Jump to content

Recommended Posts

Posted

Microsoft-მა უკვე დაანონსა შემდეგი თაობის კონსოლი რომლის მონაცემებიც შთამბეჭდავად გამოიყურება, უკვე ვიზუალურადაც ვიციცთ კონოსლის შესახებ და შიგნიტაც ვიცით hardweare როგორ გამოიყურება...

spacer.png

official trailer

ტექნიკური მახასატებლები:

  • CPU: 8x Zen 2 Cores at 3.8GHz (3.6GHz with SMT) 7nm
  • GPU: 12 TFLOPs, 52 CUs at 1.825GHz, Custom RDNA 2
  • Memory: 16GB GDDR6
  • Storage: 1TB custom NVMe SSD
  • Optical drive: 4K UHD Blu-ray
  • Ports: HDMI 2.1 output, 3x USB 3.2, networking port, expanded storage slot, power input
  • 120 fps support
  • Potential 8K resolutions
  • Ray-tracing technology
  • Variable Rate Shading for more stable frame rates
  • Compatible with Xbox One accessories
  • Smart Delivery

კონსოლის შიგთავსი, პერფორმანსი და ა.შ.

კონსოლის Loading დროის შედარება წინა სერიის Xbox one X-ზე

Xbox series X-ს ჩაყენებული ექნება 1TB-იანი უსწრაფესი SSD მეხსიერება, მაგრამ თამაშების ჩასაწერად მოცულობის გაზრდის მიზნით შეგეძლებათ დამატებით დაყენდეს მაღალი წარმადობის SSD ბარათები, რომლის სლოტიც აქვს კონსოლს და კორპუსის გახსნის გარეშე შეგეძლებათ გაზარდოთ მეხსიერება

spacer.png

მაიქროსოფტი იუწყება რომ ახალი თამაშების Assasins Creed Valhalla, The Medium და Dirt 5 ოფტიმიზირებულია სპეციალურად Xbox Series X-სთვის და წარმადობა შემდეგ ნაირი იქნება კონსოლზე:

Assasins Creed Valhalla სრული 4K გაფართოებით FPS ჯერ უცნობია...

spacer.png

The Medium სრული 4K გაფარტოება Raytraycing ტექნოლოგიით FPS ჯერ უცნობია

spacer.png

Dirt 5 სრული 4K გაფარტოება 120FPS წარმადობით

spacer.png

Scorn 4K გაფარტოება 60FPS წარმადობით

spacer.png

Bright memory: infinity Scorn 4K გაფარტოება  Raytraysing ტექნოლოგიით + 60FPS წარმადობით

spacer.png

Chorus 4K გაფარტოება  Raytraysing ტექნოლოგიით + 60FPS წარმადობით

spacer.png

ესეც ახალი ბოქსის ჯოისტიკის სურათი:

spacer.png

 

https://www.xbox.com/en-US/consoles/xbox-series-x# ამ ლინკზე ნახავთ ბოლოში რომ ჩაუყვებით თამაშების წარადობას ახალ BOX-ზე...

  • Upvote 2
Posted

ყველაფერი იგივე რაც პს5 თემაში ვთქვი, ისე მიდის უკვე დისკუსია რომელი კონსოლი იქნება უფრო სწრაფი ხარდის მხრივ და მეტი ფპს და უკეთესი გრაფიკა ექნება, თუმცა მემგონი მაქს 20-25% იქნება მაგ ორს შორის რეალური სხვაობა ალბათ, ერთი პერიოდი მიდიოდა საუბარი რომ ისევ ბოქსი აჯობებდა როგორც პს4 პროს ჯობია ბოლო ბოქსი, მაგრამ მერე ალაპარაკდენ რომ შეიძლება სონი ხარდშიც ჯობდესო მაგ ახალს, თუმცა სონი5-ზე ჯერ მაგ მხრივ უფრო მცირე ინფოებია დადებული და მაგის ზუსტი დადგენა რომელი იქნება უფრო ძლიერი ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა ექსკლუზივები სონის უფრო სერიოზული ექნება, რახან ბქოსზე თითქმის ყველაფერი პს-ზეც გამოდის ხოლმე ვინდოუს სტორში, ინფოები დაიდო ბოლო პერიოდში რომ ვითომ მიკროსოფტი გეიმერებს დაბალი ფასებით და ბევრი საინტერესო პროექტებით მიიდიდავსო მაგ ახალ კონსოლზე, მაგრამ თუ ეგ ყველაფერი პს-ზეც გამოვიდა მეეჭვება ისეთი აქტუალური იყოს რეალურათ, ისე კი ონლაინ იგრების პოპულარიზაციის შემდეგ პს-ზეც რაც მოხდა ბოლო წლებში და 144+ გერციანი მონიტორების გამოსვლის, სერიოზულათ გაუჭირდა კონსოლებს ჯამური გაყიდვებით პს ონლაინ იგრებთან ჭიდილი, რამდენადაც ვიცი აი ესეთი სიტუაციაა ამ ეტაპზე და საკმაოთ გათანაბრდენ ჯამური შემოსავლებით კონსოლების (მანდ ხომ ბევრი ბრენდია გაერთიანებული სონი,მიკროსოფტი,ნინტენდო თუნდაც) და პს პლატფორმის შემოსავლები:

