Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 08/17/14 in all areas

  1. Hello, i like to sell some, not longer needed, computer items: ************ Complete Computer System: Fractal Design R4 Titanium case (NP 230 GEL) 2 be quiet! Super silent fans in front and back (20€ each, silent wings 2, import from Germany) be quiet! Straight power power supply, 80+, BQT-E9-CM-480W (95 €, import from Germany) Quad core AMD, 3600 MHz, 6 MB L3 cache Alpenföhn, Brocken 2 CPU Cooler (40€, import from Germany) Asus M4A785TD-V Evo Motherboard 8 GB Kingston DDR3 SD Ram Club 3d, HD 5770 grafic card Gigabyte Aivia mechanical keyboard osmium (100€, import from Germany) Complete price: 700 GEL ************ LG GGW-H20L Super Multi Blue - Blu-ray Disc Burner / HD DVD-ROM Drive w/ Lightscribe - 6x2x6x/3x - Serial ATA - internal - 5.25" (Amazon Link) + 5x 4.7 GB 16x unused data medium Pic: http://prntscr.com/2gyy6j Price: 60 GEL ******* Sony DVD RW AD-5240S (tech specs) Pic: http://prntscr.com/2gyydq Price: 20 GEL ********* 2x2 GB RAM, Team Group Elite. TED32048M1333HC9, DDRIII 1333 MHz, CL=9-9-9-24 Pic: http://prntscr.com/2gz086 Price: 20 GEL ******* Magti USB Stick - HSPA+ (14.4 MBIT) / EVDO (3.1 MBIT) including SIM Card (no balance left). Pic: http://prntscr.com/2gz1qq http://www.magticom....on=193&lang=eng Price: 40 GEL ******* D-Link 8 port 10/100 Switch - DES-1008D Pic: http://prntscr.com/2gz1vu Price: 10 GEL ******* Case, including front fan Pic: http://prntscr.com/2gz28r Price: 20 GEL ******* Computer/Office table Pic: http://prntscr.com/2gz4xl Price: 140 GEL ******** 1 Sony Playstation Dualshock 2 Controller, SCPH-10010, INCLUDING 1 Hama USB controller (so you can use it on a normal computer) + 1 Logitech Precision Controller SL808 Price: 20 GEL ******** Harddisc - Hitachi 500GB, 7200RPM, (techn. Specs) Price: 50 GEL ******** Monitor Fujitsu Siemens 22“, 1920*1080 (tech specs) Price: 80 GEL ******** Monitor Samsung SyncMaster P2350 23“, 1920*1080 (tech specs) Price: 100 GEL ******** Samsung Laserprinter ML 2571-N – Networkedition!!! (tech specs) Price: 80 GEL ********* UPS Intex Armour 650 VA (tech Specs) Price: 30 GEL ********** UPS Intex 1500VA Price: 60 GEL ********** Logitech X-540 Sound system (tech specs) Pic: http://medien.markt.de/bilder/2011/12/12/22/975bdf57/medium_image/0/logitech_x540.jpg Price: 60 GEL ******** internal LAN Card (tech specs) Pic:http://prntscr.com/2gyyot Price: 5 GEL (or for free, if u buy minimum 2 other items) All prices are FIX. Self-pickup in Saburtalo, near Medical University - NO SHIPPING. I dont reserve items for days/weeks or whatever - if u like something, lets agree a time and pick it up - First come, first serve!! Michael PS: if you have any questions, please be so kind and ask in english - my georgian is really bad. Thanks.
    4 points
  2. რამოდენიმე დღეა რაც დავიწყე თამაში და ვეღარ ვწყდები ისეთი ჩამთრევია შედევრალური თამაშია ჩემთვის რასაც ქვია ყველაფერი მაღალ დონეზეა გაკეთებული ორი თავი დამრჩა და დავხურავ წინა ორი ნაწილიც დახურული მაქვს და მშვენიერი გაგრძელებაა
    2 points
  3. არაა სასცილო მაგრამ მაინც
    2 points
  4. გამარჯობათ, მინდა შემოგთავაზოთ რევიუ hwbot.org საიტის შესახებ, სადაც უკვე საკმაოდ წარმატებით გამოდის ჩვენი გუნდი Overclockers.ge HWbot.org რა არის HWbot.org? HWbot.org არის web რესურსი, სადაც ხდება კომპიუტერის ტექნიკური მახასიათებლების სტატისტიკური ანალიზი და შედარება, ამ საიტზე ჩვენ შეგვიძლია სრულყოფილი ინფორმაცია მოვიძიოთ კომპიუტერის ნებისმიერი ძირითადი (CPU, GPU, RAM, HDD...) კომპონენტის შესახებ, გავიგოთ რეალური ტესტების საფუძველზე რისი მაქნისია რომელიმე აქ ჩამოთვლილი კომპონენტის ახალი მოდელი და შევადაროთ მისი წარმადობა სხვა მოდელებს. ასობით მომხმარებლების ხარჯზე შედგენილია უზარმაზარი მონაცემთა ბაზა, სადაც შესულია ინფორმაცია სხვადასხვა ტესტების შედეგების შესახებ. მაგალითად, ძალიან მარტივად შეგვიძლია გავიგოთ highest frequency reached (მაქსიმალური მიღწეული სიხშირე). ამჟამად HWbot.org-ის მონაცემებით ეს რეკორდი შეადგენს 8179.89 mhz რომელიც დააფიქსირა ThuG OC Team Italy-მ შედეგების ვალიდაცია დგება ტესტების საფუძველზე (განვიხილავთ ქვემოთ). შედეგების შეფასება ხდება სპეციალური ქულებით (hwbopints) და თასებით რა არის hwbopints? როგორც უკვე აღვნიშნე, შედეგების შეფასება ხდება სპეციალური ქულებით და თასებით. არსებობს შეფასების ორი კრიტერიუმი ეს არის Global rank და Hardware rank. Global rank წარმოადგენს ამა თუ იმ ტესტში მიღწეულ უმაღლეს შედეგთან შედარების ქულას, ამ ტესტში მონაწილეობს ყველა ამ სახეობის hardware, მაგალითად, ავიღოთ პროცესორი Pentium 4 631. სურათზე ჩანს, რომ ორივე შეფასების კრიტეიუმით არის პირველი ადგილი მიღწეული, მაგრამ Global rank-ის ქულები გაცილებით უსწრებს Hardware rank-ს. ეს იმიტომ ხდება, რომ Pentium 4 631 არის მსოფლიიოს რეკორდსმენი უმაღლეს სიხშირის მიღწევაში და შესაბამისად Global rank-შიც პირველზეა გასული ყველა პროცესორთან შედარებით. ასევე Hardware rank-შიც პირველზეა იმიტომ, რომ მარტო ამ კონკრეტული მოდელის პროცესორის უმაღლესი შედეგიც ესაა თავისთავად. ახლა განვიხილოთ მეორე მაგალითი. core 2 duo E8400 ამ სურათზე დაფიქსირებულია E8400 პროცესორის უმაღლესი მიღწეული სიხშირე, მაგრამ გაცილებით დაბალი ქულები აქვს მოპოვებული, რატომ? პასუხი მარტივია - Global Rank: not in top 1000 რაც შეეხება თასებს და მედალს; ნებისმიერ რენკინგში პირველ ხუთეულს ენიჭება შესაბამისად I - II - III - IV - V- რაც მეტია დაფიქსირებული შედეგების რაოდენობა, მით მეტია ქულების წილობრივი რაოდენობა, მაგალითად: SuperPI 1M - Global Rank: 1st - 104.8 points / 33079 ვალიდაცია SuperPI 32M - Global Rank: 1st - 85.6 points / 12350 ვალიდაცია რა ტესტებით(ბენჩმარკებით) ხდება ქულების და მედლების მინიჭება? http://www.hwbot.org/benchmark.do სურათზე ნაჩვენებია ყველა ბენჩმარკი რაც გამოიყენება ამ საიტზე, აღსანიშნავია ის, რომ სამი აპლიკაცია, კერძოდ PCMark 2004, PCMark Vantage და SisoftSandra არ იძლევა ქულებს, აქ ენიჭება მარტო თასები და მედლები. განვიხილოთ სათითაოდ: 1. 