Jump to content

Assetto Corsa (2024)


G1ORG1

Recommended Posts

რომელ სეთინგზე ამბობთ? მობილური ვერსიით გავხსენი და კარგად არ ჩანს. როტაციის გრადუსებზე არ არის ლაპარაკი?



პორშე კი კარგია, მაგრამ კვადრო უფრო კარგი იქნებოდა.

პ.ს. სკაილანის გარდა კვადროს რას ამატებენ?

Link to comment
Share on other sites

  • Replies 1.6k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

FFB invert კახა, თოლიაა მოსანიშნი.

Link to comment
Share on other sites

FFB invert კახა, თოლიაა მოსანიშნი.

აა...

სამსახურში არ მიხსნის მაგ საიტზე ატვირთულ სურათებს, მაგის გამო მობილურით შემოვედი და 4-5 სანტიმეტრიან სურათზე არ ჩანდა (ჩვენი ფორუმის მობაილ ვერსიას ვხმარობ და არ შლის სურათებს), მეგონა, რომ ბრუნის გრადუსებზე ამბობდი.

არასდროს მომინიშნავს ეგ ფუნქცია, არც ერთ თამაშში არ ვხმარობ invert-ს და არც აქ დავინტერესდი. ერთი უნდა ვსინჯო საღამოს, მაგრამ ვერ ვხდები, ინვერტის დროს ხომ არარეალურს გახდის?

Link to comment
Share on other sites

ბრუნის გრადუსები გავასწორე, 120გრადუსზე დავაყენე ჟამში 240 გამოდის და რა შედარებაა, მანქანა მოგყვება უკვე, სანამ დაამატებდნენ ამ სეთინგს პატარა მოხვევაზე ცხვირი უკან ექცეოდა :დ

Link to comment
Share on other sites

ბრუნის გრადუსები გავასწორე, 120გრადუსზე დავაყენე ჟამში 240 გამოდის და რა შედარებაა, მანქანა მოგყვება უკვე, სანამ დაამატებდნენ ამ სეთინგს პატარა მოხვევაზე ცხვირი უკან ექცეოდა :დ

ჰო და, განვაახლოთ ჩვენი legend თემა :)

იმედია ჩვენი გროსმაისტერიც (jomardi) შემოგვიერთდება და უფრო მუღამი ექნება, ლექსოც საკმაოდ ძლიერი გამოდგა რეისინგში, ჯერ კიდევ მაგისი ლაპ თაიმი რეკორდობს (მაგრამ ცოტა მაუსის ამბავი ტეხავს, ველოდები რულით როდის შემოხვალ :D ). 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

simracing.ge ჩატარდება ჩემპები. მაგრამ მე მაგის იმედი არ მაქვს :(  AC კი საკმაოდ ბევრს გვაქვს უკვე ნაყიდი ( არა ამ ფორუმიდან) მაგრამ მაინც... უმრავლესობა არაა შეჩვეული ყიდვას და ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა გადაიხადოს ფული იმაში, რაც სიამოვნებას ანიჭებს, და უყვარს (ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მხოლოთ თამაშებზეა საუბარი :) )

 

მოკლეთ, 15 / 20 ადამიანი სანამ არ იქნება, მანამდე რაიმე სერიოზულ შეჯიბრებაზე საუბარი ნაადრევია. ზოგს კომპი ვერ უქაცავს, ზოგს რა მიზეზიც ვთქვი და ზოგსაც უბრალოთ შესაძლებლობა არ ააქვს. ჩვენ ხო გაჭივრებული და ბედკრუ;ლი ქვეყნის შვილები ვართ (((

Link to comment
Share on other sites

ვიყიდიდი დიდი სიამოვნებით მაგრამ მხოლოთ ხელის შემშლელათ თუ გამოვდგები ჩემპებში :დ რადგან  ხან კვირა გადის და ვერ ვახერხებ რომ ჩავუჯდე და წავითამაშო. 100ით ძლივს დავდივარ რამე რომ არ შევასკდე.

