Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15260
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    128

Everything posted by მათე

  1. კი რამდენიმეჯერ დარეზეტება მოუწია სანამ სეთაფი მოვრჩი ბოლომდე. თავის კლავას number row არ აქვს ასოებთან ერთად ხოდა gboard დავაყენე ამას სეთინგებში აქვს მაგრამ მაინც არ აჩვენებს. სამაგიეროდ ქართული კლავა არ აქვს gboard-ს. იმენა ჯართი ყოფილა ძმაო ეს აიფონი უფროსწორად ios ჰარდი სერიოზული აქვს. რაღაც პატარა კომპანიის ნაწვალებ სოფტს გავს ამათი საცოდავი ios ეს არ აქ ის არ აქ სულ ელემენტარულები თან. მაგრამ ჩემი ეხლანდელი ტელეს მოხმარება კომუნიკაციით, რუკებით, ძალიან ცოტა ვიდეოების ყურებით შემოიფარგლება ამიტომ ვერ შემზღუდავს იდეაში ესეც. რამდენიმე წლის წინ წარმოდგენაც კი ძნელი იქნებოდა აიფონს გავკარებოდი. ამათი OS დღეს რა დღეშია და რამდენიმე წლის წინ მთლად უბედურება იქნებოდა მე სულ nexus/pixel-ები მქონდა. მეტი სხვა ტელეფონი პირადი მოხმარებისთვის არ მქონია მაგრამ რაც ეს ნაგვობა შემოაგდო გუგლმა 6-დან მოყოლებული არ ვეკარები. თან ფასებს პრემიუმებს ადებენ.
  2. დავითრიე 17 პრო და უკვე ვნანობ. ტრანსფერი გავუშვი ანდროიდიდან და დენს ართმევდა და გაითიშა სანამ მორჩა. ხოდა დაიწყო რეზეტი და იმენა 30 წუთი არეზეტებდა. რა უბედურებაა windows xp ხომ არაა 39 წუთს რომ წერდა ხოლმე მეილს ვქმნიდი დაკავებულიაო და ჩასწორება მინდოდა თავში და არ აქვს ეგ ფუნქცია მთლიანად უნდა წაშალო ტექსტი. ეხლა ესიმის აქტივაციაზე გაიჭედა 10 წუთია ტრიალებს მგონი ისევ თავიდან მიწევს რეზეტი. 17 თაობა გამოუშვეს და ესეთი ელემენტარულები არ აქვთ ტიპებს მოგვარებული (( იუტუბს ისევ ვერ კეცავენ ვერც რეკლამებს ბლოკავენ 2 ცალი უნდა მეყიდა ჩემი და ჩემი დისთვის და ვიცოდი შეიძლება არ მომეწონოს ამიტომ ჯერ ერთი ვიყიდე და მგონია ისევ ანდროიდზე ავარჩევ რამეს. ამ გუგლს რა ვუთხარი ნაგვად რომ აქცია ეს პიქსელები. ტელე ვერ ავარჩიე იმენა. EDIT: back button-ც არ ქონიათ რომელიც ყველგან და ყოველთვის მუშაობს როგორც ანდროიდზე.