3Dmark 2001 - სკრინის ნიმუში გამოიყენება ძველი ვიდეო კარტების დასატესტად, (DX7,8,9) თუმცა ახლაც საკმაო პოპულარობით სარგებლობს. იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z, 3dmark01 (default @ 1024X768) აკრძალულია MIPMAP tweaking და ასევე ზედმეტად მაღალი მაჩვენებელი სხვა შედეგებთან მიმართებაში. ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი Global rank TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ბენჩმარკის ორიგინალი ვერსია) რეკომენდებულია მხოლოდ პირველი 4 ტესტის გატარება 2. 3Dmark 2003 - სკრინის ნიმუში ესეც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ძველი ვიდეო კარტების გსატესტად (DX8,9)იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z, 3dmark03 (default @ 1024X768) აკრძალულია MIPMAP tweaking და ასევე ზედმეტად მაღალი მაჩვენებელი სხვა შედეგებთან მიმართებაში. ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი Global rank TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ბენჩმარკის ორიგინალი ვერსია) რეკომენდებულია მხოლოდ პირველი 4 ტესტის გატარება 3. 3Dmark 2005 - სკრინის ნიმუში 3DMark05 შეიქმნა DX9 ვიდეო კარტების გასატესტად, ასევე ოპტიმიზებულია ორ ბირთვიან პროცესორებზე მუშაობაც. იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z, 3dmark05 (default @ 1024X768) აკრძალულია MIPMAP tweaking და ასევე ზედმეტად მაღალი მაჩვენებელი სხვა შედეგებთან მიმართებაში. ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი Global rank TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ბენჩმარკის ორიგინალი ვერსია) რეკომენდებულია მხოლოდ პირველი 3 ტესტის გატარება CPU test-ების გატარება არაა აუცილებელი. 4. 3Dmark 2006 - სკრინის ნიმუში 3DMark06 დაფუძნებულია 05-ის ბაზაზე გაუმჯობესებული გრაფიკით და ახალი CPU test-ებით. ასევე დამატებულია SM3.0/HDR ტესტი. სარგებლობს უზომო პოპულარობით და მიჩნეულია ერთერთ ძირითად ბენჩმარკად ვიდეო კარტის და პროცესორის რეალური პოტენციალის გამოსავლენად. სრული ტესტის გასავლელად აუცილებელია DX9 + SM3.0 მხარდაჭერის მქონე ვიდეო კარტები.იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z, 3dmark06 (default @ 1280X1024) აკრძალულია MIPMAP tweaking, ასევე ზედმეტად მაღალი მაჩვენებელი სხვა შედეგებთან მიმართებაში. და ე.წ. post-processing ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი Global rank TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ბენჩმარკის ორიგინალი ვერსია) აუცილებელია ყველა default ტესტის გატარება! 5. 3DMark Vantage - Performance - სკრინის ნიმუში ჯერჯეობით 3DMark სერიის ბოლო ვერსია, აუცილებელი მოთხოვნაა windows vista და DX10. შესანიშნავად იყეენებს მულტი CPU/GPU არქიტექტურას. გააჩნია ინოვაცია, აქვს მუშაობის რამდენიმე პროფილი, თუმცა HWBOT-ზე გამოიყენება default (Performance). იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z, 3dmark VANTAGE (default @ 1280X1024) აკრძალულია MIPMAP tweaking, ასევე ზედმეტად მაღალი მაჩვენებელი სხვა შედეგებთან მიმართებაში PhysX-ის მხარდაჯერის მქონე ვიდეო კარტებისთვის (NVIDIA) სავალდებულოა გამოირთოს ეს ფუნქცია და ისე გაიტესტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქულა არ ჩაითველბა ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი Global rank TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ბენჩმარკის ორიგინალი ვერსია) აუცილებელია ყველა default ტესტის გატარება! 6. Aquamark - სკრინის ნიმუში Aquamark - საშუალებას გვაძლევს მარტივად გავზომოთ ვიდეო კარტის სათამაშო პოტენციალი სხვადასხვა ტესტებზე დაფუძნებული მეთოდით, აქვს DX9-ს მხარდაჭერა და ასევე მრავალმხრივ დატვირტული გრაფიკის ვარიაცია. იყენებს 3D რენდერინგის სხვადასხვა მეთოდებს. იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z და Aquamark-ის სკრინი გადატანილი paint-ში. ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი ეს ბენჩმარკი უფასოა და არ საჭიროებს ვალიდაციის ლინკს! 7. CPU-Z - სკრინის ნიმუში CPU-Z არის უფასო უტილიტა კომპიუტერის ძირითადი მახასიათებლების საჩვენებლად და ასევე უტყუარი საშუალება მიღწეული ამა თუ იმ შედეგის დასაფიქსირებლად. ამ პროგრამით იზომება აუცილებელი მოთხოვნაა ვალიდაციის ლინკი და ამ ლინკში მითითებული ავტორის მიერ დაფიქსირება ამ ვალიდაციის! არაა აუცილებელი ვალიდაცია იყოს იმ დღესვე გაკეთებული როდესაც შედეგი დაფიქსირდა, შესაძლებელია შეინახოს (F7 ღილაკის დაჭერით ინახავს ფაილს CPU-Z folder-ში) ვალიდაციის ფაილი (*.*.cvf) და მოგვიანებით გაკეთდეს მისი ვალიდაცია. 8. PCMark 2004 - სკრინის ნიმუში PCMark 2004 - შექმნილია 3DMark-ის შემქმნელებისგან და მოიცავს თავის თავში მთლიანი სისტემის ტესტს. მასში გაერთიანებულია როგორ უკვე აღვნიშნე, ამ ტესტში არ იწერება ქულები, მარტო ხუთეულში მოხვედრილებს ეძლევა თასები და მედლიები შესაბამისად. აუცილებელია ტესტის გატარდეს default-ზე, სკრინზე უნდა ჩანდეს CPU-Z და PCMark 2004 8. PCMark 2005 - სკრინის ნიმუში PCMark 2005 - წარმოადგენს 04-ის განახლებულ ვერსიას აუცილებელია ტესტის გატარდეს default-ზე, სკრინზე უნდა ჩანდეს CPU-Z და PCMark 2005 TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ორიგინალი ვერსია) 9. PCMark Vantage - სკრინის ნიმუში PCMark Vantage - ჯერჯერობით PCMark-ის ბოლო ვერსია, როგორ უკვე აღვნიშნე, ამ ტესტში არ იწერება ქულები, მარტო ხუთეულში მოხვედრილებს ეძლევა თასები და მედლიები შესაბამისად. აუცილებელია ტესტის გატარდეს default-ზე, სკრინზე უნდა ჩანდეს CPU-Z და PCMark 2004 TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ორიგინალი ვერსია) 10. PiFast - სკრინის ნიმუში PiFast - pi რიცხვის გამოთვლის ყველზე სწრაფი მეთოდი, დაწერილია Xavier Gourdon-ის მიერ. აუცილებელია სკრინის გაკეთება ისე, როგორც ნიმუშზეა მითითებული, ანუ უნდა ჩანდეს DOS box, CPU-Z memory და CPU-Z processor 10. SiSoftware Sandra - სკრინის ნიმუში SiSoftware Sandra- წარმოადგენს windows-ის მთლიანი სისტემის ანალიზს. ამ პორგრამით შესაძლებელია ისეტი კომპონენტების შედარება, როგორიცაა CPU, chipset, video adapter, ports, printers, sound card, memory, network, Windows internals, AGP, ODBC Connections, USB2, და FireWire. სავალდებულოა სკრინის გაკეთენა ისე, როგორც ნიმუშზეა ნაჩვენები, ანუ SiSoft Sandra 2007, CPU-Z processor CPU-Z memory 11. SuperPi 1M - სკრინის ნიმუში SuperPi - გათვლილია სპეციალურად შემუშავებული რიცხვების გამოსათველად, რომელიც იყენებს FFT არითმეტიკას. შესანისნავი მეთოდია პროცესორის singletasking-ის გასატესტად. ძირითადად დამოკიდებულია პროცესორის და ოპერატიული მეხსიერების სიხშირეზე. SuperPi-ს აქვს გამოთვლის მრავალი ვარიაცია, მაგრამ ამ ტესტში გამოიყენება 1M (1 მილიონი). აუცილებელია გამოვიყენოთ XtremeSystems version 1.5 ვერსია. სკრინი უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, ანუ უნდა ჩაანდეს SuperPi ფანჯარა და "calculation done" ღილაკი, ასევე CPUZ processor და CPUZ memory 12. SuperPi 32M - სკრინის ნიმუში SuperPi - გათვლილია სპეციალურად შემუშავებული რიცხვების გამოსათველად, რომელიც იყენებს FFT არითმეტიკას. შესანისნავი მეთოდია პროცესორის singletasking-ის გასატესტად. ძირითადად დამოკიდებულია პროცესორის და ოპერატიული მეხსიერების სიხშირეზე. SuperPi-ს აქვს გამოთვლის მრავალი ვარიაცია, მაგრამ ამ ტესტში გამოიყენება 32M (32 მილიონი). აუცილებელია გამოვიყენოთ XtremeSystems version 1.5 ვერსია. სკრინი უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, ანუ უნდა ჩაანდეს SuperPi ფანჯარა და "calculation done" ღილაკი, ასევე CPUZ processor და CPUZ memory 13. wPrime 1024m - სკრინის ნიმუში wPrime 1024m - ძირითადად გათვლილია პროცეორის multitasking-ის გასატესტად, ანუ აქ მოქმედებს ლოგიკა, რომ რაც მეტია ბირთვების რაოდენობა პროცესორში მით სწრაფია ის. ტესტში არის ორი პროფილი 32M და 1024M. ამ ტესტში გამოიყენება 1024M და რაც ნაკლებია ტესტის ხანგძლივობა მით უკეთესია შედეგი. უნდა გამოვიყენოთ პროგრამის ბოლო ვერსია. 4 ან მეტი ბირთვიანი პროცესორის შემთხვევში Advanced განყოფილებაში ხელით უნდა მიეთითოს ბირთვების რაოდენობა. აუცილებელია გავაკეთოთ სკრინი ისე, როგორც ეს ნიმუშზეა ნაჩვენები, ანუ wPrime 1024M ფანჯარა, ასევე CPU-Z processor და CPU-Z memory TOP20-ში მოსახვედრად უნდა გაკეთდეს online validation (პროგრამა უფასოა) 14. wPrime 32m - სკრინის ნიმუში wPrime 32m - ძირითადად გათვლილია პროცეორის multitasking-ის გასატესტად, ანუ აქ მოქმედებს ლოგიკა, რომ რაც მეტია ბირთვების რაოდენობა პროცესორში მით სწრაფია ის. ტესტში არის ორი პროფილი 32M და 1024M. ამ ტესტში გამოიყენება 32M და რაც ნაკლებია ტესტის ხანგძლივობა მით უკეთესია შედეგი. უნდა გამოვიყენოთ პროგრამის ბოლო ვერსია.4 ან მეტი ბირთვიანი პროცესორის შემთხვევში Advanced განყოფილებაში ხელით უნდა მიეთითოს ბირთვების რაოდენობა. აუცილებელია გავაკეთოთ სკრინი ისე, როგორც ეს ნიმუშზეა ნაჩვენები, ანუ wPrime 32M ფანჯარა, ასევე CPU-Z processor და CPU-Z memory TOP20-ში მოსახვედრად უნდა გაკეთდეს online validation (პროგრამა უფასოა) რატომ უნდა დავრეგისტრირდეთ HWbot.org-ზე? ამ საიტზე არსებობს სხვადასხვა რენკინგები, არის კლასიფიკაცია ქვეყნების მიხედვით, გუნდების მიხედვით, მონაწილეების მიხედვით. ჩვენი მიზანია ღირსეული ადგილი დავიკავოთ მსოფლიო ასპარეზზე და ვაჩვენოთ, რომ საქართველოშიც არსებობს overclocking! რათქმაუნდა ვერ შევედრებით გიგანტებს, ისეთებს, როგორიცაა Team finland, XtremeSystems.org და ა.შ. მაგრამ ისეთი პატარა ქვეყანა როგორიც საქართველოა ბევრ მასზე განვითარებულ და მრავალრიცხოვან ქვეყნებს უსწრებს უკვე. რაც მეტი იქნება ჩვენს გუნდში მით მეტად წავიწევთ წინ! არაა აუცილებელი ბოლო თაობის hardware იმისათვის, რომ ქულები და ჯილდოები ავიღოთ. საჭიროა უბრალო მონდომება და ერთიანობის განცდა. გისურვებთ წარმატებას! ნებისმიერ გაუგებარ საკითხზე დასვით კითხვა და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ. ©OverDozeD """""""""""""""""""""" EDITED!! 3Dmark 03-05-06 -ებში აუცილებელია სკრინზე ნაჩვენები იყოს subtest score ანუ თითოეულ ტესტის fps-ები, ან ORB ვალიდაციის ლინკი
    1 point
  5. წარმოგიდგენთ ინტელის ახალი თაობის ეგრედწოდებულ (engineering sample) საცდელ პროცესორს. ეს იქნება მისი პირველი 8 ბირთვიანი მოდელი 16 ნაკადით (რათქმაუნდა i7 პროცესორებში) 22 nm ტექპროცესზე დაფუძნებული. ამ კონკრეტულ საცდელ მოდელს აქვს 3 ghz სიხშირე. ინტელი გამოუშვებს 2 unlocked პროცესორს ერთს X extreme edition და მეორე K სერიებიდან. სავარაუდოდ მათი დასახელება იქნება i7 5xxx, რა შემთხვევაშიც X ვერსია იქნება i7 5960x ხოლო k i7 5930k. მისი ეს 6 და 8 ბირთვიანი პროცესორები აღიჭურვება მასიური 20 MB-იანი მესამე დონის ქეშ მეხსიერებით (L3) და 1150 სოკეტის პროცესორების მსგავსად ექნებათ ინტეგრირებული ძაბვის რეგულატორი FVIR და მის top პროცესორებს ექნებათ TDP 140 W რაც მშვენიერია i7 3970x-ს 130 W-თან შედარებით რადგან ის მხოლოდ 6 ბირთვიანია. ინტელი ელის 55%-იან IPC გაუმჯობესებას 4 ბირთვიანებთან შედარებით. ახალი პროცესორი შეძლებს ამუშავოს 2 x16 არხი ან 3 x8 PCI-e არხი ერთდროულად მისი 40 lane-ს საშუალებით, რომელიც პირდაპირ იქნება დაკავშირებული DDR4 memory controllerთან და Wellsburg-ს X99 ჩიპსეტთან. მას ექნება წინა თაობის მსგავსი ტექნოლოგიები როგორიცაა SSE4, AVX, VT, AESNI. როგორც წინა თაობებში ისევე აქაც მათ არ ექნებათ IGPU ანუ ინტეგრირებული ვიდეობარათი. (ან რად უნდა ამის მყიდველს ის? ) HASWELL-E პლატფორმა ოფიციალურად პირველი იქნება DDR4-მეხსიერების მხარდაჭერით. ახალი DDR4 მოდულები მოიხმარენ 1.2 v განსხვავებით DDR3-სგან რომლებსაც როგორც წესი 1.5-1.65 v ჭირდებათ. ის მოითხოვს 288 კონტაქტიან slot-ებსრომლებიც ხელმისაწვდომია X99 ციპსეტის დედადაფებზე. ამ პროცესორების Memory controller უზრუნველყოფს მეხსიერების ოთხ არხიან რეჟიმში მუშაობას. ადრე გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით Haswell-E პროცესორები უნდა გამოჩენილიყო 2014 წლის მეოთხე მეოთხედში, მაგრამ როგორც ჩანს ისინი 2015-ს დასაწყისში გამოჩნდებიან.
