Power_VANO Posted July 1, 2017 Posted July 1, 2017 დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია Ethereum-ისა და Zcash-ის მაინინგი, ასევე პოპულარული და მომგებიანია Ethereum Classic-იც. GPU მაინინგისთვის, სახელიდან გამომდინარე, ყველა მნიშნველოვანი ვიდეო ბარათებია, თავისთავად, თუმცა სხვა ნაწილებსაც სწორად უნდა შერჩევა, რათა არ დავხარჯოთ ზედმეტი ფული და მაქსიმალურად ეფექტური მაინინგ რიგი მივიღოთ. აღსანიშნავია, რომ Ethereum-ის მაინინგისთვის საჭიროა ვიდეო დაფა 3 გბ და მეტი ოპერატიული მეხსიერებით. თუ ახლა აწყობთ რიგს და ვიდეო დაფები უნდა შეიძინოთ, გირჩევდით, რომ 4 გბ+ ვიდეო დაფები იყიდოთ. ვიდეო დაფა უმეტესობა თანამედროვე საშუალო და ზედა კლასის ვიდეო დაფა გამოსადეგია მაინინგისთვის. NVIDIA: GTX 1050 Ti, GTX 1060, GTX 1070, GTX 1080 (არა Ethereum-ისთვის), GTX 1080 Ti AMD: R9 290(X) სერია, R9 390(X) სერია, RX 460, 470, 480, RX 560, 570, 580 კონკრეტული კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ჰეშრეიტები და საუკეთესო ვიდეო დაფის შესარჩევად დამატებით იკითხეთ აღნიშნული კრიპტოვალუტის ან ამავე ტოპიკში. დედა დაფა დედა დაფის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ბევრი PCI-Express და M.2 სლოტები (ვიყენებთ M.2 to PCI-Express გადამყვანებს დამატებითი სლოტების რეალიზაციისთვის). იდეაში, თუ გაქვთ, ძველ, LGA 775-ის დროინდელ დედა დაფაზეც კი შეგიძლიათ ააწყოთ რიგი. რამდენიმე კარგი დედა დაფა: ASUS PRIME H270-PLUS - 6 PCI-E + 2 M.2 სლოტი (როგორც წესი, განბაჟების ზღვარს ქვემოთაა ფასი - 105-120$, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია) ASUS PRIME Z270-A - 7 PCI-E + 2 M.2 სლოტი MSI Z170A Gaming Pro Carbon - 7 PCI-E + 1 M.2 სლოტი GIGABYTE GA-Z270P-D3 - 6 PCI-E + 1 M.2 სლოტი (ფასი განბაჟების ზღვარს ქვემოთაა) Asrock H110 Pro BTC+ - 13 PCI-E + 1 M.2 სლოტი (სპეციალურად მაინინგისთვის შექმნილი მობო) Biostar Motherboard TB250-BTC PRO - 12 PCI-E სლოტი (სპეციალურად მაინინგისთვის შექმნილი მობო) გარდა ამისა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ბევრი სხვა დედა დაფაც გამოიყენოთ, როგორც იაფიანი, ასევე ტოპ-მოდელიც. პროცესორი პროცესორის სიმძლავრე GPU მაინინგისთვის უმნიშნვნელოა, შესაბამისად, უპრობლემოდ იმუშავებს ნებისმიერი, მაგალითად, Celeron-ებიც. Intel Celeron G3930 - 40-45$ ოპერატიული მეხსიერება 4 GB და ზემოთ, არაფერი განსაკუთრებული კვების ბლოკი ეს საკითხი ძალიან მნიშნვნელოვანია. ეცადეთ იყიდოთ 80 Plus Gold კვების ბლოკი მაინც, კარგი რეგულაციით, ეფექტური ენერგომოხმარებისთვის. მაგალითად, ერთ-ერთი კარგი