მიშა Posted November 10, 2010 Posted November 10, 2010 (edited) Blaster-თან კონსულტაციების შედეგად, რომელმაც თავის მხრივ სოსოსთან გაიარა კონსულტაცია, გადაწყდა დამეწერა სტატია Linux-ის Ubuntu-ზე, რათა მომხდარიყო ამ ოპერაციული სისტემის პოპულარიზება. 1. ზოგადი ცნობები დავიწყოთ სახელწოდებით. სიტყვა Ubuntu სამხრეთ აფრიკულია, დაახლოებით იშიფრება, როგორც "კაცობრიობა კაცობრიობის დასახმარებლად", "ადამიანობა" (ან "კაცობა და მეობა" ) და წარმოადგენს ერთგვარ ფილოსოფიურ მიმდინარეობას. ხედავთ რა ღრმა ფილოსოფიური სახელი ჰქონია ამ OS-ს? თქვენ კიდევ ალბათ ბევრჯერ დაგიცინიათ... აბა რა ჯობია? Microsoft-შუშაბანდი? ან ლოჯია? განვაგრძოთ... Ubuntu Linux არის "FOSS" - Free And Open Source Software, ანუ ოპერაციული სისტემა, რომელიც უფასოდ ვრცელდება (კაცობრიობის შესანიშნავი გამოგონება, რაც კრეკების საჭიროებას სპობს). ერთი სიტყვით არანაირი აქტივაცია საჭირო არაა, პროგრამა ლიცენზიურია და უფასო. Ubuntu 2006-7 წლებში Linux-ის ბაზაზე არსებული კომპიუტერების 30%-ს იკავებდა.2. შემადგენლობაUbuntu არის Debian GNU/Linux-ის ბაზაზე შექმნილი ოპ. სისტემა, რომელსაც Linux-ის კერნელი აქვს. მისი პირველი ვერსია 2004 წელს გამოვიდა. დებიანის სხვა ოპ. სისტემებისგან განსხვავებით უბუნტუ უფასოდ გავრცელებად პროგრამებს შეიცავს. ქართველებს რათქმაუდნა ფეხებზე გვკიდია ლიცენზია, საავტორო უფლებები (Copyright) და მისთანები - "კრეკი და მისი ჯანიო" ვიტყვით, მაგრამ უცხოეთში, სადაც ლიცენზიური პროგრამა შეიძლება ასობით დოლარი დაგიჯდეთ, უფასო სოფტის არსებობა დიდი შეღავათია საშუალო მომხმარებლისთვის. Ubuntu-ს თავისებურებაა ლიცენზიის "მხარდაჭერის" ვადა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც ოპ. სისტემა ხმარებაში გამოდის, კომპანია მას აძლევს გარკვეულ ვადას, რომლის განმავლობაშიც პროგრამა კომპანიის პროგრამული მხარდაჭერით სარგებლობს. ამასთან ერთად ეს მხარდაჭერა არის ორგვარი - LTS (Long Term Support) და CLTS (Canonical Long Term Support). CLTS ვერსია გამოდის 2 წელიწადში ერთხელ და აქვს 3-წლიანი განახლებების მხარდაჭერა დესკტოპ სისტემებზე და 5-წლიანი - სერვერებზე. ბოლო CLTS არის Ubuntu 8.04, ანუ სისტემის ამჟამინდელი ვერსიის - 9.04-ის წინამორბედი. მომდევნო CLTS რელიზის გამოშვება 2010 წლისთვისაა დაგეგმილი. მანამდე კი მზის სინათლეს Ubuntu 9.10 - Karmic Koala იხილავს. რაც შეეხება სახელდებას, როგორც უკვე მიხვდით, პროგრამის ვერსიის პირველი რიცხვი წლის აღმნიშვნელია, ხოლო მეორე - თვის. ანუ "კარმულ კოალას" 2009 წლის ოქრომბრის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ. სურათზე - ამჟამინდელი ვერსიის ინტერფეისის სქრინი3. ფუნქციურობა Ubuntu ფოკუსირებული გამოყენების სიმარტივესა და უსაფრთხოებაზე. ოპ. სისტემას მოყვება ინსტალატორი "Ubiquity", რომლის საშუალებითაც შეიძლება Ubuntu-ს კომპიუტერში დაყენება. 