Jump to content

200-დოლარიანი Linux-ლეპტოპი Pinebook Pro მზადდება გამოსაშვებად


Recommended Posts

Pine64 გუნდმა, რომელიც ცნობილია თავისი აპარატული გადაწყვეტილებებითა და Linux-კომპიუტერებით, წარადგინა ლეპტოპ Pinebook Pro-ს პროტოტიპი, რომელიც 200 აშშ დოლარად გაიყიდება. 

image.jpeg 

პროექტის მონაწილეებმა არა მარტო მოწყობილობის დემნსტრირება მოახდინეს, არამედ გაასაჯაროვეს მისი ტექნიკური მახასიათებლები. 

ლეპტოპის დისპლეის დიაგონალი 14 დუიმს შეადგენს. გამოყენებული IPS ფორმატის Full HD პანელი, რომლის გაფართოებაა 1920 × 1080 პიქსელი. მოწყობილობის კორპუსი დამზადებულია მაგნიუმის მტკიცე შენადნობისაგან. 

ლეპტოპი წარმოდგენილია Rockchip RK3399 პროცესორით. ეს ჩიპი შეიცვას ექვს ბირთვს ტაქტის სიხშირით 2.0 გიგაჰერცამდე, ასევე გრაფიკულ ამაჩქარებელს - ARM Mali-T860MP4. 

image.jpeg 

ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გიგაბაიტს. მონაცემთა შენახვისათვის განკუთვნილია 64-გიგაბაიტიანი eMMC ფლეშ-მოდული. შესაძლებელია დამატებით SSD ბარათისა და microSD ფორმატის ბარათის გამოყენება. 

მოწყობილობა მოიცავს Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.1 უსადენო კავშირების ადაპტერებს, USB 3.0, USB 2.0 პორტებს, USB Type-C-ს, სტერეოდინამიკებსა და ა.შ. კვებაზე პასუხისმგებელია 10 ათასი მა/სთ. მოცულობის ბატარეა. 

Pinebook Pro ლეპტოპის გაყიდვები დაიწყება უახლოეს თვეებში. მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება Ubuntu Linux ან Debian პლატფორმაზე.  

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

ძალიან მაგარი რაღაცა იქნება. აი ეს არის linux-ს პლიუსი. ყველა არქიტექტურაზე და ყველა მონაცემებზე შეგიძლია ამუშაო. როუტერით დაწყებული, სუპერკომპიუტერებით დამთავრებული. მაგაზე სხვა დისტროებიც ჩაიწერება სავარაუდოდ, მე პირადად arch-ს ჩავწერდი და შედარებით მსუბუქი იქნებოდა, ან lubuntu-ს არა advanced მომხმარებლებისთვის.

მონაცემები მშვენიერია. განსაკუთრებით FHD ეკრანი რომელიც IPS-ა. ელემენტიც საკმაოდ დიდხანს უნდა ეყოს, ამ ფასად ზეიდეალური მოწყობილობაა.

Link to comment
Share on other sites

@მათე ვერაფერი იდეალური და მით უმეტეს "ზე" ამ მონაცემებში ვერ დავინახე.  200$  500ლ -ზე მეტია ჩვენ ფულზე  + წონა და განბაჟება... ჰოდა მაგ ფასად მშვენივრად მოგეხსენება რამდენად უკეთეს მეორადს შეიძენ. "ლინუქს-ლეპტოპი"  მარკეტინგული გათვლაა უბრალოდ.

Link to comment
Share on other sites

5 hours ago, eolsori said:

@მათე ვერაფერი იდეალური და მით უმეტეს "ზე" ამ მონაცემებში ვერ დავინახე.  200$  500ლ -ზე მეტია ჩვენ ფულზე  + წონა და განბაჟება... ჰოდა მაგ ფასად მშვენივრად მოგეხსენება რამდენად უკეთეს მეორადს შეიძენ. "ლინუქს-ლეპტოპი"  მარკეტინგული გათვლაა უბრალოდ.