და გატესტილია EVGA Supernova სერია. მათ შორის, 850 ვატიანების ყიდვა შეიძლება განბაჟების ზღვარს ქვემოთაც. რამდენიმე კვების ბლოკის სინქრონში მუშაობისთვის სასურველია (არა სავალდებულო, მაგრამ საკმაოდ სასურველი) შეიძინოთ Add2Psu მოწყობილობა: http://www.add2psu.com/store/ გარდა ამისა, საკმაოდ პოპულარული და იაფია სერვერებისთვის განკუთვნილი მეორადი კვების ბლოკის გამოყენება მაინინგისთვის. ამ საკითხზე შეგიძლიათ გაეცნოთ ტოპიკს ამავე განყოფილებაში: სერვერული კვების (HP DPS-1200FB) გადაკეთება მაინინგისათვის რაიზერები რაიზერი ე.წ. PCI-Express სლოტის დამაგრძელებელია. საუკეთესო ვარიანტია 006C ტიპის რაიზერები, 6-პინიანი კვების კაბელით. რაიზერის კომპლექტი 4 ნაწილისგან შედგება: PCI-E x1 ნაწილი, რომელიც დედა დაფაზე ჯდება, PCI-E x16 ნაწილი, რომელიც ვიდეო დაფას უერთდება, USB 3.0 კაბელი, რომელიც x1 და x16 ნაწილს აკავშირებს ერთმანეთთან (აღსანიშნავია, რომ კავშირის პროტოკოლი USB 3.0 არ არის), კვების კაბელი. 006C ვერსიის რაიზერი Amazon-ზე M.2 სლოტის PCI-Express-ზე გადამყვანი M.2 რეალურად PCI-Express-ია, უბრალოდ სხვა ფორმის. შესაბამისად, მისთვის არსებობს გადამყვანებიც, რომლებსაც ვაერთებთ M.2-ში და ვიღებთ სრულად ფუნქციონალურ PCI-Express სლოტს. KNACRO PCI-E 4X(64Pin) To NGFF(M.2) Key M Adapter (გატესტილი და მუშა ადაპტერი) აღსანიშნავია, რომ თუ ამ ადაპტერში რაიზერს ვაერთებთ, M.2 ადაპტერის კვების კაბელის შეერთება საჭირო არაა. სასარგებლო რჩევები ვიდეო დაფები საკმაოდ ბევრ ენერგიას მოიხმარენ PCI-Express სლოტიდან და შესაბამისად, რაიზერებიდან. აქედან გამომდინარე, თუ რაიზერების გამოსაკვებად იყენებთ SATA/Molex კვების კაბელებს, თითოეულ კაბელების ჯაჭვზე (კვების ბლოკიდან გამომავალ სატა/მოლექს კაბელიც კონექტორების ნაკრებზე) არ დააერთოთ 2 რაიზერზე მეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ სიტუაციას, როდესაც კაბელები გაცხელდება და შეიძლება დაიწვას კიდეც. ოვერქლოქინგისას, როდესაც მაინერს გათიშავთ და სიხშირეს მოუმატებთ/დააკლებთ GPU-ებს, სისტემა დაარესტარტეთ. ხშირად DAG ფაილი არ იწმინდება ვიდეო დაფის მეხსიერებიდან, მაინერის ხელახალი გაშვებისას შეცდომები ვარდება და არასწორად გგონიათ, რომ ოვერქლოქი არასტაბილურია. ამიტომ, მოუმატეთ/დააკლეთ სიხშირე, დაარესტარტეთ, გაუშვით მაინერი და არასწორი შეარები (Incorrect Shares) აკონტროლეთ. არასწორი შეარები არასტაბილური ოვერქლოქის პირველი მაჩვენებელია. რაიზერები ყველა ჩინური ნაწარმია და ხშირად ხარისხის პრობლემაა. ხანდახან X1 სლოტის ნაწილი თხელია და სლოტში მყარად არ ჯდება, ხანდახან კაბელი არ ვარგა, ხანდახან თვითონ რაიზერი ბრაკია... ამიტომ, რაიზერები ყოველთვის ზედმეტობით იყიდეთ ხოლმე, თუ უცხოეთიდან ყიდულობთ. 4 Quote
