Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15287
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    130

Everything posted by მათე

  1. ვაა რაღაც მახსოვს რომ ღილაკი უნდა იყოს თვალივით და ეგ ქმნიდეს სპოილერს. არ ჩანს. ეს კინოების ტოპიკიდან გადმოვაკოპირე, თი იმუშავებდა გავტესტე
  2. რავი ჩემთან ოფიციალური ჩავწერე ორივე და დავბენჩე. თუ ფასიანია ალბათ trial ვერსიაა და გატარებას კი ეყოფა.
  3. geekbench 5 და geekbench 6 შეგიძლია გაატარო შენთან windows-ზე? საინტერესოა რა ქულას დებს windows-ზე და რას linux-ზე. 5-ში 1410-ს დებს ჩემთან single core და 4998-ს დადო multi-ზე 6-ში ეს დადო ძველით ეს კიდევ AVX2-თ. მაგის ბენჩიც ჩაუმატებიათ 6-ე ვერსიაში
  4. 1125g4 მაგ სერიის i7-1065g7-ს დონეზეა დაჟე ჯობნის კიდეც ოდნავ საკმაო ნახტომი იყო 10-დან 11 სერიაზე.
  5. როგორც ვიცი არის კაპიკებში windows -ების key-ები მაქვს მოკრული თვალი რომ წერდნენ უზერები. ეგ იქნება მარტივი გამოსავალი მერე.
  6. რთული არაა, მაგრამ სირცხვილია. Linux-ს დისტროები რაც ამ კომპზე ვცადე ყველაზე ყველაფერი ეგრევე მუშაობს. მოცულობაში კიდევ 3-ჯერ პატარებია. Windows-ში ჯერ ხომ ვერც დააყენებ სხვა კომპი თუ არ გაქვს. გაქვს საინსტალაციო ფლეშკა ხო? ვერ დააყენებ windows-ს. მერე დაყენდება და მერე იწყებს დრაივერების გადმოწერას და ჩალიჩს ეგეც როგორც ზემოთ დაწერეს თუ lan-ს დრაივერი დააყენა, თუ ვერა და მაშინ ხარ შარში შენით უნდა გადმოწერო და დაუყენო. შენ რომ დაწერე 3 სხვადასხვა რომ იყო მაქედან ან უნდა იცოდე რომელი ან უნდა გაარტყა, ანუ ყველა ცადო. მერე დაიწყებს ისევ დრაივერების გადმოწერას. ყველაზე მთავარი კი ისაა რომ გამოვა 3 წელში ახალი და ისევ უნდა ასე იჩალიჩო თუ გაქაჩა 3 წელი ამ სისტემამ საერთოდ ისე რომ არ გაუბეროს რამემ. არც mac os-ს და არც linux-ს არ ჭირს ეგ ავადმყოფობა. ბევრად უფრო სტაბილურად მუშაობენ წლების მანძილზე და შეგიძლია არც კი გამორთო კომპი თვეები მაინც იმუშავებენ. ახლობელმა მთხოვა ასე ადრე გადაყენება და ავდექი და linux დავუყენე დღესაც ეგ სისტემა აქვს და ყოველწელს იმას მეკითხება windows-ს გადაყენება არ უნდა კაცოო? 11 დაუყენე 10-ზე უკეთესია.
  7. uefi-ში დააყენე 11. ჩემსას ეტყობა key ჩაშენებული აქვს მისით გამიაქტიურა windows. მანდ შეიძლება ვერ დაინახოს ssd და მაგ დრაივერებიდან მოგიწევს გადმოწერა ამოაარქივება მაგ ფლეშკაზე ჩაგდება და მანდ დაგიწერს option-ს რომ driver ჩატვირთეო და იქიდან გასვლა მაგ ამოარქივებულ ფოლდერზე ფლეშკიდან და მასე დაყენება დრაივერის. 5 GB-ს გაცდნენ ტიპები საინსტალაციოსი და nvme-ს დრაივერი არ აქვთ.
