Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15271
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    128

Everything posted by მათე

  1. avidemux იყენებს ffmpeg-დან აღებულ ბიბლიოთეკას ბევრი ვიდეო ფორმატის დეკოდინგისა და ენკოდინგისთვის, თუმცა იმდენი მაინც არ შეუძლია რამდენიც თვითონ ffmpeg-ს მაგალითად DivX-ს მხარდაჭერა არ აქვს. კოდის ნაწილიც ffmpeg-დან აქვთ აღებული. ასევე ცნობილი კარგია handbrake, თუმცა ეგეც ffmpeg-ს ბიბლიოთეკებს და მისი კოდის ნაწილს იყენებს. ffmpeg თუ გაქ არაფერი არ უნდა. ცალკე აუდიოს დამუშავებაც შეუძლია, სუბტიტრების ამოჭრაც, შეცვლაც, ჩაკერებაც, ვიდეოების მხარდაჭერა აქვს ფაქტობრივად ყველასი, gif-ებსაც აკეთებს, video/audio streaming-ც, როგორც ზემოთ დავწერე ეკრანის ჩაწერაც კი შეუძლია. ასევე აქვს streamcopy-ს შესაძლებლობაც, ანუ ვიდეო ფაილს აკონვერტებს transcoding-ს გარეშე, რის გამოც ეს პროცესი ძალიან ძალიან სწრაფია. handbrake-ს ეს არშეუძლია და მოკლედ მულტიმედიის შვეიცარული დანაა. თუ command line-ს გამოყენება უჭირს ვინმეს, არის პროექტები მისი GUI-სთვის და იქიდან მარტივად იზამ ყველაფერს.
  2. ძალიან მაგარი პროგრამაა. linux-ზე ვნახე პირველად 2009 თუ 2010-ში. მას მერე მაგას ვიყენებ თუ რამე მსგავსი მჭირდება ვიდეო/აუდიო ფაილებზე. Display recording-სთვისაც ამას ვიყენებ ჩემ სკრიპტში. ისე windows 10/11 ვისაც გაქვთ შეგიძლიათ wsl გააქტიუროთ და იქ დააყენოთ ffmpeg წესით უკეთ უნდა იმუშავოს linux-ზე
  3. ასეც ვიფიქრე hDD -ზე რომ თემა გქონდა გახსნილი, დაგიწერე კიდეც რომ მსგავსი შემთხვევა მეც კვების გამო მქონდა. ეგ მოდელი დიდი ვერაფერია. ჯობია კარგი ხარისხიანი კვება იყიდო და იყო ბევრად უფრო დარწმუნებული რომ კვება არ გაგისხავს და ეყოფა ყველაფერს ხოშიანად. ჩემი გამოცდილებით FSP ძალიან მაგარი ბრენდია. ბოლოს დესკტოპი რომ მქონდა მაგის კვება მედგა და ხოშიანად გამიძლო. აი corsair-ს კვება კი სულ ახალ გამოწერილი მალევე აფეთქდა.
  4. წინა გვერდზე მიდევს სურათი. ისე კი მაგის ვიდზე აქ ჩალიჩობენ და ნახე ბევრს აქ მზად და css კოდიც უდევთ https://www.reddit.com/r/FirefoxCSS/top/?t=all
  5. ეს თემა რატომღაც გამომრჩა. Dependencies ეს არის ბიბლიოთეკები ან პროგრამები, რომელიც რომელიმე ცალკეულ პროგრამას ჭირდება ფუნქციონირებისთვის. მათ გარეშე უბრალოდ ვერ იმუშავებს. ესეთების არსებობის შემთხვევაში package-ები ისე იკვრება, რომ ამ პროგრამის დაყენების შემთხვევაში ის მასში გაწერილ Dependencies-ებსაც აყენებს. package manager-მა კი "იცის" რომელია Dependency და რომელია პირდაპირ explicitly დაყენებული პაკეტი. ეგეთი ბრძანებაც არის რომ წაშალოს პროგრამა მისი დეფენდენსებიანად, თუ ისინი სხვა პროგრამასაც არ ჭირდება წაშლის. BUILDING ეს ნიშნავს აწყობა, შეკვრას პაკეტის. ნუ არის რომ დაკომპილირება შეგიძლია უბრალოდ პროგრამის, ან არის რომ კონკრეტულ დისტროსთვის პაკეტი შეგიძლია დაბილდო. ანუ რომ მერე ამ დისტროს package manager-მა გაიგოს როგორ უნდა დააყენოს ეს პროგრამა. ძირითადად Software Manager-დან უნდა დააინსტალიროს ყველამ მაქსიმალურად თუ რეპოზიტორებზე არის პროგრამა. თუ არადა მაშინ ან third party repo-ს უნდა ენდო ან მასე პირდაპირ source-დან დაბილდო.
