Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15278
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    128

Everything posted by მათე

  1. falcon & Winter Soldier-ს ვუყურე უკვე ვანო. იმენა მეცინებოდა. ვინაა ის ტიპი საერთოდ cap america-დ რომ დასვეს,სირცხვილია lol ძალის ძალით გადაღებული სერიალია. მე დიდად არც ვანდავიჟენი მომეწონა. შავ თეთრი სცენები სადაც იყო ის სერიები 2 წუთში მოვამთავრე გადახვევებით, სადაც ექშენები იყო ცოტა იქ ვნახე მარტო. ეგენი ხომ გასაგებია ცალკე შემოსავლებისთვის გადაიღეს, არ მგონია დიდხანს გასტანოს, ისევე როგორც მწვანე ისარი, flash და სხვებმა გასტანა. სხვათაშორის მინდა აღვნიშნო რომ მაგ სერიალებს სერიოზული crossover-ები ქონდათ, დაჯე რამდენიმე სერია რო იყო განადგურება რომ ემუქრებოდა ყველა სამყაროს ეგენი მთლად კარგად იყო გაკეთებული. flash მაგ სერიალიდან მილიონჯერ ჯობია ამ DC_ს ფლეშს. გინდა სირბილით გინდა შენელებულად სადაც არის გადაღებული ჩემთვის ცა და დედამიწაა. ძაან უცოდინრად არის გადაღებული ფილმში. ენდგეიმი მოვთხარე აბა რა უაზრობები ხდებოდა lol. ჯერ იყოდა კომპიუტერი გაუშვეს მისიაზე რომელიც თავისივე თავმა დააფიქსირა ტანოსის შვილმა და უთხრა ტანოსს, აქედან დაიწყო ყველაფერი. უკვე უაზრობაა რასაც ქვია არადა იდეაში ჩუმად უნდოდათ რომ ექნათ. მერე დაბრუნებისთვის ის რაღაც ნივთიერება არ გვეყოფაო და ტანოსი უზარმაზარი ხომალდით და არმიით შემოვიდა. იქ ჰალკმა გაატკაცუნა და სულ გადაავიწყდა ტანოსის და მისი არმიის შესახებ და კაკრას მაშინ დასცხო ტანოსმა რაკეტები. ეს სტარკს რო გაატკაცუნებინეს ხო საერთოდ უაზრობა იყო. ამიტომაც ქონდა კრიტიკები მაგ ფილმს. მაგრამ ჯამში სპეცეფექტებით, მსახიობებით და როგორც ფილმი მთლიანობაში საყურებლად 10 თავით მაღლა დგას DC-ზე. შეცდომები იქაცაა, როგორ არაა, დღეს ვუყურებდი კაკრას სპაიდი, სტარკი და ჯადოქარი რომ არიან კოსმოსში და სტარლორდს რომ შეხვდებიან პირველად. რომ არ იცნობენ ერთმანეთს. სტარლორდი იყენებს ფრაზას french fry-სავით გავჭყლიტავო სპაიდის როცა უმიზნებს. ამაზე არაფერი და ცოტა ხნის მერე ვინ ვთქვა ჩემი ბატონი რომ არიო jesus-ო და ამაზე იტყვის რკინის კაცი დედამიწელიაო. french fry-ზე ვერ მიხვდა რომ დედამიწელი იყო? მსახიობები ვინც marvel-სთვის შეარჩია ძალიან მაგარი ხედვა აქვს და წარმოდგენის უნარი აი DC-სთვის მე პირადად როგორც მინიმუმ flash-ს, WW-ს ამათ ნამდვილად არ ავიყვანდი. WW-ს უფრო იმიტომ რომ გამომეტყველება არ შეუძლია სახის ცვალოს, სულ დაბღვერილი დადის. flash იმენა ბანძია ძაან მიფუჭებს მთელ ფილმზე წარმოდგენას როცა ეგ როჟა იჩითება ხოლმე კადრში და უაზროთ იქნევს მაგ ხელებს და უაზრო მოძრაობებით ვითომ დარბის ან იწყებს სირბილს.
  2. @George მასეთი სხვაობა როცა იყო იგრებში 5-10% AMD-ს 3000 სერიასა და 9-10 ინტელებს შორის მე ვწერდი მასე რომ არ ღირსთქო ინტელის ყიდვა მარტო თამაშების გამოთქო, რადგან სხვა რაღაცებში AMD ჯობიათქო და მახსოვს შენ წერდი ღირსო იმ მეტ იგრებში პერფორმანსშიო რასაც ინტელი იძლევაო, მიუხედავად იმისა რომ productivuty task-ებში მაშინაც ჯობდა AMD intel-ს. ეხლა უკვე ეგერ productivity task-ებში AMD-ს 8 ბირთვიანი ინტელის 10 ბირთვიანსაც ჯობია და თამაშებშიც გადასარევი performance აქვს ამას პლიუს ენერგომოხმარება საგრძნობლად განსხვავებულია ინტელსა და ამდს შორის AMD-ს სასარგებლოდ და ეხლა უკვე აღარ ღირს ის 200-300 ლარი AMD-რადგანაა წინ თან ყველაფერში? ჩემი აზრით 1300 ლარად 5800x იდეალურია, მითუმეტეს ზემოთ დავდე საკმაოდ იაფად მაზერები, ეგ ახლები მეორადი შეიძლება განბაჟების გარეშეც დაითრიო თუ მიდის ძველ თაობის მაზერებზე ეგ პროცესორი. თამაშებშიც წინაა უკვე რაც უფრო ნაკლებ გარჩევადობაზე ადარებენ მით უფრო და რაც უფრო CPU bound თამაშებში ადარებენ მით უფრო იგივე CS რადგან AMD-ს 5000 სერია IPC-თაც ძლიერია ინტელის ბოლო სერიებზე საგრძნობლად, იმდენად რომ ის მცირე სიხშირის სხვაობაც ვეღარ შველის. ნუ 11 სერია იდეაში შედარებით უკეთესი იქნებოდა backport რომ არ იყოს 10 nm-დან, ეგაა დიდი ფეილი რომ ვერ შეძლეს ახალი lithography-თ CPU-ს დამზადება. იმედია შემდეგ თაობაში გააუმჯობესებენ ამას თორემ მერე უკვე მართლა შეიძლება სხვაობა ისე გაიზარდოს ფასებში რომ აღარ ღირდეს AMD. ეხლა კი 11 სერიას ბულდოზერს ადარებენ, რადგან ბულდოზერიც მისივე წინა თაობას ვერ ჯობდა რიგ შემთხვევებში ისევე როგორც 11900k მარცხდება ლამის ყველგან 10900k-სთან.
