Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 11/20/14 in all areas

  1. ტელეფნების, კეისების, მაისურების, ტაბლეტების, ლეპტოპების და სხვა ნივთების: 1. მოხატვა - 5 ლარიდან. 2. მოხატვა + პოლირება - 10 ლარიდან. Facebook:აეროგრაფია - Airbrush E-mail: [email protected] Tel: 555 02 08 13;
    2 points
  2. სალამი, მაინტერესებს თქვენი აზრი, ე.ი ვაწყობ ავტო სიმულატორს. (პრინციპში მოვრჩი მხოლოდ სპორტული სკამი დამრჩა დასაყენებელი და მალე ეგეც მზად იქნება) , ხვალ სხვა ფოტოებს + ვიდეოსაც დავდებ. მონაცემებია: 1. VIDEO: ASUS GeForce GTX 780 OC DirectCU II 941MHZ 3GB Video Card - 88434 2. MOTHER : INTEL BOXDP67BGB3 INTEL P67 CHIPSET MOTHERBOARD 3. PROCESSOR : INTEL I5 3570K 3.4GHZ-3.8GHZ UNLOCKED QUAD CORE CPU PROCESSOR 4. MEMORY : 8GB DDR3 1600 MHZ DUAL CHANNEL MEMORY 5. სამი 24 - იანი მონიტორი . 6. რული : Thrustmaster T500RS Racing Wheel & Pedals (მთლიანად რკინის კონსტრუქიაა რულის შგნითაც და პედლებიც). 7. გადაცემის კოლოფი: TH8A Add-On Shifter (ესეც სულ რკინისაა). 8. ხელის ტორმუზი: ტოიოტას მოვხსენი (დამონტაჟებულია მაგრამ ელექტრ. შესაერთებელია). 9. სკამი ჯერჯერობით ე კლასისაა მაგრამ სპორტული რიკაროს სკამი დაყენდება. ყველა თამაში (რაც მაქვს) მაქსიმალური მონაცემებით უპრობლემოდ ეშვება. ასსეტო კორსა, დირთ3, NFS RUN, SHIFT2. r-factor -ის ჩაწერა დავიწყე, მაგრამ ჯერ ვერ მოვრჩი. ვფიქრობ 4- 6 ცალის გაკეთებას და სიმულატორ კლუბის გაკეთებას. როგორ ფიქრობთ იქნებ მოთხოვნა მსგავის ტიპის სიმულატორებზე? ჩემპიონატები რომ ჩატარდეს და ა.შ... პლუს იქნებ მირჩიოთ რა თამაშები აჯობებს რომ დავამატო. და კიდევ ერთი, სხვა თამაშებისაგან განსხვავებით, Assetto Corsa სამ მონიტორზე რატომღაც არ გიაშალა (იქნებ ვინმემ იცის როგორ ყენდება 3 მონიტორზე და მომაწოდოს ინფო).
    2 points
  3. გაგიმარჯოს. 2გბიანი 770ების სლის გაკეთება ყოვლათ გაუმართლებელია. 2გბ კი არა ხან 3გბ აღარ ყოფნის ამ უპტიმიზაციო თამაშებს. ყველა ვარიანტში 970ის ყიდვა ჯობია. 980ი ძვირია და ფასიდან გამომდინარე მაგდენით ვერ ჯობია 970ს.
    2 points
  4. ჰაჰა ლაიკა სად გაეძრო
    2 points
  5. სტატიის ავტორი westsider კვების წყარო გახლავთ 220 ვოლტი ცვლადი დენის მუდმივზე გადამყვანი,რომელიც დგას ნებისმიერ კომპიუტერში და მასზეა დამოკიდებული სისტემის საერთოდ ფუნქციონირება და სტაბილურობა.მისი ხარისხი განაპირობებს ასევე კარგ შედეგებს ოვერქლოქინგის დროს უფრო კონკრეტულად კვების ბლოკის და ხარისხის შესახებ ქვემოთ: ფორმა არის სტანდარტი და მიდის ნებისმიერ კორპუსში უკნიდან მაგრდება 4 ბოლტით და სირთულეს არ წარმოადგენს ბლოკს გააჩნია 24+ თვე გარანტია ტოპ ფირმებს 36+ თვე აქვს მთავარი მახასიათებელი თვისებებია : სიმძლავრე,დენის ძალა,ძაბვის არხები და ოდენობა,გაგრილების ხმაური და ხარისხი,კაბელის სისტემა სიმძლავრე და დენის ძალა გახვალვთ სუფთა ელექტრული მახასიათებლები იმის მიუხედავად რომ 95% სიმძლავრეს უყურებს, უფრო მნიშვნელოვანია დენის ძალა ზუსტად ეს გახლავთ სხვაობა ძვირფას და იაფიან ბლოკებს შორის მაგალითად 500 ვატიანი ელსი ,სინანი ან Xილენსი ჯდება 40-50 ევრო იგივე სიმძლავრის SeaSonic,Tagan,ThermalTake , Coba და ა.შ. ასე 100 ევრო განსხვავება იმაშია რომ იაფიან კვებას აქვს 1 ან 2 12 ვოლტიანი გამომავალი კანალი ძვირფასებს 3 ან 4 დენის ძალა თითო კანალზე გაცილებიტ მეტია კარგ ბლოკებზე ვიდრე იაფიანებზე ასევე ისიცაა რომ იაფიან კვების ბლოკებს ხშირ შემტხვევაში მატყუარა 2 კანალი აქვს ესაა სინამდვილეში 1 12 ვოლტიანი კანალი რომელიც გაყოფილია და გარეთ გამოდის ორი კაბელი ასეთი ბლოკის მაღალი ვატები ვერ გიშველით ადრე თუ გვიან ბოლი გაუვა თუ ზედმეტს დაგრუზავთ დრევანდელი კვების ბლოკები იძლევა შემდეგ ძAბვას: 3.3V+,5V+ და 12V+ აქედან 3.3 და 5 ვოლტზე ყველა იაფიან კვებას აქვს მაღალი დენის ძალა (იზომება ამპერებში) ეს იმიტომ რომ ამ ძაბვას დიდად არ მოიხმარს მაზერბორდი და არცაა საჭირო ზედმეტი ამპერაჟი კომპისთვის კვების ბლოკს შეიძლება ეწეროს დავუშვატ 500 ვატი,მაგრამ უნდა ნახოთ ეს სიმძლავრე რამის ჯამი ხო მარაა მაგალითად ხშირად აწერენ 3.3 + 5 ვოლტის სიმძლავრეს ცალკე და 12 ვოლტისას ცალკე მერე ამას აჯამებენ და აწერენ 500 და მეტ ვატს როცა სინამდვილეში 12 ვოლტზე რეალური სიმძლავრე ასე 250 ვატი შეიძლება იყოს ძვირფას კვების ბლოკში არასოდეს არაა დაჯამებული სიმძლავრე მაქსიმუმი რაც აწერია ეგაა 12 ვოლტის სიმძლავრე და ცალკე მიწერილია 3.3 და 5 ვოლტიც Dual Core ან Quad Core + ერთი ვიდეო დაფა საჭიროა 2 იზოლირებული 12 ვოლტიანი კანალი რომლიდანაც ერთი მიეწოდება მაზერბორდს და მეორე ვიდეოკარტას ორი კანალი მოგემთ საშუალებას რომ შეაერთოთ ჰაი ენდ კარტებიც და კვების ბლოკ იარ გადახურდება თუ აპირებთ Quad Core + Dual ვიდეო ან 3X სისტემა ან ახალი Quad SLI ან CrossFire მაშინ შესაბამისი რაოდენობის კანალებია საჭირო სასურველია პროცესორმა და მაზერმა ცალკე კანალი მიითვისონ და ვიდეოკარტებმა ცალცალკე ყველამ თავისი კვების ბლოკების შტეკერი მაზერზე ამ წუთას შეგხვდებათ ATX 1.0 და 2.0+ 1.0 არის 20 პინიანი და 2.0 24იანი 2.2 ვერსიას აქვს უკვე 8 პინიანი პროცესორის კვება 4 პინიანის მაგივრად თუმცა ეს კაბელი უნივერსალია ყველა ბლოკზე შუაზე იყოფა და მაინც ერთდება 4 პინიანშიც ესეც 20 პინი და ესეც უნივერსალური შტეკერი რომელიც მიდის ორივე მაზერზე კონკრეტულად 1.0 : 20 პინი /4პინი 1.3 : 20 პინი/4 პინი + სატა 2.0 : 24 პინი/4 პინი + სატა + 6პინი პისიაი ექსპრესი 2.2 : 24პინი/4/8 პინი + სატა + 6პინი პისიაი ექსპრესი რაც შეეხება გაგრილებას ძირითადში კვება გრილდება ქვემოთ დაყენებული 120მმ ვენტილატორით ასევე ზოგიერთ მათგანს აქვს უკნიდან 80მმ ან ქვემოთ 140 მმ და უკნიდან 80მმ ვენტილატორების გამოცვლა შესაძლებელია , მაგრამ ლუქი იხევა და გარანტია იკარგება ძვირფას კვებას აქვს უკნიდან მინი გადამრთველი რომელიც ბრუნებს არეგულირებს კვების ბლოკის ხმაური დიდი პრობლემაა ხშირად თუ ნონეიმს ან რამე იაფიანს იყიდით და მისი დარეგულირება გახსნის გარეშე არანაირად არ გამოდის ამიტომ წინასწარ ჩაართვევინეთ როგორმე ან გატესტეთ ,თუ არ გინდათ რო ბღუილმა წაგიღოთ ტვინი ამ წუთისთვის არსებობს : აქტიური,პასიური და წყლის გაგრილებიანი კვების ბლოკები 95% წარმოადგენს აქტიურებს ძვირი და მოუქნელი სიამოვნებაა პასიური გაგრილება დიდია და მძიმე ძნელი ჩასაყენებელია და ბევრ ადგილს იკავებს და ვენტილატორი მაინც აქვს,რომელიც დიდ გრუზზე ირთვება ამის ყიდვას ჯობს ისევ ძვირფასი და კარგი კვება აიღოთ აქტიური სისტემით წყლის გაგრილებიანი იშვიათობაა და ჩუმი ფასი ძალიან ძვიირ და რაც ყველაზე ცუდია ,არცევანია მწირი და დიდი ტექ მონაცემებიტ ვერ გამოირცევა საილენთმაქსის წყლის სისტემით გაგრილებული კვება კვების ბლოკები არის ან სტანდარტული კაბელების სისტემითან სრული მენეჯმენტით ეს გახლავთ კაბელ მენეჯმენტი ფასში პრინციპში არაფერი ემატება თუ შევადარებტ იგივე ხარისხის უბრალო სისტემიან კვებას და კარგია ცოტა ადგილს იკავებს კეისსი დენის კაბელები თუ რამე გამომრცა ან დამავიწყდა,მომწერეტ ან აქ დაპოსტეთ და $#^#(|დები ყველა კიტხვაზე გიპასუხოთ თქვენი ვესტსაიდერი :D
    1 point
