Jump to content

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. Queen of Tears მთავარი აქტორის შემდეგ პროექტი ალბათ დისნეის ახალი დორამა იქნებაო, უკვე დაუწყია მოლაპარაკება Kim Soo Hyun-ზე https://mydramalist.com/article/yoo-jae-myung-to-meet-kim-soo-hyun-in-a-new-disney-k-drama მაგ დორამის სახელიც ცნობილია Knock Off, თუმცა სხვა ყველაფერი უცნობი ჯერ რაზე იქნება უფრო ეგ დორამა, მგონი სხვადასხვა კომედიური ისტორიებია ერთ დორამაში თავმოყრილი, ვნახოთ შეიძლება კარგი რამე გამოუვიდეთ, თუმცა მაგ აქტიორს დისნეის სერიალებში აქამდე არ მიუღია მონაწილეობა, ეგ პირველი ეგეთი დორამა იქნებაო ისე კი Queen of Tears სერიალზე ვოუტების რაოდენობა კარგათ გაზრდილა პრემიერის დასრულების შემდეგ, 16000 ვოუტს გაცდა მაიდრამაზე და 6500 უახლოვდება IMDB-ზე, იმის ფონზე რომ ეგ არაა პოპულარული კლასიკური ტიპის რომკომი, რომლებსაც მასიურათ უყურებენ ყველგან მაინც კარგი რაოდენობის ვოუტები გროვდება უკვე უფრო მძიმე მელოდრამისთვის შავი კომედიის ელემენტები სადაც ურევია და ტინეიჯერები და ახალგაზრდობა დიდათ არ უყურებს ეგეთებს, ისე კიდე ერთი რომკომის პრემიერა დღეს იწყება რამდენიმე წუთში უკვე, ვგულისხმობ Frankly Speaking, 12 ეპიზოდიანი დორამაა და მინიმუმ აქტიორების შემადგენლობა მანდაც საკმაოთ კარგია, სამი ცნობილი მსახიობი თამაშობს რასაც ვუყურებ მაგ დორამაში, მანდ ისევ ტელევიზიის და ანონსერის თემატიკას ატრიალებენ მგონი, იყო მსგავსი რაღაცეები მანამდეც, სინოპტიკოსი რომ ერია თუნდაც, გადის ეგეც ნეტფლიქსზე, თუმცა მაგათი სერიალი არაა, My Roommate Is a Gumiho აქტრისაც მონაწილეობა ჰა ნა, ისე აქ დაუდიათ ოღონდ მარტო steponee პერევოდში queen of tear ნეტფლიქსის ტრანსფერით მაგრამ მე უფრო სოფტბოქსის პერევოდს დავამატებ ალბათ თუ ვუყურე მაგ სერიალს მოგვიანებით https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=6521440 მაგ სერიალში ნორმალური შემცვლელია მაინც პრინც ლემონის, მაგის მეუღლესთან ერთად ვიღაცა სხვა ახმოვანებს კაცის გოლოსით, ბლუყუნა გოლოსი დიდათ არა აქვს და ადვილათ შეიძლება შეჩვევა, არის სხვა პერევოდებიც, ამჯერათ მაგ მელოდრამაში შავი კომედიის ელემენტებით მგონი მანიაკის თემა აღარ ჩაუკვეხებიათ, მაგი უფრო შკოლნიკები ან კოლეჯი სადაც ურევია მასეთ დორამებშია ძირითადათ, ყოველთვის ვიღაცა დაქნეულის ჩააკვეხებენ ვინც კლავს ხალხს, ეხლაც ეგეთ რომკომს ვუყურებ "Queen of Tears" Park Sung Hoon: "Poverty and a sense of inferiority became the driving force" https://mydramalist.com/article/queen-of-tears-park-sung-hoon-poverty-and-a-sense-of-inferiority-became-the-driving-force მემგონი მთავარი აქცენტი მაგ დორამაში მაინც ღარიბების და მდიდრების თემატიკაა, ან თუნდაც ჩობოლების ვისაც თავიდანვე ყველაფერი ქონდა და ისეთი ხალხის ვინც თვითონ მიაღწია წარმატებებს თავისივე ძალებით, ეგ ყველაფერი კარგათაა გარჩეული მაგ დორამაში მემგონი
  3. Today
  4. ჯერ-ჯერობით მარტო ეცემა და შეიძლება ძალიან გაუჭირდესო წელსაც თუ ვერ დაწიეს interest rate ფედერალებმა, ისეთი პირი უჩანს რომ არ აპირებენ არც ზაფხულში არაფრის დაწევას და მაგ შემთხვევაში დოუ ჯონსიც მაგრა დაეცემაო და ბიტკოინიც, როგორც ალბათ ოქროს კურსი, ანუ ყველაფერი ჩაყვინთავსო სერიოზულათ, უკვე პრინციპში ბიტკოინი დაეცა 64000$-ან 56500$-მდეც კი, ეგ ყველაფერი მოხდა თან ფაქტიურათ 30 საათში, მეტი დრო არც დაჭირდა მაგხელა დაცემას https://markets.businessinsider.com/news/currencies/bitcoin-price-forecast-key-60000-technical-level-sell-signal-fairlead-2024-4 https://markets.businessinsider.com/news/stocks/stock-market-today-april-fed-rate-cut-fomc-inflation-earnings-2024-4 ანუ მინიმუმ 10% უკვე დააგდეს ბიტკოინი 2 დღეც არ გასულა ლამის