5.04 ვერსიიდან მოყოლებული OS-ს აქვს UTF-8 კოდირების მხარდაჭერა. "Sudo Tool" ემსახურება მომხმარებლისთვის ადმინისტრატორის უფლების დროებით მიცემას, ან უფლებების შეზღუდვას. ოპ. სისტემას შეუძლია აკრძალოს ინტერნეტ-პორტებთან წვდომა "Firewall"-ის მსგავსი პროგრამის მეშვეობით. Ubuntu-ში "ჩაქსოვილია" რამდენიმე უფასო პროგრამა, მაგალითად OpenOffice, Firefox, Pidgin, Transmission, GIMP და რამდენიმე თამაში (სუდოკუ, ჭადრაკი და ა.შ.), მაგრამ მას შეუძლია MS Windows-ისთვის შექმნილი პროგრამების უმრავლესობის შეთავსება (მათ შორის VMware-სიც კი), აქვს 46 ენის მხარდაჭერა. ქვემოთ მითითებულ ლინკზე გადასვლის შემთხვევაში ნახავთ, როგორ უნდა უბუნტუში პროგრამის ჩაწერა/წაშლა:http://www.youtube.com/watch?v=jS7s2kFPO9U4. მოთხოვნები და ინსტალაცია Ubuntu-ს დაყენება შესაძლებელია სპეციალური LiveCD-დან და რათქმაუნდა USB ფლეშ-დრაივიდან. ოპ. სისტემის "გასასინჯად" გაშვება პირდაპირ დისკიდან ან ფლეშკიდანაც შეიძლება, ოღონდ, რათქმაუნდა წარმადობა დაბალი იქნება. უბუნტუს ISO იმიჯები გამოსვლისთანავე იდება მისსავე საიტზე - http://www.ubuntu.com/GetUbuntu/download . პროგრამის მინიმალური სის. მოთხოვნებია: 300 MHz x86 CPU 64 MB ოპ. მეხსიერება მინიმუმ 4GB თავისუფალი ადგილი HDD-ზე დისპლეი მინიმუმ 640x480 გაფართოებით CD-ROM დრაივი და ლანქარდი ოპტიმალური მოთხოვნები: 1.2GHz CPU 386MB ოპ. მეხსიერება 8+ ადგილი HDD-ზე. პროგრამის LiveCD ვერსიის ასამუშავებლად "ზედმეტი" 256MB ოპ. მეხსიერება დაგჭირდებათ. სურათზე სწორედ LiveCD ვერსიის სქრინს ხედავთ რა არის Ubuntu live CD? Ubuntu-ს ნებისმიერი საინსტალაციო თავისთავად არის live CD ანუ სისტემის გაშვება ინსტალაციის გარეშე, რაც საკმაოდ მოსახერხებელია ხშირ შემთხვევებში (მაგ. სისტემის და კომპიუტერის ნაწილების ურთიერთშეთავსება, ზოგადად დისტრიბუტივის გაცნობა და ა.შ.). სისტემის live CD-დან გაშვების დროს მთელი ოპერაცია მიმდინარეობს კომპიუტერის ოპერატიულ მეხსიერებაში და არანაირი კავშირი არ აქვს HDD-სთან (თუ სპეციალურად არ შევალთ კომპიუტერის მყარი დისკის ფაილურ სისტემაში), შესაბამისად არანაირი რისკი არ არსებობს, იმისა, რომ შეიძლება უნებლიედ რაიმე ზიანი მივაყენოთ შენახულ ინფორმაციას. რა ანტივირუსი უნდა დავაყენოთ Ubuntu-ზე?Ubuntu-ს არ სჭირდება ანტივირუსი, ვინაიდან linux-ზე არ არსებობს ვირუსი და საშიში პროგრამები. 5. რელიზები როგორც ზემოთ ვთქვი, Ubuntu-ს ვერსიების აღნიშვნა საკმაოდ სპეციფიურია და რადგან მისი პირველი ვერსია 2004 წელს გამოვიდა, იგი არის 4.10 და არანაირი 1.00 ან რამე მისთანა. ასე რომ მოცლილო ხალხო, არ ეძებოთ "საკოლექციო" 1.00 რელიზი. ქვემოთა ცხრილში მოყვანილია Ubuntu-ს რელიზები თავიანთი კოდური სახელწოდებებითურთ:6. ვარიანტები დღესდღეობით არსებობს Ubuntu-ს რვა ოფიციალური ვარიანტი: 1. Kubuntu. იგი GNOME-ს მაგივრად KDE გრაფიკულ ინტერფეისს იყენებს. 