Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8149
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. Pillars Of Community წევრები შეგხვდათ ვინმეს?
  2. 1.2 პატჩი დააყენეთ ვინმემ? ზოგი წერს პერფომენსი მცირდებაო, ზოგი ოდნავ იზრდება, მაგრამ გრაფიკის გაუარესების ხარჯზეო (ზოგ ადგილებში) ამიტომ ჯერ არ დამიყენებია, თან არ ვიცი როგორ იქნება მოდებთან.....
  3. Maximum Graphics Overhaul ეს ვიდეო ნახე ბევრი კარგი მოდია კიდევ მანდ დესკრიპშენში https://www.youtube.com/watch?v=xeeSrppDjrs
  4. ნუ მე 650-ზე ვთამაშობ, და Core 2 Duo პროცესორზე, მინიმალური მოთხოვნების დაბლა, ამიტომ პერფომანსია გადამწყვეტი ჩემთვის მაგიტომ ავირჩიე ეგ მოდი, გრაფიკის გაუმჯობესება პერფომანსის ზრდით
  5. საერთოდ სასურველია დაელოდო მინიმუმ 1 წელი სანამ Ultimate ან GOTY ედიშენს არ გამოუშვებენ მასში უკვე თითქმის ყველა პატჩი, და DLC არის ინტეგრირებული + ამასობაში მოდებიც ბლომადაა და რაც მთავარია ოპტიმიზირებული მასე ვაპირებდი მეც და ვერ მოვითმინე ნუ გაისად ალბათ კიდევ დავხურავ
  6. რა თქმა უნდა დაყენდება, თუმცა თვითონ რეპაკი როგორი ხარისხისაა მაგაშია საქმე, Fallout სერია (და Bethesda-ს თამაშები ზოგადად) დიდი სტაბილურობით ისედაც არ გამოირჩევა
  7. Commonwealth HQ Landscape Overhaul WIP უარყოფითად არ მოქმედებს FPS-ზე? მე რაც მიწერია ის დავაყენე სეთინგები მოვუმატე და იგივე FPS მაქვს თუ მეტი არა) უკეთესი გრაფიკით და აქაც იგივეა? გაქვს შედარება სადმე? ისე მართლა რა პონტია დეველოპერები ძალით რომ გრუზავენ თამაშს, თამაში 1 თვის გამოსული არაა და უკვე გრაფიკა მკვეთრად გააუმჯობესეს მოდერებმა (რომლებსაც არ ისეთი შესაძლებლობები (იდეაში) რაც სტუდიას, + წარმადობაც გაზარდეს ამასთან ერთად...
  8. წამოვიდა უკვე მოშნად ძალიან კარგი მოდები რამდენიმე Must Have-ია 1. Vivid Fallout - Landscapes - Textures in HD - ORIGINAL SIZE - LOWER RESOLUTION ეს უკვე ეწერა, უკვე რამდენიმე ვერსიაა: 1K ტექსტურებით, ან 2K ტექსტურებით, ორივე შემთხვევაში უკეთესი გრაფიკაა (გარემოსი) და მეტი FPS ვანილა ვერსიასთან შედარებით 2. Armorsmith Extended თამაშში რატომთღაც შეზღუდულია ჯავშნის ნაწილების მორგება ბევრ ტანსაცმელზე, მაგალითად რატომ არ შემიძლია შარვალ-კოსტუმის ზემოდან ჯავშნის შემოცმა? სულ რამდენიმე ტიპის ტანსაცმელია რომლის ზემოთაც ჯავშნის ტარება შეიძლება, ისე კი ზოგი ტანსაცმელი SPECIAL-ის პარამეტრებს გიწევს, ჯავშნის ჩაცმა კი არ შეგიძლია, ეს მოდი აგვარებს ამ პრობლემას, ასე რომ ახლა +3 Charisma-ს მქონე ქურთუკი მაცვია ზემოდან ჯავშნით, შესაძლოა ასევე უმეტესობა ტანსაცმლის მოდინგიც, ასევე ნიღბები და სათვალეები თავსებადია თითქმის ყველა ქუდთან თუ ჩაფხუტთან, მოკლედ ისეთი კონფიგურაცია შეგიძლია როგორიც გინა და არ ხარ შეზღუდული (იდეაში თავიდანაც ასე უნდა ყოფილიყო) 3. Better Item Sorting საიდუმლო არაა, რომ F4-ში უამრავი აითემია, ქიმია, წამალი, საკვები, "ნაგავი" "სხვადასხვა" და ა.