  3. 1300-დ არც კი დავფიქრდებოდი, კომპის აწყობა ეხლა რომ მინდოდეს. თავზე დაახურა ყველა ინტელებს თან ნაკლები ენერგომოხმარებით. მანდ ვოლტაჟებზე დაჩალიჩება ყოველთვის შეიძლება სტოკ პროდუქტზე. იქნება ლეპტოპები, მობილურები თუ დესკტოპები ვგულისხმობ undervolt-ს რაც კიდევ უფრო შეამცირებს ენერგომოხმარებას, შესაბამისად ნაკლებად გახურდება. 5800x ჩემი აზრით ოქროს შუალედია, რახან performance-ში როგორც ემბარგოს აწევის მერე ჩატარებულ ბენჩებში ჩანს 10 ბირთვიან 10900k-საც კი ჯობია, ლამის 2-ჯერ ნაკლები ენერგომოხმარებით. 11 სერია 10-თან შედარებით fail-ა მთლიანად და თვითონ 11 სერიაში როგორც reviewer-ები აღნიშნავენ 11700k და 11900k არიან Waste Of Sand ისე ეს კარგი ვიდეო დადეს linustechtips-ზე ეს 124$-იანი დედაპლატა შეიძლება უკეთესიც იყოს RAM-ს პერფორმანსისთვის საკმაოდ იაფადაცაა 5800x-სთვის https://www.ebay.com/itm/ASRock-B550M-ITX-AC-AM4-AMD-B550-SATA-6Gb-s-Mini-ITX-AMD-Motherboard/293643025146?epid=14039860534&hash=item445e7cfafa:g:rpwAAOSwDZhfCEyf მაგარი გაიაფებულა მაზერები https://www.ebay.com/itm/MSI-B550M-PRO-VDH-WIFI-AM4-AMD-B550-PCIe-4-0-USB3-2-Gen1-Micro-ATX-Motherboard/324237913917?epid=20039727611&hash=item4b7e15ef3d:g:YrQAAOSwMk5fGM5j
  4. ხო ვამბობდი 11900k FAIL-ა მეთქი! 10-იანში გავარტყი იმენა. Overall 5800x-ა ყველაზე იდეალური პროცესორი. 300 ლარით მეტიც რომ ჯდებოდეს 11700k-ზე 100%-თ უნდა იყიდო მაინც. ჯერ ერთი სხვაობა საკმაოდ დიდია performnce-ში, მერე მაგ სხვაობას ენერგომოხმარებაში და გაგრილებაში ამოიღებ მარტო 2-3 წელი ხომ მაინც გექნება. ენერგომოხმარება იმხელა აქვს ინტელებს მაგაში წაგივა 2-3 წელში მაგაზე მეტი ფული. ის ზღაპრები ამდ ძვირიაო აგერ ნახეთ რა ფასებშია 5800x https://www.mymarket.ge/ka/pr/20044445/procesorebi/New!!-Ryzen-7-5800X https://www.mymarket.ge/ka/pr/20260894/procesorebi/AMD-Ryzen-7-5800X-8-core-axali https://www.mymarket.ge/ka/pr/19228099/procesorebi/New-AMD-Ryzen-7-5800X სად ჩითავენ არ ვიცი, მაგრამ დღეს ვისაც კომპი ესმის საქართველოში ამ ფასებში ინტელს საერთოდ არც კი განიხილავს. აგერ სტოკზე რამდენად მეტი ენერგომოხმარება აქ ინტელებს ყველას იგივე 5800x-თან შედარებით, ღადაობა ისაა რომ ბენჩებში და პერფორმანსში 5800x-ს ვერ ჯობია ეგ ინტელები ვერცერთი. 5900x-თან საერთოდ ახლოსაც ვერ მიდიან. ეს single core-ზე lol 5800x მარტო 25 w-ს იყენებს 11700k 43W-ს და 11900k-49W-ს. ეს ყველაზე ხშირად იქნება რადგან ერთი ბირთვი ძალიან ხშირად ბუსტავს, უბრალოდ მუშაობაშიც კი.