მეორადს ადარებ ახალს და სადაა აქ ლოგიკა? :D მეორადის ახალთან შედარება მე არ გამიგია. თანაც ეგ 500-600 ლარიანი მეორადი ასეთი თხელი და პორტატული 14" + 1080p IPS პანელით და ამგვარი ბატარეით ვერ იქნება. მაჩვენე მსგავსი მონაცემების ლეპტოპი მეორადი მაგ ფასად. ვერ იყიდი ამგვარს 500-600 ლარად მეორადს, ახალზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

გამოუსვლელად გეუნები ამ ლეპტოპს მაგარი battery life ექნება. ARM-ზე 10 000 mah ბატარეა ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს რომ მეორადი გახდება კიდევ ეგ ფასი ფაქტობრივად განახევრდება. ეხლა კი მოდი ახალი ახალს შევადაროთ აბა  :D აჰა PCshop-ში რაც ვნახე ყველაზე იაფად 14"-იანი ლეპტოპი https://www.pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=19137&category_id=48&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=en
HDD უდევს, ეკრანი  1366x768 TN აქვს (უსაზიზღრესი) + დარწმუნებული იყავი რომ მაგ 30 wh ბატარეით ბევრად ნაკლებს გაძლებს ვიდრე ეგ linux laptop რადგან x86 vs ARM.

Link to comment
Share on other sites

On 5/8/2019 at 12:32 AM, მათე said:

მეორადს ადარებ ახალს და სადაა აქ ლოგიკა? :D მეორადის ახალთან შედარება მე არ გამიგია. თანაც ეგ 500-600 ლარიანი მეორადი ასეთი თხელი და პორტატული 14" + 1080p IPS პანელით და ამგვარი ბატარეით ვერ იქნება. მაჩვენე მსგავსი მონაცემების ლეპტოპი მეორადი მაგ ფასად. ვერ იყიდი ამგვარს 500-600 ლარად მეორადს, ახალზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

გამოუსვლელად გეუნები ამ ლეპტოპს მაგარი battery life ექნება. ARM-ზე 10 000 mah ბატარეა ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს რომ მეორადი გახდება კიდევ ეგ ფასი ფაქტობრივად განახევრდება. ეხლა კი მოდი ახალი ახალს შევადაროთ აბა  :D აჰა PCshop-ში რაც ვნახე ყველაზე იაფად 14"-იანი ლეპტოპი https://www.pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=19137&category_id=48&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=en
HDD უდევს, ეკრანი  1366x768 TN აქვს (უსაზიზღრესი) + დარწმუნებული იყავი რომ მაგ 30 wh ბატარეით ბევრად ნაკლებს გაძლებს ვიდრე ეგ linux laptop რადგან x86 vs ARM.

ლოგიკა უფრო მეტი სიმძლავრის ლეპტოპის უფრო ნაკლებ ფასში ყიდვაშია.  საკმარისია სადმე სიტყვა "ლინუქსი" დაინახო და უკვე უკიდურესობაში გადადიხარ. მით უმეტეს ამ შემთხვევაში ისეთ მოწყობილობას აქებ ლინუქსის ხათრით და ისეთ რამეს მიმტკიცებ, რაც ჯერ გაყიდვაშიც არაა და შესაბამისად არც გინახავს დატესტვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ :D მართლა თუ გაინტერესებს იქეთ ფორუმზე და მარკეტზეც ყიდის რამდენიმე ადამიანი 500-600-700 ლარებში ძალიან კარგ მეორადებს. ყოველ შემთხვევაში მაგ მასხრობას კი უნდა სჯობდეს. თან მუქთად ხომ არავინ მოგცემს და თავისთავად თვითონ კიდევ უფრო იაფად ექნება ნაყიდი.

ისე, აქამდეც იყო მსგავსი პროექტები ( ლინუქს ლეპტოპები ) და რომელიმე გქონია?  ადრე მინდოდა ყიდვა..