    1 point
  6. თანამდროვე სმარტფონების ბაზარი სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება , სმარტფონები კი თანდათანობით იხვეწება და ფასიც უკვე ოპტიმალურ ნიშნულს უახლოვდება. დღეს მომხმარებელი მრავალი ალტერნატივის წინაშე დგება სმარტფონის შეძენისას. ალბათ თითოეული თქვენგანისთვის უკვე კარგადაა ცნობილი ,რომ თანამდროვე ბაზარზე არსებობს რამდენიმე წამყვანი მობილური ოპერაციული სისტემა ,რომელთა შორისაც უკვე არის კომპანია Microsoft ის უახლესი Windows Phone სისტემა , რომელზე დაფუძნებული სმარტფონებიც უკვე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც გამოჩნდა. ამ სისტემის მთავარი ღირსება მისი სისწრაფე და სიმარტივეა ,რაც სულ უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს , აღსანიშნავია ,რომ სულ ცოტა ხნის წინ (2012 წლის 29 ოქტომბერს ) კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა უახლესი Windows Phone 8 მობილური ოპერაციული სისტემა ,თუმცა აქამდე კომპანია Microsoft მა და მისმა პარტნიორმა ფირმებმა გამოუშვეს და გაყიდვების საკმაოდ დიდ იშნულს მიაღწიეს Windows Phone 7 და 7.5 სმარტფონების გაყიდვებით, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამ ახალ ოპერაციულ სისტემას ,რომელსაც ექსპერტები და ანალიტიკოსები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ .Windows Phone 8 ბაზაზე დაფუძნებულ სმარტფონებს 100 % ით შეუძლიათ შეასრულონ იგივე სამუშაო რაც კონკურენტ სმარტფონებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემის მარკეტი სულაც არაა იმ მოცულობის რაც Android ან IOS მარკეტი, თუმცა აპლიკაციების და თამაშების რაოდენობა დღითიდღე მატულობს Android - მა და IOS მაც ხომ სწორედ ასე დაიწყეს ... აღნუშნულ ბრძოლაში Microsoft-ს აქვს საშუალება მისი შესაძლებლობები წარმოგვიდგინოს რამდენიმე წამყვანი მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიის მეშვეობით , ესენია : Nokia ( რომელიც ასევე აწარმოებს ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ მოდელებს აღნიშნულ სისტემაზე ) , HTC , Samsung და Huawei, რომლებიც აქამდე მხოლოდ Android სმარტფონების წარმოებით იყვნენ დაკავებულნი, მართალია ბოლო 3-მა ფირმამ ამ ეტაპზე ჯამში მხოლოდ 5 ( ერთი Samsung მა და ორ-ორიც Huawei -მ და HTC მ ) Windows Phone 8 სმარტფონი გამოუშვეს ,მაგრამ ეს ყოველივე იმის მომასწავლებელია, რომ ეს კომპანიები დაინტერესდნენ ახალი ოპერაციული სისტემით, რაც უდიდესი დარტყმა იქნება Google სთვის, რადგან Android ამ კომპანიის საკუთრებაა. თავისთავად ეს არც კომპანია Apple-ს აძლევს ხელს. ახლა კი დროა უფრო ახლოს გავეცნოთ აღნიშნულ ოპერაციულ სისტემას და მასზე დაფუძნებულ სმარტფონებს. სისტემის ინტერფეისი საკმაოდ ლამაზი , დახვეწილი და მარტივია , ისევე როგორც ყველა სისტემას და მასზე დაფუძნებულ სმარტოფნებს , ამასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი : სმარტფონებს ამ სისტემაზე გააჩნია მინიმუმ 2 ბირთვიანი პროცესორები და ზოგ მოდელს HD რეზოლუცია DirectX გრაფიკის მხარდაჭერა Microsoft Office მხარდაჭერა გააჩნია SkyDrive , Windows Live , Xbox Live სერვისები Wireless sync ტექნოლოიგა შესაძლებელია Micro SD ბარათის მეშვეობით მეხსიერების გაზრდა USB Mass Storage რეჟიმი Multi-tasking DivX/XviD ვიდეო ფორმატის მხარდაჭერა Nokia-powered Bing Maps Class-leading JavaScript performance NFC ტექნოლოგიის მხარდაჭერა Bluetooth fileh file ტრასფერი სისტემის უარყოფითი მხარეები : არ აქვს : System-wide file მენეჯერი Lockscreen shortcuts ახლა სურათების და ვიდეო მეშვეობით გავეცნოთ სისტემის ინტერფეისს დეტალურად: Lock Screen Message Interface Photo Albums Xbox Live Windows Phone 8 სა და კომპიუტერს შორის ფაილების მიმოცვლა ხორციელდება პროგრამა Zune ით Web browser: Internet Explorer Store Maps Microsoft Office Suite მიმოხილვას დავიწყებთ კომპანია Samsung ის ერთადერთი Windows Phone 8 სმარტფონ - Samsung Ativ S I8750 ით ,რომელიც თავისი ტექნიკური მახასიათებლით მართლაც უნდა მივიჩნიოთ როგორც აღნიშნულ ოპერაციულ სისტემაზე ისე სხვა ტოპ სმარტფონებს შორის. Ativ S ს აქვს საკმაოდ დიდი ზომის 4.8 ინჩიანი Super AMOLED ტიპის ეკრანი ,რეზოლუციით 720 x 1280 , მისი წონა საკმაოდ დიდი ეკრანის ფონზე მისაღებია და იგი მხოლოდ 135 გრამს შეადგენს, არსებობს სმარტფონის 2 ვარიანტი 16 და 32 GB შიდა მეხსიერებით ,თუმცა ორივე მათგანში შესაძლებელია დამატებით Micro SD ბარათის დამატება მაქსიმუმ 32GB ტევდობით ,რაც სრულიად საკმარისია , მისი ოპერატიული მეხსიერება 1GB ია , სმარტფონი აღჭურვილია 2 ბირთვიანი Krait 1.5 GHz პროცესორით და Adreno 225 გრაფიკული ჩიპით ,რაც სრულიად საკმარისია ნებისმიერი თამაშის თუ სხვა საქმისთვის,მას გააჩნია: 3264x2448 რეზოლუციის მქონე 8 Mega-Pixel უკანა და 1.9 Mega-Pixel იანი წინა კამერა 1080P ხარისხის გადაღების შესაძლებლობით და ბოლოს Li-Ion ტიპის 2300 mAh ტევადობის მქონე ბატარეა. Samsung ის ამ სმარტფონსი წონაა 135 გრამი. მომდევნო ორი Windows Phone 8 სმარტფონი კომპანია HTC ისგანაა, ესაა: HTC Windows Phone 8X და HTC Windows Phone 8S. პირველ მათგანს აქვს : 4.3 ინჩიანი S-LCD2 ეკრანი რეზოლუციით 720 x 1280 პიქსელი , 16GB შიდა მეხსიერება , 1GB ოპერატიული მეხსიერება , 3264 x 2448 პიქსელის მქონე 8 Mega-Pixel იანი უკნა და 2.1 Mega-Pixel