Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15278
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    128

Everything posted by მათე

  1. იოლად რომ დეფორმირდება ალუმინი, მაგიტომ აყენებს ნაკლებ ზიანს ეკრანს. ენერგიის ნაწილი ალუმინის დეფორმაციაში იხარჯება. თანაც უფრო მსუბუქია და ეგ ძალაც ნაკლებია თავიდანვე. იგივე პრინციპია რაც თანამედროვე მანქანებში. იჭეჭყება მანქანა რათა ადამიანები გადარჩნენ და დარტყმის ძალა არ გადავიდეს მათზე სრულად. ტიტანის ან stainless steel-ს კორპუსიანი ტელეფონის დავარდნისას დარტყმის ძალა გადავა შუშაზე და ინტერნალ კომპონენტებზე. ხალხს კი უხარია რომ ნაკაწრიც არ ეტყობათ, მაგრამ მეტი შანსია შუშა გატყდეს და ტელეფონი დაზიანდეს სხვა მხრივ. მაგიტომაც გაუძლო ვიდეოშიც ალუმინის კორპუსიანმა და დაასრულა დაბზარული შუშებით, ხოლო მეორე გადაიხსნა და ეკრანიც დაზიანდა შიგნიდან. მანდ უნიბოდი რომაა რათქმაუნდა ეგეც დაეხმარა 17-ს.
  2. დავარდნისთვის რათქმაუნდა რბილი უკეთესი იქნება. მეტ დარტყმის ძალას შთანთქავს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ დროს ზიანდება ვიზუალურად და ბევრად უფრო ნახმარის ვიდი ექნება. მითუმეტეს რომ კუთხეებში ის საღებავიც ძვრება.
  3. ის winapps პროექტი არ გამოგადგა?
  4. კი ოპტიმიზაცია რათქმაუნდა მაგარი აქვთ. თუმცა იღორეს 17-ში ელემენტის ზომაზე. უფრო სუსტი ჩიპის გამო მეტს გაძლებდა პროზე და მაგიტომ ჩადგეს ძალით პატარა ბეიზ მოდელში. ჩინურ ხლამებში რომ 6000-7000-იანი ელემენტები დევს კიდევ მაგარი უაზრობა გამოდგა. რაღაც ვერაა მაგ ახალი ბატარეების ტექნოლოგიებში ნორმაში, აშკარად ბევრად ნაკლებს ძლებს ვიდრე ახლანდელი ტექნოლოგიები. iphone-მა იმ ახალ xiaomi 17 pro max-საც აჯობა 7500 იანი ელემენტით, როცა იგივე მოცულობის ელემენტით სამსუნგს ნამდვილად ვერ აჯობებდა. სამსუნგი ყველაზე ახლოს დგას ელემენტის ხანგრძლივობით ეფლთან. მაგათაც მაგარი ოპტიმიზაციები აქვთ ეტყობა, ლამის ყველაფერს მისით ამზადებენ და ანდროიდის კოდზეც აქვთ წვდომა და კარგად არგებენ. ვეღარ გადავწყვიტე რა ტელეფონი ავიღო იმენა გუგლის ჩასვრა მაგრად ნერვებს მიშლის. რა ჯანდაბად უნდოდათ ეს ნაგავი ექსინოსი. თან მაგაში იმდენ ეკონომიას აკეთებენ და მაინც იმხელა ფასად ყიდიან რაც სნეპით დაჯდებოდა. ღორობის პიკშია Google Apple-თან ვერც პერფორმანსით და ვერც build quality-თ ახლოსაც ვერ მიდის.
  5. windows 11 დატესტეს ამდს ახალ პროცესორებზე და შეადარეს უბუნტუს. https://www.phoronix.com/review/windows-linux-amd-9950x-9950x3d როგორც მოსალოდნელი იყო windows 11 აღმოჩნდა 11-13% თ ნელი ვიდრე ერთ-ერთი ყველაზე ნელი linux-ს დისტრო :D
  6. კაპიკია ამათი ფასი სანამ linux-ს საფორტი არ ექნებათ out of the box. ვის რაში ჭირდება windows on arm მაგაზე ცუდი სისტემა არ არსებობს. დეველოპერებზე მაინც გათვალონ და დაუჭირონ მხარი linux-ს. წლიდან წლამდე ტიპები მილიონებს ხარჯავენ და ბოლოს ჩააფლავებენ ხოლმე სულ ტყუილად. X86-ზე ყველაფერი მუშაობს, ამათზე არა. AMD-ს შემოთავაზებები აღარ ჩამოუვარდება battery life-თ და სიგრილით arm-ს შემოთავაზებებს. საფორთით ცა და დედამიწაა. რატომ უნდა იყიდონე ეს როცა არცერთი პლიუსი არ აქვს ალტერნატივებთან, მითუმეტეს რომ ფასს იმხელას ადებენ გადამკვდარი ფანიც არ გაეკარება ამათ ლეპტოპებს.
