SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია SpaceX-ის სამომავლო მასიური რაკეტის - Big Falcon Rocket (BFR)-ის შესახებ.
რაკეტის შესაძლებლობებში ცვლილებებია. მასკი ამტკიცებს, რომ როგორც კი რაკეტის აგება დასრულდება, იგი შეძლებს 100 ტონა საჭირო მასალის მიტანას მარსამდე. რაკეტისთვის საჭირო იქნება საწვავის ხელახალი შევსება ორბიტაზე რაიმე კოსმოსური ტანკერიდან. მასკმა აგრეთვე მოახდინა დემონსტრირება, თუ როგორ დაეშვება რაკეტა მარსის ზედაპირზე. „მოუთმენლად ველოდები, ეს შესანიშნავი რამ იქნება“, განაცხადა მასკმა ღონისძიების მსვლელობისას.
BFR-ი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს SpaceX-ის გეგმებში ადამიანების მთვარესა და მარსზე გადაყვანის კუთხით. დასრულებული რაკეტა სიმაღლეში დაახლოებით 387 ფუტი იქნება (ეს დაახლოებით 40 სართულიანი სახლის სიმაღლის ტოლია, აგრეთვე NASA-ს რაკეტის - Saturn-V-ის ტოლი). რაკეტას ექნება SpaceX-ის მიერ განახლებული დიზაინის მქონე 31 ძირითადი Raptor-ის ძრავი, რომელიც უზრუნველყოფს 5 400 ტონის გაწევას.
ჯამში, BFR წარმოადგენს გიგანტური რაკეტის ამჩქარებლისა და მასიური სამგზავრო კოსმოსური კომალდის Big Falcon Spaceship (BFS)-ის კომბინაციას, და შეუძლია 100 მგზავრის კომფორტულად გადაყვანა. რაკეტა მიწაზე დაშვებისას შენელების იმავე სისტემას იყენებს, რასაც Falcon 9. როგორც მასკი ამბობს, BFR-ი არის პლანეტათაშორისი სამოგზაურო ტრანსპორტი და მას შეუძლია, შემოიფრინოს მთელი მზის სისტემა და მიაღწიოს სისტემის ნებისმიერ წერტილამდე.
BFR-ის აწყობა მიმდინარეობს ლოს-ანჯელესში, კომპანიის მთავარ ოფისთან ახლოს, კალიფორნიის შტატში. კომპანიამ მოახდინა რამოდენიმე ტესტის დემონსტრირება, რაც ეხებოდა რაკეტის მნიშვნელოვანეს კომპონენტებს, მაგალითად, საწვავით დატვირთვას და ძრავების მუშაობას.
მასკმა აჩვენა უკვე დასრულებული ცილინდრული ამჩქარებლის ფოტოებიც. მან განაცხადა, რომ რაკეტა უამრავ ტესტირებას გაივლის გაშვებამდე, პირველ ეტაპებზე ტესტირებები მოხდება ბორტზე ადამიანების ყოფნის გარეშე. SpaceX-ის პრეზიდენტის Gwynne Shotwell-ის თქმით, 2019 წლის ბოლოს BFS განახორციელებს მოკლემასშტაბიან ფრენებს. როგორც მასკი იმედოვნებს, BFR-ი თავის პირველ გაფრენას წითელი პლანეტისკენ 2022 წლისთვის მოახერხებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ვადები პერიოდულად მაინც შეიცვლება დიდი ალბათობით.
www.theverge.com