Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8147
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. რაღაც წავიკითხე ხო, მაგრამ მგონი M.2 ზე იყო მარტო, ზემოთაში მაქვს კი ვიდეო, ვნახავ მანუალში კარგად გავუშვი 10 VMWare (Win2000 ყველაზე პატარა იყო ზომით და Prime95 32 ბიტიანი) 1 პროცესორი/1 გბ RAM-ით თითო და კომპშიც გავუშვი Prime95 64 bit 26.6 vვერსია 100%-ზეა CPU უტილიზაცია და 96%-ზე RAM ტემპერატურა 60 გრადუსია... ვაცლი რამდენიმე საათი
  2. 1070 ჩამოდის, ამ კარტას არ ქონია პრობლემა ჩემს ძველ სისტემაზე... ისე დავაკვირდი PCI სლოტში X8 რეჟიმშია (BIOS-დან) ვერ მივხვდი რატომ memtest86 6 საათი მიდიოდა, პრაიმსაც დავტოვებ ახლა სახლიდან გასვლისას
  3. რა ვიცი, არ დაფრიზულა ჯერ (გარდა არასტაბილური OC-სი, დაბალი 1.2 მქონდა ძაბვა 40 მულტიპლეერზე და Windows ჩართვისასვე დაიფრიზა, 1.3 ზე ავწიე და მშვენივრადაა) იმედია მე არ შემხვდა მაინცდამაინც მასეთი პრობლემური, კი დაიბრუნებს ვისგანაც ვიყიდე, მაგრამ არასასიამოვნო ფაქტია ისე, 4 პინიანი კონექტორი რომ არ შევაერთე მაგის ბრალი რომ იყოს შეიძლება? რამდენიმე სოლიდურ რევიუ საიტზე წავიკითხე, რომ არ ჭირდებაო.... გადამყვანი გზაშია, მაგრამ ძველი კვების ბლოკიდან მოვხსენი 4 პინიანი და დავაერთებინებ ჩემსაზე ახლობელს (ძალიან ხელმარჯვეა მასეთ საკითხებში და უპრობლემოდ გააკეთებს) და კიდევ, რა შანსია, რომ მაზერის ბრალი იყოს? მეორეადი ვიყიდე, არადა TUF სერიაა,განსაკუთრებით გამძლე უნდა იყოს, თან Windows 10 ეყენა წინა პატრონს ალბათ ლიცენზირებული და თავისით გააქტიურდა რომ დავაყენე, არ მინდა შეველიო
  4. გაიხარე ვანო, Memtest86 გაიარა (ოღონდ ერთ ბირთვზე) Prime-ც ერთი საათი მქონდა თითქმის და არც ტემპერატურები წასულა ზემოთ და არც დაუფეილებია Intel-ის Xtrem Tuning Utility-ც გადის სტრეს ტესტ (15 წუთიანი იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს) არც ტროტლინი ქონია ახლა Asus-ის RealBench-ის ბენჩი მიდის 1 საათიანი და ყველაფერი წესრიგშა AIDA-ში ის მიკვირ რომ ეგრევე აფეილებს, არც ტემპერატურა იწევა და არც სხვა მაჩვენებელი, Intel BurnTest კი მეორე ლუპის მერე წერს ეგრევე ნებისმიერ დონეზე თან.... ქრომში გავუთიშე აქსელერაცია, ცოტა არტეფაქტები მაინც იყო, მაგრამ ფლეშ პლეერმა გადაჭრა ვცდი VMWare-ს, Windows 2000-ც მაქვს ვირტუალური დისკზე ცოა ადგილი რომ დაიკავოს და ბევრი გავუშვა
  5. AIDA 64-ში ბენჩებს ყველას გადის, სტრეს ტესტებში საიზოლაციოდ ცალ-ცალკე ჩავრთე ყველა და ამ სამზე ეგრევე ერორს აგდებს ASUS-ის RealBench-ის 1 საათიანი სტრეს ტესტი გავუშვი ახლა და ვნახოთ რას იზამს, მაქსიმალური ტემპერატურა ჯერ 80 გრადუსია 4გჰზ-ზე
  6. მოკლეთ, გავთიშე ყველა "ფიშკა" და ტრადიციულად ხელით დავაყენე ყველაფერი, 1.3 VCORE, 40 მულტიპლეერი და XMP 2666 Prime95 30 წუთზე მეტია მიდის.... ტემპერატურა 71 გრადუსი... არ ვიცი რაღას დავუჯერო
  7. გაიხარე, ვცდი მაგასაც, RAM-ის სიხშირე სტოკზეა ახლა, არ ვიყენებ XMP-ს, ძაბვაც შესაბამისია, გუშინ მთელი ღამე მაგასაც ვაკეთებდი, 4.1 Ghz-მდე ავიყვანე, ტემპერატურებიც ნორმაში იყო, მაგრამ AIDA მაინც ურევდა....
