Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. მაინც არ შვება, ისევ გაწელილ ძველს ვხედავ. შენ ხედავ შეცვლილს?
  2. აა, მე პირდაპირ რიმუვის მერე ვდებდი. მაინც არაო.
  3. ავატარს ვერ ვცვლი, ახალს რომ ვდებ, კი არ იცვლება, ძველს წელავს სიმაღლეში, ძველი იყო 100x50-ზე, ახალი არის 100x100-ზე, მაგრამ ისევ ძველს ტოვებს, ოღონდ სიმაღლეში გაწელილს, რა მოვუხერხო?
  4. როგორც უკვე ვთქვი, ყველაფრის დაშლა მიყვარდა და მეზობლის მანქანას ვხსნი "პავაროტნიკის" ნათურას (ვიპარავ) შუადღეა, მანქანა უყენია კარების წინ, რატომღაც აზრი მომივიდა, რომ ნათურას რაღაცაში გამოვიყენებდი, ავიღე "ოტვიორტკა" მივედი და დავიწყე მოხსნა, დაახლოებით 1 წუთში მოვხსენი და რაღაც ვიგრძენი, თუ რა იყო და გავიხედე და მთელი ოჯახი (მანქანის მეპატრონე) ქმარი, ცოლი და 2 შვილი, ღობეზე არიან გადმომდგარი და ძალიან წყნარი სახეებით მიყურებენ, ეს შუშა (რაც გარედან აქვს) და ნათურა ხელში მიჭირავს, ეგრევე შემოვტრიალდი და გავიქეცი, სახლში მომადგა, მე დავიმალე მამაჩემს ეუბნევა, ესე ესე იყოო და ნათურა არ მინდა შუშა მომცესო, ეეუფ, მამაჩემმა ლექცია ჩამიტარა (ცხოვრებაში თითი არ დაუკარებია), მერჩივნა ვეცემე.
  5. ელექტრო საქონელი, ყველაფერი მიყვარდა, რაც დენში ერთდებოდა (დღემდე გამომყვა) და მანია კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ვშლიდი ყველაფერს და შიგნეულობას ვნახულობდი, ალბათ 1985-86 წელი იქნებოდა, sony-ს ფირმა საქართველოში თითოოროლა იყო, მამაჩემს sony-ს მანქანის მაგნიტოფონი დავუშალე (დავუფუტკნე უფრო ითქმის) იმის გულისთვის, რომ პატარა მატორი ამომეღო და კატერი გამეკეთებინა, გამომსვლოდა მაინც, ვიტყოდი ღირდა დაშლადთქო.
  6. ამერიკულ მანქანები მაგრად არ მევასება, მაგრამ ეგ კორვეტი (ZR1 და არა უბრალო Z06) მართლაც ამერიკული ფერარია, თან ფასსაც თუ გავითვალისწინებთ, 60 000$-ში მაგაზე "ფერარი" ნაღდად არ მოგივა. Hallboy BMW 2002წ. 325, და MB 2000წ. C class, ადრე E-280 და E-320 მყავდა, მაგრამ არ არის ჩემი გემოვნების, მომკალი და ვერ ვუმუღამებ ამ MB-ს.
  7. ეგ უბრალო Z06-ია, ამას ხომ არ გულისხმობდი-ZR1?
  8. ქალაქში რომ ბევრი სიარული გიწევს, სალონში ცოტა დამწვარი ზეთი სუნს არ აყენებს? რაც შეეხება სიჩქარეში გვიან გადართვას, დაახლოებით 1995-97 წლის აქეთ გამოშვებული ავტომატიკები (ტიპტრონიკი ხომ თავისთავად) აღჭურვილია ეგრედ წოდებული "ტვინიანი კარობკებით", რაც გამოიხატება იმაში, რომ სწავლობს შენს სიარულს და იმის მიხედვით გიცვლის სიჩქარეს, ხომ არ დაკვირვებულხარ, ცოტა გაზაობის მერე ხომ არ იცის ეგრე? როცა აგაზავებ, კარობკა ხვდება, რომ შენ გადაერთე აქტიურ სიარულზე და, თუ სიჩქარეს გიცვლიდა 3500 აბაროტზე, მერე შეგიცვლის 5500-ზე, გააჩნია გაზაობას, თუ მართლაც სერიოზულად იგიჟე, შეიძლება 2 დღე დაჭირდეს "მოსარჯულებლად", მორჯულების დაჩქარება შეიძლება იმით, რომ შენ თვითონ უნდა ცვალო დაბალ აბაროტებზე და კარობკაც 1-2 საათში ისწავლის შენს "ხასიათს" და დაიწყებს წყნარად სიარულს. თუ ეს ყველაფერი ეგრეა, მაშინ სანერვიულო არ გაქვს, თუ სუნს აყენებს, ზეთის შეცვლას+გაგრილების სისტემა შეამოწმებინე, თუ ხელოანი გინდა მითხარი და მაგარ კაცთან გაგიშვებ.