 

არამგონია ვინმე ფიქრობდეს თამაშში ფული როგორ გადავიხადოო  "ტეხავსო", არ აქვს ხალხს იმის ფული რომ 50 დოლარები იხადოს ყველა თამაშში რაც მოწონს.

Link to comment
Share on other sites

ვიყიდიდი დიდი სიამოვნებით მაგრამ მხოლოთ ხელის შემშლელათ თუ გამოვდგები ჩემპებში :დ რადგან  ხან კვირა გადის და ვერ ვახერხებ რომ ჩავუჯდე და წავითამაშო. 100ით ძლივს დავდივარ რამე რომ არ შევასკდე.

 

არამგონია ვინმე ფიქრობდეს თამაშში ფული როგორ გადავიხადოო  "ტეხავსო", არ აქვს ხალხს იმის ფული რომ 50 დოლარები იხადოს ყველა თამაშში რაც მოწონს.

კი, დროის ფაკტორია. თავიდან საკმაოდ დიდი დრო, პრაკტიკა დაგჭირდება, რომ დაამუღამო. მერე წყალივით მიდის )) მეც ზოგჯერ კვირეები და თვეებიც გასულა რომ არ მივლია, მაგრამ უცბათ აღვიდგენ ხოლმე, თუნდაც პატარა დანაკარგებით )

მე-2 საკითხს რაც შეეხება, დამიჯერე ბევრი შემხვედრია ისეთი, რომ დამცინარად ამბობს, რატომ ვიყიდო, როცა გადმოწერა შეიძლებაო. და ისინი ვინც ყიდულობს, ფრაერები გონიათ )) ვცდილობ კამათში არც შევიდე ამ კატეგორიასთან. აი, 50$ ის ფაქტორი კი ნაღდათ მტკინვეულია ჩვენში :( იმედია დადგება ის დრო, როცა აღარ იქნება ესეთი პრობლემები.

Link to comment
Share on other sites

 

მე-2 საკითხს რაც შეეხება, დამიჯერე ბევრი შემხვედრია ისეთი, რომ დამცინარად ამბობს, რატომ ვიყიდო, როცა გადმოწერა შეიძლებაო. და ისინი ვინც ყიდულობს, ფრაერები გონიათ )) ვცდილობ კამათში არც შევიდე ამ კატეგორიასთან. აი, 50$ ის ფაქტორი კი ნაღდათ მტკინვეულია ჩვენში  :( იმედია დადგება ის დრო, როცა აღარ იქნება ესეთი პრობლემები.

 

ერთი დიდი სიბნელია ჩვენს ქვეყანაში მაგ მხრივ (არამარტო ამ თემაზე). ყიდვას თავი რომ დავანებოთ საერთოდ ხალხი რომ იგებს კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობ უკვე რაღაც დამცინავად გიწყებს ყურებას. აქ ფულიც რომ ქონდეს ბევრს მაინც არ გადაიხდის თამაშებში. ეგეთი კატეგორიც შემხვედრია ძალიან ბევრჯერ.

Link to comment
Share on other sites

ნუ როცა თამაში იმინა გინდა და ონლაინის გატეხილი ვერსია არ არსებობს რა უნდა ქნა უნდა იყიდო და 25 ლარამდე თუ იქნებოდა მეც ვიყიდდი მაგ ჩემპიონატის შემთხვევაში.

 

თამაშების ყიდვას რაც შეეხება ზემოთ დაწერილი მიზეზის გამო ყიდვა არ ტეხავს. მარა როცა გატეხილი ვერსიაცაა და ოფლაინი გინდა რატო უნდა იყიდო? აი windows-ს ვინც ყიდულობს კიდე მანდ სულ სხვა საქმეა, აზრზე არ არიან და იმიტომაც ყიდულობენ. მითუმეტეს ეხლა 8 და 8.1-ზე microsoft არც გაწვალებს ისე გკარნახობს key-ს და დაჟე გიმეორებს ხო არ გაგიმეოროო ხო კარგად გაიგეო :D

7-ც გატეხილსა და ლიცენზიას შორის მარტო ფულია სხვაობა დალშე ზუსტად იგივეა.