worldwide-distribution-of-games-market-r

პირველ ადგილზე კი უკვე სმარტფონებია გასული, ჰანდელდები კი საერთოდ აღარაა პოპულარული, მაგრამ კონსოლები მანდ VR არის გაერთიანებული, ანუ ჩათვალე რომ ცალკე სონი ან მიკროსოფტი უკანაა უკვე პს გეიმინგთან გაყიდვებით და ეგ შეიძლება კიდე გაიზარდოს თუ კიდე სერიოზულათ გააუმჯობესეს ზაშიტა და ვეღარ შეტეხეს პს-ზე თამაშები, მე მახსოვს ასე 10-12 წლის უკანდელი სტატისტიკა (დაახლოებით ვინდოუს 7 რომ გამოჩნდა მაშინ) სადაც პს3 ჯამური გაყიდვებით ლამის სამჯერ წინ იყო პს პლატფორმასთან, იყო ეგეთი დროც, ეხლა კი ლამის 30-40% უკანაა, ონლაინ იგრებში კი უშანსოთ მარცხდება და წაგებული აქვს ეგ სექტორი , საიდან ავიღე ეგ ინფო, აი ამ საიტზეა სრული ინფორმაცია მაგის შესახებ, მათ შორის დეველოპერებზეც https://www.wepc.com/news/video-game-statistics/ პირველზე პს პლატფორმაა გეიმ დეველოპერების 53% მუშაობენ მაგ პლატფორმაზე, სონიზე ცალკე 27%, სმარტფონებზე 38% უკვე და მიკროსოფტის ბოქსზე 22%, ანუ პს მოშნათ სულაც აღარ იჩაგრება ექსკულიზივებს რაც შეეხება, ძალიან ბევრი რამე უკვე პს-ზეც გამოდის, მათ შორის კარგი დონის იგრებიც, ხლამი კი ყველა პლატფორმებზე ბევრია სამწუხაროთ, ეგეთი კრუპნი გეიმერული პლატფორმები როგორიც სტიმია, ბოლო პერიოდში უკვე ეპიკი და კიდე რამდენიმე ჩინური ონლაინ იგრების პლატფორმა სერიოზულათ ეხმარება პს გეიმინგის პოპულარიზაციაში და მაგიტომაა ეგეთი კარგი ციფრებიც ბოლო პერიოდია + ხარდის სიმძლავრეც მოქმედებს და ახალი ტეხნოლოგიები და ის ფაქტი რომ ბევრი რამე უკვე პს-ზეც გამოდის და ზაშიტა ისე ადვილათ ვეღარ ტყდება უკვე როგორც ადრე, არა კონსოლები დღემდეც მშვენივრათ უბერავენ, მაგრამ ეგეთი მოშნი პაკაზატელები მე პს-ზე არ მახსოვს რაც ეხლაა გაყიდვების მხრივ, ეგ ყველაფერი პირველ რიგში ალბათ ხარდის და ონლაინ იგრების დამსახურებაა + პირატობის შემცირების ალბათ კიდე, ხო სხვათაშორის ახალი ბოქსის და პს4-ის გამოსვლამდე კიდე უფრო ცუდი სიტუაცია იყო მახსოვს, ეხლა ცოტა ამოუქაჩია სონისაც და მიკროსოფტსაც, მაგრამ დაჯაბნაზე უკვე აღარაა ლაპარაკი, უბრალოთ ერთ დონეზე მიდიან კონსოლის და პს პლატფორმის ბაზრები აბიომებით, მაგრამ ცალკე სონი უკვე ვეღარაფერს უშვება პს პლატფორმას, მაგას ხედავს მიკროსოფტიც და არაფრის შეცვლას არ აპირებს, ალბათ კმაყოფილია მაგ შედეგითაც

Posted

მე PS5-ზე მეტად  ახალი ბოქსის სიმძლავრის მჯერა, პს5-ს პრესკონფერენციაზე რა იბოდიალეს ვერაფერ ივერ ტქვეს დაკონკრეტებით და კაცმა არ იცის რეალურად რას გააკეტებენ, მგონია უფრო სუსტი იქნება მაინც ახალ ბოქსზე, (30%-ით მძლავრია One X-ი pro-ზე, რატომღაც ახალ თაობაშიც ეგრე მგონია იქნება) თან ახალი ბოქსის მონაცემები კდიე რეალურად ცნობილია უკვე, ვიცით როგორც გამოიყურება, ჰარდწეარიც ვიცით როგორაა მოწყობილი გაგრილებაც და ყველაფერი, მონაცემებიც უკვე ცნობილია და ეგ მონაცემები რაც დავწერე ამ თემაში, ამბობენ RTX 2080-ს წარმადობას იძლევაო, ბევრგან წავაწყდი და დაჟე მძლავრიაო, ეგ მეეჭვება რეალურად მართლა მაგხელა წარმადობა ქონდეს თუ ეგ რეალურია მართლა და მაგხელა პერფორმანსს აჩვენებს რამხელასაც RTX 2080 და RTX 2080ti-ი დებენ, მაშინ მაგ კონსოლის ფასი 1200$-ს მინიმუმი მაინც იქნება... იმიტომ რომ FHD საერთოდ არ არის საუაბრი, ყველა მხოლოდ 4K-ზე საუბრბენ და მინიმალური FPS-ია 60 ნახსენები და დაჟე Dirt 5-ზე 120FPS უწერიათ 4K-ზე, ეგ მარტლა ფანტასტიკის სფერო მგონია მე დღევანდელი გადმსოახედიდან, მაგრამ ნაწილობრივ რაღაც ახალი ტექნოლოგიის SSD-ზე და ოპერატიუზლე ამახვილებენ ყურადღებას სხვანაირად მუშაობს განსხვავებულად PC სტრუქტურისგანო და რეალურად გავიგებთ წლისბოლოს რისი ტრაკი ექნება ერთსაც და მეორესაც... მე უფრო ახალ ბოქსს ვუყურებ რასაც ამბობენ უფრო მიახლოებულს რეალურტან ვიდრე ის PS5 -s demo-ს ვიზუალს...