rezo-j Posted July 4, 2017 Posted July 4, 2017 რამდენიმე ცალი GeForce GTX 1080 Ti შეძენა მინდა მაინინგისთვის, ორი ტიპის ბარათი მაქვს ამისთვის შერჩეული, ორივე GIGABYTE :1) https://www.newegg.com/Product/Product.aspx...N82E16814125955 700$2) https://www.newegg.com/Product/Product.aspx...N82E16814125954 720$რამდენად მომცემს პერფორმანშში სხვაობას მეორე - უფრო ძვირიანი ვერსია და ღირს კი იმ ზედმეტი 20 $-ის ზემოდან გადახდა? მომცემს სხვაობას მაინინგში? თორემ სადაც ამხელა თანხა უნდა გადავიხადო გადავიხდი ზემოდან იმ 20$-საც, უბრალოდ თუ აზრი არ აქვს - რატომ ! . არ დაიზაროთ ბიჭებო დაწერეთ თქვენი აზრი. Quote
DZENA Posted July 4, 2017 Posted July 4, 2017 1 hour ago, rezo-j said: რამდენიმე ცალი GeForce GTX 1080 Ti შეძენა მინდა მაინინგისთვის, ორი ტიპის ბარათი მაქვს ამისთვის შერჩეული, ორივე GIGABYTE :1) https://www.newegg.com/Product/Product.aspx...N82E16814125955 700$2) https://www.newegg.com/Product/Product.aspx...N82E16814125954 720$რამდენად მომცემს პერფორმანშში სხვაობას მეორე - უფრო ძვირიანი ვერსია და ღირს კი იმ ზედმეტი 20 $-ის ზემოდან გადახდა? მომცემს სხვაობას მაინინგში? თორემ სადაც ამხელა თანხა უნდა გადავიხადო გადავიხდი ზემოდან იმ 20$-საც, უბრალოდ თუ აზრი არ აქვს - რატომ ! . არ დაიზაროთ ბიჭებო დაწერეთ თქვენი აზრი. შეილება საერთოდ არაფერი მოგცეს სხვაობა მაგრამ მე მაინც 720$იან ვიყიდიდი რადგან უფრო გრილია და უფრო მაღალ სიხშირეზე დგას , მცირედი მაინც იქნება სხვაობა წარმადობაში . Quote
rezo-j Posted July 4, 2017 Posted July 4, 2017 გაგრილების მხვრივ ეგენი სავარაუდოდ ერთ დონეზე იდგებიან Quote
Power_VANO Posted July 4, 2017 Author Posted July 4, 2017 წარმადობაში არ იქნება სხვაობა, დააყენებ ორივეს თანაბარ სიხშირეებზე ოვერქლოქით. აი გაგრილებაში 720-იანი აჯობებს ალბათ, 3-სლოტიანია, უფრო დიდი რადიატორი აქვს. 700-იანი 2-სლოტიანი გაგრილებითაა. Quote
rezo-j Posted July 4, 2017 Posted July 4, 2017 მე ვაპირებ თითო ვიდეო ბარათს თითო ქეისის 120მმ-იანი ქულერი მივუჩინო დამხმარე გამაგრილებად, ასე რომ ჩემი აზრით ორივე ერთად ტემპერატურას უნდა მოერიოს თუნდაც დუალ მაინინგში ... შემისწორეთ თუ ვცდები ...... Quote
G1ORG1 Posted July 9, 2017 Posted July 9, 2017 Rx 580 8 gb ჩავდგი კომპში და მოსასინჯად მინდა რა არის ეს მაინინგი. რა გადმოვწერო და რა გავაკეთო. დეტალურად თუ დაწერს ვინმე მადლობელი ვიქნები. ჩინურზე უარესია ეხლა ეს ჩემთვის. ჩინური მესმის მაინც და ვერ ვიგებ, ეს არც მესმის და ვერც ვიგებ 1 Quote