წინა კამერა , 1080P ხარისხის ვიდეო გადაღების შესაძლებლობით, ორ ბირთვიანი 1.5 GHz Krait პროცესორი და Adreno 225 გრაფიკული ჩიპი , სმარტფონის წონა სულ რაღაც 130 გრამია ,ხოლოდ ბატარეის სიმძლავრე 1800 mAh ,რაც ცოტა არ იყოს არასაკმარისია ასე სიძლიერის მქონე სმარტფონისთვის. რაც შეეხება მეორე მოდელს , იგი ტექნიკური თვალსაზრისით ყველანაერად ჩამორჩება 8X ს , HTC 8S ს აქვს : 480 x 800 გაფართოების მქონე 4 ინჩიანი S-LCD ეკრანი , 4GB შიდა მეხსიერება Micro SD ბარათის დამატების შესაძლებლობით , 512MB ოპერატიული მეხსიერება , 2592х1944 გაფართოების მქონე 5 Mega-Pixel იანი უკანა კამერა 720P ხარისხის ვიდეო გადაღებით , მას არ გააჩნია წინა კამერა , მას ასევე აქვს : ორ ბირთვიანი თუმცა შედარებით სუსტი 1 GHz Krait პროცესორი , Adreno 305 გრაფიკული ჩიპი და 1700 mAh ტევადობის Li-Po ტიპის ბატარეა, სმარტფონის წონა 113 გრამია. იგი ითვლება ერთ-ერთ ბიუჯეტურ Windows Phone 8 მოწყობილობად. Huawei ს 2 Ascend სერიის სმარტფონი W1 და W2 Windows Phone 8 სმარტფონები ამ დროისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ მოდელებს ბაზარზე. W1 ს აქვს : 480x800 გაფართოების მქონე 4 ინჩიანი ეკრანი 4GB შიდა მეხსიერება , Micro SD ბარათით მაქსიმუმ 32GB , 512MB ოპერატიული მეხსიერება , 5 Mega-Pixel იანი კამერა 2592x1944 გაფართოებით , წინა VGA კამერა , 2 ბირთვიანი 1,2 GHz Krait პროცესორი , Adreno 305 გრაფიკული ჩიპი და Li-Po 1950 mah ბატარეა , სმარტფონი იწონის სულ რაღაც 130 გრამს. რაც შეეხეაბ უფრო ახალ მოდელ , W2 ს , მას უკვე აქვს 4.3 ინჩიანი IPS LCD ეკრანი რეზოლუციით 480X800 პიქსელი , 8GB შიდა მეხსიერება 32GB გაზრდის საშუალებით Micro SD ბარათით , 512MB ოპერატიული მეხსიერება , 5 Mega-Pixel იანი კამერა რეზოლუციით 2592 x 1944 , არ აქვს წინა კამერა . W2 დაფუძნებულია უფრო ახალ Qualcomm MSM8230 Snapdragon 400 ჩიპსეტზე და ამის შესაბამისად მას აქვს , 1.4 GHz სიხშირის მქონე 2 ბირთვიანი Krait პროცესორი და Adreno 305 გრაფიკული ჩიპი , მისი ბატარეის სიმძლავრეა 1700 mah , წონა 160 გრამი. ახლა კი მინდა განვიხილოთ კომოპანია Microsoft ის მთავარი პარტნიორი ,კომპანია რომელიც თავის მომავალს სწორედ ამ ოპერაციულ სისტემაში ხედავს , ეს გახლავთ ყველასთვის კარგად ცნბილი კომპანია Nokia . ჯერ კიდევ Windows Phone 7 და 7.5 ის გამოჩენისას Nokia-მ გადადგა უდიდესი ნაბიჯები ამ მიმართულებით და გამოუშვა უკვე ბევრისთვის კარგად ნაცნობუ Lumia სერიის რამდენიმე სმარტფონი ,რომლებმაც უდიდესი პოპულარობა მოუტანა ამ სრულიად ახალ ოპერაციულ სისტემას , შეიძლება ითქვას ,რომ Microsoft-ს სწორედ ამ შედეგმა გადააწყვეტინა ბრძოლის გაგრძლება და ზრუნვა სისტემის ახალ ვერსიაზე , საბოლოოდ კი ჩვენ მივიღეთ Windows Phone 8 ის ბაზაზე დაფუძნებული ყველა მძლავრი სმარტფონების სერია Nokia სგან , Lumia Windows Phone 8 ოჯახზე საუბრას დავიწყებ ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური სმარტფონ Lumia 520 ით. ამ სმარტფონს აქვს : 480x800 გაფართოების მქონე 4 ინჩიანი IPS LCD ეკრანი , 8GB შიდა მეხსიერება Micro SD ბარათის მეშვეობით მაქსიმუმ 64GB მდე გაზრდის შესაძლებლობით , 512MB ოპერატიული მეხსიერება , 5 Mega-Pixel კამერა რეზოლუციით 2592x1936 და 720P ვიდეო გადაღების ხარისხით , არ აქვს წინა კამერა ვიდეო ზარებისთვის , სმარტფონი აღჭურვილია 1 GHz Krait პროცესორით , Adreno 305 გრაფიკული ჩიპით და იგი დაფუძნებულია Qualcomm MSM8227 ჩიპსეტზე , მისი ბატარეის ტევადობაა Li-Ion 1430 mAh , მისი წონა კი შეადგენს 124 გრამს. 520 ის მომდევნო მოდელი Lumia 525 ფაქტობრივად მხოლოდ ერთი უპირატესობით გამოირჩევა წინა მოდელისგან , 525 ს გააჩნია 1GB ოპერატიული მეხსიერება ნაცვლად 512MB ისა , სხვა მხრივ კი ეს 2 სმარტფონი ერთი და იგივეა. მომდევნო მოდელია Nokia Lumia 620 , მას აქვს პრაქტიკულად იგივე მონაცემები რაც 520 ს , თუმცა მისგან განსხვავებით ეს მოდელი დაფუძნებულია ოდნავ ძლიერ Qualcomm Snapdragon S4 ჩიპსეტზე , მისი ზუსტი მონაცემები კი ასეთია : 480 x 800 გაფართოების მქონე 3.8 ინჩიანი TFT ეკრანი , 8GB შიდა მეხსიერება , Micro SD ის მეშვეობით მაქსიმუმ 64GB მდე გაზრდის შესაძლებლობით , 512MB ოპერატიული მეხსიერება , 2592х1936 გაფართოების მქონე 5 Mega-Pixel უკანა კამერა 720P ვიდეო გადაღების ხარისხით, ორ ბირთვიანი 1 GHz Krait პროცესორი , Adreno 305 გრაფიკული ჩიპი , Li-Ion ტიპის 1300 mAh ტევადობის მქონე ბატარეა , მისი წონა 127 გრამია. მომხმარებელს საშუალება ექნება არჩევანი გააკეთოს Lumia 620 ის 6 სხვადასხვა ფერს შორის. Nokia ს მომდევნო მოდელ Lumia 625 ს, Lumia სერიის სმარტფონებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი 4.7 ინჩიანი IPS LCD ტიპის ეკრანი აქვს რეზოლუციით 480X800 , მსგავსად შედარებით დაბალფასიანი მოდელებისა ამ მოდელსაც აქვს მხოლოდ 512MB ოპერატიული მეხსიერება , შიდა მეხსიერების მოცულობა კი არის 8GB მაქსიმუმ 64GB გაზრდის საშუალებით Micro SD ბარათით. სმარტფონი აღჭურვილია უკანა 5MP იანი 2592х1936 LED განათების მქონე კამერით , ხოლო მისი წინა VGA კამერა არის სტანდარტული 1.3 MP იანი. Lumia 625 დაფუძნებულია Qualcomm MSM8930 Snapdragon ჩიპსეტზე , ამის შესაბამისად მას აქვს 1.2 GHz სიხშირის მქონე 2 ბირთვიანი Krait პროცესორი და Adreno 305 გრაფიკული ჩიპი. სმარტფონს გააჩნია 2000 mah სიმძლავრის