  6. ძალიან კარგი ეგ დისტრო მაგიტომ გირჩიე რომ ძალიან user friendly-ა და base-დ arch linux-სია. ისიც მარტივია, რომ არ იყოს უცნაური იქნებოდა სიმარტივეა ერთ-ერთი მთავარი მიზანი მისი, უბრალოდ ოდნავ მაინც უნდა გესმოდეს რომ დააყენო. არაფერი არ მოყვება საერთოდ. გარსიც კი და არც ინსტალლერი არ აქვს. შენით აწყობ შენს სისტემას და მარტო იმას აყენებ რაც გინდა. თუ რამე დაგჭირდება arch wiki-ზე აბსოლუტურად ყველაფერს ნახავ რა როგორ უნდა გააკეთო https://wiki.archlinux.org/ რომ დაგუგლო პრობლემა და linux მიუწერო დარწმუნებული ვარ ამ საიტზე გაგიშვებს. საუკეთესოა მის საქმეში. თუ ვერ ნახე აქ დაწერე დაგეხმარები. ეხლა კი დავხურავ ამ თემას. თუ ვინმეს დაჭირდება დაყენება კი მიწერია ზედა პოსტში და როგორც აღმოჩნდა მარტივია ინსტრუქციის მიხედვით დაყენება.
  7. ეს გადმოწერე https://endeavouros.com/latest-release/ და rufus-თ ჩაიწერე ფლეშკაზე. ამ ეკრანზე მარტო ესენი მოუნიშნე. ნუ პრინტერ სკანერები თუ გინდა დაბლა მოუნიშნე პრინტერ სკანერ ორივე მაუსი სადაცაა სურათზე. Firefox-ს გამოყენებას გირჩევ ublock origin add on-თ. დრაივერები და დისკების დაყოფები დაივიწყე დისკიებთან რომ მიხვალ erase disk მიეცი და swap 2 GB გაუწერე თუ 4 GB RAM გაქ. არ დატოვო swap-ს გარეშე! 1:35-ზე იწყებს ინსტალაციას. აბა შენ იცი და მერე აქ დაწერე რა იოლი ყოფილა თურმე linux-ს დაყენება
  8. AMD-მ ინტელს ძალიან აჯობა ბოლო წლებში ენერგოეფექტურობაში. მიუხედავად იმისა რომ intel-მა bigLITTLE ტექნოლოგია გამოიყენა მის პროცესორებში მაინც AMD-ს პროციკები ჯობნიან მარტო ძლიერი ბირთვებით. ეს 7000 სერია რაღაც ძალიან მაგარი გამოუვიდათ. მე ლეპტოპებს ველოდები AMD-ს ახალ სერიებზე, უკვე სერიოზული რამეები უნდა გამოვიდეს. ულტრაბუქებშიც ელემენტები უკვე საკმაო ხანს ძლებენ. თუმცა mac-მა უნდა ვაღიაროთ რომ ყველა ჩახია arm-ს უძლიერესი soc-ებით. linux ჯერ-ჯერობით გამართულად ვერ აამუშავეს მაგაზე, თორემ სიამოვნებით დავითრევდი. სხვას მსგავსი არაფერი არ აქვს სამწუხაროდ arm სამყაროში. X86 ეგეთი ენერგოეფექტური რომ იყოს და თან მასეთი გრილი და სიმძლავრეც მაგხელა ქონდეს თითქმის შეუძლებელია.
