Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15278
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    128

Everything posted by მათე

  1. ssd hdd რაშუაშია, მაგიტომ კი არა. უბრალოდ იმდენი bloatware აქ მოშორებული რომ ისედაც ღირს ამის დაყენება. პროცესებზე და RAM usage-ზეც ეტყობა რომ გაწმენდილია ნაგვისგან და update-ბიც არ აქ რომ სახე არ აეხეს. გამოვა ახალი და ახალ ვერსიას დააყენებ და ეგაა. სამუშაოდ სათამაშოდ მშვენიერია. მე ვირტუალში დავტესტე თორემ საერთოდ არაფერში მჭირდება windows და თუ დამჭირდა ისევ tiny 7-ს დავაყენებ 2-ჯერ უფრო light-ა ყველამხრივ.
  2. ფორუმზეც დავდე და აქაც დავდებ გამოგადგებათ ეს ინფო. ძაან მაგარი ვერსიები გავაძრე. აი ამ საიტზე https://oprekin.com/ ესენი Super Light ვერსიებია 1809 Enterprise LTSC და 1903 Pro კიდევ არის სხვა ვერსიები უფრო დიდებიც, ვისაც დაგაინტერესებთ გადახედეთ. ეს კი ვირტუალში როგორ გამოიყურება ეგ 1809 Enterprise LTSC Tiny 7-თან შედარებით. ლოლ საინსტალაციო 1809-ს მარტო 993 MB-ა და იმ მეორე 1903-ს 1 GB ეს კი ეგ დაყენებული სისტემების image-ები რამდენს იკავებენ ასე შემცირებულიც კი 10 მაინც 2-ჯერ მეტ რესურსებს მოითხოვს. 2-ჯერ მეტ ადგილს და 2-ჯერ მეტ RAM-ს იყენებს მაგ 7-თან შედარებით და ლამის 2-ჯერ მეტი სერვისებიც აქვს, თუმცა სტანდარტულ 10-ს მილიონჯერ ჯობია ეს. ყოველ update-ზე იმდენი ბაგები აქვს და იმდენ ინფოს ვკითხულობ ხოლმე ნეტში რომ ხალხი როგორ იყენებს მიკვირს. თუმცა ეს შემცირებული ვერსია კი იქნება სტაბილური.
  3. lol 5.5 GHZ გახიეს შუაზე და 655 ქულაო 649 აქ AMD-ს 4.9-იან 5950-ს. არქიტექტურულად ბევრად ჩამორჩება ინტელი. ეგ 5.5-ზე კიდევ დუხოვკა იქნება და კიდევ უფრო მეტ ენერგიას შეხვრიპავს. 10900 ეხლა იმაზე ბევრად მეტს ხვრიპავს ვიდრე AMD 2-თ მეტი ბირთვით, lolმგონი 16-იანი AMD-ც კი ნაკლებს ხვრიპავს ვიდრე ეგ კუანა ინტელის ჩიპი :D
  4. ინტელს ახალი თავის სატკივარი აქვს საბოლოოდ დაკარგა apple. ეგ უზარმაზარი მარკეტი იყო. mac mini-შიც, air-შიც და pro-შიც საკუთარი ARM ჩიპი ჩადგეს, რომელიც საკმაოდ ძლიერი ჩანს და ძალიან დაბალი ენერგომოხმარება აქვს. lol ქულერიც კი არ ჭირდება და ელემენტი 20 საათს ყოფნის. ამავდროულად გრაფიკაში ინტელის ინტეგრირებულზე ძლიერია. 5nm-ზეა ეგ ჩიპი და apple-ს cpu-ები საკმაოდ ძლიერებია. https://www.anandtech.com/show/16226/apple-silicon-m1-a14-deep-dive
  5. AMD Radeon RX 6800 may be 50% faster than GeForce RTX 3090 for cryptomining https://videocardz.com/newz/amd-radeon-rx-6800-allegedly-1-5x-faster-than-geforce-rtx-3090-in-cryptocurrency-mining https://www.techradar.com/news/amd-radeon-rx-6800-may-be-50-faster-than-geforce-rtx-3090-for-cryptomining https://wccftech.com/amd-radeon-rx-6800-50-faster-geforce-rtx-3090-at-crypto-mining-rumor/ ამ კარტებს ააორთქლებენ წამებში თუ ეს სიმართლეა.