  8. ახლა Intel XtremeTune Utility-თი ვაკეთებ ტესტს 10 წუთია მშვენივრადაა, 60 გრადუსს არ აცილებია BurnTest 2 წელია აღარ განახლებულა და არაა გამორიცხული ახალ პროცესორებთან და ჩიპსეტებთან თავსებადობის პრობლემა ქონდეს, მაგრამ AIDA64 მიმდინარე ვერსიაა
  9. Windows გადმოწერილი მაქვს Microsoft-დან, და ახლაც თავიდან გადმოვწერე ყოველ შემთხვევაში, ზუსტად იგივე ვერსია მეყენა ათამდე კომპზე, ჩემი ძველი კომპის და ლეპტოპის ჩათვლით, Net Framework-იც დავაყენე უკვე, არ შვებოდა წინა ინსტალზე მაგ გზით (აღარ არის ჩაშენებული Windows 8-დან, უნდა გაააქტიურო) Burn Test ჩავარდა, არც ძაბვა, არც ტემპერატურები არ აწეულა, ისე IntelTurboBoost 3 ხომ არ იწვევს ამას? მაგრამ მეც სოფტის ბრალი მგონია SSD 2 წლის წინ ვიყიდე, ახალი არაა, ძველ ლეპტოპში მქონდა, ახლობელს ქონდა ის ლეპტოპი და ურედა, ხელოსანმა უთხრა SSD ბრალიაო, დამიბრუნა SSD, მაგრამ არც SMART-ში და არც სხვაგან (Cristal Disk Info, mark, Samsung Magician)პრობლემა არაა არ არის ეს უტილიტები memtest86 ვარიანტში ფლეშკიდან რომ ჩავიტვირთო და გავუშვა? (SSD რომ გამოვრიცხო)
  10. MEMTEST გაიარა ერორების გარეშე რაღაც Windows-მა აურია და გადავაყენებ ახლა და ვნახავ (Burn Test ვერ გავუშვი Net Framework 3 .5 ვერ დავაყენე) არ შვებოდა, ახლიდან დავაყენე Windows და ეგრევე დავაყენე მერე რაღაც ჭირს ვერ გავიგე, რაღაც მომენტში სტარტ მენიუ ურევს, Metro აპლიკაციები აღარ ჩანს საერთოდ, მერე სხვადასხვა მეთოდებით ვახერხებ მორჯულებას, მაგრამ რატომ ხდება ვერ ვხვდები Intel Burn Test მიდის ახლა, ყველაფერი სტოკზეა, 45 გრადუსს არ ამცდარა, 100% დატვირთვა ოპერატიულსაც მაქსიმალურად იყენებს 5 წუთზე მეტი დაჭირდა პირველ გავლას, ვაცდი 10-ივეს....
