Jump to content

bloodred

წევრი
  • Posts

    118
  • Joined

  • Last visited

Everything posted by bloodred

  1. ხო ვნახე დღეს ინსაიდერებს დაუწერიათ RDNA3 780M უსწრებს სინთეტიკებშიო 30% ადრეც ვწერდი ხოლმე სახლის დესკტოპი ავაწყვე 2 წლის წინ amd ryzen 5700G კმაყოფილი ვიყავი და მაგრად მომწონს. ეს მინი პისის კონცეფცია რომ ვითარდება მაქსიმალურად კომპაქტური და ძლიერი კომპიუტერები. ეგრეც წავა ამის მერე. ძლიერი ინტეგრირებულების გამოშვება დაიწყეს.
  2. 4 ბირთვია. მხოლოდ 4 ენერგოეფექტური ბირთვი ყველანაირი თრიდების გარეშე. მე ვიყიდე 1 თვის წინ beelink mini s celeron n5095 პროცესორით. N100 პროცესორზე სუსტია მაგრამ რომ არ ველოდი ისეთი კარგი რამე გამოდგა სამსახურში საოფისედ სამუშაოდ. 4K ვიდეოებს უშვებს უპრობლემოდ. შუსტრად ხსნის ყველაფერს. ძალიან პატარაა და უხმაურო. ამის მერე მხოლოდ minipc ვიყიდი. მოვიშორე იმხელა მტვრის ბუდე ხმაურიანი დიდი ქეისი. თამაშებს თუ არ თამაშობთ N5095 გამოგადგებათ და N100. დაჟე N100 ცოტა ჩველ თამაშებსაც გათამაშებთ. ამ celeron N5095 მე nfs most wonted და nfs under ground2 ვითამაშე უპრობლემოდ ყველაზე მაღალი გრაფიკით. ახლა მინდა farcry1 ჩავწერო. მაინტერესებს რას იზავს. RAM 8GB და m2 ssd 256 აყენია ქარხნულად. ცუდი ისაა რომ მეორე სლოტი არ აქვს და მხოლოდ ერთ კანალიან რეჟიმში მუშაობს ოპერატიული.
  3. აემდეს ბოლო ორი თაობის და მითუმეტეს მობილკარტების გარტყმაში არ ვარ მეც. არ დავინტერესებულვარ. ზოგადად ბოლო დროს მოიკოჭლებენ მგონი. თუმცა ენერგო ეფექტური, წარმადობა, კომპაქტურობა, ინტეგრაცია პროცესირებში გრაფიკული ჩიპის მომწონს და ამ პროგრესს ვგულშემატკივრობ. თუ ინთელიც ამ ხაზს გააკეთებს კარგი იქნება. მეტი კონკურენცია უკეთეს პროდუქტს შექმნის
  4. რამდენი აქვს tdp 780m? ark 730 120 ვატით თან ნოუთბუქებში წარმადობა ვატების თვალსაზრისით ძალიან ცუდია ჩემი აზრით. მასე აემდეც ჩადებს 120 ვატიან მობილვიდეო კარტას ნოუთბუქში და ექნება დიდი წარმადობა. 780m მუღამი სწორედ ენერგოეფექტურობაშია. არაა ეს ორი გრაფიკული ჩიპი ერთი და იგივე კონცეპცია. არ დარდება.
  5. ამბობენ ამ ჰუავეის ჩიპები უკვე ჩინეთში საკუთარ ბაზაზე გამოუშვესო. 7ნმ ტექნოლოგიაზეო. ანუ ჩინეთმა საკუთარ 7ნმ მიაღწია უკვე? თუ ეს ასეა tsmc და asml მონოპოლიას რაღაც დონეზე გაუჩნდება კონკურენტი რაც ძალიან კარგია
  6. ვაა. მაგარი მატებაა თუ ეს ტესტი დადასტურდა და სხვა აპებშიც თუ გამოჩნდება ასეთივე მატება. 2 თაობაში 60 პროცენტამდე მშვენიერია. ესეც საინტერესოა 6 გიგაჰერცს როგორ მიაღწიეს. რა დანერგეს ასეთი. წესით შემჭიდროვებულ ტრანზისტორებზე სიხშირის გაზრდა პრობლემაა
