Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15287
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    130

Everything posted by მათე

  1. მე ქართულად გამორიცხულია რამეს ვუყურო ძაან ცუდად ახმოვანებენ აი ძაან. მთელ ხიბლს უკარგავს ფილმს. რუსულად დაჟე ერთიდაიგივე ტიპებს ერთნაერი ხმით ახმოვანებენ ხოლმე და თანაც ძაან საკაიფოდ. ღადაობებიც მაგრად აქვთ ხოლმე ინტონაცია და რამე. ქართულად იმინა დაღლილი ხმით დაგეძინება კაცს რასაც არ უნდა უყურებდე. მე პირადად ინგლისურად ვუყურებ ხოლმე მაინც. სერიალებიც ჯერ მაინც ინგლისურად იდება და ისედაც ინგლისურად ვუყურებ და ფილმებსაც არ ვაფუჭებ ორიგინალშივე ვუყურებ. ძაან ასწორებს ორიგინალში ყურება.
  2. ეხლა დრონის ელემენტის უვარგისობის გამო ამინაზღაურა ნაწილი სელერმა. მაგრამ დამირეფანდა უკვე გაუქმებულ კარტაზე. კარტის წაშლა ვერ მოვახერხე როცა გავაუქმე მაშინ paypal-დან. და ეგ თანხა რათქმაუნდა გაუქმებულ ანგარიშსა და ბარათზე ვერ დაბრუნდება და paypal-ს ანგარიშზე ხომ ჩამერიცხება? მაგ ვალის გადახდას ყოფნის კაკრას და პრობლემაც მოგვარდება ასე მარტივად. სად წავა თანხა ასეთ დროს?
  3. მოკლედ რამდენიმე დღეა მაქვს სერიოზული პრობლემა. 29$-დ იყო i3 8100 დავითრიე იასნია ხოდა რამდენიმე წუთში წაიშალა listing ცივმა ოფლმა დამასხა. აღმოჩნდა რომ ვიღაცას გაუტეხია მისი ექაუნთი და დაუდია ამ ფასად. მე ეგრევე paypal-დან დავაქენსელე მერე ebay-მ მომწერა მეილი რო ასე მოხდაო და დააქენსელეო და ლინკი იყო იქიდანაც დავაქენსელე. ჩამირიცხეს 29$ ორჯერ ერთხელ კარტაზე დამიბრუნდა და მეორე თურმე paypal-ს ანგარიშზე დადებულა. ლეპტოპი რო გამოვიწერე 29$ წაუღია paypal-დან და დანარჩენი კარტიდან. მაგის მერე 1 თვე გავიდა ეხლახანს მომივიდა მეილი შევედი paypal-ზე და მიზის -29$. მაგით გავარკვიე მერე რაც მომხდარა. ხოდა პრობლემა იმაშია რომ ვრიცხავ თანხას და 2-3 წუთში უკან მიბრუნებს და წერს არ გაქ უფლებაო. მოკლედ მივწერე ebay-ს საფორტს, paypal-ს საფორტს, paypal-ს facebook-ზეც ვესაუბრე, TBC-საც მივწერე, TBC-მ თანხა გეჭრებათო და მერე უკან აბრუნებსო paypal-ო. paypal-მა საქართველოდან ვერ ჩარიცხავო კარტითო, ბაკის ექაუნთი მიაბიო. რო შევდივარ მენიუში add US bank account მარტო ესე აწერია. რა არ ვქენი და ვერა და ვერ ვიხდი ამ ვალს. იქეთ ვეხვეწე სხვადასხვა გზები ვნახოთ თქო. paypal-მა გინდა თუ არა უნდა გადაიხადოო და მონახე როგორმე გზაო. აზრზე არ ვარ რა ვქნა. ხოდა ან ის მითხარით როგორ ჩავრიცხო თანხა paypal-ს ანგარიშზე რო გაანულოს ეს ნეგატიური ბალანსი. ეხლა უკვე ძველ ბარათებს ვერ ვშლი ნეგატიური ბალანსის გამო არ მაშლევინებს. შეიძლება ვერც გავაუქმო ექაუნთი. ეხლა რომ ავდგე და ავიღო ახალი ბარათი მივაბა ბანკში ახალ ანგარიშს ეს ბარათები გავაუქმო ანგარიშებიანად ორივე TBC-ში. ebay-ზეც ახალი ექაუნთი გავაკეთო და ეს ახალი paypal მივაბა. ხომ არ იქნება რამე პრობლემა ისევ? ებაიზე ჩემ ძველ ექაუნთს დამიბლოკავენ მაგის გამო? paypal-ს რო დაბლოკავენ ვიცი. ebay-ზე 29 დადებითი შეფასება მაქ სწრაფი გადახდის გამო არადა. ტიპებს იქეთ ვეხვეწე და ვერანაერად ვერ მეხმარებიან.