  3. იქნებ ეს დაგეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში )) 1200 MHZ-თ ნელი RAM-თ ნახე რამდენად ასწრებს მაინც AMD მაგ ინტელს. X3d gaming-ში must have-ა და amd-ები ბევრად ენერგოეფექტურები არიან 220W vs 95W და მაინც 20-40%-თ სწრაფი იყო AMD, ანუ გრილიც იქნება თავისთავად ამოდენა ენერგომოხმარების სხვაობის გამო. სოფტით უკეთაა ოპტიმიზირებული იმიტომ რომ დღემდე ნორმალურად ვერ მუშაობს იმ ინტელის სუსტი ბირთვები. 24 core რომ უწერია იმ ინტელს რეალურად 8 აქვს მხოლოდ ძლიერი დანარჩენი სუსტია 16. არც avx512 აქვს, მაგ სუსტი ბირთვების გამო და პლიუს დიდი ენერგიის მოხმარების გამო რაც ინტელმა ვერ გამოასწორა და ამოიღეს თავიანთი პროცესორებიდან. სოფტში სადაც ეგ გამოიყენება კიდევ უფრო დიდია სხვაობა. ერთადერთი ოთახის გათბობა თუ გინდა ინტელი ჯობია
  4. AMD-ზე ააწყე რაღადროს intel-ა ისე ჩამორჩა ((
  5. რომ დაგუგლავ ეგრევე მაგათ ყრის. GPT-საც რომ კითხო ეგეც გეტყვის. reddit-ს კომენტარებშიც ნახე https://www.reddit.com/r/Monitors/comments/1lsho2s/is_the_dell_u2725qe_really_the_best_option_for_4k/ https://www.reddit.com/r/Monitors/comments/1j5nmbl/decided_to_return_my_dell_u2725qe_backlight_bleed/ ესეც ამბობს ამ მოდელზე აქვსო. კომენტარებშიც წერენ. https://www.youtube.com/watch?v=qkY24OhAJ0g აქაც წერია სხვებსაც ქონდა იგივე პრობლემაო https://www.dell.com/community/en/conversations/monitors/u2725qe-coil-whine/685a37a316a3d04bdeebe2f9
  6. g-sync უწერია მარტო და freesync იმუშავებს მაგაზე ხომ არ იცი? ეს კი მომეწონა მაგრამ დავსერჩე და ქოილ ვაინის პრობლემა ქონია https://ultra.ge/monitorebi/monitori:_Dell_UltraSharp_U2725QE_27quot;_4K_UHD_120Hz_5ms_HDMI_2xDP_USB_210-BQTL?filter=2294 არადა იდეალური მონიტორი ჩანს. რამე სხვა ხომ არ გეგულება აქ მაღაზიებში კარგი მოდელი უფრო სამუშაოდ?
  7. @George ამ მონიტორმაც დალია სული. განათება ციმციმებს. ხვალ უნდა წავიღო საგარანტიოზე. ამაზე მიდგას ეხლა თვალი https://pcshop.ge/shop/dell-alienware-aw2725q-27-ips-4k-black/ რამდენიმე თვე მაინც ხომ იმუშავებს ამათი ეს ბრაკი პროდუქცია და მერე საგარანტიოზე მივუტან უკან. მუშა კარგი მონიტორის ყიდვის იმედი რათქმაუნდა აღარ მაქვს. თუ რამე მონიტორი ვიყიდე 100% ვიცი რომ ბრაკია აქაურ მაღაზიებში. აგერ ეს მეხუთე მონიტორია ამ თემაში რაც დავადოკუმენტირე რომ ბრაკი იყო 4-ვე და ეს მეხუთე.
  8. იოლად რომ დეფორმირდება ალუმინი, მაგიტომ აყენებს ნაკლებ ზიანს ეკრანს. ენერგიის ნაწილი ალუმინის დეფორმაციაში იხარჯება. თანაც უფრო მსუბუქია და ეგ ძალაც ნაკლებია თავიდანვე. იგივე პრინციპია რაც თანამედროვე მანქანებში. იჭეჭყება მანქანა რათა ადამიანები გადარჩნენ და დარტყმის ძალა არ გადავიდეს მათზე სრულად. ტიტანის ან stainless steel-ს კორპუსიანი ტელეფონის დავარდნისას დარტყმის ძალა გადავა შუშაზე და ინტერნალ კომპონენტებზე. ხალხს კი უხარია რომ ნაკაწრიც არ ეტყობათ, მაგრამ მეტი შანსია შუშა გატყდეს და ტელეფონი დაზიანდეს სხვა მხრივ. მაგიტომაც გაუძლო ვიდეოშიც ალუმინის კორპუსიანმა და დაასრულა დაბზარული შუშებით, ხოლო მეორე გადაიხსნა და ეკრანიც დაზიანდა შიგნიდან. მანდ უნიბოდი რომაა რათქმაუნდა ეგეც დაეხმარა 17-ს.
