ბექა

კომპანია NVIDIA ს შესახებ

Recommended Posts

c31c9d78f90b.jpg

 

ამერიკული გიგანტი კომპანია რომელიც დაარსდა 1993 წელს და მისი შტაბ-ბინა მდებარეობს სანტა კლარაში, კალიფორნიის შტატში. კომპანიის დამფუძნებელია 3 ადამიანი ესენია :

ჯენ-ჰსუნ ჰუანგი (Jen-Hsun Huang - კომპანიის უფროსი 2008წლიდან), წარმოშობით ტავიანელი მაგრამ ამერიკელი პიროვნება, რომელიც იყო CoreWare-ს დირექტორი კომპანია LSI Logic-ში და შემდეგ მიკროპროცესორების დიზაინერი Nvidia-ს ერთადერთ კონკურენტ კომპანიაში Advanced Micro Devices (AMD).

კრის მალაჩოვსკი (Chris Malachowsky) - ელექტრო ინჟინერი, რომელიც მუშაობდა Sun Microsystems-ში. ეს იყო კომპანია რომელიც ყიდდა კომპიუტერებს, მის კომპონენტებს პროგრამულ უზრუნველყოფას და აწარმოებდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისს.

კერიტს პრიმი (Curtis Priem) წარსულში საინჟინრო ჯგუფის წევრი იყო და კომპანია Sun Microsystems გრაფიკულ ჩიპებზე მუშაობდა.

ამ სამმა ადამიანმა კომპანიის დაარსებისათვის საჭირო კაპიტალი Sequoia Capital-გან მოიზიდა.

Nvidiaheadquarters.jpg

Nvidia ცნობილია მისი გრაფიკული დამუშავების ჩიპებით (GPU). Nvidia და მისი კონკურენტი AMD გაბატონდნენ გრაფიკული ტექნოლოგიების სფეროში და მათ ბაზრის 90%-ზე მეტი უკავიათ, რადგან მათ დაჩრდილეს სხვა მცირე კომპანიების როლი, ამ სახის პროდუქტის წარმოებაში. Nvidia-ს ყველაზე ცნობილ და წარმატებულ GPU პროდუქტს სახელად "GeForce" ერთადერთი კონკურენტი ჰყავს და ეს არის AMD-ს ვიდეობარათების სერია სახელად "Radeon". გარდა ამისა GPU წარმოებაში აღსანიშნავია, რომ Nvidia-ს აქვს პარალელური დამუშავების შესაძლებლობები, რომლებიც მკვლევარებსა და მეცნიერებს საშუალებას აძლევს ეფექტურად ისარგებლონ მაღალი წარმადობის აპლიკაციებთ. ისინი დანერგილია სუპერ-კომპიუტერებში, მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

კომპანიამ გააფართოვა წარმოების ჰორიზონტი და ახლა იგი გადაერთო მობილური სამყაროს ვიდეო ჩიპების ინდუსტრიაშიც და გვთავაზობს გრაფიკული პროცესორების სერიას - Tegra - გაცილებით ძლიერი მობილურებისა და ტაბლეტებისათვის. მისი კონკურენტი გარდა კომპანიისა AMD არიან კომპანიები Intel და Qualcomm. გარდა ამისა Nvidia-ს პროდუქტის პორტფოლიო შეიცავს: გრაფიკულ პროცესორებს, wireless კომუნიკაციურ პროცესორებს, პერსონალური კომპიუტერის ჩიპსეტებსა და ციფრული media player პროგრამულ უზრუნველყოფას. Nvidia-ს პროდუქტის მომხმარებელს მიაჩნია რომ ყველაზე ცნობილი და წარმატებულია GeForce სერიის ვიდეოდაფები, რომელშიც შედის ორივე სახის ვიდეო ბარათები: ბარათები დისკრეტული გრაფიკული ჩიპებით რომლებიც დედადაფებზეა განთავსებული და ასევე core-გრაფიკული ტექნოლოგია nForce - დედადაფებში, და რა თქმა უნდა Microsoft Xbox და Sony PlayStation 3 სათამაშო კონსოლები.

