მათე
მოდერატორი-
Posts
15278 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
128
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მათე
-
Intel kabylake-X და Skylake-X, Core i9-სთან ერთად
მათე replied to Barca's topic in Intel & დედა დაფები
კიდევ ერთი და ამჯერად spectre-ზე და meltdown-ზე გაცილებით უარესი სისუსტე ნახეს ინტელის CPU-ებში. დაცვა მისგან მოითხოვს პაჩებს და ასევე HT-ს გამორთვას რაც ჯამში 40%-მდე სიმძლავრის დაკარგვას იწვევს რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით მრავალნაკადიან workload-ებში. "We conclude that disabling hyperthreading, in addition to flushing several microarchitectural states during context switches, is the only possible workaround to prevent this extremely powerful attack." https://thehackernews.com/2019/05/intel-processor-vulnerabilities.html ეს ძალიან საშიშია და ყველას გირჩევთ დაიცვათ თავი ამ სისუსტისგან! თულებიც გახადეს ხელმისაწვდომი windows-სა და linux-სთვის რომ მომხმარებლებმა თავად შეძლონ დატესტვა ამ სისუსტის. https://mdsattacks.com/files/mdstool-win.zip https://mdsattacks.com/files/mdstool-linux.zip MS-მა გაუშვა update-ბი, ასევე apple-მაც დაფიქსა 10.14.5 ვერსიაში, intel-მაც გაუშვა microcode update. linux-შიც მოგვარებულია თუმცა აუცილებელია ყველგან HT-ს გამორთვა! P.S. AMD და ARM ჩიპებს ეს პრობლემა არ აწუხებთ. -
200-დოლარიანი Linux-ლეპტოპი Pinebook Pro მზადდება გამოსაშვებად
მათე replied to Magdalena's topic in Linux სისტემები
@eolsori კარგი რა თუ ძმა ხარ. მე გადავდივარ კიდე უკიდურესობაში? ნებისმიერს კითხე აქ ნახმარი ახალს რატომ უნდა შეადარო? მაგ ლოგიკით ახალი არასოდეს არაფერი უნდა იყიდო, რადგან ნახმარი ფასი/წარმადობით ყოველთვის აჯობებს და შენ ყველაფერს ნახმარს ყიდულობ? არასოდეს მოგდომებია ახლის ყიდვა? CPU-ზე x86 რო ჯობია ფაქტია, მაგრამ დანარჩენი მონაცემები დამიდე იგივე რომ ქონდეს ახალ იგივე ფასის ლეპტოპს! საუკეთესო linux laptop მაქვს thinkpad და არ ვაპირებ შეცვლას თუმცა მსგავს ლეპტოპს სიამოვნებით ვიყიდდი, რადგან ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილია და აშკარად thinkpad-სგანაა აღებული ყველაფერი, შენადნობიც კი. მაგ ლეპტოპში ჩემთვის უცხო არაფერი არაა! დევს სტანდარტული ROCKPro64 (თუ არ იცი გეტყვი single board computer-ა raspberry pi-ს მსგავსი) და სხვა ნაწილები, კონექტორები, ეკრანი, ელემენტი და კარგი ვიზუალურად დამუშავებული ჩარჩო. მსგავს single board computer-ებთან მქონია შეხება და ვიცი რასაც წარმოადგენენ, ანუ იდეაში მსგავსი კომპი მაქვს გამონაცდელი ეს უბრალოდ ერთად კარგად შეკრული კომპიუტერია და ცალკე შენით რო ააწყო მაგაზე ძვირიც კი დაგიჯდება თუ სახლში არ გაქ 3დ პრინტერი და სხვა ნაწილები, მაშინაც კი მსგავს ხარისხს რაც ვიდეოში ჩანს მაინც ვერ მიაღწევ უბრალოდ 3დ პრინტერით, აქედან გამომდინარე ვამბობ რომ კარგი პროდუქტია. გამოვა და ვნახავთ. X86-ს ARM ბევრად ჯობია ენერგოეფექტურობაში. სწორედ ამიტომ უნდა apple-ს ARM-ზე გადასვლა და სწორედ ამიტომ იქნება კარგი მსგავსი პროდუქტების მომრავლება. ეგეთები რომ საქართველოში შემოვიდეს ძალიან ბევრი იყიდის რომ ნახავს ქართველების 70-80% რომ მათ მოთხოვნებს (web browsing, ფილმების ყურება, მუსიკების მოსმენა, კაზინოების ონლაინ თამაშები, ლაითად ოფისში მუშაობა libreoffice და ა.შ.) 100% აკმაყოფილებს და ასეთი იაფი, ლამაზი, თხელი და უპრობლემოა (გადაყენება რო არ დაჭირდება არასოდეს, არ გაჭედავს ვირუსების მხრივ ვამბობ და ბატარეა დიდხანს გაძლებს.) ბევრი იყიდის, ძალიან ბევრი. მთავარია დაიწყოს ბევრმა ასეთი პროდუქტების წარმოება. ყველას i7 და windows არ ჭირდება. მე პირადად ბევრისთვის მაქვს linux დაყენებული და მაგიტომ ვლაპარაკობ აღმოჩნდა რომ ამ ადამიანებს სრულებით არ ქონდათ windows-ს საჭიროება, სამაგიეროდ ერთხელ დავუყენე linux და მას მერე კომპები მუშაობენ უპრობლემოდ მიუხედავდ ყველაფრისა, რადგან ვირუსების აკიდების შანსი linux-ზე უფრო ნაკლებია ვიდრე ჯეკ პოტში 20 მილიონის მოგება -