  6. მოკლედ ამ თემას ვხსნი ubuntu-ს მომხმარებლებისთვის. აქ იქნება სხვადასხვა სკრიპტები, ტუტორიალები, საინტერესო პროგრამები, თემები და ყველაფერი რაც კი ამ OS-ს მომხმარებელს სჭირდება. თემა მუდმივად განახლდება დაემატება ახალ-ახალი ინფორმაცია. კარგი იქნება თუ თქვენგანაც წამოვა რაიმე სახის სიახლეები. თუ რამე კარგი იქნა დაპოსტეთ აქ და მე დავამატებ ხოლმე პირველ პოსტში. რატომ linux? 1 მასზე ვირუსები თითზე ჩამოსათვლელადაა, (შეიძლება ითქვას რომ არაა) რომლებიც შეიძლება ცხოვრების მანძილზე ვერც კი ნახოთ. 2 windows-სგან განსხვავებით linux არასოდეს ნელდება. ჩაწერეთ/წაშალეთ რაც გინდათ არანაერი დეფრაგმენტაცია არ ჭირდება. 5 წლის შემდეგაც კი ის ისეთივე სწრაფი იქნება როგორიც დაყენების დღეს 3 linux აქვს ძალიან დიდი customization-ს შესაძლებლობა. ნებისმიერი რამ შეგიძლიათ მოირგოთ თქვენს გემოზე. აკეთეთ ის რაც გსურთ 4 linux არის გაცილებით სტაბილური ვიდრე windows. ის არ იქრაშება. სწორედ ესაა მიზეზი რატომაც აყენია ის სუპერკომპიუტერების 95%-ზე. 5 open source apps & linux არის უსაფრთხო მოსახმარად. არანაერი კრეკები და ჩაშენებული ვირუსები და spyware-ები. (watch dogs-ს პირველ ვერსიაში ვიღაცა ახვარი რუსი ბიტკოინებს რო აკეთებდა თქვენი კომპით ) 6 აქვს Software Center, საიდანაც დააყენებთ თქვენთვის საჭირო პროგრამებს. (დიახ windows 8-მ აქედან გადაიღო იდეა, მაგრამ ნამდვილად არ გაამართლა windows-ში) 7 linux ძალიან კარგად ახერხებს თქვენი მოწყობილობების იდენტიფიკაციას და არ დაგჭირდებათ გაიაროთ დრაივერების დაყენების ნელი და მტანჯველი გზა ისე როგორც ზოგჯერ windows-ში ხდება 8 linux არის 100% უფასო და open source და თქვენ გაქვთ შეუზღუდავი support. კერძოდ ubuntu-ს მაგალითად ძალიან მაგარი comunity ყავს 9 Google, Facebook, Nasa სერვერები და სუპერკომპუტერებიმთელს მსოფლიოში მუშაობენ სწორედ ამ სისტემაზე, Linux-ზე. მილიონობით ადამიანი და ათასობით კომპანია დაკავებულია linux-ს დეველოპინგით, მათ შორის თქვენი საყვარელი Microsoft აქ თუ რამეს ვერ ნახავთ არ დაიზაროთ და თავად გადახედეთ აქ --- > https://sites.google.com/site/easylinuxtipsproject/Home ესეც ძალიან კაი საიტია --- > http://ubuntuforums.org/ ძალიან მაგარი საიტია. აბსოლუტურად ყველაფერი წერია ubuntu-ზე რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ დამწყებებსაც ად უბრალოდ მოყვარულებსაც ვისაც ადრეც გქონიათ შეხება ubuntu-სთან. თუ გაინტერესებთ კერნელი და ზოგადად linux-ს მუშაობის დეტალები. აგერ საკმაოდ ძვირიანი კურსების კონსპექტები მაქვს. 8 თავი უნდა დავამატო და სრულსაც დავდებ მანამდე კი ეს წაიკითხეთ. საკმაო ინფორმაციას მიიღებთ ამ სისტემებზე. http://allshares.ge/download.php?id=0914343C76 მაშ ასე დავიწყოთ. ინსტალაცია, საჭირო პროგრამები და თემები, საინტერესო და გამოსადეგი სკრიპტები და ტუტორიალები.) თქვენი ასაკრეფი ბრძანებები წითლადაა რომ არ აგერიოთ სხვებში. მოკლედ მაქსიმალურად გამარტივებულად მაქვს ახსნილი. თუ რამეს ვერ გაიგებთ აქ დაწერეთ და დაგეხმარებით როცა შემეძლება. terminal იხსნება ctrl + alt + T ღილაკების კომბინაციით. ან dash-დან win ღილაკს დააწექით გაიხსნება, ჩაწერეთ terminal და ნახავთ. ეს კარგად დაიმახსოვრეთ თორემ ubuntu terminal-ს გარეშე იგივეა რაც კომპი უმონიტოროდ და უმაუსოდ UBUNTU-ს გადმოწერა და ფლეშკაზე ჩაწერა ძველ კომპიუტერებზე პირდაპირ დაყენებაზე გადადით არაფერი არაა საჭირო. ახალ კომპიუტერებზე UEFI bios-თ ან notebook-ებზე სადაც windows 8 pre-installed არის და UEFI bios-ები მიყევით ამ ინსტრუქციას. გაითვალისწინეთ windows 8 UEFI კომპიუტერებზე ყოველთვის უნდა დააყენოთ 64 bit-იანი ubuntu! installation საინტერესო და გამოსადეგი სკრიპტები და ტუტორიალები რა არის SSH? უბრალოდ პროგრამა რომლის დახმარებით შეგიძლიათ შეხვიდეთ სხვა კომპიუტერში. მე მაგალითად სამსახურის კომპტან მუდმივი წვდომა მაქვს. ანდროიდის ტელეფონიდანაც კი უნდა იცოდეთ იმ კომპიუტერის გარე IP რომელსაც უკავშირდებით, ასევე user-ს სახელი და პაროლი. თუ კომპიუტერი პირდაპირ ინტერნეტთანაა დაკავშირებული მხოლოდ ამ ინფორმაციით შეხვალთ უპრობლემოდ. თუ router-ს გავლითაა, მაშინ დაგჭირდებათ პორტის გდამისამართება. კერძოდ როუტერის 22 პორტი უნდა გადაამისამართოთ კომპიუტერის 22 პორტთან. SSH 22 პორტზე მუშაობს. ამის შემდეგ ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლიათ იმ კომპიუტერში. ბრძანება გამოიყურება ასე ssh "username"@"ipaddress" თუ იმ კომპიდან გინდათ რაიმე პროგრამის გახსნა ტქვენტან გრაფიკული ინტერფეისით მაშინ ssh -X "username"@"ipaddress" მერე terminal-ში გაუშვიტ პროგრამა და გაიხსნება თქვენთან. თუ ფაილების გადმოწერა ან ჩაწერა გნებავთ იმ კომპიუტერში თქვენი კომპიუტერიდან მაშინ sftp "username"@"ipaddress" ეს ტერმინალიდან და შეგიძლიათ ჩვეულებრივი ფანჯრიდან შეხვიდეთ და პირდაპირ დაინახოთ ფაილები და ფოლდერები. გახსეით თქვენტან რამე ფოლდერი დააჭირეთ ctrl + L-ს და ველში ჩაწერეთ sftp://username@ipaddress ასევე შეგიძლიათ შექმნათ რაიმე ფოლდერი და დააკავშიროთ სხვა კომპიუტერის რომელიმე ფოლდერთან. აქ რასაც ჩააგდებთ ავტომატურად იმ კომპიუტერში დაიკავებს ადგილს ფაქტიურად cloud server რა 1) ssh-თ შესვლა სხვა კომპიუტერზე პაროლის მოთხოვნის გარეშე 2) ubuntu terminal-ში უკვე გამოყენებული ბრძანებების იოლად პოვნა. 3) ssh tunnel-ს დახმარებით ინტერნეტში სხვა კომპიუტერით გასვლა. ხო ვისაც DSL გაქვთ ან ლოკალი გაქვთ უფრო სწრაფი ვიდრე გლობალი. თუ ისეთ კომპიუტერს დაუკავშირდებით რომელიც თქვენსაზე სწრაფია, შეძლებთ თქვენი გლობალი გაიზარდოს და გახდეს იგივე სისწრაფის რაც ლოკალი გაქვთ. მაგალითად თქვენი ლოკალური სიჩქარეა 900 KB/s და გლობალია 300 KB/s დაუკავშირდით ვიღაცას ვისაც აქვს 3000 KB/s ამ მეთოდით თქვენი გლობალიც გახდება 900 KB/s ასე რომ გაავრცელეთ ხალხო ubuntu 4) გაიმარტივეთ ცხოვრება, დიდი ბრძანების სხვა უფრო მოკლე ბრძანებით ჩანაცვლება. 5) DVD RW-ს გაღება დაკეტვა კლავიშების კომბინაციით 6) Conky-ს დაყენება (ესაა windows gadget-ს მსგავსი ლამაზი ინტერფეისის მქონე პროგრამა, რომელიც ანახებს ციფერბლატიან საათს, RAM-ს SWAP-ს, HDD-ს, CPU-ს დატვირთვას და დროს თუ რამდენი ხანია კომპიუტერი ჩართული) 7) sudo-ს გამოყენება password-ს შეყვანის გარეშე 8) პაროლის არასწორად შეყვანის შემთხვევაში desktop-ზე იქმნება ფაილი სახელად whowashere და თითოეულ ხაზში იწერება არასწორი პაროლის შეყვანის დრო ჩართვის მერე რო ნახავთ თუ გსურთ წაშალეთ ეს ფაილი. თუ არადა დატოვეთ. 9) შექმენით საკუთარი საინსტალაციო ISO. ეს არის უნიკალური პროგრამა რომლის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი სისტემიდან ISO ფაილი, რომელშიც იქნება ყველა ის tweak, theme-ბი და პროგრამები, მოკლედ ყველაფერი რაც გაქვთ სისტემაში. უნიკალურობა კი იმაშია რომ ამ ISO-ს დაყენება შეიძლება ნებისმიერ სისტემაზე არის ასეთი windows-ზე? 10) Ubuntu-ში cluster-ს შექმნა. არის ასეთი პროგრამა MPI რომლის დახმარებით შეიძლება რაიმე დავალების გადანაწილება ძალიან ბევრ პროცესორზე, თუ რათქმაუნდა თავად იმ პროგრამას აქვს ამის მხარდაჭერა. (ჩემ შემთხვევაში ქონდა და i7 3930k-ზე მშვენივრად უშვებდა 12 ნაკადზე) მაგრამ ხო იცით ჩვენ სისწრაფისკენ მივილტვით. ამიტომ ვნახე ეს გამოსავალი. ამით შეიძლება რამდენიმე კომპიუტერის რესურსების გაერთიანება, დანარჩენს კი MPI გააკეთებს თემის ავტორი: matusala
    1 point