  9. დავარდნისთვის რათქმაუნდა რბილი უკეთესი იქნება. მეტ დარტყმის ძალას შთანთქავს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ დროს ზიანდება ვიზუალურად და ბევრად უფრო ნახმარის ვიდი ექნება. მითუმეტეს რომ კუთხეებში ის საღებავიც ძვრება.
  10. ის winapps პროექტი არ გამოგადგა?
  11. კი ოპტიმიზაცია რათქმაუნდა მაგარი აქვთ. თუმცა იღორეს 17-ში ელემენტის ზომაზე. უფრო სუსტი ჩიპის გამო მეტს გაძლებდა პროზე და მაგიტომ ჩადგეს ძალით პატარა ბეიზ მოდელში. ჩინურ ხლამებში რომ 6000-7000-იანი ელემენტები დევს კიდევ მაგარი უაზრობა გამოდგა. რაღაც ვერაა მაგ ახალი ბატარეების ტექნოლოგიებში ნორმაში, აშკარად ბევრად ნაკლებს ძლებს ვიდრე ახლანდელი ტექნოლოგიები. iphone-მა იმ ახალ xiaomi 17 pro max-საც აჯობა 7500 იანი ელემენტით, როცა იგივე მოცულობის ელემენტით სამსუნგს ნამდვილად ვერ აჯობებდა. სამსუნგი ყველაზე ახლოს დგას ელემენტის ხანგრძლივობით ეფლთან. მაგათაც მაგარი ოპტიმიზაციები აქვთ ეტყობა, ლამის ყველაფერს მისით ამზადებენ და ანდროიდის კოდზეც აქვთ წვდომა და კარგად არგებენ. ვეღარ გადავწყვიტე რა ტელეფონი ავიღო იმენა გუგლის ჩასვრა მაგრად ნერვებს მიშლის. რა ჯანდაბად უნდოდათ ეს ნაგავი ექსინოსი. თან მაგაში იმდენ ეკონომიას აკეთებენ და მაინც იმხელა ფასად ყიდიან რაც სნეპით დაჯდებოდა. ღორობის პიკშია Google Apple-თან ვერც პერფორმანსით და ვერც build quality-თ ახლოსაც ვერ მიდის.
  12. windows 11 დატესტეს ამდს ახალ პროცესორებზე და შეადარეს უბუნტუს. https://www.phoronix.com/review/windows-linux-amd-9950x-9950x3d როგორც მოსალოდნელი იყო windows 11 აღმოჩნდა 11-13% თ ნელი ვიდრე ერთ-ერთი ყველაზე ნელი linux-ს დისტრო :D
  13. კაპიკია ამათი ფასი სანამ linux-ს საფორტი არ ექნებათ out of the box. ვის რაში ჭირდება windows on arm მაგაზე ცუდი სისტემა არ არსებობს. დეველოპერებზე მაინც გათვალონ და დაუჭირონ მხარი linux-ს. წლიდან წლამდე ტიპები მილიონებს ხარჯავენ და ბოლოს ჩააფლავებენ ხოლმე სულ ტყუილად. X86-ზე ყველაფერი მუშაობს, ამათზე არა. AMD-ს შემოთავაზებები აღარ ჩამოუვარდება battery life-თ და სიგრილით arm-ს შემოთავაზებებს. საფორთით ცა და დედამიწაა. რატომ უნდა იყიდონე ეს როცა არცერთი პლიუსი არ აქვს ალტერნატივებთან, მითუმეტეს რომ ფასს იმხელას ადებენ გადამკვდარი ფანიც არ გაეკარება ამათ ლეპტოპებს.