  6. ბუღალტრები როდიდან გავხდით ამ საიტზე არ ვიცი. კომპანიის შემოსავალზე ასე რომ ნერვიულობ უცნაურია ფაქტია რომ პროცესორებში ბევრად წინაა ყველანაერი პროდუქტიულობის მხრივ, უფრო გრილებია ეგერ დევს ვიდეოები და ა.შ. სულ არ მკიდია ეგ სერვერული ბაზრის წილი lol დავუბრუნდეთ ტექნოლოგიების განხილვას ჯობია.
  7. მაგაშია საქმე რომ გეიმინგის გარდა ნებისმიერ ვარიანტში AMD გაწყობს, თუ 5000 სერია არა მაშინ 3000 ან 2000. რადგან ეგენიც ბევრად უფრო უკეთესია პროდუქტიულობის მხრივ ვიდრე ინტელები, მითუმეტეს ეხლა როცა ფასები დააკლდა. მაგას ნებისმიერი რევიუერი ამბობდა ყოველთვის ძველ სერიებზე, რომ მხოლოდ gaming-ში ჩამორჩებოდა და დანარჩენში ჯობდა ინტელს. ეხლა კი მითუმეტეს gaming-ც კი აღარ დარჩა უპირატესობად ინტელს. რაზე მუშაობ აღარ აქ აზრი AMD ერთპიროვნული ლიდერია სხვა საქმეებში, მარტო gaming იყო და ეგეც კი აღარ არის უპირატესობა. დანარჩენი კი შენ რომ გინდა რომ amd იყოს ისევე ცხელი როგორ ინტელი ბოდიში მომითხოვია. ეგერ დაგიდეს ვიდეოც და 4-17 გრადუსით გრილია იგივე 12 ბირთვიანი 5900x 10 ბირთვიან 10900k-სთან შედარებით. ეგ არცაა გასაკვირი ბევრად დახვეწილი არქიტექტურა აქვს AMD-ს და ბევრად პატარა ტრანზისტორები. რაღას ირჯება AMD ზედმეტად არ მესმის. მაინც გამოუშვია 64 ბირთვიანი ეპიკი https://ranker.sisoftware.co.uk/show_run.php?q=c2ffcfe988e9d4ecd9ebdce9dafc8eb383a5c0a598a88efdc0f8&l=en ძველ ეპიკებსაც კი ვერ ჯობია intel 1-თ კი არა 2 top xeon პროცესორით და ეს ახალი ხომ მთლად მიუღწეველი იქნება.
  8. მდაა 24 თრიდით სახეს ახევს ყველაფერში მაგ 20 თრიდიანს ვიდეო ედითინგი, კომპილაცია, ML რავი ძმაო რაშიც გინდა და თამაშებში ეგერ ჩანს კარგად და შენ ისევ იმას ამბობ იგივეაო წარმადობითო მგონია intel-ში დაიწყე მუშაობა და გვიმალავ რაღაცას.
  9. გამოდის იგივე ან უკეთესია AMD gaming-ში, იშვიათად intel-ც წინაა. თუმცა აქ გასათვალისწინებელია რომ mag ტემპერატურით ეგ 5900x 4-17 გრადუსამდე უფრო გრილია ვიდრე ეგ 10900k მაგ ვიდეოშიც კარგად ჩანს ეს. ამ დროს კი ნებისმიერ სხვა საქმეში ეგ AMD-ს პროცესორი თავზე დაახევს ყველაფერს მაგ ინტელს. 12 core vs 10 core @Georgeამ ვიდეოს თუ უყურე და სხვებისასაც და მაინც არ აღიარებ რომ AMD ჯამში ბევრად წინაა ეს უკვე თეთრზე შავიაო ამის თქმის ტოლფასია. 12 ბირთვიანი უფრო გრილია 4-17 გრადუსამდე ვიდრე 10 ბირთვიანი, ლამის იგივე ფასი ღირს და ბევრად უფრო დიდი პერფორმასი აქვს 24 თრიდი vs 20
  10. ამ სკრინს მეორედ დებ უკვე. აბა cs:go-ს სკრინი დადე კაი რა აღიარე რომ უკვე პროდუქტიულობაში ხო თავზე დაახია ყველაფერი და gaming-შიც უკვე ჯობია. ფაქტია რომ AMD გაცილებით უკეთესი არჩევანია ყველაფრის გათვალისწინებით. იმ დონეზე რომ აი არჩევანი არც კი არსებობს. ამას დაუმატე ის რომ გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. 10 ბირთვიანს რომ 319+ უნდა და 16 ბირთვიანს რომელიც ამ 10-იანს ხევს ყველაფერში 260-ზე ნაკლები აქ დამთავრდა ყველაფერი. ენერგომოხმარების მხრივაც.
