Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15287
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    130

Everything posted by მათე

  1. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. არ უნდა ამდენი გარჩევა. აგერა ტრანზისტორების სიმჭიდროვის ცხრილი. ნათლად ჩანს რომელი ეფრო სწორი ვართ. 14 nm intel 43.5 აქვს სიმშიდროვე ტრანზისტორების. tsmc-ს 7nm რითიც 3xxx დამზადებული აქვს 66.7 სიმჭიდროვე, რითაც წინაა ინტელზე. ეს 4xxx სერია ლეპტოპებში რაცაა EUV ტექნოლოგიაა მაგაზე იქნება 4xxx სერია დესკტოპებიც და ვიდეოკარტებიც ახლები AMD-სი. მაგას 115.8 აქ სიმჭიდროვე. ეგ 14nm-ს 2.6-ჯერ აღემატება. დაჟე intel-ს 10nm-ზე წინაა ხედავ შენი თვალით. ჩემ დადებულ ლინკებზე არც გადაგიხედავს ეგრევე არასწორი ინფო გაქო და აჰა დაგიდე რომ ნახო. შენ კი ძალიან ხშირად წერ რომ ერთიდაიგივე სიხშირეზე amd-ც და ინტელიც ერთნაერად ცხელდებაო. მანდ ერთი რაღაც გავიწყდება ინტელი რომ იგივე სიხშირეზე დასვა რაზეც რაიზენები დგას, თავზე დაახევენ gaming-შიც, multithreading-შიც და ყველაფერში რაიზენები მაგ ინტელებს. რომ არ გაბანძდეს ინტელი ზუსტად მაგიტომ უშვებს 5.1 და 5.3 GHZ-იან ბუსტიან პროცესორებს. lol ეგ 10900k მე რო ტესტები დავდე მანდ წყალზე 93 გრადუსზე რო იყო ყველა ბირთვზე 4.8 ეჭირა და მაინც 3950x-მა აჯობა ტესტების 52%-ში. ეგ 10900k დააყენე 4 ghz-ზე და ნახავ მინიმუმ ტესტების 80%-ში აჯობებს იგივე 3950x თუ მეტში არა. 4xxx სერია კიდე კანტროლკას დაადებს საერთოდ 4 ghz-ზე მომუშავე ნებისმიერ ინტელის პროცესორს. ამიტომ აბსურდს წერ. ინტელი ვერ დაწევს სიხშირეებს. აქედან გამომდინარე ვამბობ რომ AMD გრილია და გაცილებით ნაკლები ენერგია უნდა. არ უნდა გაგიკვირდეს კი უნდა იცოდე რომ ამხელა ტრანსიზტორებს და ამხელა სიხშირეს დიდი ენერგია უნდა.
  2. ძალიან არასწორი რიცხვები მოგყავს. intel-მა რომ tsmc-ს 5nm-ს დონე დადოს 7nm უნდა გააკეთოს მინიმუმ. ასე რომ ეხლა 14 nm ბევრად უკანაა tsmc-ს 7 nm ზე მითუმეტეს AMD-ს ბოლო სერიაზე რომელიც EUV ტექნოლოგიითაა. ეგ 2.6-ჯერ ასწრებს მაგ 14 nm-იან ინტელებს სიმჭიდროვით. ასე რომ ინტელი იმაზე ბევრად უკანაა ვიდრე შენ გგონია. აგერ მოგიყვან რიცხვებს კვლევიდან Intel’s 14nm 43.5 MTr/mm² vs TSMC’s 7nm+ EUV 115.8 MTr/mm² მაგას მე არ ვწერ ჰაერზე აგერ წერენ და გადახედე https://www.techcenturion.com/7nm-10nm-14nm-fabrication https://www.tomshardware.com/news/intel-now-content-to-match-tsmcs-process-technology TSMC 5nm-ს 2020-ს მეორე ნახევარში დადებს მაგის სიმჭიდროვე 171.3 MTr/mm² იქნება და ინტელის თქმით ისინი 2021-ში გეგმავენ 7nm-ს, ასე რომ საკმაო ჩამორჩენა აქვთ. ეგ იმაზეც ეტყობა უკვე 14 nm +++++++ მერამდენეს უშვებენ. მიზანი ქონდათ density-ს გაზრდა ძალიან და მიხვდნენ რომ შეუძლებელი იყო, მაგიტომაც დააგვიანეს 10 nm-ებიც ასე ძაან. ჰაერიდან კი არ მოდის AMD-ს ამხელა უპირატესობა რომ უფრო გრილია და გაცილებით ნაკლები ენერგია ჭირდება.2.6-ჯერ უფრო მაღალი სიმჭიდროვის და მაგ 7nm-ს დამსახურებაა კაკრას. 