  7. გაგიმარჯოთ ფორუმელებო! წავუმაკინტოშოთ: Mac OS (Macintosh Operating System) -დაპატენტებული ოპერაციული სისტემა გრაფიკული ინტერფეისით.იგი Mac OS X-თან პოპულარობით მეორე os-ია მსოფლიოში.იგი დაამზადა მწარმოებელმა Apple-მ თავის კომპიუტერებისათვის. ტერმინი „Mac OS“ გამოჩნდა 1990 წელს,როდესაც ოფიციალურად გამოიყენეს იგი. Mac OS -ის ძველი ვერსიები თავსებადი იყო მხოლოდ მის პროდუქციასთან,რომელიც დაფუძნებული იყო Motorola 68k პროცესორებზე,შემდეგი ვერსიები თავსებადი იყო PowerPC არქიტექტურასთან.1984 წელს Apple Computer-მა წარმოადგინა კომპიუტერი Macintosh,ოპერაციუსი სისტემით System 1.მომხმარებელს შეეძლო სისტემის მართვა მაუსითაც. ვერსია System არის სახელწოდებით 7.6 და მის შემდეგ ყველა ვერსიას ეწოდება Mac OS...Apple-მ სისტემა „ისისხა“ Xerox PARC-ისგან. Macintosh-ის შემქმნელებმა გამოიყენეს ზოგი იდეები Xerox-ისგან და "გააფუეს" მათი ოპერაციული სისტემა. მაკინტოშის ოპერაციული სისტემა,1984წელი. Mac OS X არის POSIX (Portable Operating System Interface for Unix)თავსებადი ოპერაციული სისტემა,მწარმოებელი კი -Apple.იგი წარმოადგენს ძირითად ოპ.სისტემას 1984 წლიდან,შედის Apple OS X-ოჯახში,მას აგრეთვე ეკუთვნის ოპ.სისტემა მობილურისათვის Apple iOS. Apple Mac OS X-ში გამოიყენება ბირთვი Darwin(POSIX-თავსებადი ღია ოპ.სისტემა,გამოშვებული Apple Inc-ის მიერ 2000წელს),რომელიც დაფუძნებულია მიკრობირთვ Mach-ზე(ოპერაციული სისტემის მიკრობირთვი,შემუშავებული Carnegie Mellon University-ს მიერ) და კოდი რომელიც Apple-მ დაწერა(ოპ.სისტემის კოდი კი NeXTSTEP და FreeBSD). Apple Mac OS X მზადდება Macintosh-ის კომპიუტერებისათვის,PowerPC და Intel-ის პროცესორთა ბაზაზე. 10.6 ვერსიიდან დაწყებული ყველა მომდევნო ოპერაციულ სისტემას აქვს ინტელის პროცესორთა მხადრაჭერა. FreeBSD - თავისუფალი უნიქს-ს მაგვარი ოპერაციული სისტემა,AT&T Unix-ის წინაპარი BSD ხაზით.შექმნილია უნივერსიტეტ ბერკლ-ში. FreeBSD მუშაობს X86 არქიტექტურაზე,Microsoft Xbox-ის ჩათვლით,აგრეთვე DEC Alpha, Sun UltraSPARC, IA-64, AMD64, PowerPC, NEC PC-98, ARM.მზადდება MIPS-არქიტექტურის მხარდაჭერითაც. FreeBSD-მ თავი კარგად წარმოაჩინა როგორც სისტემამ ინტერნეტის და ინტერნეტ-სერვერისთვის.მას აქვს სანდო ქსელური აღჭურვილობა და მახსოვრობასაც ეფექტურად იყენებს. FreeBSD-ს შემუშავება დაიეყო 1993 წლიდან. FreeBSD ყენდება:DVD-ROM,USB,CD-ROM,FAT, სერვერიდან FTP ან NFS,მაგნიტური ლენტიდან. მისი ვერსიებია: FreeBSD3, FreeBSD4, FreeBSD5, FreeBSD6, FreeBSD7, FreeBSD8, FreeBSD9. Mac OS X -სა და Mac OS -ს შორის დიდი სხვაობაა.სისტემის ფუძეს წარმოადგენს POSIX თავსებადო ოპერაციული სისტემა Darwin,რომელიც თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფაა.მის ბირთვს წარმოადგენს XNU,რომელშიც გამოიყენება ბირთვი Mach და სტანდარტული სერვისები BSD.ყველაფერი Unix-ში შესაძლებელია კონსოლის დახმარებით. ამ ფუძის ზემოთ Apple-მ შეიმუშავა ბევრი დაპატენტებული კომპონენტები,როგორიცაა API Cocoa, Carbon და Quartz. Mac OS X-ში შედის ბევრი შესაძლებლობები,რომელიც ხდის მას სტაბილურს,ვიდრე მისი წინა ვარსია Mac OS 9. В Mac OS X-ში გამოიყენება მრავალფუნქციონალურობა და მახსოვრობის დაცვა,რომლის მეშვეობით შეგვიძლია რამოდენიმე პროცესის გაშვება ერთმანეთის დაუზიანებლად. Mac OS X-ის არქიტექტურაზე გავლენა იქონია OpenSTEP-მა,რომელიც ჩაფიქრბული იყო პორტატული ოპერაციული სისტემა.მაგ: NeXTSTEP დაპატანტებული იქნა ორიგინალი პლატფორმიდან 68k კომპიუტერიდან NeXT,მანამდე,სანამ NeXTSTEP-ს Apple შეიძენდა. OpenSTEP დაპატენტებული იქნა PowerPC-ზე Rhapsody პროექტის ჩერჩოებში. უფრო შესამჩნევი გახდა გრაფიკული დიზაინი Aqua,მომრგვალებული კუთხეების გამოყენება,ნახევრადგამჭვირვალე ფერები ამათმა და კიდევ სხვა კომპონენტებმა იმოქმედეს აპარატული აღჭურვილობის შიდა ხედზე პირველ iMac-ებზე. Mac OS X-ის პირველი ვერსიის გამოსვლის შემდეგ სხვა მწარმოებლებმაც გამოიყენეს დიზაინი Aqua. Mac OS X-ის პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ჩართულია Xcode,რომელიც შესაძლებელს ქმნის მრავალენოვანი პროგრამების შემუშავებას, Си, C++, Objective-C, Ruby და Java-ს ჩათვლით.მას აქვს Universal Binary(უნივერსალური პროგრამები) ,რომლებიც შეიძლება გაეშვას რამოდენიმე ოპერაციულ სისტემაზე (x86, PowerPC),როგორც „fat binaries“-ში გამოიყენებოდა 1 განცხადების გასაშვებად 68k და PowerPC პლატფორმებზე. Mac OS X-ის მახასიათებელია: ქვესისტემა ღია კოდით Darwin (ბირთვი Mach, საშვალებათ ნაკრებიBSD). პროგრამისრების სფერო Core Foundation (Carbon API, Cocoa API и Java API). გრაფიკული ბირთვი Aqua (QuickTime, Quartz Extreme и OpenGL). ტექნოლოგია CoreImage, CoreAudio და CoreData. Mac OS 9დან Mac OS X-ზე გადასასვლელედ შეიმუშავეს აპლიკაცია Carbon-ზე დაწერილი.Carbon-ს შეუძლია ამ მწარმოებლის ნებისმიერ ოფ.სისტემასთან იმუშაოს,მეორემხრივ კი Mac OS X-ს აქვს ბევრი შთამომავალი OpenSTEP-იდან,რომელიც პირიქით,სხვა ვერსიასთან არაა თავსებადი (Mac OS). Apple რეკომენდაციას უწევს API-ს,სახელად Cocoa,აქაც გვხვდება OpenSTEP-ის კვალი. Mac OS X-ს აქვს Java-ს მხარდაჭერა.ეს ნიშნავს რომ,Java-ზე დაწერილი აპლიკაცია მუშაობოსას იყენებს Swing-ს,და გამოიყურება როგორც აპლიკაცია Cocoa. ჩვეულებისამებრ ეს (Cocoa) აპლიკაცია მუშავდება Objective C-ზე,Java-ს ალტერნატივაზე.2007წლის 25 ივლისს Apple-მ განაცხადა რომ მომდევნო გაფართოვება Cocoa-ში არ იქნება პორტირებული Java-ზე.Mac OS X-სს შემადგენლობაში,10.5 Leopard ვერსიიდან მოყვება ინტერპრეტატორი Ruby Cocoa-ს მხარდაჭერით. Mac OS X წარმოადგენს ოპერაციულ სისტემას UNIX-ზე.ეს იმას ნიშნავს,რომ BSD, GNU/Linux და სხვა UNIX-სისტემებზე პროგრამები იმუშავებს Mac OS X-ზე თავისუფლად ან ცვლილებების შეტანის შემდეგ კოდში.ამ პროგრამების მოსახერხებლად დასაინსტალირებლად შემუშავებულია პაკეტთა მენეჯერი Fink ან MacPorts (ძველი ვერსია-DarwinPorts). 10.3 ვერსიიდან დაწყებული Mac OS X-ში ინტეგრირებულია X11.app, X-სერვერის მორგებული ვერსია.ეს საშვალებას იძლევა Mac OS X-ზე გაიშვას აპლიკაცია შემუშავებული X11-ზე,gtk, Qt-ს გამოყენებით,Qt4 -ს აქვს Mac OS X-ის მხარდაჭერა როგორც რეჯიმ X11,ასევე ჩვეულებრივ რეჟიმში Aqua. X11.app-ის მონიტორზე გამოსაყვანად იყენებენ Quartz-ს,მაგრამ X11.app აქვს რიგი პრობლემების,როგორიცაა Aqua სტილის მხარდაჭერის არქონა და Unicode-ს არასრული მხარდაჭერა . უფრო ძველ ვერსიებში ОС შეიძლება გაიშვას X-სერვერიდან XDarwin-ის გავლით. Mac OS X დაფუძნებულია XNU ბირთვზე,რომელიც შექმნილია მიკრობირთვ Mach 3.0-ზე. ხაკინტოში: Apple-ს განცხადებით Mac OS X არ გაეშვება x86(32 ბიტიან) კომპიუტერზე,რომელიც არ დაამზადა მან,მაგრამ „კანონი არსებობს იმისათვის რომ დაარღვიო“.გატეხილი Mac OS X კი მუშაობს 32 ბიტიან სისტემებზე.ისინი იქმნება OSx86-ის მიერ. მახასიათებლები: გრაფიკული ფენის შიდა მოდელი Quartz თავსებადია Portable Document Format (PDF) ესთეთიკური „ხატულები“ ,სარკმლებს გარშემო ჩრდილები .... „მენიუ“-ში არის ორთოგრაფიის შემოწმება,სპეციალურ სიმბოლოთა პალიტრა,ფერთა არჩევანი,შრიფტის არჩევანი. ინტერფეისის ელემენტთა სიგლუვე ინტერფეისის ახალი ელემენტები(drawers) მცურავი ფოკუსი როდესაც გადავერთვებით სხვადასხვა განცხადებების სარკმლებს შორის ColorSync,გამოიყენება ფერის არჩევისათვის ინტერფეისში. OpenGL გამოიყენება სარკმელთა დისპლეიზე გამოტანისათვის,საშვალებას იძლევა გამოვიყენოთ აპარატურული აჩქარება Quartz Extreme(გამოჩნდა 10.2 ვერსიაში). Dashboard მხარს უჭერს widgets,რომლის გამოძახება და დამალვა შეგვიძლია(გამოჩნდა 10,3 ვერსიაში ). Exposé(გამოჩნდა 10,3 ვერსიაში)აჩვენებს ყველა გახსნილ სარკმელს მინიატურულად,შეგვიძლია გადავერთოთ ერთერთ მათგანზე. კოდირება Unicode გამოიყენება მთელ ოპ.