Jump to content

ვირუსმა ფაილები გამიქრო

Recommended Posts

გამარჯობათ

გუშინ დავირუსებულ ნოუთბუქზე შევაერთე გარე ვინჩესტერი, რომელზეც რაღათქმაუნდა ვირუსები ეგრევე გადავიდა.

მერე ეს დავირუსებული გარე ვინჩესტერი შევაერთე სხვა ნოუთბუქზე რომელზეც ავასტი აყენია. როგორც კი გავხსენი გარე ვინჩესტერი კომპიუტერში, ავასტმა ეგრევე დაიჭირა ვირუსები.

რაც შეეხება პრობლემას, გარე ვინჩესტერზე რაც კი მქონდა, არაფერი აღარ ჩანს, ცარიელი ფოლდერივითაა. მერე მოცულობა შევამოწმე და ზუსტად იგივე მოცულობა აქვს ეხლა როგორც დავირუსებამდე ჰქონდა.

კონტროლ პანელში შევედი, Folder Option > View > Restore Defaults გავაკეთე მაგრამ მაინც არ ჩანს ფაილები.

მერე კომპიუტერი გავხსენი და თვითონ გარე ვინჩესტერი მთლიანად დავაკოპირე D დისკზე. ვნახე რომ ყველა ფაილები გადააქ მაგრამ, გადატანის მერე ისევ ცარიელია ფოლდერი. მოცულობა გადაიტანა, ვუყურებდი კოპირებისას რა ფაილებიც გადაჰქონდა მაგრამ არ მიჩვენებს მაინც D დისკზე.

ავასტი ბოლო განახლებით გადავატარე კომპიუტერს და ვერანაირი ვირუსი ვერ ნახა.

ეხლა გადმოვწერე მაიკროსოფტიდან Microsoft® Windows® Malicious Software Removal Tool (KB890830) x64 ეს პროგრამა. ეხლა მხოლოდ D დისკის სკანირებაზე გავუშვი, 40 წუთია გასული და ჯერჯერობით არაფერი უპოვნია.

რა ვქნა, რა გზით გამოვაჩინო ეს ფაილები?

Link to comment
Share on other sites

lasha1616

ვინრარით გახსნა სცადე, თუ არ აჩვენა მერე დაარქივება გააკეთე მთელი დისკის სხვა დისკზე და იქ გახსენი, წესით დაგხვდება ყველა ფაილი

Link to comment
Share on other sites

lasha1616

ვინრარით გახსნა სცადე, თუ არ აჩვენა მერე დაარქივება გააკეთე მთელი დისკის სხვა დისკზე და იქ გახსენი, წესით დაგხვდება ყველა ფაილი

ჰოო ეგ არ მომაფიქრდა. ჯერ მორჩეს  Microsoft® Windows® Malicious Software Removal Tool (KB890830) x64 მაქ გაშვებული საათნახევარია და მერე მასე გავაკეთებ.

P.S. დამალული ფაილებიც გამოჩენაც გავაკეთე Folder Option-იდან მაგრამ მაინც არ ჩანს..

ეგეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია...

Link to comment
Share on other sites

lasha1616, ფლეშკა რომ ვირუსდება და ფაილები ქრება მასეთი პონტია შენთანაც  Mini XP გიშველის.

mini XP რომელია? ლაივ CD მაქვს ჰირენის მაგრამ მანდ გამოჩნდება? ეგ არ მიცდია.

lasha1616,

უშველა ვინრარ-მა?

სამწუხაროდ დღეს ვერ მოესწრო. სამსახურში ნოუთბუქია, ველოდე ველოდე სკანირებას და... მერე დავაქენსელე, ნერვები მომეშალა ლოდინით :D

მერე გვიან დავიწყე ვინრარით დაარქივება მაგრამ უკვე დრო აღარ მეყო, სახლში წასვლის დრო მოვიდა.

სამწუხაროდ ორშაბათამდე ვერაფერს ვერ ვიზავ...

აგიტვირთავ ახლავე ერთ არქივს რომელმაც სავარაუდოდ უნდა გამოასწოროს ეგ სიტუაცია.

ფლეშკაზე როცა მასე მოსდიოდა ეგ ფაილი მომცეს და გამოასწორა სიტუაცია

აი ესაა http://share.ge/?d=54C2AFB42
ამოაარქივე რაიმე ფოლდერში და რეგ ფაილი გაუშვი და მერე შეაერთე ისევ გარე ჰდდ მგონი უნდა ეშველოს

Link to comment
Share on other sites

lasha1616,   ხოო HBCD სცადე და ამოშალე უჩინარი ფაილები გარე ვინჩესტერიდან. როცა აღადგენ მაგის შემდეგ

ნებისმიერი linux_ს დისტრო თუნდაც ubuntu ჩატვირთე და დაინახავს უეჭველი.

iso გადაწერე live cd ჩაშენებული აქვს. try ubuntu დაგიწერს დააჭირე და ჩაირთვება ეგრევე. მერე მიაერთე ეგ ვინჩო და ნახე.