4xxx სერია 7nm+ EUV ტექნოლოგიითაა ლეპტოპებში დესკტოპებშიც მაგით იქნება და ვიდეოებიც მაგ ტექნოლოგიით გამოვაო. IPC მიტომაც დავწერე 3xxx სერიას უკეთესი აქვსთქო, რომ რაც ბენჩები ვნახე კაკრას გაცილებით მაღალი სიხშირის მიუხედავად იგივე ქულებს დებს AMD-ს 3xxx სერია რასაც 9 თაობა ინტელები. მაგის გარდა ინტელს firmware-ში ბევრად უარესი სიტუაცია აქვს ეს 2019 წლის სტატიაა და 242 სისუსტე ქონდა ინტელს როცა amd-ს მხოლოდ 16. ეგ 15:1 თან შეფარდებაა. აგერაა ეგ ინფო https://www.tomshardware.com/features/intel-amd-most-secure-processors მარტო სპექტრ და მელტდაუნზე რომ ლაპარაკობს ხალხი. უამრავი ბაგებია მაგათ გარდა. მაგიტომაც დააკლდა ინტელის საზომით (წელიწადში რომ 3%-ს უმატებდა performance-ს) კაი 4 წლის performance მაგათ პროცესორებს. 3-4 თაობების ინტეგრირებული კი სულ მთლად მოსპო 40% დააკლდა performance iGPU-ებს მაგ თაობებში. ბოლომდე რომ ყველა დაცვა გააქტიურო გაითვალისწინე ამაში Hyper threading-ც შედის ჯამში 40%-მდე დააკლებს performance-ს intel-ებს. ზოგ OS-ში დეფოლტად გამორთეს HT. Google-მა chromebook-ებშიც გამორთო. apple-ს არ გამოურთავს, მაგრამ optional-ია, თუ გინდა გამორთავ. ასე რომ HT თუ ჩართული გაქ ყველა დაცვა არ გაქ გააქტიურებული. შენ ეგ არ გექნება გამორთული მაგის გარდა თუ ყველა დაცვა გაქ ალბათ მაქსიმუმ 10-11% დააკლდა. გააჩნია ოპერაციას რას აკეთებ, ზოგზე დიდად მოქმედებს ზოგზე ნაკლებად. მე კომპილაციისას დიდი სხვაობა შევატყე 1 საათი და 1.5 საათი სადაც უნდა იქ დაინახავ სხვაობას.
  3. სიხშირეს ინტელი აწვება, amd არქიტექტურას აწვება როგორც ჩანს და multithreadingს, თუმცა ბენჩები ანახებენ რომ 3xxx სერია იგვეა ან ჯობია 9xxx სერიას. ასე რომ დიდად შორს არ არიან. ლეპტოპების 4xxx სერიამ სერიოზული შედეგები ანახა, როცა კონკურენტი 10 სერია დაჩაგრა საკმაოდ. იგივე ენერგომოხმარებაში ბევრად დაბალი ენერგომოხმარება აქვს მობილურ სეგმენტში 4xxx სერია AMD-ს და ნაკლებად ცხელდება ვიდრე ინტელის 10 მობილური სერია. მაგის ტესტები დავდე vs თემაში. მობილურ სეგმენტში მასე ძაან იმიტომ დაჩაგრა AMD-მ რომ ინტელი მაგხელა ენერგომოხმარების გამო ძალიან ცხელდება და მაგ ზღაპრულ სიხშირეებს ვერ იჭერს. უფრო ხშირად ნაგრუზკაზე ყველა ბირთვზე 3.3-3.5 ეჭირა. მაგიტომაც ჩაგრავ amd მობილურ სეგმენტში. დესკტოპებში გაგრილება 3-ჯერ უკეთესია მინიმუმ ალბათ და ენერგომოხმარებაც კიდია ხალხს, თუმცა სხვაობა მაინც მინიმალურია 10 სერიასა და 3xxx-ს შორის. აი 4xxx სერია დესკტოპი დაველოდოთ რას იზამს. IPC-ს გაუმჯობესება და სიხშირეების მატებას ველით ყველა. ასე თუ გაგრძელდება ყველაზე მაგრად ისევ ჩვენ ვიხეირებთ. ხო ისე მაგ 10600k-ს ისევ არაფრის მაქნისი Intel® UHD Graphics 630 ინტეგრირებული აქ ისევე როგორც 10900kს. იმედია AMD გამოუშვებს 3400g-ს გაგრძელებას 4xxx სერიაში. ეგ დამწყები გეიმერებისთვის მისწრებაა. low end nvidia-ს და ინტელს ეგ პროცესორი ჯობია მარტო. 1080p-ზე ითამაშებს კაცი საკმაოდ ბევრ თამაშს. დესკტოპზე ენერგომოხმარებაში შეუზღუდავია AMDს ინტეგრირებული და მაგ 630-ს 3-4-ჯერ აჯობებს.