  5. 11600k და 11900k დაიტესტა ძალიან დიდი ტესტიროვკა იყო https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=intel-rkl-linux&num=22 ეს 300-ზე მეტი ტესტირების შედეგია. როგორც ხედავთ 5800x - ს ვერცერთი ინტელის წარმოდგენილი CPU ვერ ჯობია, მათ შორის 10 ბირთვიანი და 20 ნაკადიანი 10900k-ც და ახალი 8 ბირთვიანი 11900k-ც მარცხდება 5800x-თან. 5900x-ს ხომ საერთოდ ახლოსაც ვერ ეკარებიან 11600k კიდევ 5600x-ს დონეზე ქაჩავს. 10600k ახლოსაც კი არაა ამ ორთან. 5800x-ზე რომ წერს ზოგი ძვირიაო, 10900k-ც და 11900k-ც წაკუზა და ეხლა 250$-დ არავინ მოგცემთ მასეთ ძლიერ CPU-ს. ეს კიდევ linux gaming benchmark-ების შედეგებია. LINUSTECHTIP-მაც მიუძღვნა ვიდეო 11 gen-ს. ვეღარც gaming-ში ჯობია უკვე ინტელი AMD-ს. 5000 სერია სასწაული დადო AMD-მ. ეხლა უკვე ვისაც top კლასი უნდა gaming-ში ან productivity task-ებში ნომერ 1-ა AMD. ინტელს თუ იყიდი უკვე წაგებაში ხარ performance-ს მხრივ, რადგან ყველაფერში ჯობია უკვე AMD. ასე რომ პროფესიონალი gamer-ებიც amd-ზე გადადიან უკვე. intel-ზე მარტო ფენბოები თუ დარჩებიან გაასაზიზღრა AMD-ს 5000 სერიამ ინტელი lol 11900k ორჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს ვიდრე Ryzen 9 5900x ესეც თუ რამდენად გრილია Ryzen 9 5900x მაგ 11900k-ზე ან 10900k-ზე. ზუსტად ერთიდაიმავე სიტუაციაში დატესტეთ linustechtip-ზე. ეს კი Ryzen 4 5600x მოიხმარს ორჯერ ნაკლებს ვიდრე 11600k
  6. კი გასაგებია შოკი და მარცხის მერე აღდგენა, უბრალოდ აქ იმხელა დროზეა საუბარი ათასობით წელზე. მანდ იმასაც ახსენებენ დიანა 5000 წლისააო, უბრალოდ სასაცილოა მაინცდამაინც ამ 40 წელს რომ მოუნდა დაბრუნება, როცა დიანას გარდა ყველა დაიბადა. ასევე კრიპტონელის სიკვდილი თუ ასე გაიგეს ერთი ცალის, მთელი პლანეტა როცა აფეთქდა მაშინ სად იყვნენ? ყველაზე უცნაური კი რაც არის ის რომ ყუთები ხომ ხსნიდა პორტალს? ბოლოს როდესაც სტეპენვოლფის თავი შემოუგდეს პორტალიდან და დახურეს პორტალი დარკსაიდი ამბობს რომ კაი ჯანდაბას ძველი გზით წავიდეთო. ანუ რა გამოდის მთელი ამ დროის მანძილზე უბრალოდ ფრენა ეზარებოდა დიდი ხანი და პორტალით უნდოდა სწრაფად წასვლა? ესეთ რაღაცებს DC-ს არ ვპატიობ ხოლმე უბრალოდ იმიტომ რომ მარველმა ძაან მაღალი სტანდარტები დააწესა კომიქსების ფილმებზე. რაღაცნაერი მშრალი ფილმები აქვს DC-ს. კიდევ ფლეში მიშლის ნერვებს რანაერად იქნევს ხელებს რო დარბის ის 2 თითი რო აქ თან გაშვერილი, მაგარი ბანძი მსახიობია. ეს დიანაც რაღაცნაერი ბანძია, სულ დაბღვერილი დადის.
  7. და მაგ ფილმში რომ ამბობენ სუპერმენის ეშინოდათო და იმიტომ ვერ მოდიოდნენო. ე.ი. ყუთების გამოღვიძებას არც ელოდნენ, რადგან ერთხელ უკვე გამოაღვიძა ეგ ყუთი იმ კიბორგის მამამ, მაგრამ სუპერმენის შიშით ვერ მოვიდნენ. სუპერმენი დედამიწაზე მაქსიმუმ 35 წლის წინ მოხვდა, მაქედან ალბათ ასე 10 წელია იმენა სუპერმენია და მანამდე სად იყვნენ, მანამდე რისი ეშინოდათ მაშინ? ეგ პირველი ბრძოლა ყუთებისთვის ძაან ადრე მოხდა, მაშინ მარტო WW იყო ცოცხალი. სუპერმენი, აქუამენი, ფლეში, ბეტმენი და კიბორგი ბოლო 35-40 წელში დაიბადნენ. იმენა ამათ დაბადებას ელოდნენ ათასობით წლები და მერე შემოუტიეს? რაღაცები არ ჯდება ფილმშივე შემოთავაზებულ ლოგიკაში. ამიტომ მომწონს marvel მანდ უფროა აწყობილი ისტორია, ლოგიკები მისივე სამყაროსი ვიდრე DC-ში.
