მიშა Posted October 31, 2010 Posted October 31, 2010 მინდოდა დამეწერა რა არის HDD, როგორია მისი მუშაობის პრინციპი, მაგრამ ასეთი თემა უკვე ყოფილა (დღეს რაღაც არ მიმართლებს) და ისღა დამრჩენია ისტორიაში ვიქექო თუკი ვინმეს გაინტერესებთ საიდან მოდის HDD და განვითარების როგორი გზა განვლო, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა... ყველაფერი 1956 წლის 13 სექტემბერს დაიწყო, როდესაც კომპანია IBM-მა წარმოგვიდგინა აი ეს: მოწყობილობას RAMAC 305 (RAMAC - Random Access Method of Accounting and Control - მგონი ანგარიშის და კონტროლის ცვალებადი წვდომის მეთოდი) ერქვა. 350 ასეთი RAMAC 305 ერთ ბლოკში იყო გაერთიანებული, რომელიც ასე გამოიყურებოდა: თითოეული ყუთის ზომებია 152x172x74სმ. სისტემის გამოგონება გამოიწვია რეალურ დროში ანგარიშის აუცილებლობამ. 350 ცალი RAMAC-ის ბლოკი 5 მილიონ 7-ბიტიან სიმბოლოს შეიცავდა, რაც დაახლოებით 4.4 მეგაბაიტია. ერთი ცალი RAMAC 305-ის შიგნით თავსდებოდა 50 ცალი 610მმ დიამეტრის დისკი, რომელსაც 100 ჩასაწერი ზედაპირი ჰქონდა (ტრეკი ანუ). დისკები წუთში 1200-ჯერ ბრუნავდნენ. მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 8800 სიმბოლო წამში იყო. 50-ივე დისკს მხოლოდ 2 წამკითხველი ემსახურებოდა, რომელიც მოძრაობდა როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად. დამზადდა მხოლოდ ერთი ცალი 350 RAMAC 305-იანი კომპლექტი, რომელიც აშშ-ს სამხედრო ძალებმა აიღო იჯარით. თვიური გადასახადი 3200 დოლარი იყო. ამ ჯაბახანამ 1969 წელს შეწყვიტა მუშაობა... ამასობაში კი, 1961 წელს, კვლავ IBM-მა შექმნა IBM 1301 Disk Storage Unit. მას მხოლოდ 20 დისკი ჰქონდა, რომელიც 1800ბრ/წთ-ს ასრულებდა, ინახავდა 28 მილიონ სიმბოლოს (24MB). ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე - 90000 სიმბოლო წამში. ამ სისტემის მთავარი უპირატესობა RAMDAC 305-თან შედარებით ის იყო, რომ თითოეულ დისკს თავისი წამკითხველი ემსახურებოდა, რითაც, ბუნებრივია შემცირდა მოწყობილობის ბრძანებაზე რეაგირების დრო. მოწყობილობის იჯარით აღება "სულ რაღაც" 2100$ ღირდა თვეში, ხოლო შესყიდვა 115500$ დაგიჯდებოდათ. 1301 ასე გამოიყურებოდა: ეს კი მისი დისკი (ბაღანა არ შეიმჩნიოთ ): 1962 წელს გამოვიდა IBM 1311 Disk Storage Drive. ეს გახლავთ პირველი მოწყობილობა მოსახსნელი დისკებით (არა, ძველებსაც ძვრებოდათ, მაგრამ იმათში შეიძლებოდა მოხსნა, ამაში კი აუცილებელი იყო ). ცოტა წრიპა სურათია, მაგრამ მეტი არ იყო მარცხნივ Master დისკია, მარჯვნივ კი Slave...დიახ დიახ, ეს ფუნქცია უკვე ჰქონდა IBM 1311-ს. თითოეული მოსახსნელი დისკი 10 სმ სისქის იყო, შედგებოდა 6 ცალი 360მმ დიამეტრის დისკებისგან და იწონიდა 4.5 კილოგრამს და იტევდა 63MB ინფორმაციას. ახლა კი წარმოგიდგენთ იმ HDD-ს, რომლისგანაც წამოვიდა სახელწოდება "ვინჩესტერი"...