შ, ეს მოდი საშუალებას გაძლევთ დააჯგუფოთ აითემები ტიპების მიხედვით, რაც მკვეთრად აადვილებს მათ მოძებნას ინვენტარში, მაგალითად AID განყოფილებაში დაჯგუფდება Food, Chems, Medicine ქვეჯგუფებად და არა პირდაპირ ალფავიტურად. განსაკუთრებით გამოადგებათ იმათ, ვინც დიდი რაოდენობით ინვენტარს ატარებს ჩემს მსგავსად 4. Value per weight indicator ეს მოდიც Must Have-ია იმათთვის ვისაც არ უნდა არცერთი აითემი არ დატოდვოს მოუგროვებელი აითემის სტატებს (Value, Weight, და ა.შ) ამატებს ღირებულების წონაზე ფარდობას, რაც უბრალოდ ძალიან მოსახერხებელია ერთი თვალის შევლებით გადაწყვიტავთ გიღირთ თუ არა ამა თუ იმ აითემის წაღება 5. Time on Loading Screen ჩამთრევია თამაში ბევრ თქვენგანს ეცოდინება და ბევრსაც ალბათ ჩემსავით ლამის დაათენდებოდა თავზე ეს მოდი ამატებს საათს (რეალურ დროს) ჩატვირთვის ეკრანზე, რაც სათამაშო დროის კონტროლში დაგეხმარებათ კიდევ რა თქმა უნდა უამრავი უმაგრესი მოდია (და დღითიდღე მათი რაოდენობა იზრდება) თუმცა ეს 5 უბრალოდ ყველა Fallout 4-ის მოთამაშეს უნდა ჰქონდეს ჩემი აზრით. ბევრი გრაფიკის გაუმჯობესების მოდია, თუმცა ჩემს დაბერებულ სისტემაზე აზრი არ აქვს დაყენებას, რამდენიმე ჩემი ფავორიტი: Full dialogue Interface განსაკუთრებით გამოადგებათ იმათ, ვინც რუსული სუბტიტრებით თამაშობთ, თუმცა თუნდაც იმათთვის ვინც ინგლისურად ვთამაშობთ, მოსახერხებელია ვიცოდეთ თუ ზუსტად რას იტყვის ჩვენი გმირი (როგორც წინა ნაწილებში იყო) Power Armor Fast Exit and Enter თუკი უკვე კარგად გაძლიერდით, იშოვეთ T-60 ან უკეთესი X-01 Power Armor, საკმარისი Fusion Core-ები და შესაბამისად ხშირად იყენებთ ჯავშანს, ალბათ უკვე მოგბეზრდათ ჯავშანში შესვლა/გამოსვლის გაწელილი დრო (ანიმაცია ძალიან მაგარია, მაგრამ რამდენიმე ძვირფასი წამი მიაქვს) ამ მოდით პროცესი უბრალოდ დაჩქარდება, გამოსვლის ანიმაცია ძალიან კარგია, შესვლის ცოტა უცნაური, თუმცა რაც მთავარია სწრაფი ვიდრე ვანილა ვერსია Settlement Supplies Expanded გინდათ თქვენ დასახლებას შემოარტყათ ბეტონის კედლები როგორც კოვენანტშია? ან დააყენოთ თავდაცვითი ნაგებობები როგორც რკინის საძმოს ბაზაზე? დაიყენოთ ომამდელი მანქანები (ახლებიც და გაფუჭებულებიც) სახლთან? ეს მოდი მაშინ თქვენთვისაა, იყენებს თამაშში არსებულ ობიექტებს და ხელმისაწვდომს ხდის მათ დასახლების აწყობის მენიუში, შესაბამისად ემატება უამრავი ახალი ელემენტი (რომელსაც სხვაგან ხედავთ თამაშში) გირჩევთ მოდების ინსტალაცია/კონფიგურაციისთის გამოიყენოთ Nexus Mod Manager,(საჭიროა ექაუნთი საიტზე-უფასოა და ასევე Microsoft Net Framework 4.6) მოდების გასააქტიურებლად რამდენიმე ini ფაილის მოდიფიცირებაა საჭირო, ნახეთ დეტალური ინსტრუქცია გირჩევთ ყოველი ახალი მოდის ინსტალაციისას, შეინახოთ სეივების სარეზერვო ასლი!
