Jump to content

Recommended Posts

კომპანია ASUSTeK Computer-მა წარმოადგინა ახალი, პრემიუმ-კლასის ნეტბუქი ASUS Lamborghini Design Eee PC VX6S, რომელიც ორიენტირებულია მულტიმედიური გართობის მოყვარულთათვის. მისი კორპუსი გაფორმებულია შავ-ფორთოხლისფერში, გააჩნია აგრესიული 'სარბოლო' დიზაინი და აღჭურვილია 1366x768 გაფართოვების მქონე, 12,1-დუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანით, შუქდიოდური განათებით. გარდა ამისა, პროდუქტი დაფუძნებულია Intel NM10 Express ჩიპსეტსა და Intel Atom პროცესორზე (მოდელი არ სახელდება), ხოლო გრაფიკული ქვესისტემის მხრივ, საქმე აბარია დისკრეტულ ვიდეობარათ AMD Radeon HD 6470M-ს.

49bf6d2ff1fda95127104f38f6e60c9c.jpg

ასევე, ნაწარმის არსენალში შედის 500 გბ ტევადობის მყარი დისკი, 4 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება, აუდიოქვესისტემა, რომელიც შემუშავებულია კომპანია Bang & Olufsen-თან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, Wi-Fi 802.11b/g/n უკაბელო ქსელების ადაპტერი, Bluetooth 3.0 მოდული, ინტეგრირებული ქარდ-რიდერი და 6-უჯრედიანი ელემენტი.

უნდა აღინიშნოს, რომ ნეტბუქში რეალიზებულია ტექნოლოგია ASUS Express Gate, რომლის საშუალებითაც, ინტეგრირებული მეხსიერების მიკროსქემით, 5 წმ-ში ხდება Linux-ის ჩატვირთვა, რის შემდეგადაც შესაძლებელია ინტერნეტში შესვლა, მუსიკის მოსმენა და გამოსახულებების დათვალიერება - ძირითადი ოპერაციული სისტემის, კერძოდ კი, Windows 7 Home Premium-ის გაშვების გარეშე

დარჩა მხოლოდ იმის გაგება, თუ სად, როდის და რა ფასად იქნება აღნიშნული პროდუქტი ხელმისაწვდომი.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

მოკლედ ნიუსი არ დამიტოვე რაა დღეს :D

ეხლა ვათვალიერებდი ამ ნიუსებს

რაც შეეხება ამ ნოუთს ,ამას ისევ ლამბურჯინის ფანატი თუ იყიდის ,ნაგავია დიზაინით ჩემი აზრით

Link to comment
Share on other sites

ნიუსების წერაზე რიგია უკვე :xelitavi:

კაია, მომწონს ტენდენცია

რა რიგი ფორუმზე სულ 3-4 ჰანთერი დარჩა :D

Link to comment
Share on other sites

ნიუსები იმაზე ნელა იდება უცხოურებზე ვიდრე თქვენ თარგმნით და აქ დებთ და მეტი რა გინდა. მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა

Link to comment
Share on other sites

ნიუსები იმაზე ნელა იდება უცხოურებზე ვიდრე თქვენ თარგმნით და აქ დებთ და მეტი რა გინდა. მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა

:chojinfc:

Link to comment
Share on other sites

როგორ ვერ ვიტან ამ მანქანების დიზაინს რა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

როგორ ვერ ვიტან ამ მანქანების დიზაინს რა

დიზიანიში რას გულისხმობ?? ფერს თუ ზედა ნაწილის ფორმას. იქნებ წინიდან/შიგნიდან როგორია

ჯერ ბოლომდე აათვალიერ-ჩაათვალიერათ და დიზაინზე მერე თქვით რამე

Link to comment
Share on other sites

როგორ ვერ ვიტან ამ მანქანების დიზაინს რა

ვერც მეე <_<

Link to comment
Share on other sites

მიკვირს რით ვეღარ შეელიენ ამ HDD-ებს, პრემიუმ კლასის ნეთბუკს უფრო სჭირდება SSD ვიდრე დესკტოპს.

ლამბორგინის ლოგო მიაკრეს და ჩვეულებრივი ნეტბუქისგან განსხვავებულად შეღებეს. აუდიოს ისსტემა კიდევ ვისაც ოდნავ მაინც ესმის, ე.წ "პიშალკები" რაც მაგას აქვს გინდა bang olufsen ჩადე და გინდა genius-ის მაინც წრიპინებს. და ვერავინ დამაჯერებს რომ Dolby-ს ეფექტებს მოუსმენ ნეტბუქზე.

მაგარი ლეპტოპია :sarcastic_hanend: +1

სად დაინახე ლაპტოპი?

Link to comment
Share on other sites

ისე ცნობისთვის ACER ს აქვს Ferari სერიის ნოუთი :D მაგრამ ის ლამაზია ძალიან ეს ვერც შეედრება :P

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.