  14. კი მეც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი "აიფოუნით" მაგრამ გუგლზე ძალიან გაბრაზებული ვარ. სულ გუგლის სმარტები მქონდა ოდითგანვე galaxy nexus და მას მერე წარმოიდგინე. N6-ში დაიწყეს არევა როცა უაზროდ დაადეს პრემიუმ ფასი. 5x კვდებოდა, OG-ზე კამერის ფოკუსირების პრობლემები მქონდა, P3-ზე ეკრანის (ულტრა ვაიდ სელფი ძაან მაგარი რამე იყო), P4-ზეც ეკრანი ძვრებოდა, მამაჩემის P4a-საც ეკრანი აძვრა, P5a იგივე სიკვდილით მოკვდა რითიც 5x კვდებოდა აგერ მიდევს საექსპერიმენტოდ ვინახავ დრო რომ მექნება რებოლინგი მინდა ვცადო ჩემი ხელით P5-ზეც ეკრანი ამიძვრა, თუმცა overall იმენა ყველაზე მეტად მევასება. ზომა/წონა, კამერები რომ არაა გამობურცული, ანაბეჭდის სენსორის განლაგება, ფიჩერები განსაკუთრებით reverse wireless charging. მგონი ყველაზე დიდი ხანი ეგ მოდელი მაქვს. აი რაც ექსინოსზე გადავიდნენ არც კი გავკარებივარ ჯერ იმდენი პრობლემები იყო თავიდან, ეხლა 2 თაობით არიან ჩამორჩენილი. AI-თ ქაჩავენ გასაგებია, თუმცა არც სამსუნგს უჭირს მაინც და მაინც. ყველგან ეკონომიას აკეთებენ და იგივე pixel 10 iphone 17-ზე 100$ თ მეტი რომ ღირს გუგლის ღორობის მეტი არაფრის ბრალი არაა. აიფონს ამ წუთას base 17 მოდელს ვფიქრობ გუგლზე გაბრაზებულზე, თუმცა სამუშაოზე მაგრად გამომადგება. რაზეც ვმუშაობ დიდი პროექტია და აპი მხოლოდ აიფონზე გვაქვს და ძაან ვწვალობ ეფლის არცერთი დივაისი რომ არ მაქვს რაზეც მაგას გავუშვებდი. მობ დეველოპერი არ ვარ ბექში ვარ, თუმცა მჭირდება აპი. საცდელად+სამუშაოდ დავითრევ ალბათ უბრალო 17-ს, ვნახო ერთი 2008-დან 17 წლის მანძილზე რისი გაკეთება შეძლეს. ისე კი წარმოდგენა არ მაქვს რომელი ანდროიდი ავიღო. P5-ს მსგავსი თუ იქნება, განსაკუთრებით ის, რომ კამერა არ ექნება გამობურცული ავიღებდი. აი გამობურცულ კამერაზე მეტად არაფერი მეჯავრება ტელეფონებში.
  15. უნიბოდი რომ უნდოდათ იმიტომ აიღეს სავარაუდოდ ალუმინი. ტიტანის მასე დამუშავება გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ. გაგრილება რომ სდომოდათ წყლის გაგრილებას ნორმალურად გააკეთებდნენ. ტესტებში რაც ვნახე სტაბილურობის ტესტი რომაა დიდი არაფერი სხვაობა არაა 16-ებთან. ისე კი ალუმინი ტიტანზე გაცილებით უკეთესი რომაა მაგ საქმისთვის ცხადია, მაგაზე ეფლი ვერ დაიბოლება.
  16. შეეძლოთ ამისგან თავის არიდება, ყოფილა მაგის სტანდარტები როგორ გააკეთო ისე კუთხეები მომრგვალებული რომ ასეთი არ მომხდარიყო, მაგრამ ეფლმა დაიკიდა და ხალხს ნაჩხაპნებიანი ტელეფონები ხვდებად out of the box. ძალიან მარტივად იჩხაპნება განსაკუთრებით იმ კუთხეებში კამერის ირგვლივ. ეს პრობლემა მხოლოდ pro და pro max მოდელებს აქვთ.
  17. ელემენტში საგრძნობი სხვაობაა 17 pro-სა და ამათ შორის. თუ ვიყიდი მხოლოდ ამერიკულს 4252 კარგი ზომაა აიფონზე. პირველი აიფონი იქნება, საერთოდ გუგლის იქით პირველი ტელეფონი იქნება ეხლა რასაც ვიყიდი, ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია.
