მათე
მოდერატორი-
Posts
15278 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
128
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მათე
-
ადამიანზეა დამოკიდებული. ახლის შიში აქვთ თორემ მე რამდენსაც დავუყენე გარტყმაში არ არიან კომპის და მშვენივრად იყენებენ linux-ს. გვერდში დაყენებას რაც შეეხება გააჩნია რაში. სტაბილურობაში, უსაფრთხოებაში, მარტივად მოხმარებაში (მისი package manager-ებისა და update-ბის გამო), დეველოპმენტისთვის, frontend, backend და ა.შ. მართლა სირცხვილია windows დააყენო linux-ს ან mac OS-ს გვერდით, უბრალოდ დამცინავია და მეტი არაფერი. მაგ ყველაფერში linux-ც და mac OS-ც ბევრად წინ არიან ვიდრე windows. სწორედ ამიტომ ჩააშენა MS-მა linux windows-ში რომ ამ ყველაფერში რაღაცა მაინც შესთავაზოს მომხმარებელს. gamer-ების სიმრავლეა რომ ასულდგმულებს მაგ OS-ს. თორემ ამდენ გასხმების გამო დაკარგავდა უკვე gamer-ებსაც.
-
windows-ს გადაატრიალ გადმოატრიალებენ, რეგისტრებში დაძვრებიან რაღაცებს ასწორებენ, იქ რაღაც პროგით მიჭრიან მოჭრიან, რაღაცას ჩააკერებენ, რაღაცას გამორთავენ, მიაბლოკავენ, MS-ს ჩასვრილებს საათობით ასწორებენ, იქ მემორი ლიქიო, იქ ისაო იქ ესაო, მერე სათითაოდ პროგრამების საინსტალაციოებს თავიანთი საიტებიდან იწერენ აყენებენ, დრაივერებს იწერენ აყენებენ და მერე კიდე linux-ზე ამბობენ ძნელიაო ამ დროს სიტყვაზე მანჯაროს რომ აყენებ მოყვება ყველაფერი. VLC, skype, Steam-ც კი, nvidia-ს დრაივერები, AMD-ს და Intel-ს საერთოდ kernel-შია ჩაშენებული, Office, Firefox-ც მოკლედ ყველაფერი. თუ რამის დაყენება გინდა ძალიან მარტივად ხსნი თავის app store-ს და აყენებ რასაც გინდა ერთი კლიკით როგორც Google Play-თ Android ტელეფონებზე. არც არაფერი გითვალთვალებს, არც რამეს ასკანერებს, გემორჩილება 100%. ესაა ძნელი და ზემოთ რომ კილომეტრიანი პოსტები დევს რა როგორ უნდა გაასწორო windows-ზე ისაა იოლი? ორმაგი სტანდარტები...
-
მაგ ქსიაომის ნამეტანი მაგარი მონაცემები უწერია. ალბათ ჩიპსეტი აქვს ბანძი სტაბილურობას ანუ პროგრამულ უზრუნველყოფას ვგულისხმობ თორემ 2 ბირთვიანი 880 MHZ-იანი CPU + 16 flash + 128 MB RAM საკაიფოა. https://openwrt.org/inbox/toh/xiaomi/xiaomi_mi_router_4a_gigabit_edition wr940n მაგასთან შედარებით ნაგავია ფურცელზე 4 flash 32 RAM ერთბირთვიანი მაქსიმუმ 750 mhz cpu. შენ ადგილას მაგ ქსიაომის სასწრაფოდ მოვიშორებდი სანამ ახალია და აი linksys wrt1200ac აი ამას გამოვწერდი ebay-დან. 150 ლარამდე ჯდება ადგილზე მეორადი. 2 ბირთვიანი 1.3 GHZ ARM არქიტექტურის CPU 128 flash 512 MB RAM გადაიღუნავს მაგათ ორივეს და აქ რასაც ნახავ მაღაზიაში ორჯერ ძვირიანებსაც. მონაცემები ნახე https://openwrt.org/toh/hwdata/linksys/linksys_wrt1200ac. ან ეს უნდა ავიღო მე შემდეგში ან Netgear R7800. Netgear განბაჟების გარეშე თუ ჩამივარდა კარგი ვარიანტი მაგას ავიღებ თუ არადა ამ linksys. კარგა ხანია ვარჩევ თან openwrt-ზე რომ სტაბილურად მუშაობდეს და ამათზე უკეთესი ჯერ ვერ ვნახე ამ სისტემისთვის. ეხლა რაც მაქ კი მყოფნის მაგრამ მაგ ორზე იმდენი რამის გაშვება შეიძლება დამატებით კიდევ რომ სავარაუდოდ მალე გადავალ.
