gio_kiborg Posted February 20, 2014 Posted February 20, 2014 (edited) პირველ რიგში, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ უნებართვოდ სხვისი კუთვნილი კომპიუტერზე წვდომის მოპოვება არალეგალურია და დასჯადი ქმედებაა!!! ქვემოთ მოცემული სტატია მხოლოდ შემეცნებითი ხასიათისაა და მიზნად არ ისახავს არალეგალური ქმედების ხელის შეწყობას ან მოტივირებას! ეს მეთოდი გამოსადეგია მაშინ, როდესაც აღარ გახსოვთ (თქვენ, ან მეგობარს, ან მეზობელს) საკუთარი კომპიუტერის პაროლი და ამ მიზეზით არ გინდათ Windows-ის გადაყენება. ეს მეთოდი არ არის პაროლის "გატეხვა" ანუ თქვენ ვერ გაიგებთ რა პაროლი ეყენა კომპიუტერზე, თქვენ უბრალოდ შეცვლით მას სასურველზე, თითქოს რა პრობლემაა, მაგრამ თუკი კომპიუტერის ვინჩესტერზე ინახება დაშიფრული (encrypted) ფაილები, ამ ფაილებთან წვდომა არ გექნებათ, Access is Denied-ო დაგიწერთ. თუმცა ფაილების დაშიფვრას როგორც წესი დიდი სახელმწიფო თუ კერძო ორგანიძაციები იყენებენ, სახლის კომპებში იშვიათად შეხვდებით, თუმცა მაინც გასათვალისწინებელი ფაქტია მოკლედ სიტუაცია ასეთია: კომპიუტერზე არ გვახსოვს პაროლი, ჩართვისას გამოდის სტანდარტული Logon ეკრანი, სადაც უნდა შევიყვანოთ პაროლი, რომელიც არ გვახსოვს. მარცხენა ქვედა კუთხეში არის ე,წ Easy of access-ს ღილაკი, რომელიც გამოიყენება შეზღუდული უნარების მქონე პირებისთვის კომპიუტერთან მუშაობის გასაადვილებლად: სწორედ ამ უტილიტის დახმარებით შევცვლით პაროლს სისტემაზე. რა დაგვჭირდება? WIndows 7-ის საინსტალაციო DVD ან ფლეშკა (Windows-ის საინსტალაციო ვერსია უნდა შეესაბამებოდეს კომპიუტერზე არსებული Windows-ის ვერსიას, უფრო სწორად, შეზღუდვა მხოლოდ ბიტიანობაშია: 32 ბიტიანი WIndows-ზე პაროლის მოსახსნელად საჭიროა 32 ბიტიანის საინსტალაციო და იგივე 64 ბიტიანისთვის) პროცედურა ჩავიტვირთოთ კომპიუტერი საინსტალაციო DVD-დან, ან ფლეშკიდან ჩატვირთის შემდეგ გამოსულ ფანჯარაზე დააჭირეთ Next ღილაკს შემდეგ ფანჯარაში დააჭირეთ Repair your computer-ს გამოვა ფანჯარა, რომელიც დაიწყებს დაინსტალირებული Windows-ის ძებნას: დაელოდეთ იპოვნოს არსებული ინსტალაცია და შემდეგ დააჭირეთ Next ღილაკს როგორც ხედავთ Windows D დისკზე იპოვნა, თუმცა ვიცით რომ როგორც წესი C დისკზე აყენია, ამის მიზეზია დამალული სისტემური პარტიშენი, რომელიც Windows-ის ინსტალაციისას იქმნება და ჩართულინ Windows-იდან არ ჩანს სწორედ ეგაა C დისკი ამ შემთხვევაში გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ (გახსენით) Command promt და შეიყვანეთ შემდეგი ბრძანებები copy d:windowssystem32utilman.exe d: copy d:windowssystem32cmd.exe d:windowssystem32utilman.exe მეორე ბრძანების შემდეგ შეგვეკიხება გადავაწერო თუ არა თავზეო და აკრიბეთ yes თუკი WIndows სხვა დისკზე აყენია, შესაბამისი დისკის სახელი უნდა გამოიყენოთ ბრძანებაში გამოიღეთ DVD ან ფლეშკა, დააჭირეთ Restart ღილაკს Logon ეკრანზე დააჭირეთ Easy of access ღილაკს (მარცხენა ქვედა კუთხეში, ნაჩვენებია პირველ სურათზე) Easy of access-ის ნაცვლად გამოვა CMD-ს ფანჯარა, სადაც წერთ ბრძანებას: net user myusername mypassword სადაც myusername არის პაროლდადებული იუზერის სახელი და mypassword ახალი პაროლი მაგალითად net user gio_kiborg 123456 დააჭირეთ Enter ღილაკს და შეიყვანეთ პაროლის ველში ახალი პაროლი თუკი იუზერის სახელი ცარიელ სიმბოლოს (space) შეიცავს, მაშნ ბრძანებაში მისი სახელი ბრჭყალებში უნდა ჩასვათ, მაგალითად იუზერი gio kiborg ისთვის ბრძანებას ექნება სახე net user "gio kiborg" 123456 გახსოვდეთ! დაშიფრული ფაილები ამ დროს ხელმიუწვდომელი იქნება, სხვა მხრივ სრული წვდომა გექნებათ სისტმაზე, როგორიც იმ იუზერს ჰქონდა, რომლის პაროლიც შეცვალეთ ნაკადული: How To Reset a Windows 7 Password Edited March 7, 2014 by gio_kiborg 7 Quote