  7. კი მეც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი "აიფოუნით" მაგრამ გუგლზე ძალიან გაბრაზებული ვარ. სულ გუგლის სმარტები მქონდა ოდითგანვე galaxy nexus და მას მერე წარმოიდგინე. N6-ში დაიწყეს არევა როცა უაზროდ დაადეს პრემიუმ ფასი. 5x კვდებოდა, OG-ზე კამერის ფოკუსირების პრობლემები მქონდა, P3-ზე ეკრანის (ულტრა ვაიდ სელფი ძაან მაგარი რამე იყო), P4-ზეც ეკრანი ძვრებოდა, მამაჩემის P4a-საც ეკრანი აძვრა, P5a იგივე სიკვდილით მოკვდა რითიც 5x კვდებოდა აგერ მიდევს საექსპერიმენტოდ ვინახავ დრო რომ მექნება რებოლინგი მინდა ვცადო ჩემი ხელით P5-ზეც ეკრანი ამიძვრა, თუმცა overall იმენა ყველაზე მეტად მევასება. ზომა/წონა, კამერები რომ არაა გამობურცული, ანაბეჭდის სენსორის განლაგება, ფიჩერები განსაკუთრებით reverse wireless charging. მგონი ყველაზე დიდი ხანი ეგ მოდელი მაქვს. აი რაც ექსინოსზე გადავიდნენ არც კი გავკარებივარ ჯერ იმდენი პრობლემები იყო თავიდან, ეხლა 2 თაობით არიან ჩამორჩენილი. AI-თ ქაჩავენ გასაგებია, თუმცა არც სამსუნგს უჭირს მაინც და მაინც. ყველგან ეკონომიას აკეთებენ და იგივე pixel 10 iphone 17-ზე 100$ თ მეტი რომ ღირს გუგლის ღორობის მეტი არაფრის ბრალი არაა. აიფონს ამ წუთას base 17 მოდელს ვფიქრობ გუგლზე გაბრაზებულზე, თუმცა სამუშაოზე მაგრად გამომადგება. რაზეც ვმუშაობ დიდი პროექტია და აპი მხოლოდ აიფონზე გვაქვს და ძაან ვწვალობ ეფლის არცერთი დივაისი რომ არ მაქვს რაზეც მაგას გავუშვებდი. მობ დეველოპერი არ ვარ ბექში ვარ, თუმცა მჭირდება აპი. საცდელად+სამუშაოდ დავითრევ ალბათ უბრალო 17-ს, ვნახო ერთი 2008-დან 17 წლის მანძილზე რისი გაკეთება შეძლეს. ისე კი წარმოდგენა არ მაქვს რომელი ანდროიდი ავიღო. P5-ს მსგავსი თუ იქნება, განსაკუთრებით ის, რომ კამერა არ ექნება გამობურცული ავიღებდი. აი გამობურცულ კამერაზე მეტად არაფერი მეჯავრება ტელეფონებში.
  8. უნიბოდი რომ უნდოდათ იმიტომ აიღეს სავარაუდოდ ალუმინი. ტიტანის მასე დამუშავება გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ. გაგრილება რომ სდომოდათ წყლის გაგრილებას ნორმალურად გააკეთებდნენ. ტესტებში რაც ვნახე სტაბილურობის ტესტი რომაა დიდი არაფერი სხვაობა არაა 16-ებთან. ისე კი ალუმინი ტიტანზე გაცილებით უკეთესი რომაა მაგ საქმისთვის ცხადია, მაგაზე ეფლი ვერ დაიბოლება.
