მათე
მოდერატორი-
Posts
15287 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
130
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მათე
-
მდააა, ეს ამოდენა ტექფორუმი ბიზნესფორუმად როდის გადაკეთდა ვერც შევნიშნე გააკეთე პოლი ვის გაინტერესებთ ინტელის დახოდები და ვინ ითვალისწინებთ მაგას ყიდვისასთქო და ნახავ რომ დადებითი ერთი ხმა გექნება მარტო, შენი AMD მაძლევს 6 ბირთვიან 12 ნაკადიან ლეპტოპს 500 ssd-თ 1080p IPS ეკრანით, რაც მთავარია ძლიერი ინტეგრირებული ბარათით მოკლედ ხოშიანს 700$-მდე. აი რატომ ვიყიდო intel ფრო ძვირად, უფრო სუსტი, იმიტომ რომ სერვერებში 98% უკავია? Epic Win: AMD’s 64-core 7nm Epyc CPUs Leave Xeon Lying in the Dirt https://www.extremetech.com/computing/296307-epic-win-amds-64-core-7nm-epyc-cpus-leave-xeon-lying-in-the-dirt
-
ვაახ ბიჭო რა შუაშია ინტელის მოგება? უკვე ალბათ 20-ე პოსტს ვხედავ შენსას სადაც იმეორებ ერთიდაიგივეს. კლიენტს ცალ ფეხზე კიდია ნებისმიერი კომპანიის მოგება. მისი მოგება ადარდებს მარტო. კლიენტის მოგება არის ის რომ იაფად იყიდოს ძლიერი ჰარდი. AMD შესანიშნავად ართმევს თავს ამ დავალებას. 600$-იან ლეპტოპებში ისეთი ჰარდი ჩადო არც დაგვესიზმრებოდა ადრე. ეგერ ახლობელს ავაწყობინე AMD-ს 6 ბირთვი 12 ნაკადიანი 500 ლარიანი პროცესორით, ვინმე იფიქრებდა ასეთი ძლიერი პროცესორის ასე იაფად შოვნას ადრე? არა! ხოდა ეგაა მომხმარებლის ინტერესი. იმენა რამდენგან პოსტავ ყველგან ინტელის მოგებები წილები, share-ბი. გავიგეთ ბოლო-ბოლო ვის რამდენი აქვს წილი გასაგებია რომ ინტელი 10-ჯერ დიდი კომპანიაა და წილი ბევრი აქვს მერე? აგერ 10-ჯერ ნაკლებმა კომპანიამ კი გადაუსწრო პროცესორის არქიტექტურაშიც კი. 700 mhz როა სხვაობა სიხშირეში და მარტო gaming რომ დარჩა სადაც სულ მცირედია სხვაობა განა სირცხვილი არაა? ამას თავად ინტელიც კი აღიარებს. უკვე ჩათლახობებიც დაიწყო და აკრიტიკებენ კიდეც მაგაზე. Intel claims ‘superior gaming performance’ over AMD, but uses better GPU for comparison https://videocardz.com/newz/intel-faces-criticism-for-comparing-gaming-laptops-with-different-gpu-models ბენჩმარკებში რო ნახეს რომ AMD-ს პროცესორებმა გახიეს ინტელი, გამოვიდა მაგათი პრეზო და ბენჩმარკებსო ნუ აქცევთო ყურადღებასო იმენა შეარცხვინეს მთელი ამოდენა უზარმაზარი კომპანია. მარტო შენ დარჩი მგონი ეგეთი აღფრთოვანებული ინტელით, ისიც განა პროცესორებით, არამედ იმით რომ სერვერებში 98% უკავია და 19 მილიარდს აკეთებს წელიწადში lol არაფერი რთული აღარაა პროცესორებში შესვლა. Apple ამოდენა კომპანია გადავიდა უკვე ARM-ზე და intel-ს დაახვევინა. დარწმუნებული იყავი რომ ეგ ახალი ერის დასაწყისია. ასევე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპიუტერიც გაეშვა და იგი ARM-ზე მუშაობს https://en.wikipedia.org/wiki/Fugaku_(supercomputer) ასე რომ intel-საც და amd-საც მოუწევთ arm-ში ფეხის შედგმა მომავალში. მანდ apple-ც და linux-ც მშვენივრად იგრძნობენ თავს. ARM-ზე linux უკვე გადასარევად მუშაობს. apple-მა ერთხელ უკვე მოახერხა არქიტექტურის შეცვლა უმოკლეს დროში, ეხლაც არ გაუჭირდება. MS-მა იკითხოს რას უზამენ ამხელა ჯაბახანას. update-ბი ვერ მოუგვარებიათ 5 წელია და arm-ზე არიან ეგენი გადამსვლელები?
-
არქიტექტურა AMD-სი რომ არ ჯობდეს მანდ წარმოიდგინე რა სხვაობა იქნებოდა. ეხლა რომ რამდენიმე FPS-ა მარტო 150-160-ებში სხვაობა და თან 700 mhz-თ მაღლა როა ინტელები. აბა ინტელი დასვი AMD-ზე 700 mhz-თ დაბლა ძალიან დაიჩაგრება. იმედია სიხშირის პრობლემას მოაგვარებენ zen 3-ში, რომც არ მოაგვარონ 15% თუ დადეს IPC გაუმჯობესება ეგ ეყოფა უკვე რომ აჯობოს ინტელის 10 სერიას საკმაოდ, რადგან ეხლა ძაან ახლოსაა, მაგ ვიდეოშიც ჩანს.