BOX-მა Gamepass თუ დახვეწა ბოლომდე და ბევრი თამაში ხელმისაწვდომი გახდა ყველასტვის 60$-ად მხოლოდ 1 წლის განმავლობაში რაც გიდნა ის რომ ითამაშო, მაშინ ღირს უვე ახალ ბოქსზე გადასვლა... თან PC_ს ტამაშებსაც ჩართავსო ახალი ბოქსიო და ფაქტიურად პერსონალური კომპიუტერი გამოდის რაა...

ანუ Windows Mode ექნება ამ კონსოლს და Microsoft Store-ში რა ტამაშებიცაა ყველაფერს გაუშვებს ანუ ფაქტიურად 2 პლატფორმას აითვისებს ეს კონსოლი PC-ს და კონსოლის პლატფორმას...

Posted

მეც ეგრე მგონია ჩისტა სიმძლავრეებს რაც შეეხება, ექსკლუზივებს რომ თავი დავანებოთ, თან ბოლო ბოქსის კონსოლიც ასე 25% მინიმუმ მაინც ჯაბნის პს4 პროს, ეხლაც შეიძლება ეგეთივე სხვაობა მივიღოთ, თან მიკროსოფტი ახალ ბოქსზე გვპირდება დობრათ ახალ პროექტებს (ნუ უმრავლესობა პს-ზეც გამოვა პარალერულათ) და კარგ ფასდაკლებებს ბოქსის თამაშებზე, ეგ იფნო ეხლახან დავაგდე გმონი ბოქსის თემაში, მაგრამ ზუსტათ რისი თავი ექნება ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი, განსაკუთრებით შეიძლება გაუჭირდეს 4K გაფართოვებაზე მაღალი ფპს ჩვენება გრაფიკის საკმაო შეკვეცის გარეშე + სულ მალე ნვიდიას 3000 სერიაც გამოდის, ანუ 2080Ti ეტალონი აღარ იქნება, ჩემი აზრით დაახლოებით 2060 (S) დონის კარტა ექნება უბრალოთ კარგი ოპტიმიზაციის ხარჯზე მეტის თავი ექნება მაგ ახალზე ვიდრე პს-ზე, ნუ ლაპარაკია რა თქმა უნდა ამდ ხარდზე მთლიანათ, პროცესორი კი უფრო სკრომნი მაინც, ჩემი აზრით მობილურ 4700 რიზენთან ეგეთი ახლოსაც ვერ მივა ალბათ, ჩემს აჯობებს, მაგრამ 9700 დონეზე არა მგონია შეუბეროს, ნუ მობილური პროცესორია 8 ბირთვი იქ დესკტოპის 1 4 უდრის ლამის ხშირათ და მაგიტომ (ყველაფრის გათვალისწინებით, სიხშირე,რამის გამტარობა, რამის აბიომები, ბირთვის სიმძლავრე) , ალბათ უფრო ახლოს უნდა იყოს ეგეთი უკვე 2070სუპერი-1080Ti-5700XT კარტების ფორმასთან, მაგრამ 4K მაინც სუსტი ალბათ ზოგ თამასში, 2K კარგი რამე უნდა ყოფილიყო მაგრამ ეგეთი ტელევიზორები არ გამოდიან, ან 4K უნდა გაუშვა, ან 1080P 60fps უკვე ტვ-ზე, ისევ გამოწურავენ ოპტიმიზაციას ბოლომდე, მაგრამ ხარდს მაინც დიდი მნიშვნელობა ექნება მანდაც, უფრო სწორათ ხარდის ლიმიტაციას, ამ ეტაპზე ძალზე სწრაფი ტემპებით ვნითარდება პს-ზე ხარდი და მაგიტომ, სანამ ეგენი მაგას უშვებენ, მერე პოპულარული ხდება ხარდი პს-ზე კიდე უფრო ვნითარდება და ძლიერდება, ეგ კი ისევ ისეთი რჩება წლების შემდეგაც, ამიტომ უწევთ ისევ ახალი კონსოლის გამოშვება 2-3 წელიწადში, როგორც ეგ პს4 ახალი ბოქსის დროს მოხდა

Posted

30FPS-ში იქნებაო ახალი AC Valhalla series X-ზეო 4K-ში, მაგრამ სწრაფი ლოადიგები იქნება და სრული 4K რეზოლუცია ატვისებული

"Ubisoft has always been committed to exploring new technologies, taking advantage of the capabilities of new consoles to deliver the most immersive experience possible, which is why we are excited to be collaborating with Microsoft to bring Assassin's Creed Valhalla to the Xbox Series X.