-
მთავარი მომხმარებლების რაოდენობა არაა. მთავარია რომ linux gaming იხვეწება. native თამაშებს რომ შევეშვათ, windows-ს თამაშებიდან TOP 1000-დან 70%-ს GOLD+ რეიტინგი აქვს https://www.protondb.com/ ჯამში კიდევ 16,414 თამაშს აქვს platinum რეიტინგის შეფასებები. ეხლა anti cheat რომ მოიხოდება კიდევ უფრო გაიზრდება ეგ რიცხვი, რადგან ონლაინში ბევრი თამაშობს და ამის მერე შეძლებს linux-დანაც ითამაშოს. დიდად არ მადარდებს linux-ს მომხმარებელთა რიცხვი, პირიქით ასიათასობით უცოდინარი მომხმარებელი forum-ებს მოსპობს linux-სას. ბევრგან ისეთი წესებია linux-ს გარტყმაში რომ არაა ადამიანი ვერც კი დაწერს სწორად პოსტს. აი ხმა რო არ უმუშავებს სიტყვაზე windows-ს უზერი მოდის და წერს ხმა არ მიმუშავებსო. მანდ კიდე უნდა დადო კონფიგები როგორ გაქ ყველაფერი სისტემა რა დივაისებს ხედავს რომ მცოდნე უზერი მიხვდეს პრობლემას. windows-ჩიკები იმენა მარჩიელობენ ხოლმე ან ეს იქნება ან ის. იმიტომ რომ შეცდომას რო დაგიწერს დაგუგლავ და 1000 რამეს აგდებს. უბანძესია მასე troublshooting windows-ში. საჭიროა მცოდნე linux userbase და არა ყოველ მეორეს რომ ქონდეს. ასე უფრო სუფთა იქნება community.
-
ჩვენთან მარტივად რომ ვთქვათ ბნელა მაგ მხრივ. რას ვგულისხმობ გეტყვი. მთავარი მიზეზი ისაა რომ linux-ს არსებობა არც კი იციან. windows-ებს უყენებენ ძირითადად 10-15-20 ლარებად. გარტყმაში არაა უმეტესობა linux-ს. მე პირადად ვისაც დავუყენე უკვე წლებია მათი კომპიუტერები მუშაობენ გამართულად. თავიდან მეკითხებოდნენ არ უნდა windows-ს გადაყენებაო. მეთქი ეგ "windows" იქამდე იქნება სანამ კომპი არ გაგიფუჭდებათქო, მართლაც წლებია არის. მერე მიეჩვივნენ და მიხვდნენ რომ ეს ის windows არაა და ეგ უკვირთ რატომ არ აყენებენ ამას ის 10-15-20 ლარიანი გადამყენებლებიო. როგორ გგონია საქართველოში რამდენი gamer იქნება. ნახევარზე მეტი მგონია ბრაუზერის იქეთ არაფერს იყენებს და ყველა მაგ ხალხისთვის იდეალური ვარიანტია linux. ვირუსებს მაინც არ აიკიდებენ და კომპებიც გაცილებით უკეთ იმუშავებენ, უბრალო კაცი არაა რომ დაუყენოს და ეგაა ძირითადი პრობლემა. apple რომ არაა პოპულარული, მაგის ახსნა მარტივია. linux-ს ვერ აყენებენ და hackintosh-ს დაგიყენებენ კომპიუტერებზე. apple-ს hard კიდევ ძალიან ძვირია ჩვენნაერი ქვეყნებისთვის. მართალი გითხრა mac os-ს გამოყენება არც იცის ხალხმა. iphone-ზე რომ აფანატებენ macbook-ებზე მასე მაინც არაა. ჩვენნაერი ქვეყანა linux-ს უნდა აწვებოდეს, მაგრამ აქაურებს კიდიათ ეგ. მთავრობის ხალხიც კი პირატულ windows-ს და mail.ru-ებს იყენებენ. რაზეა საერთოდ საუბარი. სკოლის ბუკებში windows ჩათხარეს და ნაგავივით მუშაობს. იყო ადრე ირმის ნახტომი პროგრამა linux-ს ასწავლიდნენ სკოლებში, აი ეგ უნდა გაგრძელებულიყო და სკოლის ბუკებზეც linux-ები უნდა იყოს. მაგრამ ამას კი არა გაჭირვებულ ადამიანებს არ ექცევა აქ ყურადღება, მიშვებულია ყველაფერი მის ნებაზე.