2. Edubuntu - პროგრამის "სასწავლო-საგანმამათლებლო" ვერსია, ძირითადად გამიზნულია სკოლებისთვის (ალბათ სამხრეთ აფრიკის ) 3. Ubuntu Server Edition. მგონი სახელიდანაც ხვდებით ... და თუ ვერ ხვდებით, მაშინ გეტყვით, რომ ეს ვერსია სერვერისთვისაა განკუთვნილი. 4. Xubuntu - Ubuntu-ს "ლაით" ვერსია. როგორც ჩანს განკუთვნილია განსაკუთრებით დანჯღრეული და დრომოჭმული კომპიუტერებისთვის, ან კომპიუტერებისთვის, რომლებსაც პატარა HDD აქვთ. 5. Ubuntu MID Edition - განკუთვნილია მობილური ინტერნეტ-მოწყობილობებისთვის (MID - Mobile Internet Device). 6. Ubuntu Netbook Remix - ნეთბუქებისა და ლეპტოპებისთვის. 7. Gobuntu - Ubuntu, რომლის აბსოლუტურად ყველა პროგრამა უფასოა. 8. Ubuntu JeOS (წარმოითქმება, როგორც "ჯუს" - ინგლისურად წვენი) - სპეციალური ვერსია ვირტუალური კომპიუტერებისთვის. სურათზე: Kubuntu KDE ინტერფეისით ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- როგორც ხედავთ, Ubuntu ერთი შეხედვითაც საკმაოდ საინტერესო ოპერაციული სისტემაა ძალზედ დაბალი სისტემური მოთხოვნებით. ასე რომ თუკი შინ გიდევთ კომპიუტერი, რომელიც სასუნთქ აპარატზეა მიერთებული და დღე-დღეზე კაბელებს გაფშეკს, თქვენ კი გინდათ ასეთი კომპი აამუშაოთ და ინტერნეტისთვის, ან საოფისე პროგრამებისთვის გამოიყენოთ Ubuntu-ს ვუწევ რეკომენდაციას. თანაც დღე-დღეზე ახალი ვერსია გამოვა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ეს არის ზოგადი ცნობები Ubuntu-ზე, თუკი რომელიმე თქვენგანი რეკომენდაციას მომცემს იმის შესახებ, თუ რა ჩავამატო სტატიაში, მადლობელი დავრჩები Edited November 14, 2013 by Shopen შეერთდა თემები და აიპინა 8 Quote
AVENGER Posted November 10, 2010 Posted November 10, 2010 ლინკი დაამატე საიდანაც შეიძლება გადმოწერა ეგ ჩემს ძველ ამდ-ს მოუხდება :rolleyes: Quote
OverDozeD Posted November 10, 2010 Posted November 10, 2010 მშვენიერი სტატიაა, მე თვითონ უბუნტუს ვიყენებ 2 წელია თითქმის და ძალიან კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით ინტერნეტში მუშაობისას. გაცილებით სწარაფი გეჩვენება ნებისმიერი ბრაუზერი ვიდრე ანტივირუსის კედლებში გავლისას ვინდზე. ოღონდ ცოტა რამ უბუნტუს განხრებზეც დაამატეთ, მაგალითად lubuntu ან Xubuntu, ასევე არსებობს ქართული მირორიც http://ubuntu.eriders.ge/ უკვე გამოსულია 10.10 ვერსია. პ.ს. სულაც არაა აუცილებელი ლინუქსის ღრმა ცოდნა, ნებისმიერი საკითხის ირგვლივ გუგული დეიდა საქმის კურსშია. Quote
AVENGER Posted November 10, 2010 Posted November 10, 2010 აუ მაგრად მაინტერესებს ეს მაგრამ ამ კომპზე რომ დავაყენო დაფორმატება მომიწევს მთელი დისკის... სანამ სოფელში ჩავალ და ჩემ ამდ-ს მივაკითხავ ალბათ უამრავი ახალი ვერსია გამოვა კიდევ.... ვა რა მაგარია ისედაც შეგიძლია გამოცადო პროგრამა გადაყენების გარეშე ისე ეგ დაამატე ნეირონ რომ გადაყენების გარეშეც შეიდლება პროგრამის გამოცდა :comp10: Quote