მქონე ბატარეა , მისი წონაა 159 გრამი. კიდევ ერთი მომხიბვლელი მოდელი Lumia ოჯახიდან გახლავთ Lumia 720 , ეს მოდელი აღჭურვილია : 4,3 ინჩიანი Corning Gorilla Glass 2 IPS LCD ეკრანით , წინა ორ მოდელის მსგავსად ამასაც აქვს 512MB ოპერატიული მეხსიერება და 8GB შიდა მაქსიმუმ 32GB მდე გაზრდის შესაძლებლობით , თუმცა 720 ს გააჩნია კამერა ორივე მხარეს , წინა კამერა არის 6,7 Mega-Pixel იანი , რეზოლუციით 22848 x 2144 ასევე აღჭურვილია Carl Zeiss optics, autofocus, LED flash ტექნოლოგიით , მეორე კამერა კი არის 1,3 Mega-Pixel იანი ( 720p@30fps ) , სმარტფონი წინა 2 მოდელის მსგავსად აღჭურვილია 1 GHz Krait პროცესორით და Adreno 305 გრაფიკული ამაჩქარებლით . მისი ბატარეის ტევადობაა 2000 mAh , წონა კი 128 გრამი. ახლა კი გადავიდეთ Lumia სერიის სხვა მოდელებზე , მომდევნოა Nokia Lumia 810 , რომელსაც აქვს: 480 x 800 გაფართოების მქონე 4.3 ინჩიანი AMOLED ეკრანი , 8GB შიდა მეხსიერება , Micro SD ბარათის დამატებით 64GB , 1GB ოპერატიული მეხსიერება, 3264x2448 გაფართოების მქონე 8 Mega-Pixel უკანა 1080P ვიდეო გადაღებით და 1.2 Mega-Pixel წინა კამერა 720P ვიდეო გადაღებით, ორ ბირთვიანი 1.5 GHz Krait პროცესორი , Adreno 225 გრაფიკული ჩიპი , Li-Ion 1800 mAh ტევადობის მქონე ბატარეა , სმარტფონის წონა 145 გრამია. შემდეგი მოდელია Lumia 820 , რომელსაც აქვს : 480 x 800 გაფართოების მქონე 4.3 ინჩიანი AMOLED ეკრანი , 8GB შიდა მეხსიერება , 64GB Micro SD ბარათის მეშვეობით , 1GB ოპერატიული მეხსიერება , 3264x2448 გაფართოების მქონე 8 Mega-Pixel Carl Zeiss Tessar lens, F2.2 1080P უკანა და წინა VGA კამერა , ორბირთვიანი 1.5 GHz Krait პროცესორი , Adreno 225 გრაფიკული ჩიპი , Li-Ion 1650 mAh ტევადობის მქონე ბატარეა , მისი წონა 160 გრამია. მომდევნო მოდელია Lumia 822 ,რომელიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ მობილურ ქსელ Verizon ის მომხმარებლებისთვის ( შესაბამისად საქართველოსთვის არა ! ) , აღნიშნული მოდელი ტექნიკური მახასიათებლით დიდად არ განსხვავდება Lumia 820 ისგან , მას იგის სჯობს მხოლოდ იმით ,რომ მას აქვს უფრო მეტი შიდა მეხსიერება - 16GB , უკეთესი წინა კამერა და უფრო დიდი ტევადობის მქონე ბატარეა - Li-Ion 1800 mAh , იგი ასევე უფრო მსუბუქია და მისი წონა 142 გრამია. მივადექით უკვე ერთ-ერთ საუკეთესო Windows Phone 8 მოწყობილობად აღიარებულ Nokia Lumia 920 ს ,რომელმაც თავისი შესაძლებლობებით ყველა გააოცა , მოდით ვნახოთ რა შეუძლია ამ სმარტფონს, მას აქვს: 768 x 1280 გაფართოების მქონე 4.5 ინჩიანი IPS TFT ტიპის ეკრანი ,რომელიც დაცულია Corning Gorilla Glass 2 - PureMotion HD+ ClearBlack ტექნოლოგიით ,რაც ასევე განაპირობებს მისი სენსორის ეფექტურობას.Lumia 920 ში არ თავსდება Micro SD ჩიპი ,თუმცა მას აქვს 32GB შიდა მეხსიერება , 1GB ოპერატიული მეხსიერება , 3264 x 2448 გაფართოების მქონე Carl Zeiss optics, optical image stabilization dual-LED flash 8 Mega-Pixel უკანა 1080P და წინა 1.3MP 720P კამერა , ისევე როგორც უმეტესობა Windows Phone 8 სმარტფონი ეს მოდელიც აღჭურვილია ორ ბირთვიანი 1.5 GHz Krait პროცესორით და Adreno 225 გრაფიკული ჩიპით , მას გააჩნია Li-Ion 2000 mAh ტევადობის მქონე ბატარეა , ყველაფერ ამასთან ერთად მისი წონა 185 გრამია ,რაც ყველაზე დიდია არსებულ Windows Phone 8 სმარტფონებთან ,თუმცა აღსანიშნავია მისი ეკრანის საკმაოდ დიდი ზომა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ Lumia 920 ის კამერას ,რომელიც ხარისხით აღემატება თანამედრო სმარტფონების უდიდეს ნაწილს ,მათ შორის Apple ს Iphone 5 ს ამას განაპირობებს PureView ტექნოლოგია ,რომელიც სრულიად ახალი Nokia ს სმარტოფნებში. Lumia 920 ის დატენვა შესაძლებელია დენის წყაროსთან მობილურის უშუალოდ შეერთების გარეშე , ტექნოლოგია Nokia wireless charging ით. ამ საკმაოდ მომხიბვლელი მოდელის შემდეგ Nokia მ წარადგინა კიდევ 2 ახალი მოდელი , რომელთა მთავარი ღირსებაც გაუმჯობესებული კამერაა, პირველი მათგანია საერთაშორისო ბაზრისთვის განკუთვნილი Lumia 925 ,რომელსაც აქვს , შემდეგი მონაცემები : 4.5 ინჩიანი დისპლეი რეზოლუციით 768x1280 , ეკრანი დაცულია Corning Gorilla Glass 2 ტექნოლოგიით , რაც შეეხება სენსორს , გამოყენებულია კვლავ PureMotion HD+ ClearBlack display , სმარტფონს გააჩნია 16GB შიდა მეხსიერება , თუმცა არ ამატება SD ბარათი , აქვს 1GB ოპერატიული მეხსიერება , 2 ბირთვიანი 1.5GHz სიხშირის მქონე Krait პროცესორი და როგორც მსგავი სიძლიერის WP 8 სმარტფონები ესეც დაფუძნებულია Qualcomm MSM8960 Snapdragon ჩიპსეტზე , რაც შეეხება გრაფიკულ ამაჩქარებელს , ამ მოდელშიც გამოყენებულია Adreno 225 , სმარტფონის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება კვლავ მისი კამერაა - 8 MP, 3264 x 2448 pixels, Carl Zeiss optics, autofocus, dual-LED flash , რომელიც აღჭურვილია PureView ტექნოლოგიით და 1080P ხაირისხით ვიდეო გადაღების უნარით , სმარტფონს გააჩნია წინა 1.3 მეგა-პიქსელიანი კმაერაც , ყველაფერ ამასთან ერთად მისი ბატარეის ტევადობაა 2000 mah , წონა კი 140 გრამი. სმარტფონს მსგავსად წინა მოდელისა აქვს უნიკალური Wireless charging ტექნოლოგია Nokia Lumia სერიის მომდევნო და ამ დროისთვის ბოლო მოდელია Lumia 928 ,რომელიც განკუთვნილი იქნება ამერიკული ბაზრისთვის , კერძოდ Verzion ის ქელის