  5. მაისში მგონი ისევ ნეხვის სუნი აუვიდა ყველაფერს, ანუ სერიოზული დაცემები დაიწყო როგორც ეგ 2021-2022 წლებში ფიქსირდებოდა თუნდაც, ჯერ მაგხელაზე არ დაცემულა მაგრამ მაისიც ეხლა დაიწყო მარტო და უკვე 10%+ დააგდეს 64000$-ან ორშაბათ დილით რაზეც იდგა კურსი ჯერ 57000$, უნდა მომეცილებილა ბიტკოინი 64300$ რომ მქონდა ნაყიდი და მაგხელა დაცემას არ ველოდებოდი ჯერ, როგორც ყოველთვის იმ მომენტი მოტეხეს როცა ყველაზე მატათ იყო მიწყნარებული ყველაფერი, ეგრე იციან, ეხლა კაცმა არ იცის რა მოხდება, ეგ ყველაფერი დაიწყო იმის შემდეგ რაც ირანმა დაბობმა იზრაელი, აი შეადარეთ მაგის შემდგომი პერიოდი და მიხვდებით რომ ეგრეა, მაგის შემდეგ გაუჭირდა ყველაფერს ოქრო იქნება,ბიტკოინი თუ დოუ ჯონსი, თუმცა ბოლო დაცემას შემდგომ fed policy და interest rate-ის დაცემა-არ დაცემას უკავშირებენ https://markets.businessinsider.com/news/stocks/stock-market-today-april-fed-rate-cut-fomc-inflation-earnings-2024-4 Bitcoin tumbles 5%, tests key $60,000 price level as sell signal looms https://markets.businessinsider.com/news/currencies/bitcoin-price-forecast-key-60000-technical-level-sell-signal-fairlead-2024-4 ცალკე მაინინგზეც მაგარი იმოქმედა მაგ დროპებმა, 2.5$-ის მაგივრათ უკვე 1.27$ მიფიქსირებს დღიურ ვირუჩკას ჩემ რიგზე, ანუ 100000-150000$ ბიტკოინის კურსზე თუ ეშველა შედარებით მაინინგს, მანამდე მეეჭვება დიდათ
  6. ნუ დრაივერების ავტომატურათ არ დაყენების პრობლემა რომ დავაიგნოროთ ვუყურებ ამ ახალ სბორკაში ყველაფერი უფრო სტაბილურათ უბერავს, მაინც 26-ან 24-ზე ჩამოვიყვანე Win32PrioritySeparation მაჩვენებელი, მგონი ეგ ვარიანტი ცოტა უფრო უკეთესათ უბერავს ვიდეოების ყურების დროს მაინც 165 გერციან 2K ეკრანზე და ჩემ ძველ სისტემაზე, ჰიბრიდულ ინტელებზე და ახალ რიზენებზე რა ხდება არ ვიცი, მანდ შეიძლება 26 ან სხვა მაჩვენებელი ჯობდეს უკვე მაგ მხრივ, ხმა მართლა დაიხვეწა, თუმცა ტორმუზები და ლაგები დიდათ არ გაზრდილა მაგის გამო, კარგი ხოშიანი ხმა აქვს ჩემთან, X-Fi titanium fatality pro საუნდკარტაზე + ეს 5.1 უბრალო სპიკერები https://alta.ge/computers-and-office/computer-accessories/speaker/genius-sw-hf-5-1-4500-ii-eu-230v-black.html ეგ ახალი მოდიფიკაციაა ისე, ხელახლა გამოუშვიათ ევროპული ქვეყნებისთვის ჩინელებს ეგ მოდელი, კარგი 450 ლარი კი ჯდება ლოლ, ეხლა თან სეილზეა და 350 ლარში ყიდიან, მე დამიჯდა წლების უკან ეგეთი ივერსში ზუსტათ 220 ლარი, როცა მაღალი კურსი ქონდა ლარს მაშინ ავიღე ოღონდ, ამიტომ დაჟე შეიძლება ოდნავ მეტიც გამოდიოდა დოლარში, სადღაც 100$ ფარგლებში ღირდა ყოველთვის ეგ მოდელი ჩვენთან, თუ ძალიან მაღალ სეიზლე არ ქონდათ ხოლმე, ედიფაიერებიც არის როგორც უფრო უკეთესი მაგის ალტერნატივა ჩვენთან 5.1 ეგეთივე ტიპაჟის, მაგრამ ეხლა მარაგი ყველგან ამოწურულია, ისე იყო 450 ლარათ სეილზე ეგეთი თავის დროზე: https://allmarket.ge/product/50704/dinamiki-edifier-r501tiii-5_1-speaker-system-wireless-93-watts ჯობია ეგ მაგ ჯენიუსებს მაგრამ ორმაგი და ეგეთი სხვაობა სიძლიერე-ბასებში არ ექნება ნამდვილათ, ბანალურათ არა აქვს ეგეთი მაჩვენებლები და მაგიტომ, შეიძლება ოდნავ უფრო ძლიერი ხმა და ბასები ქონდეს მაგრამ უფრო სოჩნი ხმა და ხარისხი, ეგეც მარტო შეიძლება, მე არ დამიტესტია ეგეთი, თუმცა როგორც ალტერნატივა შეიძლება აღება ჩემი სპიკერების მაგივრათ, ხო ხმის დახვეწაში ხმის გაძლიერებას არ ვგულისხმობ, უბრალოთ ხარისხია უკეთესი, შეიძლება ოდნავ დაეცა კიდეც სიმძლავრე, ბასებიც მომწონს, ზედმეტათ არ გრუხუნებენ და ძალიან სოჩნი ბუ-ბუმი აქვს ნამდვილათ ეხლა იქ სადაც ჭირდება: • Сняты искусственные ограничения звука и фонового пространственного восприятия, что улучшает звук и восприятие პლასებო არაა ეგ, ეგრევე შევნიშნე უტუბზე რომ გავუშვი ვიდეოები, შეიძლება იმოქმედოს რა სპიკერები-ხმისკარტა გიყენია, მაგრამ ჩემთან აქვს გაუმჯობესება, თვითონ დიალოგების ხმაც თითქოს უკეთესი აქვსო სერიალებში და ფილმებში, მოკლეთ მაგ მხრივ არაფერი დაეწუნება და არის გაუმჯობესება წინა ბილდებთან, ერთადერთი რასაც ვერ დაფიქსავ მაგ ახალში ვინდოუს 10 გეიმერულ სბორკას დააყენებ თუ ვინდოუს 11 ეგ ავტომატური დრაივერების დაყენებაა ვინდოუს აპდეიტიდან, ვაბშე 0 რეაქცია აქვს, ვერაფერს ნახულობს და პოულობს ჩემთან და შეცდომასაც არსად არ აფიქსირებს თან ევენტ ვივერში, მაგრამ ფრეიმვორკის და ასნავნოი აპდეიტებს უპრობლემოთ აყენებს, ამოცლა უნდა რაღაცეების და მაგის შემდეგ მუშაობენ უკვე, მე ისევ ბეტაზე გადავედი ეგრევე 22635.3566, ეხლა