  4. სიხშირეს მაგიტომაც აწვება ინტელი, რომ უკვე არქიტექტურულად ძალიან უჭირთ. ადრეც ქონდათ ეგ პრობლემა, მაშინაც amd ჯობდა უკვე და სიხშირეს აწვებოდა, მაგიტომაც ენერგომოხმარებაც გაეზარდათ და იყო დუხოვკები ინტელები, როგორც ეხლა 10900k წყლის გაგრილებაზე სტოკზეც რომ 93 გრადუსამდე ხურდება და ძალიან ბევრს რომ მოიხმარს. მანდ overclock-ებზე აღარაა ლაპარაკი, გამოწურული აქ უკვე ინტელს clock-ები. მეტის თავი აღარ აქვთ. მაგაზე უკვე ბევრი ალაპარაკდა. AMD-ს 3xxx სერია იგივე ან უკეთესია 9 თაობაზე IPC-თ. single thread-ებშიც ჩანს ეგ. ინტელს შენც მაგას ამბობ რომ single thread-ზე უზარმაზარი სიხშირეები გააჩნია, ზოგჯერ სხვაობა ლამის 600 MHZ - 800 MHZ-ა. 4.3 რომ ტოპი აქ რაიზერნს მაგათ 5.1-5.3-ები აქვთ ერთ ბირთვზე და მიუხედავად ამისა, 3xxx სერია single thread-ებშიც იგივე შედეგებს დებს რასაც 9 თაობები :D აგერაა კიდევ ძალიან დიდი შედარება https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=intel-10500k-10900k&num=1 38 graphics/gaming-დან i9 10900K მხოლოდ 36% მოიგო, Ryzen 9 3950X 52% მოიგო და დანარჩენი Core i9 9900KS. მანდ ძაან ბევრი პროცესორი არ მონაწილეობდა, მაგრამ amd-ს ეტყობა რომ არქიტექტურულად ძალიან დახვეწილია დაჟე ეგ 3xxx . 4xxx-სერიაზე AMD-მ რაც თქვა თუ გამართლდა სერიოზული პრობლემები ექნება ინტელს. ამას ისიც დაემატა ეხლა რომ 4xx სერიის ბორდებზე დაუშვა 4xxx სერიის პროცესორების მხარდაჭერა AMD-მ. ეგ სერიოზულად ამაღლებს amdს მომხმარებლის თვალში. ეგ ისეთია აი შენ რო გაქ 4770 მაგ მაზერზე რომ შეგეძლოს 7700k-ს დაყენება, დაჟე უკეთესია რადგან 7700k-სა და შენსას შორის იმდენი სხვაობა არაა რაც პირველ თაობა რაიზენებსა და მეოთხეს შორის. მესამეც კი უფრო აღემატება პირველებს ვიდრე ეგ ორი ინტელი. დიდი ნახტომები გააკეთა AMD-მ საკმაოდ და მაგიტომაც ამოქაჩა ინტელის ყოველწლიური უაზრო 2-3% მატება ასეთ მოკლე დროში. AMD სერიოზულად ქაჩავს დღეს და დიდად შემოსავლებზე და მარკეტშეარზე ვერ გათვლი ამ წარმატებას. ჯერ ერთი ინტელი ამ ლიდერობას გაცილებით დიდი ხანი აშენებდა. მერე დღეს ვუყურებდი ინტელი მინიმუმ 10-ჯერ დიდი კომპანია ყოფილა. 100 000-ზე მეტი თანამშრომლით, როცა AMDს 11 000-მდე ყავს მარტო. შედეგი კი საოცარია, ფაქტობრივად ყველა სეგმენტში ჯობია უკვე AMD. intel-ს რაც შეეხება სასაცილოა, ცოტა ხნის წინ ლამის 400$-დ 4 ბირთვს ყიდდა და ეხლა 488$-დ 10-ს ყიდის :D ეს ყველაფერი AMD-ს დამსახურებაა და წესით ყველას უნდა უხაროდეს AMD-ს წარმატება.
  5. The CPU package temperature shot up to 93 °C. A 240 mm AIO liquid CPU cooling solution was used i9-10900K 10-core ამ პროცესორზეა ლაპარაკი. ურაზგონოდ სტოკზე, ნაგრუზკაზე 240 მილიმეტრიანი წყლის გაგრილებითაც 93 გრადუსამდე გაცხელდა. სუფთა დუხოვკებია ეს ინტელები. უკვე ვერ ქაჩავენ ამ თავიანთი 14 ++++++++++++++++++++++nm-ებით იმხელაზე წევენ ამ სიხშირეებს, კარგად მოგეხსენებათ ამხელა სიხშირეებს რომ საკმაოდ დიდი ენერგია უნდათ. შედეგად მოიხმარენ ძალიან დიდ ენერგიას და არიან დუხოვკები. https://www.techpowerup.com/266948/intel-core-i9-10900k-stressed-package-power-reads-235w-temperatures-93-c ადრე კვებას რომ ყიდულობდი მარტო ვიდეოს ითვალისწინებდი, რადგან დანარჩენ სისტემაზე მეტს ეგენი იყენებდნენ, ეხლა ინტელის პროცესორები ბევრ nvidia-ს და amd-ს ბარათზე მეტს იყენებენ კაი 800 W-იანი კვება კი გინდა ასეთ პროცესორზე და ძლიერ ვიდეოზე.