  8. არა შენ ნაღდად არ კითხულობ ხოლმე სხვების პოსტებს ალბათ, მერამდენედ მე ერთს ვამბობ და შენ სხვანაერად კითხულობ 11700 კი არა 11900 ესაა თქო epic fail რადგან 8 ბირთვი აქვს ისევე როგორც 11700-ს. 10900-ს რო 20 თრიდი აქ და 11900-ს 16 ეგეც სასაცილოა. 330 კი არა მგონი 400$-მდე ეღირება ეგ 11700 და ეგ საკმაოდ ძვირია მაგ პროცესორისთვის როცა 5800-თან აბსოლუტურად ყველაფერში აგებს. მაგ 10700-ს მარტო ერთი კაცი ყიდის მარკეტზე 1200-დ იმანაც სად რანაერად იშოვა ღმერთმა იცის. ეგ უფრო გამონაკლისია და ტყუილად გგონია რომ 1200 ლარებად შემოყრიან მაგეებს. ამათ latency-ს პრობლემები თუ ვერ მოაგვარეს და ჯერ განახლებულ microcode-ზეც ქონიათ ეგ პრობლემა, ეგ იქნება საკმაოდ დიდი პრობლემა. back port რომ გაუკეთეს არქიტექტურას იმიტომაც დაემართათ ეგ. არ იყო მორგებული და მაინც ძალით გამოუშვეს და წინაზე უარესი გამოვიდა. დანაპირები 19% IPC gain-ს ნაცვლად 6-10% მაქსიმუმ ეგეც უკეთეს შემთხვევებში. gaming-ში მაგ latency-ს გამო აგებს კიდეც 10 სერიის პროცესორებთან ზოგ თამაშებში.
  9. Chance-ს უყურე House თუ მოგწონს. ერთგვარი გაგრძელებასავითაა House-ს.
  10. ძალიან კარგია. დაყოვნებაც ასე თუ ისე ნორმალურია უკვე როგორც ჩანს. რათქმაუნდა მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ძალიან საინტერესო პროექტია და იმედია ბოლომდე გაიყვანენ. გაიფებაც საჭიროა თორემ 500$ პირველად +100$ ყოველთვე საკმაოდ ძვირია. იმ ადგილებზეა მითუმეტეს გათვლა სადაც ნეტი არაა და ასეთი ადგილები არც სიმდიდრით გამოირჩევიან. საკაბელო ინტერნეტს რომ კონკურენცია გაუწიოს ჩემი აზრით მინიმუმ უნდა განახევრდეს ყოველთვიური ფასი ხოლო პირველადი მაქს 150$ ღირდეს. ისე ქალაქში მაგას კაციშვილი არ ჩართავს. ჩვენთან ეხლა 50 ლარად 50 Mbit/s რომ გაქ ეგ რატომ უნდა ჩართო თვეში 330 ლარად + 1700 ლარი უნდა ტექნიკას lol 3 წელიწადნახევარი შეგიძლია იხადო 50 ლარი თვეში მაგის პირველი თვის გადასახადის ფასად. 150 ლარი თვეში კიდევ რეალურია უფრო თუკი 200-300 Mbit/s-ს დაიჭერს რადგან ჩვენთან 100-ია მაქსიმუმი 100 ლარად. ისე კომპანიები პირველები იქნებიან ვინც მაგაზე გადავა. მაგთი და სილკი ისეთი ღორები არიან ძალიან სერიოუზულ დაწესებულებებსაც, მაგალითად სეისმოლოგიურ ცენტრს ინტერნეტი უბრალო ხრუშოვკიდან აქვთ გადაყვანილი და რაღაცა უაზრობების გამო ითიშება ნეტი როცა 24/7-ზე ჩართული უნდა იყოს მანდ. ფასი იცოცხლე 100 Mbit/s 5000-6000-მდე ჯდება. ზუსტად ის 100 Mbit/s რაშიც იმ ხრუშოვკის მაცხოვრებელი 100 ლარს იხდის. სრული განუკითხაობა და ღორობა ხდება საქართველოში ამ მხრივ და სერიოზული დარტყმა იქნება კომპანიების სტარლინკზე გადასვლა მაგთი და სილკისთვის. მაგრამ ეგ კომპანიები უარესსაც იმსახურებენ.
  11. არაფერი ურევსო და დროდადრო ასეთ პოსტებსაც ვნახულობ ხოლმე ამ თემაში :D ნამეტანი არასტაბილური სისიტემაა ეს 10 რა. მოდის update და მთელ სისტემას სახეს აძრობს ხოლმე. მაგას იკიდებს MS და იმიტომაც იწვევს ამდენ პრობლემეს განახლებები. უზერის სეთინგებს არ ცემს საერთოდ პატივს. აი ამდენი ჩხიკინი ნაღდად არ უნდოდა არცერთ ძველ windows-ს. მეტსაც ვიტყვი მაგდენი ჩალიჩი არცერთ სხვა სისტემასაც კი არ უნდა რაც აქ იწერება. ვისაც ეს FH4 არ უნდა რომელიც 10-ს გარდა სხვაზე არ ეშვება ჯობია 8.1 დააყენოს და დაისვენოს. DX12-ზე ნუ დაბოლდებით არაფერი დიდი სხვაობა არ მოუტანია მაგას. 99% ვერც კი შენიშნავს რამეს. ეგ ყველაფერი იმიტომაც კეთდება რომ მაქსიმალურად ყველამ 10 დააყენოს. ეგაა ერთადერთი მიზეზი, თორემ 7-ს და 8.1-ს რომ support ქონდეს დარწმუნებული იყავით რომ 10 მესამე ადგილზე იქნებოდა 7-ს და 8.1-ს შემდეგ. XP-საც რომ ქონდეს support მაშინ 4-ზე ბუნების შეცდომა OS-ა. აი მე ხომ ხშირი შეხება არ მიწევს მადლობა ღმერთს windows-თან, აი რამდენჯერაც მომიწია 10-ზე იმდენჯერ პრობლემების მეტი არაფერი მინახავს. არადა როგორ ტკბილად მახსოვს 7-ს რომ ვიყენებდი ჩემ კომპზე ეგ დრო. მასეთი კარგი OS MS-ს მაგის მერე არ შეუქმნია და ისეთი პირი უჩანს რომ არც შექმნის.