  4. რაღათქმაუნდა მეორე. Do Not Track-ს პირობის მოცემას რა უნდა, შესრულებაა ძნელი თორემ ბოლო პტიჩკას tor browser მოგინიშნავს თუ გინდა. მანდ ერთნაერი fingerprint აქვს ყველას, ისე კი ჩვეულებრივ ბრაუზერში რაც უფრო მეტ დაცვას ეცდები მით მეტად გამორჩეული იქნები და იოლად ამოსაცნობი
  5. ეხლა ჩამოგვივიდა და 11 ლარია სხვაობა არადა ერთიდაიგივე სელერიდან ვიყიდეთ ერთიდაიგივე დროს და ამ წუთას ჩამოგვივიდა ორივეს. რომელია სანდო აბა?
  6. კილო 8 $ არაა? 9- ლარი გამოდის ეხლა ვიანგარიშე. მაგაზე არაა ვერ ვიტან ეგეთ რამეს აი ტყუილ უბრალოდ რატო უნდა გადავუხადო U2G-ს მაგიტომ ვკითხულობ. ავაწონინებ აუცილებლად. ისე სელერმა თუ არა ამათ თუ გადაფუთეს ძაან არ გავიგო ეხლა მეც რა. ქართულმა ბიზნესმა რო ყველგან ყველაფერი უნდა იჩალიჩოს ეგ მაგრად ტეხავს რა. ვერ ენდობი ვერავის.
  7. ვოლტაჟი იყოს იგივე ამპერაჟი კი ან იგივე ან მეტი და არ იქნება პრობლემა. ბევრჯერ მისინჯია მეც და არ შემქმნია პრობლემა. დაჟე 0.5 ვოლტიც რო იყოს სხვაობა ეგეც დიდად არაფერი. 1 ვოლტი თუა სხვაობა უკვე ცუდია.
  8. ebay-დან გამოვიწერე დრონი, ჩამოვიდა და წონა უწერია 2 kg. არადა რეალურად shipping weight არის 1.54 kg. რატომ მახდევინებენ 10-12 ლარით ზედმეტს? სად შეიძლება გასაჩივრება ან რამე?
  9. stan lee დაბრედილა https://www.hollywoodreporter.com/news/stan-lee-marvel-comics-legend-721450 https://www.imdb.com/name/nm0498278/
  10. @Gogla1990 ეხლა 2019-ში მაგრად უნდა დაეცეს ssd-ების ფასები 0.08 $ GB-ზეო წერენ. მართალი თუ აღმოჩნდა ძალიან მაგარი იქნება. HDD-ებს საბოლოოდ ჩაანაცვლებს. ბიუჯეტურ ლეპტოპებშიც კი SSD-ებს ჩადებენ და ამით 90% უზერებისთვის კომპიუტერები საგრძნობლად აჩქარდება.