  8. Arc სხვაა ეს Xe graphics არის windows თვითონ დაგიყენებს და განაახლებს კიდეც ბოლომდე. არ გინდა მასე ჩალიჩი. რომელიც შენს ლეპტოპს აქვს მისით თუ დაგიყენა ყველაფერი დაანებე თავი.
  9. რათქმაუნდა 2 ცალი 4-იანი ბევრად აჯობებს 1 ცალ გინდა 8-ანს და გინდა 16-იანს. ორ არხში პარალელურად მუშაობს. ნუ ეხლა 8 ფიზიკურად თუ არ ყოფნის საქმეს მაგაზე არ ვამბობ რათქმაუნდა. 1 ცალი 8 მოყვება დიდი ალბათობით მაგას და გირჩევ მეორეც მიუსვი გვერდით თუ 3200-იანი იქნა. თუ არადა თუ გაქაჩავ 2 ცალი 8-იანი მაინც ჩაუსვი 3200 mhz-იანი. თუ არადა რაც იქნება ეგეთივე 8-იანი. დუალ ჩენელის გასათიშიც არ აქვს BIOS-ში HP-ს ბიოსებს არ აქვთ ხოლმე ბევრი არაფრის შეცვლის საშუალება. ჯამში 8 დღეს ძალიან ცოტაა მითუმეტეს შენ თუ windows 11-ზე გინდა. თან ამაზე თამაშებსაც ითამაშებ და 8 არ გეყოფა. რომ გავტესტე ჩართვისას 4+ RAM მიქონდა და რაღა რჩება. მე linux-ს ვიყენებ და მე კი მეყოფოდა 0.2 GB RAM მიაქ ჩემ სისტემას ჩართვისას :D, მაგრამ რაღაც სოფტებს ვიყენებ სადაც რაც მეტი მექნება მით უკეთესი თავისას რათქმაუნდა გაყიდი, mymarket-ზე შეაგდე. თუ სწრაფად გინდა ნახე სხვების ფასები და ოდნავ ნაკლებად გაყიდე. თან ახალი ssd იქნება უხმარი და ეგეც დაწერე რომ სულ ახალ კომპს ამოაცალე. უბრალოდ აქ თუ აპირებ ლეპტოპის ყიდვას გარანტიიდან მოგიხსნიან რომ დაშლი და შეცვლი შიგნეულობას. თუ იცი როგორ, ჩემი რჩევაა რომ გამოწერო ssd-ც და RAM-ც. 32 GB ram-ში ახალში სადღაც 240-250 ლარი გადავიხადე, როცა აქ მარკეტზეც კი ტიპებს 400-450 ები ედოთ ამ სიხშირის ამ ზომის RAM-ებზე.
  10. 4k-ც კი არა აგერ დავტესტე ამ წამს 8k youtube-ზე 3 წუთნახევარი ვუყურე 0 dropped frame. თან მთელი პროექტები და რეები არ მაქ ეხლა გაშვებული. 5000 ქულას დებს GB 5-ში multi thread-ში და 1400 single thread-ში. მეც გამაკვირვა თავიდან არ ველოდი ასეთი მძლავრი თუ იყო უკვე ლეპტოპის u სერიის პროცესორები, მაგრამ ფაქტია აგერ low end i3-ც კი ძალიან მაგარია. თამაშებს რაც შეეხება BF3-ს უშვებს full hd-ზე medium-ებზე 40-50 FPS-ზე. CS:GO საც ნორმალურად გათამაშებს, მაგ თამაშს cpu უნდა უფრო და მაგაში მაგ 1115-ს სახეს გააძრობს lol 8K 60 FPS-ც გავუშვი და თავისუფლად მიაქვს თვითონ ნეტი და wifi მიჭედავს უკვე. 50 Mbit/s მაქვს თორე არც ამაზე ექნებოდა dropped frame-ები. ხო 15.6 იანი ყოფილა შენი. მე 14-იანები