Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8147
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. პირველი პატჩი 1.05 ხუთშაბათსო (ჩვენთან პარასკევს): https://www.masseffect.com/news/the-journey-ahead http://blog.bioware.com/2017/04/04/mass-effect-andromeda-patch-1-05-notes/ საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტია ზოგი მათგანი
  2. CPY-მ გამოუშვა რილიზი: http://rarbg.com/torrent/9ht4lv3
  3. ვიდეოკარტების წარმადობის ანალიზი ვიდეოკარტებზე 1080/1440/4K გარჩევადობაზე
  4. ხო, 30 საშინელებაა უკვე თან ძალიან შესამჩნევია თუნდაც 45-თან შედარებით, ნუ თამაში კი შეიძლება ხოლმე თამაშს გააჩნია
  5. გეიმფლეის კიდევ ერთი ნაკლი შევამჩნიე, იარაღის წონა თუკი 100%-ზეა და გაქვს მინიმალური Recharge Time უნარებისთვის, აზრი არ აქვს უფრო ქვემოთ ჩამოყვანას, რადგან დრო მინუსეში არ მიდის (ანუ აღარ გაკლდება ) მიუხედავად იმისა რომ თამაში აფიქსირებს და წონის საზომი ბარი შესაბამის ზომაზეა, უბრალოდ 100% წერია ME3-ში კიდევ მახსოვს ინჟინერით ან ბიოტიკით ერთი იარაღი მიმქონდა რომ მინიმუმზე მქონოდა რეჩარჯ თაიმი (100% ქვემოთაც მცირდებოდა) და ლამის დამთავრებული არ მქონდა გამოყენება, უკვე შევსებული იყო
  6. ნუ თანამედროე თუნდაც საოფისე კომპისთვის ბიუჯეტური ვიდეოკარტით (gtx 730 სილში) ან ნორმალური ინტეგრირებულით არცერთს არ ექნება პრობლემა, მაგრამ თუ არ ვცდები Atom-ის პროცესორზეა ეგ და ძალია სუსტია ვიდეოთამაშებითვის გააჩნია რას გიწერს რატომ ვერ აყენებს, ინსტალაცია არ უნდა გაუჭირდეს მაინც
  7. ხო, მაგის დაპატჩვა კიდევ ძალიან ძნელია თუ წარმოუდგენელი არა, თუკი ძრავი ოპტიმიზირებული არაა მრავალ ბირთვზე, პატჩით ნაკლებად შეცვლი Frostbite არისო ძალიან კარგად ოპტიმიზირებული და BF1-ზე მართლაც მასე იყო, მაგრამ ME-ზე 30% ქვემოთაა უმეტესად CPU-ს დატვირთვა და GPU-კიდევ 99% ზეა სულ, ანუ კონკრეტული თამაშის ოპტიმიზაციასაც გააჩნია, წინა Dishonored-ს მშვენიერი გრაფიკა ქონდა თავის დროზე და გრაფიკის სტილიც ძალიან მომწონდა, თუკი სტატერები არ აქვს, არ უნდა იყოს დიდი პრობლემა, რადგან არც ისე სწრაფია გეიმპლეი, 40-ზეც მშვენივრად იმუშავებ
  8. დაყენებით კი უნდა დააყენოს, მაგრამ რამდენად გაუშვებს საკითხავია სკოლის ბუქებს ძალიან შეზღუდული მულტიმედია შესაძლებლობები აქვთ
  9. ახლა ვნახე, 28 საათი მაქვს ნათამაშები ჯერ ძაან შორს ვარ დახურვისგან
  10. მე საგაზაფხულო ფასდაკლებას ველოდები, მანამდე ME მაქვს დასახური მაინც ახლა Plati-ზე 20 დოლარამდეა Steam Key-ს ფასი, მაგრამ რუსულ ენაზეა მხოლოდ შედარებით იაფიანები, ვფიქრობ რომ ღირს ეს თამაში ამ ფასად, მაგრამ ფასდაკლებაზე კიდევ უფრო დაბლა ჩამოვა ალბათ