  9. gajaviki რუსული ხომ იცი? ამ გამოხმაურებეს გადახედე და ყველაფერს გაიგებ: http://www.google.ru/search?hl=ru&sa=X&ei=CHqfTe2oFMbAswaDgOn4AQ&ved=0CBkQBSgA&q=vw+passat+B5+2,8+%D0%BE%D1%82%D0%B7%D1%8B%D0%B2%D1%8B&spell=1
  10. მარტო კარგი ფასის გამო თუ იყიდი, კაპრიზნი ელექტრო სისტემა აქვს და ძნელი გასაყიდია.
  11. არა ბიჭო, ხელი არ დაადო ტურბინას! 7,8 წამში აქვს 100-მდე აჩქარება, ნორმალურია, ქალაქში თუ წყნარად ივლი (2000-2500 აბაროტი) დაგიწვავს ალბათ 11-ს ფარგლებში, ჰა 12, ვიდზეც საკაიფოა, თან კვადროა, მოკლედ, მშვენიერი მანქანაა და დაანებე თავი, ვინც არ უნდა გეჩალიჩოს, არაფერი დაუმატო მაგ პონტში, როგორც კომპიუტერის აპგრეიდზე ვერ გაჩერდები ეგრეა ესეც, უარესიც, მერე სულ მაგ ჩალიჩში იქნები და გააბანძებ მანქანას.
  12. მე გეუბნევი 50-60-ზე, მერე უკვე ტურბო ცხოველი ხდება, თან მერსედესს შენზე ბევრად დიდი ძრავი აქვს და ტურბინისდა მიუხედავად შენ მაინც ბევრად ნაკლები კრუწიაში მომენტი გექნება, კაკ რას ეგ არის რესკად აჩქარების პლიუსი. ეგ იმიტომ, რომ დაბალი კუბადურა თავისას შვება, ტურბინა გაქვს დაბალ წნევიანი (მაღალს ქარხანა არც დაგიყენებს, მატორს მოკლავ ძალიან მალე) თორემ სერიოზული ტურბინა შენი ძრავიდან 190 ცხენს კი არა, ამოიღებს 500-ს, მაგრამ ძრავს მოკლავ 1000 კილომეტრე, ისიც თუ ბოლომდე არ გაიმეტებ.
  13. ეგ ტურბოს ხარჯზეა, მაგრამ ადგილიდან სანამ 50-60-ს აკრიფავ შეიძლება რამე 2.0-მა ცხვირი გაგიყოს, შეიძლება კი არადა ეგრეა, მერე უკვე ტურბო რომ საკმარის "ბარ"-ს დაიგროვებს უცბად აკრიფავ. წყნარად სიარული ჯობია, მითუმეტეს ქალაქში. იმას რა დამავიწყებს, მე და CIVIC-მა ნახალოვკაში რეები ვქენით დღისით, მზისით, შუადღის 2-3 საათზე (2002 წელი იყო, მაშინ E36 2,5 მყავდა), ტრაბახში არ ჩამითვალო და, ვიღაცას რომ ვიდეო გადაეღო, იფიქრებდი ეს ნამდვილი კადრები არ არის და მონტაჟიაო. ვაკეში, შუა პიკის საათში (საღამოს 7 საათზე) მე და ჩემი ძმაკაცი ვიყავით, ბავშვებს გეფიცები, მასტი მეხვეწებოდა, ტიროდა, ბავშვს უმამოდ ნუ დამიტოვებო, ეს გრძელდებოდა: პლეხანოვი, რუსთაველი, ვაკე, საბურთალო, დიდუბე და ნახალოვკაში მოვედით, ნახევარ ქალაქს ესე დავარტყით კრუგი, ერთხელ ძმაკაცის ბიძა (ახალგაზრდა ბიძა ყავს) შუშა ჩაუწია და თუ არ გამიჩერებ ჩემი დედას .... თუ არ გადავხტეო, ეხლა კი მეცინება, მაგრამ, აბა მაშინ იმისთვის გეკითხა, კაცი გაშავდა, შეიძლება ესე? ნაღდად არ შეიძლება, თან ქალაქში? რას ამბობ?! ბოლო 2 წელია დავწყნარდი და ეხლა ვხვდები რა დონეზე მიქროდა, თურმე რა მაგრად მივქარავდი, 1 პლიუსი მხოლოდ ის მქონდა, რომ მანქანა ცხოვრებაში არ დამიმტვრევია, სამაგიეროდ "გულ-მუცელს" ვუნადგურებდი, რუსთავში თუ ჩავიდოდი, 200-300$ გამზადებული მქონდა მანქანის გასაკეთებლად, რა მინდოდა, რა ძალა მედგა... წყნარად იარეთ, წყნარად! თუ ლიხაჩობა გინდათ, აგე, ზაფხულში რუსთავს იხსნება და იქ ჩადით.