  12. იმ leak-დან უკვე ისედაც ვიცოდით ეგ ახალი თაობა რამდენად სუსტი იყო IPC-თ ryzen-ს 5000 სერიაზე. როგორც ვამბობდი საბოლოო მოდელი იყო ის პროცესორი და დიდად აღარც მიკროკოდს მოუმატებია რამე წარმადობა. 11900-ები epic fail-ა 8 core-თ რომ არის როგორც 11700-ები.
  13. ერთადერთი არგუმენტი ეგღა შერჩათ intel-ს fanboy-ებს რომ სერვერებზეო ბევრად დიდი market share აქო. იმდენს კი ვერ ხვდებიან რომ ეგ მარკეტი ყველაზე ნელა განვითარებადია მაგ საკითხში. აგერ დესკტოპზე AMD-მ გადაასწრო უკვე, რადგან ფაქტობრივად ყველაფერში აჯობა უკვე intel-ს. არავინ შეცვლის ყოველ წელს ან ყოველ მეორე წელს სერვერზე პროცესორებს, საუბარია მილიონობით პროცესორზე. თუმცა სერვერებისთვის ეგ ზრდა რაც AMD-მ დადო საოცრად სწრაფია. როგორც დღეს არის ისევე თუ გაგრძელდება სიტუაცია ასე 2025-სთვის შეიძლება უკვე AMD-ს გაცილებით მეტი market share ქონდეს ვიდრე intel-ს. შესაძლოა კიდევ უფრო მალე მოხდეს ეს თუ ასეთი კოლოსალური სხვაობა იქნა შენარჩუნებული. ერთი AMD-ს ტოპ პროცესორს 64/128 core/thread-იანს ადარებენ 2 ცალ xeon-ს ერთდროულად და ჯობია ხოლმე AMD, მითუმეტეს რომ ფასით ლამის 2-ჯერ ნაკლები ჯდება. intel-ს 14 nm და გინდა 10 ეხლა ბოლოს ძლივს ძლივობით რომ გამოუშვეს არაფრად ვარგა მაგდენ ბირთვიანი პროცესორის გამოსაშვებად 28-ზე არიან ეხლა სერვერებისთვის ცალკეულ პროცესორებში. ენერგომოხმარების მხრივ არიან ძალიან ცუდ პოზიციაში, ბევრად მეტი ენერგია უნდათ და ბევრად უფრო დუხოვკებია ინტელები, თორემ ამდენხანს გამოუშვებდნენ მაგ epyc-ების შესაბამის პროცესორებს. ამჟამად ინტელს ეგ უბრალოდ არ შეუძლია, მომავალში ვნახოთ.
  14. შანსი არის ამას გადახედე https://geeksadvice.com/decrypt-files-locked-by-stop-djvu-ransomware-virus/ The malicious virus was mostly distributed using malicious keygens, software cracks and tools like KMSPico. აი ამიტომ ვამბობ კრეკები და კეიგენები და აქტივატორები საშიშიათქო. ისე კი ყველას გირჩევთ ყოველთვის გქონდეთ backup მნიშვნელოვანი ფაილების. @ლაშა გვანცელაძე მონცემების მიხედვით სუსტი კომპი გაქ სავარაუდოდ. თუ დიდად არ თამაშობ და კომპს იყენებ როგორც საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი გირჩევ linux დააყენო. ერთი რომ მაგ კომპზე გაცილებით უკეთ იმუშავებს ვიდრე windows 8 ან 10 (7 უკვე მკვდარია და შესაბამისად დაუცველი) მეორე მსგავსი საფრთხე არ გექნება, რაც ამ თემაში რამდენიმეს მოუვიდა.
  15. აი ძაალ ელემენტარულია, ოდნავ უკან გაწიე კადრი და არაფერი ინფო დიდად არ დაიკარგება. რაც ზედა ქვედა მხარეს მოაკლდება ის გვერდებში დაემატება. ეხლა რომ მიწიო ახლოს კადრი რათქმაუნდა დაკარგავს ინფორმაციას. ეგაა და ეგ ეს იმენა 4:3-დ გადაიღეს და იმიტომ. გამორჩეული ხომ უნდა ყოფილიყო რამით წინა ვერსიასთან შედარებით. ან რა უბედურებაა ამსიგრძე რომ არის? არანაერად არ მომეწონა ეს ფილმი ვახვევდი ხოლმე იმხელაზეა გაწელილი. საღოლ წინა გადამღებს იმენა ბრუს ვილისი რომ მიადგება არმაგედონში რაკეტას და ზედმეტ ნაწილებს რომ აძრობს ისე გააკეთა, ნაგვები მოაშორა და დატოვა რაც მნიშვნელოვანი იყო. 10-დან მაქსიმუმ 5 ქულას თუ დაუწერ ზოგადად ამ ფილმს ორივეს. ამ ახალს კიდევ უფრო ნაკლებს ამდენ დროს გახარჯვინებს წინასთან შედარებით და არაფრის გამო. ის დარკსაიდიც რა უაზრო მტერია. რა უნდა ვერ გავიგე. მაგას ტანოსი ჯობია ბევრად. იდეოლოგია აქვს მისი და მიზანი რის გამოც აკეთებს მაგ ყველაფერს. რაღაც დონეზე გაგებაც შესაძლებელია.