Nvidia-ს ყველაზე გამოჩენილი პროდუქტის ოჯახებია:

  • GeForce, სათამაშო გრაფიკული ბარათების სერია რომლის პოპულარობაზეც უკვე ვისაუბრეთ.
  • Quadro გრაფიკული ბარათი რომელიც გამოიყენება დიზაინსა და ციფრულ სამყაროში სამუშაოდ.
  • Tegra, მობილური მოწყობილობების გრაფიკული ბარათია და ერთ-ერთი წარმატებულიცაა ამ სფეროში.
  • Tesla, ეს სერია მიძღვნილია მაღალი წარმადობის კომპიუტერებისათვის, რომელიც გამოიყენება სურათების დამუშავების აპლიკაციებისა და სამეცნიერო დანიშნულებისათვის.
  • nForce სერია არის დედადაფის ჩიპსეტი, რომელიც კომპანიამ შექმნა AMD Athlon-ისა და Duron მიკროპროცესორებისათვის.

პირველი Geforce სერიის ვიდეო ბარათი 1999 წლის შემოდგომაზე გამოვიდა ეს იყო GeForce 256 იგივე NV10, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი გახდა რადგან მას ინტეგრირებული ჰქონდა სინათლის გამომთვლელ-გადამამუშავებელი 3D მოწყობილობა. მისი სიხშირე 120 მეგაჰერცი იყო და მასში ჩანერგილი იყო 4 პიქსელიანი „მილსადენი“ (pipeline). ეს ვიდეობარათი დიდი რაოდენობით გაიყიდა და კომპანიას დიდი წარმატებაც მოუტანა. ამ წინსვლის შემდეგ Nvidia-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს იმის თაობაზე, რომ მას უნდა განევითარებინა Microsoft-ის Xbox სათამაშო კონსოლის გრაფიკული აპარატურა, ამ პროექტმა კომპანიას 200 მილიონი დოლარის ზრდა მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეტანხმებამ ბევრი Nvidia-ს საუკეთესო ინჟინერი დააშორა სხვა პროექტებს, კომპანიამ მოკლე დროში მაინც მოახერხა ახალი GeForce2 GTS ვიდეობარათის გამოშვება და ეს მოხდა 2000 წლის ზაფხულში.

2000 წელს, Nvidia შეიძინა კომპანია 3dfx-ის აქტივები, რომელიც მისი იმდროინდელი კონკურენტი იყო და მოიაზრებოდა როგორც ერთ-ერთ გიგანტი მწარმოებლი 1990-იან წლებამდე.

2002 წლის ივლისსში კომპანიამ - Nvidia შეიძინა Exluna გაუმჟღავნებელი თანხით. Exluna-მ შექმნა პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტები და შემდეგ გადაიქცა გჯუფად სახელწოდებით Cg project.

2003 წლის აგვისტოში კომპანიამ - Nvidia შეიძინა MediaQ დაახლოებით $70 მილიონ დოლარად.

2004 წლის 22 აპრილს კომპანიამ - Nvidia შეიძინა iReady, მაღალი წარმადობის TCP/IP და iSCSI მომწოდებელი.

2004 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Nvidia თანახმა იყო რომ კომპანია Sony-ის მისი გრაფიკული პროცესორები (RSX) დამოუკიდებლად ეწარმოებინა, რომელსაც გამოიყენებდნენ სათამაშო კონსოლში PlayStation 3. 2006 წლის მარტში კი ზუსტად გაირკვა რომ კომპანია Nvidia გადასცემდა RSX ჩიპის არქიტექტურას კომპანია Sony-ის და რა თქმა უნდა შეთანხმების მიხედვით RSX ტექნოლოგია გადავიდა Sony-ის ქარხნებში, ისევე როგორც die shrinks გამხდა 65 ნანომეტრი ზომის. კომპანია Nivdia-ს პრაქტიკა ვერ ათანხმბოდა ბიზნესის საკითხებს კომპანია Microsoft-თან, სადაც Nvidia ხელმძღვანელობდა Xbox-ის ვიდეობარათის წარმოებასა და საამქროების კონტრაქტებს, მესამე პირებთან. ამ დროს კომპანიამ - Microsoft კომპანიას - ATI ნება დართო დაემზადებინა საკუთარი ვიდეო ჩიპები Xbox 360 სათამაშო კონსოლის გრაფიკის უზრუნველსაყოფად, როგორც კომპანია Nintendo აწარმოებდა გრაფიკულ ბარათებს Wii კონსოლისათვის.