მევასება უფრო. GHZ-ებს არ უყურო დამიჯერე. თვითონ უფრო კარგად იცის როდის დაბუსტოს. windows-ზე საუკეთესო წარმადობას რა გასაკვირიც არ უნდა იყოს მაძლევდა power save mode-ში როცა ვაყენებდი. გრილიც იყო თუ არაფერს აკეთებდი და თუ რამე ბუსტავდა გემრიელად. dual channel უნდა იყოს აუცილებლად RAM თორემ ბევრად ბანძია ისე. რომ ვიყიდე 1 ცალი 8 GB RAM იდგა და 2 ცალი 16 რომ ჩავაყენე და PCIe gen 4 გაფრინდა ლეპტოპი. თამაშებში კოლოსალური სხვაობა მისცა dual channel-მა თან ეს 3200-იანებია და რაც იდგა ეგ თუ სწორად მახსოვს 2400 თუ 2666 იყო. აი ეს ssd ჩავაგდე მე https://www.amazon.com/dp/B098WL46RS?psc=1&ref=ppx_yo2ov_dt_b_product_details 81$ ანუ 220 ლარი დაჯდება ჩამოტანიანად 1 TB PCIe gen 4-ა ცეცხლის ფასი აქვთ აქ რაამბავია 300 ლარი 500-იანში.
  11. ნუ ეკრანებში ეფლი განსაკუთრებულია. ძალიან მაგარ ჰარდს დებენ და იდეალურ კალიბრაციას უკეთებენ, როგორც ლეპტოპებში ასევე მობილურებშიც. მაგათ ძველ ლეპტოპებს მისი დროისთვის საუკეთესო ეკრანები ქონდათ ხოლმე. 2015-იანი დავტესტე ამასწინათ და 2k იდეალური გამოსახულების მქონე ეკრანი ედგა. ცა და დედამიწა იყო ჩემს ზუსტად იგივე წლის thinkpad-თან, რომელიც გამოსვლისას ჩემი კონფიგურაციით ნაკლები არ ეღირებოდა.
  12. ეგ ლეპტოპი მაქვს მეც, მოდელი საიტზე უცნაურად წერია, მაგრამ აშკარად იგივე ლეპტოპია. ეს -> https://support.hp.com/ie-en/document/c07148987 1125g4 ბევრად ჯობია 1115-ს. ebay-ზე იყო ახალი ფაქტობრივად 800 ლარამდე დამიჯდა. სერიოზული battery life აქვს. მაგრად დაუხვეწიათ ეს ახალი თაობები. წინა i5 5300u მქონდა ძველი ლეპტოპი და 2-3 საათს მუშაობდა. ამან 7 სთ-მდე გამიძლო პირველად გავგიჟდი კლავიატურა და build quality-თ ბევრად ჩამორჩება იმ ჩემ წინა thinkpad-ს. ცალ ხელში რომ იღებ touchpad-ს აღარ ეჭირება, მაგრამ performance-თ ოჰოჰო შეჭამს იმას. ორი სლოტი აქვს 32 GB RAM მაქვს მე ჩადგმული და PCie gen 4 1 TB ssd მაგის მხარდაჭერაც აქვს. ადრე მქონდა i7 3770 როცა მეფე იყო და ამ u სერიის პროცმა ყველაფერში საგრძნობლად აჯობა. ნუ სხვაობა 8 თაობაა და სხვაგვარად შეუძლებელიცაა. დასაშლელად საზიზღრობაა. რეზინის ფეხები რომ აქვს მთელ გაყოლებაზე მაგის ქვევით აქ ბოლტები. 1-ხელ მაქ ჯერ დანაშლელი. 2-3 ჯერ რომ ააძრობ აღარ დაიკრობს იმ ფეხს კარგად და მოგიწევს დაწებება შენით. thinkpad ამ მხრივაც ჯობდა.