  11. არ არის ეგ სოფტი სწორი. არც შენი ssd-ა 100% საღ სალამათი. S.M.A.R.T. ყველაფერს ამბობს 85%-ზეა wear leveling count რაც ითვლის მაგ SSD-ს სიცოცხლის ხანგრძლივობას. The Wear Leveling Count (WLC) SMART value gives us all the data we need. The current value stands for the remaining endurance of the drive in percentage, meaning that it starts from 100 and decreases linearly as the drive is written to. The raw WLC value counts the consumed P/E cycles, so if these two values are monitored while writing to the drive, sooner than later we will find the spot where the normalized value drops by one. ესეც ჩემი მგელი სულ 1065 დღე (on + off) სულ 92 დღე (on) სულ ჩაწერილია 11.6 TB საშუალო 10.97 GB/day
  12. link შემეშალა. ქართულ ფონტზე რო მიყენია არ აკოპირებს ხოლმე და ძველი დაკოპირებული იდება ხოლმე ჩასმის დროს. ეს ვიგულისხმე https://www.overclockers.ge/index.php?/forum/47-linux-სისტემები/
  13. 2070-ებში ყოფილა დიდი სხვაობა. nvidia-ს გამოუშვია ორი ჩიპი TU106-400-A1 და TU106-400A-A1 განსხვავება არის 400 და 400A. ამათში 400A მოიპოვება მხოლოდ 599$-იან 2070-ებში, ხოლო უბრალო 400 499$-იანებში. განსხვავება 5-10%-ა და უბრალო 400 ზოგან რაზგონითაც კი ვერ ეწევა 400A-ს. ამას პლიუს ის რომ ეს ახალი კარტები იბრიდებიან და მათი ფასების გათვალისწინებით და კიდე იმით რომ მათი სახელი რა ტექნოლოგიაზეცაა დაფუძნებული მხოლოდ ერთ თამაშს აქვს შეიძლება ითქვას რომ ჯერ-ჯერობით მაგარი ცუდი სერიაა და არ ღირს ყიდვა. https://linustechtips.com/main/topic/991272-gamersnexus-discovers-nvidias-secret-highly-binned-2070-chip-not-all-2070s-are-made-equal/
  14. ჯერ ერთი უკვე არასწორი ინფორმაცია გაქვს. mint ubuntu-ზეა დაფუძნებული და LMDE თვითონ სახელი არის ეს Linux Mint Debian Edition ანუ LMDE debian-ზეა დაფუძნებული. განსხვავებაა package manager-ში. იქ კრეფ sudo apt-get install აქ კრეფ sudo pacman -S ზოგადად pacman საუკეთესო პეკეჯ მენეჯერია მე თუ მკითხავ. მანჯაროზეც ჩვეულებრივ დააყენებ ყველაფერს. გექნება გაცილებით ახალი სოფტი ვიდრე დებიანზე ან უბუნტუზე. მანჯაროზეც და არჩზეც საკმაოდ ლაღად ეშვებიან პროგრამები 3 ეკრანიც მშვენივრად უერთდება და მუშაობს მანჯაროზე და მეტიც იმუშავებს ხოშიანად. დაყენებაც მარტივია განლაგებების და ა.შ.
  15. რათქმაუნდა ასე უნდა მოიქცე. უბრალოდ ახალ კომპში არ გადაიტანო ეგენი ცალკე შეინახე. P.S. გაცილებით უსაფრთხოდ თუ გინდა იყო კიდე აქეთ შეიხედე https://www.overclockers.ge/index.php?/forum/47-linux-სისტემები/
  16. Nvidia RTX 2080 Ti Cards Have A Serious Problem -- They Keep Dying https://www.forbes.com/sites/jasonevangelho/2018/10/30/nvidia-rtx-2080-ti-cards-have-a-serious-problem-they-keep-dying/#304bb4186b2a https://forums.geforce.com/default/topic/1078162/rtx-2080ti-massively-die-/?offset=10 https://www.reddit.com/r/nvidia/comments/9r7oon/if_you_ever_remember_my_first_pc_the_gpu_died/?ref_source=embed&ref=share იმედია აქ არ გიყიდიათ ეგ კარტები ჯერ და აცლით სხვებს იყვნენ ტესტერები
  17. Valve-ს შესანიშნავი პროექტის proton-სა და Steam play-ს წყალობით უკვე 2600-ზე მეტი windows-ს თამაში მუშაობს linux-ში შესანიშნავად. https://www.protondb.com/ რათქმაუნდა სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი თამაში დაემატება ამ სიას და პროდუქტიც დაიხვეწება , რაც ძალიან ბევრ ადამიანს მიცემს საშუალებას უარი თქვას windows-ზე და გადავიდეს ოპერაციულ სისტემაზე, რომელიც პატივს ცემს მის მომხმარებლის პირად სივრცეს.