  9. მე მარტო დასახლებების აშენებისთვის ვჩეთაობ, ისიც იმ პონტში რო ლამაზად გამოიყურებოდეს, თორემ მინიმალური დანახარჯებითაც შეიძლება თითქმის იგივე რესურსის მომცემი დასახლების აშენება (ხო, კიდევ დაცვას ვაძლიერებ, ტურეტებით, რადგან გაბურღეს ტვინი ხან ვინ დაესხა თავს ხან ვინ და მისიაზე რომ ხარ საშველად გიძახიან) ვისაც კრაფტინგი მოგწონთ დაეძალეთ ვინტიკებს (Screw-მაგიდის ვენტილატორებში, სათამაშო მანქანებში და საბეჭდ მანქანებშია მაგალითად) რადგან იარაღის მოდინგისთვის ყველაზე მეტი ეგაა საჭირო რეალურად, ნუ სხვა რესურსები ადვილი საძებნია და იმ პონტში, თუნდაც ადჰეზივი, ბოსტანეულისგანაა შესაძლებელი დამზადება ჯერ 21 ლეველი ვარ და დასახლებებს ვაკეთებ ძირითადად და BOS მისიებს (ვერტმფრენი მინდა დავითრიო)მარა ეს დასახლებებიც მოსაწყენი ხდება, ერთმანეთის მსგავსი მისიები ყველაზე, ლოკაციებია განსხვავებული მარტო
  10. მოკლედ წუხელიც დამათენდა ლამის და დილით მანქანაში რომ ჩავჯექი Diamond City Radio-ს ვეძებდი და მეთქი რატომ არ იჭერრსთქო ხო, ვისაც გაინტერესებთ Fallout 4 Original Game Soundtrack High Res. ალბომ არტებით
  11. ვა,როგორც იქნა, კარგი ტუტორიალი გავჩითე, იარაღის მოდი ერთიდან მეორეზე როგორ გადაიტანო სკილების და რესურსების გარეშე: მშვენიერი მოდები მაქვს შედარებით სუსტ იარაღებზე და გავაძლიერებ ამით pipe rifle მინდა გავხადო ძალიან მოშნი, რადგან მისი ტყვიები ოხრადაა, სხვები კიდევ ძნელი საშოვნელია ხშირ შემთხვევაში
  12. მთავარ სთორილაინზე ჯერ არ გადავსულვარ, მაგრამ რასაც ვუყურებ მომწონს, ვერ ვიტყოდი, რომ NV ჯობია სთორითი მე-19 ლეველზე ვარ და ჯერ დაიმონდ სითიშიც არ ვყოფილვარ, კარგად მოვძლიერდე (ჯეტპაკი დავაყენო Power Armor-ზე და დავაგროვო Fusion Core-ები) და მერე მივყვები მთავარ ქვესტს
  13. იარაღების მიცემა და შეიარაღება შეგიძლია კი პერკებსაც უნდა ეწეროს წესით რას გაძლევს დაჟე ორი პერკია, ერთი ჩვეულებრივი, მეორე როცა ერთგულები გახდებიან იარაღების სახელების გადარქმევა რომ შეგიძლია მაგარია აქაა კარგი გაიდი: http://kotaku.com/tips-for-playing-fallout-4-1742667904