  6. აშკარად ინტელისკენ ხარ გადახრილი ოღონდ არ ვიცი რატომ, პირიქით უკეთესია ჩვენთვის რომ ასეთი კონკურენცია დადო AMDმ. ეგ რომ არა ყველას მოუწევდა 1200 ლარის 4 ბირთვიან i7-ში გადახდა 10 სერიაშიც და 2 ბირთვიანი i3-ები ისევ ხოდში იქნებოდნენ. შენ რასაც წერ მე აგერ შედარებები დაგიდე და აშკარად არ ემთხვევა შენს ნაწერს. ინტელის ლეპტოპი კი ხედავ რამდენად მეტ ენერგიას მოიხმარდა. ეგ არც უნდა გაგიკვირდეს 7nm vs 14nm-ზეა ლაპარაკი და ამოდენა სიხშირეებზე. კომპაქტურობას დიდი მნიშვნელობა არ აქ ტრანზისტორები თვითონ დიდია ინტელზე დენსაც მეტს მოიხმარენ ზუსტად მაგ სიხშირეების გამო. ასე რომ წერ 5.3-ს ნაცვლად 4.7 დააყენეო. ეგ ტესტები მე რაც დავდე ეგ ინტელი 5.1-ზე აყენია და 4.3-იანმა AMD-მ აჯობა 7%-თ სტოკზე. 4.7-ზე დააყენებ და რაღა აზრი აქვს მაგ ინტელის ყიდვას? აი გამოცდილება ხომ გაქვს არა რაზგონში რას ნიშნავს როცა 4.3 GHZ-იანი ტურბო ბუსტის მქონე პროცესორი 5.1-იანს ჯობია თან გაცილებით ნაკლებ დენს მოიხმარს? არ ნიშნავს რომ IPC უკეთესი აქვს და უფრო ენერგოეფექტურია? AMD არქიტექტურაზე აკეთებს აქცენტს ინტელი სიხშირეზე, ინტელი მეტს ვეღარ აწევს სიხშირეს, რადგან უკვე პატალოკს ურტყავს. მთავარი არ დამიწერია ჯერ. ეგ ორი ლეპტოპი რაც შედარებულია ჩემ ტესტებში AMD 1449$ ღირს და აქვს RTX 2060 და ინტელი 2899$ ღირს და აქვს RTX 2070 super max-q დანარჩენი მონაცემები მსგავსია. CPU წარმადობაში კი ჩანს რომ AMD ჯობია ენერგოეფექტურობაშიც და შენ თუ ეხლა 2060-ს ნაცვლად 2070-ს აღება 1450$ გიღირს რავიცი. gaming laptop-ების მწარმოებლებმა კი არ იცოდნენ ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა AMD-ს ახალი თაობა. ახალი გამოსულია ჯერ და ნახავ მომავალში როგორ მრავლად დაიყრება AMD-ს gaming laptop-ები. ინტელს მოუწევს ფასების გადახედვა და გაიაფება, თორემ დაკარგავს საკმაოდ ბლომად მომხმარებელს. კარტებში apple AMD-ს აწვება nvidiaსთან უთანხმოების, გამო მაგრამ cpu-ებში intel-ს, რის გამოც ძალიან დიდი პრობლემები ქონდათ. ინტელები ისე ცხელდებოდა და ტროტლინგზე გადიოდა რომ base clock-საც ვერ იჭერდნენ ეგეთ თხელ ლეპტოპებში. ARMზე კი აპირებსო გადასვლასო, მაგრამ ასე იოლად ვერ დაიკიდებენ ასეთი სიმძლავრეების პროცესორებს და მგონია რომ amd-ზეც გამოუშვებენ, თუ მოინდომეს, რადგან აშკარად ბევრად უკეთესი იქნება ასეთი გრილი და ენერგოეფექტური პროცესორის ჩადება ეგეთ თხელ ლეპტოპებშიც ვიდრე ინტელის. მოკლედ უნდა დაველოდოთ ეხლა OEMები რომ ნახავენ ამ 4000 სერიას რომ gaming laptop-ებიც დაყარონ და მერე აღარ იქნება კარტებში დიდი სხვაობა და AMD-ზეც დაიდება ძლიერი GPU-ები. არამგონი მერე ვინმემ დიდი სხვაობა გადაიხადოს intel+ high end GPU-ში როცა amd+ high end gpu-ს იაფად იყიდის და აჯობებს კიდეც.
  7. ჩემი დაცვა რად უნდა AMD-ს უბრალოდ ობიექტურად ვაფასებ სიტუაციას. მე ის უფრო მიკვირს ინტელზე რომ გაქვს ეგეთი დადებითი წარმოდგენა. AMD-მაც დადო მაგ პროცესორის კონკურენტი Ryzen 4900 HS, რომელიც მაგ ჩიპს თუ არ ჯობია არც ჩამორჩება მიუხედავად იმისა რომ 10 W-თ ნაკლები TDP აქვს 35W vs 45W და 1 GHZ-თ ნაკლები boost 4.3 GHZ vs ინტელის 5.3 GHZ + 2-ჯერ ნაკლები ქეში, მოკლედ აშკარად ტექნოლოგიურად AMD წინაა, წარმოიდგინე რას უზამდა პირიქით რომ იყოს 1 GHZ-ით მეტი ბუსტი რომ ქონდეს და მეტი power limit. 4900H-ს აქვს 45 W TDP და ეგ ჩიპი მაგ i7-საც დაჩაგრავს. ზუსტად მაგ ორის შედარება ვერ ვნახე მაგრამ აგერ 4900 HS vs 10875H. 5.1 GHZ აქვს ამ ინტელს ბუსტი და მაინც მაგ 4900 HS-მა აჯობა 7.34%-თ. შენი აზრით იქნება მაგხელა სხვაობა 10875H-სა და 10980HK-ს შორის? არამგონია. 