Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8149
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. ჩვენთან Google Maps-ზე სრულფასოვანი Turn By Turn ნავიგაცია არ არის სამწუხაროდ, მარშრუტს კი გითვლის, მგრამ მერე არ გეუბნება სად უნდა მოიხვიო და მოუხვიო მოძრაობაში (რაც გუგლის რასიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა ) ამიტომაა ისარი გარბის და ხელით უნდა გააყოლო რუკა, რაც სახიფათოა მძღოლისთვის
  2. ხელით შეუცვალე გაფართოება არის უტილიტები ატცჰ რენამე-s rom akeTeben მაგრამ სანამ გახსნი ისევ ანტივირუსით შეამოწმე, შიგნით ხომ არ დატოვა რამე ვირუსი
  3. შენი ფლეშკის პროგრამატორი უნდა ნახო, მაგრამ არ უნდა აგერიოს, თორემ გადაწვავ ფლეშკას ეს რესურსი დაგეხმარება: http://www.usbdev.ru
  4. ამას გადახედე: http://www.exterminatelab.com/remove-lineageaaa-virus
  5. წაშლილია ნადმვილად თუ დამალული? Google Drive-ზე მაქვს პატარა უტილიტა, რომელიც კომომპში ვირუსის მიერ დამალულ ფაილებს აღადგენს და ასწორებს ატრიბუტბს ფაილებზე, ცადე იქნებ უშველოს
  6. სავარაუდოდ ბატარეიის პრობლემაა, ცადე სტრეს ტესტი ჩართე რამე, ნახე იგივეს თუ იზამს, როცა თამაშს რთავ, ენერგომოცხმარება მკვეთრად იზრდება, ბატარეა კი ალბათ ვეღარ უმკლავდება, ახალ ბატარეას არ უნდა დაემართოს ისე, ასევე ცადე თამაშს რომ ჩართავ გამოაერთე ქსელიდან კვება და კომპი თუ გაითიშება, მაშინ ნამდვილად ბატარეის ბრალი ყოფილა
  7. რა თქმა უნდა არასასურველი ფაქტია, რომ ოპერაციული სისტემა ჩვენთან თანხმობის გარეშე (ან გააზრებული თანხმობის გარეშე) აგზავნის პერსონალურ ინფორმაციას, განსაკუთრებით კი ტექსტურ და აუდიო-ვიდეო ლოგებს, თუ ეს სიმართლეა, ძალიან ადვილად შეუძლიათ ჰაკერებმა Microsoft-თან გადაგზავნილი ინფორმაცია დაიჭირონ, გაშიფრონ და გამოიყენეონ არაკეთილსინდისიერად, რაც არ უნდა ძლიერი დაცვა ჰქონდეს Windows 10-ს საშიშროება ყოველთვისაა, ანუ ჰაკერებს კომპში შეღწევაც კი არ უნდათ, როუტერი თუ დაჰაკეს ეგაა, მთელი ტრაფიკი მათ ხელშია მეორე მხრივ, Microsoft ამ მონაცემებს აგროვებს ანონიმურად (იდეაში და იმედია ასეა) და იყენებს ავტომატურ ანალიზს რათა შემდგომში გააუმჯობესოს სერვისი, თუმცა რა თქმა უნდა არავინ ვართ დაზღვეული Microsoft-ის ან მისი რომელიმე "პარტნიორის" მხრიდან შეგროვილი მონაცემების არაკეთილსინდისიერად გამოყენებაზე, თუმცა მოდით ვთქვათ, რომ ასეთი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა, და ისიც, რომ Microsoft ტოტალური შპიონაჟის საშუალებაა, პარანოიდალური აჟიოტაჟია მეტწილად (Terminator: Genesis ვინც ნახა, გაავლებდით ალბათ პარალელებს Microsoft-თან და i/mac OS-თან ) ასევე, თუნდაც მითვალთვალოს MS-მა, ძალიან მაგრად მკიდია, მე ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ რაიმეს გმჟღავნების შემეშინდეს, ხოლო თუ ვინმე ცუდი საქმეების ჩასადენად იყენებს და სპეცსამსახურები Windows-ის საშუალებით გაიგებენ და დროზე დაიჭერენ, პირიქით მივესალმები ამ ფაქტს. თუმცა ბოლო-ბოლო ძალიან მარტივია, host ფაილის მოდიფიცირებით საერთოდ შეუწვიტო