-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
Microsoft-ის პროდუქტების არალეგალურად გავრცელაბა აკრძალულია ფორუმის წესების მიხედვით ან რატომ გინდა Windows 8, როცა Microsoft-ის საიტიდან შეგიძლია გადმოიწერო Windows 10? (საცდელი ვერსია)
-
დამჭირდა ძალიან ძველი კომპის ჩართვა (HP Kayak XA Workstation), რომლიც გამოიყენება ძველი ხელსაწყოს სამართავად (GPIB ბარათითაა დაკავშირებული, ჯერ კიდევ USB და LAN-ამდე დროისაა ) პირველ ცდაზე გაგვაწვალა ცოტა (8 წელია არ ჩართულა კუთხეში იდო თავისთვის), მერე ჩავრთეთ როგორც იქნა, აყენია Windows 2000 SP4. ვიდეო კარტა არ მუშაობდა და ვნახეთ კიდევ უფრო ძველ კომპზე ISA ვიდეობარათი და ის დავუყენეთ (საშინელი 8 ბიტიანი ფერების გამით) ახლა საერთოდ აღარ ირთვება, წერს ამას: BIOS-შიც ვერ შევდივარ (იჭედება და არ შედის) და ვერც BIOS-ის ბატარეა ვნახე რომ დავარესეტო BIOS პრობლემა იმაშია, რომ კომპზე აყენია პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საინსტააციო დისკიც ვერ ვნახე, იმ პროგრამის გარეშე კი ხელსაწყოს სხვა კომპზე ვერ შევაერთებ (GPIB ბარათიც რომ გადავიტანო) აბა რა რჩევები გექნებათ რომ ჩავრთო? ხო, RAM 256 MB-ია და მუშაობს ჩართვისას RAM-ის გატესტვასაც აკეთებს)
-
კი, მივწერო უნდა ჯობია
-
ამაზონიდან გამოვიწერე ნახმარი Lumia 928, პრობლემა აქვს დინამიკზე, ანუ როდესაც ზარი შემოდის, (ან ვრეკავ) იმათი ხმა არ ისმის თუ Loudspeaker-ზე არ ჩავრთე, ასევე არ ისმის მაგალითად კლავიატურის ხმა, არც მუსიკა (ნაუშნიკში ისმის ეს ყველაფერი) რადგანაც Loudspeaker ზე ისმოდა ხმა პროგრამული მეგონა და დავარესეტე, მაინც ეგრეა, რაიმე ხომ არ იცით მსგავსი ბაგი თუა პროგრამული და მოგვარებადი თუ რეფაუნდზე მივწერო?
-
ხო, მარა შეტყობინების გამორთვა დამალვაა უბრალოდ პრობლემის, თამაში მაინც მიდის ბექგრაუნდში და 2-3 დღე რომ არ გახსნა ალბათ აოხრებული დაგხვდება იქაურობა
-
გუშინ მოულოდნელად ჩემს Kindle Paperwhite-ს ეკრანმა გაუბერა, აღარ აჩვენებს ზედა ნახევარი, არადა თაჩი მუშაობს ზედა ნახევარშიც სურათებზე უკეთესად გამოჩნდება: არის რამე საშველი? პროგრამული ან აპარატურული, აკეთებს ვინმე თბილისში თუ ჩამოვწერო უნდა და ახალზე ვიფიქრო?