-
რათქმაუნდა ინტელის ჩაძირვა არ გვაწყობს და რათქმაუნდა ყველა კომპანია ფულზეა ორიენტირებული. ზუსტად ეხლანდელი სიტუაციაა ჩვენთვის კარგი. სად 999$ 6 ბირთვი/12 ნაკადი და სად 500$-დ 12 ბირთვი/24 ნაკადი? საკმარისად აქვს ინტელს ნაყლაპი. წელიწადში 2-3% გაუმჯობესება და ამის გამო ახალ-ახალი მაზერები ყოველწელს. 6-დან 7 თაობაში გაუმჯობესებაც კი არ ქონდათ, მარტო კოდეკები ჩადეს და დახვეწეს. ინტეგრირებული გრაფიკაც სულ ნაგვები იყო, ეხლა ბოლო თაობაში ასე თუ ისე ნორმალურია. მაგაშიც AMD-ს ზეწოლაა, ბევრად უკეთესი iGPU-ები აქვთ. ეგ 97% მარკეტ შეარი კი არაა ფორუმზებზე ზოგადად მხარდაჭერებია. ანუ ბევრი უჭერს რა მხარს AMD-ს ეხლა. აგერ აქაც ხომ ხედავ ბევრი უჭერს მხარს AMD-ს, უცხოურ ფორუმებზეც ეგრეა ზუსტად, linus-ს ფორუმიც რომ აიღო მაგალითად. მეც ვიცი ეგეთები AMD-ს რომ ურჩევ დღეს და პასუხია არა ამდ არ მინდა ეგენი ვიცი ბანძებია ინტელს ვიყიდი და გაიქცევიან და რაღაცა i3/i5-ს დაითრევენ ხოლმე. ეგაა ფანატიზმი ან უცოდინრობით მოსდით. დღეს ძალიან ბევრს უსწორდება და მხარს უჭერს AMD-ს, გადამკვდარი ინტელის ფანიც კი თუ ჭკვიანია უნდა უჭერდეს მხარს AMD-ს, რადგან მაგათი წყალობით ყიდულობს ასე იაფად პროცესორებს ბევრი ბირთვებით.
-
რა მუშაობს კარგად ხალხს მაზერებზე სისტემა ექრაშებოდათ და მერე აღმოჩნდა რომ 10 სერიის ენერგომოხმარებას ვერ უძლებდნენ მაზერები. მასე ნახეს ეგ პრობლემა და მერე დაიწყეს სხვადასხვა მოდელების ბენჩები, რომ ხალხს ცოდნოდა რომელი მაზერი უნდა იყიდოს და რომელი არა. ეგ ინფო თუ არ გაქ მომეტნ შეიძლება კომპი ააწყო სრულად თავსებადი ნაწილებით და არ იმუშაოს კარგად. lol კომპანია ჩემი კი არაა მე რომ მადარდებდეს, შენ რა გგონია ინტელს ადარდებ შენ არიქა გავახაროთო? ფულის ტომრად იყენებს კლიენტებს. რამდენი გაქ მაგ 4770-ში მიცემული და რამდენს მიცემდი AMD რომ ყოლოდა კონკურენტად? ეგაა გაყვლიფა ხალხი სანამ შეძლო. ეხლაც რომ შეეძლოთ ეხლაც ექნებოდა top სერია 4 ბირთვი 8 ნაკადი. ფანები კი ყავთ კაი ბლომად და მაგათ გინდა threadripper გამოუშვი და გინდა top პროცესორები ბევრი ბირთვებით, რომელიც თავზე ახურავს ბევრ საქმეში, ინტელს აიღებენ მაინც. მე უფრო ის მიკვირს 100+ 120+ FPS-ებში 5-10 FPS-ს რომ დასდევენ და წუწუნებენ აი ინტელი ჯობია და ვსო ინტელი უნდა ავიღო. გეგონება 144 hz-იანი მონიკები უდგათ და პროფესიონალი გეიმერები არიან სადაც თითოეულ FPS-ს მნიშვნელობა აქვს. ჩვეულებრივი სახლში განსაკუთრებით ოფლაინში მოთამაშესთვის 60 hz-იან მონიკზე სულ რომ თამაშებში ხარჯავდეს მთელ დროს და სხვას არაფერს აკეთებდეს მაინც არ აქვს სხვაობა მაგ ახალ თაობებში გინდა ინტელში და გინდა AMD-ში 6 ბირთვიანს და ზემოთ პროცესორებში. ისეთი კომპანიის მხარდაჭერას, რომელიც ხალხის გაყვლეფით იყო დაკავებული წლები მე მირჩევნია დავუჭირო მხარი კომპანიას, რომელმაც ეს შეწყვიტა და სხვათაშორის ხალხს უფრო უსმენს. თუნდაც იმით რომ ერთი ჩიპსეტი 3-4 წელია მუშაობს ახალ თაობებზე. ეხლაც კი 4xx სერიებზე 4xxx პროცესორები წავაო თქვეს. ინტელებზე ცვალეთ ყოველწელს მაზერები და იყავით. მაგას რატომღაც ფასთა სხვაობაში არასოდეს ითვალისწინებენ.