Power_VANO Posted July 9, 2017 Author Posted July 9, 2017 3 hours ago, G1ORG1 said: Rx 580 8 gb ჩავდგი კომპში და მოსასინჯად მინდა რა არის ეს მაინინგი. რა გადმოვწერო და რა გავაკეთო. დეტალურად თუ დაწერს ვინმე მადლობელი ვიქნები. ჩინურზე უარესია ეხლა ეს ჩემთვის. ჩინური მესმის მაინც და ვერ ვიგებ, ეს არც მესმის და ვერც ვიგებ შედი აქ: https://ethermine.org და გამოიყენე ინსტრუქცია ქვემოთ: Stratum mode using Claymores Miner დაგჭირდება Ethereum-ის საფულის ნომერი. https://github.com/ethereum/mist/releases/download/v0.8.10/Ethereum-Wallet-installer-0-8-10.exe გადმოწერე ეგ GUI საფულე და მაგით შექმნი საფულეს. ეგაა და ეგ გაუშვებ მერე კლეიმორს და დაიწყებს მაინინგს. 1 Quote
G1ORG1 Posted July 9, 2017 Posted July 9, 2017 35 minutes ago, Power_VANO said: შედი აქ: https://ethermine.org და გამოიყენე ინსტრუქცია ქვემოთ: Stratum mode using Claymores Miner დაგჭირდება Ethereum-ის საფულის ნომერი. https://github.com/ethereum/mist/releases/download/v0.8.10/Ethereum-Wallet-installer-0-8-10.exe გადმოწერე ეგ GUI საფულე და მაგით შექმნი საფულეს. ეგაა და ეგ გაუშვებ მერე კლეიმორს და დაიწყებს მაინინგს. აქ რა გავაკეთო Quote
Power_VANO Posted July 9, 2017 Author Posted July 9, 2017 3 hours ago, G1ORG1 said: საფულესაც ვერ ვქმნი ქსელში ყველაფერი ოკ არის? ვერ უკავშირდები მგონი. ზემთაც 404 არ უნდა ამოეგდო შეცდომა. Quote
G1ORG1 Posted July 9, 2017 Posted July 9, 2017 3 hours ago, Power_VANO said: ქსელში ყველაფერი ოკ არის? ვერ უკავშირდები მგონი. ზემთაც 404 არ უნდა ამოეგდო შეცდომა. მგონი ყველაფერი ნორმალურადაა, ეხლაც ესე აკეთებს Quote
Power_VANO Posted July 10, 2017 Author Posted July 10, 2017 12 hours ago, G1ORG1 said: მგონი ყველაფერი ნორმალურადაა, ეხლაც ესე აკეთებს ასე სცადე აბა: https://github.com/ethereum/mist/releases და გადმოწერე ეს: Ethereum-Wallet-installer-0-8-10.exe კლეიმორი აქედან გადმოწერე: https://drive.google.com/drive/folders/0B69wv2iqszefdFZUV2toUG5HdlU ან აქედან: https://mega.nz/#F!O4YA2JgD!n2b4iSHQDruEsYUvTQP5_w რომელშიც გაიჭედები მითხარი და ან სხვაგან აგიტვირთავ ფაილს ან რამე 1 Quote
G1ORG1 Posted July 10, 2017 Posted July 10, 2017 სევ ისეა Claymore's Dual Ethereum+Decred_Siacoin_Lbry_Pascal AMD+NVIDIA GPU Miner v9.7 - Catalyst 15.12-17.x - CUDA 8.0_7.5_6.5.zip ეს უნდა ამოვაარქივო ხო და მერე bat გავუშვა (საფულეს ვერ ვქმნი მაგრამ მაინც ) არც ეგ start.bat ეშვება. Quote