200-დოლარიანი Linux-ლეპტოპი Pinebook Pro მზადდება გამოსაშვებად
მათე replied to Magdalena's topic in Linux სისტემები
მეორადს ადარებ ახალს და სადაა აქ ლოგიკა? მეორადის ახალთან შედარება მე არ გამიგია. თანაც ეგ 500-600 ლარიანი მეორადი ასეთი თხელი და პორტატული 14" + 1080p IPS პანელით და ამგვარი ბატარეით ვერ იქნება. მაჩვენე მსგავსი მონაცემების ლეპტოპი მეორადი მაგ ფასად. ვერ იყიდი ამგვარს 500-600 ლარად მეორადს, ახალზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. გამოუსვლელად გეუნები ამ ლეპტოპს მაგარი battery life ექნება. ARM-ზე 10 000 mah ბატარეა ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს რომ მეორადი გახდება კიდევ ეგ ფასი ფაქტობრივად განახევრდება. ეხლა კი მოდი ახალი ახალს შევადაროთ აბა აჰა PCshop-ში რაც ვნახე ყველაზე იაფად 14"-იანი ლეპტოპი https://www.pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=19137&category_id=48&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=en HDD უდევს, ეკრანი 1366x768 TN აქვს (უსაზიზღრესი) + დარწმუნებული იყავი რომ მაგ 30 wh ბატარეით ბევრად ნაკლებს გაძლებს ვიდრე ეგ linux laptop რადგან x86 vs ARM. -
200-დოლარიანი Linux-ლეპტოპი Pinebook Pro მზადდება გამოსაშვებად
მათე replied to Magdalena's topic in Linux სისტემები
ძალიან მაგარი რაღაცა იქნება. აი ეს არის linux-ს პლიუსი. ყველა არქიტექტურაზე და ყველა მონაცემებზე შეგიძლია ამუშაო. როუტერით დაწყებული, სუპერკომპიუტერებით დამთავრებული. მაგაზე სხვა დისტროებიც ჩაიწერება სავარაუდოდ, მე პირადად arch-ს ჩავწერდი და შედარებით მსუბუქი იქნებოდა, ან lubuntu-ს არა advanced მომხმარებლებისთვის. მონაცემები მშვენიერია. განსაკუთრებით FHD ეკრანი რომელიც IPS-ა. ელემენტიც საკმაოდ დიდხანს უნდა ეყოს, ამ ფასად ზეიდეალური მოწყობილობაა. -
ვისაც ედონები გაგეთიშათ, მცირე ხარვეზია სერტიფიკატებში და ეს მოაგვარებს პრობლემას სანამ დაფიქსავენ. ctrl+shift+j თუ არ იხსნება ეს ოპცია გააქტიურეთ devtools.chrome.enabled about:config-ში // Re-enable all extensions async function set_addons_as_signed() { Components.utils.import("resource://gre/modules/addons/XPIDatabase.jsm"); Components.utils.import("resource://gre/modules/AddonManager.jsm"); let addons = await XPIDatabase.getAddonList(a => true); for (let addon of addons) { // The add-on might have vanished, we'll catch that on the next startup if (!addon._sourceBundle.exists()) continue; if( addon.signedState != AddonManager.SIGNEDSTATE_UNKNOWN ) continue; addon.signedState = AddonManager.SIGNEDSTATE_NOT_REQUIRED; AddonManagerPrivate.callAddonListeners("onPropertyChanged", addon.wrapper, ["signedState"]); await XPIDatabase.updateAddonDisabledState(addon); } XPIDatabase.saveChanges(); } set_addons_as_signed();
-
რაც ტესტები მინახავს და ჩემითაც გამიტესტია native თამაშები უკეთ მუშაობს ვიდრე windows-ზე. Proton ისე დაიხვეწა რომ საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა უკვე და შეუძლებელი არაა გადასვლა. MSI afterburner-ს რაც შეეხება პატარა სკრიპტით იზამდი ყველაფერს მაგრამ გეზარება და....