-
აი ძალიან არ მაინტერესებს intel-ს და AMD-ს დახოდები. მომხმარებელს ვერ ვხვდები რატომ უნდა აინტერესებდეს ეგ? კაკრას 14 nm vs 7 nm მაინტერესებს მე. თუნდაც იმიტომ რომ წყლის 150$-იან გაგრილებაზე 93 გრადუსზე ავიდა 10900k, თუნდაც იმიტომ რომ ზოგი მაზერი ვერც კი უძლებს top intel-ს პროცესორებს და იქრაშება, ანდაც იმიტომ რომ premium Z490 მაზერი თუ არ გაქ RAM-ს სიხშირე გაქ დალიმიტებული ინტელისგან. აი ესენი მაინტერესებს მე როგორც მომხმარებელს და არა ის რამდენი შესდის ინტელს ამ კვარტალში და რამდენი შეუვა AMD-ს შემდეგში. მე ფანობას ვერიდები ხოლმე. ინტელზე ვიყავი როგორც ყველა. ნუ მე არ მიყიდია ახალი კომპი მარა ვისაც ვაყიდინე ან ვურჩიე ყველას AMD-ს ვეუბნები იმიტომ რომ მაგათი usecase-სთვის იდეალური ვარიანტია. მე თვითონაც ულტრაბუქს რომ ვიყიდი მომავალში AMD-ზე იქნება აუცილებლად. მე არ მინდა დისკრეტული ბარათი, ლეპტოპი დისკრეტული ბარათით კაი ხანია არ მქონია. ხოდა AMD-ს ინტეგრირებული იდეალურია ჩემთვის. პროცესორზე ხმას ვერ ამოვიღებ 6 ბირთვიანიც რომ დავითრიო კისრამდე მეყოფა. ხოდა რომ დავინახე უკვე AMD-ს უპირატესობა მაგიტომაც მომეწონა, გაღორებული ინტელისკენ აღარც გავიხედები სანამ ასეთი სიტუაცია იქნება. რომ ვნახავ რომ ჩემთვის ARM ჯობია ინტელსაც და AMD-საც მერე მაგაზე გადავალ. მომავალში ARM-ზე გადავა ყველა. linux უკვე მუშაობს მაგათზე. linux ყველაფერზე მუშაობს პრინციპში აი apple კი მალე აპირებს გადასვლას ARM-ზე, MS-სმა ხომ გააკეთა ARM ვერსია windows 10-ს. ამათში ყველაზე მეტად MS ჩამორჩება მგონია. Apple-მა ერთხელ უკვე მოახდინა ძირეული ცვლილება powerpc-დან რომ x86-ზე გადაერთო, ეხლაც არ გაუჭირდება. მაგათ სრული კონტროლი აქვთ საკუთარ ჰარდზე და სოფტზე. ყველაზე მეტად ისევ MS გაიჭედება მაგაში.
-
სულ ინტელის შემოსავლებზე რანაერად ლაპარაკობ გეგონება წილში უზისო. რაც უფრო მეტს აკეთებს კომპანია მით უფრო გევასება? აბა apple გეყვარება მაგრად წესით რაშუაშია ვინ რამდენს აკეთებს? ფაქტია ინტელის მიმართულება 180 გრადუსით შემოატრიალა და აიძულა 2-3ჯერ იაფად დაეყარა ბევრად მეტ ბირთვიანი პროცესორები. შენ ეტყობა ძაან გიხაროდა 6 ბირთვიანი 999$ რომ ღირდა და 10-იანი ჰორიზონტზეც რომ არ ჩანდა. 2 ბირთვიან i3-ებს შეაკვდა ხალხი სანამდ 8 თაობაში არ გამოუშვეს 4 ბირთვიანი i3-ები AMD-ს წყალობით. ლეპტოპებში OEM-ების ამბავია, თორემ გადასარევი პროცესორები აქვს AMD-ს. არც დუხოვკებია და არც ბევრ დენს მოიხმარენ. 15 W-იანი CPU-ები აქვს 25 W configurable TDP-თი თავზე ახურავს ინტელებს. ამასწინათ ვიდეოც კი დაიდო აქ სადღაც უქულეროდ crysis რომ თამაშობდნენ AMD-ს ახალ პროცესორზე. ეგეთი რამე წარმოუდგენელი იყო. დაიწვებოდა რაღაცა რომ გეცადა. iGPU ხომ მთლად გადასარევი აქვს. ვინ იფიქრებდა ულტრაბუქს დაითრევდი და თუ მოგინდებოდა BF V-საც ითამაშებდი ულტრაბუქზე, საქმისთვისაც 6 ან 8 ბირთვი გაქ და ეგ ლეპტოპზები 600-700$-ები ღირს. 1500$-მდე ინტელებს თავზე ახურავს performance-თ. მაგათი iGPU ძალზედ ძლიერია, იმდენად რომ nvidia-ს low end კარტებს დაეწია უკვე ეგ თან ახლებზე ვამბობ, 3400G-ს ინტეგრირებული Xbox one S-ს GPU-ზე ძლიერია საკმაოდ. https://www.overclock3d.net/reviews/cpu_mainboard/amd_ryzen_5_3400g_review/1
-