Link to comment
Share on other sites

აი windows-ს ვინც ყიდულობს კიდე მანდ სულ სხვა საქმეა, აზრზე არ არიან და იმიტომაც ყიდულობენ.

როგორ გიყვართ ახალგაზრდებს, ასეთი გადაჭრილი ლაპარაკი ))) საიდან ასკვნით ძალიან საინტერესოა )) იქნება იმათზე გაცილებით მეტი იციან, ვისაც თავი პროფესორი გონია, რაც ჩვენ ფორუმზე ძალიან ჭარბობს ))

Link to comment
Share on other sites

აი მითხარი რა სხვაობაა ნაყიდ windows-სა და აქ რო დევს გადმოსაწერი ლინკი MSDN-ს ოფიციალური ბილდის მაგათ შორის? იქნებ რამე დიდი სხვაობაა და არ ვიცი ამიხსენი თუ იცი.

Link to comment
Share on other sites

თამაშის დროს ჩართული მაქვს ლაივ ტაიმინგი (RsrLiveTime) და "აჩრდილი" ვერაფრით მოვაშორე. სეთინგებიდან გათიშული მაქვს, მაგრამ მაინც გამაღიზიანებლად დამყვება ჩემი აჩრდილი. ლაივ ტაიმინგზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ თუ მაგის გარეშე ვთამაშობ, არ ჩანს.

ლექსო, გაქვს რამე იდეა? 

Link to comment
Share on other sites

 

ეს სეთინგი რას აკეთებს, თითქოს გეხმარება მოხვევის დროს, თან თითქოს FF უკეთესათ იგრძნობა.

 

74943381389693167293.jpg

გუშინ გავტესტე ეს სეთინგი და თქვენთან კი ბოდიში, მაგრამ ჩემთვის მაგარი საზიზღრობაა. საჭის ფიდბექი იმ მხარეს მოხვევისას მსუბუქდება, როცა მანქანას g-force დატვირთვა აქვს და ამ დროს წესით უფრო უნდა დაჭიმოს. ვერ ვხვდები, რა შემეთხვევაში შეიძლება იყოს გამოსადეგი, ესე ხომ არარეალურია?

Link to comment
Share on other sites

ხო მასეა, უკუბრუნს ამძიმებს უფრო :დ მე მომეწონა, მაგრამ რთულია მასე სიარული, უფრო ძნელათ ვიმორჩილებ მანქანას.

 

კახა დანარჩენი სეთინგები რაც მაგ სურათზეა როგორ გაქვს?

Link to comment
Share on other sites

ხო მასეა, უკუბრუნს ამძიმებს უფრო :დ მე მომეწონა, მაგრამ რთულია მასე სიარული, უფრო ძნელათ ვიმორჩილებ მანქანას.

 

კახა დანარჩენი სეთინგები რაც მაგ სურათზეა როგორ გაქვს?

force feedback გრაფაში gain მაქვს 70%, road effects 40% და დანარჩენი 0%-ზე, G27-ს ისეთი მექანიზმი აქვს, რომ მაგ დროს რაღაც პრაწივნი კაკუნის ხმა აქვს და მაგიტომ ვთიშავ, თან არ მიშლის ხელს უმაგისობა.

steering settings-ში ყველაფერი ისე, როგორც შენს სქრინზეა.

მაგრამ სხვისი სეთინგებით არ მოირგო ხოლმე, შენ გემოზე დააყენე ყველაფერი. არასდროს გამომიყენებია სხვისი არც სეთინგი და არც სეთაპი, იმის გამო, რომ არასდროს მომწონს სხვის გემოზე მორგებული.

