Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1717
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. თუ SSD-ს არ იყენებ, მაშინ დიდი მნიშვნელობა არააქვს სატა 2 იქნება თუ 3
  2. კომპიუტერის მონაცემები დაწერე პირველ რიგში. მონიტორი ინტეგრირებულზე შეართე თუკი აქვს მაზერს ეგ შესაძლებლობა
  3. აბა სქრინშოტი დადე როგორ შეავსე. როგორც ვხვდები ხელით გაწერაში გეშლება რაღაც IP 192.168.1.102(ან რომელიმე სხვა მოსიჯე) mask 255.255.255.0 gateway 192.168.1.1 DNS-ში ჩაწერე ის DNS რომელსაც ნახავ როუტერშის Wan status-ში
  4. ეგ ნიშნავს იმას რომ, ვაიფაით თუ კაბელით ნებისმიერი მოწყობილობა რომელიც დაუკავშირდება როუტერს, IP-ებს მიიღებს ავტომატურად. ანუ შენ ცალ-ცალკე არ გიწევს სათითაოდ გუწერო IP-ები თითოეულ მოწყობილობას. იმ სურათზე რაც დადე წერია DHCP server: Enabled ანუ ის რაც ზემოთ ვახსენე, ეგ ფუნქცია როუტერში ჩართულია. კომპიუტერს თუ ნოუთბუქს, კაბელიით მიაერთებ თუ ვაიფაით მნიშვნელობა არა აქვს, IP-ებს მიიღებს ავტომატურად. ამიტომ დაგიწერე, ზემოთ ხელით გაწერა რატომ გინდა? ავტომატურზე რომ აყენებ ინტერნეტი მაინც არ მიეწოდება?
  5. რომელი როუტერებია მოდელები დაწერე
  6. რომელი წარმადობა?
  7. ხელით გაწერა რატომ გინდა? ავტომატურზე რომ აყენებ ინტერნეტი მაინც არ მიეწოდება? იდეაში ხელით გაუწერ სწორად თუ ავტომატურზე დააყენებ, ინტერნეტი ორივე შემთხვევაში გექნება, თუ კაბელის ბრალი არ არის. დააყენე ავტომატურზე და რა IP-ებსაც აიღებს, ზუსტად ისენი გაუწერე მერე ხელით შესაბამის ველში
  8. როუტერის შიდა IP რაარის? ყველა როუტერს ინდივიდუალურად აქვს. მაგის მიხედვით უნდა გაწერო ნოუთბუქში. მაგ. თუ როუტერის შიდა IP არის 192.168.1.1 მაშინ ნოუთბუქზე გაწერე რომელიმე თავისუფალი IP მაგალითად 192.168.1.10 მასკა, გეითვეი და DNS იმედია არ შეგეშლება. ან როუტერის LAN-ის სქრინშოტი დადე და ვნახავთ, ასე ზეპირად არ გამოვა
  9. გამარჯობათ 1-2 კვირაა ვიყიდე BL-WN255A Wireless N USB Adapter, რაღაც ჩინური ფირმაა, მედიატეკის ჩიპზე როგორც ვხვდები. პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ, wi-fi ქსელს ხედავს მაგრამ არაფრის დიდებით ქსელს არ/ვერ უკავშირდება. კომპიუტერს ჩავრთავ, მერე ვეძებ ჩემს wi-fi ქსელს, ვუკავშირდები ჩვეულებრივ, მთხოვს პაროლს, შემყავს პაროლი მაგრამ არ/ვერ უკავშირდება. მეორედ, მესამედ, მეოთხედ და ერთ-ერთ ცდაზე ბოლოსდაბოლოს შედის. ვიფიქრე ალბათ როუტერი არ ღებულობს თქო, ამიტომ როუტერში დავარეზერვე ამ ადაპტერის MAC მისმართი და IP-ც გავუწერე სტატიკურად. მერე კომპშიც ხან ხელით გავუწერე შესაბამისი IP ხან ავტომატურზე ვცადე. მოკლედ არაფერი არ შველის, გინდა DHCP-ზე დასვი, გინდა სტატიკურზე... აზრი არააქ... არასოდეს მსგავსი პრობლემა არ შემქმნია, არც მობილურზე, არც პლანშეტზე, არც ნოუთბუქზე, ყოველთვის როცა ვუკავშირდები ჩემ როუტერს, პაროლი შემყავს და დამთავრეულია საქმე. ეს ერთადერთი ადაპტერი გამოდგა რომელიც ქსელს ვერ უკავშირდება. ქსელს ხედავს, პაროლი შემყავს მაგრამ არ უკავშირდება... 5-6-7... ცდის შემდეგ ძლივს უკავშირდება. მე ვფიქრობ დრაივერის ბრალი ხომ არაა ვინდოუს 7-ზე? ან სხვა რა შეიძლება იყოს?