1950x-ს გეიმინგისთვის ვინ იღებს მაგას რომ ტესტავენ? აქვს მაგისთვის AMD-ს მშვენიერი პროცესორები. ეგ პროცესორი არის powerhouse. რენდერი გინდა, კომპილაცია, VM-ები მოკლედ ყველაფერში გამოსადეგი პროცესორია. ეხლა ვისთვისაც მზე და მთვარე gaming-ში ამოდის და მის მეტს არაფერს აკეთებს კომპიუტერზე იმას ეგ არ გამოადგება. თუმცა ეგეთი სასტავი ძალიან ცოტაა, 1000 რამეს აკეთებს ხალხი კომპზე და მარტო gaming-ში ის 5-7% სხვაობა 150 FPS-ში რომ 5-10 FPS-ა სხვაობა არაფერს ნიშნავს მათთვის. AMD ყოველდღიურ მოხმარებაში intel-ს ბევრად ჯობია, მაგას ყველა reviewer აღიარებს და ურჩევს ხალხს და ჯამში მაგის პროცესორები გაცილებით გამართლებულია თუნდაც იმ 5-10 FPS-თ ნაკლებს იძლეოდნენ. 3600x/3700x/3800x/3900x-ები ყველა მშვენიერი მოდელებია. მანდ ლაპარაკია 100+ FPS-ებზე და როგორც ბევრ ვიდეოში ჩანს 1% low-ებშიც კი ძაან ახლოსაა. გაფართოებას რომ ზრდი კიდე ნაკლებია სხვაობა. 2k-ზე უკვე მაგდენი არც იქნება და 4k-ზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. სამაგიეროდ გაცილებით future proof-ა. ინტელზე რა დღე გაგითენდება და რა ხვრელს უპოვნიან პროცესორზე არ იცი წინასწარ. აგერ საათნახევარი რომ უნდება რაღაცის კეთებას ეხლა, მაგ დაცვებს რომ ვუთიშავ ლამის 20 წუთს მაძლევს სხვაობას. ჩართვითაც კი 10 წამზე ნაკლებ დროში ირთვება ისედაც მაგრამ ლამის 2 წამი აქვს სხვაობა დაცვებით და მათ გარეშე. რიგ შემთხვევებში ეგ ყველაფერი IO-ს შენელება, პროცესორის შენელება და ა.შ. მოქმედებს performance-ზე, ნუ ვინც ვერ ხედავს ის არც აკეთებს ისეთს კომპზე არაფერს. ფილმების ყურება, ბრაუზინგი არაფერია. gaming კიდე ისეთი თემაა მანდ დიდად ვერც იმოქმედებს მანდ უფრო GPU-ზეა და რომც იმოქმედოს ძნელი შესამჩნევი იქნება. ასე რომ მარტო gaming-თ არ ღირს იმის მტკიცება არიქა არაფერს აკლებსო. ხალხი 100-200-300 ბენჩებს ატარებს მაგ სხვაობის სანახავად. 20-30-40 საათიანი ბენჩებია, სხვათაშორის open source-ა და შეგიძლიათ გადმოწეროთ და გაუშვათ მაგდენი დრო თუ გაქვთ, მანდ ოტ ი დო იტესტება ყველა ნიუანსი სადაც შეიძლება ინახოს პროცესორის რეალური წარმადობა.
-
არავის უთქვამს რომ მარტო ლეპტოპებს ემართება ეგ. თვითონ CPU-ს პრობლემაა როგორც ჩანს, რადგან ვირტუალური მანქანიდანაც კი (რომელიც იზოლირებულია) ქრაშავს სისტემას. მაგას საკმაოდ ბევრი იკვლევს JetBrains-ზეც წერია მაგ ლინკზე, იასნია ინტელიც იკვლევს. power state-ს ბრალი რომ იყოს აქამდე ვერ ნახავდნენ შენ თუ 2 წუთში ეგ იეჭვე? სერვერული ნაწილები რომ გამოვა მაგ არქიტექტურაზე თუ მანამდე ვერ მოაგვარეს კარგად ქონიათ საქმე cloud-ში
-
lol 24 საათზე მეტი გავიდა და მიკვირდა სადაა ინტელის პროცესორებში ახალი ხვრელი მეთქი. გავხსენი ნიუსების საიტი და აჰა გავჩითე კიდეც Intel Ice Lake CPUs Have a System Crashing Bug ბოლო 10 დღეში 2-ჯერ დააფდეითდა microcode და ბოლო სერიაში მაინც დარჩათ ამხელა bug, რომელიც მთელ სისტემას ქრაშავს lol. როგორც წერენ ინტელის CPU (უფრო სწორად CBU - Central Bug Unit ) -ს დიზაინშია თვითონ პრობლემა. არ უვარგა რა ეს არქიტექტურა. დენიკინის დროინდელ skylake-ზეა დაფუძნებული მაგათი მთელი ბოლო 5 სერია. ყველანაერად მოძველებულია უკვე გინდა ეს არქიტექტურა გინდა ტექპროცესი და ეგ პრობლემების სერიოზულობაზეც ეტყობა. P.S. ეს bug არაა ეს ფიჩაა UltraSuperLowPowerState, because PC can't waste power if it's crashed
-
მეც ამას ვიძახი უკვე რომ linux-ზე gaming უკვე საკმაოდ დახვეწილია. რიგ შემთხვევებში უკეთესიც კი ვიდრე იგივე კომპზე windows-ზე. ამას ისიც დაუმატეთ რომ სისტემა 10 თავით ჯობია და ბევრად უფრო სტაბილური და დაცულია. ასევე tweaking-ს გაცილებით მეტი საშუალება გაქვს. kernel-ს დონეზე საკუთარი ხელით შეგიძლია მაქსიმალური performance-სთვის დატვიკო, ან სხვა კერნელი გამოიყენო, რომელიც უკვე დატვიკულია სხვადასხვა მიზნებისთვის. ყველაფერი linux-საა გარდა დესკტოპისა და აშკარად მომავალში ეგეც კი linux-ს აღმოჩნდება.