  7. 3-4% უკეთესია წინა თაობაზეო. საერთოდ ვისაც 12 სერია აქვს ვერ ვხედავ ვერანაირ აუცილებლობას შეცვლის.
  8. არის რეალური სხვაობა ამ კარტებსა და სტანდარტულ გეიმინგ კარტებს შორის მაგალითად არქიკადში, ლუმიონში, 3d მაქსში და მსგავს პროგრამებში? ძირითადად გეიმინგ კარტების ანალოგიურ გრაფიკულ ჩიპებზეა ხოლმე აწყობილი და რა უზრუნველყოფს განსხვავებას?
  9. თბოპაკეტია ინტეგრირებულის პრობლემა. ადრე ამას ემატებოდა ოპერატიული მეხსიერების დაბალი გამტარიანობა და სისწრაფე. ახლა დდრ4 დან მოყოლებული და განსაკუთრებით უკვე დდრ5 მაღალ სიჩქარიანი მოდულები ყოფნის ასე თუ ისე. ჩემი აზრით ამ ეტაპზეც აქვს აემდეს ორჯერ მაინც გაზარდოს სისწრაფე მაგრამ კონკურენტი არ აწვება. ესენიც ნელნელა წევენ. მაგრამ მაინც კარგია. ვაპირებ მაგ მინიპს ყიდვას მაგ ინტეგრირებულზე სამსახურისთვის. ადგილს არ დაიკავებს და მტვრის ბუდე არ იქნება.
  10. ჯერ მაგ ინტეგრირებულის სიმძლავრემდე მივიდეს ინთელი და მერე ვილაპარაკოთ აემდეს ინტეგრირებულის სისუსტეზე. ისიც არ დაგვავიწყდეს ეგ ინტეგრირებული რა პატარა თბოპაკეტში ჯდება და რა ცოტას მოიხმარს ამ სიმძლავრეზე. 2კ და 4კ რომ ითამაშოს ინტეგრირებულმა რომელ თბოპაკეტში ჩაეტევა ნეტა? ძალიან კარგი ინტეგრირებული გამოუვიდათ იმის ფონზე რომ კონკურენტი საერთოდ არ ჰყავთ და არც ეყოლებათ კაი ხანი. 5700g ზე ორჯერ და ზოგ თამასში სამჯერ მეტი ეფპიესი აქვს და მეტი რაღა გვინდა ახლა მაგისგან.
  11. სადამდე მოუმატებენ ქეშს და ბირთვებს საინტერესოა. ერთი 10 წელი კიდე იმაიმუნებენ ამ ტექნოლოგიებით მაგრამ მერე მოუწევთ უკვე ინოვაციების დანერგვა. ამოწურა თითქმის თავი ამ ტექნოლოგიამ.
  12. ისეა ნვიდია და ნაწილობრივ აემდე ვიდეოკარტების ბაზარზე გამჯდარი რომ ინთელს არავითარი შანსი არ აქვს სამწუხაროდ. დოტაციაზე ამუშავებენ ახლა მაგ კამანდას სხვა პროდუქტებიდან მოგებულის ხარჯზე.რამდენი ხანი გაგრძელდება. აი გულახდილად თქვით ვის გაქვთ და ვინ აპირებთ ინთელის ვიდეოკარტის ყიდვას?
  13. სიამოვნებით ვიყიდიდი. სავარაუდოდ დესკტოპის პროცესორების ენერგო პაკეტის გათვალისწინებით უფრო ძლიერი igpu ექნება. 5700g ვხმარობ და კარგია. ეს ხო საერთოდ კანფეტი იქნება.
  14. ხან ისეა ხან ასე. გააჩნია რომელი გამოუშვებს უდაჩნი ვერსიას ფასი წარმადობა + ენერგო ეფექტურობა. პირადად მე ენერგო ეფექტურობას საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას ადრე. ახლა უკვე ვაქცევ და ოპტიმალურ მოდელს ვარჩევ ფასი+წარმადობა+დენი. სერვერების ბაზარზე რა ხდება არ ვიცი. მანდ ალბათ სხვა კრიტერიუმები ერთვება საქმეში
