Jump to content

eolsori

წევრი
  • Posts

    367
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    6

Everything posted by eolsori

  1. ლოგიკა უფრო მეტი სიმძლავრის ლეპტოპის უფრო ნაკლებ ფასში ყიდვაშია. საკმარისია სადმე სიტყვა "ლინუქსი" დაინახო და უკვე უკიდურესობაში გადადიხარ. მით უმეტეს ამ შემთხვევაში ისეთ მოწყობილობას აქებ ლინუქსის ხათრით და ისეთ რამეს მიმტკიცებ, რაც ჯერ გაყიდვაშიც არაა და შესაბამისად არც გინახავს დატესტვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ მართლა თუ გაინტერესებს იქეთ ფორუმზე და მარკეტზეც ყიდის რამდენიმე ადამიანი 500-600-700 ლარებში ძალიან კარგ მეორადებს. ყოველ შემთხვევაში მაგ მასხრობას კი უნდა სჯობდეს. თან მუქთად ხომ არავინ მოგცემს და თავისთავად თვითონ კიდევ უფრო იაფად ექნება ნაყიდი. ისე, აქამდეც იყო მსგავსი პროექტები ( ლინუქს ლეპტოპები ) და რომელიმე გქონია? ადრე მინდოდა ყიდვა.. ჩისტა მარკეტინგის თემაა ლინუქსელებისთვის "ახალი და ზიზია ლინუქს-ლეპტოპი"
  2. ერთი ლინუქს ვერსიასაც ვეღირსებოდეთ და რას გავიხარებდი!
  3. რაღაც პარამეტრები შევცვალე და არც მთლად სახარბიელოდ, მაგრამ წინანდელზე ბევრად უკეთესი სტრიმი იყო :დ
  4. მინიმუმ რა სიმძლავრის და რომელი პროცი უნდა მაგ საქმეს?
  5. @მათე ვერაფერი იდეალური და მით უმეტეს "ზე" ამ მონაცემებში ვერ დავინახე. 200$ 500ლ -ზე მეტია ჩვენ ფულზე + წონა და განბაჟება... ჰოდა მაგ ფასად მშვენივრად მოგეხსენება რამდენად უკეთეს მეორადს შეიძენ. "ლინუქს-ლეპტოპი" მარკეტინგული გათვლაა უბრალოდ.
  6. TRIXX NVIDIA Inspector EVGA PrecisionX 16 AgaueEye EVGA Precision PowerStrip ისე თამაშში ტემპერატურებს და დატვირთვას რაც აჩვენებს ეგ RTSS Rivatuner Statistics Server - ია.
  7. OBS-ით სტრიმის დროს სერიოზულად მატულობს პროცესორის ტემპერატურა. ვიდეოკარტაც საკმაოდ, მაგრამ პროცესორის გაცილებით უფრო და იუთუბზე ლაგავს საშინლად. თვითონ თამაშის პროცესში არ ჭედავს. ინეტის სიჩქარე 25-30მბ/წმ -მდე მქონდა მაშინ. სანამ უშუალოდ თამაშს დავიწყებ არავითარი პრობლემა არ აქვს, ჩვეულებრივად აჩვენებს როგორ შევდივარ პარამეტრებში, ვირჩევ სეთინგებს და ა.შ. მაგრამ როდესაც თამაშს ვიწყებ წამებში უკვე საშინლად ლაგავს. ჰოდა აღნიშნული პროცესორის დატვირთვასთან არის დაკავშირებული თუ ინეტის ბრალია და თამაშის გრაფიკას უნდა დავუწიო? ანუ ოპტიმალური სეთინგები ვეძებო სტრიმისთვის
  8. აფთერბარნერი ისევე უპრობლემოდ მუშაობს ამდ-ს ვიდეოკარტებზე, როგორც ინვიდიაზე და ჩემთვის პირადად შეუცვლელია, როდესაც საქმე ქულერების მუშაობის ხელით გაწერას, ტემპერატურების და სხვადასხვა მოწყობილობის დატვირთვის მაჩვენებლების რეალურ რეჟიმში მონიტორინგს ეხება. თან Rivatuner Statistics Server საკმაოდ ლამაზად და დეტალურად გიჩვენებს თამაშის პროცესში თვითონ თამაშშივე შენ მიერ არჩეულ ყველა მონაცემს... თუ ვიდეოკარტას თერმოპასტა არ აქვს გამოსაცვლელი, მაშინ სტანდარტულად რაც არის გაწერილი უბრალოდ პტიჩკები მონიშნე და ეყოფა შეგიძლია სხვადასხვა პროფილები შექმნა სხვადასხვა პარამეტრებით და საჭიროებისდა მიხედვით ცვალო სტარტაპს თუ მონიშნავ ჩართვის დროს დამახსოვრებული პარამეტრებით გაეშვება ეს ამდ-ს Trixx-იც ძალიან ლამაზია მაგრამ წლების გამოცდილება მე აფთერბარნერთან მაქვს და ან შეჩვევის ამბავია უბრალოდ და უფრო ვენდობი