Link to comment
Share on other sites

ვცდილობ შევადარო ( როცა ჩემზე უკეთ ესმის, გარკვეული საკითხი ) და მერე თუ მომეწონა რატომაც არა. მადლობა )

Link to comment
Share on other sites

ვცდილობ შევადარო ( როცა ჩემზე უკეთ ესმის, გარკვეული საკითხი ) და მერე თუ მომეწონა რატომაც არა. მადლობა )

ხო, ეგ რა თქმა უნდა.

უბრალოდ, ჩემს მაგალითზე გითხარი, რომ არასდროს გამომადგა სხვისი სეთინგი. მართალია, სულ 1-2-ჯერ დავაპირე გამოყენება, მაგრამ მაინც.

Link to comment
Share on other sites

მოკლედ გუშინ ცოტა გავწვალდი რაღაც მოჭიდება არ აქ კარგი მანქანებს, წნევას ვუგდებ პაკრიშკებში მგონი მასე მეტი მოჭიდება უნდა ქონდეს ხო? ბაკსაც ვავსებ ბოლომდე წონა რო მოემატოს მარა რაღაცნაერად მიცურავს მანქანა. რული მართლა გამისწორდა და ცოტა დიდ მოსახვევში რო მიჭირდა დრიფტი გუშინ 1-2ჯერ მშვენივრად გამომივიდა იმის გამო რომ რულის ოდნავ გადახრა დიდად აღარ უხვევს მანქანას.

Link to comment
Share on other sites

მოკლედ გუშინ ცოტა გავწვალდი რაღაც მოჭიდება არ აქ კარგი მანქანებს, წნევას ვუგდებ პაკრიშკებში მგონი მასე მეტი მოჭიდება უნდა ქონდეს ხო? ბაკსაც ვავსებ ბოლომდე წონა რო მოემატოს მარა რაღაცნაერად მიცურავს მანქანა. რული მართლა გამისწორდა და ცოტა დიდ მოსახვევში რო მიჭირდა დრიფტი გუშინ 1-2ჯერ მშვენივრად გამომივიდა იმის გამო რომ რულის ოდნავ გადახრა დიდად აღარ უხვევს მანქანას.

საბურავებში წნევის დაგდება არ არის "ოფიციალური" გამოსავალი, თან იმასაც გააჩნია, რამდენით უკლებ. აქ ლაპარაკია 0,2-0,3 ატმოსფეროზე, თორემ ეგრე კი არ არის საქმე, რომ თუ მოჭიდება სუსტი აქვს, 3,0 ატმოსფეროდან 1,0-ზე დააყენო და მანქანა დაგემორჩილება, პირიქით, ზედმეტად დაბალი წნევის გამო ძალიან არასტაბილური გახდება, ცხვირის თამაშს დაიწყებს (როგორც ზემოთ-ქვემოთ, ასევე მარცხნივ-მარჯვნივ, გააჩნია გზას და კონკრეტულ მანევრს). ასევე, მოხვევა გაუხდება ცუდი. ამიტომ, ჯერ სტანდარტული სეთაპებით დაამუღამე და მერე ადვილად მიხვდები, რა გიშლის ხელს.