Power_VANO Posted July 10, 2017 Author Posted July 10, 2017 24 minutes ago, G1ORG1 said: სევ ისეა Claymore's Dual Ethereum+Decred_Siacoin_Lbry_Pascal AMD+NVIDIA GPU Miner v9.7 - Catalyst 15.12-17.x - CUDA 8.0_7.5_6.5.zip ეს უნდა ამოვაარქივო ხო და მერე bat გავუშვა (საფულეს ვერ ვქმნი მაგრამ მაინც ) არც ეგ start.bat ეშვება. გებლოკება ქსელში აშკარად რაღაცა. სხვა კომპზე გაუშვი აბა, ლეპტოპზე ან რამე სხვაზე ეგ საფულე. ხო, Start.bat უნდა გაუშვა, მაგრამ სეტინგებია მანდ გასაწერი სწორად. რომ გაწერ, გაეშვება მერე. 1 Quote
G1ORG1 Posted July 10, 2017 Posted July 10, 2017 ჩემი ძმის კომპზეც არ ეშვება. რისი ბრალი იქნება. რა უნდა ბლოკავდეს Quote
Power_VANO Posted July 10, 2017 Author Posted July 10, 2017 7 minutes ago, G1ORG1 said: ჩემი ძმის კომპზეც არ ეშვება. რისი ბრალი იქნება. რა უნდა ბლოკავდეს შენ ხომ ესპანეთში ხარ? ტორენტები არის მანდ ნებადართული? P2P პროტოკოლებს იყენებს ეგეც, შეიძლება პროვაიდერის დონეზე იბლოკებოდეს. Quote
G1ORG1 Posted July 10, 2017 Posted July 10, 2017 16 minutes ago, Power_VANO said: შენ ხომ ესპანეთში ხარ? ტორენტები არის მანდ ნებადართული? P2P პროტოკოლებს იყენებს ეგეც, შეიძლება პროვაიდერის დონეზე იბლოკებოდეს. კი, სულ ტორენტებიდან ვიწერ ყველაფერს. აქაური, რუსული, რავი რაც რამე არსებობს. არსად შეფერხება არ ქონია. Quote
Power_VANO Posted July 10, 2017 Author Posted July 10, 2017 Just now, G1ORG1 said: რაც რამე არსებობს. არსად შეფერხება არ ქონია. ვაა რა უცნაურია. მაშინ რამე იქსჩეინჯზე დარეგისტრირდი და იმის ვოლეთის მისამართი მიუთითე, მაგალიტად cex.io რომ დარეგისტრირდები, გადადი Finance-ში და სულ ქვემოთ Ethereum-ის გასწვრივ დააჭირე Deposit-ს და გამოიტანს იქ საფულის მისამართს. ეგ საფულე გაუწერე მერე კლეიმორს. კლეიმორის სეტინგები დააკოპირე ethermine.org-დან 1 Quote
G1ORG1 Posted July 10, 2017 Posted July 10, 2017 16 minutes ago, Power_VANO said: ვაა რა უცნაურია. მაშინ რამე იქსჩეინჯზე დარეგისტრირდი და იმის ვოლეთის მისამართი მიუთითე, მაგალიტად cex.io რომ დარეგისტრირდები, გადადი Finance-ში და სულ ქვემოთ Ethereum-ის გასწვრივ დააჭირე Deposit-ს და გამოიტანს იქ საფულის მისამართს. ეგ საფულე გაუწერე მერე კლეიმორს. კლეიმორის სეტინგები დააკოპირე ethermine.org-დან ვანმო მანდ დავრეგისტრირდი და ეხლა საფულე როგორ გავუწერო და რა სეთიგები დავაკოპირო ან სად როგორ ჩავყარო. Quote