-
lol intel-ს ჩაუკეტია მაღალსიხშირიანი RAM-ების გამოყენება ბევრ მაზერსა და პროცესორებზე 10 სერიაში. მარტო პრემიუმ Z490 სერიას არ ეხებაო. i5 10600-ზე მაგალითად ან z490 უნდა იყიდო და მაღალი სიხშირის რამები გექნება ან იაფიანი მაზერი და 2666-ს ვერ გაცდებიო. ისედაც სხვადასხვა ჩიპებს ყიდდა მაგ 10600-ებში ინტელი. ზოგი დუხოვკა იყო და ზოგი ახალი თაობის თხელი DIE-თ, ეს ამბავი კიდევ უფრო აბანძებს მაგ მოდელებს. AMD 120$-იან მაზერებზეც კი 3200 mhz RAM-ს support-ები აქვთ.
-
AMD says the Ryzen 9 3900XT offers about 4% better single-threaded performance over the Ryzen 3000 series. The Ryzen 9 3900XT has a 3.8GHz base frequency and 4.7GHz boost frequency while will retail for $499 USD. 4.7 GHZ ჰმ ვნახოთ. 12 ბირთვიანისთვის მშვენიერი ფასი უდევს თავიდანაც. თუმცა კი ვიცით რომ AMD მერე კარგად უგდებს ფასებს. 4xxx სერია რომ გამოვა კიდევ უფრო გაიაფდება ესენი.
-
მე SVP-ს არ ვიყენებ ჩემი მოწყობილი mpv მირჩევნია მაგ პროექტს, საჩალიჩოა SVP-ს გამოყენება ცალკე და ცალკე ჩემი კონფიგების, ორი პროფილის ქონა mpv-სთვის, ყოველ გაშვებაზე უნდა გადაწყვიტო რომელი გინდა ამიტომ ამოვშალე SVP. ეგ მადვრ ჯადოქრობა კი არაა მაგასაც აქვს თავისი ალგორითმები და mpv-საც აქვს მისი. დღეს მაგ პლეერებში mpv საუკეთესოა ჩემი გამოცდილებით ვამბობ, რადგან ეგ ყველა პლეერი შედარებული მაქვს. ოღონდ mpv-ს საკმაო შესწავლა უნდა. 1 თვემდე დამჭირდა რომ გავრკვეულიყავი მაგ პლეერში. powerdvd მარტივი დასაყენებელი იყო და კარგ შედეგს მაძლევდა მაშინ, მაგრამ მერე რომელიღაც სხვა პლეერზე გადავედი მახსოვს უკეთესი შედეგი ქონდა, თან გაცილებით მსუბუქი იყო, powerdvd ძაან მძიმეა. ბოლოს mpv-ზე გადავედი. ყოველთვის საუკეთესო სოფტს ვეძებ ხოლმე. არ მიყვარს მასე ჩაციკვლა ერთიდაიგივე სოფტზე ან ჰარდზე და იმის მტკიცება რომ ვსო მორჩა ინტელი კობია ყველას, mpc-hc ჯობია ყველას, nvidia ჯობია ყველას და ა.შ. სულ უკეთეს ალტერნატივებს ვეძებ ხოლმე, თავის დროზე მაგიტომაც გადავედი nvidia-დან amd-ზე GTX 660-ს რომ HD 7970 OC-ში გაცვლი და მარტო 30 ლარს დაამატებ იასნია რომ იდეალური გარიგებაა. lol მაგ ჩემი 7970-თ 680-ს დონეზე ვიყავი და ზოგან ჯობდა კიდეც მერე დახვეწილი დრაივერებით 660 რა მოსატანი იყო მაგასთან. ეგრეა ეს mpv-ც, მასე მივაგენი თავის დროზე. ბევრი ტესტების, შედარებებისა და კონფიგების მერე. ეხლა ამაზე ვარ, მაგრამ არ ნიშნავს რომ უკეთესს არ ვეძებ, უბრალოდ ჯერ ვერ ვნახე. თუ ვნახავ ამაზე კიდევ უფრო უკეთესს იმაზე გადავალ მერე და კონფიგსაც მოვხოდავ.
- 3540 replies
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
-
მე რა ლინკიც დავდე ეგ არ არის ბეტა, ეგ არის ოფიციალური მკვდარი პროექტი. კაკრას შენ რაც დადე ეგ არაა ოფიციალური ეგ არის fork! open source იცი რას ნიშნავს? ვიღაცამ აიღო მაგის კოდი გააკეთა github-ს პროექტი და აქვს მხოლოდ maintenance mode-ში. აი ესაა ოფიციალური https://github.com/mpc-hc/mpc-hc რომელიც არის მკვდარი This repository has been archived by the owner. It is now read-only. მეც შემიძლია ამ წუთას ავიღო მაგის კოდი და ახალი რეპო გავაკეთო. რანაერად დაგიჯერო კაკ მინიმუმ vlc და mpv პლეერი არც კი გცოდნია რომ madvr-ს არ იყენებს და არასწორ ინფოს წერ. ან არ გაქვს ყველა player ნაცადი ან უბრალოდ დააყენე ჩართე ვიდეო და მაგას ეძახი ცდას. კონფიგი უნდა გაასწორო მოხოდო და მერე შეადარო mpv მაგას და ნახავ windows-ს რომ ვიყენებდი მაგ დროიდან მაქ შედარებული შენ წლების წინაც წერდი მაგ პლეერზე, ადრე powerdvd-ზეც წერდი ხოლმე ვიყენებო. ხოდა მაგ დროიდან მოყოლებული მაქ შედარებული ეგ ყველა player და mpv-ს ვერცერთი ვერ ჯობია ჩვენებით, ამას იმის მერე გეუბნები რაც ძირეულად შევისწავლე ეგ თემები და შევადარე მაშინ ძალიან კარგი მონიტორი მქონდა და იმაზე ვადარებდი. ეხლა კარგი ჩვენება თუ მინდა მაშინ ჩემს 50" ტელევიზორზე მიწევს შეერთება, რადგან ლეპტოპს არ აქვს ეგეთი კარგი გამოსახულების მქონდე ეკრანი.