-
@George არა მე რამდენიმე წელია ვინდს საერთოდ არ ვიყენებ. ეგ აქ დავწერე ინფოსთვის. 7-ზე მქონდა ეგ ნაჩალიჩარი როგორც ზემოთ დავწერე. ტესტვა ბევრი უნდა კი 2 კვირა ვეჩალიჩე თავის დროზე ვირტუალ მანქანაზე ვტესტავდი ხოლმე. საბოლოოდ ძალიან მაგარი შედეგი მივიღე. აბსოლუტურად რაც შეილებოდა ამოვჭერი და მარტო ჩემი კომპის დრაივერები დავტოვე + პროგრამებიც ჩავაშენე. ბოლოს რაც მივიღე სხვა კომპზე არც ყენდებოდა, ზუსტად ჩემნაერი თუ არ იყო. ვისაც არ ეზარება ამას რომ დაეჩალიჩოს ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებს ვიდრე მასე გადმოწერილში. მაგათში იმდენი ნაგავია კიდე დატოვებული დრაივერები, ენების მხარდაჭერები, ზედმეტი სერვისები. შენც გედო ადრე სკრინი 100+ სერვისი გქონდა მოლხერის ზბორკაზე იდლეზე ადრე გთხოვე რომ დაგედო. 100+ სერვისი არის ძალიან ძალიან ბევრი. ის 7 მახსოვს ჩემთან 30-ზე ნაკლებზე იყოს სერვისები მე რაც ავაწყე. 10 შეილება მასე ვერ შეკვეცო, მაგრამ 50-ს ნამდვილად უნდა ჩამოცდეს თუ კარგად დააპატარავებ. 100+ თან შედარებით კი ეგ დიდი ნახტომი იქნება. კიდე უფრო რესპონსივი გახდება და მსუბუქი.
-
ისე ვისაც მინიმალ ინსტალი გინდათ მაგ მოლხერებს და ზვერcd-ებს და სხვა რუსების ნაჩალიჩარ iso-ებს ჯობია ეს guide გამოიყენოთ. https://www.ntlite.com/tutorial-for-creating-and-testing-a-700mb-windows-10-iso/ თანაც მაგათზე ბევრად მსუბუქს მიიღებთ და ბევრად ნაკლები პროცესები იქნება თქვენსაში ასევე ბევრად ნაკლებ ადგილს დაიკავებს დისკზე თუ კარგად დააპატარავებთ და ამოჭრით ყველაფერ არასაჭიროს. ძაან ადრე 7 მქონდა მასე გაკეთებული. NT7lite ერკვა მაგ პროგრამას ადრე. ამოღებული მქონდა უამრავი ფუნქციონალი და ძალიან ბევრი სერვისი გათიშული iso-სშივე. ჩემი კომპის დრაივერები მქონდა დატოვებული მარტო და ყველა ჩემთვის საჭირო პროგრამა ჩაშენებული. ძალიან მაგარი იყო 700-800 MB იწონიდა iso და დაყენება 3-4 წუთში ხდებოდა და დაყენებულზე ფაქტობრივად ყველა პროგრამა ეყენა ეგრევე. დისკზეც ძალიან ცოტა ადგილს იკავებდა და RAM -ც ძალიან ცოტა მიქონდა. მანდ როგორც ავტორს უწერია 700 MB-მდე დაიყვანა windows 10 iso. მაგის გარდა კიდე შეიძლებაო რაღაცების გათიშვა, დრაივერები არ ექნება ამოჭრილი თქვენ კი შეგიძლიათ მარტო თქვენი კომპის ყველა კომპონენტის დრაივერი დაუტოვოთ დანარჩენი ამოიღოთ. 650-600-მდე მაინც შემცირდება. ესეც კარგი პროგრამა ჩანს Winreducer
-
აი ვუყურებ და იმაზე მეტი პრობლემები იჩითება ვიდრე გვარდება. ზოგი მათგანი თვეებია არის და თვითონ ნუთუ ვერ ხვდებიან იმას რომ დიდ სისულელეს შვებიან? დაელოდე 1-1.5 წელი და გამოუშვი დიდი აფდეითი feature-ებით და ა.შ. მანამდე კი პატარ პატარა ფიქსები, security update-ბი. ესენი სულ რაღაცას უმატებენ, სულ რაღაცას ცვლიან და ბოლოს არაფერი არ მუშაობს გამართულად.