  11. intel-ს ფანები როცა ამდ აბსოლუტურად ყველაფერში ჯობდა და ოდნავ ჩამორჩებოდა gaming-ში ისიც ზოგ თამაშში მაინც ჯობდა. ინტელი საუკეთესოა რა ამდ რის ამდო. ეხლა ამდ დანარჩენში აბსოლუტურად ყველაფერში იხევს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და gaming-შიც საკმაოდ წინ წაიწია lol 200 FPS-თ ჯობნა რად ღირს მარტო CS:GO-ში. ეხლა ამბობენ ერთ დონეზეაო lol აი მე პირადად არ მაინტერესებს რომელი აჯობებს ისე ძაან, მთავარია ლეპტოპის კარგი პროცესორი დამიდონ კარგი ინტეგრირებულით და ენერგოეფექტური, ინტელი იზამს თუ AMD მკიდია. სიტუაცია მომწონს რადგან ფასები მცირდება და ბაზარი რეგულირდება. აი ეს ინტელის ფანები კიდე სექტაა იმენა თავზე დაახია კაკრას თრიდზე ყველაფერი ინტელს 640+ ქულას დებს AMD და ინტელი 550- ს. თანაც სიხშირეებიც უკვე იმხელაზე აწია AMD-მ რომ დაჟე 200 MHZ-თ მაღლა რომ დასვა ეგ ინტელები აღარაფერი აღარაა მაგის 5 GHZ მორჩა. აწი ახალი თაობა თუ უშველით ესენი გახია AMD-მ. ამას ის დაუმატე რომ 3000 სერიასთან შედარებით იგივეს ან ნაკლებს იყენებს დენს და 10900 lol ცალკე ატომური სადგური უნდა. 10 ბირთვიანია და ნაგრუზკაზე 319 watt უნდა და ამ amd-ს 16 ბირთვიანს 32 თრიდით 260W ყოფნის
  12. ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ინტელი რა მატებას დადებს. ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში რომც დადოს ეგ მატება მხოლოდ და მხოლოდ gaming-ში აჯობებს ისევ, დანარჩენ ყველაფერში amd იქნება კვლავ წინ, მაგრამ AMD-ზე კიდევ სანახავია ჯერ 6000 სერიის ბარათებზე რომ ექნება Smart Access Memory ეგ როგორ იმუშავებს და როგორ მოუმატებს performance-ს. ეხლა lol 200 FPS-თ აჯობა AMD-ს ტოპმა intel-ს ტოპს counter-ში და სხვა თამაშებშიც იმენა მიწასთან გაასწორა ინტელის უპირატესობა. DDR5 AMD-საც მოუმატებს ძალიან წარმადობას. ეხლა მთავარია ინტელი ასე მიჩმორებული არ დარჩეს და რამე დადოს თორემ ფასები მოიმატებს AMD-ზე და თანაც იმენა სირცხვილია ამდენი წელია 14 nm-ზეა და არაფერი დიდი არ გაუკეთებიათ. AMD-მ 4 თაობაში ჩახია ინტელი რომელიც იმდენად წინ იყო რომ ბულდოზერის 8 ბირთვიან 5 ghz-იან პროცესორს ინტელის 4-ბირთვიანი ჯობდა ნაკლები სიხშირით.
  13. AMD-მ ჩაასვენა ინტელი linus-მაც გაასვენა intel-ს 10900k lol
  14. Microsoft plans big Windows 10 UI refresh in 2021 codenamed 'Sun Valley' https://www.windowscentral.com/windows-10-sun-valley-ui-october-2021-update გამოვა და ყველაფერი აურ დაურევს ისევ... ჩვეულებრივ მუშა კომპზე რომ პრობლემები აქვს ეგ ჰარდის კი არა სოფტის გატრაკებაა.