"რაღაცნაირად მიცურავს მანქანა"-ში 2 ვარიანტია: ზანოსში (უკანა მხარე), თუ სნოსში (ცხვირი) მიდის? აქ მხოლოდ საბურავებში წნევის დაგდებით არაფერი გამოგივა, ეგ ძალიან ზოგადი რჩევაა, ანუ, დაუკელი 0,2 ან მაქსიმუმ 0,3 ატმოსფერო, მეტი უკვე საგრძნობლად შეეტყობა და როგორც უკვე ვთქვი, არასტაბილური გახდება. წნევაზე ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვს რაზვალს და სხაჟძენიას, ასევე მანქანის სიჟოსტკეს (რომელზეც მოქმედებს ზამბარების "სიუხეშე", კლირენსის სიმაღლე და სტაბილიზატორების რეგულირება) იმასაც გააჩნია, კონკრეტულად რა მანქანაზე და რა ტრეკზეა ლაპარაკი. თუ სტანდარტულ-შუალედური სეტაპი არ გაკმაყოფილებს და ყველა ვარიანტში რაღაც გაქვს შესაცვლელი, ჩქაროსნულ ტრეკზე ჯობია ცოტა ზანოსისკენ იყოს მიდრეკილი, ვიდრე სნოსისკენ და პირიქით, ბევრ შპილკებიან და შიკანებიან ტრეკზე ცოტა სნოსისკენ, ვიდრე ზანოსისკენ. მაგრამ კიდევ გავიმეორებ და, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტულს ვერ ეგუები. იმიტომაც გეუბნევი, რომ ესე ზოგადი რჩევა არ გამოგადგება. მითხარი ზემოჩამოთვლილი პრობლემებიდან და მანქანებიდან რაზეა ლაპარაკი და საღამოს ჩემებურად მორგებულ სეთაპს მოგცემ, სინჯე და თუ ცოტა მაინც არ წაგადგება, არც რამეს დაგიშავებს :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო მაგდენ რამეს ვერ ვითვალისწინებ ხოლმე. უბრალოდ არ მესმის მანქანებში მაგდენი. ეგ კი არა სნოსს და ზანოსს ვერ ვანსხვავებ შენ ეხლა გამირთულე საქმე :D როგორაა იცი აი ხო შევდივარ მოსახვევში. ოდნავ გადავკრავ რულს მერე მეორე მხარეს გადავკრავ და დრიფტი სნოსი თუ რაც ქვია მაგაში შედის ხოდა მოსახვევში ვერ შევდივარ მოჭიდება არააქო თითქოს, მანქანა კი არ უხვევს პირდაპირ გადადის გზიდან. ვცდილობ გაზი ცოტა მეტი ვიხმარო რომ როგორმე წავიდეს მანქანა მოსახვევისკენ მარა არ გამომდის. გუშინ ის მთებში როა გზები ერთგან ერთი 20-25 მეტრიანი მაგარი დრიფტი გამომივიდა და ძაან გამისწორდა, მარა მანქანა დახტის იქეთ აქეთ. ადრე რო მითხარი წინა პაკრიშკებში მოუმატეო წნევა ცოტა და უკანა დააკელიო მაგას რო ვშვები უარესდება. იგივე RFACTOR-ს რომ შევადარო იქ უფრო მძიმედ დევს გზაზე მანქანა და მართვაც უკეთესია აქ ბუმბულივითაა თითოს. აუცილებლად მოვსინჯავ შენს სეთაფს. რულზის სეთინგებზეც ძაან ბევრი ყოფილა დამოკიდებულლი FFB მეყენა თურმე არასწორად ახლაც არ მგონია მთლად კარგად მეყენოს. იმიტომ რომ LFS-ში რო ვნახე ცოტა მაღალი სიჩქარით დავდივარ ხოლმე და მოსახვევებში მეტ გაზს ვაძლევ და რო მიაქვს მანქანა აღარ მიჭირს ხოლმე დამორჩილება ადრე მიტრიალდებოდა ხოლმე ეხლა აღარ. FFB-ს დავაბრალე იმიტომ რომ რულიც სხვანაერად იგრძნობა.

Link to comment
Share on other sites

ადრე რო მითხარი წინა პაკრიშკებში მოუმატეო წნევა ცოტა და უკანა დააკელიო მაგას რო ვშვები უარესდება.

ეგ დრიფტის დროს გითხარი, თუ ძალიან ცურავს, ცოტას შეგიმსუბუქებსთქო.