200 MHZ boost მაგხელა წინსვლას ვერ მიცემს მაგ ინტელს. ძალიან ძლიერი IPC აქვს მაგ AMD-ეს ახალ სერიას, შეიძლება ინტელის 10 სერიას ჯობია კიდეც, რადგან სიხშირეში ამხელა სხვაობის მიუხედავად მაგ პროცესორის ჯობნა ხუმრობა არაა. ამ შედარებაში შენ ძალიან მნიშვნელოვან რამეს არ ითვალისწინებ, ფასს. AMD ზოგადად ძალიან იაფია და ლეპოტპებსაც ძალიან აიაფებს. რავი შენ თუ 2 ბირთვიან i3-ებში მოგწონდა 300 ლარების გადახდა და 4 ბირთვიან i7-ებში სამჯერ მეტის, მაშინ გასაგებია ინტელი რატომ მოგწონს, მაგრამ ობიექტურად რომ შევაფასოდ დღეს AMD გაცილებით უკეთესი არჩევანია და ამას აგერ უამრავი ტესტები ამტკიცებს. + ყველა ცნობილი ტექ youtube-რი ყველას AMDს ურჩევს, მაგათ კიდევ შენზე და ჩემზე გაცილებით მეტ მასეთ ტექნიკასთან აქვთ შეხება. ეს power limit გაზრდილი i7 სადაც მაინც აჯობა, თუმცა adobe premier ანუ intel quicksync რომ არა 3%-თ სწრაფი იქნებოდა, მაგრამ აქ ნახე რამდენ დენს მოიხმარს და როგორ ცხელდება დაბლა დავდებ სურათებს ეს ნახე რამხელა დენს მოიხმარდა მაგ ტესტში ინტელის ლეპტოპი ეს კიდევ რა ტემპერატურებზე მუშაობდნენ
  8. შენ არ იყენებ ალბათ ბევრ რაღაცებში და მასე ვერც შეატყობდი. აი კომპილაციაში ძალიან ეტყობა. router-ს OS-ს რომ ვბილდავ ან kernel-ს რასაც საათზე მეტს უნდება ხოლმე მანდ დიდი სხვაობაა საკმაოდ მაგ დაცვებით და დაცვების გარეშე. მე უფრო ენერგოეფექტურ ულტრაბუქებზე ვაკეთებ აქცენტს, რადგან ეგენი გაცილებით მეტი იყიდება გინდაც ბიზნეს კლასში, ოფისებში და ა.შ. და ისე, ვიდრე gaming. სტუდენტებიც და ზოგადად ვისაც სატარებლად უნდა არავინ იყიდის 2-3 კილოიან gaming ლეპტოპს რომელსაც ნახევარკილოიანი დამტენი უნდა. მაგ ულტრაბუქებს კიდე მე რაზეც ვსაუბრობ 45-65 W-იანი დამტენები მოყვება სულ. ეგ AMD 15 W-იანი პროცესორები კი OEMზეა დამოკიდებული ან 15 W-ს იყენებენ მართლა ან 25 W-ს მაგაზე მეტს არცერთი ეგ პროცესორი არ და ვერც გამოიყენებს, რადგან ძალიან დიდი შეზღუდვები ადევს მაგ ულტრაბუქებში. 0.5 W-თაც კი ვერ გადაცდება, დესკტოპი სხვა თემაა მანდ არაა შეზღუდული და მაგიტომაცაა 65 W აწერიათ და 150-ს რომ მოიხმარენ. dGPU ვიდეობი არ აქვს AMD-ს დიდი სიმძლავრეების კი, თუმცა ისევ იმას ვიტყვი რომ ინტეგრირებულებით გაცილებით მეტი იყიდება ვიდრე ძლიერი ვიდეოებით. სატარებლად ლეპტოპი რომ გინდა არ იყიდი ვიდეოიანს, რადგან მოგიწევს ხშირად დატენვა. მაგიტომაცაა ეგ AMD ბევრად უკეთესი ინტელზე. ანუ ძალიან იაფად იღებ 6 ან 8 ძლიერ ბირთვს, 12-16 ნაკადს + საკმაოდ ძლიერ ინტეგრირებულს, რომლითაც ულტრაბუქზეც კი ითამაშებ თუ მოგინდება. ყველაფერთან ერთად გი ენერგოეფექტურია და ბატარეაზე საკმაოდ დიდხანს გაძლებს. ისე gaming ლეპტოპებისთვის AMD-ს ძალიან ძლიერი პროცესორები აქვთ აი მაგალითად AMD Ryzen 4800H Laptops just hit retail: world's fastest mobile CPU demolishes top-end Intel i9-9980HK in Cinebench, Blender, AND Passmark with 40 percent lower power draw. თან აჯობა და თან 40%-თ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, არა შედარებაც კი არ შეიძლება იმხელა სხვაობაა. https://www.notebookcheck.net/AMD-Ryzen-4800H-Laptops-just-hit-retail-world-s-fastest-mobile-CPU-demolishes-top-end-Intel-i9-9980HK-in-Cinebench-Blender-AND-Passmark-with-40-percent-lower-power-draw.459423.0.html ძალიან ჩაგრავს ამ high end intel-ს ფასებზე რომ არაფერს ვიტყვი, მაგ ინტელით ლეპტოპი მანქანის ფასი დაგიჯდება, როცა მაგ AMDზე + 2060-ებით ლეპტოპები 1200$-ზე ნაკლებადაც კი შეგიძლია იყიდო ახალი.