Currently, we can guarantee that Assassin's Creed Valhalla will run at least 30 FPS. Assassin's Creed Valhalla will benefit from faster loading times, allowing players to immerse themselves in history and the world without friction. Finally, Assassin's Creed Valhalla will benefit of improved graphics made possible by the Xbox Series X, and we can't wait to see the beautiful world we're creating in stunning 4K resolution."

https://www.windowscentral.com/assassins-creed-valhalla-will-run-least-30fps-xbox-series-x-according-ubisoft

30FPS-ი 4K-ზე თუ დებს ესეიგი სადრაც RTX 2080_ს დონის მაინც აქვს ვიდეო კარტა როგორც ჩანს, საინტერესოა PC-ზე რომ გამოვა ეს თამაში რას იზამენ ვიდეო კარტები... ოპტიმიზაცია  SERIES X-სთვის აკეტებს Ubisoft ამას არც მალავს, ანუ ფაქტიურად სული უნდა გააძრონ დესკტოპ ვიდეო ბარატებს? ? 

ანუ ფაქტიურად PC-ზე ვისაც 2070-ბი და 2080-ი აქვთ სლაიდშოუ ექნება ხალხს, ნაგავია რა უბისოფტი ყოველთვის ეკიდა PC გეიმერები...

Posted

არა დონე ოპტიმიზაციის ხარჯზე მიიღწევა უფრო მაგ კარტის, ჩემი აზრით ჩისტა 2060(ს) amd მობილური ანალოგი ედება ჰიბრიდული ვარიანტი ძალიან რომ არ გადახურდეს გეიმინგის დროს, პროცესორი არ ვიცი ალბათ 9400 აჯობებს მაქს ოპტიმიზაციის ხარჯზე, ერთ თრიდის წარმადობით ბევრათ სუსტი იქნება მაგაზეც ეგ მობილური პროციკა 8 ბირთვით, რამდენ თრიდზა არ უთქვიათ ისე, 8 თუ 16, სპეციფიკური პროცესორებია ეგენი კონსოლზე გათვლილი დაბალი ჩასტოტით, ზუსტი გამტარობა რომ გახდება ცნობილი უფრო გავიგებთ რომელი დესკტოპ კარტის დონე იქნება + ოპტიმიზაცია, VRAM გაზრდილი ექნება, 8-10 სავსებით შესაძლებელია გეიმინგისთვის გამოიყენონ უკვე მაგ კარტებმა, შეიძლება ნაკლებიც ვნახოთ აბა, 6+ მაინც ედება, ან 8 ფარგლებში ეგეთზე, როგორც არ უნდა ვატრიალოთ 30ფპს თემაა რა, მე კიდე ვაჯახებ თუნდაც ჩემზე 1080Ti მაინინგიდან და 2K 144ფპს-ზე ვითამაშებ 80ფპს ფარგლებში ბევრ იგრებს და გრაფიკა მაგაზე უკეთესი მექნება HDR-ით (არა აქვს მნიშვნელობა რომ მარტო 600 ნიტსი სიკაშკაშით, ზატო გრაფიკა ხოშიანი ექნება მაინც), ნუ უკვე GTX 3070 ან 10700 პროციკაზე 32გბ რამით საუბარიც არა მაქვს, მაგეებზე კიდე უფრო სერიოზულ ფპს დამიდებს მასეთ მონიტორზე ბოლო იგრებში

Posted

ეგ ახალი პროცესორები i5- 9400-ზე ბევრად მძლავრი უდნა იყოს ჯორჯ 7 ნანომეტრზეა აგებული, 9400-ი კი 14 ნანომეტრზე, ვაფშე სხვა თემა იქნება ეგ პროციკა, მე მგონია სადღაც 9900-ს დონის მაინც იქნება...

თუმცა დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი გამოვა მოკელდ და ვნახავთ, ამას რომ 600$-ი დაადონ მიაწყდება ხალხი, თან მითუმეტეს PC-ი თამაშებსაც თუ გათამაშებს...