პროცესების რაოდენობას რაც შეეხება, ნუ სანამ რაღაცეებს დავაყენებდე, ანუ როცა მარტო დრაივერები მეყენა სოფტის გარეშე და კასპერსონის, დაახლოებით 75 პროცესი ქონდა ბრაუზერის გარეშე ეგ გაშვებული, ეხლა ბრაუზერის გარეშე აქვს სადღაც 90 პროცესამდე უფრო, ბრაუზერით 4 ტაბით 116 პროცესამდე ადის უკვე, კიდე შეიძლება ცოტათი მაგის შემცირება ალბათ თუ მოინდომებ, არა მგონია ჯერ არ გამოსულ 26200 LTSC ინტერპაიზზე წლის ბოლოს რაც უნდა გამოვიდეს მაგაზე უფრო ნაკლები პროცესი ქონდეს დეფოლტზე თუ იქაც დატვიკვებს არ დაუწყებ როგორც ამ პროზეა ამოცლილი ბევრი რამე და გათიშული, ხო AI ფიშკები ტვინს საერთოდ არ ბურღავენ ამ ბილდზე, დაბრუნება შეიძლება მგონი, მაგრამ თვითონ ყველაფერი გათიშულია ან შეიძლება shutup10 თიშავს ბოლომდე აღარ შემიმოწმებია ეგ მომენტი, მაგრამ არსად არაფერი არ ფიქსირდება საერთოდ, არც ეჯი ბურღავს ტვინს, ეხლა სერვისებიც ამოვშალე რეესტრიდან და არსად აღარაფერი აღარ დარჩა, მაინც აყენებს აპდეიტებს, ისეა დატვიკული რომ ეჯის ამოშლა არ აფუჭებს აპდეიტებს დიდათ, თუმცა აპდეიტის შემდეგ შეიძლება ისევ დაბრუნდეს ეჯის დაყენება, მაგრამ მაინც ვერ აყენებს წესიერათ და ისევ ხანდახან შენით უნდა ამოაცალო ფოლდერი და სერვისები რომ აღარ ამოაგდოს შეცდომები ევენტ ვივერში ნუ ამ ტიპის თუნდაც: The Microsoft Edge Update Service (edgeupdate) service failed to start due to the following error: The system cannot find the file specified. დანარჩენი უკვე შენთვითონ თუ დაუყენებ დრაივერებს შეცდომებს აღარ ამოყრის ევენტ ვივერში და არც სხვა რაღაცეები ახურებენ დიდათ, უნდა მოაცილი ბანალურათ კოსმეტიკური ვორნინგები : LSA package is not signed as expected. This can cause unexpected behavior with Credential Guard. PackageName: msv1_0 და კიდე ერთი ქონდა ეგეთი, მაგალითათ ვინდოუს ჰელოუს გამორთვა აღარ დაჭირდა, არ ამოუგდია მეტი ეგ ვორნინგი, ალბათ ამოცლილია ეგ ახალ ბილდში და მაგიტომ, ეგ LSA ერორი წესით TPM 2.0 სისტემებზე აღარ უნდა ქონდეს როცა TPM ჩართულია, ჩემთან აქვს ძველზე და სწორდება ადვილათ ლოგის გათიშვით ევენტ ვივერში აღარაფერი რომ აღარ დააფიქსიროს უკვე, პერფორმანსე ეგ არ მოქმედებს, ცალკე ტვიკების ნაბორი აქვს კიდე დადებული სანლექს, ეგეც გავატარე და მივათიშე ზედმეტი ხარახურა, მაგის შემდეგ სერვისების რაოდენობა ბრაუზერის გარეშე 87-მდეც კი დაეცა, ნუ 90 ზევით აღარ მიდის უკვე, ბრაუზერით კი უფრო 109 დგას, 3-4 ტაბზე ეგ, კარგი მაჩვენებელია ეგ საკმაოთ ვინდოუს 11 ვისაც ყენებია და იცის თუ რამდენი სერვისია დეფოლტზე გაშვებული პროზე თუნდაც, ბევრი რაღაცეები თუ გიყენია სოფტიდან + სტიმი და სხვა სერვისები ლამის 180-აც კი არტყამს დობრათ ბრაუზინგის ტაპების გარეშეც სერვისების რაოდენობა ხანდახან და დეფოლტზეც კი 140-მდე სერვისია, ჩემთან კი 87 დეფოლტზე უკვე ბოლო ტვიკების შემდეგ, ევენტ ვივერში 0 ვორნინგი ან ერორია თან ბუტის და რესტარტების დროს, ბანალურათ ერთადერთი კოსმეტიკური შეცდომა რისი ცალე დაფიქსვაც მომიწია იყო LSA 30-მდე ვორნინგი ყოველი ბუტის შემდეგ, მაგრამ რეალურათ ორი პრავკით მთლიანათ იფიქსება ეგ ერთხელ და სამუდამოთ, აპდეიტების შემდეგაც აღარ ბრუდნება მეტი ეგ ვორნინგები აქ ყველაფერი ცარიელია, თან რასაც ვუყურებ დაჟერ სეკურიტი ცენტრიც კი ამოცლილია ამ ახალში და კასპერსონი მაინც კარგათ მუშაობს, გამოვურთე ვსტროენი ფაერვოლიც, თან მაგ ყველაფრის შემდეგ აპდეიტები ყენდება უპრობლემოთ ჩემთან: მიგრაციის აპის გათიშვაც მოსულა სერვისებიდან, მაგრამ ეგეთი ფონივით რჩება და რომ აკლიკავ აღარ ხსნის არაფერს, მაგრამ სერვისი გამოვურთე მაგისი, მანდ არანაირი მეტრო აპი მეტი get started გარდა აღარ აგდია, ეგ კი windows future experience პაკეტში მოყვება, მაგას ვერ ამოაცლი ვინდოუს 11, ფუჭდება სტარტ მენიუ ეგ თუ წაშალე ძალით, ფეიჯფაილი ამჯერათ 1.5გბ დავაყენე 2გბ გაზრდის ლიმიტით, ვნახოთ რამდენათ ეყოფა ყველაფერს ეგ აბიომი და დაკრაშვები ექნება სადმე ლონგ რანში თუ აღარ უკვე, რაპიდ მოდი ჩართულია სისმეინი (სუპერფეჩი) გამორთული, სპექტრი-მელტდაუნის ზაშიტა გამორთული, secureboot ჩართული გლობალურათ ბიოსიდან, ძალიან არ შეუნელებია დაბუტვის დრო მაგას, ისევ მიყენია