  18. უკვე წამოვიდა შეფასებები და მაგრად აძაგებენ ახალ აიფონებს ალუმინის კორპუსის გამო. ნუ ცხადია რბილი მეტალია და ყოველი დავარდნა ისახება მასზე. იოლად იკაწრება. კუთხეები ექერცლება მარტივად და ა.შ. ვერცხლისფერის აღებაა საუკეთესო გამოსავალი, თუმცა ეგ მხოლოდ ლაით ნაკაწრებზე იმოქმედებს, რომ ძნელი შესამჩნევი იყოს. გაღუნვა გამოღუნვისგან ეგ ვერ დაიცავს რათქმაუნდა. ისე დაშლის ვიდეოებს რომ ვუყურე ეგ vapor chamber სულ ტყუილად უდევს. პროცესორთან შეხება არ აქვს ფაქტობრივად, უფრო ელემენტს აგრილებს რასაც ვუყურებ ვახ არადა 17 pro-ს დავითრევთქო და ეფლი თუ build quality პრობლემებით იქნებოდა ნაღდად არ მეგონა. ამ pixel-ების უბანძესი build quality-თ დავიღალე უკვე. სულ google-ს ტელეფონები მქონდა და რაც იმ ნაგავ ექსინოსზე გადავიდნენ ახლოსაც არ გავკარებივარ. ტელეფონს რომ ვერ აარჩევ მაგარი დროა მოსული რა. ეს ტაფა ტელეფონები მომკალი და არ მინდა. 17 pro ან უფრო პატარა იდეალურია ჩემთვის. სამსუნგი არ მევასება თვითონ ფირმა ნოკიას დროიდან მოყოლებული.
  19. Air ძაან ბანძი გამოდგა. Pro ჩიპი უდევს და non pro 17-ზე სუსტია. თვითონვე საუბრობდნენ ალუმინს იმიტომ დავუბრუნდით რომ 20-ჯერ უკეთესია გაგრილებისთვისო ტიტანთან შედარებით და vapor chamber-ც დავუმატეთო pro-ებსო. ამ დროსვე წარადგინეს გაგრილების არ მქონე თხელი ტელეფონი ტიტანის კორპუსით. უაზრო ფასი აქვს ის ელემენტიც რომ მოყვება უკან დასამაგრებელი. ბარემ დაამატებ და pro max-ს იყიდი სხვაობა 50$ გამოდის lol აი უბრალო 17 კი ძალიან ძალიან მაგარი ჩანს მითუმეტეს pixel 10-ზე 100$-თ იაფია. ნუ გუგლის pixel რომ სრული ნაგავია და 500$-ზე მეტი არ უნდა ღირდეს ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ამ ფასად უბრალო 17-ს რაც აქვს გადასარევი შემოთავაზებაა.
  20. 17 pro-ს ამერიკული ვარიანტის ელემენტის ტესტებს ველოდები და შეიძლება პირველი iphone-ც დავითრიო ჩემთვის. pixel 5 მომიძველდა უკვე. მაგის მერე კიდევ ნორმალური ტელეფონი არ გამოუშვია გუგლს. სასაცილოა ახალი pixel-ები და მეტი არაფერი. სრული ნაგავი, მითუმეტეს მაგ ფასად რასაც ითხოვს გუგლი მაგ ნაგავში. უკვე ყელამდეა იმენა. ფასის გამო და მაინც რომ კარგი მონაცემები იყო და სოფტი სუფთა სულ მაგათ ტელეფონებს ვყიდულობდი galaxy nexus-დან მოყოლებული. ეს უკვე დაცინვაა. 2 წლის წინა წარმადობის cpu/gpu + ელემენტი ნაგავი. განსაკუთრებული აღარაფერი. კამერაშიც და სოფტშიც გადაასწრეს უკვე ერთი ფოტოები ქონდათ მაგარი და ვიდეო არც არასოდეს უვარგოდათ ვიდეოში apple იყო სულ მეფე. ეხლა ფოტოშიც ვეღარ ჯობნიან იგივე apple-ს ან samsung-ს. აღარც ულიმიტო google photo. ერთ უბრალო overpriced mid range ტელეფონად აქციეს რომელშიც samsung-ს და apple-ს ოდენა ფასებს ითხოვენ