Posted

არა მაგათი 7 ნანომეტრი რეალურათ ინტელს 11 უდრისო, ეგ არ შეგეშალოს, შეგიძლია იპოვო გუგლში რამდენი ინფოა მაგის შესახებ ნათქვამი, თან ეხლადნელი რიზენი 3000 სერია 7 ნანოზე რეალურათ 7-10-14 ნანომეტრის მიქსტია, მთლიანათ 7 ნანოზე არაა, ინტელ VS TSMC -4 უნდა იანგარიშო, ანუ 3 ამდ ვარიანტი ინტელის 7 უდრის, მანდ ნურავინ მოტყუვდება დაბალი ნანომეტრის მახინაციებით, არაა 1-1 ზომები და მაგიტომ, დიდი სხვაობაა მაინც დიამეტრებში, ანუ ეხლანდელი ინტელის 10000 სერიაზე ბევრათ მცირე ზომა არა აქვს მაგ 7 ნანოს, სულ პატარა სხვაობაა, 4000 სერიას ექნება მაგრამ მაინც ეგ ორმაგი სხვაობა და ეგეთები არაა, მაქს 20-25% მგონია ან უფრო ნაკლებიც, ნუ მარკეტინგული ხოდია ეგ და ხოშიანათაც ჭრის, ზოგიერთებს გონია ორმაგათ ნაკლებ ენერგომოხმარებას მიიღებს, რეალურათ კი ძალზე მცირე სხვაობა გამოდის მაინც მითუმეტეს ერთნაირ ჩასტოტებზე თუ დაბენჩე ორივე, თან მაგის გარდა ინტელი მონოლითურ სტრუქტურაზეა და ამდ ჩიპლეტებზე, მაგაზე რაზგონის პოტენციალი უფრო მცირეა ზატო ბირთვების გაორმაგება უფრო იაფი და მარტივი, ინტელზე პირიქით ძვირი ჯდება ბირთვების გაორმაგება მაგრამ რაზგონის პოტენციალიც უფრო მაღალია ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით ეგრეა, ისე კი ნვიდიას 3000 სერიაც 7 ნანომეტრზე იქნებაო, მაგრამ მე მარტო პროცესორებში მოვიყვანე რა სხვაობაა ზომებში ინტელის და  ტაივანურ TSMC ტეხპროცესებს შორის ,  ეგ ყველაფერი შეგიძლია გუგლში მოძებნო, კარტებში სხვანაირათ იქნება ეგ ყველაფერი ალბათ

Posted

აა მაშინ თუ ეგრეა საქმე, ესეიგი რარაც სასწაული ოპტიმიზაციაზეასაუბარი, არ ვიცი რეალურად ვნახოთ ჯერ გეიმფლეის  რას დადებენ რომ გამოვა და მთავარია ფასის ფაქტორი ეს თუ 600$-ს არ გაცდება მაგრად გაეყიდებათ, იმიტომ რომ მსგავს პერფორმანსს მაგ ფასიანი PC  ვერ მოგცემს...

Posted

კი + ისიც უწყობს ხელს რომ ახალი ტეხნოლოგიებით 30ფპს კეტავენ და ლაგები ნაკლები აქვს ვიდრე ეგ პს-ზე ექნება იგივე ფპს-ზე, ამიტომ 30ფპს ფარგლებში წარმადობის მიღწევა უფრო მარტივია, მთელი რესურსები ხმარდება ძირითადათ თამაშის გაშვებას, პს-ზე ნაწილი სისტემაზე მიდის ანტივირუსებზე და სხვა სლუჟბებზე, მაგრამ ხარდიც უფრო სერიოზული აყენია ზატო, თან დაჟე მაღალი გამტარობაც რომ ქონდეს რეალურათ შეიძლება ვერ გამოიყენოს ეგ ყველაფერი ბოლომდე, მაგრამ ცუდი ვარიანტი არ იქნება, მაგრამ რაღაც სასწავლებს ნუ ელოდებით, ოპტიმიზაციას კი ბოლომდე გამოწურავენ ბევრ თამასში, ისე გაუჭირდებათ კარგი გრაფიკის დატოვება, მარტო 30ფპს ვერ უშველის, 4K მაინც, 1080P 60fps კი ექნება, მაგაზე არც არავინ დავობს, მაგრამ 4K HDR 60 არ ექნება, ტყვილა ელოდებით მაგას

Posted

აუ სასწაული ვიზუალი აქვს ამ თამაშს რაა და ატმოსფერო თან ფსიქოლოგიური ჰორორ ტრილერია საილენთ ჰილის გავლენით, რომელიც შემდეგი თაობის BOX-ზე გამოდის, უსერიოზულესი რამეა, აი მსგავსი ვიზუალი რომ მიიღო PC-ზე კაცმა კარგი 3000-4000 ლარიანი PC მაინც გჭირდება რა, ფასიდან გამომდინარე ეს კონსოლები თუ ძვირი არ ეღირა, უეჭველი ღირს გადასვლა და PC-ს დაკდიება სათამშოდ, მითუმეტეს windows mode-ც თუ ექნა ამა ახალ BOX-ს რა აზრი აქვს, PC-ც იქნება და კონსოლიც... და ისიც სისულელეა რომ ტუეს გაქვს აუცილებლად TV უნდა იყიდო, რატომ უდნა იყიდო TV-ი 27-იანი 2K მონიტორზე დააერთე და ითამაშე გემრიელად ნახევარი მეტრიდან როგორც PC-ზე თამაშობ... 

  • Upvote 1
  • 4 weeks later...
Posted

ეს არის ახალი Future  Xbox series X-ს რომელიც ნიშნავს რას... მოკლედ თუ თქვენ გაქვთ წინა თაობის კონსოლზე თამაშები შეძენილი (xbox one/onex) და იყიდეთ  ახალი Series X-ი, ამ ფიუჩერით თქვენ ავტომატურად ახალ Series X-ზე გექნათ იგივე თამაშები და აღარ მოგიწევთ თავიდან შეძენა თამაშის, დააფგრეიდდება თამაში, გაუმჯობესდება Loading-ს დრო, გაუმჯობესდება გრაფიკა და იგივე ვიზუალზე და პერფორმანსზე შეძლებთ თამაშს, როგორც პირდაპირ რომ გეყიდათ Xbox series X-ზე... 

