აზრის გამოთქმიდან დაწყებული - კომპანიის მოქმედების ვექტორზე თანხმობა/უარით დამთავრებული. ამჟამად ქსელის მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ Activision Blizzard-მა გაუგზავნა გამოკითხვა, რომლის თემა სხვა საკითხებთან ერთად იყო გეიმერების დამოკიდებულება NFT-პროექტებისადმი და თამაშებსშიდა აქტივობებით კრიპტოვალუტების გამომუშავების შესაძლებლობა. რთული არ არის მიხვედრა, რომ მსგავს კითხვარს Activision Blizzard ტყუილად არ გაუგზავნიდა მომხმარებლებს. როგორც ჩანს, ჰოლდინგი ნიადაგს უმოწმებს შესაძლებლობას - დანერგოს ხსენებული ელემენტები სამომავლო თამაშებში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ NFT-ები (ე.წ. არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენები) როგორც ფენომენი, მოთამაშეებმა მიიღეს უკიდურესად უარყოფითად: კომპანიებმა, რომლებმაც საკუთარ თავს ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება მისცეს, რეპუტაციის მხრივ დიდი ზარალი განიცადეს და ბოდიშის მოხდა და გეგმებზე უარის თქმაც კი მოუწიათ. კრიპტოვალუტებთან, რომელთა მიმართ რიგითი გეიმერები კიდევ უფრო უარყოფითად არიან განწყობილნი ვიდეო დაფების სრული დეფიციტის გამო, ამ მხრივ ყველაფერი ბევრად რთულადაა. https://tinyurl.com/5h99ruc2
  22. IT ინდუსტრიის კომპანიების კონსორციუმი, რომელსაც შეუერთდა Adobe, Microsoft, Intel, Twitter, Sony, Nikon, BBC და Arm, აპირებს უახლოეს წლებში დანერგოს ფოტოსა და ვიდეოს აუთენტიფიკაციის სტანდარტი, რომელიც ხელს შეუშლის ყალბი ინფორმაციის გავრცელებას გლობალურ ქსელში. მექანიზმს საფუძვლად დაედება ბლოკჩეინ-ტექნოლოგია. ფოტოს წყარო: Pixabay/SarahRichterArt Nikkei Asian Review-ს ინფორმაციით კონსორციუმის სახელია Coalition for Content Provenance and Authenticity (C2PA). კომპანია Adobe, როგორც პოპულარული ფოტო და ვიდეო აპლიკაციების შემქმნელი, ელის, რომ ავტორიზაციის მექანიზმების ელემენტები გამოჩნდება მიმდინარე წლის ბოლოს. რამდენიმე წელიწადში ჩამოყალიბდება მზა ეკოსისტემა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აკონტროლონ ფოტო და ვიდეო მასალების ავთენტურობა მათი სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე. როგორც ცნობილია, თანამედროვე ნეიროქსელები საშუალებას იძლევა შეიქმნას რეალურის მსგავსი ვიდეოები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რიგით მომხმარებელს კი ყოველთვის არ გააჩნია საკმარისი გამოცდილება სიყალბის გამოვლენისთვის. კომპანიების კოალიცია აპირებს ბლოკჩეინის საფუძველზე შექმნას ტექნიკური სტანდარტი, რომელიც ფოტო-ვიდეო მასალების ავთენტურობის გარანტიას იძლევა. Adobe ამ საკითხზე ორწელიწადნახევარია მუშაობს და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, სანამ პლატფორმები მიიღებენ მასალების ავთენტურობის გადამოწმების ეფექტურ მექანიზმებს. https://tinyurl.com/nmu769h5