-
5 წამი არც უნდა ბიოსის ეკრანის მერე ჩემსას login screen-მდე 3-4 წამში მანდაა Legacy mode-ზე. UEFI სადაც სწრაფია არის კაკრას bios-ს სკრინზე. ანუ სულ თავიდან რო ირთვება და hardware initialization რომ ხდება.
-
systemd-boot-ს იყენებს POP os default-ად. V-ს დააჭირე ჩართვის დროს და აირჩიე windows. თუ ერთ ESP partition-ზეა ორივე იმუშავებს ეგ ხერხი. https://www.phoronix.com/scan.php?page=news_item&px=Pop-OS-systemd-boot რად გინდოდა ეგ დისტრო? რა მოუვიდა მანჯაროს ეგეთი რო ვერ გააკეთე? წლებია დუალ ბუთი არ გამიკეთებია. როცა ვაკეთებდი არ იყო პრობლემები. MS-მა წარმოშვა პრობლემები მისი 10-თ და UEFI-თ. მე ჩემ arch-ს legacy-ზე ვიყენებ და მუშაობს ხოშიანად. UEFI ერთადერთი გამართლებულია თუ გინდა 2 TB-ზე დიდი ჩამტვირთავი partition ან linux-ს kernel-ს პირდაპირ ჩატვირთვა bootloader-ს გარეშე რაც uefi-ზე შესაძლებელია. დალშე სრული უაზრობაა ეგ uefi ზედმეტ პრობლემებს წარმოშობს.
-
Linustechtip ამ ბოლო დროს linux-ზე მაგარ ვიდეოებს დებს. მაქ მსუქანა ტიპის დამსახურებაა. იცის ლინუქსი და დანარჩენებიც მიახვედრა რომ დროა linux-ზე დაიწყობ ვიდეოების გადაღება. ეს ვიდეო ეძღვნება linux-ზე gaming-ს. ამიტომ ვდებ აქ და ვისაც დაგაინტერესებთ უყურეთ. ძალიან მარტივია დღეს gaming linux-ზე. manjaro-ს გირჩევთ მეც! Steam-ც მოყვება და უახლესი სოფტიც! აქაც გადახედეთ 7430 დარეპორტებული თამაშიდან 4516 მუშაობს. windows-ს თამაშებიდან ძალიან ბევრს platinum rating აქვს მიღებული, მიუხედავად იმისა რომ whitelist-ში არაა. GTA V მაგალითად. რაც ნიშნავს რომ ეგეთი თამაშები მუშაობს ძალიან მაგრად proton-ში. https://www.protondb.com/
-
ვისთვის როგორ. მე 2 დღე მყოფნის. ისე nexus 5-ზე ადრე მქონდა მოდი გაკეთებული და 6 სთ SOT-ს დებდა LG G2-ს 3000 mah ბატარეით. nexus 5x-საც იდება როგორც გავიგე. მოსაძებნია კარგი ზომის ელემენტი მეტი ტევადობით მანდ რომ იოლად და კარგად წავა და მოგვარდება ეგ პრობლემაც. თან მაგარი ასწორებს ჩალიჩი. XDA-ზე სულ გაგიჟდნენ. ერთმა ტიპმა მეხსიერება გაუხარდა 64 GB-მდე მეორემ RAM გაზარდა 3 GB-მდე. ეხლა ერთი ტიპი გაეძრო 4 GB-იანი RAM უნდა დავუყენოო, მაგრამ 32 ბიტიანია და 3.3-ს გამოიყენებს დაახლოებით, მაგრამ მაინც თემაა.