-
როგორ არ ეშვება ამ თემის გვერდით მაქვს მაგაზე თემა გახსნილი. გადაწერე რომელიც გინდა. გაგიკვირდება იმდენი ფორუმები და community-ებია linux-ზე gamer-ებით სავსე. ეს მოწყობილობა სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია. anti cheat იყო დიდი დაბრკოლება, თორემ ათასობით თამაში ეშვება ხოშიანად linux-ზე. 7000 native თამაში იყო ბოლოს რომ ვნახე და მეორე 7000 windows-ს თამაში რომელიც ეგრევე უპრობლემოდ ეშვება proton-ზე.
-
ძალიან დიდი სიახლეებია linux-ში gaming-ს შესახებ. მგონი მართლაც მოვიდა gaming on linux წელი და როგორც ჩანს ეს 2022-ა ვინ იფიქრებდა რომ Steam Deck-ს გამოსვლას ამხელა ცვლილებები მოყვებოდა. arch linux-ზეა დაფუძნებული ეგ მოწყობილობა. მოკლედ დაიწყო linux-ზე anti cheat-ების ამუშავება. https://www.gamingonlinux.com/2021/09/valve-answer-questions-about-the-steam-deck-in-a-new-faq-anti-cheat-for-all-linux-systems Epic Games announce full Easy Anti-Cheat support for Linux including Wine & Proton https://www.gamingonlinux.com/2021/09/epic-games-announce-full-easy-anti-cheat-for-linux-including-wine-a-proton BattlEye confirms Linux support for Steam Deck, will be opt-in like Easy Anti-Cheat https://www.gamingonlinux.com/2021/09/battleye-confirms-linux-support-for-steam-deck-will-be-opt-in-like-easy-anti-cheat XIGNCODE3 anti-cheat working towards Steam Deck support by launch https://www.gamingonlinux.com/2021/10/xigncode3-anti-cheat-working-towards-steam-deck-support-by-launch New Steam Client Beta adjusts the Vulkan pre-caching system and PipeWire for Linux პაიპვაირი pulseaudio-ს ჩამნაცვლებელია სრულად. უკვე სტაბილურ ფაზაშია და ყოველდღიური გამოყენება შესაძლებელია უპრობლემოდ. BT audio-ც მუშაობს. https://www.gamingonlinux.com/2021/09/new-steam-client-beta-adjusts-the-vulkan-pre-caching-system-and-pipewire-for-linux Steam Play Proton 6.3-7 is out now, Proton Experimental gets DLSS for DX12 games on Linux https://www.gamingonlinux.com/2021/10/steam-play-proton-63-7-is-out-now-proton-experimental-gets-dlss-for-dx12-games-on-linux ეს Steam Deck-ს ბენჩები https://www.gamingonlinux.com/2021/09/valves-steam-deck-dev-kit-got-the-early-benchmark-treatment
-
მოიცა გამოვიდეს 11 ამხელა კომპანიაა და რამდენად ბანძია, არადა რამხელა რესურსები აქვთ, მაგრამ ძალიან არასწორი პოლიტიკა აქვთ.