  10. სადღაც ეს იპოვნეს https://www.forum-3dcenter.org/vbulletin/showthread.php?p=11252606
  11. კიდევ უფრო მეტი დინამიური დიაპაზონი და კიდევ უფრო მეტი ფერები. უფრო ვრცლად http://arstechnica.com/gadgets/2017/01/amd-freesync-2-price-specs-release-date/ რაც შეეხება ჩემეულ მოსაზრებას VEGA-სთან დაკავშირებით ასეთია სულ თავიდან რომ დაანონსდა Radeon GPU architecture roadmap მეგონა პოლარისი იქნებოდა პასკალის კონკურენტი. გამიკვირდა კიდევაც, პოლარისთან ასე ახლოს ვეგას რა უნდოდა... მაგრამ როგორც ჩანს დიდხანს ფიქრობდნენ ამაზე და გადაწყვიტეს NVIDIA-ს გაუწიონ კონკურენცია არამარტო გეიმინგსა და პროფეისონალ სეგმენტში, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ სერვერულ მაღალ გამოთვლით სეგმენტებში როგორიცაა: დატა ცენტრებში (Tesla), Deep Learning, Artificial Intelligence, Machine Learning და ა.შ. სადაც AMD-ს სრული სერვერული ეკო სისტემა არ გააჩნდა, განსხვავებით Nnvidia-სგან, თუმცა ახლა უკვე სრულიად საკმარისი პროგრამული და ტექნიკური (უკვე ფინანსურიც...) საშუალება გააჩნია პირველი ნაბიჯის გადასადგმელად. ამ ყველაფრისთვის აუცილებელი პირობა არის: დაბალი ენერგო მოხმარების, დაბალი დაყოვენბის და ძალიან მაღალი გამტარობის ინტერფეისი როგორიც გახლავთ Nvidia NVLink. ასეთი ინტერფეისის კონცეფციის შექმნა მოხერხეს ჯერ კიდევ 1 წლის წინათ (თუ სწორად მახსოვს AMD-სთან ერთად ამაში ბევრი დიდი კომპანიაც იღებდა მონაწილეობას, სამსუნგი და ა.შ). შესაბამისად რამდენიმე ერთეულ/ათეული GPU&CPU კრისტალები ერთმანეთს დაუკავშირდებიან AMD-ს Coherent Interconnect Fabric-ით, რომლის გამტარობაა წამში 100 GB. პროცესორი. ახლა უკვე ZEN პროცესორები საკმარისად მძლავრია ამ საქმისათვის და ინტელი აღარ დარჩება მონოპოლი. პროგრამული უზრუნველყოფა დეველოპერებისათვის. იმისათვის რომ დეველოპერებმა შეძლონ AMD-ს GPU-ების გამოყენება, საჭიროა პროგრამათა ნაკრები. AMD-მ წელს შემოგვთავაზა კიდევ უფრო მეტი Open Source პროგრამათა ნაკრები, რის მეშვეობითაც დეველოპერებს შეუძლიათ CUDA სოფტის კონვერტირება AMD-ს ბაზაზე და არამხოლოდ ეს, უფრო ზუსტად გაეცანით აქ ფინანსური მდგომარეობა. აღსანიშნავია რომ გაკოტრების ზღვარზე მყოფი ფირმა რომლის აქციათა ფასი 1,8 დოლამდეც კი დაეცა 2015 წლის ივნისში. ფინანსური აღმავლობა AMD-სთვის იწყება 1,87 დოლარიდან, 2016 წლის აგვისტოში და წლის ბოლოს დახურა 11,5 დოლარით (5 თვეში 6-ჯერ გაიზარდა). AMD-ს ფინანსური შესაძლებლობები 2017 წლისთვის გამყარდება. ამ ყველაფერზე 1 წლის უკან Lisa Su-მ ილაპარაკა, როგორც მან თქვა 2016-ში