Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8147
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. ჩემი მსგავის პრობლემა გაქვს გადახურების ბრალია უნდა ნახო რის გამო ხურდება ქულერის რადიატორი (მტვრიანი ხომ არაა ძაან) ან ვენტილატორი (გაჭდილი ან მტვრიანი ხომ არრაა) ესენი თუ რიგზეა, სავარაუდოდ თერმოპასტაა გამომშრალი ჩაწერე რომელიმე მონიტრონიგის პროგრამა (Coretemp, Speedfun, AIDA64) და დააკვირდი CPU ტემპერატურას და ვენტილატორის ბრუნების რიცხვს, შეგიძ₾ია სტრეს ტესტი ჩართო (AIDA64 აქვს მაგალითად ან უფასო OCCT-ს) რომ ნახო დატვირთვაზე რას შვება
  2. მაქსვს Deepcool Maelstorm 240T ქულერი, ტოპ კლასი არაა, თუმცა საქმე კარგად ართმევდა თავს (აქამდე) ცოტა ხნის წინ თამაშისას(P.S: Battlefield 1) მოულოდნელად ახმაურდა ძალიან (ტუმბო რომ მაქსიმალურად იტვირთება, ასევე რადიატორის ფანებიც მაქსიმალურ სიჩქარეზე ავიდა) და თან FPS-იც მოკვდა, მივხვდი გადახურების პრობლემა იყო, გამოვრთე თამაში, ხმაურს არ დაუკლია და რამდენიმე წამში გაითიშა კომპი, ცოტა ხანი ვაცადე, ჩავრთე და POST არ გაუვლია ისე გაითშა, მერე შედარებით დიდხანს ვაცადე, ჩავრთე და POST-ის მერე ქულერის პრობლემააო, BIOS-ში აღარ შედიოდა, (ჩართული იყო), გამოვთე გავხდენი და ტუმბოს ხუფი საკმაოდ ცხელი იყო, მილებიც მოვსინჯე ხელით და ერთი მილი (სავარაუდოდ გამოსასვლელი) ძალიან ცხელი იყო, განსაკუთრებით ტუმბოსთან შეერთების წერტილში, სავარაუდოდ ცირკულაციის პრობლემაა, მაგრამ რადგანაც AIO-ა, თან გარანტიაზე, არ ვკიდებ ხელს დასაშლელად, რას იტყვით, ეს სიტუაცია ხომ ცირკულაციის პრობლემას, გავს? შეიძლება რამენაირად შემოწმება (გაუხსნელად) ტრიალებს თუ არა? თუ არა მოვხსნი და წავიიღებ ხვალ გამოვაცვლევინებ, მაგრამ 2 თვეც არაა რაც ვიყიდე და ასე უცებ რა უნდა დამართნოდა ცოტა კიდევ გავაგრილე და BIOS-ში შევედი, CPU ტემპერატურა 88 გრადუსზეა CPU Fan არ აჩვენებს, არადა ლოგო ანათებს:
  3. რაღაც გლიჩია, სადაც ორივე მისიის შესრულება შეგიძლია, ბოლო აპდეითზე მუშაობს თუ არა არ ვიცი ისე, შემდეგ გასვლაზე ვცდი
  4. ფერების სიზუსტე იკარგება ნამდვილად, მაგრამ რომ მიეჩვევი დიდად აღარ გაწუხებს, + თვალებიც აღარაა ჩასისხლიანებული დილით
  5. იმიტომ შეწყდა რომ მარველის სუპერგმირებზე გადაერთო მწარმოებელი
  6. დავხურე, ძალიან მომეწონა, საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი იყო, ბლომად გვერდითი მისიები და გადაწყვეტილებები რომლებსაც სერიოზული შედეგები ქონდა, ელაიზა კასანი კიდევ ისევ ნერვებს მიშლიდა როგორც წინაში საუკეთესო ენდინგით გამომივიდა დამთავრება, მაგრამ ჩემი გუნდიდან დაიღუპა მაინც ერთი, წინა მისიაში მიღებული გადაწყვეტილების გამო, და მაშინ ან სხვა უნდა გადამერჩინა, ან მისია შემესრულებია, რომელიც საბოლოოდ ჩემიანს გადაარჩენდა სამწუხაროა, რომ დააპაუზეს (თუ საერთოდ არ შეწყვიტეს) დეუს ექსის წარმოება, ძალიან საინტერესო მესამე ნაწილი შეიძლებოდა გამოსულიყო, მაგის ნაცვლად მარველის სუპერგმირებზე გადაერთენ... მარველი მომწონდა და რაც დრო გადის მით ნაკლებად მომწონს, დეუს ექსის დაპაუზებაც დიდი მინუსია მაათ გამო