  11. გრაფიკას ნუ შეადარებ მესამე ნაწილს, სტილი კი იგივეა, თუმცა დეტალები გაცილებით მეტია აქ, ანიმაციებიც არ არის ისეთი საშინელი როგორსაც ამბობენ, უფრო სწორად სულ ისეთი საშინელი არაა კი არის ხოლმე ისეთი რომ გაგეცინება, მაგრამ მთელ თამაშში არაა გაფუჭებული 17 საათი ეტყობა მხოლოდ ძირითადი მისიები შეასრულე, მე 2 დღეა ვთამაშობ (ალბათ 17-ზე მეტი არ მინახია) და რამდენიმე პლანეტა ვნახე ჯერ, მხოლოდ ერთზე ავიყვანე ვარგისობა 100%-ზე და ჯერ კიდევ ბლომად საიდკვესტებია რამდენიმე საათს მაინც წაიღებს ალბათ, მთელი მუღამი მაგ საიდკვესტებს აქვს, ზოგი ამბობს რომ მოსაწყენოა და ნაწილი შეიძლება მართლაც მოსაწყენოა, მაგალითად Nexus-იდან რომ გთხოვენ მინერალების ან ფლორის სკანირებას სხვადასხვა პლანეტაზე, მაგრამ ადგილზე რა კვესტებიც იჩითება საკმაოდ მრავალფეროვანია, მარტო ტერმინალებზე ჩანაწერების კითხვას და აუდიოლოგების მოსმენას უნდა რამდენიმე საათი ყველა პლანეტაზე მე, რაც ნაკლი შევამჩნიე გეიმფლეის არის ის, რომ ზოგიერთ ადგილში, მაგალიღად Remnant-ების ვაულტში ვერ ასეივებ და თუ ავტოსეივი ახლოში არაა შეიძლება ერთიდაიგივე ადგილის გავლა ძალიან ხშირად დაგჭირდეს (მე ჰარდკორზე ვთამაშობ) რომ ბოლო ბოსი მოკლა, ან კიდევ მაგალითად რაღაც ფუნქცია არ მუშაობს (კარი არ იიღება, ან ჯეტპაკი არ მუშაობს) და თუ არ ჩატვირთე თავიდან არ შველის არაფერი. ასევე გარედან როცა შენობაში შედიხარ, ჩაბნელებულია რაღაც პერიოდი (2 წამამდე), ჩვეულებრივ თამაშში დიდი პრობლემა არაა, მაგრამ როცა იბრძვი გადამწყვეტია ხოლმე. სიუჟეტს რაც შეეხება, როგორც თამაში იყო აღწერილი -Exploration ნორმალურია, თუმცა იმდენი ინფორმაციაა და ისე არათანაბრად ხვდები ხოლმე, რომ გაგიკვირდება ხოლმე დიალოგში რომ გაიგონებ, ეს ალბათ იმათთვის უფროა პრობლემა ვისაც დეტალები აინტერესებს და არა მარტო სროლები, ყველაზე მეტად რაც არ მომწონს, დაგვიანებული ახსნებია, მაგალითად ხვდები ახალ რასას (სპოილერი არაა ეს ვისაც რამე ინფო აქვს ამ თამაშზე ეცოდინება) და თავიდან ლაპარაკობენ გაუგებარ ენაზე და მერე მალევე გადადიან ინგლისურზე, როგორც მერე დაახლოებით ირკვევა (ისე ეს არც წინა სერიაშია ბოლომდე ახსნილი, კოდექსი თუ არ წაიკითხე) უნივერსალური მთარგმნელის დახმარებით, მაგრამ 1 წუთიანი სცენა რომ დაემატებიათ ამ მთარგმნელის მუშაობის პროცესზე უკეთესი იქნებოდა ყველაზე დიდი პრობლემაა ინტერფეისი, რომელსაც აქვს უფრო მეტი ფუნქცია და პუნქტი ვიდრე ME1-ს და გაკეთებულია ME3-ის სტილში (კონსოლებისთვის) რაც ძალიან არა ინტუიტიურია და მოუხერხებელი და ბევრი რამე გარკვეული არაა, მაგალითად ყველაზე მაგარი ფუნქცია, ფავორიტები და პროფილები, სადაც სხვადასხვა პროფილს და უნარებს მიაბავ ერთმანეთს სწრაფი წვდომისთვის, ჯერ ერთი არის სულ 4 ფავორიტი გასაგებია კონსოლის გამო, მაგრამ ფავორიტებთან სწრაფი წვდომა გაქვს F1-F4 ღილაკით, რაც უბრალოდ გადართავს პროფილს და ვიზუალური დახასიათება არის ბეჭზე აინთება რამდენიმე წამით შესაბამისი ჰოლოგრამა, თუ დეტალურად გინდა, ჯერ პროფილში უნდა შეხვიდე, შემდეგ ფავორიტებში რომ შეხედო დეტალურად, რაც არც ისე მოსახერხებელია, თან ბრძოლის დროს სწრაფი ვიზუალური ინტერფეისია საჭირო, მითუმეტეს ბრძოლები FPS-ის სისწრაფისაა, არსად არ წერია მაგალითად რომელი პროფილია აქტიური, უნარები ჩანს მხოლოდ და რაღაც პერიოდი რომ გავა დაგავიწყდება რომელ პროფილში რა უნარებია, მითუმეტეს თუ ხშირად ცვლი ასევე ვერ გავიგე Item-ების ლიმიტი რომელ აითემებს ეხება, სავარაუდოდ საუბარია იარაღი, ჯავშანი, ხელჩართულ აითემებზე და მოდებზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ინვენტარში გაქვს ვერ ცვლი საველე პირობებში, Forward Station-ზე უნდა მიხვიდე რომ აღჭურვილობა შეცვალო, რაც სისულელეა, თუკი ვათრევ ინვენტარს თან, რად მინდა გარკვეულ ადგილზე მისვლა შესაცვლელად, რატომ ვერ ვიყენებ სადაც მინდა იქ? ვთქვათ მოდიფიკაციებს სჭირდება აპარატურა მაგრამ ტყვიებმა (ცეცხლგამჩენი, გამყინავი, დისრაპტორი და ა,შ) რა დააშავა? და რომ შეივსება ინვენტარი მეტს ვეღარ ვიღებ, ამას ჯობია, ინვენტარს რომ აიღებ შესაძლებელი იყოს ტრანსფერი Forward Station-ზე და ადგილს მაინც არ იავებდეს შენთან მაინც თუ ვერ ცვლი Forward Station-ის გარდა.
  12. მეც მაგას ვფიქრობ ჯერჯერობით თუმცა როგორც ME-ს ფანი შეიძლება ჩემი დასკვნა მიკერძოებული იყოს
  13. ვითამაშე პირველი დიდი მისია Eos-ზე, ძალიან მომეწონა, თუმცა Hardcore ME ფანებს დაჭირდებათ გადაწყობა ME1 დავხურე წინა კვირაში და ME2 გავაგრძელე და თავიდან Andromeda რომ დავიწყე გამოჭირდა ბრძლოლა 1. საერთოდ ამოღებულის კომბატ პაუზა 2. ბრძოლის მექანიკაც შეცვლილია, მეტი ვერტიკალობა დაემატა, მხოლოდ ქოვერის იმედზე ვერ იქნები რადგან მტერმა შეიძლება გადაგახტეს თავზე და ზურგიდან მოგიაროს, თავიდან შეჩვევა დამჭირდა 3. ქოვერიდან სროლა შეგიძლია დაუმიზნებლად, ამცირებს სიზუსტეს თუმცა შენც აღარ გხვდება და ხშირად ვიყენებდი რომ დავამუღამე 4. სულ სხვანაირი სტილის მენიუებია რაღაც ME1 და ME3 ნაზავი, ამასაც შეჩვევა უნდა ერთი რაც არ მომეწონა, კონსოლებზეა ოპტიმიზირებული ინტერფეისი