  16. 4:3-ზეა ეს მართლა? მეგონა ვიღაცა უცოდინარის ნაჩალიჩარი fan made trailer-ები იდებოდა youtube-ზე. ისე განხილვები თუ გაქვთ ნანახი justice league-ს და avenger-ების? იმენა 1-1 შია დაკოპირებული ყველაფერი. ვერ ქაჩავს რა DC. ყოველთვის როდესაც ამათ ფილმებს ვუყურებ სულ იმას ვფიქრობ მისცა ამ ფილმების გადაღების უფლება marvel-ს მეთქი. რა ტყუილად იკარგება ამდენი სუპერგმირი ფლეშის მსახიობი ძაან ბანძია რა, სერიალის ტიპი რო შემოეყვანათ ეგეც კი აჯობებდა. ის 1984 WW მთლად ნაგვობა იყო, ამოდენა კინო და "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა, ტკბილად მოუბარი"-ს დასადასტურებლად იყო, ბოლოს ლაპარაკით რომ გადააფიქრებინებს მსოფლიოს მოსპობას
  17. ენერგოეფექტურობაა intel-ს დიდი ტკივილი. რაზგონში გახეულ პროცესორებს უშვებენ უზარმაზარი ვოლტაჟით და დენიკინის დროინდელი skylake არქიტექტურით, ასევე დენიკინის დროინდელ 14 nm-ზე. მაგიტომაც თხვლიპავს 250 W-ებს. AMD-მაც საკმაოდ აჯობა უკვე ენერგოეფექტურობაში იგივე laptop-ებში AMD-ს 8 ბირთვიანი პროცესორები 16 ნაკადით სადაც ვნახე ყველგან იგივე ენერგომოხმარება ქონდა რაც ინტელის 11 სერიის 4 ბირთვიანს 8 ნაკადით. ეგ ახალი არქიტექტურისა და 7 nm-ს წყალობითაა. ARM რომ მომავალია არ უნდა მაგას ლაპარაკი. მაგათი პლიუსი ისაა რომ კონკრეტული task-ებისთვის ცალკე hardware მოდულები აქვს მაგათ პროცესორს. მაგას x86 ვერასოდეს აჯობებს, ნამეტანი კომპლექსურია მსგავსი რაღაცების ჩასადებად. იგივე machine learning რომ ავიღოთ. არსებული M1-ც კი წრეებს დაარტყავს ნებისმიერ intel-ს. მხოლოდ 64 ბირთვიანი 128 ნაკადიანი AMD აჯობებს ალბათ მაგას. მსგავსი რაღაცების წყალობით mac-ებში ძალიან კარგ შედეგებს დებს, სოფტიც მაგათია და კარგი ოპტიმიზაცია აქვს და იყენებენ მაგ hardware-ს. Apple მიაწვა ARM-ს და intel-ს საბოლოოდ დაიკიდებს ეგ გარდაუვალია, ეხლა მათავარია qualcomm-მა ან სხვა კომპანიამ google-მა, samsung-მა ან MS-მა მაინც შექმნას მსგავსი ARM პროცესორი (ისე სამივეს აქვს ARM-ზე ლეპტოპები, უბრალოდ გაცილებით სუსტი), რომ არ ჩამორჩნენ და ნელ-ნელა ფეხი მოიკიდონ laptop-ების ბაზარზე მაინც, თორემ დავიღალეთ უკვე რეალურად დიდი ხანი გამძლებით ლეპტოპი არ არსებობს. ასევე თანამედროვე ლეპტოპები საკმაოდ ცხელებია და დიდი და ძლიერი გაგრილების სისტემები ჭირდებათ. პირველმა მაკმა სასწაული შედეგები დადო ლამის 2-ჯერ აჯობა ყველაზე ხანგრძლივი ბატარეის სიცოცხლის მქონე ლეპტოპს და შეგახსენებთ ერთ-ერთ მათგანს air-ს არც კი ქონდა active cooling. ანუ ფენი არც ჭირდებოდა, მხოლოდ მცირე რადიატორით აღწევდა მაგ შედეგებს.
  18. Out of The Top 50 Games, 70% Work on Linux Now https://boilingsteam.com/out-of-the-top-50-games-70-work-on-linux-now/ აქედან 19 არის native-დ linux-ზე და 15 Proton-თ მუშაობს იდეალურად. 5 თამაში რომელიც მცირე პერფორმანსის ვარდნა აქ ზოგ შემთხვევაში. Cyberpunk 2077 მაგალითად AMD-ზე კარგად მუშაობს nvidia-ზე ჯერ ვერა და არაა შეყვანილი ესეთები მაგ 70%-ში. 7 არ მუშაობს EAC-ს გამო (EAC-ზე გაცხარებული მუშაობა მიდის უკვე). 1 DRM/anti-cheat-ს გამო, ესეც მალე გამოსწორდება linux-ს kernel-ს დაემატა უკვე ფუნქციონალი ამისთვის. 1 BattleEye-ს გამო არ მუშაობს. 1 ამოწმებს windows-ს კონკრეტულ დრაივერს და ისე არ ეშვება. MAC OS მაგალითად 21 თამაშს უშვებს ამ 50-დან 42% Proton mac-ზე არ მუშაობს. ასე რომ gaming-ს მხრივ არც ისე ცუდი სიტუაციაა უკვე linux-ზე როგორც ბევრს გონია და ეგ მხოლოდ უმჯობესდება. EAC-ც და DRM/anti-cheat მალევე უნდა მოგვარდეს, proton კი დღითიდღე იხვეწება, ასევე linux kernel. stadia ცალკე დიდი მიღწევაა linux-ზე აწყობილი game streaming პლატფორმა, ეგეც დიდ როლს თამაშობს. რეალურად დღესაც კი შეიძლება linux-ზე gaming და ამას საკმაოდ ბევრი მომხმარებელი აკეთებს. ტყუილ უბრალოდ google-ც არ აიღებდა linux-ს gaming პლატფორმად და არც valve დაუჭერდა და ჩაყრიდა ამდენ მილიონებს მაგ საქმეში.