  14. რას ამბობ ბიჭო, მაგას რად უნდა ინტერნეტი? მანქანას თუ აქვს 6500 ბრ.წთ-ში, ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ 3700-4000 ბრუნზე დაძრა, სცეპლენია უნდა გქონდეს ნახევრად აშვებული იმ დონემდე, რომ 1 სანტიმეტრში უკვე მოდება ჰქონდეს, არავითარ შემთხვევაში არ დაძრა ბოლომდე გათიშული სცეპლენიით, მიუხედავად იმისა რომ კვადროა ცოტას მაინც ამოგიბუქსავებს, თან ამხელა აბაროტზე, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ტურბოა, ტურბო კი მაგ ამბავში ცოტა სუსტია, ანუ ტურბოს დაბალი აბაროტი არ უყვარს (თუნდაც ბიტურბოს ჩათვლით) დაბალ აბაროტზე იკეთებს "ტურბო იამას" ეგ ნიშნავს, რომ ცოტა მაღალი აბაროტი სჭირდება ტურბოს მზადყოფნისთვის, ანუ საჭირო ვწნევის შექმნა ხომ უნდა მოასწროს (თუ არ ვცდები შენსას წნევა აქვს 0,8 ბარ.)?! ამიტომ ისედაც მაღალი აბაროტის დაჭერა მოგიწევს და ეგ კი გეყოფა დასაძრავად, მაგრამ ზედმეტად დიდი აბაროტი ისევე ცუდია, როგორც დაბალი, ძალიან დიდ აბაროტზე ძრავს "სასუნთქს" აღარ უტოვებ, რაც იმოქმედებს აჩქარებაზე. რაც შეეხება სიჩქარის შეცვლას, ტახომეტრზე კი გექნება 6500 ბრუნი (მეტიც აქვს, მაგრამ 6500-ზე აგრანიჩიწელი გაგითიშავს), მაგრამ შენი მანქანა მაქსიმალურ ცხ.ძალებს მოგცემს დაახლოებით 5600-5800 ბრუნზე, ამიტომ დანარჩენი დამოკიდებულია რა დონის სიჩქარეთა კოლოფი უყენია, მაგრამ მაინც იდეალური სიჩქარის შეცვლა გექნება 6400-6450 ბრუნზე, არასდროს მიიყვანო 6500-მდე, ზოგმა "ბაცანა ლიხაჩმა" რომ იცის, ადგილიდან რომ "მოახევინებს" და სიჩქარეს აგრანიჩიწელის გათიშვაზე რომ უცვლის, ეგეთ კაცს არასდროს ეგონკავო, ცოდოა, შეიძლება დაიმტვრეს, სერიოზულად გეუბნევი. ეს ყველაფერი ჩემი დაბალი დონის ცოდნით დაგიწერე და დანარჩენი უკვე ინტერნეტში. რუსები აუდის ძალიან დიდი ფანები არიან (მათი ყინვებიდან და აუდის კვადროობიდან გამომდინარე) და მაგათ ფორუმებზე იძრომიალე, ბევრ სასარგებლოს იპოვი. http://www.audi-club.ru/
  15. ხოო, ეტყობა ვერ მიგიხვდი.