თამაშების სია რაც ცნობილია რომლებსაც ექნებათ smart delivery-ს მხარდაჭერა:

  • Assassin's Creed Valhalla
  • Call of the Sea
  • Chorus
  • Cyberpunk 2077
  • Gears 5
  • Halo Infinite
  • Hellblade 2
  • Destiny 2
  • Dirt 5
  • Metal: Hellslinger
  • Scarlet Nexus
  • Second Extinction
  • The Ascent
  • Vampire: The Masquerade -- Bloodlines 2
  • Yakuza: Like a Dragon
  • Upvote 1
Posted

როგორც ცნობილია, გაყიდული PlayStation 4-ის რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება Xbox One-ის მაჩვენებელს. ამგვარი ვითარება აიხსნება როგორც სუსტი სტარტით, ასევე ექსკლუზივების არარსებობით, რაც Microsoft-ის კონსოლებისთვის საწყისი რამდენიმე წლის მანძილზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. კორპორაციამ ვერ შეძლო საჭირო დასკვნების გამოტანა. როგორც ჩანს, საზოგადოებას ელის უკიდურესად დაბალი ფასები მომდევნო თაობის კონსოლებზე. 

image.png 

გავრცელებულ ცნობებში საუბარია ერთდროულად ორი ვერსიის გამოსვლაზე, ესენია: Xbox Series X და Xbox Series S (კონკრეტული დასახელებები ჯერჯერობით არ არსებობს). პირველ მათგანს ექნება სტანდარტული შიდა მაკომპლექტებლები 1 ტბ დისკით, ასევე დისკის წამკიხველი. მეორე კონსოლი იქნება თითქმის ზუსტი ასლი გარკვეული განსხვავებებით დიზაინში და ფიზიკური მედიის სრული უარყოფით. ეს ინფორმაცია სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა ფასის შესახებ ცნობები პირველად გამოცხადდა. 

მაშ ასე, კონსოლის პირველი ვერსიის ფასი იქნება 400 აშშ დოლარი, მეორესა კი - მხოლოდ 200 აშშ დოლარი. ეს ფასი ნამდვილად დაუჯერებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ PlayStation 5-ის მოსალოდნელი ფასი 500 აშშ დოლარიდან იწყება. Sony-ს აშკარად შევიწროება მოუწევს. Microsoft-ს შეუძლია რამდენიმე წლის განმავლობაში მოახდინოს გეიმინგ კონსოლების სუბსიდირება, კორპორაციის ხელში უზარმაზარი ფულადი ნაკადებია, რაც მან გამოიმუშავა მხოლოდ თამაშების გაყიდვითა და სარეკლამო უფლებებით. 

Posted

ჯორჯ ეს თემა გადაიტანე Xbox Series X ზოგადი თემა-ში მე ვერ გადამაქვს

Posted

გადავიტანე

  • Thanks 1
Posted
On 6/21/2020 at 11:19 AM, George said:

გადავიტანე

აუ თემას იგივე სახელი დაუტოვე ჯობია ჯორჯ, თორემ ძლივს ვიპოვე, ჯობია როგორც "PS5 ზოგადი თემა" მსგავსად ერქვას ამასაც "Xbox Series X ზოგადი თემა" უფრო მარტივად მიაგნებს იუზერი, ესე თითქოს რაღაც კონკრეტული სტატიის სახელწოდება აქვს...

Posted

რომ შევაერთე ბოლო სახელი დატოვა თემის სათაურში რატომღაც და აღარ მიმიქცევია ყურადღება, გადავაკეთე ისევე

Posted

ესეც ახალი თრეილერი Xbox series X-ს ოპტიმიზაციის, მაიქროსოფტის გუნდი იუწყება რომ Xbox series X-ი იქნება გეიმინგ ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე სტაბილური FPS კონსოლი, ახალი assassins creed Valhala იქნება ოპტიმიზირებული სპეციალურად series X-სთვის და ექნება საუკეთესო ვიზუალი და სტაბილური FPS აღნიშნულ კონსოლზე...

Posted

ისე მარტო მე ვფიქრობ ეგრე თუ SSD VS M2 PCI-E სსდ გამტარობა იგრებში სრული სიაფანდობაა და რამდენიმე წამია სხვაობა მარტო, აჩერედნოი დაგომებაა მომხარებლების, ბევრს ეგრე გონია ვინც მაგაში ერკვევა კარგათ, ნუ მაგ ახალ კონსოლებზე ამატებენ მასეთს და ვოთომ დიდი სხვაობა ექნება ზაგრუზკებში, მაგაში მე ძალიან ეჭვი მეპარება VS სატა3 სტანდარტულ სსდ თუ შევადარებთ, აქვს ორივე ბევრს პს-ზე და რამდენიმე წამიაო ამ ეტაპზე განსხვავება მარტო, მანდ რა მოიგონეს ისეთი რომ ძალზე დიდი სხვაობააა, მემგონი უბრალოთ ვინც ვერ ერკვევა კარგათ იმათ აგოიმებენ ისევე

Posted
8 hours ago, George said:

ისე მარტო მე ვფიქრობ ეგრე თუ SSD VS M2 PCI-E სსდ გამტარობა იგრებში სრული სიაფანდობაა და რამდენიმე წამია სხვაობა მარტო, აჩერედნოი დაგომებაა მომხარებლების, ბევრს ეგრე გონია ვინც მაგაში ერკვევა კარგათ, ნუ მაგ ახალ კონსოლებზე ამატებენ მასეთს და ვოთომ დიდი სხვაობა ექნება ზაგრუზკებში, მაგაში მე ძალიან ეჭვი მეპარება VS სატა3 სტანდარტულ სსდ თუ შევადარებთ, აქვს ორივე ბევრს პს-ზე და რამდენიმე წამიაო ამ ეტაპზე განსხვავება მარტო, მანდ რა მოიგონეს ისეთი რომ ძალზე დიდი სხვაობააა, მემგონი უბრალოთ ვინც ვერ ერკვევა კარგათ იმათ აგოიმებენ ისევე

მოიგონეს და იმიტომ რომ Custom NVMe აყენია და არა ბრენდის გამოშვებული, სპეციალურად არის შექმნილი Series X-სთვის... ოპერატიულიც ახალი თაობის აყენია GDDR6-ია და არა 5-ი, რომელიც ძალიან სწრაფია, მოკლედ მძლავრი კონსოლია ძალიან ჯორჯ და ხელწამოსაკრავი არ არის ნამდვილად series X-ი...

Posted

GDDR6 ბევრ ახალ კარტებზეა მერე უკვე, DDR4 ან 5 არ აგერიოს ეგ, რომელიც მარტო 2022 წლისთვის გამოვაო, მაგას 3070 მიწასთან გაასწორებს რომ გამოვა მალე, რაც შეეხება NVMe ბევრი დასცინის უკვე და მაგიტომ ვახსენე ეგ, რაღაც მემებიც არის უკვე ფორუმებზე მაგასთან დაკავშირებით, წამოკვრა არ ვიცი მაგრამ რასაც ბევრი ელოდება შეიძლება მაგაზე ბევრათ სკრომნი გამოვიდეს გრაფიკა-ფპს მხრივ ნორმა გაფართოვებაზე, ნუ 1080P ზევით თუნდაც, 16 თრიდი პროციკაზე კარგია მაგრამ 4600U რიზენამდეც კი მაგ პროცესორს ბევრი ეკლება წარმადობის მხრივ ალბათ

Posted

სიმძლავრე რო ბოქს პს5-ზე უფრო მეტი ექნება ეგ ვიცი მაგრამ assassin's creed valhalla 4K 30FPS-ში იქნება მაინცო ეგ უკვე ოფიციალურად თქვეს 

Posted
On 6/26/2020 at 8:34 PM, George said:

GDDR6 ბევრ ახალ კარტებზეა მერე უკვე, DDR4 ან 5 არ აგერიოს ეგ, რომელიც მარტო 2022 წლისთვის გამოვაო, მაგას 3070 მიწასთან გაასწორებს რომ გამოვა მალე, რაც შეეხება NVMe ბევრი დასცინის უკვე და მაგიტომ ვახსენე ეგ, რაღაც მემებიც არის უკვე ფორუმებზე მაგასთან დაკავშირებით, წამოკვრა არ ვიცი მაგრამ რასაც ბევრი ელოდება შეიძლება მაგაზე ბევრათ სკრომნი გამოვიდეს გრაფიკა-ფპს მხრივ ნორმა გაფართოვებაზე, ნუ 1080P ზევით თუნდაც, 16 თრიდი პროციკაზე კარგია მაგრამ 4600U რიზენამდეც კი მაგ პროცესორს ბევრი ეკლება წარმადობის მხრივ ალბათ

რა უნდა ამერიოს კაცო, მაგდენი კი მესმის, 😀 მერე მაგას გეუბნები რამდენი აქვთ რაოდენობა მერე მაგ ვიდეო კარტებს ეგ ვიდეოს ოპერატიული მეხსიერებაზე ვამბობ მეც? ყველაზე ძლიერ RTX 2080ti-ს აქვს 11GB-ი და ამას კიდე 16 უყენია, წარმოიდგინე ახლა რა გემრიელი სატამაშო იქნება 2K-ზე და 4K-ზე ამ კონსოლით, 16იმიტომ გაუკეთეს რომ სწრაფად ჩატვირთავს ტექსტურებს, და დაყოვნებებეი არ ექნება, როცა რეზოულიცას ვერ ერევა ვიდეოს ოპერატიული მეხსიერება...

21 hours ago, Gobro said:

სიმძლავრე რო ბოქს პს5-ზე უფრო მეტი ექნება ეგ ვიცი მაგრამ assassin's creed valhalla 4K 30FPS-ში იქნება მაინცო ეგ უკვე ოფიციალურად თქვეს 

შენი მონაცემების კომპიუტერით 4000 ლარი მაინც ჰომ ღირს შენი კომპიუტერი ჯამში სისტემური ბლოკი ახლა მითხარი მაგ მონაცემებით 2 წლის უკანდელ ოდისეაზე 4K-ში რა FPS გექნება დატესტე, და ახლა წარმოიდგინე შემდეგი თაობის გრაფიკაზეა უკვე ვალჰალა ახლა ეგ რომ გამოვა მერე რა FPS-ს დადებს შენი სისტემა 4K-ზე საუბარიც ზედმეტია, აზრი არ აქვს PC-ს, იმიტომ რომ ოპტიმიზიაცია series X-ზე კეთდება მაგ ახალი თამაშების... ვიდეო კარტა უყენია RTX 2080-ს დონის რომელიც 800-900$-ი მაინც ჯდება მინიმუმ და PC-ზე ubisoft-ი როგორ ოპტიმზიაციასაც გააკეტებს მოგეხსენებათ უკვე...