  9. მე ვთქვი რომ edge ბევრად უფრო ოპტიმიზირებულია windows-სთვის, ისევე როგორც chrome ჯობია, ორივე ეს opera-ს. ამაში არაფერია გასაკვირი. როგორ გგონია Microsoft-ს windows-სთვის Microsoft-ზე უკეთ დაწერს ჩინელი ბრაუზერს? raw speed-თაც რომ ჯობია ფაქტია, დიდად არა მაგრამ სხვა უამრავ ასპექტში 10 თავით წინაა ეჯიც და chrome-ც ოპერაზე. ისე ბევრს ერევა chrome და chromium. ეს ორი ერთიდაიგივე არაა. ერთი დახურულია და მის source-ს ვერავინ გამოიყენებს თავის ბრაუზერში, ხოლო მეორე open source-ა. Google-ს პროდუქტმა თავიდანვე სისწრაფით გაითქვა სახელი. კოლოსალური სხვაობა იყო მაშინ chrome-სა და სხვებს შორის თუმცა დღესაც პირველია სიჩქარეში. იმიტომაც ყავს ლამის 80% მომხმარებლებისა. მასე რომ არ იყოს არავინ გამოიყენებდა. ოპერას კიდევ ჯამში firefox-ზე ნაკლები მომხმარებელი ყავს მსოფლიოში.
  10. ზოგ ქვეყანას რა აზრი აქვს. გლობალურად opera უფრო უკანაა ვიდრე firefox ხო ცუდია რომ მომხმარებლების მცირე ოდენობა აქვს chrome-თან შედარებით, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე გაქრობა არ ემუქრება. ბრაუზერები ძალიან კომპლექსური პროგრამებია და ახალი და კარგის შექმნის თავი არავის აქვს. თვით MS-მაც კი ვერ გაქაჩა და დანებდა chromium-ს ძრავის აღებით ისევე როგორც სხვა ბრაუზერები მათ შორის ეგ opera-ც. ყველა chromium-ა დღეს და სხვაობა მინიმალურია. ისე ვიზუალი რომ იცოდე Firefox რამდენად მარტივად შეიძლება css-თ შეუცვალო ნამდვილად გაოგნდები. ნებისმიერ ბრაუზერს შეგიძლია დაამსგავსო. ან შენი საკუთარი feature-ები დაამატო. მაგ მხრივ სხვებზე ფიზიკურად შეუძლებელია მსგავსის გაკეთება. აი გადახედე რეებს აკეთებენ all time top-ები დავალაგე ლინკზე https://www.reddit.com/r/FirefoxCSS/top/?t=all ხო ისე ვისაც საუკეთესო block list-ები გინდათ ეს გამოიყენეთ. https://oisd.nl/downloads
  11. საქართველოში სამწუხაროდ აბსოლუტური უმრავლესობა კომპიუტერების გარტყმაში არაა. privacy და რამე რუმეც არ აინტერესებს. თვითონაც კარგად იცით რომ ხალხი ტორენტებიდან გადმოწერილ windows-ებს, პროგრამებსა და თამაშებს აყენებს დღემდე ოპერას თუ იყენებენ სულ არ მიკვირს. არაფრად ვარგა ოპერას VPN. სულ ელემენტარული no log policy-ც კი არ აქვს. ვისაც ნამდვილად გინდათ აგერ გირჩევთ protonvpn გამოიყენეთ. მე პირადად მაგ vpn-ს ვიყენებ. შვეიცარიულია. 14 eyes-შიც არ შედის ეგ ქვეყანა არათუ 5 ან 9 eyes ქვეყნებში. ბევრად უფრო დაცულია და პრივატული. ასევე გაგიკვირდებათ და უფასო ვარიანტიც კი ბევრად უფრო სწრაფია. მე firefox ვიყენებ arkenfox-ს user.js ავიღე დავტვიკე საკაიფოდ და მასე. quantum-ს გამოშვების მერე ძალიან აჩქარდა და linux-ზე ვისაც privacy ადარდებს იდეალური ვარიანტია. განსაკუთრებით ეხლა multi account container-ები ჩააშენეს და მაგრად მადგება დეველოპმენტში. შემიძლია ერთიდაიგივე საიტი მაგალითად gmail ისე გავხსნა სხვადასხვა ტაბში სხვადასხვა account რომ ერთმანეთს ვერ ხედავდნენ.cookie-ბსაც მალავს ეგ. ეგეთი რამე ბრაუზერში ძაან ასწორებს. addon-ები მარტო ეგ მაქ და ublock origin ეგეც ძაან მაგრად დანასტროიკებული. სხვათაშორის მაგ ედონის შემქმნელი თვითონვე წერს რომ თუ 100% პოტენციალი გინდათ ყველაზე კარგად firefox-ზე მუშაობს, აქ არის აღწერა თუ რატომ -> https://github.com/gorhill/uBlock/wiki/uBlock-Origin-works-best-on-Firefox როგორ შეიძლება content-ს blocker მუშაობდეს კარგად ისეთ ბრაუზერზე რომლის შემქმნელიც ზუსტად მაგ ad-ებისა და სხვა რაღაცების უზერებზე შეტენვით მდიდრდება ხო ublock origin ბევრს ეშლება სულაც არ არის ad blocker. sync-ს არ ვიყენებ რათქმაუნდა, მირჩევნია ლოკალზე მქონდეს backup და ძალიან იოლია bookmark-ების შენახვა. პაროლებს არ ვინახავ ბრაუზერში, ჩემ დაწერილ password manager-ს ვიყენებ firefox-ს არაფერი ემუქრება მაგის გაკოტრებას გუგლი არ დაუშვებს, ისევ მისივე თავის მისახედად რომ მერე არ მოედავონ ბაზრის სრულად გაკონტროლების გამო.