Power_VANO Posted July 10, 2017 Author Posted July 10, 2017 Just now, G1ORG1 said: ვანმო მანდ დავრეგისტრირდი და ეხლა საფულე როგორ გავუწერო და რა სეთიგები დავაკოპირო ან სად როგორ ჩავყარო. setx GPU_FORCE_64BIT_PTR 0 setx GPU_MAX_HEAP_SIZE 100 setx GPU_USE_SYNC_OBJECTS 1 setx GPU_MAX_ALLOC_PERCENT 100 setx GPU_SINGLE_ALLOC_PERCENT 100 EthDcrMiner64.exe -epool eu1.ethermine.org:4444 -ewal <Your_Ethereum_Address>.<RigName> -epsw x აი ეს კოდი უნდა ჩასვა Claymore-ის start.bat-ში. უნდა შეცვალო ETH საფულის მისამართი Cex.io-ს საფულის მისამართით და RigName-ში გაწერე რამე სახელი შენი რიგისთვის, მაგ: G1ORG1-Rig-1 <> სიმბოლოები უნდა მოაშორო. North America (East): us1.ethermine.org:4444 or us1.ethermine.org:14444 North America (West): us2.ethermine.org:4444 or us2.ethermine.org:14444 Europe (France): eu1.ethermine.org:4444 or eu1.ethermine.org:14444 Europe (Germany): eu2.ethermine.org:4444 or eu2.ethermine.org:14444 Asia: asia1.ethermine.org:4444 or asia1.ethermine.org:14444 სერვერი შეგიძლია ამეებით ჩაანაცვლო, რომელთანაც უკეთესი კავშირი გაქვს. Quote
G1ORG1 Posted July 10, 2017 Posted July 10, 2017 etx GPU_FORCE_64BIT_PTR 0 setx GPU_MAX_HEAP_SIZE 100 setx GPU_USE_SYNC_OBJECTS 1 setx GPU_MAX_ALLOC_PERCENT 100 setx GPU_SINGLE_ALLOC_PERCENT 100 EthDcrMiner64.exe -epool eu1.ethermine.org:4444 -ewal <Your_Ethereum_Address>.G1ORG1-Rig-1 -epsw x ესე ხო და ethს საფულის მისამართი სადღაა, ეს 0x9367199a01da61d589d1a237b58ffb57dfde8085 cex.ioს საფულის მისამართია ხო Quote
Power_VANO Posted July 10, 2017 Author Posted July 10, 2017 კი ეგ საფულის მისამართი უნდა გაწერო მანდ. ეგ გრძელი კოდია საფულის მისამართი. მერე მაგ საფულის მისამართით ethermine-ზე შენს სტატისტიკასაც ნახავ. Quote
G1ORG1 Posted July 10, 2017 Posted July 10, 2017 ანუ აქ ჩავსვა ეგ კოდი? როცა გავუშვებ მაშინ. ეგრევე რაღაცეებს აკეთებს :დ 1 minute ago, Power_VANO said: კი ეგ საფულის მისამართი უნდა გაწერო მანდ. ეგ გრძელი კოდია საფულის მისამართი. მერე მაგ საფულის მისამართით ethermine-ზე შენს სტატისტიკასაც ნახავ. ხოდა სად გავწერო ვერ მივხვდი, დაგტანჯე :დ Quote
Power_VANO Posted July 10, 2017 Author Posted July 10, 2017 setx GPU_FORCE_64BIT_PTR 0 setx GPU_MAX_HEAP_SIZE 100 setx GPU_USE_SYNC_OBJECTS 1 setx GPU_MAX_ALLOC_PERCENT 100 setx GPU_SINGLE_ALLOC_PERCENT 100 EthDcrMiner64.exe -epool eu1.ethermine.org:4444 -ewal 0x9367199a01da61d589d1a237b58ffb57dfde8085.G1ORG1-Rig-1 -epsw x <Your_Ethereum_Address>. ამის ნაცვლად. სრული კოდი ეს იქნება რაც დაგიპოსტე. start.bat-იდან წაშალე ყველაფერი, ჩაწერე ეგ და გაუშვი. start.bat დააედიტე ნოუთფედით. 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.