ყველა იტყვისო AMD Is Back VEGA-ს უპირველესი მისია იქნება TESLA-ს კონკურენცია ყველა იმ სეგმენტში სადაც Tesla არის წარმოდგენილი. შემდეგ სავარაუდოდ ვიხილავთ ისეთ სერვერს როგორიცაა NVIDIA DGX, თუმცა ეს დროის საკითხი იქნება. ეს გეგმები მარტივად გამოსცანობია რადგან უკვე არის პროცესორი, ტექნოლოგია, ფინანსები და რაც აკლია ესაა 14 nm ფლაგმანი GPU. არქიტექტურული გაუმჯობესება ბევრად ეფექტურია, როგორც ჩანს პოლარისში არ ჩადეს ყველაფერი, სავარაუდოდ preview ისევ ისეთ დარბაზში ექნებათ როგორც ryzen-ის პროცესორის დროს იყო.
  12. დოლარი დასტაბილურდეს თუ ლარი? AMD-მ ინტელის მსგავსი პერფორმანსი რომ ანახოს ყველაფერში, მე ცოტათი ეჭვის თვალით ვუყურებ იმას რომ, ინტელის ფასის ნახევარში გაყიდიან... ანუ ინტელის 1000 დოლარიანი პროცესორის ანალოგს AMD 500 დოლარში არ გაყიდის, რატომღაც ასე ვფიქრობ. ჩემი აზრით 600-750 დოლარის ფარგლებში დაადებს ... ასევე i7-6700 350$ პროცესორს, ჩემი ვარაუდით AMD დაადებს 250 დოლარს...
  13. შეიძლება მაგ ნოუთბუქს სჭირს მაშინ რაღაც... უცნაურია...
  14. მაგ სიხშირეზე წყალი აღარ ყოფნის?
  15. 4.8-ზე გაატარე? ეგ 9 წამი რომ აღმოფხვრა 5.0-ზე უნდა გაატარო?
  16. მაგას არ გირჩევნია 4G მაგთის ან რომელიც იქნება, ის მოდემი დაიდგა. http://www.magticom.ge/mobile_phones/?product=4g-mifi-მოდემი-e5373s-155-mobile-wifi ამას WiFi აქვს და შეგიძლია პარალელურად ნოუთბუქი და ტელეფონი დაუკავშირო ერთდროულად. http://www.magticom.ge/mobile_phones/?product=4g-usb-მოდემი-e3372h-153-hilink-usb-stick ეს მხოლოდ კომპზე ან ნოუთბუქზე წავა ასევე ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი დაგჭირდება ან რავი, გააჩნია რამდენი დაგჭირდება http://www.magticom.ge/index.php?section=202&info_id=1095&lang=GEO
  17. კარგია ბიოსში უეჭველი იქნება
  18. ისე ინფო არაა მაგათ საიტზე? წესით თუნდაც ფანში იყოს სხვაობა, რაღაც აღნიშნვა მაინც უნდა ჰქონდეთ საიტზე ანდა შეფუთვაზე (ალბათ ის სტიკერი მაგიტომაც დააკრეს რომ რაღაც ცვლილება მოხდა წინამორბედისგან, ამ შემთხვევაში ფანი). duall ball bearing fan უკეთესია და ეს არც ისე პატარა პლიუსია კვების ბლოკებში. მემგონი სტიკერიანი უფრო ახალი გამოშვებულია, რადგან თავიდან დაიწყეს კარგი ფანით, მერე ეტყობა იაფიან ფანზე გადავიდნენ რაღაც მიზეზების გამო, ამიტომ დააკრეს სტიკერი... ვისგანაც იყიდე მისწერე აბა როდინდელი ნაყიდი აქვს, იქნებ გიპასუხოს
  19. dall ball bearing ფანი აქვს ჩემს კვების ბლოკსაც თუმცა საერთო ჯამში მგონი ჯობია ის დაიტოვო რომელსაც ნაკლები აქვს ნამუშევარი...