-
ჩავამატე პირველ პოსტში Destroy Windows Spying თან ერთად
-
OSMAND-ის წყალობით 3 შტატი მოვიარეთ ამერიკაში მანქანით, უპრობლემოდ საერთოდ, არსად დაგვჭირვებია შეგვეკითხა როგორ უნდა გავსულიყავით, არ ქონდა მნიშვნელობა, ქალაქის ვიწრო ქუჩები იყო თუ ჩახლართული ავტობანი, ახლაც უცხო ქალაქებში თავისუფლად დავდივარ მისი დახმარებით P.S: Nokia-ს Here Map-იც კარგად გამოგვადგა ამ საქმეში, უფრო ინტუიტიურად აქვს მაგალითად ავტობანზე რომელ ხაზში უნდა ჩადგე რომ სწორად გახვიდე, უფრო სწორად გეუბნება მაგალითად, მარჯვენა ორი ზოლია ჩამხვევი, OSMAN-ზეცაა პრინციპში, შენს ზოლზებზე ისრებს გიხატავს და გეუბნება კიდეც მარჯვენა თუ მარცხენა მხარე დაიკავეო. Here Map-ის უპირატესობა კიდევ ისაა, რომ აქვს ოფლაინში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგიგიც არის, ხოლო OSMAND-ში ფეხით სასიარულო და ველიკის ბილიკებია ძალიან კარგად მოკლედ, ახლა მაქვს Osmand+, Here Map და Google Map (ნუ მოყვა ტელეფონს :D) (P.S: Here Map საქართველოში არ მუშაობს, ანუ როგორც გუგლია, გზას გითვლის, ნავიგაცია არ აქვს)
-
OSMAND-ია ყველაზე მაგარი ჩემთვის + ვერსიაც ვიყიდე დაჟე ისე მომწონს
-
საქმე იმაშია, რომ რუქებს განახებს, მარშრუტსაგ გაჩვენებს, მერე აღარ "მოგყვება" თავისთ, უაზრობაა, როცა უკვე ძირითადი საქმე გაკეთებულია, მიუხვიე მოუხვიეს თქმას რა უდგას წინ ასეთი უაზრო შეზღუდვები არაერთი აქვს გუგლს (და სხვა კომპანიებსაც) "მესამე სამყაროს" ქვეყნებისთვის
-
გაუმარჯოს, დაწერე ზუსტად ტელეფონის მოდელი, ანდროიდის ვერსია, ROM-ის ვერსია (Settings About Phone-ში რა ინფორმაციებიცაა) საუკეთესო ვარიანტია ქარხნულ ROM-ზე გადაფლეშვა (ამისთვისაა მოდელის ნომერი საჭირო, ზოგჯერ ერთი და იგივე მოდელები მცირედ, მაგრამ მაინც განსხვავდებიან) რაც შეეხება პროგრამებს, რომლებიც არ იშლება Disable-ც არ აქვს?
-
ჩვენთან Google Maps-ზე სრულფასოვანი Turn By Turn ნავიგაცია არ არის სამწუხაროდ, მარშრუტს კი გითვლის, მგრამ მერე არ გეუბნება სად უნდა მოიხვიო და მოუხვიო მოძრაობაში (რაც გუგლის რასიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა ) ამიტომაა ისარი გარბის და ხელით უნდა გააყოლო რუკა, რაც სახიფათოა მძღოლისთვის
-
ხელით შეუცვალე გაფართოება არის უტილიტები ატცჰ რენამე-s rom akeTeben მაგრამ სანამ გახსნი ისევ ანტივირუსით შეამოწმე, შიგნით ხომ არ დატოვა რამე ვირუსი
-
შენი ფლეშკის პროგრამატორი უნდა ნახო, მაგრამ არ უნდა აგერიოს, თორემ გადაწვავ ფლეშკას ეს რესურსი დაგეხმარება: http://www.usbdev.ru
-
ამას გადახედე: http://www.exterminatelab.com/remove-lineageaaa-virus
-
წაშლილია ნადმვილად თუ დამალული? Google Drive-ზე მაქვს პატარა უტილიტა, რომელიც კომომპში ვირუსის მიერ დამალულ ფაილებს აღადგენს და ასწორებს ატრიბუტბს ფაილებზე, ცადე იქნებ უშველოს
-
სავარაუდოდ ბატარეიის პრობლემაა, ცადე სტრეს ტესტი ჩართე რამე, ნახე იგივეს თუ იზამს, როცა თამაშს რთავ, ენერგომოცხმარება მკვეთრად იზრდება, ბატარეა კი ალბათ ვეღარ უმკლავდება, ახალ ბატარეას არ უნდა დაემართოს ისე, ასევე ცადე თამაშს რომ ჩართავ გამოაერთე ქსელიდან კვება და კომპი თუ გაითიშება, მაშინ ნამდვილად ბატარეის ბრალი ყოფილა
-