  18. legends-მა სულ გაუბერა. ჯერ დათუნიათი დაამარცხეს რაღაცა დრაკონი თუ ეშმაკი და ეხლა რქიანი ჯადოსნური ცხენი გაჩითესცისარტყელას ფერებში ჯადოსნურ მტვერს ავრცელებდა რქიდან
  19. venom-ზე წავედი გუშინ ქულების და სხვების აზრების მიუხედავად და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეგ ქულები არის სისულელე. არანაერად არ უნდა გადაწყვიტო მაგით რას უყურებ და რას არა. მშვენიერი ფილმია გასართობად უყურებს კაცი. მაინც ფანტასტიკაა და ასწორებს. რო გამოვა მაგარ ხარისხში კიდევ უნდა ვუყურო ჩემს ტელევიზორზე.
  20. რა დელიდინგი აქ გოგლას მეტს მგონი ეგ არ აქვს გაკეთებული საერთოდ. შენ გაგიკეთებია დელიდინგი? ჰასველი ყველაზე საზიზღრობა იყო. დელიდინგსა და ჩვეულებრივს შორის 15 გრადუსამდე იძლეოდა სხვაობას, მაგრამ რაღაც არ მგონია შენს ეხლანდელ ჰასველზე დელიდინგი გქონდეს გაკეთებული. ნუ სარაზგონოც არაა თუმცა 15 გრადუსიანი ვარდნა მაინც კარგი იქნებოდა. 144 ჰერციანი მონიკიც 10-დან 1-ს აქვს ალბათ და სამაგისო კარტაც ვაფშე რეალობა თუ გინდა არც არსებობს დედამიწაზე 144 FPS-ს გაძლევდეს ულტრაზე ეგეთი კარტა არ არსებობს. CS:GO ებზე და მსგავს იგრებზე არ ვამბობ. ასე რომ რაის 144 ჰერცი. სამაგიეროდ არსებობენ სხვადასხვა სოკეტები რომელსაც ინტელი ყოველწელს ცვლის და დააფგრეიდება დაგჭირდება ხოლმე როცა AMD-მ 2020-მდე არ შევცვლიო. ასევე მარტო თამაშები ხომ არაა? მულტითრიდში ჯობია ryzen-ები. შენივე მოყვანილ ტესტებში 8% უწერია სხვაობა. 8700k 4.7 აქვს ბუსტი 2700x-ს კიდე 4.3 და 8% სხვაობა და ზემოთ დადებულ თამაშებში ხან ერთი ჯობს ხან მეორე. ფაქტია რომ 8700-ს დონეზეა ეგ ryzen clock for clock შეიძლება აჯობოს კიდეც ანუ 8700k რო 4.3-ზე დააყენო. single thread-ში 20% არაა სხვაობა clock for clock ეგ სხვაობა უფრო მაღალი სიხშირის დამსახურებაა. IPC სხვაობა ალბათ 5% თუ იქნება. 70$ კი არის 190 ლარი და არ ღირს უბრალოდ თამაშის 10FPS-ში 190 ლარის დამატება როცა ეგ სხვაობა არის 100 FPS გექნება თუ 110 ისიც ზოგ თამაშში, რადგან ზოგში კაკრას ryzen ჯაბნის მაგ 8700k-ს ზატო სხვა საქმეებშიც ryzen ჯობია აშკარად განსაკუთრებით multicore-ში. რენდერინგი თუნდაც. მთავარია შენ მოგწონდეს და გადგებოდეს და სხვა რას იყიდის და რას თვლის უკეთესად რა მნიშვნელობა აქვს. მეც ეგრე ვფიქრობ როგორც შენ ryzen ს ავიღებდი მაგათში 100% ინტელს არც კი განვიხილავდი! zen 2 არქიტექტურა მართლა ისეთი თუ იქნა როგორიც ეხლა გავრცელდა ინფოები საერთოდ ბოლო ლურსმანი იქნება ინტელის კუბოში.