-
ეს როდესაც ვივარაუდე ფასი არ იყო ცნობილი ამ 128 ბირთვიანი პროცესორის. ეხლა ცნობილი გახდა და იმაზე გაცილებით ნაკლები ღირს ვიდრე მეგონა. The Ampere Altra Max M128-30 is listed for $5,800 USD. სასწაული ფასი/წარმადობა + perf/watt მონაცემები აქვს ამ CPU-ს.
-
FreeBSD მაგარი სისტემაა networking-ში ძალიან ძლიერია, დაჟე linux-საც კი ჯობია მაგ საქმეში. თუმცა linux-ზე უფრო შეზღუდულია software და hardware support-ში. ვცადე ადრე და დესკტოპად რთულია მაგის გამოყენება. საკმაოდ დალაგებული კი არის. მკაცრი წესები აქვთ დეველოპერებს. ამასობაში intel-ს და პრინციპში AMD-საც სერვერებში ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ARM-ზე. https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=ampere-altramax-benchmarks&num=1 Ampere's Altra Max M128-30 128 ბირთვიანი მხეცია 8x 72-bit DDR4-3200 channels ECC, Symbol-based ECC, and DDR4 RAS features Up to 16 DIMMs and 4 TB/socket Up to 128 lanes of PCIe Gen4 per CPU 128 ბირთვი 3 GHZ-ზე მუშაობს 250 W-ში და Ampere's Altra Q80-33 80 ბირთვიანია 3.3 GHZ-ზე (ეს 80-იანი $4050 ღირს) 128-იანი არამგონია 6500-ზე მეტი ღირდეს. ზემოთ ლინკში ნახავთ შედარებას intel Xeon Platinum 8380 40/80 Ice Lake-სა (8100$ ღირს ბოლო ფასებით) და AMD EPYC 7763 64/128 Milan-სთან ($7890 ღირს) intel-ს 2 xeon-ს 80/160-ზე გამოდის core/thread რამდენიმე ტესტში 1-მა 128 ბირთვიანმა ARM-მა აჯობა. AMD-საც ჯობნის ფასი წარმადობით 2-2-ც რომ შევადაროთ 13-14-დ მოვა 256 ბირთვი ARM და AMD-საც და intel-საც 15-16k უნდა შესაბამისად 128/256 და 80/160 core/thread-ებს. ეს raw performance-ში და perf per/watt-ში რომ შევადაროთ AMD-ც და intel-ც უკან იქნება ARM-ზე. ახალი ARM-ს ampere-ს პროცესორები ARMv9-ზე იქნებაო და AMD/intel X86-ზეა არქიტექტურა გაჭედილი. მომავალი ARM-ს რომაა მაგას წყალი არ გაუვა RISC V-მ თუ არ მოასწრო დაღვინება (არამგონია ასე სწრაფად განვითარდეს) თუმცა აწმყოშიც კი საკმაოდ ძლიერი პროცესორები აქვს სერვერბშიც და დესკტოპებში ხომ საერთოდ M1-მა გადატრიალება მოახდინა. სულმოუთქმელად ველოდები ARM-ზე სხვა მწარმოებლებისგან თუნდაც იგივე წარმადობის ან ოდნავ ნაკლებიც ლეპტოპებს. სიხარულით გადავალ მაგაზე ეხლანდელ პროცესორს რაც ლეპტოპში მაქვს კი აჯობებს ეხლანდელი snap 888-ც კი
-
Free guy დაიდო როგორც იქნა კარგ ხარისხში https://kinozal-me.appspot.com/details.php?sid=GFAe9Z2J&id=1866252
- 3474 replies
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
-