  9. ვატმანი არ ვიცი, მაგრამ Msi afterburner-ს გირჩევთ.
  10. Device manager -დან ინტეგრირებულს disable მიეცი და გამოსახულება თუ არ გაქრა ( წესით უბრალოდ უნდა გაიწელოს ) ისე სცადე ინვიდიას დრაივერის დაყენებას.
  11. ტექნიკურ პრობლემას არ ჰგავს. საკმაოდ ხშირია მსგავსი შემთხვევები, რაზეც გუგლის უამრავი შედეგი და ტუტორიალიც მოწმობს, ამიტომ თუ არ დაგეზარება და გულდასმით ჩაუჯდები წესით დამოუკიდებლადაც უნდა მოაგვარო. თბილისში ხელოსანს არავის ვიცნობ სამწუხაროდ და აქ გიპასუხებენ ალბათ ბიჭები. მაქვს ეგ პრობლემა ერთი-ორჯერ მონაგვარები და ვინდის პრობლემა იყო კი.
  12. სხვა ვინდი და geforce experience სცადე. ან ვინდოუს 10-ის სხვა ვერსია, სხვა ბილდი და ა.შ. ორიგინალი გადმოწერე ოღონდ თუნდაც ვინ 7 ანდ ვინ 8.1 სცადე...
  13. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაგ პრობლემის მოგვარებაში ეგ პროგრამა ვერ დაგეხმარება, მაგრამ ზოგადად ძალიან გამოსადეგი რამეა... ეს ვიდეო ნახე და ინსტრუქციებს მიჰყევი
  14. ინსტალაციას რომ მორჩები ყოველი შემთხვევისთვის aida64 extreme დააყენე და დისკრეტული ვიდეოკარტის მოდელი დააზუსტე. მანდ აუცილებლად უნდა გიჩვენოს.
  15. ვინდის ბრალი ნაკლებად იქნება თუ პირატული ვერსია არ გაქვს... თუ მაინც ხელახალი ინსტალაცია გირჩევნია, მაშინ ოფიციალური საიტიდან გადმოწერე და ავტომატური განახლება მიუთითე. როგორც წესი ვინდოუს აფდეითი პირველ რიგში გრაფიკის დრაივერს იყენებს... თუ ინვიდიას დისკრეტული ვიდეოკარტა გაქვს, მაშინ Geforce experience შეგიძლია გადმოწერო, ავტორიზაცია გაიარო პროგრამაში და ავტომატურად დაგიყენებს შესაბამის დრაივერს. თუ მაინც არაფერმა არ გაჭრა ინტეგრირებულის გათიშვა შეიძლება მოგიწიოს და ისე დაყენება, ნუ ეს უკვე ზეპირად აღარ მახსოვს... ისე ლეპტოპი რომ მქონდეს მე პირადად ლინუქსს დავტოვებდი.
  16. ელემენტის გაძლების ხარისხი და მუშაობის ხანგრძლივობა მარტო რაოდენობაზე და მოცულობაზე ხომ არაა. ავტოგანათება და 24 საათი ჩართული ინეტი + გაზიარება აჯენს ხოლმე ძალიან ჩემსას. თუმცა ზოგადად ამ 3000 იანი ელემენტის კმაყოფილი ვარ.
  17. თვითონ კონსულტანტებისგან რაც გამიგონია ხოლმე ან სიაომს ახსენებდნენ ან შაომს და მომხმარებლების უმეტესი ნაწილი ხიაომს ეძახის. ხოდა როცა ვინმე ნაცნობი მეკითხება ხოლმე რა სმარტფონი მაქვს ან რეკომენდაციას რომელს გავუწევ, ხიაომს ვეუბნები მეც
  18. დღეისათვის მონაცემების გათვალისწინებით ფასით ერთ-ერთი საუკეთესო xiaomi-ის სმარტფონებია. ისე, ბოლოსდაბოლოს ხიაომი ჰქვია, შიაომი თუ სიაომი? ჩემი ესაა და საკმაოდ ნორმალურია. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე თვეა მაქვს და დღემდე პირნათლად ასრულებს ყველა დაკისრებულ მოვალეობას Xiaomi Redmi 6 3 / 32
  19. რამდენად დიდი უპირატესობა აქვს freesync -იან მონიტორს ?
