Jump to content

Recommended Posts

On 8/9/2020 at 7:15 AM, George said:

ფინანსური თვალსაზრისით და აბიომებით

 

ნუ ამ საკითხში ინტელი კიდევ წინ იქნება რამდენიმე წელი, ორი აზრი არაა მაგაზე.

თან ჯერ მარტო იმიტომ, რომ გარდა სტანდარტული პროცესორებისა, ინტელს სხვა რაღაცების ბიზნესიც აქვს, რასაც ამდ არ აწარმოებს საერთოდ, მაგ: AI ჩიპები, მოდემები, გეიმინგ და ფიზიკის კომპანიები იყიდა რამდენიმე წლის წინ, თავისი ქარხნები...

ინტელმა როგორმე უნდა მოახერხოს და 8 ბირთვი ჩატენოს 15 ვატიან მობილურ პროცესორებში. მაგ სეგმენტში პერფომანსში ძალიან დაჩაგრა ამდ-მ, 8 ბირთვიანი პროცები აქვს და ორჯერ მეტ ბირთვს რა უნდა მოუხერხო.

ერთხელ რომ დაიკერება OEM და ტოპ მოდელ ულტრაბუკებს გადააწყობს ამდ-ზე, კლიენტის უკან მობრუნება გაჭირდება მერე და იმისთვის ინტელის 4 ბირთვიანი მიყიდვა, როცა იგივე ფასში AMD-ს 8 ბირთვიანსაც აძლევ და პერფორმანსში გაცილებით უკეთესია.

ეგ და კორპორატიული სეგმენტებია მნიშვნელოვანი ძალიან საბაზრო წილისთვის. DIY ხალხი გვინდა არ გვინდა მაინც გაცილებით ცოტა ვართ მაგ სეგმენტთან შედარებით.

სერვერულ მარკეტსაც დრო სჭირდება. აბსოლუტურად ყველაფერი არაა თავსებადი Zen 2-თან მაგ სეგმენტში, განსაკუთრებით ძველი OS-ები და მაგ ძველ ვერსიებზე ჩარჩენილი ორგანიზაციებისთვის უპრობლემო აფგრეიდი არ გამოდის. ეგეთები ისევ ინტელის ნაკლებბირთვიან პროცებს იყიდიან რომ სოფტის აფგრეიდები და დამატებითი შრომა არ მოუწიოთ.

ბევრი საკითხია და დრო სჭირდება, მაგრამ კი აქვს დრო ამდ-ს მაგისთვის ახლა, ინტელის 7 ნმ-ს დაგვიანებაც მაგათ წისქვილზე ასხამს წყალს. კიდევ რამდენიმე წელი ბირთვების რაოდენობაში ვერ დაეწევათ ინტელი და 1 და 2 წელიწადშიც IPC-ს სასწაულად ვერ გაზრდიან რომ ნაკლები ბირთვებით რადიკალურად დიდი შედეგები დადონ.

თან ინტელიც კარგად გამოცოცხლდა ისე, სად იყო ამდენი პროცის რელიზი ასე სწრაფ სწრაფად წინა წლებში :D 

  • Like 1
Link to post
Share on other sites
  • Replies 514
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ჩემს ერთგულ მკითხველებს, თუკი საერთოდ მყავს ასეთი, ალბათ გაახარებს ეს სტატია...თქვენს წინაშეა AMD-ს ისტორია გარდა ამისა, განყოფილების მოდერატორ OgaiB-ს და ადმინისტრაციას ვთხოვ გადახედონ თემას და შეცდ

ახალი რეკორდები     რა უნდა ვიდეოს სახით აღარ იდება თუ რაშია საქმე? :|

სერვერების სექტორში შესდით მაგათ მილიარდები დატაცენტრებიდან, მაგ 19.5 მილიარდიდან 10 მილიარდი მაქედან უშოვიათ 2020Q2-ში, რაც 5.5 მილიარდიან ნეტ ინკომს უდრის უკვე, წელიწადში კი სერიოზული 80 მილიარდიანი რევენიუ აქვთ და ლამის 20 მილიარდიანი ნეტ ინკომი

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
Link to post
Share on other sites
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 2 weeks later...
Link to post
Share on other sites
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ამდ ძველი მეორე პაკალენიის 4 და 6 ბირთვიანების პერფორმანსი შეადარეს ერთმანეთს იგრებში: https://overclockers.ru/blog/wildcat/show/42291/detalnoe-issledovanie-proizvoditelnosti-4-i-6-yadernyh-processorov-amd-vtorogo-pokoleniya დიდი ვერაფერი, მაგაზე მეტი ჩემ 8 თრიდიანს შეუძლია იგრებში

 