მადლობ

ორშაბათს მოვსინჯავ

lasha1616,   ხოო HBCD სცადე და ამოშალე უჩინარი ფაილები გარე ვინჩესტერიდან. როცა აღადგენ მაგის შემდეგ

გარე ვინჩესტერი პრინციპში შემიძლია დავაფორმატო რადგან უკვე D დისკზე დავაკოპირე მაგრამ, ჯერ D დისკზე ვცდი გამქრალი ფაილების გამოჩენას და თუ ეშველება დავწერ.

ნებისმიერი linux_ს დისტრო თუნდაც ubuntu ჩატვირთე და დაინახავს უეჭველი.

iso გადაწერე live cd ჩაშენებული აქვს. try ubuntu დაგიწერს დააჭირე და ჩაირთვება ეგრევე. მერე მიაერთე ეგ ვინჩო და ნახე.

ჰირენს აქვს უბუნტუ, ერთხელ ჩავტვირთე ჰირენის დისკიდან და მეტჯერ არც მიცდია.

ორშაბათს მოვსინჯავს მაგასაც

უბუნტუზე ანტივირუსი არის ისე?

ანუ არააქვსო ვირუსებიო მარა მაინც რავიცი, დასკანირების პონტში მაინტერესებს ანტივირუსი რომ დავაყენო და მერე ეს გარე ვინჩესტერი დავასკანირო ვირუსების გასაწმენდად...

Link to comment
Share on other sites

აგიტვირთავ ახლავე ერთ არქივს რომელმაც სავარაუდოდ უნდა გამოასწოროს ეგ სიტუაცია.

ფლეშკაზე როცა მასე მოსდიოდა ეგ ფაილი მომცეს და გამოასწორა სიტუაცია

აი ესაა http://share.ge/?d=54C2AFB42

ამოაარქივე რაიმე ფოლდერში და რეგ ფაილი გაუშვი და მერე შეაერთე ისევ გარე ჰდდ მგონი უნდა ეშველოს

ეხლა გავუშვი ეგ ორივე ფაილი და გამოაჩინა გამქრალი ფაილები რომელიც D დისკზე მქონდა

ეხლა მეორე პრობლემა.

ეს აღდგენილი ფაილები ჩანს მკქრთალად ანუ HIDE აქვს გაკეთებული და ჩაკეტილია ეგ მონიშნვის ველი.

მინდა რომ HIDE-დან თოლია მოვხსნა მაგრამ როგორ? ჩაკეტილია ეგ ველი ანუ მანიპულირება შეუძლებელია.

რამე პროგრამა არ არის ისეთი რომელიც ფაილების ატრიბუტებს შეუცვლის?

მინდა რომ HIDE მოვხსნა რომ მერე ჩვეულებრივად გამოჩნდეს კომპში.

Link to comment
Share on other sites

ყველაფერი მოვაგვარე. ვიპოვნე ისეთი პროგრამა რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს

გადაწერეთ ეს პროგრამა http://www.petges.lu/home/ რაც მთავარია უფასოა.

 ვირუსების მიერ ფაილებისათვის გათიშულ ატრიბუტის ველებს (read only, hide) ამ პროგრამით 1 წამში ჩართავთ.

შემდეგ კი უპრობლემოდ მაოხდენთ ფაილის დამალვას თუ გამოჩენას, რომელიც მანამდე ვირუსის მიერ იყო შეცვლილი.

გარდა მაგისა კიდევ სხვა ფუნქციებიც აქვს მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მჭირდება მე.

მოკლედ თუ ვირუსმა ფაილები გაგიქროთ და საერთოდ არ ჩანს, გადაწერეთ:

http://share.ge/?d=54C2AFB42 (ამოაარქივეთ და გაუშვით ორივე ფაილი, რომლის შემდეგაც გამოჩნდება გამქრალი ფაილები)

შემდეგ იწერთ ამ პროგრამას სრული აღდგენისათვის და პრობლემაც მოგვარდება.

http://www.petges.lu/home/

Link to comment
Share on other sites

attrib *.* -h -s /s /d

ეს ბრძანება ჩაწერე ბლოკნოტში, შეინახე bat გაფართოებით, მერე ეს ფაილი გადაიტანე იმ დისკზე სადაც ვირუსის მიერ ფაილებს აქვს მინიჭებული Hidden ატრიბუტი,

მაუსის 2 კლიკით გაუშვი ეს ბატ ფაილი და ატრიბუტის ველები ამ შემთხვევაშიც ჩაირთვება.

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.