  7. მოკლედ ქართველებს მიგვყავს პრაღაში პარადი: (ჩონგურის აუტენტურობაზე ვერაფერს ვიტყვი, არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ დროშა და ყანწი აუტენტურია )
  8. მთავარი გვერდი ლიცენზია: უფასო თავსებადობა: Windows (ასევე Mac, Linux, Android, iOS) FAQ დემონსტრაცია თვალების გადაღლა ყველასთვის ნაცნობი იქნება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც კომპს გვიან ღამემდე უზიან სტანდარტულ რჟიმში, მონიტორი ღამის სიბნელეშიც ისევე განათებულია როგორც დღის შუქზე თანამედროვე LED/LCD მონიტორები (გარდა რამდენიმე ძვირადღირებული გამონაკლისისა) განსაკუთრებით ძლიერად ასხივებენ ლურჯ (ცივ) დიაპაზონში, ეს ძალიან კარგია როცა ოთახში მზის სხივების შუქია, თუმცა შედარებით ნაკლებ განათებულ, ან საერთოდ ბნელ ოთახში თვალების ზედმეტად გადაღლას იწვევს. თითქმის ყველა მონიტორს აქვს ფერების ტემპერატურის გადართვა, თუმცა დარწმუნებული ვარ უმეტესობას ეს ფუნქცია ან საერთოდ არ უნახავს, ან ერთხელ ნახა ახალი მონიტორის "გაცნობისას" და აღარასდროს გამოუყენებია f.lux ძალიან მარტივად აგვარებს ამ პრობლემას, ინსტალაციის მერე საჭიროა მხოლოდ თქვენი მდებარეობის მითითება, რომ დააყენოს დღე-ღამის ციკლი და ამის მიხედვით ავტომატურად აყენებს მონიტორის ფერების ტემპერატურას, დღისით ცივი ფერები, ღამით თბილი (მოყვითალო ელფერით) ლურჯი გამოსხივების მოშორებით კი თვალები გაცილებით ნაკლეად იძაბებიან (გამოვცადე საკუთარ თავზე გადაბმული რამდენიმე გვიანი ღამის სათამაშო სეანსისას, თითქმის არ შევუწუხებივარ თვალების გადაღლას არც თამაშისას, არც დილით) ყვითელ ელფერს შეჩვევა ჭირდება მცირედი (ბრაუზინგისას მაგალითად) თუმცა თამაშებში და ფილმებში გაცილებით ნაკლებ შესამჩნევია, თუმცა თუკი გრაფიკულ სამუშაოს ასრულებთ და ფერების სიზუსტე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ დააპაუზოთ f.lix რამდენიმე საათით (ისე მსგავის სამუშაო მზის შუქზე გააკეთოთ ჯობს ) მოკლედ, გირჩევთ ყველას ვისაც გვიან კომპთან ჯდომა უყვარს (ალბათ ამ ფორუმის წევრების უმეტესობას)
  9. დავიწყე გუშინ, ძალიან მომწონს ჯერ-ჯერობით 3 ქართველი გაიჩითა უკვე პრაღაში უამრავი საიდ მისიაა, მარტო ისინიც რომ ითამაშო არ მოიწყენ
  10. დავაყენე ახალი ვიდეო, გადავაყენე ვინდიც და გამოსწორდა ქრომში არტეფაქტები, სტარტ მენიუს რაც შეეხება, როგორც დავადგინე Windows update ურევს რომელიღაცა, სანამ ინტერნეტს შევაერთებ ყველაფერი მშვვენივრად მუშაობს, როგორც კი დაპდეითდება ურევს სტარტ მენიუ და Modern App-ები, მაინც მუშაობს, ოღონდ არ ჩანან სტარტ მენიუში და სტარტიც ცარიელია ხოლმე, ამიტომ Classic Shell დავაყენე იმას ვიყენებ Start Menu-ს ნაცვლად სხვა ყველაფერი წესრიგშია, (ნუ AIDA და IBT ისევ ჩერდება)