დაიხვეწება, გაიაფდება და მერე ხომ გაიყიდება ისევე როგორც ეხლა ჩვეულებრივი სმარტები იყიდება. თანაც იქნებ მოიფიქრონ ნელ-ნელა უფრო საინტერესო მოდელები. აი ადრე რომ იყო ყველა ფირმა თავისას რომ უშვებდა, ძალიან საინტერესო იდეებს და არასტანდარტულ ტელეფონებს. ანდროიდის მერე გაუფერულდა ყველაფერი. აი მონაცემების გარდა რა განსხვავებაა 10 წლის წინანდელ სმარტებსა და ეხლანდელებს შორის? არც არაფერი ზომა, წონა და პერფორმანსი მოიმატა. ფორმა და გამოყენება იგივეა ზუსტად. ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ აი ნოკია, სონიერიკსონი, სამსუნგი, მოტოროლა ნაირ ნაირ ტელეფონებს რომ უშვებდნენ ეგრე აღარაა აგერ უკვე 10 წელზე მეტია. დასაკეცები იმ დონეზე უნდა დაიხვეწოს რომ დიდი ზომის ეკრანი ქონდეს ფიზიკურად მცირე ზომაში. საბოლოოდ პლანშეტს 100% ჩაანაცვლებს და იდეაში სამომავლოდ ტელეფონებმა უნდა ჩაანაცვლონ ლეპტოპები მაინც თუ კომპიუტერებიც არა. სიმძლავრეში ფაქტია რომ მაგრად ვითარდება, ეგ რჩება რომ როგორმე დიდი ზომის ეკრანი ჩაეტიოს მცირეში და დალშე OS-ები კი გამოჩნდება რომ დეველოპმენტი და ყველაფერი შეიძლებოდეს სმარტფონებზე.
-
არა 3 წლიანი support აქვს pixel-ებს. Pixel 3 მაგალითად ეხლა ეგ მაქვს 9-თ გამოვიდა მიიღო 10, 11 და ეხლა 12-საც მიიღებს. 4 ვერსია უწევთ ხოლმე. მანამდე nexus-ებს 2 წლიანი support ქონდა, თუმცა ოქტომბერში გამოდის pixel 6 სადაც უკვე google-ს SOC-ა ნაწილობრივ მაინც და ამბობენ გახანგრძლივდებაო software support-ო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ iphone გამოდის წელიწადში 3 მოდელი ადრე 2 გამოდიოდა, ზოგჯერ ხომ 1-ც იყო? SOC ყველას ერთი აქ იმ თაობაში. სოფტი მათია + ჰარდი მათია და update იოლია. Android კი იცი linux-ს კერნელს იყენებს და ასობით სხვა კომპანიების ჰარდი დევს მაგ ტელეფონებში. ეს კომპანიები SOC-თ დაწყებული უშვებენ დრაივერს ერთი kernel-ს ვერსიაზე და ის რჩება ხოლმე მაგ დივაისს ბოლომდე. ამიტომ update-ები ძალიან ძნელია ასე. ეს კომპანიები არ უშვებენ ახალ დრაივერებს, იმიტომ რომ მერე ახალ ჰარდს გაყიდვა უნდა. x86 მაგ მხრივ უკეთესია და კაკრას nexus player იყო ინტელის პროცესორზე ანდროიდ 5-ზე გამოვიდა და მიიღო 6, 7 და 8-ც. ეს ოფიციალურად. მაგის გამოსვლისას ეს მაგარი იყო. pixel-მდე მოხდა ეგ. თუმცა android open source project-ც ხომ არის და ამ გზით ფაქტობრივად უკვდავი ხდება ზოგი დივაისი, custom rom-ების წყალობით. აი მე მაგალითად საახლობლოში რამდენიმეს ვუყიდე nexus 5-ები მზესუმზირასავით დაიყარა ebay-ზე ერთი მომენტი და კი დავარიგე ვისაც არ ქონდა ტელეფონი და ყველას android 11 უყენიათ, update-ბი მოსდით ყოველკვირას წარმოიდგინე მობილური 2013 წელს გამოვიდა. ისე ეგენი მაგარი მობილურებია უკაბელო დამტენები და NFC-ები აქვთ და ძალიან დიდი software support. ძალიან ბევრი OS მუშაობს android-ს გარდა მაგ ტელეფონზე. სუფთა linux-ც კი სულ ბოლო 5+ linux kernel-ებზე. ცოტა donation-ც გავაკეთე ამიტომ, სინდისმა შემაწუხა. ხალხი ამდენს შრომობს და ხომ უნდათ წახალისება. ამიტომ მიყვარს open source soft იქნება თუ hard.