Link to post
Share on other sites
Link to post
Share on other sites
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

AMD Reports Third Quarter 2020 Financial Results, and its looking good https://www.guru3d.com/news-story/amd-reports-third-quarter-2020-financial-resultsand-its-looking-good.html თითქმის ოთხჯერ მეტი აქვს მაინც ინტელს იმავე პერიოდში, მანდ 2.8 მილიარდიო, ინტელს მარტო დატაცენტრებში გაუკეთებია 5.9$ მილიარდი მესამე კვარტალში რაც ცოტაა წინა კვარტალზე მაინც, ინტელის მგონი ჯერ არ დადებულა ოფიციალურათ, მალე გამოჩნდება ეგეც, ხო ამდ წინა კვარტალში იყო 1.93 მილიარდი, წინა წელიწადს იმავე პერიოდში კი 1.8$ მილიარდი, ანუ წინსვლა კარგია მაგრამ ინტელამდე ჯერ ბევრი უკლიათ მაინც ამ ეტაპზე, მერე ვნახოთ უკვე რა და როგორ განვითარდება, ARM იყიდა ნვიდიამ, მაგრამ არა მგონია ახლო მომავალში ხელი შეუშალოს მაგითი ამდ-ინტელს, შეიძლება თვითონ აპირებენ მაგის გამოყენებას თავის ტავარებში, მაგას მარტო დრო გვიჩვენებს, ამდ კარგი მოგება შესდის უფრო რიზენებიდან, კონსოლების ჩიპებიდან და ვიდეოკარტებიდან უფრო მცირე მოგება რჩება ამ ეტაპზე ჯერ, ეპიკებშიც ზღვაში წვეთი გამოდის ინტელის ქსეონებს თუ შევადარებთ ყველა კატეგორიებში, წინსვლა აქვთ როგორ არა აქვთ, მაგრამ რეალურათ ინტელის შევიწროვება რომ დაიწყონ სხვა რესურსები და აბიომები ჭირდებათ უფრო, ეხლა რაც აქვთ ეგ ჯერ არაა საკმარისი + ინტელს ყოველთვის შეუძლია წამგებიანი განყოფილებების გაყიდვა ან დახურვა და მარტო მომგებიანების დატოვება შემდგომ წლებში, ანუ გადაწყობა და რეორგანიზაცია

Link to post
Share on other sites

@George დატაცენტრები და სერვერები გვიან გადაეწყობიან ხოლმე და ნახავ ნელ-ნელა მაგათ შევიწროებასაც. დღეს ფაქტია რომ CPU-ებში უკვე გაჭირვების ხანა ეწყებათ. ისე ძაან არა ჯერ რათქმაუნდა როგორც AMD-ს უჭირდა თუმცა ნათელია რომ AMD უფრო წინაა. თანხებს კიდე მასე ვერ შეადრი. ერთი კომპანია 10-ჯერ დიდია მეორეზე, თან მისით აკეთებს R&D-ს და დანახარჯები გაცილებით მეტი აქვს ინტელს ვიდრე AMD-ს. თან უკვე ხვდებიან ხომ ერხევათ და nand-ს წარმოება გაუყიდია ინტელს, მანამდე მოდემები გაყიდა, რომელიც თუ სწორად მახსოვს ეფლმა იყიდა. ანუ იშორებენ ყველაფერს, რადგან ვერ ქაჩავენ ყველა ფრონტზე, მაგათი მოდემები ნაგავი იყო ისედაც და ეხლა ეფლი დახვეწავს. CPU-ები კიდე აჰა რაღამდენი + უნდა დაამატონ იმ 14 nm-ს ღმერთმა იცის. 

Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით მარტო გაედებათ თუ 14 ნანოზე დარჩებიან, თუ 10 გადავლენ შემდეგი წლის ბოლოსთვის ან 2022 დასაწყისში მაინც და 7-ზე 2023 ბოლოს კიდე აქვთ შანსები კაკ მინიმუმ ზოგ სექტორში კონკურენციის გაწევის ყველაში თუ ვერა, 10 ნანოსთან ახლოს არიან უკვე, 7-ზე ჯერ არაფერი არ ვიცით, ინჟინერულმა ვერსიებმა გაჟონა ნეტში ალდერ ლეიკის, რამდენათ რეალურია არ ვიცი, რახან ბევრი ფეიკოვი ნიუსები ვრცელდება ბოლო პერიოდში, რაც შეეხება სიდიდეს მართლა სამჯერ თუ სამნახევარჯერ დიდია მინიმუმ ეხლაც კი ამდ-ზე ინტელი, ამიტომ აბიომებიც სულ სხვა აქვს ჯერ-ჯერობით 14 ნანოა თუ რაცაა, შეკვეთების რაოდენობაა ბევრათ დიდი ამდ-ზე ჯერ-ჯერობით თუ სურთ ინტელის შევიწროვება ეგ უნდა ამოქაჩოს ამდ, ყველა ვაჟნი შეკვეთების დაკმაყოფილება ყოველწლიურათ დიდი ნაბიჯი იქნება ლიდერობისკენ, მარტო ძლიერი პროცესორები არაა საკმარისი და ან 2-3 მილიარდი თუნდაც ჯამური მოგება ერთ კვარტალში როცა კონკურენტს ორი მაგდენი მარტო დატაცენტრებიდან შესდის, სასერვერო სექტორს გაცილებით უფრო დიდი დაფინანსება ჭირდება და ინვესტიციები, მაგდენს თუ გაქაჩავენ მაშინ შეავიწროვებენ ინტელს, მაგრამ ეგრევე მაინც ვერა მაგას წლები დაჭირდება, მაგ სექტორში ისე სწრაფათ არ იცვლება სიტუაცია და მაგიტომ და ინვესტიციებიც ცოტა სხვაგვარათ ხორციელდება, 30% მეტი მაინც არასდროს ქონიათ თურმე მაგ სექტორში, ეგ ოპტერონების დროს როცა ამდ ბევრათ უფრო ძლიერი იყო ვიდრე ეხლა და დიდ ბაზრის წილს ფლობდა, მე როგორც მახსოვს დესკტოპ სექტორში დაჟე 65-35% იყო მგონი ამდ უპირატესობა, მაგრამ მაშინაც კი სასერვერო სექტორში 30% ქონია ბაზრის წილი მარტო, მაშინაც წინ იყვნენ ხარდით, იმ დროინდელი ოპტერონები უფრო ძლიერი იყო იმ დროინდელ ქსეონებზე, ამდ მემგონი ყოველთვის უჭირდა ადრეც ინტელთან ჭიდილი სასერვერო და მობილურ სექტორში, დესკტოპში ბევრათ უფრო სერიოზულ კონკურენციას უწევდა 2005-მდე დაახლოებით, მერე კი ფინანსურათ ძალიან გაუჭირდათ, ფაქტიურათ წლების მანძილზე მთელი მოგება ვალების დაფარვაში მიდიოდა ხშირათ კი მინუსებში იყვნენ საერთოდ ნეტ ინკომში, ზატო ინტელი მიდიოდა ძალზე კარგათ იმავე პერიოდში, მასეთი უზარმაზარი სხვაობა რომ იყო დახოდებში მაგიტომაც ვერ გადაუსწრეს ჯერაც კი ჯამურ ბაზრის წილში, მაგრამ მთავარი დაბრკოლება კაკრაზ სასერვერო სექტორია, მერე მოდის მარტო მობილური

Link to post
Share on other sites

27 ოქტომბერს AMD და Xilinx ოფიციალურად შეთანხმდნენ AMD-ს მიერ Xilinx-ის შესყიდვასთან დაკავშირებით.

Xilinx-ის შესყიდვის საფასური შეადგენ 35 მილიარდ ა.შ.შ $ დოალრს, რომლის დაფარცვაც უნდა მოხდეს 2021 წლის ბოლომდე.

ოფიციალური ინფო თავად AMD-ს საიტზე: AMD to Acquire Xilinx, Creating the Industry’s High Performance Computing Leader

Xilinx წარმოადგენს კომპანიას რომელმაც შეიმუშავა FPGA და Adaptive SoCs ტიპის ჩიპები. იგი აწარმოებს მოქნილ და ინდივიდუალურ გამომთვლელ პლატფორმებს cloud,  edge და endpoint მიმართულებით.

შესყიდვის შემდეგ, Dr. Lisa Su გახდება გაერთიანებული კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO) და მას უხელმძღვანელებს, ხოლოდ Xilinx-ის დირექტორი შეუერთდება AMD-ს დირექტორთა საბჭოს და გააგრძელებს Xilinx-ის ბიზნეს და სტრატეგიულ განვითარებას.

ამით გაერთიანებული AMD (13000 ინჟინერით და წლიური 2.7 მილიარდი $ დოლარი გამოყოფილი კომპანიის კვლევა&განვითარებისთვის) საგრძნობლად გააფართოვებს კომპანიის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებებით როგორიცა data center, gaming, PCs, communications, automotive, industrial, aerospace და defense.

 

ეს იყო მოკლე შინაარსი, უფრო დეტალურად თავად გადახედეთ :D

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

 AMD Athlon XP რეტლოკლოკინგი: https://overclockers.ru/lab/show/106851/retrokloking-amd-athlon-xp-ili-pervyj-upgrade

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...