თქვნს წინაშეა IBM 3340. Whinchester მისი კოდური სახელწოდება გახლავთ. ის 1973 გამოჩნდა და განკუთვნილი იყო "IBM System/370" კომპიუტერისთვის. აი, ამხელა იყო "ვინჩესტერი": ეს კი მისი დისკია წვდომის დრო 25 მოლიწამია, მონაცემთა გადაცემის სიჩქარე კი 885კბ/წმ. სხვათაშორის "ვინჩესტერს" Ecc-ც კი ქონდა (Eroor Correction Code - შეცდომების გასწორების ფუნქცია). პირველი საექსპერიმენტო დისკი 2 ცალი 30 მეგაბაიტიანი მოდულისგან შედგებოდა, ანუ 30-30 და სახელწოდება ვინჩესტერიც Whinchester 30-30 შაშხანის მიხედვით დაერქვა, თუმცა სერიული ნიმუში უკვე 2 ცალ 35MB-იან მოდულს შეიცავდა. Whinchester 30-30 მოწყობილობის წარმოება მხოლოდ 1984 წელს შეწყდა. "ვინჩესტერის" წარმოებიდან ამოღებამდე ერთი წლით ადრე კომპანია IBM-მა გამოუშვა პერსონალური კომპიუტერი IBM Personal Computer XT. ცნობისთვის, ამ კომპიუტერს ჰქონდა 4.77MHz სიხშირის პროცესორი, 128KB ოპ. მეხსიერება, 5 1/4" დიდი ფლოპი დრაივი, ოპ. სისტემა PC-DOS 2.0, 130W კვების წყარო და, რაც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია, 10MB ტევადობის Seagate-ს წარმოების HDD - ST-412, რომელსაც თქვენ სურათზე ხედავთ: ააი ეს HDD უკვე გავს ჩვენს თანამედროვეს...5.25" ზომის დრაივი 1981 წელს შეიქმნა. მისი ტევადობა 10MB გახლავთ, იყენებს MFM კოდირებას, აქვს 34-პინიანი შესაერთებელი, რომელიც SCSI-ს მსგავსია. მისი მეშვეობით უერთდება HDD-კონტროლერს კომპიუტერში...მოკლედ თითქმის სრულფასოვანი HDD-ა... 1988 წელს გამოჩნდა Prairie Tek 220 - პირველი 2.5" ზომის HDD ნოუთბუქებისთვის. მისი ტევადობა სულ რაღაც 20MB იყო. სამწუხაროდ მისი სურათი ვერ ვიპოვე სანამ სტატიას დავასრულებდე მინდა შევეხო კიდევ ერთი ტიპის საინტერესო დისკი მინდა განვიხილო, რომელზეც ალბათ არაფერი გსმენიათ...ეს არის Microdrive - HDD, რომელსაც CompactFlash ჩიპის ზომა და ფორმა აქვს და მის სლოტში მაგრდება. პირველი Microdrive IBM-მა გამოუშვა და ის 170MB ტევადობის იყო. 2006 წლისთვის ტევადობა 8GB-მდე გაიზარდა, მაგრამ საკითხავია, გვჭირდება კი ის?...ათასგვარი Flash-დრაივი ხომ ბევრად უფრო კომპაქტური და მოსახერხებელია?...ალბათ ამიტომ არ გვსმენია არაფერი Microdrive-ზე და ამ HDD-ების მზე საკმაოდ მალე ჩაესვენება ....მაგრამ სანამ ეს დღე დადგება, შეავლეთ თვალი გარედან.... და შიგნიდან... ფაქტობრივად სულ ესაა ჩემი სტატია...თუკი მოგეწონათ და თუკი გინდათ, შემიძლია დავწერო სტატია დრეკად დრაივებზეც :rolleyes: 7 Quote
sauron Posted May 13, 2011 Posted May 13, 2011 (edited) ამ ბოლო დროს ჩემი HDD რომ ივსება ნახევრად მაინც სისტემა საგრძნობლად ნელდებ და ბლუსქრინებს ყრის ხოლმე როგორ გავტესტო რომ გავიგო ნამდვილად ჰდდ არის თუ არა დამნაშავე? Edited May 13, 2011 by sauron Quote
ოთო Posted May 13, 2011 Posted May 13, 2011 HDTune პროგრამა არის, ეგ გადმოწერე და გატესტე. ცოტა დიდი დრო მიაქვს მაგრამ ღირს 1 Quote