-
ძალიან კარგი. ეგება მეტი მომხმარებელი გადმოვიდეს ნათელ მხარეზე
-
@user24 setting-ებიდან გათიშე აი აქ. მე ეგ chrome ფოლდერი დავიკიდე. სტოკზეც კარგ ვიდზეა უკვე და backup-ც უფრო გამარტივდა.
-
ეგ შიდა ip-ა. გარედან თუ გინდა პორტის გახსნა სტატიკური ip უნდა გქონდეს. ეხლა სილკზე არ ვიცი მაგრამ მაგთის NAT-რებულები აქვს და ვერ გახსნი მასე პორტს. უნდა დარეკო თუ არ ვცდები სტატიკური ip უკვე ფასიანია. რისთვის გინდა?
-
აჰა ე.ი. MBR-თ აყენებდი UEFI-ზე. ამიტომ გეკითხებოდი ზემოთ რა როგორ გააკეთე მეთქი ამას გადახედე ნახავ როგორც დააყენო grub UEFI-სთვის https://wiki.archlinux.org/title/GRUB
-
ასე ზეპირად ამბობ სწორედ მაქვს ყველაფერიო და რით დაგეხმარო აბა? დადე partition-ები როგორ გაქ, grub როგორ გიყენია, კონფიგი დადე, ლოგები დადე, ერორი რა დაგიწერა ან გიწერს როცა არ იტვირთება, journal-ში რას წერს. Grub-დან rescue mode იტვირთება? ფაქტია რომ არასწორად გაქვს რაღაცა დაკონფიგურირებული და ხომ უნდა ვნახოთ რა. მარჩიელობით პრობლემას ვერ მოვაგვარებთ
-
როგორ დააყენე MBR/UEFI? partition-ები როგორ გაქ? grub როგორ დააყენე? ერორიც დაგვიდე რას გიწერს. ინფორმაცია მოგვაწოდე მთლად ყავაზე რომ არ მოგვიწიოს მკითხაობა.