  23. Bloomberg-ის ცნობილ ექსპერტ მარკ გურმანის თქმით iPhone 14-ს ექნება შესაძლებლობა გაუგზავნოს ტექსტური შეტყობინებები სასწრაფო დახმარების სამსახურებს თანამგზავრების გამოყენებით იქ, სადაც ჩვეულებრივი მობილური კომუნიკაცია არ არის ხელმისაწვდომი. ფოტოს წყარო: PIRO4D/pixabay.com აღსანიშნავია, რომ ადრე ინტერნეტში უკვე გავრცელა ხმები იმის შესახებ, რომ iPhone 13-ს ექნებოდა თანამგზავრებთან დაკავშირების შესაძლებლობა, მაგრამ ცნობები არ დადასტურდა. თუმცა iPhone 14-ის სპეციალური მოდულით აღჭურვის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს - თუ ასეთი გადაწყვეტილება განხორციელდება, მას სავარაუდოდ შეზღუდული ფუნქციონირება ექნება. „ტექნოლოგია საშუალებას მისცემს მომხმარებლებს - გაუგზავნონ ტექსტური შეტყობინებები სასწრაფო დახმარების პერსონალს სატელიტური ქსელების საშუალებით და შეატყობინონ უბედური შემთხვევის შესახებ“, - განაცხადა გურმანმა. მსგავსი ფუნქციონალის მქონე მოწყობილობები უკვე არსებობს, მაგრამ ისინი საკმაოდ დიდი ზომისებია - შესაძლოა Apple-მა იპოვა ტექნოლოგიის მინიატურიზაციის საშუალება იმ დონეზე, რამდენადაც იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას სმარტფონებში. უძველესი და ყველაზე სანდო სატელიტური საკომუნიკაციო სისტემები, როგორიცაა Globalstar, დიდი ზომისებია, ასევე თავად თანამგზავრები ბრუნავენ დედამიწიდან 1000 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე და იყენებენ მოძველებულ CDMA-ზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას. ამავდროულად თამაშის წესები შეიცვალა Starlink-ის მსგავსი თანამგზავრების დაჯგუფების გამოჩენასთან ერთად, რომლებსაც განთავსებული აქვთ ასობით და ათასობით იაფი თანამგზავრი დედამიწის ახლოებ ორბიტაზე პლანეტიდან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში. როგორც გამომცემლობა PC Mag აცხადებს, კომპანიები, როგორებიცაა Lynk და AST, ამჟამად მუშაობენ მიზნობრივი ქსელების შექმნაზე, რომლებსაც შეუძლიათ ჩვეულებრივი სმარტფონებისთვის სატელიტური კომუნიკაციებით უზრუნველყოფა, მაგრამ ტექნოლოგიის მასობრივ დანერგვამდე ჯერ კიდევ შორს არის. კომპანიები აწარმოებენ მოლაპარაკებებს კლასიკურ მობილურ ოპერატორებთან, რათა ყველგან უზრუნველყონ კომბინირებული კომუნიკაციები მომავალში. კერძოდ, Lynk გეგმავს გლობალური დაფარვის უზრუნველყოფას მხოლოდ 2025 წლისთვის. რაც შეეხება iPhone-ს, კომპანია ამჟამად მუშაობს Qualcomm-ის ჩვეულებრივ მოდემებზე, პარალელურად კი საკუთარ გადაწყვეტილებებს ქმნის. ისინი სავარაუდოდ სმარტფონებში გამოჩნდება არა უადრეს 2023 ან 2024 წლებში. თუკი Apple უკვე მუშაობს პერსპექტივაზე და კონტრაქტები გააფორმა Lynk-სა და AST-ის მსგავს კომპანიებთან, იგი შეძლებს მოდემების ოპტიმიზებას კონკრეტულ სერვის-პროვაიდერზე. ასეთ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, რომ თანამგზავრულ კავშირთან კომპანიის თავსებადი სმარტფონები მართლც გამოვა, თუმცა არაუადრეს 2025 წლისა. https://tinyurl.com/3pj44rdf
  24. Bitcoin-ბირჟა Bitstamp-მა მოითხოვა მომხმარებლებისგან დამატებითი პერსონალური ინფორმაცია მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვის აუცილებლობის მოტივით. Cointelegraph-ის მიერ მოპოვებულ წერილში კომპანიამ მოითხოვა მომხმარებლებისგან პლატფორმაზე დეპონირებული ფიატისა და ციფრული აქტივების წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიღება. ბირჟამ წარადგინა დოკუმენტების ნიმუშების ჩამონათვალი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ფულის წყაროს დადასტურება. კრიპტოვალუტების შემთხვევაში სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად გათვალისწინებულია შეტანა/გატანის ელექტრონული წერილები, საფულეების სქრინშოთები, საკრედიტო ბარათის ამონაწერი, ციფრული აქტივების ანგარიშები და გადახდის კონტრაქტები. კომპანია ამჟამად ითხოვს მონაცემებს მოქალაქეობის, დაბადების ადგილის, საგადასახადო რეზიდენტობის შესახებ. Bitstamp-მა მომხმარებლებისგან ასევე მოითხოვა ინფორმაცია წლიური შემოსავლის, კუთვნილი კაპიტალის, პლატფორმაზე სავარაუდო აქტივობისა და წლიური სავარაუდო დეპოზიტის შესახებ. „თუ გსურთ გააგრძელოთ ჩვენი სერვისების გამოყენება, უნდა განაახლოთ თქვენი ექაუნთი, რადგან ზოგიერთი ინფორმაცია მოძველებულია. მადლობის ნიშნად ჩვენ დაგაჯილდოვებთ 25 აშშ დოლარის ოდენობის ბონუსით მას შემდეგ, რაც დაასრულებთ მოთხოვნების შესრულებას“ - ნათქვამია ბირჟის განცხადებაში. Reddit-ზე გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად Bitstamp-მა დახურა თანხების გატანის შესაძლებლობა ევროკავშირის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც არ დაუდასტურებიათ დეპოზიტების წარმომავლობა. წყარო: Reddit. პირმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ Bitstamp-ის თანამშრომელი იყო, შეტყობინებას უპასუხა: „ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ბევრს ვითხოვთ და ეს დიდი დისკომფორტია. თუმცა, გთხოვთ, გესმოდეთ, რომ უნდა დავემორჩილოთ მარეგულირებელ ორგანოებს, თუ გვინდა გავაგრძელოთ თქვენი მომსახურება.” შეგახსენებთ, 2021 წლის იანვარში ბირჟამ შემოიღო დამატებითი KYC პროცედურები ნიდერლანდელი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურდათ ფულის გადატანა გარე საფულეებში. ეს გამოწვეული იყო ქვეყანაში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ახალი რეგულაციების ძალაში შესვლით ევროკავშირის სტანდარტებისა და FATF-ის რეგულაციების შესაბამისად. https://tinyurl.com/4d7jr864
  25. კორპორაცია TSMC-იმ, რომელიც ტაივანში მდებარეობს, დააანონსა ნახევარგამტარი პროდუქციის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით მასიური წარმოების დაწყება მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის. მომხმარებლებისთვის ხსენებული პროდუქტების მიწოდება დაიწყება 2023 წელს - ამის შესახებ განაცხადა TSMC-ის გენერალურმა დირექტორმა სი-სი ვეიმ. მან აგრეთვე ისაუბრა მომხმარებლების მხრიდან ახალი ტექნოპროცესის მიმართ არსებულ დიდ ინტერესზე - ამ სიტყვებს ადასტურებს მოწინავე ტექნოლოგიის წარმოებაზე არსებული რიგები. კომპანიის გეგმაშია სწრაფი გადასვლა თვეში 30-35 ათასი სილიკონის ფირფიტის დამუშავებაზე ახალი 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. TSMC-ის სპეციალისტების პროგნოზის თანახმად 5-ნანომეტრიანიდან 3-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე გადასვლის შედეგად მიღწეული იქნება წარმადობის 10-15%-იანი და ენერგოეფექტურობის 20-30%-იანი ზრდა. გეგმის მიხედვით მიდის სამომავლო ტექნოპროცესების შემუშავებაც, ესენია გაუმჯობესებული 3-ნანომეტრიანი (N3E) და 2-ნანომეტრიანი ტექნოლოგიები, კერძოდ, ამ ლითოგრაფიული ტექნოლოგიების სრულად ათვისებას და მასობრივი წარმოების პროდუქციისთვის გამოყენებას კომპანია დაახლოებით 2025 წლის ბოლოს აპირებს. https://tinyurl.com/bdf6uw68
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.