რა თქმა უნდა არასასურველი ფაქტია, რომ ოპერაციული სისტემა ჩვენთან თანხმობის გარეშე (ან გააზრებული თანხმობის გარეშე) აგზავნის პერსონალურ ინფორმაციას, განსაკუთრებით კი ტექსტურ და აუდიო-ვიდეო ლოგებს, თუ ეს სიმართლეა, ძალიან ადვილად შეუძლიათ ჰაკერებმა Microsoft-თან გადაგზავნილი ინფორმაცია დაიჭირონ, გაშიფრონ და გამოიყენეონ არაკეთილსინდისიერად, რაც არ უნდა ძლიერი დაცვა ჰქონდეს Windows 10-ს საშიშროება ყოველთვისაა, ანუ ჰაკერებს კომპში შეღწევაც კი არ უნდათ, როუტერი თუ დაჰაკეს ეგაა, მთელი ტრაფიკი მათ ხელშია მეორე მხრივ, Microsoft ამ მონაცემებს აგროვებს ანონიმურად (იდეაში და იმედია ასეა) და იყენებს ავტომატურ ანალიზს რათა შემდგომში გააუმჯობესოს სერვისი, თუმცა რა თქმა უნდა არავინ ვართ დაზღვეული Microsoft-ის ან მისი რომელიმე "პარტნიორის" მხრიდან შეგროვილი მონაცემების არაკეთილსინდისიერად გამოყენებაზე, თუმცა მოდით ვთქვათ, რომ ასეთი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა, და ისიც, რომ Microsoft ტოტალური შპიონაჟის საშუალებაა, პარანოიდალური აჟიოტაჟია მეტწილად (Terminator: Genesis ვინც ნახა, გაავლებდით ალბათ პარალელებს Microsoft-თან და i/mac OS-თან ) ასევე, თუნდაც მითვალთვალოს MS-მა, ძალიან მაგრად მკიდია, მე ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ რაიმეს გმჟღავნების შემეშინდეს, ხოლო თუ ვინმე ცუდი საქმეების ჩასადენად იყენებს და სპეცსამსახურები Windows-ის საშუალებით გაიგებენ და დროზე დაიჭერენ, პირიქით მივესალმები ამ ფაქტს. თუმცა ბოლო-ბოლო ძალიან მარტივია, host ფაილის მოდიფიცირებით საერთოდ შეუწვიტო კომპს წვდოომა Microsoft-ის სერვერებზე, ხოლო აპდეითები p2p სერვისის (რომელსაც ასევე აკრიტიკებდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ ტორენტებს ყველა გამკრიტიკებელი იყენებს )საშუალებით მიიღო, არც გათიშვა დასჭირდება კეილოგერს თუ აუდიოლოგერს კიდევ ერთი, WIndows 10-ის Insider ვერსიებში გარკვევით ეწერა, რომ Micrisoft აგროვებს ყველა მონაცემს სისტემის დასახვეწადო, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ანალიზები რომელიმე იმ ვერსიაზეა ჩატარებული და არა საბოლოოზე, + სერვერების სახელებით გადაგზავნილი მონაცემების შიგთავსის გაგება არ მიმაცნია სწორად, ხოლო უშუალოდ ტრაფიკი ჯერ არ(ვერ) გაშიფრეს მოკლედ, ვისაც პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება გაინტერესებთ, საერთოდ ნუ მიეკარებით ციფრულ ტექნიკას, რაც არ უნდა ღია კოდიანი თუ უფასო სისტემა იყოს, მასზე თვალთვალი ყოველთვის შეუძლიათ თუკი ამისი დაინტერესება იქნება. Linux ჯერ ჯერობით ნაკლებად საინტერესოა სპეცსამსახურებისთვის, რადგანაც მათი მომხმარებლების რიცხვი უმნიშვნელოა, ხოლო თუკი რაღაც ნიშნულს მიაღწევს, უკვე დაინტერესდებიან და ბოლო მოღება მოჩვენებით დაცულობას, P.S: ყველაზე User Friendly Linux-ს: UBUNTU-ს ხშირად დებენ ბრალს, რომ ბევრ შპიონურ პროგრამას იყენებს მომხმარებლებთან სათვალთვალოდ და რეკლამების გასაგზავნად, ხოლო მომხმარებლების უმრავლესობა არ არის გარკვეული ისე, რომ ნაკლებად User Friendly დიტრიბუტივები გამოიყენოს ყოველდღიურ საქმიანობაში, ან საკუთარი დისტროები ააწყოს
-
Fallout Shelter-ს ველოდი ძალიან და გამოცრუვდა იმედები თამაში თვითონ კარგია, მარა ცუდი ისაა, რომ მიდის სულ, (სავარაუდოდ თუ ტელეფონი არ გამორთე), ანუ თამაშს როცა დახურავ, მაშინაც გრძელდება მასში "სიცოცხლე" და გამოაქვს შეტყობინებები ესა და ეს მოხდაო, ყველა შეტყობინებაზე მოქმედება (ანუ თამაის ჩართვა) კი წარმოუდგენელია, ასე უაზროდ რატომ გააკეთეს არ ვიცი, 24/7 ზე უნდა ითამაშო რა
-
არა დარწმუნებული ხარ რომ სწორად შეგყავს? ეს სცადე: W269N-WFGWX-YVC9B-4J6C9-T83GX iso ფაილი (ან USB ჩამტვირთავით) აკეთებ თუ პირდაპირ ააპგრეიდებ?