  19. ეს მაგ Ryzen 5300G-ს ტესტებია. ეს პროცესორი იმ ინტელის 11 სერიისგან განსხვავებით რომელიც საბოლოო დასრულებული ვარიანტია, არის Engineering Sample. driver-ც კი ექსპერიმენტული დააყენა ეგეც ხელით და ხმა მაინც არ მუშაობსო. Battlefiedl 4-სა და 5-ს შედეგები ასეთია. ძალიან მაგარი შედეგია ამ დონის ES პროცესორისთვის. ზუსტად ამას ვამბობდი ზედა პოსტშიც, რომ ინტეგრირებულის კვალობაზე AMD-ები სერიოზულ შედეგებს დებენ და ხოშიანი ბარათებია. მითუმეტეს ეს ახალი მსგავსი GPU driver-თ. ეს არ დაგავიწყდეთ არის Vega 8. ვისაც ბიუჯეტური gaming სისტემა უნდა მაგათთვის იდეალური ვარიანტია. ეს კიდევ ერთი საოცრება. AMD-ს handheld device დატესტეს docking mode-ში. ასეთი მოწყობილობისთვის საოცარ შედეგებს დებს ესეც. მსგავსი არაფერი აქვს ინტელებს. მხოლოდ დუხოვკები ბანძი ინტეგრირებულებით. ასეთ form factor-შიც კი 30 W-იან დატვირთვაზე ანუ სტანდარტულზე 2-ჯერ მეტზე ამ მოწყობილობის CPU 85 გრადუსს არ აცილებიაო. Performance იდეალური აქ ზომასთან შედარებით. ამაზე მუშაობაც შეგიძლია და გზაშიც წაითამაშებ dirt-ს ან forza horizon 4-ს ან GTA 5-ს
  20. შედიხარ about:config-ში და toolkit.legacyUserProfileCustomizations.stylesheets ეს დააყენე true-ზე. მერე ეს გადაწერე ამოაარქივე და ჩააგდე ეს ფოლდერი თვითონ, chrome უნდა ერქვას და შიგნითაც ორი ფაილი იქნება firefox-ს პროფილის ფოლდერში. ჩართე firefox და იქნება ჩემნაერ ვიდზე. მანდ არ ჩანს და მაუსს რო მიიტან tab-ებზე გამოჩნდება url-ც და bookmark-ც და ყველაფერი, ან ახალ ტაბს რო გახსნი ცარიელს მაშინ. ისე დამალულია.
  21. მსგავსი არაფერი მინახავს რასაც შენთან დისკუსიისას ვნახულობ ხოლმე. წერ ისეთ ინფორმაციას როგორც ზემოთ დიდ პოსტში გიწერია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი და მერე რომ მიგითითებენ რომ მცდარია და რელაურად სულ სხვანაერადაა მაინც შენსას აწვები თან ამართლებ იმიტომ რომ იცნობ ბევრ "გამოცდილ" გეიმერს ეგენი თუ იმათ გითხრეს ლინუქსზე ემულატორით თამაშობენო და ა.შ. გარტყმაში არ ყოფილან ლინუქსის! ამ კონკრეტულ ფორუმზე არაა ბევრი linux-ს მომხმარებელი, თორემ აბა დაწერე ეგ ინფო რომელიმე ლინუქსის ფორუმზე downvote-ბით და სიცილაკებით აგავსებენ, ისეთი რაღაცები წერია. მე ხო არ ვამბობ რომ 200 მილიონი იყენებსთქო და ა.შ. მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. იგივე გამოყენებაზე რომ ამბობ მოუხერხებელიაო. პროგრამის დაყენება რომ გინდა ჩართავ windows store-ვით პროგრამას ჩაწერ სახელს და დააჭერ install-ს. manjaro-ს იგივე ყველაფერი მოყვება და არაფრის დაყენება არ უნდა. თუ chrome გინდა მაინცდამაინც წინა წინადადებაში მიწერია მარტივად როგორ აყენებ. windows-სგან განსხვავებით სადაც უნდა შეხვიდე ნეტში და გადმოწერო ბრაუზერი. თანაც ამას ვერ იზამ სხვა ბრაუზერი თუ არ გაქ, ან არ მუშაობს ie. მომსვლია მასე შემცირებულ ვერსიებში და საინსტალაციოს ფლეშკაზე ვწერდი ხოლმე და ისე ვაყენებდი. ძირითადი პრობლემა არის მიჩვევა. უბრალოდ windows-ს მიჩვეული უზერები არიან და ახალი თუნდაც უფრო მარტივი იგივე mac ან linux არ უნდათ რთული გონიათ. მარტო linux-ზე კი არა რამდენი მინახავს mac-ო რთულიაო. ნუ ვინც ეგ სისტემები იცის linux-ზე კიდე ბევრი დისტროა და ზოგი მართლა რთულია, მაგრამ mac? mac და რთული? apple ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ fool proof სისტემები ქონდეს და ამ დროს mac-ო რთულიაო რო ამბობენ არ მესმის. ინფორმაცია არაა გავრცელებული იგივე linux-სა და mac-ზე და იმიტომ, ფორუმებზე მსგავსი სისულელეები იწერება რაც ზემოთ წერია, ამას კი ავრცელებენ უზერები რომლებმაც არ იციან არც mac არც linux და მსგავს მცდარ ინფორმაციებს ავრცელებენ და მერე ხალხი კითხულობს და იჯერებს.