2005 წლის 14 დეკემბერს კომპანიამ - Nvidia შეიძნა ULI Electronics, რომელიც იმ დროს აწარმოებდა southbridge ჩიპსეტის ნაწილებს კომპანია ATI-სთვის, რომელიც კომპანია Nvidia-ს რეალური კონკურენტი იყო.

2006 წლის მარტში, კომპანიამ - Nvidia შეიძინა Hybrid Graphics .

2006 წლის დეკემბერში კომპანიამ - Nvidia, სასამართლო უწყება მიიღო ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტიდან და ამ უწყების ავტორი მუდამ მისი კონკურენტი AMD იყო (რომელმაც შეიძინა ATI) და ამ უწყებაში საუბარი იყო კომპანიისგან მოსალოდნელი შესაძლო მონოპოლიის შესახებ - გრაფიკული ბარათების ინდუსტრიაში.

ჟურნალმა Forbes კომპანია Nvidia დაასახელა როგორც 2007 წლის კომპანია, ეს წელი მთლიანად „იმეორებდა“იმ ყველა ნაბიჯს რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გადადგა კომპანიამ მომავლისაკენ.

2007 წლის 5 იანვარს კომპანიამ - Nvidia განაცხადა რომ მან დაასრულა კომპანია PortalPlayer შესყიდვა.

2008 თებერვალში, Nvidia-მ კომპანია Ageia Technologies შეიძინა უცნობი ღირებულებით. კომპანიის პრეზიდენტმა ჯენ-ჰსუნგ ჰუანგმა განაცხადა, რომ " ამ ჯგუფების გაერთიანებით შეიქმენება მსოფლიოს ყველაზე მაღალი წარმადობის GPU და physics ძრავის ბრენდი, ჩვენ შეგვიძლია 12 მილიონ მოთამაშეს შევთავაზოთ GeForce-აქსელერაციის PhysX ვიდეო ბარათი".

2009 წლის აპრილში, სასამართლომ გააერთიანა სხვადასხვა კლასის ღონისძიებები ერთ საქმეში და დაარქვა მას - "კომპანიის ვიდეობარათების დავა" - "The Nvidia GPU Litigation". კომპანია თანახმა იყო დაებრუნებინა წუნიანი ჩიპები ან თანხა გაეღო მათთვის ვინც უკვე შეუკვეთა ლეპტოპები ამ ჩიპებით და კომპანია თავისი ხარჯებით შეაკეთებდა მათ. გარდა ამისა Nvidia-მ შეკეთების ნაცვლად სხვა ახალი ლეპტოპები გადასცა მომხმარებელს. ეს ყველა პირობა შესრულდა მას შემდეგ რაც მთლიანად მოწესრიგდა საკითხები. ჩიპები როგორც საჩუქარი ისე ჩაანაცვლეს Dell-სა და HP-ს ლეპტოპების გარკვეულ რაოდენობაში, ასევე კომპანია Apple-ის ორი სახის MacBook Pro მოდელში. მიუხედავად იმისა რომ კომპანია Nvidia-ს ეს ყველაფერი მილიონობით დოლარი დაუჯდა, მომხმარებლის დიდი ნაწილი არ იყო კმაყოფილი კომპანიის ამ ნაბიჯებით და უამრავი ვებ-გვერდი და ბლოგი საუბრობდა ამ თემაზე. ერთ-ერთი ასეთი ვებ-გვერდი იყო სახელწოდებით - Fair Nvidia Settlement.

2011 წლის 10 იანვარს კომპანიამ - Nvidia გააფორმა 6 წლიანი „შეთანხმება“ კომპანიასთან - Intel, რაც განიხილავდა ამ ორ კომპანიას შორის სადავო თანხებს და ამ შეთანხმების მიხედვით Intel ვალდებული იყო რომ 1,5 მილიარდი დოლარი გადაეხადა 5 წელიწადში კომპანიისათვის - Nvidia.

2011 წლის 15 თებერვალს კომპანიამ - Nvidia დემონსტრირება გაუკეთა მის პირველ ოთხ-ბირთვიან პროცესორს მობილური მოწყობილობებისთვის და ეს მოხდა Mobile World Congress-ზე, ბარსელონაში. ეს ჩიპი უამრავ ტაბლეტში იქნა გამოყენებული 2011 წლის მეორე ნახევარში.