  16. რასაც ვერიდებოდი, ზუსტად იქ შევყავი თავი ამას ჩემი აზრით კი არ გეუბნევი, 1996 წლიდან მოყოლებული 2005 წლის ჩათვლით (მერე დავიკიდე) არც 1 ავტოჟურნალი "კლაკსონი" არ გამიმაზია, უჯრებში რომ ტევა არ მქონდა, კარდონის ყუთებში ვალაგებდი (ბოლოს ძმაკაცის ბავშვს ვაჩუქე, ეხლაც ყრია 20-30 ცალი), ამას რატომ გეუბნევი და, სულ მაგის კითხვა/ძიებაში ვიყავი და ასე 2 სიტყვით მაინც ვერ დაგაჯერებ და არც ვაპირებ, არსებობს ინტერნეტი და დიდი ინფორმაციაც დევს, შედი თუ გაინტერესებს და გადაიკითხე, მთელი ცხოვრებაა მივმკვდარი ვარ BMW-ს, ეხლა მყავს მე-11, ასევე მყავდა 2 მერსედესიც (1 ეხლაც მყავს) ვიცი რომელი როგორ სუნთქავს, მაგრამ BMW-ში რომ სპორტული სული ბევრად მეტი დევს, ვიდრე მერსედესში ეს შენ კი არა მსოფლიომ იცის, განა მერსედესს არ აქვს, უბრალოდ მერსედესში რომ ეგ იგრძნო უნდა იყიდო რაღაც AMG და BMW-ში თუნდაც 2,5 იყოს დაქოქვიდანვე გრძნობ, რომ აქ კლასიკური კი არა, სპორტული სტილია. ვსიო, ამ საკითხზე მოვრჩეთ, ძალიან გთხოვ, ზემოთ დაგიწერე "გლეხური ენით" იმიტომ, რომ ნამდვილად არ მაქვს დეტალებში დასაბუთების თავი, ჩემი სიტყვების არ გჯერა? კი ბატონო, როგორც შენ თვლი საჭიროდ ეგრე იყოს, ყველაფერში გეთანხმები, ოღონდ ნუ გამაგრძელებინებ, მართლა სერიოზულად გეუბნევი, მთელი ცხოვრება ამ ლაპარაკში ვიყავი, თავისივე ფაქტების მოყვანით და დასაბუთებით და მაგრად დამღალა, ალბათ რაღაც ნაწილმა ჩემს ფსიქიკაზეც იმოქმედა და ვეღარ ვუსმენ ასეთ თემებს, ყველაფერში გეთანხმები, არ ვარგა ეს დედეა მ....ი BMW და მოვრჩეთ არ გაგიტყდეს ბრატუხა.
  17. მაგ მეთოდით რომ წავიდეს ლექტორ/მასწავლებლების შერჩევა, გამოდის, რომ 1 წელიწადში მათი დეფიციტი იქნება, ფსიქოლოგიური ტესტის დადებითი პასუხებისთვის საჭიროა: ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული გარემო, ხალხი+"დინჯი მენტალიტეტი", საჭიროა მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება, ამ უკანასკნელში ვგულისხმობ, რომ საჭიროა მინიმუმ ნორმალურად კვების და კომუნალური გადასახადების უპრობლემობა, საჭიროა ადამიანის გაწონასწორებული ფსიქიკით აღზრდა ბავშვობიდანვე, რათა ის ასეთივე ჩამოყალიბდეს, ამას წლები სჭირდება, რის დეფიციტსაც ნამდვილად განიცდის ჩვენი ქვეყანა და ხალხი, რაის ფსიქოლოგიაზეა ლაპარაკი, როცა უწიგნურ ქვეყნების ათეულში შევდივართ, თუ ეს ყველაფერი არ გაქვს, ჩათვალე, რომ შენი ფსიკიკა შორს არის იდეალურად მშვიდი და გაწონასწორებულისგან, რაც უარყოფით შედეგს აჩვენებს ჩატარებულ ტესტზე, რის შედეგადაც ძალიან დიდი ალბათობის ქვეშ დადგება ამა თუ იმ ლექტორ/მასწავლებლის სამსახურში მიღება. ტესტის ჩატარება საჭიროა იმიტომ, რომ ფსიქიკურად (ასევე ფსიქოლოგიურად) გაწონასწორებული მასწავლებელი გვყავდეს, რომელიც ბავშვს თავზე ფანდურს არ გადაამტვრევს (2 კვირის წინ მოხდა ჩემი გავშვის სკოლაში), გასაგებია, რომ ზოგიერთი ისეთი რთული ბავშვია, რომ შეიძლება გამოგიყვანოს მდგომარეობიდან, ზუსტად ამიტომ არის საჭირო, თუნდაც მინიმალური დონით ფსიქოლოგიის ცოდნა, უნდა იცოდე საიდან მიუდგე და როგორ გამოწვრთნა, ხომ ზუსტად მაგისთვის არსებობს მასწავლებელი?!. შენი პასუხი სულ სხვა რამეს გულისხმობს და კითხვა სულ სხვა საკითხზეა (არ გეწყინოს).