მომხმარებლებისთვის, ამ სმარტფონის მონაცემები პრაქტიკულად ანალოგიურია 925 მოდელისა , იმ განსხვავებით ,რომ ამ მოდელს აქვს 32GB შიდა მეხსიერება და ოდნავ განსხვავებული დიზაინი. მისი წონა 162 გრამი. მივადექით ამ დროისთვის არსებული Windows Phone 8 სმარტფონების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წარმოამდგენელს , ისევ და ისევ კომპანია Nokia ს Lumia სერიის სმარტფონს Lumia 1020 ს , რომლის მთავარი ღირსება გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ტოპ მოდელების სმაგვსად არის მისი 41 Mega-Pixel იანი Carl-Zeis ოპტიკური კამერა (38 MP effective, 7152 x 5368 pixels) , რომელსაც გააჩნია თანადროვე ფოტო კამერისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო ფუნქცია , როგორიცაა სურათის ოპტიკური სტაბილიზატორი , ავტო-ფოკუსი , Nokia ს PureView ტექნოლოგია , Geo-tagging, Face detection, Dual capture, Panorama და რაც მთავარია მისი გადაღების ხარისხია 1080p@30fps - 4 მაგი ზუმის ფუნქციით , სმარტფონს ასევე გააჩნია წინა 1.2MP იანი 720P ხარისხის კამერა. რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს : სმარტფონს აქვს 4.5 ინჩიანი AMOLED ტიპის ეკრანი Corning Gorilla Glass 3 დამცავით + PureMotion HD+ ClearBlack ტექნოლოგიით , ეკრანის რეზოლუცია კვლავ 768 x 1280 პიქსელია , ეს გახლავთ პირველი WP 8 სმარტფონი რომლის ოპერატიული მეხსიერების სიდიდე არის 2GB , მისი შიდა მეხსიერების მოცულობა კი შეადგენს 32/64 GB ს , მასში არ ტავსდება Micro SD ბარათი. სმარტფონში გამოყენებულია Dolby Digital Plus აუდიო სისტემა , იგი აღჭურვილია თანამადროვე სმარტფონისთვის შესაბამისი ყველა ფუნქციით. სმარტფონი დაფუძნებულია Qualcomm MSM8960 Snapdragon ჩიპსეტზე ისევე როგორც სხვა Lumia სერიის Top მოდელები , ამის შესაბამისად მას აქვს ისევ და ისევ 2 ბირთვიანი 1.5 GHz სიხშირის მქონე Krait პროცესორი , Adreno 225 გრაფიკული ჩიპი , მისი ბატარეის სიმძალვრეა 2000 mah , წონა კი 158 გრამი. ზემოთ განხილული სმარტფონების შემდეგ დროა ვიხილოთ Nokia ს ორი გრეთწოდებული ფაბლეტი , 6 ინჩიანი WP 8 სმარტფონები Lumia 1320 და 1520. Lumia 1320 ს გააჩნია 6 ინჩიანია IPC LCD ეკრანი რეზოლუციით 720X1280 პიქსელი და Corning Gorilla Glass 3 დამცავით , მისი შიდა მეხსიერებაა 8GB , Micro SD ბარათით 64GB მდე გაზრდის საშუალებით , ოპერატიული მეხსიერება 1GB , კამერა 5 მეგა-პიქსელიანი რეზოლუციით 2592х1944 პიქსელი , 1080P ვიდეო გადაღების საშუალებით , წინა კამერა კი სტანდარტული VGA. სმარტფონი დაფუძნებულია Qualcomm Snapdragon S4 ჩიპსეტზე და ამის შესაბამისად მას აქვს 2 ბირთვიანი 1.7 GHz სიხშირის მქონე პროცესორი და Adreno 305 გრაფიკული ჩიპი. სმარტფონს ასევე გააჩნია საკმაოდ მძლავრი 3400 mah ბატარეა , მისი წონა კი შეადგენს 220 გრამს. რაც შეეხება Lumia 1520 ს , ეს საკმად მძლავრი 6 ინჩიანი სმარტფონია , რომელსაც აქვს : Full HD 1080X1920 გაფართოების მქონე IPS LCD ეკრანი , 32GB შიდა მეხსიერება , ასევე დამატებით 64GB Micro SD ს მეშვეობით , 2GB ოპერატიული მეხსიერება , 20 მეგა-პიქსელიანი Carl Zeiss კამერა 1080P გადაღების საშუალებით , წინა 1.2 MP 720P კამერა . სმარტფონი დაფუძნებულია Qualcomm MSM8974 Snapdragon 800 ჩიპსეტზე და ამის შესაბამისად მას გააჩნია 4 ბირთვიანი 2.2 GHz სიხშირის მქონე Krait 400 პროცესორი და Adreno 330 გრაფიკული ჩიპი. მისი ბატარეის სიმძლავრეა 3400 mah , სმარტფონის წონა კი შეადგენს 210 გრამს. ზემოთ განხილული Lumia 928 ის მსგავსად Nokia მ გამოუშვა კიდევ ერთი სმარტფონი , რომელიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ აშშ სთვის და კერძოდ Verizon ქსელის მომხმარებლებისთვის. ეს არის Lumia Icon , ერთადერთი WP 8 სმარტფონი , რომელსაც არ აქვს რიცხვითი დასახელება. მისი მონაცემები ასეთია : 5 ინჩიანი ეკრანი OLED ტექნოლოგით და Full HD 1080P ( 1920X1080 - 440 ppi ) რეზოლუციით , ასევე Gorilla Glass 3 დამცავით და ClearBlack, Sunlight readability ტექნოლოგიით. სმარტფონი დაფუძნებულია Qualcomm Snapdragon 800 ჩიპსეტზე და ამის შესაბამისად ის აღჭურვილია 4 ბირთვიანი 2.2 GHz პროცესორითა და Adreno 330 გრაფიკული ჩიპით , სმარტფონის ოპერატიული მეხსიერების სიდიდეა 2GB , შიდა მეხსიერების კი 32GB ( დამატებით Micro SD ბარათი ) , რაც შეეხება კამერას , ამ მოდელს აქვს 20 MP PureView, ZEISS optics ტექნოლოგიის მქონე კამერა ორმაგი განათებითა და Full HD ვიდეოს გადაღების ფუნქციით , ასევე წინა 720P კამერა. რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს , Lumia Icon ს აქვს Wireless Charging ტექნოლოგიის მქონე 2420 mah ტევადობის მქონე ბატარეა , Bluetooth 4.0 LE . მისი წონა კი შეადგენს 166 გრამს. Windows Phone 8 სისტემის მიმოხილვა HTC 8X ზე http://www.youtube.com/watch?v=8MGPpNI0mBk ეს გახლდათ დღეისათვის ბაზარზე არსებული Windows Phone 8 სმარტფონების მცირე მიმოხილვა , აღნiშნული მოწყობილობები სულ მალე გაეშვება კიდევ უფრი ფართო წარმოებაში და ვუმედოვნოთ ,რომ მიმხმარებელი სწორ არჩევანს გააკეთებს ,რადგან ეს მომავლის სისტემაა....
    1 point
  7. აი ეს ვიდეო იყიდე. ჩვენს ფორუმზეცაა ეგ კაცი. სანდო პიროვნებაა. ვიდეო კი უძლიერესია მაგ ფასად http://forum.ge/?f=54&showtopic=34678290&st=45 არის კიდე სანდო ხალხი ფორუმზე და აქვთ იმათ კაი-კაი ნაწილები იაფად თუ ვნახე დაგილინკავ.
