PK-1 შემთხვევაში ახალი წასმული და 1 თვის მერეც იგივე ტემპები იყო, Arctic Silver მა თავიდან ცუდი შედეგი დადო და მერე თითქმის იგივე
ეს Gelid დღეს წავუსვი. დატესტვით ცივზე დავტესტე, დასვენებულ ლეპტოპზე რა, ჩავრთე თუ არა ეგრევე ტესტი.
არსად არ დევდა წესიერი მიმოხილვა ამ პასტაზე. თან ჩინეთიდან მოდის, Arctic silver ძალიან მაგრად ჯობიაო ხოდა არ მჯეროდა რა. ხომ იცი სანამ შენ თვითონ არ ნახავ სხვის მიმოხილვას ვერ ენდობი არ იცი რა როგორ არის დატესტილი.
ხოდა მე რა პირობებშიც დავტესტე იმ პორობებში მართლაც რომ საოცარი სხვაობა მომცა. არ ველოდი რეალურად რა. მეთქი ჰა ჰა 1-2 გრადუსითქო მაგრამ 5 გრადუსი GPU და CPU ზე 4, რაც ყველაზე მთავარია ვერასოდეს ვერცერთი თერმოპასტით ბირთვებს შორის 4-5c ზე ნაკლებზე ვერ ჩამოვიყვანე სხვაობა, ამან კი ეგრევე პირველ წასმაზე 1c მომცა.
აწი სხვას როგორ გავეკარები. ამაზე უკეთესი მარტო Thermal Grizzly არის მაგრამ ფასიც გაცილებით ძვირია. 20$ 10გრ მგონი კარგი ფასია
არ დავწერდი ამ პოსტს ნამდვილად რომ არ მენახა შედეგი რა, ჩემი რა მიდის.
ახლა გრაფიტის ჩამოტანას ვაპირებ (გრაფიტის ფირფიტაა), ეგ ვაფშე თხევად მეტალზე უკეთესიაო და რაც მთავარია მრავალჯერ შეგიძლია გამოყენება