კომპს წვდოომა Microsoft-ის სერვერებზე, ხოლო აპდეითები p2p სერვისის (რომელსაც ასევე აკრიტიკებდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ ტორენტებს ყველა გამკრიტიკებელი იყენებს )საშუალებით მიიღო, არც გათიშვა დასჭირდება კეილოგერს თუ აუდიოლოგერს კიდევ ერთი, WIndows 10-ის Insider ვერსიებში გარკვევით ეწერა, რომ Micrisoft აგროვებს ყველა მონაცემს სისტემის დასახვეწადო, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ანალიზები რომელიმე იმ ვერსიაზეა ჩატარებული და არა საბოლოოზე, + სერვერების სახელებით გადაგზავნილი მონაცემების შიგთავსის გაგება არ მიმაცნია სწორად, ხოლო უშუალოდ ტრაფიკი ჯერ არ(ვერ) გაშიფრეს მოკლედ, ვისაც პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება გაინტერესებთ, საერთოდ ნუ მიეკარებით ციფრულ ტექნიკას, რაც არ უნდა ღია კოდიანი თუ უფასო სისტემა იყოს, მასზე თვალთვალი ყოველთვის შეუძლიათ თუკი ამისი დაინტერესება იქნება. Linux ჯერ ჯერობით ნაკლებად საინტერესოა სპეცსამსახურებისთვის, რადგანაც მათი მომხმარებლების რიცხვი უმნიშვნელოა, ხოლო თუკი რაღაც ნიშნულს მიაღწევს, უკვე დაინტერესდებიან და ბოლო მოღება მოჩვენებით დაცულობას, P.S: ყველაზე User Friendly Linux-ს: UBUNTU-ს ხშირად დებენ ბრალს, რომ ბევრ შპიონურ პროგრამას იყენებს მომხმარებლებთან სათვალთვალოდ და რეკლამების გასაგზავნად, ხოლო მომხმარებლების უმრავლესობა არ არის გარკვეული ისე, რომ ნაკლებად User Friendly დიტრიბუტივები გამოიყენოს ყოველდღიურ საქმიანობაში, ან საკუთარი დისტროები ააწყოს
  8. Fallout Shelter-ს ველოდი ძალიან და გამოცრუვდა იმედები თამაში თვითონ კარგია, მარა ცუდი ისაა, რომ მიდის სულ, (სავარაუდოდ თუ ტელეფონი არ გამორთე), ანუ თამაშს როცა დახურავ, მაშინაც გრძელდება მასში "სიცოცხლე" და გამოაქვს შეტყობინებები ესა და ეს მოხდაო, ყველა შეტყობინებაზე მოქმედება (ანუ თამაის ჩართვა) კი წარმოუდგენელია, ასე უაზროდ რატომ გააკეთეს არ ვიცი, 24/7 ზე უნდა ითამაშო რა
  9. არა დარწმუნებული ხარ რომ სწორად შეგყავს? ეს სცადე: W269N-WFGWX-YVC9B-4J6C9-T83GX iso ფაილი (ან USB ჩამტვირთავით) აკეთებ თუ პირდაპირ ააპგრეიდებ?
  10. Privacy Setting-ებში მართლა გავთიშე ბევრი რამე, ძალიან ბევრი ინფო მიაქვს და მე ხეირი არაფერი თუმცა სიმართლე რომ ითქვას არანაკლები "შპიონურია" iOS და Android, ამიტომ თუკი რამე გაქვთ დასამალი ციფრულ აპარატურას არ გაეკაროთ, P.S: Microsoft-ის (ან Google-ს და Apple-ს) ბლექსაიტ ოფისებში არ ზიან და დიდ ეკრანზე არ უთვალთვალებენ ჩვენს ციფრულ აპარატურას, ინფოს შეგროვება და დამუშავება ხდება პერსონალიზირებული რეკლამების შემოსათავაზებლად ავტომატურ რეჟიმში პირველ რიგში, მთავრობაც მაგრად კიდიათ დიდ კორპორაციებს, უბრალოდ ინფოს თუ აძლევენ მომხმარებლებზე რომ გააჩუმონ იმიტომ (და თან საკმაო ძვირსაც უჯენენ)
  11. არა, მარტო უკან დაბრუნებისთვისაა მიწერია პირველ პოსტში აქ ნახავ ინსტრუქციას როგორ წაშალო http://www.tenforums.com/tutorials/2066-windows-old-folder-delete-windows-10-a.html ფოლდერი შეიძლება დარჩეს, მაგრამ შიგთავსი წაიშლება