    1 point
  8. http://www.imdb.com/title/tt1979319/ მაგრამ ჯერ ამეებს უყურე პირველს ამას უყურე http://www.imdb.com/title/tt0203082/?ref_=fn_al_tt_3 მერე დანარჩენებს http://www.imdb.com/title/tt0182629/?ref_=fn_al_tt_2 http://www.imdb.com/title/tt0294885/?ref_=fn_al_tt_8 http://www.imdb.com/title/tt2361423/?ref_=fn_al_tt_4 თანმიმდევრობა ნამდვილად არ მახსოვს :s
    1 point
  9. ჩემი ხელით გადავიღე Ori and the blind forest-ის რიგში რო ვიდექი
    1 point
  10. 8.1 განახლება თუ გინდა Developer Preview უნდა გადმოწერო და აპლიკაციაში მიყვე რეგისტრაციას ტელეფონში აპლიკაციების ჩაწერის სამი გზაა 1. პირდაპირ ტელეფონის store დან 2. კომპიუტერიდან ვებ გვერდიდან, შედიხარ http://www.windowsphone.com/en-us/store აქ და აწვები დაინსტალირებას. ტელე wifi ან sim ინტერნეტხე უნდა იყოს 3. შეგიძლია სანსტალაციო ფაილები გადაწერო კომპიდან usb თი. შედიხარ კომპით ვინდოუს ფოუნის საიტზე და როდესაც ნახავ საჭირო პროგრამას სულ ქვევით მარცხენა კუთხეში ეწერება Download and Install Manually. გადმოწერ, გადააგდებ ტელეფონში და შეხვალ ტელეფონით Store ში აპლიკაციით. შემდეგ ... დააწვები და Install local apps მიცემ დაიქ იქნება აპლიკაციები. წყარო http://www.windowsphone.com/en-us/how-to/wp8/apps/how-do-i-install-apps-from-an-sd-card?signin=true
    1 point
  11. ოი ოი რა ცუდად აგირჩევია პირველ რიგში პროცესორის და მაზერის სოქეთი არ ემთხვევა და მაზერია შესაცვლელი. ისე რატო მაინცდამაინც ულტრა? უკეთესი მაღაზიებიც არი. ჰო ვიდეო-კარტაც საკმაოდ ძველია. ოპერებიც არვარგა
    1 point
  12. დადე რა დინო, არ დაგეზარა მაგდენის წერა
    1 point
  13. არადა გვერდიგვერდ რომ დადგე 3 მეტრიდნა და ჩართი ერთი და იგივე თამაში შეიძლება ვერც შეამჩნიო ეგ სხვაობა Halo ს გარადა რომელიც ჯერ არ გამოსულა ბევრი ნორმალური თამაშია და განსაკუთრებით Forza
    1 point
  14. http://forum.ge/?f=54&showtopic=34678253&st=0 რას აღარ გაიგებ კაცი რა
    1 point
  15. Max Payne 3 ესეთი კარგი თამაში კაი ხანია არ მითამაშია უმაგრესია რა თავის ჟანრში ყველაფერი მაღალ დონეზეა გაკეთებული იცის როკსტარმა თამაშის გაკეთება
    1 point
  16. ENB-ის მოდის უმრავლესობა 1.0.4.0 ვერსიისთვისა და მეც ეგ პატჩი მიყენია. Shift + F12-ს რომ აჭერ თამაშშის დროს არ იცვლება გამოსახულება ? მე მაინც მგონია რომ გათიშული გაქვს ENB. Grand Theft Auto IV
    1 point
  17. c.a.y.z.y, ქართული შრიფტით წერე! და მე ასეთი მომწონს, ვერ ვიტან მკვდარ ფერებს, და ტექსტურებს რაც სტანდარტულად აქვს... ვისთვის დაუნგრეიდი და ვისთვის პირიქით... მორჩეს ამაზე საუბარი, გასაგებია რომ არ მოგწონს... და კიდე რაღაცას რომ დაპოსტავ რამე სქინი მოაყოლე პოსტს თამაშიდან, (თუნდაც ძველი) nseries430, იცი ყველაზე მეტად რა არ მოეწონათ GTA4-ში მსოფლიო გეიემერებს? ფერები, ყველამა ღნშნა რატომ გააკეთეთ ასეთი მკვდარი ფერებიო და სწორედ პირველ რიგში მაგაზე იზრუნეს GTA5-ში და იმიტომა რის ახლა იქ უფრო კაშკაშა ფერები და მეტი კონრასტი, ეგ უკვე გემოვნებისს აკიტხია შენ მოგწონს ეგეთი ფერები და მოგწონდეს... STI-228, რა ვერსია გიყენია თამაშის? ENB ბევრი ვერსია არსებობს გააჩნია რომელი გიყენია შენ...
    1 point
  18. Max Payne 3 დღეს დავიწყე მაგარი მხეცი თამაშია
    1 point
  19. მოგესალმებით, IBM-მა შექმნა სრულიად ახალი თაობის ადამიანის ტვინის მსგავსად მომუშავე პროცესორი მისი სახელია TrueNorth. იგი დაფუძნებულია samsung-ს 28 nm ტექპროცესზე და მისი მახასიათებლები ასეთია. 4096 ნეიროსინაპსური ბირთვი, 1 მილიონი პროგრამირებადი ნეირონი (შედარებისთვის ადამიანს ტავის ტვინში აქვს 86,000,000,000 ნეირონი, ხოლო ტარაკანას აქვს 1.000.000), 256 მილიონი პროგრამირებადი სინაპსი. სულ შედგება 5,4 მილიარდი ტრანზისტორისგან, ეს წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ჩიპს, ამავდროულად ყველაზე განვითარებულს, ყველაზე ძლიერს და ის მოიხმარს მხოლოდ და მხოლოდ 72 მილივატს (დიახ მილივატს) მაქსიმუმ დატვირთვაზე, რაც ნიშნავს 400 მილიარდ სინაპსურ ოპერაციას 1 watt-ში. ანუ დაახლოებით 176 000-ჯერ ენერგოეფექტურია ვიდრე თანამედროვე CPU თუ იგივე ოპერაციებს გავუშვებთ მასზე და 769-ჯერ ენერგოეფექტური ვიდრე დღეს არსებული სხვა მისი მსგავსი მოწყობილობები. ცხოველების (მათ შორის ადამიანის) ტვინი არის ძალზედ ენერგოეფექტური. ის მოიხმარს დაახლოებით 20 w-ს. მისი "მუშაობის სიხშირე" (ნეირონების მიერ გაშვებული მიკროელექტროსიგნალების სიხშირე) იზომება 10-ობით hz-ებში. დაბლა გრაფაში თქვენ ხედავთ თუ რამდენად ენერგოეფექტურია ტვინი ეს კი IBM-ს მიერ შექმნილი პროცესორი ამ ტექნოლოგიას საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა და პირველი IBM-ს პროცესორი აგებული იყო 45 nm ტექპროცესზე. მას მხოლოდ 256 ნეირონი ჰქონდა რომლებიც 10 mhz-ზე მუშაობდნენ, ასევე გააჩნდა 256,144 პროგრამირებადი სინაპსი, რაც მას ამსგავსებდა FPGA-ს (ამის სესახებ ახლახანს გავიგე. ასეთ პროცესორს სწორად დაპროგრამებისას შეუძლია ერთიდაიგივე საქმეში ფეხები გააფშეკინოს ჩემს i7-ს თუნდაც 500 mhz-ზე ისე ცნობისთვის Nvidia G-sync სწორედ FPGA-ზე დაფუძნებული პლატაა. რატქმაუნდა არაფერი საერთო ტვინთან არ აქვს. ეგეთი პლატები ყველას შეუძლია იყიდოს, ოღონდ მერე უნდა დააპროგრამოთ, რომ ის აკეთოს რაც გსურთ.) მოკლედ სულ ეს იყო. როცა სუპერადამიანკომპიუტერკიბორგს შექმნიან შეგატყობინებთ მადლობთ ყურადღებისთვის. by matusala
    1 point
  20. ნამდვილად. უსერიოზულესი იგრა გამოუვიდათ. თან ბრაზილია უხდება )
    -1 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.