კი, ეგ უნდა აუცილებლად, წვრილი შტეკერი (ჯეკი) შედის შენ საუნდ კარტაში და იმ 2 ფერს (წითელი და თეთრი) აერთებ ცენტრზე.
2 თავიანსა და 3-ს შორის ის სხვაობაა, რომ 3-იანში მოდის 2 აუდიო, ანუ სტერეო და 1-ც ვიდეო სიგნალი (თუ წითელი, ყვითელი და თეთრია, თუმცა ფერებს არ აქვს მნიშვნელობა, ეგ იმისთვის არის, რომ არ აგერიოს სად რომელი უნდა შეაერთო და სტანდარტულ ფერებში დასვა).
აქვე დავაკონკრეტებ: წითელი და თეთრი არის მარცხენა და მარჯვენა ხმის სიგნალი (სტერეო), ხოლო ყვითელი-ვიდეო, კიდევ გავიმეორებ, ეგ იმისთვის, რომ არ აგერიოს და მარცხენა დინამიკი მარჯვენაზე არ დასვა, თორემ თვითონ შნურს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ფერიც გინდა გამოიყენე.
ასევე არსებობს 3 ფერიანი კაბელი (ლურჯი, მწვანე და წითელი, ანუ RGB "წულპანი") რომელსაც "კომპონენტურ" ვიდეო სიგნალზე ხმარობენ (ხარისხით თითქმის HDMI ჩვენება აქვს), შენ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს რა ფერებს გამოიყენებ, დაგჭირდება:
1. ეგ გადამყვანი (რაც შენ დადე)
2. ეს (ოღონდ 2 თავიანი, გინდაც 3-ანი იყოს, 1-ს არ გამოიყენებ და ეგ არის)
3. ჩვეულებრივი წულპანი
ამდენი რაღაც იმიტომ არის საჭირო, რომ კომპიდან წამოიღო აუდიო სიგნალი, მერე დაუყენო გადამყვანი, რომ დააგრძელო შნური და ბოლოს თვითონ შნური, უფრო მოკლე გზაც არის, პირდაპირ გრძელი შნური იყიდო (ის სურათი, რაც შენ დადე), მაგრამ გაგიჭირდება, ეგენი 1 მეტრს არ აღემატება ხოლმე, თუ სადმე წააწყდები იყიდე.