media foundation clear operagx-ის flags-ში ნუ რაც ქრომიუმ ბრაუზერებში ერთვება, აგრეთვე ყველა ბოლო პაკეტი აქედან: https://www.codecguide.com/media_foundation_codecs.htm უტუბზე ავტოზე მაქვს დეკოდერი და ყოველთვის მაღალ გაფართოვებას ირჩევს და vp9 დეკოდერს ეხლა სულ, ლაგები მცირდება და ფრეიმდროპები მაგითი, ნელ-ნელა გაუმჯობესდა სტაბილურობაც უკვე, HAGS ჩართული მაქვს ეხლა, დანარჩენი ორი სეთინგი მანდ რაც აქვს გამორთული, Auto HDR არ ჩამირთია, ეგ არაფერში მჭირდბა დიდათ და მაგიტომ, HDR ვიდეოებზე ეგ არ ჭირდება და თამაშებს მე არ ვთამაშობ, გათვლილია HDR მონიკებისთვის იმ თამაშებში სადაც ადამიანური HDR საპორტი არა აქვს ან საერთოდ არა აქვს HDR, მაგრამ არის ახალ ნვიდიას კარტებზე კარგი მაგის ალტერნატივა, დაჟე ორიც კი, ვგულისხმობ RTXHDR https://forums.guru3d.com/threads/nvtruehdr-tool-to-enable-rtx-hdr-in-games.451108/ და nvidia app რომ აქვს მაგას, ეგ ორიც განსხვავდებაო ერთმანეთისგან, მაგრამ auto hdr რასაც მიკროსოფტი გვთავაზობს ორივე ჯობიაო ხარისხით და ფერების დამუშავებით, უკეთესი გრადიენტები და სიკაშკაშე აქვსო მაგაზე უფრო, აი მაგ ორიდან რომელია უკეთესი მაგი უნდა დატესტო და მიხვდები, ხალხი მგონი RTX HDR უფრო აქებს
  7. ისე ეხლა რომ დაცემები დაიწყო რომელი რომელს ძირავს კიდე საკითხავია, ოქროს და დოუ ჯონსის დაცემები ბიტკოინს თუ ბიტკოინის და სხვა ალტკოინების სერიოზული დროპები მაგ ორს, ვერ გაიგებ, ორივე მხარის სტარონიკები ერთმანეთს ადანაშაულებენ, თითქოს ჯერ ოქრომ და დოუმ დაიწყო უფრო მოშნი ჩაყვინთვები, თუმცა ოქრო მემგონი უფრო ბიტკოინთნა ერთად დაეცა და მანამდე ჯერ დოუს ინდექსმა დაიწყო დროპები 37700 რომ დაეცა, რაც არ უნდა იყოს ინფლიაციაც მოქმედებს მაგ სამ მაჩვენებელზე, ვერ დავაამრცხეთო ინფლიაცია და interest rate აღარ დაეცემაო ზაფხულში, მაგან კი ძალიან ნეგატიურათ იმოქმედება უკვე ეხლა ყველაფერზე
  8. კომპანია TSMC-მა წარადგინა ახალი 4-5-ნანომეტრიანი კლასის ტექნოპროცესი N4C. იგი შექმნილია მასზე დამყარებული პროდუქციის ღირებულების 8.5%-ით შესამცირებლად N4P ტექნოპროცესთან შედარებით, ამასთან მასში შენარჩუნებული იქნება ტექნოლოგიური აღჭურვილობა და დაპროექტების უწყვეტობა. გარდა ამისა, N4C შექმნილია ჩიპების წარმოებაში დეფექტების სიხშირის შესამცირებლად. ფოტოს წყარო: TSMC ”ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია ჩვენი 5- და 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიების შესაძლებლობების ამოწურვა. N5-დან N4-ზე გადასვლისას მივაღწიეთ 4-პროცენტიან ოპტიკურ შეკუმშვას და გავაგრძელეთ ტრანზისტორების მახასიათებლების გაუმჯობესება. ჩვენ ახლა ვამატებთ N4C-ს ჩვენს 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის პორტფელში. N4C საშუალებას მისცემს ჩვენს მომხმარებლებს შეამცირონ ხარჯები გამოყენებული კომპონენტების რაოდენობის შემცირებით, ასევე ნახევარგამტარების ორიგინალი კონსტრუქციის გაუმჯობესებით, როგორიცაა სტანდარტული უჯრედები და SRAM, რათა კიდევ უფრო შემცირდეს საერთო საოპერაციო ხარჯები“, - განაცხადა TSMC Business-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა Kevin Zhang-მა ახლახანს გამართულ ჩრდილოეთ ამერიკის ტექნოლოგიების სიმპოზიუმზე. N4C ნოუდი არის TSMC N5/N4 ტექნოპროცესის სერიის ნაწილი და დამყარებულია N4P ტექნოლოგიაზე. ახალი ტექნოლოგიის დანერგვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია TSMC-სთვის, რადგან N4C შესაძლებელს ხდის მნიშვნელოვნად შემცირდეს 4-ნანომეტრიანი პროდუქციის წარმოების ღირებულება და ამით სტიმულირება მოახდინოს კომპანიის მომხმარებელთა ბაზის გაფართოებაზე, რომლებიც მზად არიან გადავიდნენ ახალ და იაფ ტექნოლოგიებზე. ახალი ტექნოლოგია უზრუნველყოფს ბალანსს ენერგოეფექტურობას, წარმადობას და დანერგვის ღირებულებას შორის. 