  18. კოლცოზე კი არა, კლასში, ანუ C კლასში, გლეხურად რომ ვთქვათ, მძღოლის მანქანებში და ეს მხოლოდ ჩემი შეხედულება არ არის, მსოფლიო დონეზე და ოფიციალური რეიტინგებით გეუბნევი და ამ საკითხში 1000-ობით ავტო-ჟურნალისტი და ექსპერტია ჩაბმული, აფასებენ ყველაფერს, პირველ რიგში კი მანქანის მართვას იმიტომ, რომ ეს C კლასი ითვლება (არაოფიციალურად), როგორც მძღოლის მანქანა და BMW ოფიციალურადაც ამბობს, რომ ამ სერიაში მთელი აქცენტი გადატანილია მძღოლზე და სხვა საკითხები მაგალითად, საბარგულის ლიტრაჟობა იმდენად არ აინტერესებთ, როგორც მძღოლის სიამოვნება (ლაპარაკი მაქვს მანქანის აგრესიულ და სპორტული სტილის მართვაზე).
  19. ამ საკითხთან ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს, ჩვეულებრივში ვგულისხმობ, რომ (მაგალითად, მიშაზე და ნეირონზე ითქმის, რომ არამსმელები არიან) თვეში ერთხელ მომიწევს, ოღონდ, თუ ვსვავ, ვსვავ, ანუ გაპრანჭვა არ ვიცი, ვერ დავლევ და ეგეთები, მაგრამ დღეს სამსახურის ძმაკაცები ატყდნენ ბულაჩაურიო და ისეთი დიდი ტყუილი ვუთხარი, რომ ვეღარაფერი მითხრეს და არ გავყევი, გასულ კვირას 3-4-ჯერ მომიწია კიდევ ეგეთი ტყუილის თქმა, გააჩნია ხასიათს, თორემ მაგარ "დედა შვილს არ აიყვანს ხელში" ქეიფს რა სჯობს?! მოქეიფეებში არ ვითვლები, მითუმეტეს მსმელებში, იმიტომაც ვთქვი, რომ ჩვეულებრივი კატეგორიის ვარ, პახმელიაზე იარაღი რომ დამადო, მაინც ვერ დავლევ. პოსტის დაწერა ვერ დავამთავრე და მთვრალებმა დამირეკეს, მოკლედ რომ ვთქვა, გამბურღეს, რატომ არ წამოხვედიო.
  20. მიშა რა ლეპტოპია? ჰმმ, ლეპტოპებსაც თუ უშვებდნენ გრაფიკული პროგრამებისთვის, ვერც კი წარმოვიდგენდი.
  21. ვიცი, CPU+RAM მუშაობს მაგაზე, მე სხვა რამეს ვგულისხმობდი (რენდერში ვიგულისხმე ვიდეოს მუშაობის პროცესი, რაც მხოლოდ ვიდეოზეა დამოკიდებული) და სხვა გამომივიდა, იმას ვამბობდი, რომ გრაფიკულ პროგრამებში, რაც ვიდეოზეა დამოკიდებული, მაგ ამბავში 590-ზე ბევრად სწრაფიათქო? გასაგებია, რომ GTX გეიმერული სერიაა, მაგრამ ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ ლაპარაკი გვაქვს 140$-იან გრაფ.კარტაზე, თორემ "quadro 6000" 10 ცალ 590-ს რომ გადაიღუნავს თავზე, ეგ იასნია (10-ზე მეტს თუ არა).
  22. ვაა, ეგ არ ვიცოდი. დისკის გარეშე მაინც მიჩვენებდა, რომ შეიცვალა ეგ სეთინგი? ანუ რას გეკითხები, ვერ მივხვდებოდი, რომ არ ცვლის, ან არ დამიწერდა, რომ დისკია საჭირო?
  23. მეც ეგ პრობლემა მაქვს, ეგრეც ვცადე, როგორც შენ ამბობ, მაგრამ უშედეგოდ.
  24. გასაგებია. ეს 140$-იანი კარტა, რენდერზე 580-590-ზე სწრაფიც იქნება? გასაგებია, რომ იმენნა გრაფიკისთვის არის, მაგრამ ეს GTX-ც ხომ ცხოველებია, ცოტა გვერდზე მაინც ვერ დაუდგებიან? ეხლა ასეთი უაზრო კითხვა გამიჩნდა, ეგ quadro და რამე გეიმერული (მნიშვნელობა არ აქვს, ავიღოთ 460) ერთად ვერ "იძმაკაცებენ"? რამე 2 PCI express-იან მაზერზე, აი, როგორც [ATI-თამაშზე+nvidia-ფიზიკაზე], დაახლოებით ასეთ ვარიანტში.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.