  12. კი, ბევრი სასაცილო რეფერენსები აქვს, მაგრამ ტექნიკაში, გეიმინგში და SciFi-ში ჩახედული თუ მხცდება კონტროლ პანელში Language-დან შეგიძლია ზემოთ დააყენე ინგლისური და სულ ესაა მეც მეყენა რუსული უნიკოდი მაგრამ ინგლისურზე დამიაპგრეიდა დამოკიდებულია თავისუფალ ადგილზე, ჰარდის კონფიგურაციაზე 32 გბ-იან SSD-ზე აყენებენ უპრობლემოდ, ისე 20 გბ-ც უნდა ეყოს მხოლოდ სისტემას
  13. ნუ მაგ ემთხვევისთვის გამოვა იმედია Win 10-თან თავსებადი Advanced Token Manager, რომ შენი აქტივაცია დააბექაფო და აღადგინო, მაგრამ მაგალითად Win 8-ზე მე SSD დავამატე ლეპტოპზე და იქ დავაყენე ვინდი, კი აღადგინა აქტივაცია, მაგრამ დიდ ხანს თუ არ გამოვრთავდი კომპს (მთელი ღამე მაგალითად) ბილდის ნომერი ეწერებოდა მარჯვენა ქვედა კუთხეში გაუაქტიურებელივით, რესტარტი შველოდა, ასე რომ ჰარდის ცვლილებაზე არაა გამორიცხული აქტივაციის დაკარგვა მაინც არა, ვერ გაგიგია სწორად, 1 წლის განმავლობაშიაა უფასო აპგრეიდი შესაძლებელი წინა ვინდებიდან 10-ზე, 1 წლის მერე Win 10-ის აქტივაცია კი არ გაუქმდება, უბრალოდ წინა Windows-დან აპგრეიდს ვერ შეძლებ უფაოდ, ამ ერთი წლის განმავლობაში დააპგრეიდებულებს კი ლიცენზია სამუდამო აქვთ (გარდა იომ შემთხვევებისა, თუკი Microsoft-მა ნახა რომ წინაWindows პირატულად გქონდა გააქტიურებული ) კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ის Windows 10-ის გადმოსაწერი Microsoft-ისეული უტილიტაც აკეთებს მაგას, ან ISO-დ შეინაავ, ან საინსტალაციო USB-ს მოამზადებ ვერ გეტყვი რა სტუაციაა embeded-ზე, არ მაქვს ინფორმაცია ეგ გასაღები არის არა აქტივაციის, არამედ ინსტალაციის დროს გამოსაყენებელი საერთოდაც ინსტალაცია უგასაღებოდაც შეიძლება, აქტივაციისთვის MS Toolkit გამოიყენეთ
  14. პარალელური სამყაროს მოავლიდან ვწერ, სადაც 3 თვის დაგვიანებით გამოვიდა ჩავასწორე
  15. 2015 წლის 29 ივლისს, Microsoft-მა წარმოადგინა Windows 10-ის ფინალური ვერსია (Build 10240 /NT 10.0) ცვლილებები ძალიან ბევრია, აქ ჩამოვთვლი ძირითადებს: სრულიად გადამუშავებული და შეცვლილია სამომხმარებლო ინტერფეისი (UI), დაბრუნდა "ძველი" Start მენიუ, თუმცა განახლებული სახით, ახლა შესაძლებელია გვქონდეს როგორც "ტრადიციული" სტარტ მენიუ, ისე 8.1 სტილის Start Screen, ან მათი კომბინაცია, მთლიანად გადამუშავებული და შეცვლილია პიქტოგრამები (იკონკები), ჩემი სუბიექტური აზრით, უფრო "გათანამედროვებული" მოყვება ახალი, თანამედროვე, სწრაფი და მსუბუქი ბრაუზერი Microsoft Edge, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს Internet Explorer (ცნობსათვის, Windows 10-ს მოყვება Internet Explorer 11) გაუმჯობესებულია მულტიმედია მხარდაჭერა, Groove Music და Movie & TV აპლიკაციებით, აქვს MKV, MP4 და ბევრი სხვა ფორმატის ნატივური მხარდაჭერა დამატებითი კოდეკების ინსტალაციის გარეშე, ასევე X264 და H264 კოდეკების მხარდაჭერა სისტემაში ინტეგრირებულია DirectX 12 API, მისი სრული აპარატურული მხარდაჭერა ჯერ მხოლოდ რამდენიმე ვიდეობარათს აქვს, და აპლიკაციები ფაქტიურად არაა DX12 მხარდაჭერით, მაგრამ Microsoft-ის