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ნორმებთან დაკავშირებული მაღალი ხარჯების გათვალისწინებით და წარმადობისა და ტრანზისტორის სიმკვრივის თვალსაზრისით, მათი შედარებით შეზღუდული უპირატესობებით ისეთ ტექნოლოგიებთან შედარებით, როგორიცაა N4P, N4C შეიძლება გახდეს ძალიან პოპულარული არჩევანი TSMC-ის მომხმარებლებს შორის. კომპანია ჩიპების მასობრივი წარმოების დაწყებას N4C ტექნოპროცესის გამოყენებით გეგმავს 2025 წელს. იმ დროისთვის TSMC-ს ექნება 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დამყარებული პროდუქციის წარმოების ექვსწლიანი გამოცდილება. კომპანია იმედოვნებს, რომ ამ დროისთვის შეძლებს N4C-ზე დაფუძნებული მაღალი წარმადობის პროდუქციის წარმოების კარგ დონეს მიაღწიოს და შეამციროს მისი ღირებულება. და ვინაიდან 5-ნანომეტრან ტექნოლოგიაზე პროცესის დამყარებული პროდუქტების წარმოების მრავალი ინსტრუმენტი „მოძველებული“ იქნება 2025 წლისთვის, N4C და მსგავსი კვანძები შეიძლება იყოს თითქმის ერთადერთი ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ალტერნატივა. https://tinyurl.com/yt7f3j7d
  9. Apple გეგმავს წარმოადგინოს თავისი ფლაგმანური iPad Pro პლანშეტის შემდეგი მოდელი ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით და IPS-ის ნაცვლად OLED ეკრანით 7 მაისს დეველოპერების მსოფლიო კონფერენციაზე. ფოტოს წყარო: Appleinsider.com Bloomberg-ის წარმომადგენელ მარკ გურმანის თქმით დიდია ალბათობა იმისა, რომ ახალ iPad Pro-ს ექნება მძლავრი Apple M4 ჩიპი ნეიროქსელით, ასევე OLED ეკრანი და სხვა არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ახალი პროდუქტის მთავარი მახასიათებელი იქნება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მხარდაჭერა, რაც პლანშეტს აქცევს პირველ პროდუქტად Apple-ის მოწყობილობების ხაზში, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით იქნება წარმოდგენილი. M4 ჩიპის წყალობით iPadOS 18 ოპერაციულ სისტემასთან ერთად, ცხადია, რომ უზრუნველყოფილი იქნება უზარმაზარი შესაძლებლობები ჩატ-ბოტების ინტეგრაციისთვის, მათ შორის ისეთი კომპანიების ჩატ-ბოტების, როგორიცაა Google ან OpenAI, გაუმჯობესებული მეტყველებისა და გამოსახულების ამოცნობის ფუნქციებით. ასევე მოსალოდნელია განახლებული Apple Pencil სტილუსის პრეზენტაცია ტაქტილური უკუკავშირით. იგი, სავარაუდოდ, საშუალებას მისცემს მომხმარებლებს იგრძნონ სხვადასხვა ტექსტურა გრაფიკულ აპლიკაციებში ხატვისას, თითქოს ისინი ხატავდნენ ჩვეულებრივ ქაღალდზე და გრძნობდენ ამ ქაღალდის სიმკვრივეს. გარდა ამისა, ელექტრო ფანქარი მიიღებს ახალ ჟესტების კონტროლს უფრო ხატვის უფრო ბუნებრივი შეგრძნებებისა და სხვადასხვა აპლიკაციაში ურთიერთქმედებისთვის. გარდა ამისა, Apple დეტალურად ისაუბრებს AI-ჩიპების გამოყენების სტრატეგიაზე თავის გაჯეტებში მომავალ მსოფლიო დეველოპერების კონფერენციაზე 7 მაისს. კერძოდ, საუბარი შედგება იმაზე, თუ როგორ გამოიყენებენ iPadOS 18 ოპერაციული სისტემის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს ახალი iPad Pro და სხვა M4 მოწყობილობები. ექსპერტების აზრით ახალ iPad Pro-ს აქვს ყველა შანსი, გახდეს ყველაზე ძლიერი და ტექნოლოგიურად მოწინავე პლანშეტი ბაზარზე. ამავდროულად, მისი შესაძლებლობებით ხელოვნური ინტელექტის სფეროში შესაძლოა დაინტერესდნენ არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ ჩვეულებრივი მომხმარებლებიც. რა თქმა უნდა, iPad Pro-ის ფასი მაღალი იქნება, მაგრამ ბევრისთვის ეს იქნება ღირებული ინვესტიცია მომავლის ტექნოლოგიაში. https://tinyurl.com/mwtxz7vp
  10. Yesterday
  11. კი ეგ სტიმზე მუშაობს , სხვა თამაშებზე ვერ მუშაობს , xinput ზე გადაყავს მაგ პროგრამას და მანდ უკვე ყველაფერს ერგება
  12. archive ნორმალური ხარისხი რატომ არსად არ დევს :@
  13. გასული კვირა გამოირჩეოდა ტექნოლოგიური სექტორის მსხვილი კომპანიების კვარტალური ანგარიშების მაღალი კონცენტრაციით, ამიტომ მათი ხელმძღვანელების კომენტარებმა ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემდგომი განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით შესაძლოა გავლენა იქონიოს ინვესტორების განწყობაზე. წინა კვირას Nvidia-ს კაპიტალიზაცია მცირდებოდა, მიმდინარე კვირაში კი გაიზარდა 15%-ით 290 მლრდ აშშ დოლარამდე. ფოტოს წყარო: Nvidia როგორც Bloomberg განმარტავს, ამ Nvidia-სთვის გასული კვირა საუკეთესო აღმოჩნდა გასული წლის მაისის შემდეგ. ანალიტიკოსების აზრით Meta-ს პლატფორმების, Alphabet-ისა და Microsoft-ის