  14. არა, გაუმჯობესებები აშკარად აქვს წინასთან შედარებით, ბევრად უფრო დატვირთული გარემოა, უფრო საინტერესო პერსონაჟებით, კიდევ, წინასგან განსხვავებით რაც მომწონს, გმირი მუნჯი არაა და დიალოგებიც უფრო ცოცხალია, თუმცა რაც არ მომწონს, მაგალითად იარაღს რომ შეინახავ, წინაში ჩანდა და ძალიან შთამბეჭდავი იყო Power Armor-ზე მხარზე გაადაკიდებული Gausian Rifle ახლა კი უბრალოდ ქრება გულები ბევრად საშიშები გახდნენ, განსაკუთრებით მანათობლები, მარა სუსტი წერტილები მაგათაც აქვთ, ყველა მტერს სწორად უნდა შეურჩიო სუსტი წერტილი, ან Mini Nuke და მისი ჯანი
  15. RAM მაინც გინდა 8 გბ მე (რა თქმა უნდა) არ გამიძლო გულმა და პარასკევ საღამოსვე დავაყენე ჩემს კონფიგზე, დაბალი სეთინგებით 1440X900 მშვენივრად უბერავს, 30-ს ქვემოთ არ დავარდნილა FPS, დაჟე ვფიქრობ Medium-ზე ხომ არ ავწიოთქო ისე, მომეწონა, წინებთან შედარებით რეალისტურია, თუმცა დასახლებების კეტება ძალზე დიდ დროს მოითხოვს, ძაღლიც კიდევ არც ისეთი მაგარია როგორც ამბობენ, კი ძირითადად მოწინააღმდეგიუს ყურადღებას ფანტავს, მაგრამ ხშირად უშნოდ გედება ფეხებში და კიდევ როცა ბრძანებას აძლევ, უნდა გაუსწორდე რომ დიალოგის და შესაბამისად ქენსელის ბრძანება გამოჩნდეს. იარაღი რომ არ ფუჭდება კარგია, მაგრამ ძველი ჩვევით დახუნძლული დავდივარ 2-2 და 3-3 ერთნაირი მოდელით :D
  16. მე დაცდა მომიწევს ჯერ, დროის და ნორმალური კომპის უქონლობის გამო, თან მანამდე ოფიციალური პატჩებიც გამოვა, DLC-ები, არაოფიციალური პატჩები და კონტენტი, მოკლედ Fallout დაახლოებით 1 წლის მერე უნდა დაიწყო გამოსვლიდან, სადაც თამაში თავის "საბოლოო" სახესთან ახლოა გრაფიკა წინებს გაცილებით ჯობია, თუმცა მთლად სასწაულს ნუ მოითხოვთ (თითქმის) ოფენ ვორლდ თამაშიდან ლამის რეალისტიკური დეტალიზაციით, თან ამ კლასის თამაშში გრაფიკა მინიმუმ მეორე პლანზეა ჩემთვის მაგალითად
  17. კი, მივწერო უნდა ჯობია
  18. ამაზონიდან გამოვიწერე ნახმარი Lumia 928, პრობლემა აქვს დინამიკზე, ანუ როდესაც ზარი შემოდის, (ან ვრეკავ) იმათი ხმა არ ისმის თუ Loudspeaker-ზე არ ჩავრთე, ასევე არ ისმის მაგალითად კლავიატურის ხმა, არც მუსიკა (ნაუშნიკში ისმის ეს ყველაფერი) რადგანაც Loudspeaker ზე ისმოდა ხმა პროგრამული მეგონა და დავარესეტე, მაინც ეგრეა, რაიმე ხომ არ იცით მსგავსი ბაგი თუა პროგრამული და მოგვარებადი თუ რეფაუნდზე მივწერო?