  12. ის ძველი ოპერა სულ სხვა იყო. სხვა ძრავზე, სხვა კომპანიით დ ა.შ. მაგ ძველი ოპერას შემქმნელმა შექმნა ვივალდი. ეხლა თითზე ჩამოსათვლელი ხალხიღა შემორჩა ამ ჩინურ ოპერას. ნუ ეს privacy-ს აბსოლუტური უქონლობა და ჩინელები რომ შენზე ფულს აკეთებენ და ა.შ. კიდია ხალხს კაი, მაგრამ ის რომ უარესი პერფორმანსის ბრაუზერს იყენებს ხალხი უფრო მაკვირვებს ოპერას ეჯიც ჯობია windows-ზე სისწრაფით და chrome-ც. ახლოსაც ვერ მივა open source chromium-ზე დაფუძნებული ოპერა, Microsoft-სა და Google-ს ნაწარმთან. დენიკინის დროინდელ ჩამოწერილ IE-ს დონეზეა მომხმარებლებში ოპერა. ეს დესკტოპებზე, თორემ მობილურები რომ ჩართო მანდ ოპერას მართლა 5 კაცი თუ იყენებს მობილური დივაისების ჩართვით ქრომი იქნება ტოპი და არ გამიკვირდება 85%-საც თუ აცდა. Firefox ძალიან კარგი არჩევანია privacy-ს მხრივ და მომხმარებლებიც 3-ჯერ მეტი ყავს ვიდრე ოპერას. ეგ ბრაუზერი თავისივე ძრავზეა და სრულიან განსხვავებულია chromium-ს ოჯახისგან. ამიტომ არის რომ თვითონ გუგლი აფინანსებს, რომ მერე მარტო არ დარჩეს, თორემ მაგის გამო უკვე კანონიერად გაუჩმახებენ. safari კი ცალკე სამყაროა, ეფლისაა, მხოლოდ მის პლატფორმაზე და არ გაქრება. https://kinsta.com/browser-market-share/
  13. ჩინელებმა კოდის წერა როდიდან ისწავლეს? მაგათი ჩაშენებული VPN რეალურად vpn-ს მეტი ყველაფერია და თანაც მხოლოდ browser-ში მუშაობს, სინქრონიზაცია ფაქტობრივად არ არსებობს iOS-თან. windows-ზე edge უფრო სწრაფია ერთიდაიგივე ძრავზეა და MS საკუთარი სისტემისთვის ბევრად უკეთეს ოპტიმიზირებას ახდენს ვიდრე ჩინელები. ზუსტად ისე როგორც safari-ა ოპტიმიზირებული mac-ზე თვითონ chrome-ც საკმაოდ ჯობია chromium-ზე დაშენებულ opera-ს. ეს edge და chrome თუ privacy არ გადარდებს. თუ თავის მოტყუება გინდა windows-ზე იქნები და vivaldi-ს ან სხვა privacy oriented ბრაუზერს გამოიყენებ. ხოლო თუ მართლა გადარდებს privacy მაშინ სხვა თემები იჩითება უკვე ე.ი. windows-ს საერთოდ არ იყენებ და linux-ზე ან FreeBSD-ზე ხარ და უკვე firefox დატვიკული ან მისი hardened ვერსიებია საუკეთესო. Windows - (edge, chrome, vivaldi), mac - (safari), linux - (Firefox or hardened versions) <- ესეა ეს Opera GX-ს მთავარი შემოსავალი სწორედ მისი მომხმარებლების შესახებ მოგროვებული მონაცემების გაყიდვაა
  14. ამ ბრაუზერს კიდევ იყენებს ვინმე?