წარმომადგენლების განცხადებებმა ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიციის განზრახვის შესახებ პირდაპირ იმოქმედა Nvidia-ს აქციების ფასებზე, რომელიც კომპიუტერული ამაჩქარებლების უმსხვილესი მიმწოდებელია - ასეთი ამაჩქარებლებით ხდება ხელოვნური ინტელექტის სისტემების ინფრასტრუქტურების ფორმირება. Bank of America-ს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ამერიკული ქლაუდ ბაზრის მთავარმა მოთამაშეებმა - Google-მა, Microsoft-მა და Meta-მ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდონ კაპიტალური ხარჯები მიმდინარე კალენდარულ წელს და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება Nvidia-ს ამაჩქარებლების შეძენისკენ. გასულ პარასკევს Nvidia-ს აქციების ღირებულება 10%-ით შემცირდა, ეს იყო ფასის ყველაზე დიდი დღიური ვარდნა ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. აქციების დაღმავალი მოძრაობის იმპულსი იყო TSMC-ის ხელლმძღვანელების განცხადებები ნახევრადგამტარი კომპონენტების ბაზრის ზრდის შესახებ კონსერვატიული პროგნოზის შენარჩუნების პირობებში. ტაივანური კომპანია TSMC ამჟამად აწარმოებს Nvidia-ს ყველა გამოთვლით ამაჩქარებელს. მიმდინარე კვირაში აშშ-ის საფონდო ინდექსები გაიზარდა: ნახევრადგამტარი კომპონენტების მწარმოებელი კომპანია SOX-ის მაჩვენებელი გაიზარდა 10%-ით, S&P 500 ინდექსი - 2.7%-ით, ხოლო Nasdaq - 100 4%-ით. აღსანიშნავია, რომ Meta-ს გაზრდილ ხარჯებს ინფრასტრუქტურაზე ჯერ არ მოჰყოლია შემოსავლის ზრდა, რის გამოც კომპანიის აქციები გასულ კვირაში 11%-ით გაძვირდა. Google-ისა და Microsoft-ის ხელმძღვანელებმა მოახერხეს ინვესტორების დარწმუნება, რომ ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციები უზრუნველყოფდა ფინანსურ ანაზღაურებას. ქლაუდ ბაზრის კიდევ ერთი მთავარი მოთამაშე, Amazon, კვარტალურ შედეგებს სამშაბათს გამოაქვეყნებს. https://tinyurl.com/3yzzdewj
  14. როგორც ადრე აღინიშნა, Apple არ გამორიცხავს გარე მხარის ხელოვნური ინტელექტის სისტემების ინტეგრირებას თავის სამომავლო მოწყობილობებში. კომპანიამ ახლახანს განაახლა მოლაპარაკებები OpenAI-სთან ამ თემაზე. ოპერაციულმა სისტემა iOS 18-მა, რომელიც iPhone-ების მომდევნო თაობაში იმუშავებს, შესაძლოა საბოლოოდ მიიღოს OpenAI ეკოსისტემის მხარდაჭერა, აცხადებს Bloomberg. ფოტოს წყარო: Apple ეს არ არის Apple-ის პირველი მცდელობა განახორციელოს მსგავსი ინტეგრაცია OpenAI-სთან: მოლაპარაკებები წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა და ახლა განახლდება, როგორც წყარო აღნიშნავს. Apple არ გამორიცხავს Google-ს და მის ჩატ-ბოტ Gemini-ს, ასე რომ გარემო, რომელშიც ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საკმაოდ კონკურენტულია. Apple-ს ჯერ არ შეურჩევია პარტნიორი ამ სფეროში და არ არსებობს გარანტია იმისა, რომ მტკიცე შეთანხმებები საერთოდ იქნება მიღწეული. Apple-ის მომავალი iOS 18 ოპერაციული სისტემის ზოგიერთი მახასიათებელი გამოიყენებს საკუთარი ენის დიდი მოდელის ელემენტებს, მაგალითად, დაეხმარება მომხმარებლებს ადამიანისთვის დამახასიათებელი ტექსტის გენერირებაში. ამავდროულად, ჩატ-ბოტის საშუალებით მომხმარებლებთან ურთიერთობის დონეზე Apple მოელის, რომ დაეყრდნობა მესამე მხარის გადაწყვეტილებებს, როგორიცაა ChatGPT. როდესაც ამ ფუნქციის განსახორციელებლად პარტნიორის ძებნის შესახებ პირველად მარტში გახდა ცნობილი, მოლაპარაკების პოტენციურ მონაწილეთა შორის იყო სტარტაპი Anthropic. ხელოვნური ინტელექტის სისტემების დეველოპერებთან მჭიდრო თანამშრომლობით Apple მოელის არა მხოლოდ უფრო ღრმა ინტეგრაციას თავის ოპერაციულ სისტემასთან, არამედ ინფორმაციული უსაფრთხოების მაღალ ხარისხსაც. ტიმ კუკმა ადრე განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები დაინერგება Apple-ის ეკოსისტემაში ფრთხილი შეფასებისა და ადაპტაციის შემდეგ. https://tinyurl.com/a87ny3m7
  15. Last week