  9. ეგ პროცესორები მიღწევა უფრო ულტრაბუქებისთვისაა ვიდრე gaming-სთვის თუმცა gaming-შიც კარგებია. მაქსიმუმ ენერგომოხმარება მაგ პროცესორებს აქვთ 25 W gaming-ში, ლეპტოპები დესკტოპი არაა 100 W რომ ეწეროს და 350 W-ს მოიხმარდეს. აქ ენერგომოხმარება ბევრად უკეთ კონტროლდება. ჭკვიანი სისტემებიც აქვთ gaming-ში package-ს ჯამური მოხმარება 25 Wს არასოდეს ცდება ხან CPUს აძლევს მეტს და ხან iGPUს. ზოგი OEM არც აძლევს 25W-დე დაბუსტვის საშუალებას და მაგ მოდელებზე დიდი დანაკარგია ხოლმე ეგ, review-ებშიც აძაგებენ მაგ მოდელებს, მაგრამ მაგას უფრო ძალიან თხელ ულტრაბუქებში შვებიან. ჯამში ენერგიის უკმარისობა ალიმიტებს თორემ რეალურად მაგ ლეპტოპის 15 W-იან პროცესორებს გაცილებით მეტი FPS-ს მოცემა შეუძლია, რადგან ძალიან ძლიერი ინტეგრირებული აქვთ. თუმცა ინტელებს ძალიან ჩაგრავენ, მითუმეტეს ფასს რომ შეხედავ. მაგ მოდელების ლეპტოპები 3-ჯერ ძვირიან ინტელებს ჯობნიან. აი ზუსტად ეხლა ვნახე დადებულა 100-ზე მეტი ბენჩი AMD Ryzen 7 4700U vs. Intel Core i7 1065G7 როგორც ვამბობდი ძალიან დაჩაგრა მაგ AMD-მ 131-ში მოუგდო 149-დან და წარმოიდგინე უკვე დევს ორი ლეპტოპი მაგ პროცესორებზე 700$-მდე https://www.phoronix.com/scan.php?page=news_item&px=149-Benchmarks-Renoir-IceLake 3300x-ს რაც შეეხება, ინტეგრირებული რომ არ აქვს რათქმაუნდა ცუდია, თუმცა AMD-ს აქვს საკმაოდ კარგი მოდელი 3400G ვისაც ულტრა ბიუჯეტურად უნდა ინტეგრირებულზე თამაში. აგ პროცესორით საკმაოდ პატარა კომპს ააწყობ და medium low-ებზე 1080p-ზე კაი ხოშიანი FPSთ კი ითამაშებ, ბევრს შეილება ეგეც ეყოს, ჩემსავით. ნუ მე დესკტოპებში ინტერესი აღარ მაქვს უფრო ლეპტოპებზე გადავედი და რაც შევატყე ფასებზე ძალიან მოქმედებს AMD და მაგიტომ დავწერე ეგეთი აღფრთოვანებით. 4500uსა და 4700u-ს მსგავს ინტელს 1400-1500$-ზე ნაკლებად ვერც ნახავ, მითუმეტეს ეგეთი ძლიერი ინტეგრირებულით. სხვას რაც შეეხება მანდ ინტელი ზედმეტად აკონტროლებს ლეპტოპების ბაზარს, სწორედ მაგის გამოა 2060-ზე უკეთესი კარტა თუ არ უყენია. მარტო ეგ არაა. იგივე მოდელებში intelს უფრო განსხვავებულ რაღაცებს აძლევენ ხოლმე. მაგალითად ამასწინათ ერთიდაიგივე მოდელი დაანონსდა ლეპტოპის არ მახსოვს კონკრეტულად, მაგამ ინტელზე 3:2 ეკრანიანი (საკმაოდ კარგია სამუშაოდ ზოგადად, პროგრამირებისთვის) ვარიანტიც იყო როცა AMD-ზე ეგ ვარიანტი არ გამოუშვეს. ამდენი წლების მანძილზე დაკარგულ ბაზარს ასე ერთი ხელის მოსმით ვერ დაიბრუნებს ჯერ AMD თუმცა ჯერ-ჯერობით საკმაოდ კარგ გზას ადგას. მაგ performance-ში ისე ისიც გასათვალისწინებელია რომ ინტელს უამრავი ხვრელი უპოვეს, რაც ზოგი AMDს არც შეხებია. პროცესორებმა წარმადობა დაკარგეს. ჩემთან მაგალითად ისეთ სუსტ პროცესორზეც კი როგორიც i5 5300u-არის მაგ დაცვებს თუ უთიშავ 1.3 წამით უფრო ადრე ირთვება, ეგ დიდი დროა რადგან მთლიანად 7.6 წამში ირთვება ჩემი ლეპტოპი. ეგ განსხვავება კიდევ უფრო იზრდება როუტერისთვის თუ ვბილდავ სისტემას, რასაც 1 საათზე მეტი უნდა, დაცვების გარეშე ბევრად მალე ამთავრებს. ამას დაუმატე ბოლოს iGPUების პრობლემა რომ ნახეს მაგან მთლად გაანადგურა ძველი თაობის iGPUები. 40% performance დაკარგეს 3-4 თაობებში. ახლებს ნაკლებად დაეტყო რადგან 8%-მდე იყო დანაკარგი, და 10 სერიაში მგონი არც აქვთ ეგ პრობლემა, თუმცა მაგათი iGPU-ები ძალზედ ჩამორჩება AMD-სას. ნუ AMD-ს რაც შეუძლია მაგ მხრივ გამოჩნდა როცა ინტელმა AMDს ინტეგრირებული ჩადგა მის პროცესორებში რომლებიც GTX 1050 -ების დონის იყო და ერთი მოდელი ჯობდა კიდეც მაგ ბარათს, ეგ სერიოზული performance-ა ინტეგრირებლისთვის, intel-ს მსგავსი არ შეუძლია ჯერ, რომ შეეძლოთ AMDს არ გააკეთებინებდნენ, თანაც gaming-ში ოპტიმიზაციაში უჭირთ ინტელის კარტებს. ეხლა შემდეგ AMDს სერიაში ახალი არქიტექტურის iGPUები დაანონსდა და ეგ საკმაოდ წინ წაწევს.