  15. In a first, researchers extract secret key used to encrypt Intel CPU code https://arstechnica.com/gadgets/2020/10/in-a-first-researchers-extract-secret-key-used-to-encrypt-intel-cpu-code/
  16. proton და lutris ეგაა კაკრას არაა საჭირო რომ linux-ზე გამოვიდეს, პირდაპირ უშვებს windows-სას და ზოგს windows-ზე უკეთ როგორც ზემოთ დავდე ;)
  17. ბევრი ჩარჩენილია ძველ დროში და მაგიტომ ამბობენ მასე. დღეს ლინუქსი windows-ზე ბევრად იოლი მოსახმარია. windows-ზე უნდა შეხვიდე მაგათ საიტზე გადმოწერო პროგრამა next -> პტიჩკების მონიშვნა ->next-> next -> finish იქ კიდე package manager-ში install-ს მიაჭერ და ეგაა დაყენდება. update-ს გააკეთებ და შენს ამოშლილ შეცვლილ სისტემას თითსაც არ დააკარებს. windows-ს თამაშებს რაც შეეხება მაგაზეც გასული საუკუნის გადმონაშთია რაც ზემოთ დაწერე @George Steam-ზე უკვე დიდი ხანია proton დაემატა და 1000-ობით windows-ს თამაშს ერთი თითის დაჭერით install-ზე აყენებ და თამაშობ, ზოგი თამაში დაჟე იმაზე მეტ fps-საც კი იძლევა DLVK-თ ვიდრე 10-ზე. მაგაში ისიც ეხმარება 10 ასეთი მძიმე და არაოპტიმიზრებული სისტემა რომ არის. ასევე არსებობს lutris აქაც უმარტივესად GUI-თ მართავ ყველაფერს. აი მაგალითად ეს თანამედროვე თამაში linux-ზე უკეთეს შედეგს იძლევა ვიდრე win-ზე https://www.youtube.com/watch?v=6ds4ROF9Xz8
  18. @Sabaton რაც თავი მახსოვს ყველა მაგას კითხულობს როდის დალაგდებაო ეს 10-იო გამოსვლის დღიდან როგორი არეულ დარეულიც იყო ეგეთია. ფაქტია არასტაბილური სისტემაა. აქაც კი ზოგი დაწერს ხოლმე ჩემთან კარგად მუსაობსო და მერე მის პოსტს ვნახავ ამან აურია ახლა მოვრჩი გადაყენებასო აფდეითს გააკეთებ და რაც ცვლილებები შეგიტანია ყველაფერს იკიდებს და მის გემოზე ალაგებს ისევ, არ ვიცი რა ნერვები გაქვთ ამას რომ გუობთ. თუ თამაში უნდა ან სპეციალური პროგრამა მე ასეთების ადგილას, მარტივად dual boot-ს გავაკეთებდი და windows-ში თითს არ დავაკარებდი არაფერს სტოკზე მექნებოდა ყველაფერი უბრალოდ იმ პროგრამებს და თამაშებს ჩავწერდი და ვსო, დანარჩენს ყველაფერს linux-ში ვიზავდი, არც აურდაურევდა ასე windows და დიდხანსაც გაქაჩავდა.
  19. @George დატაცენტრები და სერვერები გვიან გადაეწყობიან ხოლმე და ნახავ ნელ-ნელა მაგათ შევიწროებასაც. დღეს ფაქტია რომ CPU-ებში უკვე გაჭირვების ხანა ეწყებათ. ისე ძაან არა ჯერ რათქმაუნდა როგორც AMD-ს უჭირდა თუმცა ნათელია რომ AMD უფრო წინაა. თანხებს კიდე მასე ვერ შეადრი. ერთი კომპანია 10-ჯერ დიდია მეორეზე, თან მისით აკეთებს R&D-ს და დანახარჯები გაცილებით მეტი აქვს ინტელს ვიდრე AMD-ს. თან უკვე ხვდებიან ხომ ერხევათ და nand-ს წარმოება გაუყიდია ინტელს, მანამდე მოდემები გაყიდა, რომელიც თუ სწორად მახსოვს ეფლმა იყიდა. ანუ იშორებენ ყველაფერს, რადგან ვერ ქაჩავენ ყველა ფრონტზე, მაგათი მოდემები ნაგავი იყო ისედაც და ეხლა ეფლი დახვეწავს. CPU-ები კიდე აჰა რაღამდენი + უნდა დაამატონ იმ 14 nm-ს ღმერთმა იცის.