ოთო Posted May 13, 2011 Posted May 13, 2011 ცოცხალია ჯერ რას ერჩი, საგანგაშო არაფერი არაა ნუ სხვამაც შეაფასოს Quote
sauron Posted May 13, 2011 Posted May 13, 2011 ბოლო სურათში რომ არის ყვითელი ველები ეგ სხვა თემაში ვნახე და საკმაოდ საშიშიაო დაველოდოთ სხვებს Quote
სოსო Posted May 13, 2011 Posted May 13, 2011 ეგ შეცდომები ცუდმა კვებამაც შეიძლება გამოიწვიოს ასევე გადახურებამ ან ვინჩესტერის ვიბრაციამაც შეიძლება გამოიწვიოს ეგ Quote
George Posted May 14, 2011 Posted May 14, 2011 კაბელებიც გადაამწომე, შეარჭე გამოარჭე ან სხვა კაბელიც ცადე თუ გაქვს და მერე ნახე რას დაგიწერს Quote
gio_dgebo Posted July 22, 2011 Posted July 22, 2011 gaumargos..hdd ramdeni vati schirdeba?kveba ro shevcvale ameria +5v shevaerte da scoria????? Quote
ოთო Posted July 23, 2011 Posted July 23, 2011 gaumargos..hdd ramdeni vati schirdeba?kveba ro shevcvale ameria +5v shevaerte da scoria????? კვებაზე 1 შნური ერთდება მარტო, სხვანაირი რომც მოინდომო ვერ შეართებ. და 5ვ კიარა 12ვია თუ არ ვცდები Quote
PXAKO Posted April 12, 2012 Posted April 12, 2012 მე ვიცი რო ქალაქ ვინჩესტერში ააწყვეს პირველი HDD და მაგიტო ქვია ვინჩესტერი.... Quote
david_888 Posted April 21, 2013 Posted April 21, 2013 Число операций переназначения секторов. Когда диск обнаруживает ошибку чтения/записи, он помечает сектор «переназначенным» и переносит данные в специально отведённую резервную область. Вот почему на современных жёстких дисках нельзя увидеть bad-блоки — все они спрятаны в переназначенных секторах. Этот процесс называют remapping, а переназначенный сектор — remap. Чем больше значение, тем хуже состояние поверхности дисков. Поле raw value содержит общее количество переназначенных секторов. Рост значения этого атрибута может свидетельствовать об ухудшении состояния поверхности блинов диска. ანუ ახალ ვინჩესტერებზე რამე პროგი რო გავატაროთ აღარ გვიჩვენებს ბედ ბლოკებს? Quote
Shopen Posted April 21, 2013 Posted April 21, 2013 მანდ ეგრეა წერია, თუ გინდა მაგაზე გაატარო დასერჩე remapping როგორც მანდ წერია Число операций переназначения секторов. Когда диск обнаруживает ошибку чтения/записи, он помечает сектор «переназначенным» и переносит данные в специально отведённую резервную область. Вот почему на современных жёстких дисках нельзя увидеть bad-блоки — все они спрятаны в переназначенных секторах. Этот процесс называют remapping, а переназначенный сектор — remap. Чем больше значение, тем хуже состояние поверхности дисков. Поле raw value содержит общее количество переназначенных секторов. Рост значения этого атрибута может свидетельствовать об ухудшении состояния поверхности блинов диска. ანუ ახალ ვინჩესტერებზე რამე პროგი რო გავატაროთ აღარ გვიჩვენებს ბედ ბლოკებს? Quote