  16. მორიგი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე 1.99%-ით გაიზარდა. მაჩვენებელმა რეკორდულ მაჩვენებელს, 88.1 T-ს მიაღწია. წყარო: BTC.com. წინა მაჩვენებლის ცვლილების შემდეგ პერიოდის საშუალო ჰეშრეითი იყო 726.3 EH/s. Glassnode-ის თანახმად 7-დღიანმა მოძრავი საშუალო მაჩვენებელმა მაქსიმალურ 649.6 EH/s-ს მიაღწია 20 აპრილის განახევრებამდე. ნაპოვნი ბლოკისთვის ჯილდოს შემცირების შემდეგ იგი ოდნავ დაკორექტირდა 638 EH/s ნიშნულზე. წყარო: Glassnode. Hashrate Index-ის მიხედვით ჰეშის ფასი დაეცა 61.5 აშშ დოლარამდე PH-ზე დღე-ღამეში. განახევრებამდე ინდიკატორი 110 აშშ დოლარის დონის სიახლოვეს მოძრაობდა და თავად მოვლენის ფონზე მნიშვნელოვანი ცვალებადობა აჩვენა. წყარო: Hashrate Index. სირთულის ზრდა დამატებით ზეწოლას მოახდენს მაინინგის მომგებიანობაზე. CryptoQuant-ის აღმასრულებელ დირექტორ Ki Yoon Ju-ს შეფასებით Antminer S19 XP-ის გამოყენებით ერთი Bitcoin-ის მაინინგის ღირებულება იქნება დაახლოებით 80 ათასი დოლარი. მსგავსი შეფასება მიანიჭა Hashlabs Mining-ის თანადამფუძნებელმა Jaran Mellerud-მა Antminer S19J Pro-ს - 75 ათასი აშშ დოლარი. წერის მომენტისთვის ციფრული ოქრო 63.950 აშშ დოლარად იყიდება, გასული კვირის განმავლობაში მისი ფასი 4.5%-ით გაიზარდა (CoinGecko). აპრილის დასაწყისში მარათონის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრედ ტილმა დაუშვა, რომ ბაზარმა უკვე გაითვალისწინა განახევრება და მოვლენა მასზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენდა. 10x Research-ის ხელმძღვანელმა მარკუს ტილენმა გაფრთხილება გამოთქვა მაინერების მიერ დაგროვილი Bitcoin-ის რეზერვების გაყიდვის რისკი ბლოკის ჯილდოების შეწყვეტის შემდეგ. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ისტორიულად კრიპტოვალუტის ფასის ექსპონენციალური ზრდა განახევრებიდან 6-8 თვის შემდეგ დაიწყო. მანამდე მაინერებმა შეიძლება მიმართონ დაახლოებით 5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების რეზერვების გაყიდვას ოპერაციების შესანარჩუნებლად. შეგახსენებთ, რომ მარტში მაინერებმა რეკორდული 2 მლრდ აშშ დოლარი გამოიმუშავეს. საკომისიოს მოცულობამ 85.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. https://tinyurl.com/ta3ebc22
  17. Lenovo ThinkPad P1 Gen 7 მობილური სამუშაო სადგური გახდა პირველი ლეპტოპი ახალი LPCAMM2 ფორმ-ფაქტორის მეხსიერება, რომელიც არის SODIMM მოდულების მემკვიდრე. ფოტოს წყარო: lenovo.com Lenovo ThinkPad P1 Gen 7 სამუშაო ლეპტოპი გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის. ის მუშაობს Intel-ის უახლესი თაობის ჩიპებზე - Core Ultra 9 185H-მდე; და ინტეგრირებული გრაფიკის გარდა, შეიძლება წარმოდგენილი იყოს Nvidia GeForce RTX 4060/4070 დისკრეტული გეიმინგ ვიდეო ბარათით ან პროფესიონალური Nvidia RTX 1000/2000/3000 Ada Generation ბარათით. გარდა ამისა, Lenovo აღნიშნავს, რომ ეს არის მსოფლიოში პირველი ლეპტოპი LPCAMM2 მეხსიერებით. ის იკავებს 64%-ით ნაკლებ ადგილს კორპუსში და მოიხმარს 61%-ით ნაკლებ ენერგიას SODIMM-თან შედარებით, რადგან იყენებს LPDDR5X ჩიპებს ჩვეულებრივი DDR5-ის ნაცვლად. LPCAMM2 ლეპტოპის მეხსიერების სტანდარტის შემქმნელია Dell. პირველად CAMM (Compression Attached Memory Module) მოდულები გამოყენებული იქნა Dell Precision 7670 მოდელში 2022 წელს. 2023 წელს კომპანიამ თავისი განვითარება გადასცა JEDEC-ს, ორგანიზაციას, რომელიც ადგენს მეხსიერების ტექნოლოგიების სტანდარტებს. სექტემბერში JEDEC-მა დაამტკიცა LPCAMM2 სტანდარტი და Samsung-მა და Micron-მა გამოიჩინეს ინტერესი. სიჩქარის, ეფექტურობისა და ფიზიკური ზომის უპირატესობების გარდა LPCAMM2 უზრუნველყოფს ერთი მოდულის მუშაობის შესაძლებლობას ორარხიან რეჟიმში. ამ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს ახალი მეხსიერების მოდულები დამოუკიდებლად SODIMM-ის მსგავსად. ახლა უნდა დაველოდოთ Lenovo ThinkPad P1 Gen 7 მიმოხილვას - ისინი აჩვენებენ, არის თუ არა LPCAMM2 ნამდვილად ეფექტური. ასევე შემოწმდება Micron-ის განცხადება, რომ ლოდინის რეჟიმში ახალი მეხსიერება ენერგომოხმარებას 80%-ით ამცირებს. https://tinyurl.com/56pur58c