  21. კოპირება და ერთიდაიგივე ფაილის overwrite-ს ფუნქციის გაფუჭება როგორ მოახერხა ამხელა პროგრამულმა კომპანიამ. აგერ ვიდეოშიცაა. ტიპი ამოაარქივებს ფაილებს. შეცვლის ტექსტურ ფაილის შიგთავსს და ისევ ამოაარქივებს და თავზე არ აწერს შეცვლილ ფაილს, ძველი რჩება. კითხვაც არ გამოაქ. უკვე სასაცილოა ისეთი შეცდომები მოსდით ხოლმე. update-ს თუ აკეთებს ადამიანი რატომ არის სულელი? ვინც update-ს არ აყენებს ის მე ვთვლი რომ ვერ ერკვევა კომპიუტერში. ვერ აღიქვამს სისუსტეებს, რომელსაც update-ბი ფიქსავენ პრობლემად. მე ჩემს სისტემას მუდმივად ვანახლებ ხოლმე, მაგრამ მსგავსი შეცდომა linux-ს შანსი არაა მოუვიდეს lol copy-რებაზე შეცდომა linux-ში მისი გამოგონების დღიდან არავის ახსოვს. აქამდეც დავწერე რამდენიმე წელია ეს სისტემა მიყენია და სულ 2-ჯერ მქონდა ძაან მარტივი პრობლემა. ორივეჯერ უბრალოდ წინა ვერსიის პაკეტი დავაყენე და რამდენიმე დღეში ორივე პრობლემა მოგვარებული იყო. 2018 წელი იყო ყველაზე კარგი ბაგებისა და სისუსტეების პოვნის მხრივ. უამრავი სისუსტე აღმოაჩინეს ჰარდშიც და სოფტშიც და სწორედ მაგ update-ბით იფიქსება. update-ბის გამო კიდე რომ უზერებს პრობლემები ექმნებათ უზერი კი არაა სულელი, იმ კომპანიაში მუშაობენ სულელები, რომ მზგავს ფუნქციონალსაც კი არ ტესტავენ და ისე უშვებენ update-ს.
  22. 8700k-ს აშკარად 2700x ჯობია თუნდაც თამაშებშიც აგერ ვიდეოც. რამდენიმე თამაშში 2700x ჯობია 8700k-საც დაჟე. ჯამში რათქმაუნდა 2700x-ს აღება უკეთესია. 8 ბირთვი 16 ნაკადი გექნება. მე zen 2 მაინტერესებს ძაან. თქვეს 13% უკეთესი IPC ექნებაო. სატესტო პროცესორი 4.5 GHZ-ზე იდგა თან. ანუ 8% მაღლა zen+ ებზე და საბოლოოდ სიხშირე კიდევ უფრო მეტი უნდა ქონდეს zen 2-ს. zen-ს პირველი არქიტექტურის სატესტო ნიმუში თუ გახსოვთ 3.4 GHZ-ზე იდგა და საბოლოო ვერსიები კი ნახეთ 4-ზეც იყვნენ. ანუ zen 2-ს ექნება სადღაც 13% უკეთესი IPC და მინიმუმ 10% მაღალი სიხშირე, ეგ ნიშნავს რომ ინტელის 4 თაობას გადაახტება. მანდ უკვე ფაქტობრივად AMD იქნება ყველაფერში საუკეთესო არჩევანი. მე თუ მკითხავ ეხლაც ეგრეა მაგრამ მაინც მაღალ გაფართოებაზე 144 hz-იან მონიკებზე ინტელს ამჯობინებს ხალხი. მე დესკტოპები დიდად არ მადარდებს, ლეპტოპები მაინტერესებს iGPU-ებით. 2500u და 2700u საკმაოდ მაგარი პროცესორები გამოდგა iGPU-ების წყალობით თუმცა სამწუხაროდ ლეპტოპის მწარმოებლები ალიმიტებენ და რეალურად იმაზე ცუდი performance აქვთ ვიდრე უნდა ქონდეთ. 2700U განსაკუთრებით ბევრად ჯობია თავისი vega 10-თ ინტელის ნებისმიერ iGPU-ს ლეპტოპებში. ეს zen 2-ს ლეპტოპის პროცესორები იდეაში დიდ წარმადობას მოიტანს. მაგხელაზე თუ გააუმჯობესეს და ენერგომოხმარება შეამცირეს, თან გრილი იქნება დენსაც ნაკლებს დახარჯავს და მაღალ სიხშირეებზეც იმუშავებს. იმედია GPU-ს ახალ არქიტექტურას ჩადებენ ლეპტოპების iGPU-ებში. ეხლაც კი 1080p-ზე საკმაოდ ბევრ თამაშს ითამაშებ ისე უბრალოდ გასართობად მაგ 2500u და 2700u-ებით და zen 2-თ კიდე უფრო გაუმჯობესდება. ისეთი დრო მოდის ულტრაბუქებითაც კი შეგიძლია დაჯდე და bf1 1080p-ზე low-ზე ითამაშო https://www.youtube.com/watch?v=FDN15rGhcYI