  15. ევროპის ერთი მაღაზიის მონაცემებით amd 78003d გაყიდვების რაოდენობით გაანადგურა ინთელი. ჩამონათვლიდან ჩანს რომ 83პროცენტი აემდეს პროცები იყიდება. საინტერესოა ევროპის სხვა მაღაზიებში რა ხდება. https://www.ixbt.com/news/2023/04/10/amd-intel-mindfactory-ryzen-7-7800x3d-intel.html
  16. მოკლედ ვერც ერთმა ვერ გადაქაჩა საბანი რა. უკვე მივიდა ზღვარზე ტექ პროცესიც, არქიტექტურაც, სიხშირეებიც. რამე სასწაულები აღარ მოხდება უახლოეს წლებში როგორც ჩანს. იმედია რამე ახალ ტექნოლოგიაზე მუშაობენ პარალელურად.
  17. Მეშვიდე სერიას უბრალოდ მონიტორზე სიგნალის გამოტანისთვის აქვს. Მე ვგულისხმობ შემდეგ თაობას მძლავრი GPU თუ ჩაუდებენ Ჰო ეგ იასნია ეგრეა. Დაველოდები მაგეებს და მინი კეისში მინდა ავაწყო. 5700G არის დაახლოებით ჩვეულებრივი1050 დონის. ცოტა სუსტი. 1050ti ძლიერია.
  18. Კომპი მაქ საყიდელი კიდე ერთი სამსახურისთვის და ველოდები ახალ ინტეგრირებულ GPU ზე როდის გამოვა ახალი დესკტოპ სერია. თუ სერიოზული მატება ექნება რა თქმა უნდა გრაფიკულ ნაწილში. 10 და 20 პროცენტიანი მატება თუ ექნება არ დავინტერესდები.
  19. Ერთი მინუსი აქვს b450. Ოპერებს მაქსიმუმ 3600 ამუშავებს. B550 უნდა აეღო
  20. არ სჭირდება ბიოსში შესვლა. მე ეგ გავაკეთე გიგაბაიტის მაზერზე. მაგ ვიდეოშია ახსნილი. ჩაწერ ბიოსის ფაილ სფლეშკაზე, შეაერთებ მაზერში და მერე მანდაა ახსნილი რა და როგორ. არ მქონდა მეც 3 სერიის პროცესორი. ასუსზეც იქნება მსგავსი ვიდეო. იქნებ ეს გამოგადგეს
  21. Ნუ ყველას არ აქვს ინთელივით კომპანიების დირექტორების მოსყიდვის უნარი. სხვა გამორიცხულია იმიტომ რომ ბოლო წლებში აემდეს სერვერული პროცესორები აშკარად ჯობდა ინთელისას.
  22. Მაგას ვამბობ მეც. ტელეფონში თამაში ნუ ეს ყველამ ვიცით რომ არაა ეს ის რასაც გეიმინგი ქვია. Ლეპტოპის სიმძლავრეზე არაა უბრალოდ მაგხელა ეკრანზე და დაბლა რომ იყურები ვერაა კომფორტული. Პლიუს მაგ კლავიატურაზე თამაში უბრალოდ კატასტროფაა. სითბოს გამოყოფა და სითბოს ართმევა უზარმაზარი პრობლემაა. Ისე ადრე ვიყიდე სამუშაოდ i7 3630qm-ზე სონის ლეპტოპი. 100-102 გრადუსზე მუშაობდა რენდერზე. Ერთი 7 წელი მე მქონდა და რავი არ დამწვარა. ხელზე რომ მციოდა გვერდიდან გამოსულ ცხელ ჰაერზე ვთბებოდი
  23. Გეიმინგ ლეპტოპი მაგარი ღადო თემაა კიდე რაც არ უნდა ძლიერი იყოს მე ვერ ვთამაშობ ლეპტოპის ფორმის აპარატზე
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.