  18. ინტერნეტში გავრცელდა AMD-ის 144 გვერდიანი დოკუმენტი, იგი შეიცავს მომავალი Ryzen მობილური პროცესორების Strix Point და Strix Halo სერიების ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც დამყარებულია Zen 5 არქიტექტურაზე. ამის შესახებ პორტალი HKEPC იტყობინება. ფოტოს წყარო: VideoCardz დოკუმენტში ნათქვამია, რომ Strix Point პროცესორებს (ნიშნულით STX) ექნებათ 12-მდე Zen 5 ბირთვი 24-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. ჩიპების L2 ქეშ-მეხსიერების მოცულობა იქნება 12 მბ, ხოლო L3 ქეშის - 24 მბ. ეს APU-ები მიიღებენ 8 WGP გრაფიკულ ერთეულს (ან 16 შემსრულებელ ერთეულს) RDNA 3.5 არქიტექტურით. Strix Point პროცესორები იქნება Phoenix/Hawk Point მობილური პროცესორების პირდაპირი მემკვიდრეები, რომლებიც გვთავაზობენ 8-მდე Zen 4 გამომთვლელ ბირთვს და 8-მდე RDNA 3 გრაფიკულ ბირთვს. დოკუმენტი ასევე ადასტურებს, რომ Strix Point-ს ექნება ახალი XDNA 2 AI ამაჩქარებელი 50 TOPS (ტრილიონი ოპერაცია წამში), იგი სამჯერ უფრო ძლიერია Hawk Point პროცესორების AI ძრავთან შედარებით (16 TOPS). ასევე ცნობილია, რომ Strix Point მხარს დაუჭერს DisplayPort 2.1 ინტერფეისს UHBR10 გადაცემის რეჟიმში. პროცესორების ნომინალური TDP იქნება 45 და 60 ვატი. მუშაობისთვის ისინი გამოიყენებენ FP8 პროცესორის სოკეტს. ფოტოს წყარო: HKEPC Strix Halo (STX Halo) პროცესორებს, დოკუმენტის მიხედვით, ექნება 16-მდე ფიზიკური Zen 5 ბირთვი 32-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. როგორც ჩანს, ჩიპები აღჭურვილი იქნება ორი CCD ბლოკით, თითოეული 8 ბირთვით. STX მოდელების მსგავსად მათაც ექნება 1 მბ L2 ქეში თითო ბირთვზე. ამრიგად, L2 ქეშ-მეხსიერების მთლიანი მოცულობა იქნება 16 მბ. ერთ CCD-ს ექნება 32 მბ L3 ქეში მეხსიერება. ჩიპები ასევე მიიღებენ 32 მბ MALL ქეშ-მეხსიერებას, რომელიც იმუშავებს Infinity Cache ქეშ-მეხსიერების მსგავსად. Strix Halo პროცესორები მოიცავს 20 WGP RDNA 3.5 გრაფიკულ ერთეულს (40 შესრულების ერთეულს). გარდა ამისა, მათ ექნება XDNA2 AI ამაჩქარებელი 60 TOPS-ამდე წარმადობით და DisplayPort 2.1-ის მხარდაჭერა UHBR20 გადაცემის რეჟიმით. Strix Halo ჩიპებს ექნება 256-ბიტიანი LPDDR5X-8000 მეხსიერება. Strix Point-ს ექნება LPDDR5X-7500-ის მხარდაჭერა. Strix Halo პროცესორების ნომინალური TDP იქნება 70 ვატი. ტურბო რეჟიმში მათი ენერგიის მოხმარება შეიძლება იყოს 130 ვატამდე. ჩიპები გამოიყენებენ FP11 პროცესორის სოკეტს მუშაობისთვის. AMD აპირებს მონაწილეობა მიიღოს Computex 2024 ელექტრონიკის გამოფენაში, რომელიც ივნისის დასაწყისში გაიმართება. დიდი ალბათობით, კომპანია ამ ღონისძიებაზე გააზიარებს ოფიციალურ ინფორმაციას მომავალი Zen 5 სამომხმარებლო პროცესორების შესახებ. https://tinyurl.com/3vpnw3t5
  19. NVIDIA to Dominate 2024 AI Market with Estimated $40 Billion in GPU Sales https://gamegpu.tech/hardware/nvidia-to-dominate-2024-ai-market-with-estimated-40-billion-in-gpu-sales ეგ და ცალკე AI სისტემებზე გაზრდილა სპროსი საკმაო გლობალურათ https://gamegpu.tech/hardware/revolution-in-the-pc-industry-ai-computers-prices-to-surge-amid-growing-demand
  20. Manor Lords წარმადობის ტესტიროვკა აქტუალურ სისტემებზე: https://gamegpu.com/rts-/-стратегии/manor-lords-test-gpu-cpu მაგ თამასშაც საკმაოთ არ ნდომია ძალიან ძლიერი ვიდეოკარტა მაღალ ფპს-ზე რომ გათამაშოს, ნუ 1080P სათამაშოთ მინიმუმ ჭირდება 6650XT კარტა მაინც, ნვიდიადან კი 2060 სუპერი, 2K კი უნდა GTX 3060 მაინც ალბათ ან 6700XT რადეონი
  21. XDefiant პრევიუ რუსულათ: https://3dnews.ru/1103738/xdefiant-preview წელს უნდა გამოვიდეს ეგ თამაში პს-ზე და კონსოლებზე
  22. Xbox Game Pass და PlayStation Plus შეადარეს ერთმანეთს რუსულ ოვერებზე: https://overclockers.ru/blog/Dante/show/154466/Pozor-Microsoft-sravnivaem-vlob-Xbox-Game-Pass-i-PlayStation-Plus
  23. ტოპ-6 კარტა დაასახელეს რუსულ ოვერებზე 2K მონიტორებზე სათამაშოთ: https://overclockers.ru/blog/Zeroblog/show/154427/TOP-6-videokart-dlya-QuadHD-gejminga-rejting-2024-goda 4070Ti აღებას ისევ ჯობია დაამატო და 4070Ti სუპერი დაითრო ალბათ, ეგ ცალკე ნვიდიას კარტებში, 7900GRE კარგი კარტაა საკმაოთ მაგ გაფართოვებისთვის
  1. Load more activity
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.