OverDozeD Posted November 10, 2010 Posted November 10, 2010 ყველაზე მთავარი დაგავიწყდათ ალბათ. ნებისმიერი დისტრო ლაივ იმიჯიდან ეშვება. http://unetbootin.sourceforge.net/ გადმოწერეთ და იმედია ადვილად გაუგებთ ფლეშკაზე როგორ უდნა გადაიანოთ. არაფრის დაფორმატება არ უნდა, ვინდოუსთან ძმაკაცობს, ოღონდ ცალკე პართიშენი უნდა აუცილებლად. არსებობს კიდევ wubi-ს ვერსია - ანუ ვინდის შიგნით ინსტალაცია და წაშლაც add/remove-დან ხდება, მაგრამ ეგეთი დაყენებული ნელია და ჩემთვის არასრულყოფილი. Quote
AVENGER Posted November 10, 2010 Posted November 10, 2010 პირველად ვნახე 800-ით მოქონდეს კომპანიის საიტიდან საღოლ ამათ და ვინჩოს მაგივრად ფლეშკა რომ მიუთითო არ დაყენდება? :ugly_confused2: Quote
V4KH0 Posted November 10, 2010 Posted November 10, 2010 კი უბუნტუს აქვს ეგ ფუნქცია და სპეციალური პროგრამაც გამოიგონეს ფლეშკაზე დასაყენებლად, მე მეყენა ადრე, ის ტეხავს მარტო რო თამაშები არ მიდის :) Quote
AVENGER Posted November 10, 2010 Posted November 10, 2010 ლინკი მომეცი რა მაგ პროგრამის ... და ვინდოუსიდან ყენდება მაგ პროგრამით?> 2გბ-იანი ფლეშკა არ ეყოფა? ეგეც დაამატე ნეირონ რომ ფლეშკაზეც შეიძლება დაყენება ბევრს დააინტერესებს... პატარა ახსნასაც თუ მიუწერ უკეთესი იქნება :thumbsup: Quote
OverDozeD Posted November 10, 2010 Posted November 10, 2010 ფლეშკაზე დაყენება იგივეა რაც liveimage გაუკეთო unetbootin-დან. 1GB-ცე ეყოფა თავისუფლად Quote
AVENGER Posted November 10, 2010 Posted November 10, 2010 ფლეშკაზე დაყენება იგივეა რაც liveimage გაუკეთო unetbootin-დან. 1GB-ცე ეყოფა თავისუფლად მემგონი ფლეშკას ვერ ბუთავს ჩემი მაზერი P5ND2 se.... გავაკეთე საინსტალაციო ფლეშკა როგორც უბუნტუ კომზე ეცერა გადავარესტარტე და არ გაუშვა ფლეშკიდან ... და მემგონი ეგრე ფლეშკაზე დაყენებულს გაუშვებს............. ????? ისე მეეჭვება ამ მაზერს ფლეშკის დაბუთვის ფუნქცია არ ქონდეს... სად შევამოწმო ან როგორ? ზოგ 478 სოკეტებს აქვთ ეგ ფუნქცია და ამას არ ექნება? :cry: Quote
V4KH0 Posted November 10, 2010 Posted November 10, 2010 კაროჩე ჯერ გადმოწერ ამას: http://allshares.ge/...p?id=9B71872B26 მერე გახსნი ექსე ფაილს, 1step: შემდეგ აირჩევ ჩამოთვლილებიდან რომელი OS (ოპერაციული სისტემა) გინდა, 2 step: ამოირჩევ ისო ფაილს, step3: მიუთითებ ფლეშკას (რომელ დისკადაც აღიქვავს შენს კომპიუტერზე C, D, E, F და ა.შ.) და მერე create, დაელოდები ცოტა ხანი სანამ ჩაწერს Quote
AVENGER Posted November 10, 2010 Posted November 10, 2010 კაროჩე ჯერ გადმოწერ ამას: http://allshares.ge/...p?id=9B71872B26 მერე გახსნი ექსე ფაილს, 1step: შემდეგ აირჩევ ჩამოთვლილებიდან რომელი OS (ოპერაციული სისტემა) გინდა, 2 step: ამოირჩევ ისო ფაილს, step3: მიუთითებ ფლეშკას (რომელ დისკადაც აღიქვავს შენს კომპიუტერზე C, D, E, F და ა.შ.) და მერე create, დაელოდები ცოტა ხანი სანამ ჩაწერს ლინკი არ მუშაობს Quote