  20. @Gogla1990 რათქმაუნდა. მაღალი სიხშირის პროცესორების გამოშვება ადრეც მშვენივრად შეეძლოთ, მაგრამ რატომ უნდა ექნათ. ნუ AMD კი შვებოდა, მაგრამ არქიტექტურა არ უვარგოდა. ტემპერატურებზეც ეხლა მომხვდება ხოლმე თვალში აქ ზოგი რომ წერს 100 გრადუსი არაა პრობლემა მუშაობენ ეგ ახალი ჩიპებიო. რეალურად ყველა ძველი ჩიპიც იმუშავებს 100 გრადუსზე პრობლემა ეგ კი არაა პრობლემა ისაა რომ ეს ახალი ჩიპები იმდენად ცხელებია რომ ის თხელი ლეპტოპები, რომლებშიც დებენ ვეღარ ერევიან. რა უნდა ეთქვა მწარმოებელს, იმას ხომ არ იტყვის ეს სულ ასე იყო, მაგრამ ეხლა ვეღარ ვაგრილებთ და რამდენიმე წელი ესეც იმუშავებს ნორმალურად უბრალოდ ცოტა ადრე მოკვდება ვიდრე გრილად მომუშავე ჩიპებიო. სწორედ ამიტომ უშვებენ უკანასკნელ ლიმიტამდე ვოლტაჟის და სიხშირის მხრივ. ფაქტობრივად გამოწურულია უკვე რაზგონის პოტენციალი მაგ ჩიპებიდან. ES ვერსიებიც კი ადრე რომ მზადდებოდა საკმაოდ დაბალი სიხშირეები ქონდათ, ეხლანდელი ჩიპების ES ვერსიებს კი უზარმაზარი სიხშირეები აქვთ, სწორედ იმიტომ რომ ტესტავენ ჯერ რამდენი შეუძლია ამა თუ იმ არქიტექტურას.
  21. https://linustechtips.com/main/topic/1258148-intel-rocket-lake-s-cpu-rumors-core-i9-chips-can-turbo-all-the-way-up-to-54-55-ghz-engineering-samples-already-reaching-53ghz/ ინტელს ეტყობა რომ პანიკაში არიან და სიხშირის გაზრდის მეტი აღარ დარჩენიათ არაფერი. 10nm-ზე ქონდათ გათვლილი Willow Cove არქიტექტურა რომელსაც 18% IPC uplift ქონდა skylake-თან შედარებით, თუმცა ეს ახლები ისევ 14nm-ზეა და ამიტომ მოუწიათ ცვლილებები, ამიტომ მატება მაგხელა ვეღარ იქნება. ახალ i7-ს და i9-საც რომ ორივეს 8 ბირთვი აქვს ეგეც სულელეობაა, დამაბნეველია. სხვაობა მარტო სიხშირეშია. i9-ს 5.4-5.5 ექნებაო single turbo და i7-ს 5.0-5.2. ES-ები 5.3-მდე ქლოქავენო.ES-ები როგორც წესი მაგხელა სიხშირით არ გამოდიოდა. ეგ ნიშნავს რომ სიხშირეებაც ტესტავენ, ანუ უკვე ზღვარზე არიან. მაგაზე მეტს სიხშირეში ვეღარ გაქაჩავენ მითუმეტეს ამ ტექპროცესზე. ფასებს დააგდებენ სავარაუდოდ, რომ მაგით მაინც გაუწიონ კონკურენცია. ერთადერთი gaming-ში ჯობდნენ ცოტათი და zen 3-მა ამოქაჩა როგორც ჩანს და ამით უნდათ ეგ სახელი მაინც შეინარჩუნონ, თუმცა მაგხელა სიხშირეზე რა ენერგომოხმარება ექნება და როგორ გახურდება ეგ კიდევ საკითხავია. ცალკე 100$-იანი გაგრილება თუ დაგჭირდა რაღა გამოვიდა
  22. @George არ გინდა რომ ახალ თემაში დადო ხოლმე ეგ ნიუსები? ეს ძალიან ძველი vs თემაა...