ჩისტა მარკეტინგის თემაა ლინუქსელებისთვის  "ახალი და ზიზია ლინუქს-ლეპტოპი" :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

@eolsori

კარგი რა თუ ძმა ხარ. მე გადავდივარ კიდე უკიდურესობაში? ნებისმიერს კითხე აქ ნახმარი ახალს რატომ უნდა შეადარო? მაგ ლოგიკით ახალი არასოდეს არაფერი უნდა იყიდო, რადგან ნახმარი ფასი/წარმადობით ყოველთვის აჯობებს და შენ ყველაფერს ნახმარს ყიდულობ? არასოდეს მოგდომებია ახლის ყიდვა? CPU-ზე x86 რო ჯობია ფაქტია, მაგრამ დანარჩენი მონაცემები დამიდე იგივე რომ ქონდეს ახალ იგივე ფასის ლეპტოპს!

საუკეთესო linux laptop მაქვს thinkpad და არ ვაპირებ შეცვლას თუმცა მსგავს ლეპტოპს სიამოვნებით ვიყიდდი, რადგან ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილია და აშკარად thinkpad-სგანაა აღებული ყველაფერი, შენადნობიც კი. მაგ ლეპტოპში ჩემთვის უცხო არაფერი არაა! დევს სტანდარტული ROCKPro64 (თუ არ იცი გეტყვი single board computer-ა raspberry pi-ს მსგავსი) და სხვა ნაწილები, კონექტორები, ეკრანი, ელემენტი და კარგი ვიზუალურად დამუშავებული ჩარჩო. მსგავს single board computer-ებთან მქონია შეხება და ვიცი რასაც წარმოადგენენ, ანუ იდეაში მსგავსი კომპი მაქვს გამონაცდელი ეს უბრალოდ ერთად კარგად შეკრული კომპიუტერია და ცალკე შენით რო ააწყო მაგაზე ძვირიც კი დაგიჯდება თუ სახლში არ გაქ 3დ პრინტერი და სხვა ნაწილები, მაშინაც კი მსგავს ხარისხს რაც ვიდეოში ჩანს მაინც ვერ მიაღწევ უბრალოდ 3დ პრინტერით, აქედან გამომდინარე ვამბობ რომ კარგი პროდუქტია. გამოვა და ვნახავთ.  X86-ს ARM ბევრად ჯობია ენერგოეფექტურობაში. სწორედ ამიტომ უნდა apple-ს ARM-ზე გადასვლა და სწორედ ამიტომ იქნება კარგი მსგავსი პროდუქტების მომრავლება. ეგეთები რომ საქართველოში შემოვიდეს ძალიან ბევრი იყიდის რომ ნახავს ქართველების 70-80% რომ მათ მოთხოვნებს (web browsing, ფილმების ყურება, მუსიკების მოსმენა, კაზინოების ონლაინ თამაშები, ლაითად ოფისში მუშაობა libreoffice და ა.შ.) 100% აკმაყოფილებს და ასეთი იაფი, ლამაზი, თხელი და უპრობლემოა (გადაყენება რო არ დაჭირდება არასოდეს, არ გაჭედავს ვირუსების მხრივ ვამბობ და ბატარეა დიდხანს გაძლებს.) ბევრი იყიდის, ძალიან ბევრი. მთავარია დაიწყოს ბევრმა ასეთი პროდუქტების წარმოება. ყველას i7 და windows არ ჭირდება. მე პირადად ბევრისთვის მაქვს linux დაყენებული და მაგიტომ ვლაპარაკობ აღმოჩნდა რომ ამ ადამიანებს სრულებით არ ქონდათ windows-ს საჭიროება, სამაგიეროდ ერთხელ დავუყენე linux და მას მერე კომპები მუშაობენ უპრობლემოდ მიუხედავდ ყველაფრისა, რადგან ვირუსების აკიდების შანსი linux-ზე უფრო ნაკლებია ვიდრე ჯეკ პოტში 20 მილიონის მოგება ;)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.