2011 წლის მაისში, ცნობილი გახდა რომ კომპანია Nvidia თანხმობას აცხადებდა კომპანიის - Icera შესყიდვაზე რომელიც იყო ჩიპების მწარმოებელი კომპანია ბრიტანეთში და მისი ღირებულება $367 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ეს ყველაფერი იყო კომპანა Nvidia-ს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და დამეთანხმებით, რომ მან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. Nvidia-მ ადვილად შეძლო გაფართოვებულიყო და ამის შესახებ უამრავი კვლევა ჩატარდა, ერთ-ერთის (Jon Peddie Research) მიხედვით კი აღსანიშნავია რომ კომპანიამ - Nvidia გაყიდა 33 მილიონი გრაფიკული ჩიპი 2010 წლის პირველ კვარტალში, რაც შეადგენდა მთლიანი ბაზრის საზიარო 31.5%. კომპანიებმა AMD და Intel გაყიდეს 25.15 მილიონი ერთეული (24.0% ბაზრის საზიარო წილი) და 45.49 მილიონი ერთეული (43.5% ბაზრის საზიარო წილი) - თითოეულმა. კომპანიის წლიდან წლამდე ზრდა კი 41.9% იყო, რაც დამეთანხმებით რომ არნახული შედეგია. 2011 წლის აგვისტოში კომპანიამ იწინასწარმეტყველა, რომ მისი აქტივების ზრდა იქნებოდა 4% დან 6%-მდე ნაცვლად 4%-სა რაც ანალიტიკოსებმა ივარაუდეს. გამოდის რომ კომოპანიის ხელმძღვანელობას კარგი უნარი აღმოაჩნდა იმისა, რომ რეალურად განსაზღვროს თუ რა შეუძლია და ამის მიხედვით ყველაფერი სწორად წარმართოს. 2011 წლის სექტემბერში გაკეთებული განცხადების მიხედვით კი Nvidia ვარაუდობს, რომ მისი გაყიდვების მაჩვენებელი 2013 წელისთვის იქნება $4.75 მილიარდიდან $5 მილიარდ დოლარამდე, ხოლო ანალიტიკოსების აზრით ეს რიცხვი იქნება $4.45 მილიარდი, დაველოდოთ და ვნახოთ თუ ისევ ზუსტი აღმოჩნდება კომპანიის წინასწარმეტყველება.

ეს იყო ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა გვეთქვა კომპანია Nvidia-ს შესახებ, როგორც გიგანტ მწარმოებელზე ვიდებარათების ინუსტრიაში და გავიგეთ თუ რა ადგილზე დგას იგი ბაზარზე, ასევე ვისაუბრეთ მის ისტორიაზე ახლა კი განვიხილოთ მისი პროგრამული უზრუნველყოფის რამდენიმე თავისებურება.

open-source (ღია კოდის) პროგრამულ უზრუნველყოფასთან კომპანიას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, Nvidia არ აქვეყნებს მისი ნაწარმის დოკუმენტაციას, რაც იმას ნიშნავს რომ პროგრამისტებს არ აქვსთ შესაძლებლობა დაწერონ open-source (ღია კოდის) და უფრო ეფექტური დრაივერები Nvidia-ს პროდუქციისათვის. ნაცვლად ამისა, Nvidia თავის კუთვნილ ინფორმაციას აწვდიდა კომპანიას X.Org რომელიც აწარმოებს GeForce სერიის დრაივერებს ისეთი სისტემებისათვის როგორიცაა Linux, FreeBSD ან Solaris - კერნელი და სხვა კერძო დრაივერები. Nvidia აგრეთვე აწვდიდდა და მალევე შეუწყვიტა open-source (ღია კოდის) დრაივერის მიწოდება იმავე კოპანიას და ეს დრაივერები განკუთვნილი იყო 2 განზომილებიანი მოწყობილობებისათვის. კომპანიის დრაივერების მესაკუთრულმა ნატურამ გამოიწვია free-software გაერთიანების უკმაყოფილება. ლინუს ტოვალდსმა (Linus Torvalds- ლინუქსის დეველოპერმა და ჰაკერმა) ღიად განაცხადა რომ : „Nvidia არის ყველაზე ცუდი და უსიამოვნო "წერტილი" მოწყობილობების მწარმოებლებს შორის“. ზოგიერთი Linux და BSD მომხმარებელი მოითხოვდა open-source დრაივერებს, მაგრამ კომპანიამ ეს დაჟინება „გაითვალისწინა“ მხოლოდ binary(არატქსტური ფაილი) ფაილების გაცემის გზით, რაც თითქმის არაფრის მომტანია დეველოპერებისათვის. სხვადასხვა მწარმოებლები კი ეჯიბრებიან ერთმანეთს (მაგ. Intel) და მომხმარებელს სთავაზობენ პროგრამულ მხარდაჭერას გარკვეული დოკუმენტაციით, რომელიც გამოადგებათ open-source დეველოპერებს, და სხვები (მაგ. ATI) აწარმოებენ ნაწილობრივ დოკუმენტაციას და აწვდიან ზოგიერთ აქტიურ დეველოპერულ ჯგუფს. დახურული ნატურის დრაივერების გამო კომპანია Nvidia-ს ვიდეო ბარათებს არ ჰქონდათ ადეკვატური შესაძლებლობები ზოგიერთ პლატფორმებსა და არქიტექტურაში, კომპანია მხოლოდ x86/x64 არქიტექტურას აწარმოებს. ამის შედეგად მხარდაჭერა 3 განზომილებიანი გრაფიკული აქსელერაციისათვის Linux-ზე სუპერ წარმადობის კომპიუტერში არ არის და ასევე არ აქვს მხარდაჭერა Linux-ის hypervisor-შეზღუდულ PlayStation 3 კონსოლში.