  10. დადგა AMD-ს აღზევების დრო. დღეს ისეთი დროა ინტელს მარტო ტექნიკაში გაურკვეველი კაცი თუ იყიდის ან ურჩევს სხვას. ყველა სეგმენტში სერიოზული პროცესორები აქვს AMD-ს. ბიუჯეტურებში 3100 და 3300x. ეს უკანასკნელი 120$ ახალი ღირს და 7700k-ს დონეა ხან ჯობია ხან ჩამორჩება, რომელიც ნახმარი ლამის 3-ჯერ ძვირი ღირს. ლეპტოპებში ეგერ 15 W-იანი 6 და 8 ბირთვიანები დადეს 4500U და 4700U ძალიან ძლიერი ინტეგრირებულებით. მაგათ სიიაფის გამო გადახედეთ acer swift 3 და lenovo ideapad 5 700$-ზე ნაკლები ღირს ორივე. ეგეთი მონაცემების ინტელი მინიმუმ 2-ჯერ ძვირი იქნებოდა. performance-ზე ხომ არაფერს ვამბობ. low end nvidia-საც კი უტევს უკვე მაგათი ინტეგრირებულები. 3990x-ს მსგავსი ინტელს მგონი დღემდე არაფერი აქვს https://www.amd.com/en/products/cpu/amd-ryzen-threadripper-3990x ამან მახსოვს ორ ძალიან ძვირიან xeon-ს რომ აჯობა, რომლებიც dual socket სისტემაში მუშაობდნენ ერთდროულად. desktop-ების 4xxx სერია რაღაც სასწაული იქნება. 3400G დაბალბიუჯეტურში სადაც dGPU არ მოისაზრება დაუმარცხებელია UHD 630-ზე 2-3 ჯერ სწრაფია მაგის ინტეგრირებული. მსგავსი ინტელს არაფერი აქვს. 1080p-ზე medium low gaming-ზე იდეალურია. socket-ს სიცოცხლის ხანგრძილოვბა ცალკე თემაა AM4-ზე პირობა დადეს 2020-მდეო და შეასრულეს. მომავალი სოკეტი ვნახოთ რამდენ ხანს იცოცხლებს. მე ვფიქრობ 2 წელი, რადგან PCI 5 და DDR5 ალბათ მზად იქნება 2 წელში უკვე. 3400g, 3600, 3600x 3700x 3900x 3950x, 4500U, 4700U მოკლედ დაუმარცხებელი სერია აქვს AMD-ს. ლეპტოპებში ნელ-ნელა მოიკიდებს ფეხს. უეჭველი უნდა დავითრიო 4500U ან 4700U-იანი ლეპტოპი სასურველია thinkpad ცოტა მოგვიანებით ფასები რომ ჩამოიწევს. მისწრებაა ჩემთვის. linux-თან გადასარევად იმუშავებს და თან საკმაოდ ძლიერი iGPU მექნება და 6 ან 8 საკმაოდ ძლიერი ბირთვი რაც რაღაცების კომპილაციაზე სერიოზულად დამეხმარება.
  11. დაივიწყე ეგ ალერგია დამიჯერე. ryzen 3 3100 და 3300x უძალიანმაგრესი პროცესორები გამოუვიდა. 99-120$ ღირს შესაბამისად. 7700k-ს დონეზე არიან 65 W-თ თან, საერთოდ არ ცხელდება, ეგ ინტელი გაცილებით ცხელია. ძველ თაობებს ხო გადაუარა.
  12. ისედაც manjaro-ს ვურჩევ ხოლმე ყველას და თამაშებისთვისაც აქებენ მაგ დისტროს, ასე რომ თამაშებისთვისაც გამოდგება და ისეც.
  13. სხვა გზა -> https://www.overclockers.ge/index.php?/forum/47-linux-სისტემები/
  14. ცალკე partition გამოუყავი მანჯაროს და მანდ დააყენე. windows უკვე გიყენია და dual boot-ზე პრობლემა არ შეგექმნება. ასე 25-30 GB მიეცი ეყოფა. თუ ბევრ პროგრამას და ფაილებს ჩაწერ მაშინ მეტი მიეცი. ჰარდს რანაერად დატვირთავს ერთდროულად ვერ იმუშავებენ. ან ერთი გექნება ჩართული ან მეორე. ისე კი windows 10 გაცილებით მეტად ტვირთავს ჰარდს, SSD-საც გაცილებით უარესად ხმარობს ვიდრე manjaro ან ნებისმიერი სხვა linux.
  15. ამაზე ცუდი, არასტაბილური და არასანდო სისტემა მეორე თუ არსებობდეს დედამიწაზე რა. bios-ს უფდეითზე გავუშვი ერთი ლეპტოპი და რესტარტისას update დაიწყო. 4 საათია 12 ოფ 20... ზეა გაჭედილი თავიდანვე 12-ზე დაიწყო და არ შეცვლილა 4 საათია!!!
  16. მაგ ნაჩალიჩარ windows-ებს რო აყენებთ იმის ბრალია ბევრი რამე რო ასხავს აფდეითები და სხვები. როგორც ვუყურებ აქ თემაში ვინც კი მაგ მოლხერს ხმარობთ ყველამ დაწერეთ რომ გქონდათ ეგ პრობლემა. აიღეთ ორიგინალი და 10-ობით open source პროექტია github-ზე, რომელიც windows-ს წმენდს. ხო ისე თუ spyware-ს შემცირება გინდათ შედარებით უკეთესი ვერსია არის ენტერპრაიზი. გამოკვლეულია გერმანიის მიერ და დამტკიცებული რომ ყველაზე ნაკლებად ენტერპრაიზ ვერსია უთვალთვალებს, მაგრამ linux-თან შედარებით მაინც სასაცილო დონეებზეა თუნდაც ენტერპრაიზის თვალთვალი.