აშკარად, PC-სთვის უფრო მოხერხებული შეეძლოთ გაეკეთებინათ ბაგებსაც შევესწარი რამდენიმეს, თუმცა არა ისეთს როგორსაც მოველოდი, სახის ანიმაციები ნორმალურია არაფერი ისეთი ცუდი ვენებს რომ იხსნიდა ზოგი რაც ძალიან მომეწონა არის ჯეტპაკი, ახტომა და დაში ძალიან სახალისოა და ბრძოლებშიც გეხმარება (რომ დაამუღამებ და მტრებს არ ჩაუხტები შუაგულში მის მერე) გრაფიკა ძალიან კარგია, ქვიშაზე ნაფეხურები ეტყობა და ქვიშის მტვერიც რეალიზმს მატებს რაც არ მომეწონა სახეებში არის ძალიან შეუსაბამო თმის ფერი კანის ტონთან ზოგიერთი NPC-სთვის, "თეთრი ყვავებივით" ჩანან დასაწყისიც გაწელილიაო, არანაირად არ ვეთანხმები, მციორე შესავალი საჭიროა რომ აზრზე მოხვიდე რა ხდება, მალევე პლანეტაზე ეშვები ჩემს კონფიგზე 1440P ულტრაზე იშვიათად ჩამოდის 60 FPS ქვემოთ, ერთი ქათსცენებში არის ხოლმე 30-მდე ზოგჯერ Full HD-ზე მედიუმზე არ უნდა დაჭირდეს ბევრი რესურსი, ჩემთან ვიდეო 99%-ზე იყო თითქმის სულ, PC მაქსიმუმ 50-ზე, ხშირად 30 ქვემოთ ვიდეო მემორი 4 გბ-ს არ გადაცილებია, სისტემა კი მაქსიმუმი 9 გბ მოვკარი თვალი, 8გბ საკმარისი უნდა იყოს და 4 გბ ვიდეო ჰაი 1080p-სთვის Nvidia Ansel-იც მშვენივრად მუშაობს
  14. დავიწყე გადმოწერა Origin-ით, ხვალ საღამომდე ვერ ვითამაშებ ალბათ მაინც რაც შეეხება წარმადობას, იგივე ენჯინია რაც BF1-ში, თუმცა რა თქმა უნდა მოდიფიცირებული, განსაკუთრებით ღია ტერიტორიები "უჭირს" და ჩემს სისტემაზე 1440P ულტრაზე შეიძლება 45-50FPS-მდეც ჩამოვიდეს მინიმუმ ვარიანტში, თუმცა დახურულ სივრცეებში შეიძლება გაორმაგდეს წარმადობაო, ნუ პატჩებით გამოსწორდება სავარაუდოდ, ისე ვნახავ როგორი იქნეება, ნელა უნდა შეყვე, ორიგინალი ტრილოგიასავით კაცობრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხიი არ დგას ისე და დროშიც არ ხარ ამ მხრივ შეზღუდული, შეგიძლია დაივიწყო მთავარი მისიები და პატარ პატრა კვესტები აკეთო თუ მოსაწყენი არ გახდა
  15. Nvidia-მ Game Ready დრაივერები გამოუშვა ME-Andromeda-სთვის, Ansel-ის მხარდაჭერა დაამატა
  16. ანიმაციები Day One პატჩით არ გასწორდებაო, თუმცა ვმუშაობთო იმედია დაიქირავებენ ცოდნის და გამოცდილების მქონე პიროვნებას (პიროვნებებს) რომ გაასწორონ ანიმაციები, თუმცა უკვე მემეებს აკეთებენ ანდრომედას ანიმაციებზე მე მაიც პრეორდერი გავაკეთე, ტრილოგიის ხათრით დავხუჭავ თვალებს (თან იმედია გამოასწორებენ), სხვა მხრივ გეიმპლეი და გრაფიკა ძალიან მოწონს ხალხს, ეგაა შესავალი ნაწილი გაწელილია ცოტაო (განსკუთრებით ME2-ის და ME3-ის შესავალის გათვალისწინებით) დიალოგები მოწონთ კიდევ ძალიან, გუნდის წევრებს იმდენი დიალოგები აქვთ, რამდენიც შეპარდს ქონდა წინა თამაშებშიო და ეს საკმაოდ შთამბეჭდავია! ონლაინიც მოწონთ, თუმცა მე პირადად დიდი მოყვარული არ ვან ონლაინის და განსაკუთრებით ME-ში პერსონალური ისტორიაა უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის, თუმცა ME3-ის ონლაინი საკმაოდ სახალისო იყო