  23. ისე მე რომელი დისტროც მიყენია arch linux არის rolling release ანუ როგორც windows 10 რა ერთი ვერსია (იდეაში ვერსია არცაა ანუ თავიდანვე ასე იყო) და მუდმივად ნახლდება. update-ბი არ მოვიდეს მაქსიმუმ 3 დღე. kernel 2 კვირაში ან 3 კვირაში ერთხელ ახლდება. ყოველ 6 თვეში მიახლოებით ძირეული ცვლილებაა კერნელის ახალ ვერსიაზე გადავდივართ და ლამის 2 წელია მიყენია მიუხედავად ამისა სულ 2-ჯერ მქონდა პატარა პრობლემა. ერთხელ კლავას განათება არ მუშაობდა და დავარეპორტე და 2 დღეში დაფიქსული იყო ჩემი რეპორტი დახურეს. მეორე network manager არ უკავშირდებოდა openvpn-ს და ამას რეპორტის გახსნაც ვერ მოვასწარი თვითონ ქონდათ გახსნილი და რამდენიმე საათში დახურეს ეგეც დაიფიქსა. აშკარად open source მოდელი ჯობია closed source მაგიტომ ვამბობ რასაც ვაკვირდები ამ ბოლო დროს windows-ს პრობლემებს. ეგ შეიძლება იქიდანაც მოდის რომ linux-ს უზერები პრობლემას თუ ვნახავთ ეგრევე ვარეპორტებთ ხოლმე და მაიკროსოფტზე გაცილებით მეტი ადამიანი ათვალიერებს მაგ რეპორტებს და source code-ს. Windows- ს უზერები არამგონია მასე ხშირად არეპორტებდნენ bug-ებს, ზოგს ალბათ ცხოვრებაში ერთი რეპორტიც არ ექნება გაკეთებული. იმ თვალთვალთან ერთად მაგ პრობლემებისთვის ცალკე მოდულები იქნება ჩაშენებული ვინდში, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯს უყურებენ არიქა რამემ არ გაასხასო, ეგ ჯამში კიდევ უფრო ამძიმებს OS-ს თავისთავად. ნუ MS windows-ს რომ არ გაა-open source-ებს იასნია, მაგრამ ჯობია მეტი დრო დაუთმოს ტესტირებას, თორემ ძალიან ცუდი რაღაცები ემართება windows-ს. მთლად მასე დაცემაც არ შეიძლება ამხელა კომპანიისთვის. ტესტერები მაინც დაიქირავოს ვინც ელემენტარულად დააფდეითებს სისტემას და იმას მაინც ნახავ ფაილებს რომ შლის დაუკითხავად ან სხვა რამეს რომ ურევს. ტეხავს ამხელა სოფტვეარ კომპანიისთვის ასეთი შეცდომების დაშვება.
  24. მაგ ახალ GPU-z-ს კარგი ფუნქცია დაემატა. Fake nvidia ვიდეოკარტებს ანახებს. https://m.hexus.net/tech/news/software/123200-gpu-z-version-2120-flags-fake-nvidia-gpus/
  25. ახლა ვნახე თემა. გარედან ვუყურებ ხოლმე თუ შეიცვლება ბოლო პოსტი მაშინ შემოვდივარ და გამომეპარა ეს თემა. მოაგვარე უკვე პრობლემა თუ კიდევ გაწუხებს?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.