  11. MEMTEST გაიარა ერორების გარეშე რაღაც Windows-მა აურია და გადავაყენებ ახლა და ვნახავ (Burn Test ვერ გავუშვი Net Framework 3 .5 ვერ დავაყენე) MEMTEST გაიარა ერორების გარეშე რაღაც Windows-მა აურია და გადავაყენებ ახლა და ვნახავ (Burn Test ვერ გავუშვი Net Framework 3 .5 ვერ დავაყენე)
  12. ახლა MEMETEST86 ვატარებ 1 ბირთვზე (41%-ია) და რომ მორჩება მაგასაც ვნახავ Prime95 თუ მუშაობს, ისიც უნდა გაიაროს წესით, მაგრამ ვნახავ
  13. თითქმის დავამთავრე ახალი სისტემის აწყობა CPU: i7-6800K MB: Asus X99 Sabertooth (ბოლო BIOS) RAM: Corsair Vengeance LPX 16GB (4x4GB) DDR4 DRAM 2666MHz (PC4-21300) C16 Memory Video: GTX 670 OC (დროებით სანამ ახალი ჩამომივა) Storage:Samsung 850 EVO 128Gb (Boot დრაივი, ჩამოდის 2TB HDD) გაგრილება: Deepcool Maelstrom 240T (წყლის AIO,2X120მმ ვენტილატორებით ბიუჯეტური, მაგრამ ძალიან ეფექტური) +2 წინა შემწოვი და 1 უკანა გამწოვი , ტემპერატურები ძალიან კარგადაა PSU: LC Power Arkangel III 850 80+Gold OS: Windows 10 (ბოლო ვერსია), ბოლო ვერსიის დრაივერები... რაც შეხება პრობლემას, AIDA64-ში ყველაფერი სტოკზე ეგრევე ერორს წერს Hardware Fault Detected-ო, არადა სხვა სტრეს ტესტები მუშაობს, Asus-ის Realbench, Prime95 (26.6 ვერსია) და ტემპერატურები 70 გრადუსს იშვიათად ცდება მაქსიმალურ დატვირაზეც, Intel Processor Diagnotic Tool-მაც გაიარა ყველა ტესტი, Windows Memory Diagnostic-მაც გაიარა ბოლომდე, MEMTEST86 ჩერდება 16%-ზე, ერორს არ წერს, წავიკითხე, ან გააგრძელებს რაღაც პერიოდის მერე, ან კიდევ გაუთიშე ბირთვები და მარტო ერთზე გაივლისო, ვცდი მაგასაც ვცადე AIDA-ს მიმდინარე ფინალური (5.80.4000) და ბეტა ვერსიაც 5.80.4056 ცოტა OC-ც ვცადე ავტომატური, მაგრამ ეგ ცალკე თემაა და ახლა სტოკზე ვარ ჯერჯერობით რატომ ახურებ AIDA მიკვირს ხო, კიდევ Google Chrome-ში Youtube ვიდეოებს საშინელი არტეფაქტები აქვთ თუ არ გავთიშე HTML5 პლეერი, ფლეშზე კარგადაა, იგივე პლეერს არ აქვს პრობლემა IE/Edge-ში, აბსოლუტურად უპრობლემოა (შავი ფონი უნდა იყოს სრულიად) რას მირჩევთ?
  14. სტიმზე დიდი ფასდაკლებით გავჩითე ახალი წლის დღეებში და ვიყიდე, ჩემს სიტემაზე მშვენივრად უბერავს (ბევრი არ მითამაშნია ჯერ ვერ მოვიცალე) არ მეგონა ასე კარგად თუ წაიღებდა, OpenGL და Vulkan თითქმის თანაბარ დონეზეა FPS-ში
  15. აბა მაშინ რა უშლით ხელს X64-ზე? თანამედროვე ცხოვრებაში 32 ბიტიანი სისტემა უკვე მოძველებულია (ნუ მობილურ სეგმენტში ჯერ არა, მაგრამ არც იქ უწერია დიდი დღე)
  16. X64 პატენტი (და შესაბამისად ლიცენზიების გაცემა) რორც ვიცი AMD-ს ეკუთვნის, და Intel-ს აქვს მხოლოდ ლიცენზია, AMD-ს უფრო არ აწყობს ARM პროცესორებისთვის AMD64 ლიცენზიის გაცემა, ისედაც მცირე ბაზარს კიდევ შეუმცირებს, ისე ძალიან კარგია, Windows RT-მ არ გაამართლა, და ლამის ნატივური ARM მხარდაჭერა Windowsს ძალიან გამოადგება
  17. ნუ ოფიციალური არაა, თუმცა მეტნაკლებად პროფესიონალური მაინცაა (წინა Fun Made გახმოვანებასთან შედარება არაა :D)