სისტემაში. კარგად დაპროექტებული არქიტექტურა საშვალებას იძლევა განცხადების კოდი მოვაცილოთ ტექ სტურ ინფორმაციას. FileVault(გამოჩნდა 10.3 ვერსიაში) შიფრავს მომხმარებლის „სახლის“ კატალოგს 128 ბიტიანი AES-ით. Spotlight-საძიებო ტექნოლოგია (გამოჩნდა 10,4 ვერსიაში). Automator (გამოჩნდა 10,4 ვერსიაში)-მოქმედებათა განხორციელების სხვადასხვა განზხადებებზე ავტომატიზირება. Mac OS ვერსიები: Mac OS X Public Beta — 2000 წელი10.0 Cheetah (გეპარდი) — 2001 წელი10.1 Puma (პუმა) — 2002 წელი10.2 Jaguar (იაგუარი) — 2003 წელი10.3 Panther (pantera) — 2004 წელი10.4 Tiger (ვეფხვი) Build 8A428 — 29 აპრილი,2005 წლის.10.4.1 Build 8B15 — 16მაისი,2005 წლის10.4.2 Build 8C46 — 12 ივნისი ,2005 წლის10.4.3 Build 8F46 — 31 ოქტომბერი ,2005 წლის10.4.4 Build 8G32 — 10 იანვარი, 2006 წლის10.4.5 (PowerPC) Build 8H14 — 14 თებერვალი,2006 წლის10.4.5 (Intel) Build 8G1454 — 14 თებერვალი,2006 წლის10.4.6 (PowerPC) Build 8I1119 — 3 აპრილი, 2006 წლის10.4.6 (Intel) Build 7U16 —3 აპრილი,2006 წლისгода.10.4.7 (PowerPC) Build 8J135 — 27 ივნისი2006 года.10.4.7 (Intel) Build 8J2135 — 27 ივნისი, 2006 წლის10.4.8 (PowerPC) Build 8L127 —29 სექტემბერი,2006 წლის10.4.9 (PowerPC) Build 8P135 — 13 მარტი, 2007წლის.10.4.9 (Intel) Build 8P2137 — 13 მარტი, 2007 წლის10.4.10 (PowerPC) Build 8R218 — 20 ივნისი, 2007 წლის10.4.10 (Intel) Build 8R2218 — 20 ივნისი, 2007 წლის10.4.11 (PowerPC) Build 8S165 — 14 ნოემბერი, 2007 წლის10.4.11 (Intel) Build 8S2167 — 14 ნოემბერი, 2007 წლის 10.5 Leopard (Леопард) Build 9A581 —26 ოქტომბერი, 2007 წლის.10.5.1 Build 9B18 — 15 ნოემბერი, 2007 წლის10.5.2 Build 9С31 — 11 თებერვალი, 2008 წლის10.5.3 Build 9D34 — 28 მაისი, 2008 წლის10.5.4 Build 9E17 — 1ივნისი, 2008 წლის 10.5.5 Build 9F33 — 16 სექტემბერი, 2008 წლის10.5.6 Build 9G55 — 15 დეკემბერი, 2008 წლის10.5.7 Build 9J61 — 12 მაისი ,2009წლის.10.5.8 Build 9L30 — 5 აგვისტო, 2009 წლის. 10.6 Snow Leopard Build 10A432 — 28 აგვისტო,2008 წლის10.6.1 Build 10B504 — 10 სექტემბერი 2009 წლის10.6.2 Build 10C540 — 9 ნოემბერი,2009 წლის10.6.3 Build 10D573 — 29 მარტი,2009 წლის10.6.4 Build 10F569 — 16 ივნისი,2009 წლის 10.6.5 10.6.6 Mac OS X Server 10.0 — მარტი 1999 წელი.10.1 —სექტემბერი,2001 წელი10.2 — 24 აგვისტო,2002 წელი.10.3 — 24 ოქტომბერი,2003 წლის10.4 — 29 აპრილი,2005 წლის10.5 — 26 ოქტომბერი,2009 წლის10.6 — 28 სექტემბერი,2009 წლის
    1 point
  8. Symbian OS Nokia-ს მობილური ოპერაციული სისტემაა მობილური მოწყობილობებისა და სმარტფონებისთვის. ის შემუშავებული იყო Symbian Ltd-ს მიერ, რომელიც დააარსეს კომპანიებმა Psion, Nokia, Ericsson და Motorola. 2008 წელს, ამ კომპნიებმა დააარსეს ახალი კონსორციუმი Symbian Foundation, რომელის მიზანია ღია კოდიანი მულტიპლათფორმული OS-ის შექმნა. Symbian LTD-ს დანარჩენი ნაწილი კი შეიძინა Nokia-მ. Symbin OS მუშაობს ექსკლუზიურად ARM პროცეორებზე, თუმცა აქვს ჯერ კიდევ დაურილიზებელი X86 პორტიც, ის არის არის ოპერაციული სისტმა EPOC32-ს შთამომავალი, რომელიც შექმნა Psion-მა თავისივე წარმოების ჯიბის კომპიუტერებისთვის. 1998-2000 წელს კოდის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიწერა, რათა მოეხდინათ მისი სრულყოფა და ოპტიმიზაცია შეზღუდული აპარატურული რესურსების მქონე მოწყობილობებზე. შემქმნელებმა შეძლეს მიეღწით მეხსიერების მნიშვნელოვანი ეკონომიისთვის, კოდის კეშირების გაუმჯობესებისთვის და ამის შედეგად პროგრამების სისწრაფის მომატებისთვის შემცირებული ენერგომომხმარებლობის პირობებში. მწარმოებელებისთვის ამ ყველაფერთან ერთად, განსაკუთრებით მიმზიდველი ფაქტია API-ს დონეზე ობიექტ-ორიენტირებული არქიტექტურა, რეალური მულტიტასკინგი. Symbian-ის შექმნისას ყურადღება გამახვილებული იყო შემდეგ ფაქტორებზე: მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოებასა და საიმედო შენახვაზე მომხმარებლის დროის ეკონომიაზე ძალზე შეზღუდულ რესურსებზე მუშაობაზე დღესდღეობით Symbian OS-ს ბაზრის 40%-ზე მეტი უჭირავს. ძირითადი პროგრამირების ენაა C++, აქვს ასევე ჩაშენებული JAVA-ს მხარდაჭერაც.ასევე შესაძლებელია პროგრამირების სხვადასხვა ენების გამოყენებაცL Python, Flash Lite, Ruby, .NET, Web Runtime (WRT).იყენებს მიკროკერნელს (მიკრობირთვს) არსებობს Symbian-ის რამდენიმე პლათფორმა: UIQ (User Interface Quartz)-Sony Ericsson და Motorola-ს სმარტფონების ძირითადი OS, მთავარი თავისებურებაა სენსორული ეკრანის მხარდაჭერა, 2006 წლიდან გადავიდა SE-ს საკუთრებაში, ხოლო 2008 წელს შეწყდა მისი განვითარება (მერე გადაერთო SE Windows Mobile-ზე) Series 60 (S60)-Nokia-ს ძირითადი პლათფორმა, თავიდან შექმნილი იყო სტანდარტული კლავიატურის მქონე სმარტფონებისთვი, თუმცა შემდეგ Nokia მთლიანად ამ სისტემის სრულყოფაზე გადაერთო, იყენებენ ასევე Samsung, Siemens და LG Series 80-Nokia იყენებდა QWERTY კლვიატურული სმარტფონებისთვის, თუმცა, შემდეგ შეწვიტა მუშაობა და S60-ის სრულყოფაზე გააგრძელა. FOMA (Freedom of Mobile Access)-გავრცელებულია იაპონიაში, იყენებს უმსხვილესი მობილური ოპერტატორი NTT DoCoMo, მას იყენებენ Mitsubishi, Fujitsu, Sony Ericsson და Sharp. გარდა ამისა არსებობს ცალკემდგომი მოწყობილობები, რომელიც იყენებს Symbian OS-ს, მაგალითად Nokia 7700, Nokia 7710 (Series 90) და SGH L870 მივყვეთ განვითარების ისტორიას: 1998 წელს დაარსდა Symbian LTD 1999 წელს კომპანია Psion უშვებს OS-ს EPOC Release 5, რომელმაც მიიღო დასახელება Symbian OS v5. ის გამოიყენებოდა მაგ SE-ს MC218-ში 2000 წელს გამოდის სისტემა EPOC5U (Symbian OS v5.1, u = Unicode) პირველად ის გამოიყენეს სმარტფონში Ericsson R380(ალბათ გახსოვთ ეს ტელეფონი) იმავე წელს გამოდის Symbian OS v6.0 და v6.1 ამავდროულად გამოდის პირველი სრულყოფილი Symbian -სმარტფონი Nokia 9210 იმ დროისთვის საოცნებო ტელეფონი 2004 წელს გამოჩნდა პირველი ვირუსი Symbian OS-ისთვის- Cabir, რომელიც თავისით ვრცელდებოდა ბლუთუსის საშუალებით და აზიანებდა მომხმარებლის ინფორმაციას იმავე წელს გამოვიდა Symbian OS v8.0, რომლის ძირითაი თავისებურება იყო ორი განსხვავებული ბირთვი: EKA1 და EKA2, ეს უკანასკნელი არ გამოიყენებოდა სმარტფონებში Symbian OS v8.1b-მდე. 2004 წელს გამოვიდა Symbian OS v9.0 ის იყენებდა EKA2 ბირთვს, ძირითადი ცვლილებები შეეხო უსაფრთხოებას: შემოღებული იქნა უსაფრთხოების სერთიფიკატები, რომელიც განსაზრვრავდა ამა თუ იმ აპლიკაციის წვდომის უფლებებს-როგორც აპარატურულს, ისე პროგრამულს და ასევე წვდომას მომხმარებლის მონაცემებთან. ასევე ამ ვერსიაში რეალიზებული იყო ARM5 პროცესორების მხარდაჭერა. თუმცა, ამ OS-ზე სმარტფონები გამოვიდა მხოლოდ 2006 წელს 2006 წლის პირველ კვარტალში გამოვიდა Symbian OS v9.2 Bluetooth 2.0 და OMA Device Management 1.2 მხარდაჭერით 2006 წლის 12 ივლისს გამოვიდა Symbian OS v9.3 იგივე S60 V3 HSDPA მხარდაჭერით. მაგალითად, მას იყენებს საქართველოში ყველაზე გავრცელებული სმარტფონი N73 2006 წლის 16 ნოებბრისთვის გაყიდული იქნა 100 მილიონი სმარტფონი Symbian OS-ის მხარდაჭერით. Symbian OS 9.4 გამოვიდა 2007 წელს, მასში მხარდაჭერილია SQL SQLLite-ს საშუალებით, Wi-Fi,სენსორული ეკრანი ასევე ოპტიმიზირებულია კოდი, პროგრამები ირთვება 75%-ით უფრო სწრაფად ვიდრე Symbian 9.3-ში. ეს რილიზი ცნობილია როგორც S60 5th edition ანუ S60 V5. მას იყენებენ მოდელები: Samsung i8910 Omnia HD, Nokia N97, Nokia N97 mini, Nokia 5800 XpressMusic, Nokia 5530 XpressMusic, Nokia 5228, Nokia 5230, Nokia 5233, Nokia 5235, Nokia C6-00, Nokia X6, Sony Ericsson Satio, Sony Ericsson Vivaz და Sony Ericsson Vivaz Pro. Symbian OS 9.5 გამოვიდა მალევე, მასში მხარდაჭერილია ციფრული მობილური ტელევიზია DVB-H და ISDB-T ფორმატში Symbian^3-სულ ახალი პროდუქტია, წინავერსიებისგან განსხვავებით მას გააჩნია FullHD Output-ის მხარდაჭერა, გაუმჯობესებულია ბრაუზერი, თაჩ-მენიუები, მხარდაჭერილია QWERTY და პრორტრეტული კლავიატურა,მულტითაჩი, მხარდაჭერილია ტექსტის შეყვანის SplitScreen რეჟიმი,Nokia-მ გამოაცხადა, რომ, Symbian^3-ს შემდგომი განახლებები დაფუძვნებული იქნება Qt Framework-ზე. პირველი სმარფონი ამ OS-ზე იყო Nokia N8, შემდეგ C7, C6-01 და ახალგამოსული Nokia E7. Symbian^3 ოჯახში შედიან Symbian Anna და Symbian Belle (ბოლო განახლება) 9.5(S60 v5.2) და 10.1(S60 v5.3) ვერსიები შესაბამისად.