david_888 Posted April 21, 2013 Posted April 21, 2013 ეს ისე, ვიკითხე, თორე დღეს გავატარე და ამოყარა კი არაა...... Quote
xosito Posted September 6, 2013 Posted September 6, 2013 ამ ჰიბრიდ ვინჩესტერზე რა აზრის ხართ?http://www.amazon.com/Seagate-Solid-Hybrid-2-5-Inch-ST1000LM014/dp/B00B99JUBQ/ref=sr_1_5?s=electronics&ie=UTF8&qid=1378408740&sr=1-5&keywords=solid+state+hard+drive ან რომელს მირჩევთ სისტემისთვის? ASUS G74SX-ისთვის მინდა SSD მინდა მაგრამ მეხსიერების ამბავში არ მეყოფა 256GB მეორე ვინჩესტერი ადგილი კი აქვს მაგრამ სატას დამაგრძელებელს ვერ ვშოულობ მაზერზე მისაეთებელის ან ჰიბრიდ ვინჩესტერებში რომელია საუკეთესო და რა რესურსი აქვთ? ან ეს?http://www.ebay.com/itm/Seagate-Momentus-XT-ST750LX003-750GB-7200RPM-2-5-Hybrid-Hard-Drive-/230958810137?pt=US_Internal_Hard_Disk_Drives&hash=item35c637c419 ამასაც ბევრი აქებს Quote
მათე Posted September 28, 2014 Posted September 28, 2014 2016 წელი იქნება ZB ზეტაბაიტის წელი http://storageeffect.media.seagate.com/2014/07/storage-effect/2016-the-year-of-the-zettabyte/ Quote
სოსო Posted September 28, 2014 Posted September 28, 2014 ჩვეულებრივ მომხმარებელს ჩემის აზრით 2016 კი არა 2016 წელსაც არ დასჭირდება exabyte-ზე მეტი მეხსიერება მაქსიმუმამდეც რომ გავზარდოთ ფილმების და მუსიკის და სურათების ხარისხი რაღაც ზღვარის იქით ადამიანის თვალი და ყური ვეღარ აღიქვამს უკეთეს ხარისხს და ელემენტარულად საჭირო აღარ იქნება ხარისხის და შესაბამისად მოცულობის გაზრდაც ზეტაბაიტები დასჭირდებათ სერვერებს და შეიძლება დიდი სერვერები კი იქნება ზეტაბაიტების ფარგლებში უკვე ჩემის აზრით ქლაუდ საიტებს რაც მეხსიერება სჭირდებათ მარტო ეგ რომ გავითვალისწინოტ Quote
mail10 Posted October 21, 2014 Posted October 21, 2014 რამე ტორენტკლიენტი მირჩიეთ თუ არსებობს ვინდოუს 8.1-ზე ჰდდ რომ არ დაგრუზოს გამაწამა მოკლედ utorent-მა, ეგ თუ ჩავრთე სხვას ვეღარაფერს ვაკეთებ 5-10 წუთი Quote
kakha77777 Posted October 22, 2014 Posted October 22, 2014 რამე ტორენტკლიენტი მირჩიეთ თუ არსებობს ვინდოუს 8.1-ზე ჰდდ რომ არ დაგრუზოს გამაწამა მოკლედ utorent-მა, ეგ თუ ჩავრთე სხვას ვეღარაფერს ვაკეთებ 5-10 წუთი 8 და 8.1 ყველა ვერსია მასე შვება. Quote
Gogla1990 Posted October 22, 2014 Posted October 22, 2014 8 და 8.1 ყველა ვერსია მასე შვება. ჩემთან არ ტვირთავს, მუშაობს ჩვეულებრივად Quote
david_888 Posted October 22, 2014 Posted October 22, 2014 ჩემთან არ ტვირთავს, მუშაობს ჩვეულებრივად მერე შენ სისტემა hdd-ზე გიყენია? Quote
Gogla1990 Posted October 22, 2014 Posted October 22, 2014 მერე შენ სისტემა hdd-ზე გიყენია? არა, მაგრამ არცერთი პროცენტით მეტად არ ტვირთავს და რა აზრი აქვს? Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.