- 3540 replies
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ლოლ უქულეროდ crysis რა მაგარი smooth-ა თან. ეხლა ინტელის 10 სერია თუნდაც წარმოვიდგინოთ მაგის ადგილას სახე აეხეოდა იმხელა ენერგომოხმარებები და შესაბამისად სითბოს გამოყოფა აქვთ. სისულელეა იმაზე დავა რომ intel არაა უფრო ცხელიო. ზომა იგივეა და მოიხმარს გაცილებით მეტ ენერგიას, იმიტომ რომ არქიტექტურის სიბანძის კომპენსაცია მოახდინოს სიხშირეებით, ენერგია კიდევ არსად იკარგება. გამოიყოფა სიცხის სახით, მითუმეტეს 14 nm vs 7 nm-ა. ფიზიკურად გაცილებით პატარა ტრანზისტორებია. ეგ იმ ჩარტშიც ჩანს ცხრილები რომ არის მილიმეტრ კვადრატზე ვინ რამდენ ტრანზისტორს ატევს. TSMC გაცილებით მეტ ტრანზისტორს ატევს ვიდრე ინტელი! 10900k-ს ტესტიროვკა რომ დაიდო 150$-იან წყლის გაგრილებაზე 93 გრადუსზე ადიოდა lol დუხოვკაა აბა რა არი.
-
შენ არ გცოდნია საერთოდ vlc და mpv. მე რომელზეც დავწერე vlc და mpv არცერთს არ აქვს madvr-ს support. ხო შენი პლეიერი MPC-HC მკვდარი პროექტია უკვე 3 წელია https://mpc-hc.org/2017/07/16/1.7.13-released-and-farewell/ მისი დეველოპერების რეკომენდაციაა რომ სხვა player-ზე გადადითო, ეგ github-ზე არაოფიციალური ბილდია ვიღაცის ნაჩალიჩარი უწერიათ კიდეც რომ არის maintenance mode-ში. ფაქტობრივად ვერსიის ნომერი იცვლება მარტო, დიდი ცვლილებები მანდ არ მოხდება. mpv-ს ჩემით ვბილდავ source-დან იმიტომ რომ რამდენიმე ფუნქცია მჭირდება რაც თავისით არ აქვს. ძირფესვიანად შესწავლილი მაქვს ეგ player. საკმაოდ ბევრი ფუნქციები აქვს და ლამის ყველაფერს აკონტროლებ. 60 FPS-შიც python-ს კოდით გადამყვავს live-ში. lua პროგრამირების ენას იყენებს ინფორმაციების გამოსატანად, ვიდეოებზე მანიპულაციისთვის და ენების ავტომატურად წამოსაღებად. მაგას ბევრი ჩალიჩი უნდა და windows-ს უზერებს როგორც წესი კლიკებით ურჩევნიათ რაღაცების გაკეთება. madvr 10 წუთში რასაც მოხოდავ აქაც იზამ დაჟე თუ კარგად დაეჩალიჩები უკეთეს შედეგებსაც დადებ იმიტომ რომ გაცილებით მეტი კონტროლის საშუალება გაქვს madvr closed source-ა და ვერც ვერაფერ მოდებს ვერ უკეთებენ, ოღონდ ბევრი ჩალიჩი და პარამეტრების შესწავლა გინდა mpv-ში. ყველგან იმას წერენ რომ mpv ჯობია მაგ mpc-hc-ს https://www.slant.co/versus/12830/13973/~mpc-hc_vs_mpv 60 FPS-ში გადაყვანას რაც შეეხება. მანდ პირიქით ინფორმაციის დამატება მიდის. არის რამდენიმე ალგორითმი რომლითაც კადრების ინტერპოლაცია ხდება. ეგ 23.976 კადრი არსად არ ქრება მაგეებსაც ხედავ და მაგათგან მიღებულ დამატებით კადრებსაც. ანუ ინფორმაცია კი არ აკლდება ემატება. ალგორითმები კი ზოგი უკეთესია ზოგი ნაკლებად, ეგ hardware რასაც გაგიქაჩავს ის უნდა გამოიყენო. თუმცა დაჟე მეხუთე სერიის i5 5300u-ც ხოშიანად უმკლავდება ჩემთან 60 fps-ზე ინტერპოლირებას და ძალიან კარგ შედეგებს მაძლევს. SVP-ს კონფიგიც მოვხოდე და ეგეც საკმაოდ კარგი პროექტია და მომეწონა. ხო mpv-ზე დაჟე შეგიძლია youtube-ს player- ჩაანაცვლო შიგვე browser-ში და მისი ფუნქციები იქ გამოიყენო, ეგ ძაან მაგარია. ეგეც მქონდა firefox-ში აწყობილი და ძალიან კარგად მუშაობდა. მერე nightly ვერსიაზე გადავედი და დამეზარა აწყობა ხელახლა, ჩალიჩი უნდა მაგასაც. ეგ უპირატესობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება რადგან mpv-ზე აქტიური დეველოპმენტი მიდის feature-ბის დამატება და გაუმჯობესება. https://github.com/mpv-player/mpv თუ დაეჩალიჩები რამდენიმე საათში ალბათ შეძლებ mpv-ს მოხოდვას და ნახავდი შენითაც რომ ჯობია, მაგრამ უნდა შეისწავლო მისი პარამეტრები და ბევრი კონფიგების შესწორებები აკეთო. მაგას პლიუს vlc-ც და mpv-ც მაგრებია არანაერი external codec-ები არ უნდათ ყველაფერს უკრავენ.