OverDozeD Posted November 11, 2010 Posted November 11, 2010 რა არის Ubuntu? Ubuntu არის ლინუქსის ერთერთი ყველაზე პოპულარული და "მეგობრული" დისტრიბუტივი. იგი ვრცელდება აბსოლუტურად უფასოდ, ისევე როგორც მისთვის შექმნილი პროგრამების აბსოლუტური უმრავლესობა. საიდან გადმოვიწერო Ubuntu? Ubuntu-ს გადმოწერა შესაძლებელია საიტიდან http://www.ubuntu.com -დან როგორ დავაყენო Ubuntu? Ubuntu-ს დაყენების ყველაზე გავრცელებული ფორმაა CD-ზე ჩაწერა და დაბუთვა. მაგრამ აგრეთვე თავისუფლად შეიძლება iso იმიჯის USB მეხსიერებაზე (მინიმუმ 1GB მოცულობის) გადატანა და შემდგომ დაბუთვა, ამისთვის დაგჭირდებათ პროგრამა Unetbootin, ოღონდ აუცილებელია თქვენს კომპიუტერს ჰქონდეს USB-დან დაბუთვის ოპცია. რა არის Ubuntu live CD? Ubuntu-ს ნებისმიერი საინსტალაციო თავისთავად არის live CD ანუ სისტემის გაშვება ინსტალაციის გარეშე, რაც საკმაოდ მოსახერხებელია ხშირ შემთხვევებში (მაგ. სისტემის და კომპიუტერის ნაწილების ურთიერთშეთავსება, ზოგადად დისტრიბუტივის გაცნობა და ა.შ.). სისტემის live CD-დან გაშვების დროს მთელი ოპერაცია მიმდინარეობს კომპიუტერის ოპერატიულ მეხსიერებაში და არანაირი კავშირი არ აქვს HDD-სთან (თუ სპეციალურად არ შევალთ კომპიუტერის მყარი დისკის ფაილურ სისტემაში), შესაბამისად არანაირი რისკი არ არსებობს, იმისა, რომ შეიძლება უნებლიედ რაიმე ზიანი მივაყენოთ შენახულ ინფორმაციას. რა ანტივირუსი უნდა დავაყენოთ Ubuntu-ზე? Ubuntu-ს არ სჭირდება ანტივირუსი, ვინაიდან linux-ზე არ არსებობს ვირუსი და საშიში პროგრამები. გაგრძელება იქნება 6 Quote
G1ORG1 Posted November 11, 2010 Posted November 11, 2010 ძალაინ კარგია უბუნტუზე რომ გაიხსნა თემა ერთი რაღაც მაინტერესებს: ეხლა მაქვს ორი ვინჩესტერი, 250 გბ და 80გბ, 80 გბ ორად მაქვს გაყოფილი, აქედან 30გბ ცარიელია. როგორ დავაყენო უბუნტუ ამ 30გბზე? როგორ მივუთითო რომ აქ დაყენდეს და სხვაგან არა. ამას თუ ამიხსნით დიდად მადლობელი დაგრჩებით. 3 კომპზე დავაყენე უკვე და სულ თვითონ ყოფს დისკს, ვერაფერი გავუგე. კიდე რა მაინტერესებს, უბუნტუს რომ დავაყენებ ხომ შემეძლება ვინდოუსის ჩართვაც, ანუ ავირჩევ მერე რომელი ჩაირთოს, უბუნტუ თუ ვინდოუსი. რამდენი ვიბოდიალე იმედია მიხვდით რაც მინდა :D Quote
OverDozeD Posted November 11, 2010 Posted November 11, 2010 G1ORG1 ხვალ დეტალურად დავწერ ინსტალაციის შესახებ ყველაფერს :) Quote
G1ORG1 Posted November 11, 2010 Posted November 11, 2010 G1ORG1 ხვალ დეტალურად დავწერ ინსტალაციის შესახებ ყველაფერს OK: გაიხარე გიო :) Quote