 

 ეგ კი არა სნოსს და ზანოსს ვერ ვანსხვავებ შენ ეხლა გამირთულე საქმე :D

ზანოსი არის, როცა მანქანას უკანა მხარე მოუცურდება (დრიფტის დროს როგორც ცურავს), ხოლო სნოსი არის, როცა მოსახვევში შედიხარ მაგრამ მანქანა მოსახვევს კი არ მიყვება, არამედ მოსახვევის სიგანეზე გადის (თითქოს საბურავებმა არ მოუხვიესო).

 

როგორაა იცი აი ხო შევდივარ მოსახვევში. ოდნავ გადავკრავ რულს მერე მეორე მხარეს გადავკრავ და დრიფტი სნოსი თუ რაც ქვია მაგაში შედის ხოდა მოსახვევში ვერ შევდივარ მოჭიდება არააქო თითქოს, მანქანა კი არ უხვევს პირდაპირ გადადის გზიდან. ვცდილობ გაზი ცოტა მეტი ვიხმარო რომ როგორმე წავიდეს მანქანა მოსახვევისკენ მარა არ გამომდის. 

 

ესეიგი, გისნოსავს. მითხარი რა მანქანაზე და საღამოს მოგცემ სეთაპს. შეიძლება გამოგადგეს.

პ.ს. ეს პრობლემები დრიფტის დროს გემართება, თუ ჩვეულებრივი რეისინგის დროს?

 

 

ხო მაგდენ რამეს ვერ ვითვალისწინებ ხოლმე. უბრალოდ არ მესმის მანქანებში მაგდენი. 

 

სწორედ ეგ არის იმის მიზეზი, რომ არ იცი რეები უნდა არეგულირო. ზოგადი წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს, რომ შესაძლო ვარიანტებზე იმსჯელო. უნდა იცოდე, კონკრეტული დეტალის ცვლილება რას შეუცვლის მანქანას. ესე ზეპირად რომ მიადგე და რაღაც შეცვალო, მერე გახვიდე ტრეკზე და გასინჯო, კარგად შედის თუ არა მოსახვევში, არაფერს მოგიტანს. მე ნაღდად არ მეზარება (ბევრი არც არაფერი ვიცი, მაგრამ მაინც, ნეტა რამეში შევძლო და დაგეხმარო და არასდროს დავიზარებ), მაგრამ ამით მხოლოდ კონკრეტულ პრობლემას მოაგვარებ და მთლიანობაში კარგ შედეგს ვერ მოგცემს. თუ ინტერესი გაქვს, სტატიები იკითხე და ცოტა რაღაც წარმოდგენა გაგიჩნდება + ნელ-ნელა ვირტუალურ პრაქტიკაშიც გამოიყენებ და შენ თვითონვე მიხვდები ხოლმე +/- ებს.

მოკლედ, მითხარი ტრეკი და მანქანა.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

BMW M3 E92 მანქანა გზის სახელი არ მახსოვს აი ესაა

ხო კიდე სიჩქარეები როგორ გამოვაჩინო მავიწყდება ხოლმე რომელში მაქვს :facepalm:

Link to comment
Share on other sites

მე, არ გირჩევთ invert - ის ჩართვას!  გარდა გართობისა და შედარებებისა. უბრალოთ ძალიან გაირთულებთ ცხოვრებას რბოლებში )) ეგ იყო მაქამდეც ძალიან ბევრ სიმში და დღესაც არის. დარწმუნებული ვარ, არავინ ხმაროვბს ))

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მარჯვნივ გაწიე მაუსი და მეორეა მგონი.

 

ისე რაც ოპერები შევცვალე ფპსმა რამის 10ით მოიმატა. მაგარი განსხვავებაა სინგალ და ტრიპლეს შორის :დ

 

ინვერტით სიარული რთულია კი უფრო, მაგრამ გასართობათ კარგი შეგრძნებაა.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.