  23. სკრიპტი სადაც გინდა იქ დააგდე, თუ გინდა სადმე PATH-ში ჩააგდე ბარემ ბრძანებად რომ იყოს და systemd-ს პროცესიდან დაუძახე. მოდულები pulseaudio-სი ვიგულისხმე. მაგ პროგრამას უამრავი მოდული აქვს რასაც ტვირთავს და შეამოწმე კომპის ჩართვისას რა არის და შენ რომ არესტარტებ ხელით მერე რა ემატება. კონფიგში გაუწერდი თუ რამე აკლდა და ამუშავდებოდა კომპის ჩართვისასვე. KDE-ს მერე GNOME-ს ვერ ვიტან დიდებია, მძიმეები და კომპლექსურობიდან გამომდინარე ბევრი ადგილია რაც შეიძლება "გატყდეს" და არ იმუშაოს როგორც საჭიროა, მითუმეტეს აფდეითებისას. XFCE-ს რას ერჩი მშვენიერი გარსია, საკმაოდ დიდი ხანი ვიყენებდი და მუშაობდა ხოშიანად arch-ზე. რამდენიმე წლის წინ DE-დან WM-ებზე გადავედი და ეხლა DWM-ზე ვარ ეს კიდევ უფრო სანდოა, რადგან ძალიან მცირე კოდია. მაგ ღილაკებს რაც შეეხება, ეგეც kde-ს ბრალი იქნება. მაგეებს გარსები აკონტროლებენ. შორთქათებში უნდა ნახო ან კონფიგურაციებში. მე ეხლა kde არ ვიცი წლებია არ გამომიყენებია ამიტომ შენით ნახე სად აქვს კონფიგი. ან /etc-ში ექნება, ან home-ში .რამე ფაილში ან .config-ფოლდერში. მე ეგენი სულ event-ებზე მაქვს მიბმული და ჩემით მაქვს აწყობილი სტატუს ბარიც, რომ ხმის, აიპის, დროის, განათების, ენების და ა.შ. ცვლილება აისახოს სტატუს ბარში. ასე გაცილებით lightweight-ა და არც update უნდა და არაფერი ეგ ბრძანება რომ გაუშვი ეგ წარწერები როდის ქნა? დამტენი მიუერთე ან გამოაძრე? მე გითხარი რომ მაგას რომ ჩართავ დაელოდე. ბატარეას რომ მოაკლდება ან მოემატება პროცენტები თუ დაგიწერს რამეს ე.ი. event-ს ისვრის მაგ დროს და შეგეძლება მაგაზე მიაბა სკრიპტი /etc/acpi/handler.sh-ში სულ გაშვებული რომ არ იყოს აი event-ს თუ ისვრის ეს სკტიპტი რომ გააკეთო მაგალითად 5%-ზე და ნაკლებზე გაუშვებს hibernate-ს /etc/udev/rules.d/99-lowbat.rules # Suspend the system when battery level drops to 5% or lower SUBSYSTEM=="power_supply", ATTR{status}=="Discharging", ATTR{capacity}=="[0-5]", RUN+="/usr/bin/systemctl hibernate" ამეებს გადახედე https://wiki.archlinux.org/index.php/Udev#Testing_rules_before_loading https://wiki.archlinux.org/index.php/Laptop
  24. დაადებაგე მოდულები? ჩართვისას და დარესტარტების მერე რომელი მოდულებია ჩატვირთული შეადარე? ისე pavucontrol დააყენე და იქიდან ცადე ხმის გასწორება. KDE-ს ქონდა პრობლემა კონფიგებს რომ არ ინახავდა. ისე სხვა გარსი რომ ცადო კარგი იქნება. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით ყველაზე ბანძია kde... ბატარეას რაც შეეხება event-ებს ჩაუჯექი თუ ისვრის პროცენტების მოკლებისას ან მომატებისას udevadm monitor -u -p თუ არა და არც threashold-ები ყენდება შენს ლეპტოპზე მოგიწევს systemd-ს პროცესის დაწერა. ყოველ 2 წუთში ამოწმე პროცენტები და 80-ს ტოლი ან მეტი თუ იქნება გაუშვი ნოტიფიკაცია.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.