  21. საკმაო სხვაობა კია 2k-სთან მაგ სკალინგით. გიორგის პოსტიც არ ჩანს, აქ გიორგის პოსტის ზედა პოსტის ნაწილიც ჩანს
  22. ჰო ეგ განიერი ყოფილა ჩემი 70 სმ-მდე იქნება სიგანე მაგიდის. მოძრავი მაგიდაა მატორით ზემოთ ქვემოთ რომ დადის. ზედაპირი ბოლტებითაა ისე დამაგრებული და რომ რამე ამის გამოცვლა არაა დიდი პრობლემა. ერთადერთი უკაბელო დამტენის ხვრელს დაჭირდება ცოტა დაჩალიჩება მინიმალური სისქის ხე რომ დატოვო თუ გამოვცვლი ზედაპირს. წონა არაა პრობლემა 60 კილომდე კი წევს და უფრო დიდი და მძიმეც რომ იყოს აიტანს. მაგხელა სკალირებით 1080p-ზე 720p-სავით გახდება ეკრანის სივრცე ;დ ისე კაი FPS_ები კი გექნება 1080p-ზე
  23. ჰო მეც მასე ვარ 60-70 სმს ფარგლებში. მონიტორს აქვს დიდი სიღრმე ასე რომ ვთქვათ. ფეხის ძირი კედელსაა მიდებული და საკმაოდ შემოსულია მაგიდაზე თვითონ მონიტორი. მაგიდა კიდევ არც ისე განიერია უფრო შორიდან რომ ვუყურო.
  24. კი მეც არ მაქვს 27-ზე 2 k-ზე სკალირება. 4k-ზე 115%-ზე მეყენა ხოლმე. ისე მართლა ძაან პატარაა. თამაშით ერთ თამაშს ვთამაშობ ეხლა dod (day of defeat) 2001 წლისაა CS 1.6-ზე და მანდ პიქსეები კი არა პოლიგონები მოგხვდება თვალებში ამის ინტეგრირებულმა რაც მიწერია მონაცემები ბევრი გამიქაჩა, მაგრამ ამდენი წლების მერე მობეზრებულიც მაქვს უკვე და მივაშალე ვინდის VM თან მაგაზე აჩმახებდა მაინც რაღაცები და მარტო მაგას ვუბერავ ხოლმე იშვიათად linux-ზე.
  25. სვით სფოტი რასაც უმეტესობა ეძახის 110-140 ppi-ა. თუმცა ჩემსას 109 აქვს ეხლა და არ მომწონს. ჩემი აზრით მინიმუმ 150 მაინც უნდა ჰქონდეს მონიტორს. აი 4k 27-ზე იდეალური მონიტორია ჩემთვის. გამოსახულებაში სხვაობას ეგრევე ვხედავ. 4k-ებიდან ამაზე რომ მომიწია გადმოსვლა თვეების წინ კი გემახსოვრება, მას მერე ხომ უნდა მიჩვეულიყო თვალი, მაგრამ არა. ისევ ისეთი შეგრძნება მაქვს ეხლაც რომ ვუყურებ ამ მონიტორს როგორც პირველ დღეს. საგრძნობი სხვაობაა 4k-სა და 2k-ს შორისაც კი 27"-ზე. მაგიტო ვამბობ რომ 2k მაქსიმუმ 21 ინჩზე, მაგაზე დიდებზე უკვე მეტი რეზოლუციაა საჭირო. ისე სკალინგზე windows-ს აქვს პრობლემები თორემ linux და mac გადასარევად მუშაობენ. თუ სკალინგზე გქონია პრობლემა ეგ უფრო windows-ს გამოა. 4k 27-ზე საჭიროებს მცირედ სკალინგს, რომ ნამეტანი პატარა არ გამოჩნდეს ყველაფერი, განსაკუთრებით ტექსტი. ისე კი გამოსახულება იდეალური აქვს. პიქსელები საერთოდ არ ჩანს და ძალიან მაგარი გამოსახულება აქვს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.