  9. შეეძლოთ ამისგან თავის არიდება, ყოფილა მაგის სტანდარტები როგორ გააკეთო ისე კუთხეები მომრგვალებული რომ ასეთი არ მომხდარიყო, მაგრამ ეფლმა დაიკიდა და ხალხს ნაჩხაპნებიანი ტელეფონები ხვდებად out of the box. ძალიან მარტივად იჩხაპნება განსაკუთრებით იმ კუთხეებში კამერის ირგვლივ. ეს პრობლემა მხოლოდ pro და pro max მოდელებს აქვთ.
  10. ელემენტში საგრძნობი სხვაობაა 17 pro-სა და ამათ შორის. თუ ვიყიდი მხოლოდ ამერიკულს 4252 კარგი ზომაა აიფონზე. პირველი აიფონი იქნება, საერთოდ გუგლის იქით პირველი ტელეფონი იქნება ეხლა რასაც ვიყიდი, ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია.
  11. უკვე წამოვიდა შეფასებები და მაგრად აძაგებენ ახალ აიფონებს ალუმინის კორპუსის გამო. ნუ ცხადია რბილი მეტალია და ყოველი დავარდნა ისახება მასზე. იოლად იკაწრება. კუთხეები ექერცლება მარტივად და ა.შ. ვერცხლისფერის აღებაა საუკეთესო გამოსავალი, თუმცა ეგ მხოლოდ ლაით ნაკაწრებზე იმოქმედებს, რომ ძნელი შესამჩნევი იყოს. გაღუნვა გამოღუნვისგან ეგ ვერ დაიცავს რათქმაუნდა. ისე დაშლის ვიდეოებს რომ ვუყურე ეგ vapor chamber სულ ტყუილად უდევს. პროცესორთან შეხება არ აქვს ფაქტობრივად, უფრო ელემენტს აგრილებს რასაც ვუყურებ ვახ არადა 17 pro-ს დავითრევთქო და ეფლი თუ build quality პრობლემებით იქნებოდა ნაღდად არ მეგონა. ამ pixel-ების უბანძესი build quality-თ დავიღალე უკვე. სულ google-ს ტელეფონები მქონდა და რაც იმ ნაგავ ექსინოსზე გადავიდნენ ახლოსაც არ გავკარებივარ. ტელეფონს რომ ვერ აარჩევ მაგარი დროა მოსული რა. ეს ტაფა ტელეფონები მომკალი და არ მინდა. 17 pro ან უფრო პატარა იდეალურია ჩემთვის. სამსუნგი არ მევასება თვითონ ფირმა ნოკიას დროიდან მოყოლებული.
  12. Air ძაან ბანძი გამოდგა. Pro ჩიპი უდევს და non pro 17-ზე სუსტია. თვითონვე საუბრობდნენ ალუმინს იმიტომ დავუბრუნდით რომ 20-ჯერ უკეთესია გაგრილებისთვისო ტიტანთან შედარებით და vapor chamber-ც დავუმატეთო pro-ებსო. ამ დროსვე წარადგინეს გაგრილების არ მქონე თხელი ტელეფონი ტიტანის კორპუსით. უაზრო ფასი აქვს ის ელემენტიც რომ მოყვება უკან დასამაგრებელი. ბარემ დაამატებ და pro max-ს იყიდი სხვაობა 50$ გამოდის lol აი უბრალო 17 კი ძალიან ძალიან მაგარი ჩანს მითუმეტეს pixel 10-ზე 100$-თ იაფია. ნუ გუგლის pixel რომ სრული ნაგავია და 500$-ზე მეტი არ უნდა ღირდეს ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ამ ფასად უბრალო 17-ს რაც აქვს გადასარევი შემოთავაზებაა.