- 3540 replies
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
-
არ აქ ჩემ ლეპტოპს HDR და არაფერი. უბრალო ეკრანი აქ და ბრაუზერშიც კი უკეთესი ფერები აქვს ვიდრე შენ რომ დადე პირველ სურათზე. მაგაზე გავამახვილე ყურადღება, ეგ პლეიერი აბანძებს გამოსახულებას და მაგიტოა ეგეთი ბანძი ფერები. მონიტორის hdr-ს ქონა არ ქონა რა კავშირშია? არაფერი madvr შმადვრ არ უნდა იგივე vlc ან mpv რომ აიღო პირდაპირ გაცილებით უკეთ ანახებს მაგ პირველ სკრინთან შედარებით. მერე კი შეგიძლია ცალკე გააუმჯობესო. მე mpv-ში python-ს დახმარებით 60 fps-ზეც ვუკეთებ ინტერპოლაციას ლეპტოპის შესაძლებლობებიდან გამომდინარე და ისე ვუყურებ ხოლმე ფილმებს. უკვე წლებია 60 FPS-ში ვუყურებ და 24-ს ატანა არ მაქ, ძაან საშინელება 24-ში წიკწიკა კადრებზე ყურება.
- 3540 replies
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
-
4700G zen 2 არქიტექტურაა, გავიწყდება, მაღალი სიხშირე და გაცილებით სწრაფი RAM-ების მხარდაჭერა აქვს.
-
ინტელის აწიოკება იწყება Ryzen 4000G Zen 2 architecture maximum 8 cores and 16 threads. Ryzen 7 4700G maximum Boost clock can reach 4.45GHz. 8MB L3 Cache DDR4-3200 memory. სკრინზე DDR4-5600 MHz-ზე მუშაობს. 250$-მდე ეღირებაო ეგ 4700G. iGPU-ს თუ გავითვალისწინებთ და იმას რომ 8 ბირთვი და 16 ნაკადი აქვს, საოცარი ფასია. Vega 8 GPU კი გაუმჯობესებულია და 2.1 GHZ-ს მიაღწევსო. მაგ ბარათით low-ებზე full hd-ზეც კი საკმაოდ ბევრ რამეს ითამაშებ დესკტოპზე მათალი FPS-თ დროებით მაინც. საკმაოდ სერიოზული კარტა იქნება ეგ, განსაკუთრებით ასეთი მაღალი სიხშირის ოპერებთან ერთად. არ გამიკვირდება 30-40% მატებაც რომ დადოს ბარათმა მარტო. https://www.notebookcheck.net/AMD-Ryzen-4000G-series-APUs-dissected-Biostar-confirms-up-to-60-of-desktop-Renoir-processors.466311.0.html https://www.eteknix.com/amd-ryzen-4000g-series-starts-getting-bios-support/ https://www.hkepc.com/19428/
-
სამწუხაროდ ჯერ ვერა. ეგ მხოლოდ OS-ს build-ებს ეხება ისიც ახალი აღარ გამოვაო. აი apple-ვით რომ იზამენ ეგ იქნება 32 ბიტის დავიწყება სრულად რომ გადავლენ 64 ბიტზე და 32 ბიტიანი სოფტი საერთოდ რომ აღარ იმუშავებს სისტემაში, მაგრამ მაგას MS 100 წელი ვერ იზამს. apple-ვით კონტროლი არ აქვს სოფტზე მის სისტემაზე. ძალიან ბევრი სოფტია 32 ბიტიანი ჯერ კიდევ.