  19. ხო, მარა შეტყობინების გამორთვა დამალვაა უბრალოდ პრობლემის, თამაში მაინც მიდის ბექგრაუნდში და 2-3 დღე რომ არ გახსნა ალბათ აოხრებული დაგხვდება იქაურობა
  20. გუშინ მოულოდნელად ჩემს Kindle Paperwhite-ს ეკრანმა გაუბერა, აღარ აჩვენებს ზედა ნახევარი, არადა თაჩი მუშაობს ზედა ნახევარშიც სურათებზე უკეთესად გამოჩნდება: არის რამე საშველი? პროგრამული ან აპარატურული, აკეთებს ვინმე თბილისში თუ ჩამოვწერო უნდა და ახალზე ვიფიქრო?
  21. ჩავამატე პირველ პოსტში Destroy Windows Spying თან ერთად
  22. OSMAND-ის წყალობით 3 შტატი მოვიარეთ ამერიკაში მანქანით, უპრობლემოდ საერთოდ, არსად დაგვჭირვებია შეგვეკითხა როგორ უნდა გავსულიყავით, არ ქონდა მნიშვნელობა, ქალაქის ვიწრო ქუჩები იყო თუ ჩახლართული ავტობანი, ახლაც უცხო ქალაქებში თავისუფლად დავდივარ მისი დახმარებით P.S: Nokia-ს Here Map-იც კარგად გამოგვადგა ამ საქმეში, უფრო ინტუიტიურად აქვს მაგალითად ავტობანზე რომელ ხაზში უნდა ჩადგე რომ სწორად გახვიდე, უფრო სწორად გეუბნება მაგალითად, მარჯვენა ორი ზოლია ჩამხვევი, OSMAN-ზეცაა პრინციპში, შენს ზოლზებზე ისრებს გიხატავს და გეუბნება კიდეც მარჯვენა თუ მარცხენა მხარე დაიკავეო. Here Map-ის უპირატესობა კიდევ ისაა, რომ აქვს ოფლაინში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგიგიც არის, ხოლო OSMAND-ში ფეხით სასიარულო და ველიკის ბილიკებია ძალიან კარგად მოკლედ, ახლა მაქვს Osmand+, Here Map და Google Map (ნუ მოყვა ტელეფონს :D) (P.S: Here Map საქართველოში არ მუშაობს, ანუ როგორც გუგლია, გზას გითვლის, ნავიგაცია არ აქვს)
  23. OSMAND-ია ყველაზე მაგარი ჩემთვის + ვერსიაც ვიყიდე დაჟე ისე მომწონს
  24. საქმე იმაშია, რომ რუქებს განახებს, მარშრუტსაგ გაჩვენებს, მერე აღარ "მოგყვება" თავისთ, უაზრობაა, როცა უკვე ძირითადი საქმე გაკეთებულია, მიუხვიე მოუხვიეს თქმას რა უდგას წინ ასეთი უაზრო შეზღუდვები არაერთი აქვს გუგლს (და სხვა კომპანიებსაც) "მესამე სამყაროს" ქვეყნებისთვის
  25. გაუმარჯოს, დაწერე ზუსტად ტელეფონის მოდელი, ანდროიდის ვერსია, ROM-ის ვერსია (Settings About Phone-ში რა ინფორმაციებიცაა) საუკეთესო ვარიანტია ქარხნულ ROM-ზე გადაფლეშვა (ამისთვისაა მოდელის ნომერი საჭირო, ზოგჯერ ერთი და იგივე მოდელები მცირედ, მაგრამ მაინც განსხვავდებიან) რაც შეეხება პროგრამებს, რომლებიც არ იშლება Disable-ც არ აქვს?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.