  13. LOL შემთხვევით ვნახე. პოსტის წერას რომ იწყებ, რომ ჩააკლიკებ და შორთქათს დააჭერ Ctrl + Shift + X მარჯვნივ ალაგებს ყველაფერს, აი სარკული არეკვლით, ოღონდ წარწერები სწორად არის. თვითონ საიტი ბრუნდება აი ასე
  14. აქვთო საფორთი -> https://support.apple.com/en-gb/HT210980
  15. M1 პირველივე თაობის კვალობაზე თანაც სხვა ARM ჩიპების შემხედვარე დიდი ნახტომი იყო. აი M2-ს რომ ვუყურებ უფრო მეტს ველოდი. უფრო უნდა გაეუმჯობესებინა ეფლს, თუმცა ალბათ პანდემიამ და კრიზისმა იქონია გავლენა. ჯამში მაინც ნორმალურია, მაგრამ იმ ფაქტს რომ ტიპებმა ლეპტოპის ეკრანს notch გაუკეთეს მაინც ვერ ვეგუები
  16. ეს მაფიქრებს იმას რომ შენს მაზერს სხვა მეხსიერების კონტროლერიც ექნება სავარაუდოდ და მაქედან მუშაობს ეხლა. მაგიტომ იქნება ნელი. იმ პირველ სლოტში ალბათ იმიტომ არ მუშაობს რომ cpu-ს lane-ბზეა მანდ მიბმული. ამ შემთხვევაში ამ სლოტში ის ssd-ც იმუშავებდა. აი ვიპოვე. ანუ 16 lane აქვს cpu-დან. 1 ვიდეოს სლოტი x16-ა. შენ ადგილას ამას ვცდიდი. ვიდეო ალბათ ზედა სლოტში გაქვს. ან ბიოსში ნახე x16-დან x8-ზე თუ შეუძლია გადაყვანა რომ გადართო. ან გადაიტანე ჯერ მეორე სლოტში და ის სსდ დააბრუნე იმ სლოტში რომელშიც არ მუშაობდა. თუ კიდევ არ იმუშავა მერე ვიდეო მესამე სლოტში გადაიტანე და ისე ცადე. მესამე x4 უნდა იყოს და არ ვარ დარწმუნებული დაალიმიტებს თუ არა, მაგრამ მეორე სლოტში თუ იმუშავებს ან პირველში x8-ში 3.0 არამგონია რომ ვიდეო დაალიმიტოს. თუ ასე იქნა დაიბრუნე ისევ ის 4.0 ssd და ეგ ჩასვი მაგ სლოტში და საუკეთესო შედეგს ამ პროცესორით ასე მიიღებ. თუ სწორი ვარ ამ ssd-მაც უნდა მოგცეს მისი სიჩქარეები წესით. 11700-ს 20 lane აქვს cpu-ს და ამიტომ x16 ვიდეოს + x4 nvme ამუშავებს ერთდროულად. ცადე აბა და დაწერე მერე რა ქნა. აქ უწერიათ რომელი რომელთანაა დაკავშირებული. ესენიც გადაამოწმე დანომრილი იქნება სლოტები მანუალში და იმ სატაზე ან usb-ზე არ გქონდეს რამე მიერთებული რომელიც მაგ m2 სლოტს თიშავს cpu-სთან რაცაა დაკავშირებული. ეგ სლოტი მოგცემს ssd-ზე საუკეთესო სიჩქარეს.
  17. @Harmony Lines კი ვიცი სუპერზე ეგ, ის ვიგულისხმე რომ ახალ ფილმში იმავე სამყაროში სადაც ამ ფლეშს იღებენ სუპერს ეგ არ უქნია აი ფლეში კი ვნახეთ უკვე და სხვა გამოსავალი აღარაა რომ მისი ძალების მაქსიმუმი არ გამოაყენებინონ. მაგრამ მგონია რომ გააბანძებენ ფლეშს. ბეტმენზე არ ვიცოდი.