გამოსული Symbian Belles Future Pack 2, რომელშიც გაუმჯობესებულია User Experience, დამატებულია Homescreen-ები და Live ვიჯეტბი, ჩამოსაშლელი მენიუ, მოდერნიზებულია ნავიგაცია Nokia Maps-ით, გაუმჯობესებულია Status Bar,შემოტანილია ვიზუალური მულტიტასკონგი, ლოქსკრინზე შეიძლება სხვადასხვა ინფორმაციის გამოტანა, მხარდაჭერილია NFC დევაისები,დამატებულია ახალი აპლიკაციები, მოკლედ, ამ ბოლო განახლებით Nokia-მ Symbian-ს თანამედროვე სრულყოფილი მობილური OS-ის სახე მისცა, რა თქმა უნდა მთლად Android 4.1 ან WP 8-ს დონის ვერ არის, მაგრამ არც ძალიან ჩამოუვარდება, იმ სმარტების მფლობელებს, სადაც მხარდაჭერილია Belle FP2, გირჩევთ განაახლოთ, (ფაქტიურად ყველა Symbian^3 სმარტფონისთვის) წყარო: Wikipedia სერტთიფიკატების დამზადება Symbian S60V3-დან: AllNokia.Ru საიტები Symbian-ის აპლიკაციებისთვის: AllNokia.Ru Smart60.Ru Smart60.Kiev.Ua
    1 point
  9. 1 თვეში ჩამომდის სულ ახალი MSI GTX 970 GAMING და ვისაც უნდა დაჯავშნოს. ფასი 800 ლარი.
    1 point
  10. ბოდიშს მოვიხდი ზედა პოსტის ავტორთან, მაგრამ ჩვეულებრივად ყენდება Microsoft Office მაკზე. 1 - Click 2 - http://rutracker.org/forum/tracker.php?f=1375&nm=Office+2011
    1 point
  11. არ არი არაფერი ნორმალური გაკეთებული მაგ სმარტისთვის ასე რომ შეეშვი
    1 point
  12. თერმო კემბრიკები პავლოვზე ვიყიდე,არ ვიცი კიდევ აქვთ თუ არა. მე ამ საიტზე ვყიდულობ ფიტინგებს და თითქმის ყველაფერს,მათ შორის კემბრიკებსაც. http://www.performance-pcs.com/
    1 point
  13. Metal Gear Solid V: Ground Zeroes სისტემური მოთხოვნები Минимальные системные требования: Операционная система: Windows Vista 64-разряда и выше Процессор: Inteal Core i5 SandyBridge 4 ядра, 4 потока с частотой 2.7 ГГц и выше Оперативная память: 4 Гб Видеокарта: GeForce GTX 650 и выше DirectX 11 Рекомендуемые системные требования: Операционная система: Windows Vista 64-разряда и выше Процессор: Inteal Core i5 SandyBridge 4 ядра, 4 потока с частотой 2.7 ГГц и выше Оперативная память: 8 Гб Видеокарта: GeForce GTX 760 и выше DirectX 11
    1 point
  14. ხვალე მიმაქვს ეგ პროცი... გიორგი შეგიძლია დახურო თემა...
    1 point
  15. მიშკა, პირველ პოსტში რაც დევს მანდ დაფიქსულია ყველაფერი სტატერინგის გარდა, ანუ 60 ფპსზეც კი ჭედავს თითქოს.
    1 point
  16. ეს რო მოხდეს დაუქნიე მერე ხელი windows-საც და თამშებსაც მაგაზე
    1 point
  17. კი მართალია, თუ ჩემპიონატებამდე მივა საქმე საიტსაც გავაკეთებ სტატისტიკისთვის და მონაწილეებს ვგულისხმობ მაგათთვის სხვა ფასი რომ იყოს... ესეც ვიდეო შედარება Logitech VS Thrustmaster. (მემგონი სულ სხვა დონეა და ტყუილად არ "გადავყარე" ამდენი ფული ). https://www.youtube.com/watch?v=RRIsYEd-o0w&spfreload=10 ესეც ახალი ფოტოები და ვიდეო. ესეც ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=BXYmrjm3CEI
    1 point
  18. აი ქონიათ სხვებსაც ზუსტად მსგავსი პრობლემები ბოლო აპდეითზე, მოკლედ, ვისთანაც გააჩმახებს, მიაშალეთ ბოლო ორი აპდეითი: KB3000850 & KB3011780 https://forum.avast.com/index.php?topic=160717.15
    1 point
  19. არც dvi-ზემომეწონდა და არც vga-ზე და მხოლოდ ფერებზე არაამ, სხვანაირ გამოსახულებას იძლება, ბრაუზერშიც კი სხვანაირად გამოიყირება ტექსტი, მე არ ვიძახი რო მაინც და მაინც უკეთესია, გემოვნების საკითხია და მე ამდ-სი მომწონს
    1 point
  20. ისევ საკმაოდ კარგია მაგრამ მგონი დროა ცოტა შეცვალონ დიზაინი
    1 point
  21. გალაქტიკის მცველებს ვუყურე, კარგათ გავერთე ასევე ჰერაკულესიც მომეწონა, სხვანაირი იყო, ნამდვილი
    1 point
  22. პირატები უკმაყოფილებას გამოთქვამენო ამ თამაშსი FOV სეტინგები რომ არაა http://shazoo.ru/2014/11/19/26218/piraty-far-cry-4-vydali-sebya-zhalobami-na-otsutstvie-fov-nastroek გამოვიდა გაყიდვაში უკვე და ვხურავ ამ თემას
    1 point
  23. Panram Ninja-V Series DDR4-3300 MHz DIMM Kits http://www.guru3d.com/news-story/panram-ninja-v-series-ddr4-3300-mhz-dimm-kits.html
    1 point
  24. Nvidia G-SYNC – variable refresh rate technology https://pcmonitors.info/others/nvidia-g-sync-variable-refresh-rate-technology/ cer XB270HU with 2560 x 1440 144Hz and G-SYNC https://pcmonitors.info/others/acer-xb270hu-with-2560-x-1440-144hz-and-g-sync/ კიდე ერთი მოდელი დაემატა G-sync ეს სტატერინგი მაგიტომ ხომ არ ეპარებათ ნვიდიას ბოლო დრაივერებში ეს ახალი მონიკები რომ კარგათ გაასაღონ Dell U2515H with 25 inch 2560 x 1440 panel https://pcmonitors.info/dell/dell-u2515h-with-25-inch-2560-x-1440-panel/ AOC u3477Pqu with 3440 x 1440 resolution https://pcmonitors.info/aoc/aoc-u3477pqu-with-3440-x-1440-resolution/ Acer Will release 27-Inch 1440p TN Film XB270HU G-sync 144Hz http://www.guru3d.com/news-story/acer-will-release-27-inch-1440p-tn-film-xb270hu-g-sync-144hz.html
    1 point
  25. 13გბ ვერსია მუშა, რამოდენიმე კრეკი მოყვება და reloaded აირჩიე დაყენებისას http://www.maxtorrent.tk/details.php?id=351
    1 point
  26. COD-ს თამაშისას ნამდვილად არ მქონია სტატერინგი და სხვებზე ვერ ვიტყვი რადგან არ მითამაშია G1ORG1 , გიო პარამეტრების ცვლილება არ იძლეოდა შედეგს სტატეინგზე? ყველა პარამეტრზე არც ჩემთან მუშაობდა უპრობლემოდ
    1 point
  27. აჰა ინგლისური გააქტიურებული 8.1 > http://kickass.so/windows-8-1-pro-x64-activated-excellent-t9635006.html
    1 point
  28. Kanibala, დასაწყისისთვის პროგრამული მხარე გამორიცხე ვიდეოს დრაივერი ძირფესვიანად ამოშალე DDU-თი და ახალი დააყენე, ოღონდ ხელით მართვაზე მოიშნე და GF Experience არ დააყენო ნუ პროგრამული მხარე ნაკლებადაა რადგან გადატვირთვის მერე კაბელის გამოძრობა სჭირდება ჩასართავად, მარა გააკეთე მაინც ყოველი შეთხვევისთვის გამორიცხვის მეთოდს თუ გამოიყენებ კარგს იზავ, სხვა სისტემა ნახე და სათითაოდ გატესტე კვებაც და ვიდეოც საქმე ისე ჩანს უეჭველი ვერ იტყვი რომელი სტყუის თუ არ გამორიცხე 110 ვატი უნდა მაგ ვიდეოს, თუ OC ვერსიაა ავა 130-მდეც და კი უნდა ცოტა ნორმალური კვება, ისე კი მაგნაირ კვებებზე ძალიან ბევრი ამუშავებს მაგ დონის და ცოტა მეტი ენერგომოხმარების კარტებსაც, მაგრამ ყოველთვის არ ამართლებს ეგეთი კვებები
    1 point
  29. ჩემი დღევანდელი შენაძენი, უფრო სწორად უკვე გუშინდელი: 600Hz-იანი 55ინჩიანი მონსტრი 4 ბირთვიანი პროცესორით და მეგა კონტრასტით... სამსუნგის მეექვსე სერიის ჰაი ენდ მოდელი H6650-ი...^^ ძალიან ქული მოდელია რა...^^ ეს აწყობის პროცესში: ესეც დასრულებულ მდგომარეობაში: მოკლედ ეს მოდელი და H7000 დავტესტე მეგორბებო, როგორც შავი ფერის დამუშავებაზე, ფერების მეგა კონტრასტი, 3D, 4K ვიდეოები და სხვაობა არის 0-ი, არ იყიდოთ H7000 ის იგივე H6650-ი არის, ერთ მატრიცაზეა ორივე მოდელი, მე პირადად 7000-სის ფულიც მქონდა მაგრამ, სისულელეა ნამდვილად, ერთნაირ გამსოახულებას იძლევა ორივე მოდელი, ზუსტად... მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მოდელით, ძალიან სერიოზულია, დონეა ერთი სიტყვით...