  11. კი, მალე დაიხურება ალბათ (ჯერ არ მთამაშნია მეორე კამპანიის მეტი) მაგრამ ძალიან მომეწონა სისტემაც, ერთ დიდ ომში რამდენიმე ისტორიაა, გაცილებით დიდი სინგლ კამპანია შეიძლებოდა იდეაში , მაგრამ BF ზოგადად მულტიპლეერზეა ორიენტირებული განსაკუთრებით შთამბეჭდავი პირველი "თავები" იყო... ისე, გეიმფლეიც საკმაოდ მრავალფეროვანია, ერთ კამპანიაში ლამის მთელი თავები სტელსით გავიარე, თან მიუხედავად სწორხაზოვანი სიუჟეტისა, Open Wold-ის სთაბეჭდილებას ტოვებს, რუკეზე უხილავი კედლებით არ ხარ შეზღუდული, და ლოკაციას როგორ გივლი შენზეა დამოკიდებული მოკლედ საკმაოდ ვისიამოვნე (რაც ვითამაშე იმით)
  12. იმდენად მცირეა ცვლილებები და ისე გაბერილი სიტემური მითხოვნები აქვს, რომ დიდი აზრი არ აქვს HD ტექსტურებს ძალიან თუ არ დააკვირდი გაგიჭირდება განსხვავების დანახვა მაგას გაცილებით ჯობია რამდენიმე მოდის დაყენება, რომებიც საგრძნობლად აუმჯობესებენ ტექსტურებს და ზოგ შემთხვევაში ნაკლებად ტვირთავენ სისტემას ვიდრე ორიგინალი ფაილები ოპტიმიზაცია მაგრად დაიკიდეს 60 გბ-მდეა მარტო ტექსტურები, თან ისეთი სისტემა სჭირდება გეიმერების 5%-ს თუ ექნება მაქსიმუმ.... მაგაზე რესურსების ხარჯვას ოპტიმიზაციაზედა ბაგების მოგვარებაზე დაეხარჯათ დრო მგონი აჯობებდა, თორემ ტექსტურებს მგონი მოდერები უფრო კარგად აკეთებენ
  13. პირდაპირ შეიძლება თურმე Setup პაპკის დაკოპირება, მერე კრეკის და უბერავ, ხელს არ უშლის Origin-ს საკმაოდ შთამბეჭდავი თამაშია ისე.... მომეწონა, წინაზე მეტად ალბათ
  14. აუ, მე Origin მიყენია და უნდა წავშალო CPY რილიზი რომ დავაყენო? რამენაირად გვერდის ავლა არ შეიძლება?
  15. ო, ამის სინგლი მაინტერესებს, არადა ძალიან პატარა კამპანია ქონია და ყდვად არ ღირს, ონლაინის დიდი მოყვარული კიდევ არ ვარ თან ჩემს ახალ სისტემაზე რას იზამს იმასაც ვნახავ
  16. Weekend Deal-ია Deus Ex-ზე 8 დოლარადაა MD და წინებზე 75 პროცენტიანი დისქაუნთია
  17. ანუ რას გულისხმობ? ერთზე იმუშაო, მეორეზე ითამაშო? რა თქმა უნდა შეიძლება, მონიტორის ზომებს არ აქვთ მნიშვნელობა ასევე შეგიძლია მეორე მონიტორი Extended Desktop რეჟიმზე გადართო (Display Setting-ებიდან) და არც მოგიწევს არაფერზე დაჭერა, ორი ცალ-ცალკე მონიტორი გექნება ერთ დესკტოპზე, (მეორე პირველის გაგრძელება იქნება) თამაშები როგორც წესი მთავარ მონიტორზე ეშვება თუ სხვანაირად არ დაკონფიგე
  18. დიდი მადლობა ყველას, იყოს ჯერ ეს თემა აქტიური, სანამ ჩამოვა 1070
  19. 1070 ველოდები კი 1 კვირაში მაქსიმუმ იქნება Gigabyte Extreme Gaming-ს 4.1/2800 (CPU/RAM) ჩავარდა ტესტი, ისე წავიკითხე 2800 რამისთვის ნაკლებად სტაბილურიაო უფრო შორს არ ვაპირებ წასვლას და იყოსს ისევ 2666-ზე
  20. ახალი KabyLike-ები კარგად რაზგონდება Skylake თან შედარებით, მაგრამ Broadwell-E-ს არ შეხებია განახლება იყოს 4.1 ამ პროცის სიმძლავრე მინიმუმ 5 წელი თავისუფლად მეყოფა, ახალი ვიდეო თუ წავახმარე (თუ მეტი არა)