  18. მხიარულიც არაა ეს მაგაშია საქმე. სპაიდის პონტში უნდა იყოს ფლეში მეგობრული, მხიარული, სასაცილო კომენტარებით. ეს იმენა awkward ტიპია. რამეს რო იხუმრებს და სიჩუმე რომ დგება ოთახში, თვითონაც ისეთ როჟას კერავს. ფლეშის ფილმს რაც შეეხება, ძაალიან დიდი იმედი მაქვს რომ ზედმეტად უაზრო და ინდური სცენები არ იქნება. სნაიდერ ქათში როგორც იყო ფლეში რომ დაჭრეს ბლასტერით არადა ტიპი სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს, დროს აბრუნებს. ისე სუპერმენიც გააბანძა მაგ სნაიდერ ქათმა. სტეპენვოლფს იმდენს ურტყამს და 3-ჯერ ლაზერს ანათებს და მეორე მომენტში ფეხზე დგას ვითომც არაფერიო სტეპენვოლფი და მეორე სცენაში აკვამენი გახვრიტავს თავისი ფოცხით. 2017-ს ვერსიაში მაგდენი არ უცემია სუპერს. 1-ს ურტყამს და გადააგდებს. დაბლა რომ აგდია მაგ სცენაზე ვამბობ. 2017-ს ვერსიაში ამოდენა ფლეშის შესაძლებლობები არ უჩვენებიათ და კიდევ გააპრავებდა კაცი იმით რომ ჯერ არ შეუსწავლია ძალებიო. სნაიდერქათმა უკვე თავის ძალებში გარკვეული ფლეში გვანახა ხოდა ეხლა ფილმში რამე გამოუსწორებელი თუ მოხდა, უნდა დააბრუნოს დრო და გადაარჩინოს ეგ მომენტი. სხვამხრივ უაზრობა ფილმი იქნება, როგორც სერიალში ხდება ხოლმე ძალით გაწელილი თემები რომ არის. DC-ს ეგ ავადმყოფობა ჭირს, ზედმეტად ძლიერი გმირები ყავს. ფლეშს აი ვინ უნდა აჯობოს საერთოდ? სინათლის სიჩქარეზე ბევრჯერ სწრაფია ტიპი. ვნახოთ აბა რა გამოვა. დიდ იმედებს DC-ზე არ ვამყარებ. ჩემი აზრით მარველის დონის ფილმებს, ნუ თავიდან რაც იყო იმათ ვგულისხმობ, ვერასოდეს გამოუშვებენ ეხლა ისეთი პირი უჩანს.
  19. 980 pro-სა და 970 evo plus-ებსაც ქონდათ პრობლემები. ზოგს დაებრიდა, ზოგს კიდევ wear მოემატა ძალიან მოკლე დროში. Samsung-მა ძალიან დააგდო რაღაც ხარისხი. მობილურებშიც შეიმჩნევა უკვე. ეტყობა კრიზისმა იქონია მაგათზე დიდი გავლენა. s23-ებიც რომ გამოუშვეს ეკრანიც ძველი უყენია იაფიან მოდელს. მეხსიერებაც 2-ჯერ ნელი აქვს 128-იან მოდელს 256-იანთან შედარებით. 1 თაობით ძველი უყენია.
  20. აუ ისევ ეს ტიპი იქნება flash? თფუი რა. JL-ში იმენა უბანძესი იყო, არც ამაში მაქვს იმედი ივარგოს. ძალიან არ უხდება მაგ როლს.
  21. არ არის ძვირი 4.0 იგივე ღირს ლამის რაც 3.0-ები. მე აგერ ეს ვიყიდე 79$ ღირდა ეხლა 80$ ღირს, რამდენჯერმე შეიცვალა ფასი თუმცა მაინც კაი ფასდაკლებაა ეხლაც https://www.amazon.com/dp/B098WL46RS?psc=1&ref=ppx_yo2ov_dt_b_product_details სხვაობას მე იმიტომ ვატყობ რომ 100, 200,300 GB-ს მონაცემებს ვამოძრავებ იქეთ აქეთ. ეგ რომ არა საერთოდ ვერ შევატყობდი ჩემს წინა SATA 3-თან რამე განსხვავებას.