  17. ეს აგერ ჩემთან ახალჩართულზე 150 MB-ს მოიხმარს სულ
  18. @George 17.4 რომ გეწერა მარტო მაგიტომ ვიფიქრე მეორე უყენიათქო. მაგხელა რიცხვებით ვერსიები იმ მეორეს აქ. ორიგინალი თუ გიყენია 1.24.4-ა ბოლო ოპერაში -> https://addons.opera.com/en/extensions/details/ublock/ Firefox-ში 1.25.2 ვერსიაა უკვე. Firefox-ს DNS API-ს წყალობით subdomain-ებით დამალულ რეკლამებსაც კი ბლოკავს უკვე 1.25 ვერსიიდან. ეგ feature სამწუხაროდ არცერთ სხვა ბრაუზერში არ მუშაობს მარტო firefox-ში. ამიტომ საუკეთესო შედეგს firefox-ში დებს ეს addon https://www.ghacks.net/2020/02/26/if-you-run-ublock-origin-use-the-firefox-version-as-it-offers-better-protection/
  19. რომ იცოდე ნაქურდალი და ცუდი ვერსია გიყენია ublock-ს. 17.4 ვერსია არ აქვს ორიგინალს. ორიგინალს ბევრად მეტი ფუნქციები აქვს და ბევრად უკეთ მუშაობს. საქმე იმაშია რომ შემქმნელმა რეპოზიტორი ჩააბარა სხვას, რადგან მობეზრდა პრობლემების წერილები და თვითონ bug-ებს fix-ვდა და ხვეწდა პროგრამის კოდს. ამ ტიპმა ვისაც გადასცა მოსავლელად დაფორკა donation-ს ღილაკი დაამატა და მთელი ეს საქმე მის თავს მიიწერა, ფაქტობრივად მოპარა პროექტი შემქმნელს და თან ფულს აკეთებდა შემოწირულობებით იმათგან ვინც არაფერი იცოდა. ორიგინალის შემქმნელი ადგა და გადაარქვა პროექტს სახელი. ამიტომაც ქვია ნამდვილ ublock-ს ublock origin. ეს არის ნამდვილი ublock - > https://github.com/gorhill/uBlock chrome web store - > https://chrome.google.com/webstore/detail/ublock-origin/cjpalhdlnbpafiamejdnhcphjbkeiagm?hl=en Firefox - > https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/ublock-origin/?src=search ეს ვიკიპედიიდან კარგმა ხალხმა დაწერა რომ სიმართლე ყველას ცოდნოდა https://en.wikipedia.org/wiki/UBlock_Origin#History შენი ვერსია Adblock Plus-ს აქვს ნაყიდი და "Acceptable Ads"-ებს უშვებს. ჩემი რჩევა იქნება მოიშორო ეგ ნაგავი და ნამდვილი ublock origin დააყენო, რომელიც რეალურად არავის ეკუთვნის ნამდვილი ავტორის გარდა და არავითარ შემთხვევაში არ უშვებს არცერთ ads-ს როგორც ამას ublock და adblock plus და სხვები აკეთებენ
  20. ოპერა ის ოპერა არაა რაც იყო. ჩინელებმა იყიდეს უკვე და დატა სად მიაქვთ ხ.ზ. ან საერთოდ რას აკეთებენ. მე უკვე ბევრი წელია firefox-ზე ვარ, ინტერფეისსაც მარტივად ცვლი აქ, რასაც ვერც ქრომში, ვერც ედჯში და ვერც ოპერაში იზამ. მორგებული მაქვს ყველაფერი ჩემ გემოზე. ძალიან მსუბუქია და სწრაფი. ასევე უკვე საკმაოდ დაცულიც.
  21. privacy თულებს ვეძებდი ნორმალური დეველოპერებისგან open source-ბს და ამას გადავაწყდი. გატესტეთ აბა windows 10-ებზე, წესით უნდა გამოგადგეთ :) https://github.com/Mirinsoft/Debotnet/releases
  22. 2020 წელია უკვე დრო იყო მოეკლათ ეს windows, მაგრამ 10 არ არის ისევე დახვეწილი როგორც 7 იყო. ძალიან არეულ-დარეულია, თანაც ძალიან მძიმეა. ამასწინათ მომიწია დაყენება ლეპტოპზე და 4 RAM-დან 1.7 GB ჩართვისას მიაქვს. HDD-ზე ხომ საერთოდ ვერც კი გამოიყენებ. ასეთი მძიმე OS ნამდვილად არ უნდა იყოს. ისე უკვე საკმაოდ ბევრი გადავიყვანე linux-ზე და აქაც 7-ს მოყვარულებს მაგას გირჩევთ, მითუმეტეს თუ სუსტი კომპიუტერები გაქვთ. უკვე ისეა დახვეწილი ბევრი linux-ს დისტრო (ვერსია) რომ მაქსიმალურად გაგიმარტივებთ გადასვლას windows -> linux.
  23. ესეც ჩემი მგელი. მე 3 თუ მე 4 წელია რაც მიყენია თვლა ამერია უკვე. რამდენი რამ აქვს გამოვლილი და დღესაც ისევ ისეთი სწრაფია როგორც პირველ დღეს. BTW arch linux (dwm, st, dmenu, slock) მოკლედ სულ suckless software მიყენია...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.