განცხადებით, DX12 API-ს გამოყენება გრაფიკულ აპლიკაციებში 50%-ით შეამცირებს ცენტრალური პროცესორის დატვირთვას და 20%-ით ვიდეობარათის დატვირთვას, თუმცა "გამონთავისუფლებული" სიმძლავრეები უფრო რთული გრაფიკული ელემენტების შექმნაზე დაიხარჯება, რის შედეგადაც მივიღებთ გაცილებით კარგ გრაფიკას იგივე აპარატურული რესურსებით წინა WIndows-ებთან შედარებით Cortana -ციფრული ასისტენტი - დაგეხმარებათ არა მარტო ძებნაში, არამედ ორგანიზებაშიც, შეგახსენებთ მნიშვნელოვან თარიღებს და მოვლენებს, მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას, მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც ტექსტურ, ისე ხმოვან რეჟიმში ვირტუალური ეკრანების მხარდაჭერა - ძალიან მოხერხებული საშუალება ერთმონიტორიან სისტემაზე ფანჯრების ორგანიზებისთვის, შეგიძიათ დააჯგუფოთ ფანჯრები თემატურად და მოათავსოთ ცალ-ცალკე ვირტუალურ დესკტოპებზე. Action Center- გადამუშავებული Notification ცენტრი Windows Hello- ბიომეტრული იდენტიფიაციის სისტემა დაფუძვნებული სახის ამოცნობასა და თითის ანაბეჭდის სკანირებაზე Feedback- უკუკავშირის საშუალება, რათა მომხმარებლებმა ადვილად მიაწვდინონ ხმა Microsoft-ს პრობლემებსა თუ ფუნქციების დამატების მოთხოვნაზე და კიდევ ბევრი სიახლე მინიმალური აპარატურული მოთხოვნები არ შეცვლილა, იგივეა რაც WIndows 7/8/8.1 შემთხვევაში: 1გიგაჰერცი სიხშირის პროცესორი 1გბ ოპერატიული მეხსიერება (2 გბ 64 ბიტიანი სისტემებისთვის) ვიდეობარათი DirectX9 ან უფრო ახლის მხარდაჭერით და WDDM 1.0 მხარდაჭერით 800X600 გარჩევადობის მონიტორი WIndows 10-ის გამოცემები მსგავსად Windows 8/8.1-ისა არის Home და Pro გამოცემები, 32 და 64 ბიტიანი ასევე ორგანიზაციებისთვის Entreprise ვერსია, რომელიც Pro ვერსიაზეა დაფუძვნებული და ამატებს გარკვეულ ფუნქციონალს, რომელიც მორგებულია ორგანიზაციებში მუშაობის გაადვიილებისთვის (მაგალითად საკუთარი KMS სერვერის გამოყენება გააქტიურებისთვის, საკუთარი აპდეით სერვერი, ასევე სხვა ხელსაწყოები ცენტრალიზებული მართვისთვის) იქნება N ვერსია ევროკავშირისთვის (WMP და IE-ს გარეშე) და Single Languege ვერსიები შეზღუდულებია მხოლოდ ერთი სისტემური ენის დაყენების შესაძკებლობით. Windows 10 Education გამოცემა, როგორც სახელიდან ხვდებით განუთვნილია საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის (სკოლა, კოლეჯი, ინსტიტუტი, უნივერსიტეტი და ა.შ), დაფუძვნებულია Enterprise გამოცემაზე, მხოლოდ Education ლიცენზირებით, შესაძლებელი იქნება ასევე სტუდენტებმა და მასწავლებლებმა,ვინც იყენებენ WIndows 10 Home გამოცემას, გააკეთონ აპგრეიდი Education გამოცემაზე გადმოწერა გზა1-აპგრეიდი გზა 2- სუფთა ინსტალაცია Microsoft-მა აქაც გაგვიადვილა საქმე, აღარ გვჭირდება ტორენტებიდან ISO ფაილების ქაჩვა შემდეგ მათი ნამდვილობის გადამოწმება, შეგვიძლია გადმოვწეროთ პირდაპირ Microsoft-ის საიტიდან: Windows 10 Media Creation Tool პროგრამა ძალზე მარტივია, გადმოიწერეთ შესაბამისი ვერსია, ჩართეთ პროგრამა და აირჩიეთ, გინდათ აპგრეიდი თუ საინსტალაციოს შექმნა, საინსტალაციო