  13. 17 pro-ს ამერიკული ვარიანტის ელემენტის ტესტებს ველოდები და შეიძლება პირველი iphone-ც დავითრიო ჩემთვის. pixel 5 მომიძველდა უკვე. მაგის მერე კიდევ ნორმალური ტელეფონი არ გამოუშვია გუგლს. სასაცილოა ახალი pixel-ები და მეტი არაფერი. სრული ნაგავი, მითუმეტეს მაგ ფასად რასაც ითხოვს გუგლი მაგ ნაგავში. უკვე ყელამდეა იმენა. ფასის გამო და მაინც რომ კარგი მონაცემები იყო და სოფტი სუფთა სულ მაგათ ტელეფონებს ვყიდულობდი galaxy nexus-დან მოყოლებული. ეს უკვე დაცინვაა. 2 წლის წინა წარმადობის cpu/gpu + ელემენტი ნაგავი. განსაკუთრებული აღარაფერი. კამერაშიც და სოფტშიც გადაასწრეს უკვე ერთი ფოტოები ქონდათ მაგარი და ვიდეო არც არასოდეს უვარგოდათ ვიდეოში apple იყო სულ მეფე. ეხლა ფოტოშიც ვეღარ ჯობნიან იგივე apple-ს ან samsung-ს. აღარც ულიმიტო google photo. ერთ უბრალო overpriced mid range ტელეფონად აქციეს რომელშიც samsung-ს და apple-ს ოდენა ფასებს ითხოვენ
  14. საკმაო სხვაობა კია 2k-სთან მაგ სკალინგით. გიორგის პოსტიც არ ჩანს, აქ გიორგის პოსტის ზედა პოსტის ნაწილიც ჩანს
  15. ჰო ეგ განიერი ყოფილა ჩემი 70 სმ-მდე იქნება სიგანე მაგიდის. მოძრავი მაგიდაა მატორით ზემოთ ქვემოთ რომ დადის. ზედაპირი ბოლტებითაა ისე დამაგრებული და რომ რამე ამის გამოცვლა არაა დიდი პრობლემა. ერთადერთი უკაბელო დამტენის ხვრელს დაჭირდება ცოტა დაჩალიჩება მინიმალური სისქის ხე რომ დატოვო თუ გამოვცვლი ზედაპირს. წონა არაა პრობლემა 60 კილომდე კი წევს და უფრო დიდი და მძიმეც რომ იყოს აიტანს. მაგხელა სკალირებით 1080p-ზე 720p-სავით გახდება ეკრანის სივრცე ;დ ისე კაი FPS_ები კი გექნება 1080p-ზე
  16. ჰო მეც მასე ვარ 60-70 სმს ფარგლებში. მონიტორს აქვს დიდი სიღრმე ასე რომ ვთქვათ. ფეხის ძირი კედელსაა მიდებული და საკმაოდ შემოსულია მაგიდაზე თვითონ მონიტორი. მაგიდა კიდევ არც ისე განიერია უფრო შორიდან რომ ვუყურო.
  17. კი მეც არ მაქვს 27-ზე 2 k-ზე სკალირება. 4k-ზე 115%-ზე მეყენა ხოლმე. ისე მართლა ძაან პატარაა. თამაშით ერთ თამაშს ვთამაშობ ეხლა dod (day of defeat) 2001 წლისაა CS 1.6-ზე და მანდ პიქსეები კი არა პოლიგონები მოგხვდება თვალებში ამის ინტეგრირებულმა რაც მიწერია მონაცემები ბევრი გამიქაჩა, მაგრამ ამდენი წლების მერე მობეზრებულიც მაქვს უკვე და მივაშალე ვინდის VM თან მაგაზე აჩმახებდა მაინც რაღაცები და მარტო მაგას ვუბერავ ხოლმე იშვიათად linux-ზე.
  18. სვით სფოტი რასაც უმეტესობა ეძახის 110-140 ppi-ა. თუმცა ჩემსას 109 აქვს ეხლა და არ მომწონს. ჩემი აზრით მინიმუმ 150 მაინც უნდა ჰქონდეს მონიტორს. აი 4k 27-ზე იდეალური მონიტორია ჩემთვის. გამოსახულებაში სხვაობას ეგრევე ვხედავ. 4k-ებიდან ამაზე რომ მომიწია გადმოსვლა თვეების წინ კი გემახსოვრება, მას მერე ხომ უნდა მიჩვეულიყო თვალი, მაგრამ არა. ისევ ისეთი შეგრძნება მაქვს ეხლაც რომ ვუყურებ ამ მონიტორს როგორც პირველ დღეს. საგრძნობი სხვაობაა 4k-სა და 2k-ს შორისაც კი 27"-ზე. მაგიტო ვამბობ რომ 2k მაქსიმუმ 21 ინჩზე, მაგაზე დიდებზე უკვე მეტი რეზოლუციაა საჭირო. ისე სკალინგზე windows-ს აქვს პრობლემები თორემ linux და mac გადასარევად მუშაობენ. თუ სკალინგზე გქონია პრობლემა ეგ უფრო windows-ს გამოა. 4k 27-ზე საჭიროებს მცირედ სკალინგს, რომ ნამეტანი პატარა არ გამოჩნდეს ყველაფერი, განსაკუთრებით ტექსტი. ისე კი გამოსახულება იდეალური აქვს. პიქსელები საერთოდ არ ჩანს და ძალიან მაგარი გამოსახულება აქვს.