გარკვეული სახის უკმაყოფილება მომხმარებლების მხრიდან ამ საკითხზე წარსულში არსებობდა, მაგრამ დღესდღეობით კომპანია მუდამ ცდილობს გაუმჯობესებული დრაივერები აწარმოოს რაც მომხმარებელს ძალიან ახარებს და არ უტოვებს საბაბს გამოთქვას უკმაყოფილება. გარდა ამისა ეს კომპანიის დიდი პლიუსია, რადგან მისი კონკურენტი ATI ნაკლებ ყურადღებას უთმობს დრაივერების განახლებას, რაც მისი მომხმარებლის იმედგაცრუებას იწვევს და გიგანტი Nvidia თავისკენ იზიდავს მომხმარებელს პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მხარდაჭერით, რაც დიდ პოპულარობას ანიჭებს მას.

სტატიის დასასრულს კი მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაშიც გემოვნებასთან გვაქვს საქმე, ზოგს ერთი კომპანია მოსწონს ზოგს კი მეორე მაგრამ საერთო ჯამში ყველა კომპანიას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები ან უბრალოდ წარსულში ჰქონდა.

 

  • Upvote 9

Share this post


Link to post
Share on other sites

http://www.guru3d.com/news-story/nvidia-financial-results-for-first-quarter-fiscal-2016.html 4 %-ით მეტი გაყიდა წინა წლის Q1-თან შედარებით და ამბობენ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ეს პროცენტები საბოლოოდ წლის ბოლოსო

Share this post


Link to post
Share on other sites

62dab27d1375.jpg

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

b9ee740bcc3f.jpg

  • Upvote 2

Share this post


Link to post
Share on other sites

რა ისმის ხალხო dx12 ზე, გავისროლო კარტა ფანჯრიდან? 

Share this post


Link to post
Share on other sites
1 hour ago, gchi said:

გავისროლო კარტა ფანჯრიდან? 

ქვევით ვიდგები :))

Share this post


Link to post
Share on other sites
2 hours ago, gchi said:

რა ისმის ხალხო dx12 ზე, გავისროლო კარტა ფანჯრიდან? 

კი მაგრამ რას ერჩი მაგ კარტას? :) 

Share this post


Link to post
Share on other sites
2 hours ago, 2jzgte said:

ქვევით ვიდგები :))

Ok :)

2 hours ago, Gogla1990 said:

კი მაგრამ რას ერჩი მაგ კარტას? :) 

Dx 12 ში რომ ჩაისვარა იმას, მართალია ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება მაგრამ 300 ლარით იაფმა კარტამ თუ მაჯობა მართლა მოვისვრი ფანჯრიდან. 

Share this post


Link to post
Share on other sites
7 minutes ago, gchi said:

Dx 12 ში რომ ჩაისვარა იმას, მართალია ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება მაგრამ 300 ლარით იაფმა კარტამ თუ მაჯობა მართლა მოვისვრი ფანჯრიდან. 