  22. კი მარტივად, ჯერ აძვირებენ დღემდე და ეხლა შეამცირებენ. მაგარი აფერისტია ეგ ელონა. სადაა cyber truck, სადაა ახალი roadster, სადაა 35 000$-იანი Model 3, სადაა Tesla semi truck, WFP-ში 6 მილიარდს გადავრიცხავო შიმშილთან საბრძოლველადო, 6 მილიარდი გადარიცხა, მაგრამ სად ღმერთმა იცის ამის გარდა იმდენი დაპირება აქვს ნათქვამი, ზოგი რაღაც იმდენად მნიშვნელოვანი ტყუილი იყო მილიონობით $ გადაახდევინა სასამართლომ. 2026-ში მარსზე ადამიანს გავუშვებო და ჯერ არ მოსულა თარიღი უკვე 2029-მდე გადაწიეს. ნახავთ 2040-მდეც და 2060-მდეც გადაწევენ. ქოცებზე მეტი გადამგდებია ელონა
  23. მეორეც და მესამეც ძალიან მაგარი იყო. აი მერე გაუბერეს. აირონმენი რომ მოკლეს მაგის მერე მეც რაღაცნაერად გამიქრა ინტერესეი. ისე უბრალოდ ვუყურებ ხოლმე მაგათ ფილმებს. კინოშიც კი არ მომდომებია დიდად წასვლა. კეპიც რომ აღარ არის, ნატაშაც. დაშალეს ის ორიგინალი ავენჯერები. არადა აი უბრალო ფილმიც რომ გადაეღოთ აი როგორ ცხოვრობენ ეგ ტიპები ამ დიდი ამბების გარეშე ეგეც ძალიან საინტერესო იქნებოდა და რაც მთავარია გაცილებით მარტივი გადასაღები. ასწორებს ეგეთი სცენებიც. აი ჰოუკი რომ მიიყვანს თავის ცოლთან და შვილებთან პირველად, შეშას რომ ჩეხავენ და რამე. იქ აზგარდის სცენები რომ არის თავიდან რაღაც მომენტები. ლოკის თეატრი და ა.შ. რაღაც მასეთს ვგულისხმობ რა. DC-ში ხო უბანძესები არიან ეგ განი სულ დაასამარებს ალბათ. Henry Cavill-ს ხო აღარ იღებენ. გადახვევა უყვარსო ორიგინალი ისტორიიდანო და ეგ კევილს არ მოწონს. ნერდი ყოფილა ეგეც და ყვარებია კომიქსები. Witcher-ც ძალიან მომეწონა მე. მართალი ვთქვა სუპერმენზე ბევრად უფრო მომეწონა Witcher-ს სერიალი. ეგეთი ისტორიები მომწონს და მანდაც აღარ იქნებაო იგივე მიზეზით რომ გადახვევა უნდათო რეალური ისტორიიდან. არადა ორივე როლში მარტო ეგ წარმომიდგენია ისევე როგორც iron man მუდამ tony stark კი არადა Robert Downey Jr. (თუმცა რა განსხვავებაა ) იქება
  24. მეც ასევე 8 წელია მაქვს crucial-ს ბიუჯეტური 250 GB-იანი ssd თუმცა MLC ჩიპებზეა და ეხლახანს დავითრიე pcie gen 4 6.6 GB/s სისტემის მუშაობაში სხვაობა 0-ა. თამაშებს მე არ ვთამაშობ რომ შევნიშნო. ერთადერთი უზარმაზარ მონაცემებთან მაქვს ეხლა შეხება და რათქმაუნდა ის sata ssd ბევრად ნელი იქნება თუმცა ვერც გავტესტავ არ დაეტევა იმ ssd-ზე. მონაცემების დასამუშავებელი soft იკავებს 50 GB-ს ლამის და თვითონ მონაცემები 650-700 GB-ს
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.