  15. მსგავსი პრობლემა მქონდა ერთხელ მეც. იფრიზებოდა წამიერად და მერე ეშვებოდა, ხან ითიშებოდა. ვინჩესტერის გაჩერება ამუშავების ხმაც ისმოდა. კვების ბრალი იყო. ბოლოს ვიდეო გაუშვა მარილზე. შენს ადგილას კვებას გავტესტავდი რამე სხვა კარგს. HDD ჩემ კომპში ბოლოს არ მახსოვს მგონი 2016-ში მედგა HP-ს ლეპტოპში. ისიც SSD-სთან ერთად დისკის წამკითხავის ადგილას. მას მერე მხოლოდ SSD-ს ვიყენებ. აღარც დესკტოპს გავეკარები ასემგონია. წლებია არც დესკტოპი და არც HDD მაქვს. თანამედროვე ლეპტოპები უკვე საკმაოდ მსუბუქი და ძლიერებია.
  16. @user24მე ხომ არ მითქვამს შენნაერები ძალით გადმოვიდნენ თქო? მინიმუმ 60%-ს საერთოდ ბრაუზერის გარდა არაფერი ჭირდება კომპიუტერში. საკუთარი გამოცდილებით ვამბობ 30-40 ადამიანისთვის მაქვს დაყენებული linux და ხმას არ იღებს არცერთი, სამაგიეროდ დაცულები არიან მონაცემების მოპარვისგან, ექაუნთების გატეხვისგან და ბოლოს და ბოლოს windows-ს ყოველწლიურ გადაყენებში გადასაყრელი 30 ლარებისგან. ამას ვამბობ მე. მითუმეტეს რომ linux-ს სტაბილურობასთან ახლოსაც ვერ მოვა windows. ბევრად სუსტი კომპი ყოფნის, არ ჭედავს არ ფრიზავს, არ აფდეითდება საათები თანაც მისითვე, არ რესტარტდება მისითვე ამ აფდეითებისას, აფდეითების მერე არ ურევს, მის ჭკუაზე არ მუშაობს. არ დააფდეითებ და ხვრელებით სავსეა რასაც ფიქსავენ და დაუცველი იქნება. რა ჯობია ასეთ უცოდინარ მომხმარებლებს ეყენოთ გაკრეკილი windows და ქონდეთ შანსი მათივე უცოდინრობის წყალობით ვირუსები აიკიდონ და დაკარგონ ინფორმაცია ან ექაუნთები გაუტეხონ და ა.შ. თუ ეყენოთ linux, მითუმეტეს ვერც კი ანსხვავებენ რა უყენიათ. ისე ვატყობ ვინც არ იცის linux ყველა 2000-იანი წლების ინფოს იყენებს თითქოს არაფერი შეეძლოს linux-ს. აი შენც იმას წერ თითქოს ტერმინალს ვერ აცდები linux-ში. არ არის მასე :). თითქოს არც პროგრამები იყოს მასზე და არც თამაშები არ ვამბობ ყველა არის მეთქი, მაგრამ როდესაც მსოფლიოში საუკეთესო handheld gaming მოწყობილობა მუშაობს linux-ზე (steam deck) და იმაზე ბევრად მეტი თამაში აქვს ვიდრე კონსოლებს ერთად აღებულს ეს რაღაცას ნიშნავს.
  17. დანარჩენიო? დეველოპერები ვიყენებთ, კინოსტუდიები იყენებენ. მსოფლიო რომ იცოდე linux-ზე მუშაობს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. სერვერები, სუპერკომპიუტერები, embedded, სმარტ მოწყობილობები (ანდროიდი, სმარტ ვოჩები, სმარტ TV-ები), როუტერები, SpaceX-ც და მათი რაკეტებიც linux-ზე არიან Steam Deck-ს მერე gaming სერიოზულად მოიხოდა. დღეს მსოფლიოაში საუკეთესო gaming handheld-ა ეგ და linux-ზე მუშაობს... საქართველოში ყველამხრივ უკან რომ ვართ ძალიან ტეხავს, ტექნიკურ საკითხებშიც კი. არადა ასეთ ღარიბ ქვეყანაში ზუსტად უფრო პოპულარული უნდა იყოს, მაგრამ რუსების გაკრეკილი windows-ები ურჩევნია ხალხს და გაუგონარი სორსის მქონე რაღაც პროგრამებით ვინდოუსების მორჯულება და მერე რომ კითხო სუფთაა ძმაო ჩემი კომპი ვერაფერი შემოძვრება საერთოდ გქონია linux-თან შეხება?