  21. მაგის გულისთვის მეზარება Win7 დაყენება დღს დილით 4.1 ზე ავწიე და XMP 2800 პროფილზე დავაყენე ოპერები, დავტოვე მაქისმალურ სტრეს ტესტზე 10 Wmware მანქანა თითოზე Prime95 Bllend, Prime95 Lare FTT-ზე და Furmark, ასევე IntelXTU-ს Memory Stress test სახლში მივალ და ვნახავ რა სიტუაციაა, მეეჭვება რამე პრობლემა იყოს ერთი ეგაა იგივე სეთინგებზე 4.2 ზე რომ დავაყენე გაჭედა, რადა ვოლტაჟი 1.3 ზე მაქვს და არ მინდა ავწიო
  22. გაიხარე, შევეხმიანები მაინც მოკლედ, მთელი ღამე ჩართული მქონდა 10 ვირტუალური კომპი (1 პროცესორი/1 გბ RAM) და მათში სათითაოდ ჩართული Prime 95 Blend ტესტი კომპზე ორი Prime95 მქონდა გაშვებული, ერთი Blend, ერთი LargeFTT და Intel Extreme Tuning Utility-ს Memory Stress test 100% დატვირთვა პროცესორზე, 98% RAM-ზე უპრობლემოდ მუშაობდა, გაგრილებაც ჯიგრულად, 75 გრადუსს არ გადაცდენია ფაქტიურად ახლა ჩართული მაქვს Furmark, Asus Real Bench-ის სტრესი (AVX-საც სტრესავს) და Prime95 ბლენდი და ყველაფერი წესრიგშია 99.999% არის სოფტის ბრალი, შეიძლება რაღაც შეუთავსებლობაა ამ კონკრეტულ კონფიგზე, მაგრამ რეალურ პირობებში მეეჭვება როდესმე პრობლემა შექმნას ქრომზე არ ვიცი რა უნდა, გათიშულ HW აქსელერაციაზეც იტოვებს რაღაც არტეფაქტებს, იმედია ახალ ვიდეოზე არ ექნება.... ხო, არც IE-ში, Edge-ში და Firefox-ში არ აქვს პრობლემა Youtube-ზე HTML5-ს მხოლოდ Chrome (და Opera)
  23. მოკლედ, მთელი ღამე ჩართული მქონდა 10 ვირტუალური კომპი (1 პროცესორი/1 გბ RAM) და მათში სათითაოდ ჩართული Prime 95 Blend ტესტი კომპზე ორი Prime95 მქონდა გაშვებული, ერთი Blend, ერთი LargeFTT და Intel Extreme Tuning Utility-ს Memory Stress test 100% დატვირთვა პროცესორზე, 98 RAM-ზე უპრობლემოდ მუშაობდა, გაგრილებაც ჯიგრულად, 75 გრადუსს არ გადაცდენია ფაქტიურად ახლა ჩართული მაქვს Furmark, Asus Real Bench-ის სტრესი (AVX-საც სტრესავს) და Prime95 ბლენდი და ყველაფერი წესრიგშია 99.999% არის სოფტის ბრალი, შეიძლება რაღაც შეუთავსებლობაა ამ კონკრეტულ კონფიგზე, მაგრამ რეალურ პირობებში მეეჭვება როდესმე პრობლემა შექმნას ქრომზე არ ვიცი რა უნდა, გათიშულ HW აქსელერაციაზეც იტოვებს რაღაც არტეფაქტებს, იმედია ახალ ვიდეოზე არ ექნება....
  24. მოკლედ, 2 საათი დაძინებამდე და 2 საათი გაღვიზების მერე 100%-ზე იყო დატვირთული CPU და 95+%-ზე დატვირთული RAM ტემპი 70 გრადუსს ქვემოთ და პროცესორის დატვირთვა 115W ქვემოთ (AIDA-მ რაც მაჩვენა) Chrome-ზე ფლეშს ვიყენებ ჯერ, ახალ ვიდეოზე ვნახავ, გათიშულ Hardware acceleration-ზეც ქონდა მცირე არტეფაქტები
  25. 12 საათის მერე ჩართულია სახლიდან გასული ვიყავი და აღარ გამახსენდა Sleep-ის გათიშვა, სახლში 1 საათამდე ვიყავი, სანამ ჩართული იყო, არ ვიცი ზუსტად როდის დაიძინა, გავაღვიძე და აგრძელებს ისევ მშვენივრად
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.