    1 point
  30. მეორე ბურთამდე ვერ მივხვდი რომ მაიმუნობდნენ ესეც მაგარი წრუწუნა
    1 point
  31. მადლობა, გურამ! შენც გილოცავ ახალ მონსტრს ჩვენ უნდა ვთქვათ, დავაფგრედით-თქო. მე NExus One-დან და შენ პანტეჩიდან აქ სამსუნგებს და Apple უაზრო ფასები აქვს. ყველა სკოლის მოსწავლეს ან ერთი უჭირავს ან მეორე(სამსუნგი ან Apple). ამ ბოლო დროს LG-ც წამოიქაჩა. სონის 5%-იც არ ექნება აქაური ბაზრის. მაგალითისთვის შენი ტელეფონი 3700 შეკელი ღირს, როცა ჩემსაში 1600 გადავიხადე, რაც მთავარია ადგილობრივი ოფიციალური იმპორტიორია და 2-წლიანი გარანტიაც აქვს
    1 point
  32. ერთერთი მე ვიყავი ვინც დაწერა რომ 256bit ძალიან ცოტაა თუ 3d მახსოვრობა არ იქნა რასაც amd უშვებს პირველად კარტებში. და 256bit ცოტა რომ არის კარგად ჩანს 4k შედეგებში სადაც ძალიან დიდი vram ის მოხმარება მიდის და არა 1080p. ამ პატარა გამტარობის სასამალად თუ ნახე მიხვდებოდი რა იჩალიჩეს, კომპრესირება დაიწყეს ინფორმაციის რატომ რას უწუნებ ? ჩვენში დარჩეს და 2600k 3770k და 4770k 4.5ზე რომ დასვა ყველა თამაშებში თითქმის ერთნაირ შედეგს მოგცემს ასე რომ დღევანდელ სისტემებს თამაშებში 2500kც სავსებით ყოფნის :)
    1 point
  33. ეს აუცილებლად ნახეთ. რა არი არ ვიცი მაგრამ ეს რაღაც კრასკა იცავს ნებისმიერ ნივთს მსხვრევისგან. თავად ნახეთ
    1 point
  34. ეგრეც იყო ჩაფიქრებული, "The last DFI Lanparty" და The first Scratch Build საქართველოში
    1 point
  35. რა არის ანდროიდი? ანდროიდი არის ოპერაციული სისტემა სმარტფონებისთვის,კომუნიკატორებისთვის, პლანშეტებისთვის და ნეთბუქებისთვის. კომპანია გუგლმა(google) 2005 წლის ივლისში შეიძინა Android inc. ოპერაციული სისტემა android დაფუძნებულია და მოდიფიცირებულია ლინუქსის(Linux) ბირთვზე. შემდგომ გუგლი(google) და სხვა მონაწილეები Open Headset Alliance-დან ერთობლივად თანამშრომლობდნენ და მუშაობდნენ რათა შეექმნათ ეს ახალი ოპერაციული სისტემა. ისტორია კომპანია Android inc. დაარსებულია 2003 წლის ოქტომბერში პალო ალტოში,კალიფორნიის შტატში,მისი დამფუძნებლები არიან ენდი რაბინი(Andy Rubin, Danger-ის დამფუძნებელი ),რიჩ მაინერი(Rich Miner, დამფუძნებელი Wildfire),ნიკ სირსი(Nick Sears,ყოფილი ვიცე პრეზიდენტი T-Mobile) და კრის უაიტი(Chris White,ერთ-ერთი პირველი ინჟინერიWebTV-ს) 2005 წლის აგვისტოში კომპანია გუგლმა(google) იყიდა Android inc. ,ამის შემდეგ Android inc. გახდა გუგლის შვილობილი კომაპნია. მას შემდეგ რაც შეიძინა გუგლმა ეს კომპანია ენდი რაბინი,რიჩ მაინერი და კრის უაიტი დარჩნენ სამუშაოდ Android inc-ში.ამის შემდეგ გაჩნდა ხმები რომ გუგლს სურდა გასულიყო მობილურ ბაზარზე და დაემკვიდრებინა საკუთარი ადგილი.მიიღო თუ არა გუგლის მხარდაჭერა ამ კომპანიამ ენდი რაბინმა დაიწყო მუშაობა kernel Linux-ის სისტემის ბირთვზე,2006 წელს კი გავრცელდა ხმები რომ გუგლი აპირებდა ამოეშვა სმარტფონი სახელწოდებიტ “გუგლფონი”(google phone). ყველა ეს ჭორი “დაამსხვრია” ერიკ შმიდტმა( EricSchmidt) რომელმაც განაცხადა რომ მათ ჰქონდათ უფრო ამბიციური გეგმები ვიდრე იყო თავისი(გუგლის) ბრენდის სმარტფონების წარმოება მან თქვა :” ჩვენი შეხედულება მდგომარეობს იმაში რომ ამ ძლიერმა პლატფორმამ უნდა გამოსცადოს თავისი ძალა ათასობით სხვადასხვა მოდელის ტელეფონზე”. ამ სიტყვების შემდეგ 2007 წლის 5 ნოემბერს იყო წარდგენილი Open Headset Alliance - კონსორციუმი ბევრი კომპანიის,რომლებშიც შევიდნენ ისეთი გიგანტები როგორებიც იყვნენ : Broadcom Corporation, Google, HTC, Intel, LG, Marvell Technology Group, Motorola, Nvidia, Qualcomm, Samsung Electronics, Sprint Nextel, T-Mobile, Texas Instruments და სხვა. სახელწოდება ყოველი მომდევნო ვერსიის ანდროიდისა იყო რომელიღაცა დესერტის ,ანბანის მიხედვით . განვითარება 2005 წელი · ივლისი- კომპანია გუგლმა იყიდა Android Inc. 2007 წელი · 12 ნოემბერი-წარდგენილი და შემოთავაზებული იყო პირველი ვერსია გადმოწერისათვის ანდროიდის დეველოპერებისგან Android «Early Look» SDK. 2008 წელი · 18 აგვისტო- გამოვიდა ახალი ვერისა SDK 0.9 beta 2009 წელი ·30 აპრილი-გამოვიდა ოფიციალური განახლება ანდროიდის Android 1.5 (Cupcake). ·15 სექტემბერი- გამოვიდა ახალი ვერისა 1.6 (Donut). ·26 ოქტომბერი- გამოვიდა ახალი ვერსია 2.0 (Eclair). ·3 დეკემბერი- გამოვიდა Android 2.0.1. 2010 წელი ·12 იანვარი- გამოვიდა Android 2.1.ზოგიერთი წყაროს მიხედვით მას ერქვა “Flan” რომელიც “Eclair-ის” წინა ვერსია იყო. ·მაისი-გამოვიდა Android 2.2 (FroYo) ·დეკემბერი- გამოვიდა Android 2.3 (Gingerbread) 2011 წელი · 22 თებერვალი- გამოვიდა Android 3.0 (Honeycomb) ·15 აგვისტო- გუგლი შეთანხმდა Motorola Mobility-ის დირექტორთან ,მობილური ტელეკომუნიკაციების ყიდვის შესახებ 12.5 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ. · 9 სექტემბერი-იყო ჭორები Android 5.0 Jelly Bean-ის შესახებ · 19 ოქტომბერი-გამოვიდა Android 4.0 Ice Cream Sandwich. 2012 წელი · 27 ივლისი-გამოდის ახალი ვერსია Android 4.1 Jelly Bean. ლიცენზირება 2008 წლის 21 ოქტომბრიდან Android OS-ის კოდი გახდა თავისუფლად ხელმისაწვდომი. გუგლმა გამოაქვეყნა კოდი Apache-ს ლიცენზიის ქვეშ, ეს კი იმას ნიშნავს რომ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ეს კოდი ოპერაციულ სისტემაში,მაგრამ მაინც აქვს გარკვეული შეზღუდვები. Android სასაქონლო ნიშანი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა არ შეესაბამება გარკვეული კრიტერიუმებს გუგლისთან თავსებადობის. მოწყობილობა პირველი მოწყობილობა რომელიც მუშაობდა ანდროიდის ოპერაციული სისტემის ქვეშ ეს იყო HTC -ს სმარტფონი სახელწოდებით Mobile G1 რომლის პრეზენტაციაც შედგა 2008 წლის 23 სექტემბერს, ასევე მალევე დაანონსდა სხვადასხვა მოწყობილობები ამ სისტემის ქვეშ. Android Market Android Market-ეს არის ინტერნეტ მაღაზია ანდროიდის სმარტფონებისთვის და სხვა მოწყობილობებისთვის,საიდაც მომხმარებელს შეუძლია ნახოს და შეიძინოს ან უფასოდ გადმოიწეროს სხვადასხვა აპლიკაციები თუ თამაშები. ანდროიდის ძირითადი მახასიათებლები ·აქვს მხარდაჭერა 2D/3D გრაფიკის, სურათების, აუდიო და ვიდეოს. · მონაცემების შესანახად იყენებს მსუბუქ და პოპულარულ მონაცემთა ბაზას SQLite · აქვს მხარდაჭერა GSM, EDGE, 3G, Bluetooth, Wi-Fi, GPS,კომპასის,აქსელერომეტრის ·შესაძლებელია მასობრივი გაგზავნა SMS-ის ან E-Mail-ის ·ხელმისაწვდომია ანდროიდისთვის გუგლის სერვისები ·მხარდაჭერა აქვს უამრავი აპლიკაციისა და 3D თამაშის საინტერესო ფაქტები ·სპეციალურად ანდროიდის პლატფორმისთვის შეიქმნა “შრიფტის ოჯახი” დროიდი(Droid) და რობოტო(Roboto). ·პირველი ორი ვერსია იყო 1.0 ასტრო(Astro) და 1.1 ბენდერის(Bender («ფუტურამა»)) სახელით მაგრამ შეუცვალეს სახელი საავტორო უფლებების დაცვისთვის,მას შემდეგ მოყოლებული ყველა ვერსიას აქვს რომელიღაცა დესერტის სახელწოდება. · 2011 წლის თებერვლისთვის ეს პლატფორმა მოექცა ყველაზე პოპულარულ სისტემებს შორის პირველ ადგილზე,მან კონკურენცია გაუწია შემდეგ კი უკან ჩამოიტოვა ეიფლის(apple) ოპერაციული სისტემა Apple iOS. · არანაერი საიდუმლო- ესე უწოდებენ ანდროიდს ექსპერტები თავის ღია კოდის დამსახურებით,ეს არის 100% ღია სისტემა. ·ყოველი მეორე სმარტფონი მუშაობს ანდროიდის პლატფორმაზე,შეიძლება ითქვას რომ აქციების მთავარი პაკეტი გუგლის ხელთ არის. ·apple IOS-ისგან განსხვავებით ანდროიდს გააჩნია flash ტექნოლოგია რაც მის ერთ -ერთი დიდი პლიუსია. ·2011 წლის დეკემბრის მონაცემებით ანდროიდ მარკეტის შექმნის შემდეგ გადმოწერილი იყო 10 მილიარდამდე აპლიკაცია. · 2012 წლის მარტში კომპანია გუგლმა შეუცვალა სახელი ანდროიდ მარკეტს და დაარქვა Google Play. · 2012 წლის ივნისისთვის Google Play-ში 600000-მდე აპლიკაციის გადმოწერის საშუალება გახდა. სტატია მომზადებულია ჩემ მიერ წყარო http://www.google.ru/ :givi:
    1 point
  36. მონიტორი მაინც დავინდოთ
    1 point
  37. Razer წარმოადგენს კომპიუტერული აქსესუარების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც ბაზარზე სპეციალიზირებული არის ე.წ. “გეიმერების” აქსესუარებზე.კომპანია დაარსდა 1998 წელს მარკეტოლოგებისა და ინჟინრების ჯგუფის მიერ, რათა შეექმნათ და განევითარებინათ სათამაშო მაუსი Boomslang. ეს მაუსი იწოდა როგორც მსოფლიოს პირველი 2000 dpi სიჩქარის მქონე, განსხვავებით იმ ძველი მაუსებისაგან, რომელთაც სიჩარე ჰქონდათ 250 ან 450 dpi (dpi - Dot Per Inch) და იძლეოდა საშუალებას მოგეხდინათ მეტი კონტროლი და სიზუსტე (შესაბამისად თამაშის დროს მიგეღოთ მეტი უპირატესობა). Razer ერთ-ერთი პირველია იმ კომპანიებიდან, რომელიც აფინანსებდა გეიმერებს. Jonathan “Fatal1ty” Wendel იყო მის მიერ დაფინანსებულ თორმეტ ნაკადთა შორის პირველი და ამჟამადაც აქტიურად უწყობს ხელს ახალი მოვლენების განვითარებას გეიმერთა სამყაროში. Razer ასევე იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაასპონსორა 2001 წლის Counterstrike-ის შეჯიბრი და გააკეთა საპრიზო ფონდი გამარჯვებული ჯგუფებისათვის. Razer ახლაც ეხმარება და მხარს უჭერს esport-ის გლობალურ ტურნირებს და ასევე ცალკეულ გეიმერებს. ამასთან ანვითარებს თავისი პროდუქციის ხაზს ამ გუნდებთან ერთად.Razer დაახლოებით 2000 დპი-ზე მერყეობდა, როდესაც პროდუქციის გამოშვება მოექცა ჩიხში. მიუხედავად მისი ძლიერი 1400 და 2100 დპი სიჩქარის მქონე მექანიკური მაუსებისა, მათ დაკარგეს ძალა ბაზარზე, რადგან სხვა კომპანიებმა დაიწყეს ოპტიკური მაუსების გამოშვება. The Diamondback Plasma 2004 წელს, როდესაც ოპტიკური მაუსისათვის ყველაზე მაღალ რეზოლუციას წარმოადგენდა 800 წერტილი დიუმზე (დპი), Razer-მა გამოუშვა მაუსი სახელწოდებით Viper 1000 წერტილით დიუმზე და დაუბრუნდა ბაზარს. მას მოჰყვა 1600 დპი სიჩქარის მქონე ოპტიკური მაუსი, სახელად Diamondback, რომელმაც მოიპოვა უდიდესი სახელი (მათ შორის gamespot’s 2004 წლის აქსესუარის ტიტული). ამის შემდეგ გამოვიდა Diamondback-ის განახლებული ვარიანტი, სა ჰქონდა უფრო მგრძნობიარე კლავიშები და ანათებდა ლურჯად, სახელად Diamondack Plasma Limited Edition. სერიული გამოშვება იყო რამდენიმე ათასამდე.მომდევნო 4 წლის განმავლობაში Razer-მა განავრცო მაუსების სპექტრი და დაამატა კლავიატურები, აუდიო აქსესუარები, მაუსის დასადებები და ეფექტურად ვითარდებოდა ბაზარზე თავის სეგმენტში, კერძოდ: 2005 - Razer Copperhead, მსოფლიოს პირველი ლაზერული გეიმერული მაუსი 2000 დპი სენსორით. 2006 - Razer დაჯილდოვდა Red Dot Awards-ისგან პროდუქტის დიზაინისთვის. Razer Tarantula კლავიატურა. Razer-ის R&D ჯგუფმა Microsoft-თან ერთად გამოუშვა მაუსი სახელად Microsoft Habu. Razer Barracuda პირველი გეიმინგ ყურსასმენი 5.1 აუდიო სისტემით Razer Razer Deathadder პირველი ერგონომიული გეიმინგ მაუსი. 2007 - Razer Lachesis პირველი მაუსი 4000 დპი ლაზერული სენსორით. Belkin n52 Tournament Speed edition Speedpad. Razer Lycosa კლავიატურა. Razer Piranha გეიმინგ ყურსასმენი. 2008 - Razer Mako 2.1 იმ დროისათვის ყველაზე განვითარებული დესკტოპის დინამიკები THX ტექნოლოგიების გამოყენებით. Razer Goliathus Gaming Mat მაუსპედი Razer Megalodon ყურსასმენი 2009 - Razer Mamba უკაბელო მაუსი Razer Sphex მაუსპედი Razer Orochi უკაბელო მაუსი Razer Kabuto მაუსპედი StarCraft II mouse, keyboard, headset Razer Naga მაუსი Razer Megasoma Razer Deathadder განახლება Razer Imperator მაუსი Razer Abyssus მაუსი 2010 - Razer Vespula მაუსპედი Razer Onza Razer Chimara Razer & Blizzard უშვებს StarCraft II პერიფერიალებს TRON პერიფერიალები Razer Lachesis განახლება 5600 დპი და 3.5G ლაზერული სენსორი Razer BlackWidow მექანიკური გეიმინგ კლავიატურა Razer Switchblade პორტაბელური გეიმინგ მოწყობილობა :dwarf:
    1 point
  38. თითქმის ყველა სტატია შევკრიბე, რომელიც კი გათვალისწინებული მქონდა ჩემი პირველადი გეგმით. ეს ერთ-ერთი ბოლოა და ხმის დაფას ეხება. 1. ძირითადი მახასიათებლები მოდით სანამ ამ საკითხს შევეხებოდე, განვმარტავ რა არის ხმის დაფა, ან მდაბიურის ენით რომ ვსთქვათ, "საუნდ კარტა". ხმის დაფა გახლავთ კომპიუტერის გაფართოების დაფა, რომელიც აუდიო სიგნალების (როგორც კომპიუტერიდან, ასევე კომპიუტერში) გადაცემაზეა პასუხისმგებელი. როგორც წესი, ხმის დაფები იყენებენ DAC (Digital-To-Analog) კონვერტერს, ანუ ინფორმაციის ციფრულიდან ანალოგურ ფორმატზე კონვერტერს. ამ კონვერტერში გავლისას ციფრული სიგნალი გადაიქცევა ანალოგურად, ანუ ციფრული კოდირებული ინფორმაცია გადაიქცევა რეალურ ფიზიკურ მნიშვნელობად - პულსაციად, ან ძაბვად, რომელიც შემდეგ ამუშავებს დინამიკს, ყურსაცვამს და ა.შ. ხმის გამომცემი მოწყობილობის შეერთება ძირითადად TRS ან RCA კონექტორებით ხდება და მათზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. რათქმაუნდა არის ხმის ციფრულად "გამოშვების" შესაძლებლობაც, მაგრამ ამას სხვა სოკეტები ემსახურება. როგორც წესი მინიმალური დონის ხმის დაფას აქვს ერთი "Line Out" კონექტორი (ხმის გამოსასვლელი), ერთი "Microphone" კონექტორი (გასაგებია რისთვისაც) და ერთიც "Line In" კონექტორი, რომლითაც შესაძლებელია მაგნიტოფონიდან, ან სხვა მსგავსი მოწყობილობიდან კომპიუტერში ხმის "შეშვება". სურათზე - სირუს ლოჯიკის წარმოების რვაარხიანი (7.1) DAC ჩიპი: მაგრამ DAC არ არის ხმის დაფის ძირითადი მახასიათებელი. ხმის დაფა ფასდება პოლიფონიით. პოლიფონია ეწოდება ხმის დაფის მიერ ერთდროულად (და ურთიერთდამოუკიდებლად) რამდენიმე ხმის სიგნალის წარმოების შესაძლებლობას. მართალია მახასიათებელ "პოლიფონია" ვერსად წააწყდებით (მობილურების გარდა ), მაგრამ ხმის დაფას აქვს მითითებული "Sound Channel". სწორედ ეს არის პოლიფონიის აღმნიშვნელი. მაგალითად "1.0" ნიშნავს, დაფას აქვს მხოლოდ ერთი არხი, ანუ არის მონოფონიური. "2.0" ნიშნავს, რომ ორი არხი აქვს და არის სტერეოფონური, "2.1" ნიშნავს, რომ არის სტერეოფონური და აქვს ერთი არხი საბვუფერისთვის (იხ. ქვემოთ). დღესდღეობით ყველაზე კარგ სქემად 5.1 ითვლება, მაგრამ ეს არ არის ზღვარი, რადგან მაგალითად არსებობს 7.1, 8.1 სქემაც... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხმა არ აგვერიოს ხმის არხში, რადგან ერთ ხმის არხში შეიძლება ერთზე მეტი ხმა იყოს. მაგალითად ძველ ხმის ჩიპებს 3 ხმა ჰქონდათ და მხოლოდ ერთ არხად, ანუ მონოფონიურად გადმოსცემდნენ. ახლა რაც შეეხება არხებში ხმის წარმოქმნას. აქ უკვე სხვადასხვაგვარადაა საქმე. დაბალი და საშუალო დონის ხმის დაფებში ხმა წარმოიქმნება მხოლოდ სტერეოფონიისთვის იმის მიუხედავად, რომ დაფას 5.1 სქემით მუშაობაც შეუძლია. რა ხდება ამ დროს? სტერეოფონიის 2 არხს ხმის დაფა პროგრამულ (Software და არა აპარატულ, ანუ Hardware) დონეზე უკეთებს ე.წ. "დაუნმიქსინგს", იგივე "Fold-Down"-ს. მისი მეშვეობით ხმა გარკვეულ დონეზე (როგორც წესი, 3 დეციბელით) დაბლდება, ან მაღლდება და ისე გადაეცემა დარჩენილ არხებს. ანუ რეალური, აპარატული 6 არხის მაგიერ თქვენ იღებთ ორი ხმის ჩიპის მიერ წარმოებულ 2 აპარატულ და 4 პროგრამულ, ფაქტობრივად ბუტაფორიულ არხს და მაინც კმაყოფილნი ხართ. მაღალი დონის ხმის დაფებში აბსოლუტურად ყველა არხი ცალკე წარმოიქმნება აპატრატულ დონეზე, მაგალითად თუ გვაქვს 7.1 სქემა, ხმის წარმოქმნას ემსახურება მთელი 8 ხმის ჩიპი, ან ელექტროკვანძი. ხმის ხარისხი მაღალია, რათქმაუნდა მაღალია ფასიც, მაგრამ ჭეშმარიტ მელომანებს ხომ ეს არ გადარდებთ? თუკი ვინმე უყრებთ ხოლმე კომპიუტერის უკანალს ალბათ შეამჩნევდით, რომ აუდიო კონექტორები სხვადასხვა ფერისაა. ან შეიძლება "Front Panel"-ზედაც შეგიმჩნევიათ მწვანე და ვარდისფერი კონექტორები. ჰოდა აგერაა მაგ ფერების ახსნა: გეიმპორტმა თუ დაგაბნიათ, გეტყვით, რომ ეს არის ანალოგური ჯოისტიკის, ან გეიმპედის შესაერთებელი სოკეტი. სურათზეც ხედავთ კარგად: 2. ტიპები აბა მე რისი მე ვარ თუ ისტორიაში ჩუჩქნა არ გასწავლეთ . თუ არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ეს ნაწილი გამოტოვოთ... ისტორიულად პირველი ხმის დაფა, ან უფრო სწორი იქნება რომ ვთქვათ, ხმის ჩიპი, კომპანია IBM-ის "PC"-ს ჰქონდა. სამწუხაროდ იგი მხოლოდ ერთი დინამიკით იყო აღჭურვილი და მხოლოდ ერთ ხმას გამოსცემდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დიდი პოპულარობით არც სარგებლობდა. მხოლოდ 1988 წელს, კომპანია Sierra-სა და სხვა თამაშების მწარმოებლების ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი "გეიმინგ" ხმის დაფების" გამოჩენა. ერთ-ერთი პირველი დაფა გახლდათ კომპანია "AdLib"-ის წარმოების "Music Synthesizer Card", მას სურათზე ხედავთ: კარგი მხედველობის მქონენი შეამჩნევთ, რომ დაფა Yamaha-ს წარმოების YM3812 ხმის ჩიპზეა აგებული. მას მუშაობის ორი რეჟიმი აქვს: 9-ხმიანი, სადაც თითოეული ხმა ცალკე პროგრამირდება და "დარტყმითი" რეჟიმი, რომელშიც 3 რეგულარული და 5-დან 11-მდე დამატებითი, "ცვლადი" ხმა მუშაობდა. მეორე რეჟიმი უფრი იშვიათად გამოიყენებოდა, ხოლო თვით ხმის დაფა IBM PC-სთვის იყო გამიზნული, თუმცა მას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა - 90-იანების დასაწყისში კომპანია "Creative Labs"-მა შექმნა სისტემა "Sound Blaster" და დაასამარა "AdLib"-ის ოცნებები ნათელ მომავალზე... იმის მიუხედავად, რომ Sound Blaster თეორიულად მხოლოდდამხოლოდ AdLib-ის კლონი იყო, მას ჰქონდა ერთი რევოლუციური დეტალი - ხმის თანაპროცესორი (Coprocessor), რომელიც ხმის ციფრულად ჩაწერასა და დაკვრაზე იყო პასუხისმგებელი. დღეისათვის ეს კომპონენტი "DSP (digital signal processor)"-ს სახელითაა ცნობილი, თუმცა სახელწოდება არასწორია. სამწუხაროდ ეს "DSP" იმხელა გამოდგა, რომ საბოლოოდ მთელი ხმის დაფა ორი AdLib-ის ზომისა აღმოჩნდა: საუნდ ბლასტერი შემდგომში დაიხვეწა და თითქმის ყველა ხმის დაფა ამ სტანდარტზე მზადდებოდა 90-იანი წლების ბოლომდე. ამ დროს კი მსოფლიო მასშტაბის და ყველა სფეროში ფეხჩადგმულმა ღორმა, კომპანია Intel-მა ჩამოაყალიბა ახალი სტანდარტი "AC'97" (Audio Codec '97) და ყველა ხმის დაფა მას დაუქვემდებარა. მას შემდეგ ფაქტობრივად აღარაფერი შეცვლილა AC'97-ის მოდიფიცირების გარდა. ყველაზე მაღალი კლასის ხმის დაფები იწარმოება ცალკე, გათვლილია PCI, ხანდახან კი PCIe სლოტისთვის და აღჭურვილნი არიან ASIO-თი. მაგალითად ეს, ASUS-ის წარმოების Xonar Essence: ახლა ისიც ვთქვათ, რა არის ეს ASIO. ASIO, ანუ Audio Stream Input Output არის ძალიან სასარგებლო ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც შეიძლება რეალურ დროში (ეს ძალიან მნიშვნელოვანია!), ან მინიმალური დაგვიანებით, ხმის მაღალი ხარისხით, რამდენიმე არხიანი ჩაწერა ციფრულად. ცოტა ჩინური გამომივიდა, მაგრამ იმედია გასაგებია რაცაა... რაც შეეხება დანარჩენ ხმის დაფებს, ადრე ყველა დაფა ცალკე იყო და PCI, ან ISA სლოტს მოითხოვდა, ახლა კი აი რა ხდება: AC'97-ის გამოჩენიდან სულ ცოტა ხანში ამ სტანდარტის მქონე ხმის დაფის დედაპლატაზე ინტეგრაცია მოხდა. ამიერიდან ხმის დაფა ხმის ჩიპად, ან აუდიოადაპტერად გადაიქცა. გარდა ამისა გაჩნდა "USB ხმის დაფები", რომლებიც სინამდვილეში ხმის დაფები კიარა, უბრალო სოკეტებია იმისთვის, რომ კომპიუტერზე მიკროფონის, Line In/Out და ა.შ. მოწყობილობების შეერთება გახდეს შესაძლებელი. სახელს რაც შეეხება, ჭკვიანი ხალხი ამ მოწყობილობას არა USB Sond Card-ს, არამედ "აუდიო ინტერფეისს" უწოდებს. ჩვენც ხომ ჭკვიანი ხალხი ვართ? ჰოდა არ დავუშვათ შეცდომა! . 3. სოკეტები აქ ჩამოვთვლი ყველა შესაძლო (და ერთ "არშესაძლო) სოკეტს. TRS (tip, ring, sleeve) - დარწმუნებული ვარ ასეთ კონექტორს ყოველი თქვენგანი კარგად იცნობს. დავძენ მხოლოდ იმას, რომ ხმის დაფის TRS სოკეტი 3.5მმ-იან შტეკერებს იყენებს. სურათზე შუა ორი შტეკერი, ერთი მონოფონური, მეორე - სტერეო. არის ანალოგური. RCA (Radio Corporation of America) - ეს კონექტორი ისეთია, ვიდეოებზე რომ იყენებდით ხოლმე . ესეც ანალოგურია. S/PDIF (Sony/Philips Digital Interconnect Format ან Sony Philips Digital InterFace) - ციფრული ინტერფეისი, რომელიც Sony-სა და Philips-ის მიერ იქნა შემუშავებული. მის შტეკერს შეიძლება წააწყდეთ ვიდეოდაფაზე. HDMI (High-Definition Multimedia Interface) - ესეც ციფრული ინტერფეისია. მართალია იგი ვიდეოდაფაზე გვხვდება და მომხმარებლების უმეტესობა მას ვიდეოკონექტორად მიიჩნევს, მაგრამ HDMI-ს მეშვეობით ხმაც გადაეცემა, თანაც ციფრულად. ამიტომ გადავწყვიტე მეხსენებინა ესეც... სულ ეს იყო (მეტის წაკითხვით მაინც არ აიტკიებთ თავს). გმადლობთ ყურადღებისთვის. თქვენი მიხეილ რ.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.