Posted
15 minutes ago, Harmony Lines said:

რა უნდა ამერიოს კაცო, მაგდენი კი მესმის, 😀 მერე მაგას გეუბნები რამდენი აქვთ რაოდენობა მერე მაგ ვიდეო კარტებს ეგ ვიდეოს ოპერატიული მეხსიერებაზე ვამბობ მეც? ყველაზე ძლიერ RTX 2080ti-ს აქვს 11GB-ი და ამას კიდე 16 უყენია, წარმოიდგინე ახლა რა გემრიელი სატამაშო იქნება 2K-ზე და 4K-ზე ამ კონსოლით, 16იმიტომ გაუკეთეს რომ სწრაფად ჩატვირთავს ტექსტურებს, და დაყოვნებებეი არ ექნება, როცა რეზოულიცას ვერ ერევა ვიდეოს ოპერატიული მეხსიერება...

შენი მონაცემების კომპიუტერით 4000 ლარი მაინც ჰომ ღირს შენი კომპიუტერი ჯამში სისტემური ბლოკი ახლა მითხარი მაგ მონაცემებით 2 წლის უკანდელ ოდისეაზე 4K-ში რა FPS გექნება დატესტე, და ახლა წარმოიდგინე შემდეგი თაობის გრაფიკაზეა უკვე ვალჰალა ახლა ეგ რომ გამოვა მერე რა FPS-ს დადებს შენი სისტემა 4K-ზე საუბარიც ზედმეტია, აზრი არ აქვს PC-ს, იმიტომ რომ ოპტიმიზიაცია series X-ზე კეთდება მაგ ახალი თამაშების... ვიდეო კარტა უყენია RTX 2080-ს დონის რომელიც 800-900$-ი მაინც ჯდება მინიმუმ და PC-ზე ubisoft-ი როგორ ოპტიმზიაციასაც გააკეტებს მოგეხსენებათ უკვე...

არა მე უბრალოდ იმაზე გავამახვილე ყურადღება რომ 4K 60FPS არ ქინება უმრავლესი იგრები სერიოზული გრაფიკთ რო გვაბოლოებდნენ ვითომ ისეთი ძლიერია 8K-ში 60 FPS და რაღაცა ზღაპრები, უბრალოდ ვერ შეძლებს მაგდენს კონსოლი რაც არ უნდა RTX 2080 დონის კარტა ქონდეს. ეგ კი არა 2080 Ti ვერ უქაჩავს 1080P-ში RDR2-ს 60 FPS  სტაბილურად. თორე მძლავრი რო იქნება ეგ მეც ვიცი და ძაან მისწორდება. ჯერ იმიტომ რომ თამაშები აღარ დატორმუზდება და მალე განვითარდება. რამდენი დრო დაიკარგა ამ თაობის კონსოლებმა და რამდენი მაგარი თამაშის გამოშვება შეაფერხა. 

Posted

არა რაის 16 ეგ ხომ მანდ RAM+VRAM გაერთიანებულია, ეგრე იყო ყოველთვის კონსოლებზე, წინაზეც ეგრეა + თამაშისთვის მარტო გარკვეულ რაოდენობას იყენებს, დანარჩენი სხვა რაღაცეებისთვის ჭირდება, ანუ ერთ ფლაკონშია ოპერატიულიც და ვიდეოკარტის VRAM, დაჟე სხვა სახელი ქვია მაგას, RAM როგორც ეგეთი კონსოლს ცალკე არა აქვს, რამე დამატებითი თუ ჭირდება იყენებს საერთო მახსოვრობიდან + სსდ ეგ ახალი, 16გბ მაინც არაა ცოტა მაგრამ ეგ მარტო ვიდეოკარტის VRAM არაა მანდ, ჰიბრიდული სისტემაა, ანუ მაგ 16გბ 16GB VRAM დესკტოპზე რაც შეიძლება ქონდეს ტოპოვი ნავი-ნვიდიას სერიას არანაირი საერთო არა აქვს, ზუსტათ რამდენ VRAM ჭამს იგრებისთვის ეგ აღარ ვიცი, რომ გამოვა დაგიზუსტებ თუ გაინტერესებს ერთზეც და მეორეზეც მერე გახდება ცნობილი უკვე, წინაზე ვიცი რომ ლამის 5-7გბ ქონდა ახალ პროზე და ბოქსზეც კი, მანამდე მაგდენიც არა, 2-3გბ დაემატა ახლებზე მგონი VRAM მოხმარება ცალკე ვიდეოკარტაზე, ნუ რაც არ უნდა იყოს 10გბ ფარგლებში წესით მინიმუმ ექნება ტოპ ვერსიას, თუ რამე კასტრატიც არ გამოუშვეს, მე როგორც ვიცი ბოქსზე გამოდის ეგეთი შეკვეცილი ვარიანტიც უფრო დაბალი ფასით

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.