  18. არ იქნება რუსული გახმოვანება (დიდი ალბათობით, არანაირი მნიშნებაც არ ყოფილა რომ იქნებოდა)
  19. მხოლოდ ტექსტი, გახმოვანება არა, რაღაც არაოფიციალური გახმოვანება კია მგონი, მაგრამ საშინელი ხარისხის
  20. AC3 და სხვა რამდენიმე უფასო და დისქაუნთ თამაშის გამო (რომლებსაც ვერცერთშ ვერ ვთამაშობ დროის უქონლობის გამო ) მაქქვს Uplay დაყენებული ჩართული მქონდა 2 საფეხურიანი ვერიფიკაცია, ტელეფონზე კი გუშინ გადავაყენე ოპ.სისტემა, წავშალე ყველაფერი რაც მეწერა, მათ შორის Google Authenticator და ბექაფ კოდები, Uplay-ს გარდა Gmail-ის ექაუნთები მქონდა მიბმული, მაგრამ იმათი ვერიფიკაცია მობილურზე SMS-ით მოვახერხე, Uplay-ზე კი არანაირი სხვა სისტემა არ აქვთ თუ არ დაურეკე მხარდაჭერაში, შევედი ვებგვერდზე ლაივ ჩეტისთვის, მომთხოვა ჩემს ექაუნთში შესვლა სხვა არცერთი მეილი არ უდევთ რომ მივწერო დავრეკე ამერიკულ TollFree ნომერზე და შენ UK-ში უნდა დარეკოო მათ Toll Free არ აქვთ და დავრეკე ვებგვერდზე ითითებულ ნომერზე (Viber Out-ის 1 USD კრედიტით) რომელიც Premium ნომერი აღმოჩნდა და 0,33 ცენტი ღირდა წუთში და სანამ ავტომოპასუხსეს გავცდი ჩამოვედი 22 ცენტზე და გამეთიშა, თან იქ Support-იც მიუხედავად პრემიუმ ნომრისა 24 საათიანი არაა მოკლედ დღეს დავგუგლე ტოლ ფრი ნომერი, იქ ავტომოპასუხემ მომცა მხარდაჭერის სტანდარტული (არა პრემიუმ) ნომერი +44(0)1204440468 სადაც 1.9 ცენტი ღირს წუთში ვიბერი, დავრეკე და ზუსტად 2 წუთში მომიგვარეს (მომიხსნეს 2 საფეხურიანი ვერიფიკაცია მეილის გადამოწმების შემდეგ წარმომიდგენია ამ 2 საფეხურიანი ვერიფიკაციის გამო რამდენი ადამიანი რეკავს, ალტერნატიული ვერიფიკაციის საშუალება რომ დაამატონ არ შეიძლება? ყველაზე პრიკოლი,სანამ მოხსნიდნენ 2Sep uth.-ს შევცვალე პაროლი ექაუნთზე, შევდივარ და მაინც მთხოვს აუტენტიფიკატორის კოდს, ვაჭერ Cant access your account-ს და მაგდებს მხარდაჭერის გვერზე, სადაც ოპერატორთან დასაკავშირებლად ექაუნთში შესვლაა საჭირო, ეს დედააფეთქებული ექაუნთში რომ შევდიოდე რატომ დავაჭერდი Cant access your account-ს ხელს? მოკლედ ბოდიშით გაოფებისთვის, მაგრამ ამხელა კორპორაციამ და ფულის მხვეტავმა მგონი უნდა მოიფიქროს უარტივესი ალტერნატიული ვერიფიკაციის გზა დაამატოს და დაზოგავს თავისი თანამშრომლების დროსაც და მომხმარებლის ნერვებსაც...
  21. თამაშს აქვს თვითონ fps-ის ქაუნთერის ჩასართავი სეთინგებიდან
  22. გამოშვების წელი: 2016 ჟანრი: სტრატეგია, სიმულატორი შემქმნელი: LandFall პლატფორმა: PC (სამომავლოდ სხვებიც) ლიცენზია: ღია ალფა, უფასო ენა: მულტი 8 (ინგლისურის და რუსულის ჩათვლით) ზომა: 36მბ (არქივი) 90 მბ (ამოარქივებული) გადმოწერა ოფიციალური გვერდი თრეილერი Totally Accurate Battle Simulator (T.A.B.S) დასახელებიდან გამომდინარე (P.S: ქართულად ნიშნავს "სრულიად სწორი (მართალი) ბრძოლების სიმულატორი") არის კომედიური სტილის სტრატეგია/სიმულატორი, სახალისო შიშველ პოლიგონური გრაფიკით და უცნაური ფიზიკით, თამაში შედგება 20 დონისგან, თითოეულ დონეზე გეძლევათ გარკვეული რაოდენობის თანხა და მტრების (ლურჯები) ქვედანაყოფი, რომლებიც უნდა დაამარცხოთ, თანხით ყიდულობთ საბრძოლო ერთეულებს, რომლებიც განაწილებულია სხვადასხვა კატეგორიებში (ვიკინგები, ბერძნები, ნაპოლეონი და ა.