რამდენი თამაში იცი DX12-ზე? :D  წელს მაქსიმუმ 3-4 გამოვიდეს, ეგეც მეეჭვება :D 

Share this post


Link to post
Share on other sites
53 minutes ago, Gogla1990 said:

რამდენი თამაში იცი DX12-ზე? :D  წელს მაქსიმუმ 3-4 გამოვიდეს, ეგეც მეეჭვება :D 

ხომ მაგრამ როცა იქნება ხომ გამოვა, ერთი 2 წელი მაინც არ უნდა მეყოს? ვიყიდიდი მაშინ 290x ან ამ ფასად 390x მომივიდოდა :( სამწუხაროა უბრალოდ ასე მომხმარებლების დაკიდება 980ti ს დონეზე უბერავს 290x dx12ში. 

Share this post


Link to post
Share on other sites

ადრეა ჯერ ეგ პროგნოზი, გამოვიდეს თამაშები ჯერ :)

 

Share this post


Link to post
Share on other sites

მაგის თქმა ვინ ვის აჯობა და დაჯაბნა მარტო 2017 წლის ზაფხულში იქნება მარტო შესაძლებელი ასე 20-25 თამაში მაინც რომ დაგროვდება რეალურათ DX12-ზე, ეხლა რაღაც ბეტა ბენჩებია და პროექტები რომელსაც ფინალურსაც ვერ დაარქმევ, Ashes of singularity რაიმე დასკვნის გამოტანა კი სისულელეა, ყველა იგრაში იგივე უნდა მოხდეს ეგეთი დასკვნა რომ გამოიტანო DX12 პერფორმანსზე, DX12 გრაფიკის რეალური ძალა კი მარტო 400 სერიის ამდ სერიის და პასკალის სერიაზე გამოჩნდება უკვე 2017 წლისთვის ახალ იგრებში სადაც თითქმის სრულყოფილი საპორტი ექნებათ უკვე ყველა ფიშკებზე, ხო ისე იმენა DX12 მუშაობა დღემდე გრძელდება, დაჟე ფინალურსაც ვერ დაარქმევ რისი მხარდაჭერაც ეხლა აქვს ვინდოუს 10 TH2-შიც კი, იგივე რედსტოუნის შემდეგ ბილდზე კიდე რაღაცეებს დაამატებენ DX12 საპორტში, ეგეთი ცვლილებები კიდე გაგრძელდება 1-2 წელი ალბათ

Share this post


Link to post
Share on other sites

 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

ისე ეს ნვიდია რა ღორია მართლა,Nvidia Shield K1 ტაბი ვიყიდე და დამტენიც არ მოყვა, ცალკე უნდა იყიდო, ყველაფერში ფულს აკეთებენ ეს ბოდები :thumbdown:

Share this post


Link to post
Share on other sites

 

Share this post


Link to post
Share on other sites
26 minutes ago, PAZA said:

 

ეს რაპონტია?

Share this post


Link to post
Share on other sites

Share this post


Link to post
Share on other sites

 

Share this post


Link to post
Share on other sites

NVIDIA Financial Results for the Fourth Quarter and Fiscal 2016 http://www.guru3d.com/news-story/nvidia-financial-results-for-the-fourth-quarter-and-fiscal-2016.html სასტიკ ხოდზე არიან რაც ძალზე ცუდია ჩვენთვის უბრალო მომხმარებლებისთვის, დაბალი კონკურენცია ფასებზე იმოქმედებს ნეგატიურათ

Share this post


Link to post
Share on other sites

ინტერნეტში გაჟონა ჭორებმა, რომელთა თანახმადაც ახალი თაობის, პასკალის პროცესორები მაისში გამოვა.

Share this post


Link to post
Share on other sites

მანამდეც დაიდო ეგეთი ინფო ნეტში, ვითომ აპრილში უნდა გამოეშვათ პასკალის ტიტანი და 1-2 თვის შემდეგ უკვე სხვა კარტებიც გამოვიდოდნენ 

Share this post


Link to post
Share on other sites

Nvidia Releases Quadro M6000 and it has 24GB vram http://www.guru3d.com/news-story/nvidia-releases-quadro-m6000-and-it-has-24gb-vram.html 5000$ ეღირებაო ეგ კვადრო

Share this post


Link to post
Share on other sites

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now