  20. ბიოსში ვინჩესტერი ჩანს ? P.S. მანამდე როგორ მუშაობდა აბა?
  21. 8 ბირთვიანი პროცესორები რამდენი იქნება საინტერესოა. წესით 1151 სოკეტზე, i7-ის კონკურენციისათვის 6 ბირთვიანი პროცესორები უნდა გამოუშვას, ხოლო i5 და i3-თან კონკურენციისათვის 4 ბირთვიანი 8 თრიდით. ამასთან ერთად ინტელზე იაფიც უნდა იყოს რომ 1151 სოკეტთან მიმართებაში, სოლიდური უპირსტესობა მოიპოვოს. რაც შეეხება 2011 სოკეტის კონკურენციისათვის, ორი ცალი 8 ბირთვიანი ვარიანტი უნდა არსებობდეს, ფასისა და სიმძლავრის შესაბამისად.
  22. http://www.tweaktown.com/news/55544/amds-next-gen-ryzen-benched-against-7700k-6900k/index.html Cinebench R15 results: AMD Ryzen - 1188 Core i7-7700K - 966 Core i7-7700K @ 5GHz - 1083 Core i7-6900K - 1500 Core i7-6950X - 1800 Fritz Chess Relative Score: AMD Ryzen - 36.86 Core i7-7700K - 35.52 Core i7-7700K @ 5GHz - 41.44 Core i7-6900K - 47.80 Core i7-6950X - 51.50 რამდენად შეესაბამება რეალობას არ ვიცი მაგრამ ეს თუ AMD-ს უძლიერესი ჩიპია მაშინ i7-6900-მდე კიდევ კარგად აკლია თუკი სიხშირეს არ გავითვალისწინებთ. სავარაუდოდ ამიტომაც არ გაატარეს ალბათ cinebench-ში, რომელიც მე პირადად უფრო მაინტერესებდა ვიდრე ბლენდერში...
  23. შენ როგორ ააცალე? ნამეტარი ახლოსაა ხუფი და კრისტალი, მათ შორის თერმოპასტა უკვე როგორც წებო ისე მოქმედებს. ცოტა მკვეთრად რომ ახადო ხუფი, ყველა ვარიანტში აიკრავს კრისტალს. ორ მინას შორის რომ წყალი იყოს, ერთმანეთს ვერ დააშორებ, თუ გვერდულად არ დააშორებ. არამგონია ინტელს სპეციალურად გაეკეთებინა ეს, მგონი ამაში ვერაფერს სახეიროს ვერ ნახავდა
  24. რატო ეწებება ესე ძალიან? მგონი ესე წინა თაობებშიც იყო.. მგონი ეგ ხუფიძალიან ნელა უნდა ააძრო რომ კრისტალი არ ამოტეხოს
  25. ხო ვიზუალურად რაღაც კინოთეატრის დარბაზი იყო... მაგრამ როგორც ვხედავ დიდად არ უზრუნიათ ვიზუალზე მოიკოჭლებდნენ მაგ მხრივ, თუმცა ეგ მაგათი ოფიციალური დემონსტრაცია არ იყო. იანვარში გააკეთებენ ოფიციალურ დასრულებული სახით პრეზენტაციას, როგორც პროცესორის, ასევე ვიდეო ბარათისა. ეს უბრალოდ დემონსტრაცია იყო არაოფიციალური. ასე ვთქვათ მიახლოებითი შედეგები ვნახეთ თუ რა შეუძლიათ. როცა ოფიციალური პრეზენტაცია გაკეთდება მერე მიიწვევენ ლინუსსაც და სხვა ცნობილ ენთუზიასტებსაც... იანვარში როცა რევიუებს დადებენ, მერე კარგად ვნახავთ სად უჭირს და რა პრობლემები ექნება... თუმცა ის სიტუაცია აღარ ქნება რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო. არ მეგონა სტრიმინგს თუ ამხელა რესურსი მიჰქონდა...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.