შ), განალაგებთ არენაზე და დაიწყებთ ბრძოლას, უშუალოდ ბრძოლისას ჩარევა აღარ შეგიძლიათ, ამიტომ საწყის პირობებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ბრძოლა არის ძალიან სახალისო, უცნაური ფიზიკა, ძალით დაჩლუნგებული AI (როგორც საკუთარი, ასევე მოწინააღმდეგის) და სახალისო აუდიო ეფექტები ძალიან კარგი დროის გატარების საშუალებას იძლევა. თამაში ალფა სტადიაშია და მოსალოდნელია ბაგები, თუმცა თუ არ დაიქრაშა კიდევ უფრო გაამხიარულებს ალბათ გეიმფლეის
  23. SSD ზე თუ ადგილი გაქვს იქ დააყენე, ჩატვირთვა გაცილებით სწრაფი იქნება, თანამედროვე თამაშებს საშინელი ლოადინგ თაიმი აქვს, განსაკუთრებით Open world-ებს თამაშები ზოგადად ბევრ ფაილებს არ წერს SSD-ზე მუშაობისას, ასე რომ "გაცვეთა" არ იქნება დიდი პრობლემა,
  24. შეგიძლია ზებუნებრივი ძალების გარეშე ითამაშო, ასევე სულ გათიშო HUD, ძალიან ძნელიაო, ფაქტიურად სტელს სტილით თუ არ ითამაშე ძალიან გართულდებაო, 2 ოპონენტის ერთდოილად დამარცხება თითქმის შეუძლებელი ხდება, ასევე თუ low chaos გინდა ესეც რთულია, რადგან არალეთალურად მოგუდვას მეტი დრო მიაქვს და მეტი შანსია შეგამჩნიონ ვიდრე სწრაფ სტელს მოკვლებს. მე პრინციპში Blink ს ვიყენებდი პირველში ძირითადად და აბსოლუტირი სტელსით და Low Chaos ით ვთამაშობდი, თუმცა თილისმანებს ვიყენებდი გასაძლიერებლად, ასე რომ დიდი სიამოვნებით ვცდი...
  25. ეგ გლობალური პრობლემაა თამაშის ძრავს გაცილებით მეტი რესურსები (ფულადი, დროის) სჭირდება დასახვეწად და ოპტიმიზაციისთვის ვიდრე კონსოლისას (თუნდაც იგივე ტექნოლოგიისას),რ ადგანაც სულ თითზე ჩამოსათვლელი კონსოლებია (და კონსოლის სოფტი) ხოლო PC-სთვის უამრავი კონფიგურაციაა ჰარდის და სოფტის, + კიდევ კონსოლის რესურსების შეზღუდვის გამო გრაფიკული პარამეტრები შეზღუდულია იქ, PC-ზე კიდევ 60 FPS-იანი ფრეიმრეიტ კეპი თუა გეიმერები ლამის საპროტესტო აქციას აწყობენ და კიდევ ყველა პარამეტრს მაქსიმუმზე წევენ, როცა ეს პარამეტრი გრაფიკას ოდნავ შეიძლება აუმჯობესებდეს, მაგრამ წარმადობას ანახევრებდეს, რა თქმა უნდა გასასამართლებელი არაა, როდესაც ასეთ კარგ თამაშს, რეალურად არც ისეთი დატვირთული გრაფიკით ნაგავ პორტს უკეთებ და მერე ცდილობ პატჩებით გამოსწორებას, აქ კიდევ ერთი მომენტია: ფიქსირებული რილიზის დრო, როცა PC-ს მეტი დრო სჭირდება დასასრულებლად, მაგრამ იგივე დროზე უნდა გამოუშვან რაც კონსოლებზეა იწვევს ამას, GTA 5 დაახლოებით წლინახევრის დაგვიანებით გამოუშვეს PC-ზე (უფრო სწორად 5 თვის, რადგან მანამდე PS4/XB1 რილიზზეც მუშაობდნენ დაახლოებით 1 წლის მერე გამოვიდა PS3/360 რილიზიდან), სამაგიეროდ გაცილებით უკეთესი გრაფიკა და წარმადობა ქონდა ვიდრე კონსოლებზე (თუნდაც ახალგამოსულ NextGen-ზე) და PC ფანებიც მადლიერები დარჩნენ საბოლოოდ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.