AVENGER Posted November 12, 2010 Posted November 12, 2010 G1ORG1 ხვალ დეტალურად დავწერ ინსტალაციის შესახებ ყველაფერს არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი საცდელი ვერსიის დაყენების... wubi-ით დაყენება ქვია... ამოვაარქივებთ აისო ფაილს ჩავრთავთ wubi-ის მერე ვირჩევთ c ან d ფართიშენს... გვიწერს რამდენი გავქვს თავისუფალი და მეორე ველში რამდენი გვინდა რომ გამოიყენოს უბუნტუმ... მერე ინსტალ დაველოდებით დასრულებას მერე მოგთხოვს რესტარტს და ჩართვის დროს გვიჩვენებს ორ ოპერატიულ სისტემას ერთი რაც გვეყენა მეორე უბუნტუ.. ჩავრთავთ უბუნტუს მერე ამოგვიგდებს კიდევ რაღაცას იქ პირველივეს ვირჩევთ და იწყება უბუნტუს დაყენება.. მერე კიდევ ერთხელ დარესტარტება და ისევ უბუნტუს ავირჩევთ და ჩაირთვება ჩვეულებრივად.............. 10.04 ვერსიაზე კეთდება ეს პირდაპირ არამაირი დამატებითი ფაილი არ გჭირდებათ... ხოლო 10.10 ვერსიაზე გვჯირდება 10.04-ის wubi... ასე რომ შეგიძლიათ გადმოწეროთ ორივე შემდეგ ამოაარქივოთ 10.10 ხოლო შემდეგ 10.04-0იდან მხოლოდ wubi ამოიგოთ და 10.10-ის wubis მაგივრად გამოიყენოთ... რაც მთავარია ასე დაყენების დროს არანაირი ფორმატირება საჭირო არაა და თუ წაშლა მოგინდებათ ჩართავთ ვინდოუს და წაშლით პროგრამებიდან.. მე დავაყენე და ეხლა ორი ოპერატიული სისტემა მაქვს სევენი და უბუნტუ... იუთუბიზეც იდო ვიდეოები დაყენების ინსტრუქჩიით შეგიდლიათ იქაც დასერჩოთ :chups: Quote
G1ORG1 Posted November 13, 2010 Posted November 13, 2010 აი რა მაინტერესებს როგორ ჩავწერო ამ 30 გბში უბუნტუ, რა უნდა მივუთითო, ყველაფერზე მეუბნება რაღაც root არ მოიძებნაო თუ რა ღაც ამდაგვარი. Quote
OverDozeD Posted November 13, 2010 Posted November 13, 2010 G1ORG1 სანამ ინსტალაციის guide-ს დავწერდე მანდამდე გეტყვი, რომ SWAP უდნა იყოს დაახლოებიT 1GB და EXT4 ანუ იგივე ლინუქსის ძირითადი ფაილური სისტემა უნდა იწყებოდეს / -ით იგივე mount point. ანუ რუთ ფოლდერია / Quote
G1ORG1 Posted November 13, 2010 Posted November 13, 2010 OverDozeD გიო გავაკეთე მასე, SWAP შევქმენი 5გბ და დანარჩენი EXT4, მაინც არ ინსტალირდება :( Quote
OverDozeD Posted November 13, 2010 Posted November 13, 2010 OverDozeD გიო გავაკეთე მასე, SWAP შევქმენი 5გბ და დანარჩენი EXT4, მაინც არ ინსტალირდება 5Gბ სისულელეა 1 ყველაფერში ყოფნის. mount point რა მიუთითე? Quote
G1ORG1 Posted November 13, 2010 Posted November 13, 2010 5Gბ სისულელეა 1 ყველაფერში ყოფნის. mount point რა მიუთითე? გავაკეთე , მადლობა გიო. ეხლა რა ხდება, დაამთავრა ინსტალაცია და რომ გადავტვირთე ეგრევე ვინდოუსი ჩაიტვირთა, ვერ ვრთავ უბუნტუს, არაფერს აგდებს რომ ავირჩიო რომელი სისტემის ჩართვა მინდა. აქაც არ ჩანს ის დისკი რომელზეც უბუნტუ დავაყენე. Quote
G1ORG1 Posted November 13, 2010 Posted November 13, 2010 გავაკეთე უბუნტუდან ვარ ეხლა შემოსული მაგადიაააააააააააა ბიოსიდან შევცვალე მყარი დისკი და ჩაირთო მადლობა გიო დახმარებისთვის. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.