შეგიძლიათ ჩაწეროთ პირდაპირ ფლეშკაზე (მინიმუმ 4 გბ) ან შეინახოთ ISO ფაილი. ირჩევთ ენას, ვერსიას და ბიტიანობას. ასევე მოცემული ოფიციალური საიტიდან ყოველთვის გადმოწერთ ბოლო ვერსიას (2017 წლის თებერვალში ესაა 1607) ინსტალაციისას შეიძლება სერიული ნომრის შეყვანის გამოტოვება! განახლებები Microsoft-ის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ფუნქციების დახვეწას და დამატებას Windows 10-ში, და მომხმარებლებს მიაწვდიან განახლების სახით (მაგალითად, პლაგინების მხარდაჭერა Edge-სთვის), ანუ აღარ იქნება Windows 11, 12 და ა.შ, ყოველ შემთხვევაში მინიმუმ 5 წელი მაინც, ამიტომ მნიშვნელოვანია WIndows Update გქონდეთ ჩართული! ახალი გადმოწერილი საინსტალაციო ყოველთვის იქნება ბოლო ვერსია-ბილდი (თუმცა გარკვეული განახლებების დაყენება მაინც არის ხოლმე საჭირო) Destroy Windows 10 Spying / DoNotSpy10/ Shut up 10 ინტერნეტში ძალიან ბევრი ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ Microsoft აგროვებს ინფორმაციას ყველა Windows 10-იდან (მათ შორის, აკრეფილ ტექსტს, აუდიო ფაილებს: რაც Cortana-ს უთხარით და ვიდეოფაილებს: ვებკამერით გადაღებულს) დეტალებისთვის შეგიძლიათ გადახედოთ თემას: Windows 10-ს დაყენებამდე გაითვალისწინეთ, მართალია ეს ყველაფერი საბოლოოდ დადასტურებული არაა, მაგამ თუ გსურთ პირადი ინფორმაცია უსაფრთხოდ გქონდეთ Microsoft-ისგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ უტილიტები Destroy Windows 10 Spying, DoNotSpy10, Shut Up 10 (უტილიტები ერთმანეთის მსგავსია ფუნქციონალით, მე უფრო ხშირად Shut Up 10 ვიყენებ, უფრო მოხერხებული ინტერფეისია და დაწვრილებითი აღწერა აქვს თითოეულ ფუნქციას, ასევე დაჯგუფებულია იმის მიხედვით თუ რამდენად რეკომენდირებულია ამა თუ იმ ფუნქციის გათიშვა, გ) თუმცა, მ შემთხვევაში არ ხართ გარანტირებული იმისგან, რომ Microsoft ვერ შეაგროვებს თქვენი კომპიდან პირად მონაცემებს რაიმე სხვა ხერხით(თეორიულად) და ასევე არც იმისგან ხართ დაზღვეული, რომ Windows 10 გამართულად იმუშავებს, ყოველ შემთხვევაში ჯერ, ჯერობით არც პირველი დადასტურებულა და არც გაუმართაობა შემჩნეულა ამ უტილიტის გამოყენების შემდეგ
  16. რაღაც არ მომეწონა DC, XI მირჩევნია,კლასიკური
  17. ​ეგ მხოლოდ SP3-ია პირველ პოსტში ნახე ჩემი დააპდეითებული იმიჯია, რამდენიმე კომპზე მაქვცს ნაცადი ან კიდევ სრული გარანტიისთვის ორიგინალი გადმოიწერე და ის დააყენე, მარა რა კომპია ასეთი XP-სთის რომ წირავ?
  18. Oneplus One Android 5.0.2, ცოტათი მოიმატა წარმადობამ:
  19. Cyanogen Mod пфтффчдуы 5,0.2-მდე მცირე BugFix-ებია ალბათ ჩეინჯლოგი არ მინახავს
  20. რომ დაზუმვ აჩვენებს ნომრებსაც, ნუ თუ ბაზაში აქვს
  21. წაშალე აუდიო დრაივერი და ჩაწერე თავიდან
  22. დაგუგლე PDF to Word Online converter და ოხრად საიტს ამოგიყრის, თან არც პროგრამას უნდა ინსტალაცია
  23. თავისით არ აპდეითდება, მაინცდამაინც ხელით უნდა განვაახლო?
  24. Oneplus-ზე ოფიციალური CM12S Android 5.0.2
  25. მაგთის LTE:
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.