-
Privacy Setting-ებში მართლა გავთიშე ბევრი რამე, ძალიან ბევრი ინფო მიაქვს და მე ხეირი არაფერი თუმცა სიმართლე რომ ითქვას არანაკლები "შპიონურია" iOS და Android, ამიტომ თუკი რამე გაქვთ დასამალი ციფრულ აპარატურას არ გაეკაროთ, P.S: Microsoft-ის (ან Google-ს და Apple-ს) ბლექსაიტ ოფისებში არ ზიან და დიდ ეკრანზე არ უთვალთვალებენ ჩვენს ციფრულ აპარატურას, ინფოს შეგროვება და დამუშავება ხდება პერსონალიზირებული რეკლამების შემოსათავაზებლად ავტომატურ რეჟიმში პირველ რიგში, მთავრობაც მაგრად კიდიათ დიდ კორპორაციებს, უბრალოდ ინფოს თუ აძლევენ მომხმარებლებზე რომ გააჩუმონ იმიტომ (და თან საკმაო ძვირსაც უჯენენ)
-
არა, მარტო უკან დაბრუნებისთვისაა მიწერია პირველ პოსტში აქ ნახავ ინსტრუქციას როგორ წაშალო http://www.tenforums.com/tutorials/2066-windows-old-folder-delete-windows-10-a.html ფოლდერი შეიძლება დარჩეს, მაგრამ შიგთავსი წაიშლება
-
კი, ბევრი სასაცილო რეფერენსები აქვს, მაგრამ ტექნიკაში, გეიმინგში და SciFi-ში ჩახედული თუ მხცდება კონტროლ პანელში Language-დან შეგიძლია ზემოთ დააყენე ინგლისური და სულ ესაა მეც მეყენა რუსული უნიკოდი მაგრამ ინგლისურზე დამიაპგრეიდა დამოკიდებულია თავისუფალ ადგილზე, ჰარდის კონფიგურაციაზე 32 გბ-იან SSD-ზე აყენებენ უპრობლემოდ, ისე 20 გბ-ც უნდა ეყოს მხოლოდ სისტემას
-
ნუ მაგ ემთხვევისთვის გამოვა იმედია Win 10-თან თავსებადი Advanced Token Manager, რომ შენი აქტივაცია დააბექაფო და აღადგინო, მაგრამ მაგალითად Win 8-ზე მე SSD დავამატე ლეპტოპზე და იქ დავაყენე ვინდი, კი აღადგინა აქტივაცია, მაგრამ დიდ ხანს თუ არ გამოვრთავდი კომპს (მთელი ღამე მაგალითად) ბილდის ნომერი ეწერებოდა მარჯვენა ქვედა კუთხეში გაუაქტიურებელივით, რესტარტი შველოდა, ასე რომ ჰარდის ცვლილებაზე არაა გამორიცხული აქტივაციის დაკარგვა მაინც არა, ვერ გაგიგია სწორად, 1 წლის განმავლობაშიაა უფასო აპგრეიდი შესაძლებელი წინა ვინდებიდან 10-ზე, 1 წლის მერე Win 10-ის აქტივაცია კი არ გაუქმდება, უბრალოდ წინა Windows-დან აპგრეიდს ვერ შეძლებ უფაოდ, ამ ერთი წლის განმავლობაში დააპგრეიდებულებს კი ლიცენზია სამუდამო აქვთ (გარდა იომ შემთხვევებისა, თუკი Microsoft-მა ნახა რომ წინაWindows პირატულად გქონდა გააქტიურებული ) კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ის Windows 10-ის გადმოსაწერი Microsoft-ისეული უტილიტაც აკეთებს მაგას, ან ISO-დ შეინაავ, ან საინსტალაციო USB-ს მოამზადებ ვერ გეტყვი რა სტუაციაა embeded-ზე, არ მაქვს ინფორმაცია ეგ გასაღები არის არა აქტივაციის, არამედ ინსტალაციის დროს გამოსაყენებელი საერთოდაც ინსტალაცია უგასაღებოდაც შეიძლება, აქტივაციისთვის MS Toolkit გამოიყენეთ
-
პარალელური სამყაროს მოავლიდან ვწერ, სადაც 3 თვის დაგვიანებით გამოვიდა ჩავასწორე