  18. windows 11 დატესტეს linux-ებთან. ubuntu 4%-თ ხოლო clear linux 8%-თ უფრო სწრაფია ვიდრე windows 11 ერთიდაიგივე ჰარდზე. lol ეგ იგივეა იყიდო cpu და windows 11-ში უფრო სუსტით გაჯობებენ 8% არაა პატარა სხვაობა როცა i9 12900k-ზეა ლაპარაკი რაზეც ეგ ტესტები ჩატარდა. https://www.phoronix.com/review/windows-linux-mid22adl/7
  19. @STI-228გილოცავ, ლექსო, დაბადების დღეს!
  20. ანდრომედას გალაქტიკის რეალური ზომაა ცაზე ასეთი კაშკაშა რომ იყოს.
  21. მე ძაან არ მომეწონა ბეტმენი. ტიპი უბრალო დეტექტივი გაიჩითა. არაფერი განსაკუთრებული გაჯეტები მაგას არ ქონდა, მანქანაც რაღაც ბანძი იყო. თან უაზრო მომენტები იყო. პოლიციებში ძმაკაცივით დაბოდიალობდა. 1-მა ვერ მოხსნა ნიღაბი? ცუციკივით დასდევდა ის პოლიციელი ბეტმენს. რაში უხდიან საერთოდ მაგას ხელფასს? მერე სახის წინ ბომბი რომ აუფეთქდა, რომელმაც ამხელა ნგრევა გამოიწვია და არაფერი რომ არ დაემართა ბეტმენს? ძაან მიჩმორებული იყო. ბეტმენის მეტი ყველაფერია. ნოლანის ბეტმენტს არამგონია ვინმემ აჯობოს კიდევ მრავალი წელი! რა მსახიობები თამაშობდნენ უბრალოდ ნოლანის ბეტმენტში. მერე რა შესრულება იყო, რა ჩახლართული თემები, სურპრიზებით სავსე, რა სცენარი, რა საუნდები, საოცარი ფილმია. დროს გაუსწრო მაგ ტრილოგიამ. მაშინ მსოფლიო არ იყო მზად მსგავსი ფილმებისთვის სუპერგმირებზე. აი ეს 2 .ვიდეო საოცარი სცენებია ნაჩვენები! საოცარი ფილმებია. ამ 5 წუთიან 2 ვიდოესაც კი ვერ აჯობებენ კიდევ მრავალი წელი.
  22. ხოდა თუ იცი რომ არ გადააქვს ეგაა ზუსტად პრობლემა. ხელით შეუცვალე.
  23. @gio_kiborg როუტერზე ისედაც უსმენს 80-ს და სავარაუდოდ 443-საც. ეგ გარე როუტერი არ ვიცი როგორია მაგრამ კი გიწერს რომ ვებსერვერი გადავიტანეო 8080-ზეო. ეგ გადაიტანდა ლოკალზე. ანუ ლოკალზე რომ გახსნა ეგ როუტერი ეხლა მისი შიდა ip:8080 პორტი ასე უნდა შეხვიდე ბრაუზერში. აი ddwrt კი ისევ 80-სა და 443-ს უსმენს. ამიტომ შეუცვალე ეგ პორტები. ddwrt რამდენად მოქნილია ასეთ საკითხებში არ ვიცი მაგრამ openwrt-ზე მსგავსის გაკეთება ძალიან მარტივია. P.S. ფრთხილად, რომელიმე როუტერის ადმინ პანელი არ გააფაბლიკო თუ გარედან გახსნი როუტერის ადმინ პანელს ეს მხოლოდ შენივე vpn-ს ქსელისთვის გააკეთე.
  24. ჩაქუჩით. აი ამ კითხვას რომ სვავ. რას ელოდები? ვინმე დაგიწერს რომც იცოდეს როგორ უნდა გაუტეხო სხვას wifi? შენი რომ იყოს ხომ დაარეზეტებდი? ე.ი. არაა შენი და ვიღაცა უნდა გასროკონ ხომ?
  25. https://www.bleepingcomputer.com/news/microsoft/microsoft-is-testing-ads-in-the-windows-11-file-explorer/ File explorer-ში ad-ებს ტესტავენ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.