-
Latest Windows 7 and 10 updates reportedly making systems run slower https://www.bleepingcomputer.com/news/microsoft/windows-is-slower-after-april-2019-updates-according-to-users/ https://linustechtips.com/main/topic/1054395-latest-windows-7-and-10-updates-reportedly-making-systems-run-slower-windows-defender-a-suspect/ რაც უფრო ანახლებენ მით უფრო აფუჭებენ
-
ეს ბოლო აპრილის აფდეიდები აჩქარებსო სისტემას შეატყეთ ვინმემ?
-
თვენი არ ვიცი, მაგრამ მე ისევ nexus 4 & 5 მაქ. 4-ზე partition-ები შევცვალე რომ ახალ სტანდარტებს დამთხვეოდა და ანდროიდ 9.0 მიყენია. აი ძალიან საკაიფოდ მუშაობს. ორივე საკმაოდ სწრაფი მოდელებია და ჯერ კიდევ ღირს მათი შეძენა. 5-ზე ესპერიმენტებს ვატარებ postmarket OS გამოვიდა და ძალიან მაგარია native linux distro ეშვება გაახლებული 4.17 კერნელით. ორიგინალი 3.4 აქვს nexus 5-ს თუ არ ვცდები. კერნელები როგორც წესი ანდროიდზე არ ახლდება ხოლმე. 4.17 მარტო 2018/2019 წლის მოდელებს თუ ექნებათ. ტელეში დიდი ფულის გადახდა არ მიყვარს. Pixel არ მევასება. დეველოპერებსაც არ მოწონთ nexus 4 & 5-ზე დღემდე ისეთი დეველოპმენტია 7-8 სხვადასხვა OS არსებობს და სასწაულებს აკეთებენ pixel-ზე არავინ არაფერს აკეთებს. მაგრად გააბანძა გუგლმა ფასითაც კი. არ ღირს ეგ ტელეფონები მაგდენი. სამომავლოდ არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ეს 4 & 5 კიდევ 2-3 წელი თავისუფლად მეყოფა.
-
NSA-ს ძალიან ბევრი QGIS-ს ფლაგინი უდევს github-ზე. https://github.com/NationalSecurityAgency/qgis-latlontools-plugin https://github.com/NationalSecurityAgency/qgis-searchlayers-plugin https://github.com/NationalSecurityAgency/qgis-shapetools-plugin https://github.com/NationalSecurityAgency/qgis-kmltools-plugin https://github.com/NationalSecurityAgency/qgis-bulk-nominatim https://github.com/NationalSecurityAgency/qgis-d3datavis-plugin ვფიქრობ ძალიან გამოსადეგი რაღაცები ექნებათ მანდ. NSA-ა ბოლოს და ბოლოს
-
ამ შაბათ კვირას artix linux და FreeBSD მოვსინჯე იმის იმედით რომ systemd free სისტემა ნაკლებ RAM-ს შეჭამდა და უფრო მინიმალისტური იქნებოდა. Artix-მა გაამათლა და თითქმის 40 MB-თ ნაკლები უნდა Fresh start-ზე. (სავარაუდოდ Artix-ზე გადავალ) თუმცა FreeBSD-მ გამაკვირვა. არადა ყველაზე მინიმალისტური img რაც აქვთ ეგ გადმოვწერე და მინიმალისტური xorg დავაყენე და მაინც ჩართვისას ორჯერ მეტი RAM მიქონდა ვიდრე ჩემს ეხლანდელ arch linux-ს და firefox-ს გაშვებისას და რამდენიმე პროგრამის გაშვებისას სულ გიჟდებოდა ისე ავსებდა RAM-ს. თანაც არ მომეწონა რაღაც ეგ FreeBSD. pacman 1 დღეში მომენატრა. საუკეთესო package manager-ა. მერე იმდენი რაღაცა არ აქვს მაგ სისტემას რომ რავიცი. ვინც მაგის გადამკვდარი ფანატია ეგენით კი საბოლოო ჯამში linux-ზე ან სხვა სისტემაზე არიან დამოკიდებული რაღაც დოზით. გაცილებით ნაკლები საფორთი აქვს ვიდრე linux-ს. მოკლედ სავარაუდოდ artix linux openrc-ზე გადავალ მოგვიანებით. სამწუხაროა რომ თვითონ arch ოფიციალურად systemd-ს გარდა არცერთ init სისტემას არ უჭერს მხარს. დღეს ჩემი სისტემაც გაწმინდე ზედმეტი პაკეტებისგან და საერთო რიცხვი კვლავ ჩამოვიყვანე 712-მდე
-
archwiki-ზე ნახე აბა. ყველაზე კაი და სრულყოფილი ვიკი ეგაა. https://wiki.archlinux.org/index.php/VMware#Enable_3D_graphics_on_Intel_and_Optimus
-
@Gogla1990 აი მაგის მომგონის მათემატიკის მასწავლებლის.... ამი მერე კიდე უნარები ამოიღეს გამოცდებიდან. სადაა ლოგიკა. არ თვლი თუ არ უწევს და თუ უწევს რაც კი რამე ხარჯებია ეგრევე ამატებ რომ გამოვიდეს უზარმაზარი თანხა! შენ რომელ ჩამომტანს მირჩევ რომ ღირდეს გადასვლა? უსა2გეო ვერ არის კარგად. 11 დღე მოუნდა ჩამოტანას მისვლის დღიდან. ჯამში 18 დღე დაჭირდა. არადა ადრე იყო ორჯერ ჩამომივიდა ჩინეთიდან ნივთუ რამდენიმე დღით მეტ დროში.