  22. აშკარად ვერ ერკვევი linux-ში და მითუმეტეს მასზე gaming-ში არაერთხელ შემინიშნავს რომ მცდარ ინფორმაციას წერ linux-ზე. ემულაცია 3-ჯერ გაქ ნახსენები არადა ემულაცია არაფერშუაშია. ემულაციით არავინ თამაშობს PC თამაშებს linux-ზე. wine, proton ემულატორი არაა! ემულატორსა და compatibility layer-ს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. nvidia-ს დრაივები კი ცა და დედამიწაა ადრინდელთან შედარებით. AMD-სი მითუმეტეს. ეგ საერთოდ kernel-შია ჩაშენებული და open source driver-ები ჯობია. RADV ACO-ს მერე მთლად გაუმჯობესებულია vulkan AMD-ზე. DX-ს ალტერნატივად კიდევ AMD-მ შექმნა ჯერ mantle და მერე მოხდა დახვეწა VULKAN-დ და windows-შიც კი უკეთესი პერფორმანსი აქვს ხოლმე DX-თან შედარებით. მაგიტომ იხეოდა MS შუაზე რომ WSL-ში dx-ს მხარდაჭერა უნდოდა რომ vulkan არ გამოეყენებინათ, მაგრამ ყველამ იცის MS-ს EEE-ს შესახებ უკვე ძაან სტრანნად აფასებ ხოლმე. რადგან სერვერებში ინტელს დიდი მოგება აქ ამიტომ ინტელი ჯობია, რადგან windows 1245325322 იყენებს და linux-ს 232254 ამიტომ windows ჯობა. მშვენივრად თამაშობენ linux-ზე და comunity-ც არის საკმაოდ დიდი, სადაც ვინც არ იცის ეხმარებიან. მე თვითონაც ხშირად ვთამაშობდი ხოლმე linux-ზე და მშვენივრად მუშაობდა ყველაფერი ეგ ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ. თემაც მაქ გახსნილი თანამედროვე თამაშების რომელიც მუშაობს იდეალურად. cyberpunk რომ ავიღოთ იგივე day one support ქონდა linux-ზე.
  23. ეს არ თქვა ხოლმე, იმიტომ რომ სასაცილოა. windows-ს თამაშებიც ეშვება ჩვეულებრივად. ზოგში პერფორმანსის მცირე დაკარგვით, ზოგი მათგანი კი პირიქით უფრო უკეთეს შედეგს იძლევა linux-ზე. 17,384 დარეპორტებული თამაშიდან 13,860 მუშაობს https://www.protondb.com/ ასევე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი თანამედროვე თამაში გამოდის native linux support-თ. ამას გარდა არსებობს game stream ტექნოლოგიები თუ გსმენია. მაგითად მშვენივრად ითამაშებ. სხვათაშორის ეგ google stadia მაგალითად კაკრას linux-ს იყენებს ანუ რაც მანდ თამაშებია linux-ზეა გაშვებული.
  24. 16-იანი ფლეშკა კი უნდა მაგრამ HDD-ზე windows-ზე უკეთ კი მუშაობს ssd ისე არ ჭირდება როგორც windows 10-ს სახე რო ძვრება HDD-ზე. სტაბილურობაშიც იასნია ჯობია მილიონჯერ windows-ს. ნუ ზოგადად unix სისტემები 10 თავით მაღლა დგანან windows-სთან შედარებით სტაბილურობაში, დაცულობაში, privacy-ში და ა.შ. ყველაზე ღადაობა იცი რა არის? აი მაგ პოსტში მაღლა რა ტვიკებიც გიწერია და აქ თემაში რომ წერ ხოლმე აი მაგდენი ჩალიჩი ნაღდად არ უნდა linux-ს. იგივე მანჯაროს რომ დააყენებ უკვე ყველაფერი დაყენებული გხვდება, დაჟე steam-ც პლეიერები, სკაიპი, ოფისები, ბრაუზერი მოკლედ ყველაფერი ეგრევე აყენია და ეგრევე მუშაობს, პირდაპირ შეგიძლია მუშაობას შეუდგე. windows -ში კიდე აგერ შენ პოსტებშიც ჩანს რამდენი ჩხიკინი და უბედურება უნდა, ხან event viewer-ში ძრომიალი ფიქსვები და რავი მაგდენის თავი ნამდვილად არ მაქ დრო OS-ს სწორებაში ვკარგო. 6 წლის წინ რო გავასწორე, მუშაობს დღესაც კარგად. აქ არმგონია ვინმეს 6 წლის წინ დაყენებული windows დღემდე update-ბით ასე იდეალურად გიმუშავებდეთ თანაც ეგ ჩალიჩი ყოველ update-ზე უნდა wind-ს რადგან რას შეცვლის საერთოდ არ იცი, შეიძლება რაღაცა შენ გემოზე გქონდეს გასწორებული და ადგეს და ყველაფერი მიაშალოს და ისე დააკონფიგოს როგორც თვითონ უნდა. მერე უნდა ასწორო თავიდან ან ახლიდან დააყენო და მაინც გაასწორო. მოკლედ მისახედად windows გაცილებით მეტი დრო და ნერვები უნდა ვიდრე linux-ს. ახალდაყენებული უკვე მოწყობილია ყველაფერი ფაქტობრივად, მარტო იკონკებს თუ გაასწორებ ეგაა და ეგ.
  25. @jomardiტელეფონზე ვიყენებთქო firefox-ს ublock origin-თ. როგორც დაგიწერე android TV თუ გაქვს ჩვეულებრივად დააყენე როგორც ანდროიდის ტელეფონზე აყენებ play store-დან firefox და იმაში მერე ublock origin.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.