-
pagefile-ს hdd/ssd-ზე ქონა უაზრობაა, კომპრესირებულ ram-ში გადაიტანე და გაცილებით უკეთ იმუშავებს კომპიუტერი სულ რომ გამოტენო ram მაინც. დიდი ხანია linux-სა და android-ში (ZRAM ქვია მანდ) ასევე ios-შიც იყენებენ ram compression-ს. https://www.makeuseof.com/tag/ram-compression-improves-memory-responsiveness-windows-10/ წინა გვერდზე დავდე რამდენად მაგრად მუშაობს linux-ზე 16.5 GB RAM usage მქონდა 8GB ram-თ storage-ზე pagefile/swap-თ ამას ვერ იზამ გასძვრება სახე და ჩემი კომპი მაინც მშვენივრად მუშაობდა. windows-ში დეფოლად დენიკინის დროინდელ მეთოდს იყენებენ storage-ზე pagefile-ს რაღადროსია აუწყეთ ფეხი ტექნოლოგიებს. SSD/HDD-ზე ჩაწერა/წაკითხვაც შემცირდება I/O და სისწრაფეც მოიმატებს RAM და კომპრესიაც გაცილებით სწრაფია ვიდრე ნებისმიერი SSD
-
https://www.simplified.guide/linux/disk-recover-partition-table testdisk უნდა აღადგინო ჯერ partition-ები აუცილებლად და შემდეგ ამ partition-ებიდან უკვე ფაილები. ეს ვინჩესტერი რათქმაუნდა უნდა ამოიღო კომპიდან და იმ კომპს მიუერთო საიდანაც მოახდენ მონაცეების აღდგენას.
-
ძაან დიდი ტესტირება ჩატარდა OS-ებში Arch Linux, Clear Linux & Ubuntu Against Windows 10/11 On Intel Rocket Lake https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=windows11-linux-11900k&num=8 როგორც ყოველთვის windows-მა ბოლო ადგილი დაიკავა. საინტერესო ისაა რომ 10-მა აჯობა 11-ს. აქ ერთი მნიშნველოვანი ფაქტორია ის რომ დეფოლტ linux-ს ვერსიებია ეს. arch-ზე მაგალითად X86_64_V3-ს პაკეტები რომ გამოიყენო ანუ ახალ პროცესორებში რა შესაძლებლობებიცაა ეგენი და kernel შეცვალო 10-15% მატებას დებს ეგრევე წარმადობაში. windows-ზე ვერაფერსაც ვერ იზამ მსგავსს რომ სისტემა ააჩქარო.
-
Intel Xe DG1 ვიდეო დაფის ტესტირება 17 თამაშში
მათე replied to Magdalena's topic in Intel & დედა დაფები
ამ ფოტოებში ნამდვილი გამარჯვებული 5700G-ა. GT 1030-ს GDD5 ვერსიასაც კი საკმაოდ აღემატება. ეგ ძველი არქიტექტურის iGPU-ა. ამ გრაფიკის მიხედვით ვფიქრობ რომ ახალ პროცესორებში სადაც RDNA2 iGPU იქნება + DDR5 RAM გაცილებით მაღალი bandwith-თა და დახვეწილი CPU-ს არქიტექტურით GTX 1050-საც დაეწევიან და შესაძლოა გადაუსწრონ კიდეც. ინტეგრირებული ბარათის კვალობაზე ეგ 2022-შიც კი მაინც კარგი შედეგი იქნება. მთავარია მალე გააკეთონ ეს, შემდეგ სერიაშივე. ულტრაბუქებისთვისაა ეგ განსაკუთრებით კარგი. ანუ ვინმეს თუ მუშაობასთან ერთად თამაშიც უნდა შეძლებს AMD-ს დახმარებით ამას. პროცესორებზე საუბარი ზედმეტია 4800u 5800u ამათი კონკურენტი ულტრაბუქებში ფაქტობრივად არ აქვს ინტელს. მინიმუმ 2 წელია ულტრაბუქებში ჩამოიტოვა უკან amd-მ intel. -
შენს სკრინში შენი პროცესორის დაბლა წერია 7700k 1230 ქულა უწერია და მაგიტომ გამიკვირდა. მანდ ხომ სტოკ სიხშირეებზე უწერიათ პროცესორებს ქულები? techpowerup-ზე ვნახე 5.2-ზე 1380 ქულა უდევს 7700k-ს არ მგონია 4.9-5.0-ზე 1230-ს დებდეს და 5.2-ზე 1380-ს https://www.techpowerup.com/forums/threads/post-your-cinebench-r23-score.213237/ ეს ბენჩი ალბათ კარგად ვერ ტესტავს ყველაფერს.