  17. სინემატიკურის მითუმეტეს მე ვითამაშე რამდენიმე საათი, თვითონ ექშენი ძალიან სასიამოვნო სათამაშოა, მაგრამ იმდენად Open World-ია, რო გებნევა თავ გზა, ერთ მისიაზე მიდიხარ (რომელიმე ორკ ვორლორდს მისდევ) და სხვა ჯგუფი გაგეჩითება, მერე სხვა და ა,შ, სულ გავიწყდება რას აკეთებ ჯამში ცუდი არ არის, იმედია დახვეწავენ
  18. აქტივატორებს ამ ფორუმზე არ ვავრცელებთ გუგლი დაგეხმარება
  19. გადმოწერე ოფიციალური საიტიდან: https://www.microsoft.com/en-us/software-download/windows10
  20. 6$ ღირს სტიმზე ასე ნაკუწ-ნაკუწ რომ გაყიდეს ეს თამაში მაგიტომაც არ მოიტანა დიდი მოგება თამაში თვითონ ძალიან კარგია, დანაწევრებულმა გაყიდვამ გააბრაზა ხალხი და შედეგად სულ გააჩერეს სერია....
  21. GPU Memory Limit (თუ რაღაც მსგავსია სეთინგებში) და ჩაურთე თუ გამორთულია
  22. გამომიცვალეს ქულერი და წესრიგშია ყველაფერი
  23. მადლობა გამოხმაურებისთვის კი, ვნახე ნამდვილად მასეა: 240T installation
  24. დაყენებული ნორმალურად იყო, სერიოზულ სტრეს ტესტებს გაუძლო (თამაშებზეც და სტრეს ტესტებზეც) უპრობლემოდ და მეტნაკლებად უხმაუროდ ახლა ვერ ვატყობ პომპას ხმაურს, გარდა იმისა რომ ანათებს ლოგო (ეს ისედაც ცალკე სისტემაა) დაშლა არ მინდა, თორემ შეიძლება ძალიან მარტივად გადასაჭრელი პრობლემა იყოს ახლა არ მაქვს სხვა ქულერი 2011V3-ისთვის (გავყიდე ძველი კომპი, თორემ იმაზე კი მქონდა ) მივიტან ხვალ ივერსში, გარანტია მაქვს, და თვითონ ტესტონ...
  25. აქამდე მუშაობდა და კარგადაც არეგულირებდა 100%-ზე მაღალი ხმაც ქონდა ხო, CPU_FAN ზე მაქვს პომპა და CPU_Optional ზე რადიატორის ვენტილატორები (ინსტალაციის ინსტრუქციაშიც უწერია, რომ პომპა CPU_FAN-ზე დააერთე და ვენტილატორები (CPU_FAN_2 თუ არა CPU_Optional , თუ ესეც არაა მერე PWR/Chasis/SYS -ზეო) რადიატორის ვენტილატორი დავაერთე CPU_FAN-ზე და Fan error არ ამოუგდია, თუმცა CPU Overheat ამოაგდო და გავთიშე არ მინდა CPU დავწვა (მოვხდენი მთლიანად FAN) თავიდან დავაყენო (თავის თერმოპასტით და რამე) და ისე ვცადო? CPU_Optional ზე იმიტომ არ დავაერთე, რომ მერე რადიატორის ერთი ვენტილატორი არ ირთვებოდა ორიდან CPU_FAN-ზე რომ ვაერთებდი(ჰაბო მოყვება ვენტილატორების)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.