-
ვაა რაღაცა ვერ გავარკვიე რა და იქნებ ამიხსნათ რა ხდება? 1) ნივთი ვიყიდე და რომელი თანხა უნდა მივუთითო გადახდილში ჯამი თუ ტრანსპორტირების გარეშე რაცაა? 2) აქ დამითვალეს ჯამურად და მახდევინებენ 95 ლარს განბაჟებაში. ტრანსპორტირების ხარჯებში წერია 95 ლარი. არადა 16.95$ ანუ 45 ლარი უწევს. 3) შედის თუ არა ტრანსპორტირების ფასი განბაჟებაში? შეგიძლიათ გამარკვიოთ ამ სამ რაღაცაში? რა ხდება? მგონია რომ მატყუებენ. საიდან ითვლიან ამხელა თანხებს აზრზე არ ვარ!
-
მაგ ვიდეოში ანახლებს ყველაფერს და აყენებს მაგ პაკეტს მერე არესტარტებს და ირთვება. საინტერესოა შენთან რისი ბრალი იყო. მე რაც დაგიწერე იმ ბრძანებაზეც წერდა არ აყენიაო. ესე იგი სხვა ვერსიის პაკეტს აყენებდა. ჰედერები და კერნელი ზუსტად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. ეხლაც საინტერესოა შეგიძლია ნახო ეგ ორი მისამართი და დაწერო რომელშია ჰედერები დაყენებული?
-
გაგიმარჯოს, ამ ბრძანების output რა არის? rpm -ql kernel-headers, სად არის header-ები შეგიძლია ნახო და ცადო ხელით მითითება მაგ ფანჯარაზე brows-თ. /usr/src/kernels ან აქ იქნება /usr/include header-ების ვერსია ზუსტად უნდა ემთხვეოდეს kernel-სას. ეს ბრძანება შეგიძლია ზუსტი ვერსიის დასაყენებლად გამოიყენო yum install kernel-devel-`uname -r`
-
-
ახალ kernel-ს ვერსიაზეა გადასული openwrt ჩემ და სხვა ბევრ ar71xx როუტერებზე. ძაან კარგად მიდის დეველოპმენტი. ცოტა ხანი ურევდა ახალი გადასული სანამ იყო 4.14-ზე ჩემი როუტერი და მოაგვარეს ყველა პრობლემა. ამ წუთას განვაახლე კიდევ და 4.14.102-ზე ავიდა. ეხლა ვინჩესტერი მაქვს დათრეული და მინდა როუტერში ჩავდო რომ ფლეშკა არ დავტანჯო რომელიც მიერთებული მაქვს. კონფიგებს ფლეშკაზე ვინახავ და ასევე ტორენტებსაც მანდ ვიწერ და 32 GB არაა საკმარისი. 500 HDD კი სულ სხვა თემაა უკვე თანაც backup-სთვისაც გამოვიყენებ კომპი რომ დავაბექაფო ხოლმე მაგ ვინჩესტერზე. თუ ძაან გაბურღა ტვინი მერე გავყიდი მაგ HDD-ს და 120-იან SSD-ს ჩავაგდებ ენერგიაც თუ არ ეყო USB-დან მომიწევს ისედაც ამის გაკეთება. ჯამში რამდენი ხანია ეს როუტერი და ეს სისტემა მაქვს და ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარ.