  20. ძირითადად ეს კატეგორია იყენებს კი. სხვა შემთხვევაში ჯერჯერობით რამე განსაკუთრებული და ლოგიკური მიზეზი არ არსებობს გეიმინგისთვის ლინუქსის რომელიმე დისტრო ანაცვალო ვინდს, რომელის თამაშებზე ოპტიმიზაციაც წლებია მიმდინარეობს და ლინუქსზე კი სამწუხაროდ მხოლოდ ბოლო წლებია, რაც ამ მხრივ ზრუნვა დაიწყეს. ლინუქსი, როგორც სათამაშო ოპერაციული სისტემა ჯერ კიდევ მზად არაა ახალბედა მომხმარებლისთვის. თან თამაშის მარტო ჩართვა და რამდენიმე წუთით გაშვება არ კმარა. ხანგრძლივად თამაშის პროცესში მე პირადად მრავლად მქონდა სხვადასხვა სახის პრობლემები... და ძირითადი მიზეზი, რის გამოც სრულიად გადმობარგებას ვერ ვახერხებ აფთერბარნერის ან მისი ალტერნატივის არარსებობაა. რატომ არაა ალტერნატივა ან ლინუქსის ვერსია ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ მაქვს. აგერ ყოფილა რაღაც მსგავსის შექმნის მცდელობა GLXOSD -ის სახით, მაგრამ მგონი ჩანასახშივე მოკვდა. დატესტვა მარტო რამდენიმე წუთით თამაში ხომ არაა? ბოლომდე დაგიხურია რომელიმე? ხანგრძლივად თამაშის პროცესში დაკვირვებიხარ ტემპერატურებს? არავითარი ბაგი და ტექ. პრობლემა არ გქონია? მე არ ვიძახი, რომ სათამაშოდ ვინდის ლინუქსით ჩანაცვლება შეუძლებელია, უბრალოდ ამ მომენტისთვის ასეთი არჩევანი რომ გააკეთოს ადამიანმა ან ვინდი და მისი პოლიტიკა უნდა სძულდეს ან ლინუქსი უნდა შეუყვარდეს თავდავიწყებით :დ ანუ მე როგორც რიგითი გეიმერი და ჩემი კომპიც თამაშის პროცესში ვინდზე უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს. რაც ჩამოვთვალე ყველაფერი ეგ ცალ-ცალკე მაქვს განაკეთები და საჭიროების შემთხვევაში კიდევ გავაკეთებ, მაგრამ ხომ აჯობებს ყველაფერი ერთად იყოს თავმოყრილი? ერთად თავმოყრილი კი არცერთ პროგრამაში არ მინახავს, რაც იმას მაფიქრებინებს, რომ ან გამოცდილ მომხმარებლებს ჰკიდიათ ახალბედები და ისინი, ვისაც მსგავსი პროგრამების საჭიროება აქვს ან ჯერ კიდევ ვერ ხერხდება სრულყოფილად ოპტიმიზირებული პროგრამის შექმნა, რომელიც ერთდროულად შეითავსებს როგორც თამაშის შიგნით მონიტორინგის( პროცესორის, ვიდეოკარტის, ოპერატიულის დატვირთვა + ტემპერატურები ), ასევე ქულერების ბრუნის გაწერის და ოვერქლოქინგის ფუნქციებს და ამასთან ერთად საზიზღარი შესახედიც არ იქნება და ინფორმაციასაც სწორს მოგაწვდის. ასე ცუდადაა საქმე? : /
  21. ამ ცოტა ხნის წინ ფეისბუქმა ფეისბუქის რეკლამების დაბლოკვის და კონფიდენციალურობაზე ზრუნვის გამო გარკვეული ხნით დამბლოკა :დ ახლა მარტო იმ ბრაუზერით მიკრძალავს შესვლას, რომელზეც დამატებები მაქვს.
  22. არც მასეთი მარტივია, როგორც ვიდეოში ამბობს ან ლინუქსის მომხმარებლებს და მოყვარულებს მიგვაჩნია... ყოველ შემთხვევაში გარკვეულ ცოდნას საჭიროებს და კონფიგურაციის პროცესი დროს მოითხოვს. გარდა ამისა ჯერ კიდევ არაკომფორტულია და რესურსსაც მეტს საჭიროებს, ვიდრე ვინდოზავრი. რაც შეეხება დისტრიბუტივებს მეც მანჯაროს ( xfce 4 ით ) ვუწევ რეკომენდაციას უბუნტუ და იქსუბუნტუც კარგია. ფედორაზეც მშვენივრად ვთამაშობდი უბრალოდ როგორც აღვნიშნე რესურსს მეტს მოიხმარს ზოგიერთ თამაშში და პირადად ჩემთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი და დიდი პრობლემა ლინუქსზე MSI afterburner -ის ან მისი ალტერნატივის არარსებობაა და მეზარება ცალ-ცალკე ოვერქლოქინგზე, მონიტორინგზე ან ფანების ბრუნებზე "ჩალიჩი". TRIXX-იც კარგი იქნებოდა...
  23. ერთი კვირის შემდეგ კვლავ ფასიანი გახდება ხო? თუ ასასინების მსგავსად ერთხელ ჩაწერის შემდეგ სულ უფასო იქნება?
  24. 1809 მიყენია 17763.437 ბილდი და მშვენივრად მუშაობს. შესაბამისად ჯერ განახლებასაც არ ვაპირებ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.