-
ეგ რაღაცა ბანძი პლეერია, ძალით აფუჭებს ხარისხს და მერე აუმჯობესებს ეფექტის შესაქმენლად ბრაუზერშიც კი არ არის ეგენი ნაგავი, როგორიც მაგ პირველ სურათზე. აგერ პირდაპირ ბრაუზერიდან adjaranet-ზე დავსკრინე ეს
- 3540 replies
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
-
რამდენად ძლიერი ბირთვები აქვს წარმოიდგინე. 500 MHZ არის სხვაობა 8 ბირთვზე და 16 ნაკადზე. და gaming-ში მაინც მცირე სხვაობაა. მანდ ყველაზე მნიშნველოვანი ისაა რომ აქ რომ ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ლატენტობაზე და რამებიო და 1000 რამე სისულელეა ეგ ყველაფერი. რეალურად gaming-ში არაფერი დიდად არ ეტყობა. მანდაც ჩანს ეგ low 0.1%-ებში. ეს აგერ i3 10100 vs ryzen 3 3300x https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=corei3-10100-3300x&num=1 Long story short, the AMD Ryzen 3 3300X was the clear winner in all of the 300+ CPU/system benchmarks carried out. In the gaming tests, the results tended to be much closer and from the geometric mean of all the 1080p gaming tests the performance was basically tied. ანუ gaming-ში თანაბარია, დალშე რაიზენმა აჯობა. ეგ იმიტომ რომ სიხშირე აქვთ ერთნაერი. lol AMD უფრო ძლიერია არქიტექტურულად და იმიტომაც აჯობა იგივე სიხშირით. მანდ საგულისხმო ისაა რომ ryzen უფრო იაფი ღირს და აქვს PCIe 4.0 მაგ ინტელს კი მარტო 3.0 10700k რაზგონი კი არა დავდე ინფო ამასწინათ 10900k-ს სტოკს ვერ ქაჩავს და იქრაშება ზოგი მაზერი. 14nm-ს და უაზროდ მაღალი სიხშირის შესაბამისად ენერგომოხმარების გამოა ეგ ყველაფერი. მაგრამ რა ქნან AMD-ს სიხშირეებზე რომ დააყენონ მერე თანაბარიც აღარ იქნება gaming-ში და მაგაშიც აჯობებს. დანარჩენში ისედაც ყველაფერში AMD ჯობია სამუშაოდ. linux-ს შემქმნელიც მაგიტომ გადავიდა AMD-ზე. თანაც ადრე იმაზეც აქვს ნათქვამი რომ დაიღალა ინტელის დირკებით lol ლამის ყოველკვირას პოულობენ ინტელის პროცესორებში სისუსტეებს.
-
ცდები, მაგ ხვრელებიდან 90% დესკტოპს ეხება კაკრას, მათ შორის ეს ბოლო rdrand-ს პრობლემაც. კრიპტოგრაფიაში გამოიყენება ეგ engine. იდეაში იმისთვის შექმნეს რომ სწრაფად მოეხდინა გენერირება რენდომ ნომერის. 2012 წელს ინტელმა დიდი კვლევა ჩაატარა ivy bridge-ში ჩადეს პირველად, მაგრამ ვერც ვერაფერი ნახეს. ეხლაღა ნახეს მაგაში პრობლემა. ასევე openssl-ც იყენებს მაგას, რომელიც ძალიან ბევრგან გამოიყენება და ბევრი სხვა რამ. დესკტოპსაც მშვენივრად ეხება. შენ რო წერ ხოლმე ისე არ არის ყველაფერი. AMD ინტელზე 10-ჯერ პატარა კომპანიაა და გაცილებით ნაკლები დანახარჯები აქვს, თუნდაც იმიტომ რომ 10-ჯერ ნაკლები თანამშრომელი ყავს მისით არ ამზადებს და იკვლევს ჩიპებს, ტრანზისტორებს და 1000 რამეს. TSMC უმზადებს გამზადებულ ტექნოლოგიებზე. მე ის მიკვირს შენ რა გიხარია AMD 1.47 მილიარდს აკეთებს თუ ინტელი 19-ს lol მგონია ინტელში მუშაობ ისეთებს დაწერ ხოლმე. მომხმარებელს ის უნდა ადარდებდეს რას ყიდულობს. მაგ 10600-ებში სხვადასხვანაერი ჩიპები რომ ჩადეს და ერთი დუხოვკა როა და მეორე ნორმალური და რომ იყიდი და რო არ იცი რა შეგხვდება ეგ უნდა გადარდებდეს. დავდე მაგაზე ინფო ცოტა ხნის წინ. ან ეხლა ბოლოს რომ დაიდო 10900k-ს სტოკზე რომ რამდენიმე მაზერზე არ შეუძლია ნაგრუზკაზე მუშაობა, იმ ახალი 8 წუთიანი high performance mode-ს გამო. რაზგონზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია 10600k-საც კი ვერ ქაჩავს ზოგი მაზერი. k-ს იყიდი და სტოკზე უნდა გქონდეს მაგ მაზერებზე ეგაა მომხმარებლის სადარდებელი.
-
ახალი დღე ახალი სისუსტე. კიდევ უნახავთ lol SGX იმპლემენტაციაში სისუსტე. ყველაზე ღადაობა კიდევ ის არის რომ იმის მიმართ აქვს პრობლემა რის მოსაგვარებლადაც შექმნა intel-მა ეგ. https://www.notebookcheck.net/Another-month-another-Intel-chipset-malware-vulnerability.469588.0.html უკვე ძალიან სასაცილოა. ინტელის არქიტექტურა ძაან ბანძია. საცერივითაა დახვრეტილი ამ სისუსტეებით. ფასი წარმადობით AMD ხო ჯობია ყველა სეგმენტში, იქნება ლეპტოპი, დესკტოპი თუ სერვერები. მაგრამ აი ამდენი პრობლემა რომ აქვს და ვინ იცის შემდეგში კიდევ რამდენს ნახავენ ეს უკვე ცალკე ძალიან დიდი მინუსია. მომენტში შეიძლება ისეთი რამე გამოხტეს მესამე მეოთხე თაობებში რომ 40% პერფორმანსი დაკარგეს ინტეგრირებულმა ვიდეოებმა ან ეხლა რენდომ ნომერის გენერატორმა 97% რომ დაკარგა და მთლად შეილება მიწასთან გაასწოროს პერფორმანსი მაგ დაცვებმა. ნუ HT ჩართული რომ პრობლემაა ეს უკვე 33% პერფორმანსის ვარდნას ნიშნავს მულტითრიდინგში.