  19. ოჰო. მე ტექსტის კითხვა მჭირდება და მასეთზე ნამდვილად ვერ ვიმუშავებდი. თამაშებში და ფილმებში ალბათ ნაკლებად ეტყობა.
  20. 2k 21" ზე მაქსიმუმ მაგის ზემოთ არ ვარგა. მე 27" იანზე მაქვს 2k და საზიზღრობაა. 4k მინდოდა მაგრამ ჩემი ისტორია თუ იცი აქ 4 მონიტორი ვიყიდე არაიაფიანები. ბენქის პროფესიონალურიც მათ შორის და 4-ვე ბრაკი იყო და მომიწია ამაზე დათანხმება. 240 hz-იანი 2k-ა. მაგრამ იმენა დიდია რა სხვაობა 27" ზე 100% 4k-ა საჭირო.
  21. windows -ს ახალი ვერსიის ბენჩებიც მოვიდა linux-თან https://www.phoronix.com/review/windows-11-25h2-ubuntu-2510/6 ამჯერად ბოლო აფდეითზე 15%-იანი ჩამორჩენა აქვს ფაქტობრივად ყველაზე ნელ linux-ს დისტროსთან. windows-ს დაყენებით რა პროცესორიც არ უნდა გქონდეთ ჩათვალეთ ლამის 2 თაობის performance-ს ტოვებთ მაგიდაზე. ეგ Cachy OS რომ უწერიათ მაგასთან რომ დაედარებინათ სხვაობა 3 თაობის performance-ს დონისა იქნებოდა. თამაშები არის ერთადერთი სფერო ალბათ რაზეც ჯერ კიდევ ზრუნავენ windows-ში პერფორმანსის მხრივ და მაგაშიც კი წააგო Games run faster on SteamOS than Windows 11, Ars testing finds https://arstechnica.com/gaming/2025/06/games-run-faster-on-steamos-than-windows-11-ars-testing-finds/
  22. 1 - > https://github.com/winapps-org/winapps საუკეთესო გამოსავალია ვერ განასხვავებ ნეტივ პროგრამებიდან 2 Office Online ან PWAs
  23. სილკნეტს არ გაუბერია გუგლმა გაუბერა.
  24. AMD 780m იზამს რამეს ბიჭებო? საცდელად, ვიდეოებს რასაც ვუყურებ მართლა bf3-ვითაა. ეგ კიდევ მაგრად მომწონდა ადრე. oculink port კი აქვს ჩემ mini pc-ს და 260$-დ იყიდება egpu dock თავის კვებიანად, მხოლოდ gpu-ს დაუყენებ მერე და ვსო. ეგ შეიძლება დავითრიო მერე ამ თამაშის გამო.
  25. მე პირადად თვალებს რომ ეხება საქმე ips-ს იქეთ არცერთს არ განვიხილავ. ჩემი სამუშაო ტექსტის კითხვაა ძირითადად ასე რომ სხვა არჩევანი არც მაქვს. მანამდე 4 ცალი 4k მონიტორი გამოვიცვალე ბრაკები იყო 4-ვე. აქ მაღაზიებში ალბათ ნაგვები შემოაქვთ. თუ მაღალი სიხშირე გინდა მე ეს მოდელი მაქვს და კმაყოფილი ვარ. https://www.lenovo.com/us/en/p/accessories-and-software/monitors/gaming/67a7gac3us?srsltid=AfmBOoq3a2QsFTRI0acqk9eJrhVYAzp-mi8nv8LWy0WAQXOkgEcReZQf ეს ალტაში https://alta.ge/monitori/lenovo-legion-27-y27q-30-black-p23693 პირდაპირ ალტაში იყიდე. ყველაზე კარგი ისევ ეგაა მგონი. pcshop-ში და ultra + veli store-ზე ნაყიდები ყველა ბრაკები იყო. თანაც ultra ნახმარს მტენიდა შემცვლელ მონიტორად. რომ არ მცოდნოდა კარგად კი შემტენიდნენ 1600 ლარიან ნახმარ მონიტორს. დინამიკებიც აქვს საკმაოდ კარგი. ჩემთვის ეგ მნიშვნელოვანია ნაუშნიკებს ვერ ვიტან.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.