kakha77777 Posted February 20, 2014 Posted February 20, 2014 hirens boot cd და მაგის ჯანი რომელი მეთოდით უფრო ადვილია ? აქ დაწერილი თუ hirens boot cd -ით ? Quote
მათე Posted February 20, 2014 Posted February 20, 2014 ისე მაგ მეთოდით უბრალოდ utilman.exe აი ამ ფაილს აგდებ windwos-ს root დირექტორიაში 7-ს საინსტალაციო დისკიდან და უბრალოდ ეგ ფაილი რომ ჩააგდო მაგ ადგილას რამე live cd-თ და მერე ჩართვისას ეს გაიმეორო გამოიღეთ DVD ან ფლეშკა, დააჭირეთ Restart ღილაკს Logon ეკრანზე დააჭირეთ Easy of access ღილაკს (მარცხენა ქვედა კუთხეში, ნაჩვენებია პირველ სურათზე) Easy of access-ის ნაცვლად გამოვა CMD-ს ფანჯარა, სადაც წერთ ბრძანებას: net user myusername mypassword სადაც myusername არის პაროლდადებული იუზერის სახელი და mypassword ახალი პაროლი მაგალითად net user gio_kiborg 123456 დააჭირეთ Enter ღილაკს და შეიყვანეთ პაროლის ველში ახალი პაროლი თუკი იუზერის სახელი ცარიელ სიმბოლოს (space) შეიცავს, მაშნ ბრძანებაში მისი სახელი ბრჭყალებში უნდა ჩასვათ, მაგალითად იუზერი gio kiborg ისთვის ბრძანებას ექნება სახე net user "gio kiborg" 123456 წესით ასეც უნდა იმუშაოს. უბრალოდ 32 ბიტიანისთვის 32 ბიტიანის საინსტალაციოდან გინდა ეგ ფაილი და 64 ბიტიანისთვის 64 ბიტიანიდან. ასეთ შემთხვევაში ეს მეთოდი ყველაზე მარტივი იქნება Quote
მათე Posted March 4, 2014 Posted March 4, 2014 შეცდომები გაქვს. რეალურად ასე უნდა ქნა CMD-ში cmd.exe ფაილს სახელი გადაარქვა Utilman.exe და ვსო (მანადმე თვითონ Utilman.exe-ს უნდა შეუცვალო სახელი. შენ მიერ მითითებულ წყაროშიც ეგრე წერია. Quote
gio_kiborg Posted March 7, 2014 Author Posted March 7, 2014 შეცდომები გაქვს. რეალურად ასე უნდა ქნა CMD-ში cmd.exe ფაილს სახელი გადაარქვა Utilman.exe და ვსო (მანადმე თვითონ Utilman.exe-ს უნდა შეუცვალო სახელი. შენ მიერ მითითებულ წყაროშიც ეგრე წერია. ხო, მეორე ბრძანების ნაცვლად პირველი მქონდა გამეორებული, ჩავასწორე Quote
kakha77777 Posted March 7, 2014 Posted March 7, 2014 ეს მეთოდი ვინ 8.1 ერთზე მუშაობს, თუ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ ? Quote
gio_kiborg Posted March 7, 2014 Author Posted March 7, 2014 ეს მეთოდი ვინ 8.1 ერთზე მუშაობს, თუ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ ? ზუსტად არ ვიცი, სავარაუდოდ კი, სინჯე, მაგრამ ეგ როგორც წესი მხოლოდ ლოკალურ პროფილზე იმოქმედებს Quote
TwistedTransistor Posted February 19, 2015 Posted February 19, 2015 net user gio_kiborg 123456 ანუ ამ შემთხვევაში იუზერნეიმი და პაროლი gio_kiborg და 123456 იქნება? Quote
gio_kiborg Posted March 2, 2015 Author Posted March 2, 2015 net user gio_kiborg 123456 ანუ ამ შემთხვევაში იუზერნეიმი და პაროლი gio_kiborg და 123456 იქნება? კი, მასე იქნება თუკი კომპზე სხვა იუზერია, მისი სახელი უნდა ჩაწერო 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.